შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (სრულად)


3-03-2017, 00:22
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 10 273

-სხვასთან იპოვი ბედნიერებას.. -თქვა და მაჯის საათზე დროის შესამოწმებლად დაიხედა. როგორც ჩანს ეჩქარებოდა.. ის იმდენად უდარდელი ხმით ლაპარაკობდა რომ არც კი ვთვლიდი საჭიროდ რომ ეს ფრაზა ოდესმე უნდა მომესმინა.
-რას ნიშნავს სხვასთან ვიპოვი გიორგი?! -ეს არც ჩვეულებრივი და არც რიტორიკული შეკითხვა არ ყოფილა. მე მას ვუსაყვედურე..
-შეეგუე რა.. -თქვა და გორგოლაჭებიანი ჩემოდანი მისკენ მიიჩოჩა. არც მის ხმაში და არც გამომეტყველებაში ოდნავი მწუხარებაც კი არ იგრძნობოდა. სითბოზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი
-რანაირი ადამიანი ხარ?! -ჩემდაუნებურად ტონს ავუწიე, ხოლო როცა შევატყვე აეროპორტში მყოფ ხალხთა მზერა, რომელიც ჩემკენ იყო მომართული დამშვიდება ვცადე.
-ვფიქრობ ძალიან ჩვეულებრივი.. -თვალების გადატრიალებით სწრაფად მიპასუხა მან.
-ჩვეულებრივობას ამას ეძახი? შენ ეს ნორმალური საქციელი გგონია? როცა ქალს, რომელსაც უყვარხარ ასე უბრალოდ ტოვებ. ბარგი ისე ჩაალაგე და აეროპორტამდე ისე მოხვედი რომ ჩემთვის არაფერი გითქვამს, ასე უბრალოდ აპირებდი წასვლას არაა? ეს გეპატიება?! სამსახურიდან შენთან მოვედი და სახლში არ დამხვდი. მეზობელმა მითხრა ბარგი ჩაალაგა და ისე წავიდაო. მერე შენს ძმაკაცს დავურეკე და იმან გამარკვია.. საზღვარგარეთ მიდის სამუდამოდო. მითხარი ნორმალური ხარ?!!! -ბოლოს ისევ ავუწიე ხმას რადგან თავი ვერ გავაკონტროლე. მისკენ წასვლა და სილის გარტყმა გადავწყვიტე მაგრამ ნერვები მალევე მოვთოკე და გაჩერება ვამჯობინე.
-სულ მალე ჩვენ ხომ დაქორწინებას ვაპირებდით? ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ... როგორც მახსოვს შენ თქვი ახალ ცხოვრებას ვიწყებო! -სახეზე ირონიული ღიმილი მივიხატე და ისე მივმართე მას.
-კარგი რა ქეთი.. ესაა ახალი ცხოვრება! -წარბშეუხრელად მიპასუხა.
-არაკაცი ხარ! -დასკვნა გამოვუტანე. თან არ შემეძლო ეს ხმამაღლა არ მეთქვა. გარშემომყოფების ყურადღება ისევ დავიმსახურე. ამჯერად ეს იმაზე ნაკლებად მადარდებდა ვიდრე ის, რომ შეყვარებული მტოვებდა. თანაც სამუდამოდ...
-ალბათ ასე უნდა მომხდარიყო ქეთ.. -მოახლოვება და მხარზე ხელის დადება დააპირა მაგრამ სწრაფად და უხეშად გავაჩერე.
-რა უნდა მომხდარიყო?! -ყელში თითქოს რაღაც დიდი და შავი ბურთი გამეჩხირა და ჩემი ჩახლეჩილი ხმა თავადვე შევნიშნე.
-სხვა შეგიყვარდება..
-და ისიც შენსავით არარაობა რომ აღმოჩნდეს?! -სწრაფად შევაწყვეტინე და ირონიულობა გამოვხატე. უფროსწორად ყველანაირად ვეცადე, რომ გამომეხატა.
-არ ვიცი ქეთი.. -ფეხს უკან ითრევდა. ფაქტია წასვლა უნდოდა.
-რა არ იცი გიორგი?! -გავუბრაზდი მას.
-ალბათ ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი იქნები.. -თქვა და ჩემი თვალთა ხედვის არიდან გაქრა.
-იმედია!.. -ჩემთვის ჩუმად წარმოვთქვი, უმისამართოდ... და ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი ჩამომიგორდა. რამოდენიმე წამის განმავლობაში ასე გაუნძრევლად, გაშეშებული ვიდექი და დახშულად მესმოდა ხმა რომელსაც თვითმფრინავის ძრავა გამოსცემდა... ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა აქეთ-იქით. რამოდენიმე დაინტერესდა კიდეც ჩემი მდგომარეობით. ალბათ ზრდილობის გამო მეკითხებოდნენ რამით ხომ არ დაგეხმაროთო..
რა გააკეთა?! -დავუსვი ჩემს თავს ეს კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ ვაანალიზებდი, ყველაზე გაუცნობიერებელი რამ იყო. ის ერთი ცრემლიც კი იმის გამო კი არ წამომივიდა რომ გული დამწყდა უბრალოდ ეს ჩემთვის დიდი დამცირება იყო. აი რა არის სიყვარული..
"არასოდეს თქვა არასოდეს!" -ფრაზა რომელსაც ყოველი მეორე ადამიანი გაიძახის. ჩემთვის კი ეს იმდენად დიდი სისულელეა რომ არც კი მივიჩნევ ამის გაგონებას საჭიროდ. ამიტომ სიყვარული არის ის რომელიც ჩემთვის განკუთვნილი არასოდეს იქნება! არასოდეს...
სამადგილიანი სკამისკენ რობოტივით გადავდგი ნაბიჯები..
"გიორგი ჩიქოვანი!- ადამიანი რომელიც მთელი გულითა და სულით მძულს!" -წარმოვთქვი გონებაში და უსულოდ დავჯექი სკამზე.
გადის წამები, წუთები.. რას ვაკეთებ აქ? რას ან ვის ველოდები?! რატომ არ მივდივარ სახლში?! პასუხგაუცემელი კითხვების ნაკადი მომაწვა და საშუალებას არ მაძლევდა დავფიქრებულიყავი..
ვიყურებოდი წინ, სადღაც მიმართულების განუსაზღვრელად. ირგვლივ ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, რაც სუნთქავდა, მოძრაობდა, დადიოდა და ლაპარაკობდა.. ნებისმიერი ადამიანის ხმა იმდენად მთრგუნავდა, რომ თითქოს ჩემი სისხლძარღვები შუაზე იხლიჩებოდა. მეგონა საშუალებაც კი არ მქონდა რომ ერთხელ მაინც ამომესუნთქა.. არც ვცდილობდი ორგანიზმში ჰაერი შემეშვა. განადგურებული ვიჯექი, არა იმიტომ რომ ვიღაცამ მიმატოვა, არამედ იმიტომ რომ გამწარებული და დამცირებული ვიყავი. თან რომ ვერც ვტიროდი?! ანდაც რატომ უნდა მეტირა?! ღმერთო ჩემო!!! ახლა ყველაზე მეტად მინდა გავფრინდე უსასრულობისკენ, ისე რომ ყველა და ყველაფერი უკან მოვიტოვო.. თუნდაც ის ყველა უბედურება რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში გადამხდა. მინდა უბრალოდ ამ სამყაროს გამოვეთიშო და ვერაფერი შევიგრძნო.. ვერც ის ტკივილი რომელიც მთელი ცხოვრებაა უკან დამყვება!
უცბად ჩემს გვერდით სკამზე ვიღაც ფრთხილად ჩამოჯდა. მისკენ არ ვიყურებოდი მაგრამ მაინც მივხვდი რომ მზერა მასაც, ჩემსავით წინ ჰქონდა მიმართული. გულზე თითქოს რაღაც მომაწვა... რაღაც ისეთი რაც მიზეზი იყო იმისა, რომ უფრო დავთრგუნულიყავი.. მინდოდა თავი მისკენ შემეტრიალებინა და დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად ის იყო ვინც მე მინდოდა რომ ყოფილიყო...
-ქეთი! -ხმა გავიგე, რომელსაც 2 წელია ველოდი.. ორი წლის წინ დღე ამ ხმით იწყებოდა და ამ ხმითვე მთავრდებოდა.
იმდენად ღრმად ჩავისუნთქე თითქოს გულზე რაღაც მძიმე ლოდი მეწვა რომელიც საშუალებას არ მაძლევდა სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
ჩემს მზერას მიმართულება შევუცვალე, თავი იმ პიროვნებისკენ შევატრიალე რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. რამოდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი და ვუყურებდი... შემდეგ ისევ გავსწორდი და აკანკალებული ხმით ძლივს ამოვღერღე..
-დემეტრე! -ეს ის სიტყვაა, რომელიც ორი წლის წინ ყოველ დღეს სიცოცხლით ავსებდა.. მაგრამ ახლა? ახლა უბრალოდ არაფერი!
დემეტრე მაჩაბელი! -ბიჭი რომელიც ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვანს და სიცოცხლით აღსავსეს ხდიდა.. ბიჭი, რომელიც მილამაზებდა ყოველ დღეს. არადა შეიძლებოდა ეს დღეები უბრალოდ უბედური ყოფილიყო მის გარეშე..
ის გერმანიაში ვნახე 4 წლის წინ პირველად. მაშინ როდესაც ცეკვიდან ვიყავით გასტროლებზე. ჰმ.. დამავიწყდა მეთქვა რომ მოცეკვავე ვარ.. მოცეკვავე, რომელიც უკვე 19 წელია ცეკვავს და არც არასოდეს აპირებს ამის შეწყვეტას... გერმანიაში ერთ-ერთი სასტუმროს დერეფანში შევხვდით ერთმანეთს. უფროსწორად შევეჯახეთ... ცხელი ყავა გადამასხა. ის საქმეზე იყო მე კი კონცერტი მქონდა. ჩემს გამოსვლასაც კი დაესწრო... რა უცნაურია არა? ამ უცნაური შეხვედრის შემდეგ ასე უბრალოდ დავახლოვდით. ასე დაიწყო ჩვენი "მეგობრობა"..
"მეგობრობა", რომელიც იმაზე ბევრად დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო, ვიდრე გაგრძელდა...
ვინ იცის კიდევ რამდენი წამი და წუთი გავიდა მის გვერდით ჯდომაში. ხმას ისევ არცერთი არ ვიღებდით... რაც უხერხულ სიტუაციას ქმნიდა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა ყველაზე ნაკლებად ახლა ეს მადარდებდა. გიორგი ჩიქოვანიც კი ისე უცბად დამავიწყდა რომ ერთხელაც არ გამხსენებია.
ჩემი და დემეტრეს მხარი ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შემთხვევით შეეხო და ამდენჯერვე თითქოს ჩემს ძარღვებში სისხლის მიმოქცევა შეწყდა!
რას უნდა ნიშნავდეს ეს?! ჩემს გონებაში კითხვების კორიანტელი დადგა. რომელზე პასუხსაც არავისგან ველოდი.
"ნუთუ დემეტრე მაჩაბელი დაბრუნდა!..." -ჩემი ერთადერთი საფიქრალი..
მშობელი... დედა და მამა! ეს ხომ ის ორი ანგელოზია რომელიც გვინდა მთელი ცხოვრება გვერდით გვყავდეს.. თუმცა რას ვაკეთებთ ამისთვის? თავის დროზე არ ვაფასებთ მათ... მერე კი ვნანობთ ამ ყველაფერს. სასახელო შვილები უნდა ვიზრდებოდეთ თუმცა ამის მაგივრად?! უბრალოდ ისე მიდიან ამ ქვეყნიდან რომ ვერ ასწრებენ ჩვენი ბედნიერების ყურებას. ყველაფერს აკეთებენ რომ უზრუნველყოფილი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს... უნდათ ვიყოთ წარმატებული ადამიანები. დედაჩემსაც და მამაჩემსაც ეს უნდოდათ. 23 წელი მზრდიდნენ და გვერდში მედგნენ თუმცა ამ 23 წლის განმავლობაში უბედურების მეტი არაფერი დაუნახავთ ჩემში... ხან რა ხდებოდა, ხან კი რა! ავარიამ კი საბოლოოდ გაგვანადგურა მეც.. და ისინიც! ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა ის კატასტროფა, რომელმაც შეიწირა ჩემი მშობლები... ქორწილში იყვნენ და როცა სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ მამა საჭესთან არ დაჯდა იქიდან გამომდინარე, რომ დალია.. ზომიერად, მაგრამ მაინც დალია! ტაქსით წამოვიდნენ თუმცა.. მაინც მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო... დედა 43 ხოლო მამა 44 წლის იყო.. სიკვდილისთვის ეს ხომ მცირე ასაკია?! თუმცა ვფიქრობ სიკვდილისთვის ყველა პატარაა! 23 წლის განმავლობაში გვერდში მედგნენ და თვალებში შემომცქეროდნენ ახლა კი უბრალოდ ზეციდან დამყურებენ!..
ეს ის დრო იყო როცა ქალაქში ერთდროულად ორი ხმა ავარდა...
1. "ქეთი ახვლედიანს მშობლები გარდაეცვალა!"
და... 2. "დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანა!"
მეზიზღებოდა ის დრო, ის წუთები და წამები.. რომლებიც უბედურების მოტანის გარდა არაფერს აკეთებდნენ ჩემთვის. წამიერადაც კი არ ვყოფილვარ ბედნიერი. იმის მერე ალბათ რამოდენიმეჯერ თუ გავიღიმე. მაშინ როცა გავიგე, რომ ჩემი დაქალი, მარიამ ბურდული გათხოვებას აპირებდა... როცა გიორგი ჩიქოვანმა სიყვარული ამიხსნა და ახლა... როცა გავაცნობიერე, რომ დემეტრე მაჩაბელი ჩემს გვერდით იჯდა!
ბოლო ორი წელი იყო იმაზე საშინელება, ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო... ც კი მინდოდა. თუმცა ამით რა... რას გამოვასწორებდი იმის გარდა რომ თბილისში კიდევ ერთი ამბავი გავრცელდებოდა - "მოცეკვავე ქეთი ახვლედიანი გარდაიცვალა!"..
19 წელია ვცეკვავ! ამით ვირჩენ თავს.. კიდევ იმით ვარ ბედნიერი რომ გვერდით მარიამი მყავს.. აქამდე იმითაც უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი რომ გიორგის ვუყვარდი, მაგრამ დღეს გავიგე რომ ეს ტყუილი ცხოვრება იყო.. მთელი ცხოვრება ხომ ილუზიაა.. ის წამებიც რომლებიც მგონია რომ ბედნიერებისაგან შედგება, სინამდვილეში უბრალოდ წარმოსახვის ნაწილია! ჩემთვის არ არსებობს არც ოცნების ასრულება, არც ბედნიერება, არც სიმართლე და უკვე აღარც სიცოცხლე! სიცოცხლე, რომელიც მიწაზე იწყება და ზეცაში გრძელდება...
ჩემთვის ყოველი წამი, რომელსაც ღიმილი ალამაზებს, უბრალოდ უბედურების გვერდით დგას, რომელიც ცრემლებისა და ტკივილისაგან შედგება!
-გამარჯობა! -უამრავი წუთის გასვლის შემდეგ წარმოვთქვი ისე, რომ ყველანაირად ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ისევ მიმართულების განუსაზღვრელად წარვმართე ჩემი მზერა.
-ქეთი... -ვერ ვიგებდი რა უნდოდა.. არ იცოდა რა უნდა ეთქვა თუ უბრალოდ ჩემი სახელის რამოდენიმეჯერ განმეორება სიმშვიდეს ჰგვრიდა?
-დემეტრე! -მე კი ნამდვილად ვიცოდი რომ ამის თქმა ისევ ორი წლის წინანდელ წამებში მაბრუნებდა...
-რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს...
-კითხვას მისვამ?! -მშვიდად შევაწყვეტინე მას და ვეცადე ყველანაირ სიტუაციაში უცბად გავრკვეულიყავი, თუმცა უშედეგოდ...
-არანაირად! -დაასკვნა მან და წინ წაიწია, თავი ჩემკენ შემოატრიალა და დაჟინებით და თითქოს თავისდაუნებურად მომაცქერდა...
-აბა რა ხდება?! -ჩემს ტონში უბრალოდ სიცივე იგრძნობოდა. ოღონდ ეს შეგნებულად არ ხდებოდა. უბრალოდ ახლა, ამ მომენტში ვერაფერს ვაკონტროლებდი გარდა ცრემლების შეკავებისა.. -თბილისს დაუბრუნდი?! -ახალი შეკითხვა დავუმატე პასუხგაუცემელი კითხვების კორიანტელს ჩემს გონებაში. თან არ ვიცი რას ველოდი ამ კითხვის პასუხში. ნუთუ უბრალოდ ის მინდოდა რომ სხვა ვარიანტი შემოეთავაზებინა?! ველოდი რომ ეთქვა შენ დაგიბრუნდიო?! ჩემი ფიქრების გაცნობიერებაზე ჩემდაუნებურად ირონიულად გამეღიმა...
-რა გაცინებს?! -ღიმილითვე გაიკვირვა მან. თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ღიმილის მნიშვნელობას ვერც კი ხვდებოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა რომ მიმხვდარიყო.
კიდევ ერთხელ დავუშვი რომ მარცხნივ გამეხედა.. ზუსტად ის წამი წარმომიდგა თვალწინ, ორი წლის წინ ტბასთან ასე გვერდიგვერდ რომ ვისხედით და ვლაპარაკობდით. მშვიდად.. ძალიან მშვიდად! მისი ღიმილი აღვიქვი და დავდნი ისე, როგორც მაშინ ვდნებოდი... ნამდვილად დავუშვი დავრწმუნებულიყავი რომ დემეტრე მაჩაბელი მომენატრა!.. მომენატრა და არც ვფიქრობ რომ ეს არასწორია..
-არ ვიცინი -ვუთხარი ისე თითქოს ჩემი სათქმელი არ დამისრულებია..
-ვნანობ! -იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. ნერვიულად ისწორებდა თმას.
-მეც.. თან იცი რამდენ რამეს?! -არ ვიცი ამით რას ვცდილობდი. ნუთუ დიალოგი ჩემს პრობლემებზე გადამყავდა?!
-მაინც რას.. -არც თუ ისე მნიშვნელოვნად ჩამაცივდა ის..
-თითოეულ ნაბიჯს, რაც კი ოდესმე გადამიდგამს.. -სწრაფად ვუპასუხე.
-არ მინდოდა ამ კითხვის დასმა აუცილებელი ყოფილიყო.. ჩემს გაცნობასაც?! -კარგი პასუხის მოლოდინში შემომხედა მან და პასუხს დაელოდა.
-არ მინდა ასე იყოს მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ ამაზე დაფიქრება. კი.. ვნანობ! -ყველანაირად ვეცადე ჩემი ნათქვამი არ მენანა.
-ვწუხვარ.. -არ ვუყურებდი მაგრამ მაინც შევნიშნე თავი როგორ დახარა.
-რაზე წუხარ დემეტრე?! -ამჯერად ნერვები ვერ მოვთოკე. საყვედურით და ოდნავ ხმამაღალი ტონით წამოვროშე.
-ყველაფერზე.. -ფეხს ნერვიულად ათამაშებდა..
-და რას ნანობ?! -ერთი წუთის წინ ნათქვამ წინადადებას მივუბრუნდი.
-ყველაფერს..
-შენც?! -ისევ გამეღიმა.
-მეც!
-მაშინ ისე არ უნდა მოქცეულიყავი რომ მერე გენანა..
-აქედან წასვლასაც ვნანობ! -დამწუხრებული სახე მიიღო.
-აქედან?! -წარბების აზიდვით მივმართე.
-ჰოო შენგან.. -უცბად გამომხედა და მისი მზერა ჩემს თვალებს მიეყინა! მეც გავიყინე და ჩემი სხეულიც..
-ვფიქრობ უკვე გვიანია ამ თემაზე ლაპარაკი... -რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ვეცადე ეს დიალოგი დამესრულებინა, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა.
-რატომ?! -ხმაში ეტყობოდა რომ თავის თავზე იყო გაბრაზებული..
-შენ ცოლი გყავს!.. -მის თითზე ბეჭედს დავხედე.
-აღარ მყავს! -ეს თქვა, ბეჭედი სწრაფად მოიხსნა და ჯიბეში უმნიშვნელოდ მოათავსა.. -და არც უნდა მყოლოდა! -სწრაფად დაასრულა თავისი სათქმელი, საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია... ნაცნობმა სურნელმა უსასრულობაში ჩამძირა!
"ცოლი არ მყავს და არც უნდა მყოლოდა!" -ფრაზა რომელმაც იმაზე უფრო მეტად დამაბნია ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩემი არეულ-დარეული ფიქრები კიდევ უფრო ამირია.. თითქოს ჩაახშო და ზემოდან რაღაც შავი ფარდა გადააკრა, რომელსაც ვერ ვწვდები. უფროსწორად დემეტრე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მივწვდე..
რა უაზროა ეს ცხოვრება არაა?! ცხოვრება და საერთოდ სიცოცხლეც.. წამიერად რაღაც კარგს გავიგებთ. გაგვიხარდება! მეორე წუთს კიდე ყველა და ყველაფერი ერთიანად გვძულს! მეც ზუსტად ასე ვარ ახლა..
ზოგიერთი ადამიანი ვიღაც კონკრეტული პიროვნების გამო ცოცხლობს. ჩემთვის ვინ ცხოვრობს? არც არავინ... ან მე ვისთვის ვცხოვრობ?! არც არავისთვის... ადრე ვინმეს ეს შეკითხვა ჩემთვის რომ დაესვა შეიძლებოდა დემეტრე დამესახელებინა პასუხად. მაგრამ ახლა? ახლა უბრალოდ ვხვდები რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
-რას ნიშნავს ცოლი აღარ გყავს დემეტრე? -ინტერესით ვკითხე მაგრამ ვეცადე გაკვირვება დამემალა.
-იმას, რომ აღარც ცოლი მყავს და აღარც შვილი... -სახე მოეღუშა და მეგონა მალე პატარა ბავშვივით აქვითინდებოდა.
-შვილი?! -ამჯერად ნამდვილად გავიკვირვე რადგან ის არ იყო საკმარისი როცა გავიგე დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანაო ახლა ამას ბავშვიც დაემატა.
-ჰოო შვილი...
-რა მოხდა?! -ცუდი პასუხის მოლოდინი მქონდა მაგრამ არ მინდოდა კიდევ რაიმე კატასტროფის შესახებ შემეტყო
-ყველაფერი ერთად... -საუბარს წელავდა ოღონდ ამის მიზეზი არ ვიცი. უნდოდა მისთვის რაც შეიძლება ბევრი შეკითხვა დამესვა და საუბარი გამეგრძელებინა თუ უბრალოდ სათქმელს თავს ვერ აბამდა.
-მაინც?! -მისთვის არც შემიხედავს ისე ჩავაცივდი.
-ორი წლის წინ.. -დაიწყო სინანულით. -მოკლედ ერთი გოგო იყო რა...
-ფაქტია! -რაც შეიძლებოდა სწრაფად შევაწყვეტინე.
-ლანა ვაშაკიძე.. გერმანიაში ცხოვრობდა. იქ რომ ვიყავი საქმეზე 1 დღით რაღაც უაზრო ურთიერთობა გვქონდა რა.. ხომ ხვდები..
-კი ვხვდები! -შეკითხვა არ დაუსვამს თუმცა მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეპასუხა. -თანაც ზუსტად მაშინ როცა მე და შენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით... -კბილებში გამოვცერი და გამომეტყველებას მცირე ირონიაც შევმატე.
-ჰო! ძალიან უაზროდ და უმნიშვნელოდ მივიჩნევ ამ ურთიერთობას და ასე იმიტომაც ვამბობ. -ხმაც და ტონიც ნამდვილად ამაზე მიუთითებდა
-საინტერესოა.. -დიახ! ასეთი ვარ. არ არსებობს ვინმეს ელაპარაკა და თითოეული წინადადების შემდეგ ჩემი უაზრო მოსაზრება არ დამეფიქსირებინა.
-როცა ერთმანეთს ჩამოვშორდით ყველაფერი ჩვეულებრივად იყო -საუბარს ისე განაგრძობდა თითქოს ჩემს ნათქვამს ყურადღებასაც არ ააქცევდა და არც საჭიროდ მიიჩნევდა რომ მოესმინა. -მანამდე სანამ ლანას სამი თვის ფეხმძიმობის შესახებ არ გავიგე...
-მშვენიერია.. -ისევ და ისევ ვაწყვეტინებდი.
-უბადლოდ...
-შემდეგ?! -თითქოს ვუბრძანე რომ გაეგრძელებინა
-შემდეგ ის, რომ მე, როგორც ვალდებულმა მამამ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და გერმანიაში მათთან გავემგზავრე, ლანა კი ცოლად მოვიყვანე! გადავწყვიტე დანარჩენი 6 თვის მანძილზე ჩემს შვილსა და შვილის დედაზე კარგად მეზრუნა. მოვალეობა სიყვარულში გადაიზარდა.. ოღონდ ლანასი კი არა, ბავშვის სიყვარულში! ყველაფრის ხარჯს მე ვფარავდი, ვუზრუნველვყოფდი, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ. ყველაფერს ვაკეთებდი. არაფერს ვაკლებდი მათ.. როგორც იქნა გავიდა დანარჩენი 6 თვე და გაჩნდა ლუკა მაჩაბელი! ლუკა იმდენად შემიყვარდა რომ.. ის დავგეგმე რაც ნამდვილად მინდოდა.. მისი წარმატებული მომავალი! უნდა აღმეზარდა და მასზე მეზრუნა. მთელი ერთი წელი და 6 თვე ვზრდიდი მას. რას აღარ ვაპირებდი მისი მომავლისთვის... პატივს ვცემდი შვილსაც და ცოლსაც. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო მანამ, სანამ არ გავიგე რომ ლუკა ჩემი შვილი არ იყო.. -ამის ხსენებაზე ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს ცუდად გახდა.
-დღეს ჩამოხვედი? -ჩემდაუნებურად სითბო გამოვხატე.
-არა! გუშინ ჩამოვედი... გუშინწინ გავიგე ყველაფერი და სასწრაფოდ ბარგი ჩავალაგე, ბავშვს, რომელსაც საკუთარ შვილად ვთვლიდი დავემშვიდობე, რეისს დაველოდე და გუშინ ღამე უკვე საქართველოში ვიყავი.. გეძებდი და ვერ გიპოვე. გავიგე საცხოვრებელი შეგიცვლია... -წარბები აზიდა
-ჰოო... -მშვიდად ვუთხარი და თან მოკლედ მოვუჭერი, რადგან ამ მომენტში ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს პრობლემებზე საუბარი არ იყო საჭირო.
-შენს ძველ სახლში რომ მივედი შენმა მეზობელმა, ნანამ მითხრა 1 წელია რაც ქეთევანი აქედან გადავიდაო -თქვა და უცბად მკვეთრად ჩაეცინა. მერ მივხვდი ეს ისტერიული სიცილი იყო თუ შეგნებული
-რა გაცინებს? -ცივი ტონი გვერდით გადავდე და თბილი გამოვიყენე
-ნანა დღემდე ქეთევანს გეძახის! -არ ცდილობდა სიცილისგან თავი შეეკავებინა.
-ჰოო. იცის რომ ქეთი მქვია, უბრალოდ არ აღიარებს ამას. რა სახელიც მოსწონს იმას ამბობს და არ ცდილობს დაიმახსოვროს რომ ქეთევანი კი არა ქეთი მქვია! -მშვიდად ჩამეღიმა მეც..
-ძველმოდური, მაგრამ კარგი ქალია ნანა! -სითბოს ამჟღავნებდა ის. ცოტა არ იყოს მიკვირდა მთავარი თემიდან ასე უცბად როგორ გადავერთეთ.
-ჰო.. იმდღეს ვიყავი მასთან სტუმრად. მოვინახულე.
-როცა მითხრა იქ აღარ ცხოვრობდი გავიკითხე, გამოვიკითხე და გავიგე რომ აქ იქნებოდი.. -ფრთხილად მითხრა მან.
-ანუ ყველაფერი გაიგე იმ საუბარში რომელიც ჩემსა და ჩიქოვანს შორის წარიმართა?
-თითოეული სიტყვა...
-მშვენიერია! -ირონიულად ვთქვი და თან მიკვირდა როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც არასდროს ვყოფილვარ. ცხოვრებამ შემცვალა!
-ვსუხვარ... -სახე ისევ მოეღუშა მას.
-რაზე? -ისე ვკითხე თითქოს ვერ ვხვდებოდი
-გიორგიზეც და მშობლებზეც... -კიდევ უფრო დამწუხრდა
-მშობლები... -სინანულით წარმოვთქვი მაგრამ არ ვიცოდი რას ავღნიშნავდი ამით.
-მართლა ძალიან მეწყინა ეს რომ გავიგე..- თითქოს ამაში მარწმუნებდა.
-როდის გაიგე? -ჩავაცივდი მის ნათქვამს
-იმ დღესვე, როცა გარდაიცვალნენ.. -თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა. მაგრამ მზერა მალევე ამარიდა. ვფიქრობ რაღაცის რცხვენოდა.
-ჰაჰ.. -ჩავიბურტყუნე მაგრამ არც მიცდია ეს მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო. მასაც გავაგონე.
-რა მოხდა?! -სულაც არ ვუყურებდი მას მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი რომ შეშინებული თვალები ჰქონდა.
-არც კი ჩამოსულხარ დემეტრე... -ჩემდაუნებურად გამეღიმა. თანაც ისე ვთქვი თითქოს ფაქტი აღვნიშნე.
-ქეთი... -სათქმელის დასრულებას არც აპირებდა. უბრალოდ ისევ ჩემი სახელი წარმოთქვა.
-დემეტრე! -წარბები ავზიდე და თავი მშვიდად და ფრთხილად გავაქნიე.
-რა უაზროა ეს ცხოვრება არა?! მთლიანად ტყუილისგან შედგება. -თემას მიუბრუნდა -წარმოგიდგენია?! -ეს კითხვა არ იყო. უბრალოდ რაღაცაზე ბრაზდებოდა -ვიღაც ლანა ვაშაკიძის გამო ისეთი ადამიანები დავტოვე ვინც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდნენ... -კბილებში გამოსცრა საკუთარ თავზე გაღიზიანებულმა.
-მაპატიე! -იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო.
-რა გაპატიო?! -ამჯერად ნამდვილად ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეპატიებინა მისთვის
-ყველაფერი...
-კონკრეტულად? -ეს ჩაციება არ იყო. უბრალოდ მინდოდა ნამდვილი სათქმელი ეთქვა.
-ის რომ დაგტოვე! -თავი ასწია, ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლმორეული თვალებით მომაშტერდა.
-გაპატიო? -რისთვის ვსვამდი ამ შეკითხვას არ ვიცოდი.
-გთხოვ... -თვალები დახუჭა კარგი პასუხის მოლოდინში.
-სათქმელად და სათხოვნელად ადვილია დემეტრე! გახსოვს?! -რათქმაუნდა ახსოვდა უბრალოდ ასე ავღნიშნავდი ორი წლის წინანდელ მდგომარეობასა და სიტუაციას. -ჩვენი მეგობრის, ცოტნე ნაკაშიძის ქორწილი იყო. წინა დღისით მითხარი ხვალ გამოგივლილო. დიდხანს გელოდე. მაგრამ არ მოხვედი. გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი... თავს იმით ვიმშვიდებდი რომ უბრალოდ დაგავიწყდა. ხედავ? ამის პატიებასაც ჩვეულებრივ ვაპირებდი. გარეთ გამოვედი და ფრთხილად მივაბიჯებდი. უცბად ვიღაც ორი ადამიანის დიალოგი ყურში ისე სასტიკად ჩამესმა, მეგონა მაშინ დადგებოდა ჩემი სიკვდილის წამი! "იცი?! დემეტრე მაჩაბელს ცოლი მოუყვანია!"-აი ეს იყო ის ფრაზა რომელმაც უბრალოდ გამანადგურა. ფრაზა, რომელიც სიკვდილის ტოლფასი იყო.. და ფრაზა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა! შეცვალა სამუდამოდ... -ვერაფერს ვაკონტროლებდი გარდა ცრემლების შეკავებისა. -მინდოდა დამეჯერებინა რომ ყველაფერი შენი ხუმრობა იყო.. აი ისეთი ხუმრობა, პატარა ბავშვივით რომ მხიარულობდი ხოლმე და მაბრაზებდი! წარმოგიდგენია?! შენთან დაკავშირება არც მიცდია... მაშინაც კი სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი, როცა 3 საათზე მეტხანს გელოდებოდი. არ მინდოდა დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რა იყო სიმართლე. თავს არ ვაძლევდი ამის საშუალებას. უბრალოდ არ შემეძლო! არც შეგნებულად და არც შეუგნებლად... ერთხელაც არ ამიკრეფია იმ დღის შემდეგ შენი ახალი ნომერი, მიუხედავად იმისა რომ ზეპირად ვიცოდი. ერთხელად არ მომიწერია ელ-ფოსტაზე მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი გაუქმებული არ გქონდა. და რატომ იცი? იმიტომ რომ იმ დღიდანვე ჩემს გულსა და გონებაში მაინც დარჩა რაღაც უაზრო იმედის ნაპერწკალი, რომელსაც შეეძლო ჩემი ცხოვრება ისევ ბედნიერებისაკენ დაეტრიალებინა. დღემდე მქონდა იმედი, რომელიც მკვდარი იყო.. არადა სულ მალე დაქორწინებას ვგეგმავდი იმ ადამიანზე, რომელმაც სწორედ დღეს, აი აქ... ამ ადგილას მიმატოვა. ზუსტად იქ სადაც ამდენი ხნის შემდეგ პირველად გნახე! ზუსტად მაგ იმედით ვცოცხლობდი რომელიც შენ გეკუთვნოდა, მაგრამ ახლა გგონია რადგანაც გნახე ეს იმედი სიცოცხლით აღივსო? გაცოცხლდა და აზრი შეემატა? არანაირად!... მეგონა ახალი ცხოვრება დავიწყე მაგრამ თურმე ეს ახალი ცხოვრებაც უბედურებით აღსავსე იყო. წარსულიც, აწყმოც და მომავალიც უბედურებისაგან შედგებოდა. და აი შენც გამოჩნდი! გამოჩნდი მაგრამ რა... სიმართლე გითხრა არანაირად არ გსაყვედურობ იმას რომ წახვედი ცოლ-შვილთან. არც მაქვს ამის უფლება -ნამდვილად არ მქონდა. -უბრალოდ ის, რომ ეს ყველაფერი გავიგე ვიღაც უცხო ადამიანისგან და არა შენგან, ნამდვილი სისულელეა... მე ნამდვილად არ მაქვს უფლება განვსაჯო შენი საქციელი. მე ვინ ვარ, რომ შენ არ გაპატიო ის, რომ ნამდვილი ქმრისა და მამის მოვალეობას პირნათლად ასრულებდი. უბრალოდ მინდა იცოდე რომ ის რაც მე გამიკეთე, არ უნდა გაგეკეთებინა! -სათქმელი ჩამოვუყალიბე და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ის ჩემს გვერდით იჯდა, როცა მისკენ გავიხედე. მანამდე ისე აღვიქვამდი სიტუაციას თითქოს სარკესთან ვიდექი და საკუთარ თავთან ვრეპეტიციობდი... მიკვირდა ჩემი თავის ასე როგორ ვთქვი ზუსტად, ის რისი თქმაც მინდოდა. როცა შევხედე დავინახე როგორ ჩამოგორდა მის ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი და გული მთლიანად ჩამწყდა. სისხლი ძარღვებზე მიმეყინა და თვალები ამეწვა.
-მაპატიე... -თვალები სიმწრისგან ძლიერ დაახამხამა, ცრემლების ნაკადი აწვებოდა და სახეს ასველებდა, ხელები ჩაწითლებულ თვალებზე მძიმედ აიფარა და კინაღამ სახე დაიკაწრა... -ნამდვილად მაშინებდა ის ფაქტი, რომ შესაძლებელი იყო საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა. მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ყურში მძიმედ ჩამესმოდა ის ხმა რომელიც მისი ტირილისაგან იყო გამოწვეული
-მოკლედ დემეტრე... -საბოლოო დასკვნის გამოტნა გადავწყვიტე და ოქროსფერი, გაშლილი თმა ზურგზე ფრთხილად გადავფანტე. -შეიძლება ის, რასაც ახლა მე ვიტყვი ორივესთვის ძალიან რთული მოსასმენი და ძნელად გასაცნობიერებელი იყოს მაგრამ ვფიქრობ ამაზე დაფიქრება ადრე თუ გვიან ნამდვილად საჭირო და აუცილებელია! ის რომ დაბრუნდი სიტუაციას არ ცვლის. ვერ გამოასწორებს ეს დაბრუნება იმას, რაც ნამდვილად მოხდა... და ალბათ ეს სამუდამო იქნება. ნახვამდის დემეტრე! -ვთქვი და სკამიდან წამოვდექი. თან ეს ყველაფერი ისე ვთქვი რომ მისთვის ერთხელაც არ შემიხედავს. არ მინდოდა მისი დამწუხრებული სახის გამო საუბარი შემეწყვიტა.
მშვიდად და აუჩქარებლად მივაბიჯებდი გასასვლელისკენ, უკან არ გამიხედავს მაგრამ მივხვდი რომ ისიც ადგა.
-ქეთი!... -ხმა რომელიც ჩემს ფიქრებს, გულსა და სულს ღრმად ჩასწვდა ზურგს უკან მომესმა, მაგრამ ესეც არაფერს ცვლიდა.
როცა ზღურბლს მივუახლოვდი მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რომ შებინდებულიყო და ლამპიონებიც ანთებულიყო. მთელი დღე აქ დავკარგე მაგრამ ნამდვილად მივხვდი რომ ამ დროის დაკარგვა გიორგისთვის კი არა, დემეტრესთვის ღირდა!
მინდოდა ფიქრი შემეწყვიტა იმაზე რომ დემეტრე ამ წამს ჩემს უკან იდგა და მელოდებოდა როდის შევტრიალდებოდი. ჩემკენ მომართული მზერა გულს მიკლავდა. მთელ საუბარს ვამჯობინებდი ბოლო ორი წელი ყოველი წამის ჩათვლით დამევიწყებინა და უბრალოდ ჩავხუტებოდი მას... მთელი სხეულით მივკრობოდი და მისი სურნელი შემეგრძნო!
მანქანაში ჩავჯექი და ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მშვიდად გავიარე... წინა საქარე მინის ქვემოდან გავყურებდი ვარსკვლავებსა და მთვარეს, რომლებიც გასულ წამებს მახსენებდნენ. მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ გავაცნობიერე...
დემეტრე მაჩაბელი დაბრუნდა!
მანქანაში ჯდომის დროს, მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ გავაცნობიერე... -დემეტრე მაჩაბელი დაბრუნდა!
მასაც განვუმარტე ეს აღიარება და მომიწევს ჩემს თავთანაც ვაღიარო რომ ეს დაბრუნება არაფერს ნიშნავს. ვიცი ამის თქმა ძალიან რთულია ჩემთვისაც და მისთვისაც, მაგრამ ცხოვრება ხომ ისეთია, რომ გვინდა თუ არ გვინდა მაინც უნდა შევეგუოთ ყველაფერს რასაც რეალობა განსაზღვრავს. ყოველთვის, ყველაფერი ისე მოხდება როგორც რეალობას განუზრახავს. არადა როგორ ვქმნით ფანტაზიებს არა?! ღამე ვწვებით და უაზრო ფიქრებში ვიძირებით. გვექნება წარმოდგენები ჩვენი სურვილისამებრ... და თან ჩვენც ხომ მოგვწონს ეს ფიქრები... მერე კი დილით ვაანალიზებთ რომ ყველაფერი ტყუილია!
ისიც ტყუილია როცა მეუბნებიან ოდესმე ბედნიერი აუცილებლად იქნებიო. ვერასოდეს... ვერასოდეს ვიქნები! ახლაც კი, როცა დარწმუნებული ვარ რომ დემეტრე დაბრუნდა. ესეც კი არაფერს ცვლის. ბევრჯერ მიფიქრია ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო რა იქნებოდა? არც არაფერი... უბრალოდ ერთით ზედმეტი ბედნიერი ადამიანი იცხოვრებდა დედამიწაზე. როგორ არ შემიძლია ახლა უბრალოდ ავდგე, ავიდე მაღალ შენობაზე და იქიდან გადმოვხტე. ამით რომ დავასრულო ჩემი ცხოვრება და მთლიანად სიცოცხლე განა არ შემიძლია?! მაინც ხომ არაფრისთვის ვცხოვრობ. ვარ მოცეკვავე... და თანაც ამ პროფესიაზე იმდენად ვარ დამოკიდებული რომ ერთი დღეც რომ არ ვიცეკვო ალბათ ცუდად გავხდები.. მყავს დაქალი მარიამ ბურდული, რომელიც მეორედ გათხოვდა.. ორივე ქმარს გაშორდა და ჯერაც ვერ უპოვია სიყვარული, რომელიც შეიძლება რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით ყავდეს... მასთან იმდენად ბევრ დროს ვატარებ რომ მის გარეშე ყოფნა ვერც კი წარმომიდგენია. კიდევ?! კიდევ... მშობლებიც კი არ მყავს რომ სამსახურიდან სიხარულით ვბრუნდებოდე მხოლოდ იმიტომ რომ სახლში მზრუნველი დედა დამხვდება, რომელიც ჩემთვის სადილს ამზადებს. საღამოს კი სამსახურიდან დაბრუნებული მამა გვერდით მომიჯდება და მკითხავს თუ როგორი დღე მქონდა. სინამდვილის განხილვისას კი ვხვდები რომ უკვე ერთი წელია ისინი აღარ მყავს. ამის მერე ვინმეს შეუძლია ოდესმე მკითხოს რომ მე ბედნიერი ვიქნები?!
მახსოვს იმ დაწყევლილ დღეს, სანამ ქორწილში წავიდოდნენ წავკამათდით. ცეკვის დროს ფეხი მოვიტეხე და 2 თვე ცეკვა შევწყვიტე... გამოჯანმრთელების შემდეგ დიდი თხოვნის მიუხედავად ცეკვა გავაგრძელე. დედას ეს არ უნდოდა, მამა კი ბრაზობდა... მერე ექიმთანაც დავდიოდი მუხლების ტკივილის გამო... ექიმმაც მითხრა რომ ცეკვის შეწყვეტით მუხლების ტკივილი შემიმცირდებოდა. ასევე იყო მეორე ვარიანტიც.. უნდა დამელია წამლები. რათქმაუნდა მეორე ვარიანტი ვამჯობინე და წამლებს 3 თვე ვსვამდი. ორივე ერთ აზრზე იყო. ამბობდნენ რომ ცეკვა მღლიდა და სჯობდა მეცხოვრა ისეთი პროფესიით, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვდა. მე ვნანობ... არა იმას, რომ ცეკვას თავი არ დავანებე, არამედ იმას, რომ მშობლებთან უკანასკნელი ლაპარაკი კამათით დასრულდა. მაინცდამაინც იმ დღეს... ბოლო წუთებშიც კი არ ჩავხუტებივარ მათ... ეს ტანჯვა და სინანული ვიცი, რომ მთელი ცხოვრების ბოლომდე გამყვება. თუნდაც იმ სამყაროშიც კი, რომელიც უსასრულობას მოიცავს!
ყველაფრის გაცნობიერების დროს ერთი რამ ნამდვილად გამიკვირდა... შეყვარებულმა მიმატოვა და არც კი მიტირია. ხოლო როცა ნამდვილი სიყვარული ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვნახე, ჩემს მანქანაში ცრემლების გუბე დადგა. არც კი ვიცი ნამდვილ სიყვარულს რატომ ვუწოდებ. ჯერესერთი ჩემთვის სიყვარული არ არსებობს, თანაც ნამდვილი.. და მეორე ის რომ ნამდვილი სიყვარული არასოდეს გვტოვებს!
მარიამის სახლისკენ გავემართე.. მანქანა იქვე ეზოში გავაჩერე და კარზე სწრაფად დავაკაკუნე.
გაოცებული შემომეგება და არც უკითხავს რა მოხდაო... რადგან საერთოდ არ იყო გასაკვირი. ეს ხომ ყოველდღიური, ჩვეულებრივი ამბავია... ყოველდღე ხომ ისედაც რაღაც ხდება. რაღაც ისეთი, რაც საშინელებაა!
-დაჯექი, და უბრალოდ მომიყევი ყველაფერი! -დივანზე დაჯდომისკენ მიმითითა თვითონ კი სამზარეულოში გავიდა ჩაის გასაკეთებლად. სულ ასეა... იცის როგორ მიყვარს პიტნის ჩაი
-ჩიქოვანი წავიდა არა?! -პირდაპირ დასვა ეს შეკითხვა და არც უფიქრია რომ ეს შეიძლებოდა მცდარი მოსაზრება ყოფილიყო.
-წავიდა... -არა დამწუხრებით, არამედ გაღიზიანებით მივმართე.
-ეს ხომ მისი სტილია! -არც უცდია დამშვიდება. არც არასოდეს დავუმშვიდებივარ, რადგან იცის ეს ჩემზე არ იმოქმედებს. პირიქით... უფრო ცუდი სიტუაცია დგება ხოლმე. პირდაპირი ადამიანია და ახლაც, პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა. არა ჩემკენ, არამედ გიორგისკენ...
ეს სტილი კი მისთვისაა განკუთვნილი.
-რას ვიზამთ! -ვუთხარი არც თუ ისეთი სინანულით, როგორიც მიტოვებულ შეყვარებულს შეეფერება.
-ვერც ვერაფერს ქეთი!.. -ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა.
-რა იყო მარიამ?! -გაკვირვება შევიმჩნიე.
-ის იყო რომ თავიდანვე გეუბნებოდი ამას. ჩიქოვანი არ იყო ბიჭი, რომელიც შენთვის შესაფერისია.. -თქვა და ჭიქა, რომელსაც ცხელი ორთქლი ასდიოდა პირთან ფრთხილად მიიტანა.
-ყოველთვის გვარით იხსენიებდი... ყოველთვის! -თითქოს ვსაყვედურობდი მაგრამ ნამდვილად ვიცოდი, რომ ამის უფლება არ მქონდა..
-იმიტომ რომ თავიდანვე არ მომწონდა ეგ ბიჭი! -მტკიცედ და სწრაფად მიპასუხა
-არც მე უნდა მომწონებოდა. სულელი ვიყავი.. -იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და თავი ხელებში ჩავრგე. ჩაწითლებული თვალების დამალვა ვცადე.
-მართლაც რომ... არ გახსოვს?! ყველა გაფრთხილებდით. ყველა იმის შეგნებას ვცდილობდით რომ არ ღირდა მასთან ურთიერთობა.
-მეგონა ბედნიერი ვიყავი... -სიმწრისგან დიდი მარილიანი ბურთი ლოყაზე ჩამომიგორდა.
-ჰოდა რომ გეგონა სწორედ ეგაა საშინელება...
-არ ფიქრობ რომ ჩემს ცუდ მდგომარეობას უფრო ამძიმებ?! -ამით გაბრაზებას კი არა წყენას ვაფიქსირებდი.
-ვფიქრობ მაგრამ ხომ იცი როგორიც ვარ... ჩემი სათქმელი ყოველთვის უნდა ითქვას! -ჩაი მოსვა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.
-რა იმედებს ვამყარებდი არა?! -კითხვა არ დამისვამს. უბრალოდ სინანულით წარმოვთქვი.
-ეგეც დიდი პრობლემაა... რა გითხრა აეროპორტში? -აშკარა იყო რომ ამ თემაზე ლაპარაკის შეწყვეტას არ აპირებდა, რადგან ბოლომდე უნდა დავცლილიყავით
-ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოო...
-ადრეც ხომ ეს თქვა -გაბრაზდა ის.
-ქვეყნიდან წასვლას გულისხმობდა თურმე ახალ ცხოვრებაში.. -ჩემდაუნებურად შეეპარა ჩემს გამომეტყველებას ირონიული ღიმილი.
-არაკაცი! -სწრაფად დაასკვნა და ხელით ჭიქისკენ მანიშნა, რომელსაც ორთქლი ნაკლებად ასდიოდა. მალე ალბათ გაცივდებოდა.
-ნამდვილად! -დავეთანხმე და ჩაის დიდი ყლუპი მოვსვი.
-ნერვები მეშლება... -ამაზე ფიქრებს ვერ ანებებდა თავს.
-ისე რომ დავფიქრდეთ მარიამ შენც როგორი ცხოვრება გაქვს არა?! ორჯერ გათხოვდი და ორივეს გაშორდი, თანაც ისე რომ ნორმალურად არც დაფიქრებულხარ. -ამჯერად ნამდვილად ვუსაყვედურე
-მეც ხომ სულელი ვარ ქეთი! -შესამჩნევად ჩაეცინა მაგრამ ეს სიცილი იმას ნიშნავდა, რომ მეც დამცინოდა და თავის თავსაც.
-რათქმაუნდა! -სიცილი არც შემიკავებია. -ლაშა არაბულთან ისევ გაქვს ურთ...
-მიყვარს! -სათქმელის ბოლომდე დასრულება არც მაცადა ისე შემაწყვეტინა...
-დარწმუნებული ხარ რომ შესაძლებელია?! -დაეჭვებით ვკითხე. თანაც არ მინდოდა ამ კითხვას უთანხმოება გამოეწვია.
-აუცილებლად! -მტკიცე ტონი გამოიყენა მან.
-არვიცი, არვიცი... ... ხომ იცი ვისი ძმაკაციცაა... -სახელი არ დამისახელებია მაგრამ ორივესთვის ცნობილი იყო რომ დემეტრე ვიგულისხმე.
-მასაც ვუყვარვარ! -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში ეჭვიც არ ეპარებოდა.
-იმედია მართლა ასეა... -ვთქვი და ჩაის ბოლო ყლუპი ფრთხილად მოვსვი, მიუხედავად იმისა რომ უკვე კარგად გაგრილებულიყო.
-იტირე დღეს?! -მივხვდი რომ რიტორიკული შეკითხვა დამისვა.
-კიი.. -მზერა მისკენ მივმართე რომ ჩემი ჩაწითლებული თვალები დაენახა.
-სამწუხაროა... -მხარზე ხელის დადებით თითქოს გამამხნევა.
-ჩიქოვანის გამო არა... -გამიკვირდა მეც გვარით რომ მოვიხსენიე.
-აბა?! -ნამდვილი გაკვირვება გამოხატა მან.
-დემეტრე მაჩაბელი ვნახე! -რობოტივით წარმოვთქვი და თვალები ცრემლებით ამევსო. ვიღიმებოდი, მაგრამ ტუჩები მიკანკალებდა. აშკარაა ეს ღიმილი ყალბი იყო. თან რომ არც ვცდილობდი ამ სიყალბის დამალვას?! რა ვქნა ასეთი ვარ...
მისი სახელის და გვარის წარმოთქმის დროს მივხვდი რომ ეს ფიქრები არასდროს დამანებებდნენ თავს... და იმასაც მივხვდი რომ მისი სიყვარული სამუდამოდ გრძელდება... სამუდამოდ! წარსულში, აწმყოსა და მომავალში... და საერთოდაც უსასრულობაში!
13 ნოემბერი... 2014 წელი!
-გცივა? -მზრუნველი ტონით მკითხა და ჩემსკენ მომართული დიდი ტოტი ხეს მოსწყვიტა, მუხლზე გადაიტეხა და მინდვრებისკენ მოისროლა
-შენი აზრით?! -ვერ ვსაყვედყრობდი, ალბათ იმიტომ რომ ამას ოდესღაც ჩემი სიყვარული განაპირობებდა დემეტრეს მიმართ. როცა დროის ამ აღმნიშვნელ სიტყვას ვიყენებდი ეჭვი მეპარებოდა, რადგან არვიცოდი ზუსტად შეეფერებოდა თუ არა ამ სიტუაციას. ვფიქრობ დარწმუნებული არ ვარ მომწონს თუ არა ის მოსაზრება რომ შესაძლოა მე ის ახლაც მიყვარდეს. კიდევ უფრო ვიძირებოდი იმ რაღაც უაზრო ფიქრებში რომლებიც საშუალებას არ მაძლევდნენ რაიმეში გავრკვეულიყავი. თუნდაც იმაში, რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. პასუხები კითხვებზე, თუ უბრალოდ ბედნიერება. ჩემი ფიქრები ოცნებას უფრო გავდა და თან ეს ოცნებები არც ამტკიცებდა რეალობას. ყველაფერი ფანტაზიით და წარმოსახვის უნარით განისაზღვრებოდა... სულ ყველაფერი!
-როგორ გგონია.. -განვაგრძე მასთან ყალბი კამათი. -შემოდგომაზე, ნოემბერში, ამ სიცივეში აქ.. ტყეში რომ მოგყავდი არ შემცივდებოდა? მგონი ტვინიც კი გამეყინა და ვეღარ ვაზროვნებ. -ბოლო წინადადების დროს წავიბუზღუნე მან კი მკვეთრად გადაიხარხარა. არც ცდილობდა სიცილის შეკავებას მხოლოდ იმიტომ მაინც რომ არ მწყენოდა. მაგრამ რა სისულელეა... რა უნდა მწყენოდა. პირიქით, მაბედნიერებდა მის გვერდით, თუნდაც ამ სიცივეში ყოფნა და მხიარულება. რომელიც ბოლო იყო...
-სამაგიეროდ ჩვენს გულებშია სითბო.. -თვალები გადაატრიალა და მომხიბვლელად ჩაიცინა. გაუცნობიერებლად მივაშტერდი მის სახეს რადგან ვდნებოდი.. მისი თვალისმომჭრელი ღიმილი გულს მიჩქარებდა. ქათქათა კბილები კი თითქოს იქაურობას ანათებდა და სხივებს ჰფენდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი ჩემს მარჯვენა მხარზე ედო. უფრო და უფრო ცდილობდა ჩემს მიკრობას.. ცოტა არ იყოს იმ დროს მეშინოდა ჩემი გატაცებები და სიხარული უბრალოდ წამების ამბავი არ ყოფილიყო.. მართლაც რომ მეშინოდა, სხეულს უფრო მიყინავდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ეს წამებიც კი ტყუილი ყოფილიყო. არადა მართლაც ტყუილი აღმოჩნდა!...
-კარგი რა გამხიარულდი. რაიცი კიდევ როდის დადგება ეს მომენტი.. -ამ უბრალო ნათქვამმა ის დაამტკიცა რომ აღარც არასოდეს დამდგარა.. წუთები რომლებიც ასე მაბედნიერებდა უბრალოდ გაქრა.. გაქრა სამუდამოდ!
-რომ მცოდნოდა აქ წამოვიდოდით ამ საღამოთი მაღალქუსლიანებს და კაბას არ ჩავიცვამდი.. -საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ეს ყოველთვის კარგად გამომდიოდა.
-ვარსკვლავებს უყურე და გათბები.. ანდაც მე მიყურე! -ოთხი ჭიქა ჰქონდა დალეული მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ლაპარაკს დალევა არ განაპირობებდა. უბრალოდ უფრო გაბედულად იქცეოდა იმასთან შედარებით ვიდრე მას ახასიათებდა.
-ხომ არ გინდა რომ წავიდეთ?! -ამას ჩემი სურვილიდან გამომდინარე ვამბობდი
-სად უნდა წავიდეთ ჯერ ეხლა არ მოვედით? თან ჩემი სათქმელი ჯერ არც დამიწყია -მაჯის საათზე დაიხედა, შემდეგ კი მისი ქურთუკი მხრებზე ფრთხილად დამაფინა.
-დამიჯერე სათქმელს ქცევებითაც გამოხატავ.. -ისეთი ტონი გამოვიყენე თითქოს ეს ისედაც აშკარა და ნათელი იყო
-მთავარი სიტყვებია ქეთუშ.. -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში დარწმუნებული იყო.
-ვფიქრობ უმჯობესი იქნება იმ სახელს თუ დამიძახებდი რაც მქვია. -პირქუშად მივმართე. ამას ის განსაზღვრავდა რომ ყოველთვის გართულება მქონდა სახელზე. მიმართვასაც დიდ ყურადღებას ვაქცევდი
-რა პრეტენზიული ხარ.. -ძალიან მოკლე თმაზე ხელი მომხიბვლელად გადაისვა. იმდენად მოკლეა მისი თმა რომ ხელსაც ვერ მოჰკიდებ, ეს კი ძალიან მომწონდა. უხდებოდა... თან იცოდა რომ მომწონდა და ძალიან ხშირად იჭრიდა თმას.
-პრეტენზიული კი არა მომთხოვნი ვარ.. ჰოდა შეეგუე!
-შევეცდები! -თქვა და მისი თბილი ტუჩები ჩემს გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო. იმდენად ფრთხილად რომ ყოველი წამი საუკუნედ გაიწელა. ეს საუკუნეები უფრო ებდნიერს მხდიდა, მაგრამ ისევ ის მაშინებდა რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. დამთავრდა კიდეც!...
იმ დღეს, 13 ნოემბერს მან პირველად მაკოცა... თანაც უკანასკნელად. მაკოცა მაგრამ არ დაუკონკრეტებია ამით სათქმელს გამოხატავდა თუ უბრალოდ "სიამოვნებას" აღნიშნავდა. სწორედ 13 ნოემბერს წარიმართა ჩვენი უკანასკნელი საუბარი და მზერა. ამ დღეს გადავიდა ჩემი ცხოვრება ტყუილი ოცნებიდან რეალობაში. დღემდე რეალობაშია მაგრამ მაინც რაღაცნაირად... ისეთი გაუგებრობებითაა მოცული, რომ ისევ წარმოსახვას ამტკიცებს, რადგან დემეტრე დაბრუნდა! ეს დაბრუნება იმდენი გაურკვევლობითაა სავსე რომ თვითონვე არ ვცდილობ ამის დაცლას. რას ველოდები არ ვიცი.. დრო მოიტანს ყველაფერსო ამბობენ... ჩემთვის ეს ერთერთი ჩვეულებრივი უაზრო ფრაზაა, და უაზროდვე გამოიხატება იმ ორ წელიწადში, რომელიც მაჩაბელის გარეშე გავატარე. პრობლემა ისაა რომ არც მაშინ ვცდილობდი სიტუაციის გამოსწორებას და არც ახლა. ანდაც რა უნდა გამომესწორებინა?
ასე მგონია ჩემი ცხოვრება წიგნივითაა... თითოეულ ფურცელზეა ზღაპარივით აღბეჭდილი თითოეული წამი. თითქოს ვიღაც წერს ჩემს ცხოვრებას და ასევე ვიღაც კითხულობს.. ბოროტი ზღაპარივითაა, რომელიც საშუალებას არ მაძლევს ვიყო ნორმალური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი. ადამიანი რომელიც ბედნიერებასთან ერთად დახეტიალობს უსასრულობის გზაზე!
13 ნოემბერი -დღე როდესაც ის ბოლოჯერ ვნახე. უკანასკნელი დღე იყო როცა თავიდან შემიყვარდა!..
მერე კი ისე დამთავრდა თითქოს არც არაფერი ყოფილა.. არადა იყო! შიში გამართლდა... თავად წავიდა და რაღაც უაზრო მოგონებები დამიტოვა.
იქნებ ეს ყველაფერი ამ რიცხვის ბრალია?! 13... არც მინდა იმაზე დაფიქრება რომ მთელი ის წამები რომელიც მის გარეშე გავატარე უბრალოდ ამ წყეული რიცხვიდან გამომდინარეობს.
13 ნოემბერი... 2014 წელი!
-გცივა? -მზრუნველი ტონით მკითხა და ჩემსკენ მომართული დიდი ტოტი ხეს მოსწყვიტა, მუხლზე გადაიტეხა და მინდვრებისკენ მოისროლა
-შენი აზრით?! -ვერ ვსაყვედყრობდი, ალბათ იმიტომ რომ ამას ოდესღაც ჩემი სიყვარული განაპირობებდა დემეტრეს მიმართ. როცა დროის ამ აღმნიშვნელ სიტყვას ვიყენებდი ეჭვი მეპარებოდა, რადგან არვიცოდი ზუსტად შეეფერებოდა თუ არა ამ სიტუაციას. ვფიქრობ დარწმუნებული არ ვარ მომწონს თუ არა ის მოსაზრება რომ შესაძლოა მე ის ახლაც მიყვარდეს. კიდევ უფრო ვიძირებოდი იმ რაღაც უაზრო ფიქრებში რომლებიც საშუალებას არ მაძლევდნენ რაიმეში გავრკვეულიყავი. თუნდაც იმაში, რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. პასუხები კითხვებზე, თუ უბრალოდ ბედნიერება. ჩემი ფიქრები ოცნებას უფრო გავდა და თან ეს ოცნებები არც ამტკიცებდა რეალობას. ყველაფერი ფანტაზიით და წარმოსახვის უნარით განისაზღვრებოდა... სულ ყველაფერი!
-როგორ გგონია.. -განვაგრძე მასთან ყალბი კამათი. -შემოდგომაზე, ნოემბერში, ამ სიცივეში აქ.. ტყეში რომ მოგყავდი არ შემცივდებოდა? მგონი ტვინიც კი გამეყინა და ვეღარ ვაზროვნებ. -ბოლო წინადადების დროს წავიბუზღუნე მან კი მკვეთრად გადაიხარხარა. არც ცდილობდა სიცილის შეკავებას მხოლოდ იმიტომ მაინც რომ არ მწყენოდა. მაგრამ რა სისულელეა... რა უნდა მწყენოდა. პირიქით, მაბედნიერებდა მის გვერდით, თუნდაც ამ სიცივეში ყოფნა და მხიარულება. რომელიც ბოლო იყო...
-სამაგიეროდ ჩვენს გულებშია სითბო.. -თვალები გადაატრიალა და მომხიბვლელად ჩაიცინა. გაუცნობიერებლად მივაშტერდი მის სახეს რადგან ვდნებოდი.. მისი თვალისმომჭრელი ღიმილი გულს მიჩქარებდა. ქათქათა კბილები კი თითქოს იქაურობას ანათებდა და სხივებს ჰფენდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი ჩემს მარჯვენა მხარზე ედო. უფრო და უფრო ცდილობდა ჩემს მიკრობას.. ცოტა არ იყოს იმ დროს მეშინოდა ჩემი გატაცებები და სიხარული უბრალოდ წამების ამბავი არ ყოფილიყო.. მართლაც რომ მეშინოდა, სხეულს უფრო მიყინავდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ეს წამებიც კი ტყუილი ყოფილიყო. არადა მართლაც ტყუილი აღმოჩნდა!...
-კარგი რა გამხიარულდი. რაიცი კიდევ როდის დადგება ეს მომენტი.. -ამ უბრალო ნათქვამმა ის დაამტკიცა რომ აღარც არასოდეს დამდგარა.. წუთები რომლებიც ასე მაბედნიერებდა უბრალოდ გაქრა.. გაქრა სამუდამოდ!
-რომ მცოდნოდა აქ წამოვიდოდით ამ საღამოთი მაღალქუსლიანებს და კაბას არ ჩავიცვამდი.. -საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ეს ყოველთვის კარგად გამომდიოდა.
-ვარსკვლავებს უყურე და გათბები.. ანდაც მე მიყურე! -ოთხი ჭიქა ჰქონდა დალეული მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ლაპარაკს დალევა არ განაპირობებდა. უბრალოდ უფრო გაბედულად იქცეოდა იმასთან შედარებით ვიდრე მას ახასიათებდა.
-ხომ არ გინდა რომ წავიდეთ?! -ამას ჩემი სურვილიდან გამომდინარე ვამბობდი
-სად უნდა წავიდეთ ჯერ ეხლა არ მოვედით? თან ჩემი სათქმელი ჯერ არც დამიწყია -მაჯის საათზე დაიხედა, შემდეგ კი მისი ქურთუკი მხრებზე ფრთხილად დამაფინა.
-დამიჯერე სათქმელს ქცევებითაც გამოხატავ.. -ისეთი ტონი გამოვიყენე თითქოს ეს ისედაც აშკარა და ნათელი იყო
-მთავარი სიტყვებია ქეთუშ.. -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში დარწმუნებული იყო.
-ვფიქრობ უმჯობესი იქნება იმ სახელს თუ დამიძახებდი რაც მქვია. -პირქუშად მივმართე. ამას ის განსაზღვრავდა რომ ყოველთვის გართულება მქონდა სახელზე. მიმართვასაც დიდ ყურადღებას ვაქცევდი
-რა პრეტენზიული ხარ.. -ძალიან მოკლე თმაზე ხელი მომხიბვლელად გადაისვა. იმდენად მოკლეა მისი თმა რომ ხელსაც ვერ მოჰკიდებ, ეს კი ძალიან მომწონდა. უხდებოდა... თან იცოდა რომ მომწონდა და ძალიან ხშირად იჭრიდა თმას.
-პრეტენზიული კი არა მომთხოვნი ვარ.. ჰოდა შეეგუე!
-შევეცდები! -თქვა და მისი თბილი ტუჩები ჩემს გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო. იმდენად ფრთხილად რომ ყოველი წამი საუკუნედ გაიწელა. ეს საუკუნეები უფრო ებდნიერს მხდიდა, მაგრამ ისევ ის მაშინებდა რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. დამთავრდა კიდეც!...
იმ დღეს, 13 ნოემბერს მან პირველად მაკოცა... თანაც უკანასკნელად. მაკოცა მაგრამ არ დაუკონკრეტებია ამით სათქმელს გამოხატავდა თუ უბრალოდ "სიამოვნებას" აღნიშნავდა. სწორედ 13 ნოემბერს წარიმართა ჩვენი უკანასკნელი საუბარი და მზერა. ამ დღეს გადავიდა ჩემი ცხოვრება ტყუილი ოცნებიდან რეალობაში. დღემდე რეალობაშია მაგრამ მაინც რაღაცნაირად... ისეთი გაუგებრობებითაა მოცული, რომ ისევ წარმოსახვას ამტკიცებს, რადგან დემეტრე დაბრუნდა! ეს დაბრუნება იმდენი გაურკვევლობითაა სავსე რომ თვითონვე არ ვცდილობ ამის დაცლას. რას ველოდები არ ვიცი.. დრო მოიტანს ყველაფერსო ამბობენ... ჩემთვის ეს ერთერთი ჩვეულებრივი უაზრო ფრაზაა, და უაზროდვე გამოიხატება იმ ორ წელიწადში, რომელიც მაჩაბელის გარეშე გავატარე. პრობლემა ისაა რომ არც მაშინ ვცდილობდი სიტუაციის გამოსწორებას და არც ახლა. ანდაც რა უნდა გამომესწორებინა?
ასე მგონია ჩემი ცხოვრება წიგნივითაა... თითოეულ ფურცელზეა ზღაპარივით აღბეჭდილი თითოეული წამი. თითქოს ვიღაც წერს ჩემს ცხოვრებას და ასევე ვიღაც კითხულობს.. ბოროტი ზღაპარივითაა, რომელიც საშუალებას არ მაძლევს ვიყო ნორმალური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი. ადამიანი რომელიც ბედნიერებასთან ერთად დახეტიალობს უსასრულობის გზაზე!
13 ნოემბერი -დღე როდესაც ის ბოლოჯერ ვნახე. უკანასკნელი დღე იყო როცა თავიდან შემიყვარდა!..
მერე კი ისე დამთავრდა თითქოს არც არაფერი ყოფილა.. არადა იყო! შიში გამართლდა... თავად წავიდა და რაღაც უაზრო მოგონებები დამიტოვა.
იქნებ ეს ყველაფერი ამ რიცხვის ბრალია?! 13... არც მინდა იმაზე დაფიქრება რომ მთელი ის წამები რომელიც მის გარეშე გავატარე უბრალოდ ამ წყეული რიცხვიდან გამომდინარეობს.
შეშფოთებულ მარიამს ყველაფერს ვუყვებოდი ის კი გაოგნებული მიყურებდა. თვალები ისე ფართოთ ჰქონდა გახელილი რომ უკვე ჩაწითლებოდა. როცა ყველაფერი ვთქვი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. თანაც ისე გავიდა თითქოს მისთვის არაფერი არ მითქვამს.
-რას აკეთებ?! -გავძახე უკვე თვალთახედვის არიდან გამქრალს.
-ერთი წუთით... -წყლის ხმა მოჰყვა მის აკანკალებულ ხმას. ეტყობოდა რომ ისიც ჩემნაირად განიცდიდა დღეს მომხდარ ამბავს.
-კარგად ხარ? -მინდოდა ეს შეკითხვა ჩემთვისაც დაესვა ვინმეს.
-...
პასუხი არ გაუცია მაგრამ ორი წუთის მერე ცხელი ყავით ხელში შემოვიდა. ოღონდ ყავა მხოლოდ მისთვის იყო...
სახეზე შოკი ეტყობოდა მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ ცდილობდა არაფერი შეემჩნია. საერთოდ მარიამ ბურდული ასეთია. ყველაფერი ახლოს მიაქვს გულთან, ყველაფრის სწორად აღქმას სცდილობს, ყველაფერი მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ ყოველთვის და ყველგან ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. თითქოს ბიჭის ხასიათი აქვს. ისეთი ბიჭის არაფერი რომ აღელვებს და არასერიოზულად რომ მიიჩნევს თითოეულ საკითხს. სინამდვილეში კი გულჩვილია და ალბათ ყოველ ღამე ტირის იმის გამო რომ ქმარს გაშორდა. ისევ არაფერს იმჩნევს მაგრამ ნამდვილად აშკარაა თავს დამცირებულად რომ გრძნობს.. ერთნაირები ვართ მაგრამ ამავდროულად ყველაზე განსხვავებულები. მახარებს კიდეც ის ფაქტი მის გარდა სხვა საუკეთესო მეგობარი რომ არ მყავს. მისი მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ და მარიამიც ჩემსავით მარტო ცხოვრობს. 25 წლისაა... წელიწადნახევარში ორჯერ გათხოვდა და ორივე ქმარს გაშორდა მაგრამ არ აქვს მტკიცებულებები რომ ის სიყვარულში ცოტათი მაინც გამოცდილია... ცდილობს რომ იყოს მაგრამ თვითონაც არ იტყუებს თავს. რჩევებს მაძლევს მაგრამ თავადვე იცის რომ ეს რჩევა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ნათქვამი არაა... ისიც იცის როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი, მაგრამ ყველაფრის საპირისპიროდ იქცევა. წამიერი გატაცებები ახარებს, ისევე როგორც მე... დარწმუნებული ვარ ისიც გაცნობიერებული აქვს და ხვდება რომ ეს გატაცებები სიყვარულთან ოდნავადაც არაა კავშირში მაგრამ მაინც თხოვდება ვიღაც ბიჭზე, რომელსაც კარგად არ იცნობს. ორივე ამბის გაგებაზე ჩემს სახეზე ღიმილი ისახებოდა მაგრამ ეს ღიმილი 6 თვეში საპირისპიროდ იქცეოდა. ჩემთან მოდის და მეუბნება.. ''იცი? ქმარს ვშორდები!" -მსგავსი ფრაზების წარმოთქმის შემდეგ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. ასეა... ამ საკითხში უდარდელია. თავიდანვე იცოდა რომ ეს უაზრო ქორწინება არანაირად არ გაამართლებდა მაგრამ მაინც შეიფერა ბავშვური ქცევები და სულელური აზრებით გადაწყვიტა ქმედება რომელიც ნამდვილად დიდი სისულელეა... ახლაც შეყვარებული ყავს.. და გამოიცანით ვინ! ლაშა არაბული... დემეტრე მაჩაბელის ძმაკაცი. არ ვიცი ამ ბიჭთან როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს. მეგობრული თუ უბრალოდ ნაცნობები უნდა ვიყოთ. ორი წლის წინ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით ოთხივე. ოღონდ როგორც მეგობრები და არა წყვილები. ნამდვილად ასე იყო. მარიამი და ლაშა სულ ჩხუბობდნენ, გამუდმებით! ვერასოდეს წარმოვიდგენდი 4 თვის წინ მარიამი ახალ ამბავს რომ მაცნობებდა და მეტყოდა რომ მას და ლაშას ერთმანეთი უყვართ! დემეტრეს წასვლის შემდეგ მე და არაბულს ერთხელაც კი არ გვილაპარაკია ამ თემაზე. სიტყვაც კი არ დაგვცდენია მაჩაბელზე და მის ქცევებზე. ნაწყენი არ ჩანდა იმით რომ ძმაკაცმა მიატოვა რადგან ყველაფერი იცოდა და მასთან ინტერნეტით კავშირი დღემდე არ ჰქონდა შეწყვეტილი. ისიც იცოდა მე რაც ვიცოდი და დარწმუნებული იყო რომ ამ თემაზე ერთი სიტყვის თქმაც ცუდად გამხდიდა.
აი ასე.. უბრალოდ მთლიანი დღეები რაღაცნაირად დავიწყებას მიეცა.. ოღონდ ყალბ დავიწყებას. დადგა დღე, როდესაც ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დაიშალა. სიბნელეში მიმოიფანტა, შემდეგ კი უბრალოდ გაქრა.
-რა თქვი?! -იცოდა რაც ვთქვი უბრალოდ შოკი არ ქრებოდა არც მის ხმაში და არც გამომეტყველებაში
-ძალიან გთხოვ ახლა არ მითხრა რომ ჩემი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგე
-გავიგე უბრალოდ... ძალიან გთხოვ ყველაფერი განვიხილოთ რა... -ხმაში ეტყობოდა რომ აშკარად მთხოვდა.
-აუცილებლად! ამისთვის მოვედი აქ... -დავარწმუნე ის და ბალიში მუხლებზე დავიდე.
-დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად ნახე და ნამდვილად ელაპარაკე მას? ზუსტად იცი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ შენი ფიქრების ნაწილი არ იყო? -სწრაფად მელაპარაკებოდა მაგრამ ფაქტია თვითონაც არ სჯეროდა თავისი სიტყვების.
-რათქმაუნდა მარიამ... მეც კი ყველაფერი გამიკვირდა და დაჯერება მიჭირდა მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ საკითხს სერიოზულად ხომ უნდა შევხედო...
-ქეთი... -დაიწყო ფრთხილად მაგრამ თავდაჯერებულად.
-კარგად იცი რომ 20 წელზე მეტია გიცნობ. ბაღიდან მოყოლებული ერთმანეთს ვიცნობთ არ დაგავიწყდეს.. დამიჯერე წარმომიდგენია იმ დროინდელი სიტუაცია როცა შენ დემეტრე ნახე. ისიც ვიცი როგორი გრძნობა გექნებოდა ლაპარაკის დროს და კარგადაც ელაპარაკე მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვერ გავიგე... როცა უთხარი არაფერი შეცვლილა და გამოსწორებულა შენი დაბრუნებითო... აი მაგით რა გამოსწორდა? რატომ უთხარი? -სიბრაზეს გამოხატავდა თუ წყენას ვერ ვხვდებოდი.
-აბა რა მეთქვა მარიამ?! ისიც არ უთქვამს ან ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ ან მეგობრები ვიყოთო და მე უნდა მეთქვა? -აშკარად გავღიზიანდი.
-და მაინცდამაინც აუცილებელი იყო შენ, ან იმას მაგ საკითხზე გელაპარაკათ? ბოლოსდაბოლოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად ნახეთ ერთმანეთი და პირველადვე მაგ ფრაზით რომ მიმართე რა არის... ცოტა ხანი დაგეცადა და იქნებ ერთი რამ მაინც ყოფილიყო შენს ცხოვრებაში გამოსწორებადი და ბედნიერების მომტანი! -ბოლო წინადადება ხმამაღალი ტონის გამოყენებით თქვა თან სიბრაზე ეტყობოდა.
-და შენი აზრით როგორ უნდა შევძლო ამასთან შეგუება.. -სინანული შემეპარა მზერასა და ხმაში.
-პატიება ხომ გთხოვა და... -ფაქტი აღნიშნა მან.
-მერე რომ მთხოვა ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ უკვე ყველაფერი მოგვარდა. რათქმაუნდა ვაპატიებ, სიტუაციის ახსნიდან გამომდინარე. ანდაც მე ვინ ვარ რომ მას ეს არ ვაპატიო... თავისი მოვალეობა შეასრულა და მამობა გამოიჩინა. რა არის ამაში საგანგაშო. უბრალოდ შენ ძალიან კარგად იცი მე როგორიც ვარ და როგორც შენ ამბობ 20 წელზე მეტია მიცნობ...
-მოიცა რამე არასწორად ვთქვი? შენ ასე არ ფიქრობ?! -წყენით შემაწყვეტინა მან.
-ეს არ მიგულისხმია.. კარგად იცი რაც ვთქვი... ასე კარგად თუ მიცნობ ისიც კარგად გეცოდინება რომ მთელ ცხოვრებაში ამას ვერ ვიტან ყველაზე ძალიან... უყურადღებობას! და ის რომ დემეტრე ასე უყურადღებოდ მოიქცა ჩემს მიმართ, უთქმელად წავიდა გერმანიაში რაღაც მოვალეობის შესასრულებლად და შემდეგ ჩამოვიდა და პატიებას მთხოვს, დროის არანაირ ასპექტში არ ამართლებს ამ სიტუაციას! -რატომღაც მეც ავუწიე ტონს ბოლოს
-ვიცი ქეთი ვიცი რომ არ მოიქცა არასწორად მაგრამ საბოლოოდ რა გწყინს მაინც ვერ ვიგებ. ხომ გიყვარს?! -გამომცდელად მკითხა მან.
-მერე რა რომ მიყვარს... შეყვარებულები ხომ არ ვყოფილვართ?! -თითქოს ის დრო გამახსენდა სიყვარული რომ უნდა აეხსნა.
-ჰოდა სწორედ მაგას ვერ ვიგებ. ვფიქრობ იმ დროს იყავით თუ არა შეყვარებულები არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კარგად იცი როგორი ურთიერთობაც გქონდათ... შეიძლება ითქვას შეყვარებულებზე მეტიც! შენც იცოდი რომ გიყვარდა და უყვარდი და მანაც... ერთად დადიოდით, კაფეში, ბარში.. შენს გამოსვლებს ესწრებოდა. ხან რას გჩუქნიდა ხან რას... ჩემს არცერთ ქმართან არ ვყოფილვარ ასე. ეგრე ბოლოსდაბოლოს აპირებდა სიყვარულის ახსნას და ესეც კარგად იცი.
-აპირებდა მაგრამ ამიხსნა?! -ჩვენი ლაპარაკი რომ კამათში გადაიზარდა უდავო იყო.
-პირველი კოცნით გამოხატა სამაგიეროდ! რა
-უნდა ეთქვა რასაც ფიქრობდა. და საერთოდაც ეგ ის დღე იყო როცა უკანასკნელად შევხვდით. მაგ დღის შემდეგ გაქრა...
-მოდი ქეთი ვაღიაროთ რომ საერთოდ არ გიძებნია.
-ერთი მიზეზი მაინც მითხარი თუ რატომ უნდა მომეძებნა მე დემეტრე..
-იმიტომ რომ გიყვარდა! -იმდენად მტკიცედ და სწრაფად მიპასუხა რომ მეც კი გამიკვირდა მისი ასეთი თავდაჯერებულობა. -და მასაც უყვარდი! -მტკიცედვე დაამატა მან.
-იცი რა... სათანადოდ რომ ვყვარებოდი ყველაფერში გამარკვევდა და უპასუხოდ არ დამტოვებდა... -სინანული ჩემდაუნებურად გამოვხატე
-ისე მახსოვს მე თქვენი გაურკვევლობა. თითქმის მთელი ერთი წელი ვერ აღიარებდით რომ ერთმანეთი გიყვარდათ... არადა ყველამ ვიცოდით! მე ქორწილსაც კი ვგეგმავდი გულში. მახსოვს როგორი დაბნეული მოდიოდი ხოლმე ჩემთან და შეშინებული დაიწყებდი ლაპარაკს უყვარდი დემეტრეს თუ არა. თან არც იმას რომ არ აღიარებდი შენც რომ გიყვარდა? -აშკარად გაეცინა მას.
-მახსოვს... -სიცილითვე ვუპასუხე.
-ის კი ლაშასთან ერთად აწყობდა გეგმებს თუ როგორ უნდა ეთქვა შენთვის. როცა გადაწყვიტა ბოლოსდაბოლოს რომ სიყვარული აეხსნა დალია... სრულიად ფხიზელი მასთან ვერ მივალო. ისეთი შეშინებული იყო ცუდი პასუხის მოლოდინში... მიუხედავად იმისა რომ იცოდა შენც როგორ გიყვარდა.
-ჰმ... -ჩემთვის ჩავიბურტყუნე
-ჰოდა ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მიეცი შენს თავს უფლება არ დაკავშირებოდი! -თემას მკაცრად მიუბრუნდა.
-მარიამ მისმინე... ვთქვათ მოვძებნე და დაველაპარაკე.. მერე?! აი მერე რა მოხდებოდა. უფრო ცუდად არ ვიქნებოდი მთელი ეს დრო? მასთან რომ ვილაპარაკებდი თავის "ცოლ-შვილს" ასე უბრალოდ მიატოვებდა და იმდენად შევეცოდებოდი რომ ისევ ჩემთან დაბრუნდებოდა?! -სიტყვა "ცოლ-შვილი" იმდენად ირონიულად წარმოვთქვი თვითონვე გავოცდი.
-მოდი მაშინ ეს განვიხილოთ! -დაიწყო თავისი აზრის გადმოცემა -იცოდი ნომერი, ელფოსტის მისამართი, სახლის მისამართიც კი.. შენ კი რა გააკეთე! 14 ნოემბერს იჯექი სახლში. ელოდებოდი... 3 საათი დააგვიანა და გარეთ გახვედი! ვიღაც უცნობი გოგოს ნათქვამი ერთ ყურში შეუშვი და იმის მერე გონებაში ჩაგრჩა! ვიღაც დებილს დაუჯერე და ხელი ჩაიქნიე მთლიანად ცხოვრებაზე. არანაირად არ გიცდია ნამდვილი სიმართლის გაგება...
-ამაზე მეტი სიმართლე რა უნდა ყოფილიყო?! -შევაწყვეტინე მას.
