შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(თავიX)


28-02-2017, 14:12
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 490

X
მეორე დილას,უწინდელზე უარესი სიტუაცია იყო.ყველას ერთმანეთზ ეძინა.განსაკუთრებით აღსანიშნავი ის იყო,რომ არც ერთს არ ახსოვდა წუხანდელი ამბები.შემდეგ კი ბიჭებმა იპოვეს კამერა...უმჯობესი იყო საერთოდ არ ეპოვათ,შარშანდელი მონაგონი იყო.თურმე ნუკას ცეკვის შემდეგ,მეზობელი ამოვიდა, ქეთამ რომ გააღო კარი,ქალბატონმა თინიკომ მუქარებით აავსო:პოლიციაში დავრეკავ,თქვე მცირეწლოვანო დამნაშავეებო.თქვენ თუ არ იძინებთ,ჩვენ მაინც დაგვაძნეთო.ეს გაიგეს კოტემ,ლაშამ და სანდრომ.მოჰკიდეს ქალბატონ თინიკოს ხელი,ხელები შეუკრეს და სკოჩი გადააკრეს პირზე და ნუკას გარდერობში საგულდაგულოდ ჩაკეტეს,სიუჟეტი მართლაც ,რომ ბანალური იყო,მსგავსი ეპიზოდი 10 დან 5 ფილმშია,მაგრამ ეს სიმართლე იყო.ამას გარდა,ისე დამთვრალან,რომ კვერცხების სროლა დაუწყიათ ფანჯრიდან და რაც კი სარეცხი ეფინა ქვემოთ,ცილისა და გულის წვიმაში მოჰყვა.ბიჭები წეროებს თამაშბდნენ,გოგოები ხელს უწევდნენ ერთმანეთს,მღეროდნენ,ცეკვავდნენ ,ბოლოს კი 100 ლარის ღირებულების სასმელით წუწაობდნენ,რა თქმა უნდა,იმის შემდეგ,რაც თითქმის ბოლომდე ჩაიყვანეს.
– ეუფ,აი ეს მესმის...-თქვა ნუკამ,მას დასიებული თვალები ჰქონდა,აჩეჩილი თმა,გათხაპნილი მაკიაჟი და ლამის მუცლამდე აწეული კაბა..
– ვაიმე,თინიკო-წამოიყვირა ანერვიულებულმა ქეთამ.ცივმა ოფლმა დაასხა.ყველა ერთიანად წამოხტა და მივარდა ნუკას გარდერობს.ქალბატონ ქეთინოს სარკეზე მიყუდებულს ეძინა,ძილშ ბოდავდა,მომენტებში ხვრენას და ფშვინვას ამოუშვებდა.ამ სასიამოვნო მელოდიას გამონთავისუფლებაში პირზე აკრული სკოჩი უშლიდა ხელს.
– ქალბატონო თინიკო,ქალბატონო თინიკო-ეკითხებოდა ნუკა და თან პირს უთავისუფლებდა,რაც აშკარად არ იყო კარგი არჩევანი.გაახილა თუ არა თვალები ქალბატონმა თინიკომ,ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი
– თქვე უზრდელებო,გარყვნილებო, თავქარიანო მონსტრებო,როგორ გამიბედეთ ეს,ახლავე გამანთავისუფლეთ პოლიციაში რომ დავრეკო,ადგილს მანდ მიგიჩენენ.
– ამას რო აცხადებს ნეტა ხვდება,რომ ასეთი ბაზარით არ გავუხსნით ხელებს ??-გდაულაპარაკა ნიკამ კობას.
– არამგონი მოუსმინე ერთი რა და შეეცადე არ გაგეცინოს.
– თ შეიძლება დაწყნარდით ქალბატონო თინიკო,ბოდიშს გიხდით ამ უპასუხისმგებლო შემთხვევის გამო.ფხიზლები არ ვიყავით,ალკოჰოლი და ჰორმოები თავში გვირტყავდა და არც კი ვიცოდით რას ვაკეთებდით,ბოდიშ რა ,იმედია გვაპატიებთ და პოლიციის გარეშე გადავაგორებთ ამ ამბავს-მოლაპარაკებას ცდილობდა ნუკა.
– ეეჰ...კარგი შვილო,ოდესღაც მეც ვიყავი ახალგაზრდა,მართალია თქვენსავით არ ვიქცეოდი,მაგრამ გართობა მეც მიყვარდა.ახლა გამიხსენით ხელები ,რომ ჩემს ქმარს გაღვიძებამდე მივუსწრო და საუზმე გავუკეთო.ყველამ შვებისგან ამოისუნთქა.
– რაღას ელოდებით ბიჭებო,გაუხსენით ხელები,მე კიდე მანამდე სახლს მოვათვალიერებ,კიდევ სხვა ვინმეც ხომ არ გვყავს დაბული,ვინც კამერამ არ დააფიქსირა.
დაბმულისა რა მოგახსენოთ,მაგრამ თავისი მშობლების ოთახში ელენე და დათუნა დაინახა,ნეხევრად შიშვლები გვერდიგვერდ იწვნენ.ნუკა ამან აფექტში ჩააგდო.შეურაწყოფილი იყო იმით რომ დათუნა მის სახლში,თან მისი მშობლების ოთახში ასეთ მდგომარეობაში იყო.თავიდან უნდოდა თმებით ეთრია ელენე და კინწისკვრით გაეგდო ორივე,მაგრამ ნიცას დარიგება გაახსენდა,ამიტომ შემდეგნაირად მოიქცა...
– გაიღვიძეთ ბავშვებო...გატენდა უკვე დიდი ხანია...
დათუნა და ელენე წამოხტნენ საწოლიდან.ელენემ თავისი სირცხვილის დაფარვა სცადა და შიშველ ადგილებზე ხელებს იფარებდა.
– რატომ გრცხვენია კაცო,რა არის სასირცხვილო?ვინ არ დარჩენილა საცვლების ამარა? შენც მაშნვე არ დაფარო რააა-დარცხვენილ ელენეს არაფერი უპასუხია,ირონიულად გაუღიმა და ჩაცმა დაიწყო.
– შენ კიდე დათუნა,არ დაგავიწყდეს ფული გადახდა,იწვალა გოგომ,შერცხვა,შენთან რომ მოუწია დაწოლა მაგაზე ორმაგი ჰონორარი ეკუთვნისალბათ როგორ უჭირს,აი ეს შენ-ეს თქვა და ელენეს 20 ლარიანი მიუგდო.აცრემლებული ელენე გავარდა ნუკას სახლიდან.
– რატომ ელაპარაკე მასე ???
– ბედავ და კიდევ მეკითხები ხომ ?? დიდი სიმაოვნებით აგიხსნი მაგრამ ჯერ მიპასუხე,რომლით დავიწყო იმით რომ შენ ჩემს სახლში თანაც ჩემი მშობლების საძინებელში კაცმა არ იცის რას აკეთებდი,თუ იმით რომ ჩემი შესასრულებელი სურვილი დაწერე ....
– მოიცა მოიცა კი მაგრამ ის სურვილი მე არ დამიწერია..
– კარგი რა,შენ თუ არა აბა სხვა ვინ დაწერდა..გეხვეწები რა პატარა ბავშვი ხომ არ ვარ,ყველას ვიცნობ ვინ რისი გამკეთებელია..
– და მარტო ჩემზე რატომ ეჭვობ, შენი შეყვარებული ძმაკაცებზე რას იტყვი ??
– კაი რა სისულელეა,ძმაკაცის შეყვარებულის ნახევრად შიშველის დანახვის სურვილი განა ძმური კოდექსის დარღვევა არააა ??
– სარკეშ ჩაიხედე გოგო და მერე ნახავ სადაც წავა ეგ ძური კოდექსი-ნანუკას ესიამოვნა ეს კომპლიმენტი,მაგრამ არ შეუმჩნევია.
– კარგი მორჩ ახლა სისულეებს,დამდე პატივი და დაახვიე ჩემი სახლიდან...
– რომც შემხვეწებოდი არ დავრჩებოდი,ისევ არ გინდა რომ მომისმინო,ისე არ იყო მართლა შენ რომ გეგონა, და სულ ტყუილად დაამცირე ის გოგო.
– დამიჯერე არ შეგეხვეწებოდი.იმ სიტუაციაში არ ხარ ნამდვილად რომ ნამუსზე აქეთ მე ამაგდო.
დათუნას ამაზე პასუხი აღარ გაუცია.კარისკენ მიმავალი იცვამდა,გაიხურა კარი და წავიდა.გაფითრებული ნუკა გავიდა ბავშებთან,მაგრამ ვითომც არაფერი,არანაირი უარყოფითი კომენტარე,ბრაზის შეტევა,არაფერი მსგავსი.
– წავიდა უკვე თინიკო??
– კიი-ერთხმად შესძახეს
– ჩაგვეშალა გეგმები .. ახლა წესით გზაში უნდა ვიყოთ.
– არაუშავრს კაცო,ხვალ წავიდეთ და 2 დღე დავისვენოთ-თქვა კობამ
– სხვა რა გზაა ??-ამოიხვნეშა ნუკამ
– კაი ჩვენ წავალთ,მაგრამ ჯერ ალაგებაში მოგეხმარებით...
– დაჩი და მისი ძმაკაცები ხომ არ გინახავთ ???
– კიი,აივანზე სძინავთ ერთმანეთზე-თქვა ნიცამ.
– წავალ გავაღვიძებ,გოგოებო ყავა მოადუღეთ რა ყველასთვის.
– კაი,ახლავე..
ნანუკამ გამოაღო აივნის კარი და ასეთი სურათი დახვდა:კოტე,სანდრო,დაჩი და ლუკა გვერდიგვერდ წვანან ამ თანმიმდევრობით.დაჩიმდე სანამ მივიდოდა კოტე და სანდრო უნდა გაეღვიძებინა.
– კოტე...კოტე გაიღვიძე-ეუბნებოდა ჩურჩულით.
თვალები რომ გაახილა,მის თვალწინ ბუნდოვანი გამოსახულება,ნუკა აღმოჩნდა.ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.კოტეს სახე გაუშეშდა.
– რა გჭირს ბიჭო??გამოფხიზლდი ახლა, წამოდექი,გოგოები ყავას ადუღებენ და სამზარეულოში გადი.
– ჰაა??ჰო ჰო ახლავე.-თქვა და წამოდგა.ნუკამ რიგრიგობით გააღვიძა სამივე და ყავის დასალევად გამოუშვა.დაჩიმ კი ხელი გადახვია და ასე შევიდნენ სამზარეულოში,სადაც ყველას მოეყარა თავი.
– რა საყვარლები ხართ ბავშებო-ერთხმად თქვეს მარიმ და ნიცამ.
– ძაან ცაკალლები ხართ მარლა,აი პროსტა ძაან ცაკალლები-დამცინავად თქვა კოტემა,რაღაცნაირი სახე მიიღო თავიდანვე,როდესაც ხელიხელგადახვეული წყვილი შევიდას ამზარეულოში.
– გადი რა -უთხრა ნუკამ და მსუბუქად ჰკრა ხელი,თან გაიცინა.
– რა იყო ახლა ჩვენ დაგვცინე ჰკითხა ნიცამ კოტეს
– კი,არ შემცდარხარ-უპასუხა მან,თან თავის ცისფერ თვალებს ეშმაკურად აციმციმებდა.
ნუკამ მაშინვე მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა ამიტომ ყველას უთხრა
– გამოდით რა ვიდეს ყურება გავაგრძელოთ,კოტე და ნიცა უჩვენოდაც კარგად მოადუღებენ ყავას.
– კოტემ ვეღარაფერი თქვა.
დარჩნენ მარტო ნიცა და კოტე.აშკარად ისეთ ტიპი იყო ,რომ შანსს არ გაუშვებდა გოგოსთან ფლირტი რომ არ დაეწყო,არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას მოსწონდა ისე თუ არა. ნარცისიც ასეთი უნდა,ყველას უნდა რომ თავი მოაწონოს,და შესაბამისად ყველა თავის თანამოაზრედ დაიყენოს იმაში,რომ მაგარი ბიჭია,იცის რომ სიმაპატიურია,რაც მის ნარცისიზმს 200%-ით ზრდის.სანამ ნიცა სამზარეულოშ ფუსფუსებდა,კოტე ორაზროვანი ფრაზებით ელაპარაკებოდა,მაგრამ ბოლოს უკვე ნუკასა და დაჩიზე დაიწყო კითხვების დასმა.
– შენ უეჭველი გეცოდინება და უნდა გკითხო..
– გისმენ
– მომიყევი აბა როგორი ურთიერთობა აქვთ დაჩის და ნუკას ??
– რაა? შენ მისი ძმაკაცი არ ხარ ??
– კი ,მაგრამ ბიჭები ასეთ თემებზე არ საუბრობენ..
– ოოჰ როდის აქეთ,ბიჭები რომ გოგოებზე დიდი ჭორიკნები ხართ ფაქტია.
– ვგავარ ახლა მე იმ ბიჭს ვინც დაიწყებს ჭორაობას??
– უკაცრავად..ბოდიში,ისე სიმართლეზე სულ ასეთი რეაქცია გაქვს ხოლმე ??
– მხოლოდ იმ შემთხვევაში ,თ ეს სიმართლე არ შემეფერება პატარავ...-ამის თქმა და ნიცას დადნობა ერთი იყო,უყვარდა ასეთი ბიჭები,რაშიც დაქალების გემოვნებები ემთხვეოდა.
– კაი როგორც იტყვი...
– კაი მათზე ერთად აარფერს მეუბნები და ცალცალკე მომიყევი მაშინ.
– რა გაინტერესებს ??
– რავი როგორი გოგოა ნუკა,რა მოსწონს,რა ეზიზღება,რა სტილის მუსკას უსმენს და მსგავსები რაა...
– რაში გაინტერესებს ძმაკაცის შეყვარებულის გატაცებები??
– ძმაკაცის შეყვარებული რომაა ზუსტად მაგიტომ მაინტერესებს.მინდა რომ კარგად ვიცნობდე ნუკას,იმ გოგოს ,რომელზეც ჭკუას კარგავს დაჩი-მოიმიზეზა კოტემ.
– აჰა გასაგებია,რავიცი რა გითხრა,არ უყვარს მუსიკის გარჩევა სტილის მიხედვით,უსმენს იმას რაც მოეწონება,როკიც უყვარს ,პოპიც და რეპიც.გიჟდება ფილმებზე,ოცნებობს დიზეინერობაზე,მოსწონს „ცუდი ბიჭები“,ვერ იტანს ზეთისხილსა და თაფლს.გავაგრძელო??
– კაი არ გინდა,ისა და ხომ არ იცი რამე სერიოზული მომხდარა მათ შორის ??
– სერიოზულშ გულისხმობ...
– კიიი,კი,მაგას...
– მე რა ვიცი ??/ და რომც ვიცოდე მაინც არ გეტყოდი...
– კაი ხო არ მცემო...დათუნასთან ურთიერთობაზე რას მეტყვი ???
– რაოო?? შენ რა იცი? ან საერთოდ რატომ მისვამ ამკითხვებს ??
– იმავე მიზეზით,მინდა ვიცოდე ჩემი ძმაკაცი ვის ხვდება და მინდა გავიგო როგორია ის გოგო.
– მოდი მისი გაცნობა და ასეტ ინტიმური დეტაების გაგება თვითონ დაჩის დააცადე კაი ??
– კაი ხო, ისე გკითხე
– კაი ხო მოვრჩეთ ახლა,მოკიდე ამ ჭიქებს ხელი და წაიღე.
კოტემ აიღო ჭიქებით სავსე ლანგარი და ოთახისკენ წავიდა,ნიცაც უკან მიჰყვა თან ფიქრობდა:
– რაღაც ხდება ..რატომ მისვამდა ამ კითხვებს..აშკარად არ მოსწონს ნუკა და მის სიტყვებს ქვეტექსტიც ჰქოდა,მაგრამ მონაცემების არასაკმარისობის გამო ვერ გავარკვიე რა უნდა...რაც გავიცანით რაღაცნაირი თვალით უყურებს ნუკას,მისი სახის გამომეტყველებით ვერ გაიგებს კაცი რა უნდა....
– ძლივს,რას აკეთებდით ამდენ ხანს?-სიცილით ჰკითხა.იგი პუფზე იჯდა და ფეხები დაჩის ფეხებზე ეწყო.კოტემ რაღაცნაირი სახით შეხედა მას,დაჩიმ ეს შეამჩნია,მაგრამ ამდენი ხალხის თანდასწრებით აღარაფერი უთქვამს
– ყავას ვადუღებდით ...გარყვნილო-უთხრა ნიცამ,ოღონდ ის ,რომ მხოლოდ დაჩმ და ნუკამ გაიგეს,რაზეც ორივეს გაეცინა.
ყავა რომ დალიეს ნელ-ნელა დაიწყეს წასვლა.ბიჭებმა რომ დააპირეს წასვლა,დაჩის ხელი მოჰკიდა და უკან მოაბრუნა.
– საინტერესოა შენ სადღა მიბრძანდები
– სახლში სად უნდა მივრძანდებოდე??
– არა შენ აქ დარჩები ცოტახნით...
– არ გამოვა პატარავ....მანქანით ვართ მართვის მოწმობა კი ამრტო მე მაქვს წამოღებული,თუ რა თქმა უნდა არ გინდა რომ ბიჭებიც დარჩნენ ჩვენთან ერთად.
– ოჰ როდის აქეთ იცავ წესებს გინდ შენ და გინდ შენი ძმაკაცები ??
– ჩვენ ორს შორის რომელიღაც მაინც ხომ უდნა ციავდეს წესებს ??-უთხრა დაჩმ და ცხვირზე აკოცა.ნუკამ კი უკმაყოფილო პატარა ბავშის სახე მიიღო,რომელიც ფეხებს აბაკუნებს როდესაც არ იღებს იმას,რაც უნდა.
– მე კიდე ვიფიქრე რომ რამე ფილმს ვუყურებდით,ვილაპარაკებდით..
– ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ კარგი ??
– ნუ ხოო,სხვა რა გზაა-ვითომ განაწყენებული სახე მიიღო იმ იმედით,რომ დაჩის გადაწყვეტილებას შეცვლიდა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ნუკა მარტო დარჩა და დაიწყო სახლის დალაგება.რამდენიმე საათში დაამთავრა და ტელევიზორის ყურება დაიწყო.მარტო ყუფნა არ უყვარდა ამიტომ ნიცას,ქეთას,მარის და სალოს დაურეკა ვიდეო ჩათით.სთხოვა მათ ,რომ მასთან ასულიყვნენ ,ნაყინზე და კოქტეილებზე დაპატიჟა და საინტერესო ამბაბის მოყოლას დაჰპირდა.გოგოებს ბევრი არ უფიქრიათ,დათანხმდნენ და საღამოსკენ აპირებდნენ მასთან ასვლას.გოგოების მოსვლამდე 2 საათი იყო დარჩენილი,კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.ნანუკამ კარი გააღო და მის სახეზე გაკვირვება აღიბეჭდა.
– კოტე?? აქ რა გინდა ???




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent