შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე(თავი 2)


28-02-2017, 00:53
ავტორი Alexandras
ნანახია 1 377

ელენის უაზრო მეტაფორამ საშინლად გამაღიზიანა, მაგრამ ვეცადე არ ავყოლოდი და ყურადღება ტელევიზორზე გადავიტანე. საავადმყოფოში ჩემებური სკანდალის მოწყობა ყველაფერს გააფუჭებდა. ეკრანს უემოციოდ მივაშტერდი, რაღაც ანიმაციას უჩვენებდნენ. ხუმრობდნენ? შეიძლება პაციენტები გიჟები იყვნენ, მაგრამ არა უიღბლო ლაწირაკები. მოულოდნელად ჩემს გვერდით დაახლოებით ჩემი ასაკის გოგო დაეხეთქა და მოციმციმე მწვანე თვალებით შემათვალიერა. ძალიან ლამაზი იყო. მგონი მასზე ლამაზი არც არავინ მინახავს. გამხდარი და შეიძლება ითქვას სრულყოფილი სხეული ჰქონდა. ყორანივით შავი, აჩეჩილი თმა მხრებზე გადმოეყარა. კანი ჩემსავით გაჰფითრებოდა, თუ დააკვირდებოდით ცხვირსა და ყვრიმალებზე წვრილ ჭორფლებსაც შეამჩნევდით. მარცხენა ხელში ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ეჭირა, მარჯვენა კი ჩემსკენ გამოიშვირა.
-ევა
-ალექსანდრა - ცივი ხელი ჰქონდა.
-როგორც შევამჩნიე აქ გუშინ მოგიყვანეს. სხვათაშორის უგონოდ იყავი. ელენი უკვე გაიცანი? ვერც წარმოიდგენ რა გამოუსწორებელი მატყუარაა - უეცრად ხმამაღლა გადაიხარხარა, რამაც ცოტა ამაღელვა და ისევ გააგრძელა ტიკტიკი.
-მათი აზრით რა გჭირს? შიზოფრენია? აშლილობა? ან იქნებ ფსიქოპათი ხარ?
-სიმართლე გითხრა ზუსტ დიაგნოზს არ გავცნობივარ, მაგრამ ჩემი ექიმი ფიქრობს, რომ საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოვადგენ.
-რა სისულელეა.. - თვალები უკან გადაატრიალა.
-შენზე რას იტყვი?
-უკვე მეორე წელია რაც აქ გამომკეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და თურმე რეალობას ვერ აღვიქვამ.
ჩემი ექიმის სიტყვები გამახსენდა. მაინც რას ეძახდნენ რეალობის ვერ აღქმას? ალბათ ყველას, ვისაც კარგი ფანტაზიის უნარი აქვს სიამოვნებით გამოუყენებდნენ ჩვენს გზას. თუმცა ამ თეთრხალათიანებს რას გაუგებს კაცი. თუ სერიოზული და ჩუმი ხარ ესეიგი დეპრესია გაქვს, თუ მხიარული და ბევრს იცინი მაშინ ევას მსგავსად რეალობას ვერ აღიქვამ, ნეიტრალიზმის შემთხვევაში კი გრძნობების გამოხატვა გიჭირს, რაც ასოციალურობაზე მეტყველებს.
საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ვცდილობდი აღარაფერი მეგრძნო, დამევიწყებინა სად ვიყავი და ვინ ვიყავი. ევა ანიმაციის ყურებას აგრძელებდა, ყველა სცენას კომენტარს უკეთებდა და ხანდახან მხიარულად ხმამაღლა შესძახებდა. ნელნელა ვხვდებოდი, რომ აქედან გასვლა უსასრულოდ გადამედო. აქ თუ შეშლილი შემოხვალ მაინც აღარ შეიცვლები და თუ ჯანმრთელი, უეჭველად შეიშლები. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფიქრისა და საკუთარი დაკვირვებისთვის მაინც მექნებოდა უზარმაზარი დრო და მერე იქნებ ჩემს მშობლებს კეთილსინდისიერება გამოეჩინათ და აქედან გავეყვანე.
ფიქრებიდან ვიღაცის გაურკვეველმა ყვირილმა გამომარკვია. შევბრუნდი და დავინახე, რომ დერეფანში გენერლის ფორმაში გამოწყობილი, თეთრულვაშიანი კაცი მორბოდა. მერე გაჩერდა, პირველივე შემხვედრ შეშლილს საყელოზე მოქაჩა და უხეშად დაუწყო თავის ენაზე რაღაცის ახსნა. იმ შეშლილსაც მეტი არ უნდოდა, აკანკალებული ხელები ყურებზე აიფარა და საზარელი კივილი მორთო. სანახაობით გაოცებული ვერ მივმხვდარიყავი რა ჯობდა, გაუნძრევლად ვმჯდარიყავი თუ ჩემი ოთახისკენ მომეკურცხლა.
-ეს გენერალი ჩესტერია - გადმომიჩურჩულა ევამ - როგორც ხედავ ომისთვის თავი ჯერ არ დაუღწევია.
ჩესტერი რრიალს აგრძელებდა იქამდე სანამ ექთნების ოთახიდან არ გამოცვივდნენ და რამდენიმე ადამიანმა სადღაც არ წაათრიეს. აშკარად დააგვიანდათ. იქ მყოფების უმრავლესობას ხმაურზე უკვე მოთმინება დაეკარგათ და ყველა თავისებურად უბერავდა. თვალი იმ სიმპატიური, ლურჯთვალა შეშლილისკენ გამექცა, რომელიც კვლავ კედელზე იყო მიყრდნობილი და ირონიული ღიმილით აკვირდებოდა შექმნილ სიტუაციას. საუბედუროდ თავი ჩვენსკენ მოაბრუნა და თვალი თვალში გამიყარა. ელდანაკრავივით მაშინვე ტელევიზორისკენ შემოვბრუნდი და რატომღაც აჩქარებულ გულს მივაყურადე.
-ევა, უკან არ გაიხედო, მაგრამ ის ბიჭი ვინ არის კედელთან რომ დგას?
-შვილო, შენთვისვე ჯობია მისგან თავი შორს დაიჭირო - ჩაგვერთო ელენი - შიზოფრენიკია და ზოგიერთ სანდო წყაროსაც თუ დავუჯერებთ დაუნდობელი მკვლელი.
-ნუ აჭარბებ ელენ. - ევამ კვლავ გადაიკისკისა ისე ლაღად, როგორც, ალბათ, მხოლოდ მას შეეძლო.
-შეიძლება მატყუარა ვარ, მაგრამ მასთან დაკავშირებით ცილს ვერ დამწამებთ დარტყმულებო.
ვერ მივხვდი ასე რამ გააბრაზა. ამასობაში ევამ ხელი დამავლო და დერეფნის ბოლოსკენ გამაქანა.
-ალბათ არ გისაუზმია. კაფეტერიაში ჩავიდეთ სანამ მართლა ჭკუიდან გადასულხარ.
უნდა ვაღიარო, ეს წყეული საავადმყოფო მართლა მარალ დონეზე იყო მოწყობილი. აქ ყველაფერს იპოვიდით, რაც მშვიდი ცხოვრებისთვის იყო საჭირო. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ზომბებივით მოხეტიალე ავადმყოფებს. ბოროტად გამეღიმა იმის გაფიქრებისას თუ რა დიდი თანხის გადახდა მოუწევდათ ჩემებს ჩემი აქ გამოკეტვისთვის.დიდ, განათებულ კაფეტერიაში შესვლისთანავე ერთი კოლოფი სიგარეტი, ჭიქა წყალი ავიღე და ევას გვერდით მივუჯექი. შევამჩნიე, გაუკვირდა საჭმელი რომ არ ავიღე მაგრამ ხმა არ ამოუღია. ერთი ღერი ამოვიღე, ევამ მომიკიდა. საშინლად მომნატრებოდა მისი გემო. რამდენიმე კვირა ვცდილობდი თავი დამენებებინა, თუმცა ახლა ვიღას ანაღვლებდა. რამდენიმე წუთში გამაღიზიანებელი გარეგნობის მქონე მედდა მომადგა სამი სხვადასხვანაირი აბით ხელში და ნაძალადევი ღიმილით მთხოვა დამელია. მეც ყალბად გავუღიმე და წამლები პირში გავიქანე, წყალიც მივაყოლე მეტი დამაჯერებლობისათვის.
-იცოდე ასე დაგადებილებენ. - შემომიბღვირა ახალმა მეგობარმა, მაგრამ როგორც კი ენის ქვეშ აკრული აბები ჩუმად ჯიბეში ჩავიყარე კვლავ აუციმციმდა ლამაზი ბავშვური თვალები.
საღამომდე ევას დავყვებოდი და დავბოდიალობდი სადაც ფეხი მიგვიწვდებოდა. ბოლოს დროებით დავემშვიდეობე და ჩემს ახალ ოთახს მივაშურე იმ იმედით რომ დამეძინებოდა. როგორც ყოველთვის მწარედ შევცდი. ჩემს უძილობას ხელი რომელიღაც პაციენტის ქვითინმაც შეუწყო, რომელიც მთელი ღამე არ გაჩერებულა და სავარაუდოდ მეზობლად ცხოვრობდა. ერთ მხარეს დეპრესიული მტირალა მეორე მხარეს კი სიმპატიური სავარაუდო მკვლელი. ამაზე უკეთესი ვინ შეიძლებოდა მენატრა.



№1  offline წევრი Alexandras

cuga2
mishvele t:((

მშვიდობაა? :დ

 


№2 სტუმარი Guest ანჩო

ოუუ საინტერესოა ^^ როდის დადებ შემდეგს

 


№3  offline წევრი Alexandras

Guest ანჩო
ოუუ საინტერესოა ^^ როდის დადებ შემდეგს

ვეცდები ხვალ დავდო ^^ მაქსიმუმ ზეგ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent