ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (VIII თავი)
დაბნეული, გაოცებული და ამავდროულად გახარებული უსმენდა მამაკაცს და პასუხი ვერ მოეფიქრებინა. ნუთუ სანდროსთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მასთან გადასვლა შესთავაზა? თავიდან ხომ მხოლოდ ბრაზსა და ზიზღს გამოხატავდა გოგონას მიმართ, ახლა კი სრულიად მოულოდნელად ასეთი სასიამოვნო წინადადებთ ცდილობს თავგზა აუბნიოს. გრძნობს რომ სანდრო მის მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ მისცემს იმის უფლებას, რომ ილუზიები შეიქმნას და უფრო მეტის იმედი ჰქონდეს. იმედგაცრუება საშინელი გრძნობაა, რომელიც ერთხელ უკვე მწვავედ განიცადა ახლა კი ცდილობს ამ გრძნობის ხელახალი ძალით შეტევა თავიდან აიცილოს. იცოდა, რომ ორივეს უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებდა. მაგრამ სანდროსთან ერთად ყოფნისას საკუთარი გრძნობების გაღრმავების ეშინოდა.. -არაფერს იტყვი? - მამაკაცის კითხვამ გამოაფხიზლა. მის თვალებში არსებულმა რაღაც უცხომ, იდუმალმა, მტივნეულმა და მომნუსხველმა კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება გაუწია. -თანახმა ვარ.. გამდმოვალ შენთან საცხოვრებლად. -შესანიშნავია. - მამაკაცმა მზერა მოაშრა და სადღაც უსასრულობისკენ მიმართა. დღესვე გადმობარგდები. -ასე სასწრაფოდ თუ აპირებდი არ მეგონა. -დრო არ ითმენს. შენ იმ ნაბიჭვრის შესახებ არაფერი არ იცი. დარწმუნებული ვარ ჩვენზე უკვე ყველაფერი ექნება გამოძიებული. ალბათ გეგმებს აწყობს უკვე, თუ როგორ გადაგვიხადოს სამაგიერო. რაც უფრო მალე გადმოხვალ, მით უკეთ შევძლებ შენს დაცვას. ასე რომ აქ სალაპარაკო მგონი არაფერია. -და ჩემს დაცვას როგორ აპირებ ძალიან მაინერესებს. გგონია აქ ვერ მოგვწვდება? -მგონია კი არა დარწმუნებული ვარ. -მაშინ? -რა მაშინ? -რა არის რეალური მიზეზი? -უკვე გითხარი შენი საფრთხოება. და მგონია დროა უკვე ეს უაზრო დიალოგი დავამთავროთ. მე უნდა გავიდე. საღამოს მოვალ და ნივთების წამოსაღებად წამოგყვები. მანამდე კი აქედან ფეხი არ მოიცვალო. - სწრაფად წამოდგა, გოგონას ხელი უშვა და სახლიდან გავიდა. -აქედან ფეხი არ მოიცვალო! - ბოხი ხმით გააჯავრა გოგონამ და თავისთვის ამოიფრუტუნა. „ნეტავ სად ჯანდაბაში წავიდა? თუმცა რა ჩემი საქმეა“ მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. რამოდენიმეჯერ სანდროსაც დაურეკა თუმცა უშედეგოდ. მამაკაცი არ პასუხობდა. გაბრაზებულმა მიაგდო ტელეფონი და ტელევიზორს უაზროდ მიჩერებული საღამოს მოსვლას დაელოდა. კარის ხმაზე თავი მიატრიალა და სანდროს წარბშეკრული მიაჩერდა. -სად იყავი? -ეს გაინტერესებდა? ამიტომ ამიკლე ზარებით? -შეგეძლო გეპასუხა. -საჭიროდ არ ჩავთვალე. - აშკარად ნაწყენმა გოგონამ თავი უხმოდ მიაბრუნა. თითქოს შიგნით რაღაც ჩასწყდა. გულში მწარედ გაკენწკა იმაზე ფიქრმა, რომ სანდროსთვის არაფერს წარმოადგენდა. -მშია. რამე მოამზადე? -არაფერი. ან რატომ უნდა მომემზადებინა. -რა ვიცი. მადლიერების ნიშნად. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. -რისთვის უნდა ვიყო მადლიერი? -იმისთვის, რომ ჩემს სახლში ცხოვრობ. -შენ თუ მოახლე გჭიდებოდა თავიდანვე გეთქვა. -მოახლე რა შუაშია? ან საერთოდ დღეს რა გჭირს? -არაფერი. არ მივდივართ ჩემი ნივთების წამოსაღებად? -კი. გაემზადე და წავიდეთ. რამოდენიმე წუთში მანქანაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ და გზას უხმოდ გაჰყურებდნენ. ლმაპიონების რიგი უსაშველოდ იწელებოდა, არ მთავრდებოდა. ღამის ლანდი ქალაქზე ჩამოწოლილიყო. ცა უკუნით სიბნელეს მოეცვა, ალბათ შავი სქელი ღრუბლებით დაფარულიყო, ამიტომ არც ერთი მანათობელი წერტლიც არ კაშკაშებდა უკიდეგანო ჰორიზონტზე. მალე იწვიმებდა კიდეც. აი პირველი წვეთი დაეცა საქარე მინას. მას მეორე შედარებით მსხვილი მოჰყვა. შემდაგ მესამე და მალე კოკისპირულად წამოვიდა. -ვერ ვიტან წვიმას. - ამოილაპარაკა გოგონამ. -რატომ? -არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წვიმის თითოეული წვეთი ამ უსაართლო სამყაროში დარვრილი ყველა ტანჯული ადამიანის ცრემლია. წვიმა კი იმიტომ მოდის რომ ჩვენი ცოდვების შესახებ შეგვახსენოს, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ჩავდივართ. ცოდვების შესახებ, რომლებიც ამ ცრემლების მიზეზია. -ძალიან სენტომენტალური ხარ. - ირონიანარევი ხმით აღნიშნა მამაკაცმა. -სამაგიეროდ უგრძნობი ხე არ ვარ. -და მაგას ვისზე ამბობ? -თვითონ მიხვდება. -ანუ ჩემზე. -ჩაიცინა მამაკაცმა და გზა უხმოდ განაგრძო. კარზე კარგა ხნის კაკუნის შემდეგ როგორც იქნა გაიღო და ზღურბლზე სოფო გამოჩნდა, რომელიც გაკვირვებული, გაფართოებული თვალებით უყურებდა ორივეს. -შემოდით. - გაიწია და ორივე შიგნით შეატარა. მისაღებში ნია მოუბრუნდა და სოფოს უთხრა. -მარტო მინდა გელაპარაკო. -კარგი. ჩემს ოთახში წამოდი. სანდრო რამე ხომ არ გინდა იქამდე მოგიტანო. -არაფერი არ მინდა. აქ დაგელოდებით და ცოტა ჩქარა. გოგონები ოთახში შეიკეტნენ. -ამ ბოლო დროს რა ხდება ვერ ვიგებ. სახლში თითქმის არ ხარ, სანდროს გვერდიდიან არ შორდები. ახლა კი მასთან ერთად გამომეცხადე. - ეჭვნარევი სახით შეხედა. -შენ კი არა მეც ვერ ვიგებ რა ხდება.. -ამოიოხრა ნიამ. - სანდრომ მასთან გადასვლა შემომთავაზა... და დავთანხმდი. -რა?! -ხო. მითხრა რომ ასე ჩემივე უსაფრხოებისთვის იყო უკეთესი, თუმცა მეეჭვება მხოლოდ ეს მიზეზი იყოს. მეც იმიტომ დავთანხმდი რომ მის გვერდით ყოფნა მინდა. -სანდრო გიყვარს. -არა. -ეს კითხვა არ იყო. არც სანდროა გულგრილი შენს მიმართ. -მართალი ხარ, ამას მეც ვგრძნობ, მაგრამ მეშინია, არ ვიცი რა მოხდება. მე და სანდროს ამაზე სიტყვაც კი არ დაგვიძრავს. იქნებ ვცდები? -გამორიცხულია. -ჩემი ნივთების წასაღებად მოვედი. -დღესვე გადადიხარ? -კი. -კარგი, მაშინ მოგეხმარები. -ბევრი რამ არც მაქვს მალე მოვრჩები. მისაღებში რომ გავიდნენ სანდრო მოუთმენლად სცემდა ბოლთას. -სულ ეს არის? - ერთ ზურგჩანთაზე მიუთითა. -კი. -მომეცი. - ხელიდან გამოსტაცა, ზურგზე მოიკიდა და ბინა ჩქარი ნაბიჯით დატოვა. -თავს გაუფრთხილდი კარგი? -ძლიერად მოეხვია სოფო. -აუცილებლად. შენც გაუფრთხილდი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრა. ამ სიკეთისთვის ალბათ ვერასდროს გადაგიხდი. -რას ამბობ ჩემო კარგო. რა სიკეთის გადახდაზე საუბარი. მომენატრები იცი? -მეეც. -ცრემლებამდე მივიდა ორივე. -კარგი, დროზე წადი, თორე სანდრო გაბრაზდება ამდენი ხანი რომ ალოდინებ. სიბრაზისაგან ალბათ ყურებიდან ბოლი გასდის. -არა უშავს, გადაუვლის. დროებით. -დროებით. -ქალმა კარი დახურა, გოგონამ კი ჩქარი ნაბიჯით ჩაირბინა კიბეები. მანქანაში ჩამჯდარს წარბშეკრული მამაკაცი დახვდა. -აქამდე სად იყავი? -ვემშვიდობებოდი. პასუხი არ გაუცია ისე დაქოქა მანქანა და სახლამდე მიიყვანა გოგონა. -აი გასაღები. შენ ადი. მე უნდა წავიდე და გვიან დავბრუნდები. -სად მიდიხარ. -შენი აზრით? -გასაგებია. - გასაღები გამოართვა და მანქანა დატოვა. ლიფტები დიდად არ უყვარდა და როდესაც მარტო იყო ყოველთვის კიბით სარგებლობდა, რომელ სართულზეც არ უნდა ყოფილიყო ასასვლელი. ახლაც სირბილით აუყვა და მეხუთე სართულზე დაღლილმა ცოტა შეისვენა. უცებ ზემოდან რაღაც ჩხაკუნი და კარის მიხურვის ხმა გაიგო. გოგონა შეკრთა. ხმა აშკარად მათი სართულიდან მოდიოდა. კედელს აეკრო, სანამ წინ შავებში ჩაცმულმა მამაკაცის სილუეტმა არ ჩაურბინა და ქვემოთ ჩავიდა. როდესაც დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა, სწრაფად აუყვა კიბეებს და კართან აქოშინებული შეჩერდა. კარი ოდნავ შეღებული იყო, ბინიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა. ნელა შეაღო კარები და ფეხაკრეფით შეიპარა. შესასვლელში არსებულ ლარნაკს ხელი დაავლო და ყველა ოთახი დიდი სიფრთხილით შემოიარა. როდესაც დარწმუნდა, რომ მარტო იყო შვებით ამოისუნთქა და შუქიც აანთო. სახლში ყველაფერი ჩვეულებრივად ეწყო. საერთოდ არ იგრძნობოდა არეულობა. გასაქურდად აშკარად არ შემოპარულიყვნენ, არც რაიმე კვალი დაეტოვებინათ. ცოტა დამშვიდებულმა მაშინევე სანდროს დაურეკა, თუმცა არც პირველ ზარზე უპასუხეს, არც მეორეზე და არც მომდევნო ათ ზარზე. ნერვებმოშლილი დააბიჯებდა მთელ სახლში და თან გულში სანდროს ლანძღავდა ასეთი უპასუხისმგებლობისთვის. „რომ ჰკითხო აქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნები.“ ბოლოს უკვე შედარებით დამშვიდდა და დაღლილსა და დაქანცულს ჩამოეძინა. გაუსაძლისი ტკივილი, შიში, ბოღმა, სასოწარკვეთა და ისევ ტკივილი. -ნია! ნია გამოფხიზლდი! - ბუნდოვნად ჩაესმოდა ხმები. არეულად, გაწელილად. თვალები რომ გაახილა სანდროს ბუნდოვანი სილუეტი დაინახა. ღაწვებზე სისველე იგრძნო. თავი ოდნავ წამოსწია და მამაკაცს მთელი ძალით შემოხვია მკლავები. -სანდრო.. სანდრო.. არ წახვიდე. - ლუღლუღებდა და ისევ აგრძელებდა უხმოდ ტირილს. -დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. შენს გვერდით ვარ. - თავადაც მოიქცია გოგონა მის ძლიერ მკლავებში და გვერდით მიუწვა. გოგონა კიდე ცოტა ხანს სრუტუნებდა, შემდეგ კი დამშვიდდა. -გირეკავდი და არ იღებდი. -მაპატიე, ტელეფონი მანქანაში დამრჩა. ვიცი ეს არ მამართლებს, მაგრამ.. -რომ მოვედი სახლში ვიღაც იყო. -რა?! -კიბეებით ამოვდიოდი, როდესაც ბინიდან გამოსულმა ვიღაც შავებში ჩაცმულმა ტიპმა ჩამირბინა გვერდით. სახლის კარიც ღია იყო. მამაკაცს ამის გაგონებაზე ყბები დაეჭიმა. აშკარად დაძაბული ჩაფიქრებული მისჩერებოდა რაღაცას. -ხვალ აქედან წავალთ. -სად? -ქალაქგარეთ პატარა სახლი მაქვს. იქ იშვიათად ჩავდივარ. ჩემს სახელზეც არ არის გაფორმებული. ასე რომ ძნელად მოგვაგნებენ, თუ ნამდვილად ის არის ვისზეც ვფიქრობ. -შენს შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცი. ვინ ხარ? მხოლოდ სახელი ვიც. -სხვათა შორის არც მე ვიცი რამე შენს შესახებ სახელის გარდა... ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. -რადენჯერმე, ღამით ყვირილით გამოიღვიძე. კოშმარი გესიზმრებოდა. დახმარებას მთხოვდი. მითხარი რა ხდება. -ეს გრძელი ამბავია. - გოგონამ თავი მის მხრებში ჩამალა. აშკარად საუბრისთვის თავის არიდება სურდა. ალბათ არც სხვა დროს მოუთხრობდა, სანდროს დაჟინებული თხოვნა რომ არა. -მე ბავშვთა სახლში გავიზარდე... ხუთ წლამდე. - დაიწყო უცებ გოგონამ. - ყოველ დღე დედას ველოდი, იმდი მქონდა რომ მომაკითხავდა და იმ საშინელი ადგილიდან წამიყვანდა. საშინელი იმიტომ იყო, რომ ყოველთვის მარტოობას ვგრძნობდი. ჩემს გვერდით უამრავი აღმზრდელი და ბავშვი იყო, თუმცა მე მხოლოდ დედის სითბოს ვითხოვდი, რასაც ვერავისგან ვიღებდი. შემდეგ გავაანალიზე, რომ დედა არ მოვიდოდა. ხუთი წლის რომ ვიყავი ჩვენან ბავშვთა სახლში ერთი ასაკოვანი ცოლ-ქმარი მოვიდა. ბავშვის აყვანა სურდათ. დიდი დაკვირვების შემდეგ მე ამარჩიეს. თავიდან გამიხარდა, იმის გამო რომ ამ ჯოჯოხეთს მოვშორდებოდი. თურმე ჯოჯოხეთი შემდეგ მელოდა. ყველანაირი დამცირება გამოვიარე მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ მორალური. ჩემს აღმზრდელებს თვალში არ მოვდიოდი. ყველა შეცდომაზე თუ უბრალო დანაშაულზე მცემდნენ. ბავშვურ სიცელქეს სასტიკი მოქმედებით პასუხობდნენ. -ეს. - მამაკაცმა ხელი მის ზურგზე აასრიალა და ზუსტად იმ ადგილას შეაჩერა, სადაც გოგონას ნაიარევი ჰქონდა. -მამობილი ქამრით მცემდა ხოლმე. ზოგჯერ უმიზეზოდაც კი, როდესაც დათვრებოდა. ყოველ ღამე მესიზმრება ეს აუტანელი ტკივილი. თავიდან ძალიან მწარედ განვიცდიდი. შემდეგ მივეჩვიე. მივეჩვიე ტკივილს, მაგრამ არა მისი მოლოდინის შიშს. თხუთმეტის ვიყავი, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კიდევ უფრო შეიცვალა და სასმელს ბოლომდე მიეჯაჭვა. ყოველი დღე იმ სახლში აუტანელი იყო. ნამდვილი მეგოვრები კი არასოდეს მყოლია. არ მყოლია ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისუფლად მივენდობოდი და მასთან თავს დაცულად ვიგრძნობდი... მალევე მუშაობა დავიწყე, მე ვარჩენდი. ამის გამო სწავლის გაგრძელებაც ვერ მოვახერხე. დღემდე ვფიქრობ რა დავაშავე ასეთი, რომ ღმერთმა ასე გამიმეტა. უკვე არაფრის იმედი არ მქონდა, ბრძოლის უნარიც დავკარგე. უუფლებო მონას ვემსგავსებოდი. - გოგონამ ორიოდე წამით თხრობა შეაჩერა. - იმ საღამოს გვიან დავბრუნდი. სახლში სრული სიმშვიდე იყო. მეგონა როგორც ყოველთვის მამაჩემს გალეშილ მთვრალს ეძინა. მის ოთახში რომ შევიხედე გაოგნებული მივაჩერდი სისხლის გუბეში მოცურავე გვამს. უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. შოკირებული კართან ჩავიკეცე. მაინც მეტკინა მისი სიკვდილი. ის არც ჩემი ბიოლოგიური მამა იყო, არც ჩემს აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. მაგრამ მის გვერდით გავიზარდე. წლების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით. გამოძიებამ დაადგინა, რომ მისმა ერთ-ერთმა მოვალემ მოკლა. მამაჩემი კაზინოშიც ხშირად დადიოდა. დიდი ვალები დაედო და ვეღარ იხდიდა. სახლიდან თითქმის ყველაფერი ფასეული გაყიდული ჰქონდა. რამოდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ სახლიც წაუგია. არაფრის და არავის გარეშე დავრჩი. არც ვინმეს დახმარების იმედი მქონდა. ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს, თუ როგორ დავდიოდი შუაღამით ქუჩაში, სიცივისგან აკანკელბული, სრულიად მარტო. რამდენიმედღიანი უაზრი ხეტიალის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ ქვეყნად ჩემს არსებობა-არ არსებობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არავის ვჭირდებოდი და მეც არაფერი მქონდა ისეთი, რის გამოც ბრძოლა შემეძლო. ერთ-ერთ ხედზე შემდგარი, გადასახტომად გამზადებული სოფომ მიპოვა და თავის ახლში წამიყვანა. სრულიად უცხოს ასე მენდო გესმის? მამაკაცმა თვალიდან ჩამოგორებული ცხელი ცრემლი ცალი ხელით მოსწმინდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში რაღაც აუხსნელი, აურაცხელი სითბოთი ჩახედა. ყოველ ჯერზე როდესაც გოგონას უყურებდა, მის თვალებში ათასობით მიკიაფე, მბრწყინავ ნაწილაკს ამჩნევდა, ათასფერ, მიმზიდველსა და მომნუსხველს. იმასაც ამჩნევდა, რომ გოგონას თვალებს ასეთი რეაქცია, მხოლოდ მისი დანახვისას ჰქონდა. გრძნობების მოჭარბება იგრძნო. მისი სახისკენ დაიხარა და სათითაოდ დააკვდა მის თვალებს ტუჩებით. შემდეგ მოშორდა და გოგონას მელი ძალით მოეხვია. -იცი - გაეღიმა გოგონას. - შენს გვერდით რომ ვარ თითქოს სრულიად ვთავისუფლდები წარსულის კოშმარებისგან. არც დღისით მახსენდებიან და არც ღამით მელანდებიან. პირველად მშვიდად მაშინ მეძინა ლეოსთან შეტაკების შემდეგ სახლში რომ მოგაკითხე. მაშინ უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი, ხელები ძლიერად გქონდა მოხვეული და უბრალოდ გვეძინა. ეს პირველი შემთხვევა იყო კოშმარი რომ არ ვნახე. მას შემდეგ შენს გვერდით ყოველთვის ასე ვარ. არ ვიცი რისი ბრალია. ალბათ უბრალოდ შენი. უხილავ კომფორტს მიქმნი, ისე რომ შენთან არავის და არაფრის მეშინია. არ ვიცი ამ ყველაფერს რა ვუწოდო. სიყვარული?.. სანდრო მგონი მიყვარხარ...არაფერს მეტყვი? სანდრო. - ნიამ მისი მკერდიდან თავი ასწია და მამაკაცს შეხედა, რომელიც დაღლილი სახით მშვიდად ფშვინავდა. -მე სიყვარულს გიხსნი და შენ კი გძინავს. - გაეცინა გოგონას. შემდეგ თავადაც ძლიერად მოხვია ხელები. მეკრდზე თავი დაადო და მის რითმულ გულისცემასთან ერთად მშვიდად ჩაეძინა. მეორე დილით ადრიანად ადგნენ. გასამგზავრებლად მოემზადნენ და პირველი საათისთვის დატოვეს სახლი. -ამ დღეებში სოფო და ლალიტა რას იზამენ? -ველაპარაკე უკვე. თავს მიხედავენ. -შორს არის. -არც ისე. საათ-ნახევარში მივალთ. მთელი გზის განმავლობაში ნია ფანჯრიდან იყურებოდა. ხედავდა როგორ იცვლებოდა ბუნება. უფრო მზვანე და ხასხასა ხდებოდა ბალახი. უფრო მაღალი და დატოტვილი ხდებოდნენ ხეები. სანდრომ გზიდან გადაუხვია და წიწვოვან ტევრში შევიდა. მალევე ერთ პატარა ტრიალ მინდორზე აშენებულ ხის სახლთან გაჩერდა. გოგონა გაოებული და სანახაობით აღფრთოვანებული გადმოვიდა. -ვაუ, რა სიალამაზეა. გაფართოებული თვალებით უყურებდა გოგონა. -კი. ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ აქ იშვიათად მოვდივარ. წამოდი სახლში შევიდეთ. პატარა, რამოდენიმესაფეხურიან კიბეზე ააბიჯეს და პირმაღზე შედგნენ. სანდრომ საიდანღაც გასაღები გააჩინა და კარს მოარგო. სახლი შიგნიდანაც ისეთივე ლამაზი და კომფორტული იყო, როგორც გარედან ჩანდა. ბარგი ამოალაგეს და მშვენივრად მოეწყვნენ. დღეები ერთმანეთის მიყოლებით გარბოდა. მთელი შემოგარენი მოარეს. ჩანჩქერზეც იყვნენ, მთაც დალაშქრეს. ყოველი დღის ბოლოს დაღლილ-დაქანცულები საღამოს კოცონს მიუსხდებოდნენ ერთმანეთზე აკრულები და საუბრობდენე დაუსრულებლად, ყველაფერზე საკუთარი გრძნობების გარდა. სანდრო პირველად იყო ასეთი ბედნიერი. გრძნობდა აბობოქრებული სისხლის ჩქრიალს მის ვენებში. თითქოს ისევ ისეთი ახლაგაზრდა, თინეიჯერი იყო, რომელსაც თავგადასავლები სწყუროდა. ყველა გრძნობას, ყველა ემოციას ხელახლა განიცდიდა, და ახალი სასიცოცხლო ძაით ივსებოდა ნიასთან ერთად. -აქედან როდის წავალთ? -არ მოგწონს აქ ყოფნა? -როგორ არა, უბრალოდ მაინტერესებს როდემდე უნდა ვიმალებოდეთ? დღეს იარაღი ვნახე ტუმბოს უჯრაში. -მალე ყველაფერი მოგვარდება. მერწმუნე. -იმედია. მორიგი მზიანი დღე გათნდა. გოგონა გაღიმებული სახით წამოიწია და ოთახი მოათვალიერა. მისდა გასაკვირად სანდრო არ იყო. ზეწარი მოიხვია და წამოდგა. მთელი სახლი მოიარა, თუმცა ვერსად იპოვა. ანერვიულებულმა სასწრაფოდ გადაიცვა ტანსაცმელი ტუმბოდან იარაღი აიღო და სახლი დატოვა. გარეთ ავისმომასწავებელი სიჩუმე გამეფებულიყო. მანქანა თავის ადგილზე იდგა. ესე იგი მამაკაცი არსად არ წასულა და სადმე ახლომახლოს იქნებოდა, თუმცა ისე არასდროს წასულა გოგონა რომ არ გაეფრთხილებინა. სახლს გარშემო შემოუარა და ტყისკენ წავიდა. მოულოდნელად ფეხის ხმა მოესმა და ხეს ამოეფარა. ხმაური მიწყდა. ის იყო სამალავიდან გამოიხედა, რომ უეცრად ზურგიდან ვიღაც აეკრო, ცალი ხელი კისერზე მოხვია და გააკავა, მეორეთი კი სახეზე რაღაც ნაჭერი ააფარეს, რომელიც უცნობი, საზიზღარი სუნის მქონე სითხით იყო გაჟღენთილი. თავიდან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა თვალები მალევე მიებლიტა, გამოსახულება აირია და საბოლოოდ გაითიშა. *_*_*_*_*_*_*_*_*_*_* შეაფასეთ..) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.