შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე

2-03-2017, 19:07
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 2 527

უბრალოდ საშინელებაა უყურებდე შენს მშობლებს რომლებიც აღარ სუნთქავენ, მათი კანის ფერი ქათქათა ღრუბელს მაგონებდა და უბრალოდ ისინი ვეღარ მამშვიდებდნენ ვერ მარეიგებდნენ: - ესეც გაივლის, უბრალოდ არ დანებდე... ეს გრძნობა რომელიც ბოლოს გიღებს, ყველა ფიქრი ერთდროულად იწყებს ტრიალს თავში... ბოლოს თვალები დავხუჭე ღრმად ამოვისუნთქე და ვცადე ყურადღება გადამეტანა, მაგრამ ერთ წუთში ისეთივე გრძნობა დამეუფლა როგორც ერთი წუთის წინ...
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2 დღით ადრე
------------------------------------------
- აბა ვინ არის მზად ზაფხულის არდადეგებისთვის?!
-ჩვეენ!!!- ბავშვივით ვღრიალებდი.
ზაფხული მოდიოდა და გვინდოდა ორიგინალურად გაგვეტარებინა ზაფხულის არდადეგები, მაშინ როცა ყველა ზღვაზე მიიჩქარის მე და ჩემი ოჯახი სვანეთში მივდივართ (ერთადერთი ადგილი სადაც არაფერზე ვფიქრობ, და ვტკბები ბუნებით)
მამას არ უყვარდა თავგადასავლები და სიახლეები, მაგრამ მას უყვარდა დედა და უწევდა თავგადასავლების და სიახლის შეყვარება.
ბნელი ღამე იყო, როგორც ყოველთვის გაწვიმდა, (ბათუმი- მოულოდნელობებით აღსავსე ქალაქი) საშინელი სუსხი და ქარი ქროდა, გზა გაუკვალავი იყო... დღესაც ჩამესმის ის თავზარდამცემი დამუხრუჭების ხმა, ეს ხმა და გონების დაკარგვა ერთი იყო, ვიგრძენი რაც მოხდა, ეს სიბნელე თვალის დახამხამებას ჰგავდა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით გამოვფხიზლდი, მაშინვე მიმოვიხედ ირგვლივ და ზუსტად ის სიტუაცია მხვდება, ის სიტყვები მესმის რომლისაც მეშინია:- გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნეთ... ირგვლიოვ ყველაფერი ტრილებდა და ბუნდოვნად ჩამესმოდა: - ჩემი გესმით?... -კარგად ხართ?...
- ნიაა!!!-(ლუკა)-მესმის ყვირილი შორიდან
-ლუკ, ლუკა- ნელ-ნელა ხმის ამაღლებას ვცდილობდი. წამოვდექი წონასწორობის შენარჩუნება ვცადე.
-გოგონა არ შეიძლება თქვენი...(სასწრაფოს ექთანი)
-ჩემი ძმა სად არის? დედა? მამა? ხომ კარგად არიან? (მე)
-ყველაფერი კარგად იქნება არ შეიძლება თქვენი ნერვიულობა...
-ხელი გამიშვით, შემეშვით რა- ხელი მოვუქნიე და გავიქეცი, ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა, უგზოუკლოდ ვეძებდი, უცებ თვალი მოვკარი ლუკას, მის გვერდით ვიღაც იდგა და ამშვიდებდა: - ეი, ეი ვაჟკაც რა ხდება? გინდა შენმა დამ ასე დაგინახოს? გინდსა ინერვიულოს? სიმშვიდე შეინარჩუნე, ყველაფერი გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება... ამ სიტყვების გაგონებაზე სისხლი ამოძრავდა, თითქოს სხეულში ყველა კუნთი დამეჭიმა, თავი გაუსაძლისად მტკიოდა...
ბოლოს დავინახე, ისინი დავინახე და შვება ვიგრძენი ამოვისუნთქე და მათთან გავიქეცი, მაგრამ ვიღაც გადამეღობა ვერ გავცარჩიე ვინ იყო
-გოგონა თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება-(პოლიციელი)
-თქვენ უნდა მასწავლოთ შეიძლება თუ არა მივიდე ჩემს მშობლებთან? ახლავე მომშორდი!- უხეშად მოვიშორე
დავინახე როგორი დამწუხრებული სახით წამოდგნენ და თავი დახარეს, ერთი კი რაღაცას იწერდა... გულში ტკივილი თანდათან გაიზარდა და მთელ სხეულში მიმოიფანტა. რომელსაც არა ცრემლებით არამედ ბრაზით გამოვხატავდი
-ახლავე გაეთრიეთ არ გვჭირდება თქვენი დახმარება! გაეთრიეთ! - ვღრიალებდი როცა ყური მოვკარი:
-ახლავე გადაიყვანეთ მორ...
-არა ვერსადაც ვერ წაიყვანთ! - გავაწყვეტინე მე -არა არ გაგიშვებთ, არსადაც არ წახვალთ...
-დეე, დედიკო ნახე რამდენი ხალხია ხომ იცი არ მიყვარს უცხოებთან ემოციების გამოხატვა, ნუციკო შენ შემპირდი... მამიკო უბრალოდ ადექი და გულში ჩამიკარი ისე რომ შენმა სუნამომ დამათროს, შენი გულის ცემა გავიგო, მიშიკო გამიჯავრდი რა... შემდეგ გულზე დავადე თავი, მაგრამ ისეთი მომაკვდინებელი სიჩუმე იყო. მალევე წამოვდექი...
"ამაოება იყო ყველაფერი, მხოლოდ ამაოება".

.............................................................................................................
მე ნია ვარ 16 წლის მეგობრები ნიაკოს მეძახიან, ქერა, არა ღია ფერის გრძელი თმებით, ღია თაფლისფერი მწვანეში შერეული თვალის ფერით, გრძელი შავი წამწამებით და მოვარდისფრო დიდი ტუჩებით. კარგად ვსწავლობ და სკოლაში ერთ-ერთი სამაგალითო გოგონა ვარ...
მყავს ერთი ძმა -ლუკა- ჩემი ყველაფერი, სიცოცხლის აზრი- მოგრძო ყავისფერი თმებით, მწვანე თვალებით და გრძელი წამწამებით... ერთნაირი ხასიათი, ერთნაირი აზრები... ჩვენ თითქმის არაფრით განვსხვავდებოდით.
დედა-ნუცა- ქალი ღვთაება ძალიან გამიმართლა რომ დედაჩემი იყო, ქათქათა კანი, ქერა, ცისფერი თვალები, ღია წითელი ტუჩები... ის ჩემი იდეალი იყო, არის და მუდამ იქნება...არასდროს არაფერს არ მიშლიდა, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში, კარგად მიცნობდა და იცოდა რა იყო კარგი ჩემთვის...
მამა-მიშა- შავგრემანი... შავი თვალ-წარბი... მოკლე შავი თმები... ყავისფერი თვალები, სულ რო არაფერი არ ეთქვა თვალები ისაუბრებდნენ, მის თვალებში სამყაროს დანახვა შეგეძლო... ის ძალიან მკაცრი იყო, ამიტომ ხშირად ვერ ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, ის ყოველთვის შეშინებული იყო სხვადასხვა მიზეზით.
..............................................................................................................

ხელზე სითბო ვიგრძენი მივიხედე და გულში ჩამიკრა, ის ისეთი დამამშვიდებელი იყო... ლუკამ ყოველთვის იცოდა რა მჭირდებოდა, მის მკლავებში ჩავიმალე და შვება ვიგრძენი... ხელი რომ გამიშვა დავინახე როგორ დაიხურა სასწრაფოს კარები... ერთი ჰორიზონტს გაცდა...
-ლუკაა, ლუუკ... უთხარი.... უთხარი.... არა.... ლუ.... უეცრად სისხლი გაჩერდა ძარღვებში... ყელში ჰაერი გაიჭედა... გული გამიჩერდა... ადგილზე გავიყინე.
-უკაცრავად კარგად ხართ? იცით ალბათ აჯობებს თუ სახლში წახვალთ და დაისვენებთ... - თანდათან სიტყვებს ვეღარ ვარჩევდი.
-ხელი გამიშვი... (მე)
-სანდრო სახლხში წაგვიყვან? (ლუკა)
-რათქმაუნდა, წავიდეთ? (სანდრო)
-მოდი წავიდეთ! (ლუკა) - ხელი ჩამჭიდე!
- მე თვითონ- წავიბუტბუტე, მეც გამიკვირდა როგორ დავილაპარაკე
-ამის დრო არაა, ნია ბავშვივით იქცევი. (ლუკა)
-კაი, ლუკ გაუშვი- თვალებით ანიშნა სანდრომ
ერთი, ორი და მესამე ნაბიჯზე როგორც მოსალოდნელი იყო დავეცი, გონებადაკარგული ამიყვანეს და წამოვიდნენ....

-----------------------------------------------------------------------------------------------
აბა იმედია ვინმე წაიკითხავს :) ეს ჩემი პირველი ნამუშევარია... იმედია მოგეწონათ, ნეტა ღირს გავაგრძელო? ველი შენიშვნებს... აუცილებლად გამოვასწორებ<3

№1  offline წევრი saint

Kaia momewona gaagrdzele

№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

saint
Kaia momewona gaagrdzele

ძალიან კარგი მადლობა kissing_heart

№3  offline მოდერი bla.ell

Chemo mariii kai ikooo da veli shemdeg tavsheart_eyes❤❤

№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
Chemo mariii kai ikooo da veli shemdeg tavsheart_eyes❤❤

მადლობაა kissing_heart მაგრამ უეჭველი იყო შეცდომები ხო? რამე შენიშვნა იქნება

s.a-cicinatela-m.m
bla.ell
Chemo mariii kai ikooo da veli shemdeg tavsheart_eyes❤❤

მადლობაა kissing_heart მაგრამ უეჭველი იყო შეცდომები ხო? რამე შენიშვნა იქნება

ჩემი თბილი heart_eyes kissing_heart

№5  offline წევრი DarkRoses

როგორც ვთქვი და როგორც მოველოდი კარგია. საინტერესოა, გრძნობებიც კარგად არის გადმოცემული, ერთადერთი რასაც შევცვლიდი ეს გაცნობაა, შემდეგში (თუ ახალი ისტორიის წერას დაიწყებ) ეცადე ცოტა ინტრიგა ჩადო და პირდაპირ არ ათქმევინო პერსონაჟს ვინ არის, რას აკეთებს ან რა ხდება მის თავს, დროდადრო მკითხველი ამას თვითონვე მიხვდება.
ისე ძალიან, ძალიან კარგია, მითუმეტეს თუ პირველი ნამუშევარია.^^
წარმატებები heart_eyes

№6  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

DarkRoses

იცი ძალიან მეშინია იმედები არ გაგიცრუოთ, შემდეგი კარგი რომ არ იყოს?
მადლობა სიხარულო რომ იცოდე როგორ მაბედნიერებს ეს სიტყვები kissing_heart heart_eyes

№7  offline წევრი DarkRoses

დარწმუნებული ვარ, რომ იმედებს არ გაგვიცრუებ, თავი არ დაითრგუნო, ყველაფერი გამოგივა.^^ heart_eyes

№8  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

სიხარულოო heart_eyes

№9  offline წევრი Markoza3

საინტერესოა აუცილებლად ^^ წავიკითხავ ყველა თავს <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent