შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 6


11-11-2015, 21:12
ავტორი dona gedi
ნანახია 3 257

ანდრიამ დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაიღვიძა, არა იმიტომ, რომ სიზმრის ლოდინი მობეზრდა, არამედ იმიტომ, რომ მაშინ მიხვდა ქალის სურნელი და გულისცემის შეგრძნება გამქრალიყო. მხოლოდ სიცარიელე დარჩა და როცა ძილიდან რეალობაში დაბრუნდა, აღარც იქ დახვდა ელენი.
ქარზე სწრაფად შემოურბინა სახლს და როცა წერილს მიაკვლია, გამწარებულმა გაშალა:
„ პირველ რიგში მინდა გთხოვო, რომ ნუ გამომყვები, ნურც მემძებნი. არ დამცალდა ყველაფერი მეთქვა, რასაც ვგრძნობდი, რადგან შენ არ გიყვარს ჩემგან მადლიერების მოსმენა. მაგრამ მაინც მოგიწევს.
არ მინდოდა რომ გენერვიულა ჩემს გამო, ან უბრალოდ თავი მომებეზრებინა ჩემი სასოწარკვეთილი საქციელით. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი აუტანელი საყურებელი იქნებოდა, მე კი თავის შეკავება არ გამომდიოდა. არ შემეძლო კიდევ დიდხანს გამომეყენებინა შენი მოთმინება და სიკეთე.
იმ დღეს, შენ რომ არ გეპოვე, აუცილებლად მოვკვდებოდი. მე მინდოდა ეს. მართლა მინდოდა, მაგრამ შენთან აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჯერ არ მოსულა ჩემი დრო, რომ რაღაცეები დასამთავრებელი დამრჩა და ამას გავაკეთებ.
მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ არ მაქვს ძალა, რომ სულ ცოტა სიკეთე მაინც დაგიბრუნო უკან. თუ ცოცხალი გადავრჩი, გპირდები, რომ არასდროს დაგივიწყებ და ერთ დღესაც, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება დაგიბრუნებ იმ სითბოს და სიკეთეს, სიცოცხლის წყურვილს და სიყვარულს, რომელიც შენ მომეცი.“

ანდრიას საზარელი ხმა გრგვინავდა სასახლეში, მაინც ვერ მოითმინა და ერთი ვაზა გაუქანა კედელს, რათქმაუნდა ის ნაფშვენებად იქცა და ელენის ჩარგული ყვავილები დაბლა გაიფანტა. ვერც იმას პატიობდა, რომ ეგონა ანდრიას მობეზრდა მისი ყურება, ვერც იმას, რომ დაუკითხავად გაექცა, იმდენი პატივისცემა არ გამოიჩინა, რომ მისი აზრიც მოესმინა. ის სულაც არ აპირებდა ელენის ძალით დატოვებას, თუ თვითონ არ მოისურვებდა ამას, მაგრამ ახლა უკვე შეურაცჰყოფილი იყო ანდრია, ელენმა კი არ იცოდა რამხელა შეცდომა დაუშვა ამით. მართალია ბიჭმა ყველა მიზეზზე იფიქრა, თუ რატომ იყო გაბრაზებული და რატომ უნდა გადაეხადა სამაგიერო ელენისთვის, მაგრამ მთავარს მაინც თავი აარიდა.
მან ყველაზე მეტად ის ვერ აიტანა, რომ ელენმა მისი დატოვება შეძლო, ესეიგი ქალს შეეძლო მისგან შორს ცხოვრება, მის გარეშე, ასეთ სუსტს. თვითონ კი ეს უკვე აღარ უნდოდა. ელენს ვერსად ვეღარ გაუშვებდა, ახლა უკვე აღარ. აქამდე მისთვის რომ ეთხოვა თავისი ნებით გაუშვებდა, მაგრამ რადგან მიზეზი მიეცა, მის დათმობას აღარ აპირებდა.

მისი სირბილისგან გამოწვეული მოლეკულების რხევა ჰაერში, ტოტებს ლეწავდა. ზუსტად ორი წუთი დაჭირდა რომ ქალის სიარულის მიმართულება გაეგო და იქ აღმოჩენილიყო სადაც კვალი მთავრდებოდა. თავიდან ნანახმა შეაცბუნა, მაგრამ რადგან შურისძიებას აპირებდა ყველა გრძნობა ჯანდაბში მოისროლა და ვეფხვს გადახედა, რომელიც ხეზე მიძვრებოდა. რამდენიმე მეტრის ზევით ელენი მიკუნტულიყო ტოტზე და კანკალებდა. როგორც ჩანს დანებდა თავის ხვედრს, რომ ვეფხვს ვეღარ გაექცეოდა და გაქცევა გადაიფიქრა. თუმცა ერთი მაგარი ჯოხი მაინც მოემარჯვებინა ხელში, ალბათ ვეფხვის ვითომ მოსაგერიებლად. მან ანდრია ვერ შეამჩნია, ბიჭმა კი რადგან მიხვდა რომ სასწრაფოდ უნდა ჩარეულიყო, მაღლა ახტა და მკლავები ვეფხვის წელს შემოაჭდო. ვეფხვმა დაიგრგვინა და ღრიალი თითქოლს ყმუილში გადაეზარდა. სანამ ელენი რამეს აღიქვამდა, ანდრია ვეფხვს ზემოდან მოექცა და თავი მის ყელთან დახარა. რამდენიმე წუთში ორივე მოდუნდა. ანდრია სიამოვნებისგან, ვეფხვი კი სიკვდილისგან. ელენი უარესად შეშინდა. ფიქრობდა რომ მოეჩვენა, მაგრამ როცა ანდრიამ ზემოთ ამოხედა, მისი თვალები სრულიად შავი იყო. „მწვანე თვალები როგორ შეეცვალა ასე? იქნებ ის სხვაა?“-თავის თავს ეკითხებოდა ელენი. უცბად რაღაცამ გაიშხუვლა და ანდრია მის წინ აღმოჩნდა ტოტზე, თვალები ისევ გამწვანებოდა, თუმცა სითბო აღარ იდგა მათში.
_ვინ ხარ?-ამოილუღლუღა ქალმა სასოწარკვეთილი ხმით და გონება დაკარგული შხუილით წავიდა დაბლა, თუმცა ანდრიამ მოასწრო მისი დაჭერა და არც უცდია მისი გონს მოყვანა პირდაპირ სასახლისკენ გაემართა. ელენი ოთახში შეიყვანა და რადგან ისევ არ ფხიზლდებოდა მთელი ჭიქა ცივი წყალი დააქივლა სახეზე. ქალი ხველებით წამოიმართა და გაოცებულმა შეხედა ანდრიას, რომელიც ირონიულად უყურებდა. ნელ-ნელა გაახსენდა ყველაფერი და შერცხვა თავისი საქციელის, მიხვდა რომ ანდრია ძალიან გააბრაზა, თუმცა რამდენად მძაფრად წარმოდგენაც არ ჰქონდა. ბიჭს ტანსაცმელი შემოხეოდა ვეფხვის ტორებისგან, მაგრამ სისხლი არ იყო. შიში აღდგა სხეულში და უკან დაიხია.
_ახლა ჩემი გეშინია არა?-ანდრიას ხმა მკაცრი და ირონიული იყო, მაგრამ ტკივილიც ერია. _ძალიან კარგი. შენ ხომ მიჩვენე როგორ მიხდი მადლობას ყველაფრისთვის, იმდენად მადლიერი ხარ, რომ ძაღლად არ ჩამაგდე ისე გაიპარე, არაფერი არ მკითხე. გოგონა რომ მხეცი ვიყავი და გამოგკეტავდი? ასეცაა, ახლა გიჩვენებ როგორ უნდა გაქცევა. ფეხს ვერ გაადგავ, რომ მოკვდე მაინც.
ხომ არ გინდოდა რომ შენს გამო მენერვიულა, ასეც იქნება, აღარ ვინერვიულებ. შეწყვიტე ტირილი, ეგ არ გიშველის. ადექი და გამოიცვალე. მერე სამზარეულოში ჩამობრძანდი. _მიბრუნდა და კარი გაიჯახუნა. ელენი ყველაფერს მიხვდა და ჩათვალა რომ იმსახურებდა, მიხვდა ნამდვილ მიზეზს ანდრიას განრისხებისა და საშინლად ქენჯნიდა სინდისი, მაგრამ ამდენი ძალაც აღარ ჰქონდა.. აბაზანა გაავსო და ჩაწვა, დაკაწრული ადგილები საშინლად აეწვა. უნდოდა რომ ძალები აღედგინა, მაგრამ სისუსტემ სძლია, ნელ-ნელა მოადუნა სითბომ და გონება დაკარგული წაყალში ჩაიძირა..



№1  offline წევრი dona gedi

მაპატიეთ შეცდომები არ გადამიხედია და მეტიც ვერ მოვასწარი feel

 


№2  offline წევრი LoNdA DM

au pataraaa ar meyo da ai umagresi motxrobaa. velodebi shedeg tavs

 


№3  offline წევრი dona gedi

LoNdA DM
au pataraaa ar meyo da ai umagresi motxrobaa. velodebi shedeg tavs

love love

 


№4 სტუმარი Teko

Momcons , veli shemdeg tavs

 


№5  offline წევრი dona gedi

Teko
Momcons , veli shemdeg tavs

love ვეცდები მალე დავდო))

 


№6  offline წევრი tamtu

Chemo sakvarelo dzalian momcons sheni istoria. Dzalian sainteresod cer. Gansxvavebulia. Mzgavsi ar camikitxavs am saitze. Gelodebi. Rodis dadeb? Ukve sheni ertguli mkitxveliiii. ♥

 


№7  offline წევრი dona gedi

tamtu
Chemo sakvarelo dzalian momcons sheni istoria. Dzalian sainteresod cer. Gansxvavebulia. Mzgavsi ar camikitxavs am saitze. Gelodebi. Rodis dadeb? Ukve sheni ertguli mkitxveliiii. ♥

მადლობა ჩემო თამთუ love ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები ^^ დღესვე დავდებ მგონი, არ გალოდინებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent