შეგეჩვიე II
-ცოლად გამომყვები? - ცოტა დრო დამჭირდა აზრზე მოსასვლელად რას მეუბნებოდა მაგრამ ალბათ დამცინისთქო როგორც ყოველთვის და ჩემი ჭკუით თამაშში ავყევი. -თანახმა ვარ. -მეკაიფები? - ხმაში მერყეობა შევატყვე -მე დავიწყე როო? -ვკითხე და თან გამეცინა. -ნუ იცინი თებეა მე მართლა გეკითხები. თუ გცალია დღეს 6 საათზე კაფე პლაზაში დაგელოდები მოდი და ვილაპარაკოთ. - ხმის ამოღებაც არ დამაცადა ისე მიაყარა და გამითიშა. შოკში ვიყავი, ჯერ მისი შემოთავაზების გამო და პლიუს იმით რომ ამდენი წლის მანძილზე პირველად მთხოვა შეხვედრა და გაცნობა. გონება ამერია ვატყობდი რომ საღად ვეღარ ვაზროვნებდი და ნატუკას დავურეკე მოსულიყო ნამდვილად მჭირდებოდა მისი რჩევა. -ნატუ რა ვქნა მირჩიე რამე, დავიბენი. -ერთ რაღაცას გკითხავ თებე და არ მომატყო ოღონდ, მითხარი სიმართლე და მერე გეტყვი რა უნდა ქნა. ხო იცი მიყვარხარ და ყველაფერი კარგი მინდა შენთვის. ვიცი რომ სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი და მოგწონს მაინც და ენდობი მაგ ტიპს? -კი ნატუ ვენდობი,- წამით დაფიქრებაც არ დამჭირდა ამის სათქმელად.- მომწონს კიდეც, კეთილია, გონიერი, თავისი საქმე აქვს, დამოუკიდებელია, არ ეწევა, არ თამაშობს და ნარკომანი არაა. როცა რაიმე დამჭირდებოდა ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს. -მაშინ წადი და დათანხმდი. - დამთავრებული არ მქონდა რომ გამაწყვეტია ნატუკამ.- ნეტა შეგახედა ჩემი თვალით შენთვის თებე თვალები როგორ გიკიაფობს როცა მასზე საუბრობ, წადი დათანხმდი იქნებ შეგიყვარდეთ კიდეც ერთმანეთი, თუ არა და ახლა როგორც ხედავ უჭირს და შენი როგორც კარგი მეგობრის ვალია დაეხმარო და მერე რამე იქნება. ყველაფერს რომ თავი დაანებო დეიდაშენს მოშორდები, მართალია გათხოვილი იქნები მაგრამ ეგ ფიქტიური ქორწინება არაფერში შეგიშლის ხელს პირიქით. -ამიტო მიყვარხარ ნატუ, იცი როდის რა და როგორ უნდა მითხრა. შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა არ ვიცი. იქნებ ვცდებით მაგრამ ახლა მგონი სწორია რასაც ვაკეთებ. კარგი ახლა მომაფიქრებინა რა ჩავიცვა, მაინც პირველად უნდა მნახოს ადამიანმა, ისე ხო არ უნდა ვიყო რომ ეგრევე გადაიფიქროს ჩემი ცოლად მოყვანა.- ჩემს ნათქვამზე ორივეს გულინად გაგვეცინა და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. .... უკვე ნახევარი საათი გავიდა რაც თებეას გამოჩენას ველოდები. არა მაინც რატომ მაქვს იმედი რომ მოვა და მეტიც ცოლობაზე დამთანხმდება. ალბათ იმიტომ რომ ისიც დამოუკიდებლად შრომობს და წვალობს რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს. ყველაზე მეტად გამიგებს რადგან იცის ჩემი ამაყი ხასიათი და რა შეურაცხმყოფელ სიტუაციაში აღმოვჩნდი. თუმცა არამგონია მისი შეხედულებების გოგო ფიქტიურ ქორწინებაზე დამთანხმდეს რადგან იცის რომ სიყვარულის მსგავსსაც კი არაფერს უნდა ელოდეს ჩემგან. იმედი უკვე გადამეწურა, ვფიქრობდი რომ აღარ მოვიდოდა როდესაც ნაცნობ თვალებს გადავაწყდი. ახლა შანსი მომეცა კარგად შემეთვალიერებინა. ფეღზე წამოვდექი რომ მიმეხვედრებინა, ის ვარ ვისაც ასე ინტერესით ეძებდა ბარში. სანამ მაგიდას მოუახლოვდებოდა უკვე მოვასწარი მისი შესწავლა. საშუალო სიმაღლის ისეთი მრგვალი ფორმებით როგორიც მე მიყვარს. დიდი მკერდი, ლამაზი კისერი. მის თვალებზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, კურნოსა ცხვირი და უცნაური ტუჩები, ზედა ტუჩი საკმაოდ პატარო ქონდა ქვედასთან შედარებით. ყვავილებიანი თხელი სარაფანი ეცვა, ჟინსის მოსაცმელი და ბალეტკები, ისევ ის ზურგჩანთა ეკეთე რომელიც უნივერსიტეტში. მის მოახლოებასთან ერთად ცხვირში ჩემთვის უკვე ნაცნობი სასიამოვნო სუნამოს არომატი მომხვდა. -გამარჯობა იოანე, თუ გარყვნილოთი მოგმართო თუ ლგბტ ბანკირო გირჩევნია.- გამომწვევი მზერა მესროლა და ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაუკრთა -მწარე ენა რომ გაქვს გითხარი უკვე თებეა? - არც მე დავჩი ვალში. -კი და კიდევ ერთხელ მადლობა კომპლიმენტისთვის. - გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და ჩემს წინ დაჯდა მაგიდასთან. ხმა ვერ ამოვიღე, არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო და რა უნდა მეთქვა. მანაც დრო მომცა, ელოდებოდა როდის ვიტყოდი რამეს, მოუსვენრობა შევატყვე და ის ის იყო საუბარი უნდა დამეწყო თვითონ გაანეიტრალა უხერხული სიტუაცია. -თანახმა ვარ. - გამიკვირდა და თან გამიხარდა, მისმა ამ პირდაპირობამ ცოტა შვება მომგვარა და მეც სითამამე მომემატა. -სიმართლე გითხრა იმედი იმისიც კი არ მქონდა რომ მოხვიდოდი, შენ ხომ პედოფილი მანიაკი გგონივარ. - ისე საყვარლად გაიცინა, წუთების გაჩერება მომინდა რომ ეს ბავშვური ღიმილი სამუდამოდ დარჩენილიყო ჩემს გონებაში. - მითუმეტეს იმის რომ ცოლობაზე დამთანხმდებოდი უბრალოდ ისეთ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, შენს გარდა სხვა არავინ მეგულებოდა რომ გამიგებდა. - შევატყვე როგორ ესიამოვნა ამ ყველაფრის გაგონება, თითქოს ჩემდამი ნდობა ერთი ათად მოემატა. -ვიცი რა სიტუაციაშიც ხარ და სწორედ მაგიტო დაგთანხმდი, მე ხომ მაინც ვიცი რა გარყვნილიც ხარ. - ჩემსკენ მოიწია და ეს ჩურჩულით მითხრა , თან მიიხედ მოიხედა არავინ გაიგონოსო და გაეცინა. -როგორ მოხდა რომ ყვითელი პრესით დაინტერესდი? -არც დავინტერესებულვარ, უბრალოდ ჩემმა დაქალმა წაიღო ტვინი შენზე ლაპარაკით, ასეთი სიმპათიური ბიჭი საცოდაობაა გეი რომ არისო და ჩემდაუნებურად წავიკითხე შენს გარშემო აგორებული ამმბები. ვცდილობდი შენთან დაკავშირებას მაგრამ ამაოდ. - მის ხმას რომ ვუსმენდი მინდოდა არასოდეს გაჩუმებულიყო, თვალებითაც საუბრობდა თითქოს, მის თითოეულ სიტყვას მისივე ჟესტიკულაციით გადმოცემდა, ხან მხრებს აიჩეჩავდა ხანაც თვალებს აატრიალებდა, მიზიდავდა , უსაზღვროდ მიზიდავდა მისი ეს თავისუფალი ხასიათი. -ვიცი ვნახე შეტყობინებები მაგრამ აზრებს ვალაგებდი, ვფიქრობდი რა და როგორ უნდა მეთქვა შენთვის. ძალიან მიხარია რომ ჩემი გესმის. -კარგი მოვილაპარაკოთ. არავითარი ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ორივემ კარგად ვიცით რა იქნება ეს ქორწინებაც. უბრალოდ გთხოვ რომ ჩემს სანათესაოში როდესაც მოვხვდებით მოსიყვარულე ქმარუკად უნდა იქცე. -შენ კი ცოლუკად ჩემებთან, მაგრამ გპირდები ხშირად არ მოგიწევს. -ჰო კიდევ ერთი, ჩემმა უახლოვესმა მეგობარმა იცის ამ ფარსის შესახებ სხვებმა არა, და მინდა რომ ნატუკა გაგაცნო -ჩემსკენაც იგივე ამბავია, შენ ნატუკა წამოიყვანე მე დაჩის ვეტყვი და ხვალ საღამოს ისევ აქ შევხვდეთ და დანარჩენ დეტალებზეც დავილაპარაკოთ კარგი? -კარგი. - გამოღიმა და წასასვლელად მოემზადა, მინდოდა მისდამი ჩემი მადლიერი დამოკიდებულება გამომეხატა ხელში ჩავავლე, ჩემსკენ მოვწიე, ლოყაზე ვაკოცე და მადლობა ვუთხარი. გულში გამეცინა როდესაც თვალები მორცხვად დახარა და ლოყებზე სიწითლე შევნიშნე. ჩემთვის აღარც შემოუხედავს ისე წავიდა კარისკენ. უცებ მოტრიალდა და დამიძახა: -17.5. - ისევ ისე გაიღიმა და წავიდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მივხვდი რომ ისევ ფეღზე ვიდექი და დებილივით კარებს ვუყურებდი, ჩემ თავზე გამეცინა და ისევ ჩამოვჯექი, მინდა გავაანალიზო რომ ის მართლა დამთანხმდა. მერე გონებაში ამომიტივტივდა მისი სიტყვები. 17,5 და ფიქრი დავიწყე ნეტა რას ნიშნავსთქო. მაგიდას მიმტანი მოუახლოვდა ანგარიშის მოსატანად,გულიანად გაიცინა და მითხრა. -თითის ზომაა მეგობარო. - გამეღიმა და მადლობის ნიშნად ფული დავუტოვე. ..... -ჰეე ახლა მოყევი როგო იყოო. - მოუთმნლობისგან ცქმუტავდა ნატუკა, ელოდებოდა როდის ვიტყოდი რამეს და როცა მიხვდა რომ განზრახ ვაჭიანურებდი მოყოლას, მზად იყო ყელში მწვდომოდა, სახე დაემანჭა და მივხვდი დრო იყო დამეწყო თორე მერე ვეღარ შემოვირიგებდი. არა და ის ხომ ჩემი მეჯვარე უნდა იყოს. -მართლა რა სიმპათიური ყოფილა ნატუ. ენა ჩამივარდა რომ შევხედე. ჯერ რომ შევედი და ფეღზე წამოდგა ლამის უკან გამოვბრუნდი, ჩემზე ერთი თავით მაღალია, ნავარჯიშები. ისეთი ლამაზი, გოგოსავით ნაკვთები აქვს. შეგიძლია წინ დაისვა უყურო და ეგეც სასიამოვნო იქნება. რომ მოვდიოდი მაკოცა. - ჩემივე სიტყვების შემრცხვა და რომ გამახსენდა პატარა ბავშვივით რომ გავწითლი გავბრაზდი ასეთი უტყვინო როგორ ვარ. -რაა გაკოცაა? თვალები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან. -ტუჩებში? -არა დებილოო, ლოყაზე. მაგარი კაზანოვაა მაგრამ იცის ჩემთან როგორც უნდა მოიქცეს.- საკუთარ თავს რომ გამოვუტყდე უარს არ ვიტყოდი რომ ეკოცნა, ჩემთვის პირველი იქნებოდა თან ასეა თუ ისეა ჩემი მომავალი ქმარია. ახლა ამომიტივტივდა გონებაში მისი ტუჩები. კაცისთვის ზედმეტად დიდი ტუჩები მაგრამ მის სახეს უხდებოდა, უჩვეულოდ ვარდისფერი და ნაზი. რომ მაკოცა ასე მეგონა ლოყაზე ლავა გადამასხეს, გული ადმიმძიმდა და მუცელში მაჯლაჯუნებმა დაიწყეს სირბილი. -ეგ უფანტაზიო,-გულიანად გაიცინა ნატუკამ.- ცოლი ხარ ბოლო ბოლო, მე მის ადგილას ტუჩებში ჩაგაფრინდებოდი პირდაპირ. -მაგაზე ნამდვილად არ ითქმის უფანტაზიო, გთხოვ ნუ მომაყოლებ ყველაფერს, ხო მართლა ვუთხარი რომ მინდა გაგაცნო, ხო და ხვალ მის ძმაკაცს წამოიყვანს და უნდა შევხვდეთ ერთმანეთის გასაცნობად. ის რაც ხდება მხოლოდ ჩვენ ოთხს გვეცოდინება. შენ ჩემი დაჩი კი მისი მეჯვარე იქნება, ასე რომ არაა საჭირო ის ბიჭი პირველივე შეხვედრისას გადარიოა, მერეც გექნება დრო. - ვიცი ნატუკას გადარეული თავის ამბავი, გააგიჟებს იმ საცოდავს, აქედანვე მებრლება. ... -კაი, მართლა დაგთანხმდა? -ჰო დაჩი დამთანხმდა. ისე გამიხარდა ვიღაცას მაინც რომ სჯერა ჩემი. ვიცი ამით ვერ ჩავაქრობ იმ მითქმა მოთქმას რაც არსებობს მაგრამ მიწყნარდებიან და მერე ჩვენ ჩვენ ცხოვრებას დავუბრუნდებით. -რომ შეგიყვარდეს მერე რას იზამ? -არ ველოდი ამ კითხვას, ენა დამება. -არ შემიყვარდება. -ასე მახინჯია? -არა ბრატ, ის ისეთი უცნაურია, გამორჩეული, განსაკუთრებული. სხეულის ენა აქვს. მისი ყველა სიტყვა და ქმედება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. თითოეულ სიტყვას წონის და ისე ამბობს, ჩქარა მეტყველებს მაგრამ ყველაფერს გასაგებად გეუბნება, სიცრუეს და ორპირობას ვერ დასწამებ. გულიდან მოდის ყველაფერი. არ გავს ტუჩებ მოპრუწულ სასტავს. მასში უფრო დიდი სიმამაცე და სიამაყეა ვიდრო რომელიმე ჩვენგანში. იმდენად დამოუკიდებელია, იმდენად ძლიერი რომ ცოტა მაფიქრებს კიდეც, რაში ჭირდება ჩემი დახმარება. ამით ხომ მხოლოდ თავსატეხს იჩენს. მან ხომ არ იცის სინამდვილეი რა აუტანელიც ვარ. ისეთი ლამაზი თვალები აქვს ვერც კი ავღწერ, უციმციმებს, გეგონება მასში მთელი გალაქტიკაა ჩაბუდებული. კარგად რომ დააკვირდე ირმის ნახტომსაც დაინახავ და შეიძლება სადღაც შორს ამოუცნობ სივრცეშიც გადაგისროლოს. გინდა რომ სულ უყურო, იგრძნო და ისიც თვალებით, უსიტყვოდ გეტყვის მის სათქმელს. -აი სად დაგერხა იოანე ლომიძე. რომ კითხო არ შეუყვარდება.- ჩაიცინა დაჩიმ და ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. მე კი მერეღა გამოვერკვიე თუ როგორ ვლაპარაკობდი თებეაზე და თავად გამიკვირდა, ნუთუ შემეძლო ქალში დიდი უკანალის და მკერდის გარდა სხვა რამეც დამენახა. -ეე მიდი რაა. - ნუთუ ეს ყველაფერი მართლა ჩემს თავს ხდებოდა. არ არსებოობს, უბრალოდ მისი მადლიერი ვარ და ეგ არის. - ჰო, დაჩი ხვალ საღამოს უნდა შევხვდეთ, შენც უნდა წამოხვიდე, მისმა ერთმა მეგობარმაც იცის სიმართლე და გვინდა ერთმანეთი გაგაცნოთ,ასე უფრო გაგვიადვილდება ურთიერთობა. -კაი ბრატ არაა პრობლემა. საღამოა, მე და დაჩი კაფეში ვსხედვართ და გოგოების მოსვლას ველოდებით. გარეთ საშინლად წვიმს. ფანჯრიდან დავინახე როგორ გაჩერდა ტაქსი და დაჩიმაც არ დააყოვნა მუჯლუგუნი მკრა და მოუთმენლდ მკითხა. -ისინი არიან. -ხო, ის არის, მწვანე კაბაშ თებეაა. - თხელი, მოკლე. მწვანე კაბა ეცვა და კედები. თმა ცალ მხარეს გადაწეული, მუქი ვარდისფერი პომადა ესვა და მაცდურად იღიმოდა. -აუ ბიჭო დაქალიც რა მაგარი ყოლია. - დაჩის სიტყვებმა გამომარკვია და მხოლოდ შემდეგ შევათვალიერე მისი ნატუკა. თებეზე ცოტა მაღალი იყო. ნატუკას ჯინის შარვალი და ვარდებიანი მაისური ეცვა. ისიც მასსავით სიცოცხლით სავსე ჩანდა. სანამ შემოვიდოდნენ რაღაცაზე გულიანად გადაიკისკისეს. ინიციატივა დაჩიმ აიღო თავის თავზე. გოგონებს კარებშივე მიეგება და თავისი ჩვეული კეკლუცური რევერანსები გაუშვა. -გამარჯობათ გოგონებოო. მე დაჩი ვარ. .... -არ მითხრა ახლა ის ორი არიანო აქეთ იქით რომ აცეცებენ თვალებს, - სიცილით მკითხა ნატუკამ, მე კი იმაზე გამეცინა რომ უკვე გამოარკვია, მხოლოდ ფანჯარაში შეხედვით ტაქსიდან გადმოსვლისას, რომლები შეიძლება ყოფილიყვნენ. -ხო ის თეთრ მაისურში იოანეა. - და გულიანად გავიცინეთ ორივემ. მას კი კმაყოფილების ღიმილმა გადაუარა სახეზე. და ინგლისურად წაიტრიპაჩა -I am so proud of me, (როგორ ვამაყობ ჩემი თავით). ის ის იყო კარი უნდა შეგვეღო, რომ მაღალმა და იანეზე არანაკლებ სიმპათიურმა ბიჭმა კარები გაგვიღო და მოგვესალმა. -გამარჯობათ გოგონებო. მე დაჩი ვარ. -პრივეტ, მე ნატუკა.- უცერემონიოდ უპასუხა ნატუკამ ისე რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი და დაჩის გადაეხვია. ინსტიქტურად იოანეს გავხედე და გამეცინა, მასსაც იგივე რეაქცია ქონდა გულიანად იცინოდა. ღმერთო როგორ უხდება ამ ბიჭს სიცილი, ჩემთვის გავიფიქრე. -სასიამოვნოა, შენ ალბათ თებეა. -ხელი გამომიწოდა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხელი ჩამოვართვი. დაჩი მაგისისკენ წაგვიძღვა იქ სადაც იოანე გველოდებოდა. იოანემ საკოცნელად წამოიწია და არც მე გავიდე თავპატიჯი და ერთმანეთს მივესალმეთ. -გაიცანი ეს ნატუკაა. ნატუკა ეს იაონეა. -სასიამოვნოა სიძევ.- ხელი გაუწოდა და გაიკრიჭა ნატუკა, იოანეს გაეცინა და ხელი ჩამოართვა. იმ მომენტში ენის ამოცლა მინდოდა მისთვის მაგრამ ერთის მხრივ საღამო პოზიტიურად და მხიარულად დაიწყო და ასეც დამთავრდა. წამოსვლისა ბიჭებმა სახლებში წაყვანა შემოგვთავაზეს. იოანე მანქანით იყო და მითხრა რომ თვითონ წამიყვანდა. ნატუკას გაცილება კი დაჩიმ აიღო მის თავზე. მაინც ერთი გზა გვაქვსო და ტაქსი გააჩერეს. ნატუკას გადავეხვიე და ყურში მიჩურჩულა. -მგონი სწორად იქცევი, კარგი ადამიანია თებე. მიხარია შენს გამო მეგობარო.- გამახარა მისმა ამ სიტყვებმა და უფრო ძლიერად მოვეხვიე. -კარგად რძალო- თვალი ჩამიკრა დაჩიმ და მეც ღიმილით ვუპასუხე. როგორც ნამდვილ ჯენტლმენს შეეფერება იოანემ მანქანის კარი გამიღო და მეც მხიარულად ჩავჯექი. მესიამოვნა იმდენად მოვლილი ყავდა მანქანა, სასიამოვნო სურნელიც იდგა. ბევრი მსმენია ბიჭების სიყვარულზე საკუთარი მანქანებისადმი და მანაც თითქოს ჩემს გონებაში ჩაიხედა. -მოგეწონა ჩემი გოგო?. -ძნელი მისახვედრი არ იყო რომ მანქანაზე მეკითხებოდა -შენი მანქანაც შენსავით ნარცისია? ხომ არ ეწყინება კომპლიმენტი რომ არ ვუთხრა? -და ჩემთვის როდის გითქვამს? უთხარი თორემ ამ წვიმაში გაჩერდება და მოგიწევს ფეხით წასვლა. -კარგი რაა გოგო გოგოს კომპლიმენტს არ ეუბნება. - სიტყვა დამთავრებული არ მქონდა მოულოდნელად რომ დაამუხრუჭა და შუა გზაზე გააჩერა მანქანა. იოანეს გამწარებული თვალებით გავხედე და ისე მინდოდა ის ცინიკური და ირონიული ღიმილი ჩამომეხსნა მისი სახიდან. თავშიც გენიალურმა აზრმა გამიელვა. ინსტიქტურად მანქანის კარები გავაღე და დემონსტრაციულად გადავაბიჯე წვიმიან ქუჩაში. ... მანქანის კარი გაიღო და გადავიდა. რას აკეთებს ეს გადარეული გოგო.გარეთ თავსხმაა. ღია კარებში დაიხარა, მანქანის სალონში შემომხედა, გაიცინა და მითხრა. -აუტანელი რომ ხარ უკვე გითხარი? მაგრამ მე უფრო აუტანელი ვარ. რაიმე რომ დამემართოს შენი ბრალი ქნება. - ისე მოიჯახუნა კარები რომ მეცემა გული არ დამიშლიდა ჩემ გოგოს აწყენინა. შუქები ავანთე და საჭესთან გავხევდი. ის მწვანე კაბა სულ ერთიანად მომდგარი ქონა ტანზე სისველისგან. გაშლილი თმიდან სახეზე წვიმის წვეთები ეცემოდა არც კი ირყეოდა, პროტესტის ნიშნად ჯიუტად იდგა შუქების სინათლეზე. თავისას მაინც არ გავატანინებდი. მანქანაში მუსიკები ჩავრთე და ბოლომდე ავუწიე. დაველოდე რას მოიმოქმედებდა.მინდოდა მეჩვენებინა რომ სულაც არ მადარდებდა იმ წვიმაში, რომ იდგა. მოულოდნელად მუსიკის ჰანგებს აყვა და ცეკვა დაიწყო. მისი სველი სხეულის მიხვრა მოხვრა არაჩვეულებრივი საყურებელი იყო dancing on my own- ის ფონზე. ფეხებს ისე ურტყამდა რომ ტროტუარიდან ასხლეტილი წვეთები მის შიშველ ფეხებზე ეცემოდა და ისინიც ცეკვა ცეკვით უბრუნდებოდნენ ისევ საწყისს ადგილს. ხელებს ჰაერში იქნევდა და თვითონაც ხმამაღლა აყვა სიმღერას. იმ მომენტში ამაზე ლამაზი სანახავი არაფერი მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. თავის სტიქიაში იყო სულაც არ ადარდებდა რომ შუა გზატკეცილზე იდგა, საშინელ წვიმაში და ცეკვავდა, ცეკვავდა თანაც მთელი გრძნობით. ამ ცეკვაში ტკივილიც ჩანდა სიხარულიც და სილაღეც. ეტყობოდა რომ ამ ყველაფერს მისთვის ბედნიერება მოქონდა. მანქანიდან გადმოვედი და ვიგრძენი თურმე გარეთ ციოდა კიდეც, მოსაცმელი ავიღე და მისკენ წავედი, რომ როგორმე მანქანაში დამებრუნებინა. მისკენ წასული რომ დამინახა ცეკვა შეწყვიტა ჩემსკენ წამოვიდა, ხელი ჩამავლო და მითხრა. -მას ვისაც სჯერა რომ მზის სხივებს ბედნიერება მოაქვს არასდროს უცეკვია წვიმაში. - ღვთიურად ლამაზი იყო ამ მომენტში, წვიმის წვეთები მის სახეზე ბრილიანტის სილამაზეს ასხივებდა. თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდა და ათასფერად გარდატყდებოდა. მისკენ მიმიზიდა. მოსაცმელი ხელიდან გამაგდებია და მიბიძგა რომ მეცეკვა. არასოდეს მომსვლია ასეთი გიჟური აზრი თავში, მაგრამ როგორც ამ გადარეულმა გოგომ ერთხელ მითხრა ყველაფერი ხდება ცხოვრებაში პირველადო და რატომაც არა. ავყევი ცეკვაში. სისხლმა სხვანაირად დაიწყო ძარღვებში დენა. გულიც გამალებით მიცემდა და სასიამოვნო სითბოს ვგრძნობდი სხეულში. გარე სამყაროს მთლიანდ მოვწყდი და არსებობდა მხოლოდ პატარა დედამიწა, ჩვენი დედამიწა სადაც მე და თებეა ვიყავით და ირგვლივ ყველაფერი ხარობდა და ხალისობდა. ერთ მომენტში თითქოს მომეჩვენა კიდეც რომ წვიმის წვეთებიც ცეკვავდნენ და თებეას მოძრაოას ყვებოდნენ. მგონი კაიფში ვიყავი. თანდათან ვეჩვეოდი სიგიჟეებს მისგან. სიმღერა დამთავრდა და თებეას ბედნიერ მაგრამ ცრემლიან თვალებს გადავაწყდი. მიხვდა რომ შევხედე და ზურგი შემაქცია. ახლოს მივედი მხარზე ხელი დავადე და უცებ მოტრიალდა და ჩამეხუტა. ინსტიქტურად მოვხვიე ხელები. გავიგონე როგორ დაიწყო ტირილი და მისი ცხელი ცრემლები ჩემს გულზე გაყინულ და სველ მაისურზე ეცემოდა. ამ მომენტში სიტყვები ზედმეტი იქნებოდა უბრალოდ მაგრად მოვეხვიე და ტირილის საშუალება მივეცი. ის ძალიან ძლირი გოგოა და ამასაც მოერეოდა უბრალოდ დრო უნდოდა და მეც დრო მივეცი.ასე ვიდექით დაახლოებით 10 წუთი ჩახუტებულები წვიმაში. ჩემს მაისურზე ჩაბღაუჭებული თითები თანდათან გამიშვა და ჩაწითლებული თვალებით ამომხედა. გული შემეკუმშა, ვერ ვიფიქრებდი მას ასეთ მდგომარეობაში ოდესმე თუ ვნახავდი. სენტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ მისი ასეთი მდგომარეობა ძარღვებში სისხლს მიყინავდა. -მადლობა და ბოდიში, ჩემი თავისთვის ასეთი სისუსტის გამოჩენის უფლება არ უნდა მიმეცა. -არაუშავს, რკინის ხომ არ ხარ, მესმის შენი -არა, შენ არაფერი არ გესმის. -მაშინ მითხარი და მოგისმენ. - ცრემლები მოიწმინდა და მანქანაში წავიდა.მეც უკან მივყევი. მანქანა დავქოქე და იქვე ტროტუართან გავაჩერე. ცოტა ხნით ასე ჩუმად ვიყავით ორივე. მერე თებეამ თვითონ დაიწყო. უბრალოდ ახლა რომ არ ელაპარაკა ემოციები დაახრჩობდა. - ძალიან მიყვარდა წვიმაში ცეკვა ბავშვობიდან. თავიდან დედა მიშლიდა მაგრამ მამა ყველთვის ჩემს მხარეზე იყო. ერთი დიდი თავგადასავალი იყო ჩვენთვის წვიმაში ასე სიგიჟის უფლება მიგვეცა საუთარი თავებისთვის. ბოლოს მამას სიკვდდილამდე ორი დღით ადრე ვიცეკვეთ წვიმაში. მაშინ მითხრა რომ წარმომედგინა თითქოს ბოლოჯერ ვცეკვავდი მასთან ერთად რადგან დაბერდა და მისთვის უკვე არ შეიძლებოდა ასე ბავშვივით მოქცევა. გამეცინა და მაგრად ჩავეხუტე რა მგონა მართლა ასე თუ იქნებოდა თორემ უფრო დიდხანს ვიცეკვებდი მასთან. მის შემდეგ აღარ მიცეკვია. არა მარტო წვიმაში, საერთოდ აღარ მიცეკვია. წვიმიანი დღეეები ჩემთვის ტანჯვად იქცა. - ისევ ცრემლებით აევსო თვალები, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა როგორ უნდა მენუგეშებინა, თავში სერთოდ არაფერი სიტყვა არ მომივიდა. უცებ ერთი აზრი დამებადა -გინდა საფლავზე წაგიყვან.- ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი არაფრის თმა აღარ იყო საჭირო. ახლა ჩემთვის ნათელია რომ სწორედ ამ დიდმა ტკივილმა გახადა მისი თვალები ასეთი ლამაზი და ამოუცნობი. ისიც გამიკვირდა რომ ბოლომდე მისცა ტკივილს მისი დამონების საშუალება. არასოდეს მოუხვევია მისი ტკივილი და გასაჭირი ჩემთვის თავს, ყოველთვის პოზიტივს ასხივებდა მაგრამ დღეს თითქოს მეტს ვეღარ შეაკავებდა და ნიაღვარივით ამოხეთქა მისმა დარდმა. სასაფლაოსთან გავჩერდით. უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან, და ტალახში მიაბიჯებდა. მისთვის არ ქონდა მნიშვნელობა რომ საშინლად წვიმდა და უკუნითი სიბნელე იდგა. უეცარი გაელვებით ნათდებოდა იქაურობა და შემზარავი სანახავი იყო ცივი, უსიცოცხლო ქვებიდან შემომყურე სახეების დანახვა. მისთვის სულერთი იყო ეს ჯოჯოხეთური გარემო, არც შიშს გრძნობდა თითქოს ასე პირველად არ იქცეოდა. მოაბიჯებდა საფლავებს შორის და არც კი ინტერესდებოდა მივყვებოდი თუ არა. ბოლოს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. გაჩერდა და გამომხედა. ამ დროს გაელვა და ჩემს გონებაშიც გაელვებასავით ჩარჩ ქვიდან მომზიმარი თებეას მგავსი, მომღიმარი ქალის სახე. მას ისეთივე მეტყველი თვალები ჰქონდა როგორც თებეას. პირველად ვნახე დედა-შვილ შორის ასეთი მსგავსება. წარმომედგინა რას გრძნობდა სარკეში ყოველი ჩახედვისას. ხედავდა საკითარ თავს და დედას რომელიც მასთან აღარასოდეს იქნებოდა. მის გვერდით, ახლოვანი, ლამაზი პირისახის მამაკაცის სურათიც გამოჩნდა. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა რატომ უნდა კვდებოდნენ ასეთი კარგი ადამიანები. საფლავის ეზოში შეაბიჯა თებეამ. მიმოფანტული ფოთლები ერთად მოაგროვა. ჩანთიდან ხელსხოცი ამოიღო და ცივ ქვას გაუსვა. თან ლაპარაკობდა და ძლივს ვარჩევდი სიტყვებს. -სულ დაგასველა დედი ამ საზიზღარმა წვიმამ. არ ესმის რომ ვეუბნები რომ არ გიყვარს. - მერე მამის სურათს გადაუსვა ხელი და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. - იცი მა დღეს ისევ ვიცეკვე წვიმაში მაგრამ დედას არ უთხრა გამიბრაზდება. ხო კიდე მაა ვთხოვდები. ვიცი შენ გამიგებდი. მე კარგ საქმეს ვაკეთებ.- ცოთახანი ცივ მიწაზე შიშველი მუხებით დაჩოქილი იყო. ნანახით იმდენად ვიყავი მონუსხული ვერც კი გავიაზრე რა უნდა გამეკეთებინა. ბოლოს მივედი და წამოვაყენე. -თებეა დროა წავიდეთ. -კარგი. -მხოლოდ ეს მითხრა და გამომყვა. მანქანამდე უხმოდ მივედით. კარგა მანძილით მოვშორდით სასაფლაოს, როცა გაიღიმა და დამელაპარაკა. -გაგიკვირდა ხომ ის რაც ნახე, უბრალოდ როცა ყელში მომებჯნება მერე ვეგარ ვთოკავ თავს. გიჟი არ გეგონო ცივ ქვებს რომ ველაპარაკები უბრლოდ მათ ყველაზე კარგად ესმით ჩემი. -არაფრის ახსნა არაა საჭირო. რაც მთავარია მჯერა რომ გიჟი არ ხარ ხარ დანარჩენი ჩემი საქმე არაა. შენს პირადულს პატივს ვცემ და მითუმეტეს შენი მშობლების მიმართ სიყვარული ჩემი მხრიდან მხოლოდ პატივისცემას იწვევს.- რამე უნდა მომეფიქრებინა რომ სიტუაცია განმემუხტა და გამახსენდა რომ ბეჭედი მქონდა ნაყიდი.- თებეა გთხოვ ქურთუკის გულის ჯიბეში ყუთია და ამოიღე. -ჰაა ვაიმე, ნიშნობის ბეჭედიი, რა ლამაზია, არ იყო საჭირო. -გაამართლა სწარაფად შეიმშრალა თვალებზე ისევ შერჩენილი ცრემლები და გაიცინა. -ჰმ, რომ გკითხონ არ იყო საჭიროო აბა ის 17,5-იო რომ დამიბარე რა იყო. -რა გადარეული ხარ, ეგ „კალიცოსთვის“ გითხარი.-თქვა და გულიანად გაიცინა. -შენც მითხარი შენი თითის ზომა მეც ხომ უნდა გიყიდო ბეჭედი. -არაა საჭირო მაგ საქმეს მე მივხედავ. -ნუ მეწინააღმდეგები, ძვირასო მეუღლევ, ასეთი წესია ბიჭს გოგო ყიდულობს ბეჭედს, -მთელი სერიოზულობით გამომხედა და სახეზე მოძალებული სიცილი რომ შემატყო დამასწრო და თვითონვე დაიფხუკუნა. -აღარასოდეს იტირო კარგი? –ეს რომ ვუთხარი თავლები თითქოს ისევ ცრემლით აევსო მაგრამ ამჯერად უფრო სითბოს ასხივებდა. მივხვდი რომ ის მოისმინა რაც ასე ძალიან ესიამოვნებო და თვითკმაყოფილებამ შემიპყრო. -აი მოვედით.- 9სართულიანი კორპუსის წინ მითხრა გამეჩერებინა. -კარგი თებეა დროებით, ხვალ გამოგივლი და კაბაზე გავიდეთ. მართალია პომპეზური ქორწილი არ გვექნება მაგრამ ვიცი რომ ყველა გოგოს ოცნებაა თეთრი კაბის ჩაცმა და შენც არ იქნებოდი გამონაკლისი. -მაგდენი თუ იცი ის აღარ იცი რომ ქმარმა ქორწილამდე არ უნდა ნახოს სადედოფლოს კაბა? ასე რომ არსადაც არ წამყვები. მე და ნატუკა ვიყიდით კაბას. ვეცდები სასიამოვნოდ გაგაოცო. - ეს თქვა და მაცდურად აათამაშა თვალები. კვირას მზად დაგხვდები გამომიარე და წავიდეთ მოვაწეროთ ხელი. ხო კიდე დღევანდელისთვის მადლობა.- ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა. -აბა შენ იცი ცოლუკა როგორ გამაოცებ. -გავუცინე მეც. მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოში მიიმალა. სახლისკენ ავიღე გეზი და ვცდილობდი გადამეხარშა ყველაფერი ის რაც დღეს მოხდა. მის სიახლოვეს ისევ ვგრძნობდი. ჩემს მაისურს ისევ მიდი სუნამოს სურნელი ასდიოდა. მივდიოდი და მისი გიჟური ცეკმა მახსენდებოდა და სულელივით მეცინებოდა. სად გადავეყარე ამ გიჟ და გადარეულ გოგოს რომელმაც ჩემი ცხოვრება გაახალისა. ახალი ელფერი შესძნა. ვხვდებოდი, რომ ჩვენი თანაცხოვრება საიტერესო იქნებოდა. კონსერვატორი, კომუნისტა ლაწირაკი უცებ გადაიქცა მომხიბვლელ, ენერგიულ და თავნება გოგონად, რომლის ყველა ქმედება და სხეულის ყველა ნაწილი მაგნიტივით მიზიდავდა. ლოყაზე თითები ჩამოვისვი და მის სიმხურვალეს ისევ ვგრძნობდი, ცხვირში მისი ტუჩსაცხის სუნი მეცა და ჩემ თავს პირობა მივეცი რომ ქორწილზე აუცილებლად დავაგემოვნებდი ამ ტუჩების გემოს და ამაში ხელს თვით მამაზეციერიც ვერ შემიშლიდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.