პატარავ, მე სოციოპათი ვარ (ჰარი სტაილსის ფანფიქცია)
საქმე №1 ‘’კენტის საგრაფო“ „თუ სიმართლეს დამალავ ის გაიზრდება, ფესვებს გაიდგამს და ისეთ ძალას მოიკრებს,რომ ერთ დღესაც აფეთქდება და გზად ყველაფერს წალეკავს“ ემილ ზოლა. ტყიდან გამოვედი და სამსართულიან, მსუბუქი სტილის მქონე და ბუნერივი ქვებით აშენებულ სახლს მივადექი.ეს ის სახლია,რომელზეც ალექსი ყვებოდა და უნდა, რომ იყიდოს. სახლი ნისლშია ჩაფლული. ასევე ქვებით ნაშენები ჭიშკარი შევაღე, წითელი ვარდებით დაფარული ბაღიც გავიარე და ღია კარში დაუკაკუებლად შევედი. -ადალინ ტერნერ სად ჯანდაბაში იყავი? ალექსმა გაბრაზზებული ხმის ტონით მომმართა.ხალხის ჯგუფი დატოვა, რომლებიც ჩემთვის უცნობ საკითხზე კიბეებთან მდგომები ბჭობდდენ და ჩემსკენ გამოემართა. -ადა როგორ მომენატრე. ერთ-ერთი ოთახიდან,რომელიც ალბათ სამზარეულო უნდა ყოფილიყო,ლიამი გამოვიდა და დიდი ხნის უნახავი მეგობარივით გადამეხვია. -კარგი ლიამ. ხომ იცი ვერ ვიტან ჩახუტებებს. ნაზად მოვიშორე და გავუღიმე. ის ალექსის,მამჩემის, მეგობარია. ბოლოს სამი წლის წინ ვნახე,როდესაც ზღაპარს მიყვებოდა. მისი ყოველი მოყოლილი ზღაპარი მთავრდებოდა ასე „დაიძინე,თორემ ბიძია ნაილი მოვა და შეგჭამს.“ ყოველთვის ისე მექცეოდა,როგორც ხუთი წლის ბავშვს. მაგრამ ეს ყოველთვის მომწონდა. ის იმ სითბოს მაგრძნობინებს,რომელიც თორმეტი წლის განმავლბაში მაკლდა მამისგან. -შენ ისევ არ შეცვლილხარ. თუ გარეგნობას არ ჩავთვლით. შეხედი უკვე ნამდვილ ქალს ჰგავხარ. -ღმერთო ჩემო. არც შენ ლიამ. ისევ ისე იქცევი,როგორც ბებერი ქალი,რომელსაც ფერუმარილების სუნი ასდის. მან პატარა ბავშვივით ტუჩემი ამოატრალა და გაბუტულივით ხელები მკერდზე გადააჯვარედინა.მის ამ საქციელზე თვალები ავატრიალე და წინ გავიხედე. წინ შუბლშეკრული,გაბრაზებული მამაჩემი იდგა. ალბათ ისევ ჩემი ერთი საათის წინანდელ საქციელზეა გაბრაზებული,რომ დაუკითხავად გადავწყვიტე ტყეში სასეირნოდ წასვლა. ეს ტყე ყოველთვის მაინტერესებდა,მისი მისტიურობის გამო. -აბა არ მეტყვი სად ჯანდაბაში დახეტიალობდი პატარა ქალბატონო?-ისევ იგივე ტონით გამიმეორა. -მე უბრალოდ ტყეში ვსეირნობდი.-უდარდელად ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე. -ამ დროს არ შეიძლება ტყეში სეირნობა.ამ ტყეში ყოველთვის ნისლია და ბევრი ტურისტი იკარგება,თანაც იმ ლეგენდებსაც თუ გავითვალისწინებთ,რომლებიც ამ ტყეზე დადის მითუმეტეს. შენნაირი ლამაზი ქალბატონი მარტო ასეთ ადგილებში არ უნდა დადიოდეს.-კიბეებთან მდგომ ხალხს შორის, უფროსწორად იმ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, ხუჭუჭა, მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის და პირი-სახის ბიჭი გამოეყო და ჩემსკენ დაიწყო სვლა. -გაიცანი ჰაროლდ , ეს ჩემი შვილი ადალინაა.-გააცნო იანმა მწვალეთვალებას ჩემი თავი.სიტყვა ‘’შვილს’’ კი ხაზი გაუსვა. -მე ჰარი ვარ.-ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად მაგრამ მე უბრალოდ ხელის დაქნევით და გაღიმებით შემოვიფარგლე. მან კი უხარხულად ზურგს უკან წაიღო ისევ ხელები. -ხელებიდან უამრავი ბაქტერია გადადის და ამიტომ ყოველთვის ხელის დაქნევას,ან რაიმე მაგდაგვარს ვამჯობინებ ხოლმე. -ხო ადა ცოტათი უცნაურია -ლიამმა თმაზე ხელი გადაისვა. თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორ მომმართა წეღან,ასევე როგორ ეფლირტავებოდა კიბეებთან მდგომ იმ ორი ადამიანთაგან ერთ-ერთ ქალს და ახლა როგორ ათვალიერებს ჩემს შიშველ ფეხებს და ქვედა ტუჩს აწვალებს,ჰარი ასპროცენიანი მექალთანეა. -სხვათაშორის ზუსტად მაგ ლეგენდების გამო მინოდა,ამ ტყეში სეირნობა.-ყველაფერი სხვა დავაიგნორე და ჰარის თავდაპირვანდელ ნათქვამს დავუბრუნდი. -ახლა ყველაფერი გასაგებია.-ალექსმა დასკვნა გამოიტანა,თვალები აატრიალა და კედელს მიეყუდა. -რა ლეგენდების გამო? მგონი აქ ჩემს მეტმა ყველამ იცის.-ლიამმა ვითომდა დაინტერესებულმა იკითხა. ის ასეთ რაღაცებს სპეციალურად აკეთებს.იცის რომ როცა ასეთ რაღაცებს მეკითხებიან,შემიძლია მთელი დღე გაუჩერებლად ვილაპარაკო. -ამ ტყეს ‘’მყვირალ აჩრდილთა ტყეს’’ ეძახიან.მას მიიჩნევენ,როგორც ადგილობრივ აჩრდილთა სამყოფელს. დადის ლეგენდა, რომ XVIII საუკუნეში ადგილობრივებმა დაიჭირეს ყაჩაღი და პასუხი აგებინეს. ახლა ამ ყაჩაღის სული დაეხეტება ტყეში და ოცნებობს შურისძიებაზე. მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მყვირალ ტყეში სახლობს პოლტერგეისტი და გარდავლილთა სულები, მათ შორის ორის, რომლებიც ჩამომხრჩვალები იპოვეს: ერთ-ერთია მასწავლებელი, მეორე კი - პოლკოვნიკი. თვითმხილველები ამბობენ, რომ დილით ტყიდან გამოდის ყვირილის ხმა. უნდა ითქვას, რომ ბევრს სჯერა ამის: ტურისტები სპეციალურად მოდიან და დადიან ტყის გარშემო ღამით, რომ გაიგონ ავის მომასწავებელი ხმები.როგორც ჰარიმ აღნიშნა ნისლის და გაუვალი ტყის გამო ბევრი ტურისტი იკარგება და მის კვალსაც კი ვერ პოულობენ.-როგორც მჩვევია სწრაფი ტემპით ვთქვი და ბოლოს გავიღიმე. ეს უკვე ჩემი სავიზიტო ბარათია,ყველაფრის ცოდნა და სახეზე ყოველთვის ყალბი ღიმილი. -კარგი.. ამას ვერასდროს მივეჩვევი. წავალ მე მათ გავაცილებ.-ლიამი წარბებშეჭმუხნული,შეწუხებული სახით გაემართა იმ დუეტისკენ,რომლებიც უკვე დიდი ხანია ელოდებიან როდის მიაქცევენ ყურადღებას. მე კი სახლის ინტერიერის დათვალიერებას შევუდექი. სახლი როკოკოს სტილშია აგებული, თუ მის ინტერიერს და ოთახების განლაგებას გავითვალისწინებთ, მეთვრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში უნდა იყოს აგებული. ამ დროს კი ინგლისმა ესპანეთს ომი გამოუცხადა, ამიტომ აქ ვფიქრობ აუცილებლად უნდა იყოს საიდუმლო გვირაბები.ვგიჟდები საიდუმლო გვირაბებზე. სასტუმრო ოთახისკენ დავიძარი,რომელიც შემოსასვლელი კარიდან მარჯვნივ მდებარეობს. თაღისებურ უკარო ოთახში შევედი. ერთი კედელზე მთლიანად ფანჯრებია განლაგებული და ყავისფერი ფარდები კიდია. ერთზე მთლიანად ნადრობის ამსახველი ფოტოები და ატრებუტებია განლაგებული. შუაში ტყავის დივნები და სავარძლებია. დათვის ბეწვის ხალიჩა, წიგნები,სარწეველა სკამი, მაგიდა და ა.შ ნივთებია განლაგებული. ოთახი ბნელ ფერებშია გაწყობილი,რაც ოთახის სიდიდსდა მიუხედავად მაინც თვალში სივიწტოვეს,მაგრამ მყუდროებას ქმნის. კედლის მეორე მხარე მთლიანად ბუნებრივი ქვებითაა გაწყობილი და შიგნით ბუხარია ჩაშენებული. კედელზე ერთადერთი ნახატი და სანათურებია. ყველგან ვიცნობ მუნკის’’კივილს’’ ჩემი საყვარელი ნახატია, ეს კი,რომელიც კედელზე კიდია, ნამდვილად ყალბია. -მოგწონს ლინა სახლი? მამაჩემის ნათქვამი დავაიგნორე და ბუხარს მივადექი. ერთ-ერთ სანათურს მივადექი და უბრალოდ ქვევით ჩამოვწიე.ბუხარი კარებივით გაიღო და მთელს ოთახში მტვერი დააყენა.ხელის აქნევით ვცვდილობდი გამეფანტა. -ნუ მკითხავთ საიდან მივხვდი.-უკან მივტრიალდი და თითის დაქნევით ვუთხარი ჰარის,ალექსს და უკვე ახლად შემომატებულ ლიამს,რომლებიც გაოცებული სახეებით მიყურებენ. ეს სახის გამომეტყველება ჩემთვის უცხო არაა. -სამი წელი იყო ეს სახლი ჩემი და დღემდე ‘ამის’არსებობა არ იყო ჩემთვის ცნობილი.-ჰარიმ თქვა და ჩემსკენ გამოემართა რომ ოთახში შესულიყო. -ის ადამიანი არ არის.-ლიამმა დარწმუნებით თქვა და მანაც და მამაჩემმაც ჰარის მიბაძეს. -არა მან უბრალოდ ძალიან ბევრი იცის და ის ჩემი შვილია..-ამაყად წარმოთქვა მამამ,რაზე სიცილი ვერ შევიკავე. ამ ‘’საიდუმლო ოთახში’’ ძალიან ბნელა ამიტომ ასანთი მჭირდება. როცა ჰარიმ ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა, მის ფრჩხილებზე ნიკოტინის კვალი შევნიშე.ის ეწევა ამიტომ ასანთიც უნდა ჰქონდეს. -ჰარი შეგიძლია ასანთის გაანათო აქაურობა? -რა თქმა უნდა.- წინა ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და ხელის ერთი დატკაცუნებით, იმაზე მეტი რაღაცის დანახვა შევძელით,ვიდრე აქამდე ჩანდა... -ვაუ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.