შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(14)


27-02-2017, 17:43
ავტორი lile-eli
ნანახია 2 545

-ელი შეიძლება ვერ დაგირეკო და არ ინერვიულო, რომ ჩამოვალ ყველაფერს აგიხსნი..
-რაა? გიგი რა ხდება რამეს მიმალავ?
-არაფერს, კარგად უნდა წავიდე, თუ მოვახერხებ დაგირეკავ..

14.

ნერვიულობის ტალღებმა დრო და დრო იმატა ჩემში, მაგრამ გიგი არ ჩანდა. მთელი დღე ისე გავიდა, რომ არც დიტოს და არც გიგის არ მოუწერია დარეკვაზე საუბარი ზედმეტია, ორივეს გამორთული ჰქონდა ტელეფონი.. ანაც ღელავდა რადგან რამდენჯერმე დამირეკა და ჩემგან ცდილობდა გაეგო სიახლის მაგვარი. მთელი დღე ისე მიილა რომ ტელეფონი გამორთული იყო ისევ.. უნივერსიტეტში წავედი ლექციების შემდეგ მე გოგონებთან ერთად პროექტისთვის დავრჩით, ლექტორს და მის შვილს ველოდით, ამით ისარგებლა ნათიამ და „დაკითხვა“ მომიწყო:
-ლილე იმ კაცის შვილს იცნობ?
-ვინ კაცის?
დაზუსტება ვთხოვე მაინც და გამეღიმა, მაგრამ ამან როგორ გაიგო?..
-გურამ ლომიძის შვილთან რა ურთიერთობა გაქვს?
აი ამან უფრო დამაბნია, ასე დეტალებით..
-შენ როგორ გაიგე?
-აჰა ესეიგი არ შევცდი.
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-რას არ შეცდი ამიხსნი?
-შეყვარებულები ხართ? თუ უფრო მეტი?
-მხოლოდ შეყვარებულები!
მეორე კითხვამ გამაბრაზა და შემეტყო.
-არ ვიცი ალბათ ასეა, მაგრამ შეყვარებულებს ასეთ საჩუქრებს არ უკეთებენ!..
-მოიცა რა ქვეტექსტებით საუბრობ? ნათია ამიხსენი გთხოვ..
-ლილე გიორგი ლომიძემ შენი სახელი აიღო?
-რა სახელი? სად აიღო?
მეღიმება მაგრამ უფრო გაურკვევლობისგან..
-რამდენიმე კვირის წინ ეგ ბიჭი იყო მოსული ჩვენთან და მანქანა გაიფორმა Lexus IS 350-ი და ნომერი აიღო “LILE”!
-რაა? ესეთი რამ შესაძლებელია?
-კი შესაძლებელია, მთელი სამსახურის გოგონები მასზე ლაპარაკობდა. იცი ეგ ნომერი რა ღირს? 10.000 ლარი!
-რაა? ნათი რა მანქანა თქვი?
შოკში მყოფი ვცდილობ ადეკვატური კითხვები დავსვა, მაგრამ რაღაცეები მაინც არ მესმის, შესაბამისად კითხვაც არაადეკვატურია ალბათ.
-Lexus IS 350-ი.
-მე რომელიც მომეწონა..
ჩავილაპარაკე და გამეღიმა.
-რა მითხარი?
-არა, არაფერი, რად უნდოდა ნეტა ამის გაკეთება?..
-ამის გაგებას მე ვცდილობ, მაგრამ შენ უფრო გაოცებული ხარ ვიდრე მე..
აკისკისდა ნათია და უცებ დასერიოზულდა..
-ვაიმეეე... არ იცოდი და სიურპრიზი ჩავუშალეე, რა ცუდია, აუ არ უთრა რომ იცი კარგი? ყველაფერი გავაფუჭე. ცოდოა ამდენი ფული დახარჯა და ისე არ გამოვა მას როგორც უნდა.
მომაყარა სულ მოუთქმენლად, შევეცადე დამემშვიდებინა..
-არ ვეტყვი ნუ ნერვიულობ, არ გავუფუჭებ სიურპრიზს, მაგრამ მაინც არ მესმის რად უნდოდა?
-ვაიმე ლილე, იმეორე ახლა ეგ მთელი დღე!.. ასე უთხარი მე არ მომეწონა და ნათიას აჩუქე ასეთი ნომერითქო და გეფიცები სულ მადლობებში ამომხდება სული..
კმაყოფილი სიცილი, ლექორმა შეგვაწყვეტინა და სამუშაოდ გავყევით აუდიტორიაში.
დამღლელი დღის შემდეგ გზაში მყოფმა სმს მივწერე:
-„ის მაინც მომწერე, რომ კარგად ხარ!“
სახლში მისულს ტელეფონის ზარმა დამძაბა, ასე არაფერს შეუშინებივარ დაა ჩემი სიუ იყო:
-ლილე როგორ?
-კარგად შენ?
-კარგად, ბოდიში მხოლოდ ახლა შევძელი ტელეფონის ჩართვა.
-ხომ მშვიდობაა? რა ხდება შეგიძლია მითხრა?
-კი ელი მშვიდობაა, რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები.
აშკარად მხიარული ხმა ჰქონდა და ცოტა დავმშვიდდი.
-დიტო ანას ელაპარაკა?
-ეხლა ლაპარაკობენ. ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ და ზეგ დილით მანდ ვიქნებით.
-რომელი საათისთვის და დაგხვდებით.
-ექვსის ნახევარზე, ცოდოები ხართ, აეროპორტში არ მოხვიდეთ, ჩვენ გამოვიძინებთ და მერე მოგაკთხავთ.
-აჰა ახლაც ძილზე ფიქრობ?!..
ვითომ გავბრაზდი.
-ნუ ცუღლუტობ, იცოდე გელოდები და სახლში წასვლაზე არ იწუწუნო მერე..
-კარგი, კარგი ძილისგუდა დაგხვდები და მერე ვილაპარაკოთ.
-ლილე მიყვარხარ!
-მეც!
ცოტა მომეშვა რადგან მისი ხმა გავიგე.. საბა და სალოც მოვიდნენ სახლში, ცოტა უცნაური მომეჩვენა ორივე, მაგრამ კითხვაზე სერიოზული სახით გამცეს პასუხი არაფერი..
საბა მივლინებით წავიდა დასავლეთში, გიორგის დავურეკე იქნებ აეროპორტში გაგვყვეს მე და ანას, მაგრამ უარი მითხრა კახეთში მივდივარო, მერე ისე მოხდა ანას მაღალი სიცხე ჰქონდა და შემეცოდა, უფროსწორად ძალიან ცუდად იყო თორემ რა გააჩერებდა სახლში.. ორსული სინიორა ნამდვილად ვერ გავიმეტე, სიუს მივწერე ვერ დახვედრის მიზეზი, მანაც პირიქით მიხარია არ გაწვალდებითო, აბა მე მკითხოს?..
საღამოს სამი საათია და ვიღაც მაღვიძებს, საბა მადგას თავზე:
-ადექი წავიდეთ აეროპორტში!
წამოვხტი და კისერზე ვეხვეოდი მანამდე სანამ თვითონვე არ მითხრა:
- მორჩი თორემ სახლში წავლენ გიგი და დიტო, არ იციან რომ დავხვდებით. სასწრაფოდ მოვემზადე და წავედით, გზაში ანა გამახსენდა:
-აუ საბა ანასთვის რომ გვეკითხა იქნებ შეძლოს..
-ანამ იცის უკვე და გიოს მოჰყავს.
-რაა.. აუ რა მაგარია, აბა კახეთში მივდივარო.
-მოგატყუა, უნდოდა მოულოდნელად წაეყვანეთ, მერე მეც მოვახერხე „გამოძრომა“ სამსახურიდან და აი..
-აუ რა მაგრები ხართ.
კისერზე მოვხვიე ხელები საბას და თითებით მოვეფერე, მის უკან ვიჯექი სავარძელში. წინ ჩვენი კლასელი ნიკა ეჯდა, ისიც საბასთან იწყებს მუშაობას და სწავლობს საქმეს..
როგორც იქნა ნანატრი წუთი დადგა და გამოვიდნენ ჩვენი ბიჭები, მათი გაოცებული და გახარებული სახეები ყველაფერს ჯობდა.. მოვეხვიეთ წყვილები ერთმანეთს და იმ წუთას, მთელი აეროპორტი კი არა, სამყარო იყო ჩვენს განკარგულებაში, ბიჭების კომენტარები არ მესმოდა მისით ტკბობას ვაგრძელებდი, ის კი ჩემი ყელის კოცნით იყო დაკავებული, საბამ ვეღარ მოითმინა და დაარღვია იდილია:
-მორჩით ეხლა „დაიკეტა“ აეროპორტი! თან ნერვები მეშლება ტო..
-ჩემი ეგოისტი ბიჭი ცუდად ცქმუტავს..
ღიმილით ვუთხარი გიგს და მოვშორდი, მანაც გამიღიმა და უცებ მაკოცა, საბამ არც ეს დატოვა უკომენტაროდ:
-აჰა კიდევ! მე რას ვამბობ და ესენი მაინც არ იშლიან..
-ეს სალოს გარეშე არსად წამოიყვანოთ! მოიცალა ჩვენთვის..
სიცილით მითხრა იგიმ და ხელი გადამხვია. რა თქმა უნდა ის დილა დღედ იქცა ქეიფსაა და დროსტარებაში.. შუადღისთვის მე სუფრიდან წამოვედი გამოცდა მქონდა, გიგიმ მიმიყვანა სახლში, ლოყაზე ვაკოცე და გაბუტულმა მკითხა:
-მარტო ლოყაზე?
თან თმებში ხელი შემიცურა, კისერზე მისი ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი თავისკენ მიმიზიდა, მის კოცნას, ჩემგანაც მოჰყვა პასუხი.. მან უფრო მონდომებით განაგრძო ჩემი ტუჩების დაგემოვნება კიდევ დიდი ხანი გავაგრძელებდით ტელეფონს რომ არ დაერეკა, ნათია იყო:
-ხომ მოხვალ დღეს?
-კარგად ნათი შენ?..
-ოოო კარგი რა.. ლილე ვიცი რომ კარგად ხარ! სამსახურში მიბარებენ და დაგიტოვებ მასალას რომ რეზის და დედამისს მისცე (პროექტის ავტორს და ჩვენს ლექტორს)
-კარგი დამიტოვე მალე მოვალ.
გავთიშე ტელეფონი და გიგის შევხედე..
-გინდა მე გაგიყვან?
-არა შენ დაისვე, სანამ მე მოვრჩები და მერე დაგირეკავ.
-კარგი მაშინ მამას ვნახავ..
ვაკოცე და მისი საფირმო ღიმილიც დავიმსახურე. უკვე მანქანიდან გადასულს მომაძახა.
-ლილე, არ მინდა რომ გტოვებდე..
გამეცინა, სახლთან მტოვებს სხვაგან ხომ არა? ხელი დავუნიე და ღიმილინი სახით წავედი სახლში. ისე მეძინება სარკეში ჩავიხედე და გავიფიქრე, წყალი თუ მიშველის თორემ, გამოცდის ჩამბარებელს ნამდვილად არ ვგავარ!
საღამოს კლუბში წავედით სრული შემადენლობით, თამო და ლევანიც ჩვენთან იყვნენ, ის წუთები რა დროსაც მასთან ვატაერებ ძალიან ძვირფასია, ჩემთვის. ერთი უცნაურობა შევამჩნიე ყველას, თითქოს რაღაცას მიმალავენ მაგრამ იმდენად უმნიშვნელო მომენტები შევნიშნე რომ კითხვასაც აზრი არ აქვს თუ მიმალავენ ისედაც მარტივად ამიხსნიან რომ ვცდები ეჭვს ვერ შევიტან, თან ვერ დავუსაბუთებ ამიტომ თვალყურისდევნება გადავწყვიტე, მაგრამ აშკარად მიმიხვდნენ.. უკვე სახლებში წასვლის დროც მოვიდა და გიგიმ საჩუქარი მომცა:
-ეს შენ! იმედია მოგეწონება და რომ მოგიხდება ეგ ვიცი!
კისერზე ხელები მოვხვიე და ვაკოცე, ვინ გაცლის რომ, დიტომ დაიწყო:
-აუ ელი ისეთი კაბაა მე მაგას არც სენ და არც ანას არ ჩავაცმევ!
-შენ ანას მიხედე და ლილე ჩემთან ერთად როცა იქნება მაშინ ჩაიცვამს..
-ასეთი რა არის?..
-აუ ეგ თუ შენ ზომით მოგერგება მე მეორე „თავანი“ მექნება ჩასაბარებელი..
წაიწუწუნა დიტომ თან ჩემი გაბრაზება სცადა, თვალის ჩაკვრით განაგრძო:
-და რაღაცას ვიფიქრებ..
-მორჩი ეხლა თორემ რამეს მოვიფიქრებ, ახლა ცოტა გადავიღალე გამოცდების გამო და ვერ ვფიქრობ კარგად, მაგრამ მოვიცლი შენთვის.
ნაწყენი ხმით ვუთხარი, გადამხვია ხელი, დამიჭირა სახე ძალით მაკოცა და ჩუმად მითხრა:
-რას ვერ ფიქრობ ტო, კინაღამ „კაცობა“ დავკარგე ისეთი რაღაც მითხარი ანაზე..
სიცილი ვეღარ შევიკავე, მაგასაც ეგ უნდოდა, სახლში მივედით სამივე სალომეს უფრო ვატყობდი რაღაცას, პერიოდულად ცქმუავდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა.. უნდა ვაღიარო კაბა საოცრად ლამაზი, მაგრამ ისეთი „ქართველი მამაკაცების“ უმეტესობა რომ არ ჩააცმევს თავის რჩეულს, როგორც დიტომ თქვა.. „ბზინავი“ ვერცხლისფერი, მუხლს ზემოთ სიგრძის, მკერდთან ლამაზი ჭრილით და ზურგზე წელამდე „დეკოლტეთი“, ზომაც ჩემი იყო და საბას სახით თუ ვიმსჯელებ ასე ფიქრობდა (-„ნეტა როგორ გაარტყა ყველაფერი“?)
..ხუთშაბათ დილიდთ გადავწყვიტე ვინებივრო საწოლში, რადგან ხუთი დღე თავისუფალი ვარ ყველაფრისგან, გამოცდებისა და შუალედურებისაგან. თერთმეტი საათი იყო აბაზანიდან რომ გამოვედი, სახლში არავინ იყო ადას სმს ვნახე რამდენიმე და მეც მივწერე, ძალიან გამიკვირდა ისეთი ტექსები იყო მხოლოდ სიყვარულის და მოფერების, ნეტა ხომ კარგად არის? ჭკუს დარიგების სმს დაავიწყდა ალბათ ან გამოგზავნილიაქვ და ჯერ არ მომსვლია გავიფიქრე და ჩემ თავზე გამეღიმა, მივწერე საღამოს დავურეკავდი.. მერე გიგის მივწერე, მაგრამ არ მიპასუხა, ვიფიქრე დამირეკავს როცა ნახავს. ტელევიზორის ყურება დავიწყე როცა ნინიმ დამირეკა:
-ელი როგორ ხარ?
-კარგად შენ?
- შეგიძლია „თბილისი მოლში“ მოხვიდე?
-კი. რა ხდება?
-გოგო კაბის ყიდვა მინდა სასწრაფოდ, მეჯვარე ვარ. არ ვიცოდი დღეს გავიგე..
-ვისი მეჯვარე ხარ? შენ ერთ დღეში დათანხდი მაგ საქმეს?
-ნუ დამცინი, ისეთი ახლობელია უარს ვერ ვეტყვი, უცებ გადაწყვიტეს.
-კარგი როდისთვის შევხვდეთ?
-რა როდისთვის გოგო ახლავე რაც გაცვია იმით მოდი, დრო არ მაქვს!
მოლში მისვლა არ გამიჭირდა, დავურეკე ნინის და რათქმა უნდა მე მივედი ადრე.. შესასვლელშივე მდებარე კაფეში დავჯექი და ყავა შევუკვეთე, ათი წუთის ლოდინის შემდეგ ჩემს ბლოკნოში წერით დავიწყე გართობა, ისევ ათი წუთი და უკვე მოთმინებას მაკარგვინებს ეს გოგო..
უცებ ირთვება მუსიკა შედარებით დაბალ ხმაზე, შემდეგ ხმას უწევენ და გარკვევით მესმის Bruno Mars - Marry you.. გამეღიმა, გავიფიქრე რა მაგარია ვიღაცას ხელი უნდა სთხოვონ და ჩემს მაგიდასთან მოსული ორი გოგონა მეუბნება რომ გავყვე.. დავიბენი, ამას მიმხვდენენ და ორივემ ხელი მომკიდეს, რომ წამიყვანონ, მეც ჩემს ნივთებს ჩანთაში ვდებ და მივყვები.. ჩემს წინ გოგონების რიცხვი მატულობს, შემდეგ ბიჭებიც უერთდებიან, დაწყვილდნენ და ხსენებულ მელოდიაზე ისე კარგად ცეკვავენ, ფიქრის საშუალებას არ მაძლევს სანახაობა, თან დაბენული ლილე ერთ ადგილას დაგას, ერთი რასაც ვახერხებ ნაცნობის სახეების გარჩევას ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ..
უცებ მოცეკვავეების შუაში ჩემი „კეპით“ გამოჩნდა გიორგი, როგორც მთავარი გმირი და მიწა თუ არ გასკდებოდა, რომ თან ჩავეგდე, ჩემი გული აშკარად გააკეთებდა ამას..
-გიო რას აკეთებ?..
ძლივს წარმოვთქვი და უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი, ის კი იღიმოდა და უფრო მეტად ვბრაზდებოდი, მომიახლოვდა მუხლი მოიყარა და საერთოდ დამიბნელდა თვალს, წითელი მოზრდილი ყუთი გამომიწოდა და დაიწყო:
-ლილე, მე შენ ძალიან მიყვარხარ! როგორც მეგობარი!
-გიო რას ა..
და ყუთი გახსნა, ჩემს სახეზე იმდენი რამ ეწერა, არც მინდა წარმოვიდგინო რას ვგავდი.. ყუთში იყო სათამაშო „ცისარტყელა“ ბოლოები ყუთზე მიმაგრებული და ხელში აათამაშა, მერე კისერზე მომხვია და ყუთის ნაწილები გვერდზე მდგომ გოგოს მიაწოდა, მე კი მოცეკვავეებში შემიყვანა და წრეში ვიდექი, აი უკვე ყველა ნაცნობი სახე ვნახე და გულში ვლანძღავ სუყველას როდემდე უნდა ვიყო ასე გაურკვევლობაში?..
აიიი ჩემი სიუ.... ქუდი ახურავს მასაც „კეპი“, სპრყულად აცვია, ჩემი „სიპატიური უფროსი“ უერთდება რამდენიმე ჩემს წინ მოცეკვავე წყვილს და ცეკვაც რა კარგად გამოსდის, სინქრონში ყვება მელოდიას.. არ ვიცი ის წუთები როგორ აღვერო, ეს იყო საოცარი შეგრძნება: სიხარულის, სიამაყის, ბედნიერების, სრულყოფილების, სყვარულისა და კიდევ ბევრი რამის, რომელიც სათითაო ტალღად მაწვებოდა და ჩემში სრულ ქაოსს იწვევდა.
მოვიდა მუხლი მოიყარა და ბეჭედი ამოიღო:
-ლილე მიყვარხარ! მინდა ეს უფრო მეტად გაგრძნობინო! მინდა ჩემით იყო ბედნიერი, იყო ამაყი და ერთად ვიცხოვროთ, როგორც ერთი სრულყოფილება.
-გიგი მიყვარხარ!
მივედი და ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ისე მომეხვი მისმა მკლავებმა სულ დამმალა, მისი გულისცემას კი არცერთი მუსიკის ჰანგი არ შეედრებოდა, ასე ვიდექით რამდენიმე წამი და ეს იყო ყველაზე ლამასი საოცარი წუთები, რომელიც მე სამყაროზე დიდი ბედნიერებას მანიჭებდა.. უცებ შეძახილები დაიწყეს:
-გიგიი! ლილეეე!
გიგი ციტა მომშორდა, თვალებში ჩამხედა, მან ხომ კარგად იცის, იმის წაკითხვა იქ რაც წერია.. თან მიღიმოდა:
-აბა რას იტყვი? ცოლად გამომყვები?
-რა თქმა უნდა კი!
-მიყვარხარ!
მაკოცა შუბლზე, ბეჭედი გამიკეთა, საოცრად ლამაზი თეთრი ოქროს ბეჭედი ჩაცმული პატარა ბრილიანტებით.. ყველამ ტაში შემოკრა, შეძახილის, კოცნა მოჰყვა და აი იქ დაიწყო სრული ბედნიერების განცდა. მის მკლავებს წელზე ვგრძნობდი, უცებ გრძნობას აყოლილმა, მჭიდროდ მიმიკრა და უფრო მეტად მოინდომა ჩემი ტუჩებით ტკბობა, მე წელზე მოხვეული ხელები, კისერზე გადავიტანე და უფრო მეტი გრძნობით ავყევი.. ვიღაცამ ჩაახველა, ვინ თუ არა დიტომ..
-უკაცრავად ხელს გიშლით, მაგრამ ვაგვიანებთ!
გაოცებულმა შევხედე, გიგიმ კი შეუბღვირა:
-ახლა მაინც დამაცადე ბიჭო!
-რადენიმე საათი და დაცდილი იქნება აბა რა..
-რას გულისხმობთ?
ჯერ კიდევ დაბნეული და ბურუსში მყოფი, უფო მეტად დავიბენი, რადგან ვიგრძენი არ დასრულებულა „სიურპრიზები“..
-ელი ჩემო ლამაზო ჯერ მოგილოცო და მერე გეტყვის შენი „მეუღლე“.
დიტო გადამეხვია, მაკოცა, მერე ხელში ამიყვანა და დამატრიალა..
-გილოცავ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ! ყოველთვის ასეთი ბედნიერი მენახოს შენი თვალები! მიყვარხარ და მიხარია, რომ თავიდან ვერ მომიშორებ, ვერასდროს!..
-მადლობა გადარეულო!
გიგის გადაეხვია..
-აუ რა მონოლოგი იყოო..
ახლა გიორგი მოვიდა, ჩამეხუტა და მან განაგრძო:
-გილოცავთ ლილე, ბედნიერებას გისურვებ! ხომ არ მიბრაზდები?
-კი!
-ელი, აი შენი ქუდი, გიბრინებ!
დამახურა და გიგიმ წელზე ხელი მომხვია, აშკარად გაუკვირდა, გიოსგან..
-არა, გიო ეს ქუდი შენი იყოს, ჩემგან!
-რამე გამოვტოვე?
გიგის სახე უკვე გაოცებული იყო..
-კი. ერთ დღეს შენი მეგობარი მოვიდა და ძალიან მეჩხუბა, რომ ცუდად გექცეოდი, თან ქუდი გამომართვა..
-ამიტომ ვიცოდი, რომ მოვიდოდა შენს დაბადების დღეზე!
განაგრძო გიორგიმ და თვალი ჩამიკრა..
-მე კი მიხარია, რომ კარგი მეგობრები გაყავს.
ვნებიანად ვაკოცე.. ყველამ მოგვილოცა, სალომ, ანასტასიამ და საბამ კი ბევრი მკოცნეს, ჩემი სინიორა ატირდა კიდეც. ჩავხუტე და ვკოცნიდი, თან პატარას ვეფერებოდი მუცელზე, საბა და გიგი, რომ საუბარს მორჩნენ, ჩვენსკენ შემობრუნდნენ გიგიმ ჩემი ხელები დაიჭირა და ცერა თითებით მეფერბოდა, მის თვალები საოცარი ეშხით მიყურებდა, ტანში ემოციების „კორიანტელს“ იწვევდა:
-ელი, პატარა ქალბატონო მინდა დღესვე დავიწეროთ ჯვარი და რამდენიმე დღით წავიდეთ „ლოპოტაზე“..
-დღეს.. ვეე..?
კონკიას „ფეტვი და მარცვალიც“ კი არ იქნებოდა ისეთი დაბნეული როგორიც იმ წუთას მე.. ერთი რაც საღი აზრი მომაფიქრდა ნუნუ და სერგო იყო, ამ გადაწყვეტილებას მათ გარეშე ვერ მივიღებდი, სხვა რომ არაფერი ხომ უნდა ცოდნოდათ მაინც?..
-ახლავე, ყველაფერი მზად არის, მხოლოდ შენი თანხმობა მინდა! (გიგი)
სალოს და საბას შვეხედე ერთმანეთზე ჩახუტებულები მიყურებენ და ეღიმებათ..
-გიგი მე არ ვიცი, ცოტა დრო მჭირდება..
აშკარად მოქმედებს ჩემზე დაბნეულობა სხვა რამის თქმა მინდა და სხვა გამომდის, სახე შეეცვალა გიგის, მაგრამ მაქსიმალურად თავს იკავებდა, შევეცადე ამეხსნა:
-მე ადას უნდა დაველაპარაკო..
ხმაში მეთვითონ ვიგრძენი ცრემლები, რომელიც მამიდასთან საუბრის დროს აუცილებლად მაიძულებდა „გაჩუმებას“..
წელზე მომხვია ხელები და ყურთან მითხრა ჩუმად:
-ჩემი ცუღლუტი რომ ნერვიულობს, ვერ ვიტან! ამიტომ ადასთან საკითხი მოგვარებულია.
ხელი გავშვებინე და ამჯერად მე ვუყურებდი თვალებში, არ ვიცი რას ვეძებდი, მაგრამ მან ყოველთვის იცოდა, მე როდის რას ვგრძნობდი, რა მინდოდა და განაგრძო:
-სამი დღე იმიტომ დავიგვიანეთ ჩამოსვლა, ამერიკაში ადას და სერგოს შენი ხელი ვთხოვე..
-რაა?
-მაპატიებ, რომ დაგიმალე?
-გიგი მიყვარხარ!
ცრემლები ვეღარ დავაკავე და კისერზე მოვეხვიე, მან ძალინ მაგრად მიმიხუტა და უკვე ვიცოდი, რომ მე მის გარეშე ცხოვრებას ვეღარ შევძლებდი..
-ელი, წამო მოვემზადოთ
სალომ ხელი გამომიწოდა..
-კარგი, ასეთ ფორმაში ჯვრისწერა ნამდვილად არ მინდა!
შავი მოჭერილი, მუხლებზე დახეული ჯინსის შარვალი, კედები და თეთრი გრძელი ჯემპრი მაცვია, რომელიც თითქოს ცოტა დიდი მაქვს..
-მიდი და მეც გამოვიცვლი.
გიგიმ მაკოცა და ხელი გამიშვა.. ყველაფერი მომზადებული და ზუსტად გათვლილი იყო, მაღაზიაში სადაც მოვემზადე სალოს ჰქონდა მოტანილი გიგის ნაყიდი ახალი კაბა, მაგრამ რადგან მოკლე იყო, გარედან მოსაცმელი უყიდიათ გრძელი თეთრი, ლამაზი ორნამენტებით გაწყობილი, შეკრული ერთი შეხედვით „დაისის“ კაბას ჰგავდა, ახალი დეტალებით, დიდი „კაპიუშონით“, რომელიც იმდენად ნაზი იყო, რომ თვსაბურავსაც კი გავდა. გახსნილს კი სულ სხვა ეფექტი ჰქონდა, ისე იკვრებოდა უკან, რომ შიგნიდან მოკლე კაბა ჩანდა და საოცრად ეფექტური იყო. მაღაზიის გვერდზე „სალონში“ მაკიაჟი გამიკეთეს, რა თქმა უნდა მსუბუქი, რადგან არ მიყვარს..
ყველაფერი შეიძლება მეფიქრა, მაგრამ „თბილისი მოლში“ საქორწილოდ გამოვეწყობოდი და იქედან წავიდოდი ტაძარში ჯვრიწერისთვის ამას ვერა, გადარეული „ქმარი“ მეყოლება და ნეტა სად სრულდება მისი ფანტაზიის საზღვარები?..
-ელი, ელი.
საბას ხმამ დამაბრუნა სალონში სადაც ყველაფერი ისე სწრაფად გააკეთეს, მემგონი გიგიმ და სალომ წინასწარ ავარჯიშეს ასისტენტები.. ჩემი ბიჭი ისეთი ლამაზია პიჯაკში, უი სალოც მომზადებულა და ახლა შევამჩნიე.. ყველას ისე ეცვა როგორც შეიძლება ერთ საათში გამოეწყო, თან სავაჭრო ცენტრში, რა სიგიჟე იყოო..
ჩემი მეჯვარე, რომელსაც კაბის ყიდვაში უნდა დავხმარებოდი, მხოლოდ ახლა ვნახე, რადგან ის ყველაფერს გამოაკლდა რაც იქ მოხდა, ის ხომ სალონში იქნებოდა, თან ასე მოულოდნელი ამბის გამო ვერ იჯერებდა გულს იქ ყოფნით.. ჩემმა ტრიომ მანქანამდე მიმაცილა გიგი იქ იდგა და მელოდებოდა, ისეთი ლამაზი იყო, თეთრი პერაგი, პჯაკი და საერთოდ კლასიკური სტილი ისე უხდება, რომ არა მისი კოცნა და ხმა, ალბათ დიდი ხანი ვიდგებოდი, მისი ყურებთ გართული. არა მოხდარით გაოგნებულიც, მაგრამ მიხაროდა, ძალიან მიხაროდა..
მანქანაში ჩაჯდომისას შევამჩნიე, რომ თემოც ჩვენთან ერთად იყო და არ მოულოცია. საერთოდ ახლოსაც არ მოსულა. ისეთი თვალებით მიყურებდა, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, ნეტა რატომ მძაბავს ეს ბიჭი და მისი გამოხედვა ასე?..



№1 სტუმარი gefacs tv

saintereso faqtebi ucnauri arsebebi da idumali videoebi naxetaqhttps://www.youtube.com/shared?ci=PsCs4vUzkak

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გამოჩნდა ძლიივს. ♡ კი ვიფიქრე რაღაცას მოიმოქმედებს გიგი თქო მაგრამ რაც გააკეთა მაგარი ფანტაზიის უნარი ქონია. აი თემოს რაღა ჯანდაბა უნდა მაინც ვერ გავიგე. ცუდი არაფერი ქნას იცოდე!!!

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უჰჰ მაგარი იყო.
მიხარია ამათი ბედნიერებაა!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent