ლილის დღიურები 1
4 აგვისტო 2010 წელი: -ჩემი ნება რომ იყოს დიდი სიამოვნებით ჩავუმსხვრევდი დროს თავის ქალას რადგან მეზიზღება დასასრულის შეგრძნება რომ არ აქვს... და საერთოდ არსებობს დროის ბოლო? საერთოდ სად არის ბოლო და სად იწყება?! უცნაური და უფორმოა მთელი სამყარო ისე როგორც მე... გრძელ სარკესთან დგას და საკუთარ შიშველ სამყაროს ათვალიერებს... წაბლისფერი და უხეში თმა წვეტიან ბეჭებს ეფინება... გრძელი და ვიწრო ფეხები რომლის მუხლებიც სიცივისგან მუდამ გაწითლებული აქვს... მოგრძო პირსახე სავსე ტუჩები და ფართო შავი თვალები... ყავისფერი ჭორფლები აქვს რომელიც ნახევრად ფარავს პაქაქინა ცხვირს რომლის წვეტიც სმისგან გაწითლდა... ორი ვარიანტია ან სმისგან ან სიწითლისგან... დგას უცქერის საკუთარ თავს და გაოგნებულია მისი ვიწრო წელით... მაღლა აზიდული წვეტიანი მკერდით და არცთუ ისე დიდი უკანალით.... გულში ფიქრობს რომ იდეალურია... იხსენებს სახლიდან როგორ წამოვიდა და ძირში დაჭრილ ფრჩხილებს იკვნეტს... ისე იკვნეტს რომ ნერწყვს სისხლი ერწყმის და გოგონას ეს სიამოვნებს... პარიზი ნელ-ნელა იძირება ნისლისფერ სიგარეტის კვამლსა და ოცნებებში... მთვარეში ირწევა პარიზი... ვარსკვავთა ორკესტრი და გუნდი კი ნანას უმღერენ მას... ლილი კი ისევ დგას.... დგას და იხსენებს რა მოხდა 3 თვის წინ... -დედას ვერ ვიტანდი.... მამა არც მახსოვს.... ჩემს დებს კი... მათზე გული მერეოდა... წითელპომადიანი მაიმუნები... დედა მუდამ ხახვის წვნიანს ამზადებდა... მეუბნებოდნენ ავადმყოფი ხარო... კიდევ საკითხავია ვინ იყო ავადმყოფი მე თუ ისინი... ძვირფასო რვეულო ჩემს მელანს სიკვდილის სუნი ასდის და სანამ ეს სუნი დამახრჩობს ყველაფერი უნდა გიამბო... სანამ ვალსს ცეკვავენ მთვერი და სიგარეტის კვამლი უნდა გიამბო რომ შეინახო და სამარეში ჩაიტანო ჩემსავით... ჩემს გვერდით ერთი ხელმოცარული მხატვარი ცხოვრობდა... კოჭლი იყო... მეუბნებოდა ხელოვნების ნიმუში ხარო და მერე ისიც დეგენერატი აღმოჩნდა... ვნანობ ნეტავ როგორ მივეცი მას ჩემი სხეულის დალაშქვრის უფლება? ერთ დღეს ჩემი ოთახის კარი ოდნავ ღია დამხვდა... მეგონა სახლში არავინ იყო თუმცა იქედან ხმა ისმოდა მერე კი ის ამაზრზენი სურათი დავინახე ჩემი და მუხლებზე დაჩოქილი ზურგით და საწოლზე მჯდარი, სახეგანაბული, ტვინგამორეცხილი სკოლის ბეიბოლისტი... გული ამერია და იმ საღამოს წამოვედი... პატარა ჩემოდანში ჩავალაგე ის რაც მიყვარდა და ფანჯრიდან გადმოვძვერი... საკუთარ ნაწერს დახედა და თავადვე გაეცინა უფორმო ნაჯღაბნზე... ბოთლიდან ღვინო მოსვა რომელიც გუშინწინ მოიპარა მაღაზიაში... მერე კაცის ქურთუკი ჩაიცვა ზედ შიშველ ტანზე და კაცისავე გაცვეთილი ბათინკები... პარიზი ნესტიანია და თამბაქოს სუნით გაჟღენთილი... ლილის ეზიზღება პარიზი.... ლილის ეზიზღება ადამიანები.... ლილის ბევრი არაფერი გააჩნია ერთი პატარა ოთახის რვეულის კალმის სარკის და აბაზანის გარდა რომლის ამოტანაშიც მუშები დაეხმარნენ და გასამრჯელოდ მან თავის მკერდი აჩვენა... ლილი ბონ აბოუქუეს მიუყვება და ხელში სიგარილო უჭირავს... გოგონას აჩერებს რომელსაც წვრილი ტუჩები ნარინჯისფრად შეეღება... -ასანთი ხომ არ გაქვს? ლილის დანახვაზე გოგონა შეცბა მაგრამ ასანთი მიაწოდა და გაეცალა... მთელი დღეა არ მოუწევია პარკში ზედ მიწაზე გაწვა... სველ და ნესტიან მიწაზე... ბოლო ნაფაზი ამოარტყა და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ჩააქრო მერე კი ჯიბეში შეინახა... ვიღც მოდის... ირლანდიური იერის მქონე მამაკაცი... ის კი ფეხზე შემოეხვია... -სექსი ხომ არ გინდათ ბატონო? კაცი შეცბა... მაგრა, მერე დათანხმდა... ლილიმ იცოდა რომ ვიღაც უცნობს მისცა უფლება დაებყრო მისი მწვერვალები... და როდესაც ყველაფერი დასრულდა სწრაფი ნაბიჯებით გაუდგა გზას.. -მოიცა... მითხარი რა გქვია... უცნობი ლილის არ ეშვებოდა.... ლილი კი მიდიოდა... მიდიოდა და უბრალოდ მიდიოდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.