ფსიქიკურობის შეშლილი მარში (5)
დღეს ჩემი დაბადების დღეა... 31 წლის გავხდი,რომ ვთქვა რომ მიხარია და ქვეყანაში,რაც კი მთებია გადავდგამ თქო მოვიტყუებ. თან სასტიკად მოვიტყუები... არ მიყვარს აღნიშვნა, ძალიან პრეტენზიული ვარ მაგ მხრივ, მეზიზღება როცა მიწყობენ უაზრო სიურპრიზებს.ზუსტად ღამის 12 საათზე მაკითხავენ ტორტით და ბოლო ხმაზე მღერიან მისალოც სიმღერას. მაგრამ ისეთი დამპალი ვარ ზოგჯერ ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა ერთი უბრალო „გილოცავ“,რომ არ მითხრას მას სამუდამოდ დავკარგავ. ჰომ... ბევრი დამიკარგავს ასე, მათ კი დღემდე არ იციან ჩემი ხასიათის ეს საშინელი თავისებურება. კარზე ზარია.. წამოვდექი ძვლივს და გავაღე რატი იყო. -არ შემოხვალ ? -მე? მეჩქარება... წამო სადმე გავისეირნოთ -დღეს მე.. არ მცალია -რატომ არ გცალია, ვითომ ? -უნდა გამოვიძინო -საკუთარ დაბადების დღეზე ძილი ვის გაუგია სიცილი აგვიტყდა ორივეს, ვუყურებდი თვალებში და ვხვდებოდი მის თითოეულ აზრს და მახარებდა ის მომენტი,რომ მას მართლა ვაინტერესებდი. უხერხული სიტუაცია შეიქმნა -მე ტანსაცმელი არ მაქვს -ვიცი. ეს შენ და რაღაც შეფუთვა გამომიწოდა.სასწრაფოდ გავხსენი... -არა ამას ვერ ავიღებ -არ გაჩუქებ მაშინ..გათხოვებ -ხო ჩემს ჩაცმულ ტანსაცმელს შენ ჩაიცვამ მერე ფეხი წინ გამოწია, დემოსტრაციულად მაჩვენებდა -შეხედე, არა შეხედე ანისი, რა დაქნილია... ნებისმიერ ქალს შეშურდება ამ სილამაზის. ახლა როგორ ფიქრობ შენს ტანზე ჩაცმული შარვალი ცუდად მექნება?არა ცოტა დიდი მექნება, გაზიდავ ისტერიული სიცილი ამიტყდა.მინდოდა ჩამერტყა,მაგრამ ზურგი ვაქციე და გამოსაცვლელად შევედი. -მზად ვარ. დაახლოებით 5სანტიმენტრიანი ფეხსაცმელი მეცვა, მწვანე მუხლს ზევით კაბა. თმები ლამაზად ჩავიწენი და არაგულწრფელად გავუღიმე. ვგრძნობდი, როგორ მომაწვა სისხლი სახეზე და წამოვწითლდი -ღვთაებრივი ხარ -წავედით გთხოვ წავედით. მას ხელმკლავი გავუყარე და ორივე დაბლა დავეშვით.არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ გქონიათ ისეთი მომენტი,როცა ვერ ხვდები სად ხარ როდესაც დროის რაღაც მონაკვეთს გამოტოვებ. ისეთი გრძნობაა თითქოს გძინავს,ხედავ რაღაც ამბავს შუა ნაწილიდან და არ იცი როგორ დაიწყო ის. ბნელ სარდაფში ვიყავი, არ შემიძლია ამ ადგილს სუფთა და მოწესრიგებული ოთახი ვუწოდო. თვალი მოვავლე ყველაფერს და შევამჩნიე ოთახის უკიდურეს წერტილში ოთხი სკამი იდგა, იატაკზე კი სამშენებლო მასალა ეყარა. კუთხეში კი სისხლის გუბე საშინლად ელავდა. თვალი ამ სანახაობას დიდხანს ვერ გავუსწორე, რაც შეეხება განათებას ის ძალიან,ძალიან ცუდი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კომუნიზმი დაბრუნდა საქართველოში. მე კი ვიღაც „კაკაბეშნიკი“ დიდი პროჟექტორებით მანათებდა თვალებში და ამასთანავე კაპიტალიზმს მწამებდა. -როგორ ხარ ანისი ჩამესმა რატის ოდნავ შეშინებული ხმა, გამოსახულებებს ისევ ბუნდოვნად ვხედავ,მაგრამ მისი ხმის გარჩევა მილიონ ადამიანში შემიძლია, -მოდი,მოგეხმარო წამოდგომაში. როცა წამოვდექი და წყალიც დავლიე, მერეღა მივხვდი,რომ კუბოში ვიწექი, სიმართლე გითხრათ ასეთი რამეების არ მეშინია,მაგრამ ამ მომენტში იმდონემდე ამიტანა აზრმა.რომ რატის ჩემი მოკვლა უნდოდა,რომ შეშინებულმა შევყვირე. -რა გაყვირებს გოგო?! ამ გოგოზე,რატომღაც საყვარლად გაეღიმა და ამ ღიმილმა ცოტა დამამშვიდა. -რას ვაკეთებ კუბოში? -გძინავს ისეთი სერიოზული სახით მიპასუხა,ნორმალურ ადამიანს შემოდავებაც კი მოერიდებოდა.,ხო ვთქვი ნორმალურ ადამიანს თქო,მაგრამ მე რატომღაც არასდროს მიმაჩნდა თავი ნორმალურად,ამიტომაც იგივე კითხვა გავუმეორე მას,მაგრამ ამჯერაც ჩემი ხმის ტონი უფრო მკაცრი იყო,ვიდრე წინა ჯერზე -რას ვაკეთებ კუბოში ორაზროვნად შემომხედა, თითქოს ჩემს მიმიკებში რაღაცას ეძებდა,ვერ ვხვდები რა უნდოდა, ან რატომ დავითვალე გულში ორმოცდახუთამდე და რატომ ვერ მივიღე ამ დროის განმავლობაში პასუხი. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და დრამატიზირებულად დაიწყო -შენ თვითონ მთხოვე -რა? რა გთხოვე მე ? -დღეს შენი დაბადების დღეა... მე მოვედი შენთან, ვსეირნობდით ისე,როგორც გიჟი თინეიჯერები და შენ მთხოვე,რომ მომეყვანე ამ ადგილას. -კარგი და რა ადგილია ეს? - შენი და ემილის სასაკლაო. -ემილი ვინღაა? ან რა სასაკლაო სიცილი ამიტყდა. ის ისე არეულად მესაუბრებოდა, ისეთი მზერით რომ ოქროს გლობუსი უნდა გადამეცა მისთვის, ან ოსკარი. ან რამე ჯილდო სამსახიობო. მე ვიკლავდი თავს და ეს ჩემზე ნიჭიერი აღმოჩნდა, წარმოუდგენელია... -ნუ იცინი. -მაშინ ნუ მაცინებ! -შენ მკვლელი ხარ! ღიმილი სახეზე შემაშრა,გამახსენდა ოთახის კუთხეში 4 სკამი და სისხლის გუბე. -არაა -დღეს გასაუბრებიდან დაგირეკეს. წარმატებით გადაწყდა შენი აყვანა,მიხვედი იმ ადგილას, სადაც დაგიბარეს, უფროსობა კი არაქართველები აღმოჩნდა, ინგლისურად გელარაკებოდნენ, შენც ნაძალადევი ღიმილით პასუხობდი, იმას რომ ყველაფერი გესმოდა. მაგრამ მაგ მომენტში იმის მეათასედიც არ გესმოდა,რასაც გეუბნებოდნენ. -მე ინგლისური ვიცი! _შენ კი იცი ანისი,მაგრამ ემილიმ არა. ემილიმ იცის გერმანული,ფრანგული,თურქული, რუსული, მაგრამ ინგლისურად მხოლოდ ‘”yes” და „no” იცის. -ვინ ჯანდაბაა ეს ემილი და საერთო მას ჩემთან -დამშვიდდი. ემილი ის არის ვისიც ორივეს უნდა გვეშინოდეს,რადგან მის ერთ მოქმედებას თავისუფლად შეუძლია ორივე გაგვანადგუროს. გავაგრძელებ თქვენის ნებართვით. კუბოში გულაღმა წამოვწექი. თვალები მაგრად დავხუჭე და მოვემზადე ზღაპრის გაგრძელების მოსამენად. -ის ბიჭები, დამსაქმებლები გირეკავდნენ და გაწუხებდნენ, ბოლოს შენ მათ შეხვედრა სთხოვე, ერთმა მათგანმა ცოტა ქართული იცოდა. ამიტომ ისინი აქ მოიყვანე და დააბი ორივე. აქ კი მართლა ისტერიული სიცილი ამივარდა, წარმოვიდგინე სცენა თუ როგორ ვაბავ სკამზე 2 ახმახს, მე ერთი საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგონა. -წარმოუდგენელია,ვერ მოვერეოდი. - ჩაიში გარეული დამაძინებელი. რკინის ჯაჭვი და ეგაა. -შენ ამ მომენტში რას შვრებოდი? -გიყურებდი -და მე რას ვაკეთებდი? -მათ დრელით თავს უხვრეტდი -მეტისმეტია სიცილისგან თვალებდან ცრემლები გადმომცვივდა.ხელების ქნევა დავუწყე, რომ გაჩერებულიყო და ამ დროს შევამჩნიე რომ თავიდან ბოლომდე სისხლში ვიყავი მოსვრილი,აკანალებული თითები მოვაშორე რატის პერანგს და სახეზე შევეხე ჩემს თავს, ვგრძნობდი ბლანტ, თუმცა სახეზე უკვე გამშრალ სითხეს. -რა..რაა მ ჭი რსსსსსსსს -დაწყნარდი. ის წამოდგა და შეეცადა ჩამხუტებოდა -გაეთრიე.. ეს შენი სადაბადების დღეო ხუმრობა იქნება.მე ადამიანებს დრელით თავს არ ვუხვრეტ, ეგეთი „ჰუმანურიც“ არ ვარ -შენ... უფრო სწორედ ეს სხეული იმდონემდე სასტიკია,რო მთელი დედამიწის ბოროტებას ინახავს. -მერე რა მოხდა? -მერე ის თავიდან კიოდა. ორივე, ბოლოს კი მოკვდნენ. მე კი გაშტერებული გიყურებდი და მაპატიე ამას რომ ვამბობ,მაგრამ ასეთი ეიფორია, ექსტაზი და ადრენალინი ერთად შეზავებული დიდი ხანია აღარ განმიცდია, როდესაც ვუყურებდი თუ რა სიამოვნებას განიჭებდა შენი ეს ქმედება.ბოლოს უბრალოდ მათ ვენები გადაუჭერი, მათი სისხლით კი სახე და ხელები მოიხატე, გაიძახოდი ბოლო ხმაზე „საინტერესოა ნეტავ რომელი ჯგუფის სისხლია“ ს, ყველაფრით დაღლილი კი მოსასვენებლად კუბოში ჩაწექი. ყველას ბედი ეს არის თვით იოანესიც-ო. იქნებ ძალიან დამაჯერებლად საუბრობდა, იქნებ მართლა იყო ამ ყველაფერში სიმართლე და ლოგიკური ახსნა,მაგრამ მე მაინც ისტერიული სიცილი დავიწყე. ეს ხომ წმინდა წყლის horror story იყო.დრაკულასებრი happy end -ით, ბოლოს როცა შევამჩნიე რომ მისი სახე სრულ სერიზულობას აფრქვევდა, მხოლოდ მაშინ შევიკავე თავი და ვეცადე დამეწყო უფრო რაციონალურად აზროვნება.მაგრამ მაინც ის აზრი მიტრიალებდა თავში,ომ მატყუებდა, ამიტომ უნდობალდ მივმართე -შენ მე მატყუებ და ეს ყველაფერი ჩემს დასაშინებლად გამოიგონე ბოლოს რომ ორივემ ერთად გულიანად ვიცინოთ. ელვის სისწრაფით მწვდა მკლავებში და ზურგზე „ მომიგდო“. დერეფნის ბოლოში რაღაც კარებთან მიმიყვანა - რა გვინდა აქ? - შედი! კარების გასაოცარი წარწერა... „დანაწევრებულთა ოთახი“, ვფიქრობდი რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო, რატი კი მაშინებდა მთელი მისი არსებით, უკან დავიხიე ძალაუნებურად ტუჩზე ვიკბინე.კბილებზე კი სისხლი შემრჩა, რომლის გემოც რეცეპტორებმა აღიქვეს და შიგნიდან ვიღაცამ წამჩურჩულა გესლიანი ხმით „მესამე დადებითი, ისევე, როგორც შენს დამპალ ძმას ჰქონდა“, კარი სწრაფად გავაღე, მინდოდა ყველაფერი მალევე დამთავრებულიყო. საკუთარ სახლში მდივანზე მწოლიარეს ელდანაკრავივით გამომეღვიძა, გულაღმა ვიწექი და მესმოდა ტელევიზორის ხმა, ტელევიზორისა,რომელიც არა მაქვს.შემდეგ გამახსენდა, ის მომენტი, როდესაც შევედი „დანაწევრებლთა ოთახში“, სადაც ჩასვენებული იყვნენ დიდ მინის კუბოებში ადამიანები თითქმის ბოლომდე დაფლეთილები და ისევ ნემსი და ძაფით შეკერილები 21-ე საუკუნის ფრანკეშტეინის ნახელავს უფრო ჰგავდა ეს ყოველივე.პირველი იყო გოგო, რომელიც მეზიზღებოდა პირველივე კლასიდან. შემდეგ ბიჭი,რომელიც სულ დამცინოდა. მესამე ენაჭარტალა მეზობელი დაბოლოს მარიამი. ის მომენტი მახსოვს მარტო,რომ მკვდარი მარიამის დანახვაზე გული წამივიდა, ჩემი მარიამი... როგორ უნდა მომკვდარიყო, უფრო სწორედ მომეკლა. გაბარაზებული წამოვდექი, ყველა ნივთი ადგილზე იყო... გამწარებულმა მოვისროლე ყველაფერი ძირს, დავიწყე მათი ლეწვა, ვტიროდი და ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა ან ხალხს რა უნდოდა ჩემგან!! თითქოს რომელიღაცა რეალითი შოუს მონაწილე ვყოფილიყავი და შორიდან მაკვირდებოდნენ ისე,როგორც საცდელ ვირთხას, ჩემთვის ათასგვარ დაბრკოლებას იგონებდნენ და უნდოდათ რომ მე ეს ყველაფერი გადამელახა.მე თავი ყოველთვის მიმაჩნდა ადამიანად უფრო სწორედ გამოუსწორებელ მეოცნებედ რომელიც ცხოვრობს არა ვარდისფერ არამედ შავ_თეთრ უაზრო სამყაროში... ყოველდღე ქუჩაში მოსიარულეს აზრები და პრინციპები ერთმანეთში არეული დესპოტურ ბალს მიწყობენ ნერვებს მიშლის ეს ხალხი... ვითომ ადამიანები ყელში ამოსული დაღვრემილი სახეები თითქოს საყოველთაო გლოვააა გამოცხადებული . რატომღაც მომინდა მომეწია. ამიტომ გადამალული სიგარეტის ძებნა დავიწყე და ამ ძებნის პროცესში უცნაური რამ შევამჩნიე, ერთ-ერთ თაროს ორმაგი ძირი ჰქონდა, სასწრაფოდ წამოვწიე პირველი ნაწილი და დღიური.. გვერდი პირველი : ჩემი ნამდვილი სახე. მეოცე საუკუნის 2 მშვენება :1. მერლი მონრო, საყვარელი ქერა, კენედის საყვარელი. 2. ოდრი ჰემბერნი , რომელსაც ულამაზესი ღიმილი ჰქონდა, მახინჯ პროფილთან ერთად. თუმცა ორივე მათგანზე გიჟდებოდნენ და გიჟდებიან დღემდე და ახლა 21 საუკუნეს გადმოვხედოთ. ჩემი ანისია, ყველანაირად უნაკლო,მაგრამ მაინც მარტო მყოფი. მას თაყვანისმცემელთა რიცხვი ნულზე ჰყავს დაყვანილი. რა დღეა ან რა რიცხვია არ ვიცი.. აქ იშვიათად მოვდივარ, ბოლოს მაშინ ვიყავი, როცა კარზე ზარმა დარეკა და მოვიდა ის, მითხრა თავის ჭკუით თავისი სათქმელი და წავიდა. ეს კი...ეს სულელი გოგო ყველა დღესა და ღამეს სულ ტირილში ათენებს.ის ჩემს გარეშე უეჭველი დაიღუპებოდა, აღარ იარსებებდა. წლების წინ ერთმანეთისთვის მინაწერი facebook ჩატის სმს ები ამოპრინტირებული და შენახული აქვს. ჩაუჯდება ხოლმე ჭიქა ყავით და ტირილ-სიცილით კითხულობს, ამ მომენტში ეს ყველაფერი იმდენად ბანალური და სენტიმენტალურია, რომ უბრალოდ ვცდილობ გავიღვიძო და ეს სხეული ნამდვილ ბედნიერებას და ცხოვრებას ვაზიარო და არა მოგონებებით ცხოვრებას. კარზე ზარმა დარეკა. დღიური თავის ადგილას დავაბრუნე, კარი სასწრაფოდ გავაღე..რატი იყო ნახევრად ღია კარებთან ისე ვიდექი, რომ არ დაენახა სახლში რა ხდებოდა მეშინოდა მისიც და უკვე საკუთარი თავისაც. -არ შემომიშვებ? -იქნებ აჯობებს რომ წახვიდე. მარტო მინდა ყოფნა _კარგი წავალ და როცა დაგჭირდეს აქ გავჩნდები. უბრალოდ მინატრე. -ჯინი ხან ? გამეცინა, მასაც. თან ქუდი მოიხსნა, საქმე ის იყო, რომ არ წასულა, უბრალოდ ჩემს თვალწინ გაქრა, ვხედავდი თუ როგორ უფერულდებოდა, ბოლოს შეშინებულმა კარი მაგრად ჩავკეტე, გასაღები ორჯერ სწრაფად გადავატრიალე. ირგვლივ ყველაფერი დაშლილად , მოლეკულურ დონეზე მეჩვენებოდა,ვერ ვარჩევდი საგნებს. ხელების ფათურით, ინერციით მივდიოდი, ბოლოს თვალები ცრემლებით დამებინდა , გონს რომ მოვედი იატაკზე ვიწექი, გვერდულად ჩაჭრილი ვენა, სისხლიანი ხელი ფურცელსა და კალამზე უძრავად ეგდო „ შემდეგში სიგრძეზე ჩაგიჭრი ამ დამპალ ვენას, სხვისი აზრების ქურდო“ სასწრაფოდ მაისური გავიხადე. ჭრილობა საბედნიეროდ არც ისე ღრმა არ იყო და შესაბამისად არც საშიში.თუმცა იმის წარმოდგენა რომ გაუთვიცნობიერებლად შემეძლო მომეკლა თავი ან ვინმეს მოვეკალი საშინელ განწყობაზე მაყენებდა. დისექვილებრიუმში ვიმყოფებოდი, არაფერი მესმოდა,ვერანაირ ლოგიკურ კავშირს ვერ ვპოულობდი, ბოლოს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ჩემით მომეგვარებინა, რომ ამ დროს ნაცნობი და თითქმის დავიწყებული ხმა გავიგონე. -ანისი, სახლში ხარ? კარი ღია იყო და შემოვედი -ნიტა! და მთელი ძალით გავექანე მისკენ -დუდ, არ წამაქციო -სად იყავი ? სად ამდენი ხნის განმავლობაში როცა მჭირდებოდი? -გოგო როცა ყველაფერი გავიგე, ჩამოვფრინდი -მარტო ხარ თუ შენი ავლა-დიდება ქმარი შენთანაა? - ნოა? მე და ნოა დავშორდით.. და მას ტირილი წასკდა, იდგა განუძრევლად და ტიროდა, მე რატომღაც არ მივედი და არ დამიმშვიდებია, ვიცოდი მისი ხასითი ვერ იტანდა როცა მომტირალს ამშვიდებდნენ. ის კი ტიროდა, ტიროდა და ბოლოს ცრემლები მოიწმინდა და გაიღიმა. -ხო ჩვენ დავშორდით -მიზეზი? -მას შვილები უნდოდა -მოიცა არ გიჩნდებათ? -კი მაგრამ მე მეშინია, ვერ წარმომიდგენია ანისია, როგორ ვატარებ ჩემი პატარა მუცლით ბავშვს, გავაჩენ ძვლისძვლივობით და შემდეგ ძუძუს მოწოვებას დავუწყებ.. არა მე ამისთვის არ ვარ შექმნილი -მოკეტე! -რაა? ჩემივე ხმის ტონის მე თვითონვე შემეშინდა -არა, ნიტა დამშვიდდი. ამისთვის არის ყველა ქალი გაჩენილი -ამ სიტყვებს შენგან ყველაზე ნაკლებად მოველოდი, როდის აქეთ გახდი ასეთი ბანალური ? დაგავიწყდა ჩვენი ფემინისტური აზრები და კავშირები ? - ჩემი ცხოვრების საუკეთეს წლებს რა დამავიწყებს? უბრალოდ ბიოლოგიურად ჩვენი ორგანიზმი ასე არის მოწყობილი,ყველა ქალი ამაზე ოცნებობს -ყველა ჩემს გარდა! მე ვუთხარი რომ სუროგატისთვის გადაგვეხადა ფული, ჩემი კვერცხუჯრედი და მისი ტოზოიდი იქნებოდა ანუ ჩვენი შვილი და მან იცი რა მითხრა? უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე -ის რომ ბავშვს არ ექნებოდა ჩემი სურნელი, რომ ვიღაც უცხოს სუნს აიკიდებდა, რომ მე არ მემგვანებოდა არანაირად. -არის ამაში რაღაც რომანტიულად ჭეშმარიტი -ნუ ბოდავ ანისია, შენ მაინც ნუ ბოდავ ! -უნდა წავიდე -სად მიდიხარ? -პოლიციაში .გამომყვები? უსიტყვოდ წამოდგა და უკან გამომყვა, განყოფილებაში მისი ავტომობილით ავედით. შენობაში შესვლისას არავისთვის არაფერი მითქვამს.ნიტა გაოგნებული სახით მიყურებდა თუმცა მაინც ერთგული ადამიანივით მომყვებოდა გვერდში, დაცვას ჩემთვის არ ეცალა ვიღაცის გულისწასვლებით იყო გართული. დერეფანს სწრაფად გავუყევი შევაღე ნაცნობი კარები და ნიტას ხმა ზურგიდან -ვერ ხედავ არაფერია, ან ეს რა დანგრეული შენობაა საერთოდ გაგიფრენია საყვარელო ამ საყვარელომ კი ნერვზე უფრო მეტად ამშალა და მას სახეში გავრტყი.ის უკან სვლით დამშორდა -არანორმალური ხარ კარები დავკეტე, თვალები დავხუჭე და აისევ გავახილე, კარზე დავაკაკუნე,ნაცნობი ხმა -მობრძანდით. -შიგნით შესულს კი კედელის ნაცვლად ისვ რატის კაბინეტი დამხვდა -ვინ ვარ ან რა მჭირს? რატი ნელ-ნელა მომიახლოვდა, ნაზი ხმით წამჩურჩულა -შენ ანისია ხარ..ჩემი ანისია, ეს შენობა კი არსებობს თუ არა ხალხთა მოძრავ სივრცეში არა აქვს მნიშვნელობა,მთავარია, რომ რასაც შენ წარმოიდგენ ყველაზე მეტად არის ნამდვილი. საერთოდ ყველაფერი...! სხვა აღარაფერს აღარ აქვს აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.