-"დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანა!" -ამ ფრაზას როგორ დაუჯერე გოგო! ან როგორ არ გაგიკვირდა. ან სერიოზულად როგორ მიიღე... ერთი სმს იც კი არ მიგიწერია დემეტრესთვის. არც დაგირეკავს რომ გეკითხა რა ხდებოდა! მართალი იყო თუ უბრალოდ ერთ-ერთი ჭორი... ასე უბრალოდ დაყარე ფარხმალი და გზა ისე განაგრძე ვითომ უკვე ყველაფერი აშკარა იყო და თვითონვე შეესწარი ამ ფაქტს. გერმანიაშიც კი იყავი გასტროლებზე და ერთხელაც არ მისულხარ მის სანახავად, მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდი სადაც ცხოვრობდა
-მარიამ დიდ პატივს გცემ და შენი ნათქვამი გავიაზრე, გავაცნობიერე და გავაანალიზე. ყოველ სიტყვაზე დავფიქრდი მაგრამ რადგან ასეა ჩემი ნათქვამიც უნდა მოისმინო და გაითვალისწინო! რაც არ უნდა მეძებნა, როგორც არ უნდა დავკავშირებოდი და მენახა, ვაღიაროთ რომ ეს არაფრად არ ღირდა. 1 წუთის დაკარგვაც კი უაზროდ გაფლანგული იქნებოდა!
-და მაშინ გიორგი ჩიქოვანს რატომ დაუახლოვდი?! -კამათს განვაგრძობდით. -არც კი გიყვარდა. ვიცი რაც გინდოდა... შურისძიება! -დაასკვნა მან. -ვიცი რომ გეგონა როცა ის გაიგებდა ამ ამბის შესახებ ჩამოვიდოდა და თავიდან აგაცილებდა იმ ფაქტს რომ შენ ვიღაც ჩიქოვანზე დაქორწინდებოდი. ამით რა სარგებლობას ჰპოვებდი?! არ გეწყინოს მაგრამ რაღაც ძალიან უაზრო გადაწყვეტილება მიიღე...
-საერთოდ რატომ განვიხილავთ ახლა, ამ წუთას ამ ფაქტს ახლიდან?! რადგანაც მაჩაბელი ჩამოვიდა? მის მხარეზე ხარ? იცავ? კარგი მშვენიერია... მაშინ მე წავალ! -შესამჩნევი წყენითა და ირონიით აღსავსე ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი. ვიცოდი ხელ-ჩანთა დივანზე დამრჩა მაგრამ არც კი შევბრუნებულვარ. ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი თავადვე გამაჩერებდა.
-... -არ მეძახდა და არაფერს ამბობდა. როცა უკვე კარის სახელურის ჩამოქაჩვას ვაპირებდი მხოლოდ მაშინ დამადო მხარზე ხელი.
-კარგი დამშვიდდი... დაჯექი და გთხოვ, უბრალოდ განვიხილოთ რა იქნება შემდეგში!
-შენ რომ არ მყავდე... -გული ამიჩუყდა და ჩემდაუნებურად ჩავეხუტე მას.
-ერთმანეთი რომ არ გვყავდეს ვერ ვიცხოვრებდით! -დაასკვნა მან და გამიღიმა.
თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები სახეს მისველებდა.
-ყავას გამიკეთებ?! -უმნიშვნელოდ ვკითხე და დივნისკენ წავედი. უმნიშვნელოდ იმიტომ რომ არც მქონია უარის თქმის მოლოდინი, რომ უარს მეტყოდა.
-რათქმაუნდა... თქვა და სამზარეულოსკენ გაემართა.
ფრთხილად ჩამოვჯექი და ტელეფონს დავხედე. გაუცნობიერებლად ფოტოების ფაილი ჩავრთე. მაინცდამაინც იმ ფოტომ გაანათა ეკრანზე, რომელიც მე და დემეტრემ ბოლო დღეს გადავიღეთ. ხელი ჰქონდა გადახვეული და თავადვე იღებდა. მის თვალებში ისეთი ბედნიერება იგრძნობოდა, არც არასოდეს რომ მინახავს.
განა რა მინდოდა... ან ახლა რა მინდა! რას ვცდილობდი.. ან ახლა რას ვცდილობ! რისთვის ვცხოვრობდი... ან ახლა რისთვის ვცხოვრობ?!
ახლა ყველაზე ძალიან ტირილი მინდოდა... როცა დავაპირე გულიდან ამომეშვა მთელი დარდი, კარზე კაკუნმა გამაჩერა. თითქოს ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას ველოდი ამ კარის მიღმა, რადგან ახლა სხვა ვერავისზე ვფიქრობდი. წარმოდგენაც კი არ მქონდა ვინ შეიძლება ყოფილიყო.
მარიამმა კართან მიირბინა და ფრთხილად გამოაღო. მომღიმარ ლაშა არაბულს გადაეხვია და შემოიპატიჟა.
-ქეთი?! -ყალბად შეიცხადა მან.
-ლაშა.. -წამოვდექი და მშვიდად გადავკოცნე მას.
-გეცოდინებათ ახალი ამბავი!... -მხიარულად წარმოთქვა და თან ორივეს მოგვმართავდა.
-რა ამბავი?! -უმნიშვნელოდ იკითხა მარიამმა, ალბათ იმიტომ რომ რაიმე კონკრეტული ამბის მოლოდინი ჰქონდა
-მაჩაბელი საქართველოშია! -მხიარულება ისევ არ იკარგებოდა მისი სახიდან. -დაბრუნდა! -დაამატა ბოლოს.
მისი ნათქვამის გაგონებაზე გონებაში ისევ ის წამები ამომიტივტივდა, რომელიც დემეტრესთან ერთად მქონდა გატარებული.
გადიოდა წამები, წუთები, საათები და დღეები! ის არ ჩანდა... მაგრამ ქალაქს კიდევ ერთი ამბავი შეემატა... - "მაჩაბელი საქართველოშია!"
მახსოვს დემეტრეს წასვლის დროს მე ვიყავი ობიექტი რომელზეც ხალხი ლაპარაკობდა. ყველას ეგონა რომ შეყვარებულები ვიყავით და ჩემს ზურგს უკან ისე ლაპარაკობდნენ ვითომ მე იქ არ ვიყავი. ჩემს სახელსაც კი ახსენებდნენ მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. შეიძლება ვაქცევდი მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი მოთმინების უნარი გამომეჩინა და ყველაფერი გულში დამეტოვებინა.
ახლა კი როცა დაბრუნდა არ მინდა ისევ მე ვიყო "ჭორაობის" ობიექტი. მგონი როგორც არ უნდა ითმენდე მაინც ძალიან ძნელია მოუსმინო ხალხს რომელიც თითს შენკენ იშვერენ და ლაპარაკობენ თუ როგორ დაგამცირეს. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მორჩეს ამ ქალაქში ეს თემა! იქნებ დავიწყებას ვცდილობ? იქნებ ახალ ცხოვრებას ვიწყებ? მაგრამ... თბილისი ხო ასეთია არა?! განა რით ვარ ცნობილი... ცეკვით? სისულელეა. ერთ ამბავს აიკვიატებენ და მერე თვეობით ლაპარაკობენ. არ აინტერესებთ ვის სტკივა ამით გული. უბრალოდ თავისას "ისწორებენ!" ყოველ ნაბიჯზე ყველა, ყველას იცნობს. ქალაქში მანქანით რომ არ დავდიოდე ალბათ გავგიჟდებოდი და ჭკუიდან გადავიდოდი ამ ხალხის შემხედვარე.
ისე ცოტაარიყოს მიკვირს ჩიქოვანზეც რომ არ ავარდა ახალი ამბავი. პრინციპში ჩემთვისაც არ გამოუწვევია ამ ამბავს დიდი ემოცია, ალბათ იმიტომ რომ არ მიყვარდა!
ლოგინზე ვარ წამოწოლილი და ჩემი მზერა თეთრი ფერის ჭერისკენაა მიმართული რომელსაც არაფერი აქვს ისეთი რაც ჩემს ყურადღებას გამოიწვევდა. უბრალოდ მეც და ჩემი ფიქრებიც სხვაგან ვართ გადაკარგულები. ამ ფიქრებშიც ერთ კონკრეტულ პიროვნებას ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ. ასე მგონია თითქოს ყველანაირად ვარ მოწყვეტილი ცივილიზაციას და გარესამყაროს.
მეგონა მისი დაბრუნებით ყველაფერი შეიცვლებოდა... დღემდე არ ვშლიდი მის ფოტოებს და ნომერს. თითქოს თან მქონდა იმედი და თან არა! მარიამის ლაპარაკს რომ ვუფიქრდები ვხვდები რომ ასეთუ ისე მართალია... ძალიან უაზროდ ჩავიქნიე ხელი ორი წლის წინ გაგებულ ახალ ამბავზე. მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ჩემი მოსაზრებაც სწორია... რომ მეცადა და ხელი არ ჩამექნია ამით რას ვიზამდი?! გერმანიაში რომ ვიყავი გასტროლებზე და მასთან სახლში რომ მივსულიყავი ხელს ჩავკიდებდი და თბილისში წამოვიყვანდი?! ყველაფერი სისულელეა მე თუ მკითხავთ. უაზრო ფანტაზიებიც და რეალური ცხოვრებაც! ორივე მაინც მთავრდება!
გარეთ გასვლა არ მინდა. მინდა დროის განუსაზღვრელად ვიყო სახლში და არავის ვეკონტაქტო. უბრალოდ ვიყო ჩემთვის!!!
მაგრამ ვინ გაცდის?... კარზე ზარია. ლოგინიდან არც თუ ისე დაუჩქარებლად წამოვდექი, ოთახიდან გავედი და კიბეებიც ფრთხილად ჩავირბინე. მისაღებში ჩასვლისას ერთმა ფაქტმა შემაჩერა. წარმოდგენილი მქონდა რომ კარს მიღმა მარიამი იდგა, მაგრამ ის ყოველთვის ორჯერ რეკავს ზარს. სხვა სტუმარი კი წესით არ უნდა იყოს. ფრთხილად მივედი კართან და სახელური ჩამოვწიე...
როცა კარი გამოვაღე გავშრი. უსულო სხეულად ვიქეცი, ტვინიც და სხეულიც ერთიანად გამეყინა.. თითქოს ყველა სასიცოცხლო პროცესი ჩემს ორგანიზმში ერთდროულად შეწყდა. მეგონა აღარც ვსუნთქავდი და გულიც აღარ მიცემდა. მზერა რომელიც მის მომღიმარ სახეს მიეყინა რამოდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. ჩემთვის კი საუკუნეებად გაიწელა. მას ისე მივაშტერდი თვალები ამტკივდა. ვიცოდი რომ თავიც მტკიოდა მაგრამ მის ღიმილს მაინც ვერ ვშორდებოდი. ცუდად გახდომის შემეშინდა. თანაც დილიდან არაფერი მიჭამია და ახლა რომ ცუდად გავხდე ნამდვილად ცუდი სიტუაცია დადგება.
-ქეთუშ... -ზღურბლს მიღმა მდგარი დემეტრე სითბოს ასხივებდა.
-გამარჯობა დემეტრე! -სწრაფად მივმართე მას. მაგრამ ჩემს თავდაჯერებულობაში ეჭვი მეპარებოდა.
-როგორ ხარ? -ფრთხილად მეკითხება. შეგნებულად არა, მაგრამ სახლში არ ვიპატიჟებდი.
-არამიშავს შენ? -ყველანაირად უემოციოდ ვუბრუნებ კითხვას მას.
ხელში რაღაც საბუთები ეჭირა რომელსაც რამოდენიმეჯერ დახედა. არა იმიტომ რომ რაღაც აინტერესებდა. უბრალოდ უნდოდა ჩემი ყურადღება მიექცია. თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ თან ელოდებოდა მე როდის დავიწყებდი ლაპარაკს.
-შეგიძლია შემოხვიდე! -ვუთხარი როცა შევატყე რომ სციოდა. თან კარს გამოვეცალე. დივანზე ჩამოვჯექი და საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი. ეს ნორმალურ დიასახლისს არ შეეფერება. რომელი გოგო ექცევა ასე სტუმარს. კარი თვითონვე მიხურა და ჩემკენ წამოვიდა. ისევ ისე მომხიბვლელად დადიოდა... წამებიღა იყო დარჩენილი ჩემი მოთმინების ამოწურვამდე. ცოტაც და მივიდოდი და ჩავეხუტებოდი. ისეთი მზერით ავხედე, მიხვდა რომ ჩემთან ზედმეტად ახლოს არ უნდა დამჯდარიყო.
ერთი მეტრი გვაშორებდა და მისი სუნამოს სურნელს ისე მკვეთრად ვგრძნობდი კინაღამ მის მკლავებში ჩავდნი.
ერთიშეხედვით დამშვიდებულს და დაწყნარებულს ვგავდი მაგრამ სინამდვილეში რა აურზაურს და არეულობას ვგრძნობდი გულსა და გონებაში ეს არავინ იცის. გული ისე მქონდა აჩქარებული თითქოს გაქცევას ლამობდა. ყურში ჩამესმოდა და როცა ვუსმენდი მეგონა რომ უფრო და უფრო ჩქარდებოდა.
რამოდენიმე წამის შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა და კონვერტში მოთავსებული საბუთები დივნის წინ მდგომ შუშის მაგიდაზე ფრთხილად დადო. შეეცადა ჩემკენ მოეცურებინა მაგრამ როცა დაინახა სულ სხვაგან ვიყურებოდი და მას ყურადღებას არ ვაქცევდი ეს მოქმედება შეწყვიტა.
-როგორ ხარ ქეთი? -იმედიანი ხმით მკითხა და ორივე იდაყვით მუხლებს ჩამოეყრდნო
-როგორც მახსოვს ეს შეკითხვა უვკე დამისვი. -პირქუშად მივმართე და ტელევიზორი გამოვრთე. ამით თითქოს იმას ავღნიშნავდი რომ ყურადღება მისკენ მქონდა მიპყრობილი და მის მოსმენას ვცდილობდი.
-ჰოდა ამ შეკითხვას სერიოზულად ვსვამ. იცი როგორც გეკითხები და რასაც ვგულისხმობ.. -მტკიცედ ჩამომიყალიბა. მაგრამ ამით რის დამტკიცებას ცდილობდა ჩემთვის ცნობილი არ იყო.
-არ ვიცი დემეტრე! -მისი სახელი ისე თბილად და ნაზად წარმოვთქვი რომ გაკვირვება როგორც ჩემზე, ისე მის სახეზეც დავფიქსირე. თან ისიც შევატყვე რომ აშკარად ესიამოვნა.
-როგორ არ იცი... -ამჯერად მისაყვედურა
-რა გინდა? -სერიოზული გამომეტყველება ირონიულმა ღიმილმა შეცვალა. თვალებით ყალბ სიცივეს ვასხივებდი.
-როგორ თუ რა მინდა! -წარბები აზიდა. და რამოდენიმე სანტიმეტრით ჩემკენ მოჩოჩდა.
ისეთი მდგომარეობა მივიღე თითქოს დავიძაბე და შევვიწროვდი.
სინამდვილეში კი ისე მსიამოვნებდა მისი ასეთი სიახლოვე მეგონა ვეღარ გავუძლებდი.
-შენ მე მიბრაზდები?! იცი მაინც რაზე? -"ღიმილს" სახიდან გამიზნულად არ ვიშორებდი.
-რა სისულელეა.. -შეიცხადა მან -ან რა უფლება მაქვს -მხრებს იჩეჩდა -უბრალოდ მინდა ვილაპარაკოთ.
-რაზე? -იმდენად სწრაფად ვკითხე თითქოს ვაგრძნობინებდი რომ მის ლაპარაკს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი და დასაფიქრებლად საჭიროდაც არ ვთვლიდი.
-ყველაფერზე ქეთი... -ჩემს სახელს დიდ სითბოს აყოლებდა.
-რა ყველაფერზე? -ინტერესით ჩავაცივდი მას.
-იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გვეხება. -დააკონკრეტა.
-და ხომ არ დაგავიწყდა რომ "ჩვენ" აღარ არსებობს და მეც და შენც საერთო არაფერი გვაქვს. -ყალბად გავიღიმე და თან იმდენად ვცდილობდი ამ სიყალბის გამოხატვას რომ უკვე ზედმეტიც მომდიოდა.
-ასე მალე დაივიწყე? -სინანულით წარმოთქვა
-რატო... შენ თუ შეძელი და ერთ დღეში ასე უბრალოდ დამივიწყე მე რატომ ვერ დავივიწყებდი ამ ყველაფერს? -მეც შევამჩნიე რომ ამ საუბრით მას ვსაყვედურობდი.
-გგონია მე დაგივიწყე?!...
-ტონს დაუწიე! -მკაცრად შევაწყვეტინე მას როცა ხმამაღალი ხმა შევნიშნე.
-მაპატიე! -არ ვუპასუხე ისე განაგრძო ლაპარაკი. -გგონია ასე უბრალოდ დაგივიწყებდი? რადგანაც წავედი ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ ჩემთვის აღარ არსებობდი. იცი მაინც როგორ მენატრებოდი?! შენზე ფიქრით ვიძინებდი და შენზე ფიქრით ვიღვიძებდი... ცოლთან კი არა, სულ სხვა ოთახში მეძინა.
ალბათ ვერც წარმოიდგენ რამდენჯერ ამეტირა ჩემდაუნებურად შენზე ფიქრებში ჩაძირულს... შენ კი გგონია რომ დამავიწყდი!
-მაშინ რატომ გადაიხვეწე სიტყვის უთქმელად? -ლაპარაკში შევყევი და სიბრაზეს გამოვხატავდი როგორც ხმაში, ისე სახეზე.
-იმიტომ რომ ვიცოდი შენთან ლაპარაკით უარესს ვიზამდი. უფრო ცუდად გავხდებოდი მეც და შენც. უფრო ცუდი სიტუაცია დადგებოდა ხომ იცი არა?! -ამიხსნა იმედიანად.
-იმედია იცი რომ ეს არ გამართლებს.. -გამომცდელად შევხედე მას.
-რათქმაუნდა ვიცი...
-დამიჯერე ასე უფრო ცუდად ვიყავი. -დავარწმუნე ის და მხარზე ჩამოყრილი თმა ზურგზე გადავფანტე.
-მაპატიე! -თავი დახარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა.
-პატიება შენ იმდღესაც მთხოვე... -ერთი კვირის წინ ჩვენი შეხვედრა ვიგულისხმე. -მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ამ პატიების არსს ვერ ვხვდები. რა უნდა გაპატიო... ის რომ წახვედი შენი მოვალეობის შესასრულებლად, თუ ის რომ მიმატოვე.. -მის თვალებს მივაცქერდი მაგრამ გრძნობდა რომ არანაირ სითბოს არ გამოვხატავდი ამ მზერით. შინაგანად ვიწვოდი მაგრამ გარეგნულად ვიყინებოდი.
-ყველაფრის პატიებას გთხოვ. იმასაც ვნანობ რომ იმ ლანა ვაშაკიძესთან დავწექი, მერე დავიჯერე რომ ჩემი შვილი იქნებოდა, შენ დაგტოვე, წავედი და ცოლად მოვიყვანე. აი ამ ყველაფერს იმდენად ვნანობ რომ მინდება.
-ლანა ამიღწერე რა... -მის ცოლზე გავამახვილე ყურადღება.
-რატომ? -გაუკვირდა მას.
-მაინტერესებს ვინ იყო ასეთი... ჩვენ იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან რომ ფაქტიურად ღალატად ითვლება...
-ვიცი მაგრამ...
-ამაზე არც გსაყვედურობ! -შევაწყვეტინე -იმიტომ რომ შეყვარებულები არ ვყოფილვართ.
-სამაგიეროდ ხომ გვიყვარდა ერთმანეთი. ყველამ იცოდა ჩვენზე და ერთად ვატარებდით მთელ დროს... -კიდევ უფრო შემცირდა ჩვენ ორს შორის მანძილი.
-რა სულელები ვიყავით. ჯერაც ვერ ვხვდები რატომ არ ვაღიარებდით ამას. -წარსულში ჩემდაუნებურად გადავერთე.
-ჰოო... -მომენტით ისარგებლა და კიდევ უფრო ახლოს მოჩოჩდა.
გამოვფხიზლდი და მკაცრი მზერა წარვმართე მისკენ.
-ამიღწერე ლანა! -ტონი ისევ მტკიცე და ცივი გავხადე.
-ძალიან ჩვეულებრივი გოგო იყო. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, შავგვრემანი... მაგრამ თმა რაღაცნაირად ქერად ჰქონდა შეღებილი. -იმდენად აგდებულად ახასიათებდა თითქოს მე მაგრძნობინებდა რომ ჩემთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. -ხომ იცი სიმთვრალემ გამაკეთებინა. ეს. -დაამატა ბოლოს და ეტყობოდა რომ თავის თავზე ბრაზობდა. -იმდენად უგონოდ ვიყავი რომ სიტუაციით ისარგებლა... როგორც ეგეთ გოგოებს სჩვევიათ ხო იცი.
-ვიცი! ცოტნე ნაკაშიძე რომ ცოლს გაშორდა იცი? -თითქოს ახალი ამბავი მოვახსენე... ცოტნე ისაა 14 ნოემბერს მის ქორწილში რომ უნდა წავსულიყავით.
-ვიცი...
-თუმცა ჰო...
-ისიც ვიცი მარიამი ორივე ქმარს რომ გაშორდა და ეხლა ლაშა და ეგ შეყვარებულები არიან. მე ხომ ჩემს ძმაკაცებთან არ ვწყვეტდი ურთიერთობას...
-შენი ძმა? -გამახსენდა თორნიკე მაჩაბელი.. დემეტრეს ძმა. 19 წლისაა.
-ეგ ისევ თავის გზაზეა. -თითქოს ხელი ჩაიქნია. -წამლები... ნარკოტიკები... არც სწავლობს, არც მუშაობს. გოგები და თავისნაირი ძმაკაცები. -თანდათან უმაღლებდა ტონს სიბრაზისგან.
-იმედია გამოსწორდება...
-იმედია...
-13 ნოემბერი გახსოვს? -არ დავფიქრებულვარ ისე დავუსვი მას ეს შეკითხვა.
-მაგ დღეს რა დამავიწყებს. -სწრაფად მიპასუხა -ნეტა არ დამთავრებულიყო. -გამწარდა ის -უკანასკნელი კოცნა...
-პირველიც! -შევაწყვეტინე მას მაგრამ ამით ის არ მიგულისხმია რომ საუბარი უნდა შეეწყვიტა.
-უკანასკნელი შეხვედრა... -განაგრძო მან. -საერთოდ რა მინდოდა... რატო დავლიე იმდენი რომ ჩემი ქმედება ვერ გაავანალიზე!
-მაინც არ მესმის ერთი რაღაც
-რა...
-პატიებას მთხოვ მაგრამ ბოდიშს არ მიხდი... -წინადადების დამთავრების შემდეგ მივხვდი რომ ზედმეტად პირდაპირი ვარ
-ქეთი მე... -თავს აშკარად დამნაშავედ გრძნობდა.
-არა მე კი არ გავალდებულებ.. -ნათქვამის გამოსწორება ვცადე -უბრალოდ მიკვირს.
-რაღაც მოვიტანე. -მზერა საბუთებზე გადაიტანა. თითქოს ამოვისუნთქე რადგან ინტერესი მკლავდა. წარმოდგენაც არ მქონდა რა საბუთები შეიძლებოდა ყოფილიყო.
-რა არის? -ინტერესი არ დავმალე. ხელში აიღო და სწრაფად და მოუთმენლად მომაწოდა
-გახსენი... -იმედიანად მითხრა.
მოთმინება შევინარჩუნე და ფრთხილად გავხსენი. გამიკვირდა აქამდე გახსნილი რომ არ იყო. ფურცელი ამოვიღე და ჩემი ყურადღება ამ ფურცელზე დატანილმა ხელმოწერამ მიიპყრო.
"განქორწინების მოწმობა" -დასაწყისში დიდი შავი ასოებით ეწერა
-ოფიციალურად გაშორდით? -შევიცადე მე.
-რათქმაუნდა. -გახარებას ვერ მალავდა. -აბა მასთან რაღა მინდოდა...
ფურცელი მაგიდაზე სწრაფად დავდე და კინაღამ ტირილი დავიწყე, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა ბოლომდე დავცლილიყავი
-არ ვიცი დემეტრე! ისევ არაფერი შეიცვლება ამით... ეს საბუთი არ ცვლის შენს საქციელს.
შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა. ჩემს ნათქვამზე ანერვიულდა. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი. ისიც არ უთხოვია ისევ ერთად ვიყოთ, ან მეგობრებად დავრჩეთო და მე რატომ უნდა გამომეჩინა ინიციატივა?!
-ქეთი არ მინდა შენ საბოლოოდ დაგკარგო ჩემი უაზრო ქმედებებით..
-ეს სერიოზული საკითხია დემე... -დაუფიქრებლად წარმოვთქვი ეს სახელი და გამახსენდა რომ ასე არ უნდა მიმემართა რადგან ჩვენ ისევ ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა როგორიც ორი წლის წინ. -დემეტრე! -გადავასწორე. -აქ არაფერია უაზრო.. -დავარწმუნე ის და ყურზე თმა გადავიწიე.
-კიმაგრამ ხომ შეგვიძლია უბრალოდ ყველაფერი დავივიწყოთ!... -ხელი მუხლზე ნაზად დამადო და უფრო ახლოს მოიწია.
მისი შეხებისას სხეულში გამაჟრჟოლა. ცოტაც და დავნებდებოდი მაგრამ მისი ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-გისმენთ? -მშვიდად უპასუხა მაგრამ რამოდენიმე წამში აღელდა. -ახლავე გამოვდივარ -სწრაფად თქვა და კარისკენ გაემართა.
მისთვის არ დამიძახია მაგრამ მაინც შემობრუნდა.
-სასწრაფოა ქეთი... თორემ არ წავიდოდი.
-კარგად! -დიალოგი დავასრულე და სწრაფად და უმნიშვნელოდ გავაცილე ის. ინტერესი მკლავდა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო...
შეიძლება ისევ მიყვარს დემეტრე მაგრამ იმაზეცაა დაფიქრება საჭირო რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. ვერ დავუშვებ რომ შევრიგდეთ, მერე ისევ რაღაც მოხდეს და როგორც ჩემი ცხოვრების კანონია ისევ მარტო დავრჩე! საქმეც იმაშია რომ უარის თქმაც არ მინდა. ზუსტად რომ ვთქვა გაურკვევლობაში ვარ. თან ისეთ გაურკვევლობაში რომ ალბათ ვერც ვერასდროს გამოვალ აქედან. მეშინია... ყველაფრის მეშინია! რაც გადამიტანია და რაც კიდევ გადასატანი მაქვს. თუმცა რაღა დარჩა ისეთი რაც მე არ გამომივლია?... საინტერესოა როდის შეიძლება დამთავრდეს ჩემი წამება. ალბათ მაშინ როცა გარდავიცვლები, სხვა სამყაროში გადავალ და ვეღარავის ვნახავ.
აღარ მომიწევს თვალებში ჩავხედო ვინმეს და ვუთხრა... "მე კარგად ვარ!" აღარ მომიწევს ღამით მხოლოდ 4 საათი ძილი იმაზე ფიქრში რომ მე არაფერი შემიძლია, გარდა ცეკვისა. აღარ მინდა ქალაქში ახალი ამბების ობიექტი ვიყო. აღარ მინდა ყოველ ნაბიჯზე ჩემს ზურგს უკან მესმოდეს ფრაზა... "ეს ის ქეთი ახვლედიანია!" არ მინდა ვინმე მიცნობდეს და საერთოდაც არ მინდა რომ ამ სამყაროში ვცხოვრობდე და გზააბნეულივით დავხეტიალობდე იმ ფიქრებსა და ოცნებებში, რომლებიც სინამდვილეში უაზრო წარმოსახვის ნაწილია. მინდა მოვშორდე იმ გზას რომელსაც ბედნიერების ძიებაში მივიკვლევ, რადგან ის არასოდეს გამოჩნდება!
დემეტრე
ქეთის სახლიდან როგორც კი გამოვედი მანქანა დავქოქე და ზუსტად იმ საავადმყოფოსკენ გავემართე, მამამ რომ მითხრა.
თავში ერთი ფრაზა მიტრიალებდა: "თორნიკე ცუდადაა!"
მოსაცდელში მამა დამხვდა. დედა თორნიკეს პალატაში იყო. კიბეებზე სწრაფად ავირბინეთ და პალატაში შევედით.
-მოიცა შესვლა შეიძლება?! -გამომცდელად ვკითხე მამას.
-კიი.. შეიძლება. საგანგაშო არაფერია. -თქვა და კარი შეაღო.
-სად იყავი დემე? -შეშინებულმა მკითხა დედამ. ეტყობოდა რომ ჩემსგამო კი არა თორნიკეს გამო იყო შეშინებული.
-ძმაკაცებთან... -იმის მიზეზი ჩემთვის ამოუხსნელია, თუ რატომ ვუთხარი დედას ტყუილი. ალბაათ იმიტომ რომ მეშინია იმის გამხელა ქეთი ისევ რომ მიყვარს
ჩემი ძმა ლოგინზე წამომჯდარიყო.. გვერდით წვეთოვანი იდგა.
-გადასხმები გაუკეთეს -თითქოსდა შემახსენა დედამ.
-პირისპირ უნდა ველაპარაკო ჩემს ძმას. -მშობლებს მივმართე. უსიტყვოდ დამთანხმდნენ და გარეთ გასვლას აპირებდნენ როცა დედა შემომიბრუნდა.
-ექიმმა თქვა სიმშვიდე სჭირდება არ ანერვიულოთო. -იმედიანი მზერა მომაპყრო მან.
-ვიცი! არ მოვკლავ.. -ვთქვი და ლოგინის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.
როგორც კი კარის მიხურვის ხმა გავიგონე თავი ხელებში ჩავრგე, იდაყვებით კი მუხლებს დავეყრდენი. სიტყვის უთქმელად უბრალოდ ვიჯექი და ყავისფერ იატაკს დავყურებდი. ყოველთვის მძულდა საავადმყოფოები.. ექიმებსაც ვერ ვიტან. წამლების სუნი, რომელიც მთელ დერეფანსა და პალატებში ტრიალებს თავბრუს მხვევს. სულ ვცდილობ აქაურობას მალე გავეცალო... მაგრამ როცა ჩემს აქ ყოფნას საჭიროება მოითხოვს სხვა გზა არ არის.
-იმისთვის შემოხვედი რო ჩუმად იჯდე? -ცივი ხმით მკითხა მან
-კმაყოფილი ხარ?! -გამომცდელად შევხედე მას და თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა.
-რითი? -თითქოს ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი.
-რაც ხდება იმით... -დავუკონკრეტე და საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი.
-აუ რა გინდა? -შეწუხებულმა მომმართა. -
-მომიყევი. -გამომეტყველება ისეთი მქონდა თითქოს უფროსი ძმის როლი შევიფერე.
-რა მოგიყვე.. -თავს ისევ ისულელებდა
-რაც ხდება! -ცოტა არ იყოს გავღიზიანდი ისე რომ იქცეოდა თითქოს ჩემი სიტყვების შინაარსს ვერ სწვდებოდა.
-და რა უნდა ხდებოდეს.. ვერ ხვდები რა ხდება?! -უხეშ ტონს მკვეთრად გამოხატავდა.
-ყველაფერი მომიყევი თორნიკე! -ვუბრძანე და ჩემდაუნებურად მუშტი სკამის საზურგეს დავარტყი.
-აუუ... ზედმეტი დოზა რა... ალკოჰოლი და ნუ მოკლედ ხო ხვდები არა?! ნუღარ მაყოლებ.. -თვალები მოისრისა.
-არ დაიღალე?! -დაჟინებით მივაცქერდი.
-რითი..
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ და ისე ნუ იქცევი თითქოს ვერაფერს ხვდები! -კბილებში გამოვცერი მე
-... -არ მიპასუხა, თვალს მარიდებდა
-მითხარი არ დაიღალე?! 19 წლის ხარ და ვიღაც შტერებს და ნაძირლებს დასდევ, სვაამ, ეწევი, იკეთებ, ათას უბედურებას აკეთებ და შარში ეხვევი. არადა ამის მაგივრად შეგიძლია იმუშავო ან ისწავლო მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცი ფინანსები შეზღუდული არაა! -ტონს აშკარად ავუწიე.
-მე ჩემი ცხოვრება მაქვს.. -ჩემი აზრის დამთავრება არ მაცადა ისე მიპასუხა.
-და იცი მაინც შენი ამ ცხოვრებით რამდენ ადამიანს აყენებ ზიანს? დედა რომელიც მთელი 19 წელი გივლიდა და შენს აღზრდას ცდილობდა მერამდენედ უნდა ანერვიულო?! მამას, რომელიც არაფერს გაკლებდა ასე ექცევი? როგორ ფიქრობ გაქვს ამის უფლება?! -ვსაყვედურობდი.
-...
-მერამდენედ უნდა მოხვდე საავადმყოფოში?! გაყევი რა მშვიდ ცხოვრებას... როგორ შეგიძლია ასე იცხოვრო და ამით კმაყოფილი იყო. რატომ არ აძლევ საშუალებას შენს ძმას, მშობლებს და ახლობლებს, რომ შენით იამაყონ?! თან ვერც იმაზე შემეკამათები რომ მთლიანად უზრუნველყოფილი ცხოვრება გაქვს. არ გეძლევა საშუალება რომ რამეზე უკმაყოფილო იყო!
-ჩემით იამაყონ? ამას შენ მეუბნები მე?! -მწარე ირონიით შეფერილი ღიმილი სახეზე მიიხატა და ჩაიცინა
-რის საფუძველზე ამბობ ამას? -ვკითხე ცალი წარბის აწევით
-რა რის საფუძველზე... ორი წლით წახვედი და გადაიკარგე. კიდევ შენ ამბობ რომ არავის ვაძლევ საშუალებას იამაყონ?! სისუელელეა... დედასთვის და მამასთვის ის არ იყო რთულად გადასატანი და სანერვიულო შენი წასვლის შემდეგ ყველა ამ თემაზე რომ ლაპარაკობდა?
-მე წასვლის მიზეზი მქონდა... თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედასთან და მამასთან კონტაქტი არ დამიკარგავს. სულ ვლაპარაკობდით. და შენ? არც მთვლიდი ღირსად რომ სმს მაინც მოგეწერა როგორ ვიყავი. ვიღაც სულელ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად დაეთრეოდი და სახლში რომელ საათზე მიდიოდი ღმერთმა იცის...
-მაინც არ იყო შენი შვილი და რა მიზეზით წახვედი ვერ ვხვდები..
-და როგორ ფიქრობ რომ მცოდნოდა ჩემი შვილი არ იყო წავიდოდი? ცოტა დაფიქრდი რა რას ამბობ! -ფეხზე წამოვდექი და აქეთ-იქით ნერვიულად სიარული დავიწყე.
-კაი რაა... აქ ქეთიზე აფანატებდი და იქ ვიღაც ლანა მოიყვანე ცოლად. -მივხვდი რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა.. თავიდან მანანებინა ის ყველაფერი რაც გავაკეთე. ყველა აზრმა გონებაში ჩამიქროლა. ყველაფერი ახლიდან ვინანე.
-ეს ახლა განსახილველი რომ არაა უნდა გესმოდეს.
-აღიარე რომ ამაზე საუბარი აღარც ღირს იმიტომ რომ მაინც ვერაფერს გამოასწორებ! -დარწმუნებული ვარ თორნიკე რომ ახლა ფეხზე იდგეს თავს ვერ შევიკავებდი და ხელს დავარტყამდი.
-ახლა შენ ხარ საავადმყოფოში და ესაა მთავარი თემა და არა ის, თუ მე რა გავაკეთე ორი წლის წინ..
-ორი წლის წინ გააკეთე მაგრამ მთელი ცხოვრება დაგენგრა.. ამჩნევ ალბათ. -ისევ ირონიულად ჩაიღიმა. ჩემი მოთმინება კი მის კარგ ძმობასთან ერთად ნელნელა იწურებოდა.
-შეეშვი ამ თემას! -დავუყვირე მას.
-რა გინდა დემეტრე? -თვალები გადაატრიალა.
-ის მინდა რომ ამ იდიოტურ ცხოვრებას მოეშვა. ადამიანი გახდი! -თხოვნას კი არა ბრძანებას გამოვხადავდი. -მინდა რომ ჩემი ძმა გერქვას..
-რათქმაუნდა.. შენ ხომ შენს სახელსა და რეპუტაციაზე ზრუნავ! -შემაწყვეტინა მან .
-მე შენი უფროსი ძმა ვარ.. -ყველანაირად ვცდილობდი მისი სიტყვებისთვის, რომელიც გულს მტკენდა ყურადღება არ მიმექცია და ისე განვაგრძე საუბარი.
-ცდილობ რომ იყო.. ამის ათვისებას ცდილობ მაგრამ ხომ ხედავ არ გამოგდის..
-როგორღა ვცადო!
-არ შემიძლია კარგად ცხოვრება რას ვერ ხვდები.
-მისმინე.. -ტონი დავარბილე -შემიძლია შენი მკურნალობა ვუზრუნველვყო. ხარჯებსაც დავფარავ მხოლოდ იმიტომ რომ შენ ჯანმრთელ ცხოვრებას შეუერთდე და ამ გულის ამრევ, ამაზრზენ საქციელს თავი დაანებო! იმისთვის აგღზარდეს რომ ხელიდან წასულიყავი?! ისწავლი.. იმუშავებ.. გავა დრო და სიყვარულს იპოვი და ოჯახსაც შექმნი.. რთულია?! რატომ ინგრევ ცხოვრებას ასეთ პატარა ასაკში? ცხოვრებას ახლა უნდა იწყებდე და შენ პირიქით.. ამთავრებ?!
-მე მომწონს ეს გზა! -ხმა აუკანკალდა
-ჯერაც არ იცი რა მოგწონს.. მოკვდები ამ გზაზე ხეტიალით!..
-არ შეგიძლია შემეშვა და შენს ცხოვრებას მიხედო?
-არა... არ შემიძლია! იმიტომ რომ არ მინდა 19 წლის ძმა ასე უბრალოდ დავკარგო!!! -ჩემდაუნებურად ხმამაღლა წარმოვთქვი და თვალიდან ცრემლი გადმომივარდა. ხელებს ნერვიულად ვისრესდი. სიჩუმე ჩამოვარდა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე რომ პატარა გოგოსავით ქვითინი არ დამეწყო. პალატის კარი კინაღამ გამოვამტვრიე ისე გამოვვარდი. არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება პირველ სართულზე ისე ჩავირბინე.
-დემე!... -დედის ხმა გავიგონე ზურგს უკან მაგრამ არ შევტრიალებულვარ. მოსაცდელიც სწრაფად გავიარე და საავადმყოფოდან გავედი. მანქანაში ჩავჯექი და კარი ძლიერად მოვხურე. მძიმედ ვსუნთქავდი.. სიბრაზეს ვერ ვაკონტროლბდი. პრინციპში არც ვცდილობდი რომ გამეკონტროლებინა..
საჭეს ხელი დავარტყი და ვიგრძენი სიმწრისგან თავი როგორ ამტკივდა. ცრემლების დინებას ვერ ვაჩერებდი ალბათ იმიტომ რომ თავს უძლურად ვგრძნობდი. არაფერი შემეძლო. ჩემს ერთადერთ ძმას ვერაფრით ვერ ვეხმარებოდი!
ქეთი
ვზივარ სახლში და ვფიქრობ რა იქნება მომავალში. ასე მგონია ჩემი მომავალი აღარ არსებობს. წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ერთ კოლოფშია მოთავსებული, ერთმანეთშია არეული და ვერ გამიგია რა არის მტლიანობაში. ამას ცხოვრება არ ჰქვია... ეს უფრო ტანჯვაა. ტანჯვა, რომელიც დაწყებულია და ალბათ არც არასოდეს დამთავრდება. მინდა ვინმემ მესროლოს ტყვია პირდაპირ გულში ან შუბლში და გარდავიცვალო... წავიდე დედასთან და მამასთან და მათთან ერთად გავაგრძელო არარსებული ცხოვრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აქაურობას მაინც ჩამოვშორდები. თანაც სამუდამოდ.. იქიდან დავაკვირდები აქ განვითარებულ მოვლენებს და გავიხარებ აქ რომ აღარ ვიქნები
ყველაზე მეტად რა მიკვირს იცით? რომ მეცინება... მეცინება იმაზე, რომ ისიც ვერ გამიგია რა მინდა მთლიანოობაში. არაფერში არ ვარ გარკეული და ეს ყველაზე მეტად მტანჯავს. მძულს ჩემი ფიქრები და ის ზღაპარი რომელში ცხოვრებასაც ვცდილობ. ბევრ ადამიანს გაუკვირდება მთელი ორი წელი რომ ვიტანჯებოდი დემეტრეს აქ არ ყოფნით და ახლა როცა აქ არის ამ შანს არ ვიყენებ. საქმე იმაშია რომ ისიც არ ვიცი რატომ არ მინდა მასთან შერიგება. არცერთ კითხვაზე მაქვს ზუსტი პასუხი და ეს შინაგანად მანადგურებს.
ვზივარ და ცრემლიანი თვალებით ვიყურები სადღაც, მიმართულებისა და კონკრეტული წერტილის განუსაზღვრელად... ეს ცრემლები ხელებს მისველებს, მაწვება და არ ჩერდება. არ მაძლევს საშუალებას დავმშვიდდე. ავწონ-დავწონო ყველაფერი და დავფიქრდე სწორ ქმედებაზე, რომელიც ჩემს მიერ იქნება გადაწყვეტილი...
ფიქრებიდან ტელეფონზე მარიამის ზარმა გამომიყვანა.
-სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე -კი არ მთხოვა, თითქოს მიბრძანა.
-...
-თუ რათქმაუნდა შეგიძლია ეს... -დაამატა რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.
-მოვდივარ -მოკლედ ვუთხარი და ოთახიდან გავედი
-რა ხმა გაქვს?! -მკითხა როცა მისთვის ნაცნობი ტირილნარევი საუბარი გაიგონა
-აგიხსნი მერე! -ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
სწრაფად მოვემზადე და მანქანაში ჩავჯექი. საჭესთან ჯდომის დროს თითქოს თვალებს შიგნიდან რაღაც მიწვავდა. მეგონა ყელში რაღაც ისეთი მძიმე გამეჩხირა, რაც საშუალებას არ მაძლევდა ოდნავ მაინც მესუნთქა. ინტერესი მკლავდა იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა გუშინ მომხდარიყო და რისთვის წავიდა ის..
მანქანა ეზოში გავაჩერე და გადმოსვლის წინ სარკეში ჩავიხედე. მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე რომ მაკიაჟი არ გამიკეთებია. მსუბუქიც კი, რომ ჩემი ჩაწითლებული თვალები და ფერდაკარგული სახე დამემალა.
მარიამის სახლში ისე შევედი არც დამიკაკუნებია. მთელი ცხოვრება ასე ვართ და რაღა მაინცდამაინც ახლა უნდა მექნა ეს.
ყველაზე სასაცილო ჩვენს მეგობრობაში ისაა რომ ისევ ბავშვებივით ვართ ერთმსნეთთან... თითქოს ჯერ არ გავზრდილვართ მითუმეტეს რომ მე 24 წლის ვარ ის კი 25 ის. თან ისიც გასათვალისწინებელია რომ იქ უკვე ორ ქმარს გაშორდა.
-კარგია რომ მალევე მოხვედი.. -დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ისე სციოდა რომ ხალათი ჰქონდა შემოცმული, მიუხედავად იმისა რომ ყველა ოთახში გამათბობელია ჩართული. რა გასაკვირია... მას ხომ სულ სცივა. ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა ტელევიზორი გამორთო და ჩამეხუტა.
-რატომ ექცევი შენს თავს ასე ცუდად?! -მკაცრად მკითხა როცა ჩემს სახეს დააკვირდა
-რას გულისხმობ? -მივხვდი რასაც გულისხმობდა უბრალოდ ეს ხომ ჩემი ჩვევაა. ყოველთვის უნდა დავაკონკრეტებინო მოსაუბრეს ნათქვამის შინაარსი.
-ჩაწითლებული გაქვს თვალები. ქვემოთ ლურჯი ხაზები. გეტყობა არ გიძინია მთელი ღამე.. ისევ მოთხრობებს წერდი არა?! -მისაყვედურა მან. ჰო... მოთხრობებს ვწერ. 14 წლიდან. ასე ვთქვათ.. ჩემი მეორე პროფესიაა. თავიდან სისულელეებს ვწერდი, როგორც დამწყები. ახლა კი ნამდვილად დავხვეწე. უცნობი ავტორის სახით ვდებ ჩემს შექმნილ ბლოგზე და ჩემს შემოქმედებას ხალხს ვაცნობ. ბევრი კითხულობს და ძალიან მომწონს ეს.. ჩემი ახლობლებიდან არავინ იცის ამის შესახებ. მხოლოდ მარიამმა...
-მაკიაჟსაც ვერ ვატყობ შენს სახეზე. კარგი რა... -ნამდვილად ბრაზობდა. თანაც ჩემზე ბავშვობიდან ზრუნავს..
-აღარ ვთვლი ამ დეტალებს მნიშვნელოვნად. -ჩავიბურტყუნე და მხრები ავიჩეჩე.
-სამაგიერიდ შენ ხარ მნიშვნელოვანი! თავს უნდა მოუარო! -ტონს აშკარად აუწია.
-ვერ ვახერხებ.. -უმბიშვნელოდ წარმოვთქვი და თავი დავხარე ცრემლების ნაკადს რომ არ შევეწუხებინე.
-მითხარი რა მოხდა... -ხელი მომკიდა მარიამმა და სამზარეულოში გამიყვანა. ალბათ იმიტომ რომჩაი უნდა მოემზადებინა
-გუშინ ჩემთან სახლში დემე იყო მოსული...
-...
-დემეტრე! -გადავასწორე როცა მივხვდი რომ რაღაც არასწორად წარმოვთქვი. ორი წელი გავიდა და ჯერაც ვერ გადავეჩვიე რომ ის ჩემთვის დემე კი არა უბრალოდ დემეტრე მაჩაბელია. თანაც მარიამის გაკვირვებულმა სახემ უფრო მაიძულა ხაზგასმით შემეცვალა ჩრმი ნათქვამი.
-თავადვე უნდა გააგრძელო მოყოლა. ხომ იცი მაინტერესებს... -დამარწმუნა და ჭიქების კარადა გამოაღო.
-განქორწინების საბუთი მომიტანა. იმ ლანასაც ხელი ჰქონდა მოწერილი. ოფიციალურად გაყრილან...
-ეგ ნამდვილად კარგია. -თავისი აზრი დააფიქსირა
-შესაძლოა. მაგრამ ამით რა...
-ის რომ ისევ ერთად უნდა იყოთ.
-...
-სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი სწორი იქნება თუ არა თქვენი ისევ ერთად ყოფნა უბრალოდ მე მინდა რომ ერთად იყოთ. თან არამარტო მე მინდა... ვიცი შენც გსურს ეს, უბრალოდ ვერ აღიარებ. ვერც შენს თავთან და ვერც სხვასთან. -სწრაფად ჩამოაყალიბა და გაზქურა აანთო. -შაქარი? -ამას ყოველთვის მეკითხება მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის ყოველთვის ერთ კოვზს ვარ მიჩვეული.
-ერთი... -თვალების გადატრიალებით ვუპასუხე.
-შოკოლადი? -იცის რომ მიყვარს.
-კბილი მტკივა...
-ნამცხვარი? -გამომცდელად მკითხა და დიდი თეფშით დამიდო მაგიდაზე. -დილით გამოვაცხვე.. თან შოკოლადითა, შენ რომ გიყვარს. -დააყოლა ბოლოს.
-კარგი ამჯერად გავუძლებ კბილის ტკივილს... -ეს ნამდვილად მაცდური შემოთავაზებაა.
-რას აპირებ? -მკითხა და ცხელი ჩაით დიდი ჭიქები აავსო.
-რასთან დაკავშირებით? -მოხერხებულად მოვთავსდი სკამზე და შოკოლადმოსხმული ნამცხვარი ადვაგემოვნე.
-დემესთან... -ის ისევ დემეს ეძახის. მისი კითხვების ნაკადი კი ჯერაც არ წყდება.
-არ ვიცი.. -ცალი იდაყვით მაგიდის კიდეს დავეყრდენი.
-კარგი მაშინ ის მითხარი რატომ არ გინდა რომ შეურიგდე -ჩაი მოსვა და ხალათის კაპიუშონი თავზე წამოიფარა. ფეხები კი მეორე სკამზე შემოაწყო.
მიყვარს მისი თავისუფლება. მისი სურვილისამებრ მოქმედი ქცევები.. არ ცხოვრობს მხოლოდ იმიტომ რომ ქალაქს დაენახოს და მისი ცხოვრება შეიფეროს.. უყვარს თავისი საქმე და პროფესია. არ ცხოვრობს თბილისის გათავისებისთვის... სიცოცხლით აღსავსეა. მოდას მიყვება, მაგრამ არა XXI საუკუნის თანამედროვეობისთვის, არამედ თავისთვის. არ დარდობს რომ უკვე ორ ქმარს გაშორდა. არ დგამს ნაბიჯს, რის გამოც შეიძლება მერე ინანოს. მოდას მიყვება, მაგრამ არა თბილისისთვის. არაფერი უტყდება. უბრალოდ თავის სამყაროს თავადვე ალამაზებს.. სწორედ ეს მიყვარს მასში. ცნობისმოყვარეა... ეს იმდღიდან ვიცი როცა ერთმანეთი ბაღში გავიცანით. ბევრ კითხვას სვამს და შეიძლება ითქვას რომ ეს ყველას აღიზიანებს, ჩემს გარდა. მოკლედ რომ ვთქვათ, არ უნდა არსებობდეს კითხვა, რომელიც მისთვის პასუხგაუცემელია. იცის რა მიყვარს მე და ვიცი რა უყვარს მას... ის რომ არ მყავდეს ალბათ ამ სამყაროში მიზეზი აღარ იქნება რისთვისაც მე უნდა ვცხოვრობდე... ჩხუბი? ჩხუბი არ მახსოვს. არც კამათი! უამრავჯერ გვიკამათია, მაგრამ არასოდეს გავბუტულვართ. ბევრჯერაა გაურკვევლობაში მაგრამ ამაზე არასოდეს დარდობს. ბედნიერია.. მაგრამ არა იმიტომ რომ ბედნიერი, მხიარული და კარგი ცხოვრება აქვს. უბრალოდ ხასიათი აქვს ბედნიერი. ყოველთვის იცის რა უნდა. ან არ იცის და უბრალოდ უნდა რომ იცოდეს. ამიტომაც არაა ესეთი საკითხები მისთვის პრობლემების შემქმნელი.
-არ ვიცი... -მორიგი უზუსტობა ჩემს გონებაში.
-იმ დღეს მომასწრო შენ რომ რამეში გაერკვეოდე და არ მინდა მეტი არაფერი.. -ცალი წარბის აწევით ჩაიბურტყუნა
-ეგ მეც მინდა...
-ქეთი ერთი გითხრა რაღაც მაინტერესებს და არ ვიცი როგორ გკითხო... თან იმასაც ვფიქრობ ღირს თუ არა ამ კითხვის დასმა.
-ისე უნდა მკითხო როგორც გინდა მარიამ.. -დავარწმუნე და მის შეკითხვას დაველოდე.
-მოკლედ.. ნუ გასაგებია რომ დემეტრე დაბრუნდა. ისიც ვიცით რომ ცოლს გაშორდა, მაგრამ რა იქნებოდა მაშინ როცა შენ და გიორგი ისევ ერთად იქნებოდით და დემე მაშინ ჩამოვიდოდა? -სწრაფად ლაპარაკობდა.
-სიმართლე რომ გითხრა ამ ერთი კვირის განმავლობაში ამაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ. ერთი რამ ნამდვილად დავასკვენი. ზუსტად იგივე სიტუაცია იქნებოდა როგორიც ახლა. რაც შეეხება ჩიქოვანს.. ის მაინც მიმატოვებდა და ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს ვნანობ. მე და დემეტრე კი ისევ ვერ ვიქნებოდით ერთად რადგან ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს. -მთელი ის აზრი ჩამოვაყალიბე რასაც ზუსტად ვფიქრობდი. მიყვარს როცა მარიამს ველაპარაკები ყველაფერს, რაზეც ვფიქრობ.
-კარგია ეს მაინც თუ იცი ზუსტად.. -წინ წამოიწია და მაგიდას ორივე იდაყვით ჩამოეყრდნო. აშკარაა რომ ცხელი ჩაის დალევის შემდეგ იმდენად აღარ სციოდა. ამიტომაც ხალათი ოდნავ უფრო მსუბუქად შეიკრა -დემეს ძმაზეც გეცოდინება..
-რა მოხდა? რა უნდა ვიცოდე.. -ფაქტია გამიკვირდა.
-საავადმყოფოში წევს. არ იცოდი? წეღან არ თქვი გუშინ ჩემთან მოვიდა და ვილაპარაკეთო?
-კიი მაგრამ დაურეკეს და სასწრაფოდ გავარდა სახლიდან. იმის მერე ერთმანეთს არც შევხმიანებივართ. რას ჭირს დემეს ძმას? -ახალი ამბავი შევიცხადე.
-ზედმეტი დოზა... წამლები, სასმელი. სხვა რა უნდა სჭირდეს. -თვალების გადატრიალებით ჩაილაპარაკა.
-კიდე ვერ ისწავლა მაგ ბიჭმა ჭკუა?! ხომ ამბობდნენ მკურნალობსო..
-მარტო პირველი ორი თვე. მერე ისევ გააგრძელა..
-მეცოდება ეგ ოჯახი... უკვე მერამდენედ უნდა მოხვდეს საავადმყოფოში ასეთი უბრალო რაღაცეების გამო. ახლა როგორაა?
-არ ვიცი... ცოტახანში ლაშა უნდა მოვიდეს და გვეტყვის. შენ რომ მიწერო დემეს არ გინდა? -იმედიანი გამომეტყველებით მკითხა
-რათქმაუნდა არა.. -მტკიცედ ვთქვი. -მოიცა! როცა დილით დამირეკე მითხარი რომ სასწრაფოდ უნდა მოვსულიყავი. რომ მოვედი სულ სხვა რამეზე ვილაპარაკეთ. რა მოხდა?
-ვფიქრობ ამის თქმა არაა საჭირო. ან ახლა არაა ამის დრო... -უმნიშვნელოდ თქვა.
-როგორ თუ არაა საჭირო. აქ სწორედ ამისთვის მოვედი... თან აუცილებლად უნდა გავიგო -ცალი წარბის აწევით ვუთხარი.
-არაფერია ისეთი... -ზუსტად ვიცი რომ უნდა მოყოლა დავაძალო. უბრალოდ ჩემგან კითხვების დასმას ელოდება.
-ასეთია თუ ისეთი, აუცილებლად უნდა მითხრა და ეს შენც კარგად იცი.
-კარგი ხო... მოკლედ ვთხოვდები რა.. -სწრაფად თქვა და სახეზე ხელები აიფარა. თითქოს უარყოფითი რეაქციის მოლოდინი ჰქონდა.
-ანუ? -არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც გამიკვირდა ეს ახალი ამბავი მიუხედავად იმისა რომ პირველად არ მომისმენია.
-ანუ ის რომ ერთ თვეში ქორწილი მაქვს და ჩემი საქმრო ლაშა არაბულია!
-სერიოზულად?! -სახეზე ოდნავი, მაგრამ მაინც სიხარულის გამომხატველი ღიმილი შემეპარა.
-წუხელ იყო ჩემთან მოსული, და უცებ მთხოვა ხელი. არც გვქონდა ჩაფიქრებული. სულ მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და თითქოს.. ლაშასთვისაც. მე კი უბრალოდ დავთანხმდი!
-...
-ვიცი, ვიცი... არ შეიძლება ასე. ჩემს საუკეთესო მეგობარს ყველაზე რთული პერიოდი აქვს და მე ვთხოვდები... თუ შენთვის ეს საშინელებაა გეფიცები შეგვიძლია გადავდოთ. -ეს ყველაფერი მაშინ თქვა როცა ჩემი ღიმილნარევი გაოცებული გამომეტყველება შეამჩნია.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ! -აშკარად ვუსაყვედურე მას. -როგორ შეგიძლია ჩემს გამო გადადო ქორწილი. ეს ხომ ყველაზე დიდი უაზრობა იქნება...
-შემიძლია.. დამერწმუნე შემიძლია. შენს გამო ყველაფერი შემიძლია! -მტკიცე ტონით შემაწყვეტინა
-გაგიჟდი?! ჩემს გამო არაფერს გადადებ! საერთოდ რა შუაშია ჩემი და დემეს... უფროსწორად დემეტრეს ურთიერტობა, შენი და ლაშას წყვილთან. არც იფიქრო რომ ეს შენი ქორწინების შესაწყვეტი მიზეზი იქნება. უბრალოდ მაინტერესებს დარწმუნებული ხარ რომ გინდა გათხოვება მესამედ.. ან თუნდაც ლაშაზე.
-ანუ? -ამ სიტყვებმა ნამდვილად დააფიქრა
-ანუ ის რომ.. არ ჩქარობ? მესამედ ხდები პატარძალი და ვფიქრობ დარწმუნებული უნდა იყო ამის სისწორეში. არ მინდა ისევ იმედები გაგიცრუვდეს. რათქმაუნდა ლაშა ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ მე შენი მეგობარი ვარ და მინდა სწორი რჩევები უნდა მოგცე..
-და რაღას ველოდო.. ორ წელზე მეტია ვიცნობთ ერთმანეთს. მართალია თავიდან ერთმანეთს ვერ ვიტანდით მაგრამ ცოტახნის შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. რამოდენიმე თვეა უკვე შეყვარებულები ვართ.. ისიც კარგად მიცნობს და მეც. ვუგებთ ერთმანეთს. ჩემი ესმის, მე კი მისი მესმის. სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი. ასეთი არავინ შემხვედრია. არც ჩემი პირველი ქმარი დათო და არც მეორე ქმარი ირაკლი. გასაოცარი ბიჭია და ამაში ეჭვი არ მეპარება. ხასიათებითაც ვუგებთ და მასთან ერთად ცხოვრება ძალიან მინდა. უბედნიერესი ვარ რადგან ვიცი რომ მისი ცოლი უნდა გავხდე.. -ნამდვილად ბედნიერი ჩანდა ამ ყველაფრის მოყოლისას.
-მაშინ რათქმაუნდა უნდა გაყვე ცოლად! -ბედნიერად ვუთხარი და ჩავეხუტე. -ლაშა ირაკლის და დათოს ბევრად ჯობია..
-რათქმაუნდა..
უცბად კარზე ზარი გაისმა. მარიამმა გააღო და ჩვენს წინ ორი იდეალურად სიმპატიური ბიჭი იდგა. ლაშა და დემეტრე. რათქმაუნდა გაიღვიძა ფიქრებმა დემეტრეზე და სიყვარულის ნაპერწკალმა დემეტრეს მიმართ!
არ ვიცი რა გავაკეთო, ვისთან წავიდე, ვის დაველაპარაკო. ვიცი მარიამი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყოველთვის ყველაფერზე ვლაპარაკობთ მაგრამ... ვგრძნობ რომ არაფერში არ დამხმარებია მასთან საუბარი. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ისაა რომ არაფერი შემიძლია და თვითონაც არ ვარ გარკვეული რა მინდა ამ ცხოვრებისგან.
-ქეთუშაც აქ ყოფილა... -ბედნიერი სახით შემოვიდა ლაშა. მის გვერდით კი ღიმილშეპარული სახით იდგა დემეტრე. როგორ შეუძლია ამ ბიჭს ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში იღიმოდეს. ეს მისი თავისებურებაა...
-ცნობისთვის ქეთი მქვია! -ცალი წარბის აწევით ვუთხარი და დივანზე დავჯექი.
ორივენი შემოვიდნენ და დასხდნენ.
-ნამცხვარს ხომ მიირთმევთ? -ჰკითხა ორივეს მარიამმა.
-აბა რას ვიზამთ.. -ბედნიერად თქვა ლაშამ და დემეტრეს შეხედა.
ცოტახანში ნამცხვით ხელში შემოვიდა მარიამი და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. დივნის მარცხენა კუთხეში მე ვიჯექი. მარჯვენაში კი დემე. ეს კუთხები ერთმანეთთან დიდი მანძილით იყო დაშორებული. ერთხელაც არ შემიბრუნებია თავი მათკენ რადგან ზუსტად ვიცოდი როგორ მომშტერებოდა დემეტრე და რამდენჯერმე რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს. მე ისე ვიქცეოდი თითქოს ვერაფერს ვამჩნევდი და ტელეფონის ანთებულ ეკრანს დავყურებდი.
ღრმა სიჩუმე ჩამოწვა. ხმას არავინ იღებდა. მათ შორის არც მარიამი, რომელსაც ლაპარაკი ძალიან უყვარს. მინდა ვინმემ დაარღვიოს ეს სიჩუმე რადგან უკვე საშინელი უხერხულობა შეიქმნა.
-გემრიელი ნამცხვარია.. ჩემი გოგოს ხელი ეტყობა -თქვა ლაშამ და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო
-დემე შენ რატომ არ მიირთმევ? -მარიამის უაზრო ცნობისმოყვარეობა ისევ წამოიჭრა უხერხულობაში.
-არ მინდა. მადლობა შემოთავაზებისთვის... -თვალის კუთხიტ დავინახე როგორ შემოატრიალა თავი ჩემკენ და ჩემი დანახვა სცადა. მიუხედავად იმისა რომ ლაშა და მარიამი მეფარებოდნენ.
ისევ ღრმა სიჩუმემ დაისადგურა.
-მგონი აქ ყველამ ვიცით ჩემი და მარიამის ამბავი... -ფრთხილად იკითხა ლაშამ -დროა ვისაუბროთ!
-რათქმაუნდა -ფრთხილად პასუხობდა დემეც.
-მეჯვარეებს ვარჩევ.
-ჩემი მეჯვარე ქეთი იქნება! -სწრაფად თქვა და შემომხედა. -რათქმაუნდა არ ხარ წინააღმდეგი, ხომ ასეა?! -იმედაიანად მკითხა.
-და როდის ვყოფილვარ წინააღმდეგი შენს მეჯვარეობაზე. -ცალი წარბის აწევით და ოდნავი ღიმილით ვუთხარი. ყველას ჩაეცინა.
-ჩემს მეჯვარედ ცოტნე გადავწყვიტე. -ნაკაშიძეზე ამბობს.. მე და დემეტრე მის ქორწილში რომ უნდა წავსულიყავით და ზუსტად მაგ დღეს რომ წავიდა გერმანიაში.
ძალიან გამაკვირვა მისმა ნათქვამმა. როგორც ვიცი მისი მეჯვარე დემე უნდა ყოფილიყო. ორი წლის წინაც ეს ჰქონდა გადაწყვეტილი რომ როცა ცოლს მოიყვანდა მისი მეჯვარე მაჩაბელი იქნებოდა. ინტერესი მკლავდა მაგრამ ხმას არ ვიღებდი.
-კი მაგრამ... -ჩემგან განსხვავებით მარიამი ვერ მალავდა ინტერესს.
-მოგვიანებით აგიხსნი მარიამ!... -სწრაფად შეაჩერა ლაშამ.
-კარგი.. -სახე მოეღუშა მას.
-ქორწილი ერთ თვეშია.. 5 იანვარს. დარბაზს ავარჩევთ. კაბას მარიამი და ქეთი შეარჩევენ. გადავწყვიტეთ რომ არ გვინდა ძალიან დიდი ქორწილი... მეგობრები, ახლობლები, მშობლები, თანამშრომლები, კლასელები და კურსელები ვისთანაც ყველაზე ახლოს ვართ.
-კიმაგრამ ახალიწლის დღეებში არ გაგიჭირდებათ? თან ძალიან გადატვირთული იქნება.. -გაკვირვებულმა გამოვთქვი ჩემი აზრი.
-როგორც ჩანს მე და დემეს კარგად არ გვიცნობ..
-როგორც ჩანს.. -შევაწყვეტინე ლაშას და მწარე ირონიით შეფერილი ღიმილი სახეზე მივიხატე. ამ ირონიაში ფაქტია დემეტრეს საქციელს გავუსვი ხაზი.
-ნაცნობობას ყველაფერი შეუძლია ქეთი -წარბები აზიდა ლაშამ და დემეს მხარზე ხელი დაჰკრა
ერთი სული მქონდა ამ სიტუაციას თავს როდის დავაღწევდი. ვიცი არ ჩამეთვლება კარგ საქციელად რომ ავდგე და სახლში წავიდე. მირჩევნია დაძაბული ვიჯდე ვიდრე მარიამს ვაწყენინო.
-თანამედროვეობა იქნება ხომ ხვდებით რა.. -თქვა ბოლოს ლაშამ.
-ასე მალე როგორ გადაწყვიტეთ ეს ყველაფერი? -იკითხა მაჩაბელმა
-ჩვეულებრივ.. გუშინ საღამოს მოვედი მარიამთან და ცოლობა ვთხოვე. დამთანხმდა და ძალიან სწრაფად დავგეგმეთ მთელი ქორწილი. მოიცა.. თქვენ რა, წინააღმდეგები ხართ?! -გაიოცა ლაშამ. ჯერ დემეს გახედა მერე კი მე გამომხედა.
-რათქმაუნდა არა... -რაც შემეძლო მთელი სისწრაფით ვუპასუხე მას.
-გაგიჟდი არა?! თითქოს ჩემი ქორწილი იყოს ისე მიხარია ეს დღე.. -დაამატა დემეტრემაც
უცებ მარიამი სწრაფად ადგა და ხელი მომკიდა. სამზარეულოში გამიყვანა და მის წინ დამაყენა.
-რა ხდება? -ეს ნამდვილად მოულოდნელი ქმედება იყო მისგან.
-რამე გჭირს? -კითხვა შემომიბრუნა მან.
-იქნებ შენთვითონ მითხრა, რა უნდა მჭირდეს?! -შემეშინდა ჩვენი საუბარი კამათში არ გადაზრდილიყო.
-ისეთი სახით ზიხარ თითქოს ვინმემ რამე დაგიშავა..
-არა მარიამ გეჩვენება.. -არადამაჯერებლად ვუთხარი და ყალბი ღიმილით დავამშვიდე.
-რას ნიშნავს მეჩვენება?! ვხვდები რაც ხდება... ერთი თხოვნა მაქვს. თუ გიყვარვარ და თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, არა როგორც მეგობარს, არამედ შენს დას.. ძალიან გთხოვ სულ ცოტახნით მაინც დაივიწყე უთანხმოება შენსა და დემეტრეს შორის და გვერდით დამიდექი. ხელი შემიწყე რომ ეს მეოთხე ქორწინება მაინც იყოს წარმატებული და გამართლებული...
-...
-ახლავე უნდა მიპასუხო რადგან ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია! -მიბრძანა მან როცა მიხვდა რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი
-კარგი... გპირდები შენს გვერდით ვიქნები. მაგრამ არა მხოლოდ ამ ერთი თვის განმავლობაში, როცა შენი ქორწილისთვის მზადება მიმდინარეობს, არამედ მთელი ცხოვრება! -გულწრფელი ღიმილით ვთქვი და უბრალოდ ჩავეხუტე.
-შენ რომ არ მყავდე... -ცრემლიანი თვალებით წარმოთქვა და ხელები ძლიერად მომხვია.
შემდეგ კი მისაღებში გავედით. იქ სადაც მაჩაბელი და არაბული მშვიდად საუბრობდნენ.
-იმედია ეს ბედნიერების და სიხარულის ცრემლებია... -როგორც ჩანს ლაშამ შეამჩნია ჩვენი ცრემლიანი თვალები.
-იმედია.. -თქვა მარიამმა და ჩაეხუტა.
-მე წავალ! -ფრთხილად ვთქვი და არავის პასუხს არ დავლოდებივარ ისე წავედი კარისკენ.
-დარჩენილიყავი... -იმედიანად მომმართა მარიამმა.
-დაღლილი ვარ. უკვე ორი საათია, სჯობს წავიდე და დავისვენო.
-გაგაცილებ... -ხელის მკლავზე შეხებით შემაჩერა მაჩაბელმა.
ეს ის შეხებაა, რომელმაც გამყინა. სანამ შევტრიალდებოდი და პასუხს ვეტყოდი მეგონა გული გამიჩერდებოდა. მთელს სხეულში დამაჟრიალა და თითქოს ყველა პროცესს ვგრძნობდი რაც ჩემს ორგანიზმში მიმდინარეობდა.
როგორც კი თავი მისკენ შევაბრუნე ხელი გამიშვა.
-არაა საჭირო!.. -ვუთხარი და სახელური ჩამოვწიე. ჩემს თავშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული სწორად ვუპასუხე თუ არა.
-გუშინ საღამოს შენთან საბუთები დამრჩა..
-რა საბუთები?! -კითხვა როგორც კი დავსვი მაშინვე გამახსენდა რაზეც იყო საუბარი.
-განქორწინების.. -სწრაფად და ფრთხილად შემახსენა. თან ისეთი ტონი ჰქონდა თითქოს უნდოდა რომ დიდი ყურადღება გამემახვილებინა ამ სიტყვაზე.
-ჰო, რათქმაუნდა! შეგიძლია წამოხვიდე. მიზეზი გქონია! -მაინც "ვუკბინე" და ირონიულად გავიღიმე. -მე ჩემი მანქანით წავალ! -ისეთი მტკიცე ტონით ვთქვი ვერ შემეწინააღმდეგებოდა.
-როგორც გინდა... -თქვა და გასასვლელად თავაზიანად მიმითითა
მთელი გზა უკან მომყვებოდა მანქანით. მე კი ისე ვმოძრაობდი თითქოს თავს ვარიდებდი.
ჩემი სახლის ეზოში სწრაფადვე გავაჩერე მანქანა და სახლშიც სწრაფადვე შევედი. კარი ღია დავტოვე რომ ისიც შემოსულიყო. შევეცადე ნაკლებად უხეში ვყოფილიყავი.
მალევე მოუახლოვდა სახლს დაზღურბლს გადმოაბიჯა.
-შეიძლება წყალი დავლიო? ძალიან მომწყურდა -ფრთხილად მკითხა.
-ახლავე... -ვუთხარი და სამზარეულოსკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართე. ჭიქა წყლით გავავსე და შემოვბრუნდი რომ ისევ მისაღებში გავსულიყავი მაგრამ რაღაც ხომ უნდა მომხდარიყო... მას შევეჯახე! და წყალი გადავისხი მეც და მასაც გადავასხი... ვერ იტყვის რომ ჩემი ბრალია.
-ღმერთო რა ცივია! -შეიცხადა მან.
-მაპატიე.. -ნერვიულად მოვუბოდიშე. -ვწუხვარ! -ხელსახოცები მივაწოდე -ხვდები ალბათ რომ ძალით არ მინდოდა... -პატარა ბავშვივით ავღელდი. -მე... -უცბად ხელები დამიჭირა რომ შევეჩერებინე მეც და ჩემი ნერვიულობაც.
-ეს იმასთან შედარებით არაფერია როცა 4 წლის წინ გადამასხი ზუსტად ასე ცხელი ყავა გერმანიის სასტუმროში. თან დიდი ჭიქით... -ჩვენი გაცნობის დღე გაიხსენა და გაიღიმა.
-...
-დამშვიდდი! -მიბრძანა როცა შემატყო რომ მოუსვენრობის პიკზე ვიყავი და დაწყნარებას არც კი ვცდილობდი.
ალბათ ასეთი რამ იმიტომ დამემართა რომ 4 წლის წინანდელი სიტუაცია თვალწინ დამიდგა. მეგონა ზუსტად ამ წამს მის ხელებში ავქვითინდებოდი, ან კი უბრალოდ მოვკვდებოდი!
შუბლზე ხელი ნერვიულად მოვისვი და თავი შევატრიალე რომ ჩემს ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შემეშრო.
ეს ცრემლი არანაირად არაა იმის ბრალი რომ ცივი წყალი გადავასხი. უბრალოდ ცუდად გავხდი როცა გამახსენდა ყველა ის წამი, რომელიც მასთან მაკავშირებდა.
-დაწყნარდი... -თითქოს ჩურჩულით, მაგრამ მკვეთრად ჩამესმა მისი შესანიშნავი ხმა ყურში. წამის მეასედში კი მისი სურნელი და თბილი შეხება ვიგრძენი. თითქოს მის გულის ცემას მეც ვგრძნობდი. მე არ მოვხვიე ხელები.. უფროსწორად ვერ მოვხვიე რადგან არ მქონდა ამის საშუალება, იმდენად ძლიერად ვყავდი ჩახუტებული. მთელი სიძლიერით მიკრობდა და თმაზე მეფერებოდა. რამოდენიმე წამში ერთხელ შუბლზე მის ცივ ტუჩებს ვგრძნობდი, რითაც თითქოს ვთვრებოდი. მეგონა ტვინი ამერია და მთელი სხეულით დავსუსტდი. ალბათ მას რომ ხელები გაეშვა ჩემთვის აუცილებლად ჩავიკეცებოდი... აშკარაა რომ მასაც აჩქარებული ჰქონდა გულის ცემა. თითოეულ ფეთქვას ვგრძნობდი!
საუკუნესავით გაიწელა ეს წამები. მის სხეულს ისე მოვშორდი თითქოს გამოვფხიზლდი.. მერჩივნა ისევ დაბნეული ვყოფილიყავი მის მკლავებში! შევბრუნდი და თვალები შევიშრე.
-უკაცრავად! -სწრაფად ვთქვი, ჭიქა ახლიდან ავავსე წყლით და მაგიდაზე დავდგი -აი შენი წყალი... -წარმოვთქვი და გვერდი ავუარე. სამზარეულოდან სწრაფად გავედი.
ისიც მალევე გამოვიდა.
-სველი ხარ... -ფრთხილად და ღიმილიანი სახით მიმითითა მაისურზე.
-ოთახში შევალ, გამოვიცვლი. აქ დამელოდე...-ვუთხარი და უკანსვლით წავედი. -შეგიძლია ყავა მიირთვა, ან ისევ წყალი დალიო... ნამცხვარიც სამზარეულოშია, თუ გინდა მაცივარი გამოაღე და სალათი მიირთვი. ან უბრალოდ დაჯექი.. -ოთახში შევედი და კარი მოვხურე. მისი მზერა, რომელიც კარის დაკეტვამდე შევამჩნიე, თითქოს აქაც შემომყვა. ჩემი ნერვიულობა რომ შევნიშნე ლოგინზე ჩამოვჯექი და დამშვიდება ვცადე. თან კარი ჩავკეტე.
-რას კითხულობ?! -მისი ხმა გავიგონე მისაღებიდან. -როგორც ჩანს მაგიდაზე დადებული წიგნი შენიშნა.
-პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს... -პასუხი არც თუ ისე სწრაფად დავუბრუნე.
-უკვე მერამდენედ კითხულობ.. -ხმადაბლა ჩაეცინა მაგრამ მაინც გავიგონე.
-მომწონს და იმიტომ. -მიკვირს დიალოგს რომ არ ვწყვეტდი და პირიქით, ვაგრძელებდი!
-მეც მოგწონვარ! -მტკიცედ თქვა.
-... -პასუხი არ დამიბრუნებია რადგან საჭიროდ არ ჩავთვალე.
-ისე... არგინდა პარიზში წავიდეთ? -ახალი მოულოდნელი წინადადება -მე და შენ.. -დააკონკრეტა.
-გერმანიაში ხომ არ ჯობს?! -ჩემს სახეს ვერ ხედავდა მაგრამ დარწმუნებული ვარ მიხვდა როგორი ირონიული გამომეტყველება და ხმა მქონდა.
-ეს თემა უნდა დაიხუროს... თანაც სამუდამოდ.
-მეეჭვება..
თმას ვივარცხნიდი და გასვლას ვაპირებდი როცა შემომესმა.
-ნინა და ლუკა ვინ არიან?! -ამ კითხვის მოსმენისას გავშრი და კარის სახელური ჩამოვქაჩე. დავინახე რომ დემეტრე მაჩაბელი ჩემს ნოუთბუქს ჩაშჩერებოდა.
-მე ასეც მიყვარხარო... -ჩაეღიმა მას
სწრაფად მივედი მაგიდასთან და ნოუთბუქი დავხურე. კინაღამ ხელი მოვაყოლე.
-რა წაიკითხე?! -რიტორიკული შეკითხვა დავუსვი და იმედი მქონდა რომ არასწორ პასუხს მივიღებდი.
-რა იყო.. რა ვიპოვე ასეთი. -დამცინოდა ის.
-რაც არ უნდა გეპოვა! -შვუბღვირე მას.
-მოთხრობებს წერ ქეთუშ? -მომხიბვლელად ჩამიკრა თვალი და სკამის საზურგეს ცალი იდაყვით ჩამოეყრდნო.
-ჯერესერთი ქეთი! და მერე მეორეც ეგ არაა შენი საქმე.
-კარგი.. ქალბატონო ქეთი! რა არის ამაში დასამალი? -დაჟინებით მომაცქერდა თვალებში.
-ვწერ როცა თავისუფალი დრო მაქვს! მარიამი კითხულობს. და კიდევ სხვა ხალხი, ვისაც არ ვიცნობ. ბლოგზე ვაქვეყნებ! -მოკლედ ვუპასუხე და ნოუთბუქი ხელში დავიჭირე.
-მაგ ბლოგის სახელს არ მეტყვი?
-არა! -წარბშეკრულმა ვუთხარი
-და მეც რომ მინდა წაკითხვა? -გამომცდელად შემომხედა. ყველანაირად ვცდილობდი მისი მზერისთვის თავი ამერიდებინა -გინდოდეს!
-ოდესმე აუცილებლად წავიკითხავ იცოდე... -დამარწუნა მან.
-აი შენი საბუთები იქ დევს.. -დივნის წინ მდგომ მაგიდაზე თვალით ვანიშნე. -შეგიძლია აიღო და...
-წავიდე? -ჩემი სათქმელი თვითონ დაასრულა.
-დიახ! შეგიძლია აიღო და წახვიდე... -მკაცრად მივმართე მას.
-აუ რა საყვარელი ხარ როცა ბავშვივით ბრაზდები და იბუტები.
-... -ხმას არ ვცემდი და ჩემთვის ვიდექი. გაბრაზებული ნამდვილად არ ვიყავი, მრცხვენოდა რომ გაიგო მოთხრობებს ვწერდი. ყველაზე მეტად იმას ვარიდებდი თავს რომ მას ეპოვნა.
გაბუტვით კი იმიტომ ვიბუტებოდი რომ უხერხული სიტუაციისგან თავის დაღწევას ვლამობდი.
-კარგი ნუ ბრაზობ.. ჩავრთე და პირველივე ფაილი ეგ გაიხსნა. შემთხვევით წამეკითხა სახელები და ისტორიის სახელი. ნუ გეშინია არ გიჩივლებ!
-საბუთები არ დაგრჩეს... -დიალოგი სასწრაფოდ უნდ დამესრულებინა რადგან მისი ღიმილი ჩემს გულს თიშავდა.
-კარგი წავალ.. -მომიახლოვდა. -მაგრამ იცოდე რომ ასე უბრალოდ არ გავჩერდები. -ჩვენ შორის მანძილი თანდათან მკვეთრად მცირდებოდა -შეიძლება დიდი შეცდომა დავუშვი და ურთიერთობაში რაღაც შემეშალა... -ჩემი სახე ხელებში მოიქცია -მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე დავნებდები და მოგცემ საშუალებას ჩემზე მთელი ცხოვრება გაბრაზებული იყო.
-იცი ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მეგობრები ვიყოთ... ხელს არაფერი გვიშლის... -დაუფიქრებლად წარმოვთქვი, მან კი შემაწყვეტინა.
-ხელს რა გვიშლის? -ხელები ნელა მომაშორა. -გრძნობები ქეთი... გრძნობები! -განქორწინების საბუთები ხელში სწრაფად აიღო და კარისკენ უკუსვლით წავიდა. -როგორ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები, როცა ასე ძალიან მიყვარხარ! განა ვერ მიხვდი რატომ არ ვიქნები ლაშას მეჯვარე? იმიტომ რომ ჩემი მომავალი ცოლი ნათესავად არ უნდა მეკუთვნოდეს! უკვე გაგაფრთხილე და იცოდე მუდამ გაგიმეორებ რომ იქამდე არ გავჩერდები, სანამ გულწრფელად არ მეტყვი, რომ აღარ გიყვარვარ და არც გყვარებივარ!!! -ზღურბლს გადააბიჯა და კარი მიიხურა.
რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვიდექი გაუნძრევლად, გაშეშებული და გაყინული... მისგან პირველად ჩამესმა ყურში სიტყვა "მიყვარხარ!" თანაც... "ძალიან მიყვარხარ!"
როცა აღარაფერი შემეძლო ოთახში შევედი და ლოგინზე ტირილით გადავეშვი!
სიყვარული... ეს ისეთი რამაა, სწორედ მაშინ რომ გეწვევა როცა მზად საერთოდ არ ხარ. უცბად შემოგიტევს და თავს სამუდამოდ გამახსოვრებინებს. დგება დრო როცა ეს სიყვარული ზურგს გაქცევს, შებრუნდება და შენგან მიდის. მიდის, მაგრამ ამასაც ვერ იგებ ისე ხარ ჩაფლული.
11 ივლისი... 2012 წელი
კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე და გერმანიის სასტუმროს დერეფანში ჩემს მეგობრებს ვეძებდი. უამრავი ადამიანი ტრიალებდა იქვე. დივანზე ორი ბიჭი იჯდა, რომლებმაც ჩემი ყურადღება ასე თუ ისე მიიქციეს. ორი წამით მოვკარი მათ თვალი მაგრამ არცერთის სახე არ დამინახავს. შევამჩნიე რომ ერთ-ერთო ბიჭი წამოდგა და თვალი მოვაშორე. არ მინდოდა დაენახა რომ ვუყურებდი. ცხელი ყავა ვიყიდე, ხელები დაკავებული მქონდა. ძლივსძლიობით ამოვიღე ტელეფონი რადგან ჩემი ანსამბლის ერთ-ერთ მოცეკვავესთან, სალომე კერესელიძესთან უნდა დამერეკა... როგორც კი ნომრის აკრეფვა დავიწყე მაღალ, გამხდარ, მოკლეთმიან სიმპატიურ ბიჭს შევეჯახე. ეს ის ბიჭია წეღან რომ თვალი მოვკარი. სირცხვილისგან თვალების გახელა არ მინდოდა როცა მივხვდი რომ ჩემი ჭიქა დაცარიელდა და მთელი ყავა მის ტანსაცმელზე გაიჟღინთა. ჩემს თავზე ამეშალა ნერვები.. ტელეფონიც ხელიდან გამეშვა და ჩანთაში რაც მქონდა ყველაფერი გადმოიყარა. კოსმეტიკის ნივთები, სავარცხელი, საფულე, საბუთები და ფული... ვბრაზობდი ჩემს საშინელ მოხერხებულობაზე.
მთლიანად გავწითლდი. სახეზე ჭარხლის ფერი დამედო... თან შიშისგან ფეხები ამიკანკალდა მაგრამ რისი მეშინოდა არ ვიცი.
როგორც იქნა თვალები გავახილე და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ჩხუბსა და ყვირილს ჩემს წინ მდგომი ბიჭი.
დაბნეული ვუხდიდი ბოდიშებს. ინგლისური კარგად ვიცი მაგრამ ამ დროს ვერ ჩამოვაყალიბე რა უნდა მეთქვა. თავსაც ვერ ვიმართლებდი. რუსულად, გერმანულად, ფრანგულად თითქმის ყველაფერი ვუთხარი რაც ვიცოდი. გაჩერებას ალბათ მანამდე არ ვაპირებდი სანამ თვითონ არ შემაჩერებდა...
-უკაცრავად?! -თქვა და მისმა მომხიბვლელმა ღიმილმა დამატყვევა. ქართველი აღმოჩნდა.
-მაპატიეთ... ხელები დაკავებული მქონდა და ნომერს ვკრეფდი.. ვერ დაგინახეთ და ამიტომაც შეგეჯახეთ.. გთხოვთ მაპატიეთ... -ხელსახოცებს ვაწვდიდი და ნერვიულად ვცდილობდი დანაშაულის გამოსწორებას.
-ძალიან ცხელია! -სახე შეჭმუხნა
-არ მინდოდა.. ბოდიშს გიხდით! -თავი დავხარე რადგან თვალებში ვერ ვუყურებდი. ამის ორი მიზეზი მქონდა. ერთი ის რომ შევრცხვი და მეორე ის, რომ ვდნებოდი მისი სახის დანახვაზე. თან მისი სურნელიც მთიშავდა.
-დაწყნარდი! -ღიმილით მიბრძანა მან. -მე დემეტრე... დემეტრე მაჩაბელი! -თავისი სახელი და გვარი მითხრა და ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა.
-ქეთი ახვლედიანი.. -მორცხვად ვუთხარი მას და ხელი ჩამოვართვი. -არვიცოდი ქართველი თუ იყავით.. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს! შემიძლია ეს სიტუაცია რამით მაინც გამოვასწორო?
-ვფიქრობ შეგიძლია... -ცალი წარბი აზიდა. მისმა ნათქვამმა უფრო შემაშინა. -უნდა შემხვდე საღამოს.. სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ ანნ საერთოდაც ვივახშმოთ. -გაუხარდა მას.
-ვატყობ მეგობართან ერთად ხართ.. -მეორე ბიჭს გავხედე, რომელიც წვენს სვამდა და ჩვენ გვიყურებდა. -ალბათ რაიმე საქმეზე ხართ..
-მართალია საქმეზე ვართ. დღეს მოვაგვარეთ უკვე ეს საქმე, ხვალ საბუთებს ავიღებთ და ზეგ მივდივართ. აბა რას იტყვი შემხვდები თუ არ მოგწონს ჩემნაირი ტიპები.. იქნებ არ გინდა ჩემი გაცნობა! -სახე მოეღუშა
-იცით მე...
-არა, თუ დღეს არ შეგიძლია არაუშავს.. ხვალ იყოს! -სწრაფად თქვა როცა ჩემი დაბნეულობა შენიშნა.
-ხვალ კონცერტი მაქვს..
-კონცერტი? -თითქოს გაიოცა.
-ვცეკვავ.. სოლოში გამოვდივარ. -გამიხარდა როცა ამ თემას შევეხეთ. მიუხედავად იმისა რომ სულ უცხოს ვესაუბრებოდი.
-ანუ მოცეკვავე ხარ! -აღფრთოვანდა ის
-ჰო.. ასეა! -შევიფერე და ჩემი სიმორცხვე შემცირდა.
-მშვენიერია!.. -ცალყბად გაიღიმა -ზეგ...
-ზეგ საქართველოში ვბრუნდები -სწრაფად შევაწყვეტინე.
-სწორედ ამის თქმა მინდოდა. მეც საქართველოში ვბრუნდები. ანუ ვერ შევხვდებით? -ღიმილი სახიდან წაეშალა.
-მე ხომ არ მითქვამს რომ დღეს არ შემიძლია... -ჩამეცინა.
-ანუ? -თვალებში დაჟინებული იმედით მომაცქერდა.
-ანუ ის რომ დღეს ვივახშმებთ! -პირველად დავთანხმდი ბიჭს შეხვედრაზე..
-ესეიგი ჩემს გაცნობაზე უარს არ ამბობ.. -ისევ გაეღიმა, ოღონდ ამჯერად თითქოს თავისდაუნებურად.
-არა რათქმაუნდა..
-კარგი მაშინ საღამოს 8 საათზე ზუსტად აქ, ამ ადგილას შევხვდებით. -ჩამოსართმევად ხელი ისევ გამომიწოდა.
დამემშვიდობა და ნივთების აკრეფვაში დამეხმარა.
2012 წლის 11 ივლისი. დღე როცა მე და დემეტრე მაჩაბელმა ერთმანეთი პირველად ვნახეთ.
იმ საღამოსაც ვივახშმეთ, ვისაუბრეთ, ერთმანეთი გავიცანით. მეორე დღეს ჩემს კონცერტს დაესწრო და კულისებში ყვავილებით ხელში შემოვიდა. თავისი ძმაკაცი ლაშა გამაცნო. აღმოჩნდა რომ ბიზნესის საქმეზე იყო გერმანიაში. მერე მესამე დღეს მე ჩემს ანსამბლთან ერთად წამოვედი საქართველოში და ის ლაშასთან ერთად. მეგონა პირველივე შეხვედრით ყველაფერი დამთავრდა მაგრამ შევმცდარვარ. პირიქით.. ყველაფერი პირველი შეხვედრიდან დაიწყო. ისე შემიყვარდა ვერც მივხვდი. მასაც შევუყვარდი და ამას ყველასთან ვაღიარებდით ერთმანეთთან აღიარების გარდა! ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ამას მარტო ქცევებით გამოვხატავდით. ჩვენს ურთიერთობას მეგობრობა არანაირად არ ერქვა... მთელი ორი წელი ვიბრძოდით ერთი სიტყვის სათქმელად მაგრამ ალბათ გამბედაობაც არ გვყოფნიდა. ერთერთი მიზეზი შიშიც იყო... გვეშინოდა რომ უფრო გავაფუჭებდით ყველაფერს. ის 13 ნოემბერიც ამის მანიშნებელია... ამ დღეს სიყვარული ვაღიარეთ ერთმანეთში და ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა. ყველაფერი იმ დღეს დაიმსხვრა. ჩვენ იმაზე მეტად გვიყვარდა ერთმანეთი ვიდრე ნებისმიერ შეყვარებულ წყვილს. მიუხედავად იმისა რომ შეყვარებულები არც კი ვყოფილვართ.
2012 წლის 11 ივლისი -ჩვენი პირველი და სამუდამოდ დასამახსოვრებელი შეხვედრა.
ერთი თვეც გავიდა. დღეს 5 იანვარია. მარიამის ქორწილი...
ბოლო ლაპარაკის მერე მე და დემეტრემ ერთმანეთი სულ რამოდენიმეჯერ ვნახეთ. ახალწელს ერთად შევხვდით. მარიამის სახლში გავატარეთ მთელი ღამე მე ლაშამ და დემეტრემ. მე და დემეტრემ უბრალოდ ერთმანეთს მივულოცეთ. არაფერი უთქვამს ჩვენს ურთიერთობაზე. როცა მითხრა რომ ასე უბრალოდ არ დანებდებოდა ტყუილი აღმოჩნდა. მე კი უკვე ეჭვიანობის ზღვარზე ვარ. ვეჭვიანობ რადგან მგონია რომ ვიღაც სხვა უყვარს და მე აღარ. არც მაქვს ამის მიზეზი. ეგოისტი ვარ... ბიჭზე, რომელიც თავს მევლებოდა და ახლა ყურადღებასაც არ მაქცევს ვეჭვიანობ, რადგან ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს რომ აღარ ვუყვარვარ. რა უფლება მაქვს?! თავად არ მივეცი საშუალება რომ ჩემთან ყოფილიყო და ახლა რას ვითხოვ?!
ზედმეტად სწრაფად და უმნიშვნელოდ ჩაიარა ქორწილისთვის მოსამზადებელმა პროცესმა. მარიამი ულამაზესი პატარძალია. ხელი მოაწერეს.. ეკლესიაში ჯვრისწერასაც დავესწარი და ბოლოს დარბაზში გაგრძელდა ჩემი "გართობა".
მარიამის გვერდით მე ვიჯექი და ლაშას გვერდით ცოტნე.. როგორც მეჯვარეები! დემეტრე კი ერთი წუთითაც არ მოშორებია ჩვენს მაგიდას. ხან მარიამს ეცეკვებოდა ხან კი მისთვის უცხო გოგოებს.
ცოტახანში მაგიდასთან სულ მარტო აღმოვჩნდი. ყველა ცეკვავდა. ლაშა და მარიამიც თავიანთ სტიქიაში იყვნენ.
ცალი იდაყვით მაგიდას ვეყრდნობოდი და ჩაფიქრებული ვიჯექი. იმდენად უხასიათოდ ვიყავი კინაღამ ჩამეძინა. ამაზე ალბათ წყნარმა მუსიკამაც იმოქმედა. ვიღაც მომიახლოვდა და თავი რომ ავწიე ჩემს წინ მდგომი დემეტრე დავინახე.
-უნდა მეცეკვო! -უემოციო გამომეტყველებით მითხრა. მისმა ამ საქციელმა ნამდვილად გამაოგნა. მეგონა ჩვენს შორის ნაცნობობაც კი დამთავრდა.
-... -ვდუმდი.
-არ გთხოვ, გიბრძანებ! -წარბები აზიდა.
-როდის აქეთ შეგიძლია რამე მიბრძანო... -ჩემდაუნებურად ირონიულად ჩამეღიმა.
არაფერი უპასუხია უბრალოდ ხელი მომკიდა და ხალხში შემიყვანა. ლაშას და მარიამის გვერდით ვცეკვავდით. კინაღამ მის მკლავებში ჩავიკეცე. მისი სურნელი ისევე მათრობდა როგორც პირველი შეხვედრისას.. თითქოს ერთმანეთს ვეყრდნობოდით! არ მინდოდა ამ ყველაფრის გაცნობიერება და გაანალიზება რადგან ზუსტად ვიცი მოვშორდებოდი. თითქმის მივეკარი მას. თავი მომადო. არ ვიცი ამ დროს რა დამემართა... დრო გამოვიყენე და სულ ოდნავ თავი მხარზე დავადე. გადავწყვიტე ჰგონებოდა რომ არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი. ჩემთვისაც კარგი იქნებოდა ეს... მინდოდა სცოდნოდა რომ შეგნებულად არ ვაკეთებდი და ეს იმ მუსიკის ბრალია რომელიც ყურში ჩაგვესმოდა. ჩვენს ირგვლივ თითქოს ყველა და ყველაფერი გაქვავდა. მეგონა დრო შეწყდა და მხოლოდ მე და ის ვიდექით ღია ცის ქვეშ ვარსკვლავების დაბლა! ასე არ იყო მაგრამ მინდოდა რომ ყოფილიყო!
ვერ ვიგებდი მცხელოდა თუ მციოდა. თითქოს ჩემს თავს ვეღარ ვგრძნობდი.. ისევ ისე შეწყდა ჩემს ორგანიზმში ყოველი სასიცოცხლო პროცესი, როგორც ერთი თვის წინ ჩემს სამზარეულოში მდგარ დემეს წყალი რომ გადავასხი...
-კანკალებ! -უემოციო ხმით მითხრა
-მეეჭვება.. -თითქოს გამოვფხიზლდი და მის სხეულს მოვშორდი. ისევ ვცეკვავდით უბრალოდ აღარ ვეკრობოდი.
-მთელი სხეულით კანკალებ ქეთი ახვლედიანო!!! -სერიოზული ტონით და მკაცრად მომმართა.
-რაიცი?! -თითქოს არ ჰქონდა უფლება ეს სცოდნოდა.
-გგრძნობ! -მტკიცედ წარმოთქვა და ჩემი თვალთახედვის არიდან გაქრა... ჩემს ტერიტორიას მთლიანად მოშორდა. მუსიკა კი გრძელდებოდა. ხალხს გაერია და ორი დაბალი საფეხურით მაღლა ავიდა. მიკროფონთან დადგა და მუსიკა გამოართვევინა. სიჩუმემ დაისადგურა და ცეკვა შეწყდა. ყველას ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. მე კი უბრალოდ გავშრი!
ღრმა სიჩუმეს ჩემს გონებაში ჩემივე გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა.
-მოგესალმებით ყველას! -მიმართა იქ მყოფ სტუმრებს მაჩაბელმა. მისი ხმის ამოღებისას გული უფრო ამიჩქარდა. -პირველ რიგში
მინდა მივულოცო ახალდაქორწინებულ წყვილს გაბედნიერება. ჰოო... ეს ხომ ტიპიური ფრაზაა, რომელიც ყოველ ქორწილში ისმის. ძალიან მიყვარხართ ლაშა და მარიამ... თქვენით ვცოცხლობ და თქვენით ვხარობ... ლაშას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ მარიამი კი 4 წლის წინ გავიცანი! თქვენ მასწავლეთ მე ცხოვრება და თქვენ მაბედნიერებთ. -არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო როცა მე არც კი მახსენებს. -აქ რათქმაუნდა იმყოფებიან მარიამის დედ-მამა, ნინო და ლევანი, რომლებმაც უძალიანმაგრესი ადამიანი აღზარდეს.. და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ მათი ერთადერთი შვილის ქორწილში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ამ ყველაფრისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ლიკას და ირაკლის... ლაშას მშობლებს. ბავშვობიდანვე მიცნობენ და კარგად იციან როგორიც ვარ. ვინიცის რამდენი ბედნიერი დღე მახსოვს ამ ოჯახთან დაკავშირებით. -თვალებში ერთხელაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის და ეს მკლავდა. -კიდევ რაღაცის სათქმელად ამოვედი აქ. და მოხარული ვიქნები თუ მომისმენთ.
ვიცი ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით...
წეღანაც შევნიშნე თქვენი მზერა როცა მე და ერთი ადამიანი ვცეკვავდით. -სული შემეხუთა ამის მოსმენისას. -ქეთი 4 წლის წინ გავიცანი. ზუსტად მან გამაცნო იმ დროს მარიამი.. კარგად გახსოვთ ყველას, როგორი ურთიერთობა გვქონდა მე და ახვლედიანს. რამდენს გეგონათ რომ შეყვარებულები ვიყავით არა?! არადა არ ყოფილა ასე.. ძალიან შემიყვარდა მაშინ, მაგრამ არაფერი მითქვამს მისთვის. -მე არ მომმართავდა. ხალხს ელაპარაკებდოდა -რამხელა შეცდომა დავუშვი არა? რას ველოდებოდი. მისთვის ისიც კი არ მითქვამს რომ მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცოდა ეს. მაინც აუცილებელი იყო სიყვარულის ახსნა. ვიცი რომ მასაც ვუყვარდი. ისიც გახსოვთ რომ ორი წლის შემდეგ საქართველოდან წავედი. ცოლი მოვიყვანე და შვილი მეყონა არა?! გგონიათ ჭორია?! სულაც არა... მართლა მყავდა მე ცოლიც და შვილიც. ცოლი რომელიც მთელი 2 წელი მატყუებდა. მატყუებდა რომ ლუკა ჩემი ნამდვილი შვილი იყო. იცით როგორ მიყვარდა ლუკა? ისე როგორც საკუთარი შვილი. ასეც მეგონა... იცით რამდენი რამ დავგეგმე მის მომავალთან დაკავშირებით? იცით როგორი შვილი უნდა აღმეზარდა? სამაგალითო! ყველაფრის გაკეთებას ვაპირებდი. ცოლს, რომელიც არ მიყვარდა არაფერს ვაკლებდი. შეცდომა დავუშვი ხალხო! შეცდომა... მახსოვს ჩემი უახლოესი ადამიანის, ცოტნე ნაკაშიძის ქორწილი იყო. იმ დროს წავედი მე ქეთისგან. იცით როგორ ვნანობ?! როგორ მინდა იცით?! არა... ამის აზრზეც კი არ ხართ! მარტო ზურგს უკან ლაპარაკობთ და გგონიათ ამით არაფერი ხდება. წარმოდგენაც კი არ გაქვთ რადღეში ვიყავი მე... ისიც კი არ შემეძლო რომ ბოლო წუთებში მაინც დავლაპარაკებოდი ქეთის და მიზეზი ამეხსნა. მისი ცხოვრებიდან ისე გავქრი უკან არც მომიხედავს. გგონიათ ჩემთვის ეს ყველაფერი ადვილი იყო არა? მთელი ორი წელი განხილვის საგნად მთვლიდით და მაკრიტიკებდით. მე ახლა თავს არ ვიმართლებ... უბრალოდ მინდა გაგაგებინოთ რა არის სწორი და რა არასწორი. ვწყევლი იმ დღეს როცა მე ავდექი, ბარგი ჩავალაგე და წავედი. იცით რა მემართებოდა გერმანიაში? წუთი არ გავიდოდა ქეთიზე რომ არ მეფიქრა. რადგანაც ბიჭი ვარ გგონიათ ცრემლების შეკავებას შევძლებდი?! რამდენჯერ ჩავამტვრიე მანქანის შუშა მუშტებით იცით? რამდენჯერ მიფიქრია იცით რომ ჩამოვსულიყავი აქ, საქართველოში და ქეთი უბრალოდ მომეტაცებინა? წამეყვანა ისეთ ქვეყანაში სადაც ვერავინ გვნახავდა. ამის მაგივრად? ჩემს ტყუილ მოვალეობას ვასრულებდი. ზუსტად იმ დღეს ვნახე ამდენი ხნის შემდეგ ქეთი პირველად, როცა იმ იდიოტმა ჩიქოვანმა მიატოვა. ვინ იცის რამდენჯერ ვცადე უკვე მასთან თავიდან დაახლოვება...
ვინ იცის რამდენჯერ შემიყვარდა თავიდან! ერთი თვის წინ ჩავეხუტე.. და იცით რა დამემართა? გულში ცეცხლი დამენთო... მას ისევ არ უნდა ჩემთან ყოფნა. მართალია მინდა რომ შემირიგდეს, მაგრამ არ ვამტყუნებ მის ქმედებას. ზუსტად ერთი თვეა რაც მასთან არ მილაპარაკია. თვალებშიც კი არ ჩამიხედავს ნორმალურად და არც ახლა ვუყურებ.. მიჭირავს ეს საშინელი მიკროფონი და იმის მაგივრად რომ მის წინ ვიდგე და მეორე პირში ველაპრაკო აქ ვდგავარ და თქვენ გიხსნით ჩემს სიყვარულს მის მიმართ. შეცდომა დავუშვი. ღალატის ტოლფასი იყო იმ გოგოს ცოლად მოყვანა. საერთოდ ის ქმედებაც არ უნდა დამეშვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე მისგან შვილი მყოლოდა. თითოეულ წამს მასთან უნდა ვყოფილიყავი. მაშინაც კი როცა მშობლები გარდაეცვალა. ერთი თვის წინ ლაპარაკის დროს ვუთხარი რომ არ დავნებდებოდი და ამ სიყვარულისთვის ვიბრძოლებდი... მთელი ამ დღეების განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, და იცით რატომ? მეგონა გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებოდი ამით. მეგონა ერთი წამით მაინც დაფიქრდებოდა თავის გრძნობაზე. მეგონა თავს მოვანატრებდი და სწორედ ეს დავისახე ბრძოლის მიზნად... მინდოდა თვითონ მისულიყო სწორ ნაბიჯამდე. ვინიცის როგორ დააფიქრა იმ ფაქტმა ყურადღებას რომ არ ვაქცევდი. ალბათ ეგონა რომ დავნებდი.. არა ხალხო, მე არასოდეს დავნებდები! არ შემიძლია ამ საქმეს შევეშვა. პირველ რიგში იმიტომ რომ ქეთი ახვლედიანზე ვგიჟდები და მეორე ის რომ მინდა ჩემი დანაშაული ყველანაირად გამოვასწორო. ვფიქრობ ეს ქორწილი ამ სიტყვის წარმოსათქმელად საუკეთესო საშუალებაა. მაპატიეთ თუ ხელს გიშლით, უბრალოდ სხვა ადგილი ვერ ვნახე სადაც ამ ყველაფერს ვიტყოდი. 300 კაცი იმყოფება ამ დარბაზში და მინდა ყველამ გაიგოს ჩემი გრძნობის შესახებ. იცით რა ლამაზია ქეთი? თავად ნახეთ... მე ვერ შევხედავ, თქვენ შეხედეთ. ახლა მას ერთი წამითაც რომ გავხედო ვერ ვიცოცხლებ. დავიბნევი და ჩემს აზრებს ვერ ჩამოვაყალიბებ. უყურებთ? თვალებიც ხომ ლამაზი აქვს.. თმა? თმაც ხომ ძალიან უხდება ასე. გაშეშებული დგას არა? ხმას ვერ იღებს ხო? იცით როგორ მინდა იმავე გრძნობით რომ მიპასუხოს? არაფერს ვაძალებ. უბრალოდ მინდა დამეხმაროს დანაშაულის გამოსწორებაში და მომცეს საშუალება თავი ისევ შევაყვარო! ტანი? ტანი როგორი აქვვს... ვერ ვხვდები როგორ არ უნდა უყვარდეს ის ადამიანს. როცა გავიგე მოცეკვავე იყო ამან სულ გამაგიჟა... თვითონ ქეთი მაგიჟებს მე!
მის გარეშე ვერ ვსუნთქავ... სიცოცხლე არ შემიძლია. არარაობა ვარ როცა ჩემგვერდით არ დგას! გული არ მიცემს როცა ის არ მეხუტება. თვალი უგრძნობია, როცა მას ვერ ხედავს. სმენაც კი დაქვეითებულია როცა მის ხმას ვერ ვიგებ! არ შემიძლია მე მის გარეშე არსებობა!
იცით რა მემართება როცა მას ვეხები? სული მეხუთება და გული მეკაწრება. ოდესმე გაიგონებდით ფრაზას "ადამიანს ცვლის ტკივილი ან საფლავი". მე მან შემცვალა. ქეთია ჩემი ცხოვრების მიზანი, აზრი და არსებობა!
ახლა თქვენს გაოცებულ თვალებს ვხედავ, ჩემკენ მომართულს. წამიერად ქეთის გახედავთ ხოლმე და ალბათ ფიქრობთ როგორ მოგვაბეზრა ამ ბიჭმა თავისი ლაპარაკით თავიო... მაპატიეთ გართობაში თუ ხელს გიშლით. აი... მარიამის თვალიდან ცრემლი ჩამოგორდა. ეს უკვე კარგის ნიშანია! ესეიგი ჩემი ნათქვამი რაღაცას ნიშნავს. რადგანაც ახლა ყველა ჩუმადაა და მისმენს, ესეიგი ღირს მოსასმენად ჩემი საუბარი. თუ ჩემი თითოეული სიტყვა გაიაზრეთ იმასაც მიხვდებოდით რომ სიყვარულს არ ვუხსნი მას.. უბრალოდ მთელი სამასი კაცის წინაშე განვიხილავ ჩემ ცხოვრებას, რომელიც ქეთისთვის გრძელდება!
ვინიცის რამდენ სიზმარს ვხედავ ყოველ ღამე მასზე. ვინიცის რამდენჯერ ამჩქარებია გული მისი ღიმილის დანახვისას. რომ იღიმის მე უსულო სხეულად ვიქცევი ხოლმე. წეღან.. წეღან რომ ვცეკვავდით და თავი რომ დამადო იცით რა დამემართა? თითოეული წამი თვალწინ დამიდგა. თითოეულმა მოგონებამ თავი გამახსენა. მეც კი გამიკვირდა თურმე რა ძლიერი სიყვარული მცოდნია! ღმერთს მადლობას ვუხდი ქეთის რომ შევხვდი. სანამ მას გავიცნობდი... რა ვიყავი მე?! ბიჭი რომელიც ყოველდღე სხვადასხვა გოგოს ეარშიყება და არ იცის მნიშვნელობა სიყვარულისა. ვფიცავ... რომ მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მას ჩემგვერდით არაფრის შეეშინდება. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და სიცოცხლეს მირჩევნია. ყველაფერს დავთმობ მისთვის და თავსაც გავწირავ კარგად რომ იყოს!!! ეს სიტყვები კიდევ არაა საკმარისი ჩემი გრძონბების ასაღწერად მაგრამ ჯობს გავჩუმდე, მოგცეთ საშუალება არ დაითრგუნოთ ჩემი მონოლოგით და გაერთოთ.
საუბარს ვწყვეტ. ამ წუთიდან ეცოდინება ქეთი ახვლედიანს რას ვფიქრობ მე. პირობას ვდებ რომ აღარ შევაწუხებ.
მეყვარება.. სიგიჟემდე მეყვარება მაგრამ ჩემთვის! ჩემს გულში იქნება ეს დამალული. დაველოდები მაშინაც კი სულ რომ მთელი ცხოვრების გაფლანგვა დამჭირდეს. მეყვარება მაშინაც კი თუ ჩემი სიკვდილი ენდომება. მეყვარება სასწაულად... მისთვის ვიბრძოლებ და მისთვისვე ვიცოცხლებ! თავს აღარ მოგაწყენთ.. უბრალოდ ერთს დავამატებ.. აღარ მივცემ თავს უფლებას თავი მოვაბეზრო სიყვარულის ახსნებით. მთავარია ახლა ვთქვი ყველაფერი და ეს სამუდამოდ ეცოდინება. ჩემი კითხვა უკვე იცის... პასუხს კი სამუდამოდ დაველოდები. მადლობა აქ მყოფ თითოეულ ადამიანს ვინც ჩემი ერთი სიტყვა მაინც მოისმინა. და მადლობა ქეთის რომ ასეთი კარგია!

არ ვარ კარგად! ცუდად ვარ... საკუთარ თავს ვერ აღვიქვამ. მესმის ტაშის დაკვრის ხმა. მთელი დარბაზი ამ ხმამ მოიცვა. დემეტრე სცენიდან ჩამოვიდა და ჩემს თვალს მიეფარა. საპირფარეშოსკენ ფრთხილად წავედი. რამოდენიმე ადამიანის მზერაც კი გამომყვა. შევედი და კარი შიგნიდან ჩავკეტე. მივეყრდენი და უსულო სხეულივით ჩავსრიალდი. არ მაღელვებდა ტანსაცმელი დამესვრებოდა თუ არა. მთელი სხეულით უძლური ვარ და ცრემლებისგან ვიცლები. არაფერი შემიძლია ტირილის გარდა.
უცბად საპირფარეშოს კარზე კაკუნი გაისმა.
-ქეთი მე ვარ... -მარიამის ხმა შემომესმა -ახლავე უნდა გააღო კარი რადგან შეიძლება რამე დაგემართოს. მე კი ვერ ვიცოცხლებ.
მაშინვე გავაღე კარი, ის კი მომვარდა და ჩამეხუტა.
-ცუდად ვარ... -წარმოვთქვი და უფრო ცუდად გავხდი
-ვიცი.. -ძლიერ მიმიხუტა.
-სიკვდილი მინდა! -ტირილს ვერ ვწყვეტდი
-მესმის შენი... -მასაც ცრემლები მოსდიოდა
რამოდენიმე წამის განმავლობაში ჩახუტებული ვყავდი ხმას არცერთი არ ვიღებდით.
-იქნებ მეშინია..
-რაა? -მკითხა გაოცებულმა.
-გახსოვს ერთი თვის წინ შეკითხვა დამისვი, მაინც რატომ არ გინდა რომ შეურიგდეო..
-მერე?
-მერე ის, რომ მეშინია, მისი ახლიდან დაკარგვის!

მთელი ღამე დასუსტებული ვიყავი. რა უნდა გამეკეთებინა ისიც არ ვიცოდი და როგორ შეიძლებოდა ამ მომენტში კარგად ვყოფილიყავი?! თავი სიზმარში მგონია... დემეტრეს კარგად ვიცნობ მაგრამ ასეთი გაბედულიც თუ იყო არ მეგონა... ჩემი ცხოვრება კი არა რაღაც წიგნი მგონია! თითქოს სხვის ცხოვრებას ვკითხულობ და არა ჩემსას, რადგან ძალიან არარეალურია ჩემთვის ეს ყველაფერი. სიზმარსაც ვერ ვუწოდებ ამ ამბავს... ამისთვისაც კი შეუფერებელია.
მთელი ღამე უბრალოდ მაგიდასთან ვიჯექი და ვუყურებდი ბედნიერ ხალხს. რამდენი ხალხის ყურადღება დამიმსახურებია თურმე! რამდენჯერ გავიგე მოლაპარაკე ხალხისგან ჩემი სახელი. ნერვების ამშლელია არა?! სულ ვცდილობდი ყველასგან და ყოველთვის შეუმჩნეველი ადამიანი ვყოფილიყავი მაგრამ თბილისის რისხვა ხომ ასეთია?! ეს ერთერთი მიზეზია ახალი საკითხის განხილვისა...
სცენაზე გამოსვლის შემდეგ მე და დემეტრეს ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს გარდა იმისა როცა შამპანიურით ჭიქები გაავსო და დალევა მეც შემომთავაზა. თან ისე მთავაზობდა რომ თვალებშიც არ მიყურებდა. განა იმიტომ რომ სრცხვენოდა... უბრალოდ არ თვლიდა საჭიროდ. მთელი საღამოს განმავლობაში ვცდილობდი მისი თვალთა ხედვიდან გავმქრალიყავი რადგან ნამდვილად არ მსურდა უხერხული სიტუაცია ახლიდან გამეთავისებინა. ძალიან მრცხვენოდა რომ მის ნათქვამზე ერთ სიტყვიანი პასუხიც კი არ მქონდა. სასაცილოა არა? სატირალი რომ არ იყოს... ბიჭი რომელიც ძალიან მიყვარს, მეგობრის ქორწილში ადის სცენაზე და მიხსნის სიყვარულს. თანაც მესამე პირში... უზარმაზარ ტექსტს წარმოთქვამს და უარყოფით პასუხს არც კი ელოდება. უბრალოდ თავის გრძნობებს აღწერს და დადებით პასუხს ითხოვს ჩემგან. მასზე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი მაგრამ ის ნამდვილად არ მეგონა ამხელა გამბედაობა თუ ჰქონდა. ისიც კი არ მეგონა მართლა ასე ძალიან თუ ვუყვარდი. ყოველი მომავალი წამის მეშინია. ყოველთვის რაღაც საშინელებას ველოდები... ვერც აწმყოს აღვიქვამ და ვერც მომავალს განვსაზღვრავ. განა იმიტომ რომ ასე მინდა.... უბრალოდ არაფერზე ფიქრი არ შემიძლია წარსულის გარდა. წარსულით ვცხოვრობ და წარსულითვე ვიცხოვრებ! მძულს ჩემი გარემოება. მძულს ყოველი დღე, რომელიც თენდება. მძულს თითოეული ღამე, რომელიც ცუდის მოლოდინში გრძელდება. მძულს მთლიანი ცხოვრება. უბრალოდ მინდა ჩემთვის ვიყო...
არავისთან შემიძლია ლაპარაკი ამ თემასთან დაკავშირებით. დემეტრეს მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვის ახლიდან გააზრებას და გაცნობიერებას ვცდილობდი. აბა სხვა რა უნდა მექნა... სხვაზე მაინც ვერაფერზე ვფიქრობდი.
ყოველ წუთას ცრემლები მცვივა და ბოლოს ასე ვიყავი როცა ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ...
ქორწილი ღამის 3 საათზე დამთავრდა. მანქანით წამოვედი სახლში და მთელი ღამე გავათენე წერაში. ხან რაღაც ისტორიებს ვწერდი ხან კიდევ ჩემს ცხოვრებას განვიხილავდი... მინდა ყველა ის დღე გავიხსენო რაც დასამახსოვრებელია ჩემთვის ცუდად ან თუნდაც კარგად... მინდა დავიცალო გრძნობებისგან. დემეტრეს ნათქვამი ყველა სიტყვის ახლიდან გაცნობიერებას და გაანალიზებას ვცდილობდი. დღევანდელ სიტუაციას აღვწერდი. ბლოგზე არ გამომიქვეყნებია და უბრალოდ ჩემთვის ვწერდი.
სარკეშიც არ ჩამიხედავს რადგან ვიცოდი სასტიკად ჩაწითლებული და ამომშრალი თვალები დამხვდებოდა. არაფერი მიჭამია მხოლოდ წყალს ვსვამდი ისიც იმიტომ რომ ყელი მიშრებოდა.
მინდა ფანჯრებზე მუქი ფერის სქელი ფარდები ჩამოვაფარო და კარებები ჩავკეტო. გამოვეთიშო მთლიან ცივილიზაციას და ვიყო ჩემს თავთან მარტო... არავისთან კონტაქტი არ მინდა.
დილის 12 საათზე გავახილე თვალები და აღმოვაჩინე რომ დივანზე ჩამძინებია... ფანჯრებზე მზე იყო მომდგარი და ნერვები მეშლებოდა საერთოდ რომ ჩამეძინა. სარკესთან ფრთხილად მივედი და დავინახე რომ თვალებზე სიწითლე ჯერაც არ გამქრალიყო. ცოტა არ იყოს შევშინდი.
საათს კიდევ ერთხელ დავხედე და აღმოვაჩინე რომ ცეკვის რეპეტიცია გავაცდინე... მაშინვე ხელმძღვანელის ნომერი ავკრიფე. მისთვის მეგობარი უფრო ვიყავი ვიდრე რიგითი მოსწავლე. ეს ძალიან მახარებდა..
-თეკო! -მივმართე მას როცა მიპასუხა.
-გისმენ ქეთ..
-ბოდიში რა.. ახლახანს გამეღვიძა. გუშინ ხო დაქალის ქორწილში ვიყავი და ძალიან დავიღალე. მაპატიე რაა რო გავაცდინე..
-არაუშავს დაიკიდე... -მის უდარდელობას მუდამ ამ სიტყვით გამოხატავდა -ოღონდ ხვალ აუცილებლად უნდა მოხვიდე კარგიი? ხომ იცი სამ დღეში კონცერტი გვაქვს და შენს გარეშე გავიჭირდება...
-ხვალ უეჭველი მოვალლ... ვიკოსაც გადაეცი რა რატომაც არ მოვედი. ხო არ გაბრაზდა? -მის ქმარზე ვკითხე. ერთად ხელმძღვანელობენ ანსამბლს.
-არაა არც ვიკო გაბრაზებულაა. სოლოში რუსკა ჩააყენა დროებით რომ შენი მეწყვილე აკო მარტო არ მდგარიყო..
-კაი მოკლედ ხვალ 10 ზე მანდ ვარ... -ვუთხარი, მის დამშვიდობებას დაველოდე და გავუთიშე.
ჩემდაუნებურად თავი ისევ მაგიდაზე დავდე და თვალები ჩავხუჭე. ცოტაც და დავიძინებდი რომ არა მარიამის ზარი ტელეფონზე.
-ქეთი აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩემთან... -მტკიცედ მომმართა და ნამდვილად იცოდა რომ უარს არ ვეტყოდი.
-ლაშა სახლშია? -ფრთხილად ვიკითხე.
-არაა სამსახურშია. მიდი მალე გაემზადე და წამოდი! -თქვა და გათიშა. ჩემს პასუხს არც დაელოდა.
ალბათ ერთი საათი დამჭირდა მოსამზადებლად, რადგან ძალიან მეძინებოდა. თმაც კი უმნიშვნელოდ ჩამოვივარცხნე და სახლიდან გავედი. ტაქსით წავედი რადგან არ მინდოდა საჭესთან ჩამძინებოდა და ავარიაში მოვყოლილიყავი. კარზე სამჯერ დავაკაკუნე და მარიამმა ძალიან სწრაფად გაღო. ალბათ იქვე იდგა და მელოდებოდა.
როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე თვალში ნაცნობი სახეები მომხვდა.
-შენ არ მითხარი მარტო ვარო?! -გაბრაზებული გადავიწიე მისკენ და ყურში ჩავჩურჩულე. მხოლოდ ერთხელ გავხედე ლაშას და დემეტრეს რომლებიც სამზარეულოში სალათს მიირთმევდნენ.
-სხვანაირად ვერ მოგიყვანდი! -მითხრა და ბიჭებისკენ გამაქცია.-თვალებზე რა გჭირს?! ისევ ტიროდი ჰო? -მისაყვედურა მან.
-ვაა ქეთოო მოდი დაჯექი.. -შემომთავაზა ლაშამ და გამიღიმა.
დემეტრე მაგიდის სათავეში იჯდა და მომიწია მის პირდაპირ დავმჯდარიყავი. მარიამმა თეფში წინ დამიდო და თვითონ ლაშას პირდაპირ დაჯდა.
-რა გჭირს ქეთო თვალებზე? -იკითხა გაოცებულმა ლაშამ, როცა კარგად დამაკვირდა.
-ხო გითხარი ქეთოს ნუ მეძახი თქო... -გამომცდელად, საყვედურის მთქმელი გამომეტყველებით შევხედე და ბოლოს მაინც გამეღიმა.
-მე ქეთო მომწონს და ქეთოს დაგიძახებ! მითხარი რა დაგემართა თვალებზე
-არაფერი რა უნდა დამმართნოდა -კითხვა შევუბრუნე მას.
-რა და ის რომ ძალიან გაქვს ჩაწითლებული. -დამიკონკრეტა მან.
-გავათენე და ალბათ მაგიტომ... --შევეცადე დამაჯერებელი პასუხი გამომსვლოდა და ნაზად გავუღიმე. ლაშა ისეთია ადვილად შეამჩნევდა ამ ღიმილის სიყალბეს.
-მე ვიცი რისი ბრალიცაა ეგ სიწითლე და ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკებთ!.. -დამარწმუნა მან და ჭამა განაგრძო.
-ექიმთან წადი... -ჩემწინ მჯდომი დემეტრეს ხმა გავიგონე და შევკრთი.. თითქოს რაღაც მოულოდნელი მოხდა... ყველამ მე შემომხედა გაკვირვებული თვალებით. ცოტა არ იყოს შემრცხვა.
-მოვიფიქრებ... -ჩუმად წარმოვთქვი
-მოიფიქრებ არა, წახვალ! -აშკარად მიბრძანა მან და დაჟინებით მომაცქერდა. უემოციო გამომეტყველება ჰქონდა.
-ჰმ... -ჩავიბურტყუნე და ირონიულად ჩამეცინა.
-მგონი სასაცილო არაფერი მითქვამს... -თქვა და მზერა მომაშორა.
უხერხული სიტუაცია დადგა
-გადაიღე! -სიჩუმე დაარღვია მარიამმა
-არ მინდა... -ვუთხარი. მან კი სალათი თავისი სურვილით გადმომიღო თეფშზე
-არც გუშინ და დარწმუნებული ვარ არც დილით არაფერი გიჭამია! -ისევ მსაყვედურობდა.
-რადგანაც არ ვჭამე, ესეიგი არ მშია! -უხასიათოდ ვთქვი მან კი პასუხის გარეშე დატოვა ეს ნათქვამი.
-იცით რაზეც დაგიბარეთ ორივე... -დაიწყო ლაშამ.
-ვთქვათ და არვიცით... -გააგრძელა საუბარი დემეტრემ.
-იცით! -მტკიცედ თქვა. -არცერთს აღარ გაგცემთ ხმას თუ არ დაალაგებთ ურთიერთობას. უნდა გაერკვეთ ყველაფერში!
დემეტრე მაშინვე ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან მისაღებში გავიდა. დივანზე ჩამოჯდა... ლაშაც უკან გაყვა.
-კარგი რა ძმაო! შენვე დაიწყე ამ თემის განხილვა და შენვე უნდა დაამთავრო!
-მე ვთქვი აღარ შევაწუხებ მეთქი... -მათი ხმა სამზარეულოში შემოდიოდა.
მარიამმა ხელი მომკიდა და მისაღებში გამიყვანა.
-რას ფიქრობ?! -მე მომმართა ლაშა არაბულმა.
-არაფერს! -ვუმნიშვნელოდ ვუთხარი
-არა ქეთო არ მჯერა რომ არაფერზე არ ფიქრობ... -ხელები გადააჯვარედინა მან. -რისთვის ვართ ჩვენ თქვენი მეგობრები?! აუცილებლად უნდა დაგეხმაროთ!
-მე ისიც არ ვიცოდი ქეთიც რომ უნდა მოსულიყო... -თქვა მაჩაბელმა და ცალი იდაყვით დივნის კუთხეს ჩამოეყრდნო.
-აჰაჰ... ანუ არც მოხვიდოდი ეს რომ გცოდნოდა არა?! -ირონიული ღიმილით შევხედე მას.
-მოვიდოდი! -არც შემოუხედავს ისე მითხრა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა.
-შენ რას ფიქრობ დემე? -ამჯერად მაჩაბელს მიმართა ლაშამ
-მე გუშინვე ვთქვი რასაც ვფიქრობ..
-რას ფიქრობ მეთქი! ახლა, ამ წუთას, ამ მომენტში...-დაუკონკრეტა მან.
-... -ან არ იცოდა პასუხი, ან უბრალოდ თქმა არ უნდოდა.
-დემეტრე! -დაჟინებით მიაცქერდა
-რას ვფიქრობ?! ამჟამად ბევრ რამეს... მაინტერესებს ქეთის რა ჰგონია... ფიქრობს მე დამივიწყებს, გაიხედავს-გამოიხედავს, ვიღაც მოეწონება, გაიცნობს, შეუყვარდება, იქორწინებენ, ეყოლებათ შვილები და იცხოვრებენ ტკბილად და ბედნიერად?! თავადაც უნდა მიხვდეს რომეს დიდი სისულელე და ზღაპარია. ჰგონია მე ასე ადვილად გადამიყვარებს და ახალ ცხოვრებას დაიწყებს? სულ 1 წამით მაინც დაფიქრდეს რა მოხდება მომავალში და აი მერე გაგვცეს პასუხი ყველას! არც კი ცდილობს რომ დაფიქრდეს და ასე აპირებს მომავლის შექმნას? თუ სულ მარტო უნდა იყოს?! ასე მე პირადად არ შემიძლია იმიტომ რომ ჩემს ენაზე რომ ვთქვა ძაან მაგრად მევასება ეს გოგო და არც მყვარებია ისე არავინ, როგორც ახლა ის მიყვარს. გარკვევით ვთქვი არ შევაწუხებ მეთქი როცა კითხვას მისვამენ ვალდებულად ვთვლი თავს რომ ვუპასუხო. ჰოდა ჩათვალოს მანაც საჭიროდ დაფიქრება და მისცეს საშუალება თავს, რომ ახლიდან შევუყვარდე! -მთლიანი აზრი ჩამოაყალიბა და ძალიან დაბალ თმაზე ხელი გადაისვა. -როგორც არ უნდა ეცადო... სანამ მე ცოცხალი ვარ, ცოლად სხვას ერავის გაყვები! -მომმართა ბოლოს.
ყველა ჩუმად იყო მე კი ავდექი და კარისკენ წავედი...
-სად მიდიხარ? -მარიამმა მომაძახა ზურგს უკან
-სახლში! -ვუთხარი და არც შევტრიალებულვარ კარის სახელური ისე ჩამოვწიე.
-მე გაგიყვან, ვიცი მანქანით არ მოსულხარ! -თქვა დემეტრემ და კარის გაღება დამასწრო.
-როგორც გინდა... -მივმართე და არც კი შევწინააღმდეგებივარ.

-მოიცა... ჩემს სახლს გავცდით! -გაოცებული მივაშტერდი მას მანქანაში ჯდომის დროს.
-ვიცი... -ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ამის მერე.
რამოდენიმე წუთის შემდეგ მანქანა რაღაც შენობასთან გააჩერა...
-თვალის კლინიკაში რა გვინდა?! -მკაცრად ვკითხე როცა შენობაზე დიდი წარწერა დავინახე.
-მოიხსენი სათვალე... -მიბრძანა მან.
-... -არ ვასრულებდი მის თხოვნას. ბოლოს კი თვითონ მომხსნა.
-აი რა გვინდა! -თქვა როცა ორივე თვალს დააკვირდა.
-ექიმთან არ შევალ! -მტკიცედ ვთქვი.
-შეხვალ ახვლედიანო! -მანქანიდან გადავიდა და კარი გამიღო.
კლინიკაში შემიყვანა და მისაღებში იკითხა.
-სად ვნახოთ ექიმი?
-უკაცრავად მაგრამ მიღება ჩაწერითაა... -უპასუხა ქალმა.
-რა ჩაწერით... ვერ ხედავთ რადღეში აქვს თვალები? ერთი კვირა გელოდოთ და მაინცდამაინც როცა დაბრმავდება მაშინ უნდა მოვიდეთ?! -ტონს თანდათან უწევდა დემეტრე. მე არც ვცდილობდი რომ გამეჩერებინა. -ვინმეს სინჯავს ახლა?!
-არა... -ვერ ეპასუხებოდა ქალი
-მაშინ გვითხარით სად შევიდეთ!
-გოგონას სახელი და გვარი...
-ქეთი ახვლედიანი!
-მეორე სართულზე, ლიფტიდან მარცხნივ პირველივე კარი... -უპასუხა ქალმა და ანკეტა შეავსო
-გმადლობთ! -უთხრა დემეტრემ და მეორე სართულზე ამიყვანა.
გასინჯვის პროცესს დაესწრო.
-ანთებაა... სიწითლის ერთ-ერთი მიზეზი ტირილია.. თავი შეიკავეთ. თვალები ძალიან გაღიზიანებულია. დიდ ნათებას მოერიდეთ. და ყველა ის წამალი მიიღეთ რომელსაც მე დაგინიშნავთ. კომპიუტერი არანაირად არ უნდა გამოიყენოთ თორემ უფრო მწვავე შედეგს მივიღებთ. უმჯობესია წამლის ჩაწვეთება და მიღება დღეიდან დაიწყოთ -დიაგნოზს მისვამდა ექიმი.
-რათქმაუნდა... -ჩემს მაგივრად უპასუხა მაჩაბელმა.
-ერთ კვირაში ისევ მოდით გასინჯვაზე. ოღონდ ძალიან გთხოვთ ამის შემდეგ აუცილებლად ჩაეწეროთ!
-აუცილებლად.. -არ მაცდიდა დემეტრე
ექიმთან ვიზიტის შემდეგ სახლში წამიყვანა დემეტრემ .გზაში ისევ არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის
მანქანიდან გადასვლისას მადლობა გადავუხადე და სახლში შევედი
ჩემს კითხვებს კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი შეემატა..
"რას ვფიქრობ დემეტრეზე მისი ასეთი ქმედებებისა და სიტყვების შემდეგ?!"

სამი დღე გავიდა. კონცერტის რეპეტიციებზე დღეში 2 საათის მაგივრად 3-3 საათი დავდიოდი, მხოლოდ იმიტომ რომ სოლოს ვასრულებ და მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. როგორც ჩემს ხელმძღვანელს თეკოს არ უნდა რომ ეს კონცერტი ჩემს გარეშე ჩავარდეს ისე მე არ მინდა...
დღესაა ჩემი გამოსვლა. დღეს რეპეტიციაზე არ ვყოფილვარ და პირდაპირ იქ მისვლა გადავწყვიტე..
4 საათზე იწყება. ვნერვიულობდი... მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი პირველი სოლო არაა. გულის ცემა არ ნელდებოდა მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცოდი ეს მხოლოდ ამ მიზეზით ხდებოდა თუ სხვა რამეც ხდება ჩემს თავს...
ტუჩებს ვიკვნეტ შიშისგან. ვერ გამიგია კონკრეტულად რაზე მეშლება ნერვები!
3 საათი გახდა. მეორე სართულზე ვარ და პირველად ფანჯრიდან ვიხედები ამინდის გარკვევის მიზნით. მაინტერესებს შემიძლია თუ არა რომ შუა ზამთარში ნაკლებად თბილად ჩავიცვა. ვხედავ რომ ქარი მტვერს ჰაერში ატრიალებს და მერე მიმართულების განუსაზღვრელად ისვრის. ანუ შესაძლებელია ჩემი ისედაც გაღიზიანებული თვალები უფრო გააღიზიანოს ამ მტვერმა. სახლის უკან ეზოში თამაშში გართული ბავშვებიც კი იყინებიან. თითქოს და საახალწლო განწყობა აქვთ მაგრამ მაინც ვერ ვატყობ მხიარულებას. ჩემი ტელეფონი იშვიათად თუ აწკრიალდება ვინმესგან შემოსული სმსებისგან და ზარებისგან. ისეთი შეგრძენბა მაქვს თთქოს ყველამ დამივიწყა და აღარავის ვახსოვარ... ნუ შეიძლება ითქვას რომ არც აქამდე ვყოფილვარ ვინმესთვის საინტერესო ადამიანი მაგრამ ცოტა არიყოს დამთრგუნველია როცა იცი, არავის ადარდებ! თბილისიც ისეთ სიჩუმეშია ჩაძირული რომ თითქოს ქალაქში ცხოვრება არ არსებობს. ყველგან ხალისის ნაკლებობა იგრძნობა. ჩემ გვერდით მდებარე სახლშიც კი იმდენად მუქი ფერის და სქელი ფარდებია ჩამოფარეუბლი რომ ალბათ სინათლეც კი არ შედის... მეც კი დავკარგე ხალისი. ყველაზე დიდ ერთფეროვნებაში ვცხოვრობ. ახალი წლის დღესასწაულმაც ისე ჩაიარა არაფერი გამიკეთებია. პროდუქტები ვიყიდე. რაღაც-რაღაცეები მოვამზადე და მთელი დღეები მარტო გავატარე. რამოდენიმეჯერ წავედი მარიამთან და ლაშასთან და სულ ეგ იყო... ძველ სახლში რომ ვცხოვრობდი მეზობელი მყავდა... ნანა! აი ის, ქეთევანს რომ მეძახის.. მასაც ვესტუმრე მაგრამ მაინცდამაინც ვერც მისგან ვიგრძენი დიდი სიყვარული ჩემდამი. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველაფერი მარიამის ქორწილის შემდეგ შეიცვალა. ალბათ დემეტრე მაჩაბელის სიტყვით გამოსვლამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ ბიჭის სახელის და გვარის გახსენებაზე თავი მტკივდება.
კითხვა რომელიც თავში მიტრიალებს, ისაა არ მიყვარს დემეტრე, თუ არ მინდა რომ მიყვარდეს...
გავაცნობიერე რომ მთელი იმ დროის განმავლობაში როცა მე ფანჯარაში ვიყურებოდი 13 წუთი გასულა... არადა მხოლოდ ამინდის გასაგებად დავდექი აქ. მივხვდი რომ მაგვიანდება და შესაძლებელია კულისებში გამოსვლაც ვერ მოვასწრო რომ სცენაზე გავიდე.
ფანჯარას მოვშორდი და შავი შარვალი სწრაფად ჩავიცვი. ლურჯი თხელი "საროჩკა" ვარჩიე და თხელი ტყავის კურტკა. როგორც არ უნდა ციოდეს, სადაც არ უნდა მივდიოდე ყოველთვის თხლად ვიცმევ. ჩემს გარდერობში ორი ან სამი თბილი მაისური თუ მოიძებნება. კონცერტისთვის 3 ფორმა ავიღე და გარეთ გასვლა დავამპირე. ლურჯი და სქელი შარფი მოვიხვიე, რომელიც ყელსა და ტუჩს ქვემოთ ნაწილს მიფარავდა. მზის სათვალე მოვირგე. არა იმიტომ რომ სხივები მაწუხებდა, არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა მტვერს ხელი შეეშალა ჩემი თვალის პრობლემის გამოსწორებაში. თმა ჩამოვივარცხნე და მსუბუქად შევკარი. ოთახებში შუქები ჩავაქრე და კართან მივედი. შევჩერდი და სარკეს გავხედე ჩემი გამოსახულების დასანახად. შევატყვე რომ უფრო გავმხდარვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი... მიუხედავად იმისა რომ ამის მიზეზი არაფერია. არ მესიამოვნება თუ გავიგებ რომ ამ სიგამხდრის გამოც მომიწევს გამოკვლევების ჩატარება. საერთოდ არ მიყვარს ექიმთან ვიზიტები... ვერ ვიტან როცა მსინჯავენ და მიმითითებენ რა უნდა გავაკეთო რომ კარგად ვიყო, მითუმეტეს მაშინ როცა ცუდად საერთოდ არ ვარ!
ჩემი სიგამხდრით გაკვირვებული კარის სახელურს დაბლა ვწევ და უკან ვიწევი რომ კარი გამოვაღო. მაშინვე სწრაფად ვკეტავ როცა ცივი სუსხისგან ვწუხდები. გასვლა მინდა მაგრამ ზღურბლზე ფეხის გადაბიჯებას ვერ ვბედავ. თითქოს გაყინულ წყალში შესვლა მიწევდეს ისეთი შეგრძნებაა... ლურჯ შარფს იმდენად მაღლა ვწევ რომ ცხვირსაც კი ვფარავ. ოღონდ მსუბუქად... სათვალეს უფრო მჭიდროდ ვირგებ და ხელი ისევ სახელურს ჩავავლე. ღრმად ჩავისუნთქე და სწრაფად გამოვაღე რომ გადავსულიყავი. სწრაფად ჩავკეტე კარი და აღმოვაჩინე რომ მანქანა ეზოს გარეთ მყავდა დაყენებული. არ ვიცი ბოლოს სახლში მოსვლის დროს ეს რამ გადამაწყვეტინა. აქამდე მანქანას სახლის წინ ვაყენებდი ხოლმე... ხელები გადავაჯვარედინე რომ ჩემს სხეულთან მოახლოვებული სიცივე შემემსუბუქებინდა. მანქანასთან სწრაფად მივირბინე და ფორმები უკანა სავარძელზე დავაწყე. საჭესთან დავჯექი და მანქანა დავქოქე. მაჯის საათს იმის იმედით დავხედე რომ უფრო დიდი დრო მექნებოდა იქამდე მისასვლელად. 40 წუთია საჭირო მაგრამ მე მხოლოდ 20 წუთი დამრჩა. ცენტრალურ გზაზე სწრაფად გადავედი და როცა დავინახე ჩემს ირგვლივ ბევრი მანქანა არ იყო სიჩქარეს თანდათან მოვუმატე. რამოდენიმე წუთში ჩემს უკან მომავალი პატრულის მანქანის სიგნალის ხმა მაიძულებს გავჩერდე...
მოუთმენლობის პიკზე ვარ!
-გამარჯობა! იცით ალბათ რისთვისაც გაგაჩერეთ... -თავაზიანად მესალმება მაღალი და შავგვრემანი ბიჭი. შევამჩნიე რომ დიდი ყურადღება მისალმებაზე უფრო გადაიტანა.
-სიჩქარის გადაჭარბებისთვის! -სწრაფად მივმართე და დაველოდე როდის მეტყოდა რომ თავისუფალი ვარ.
-ამ გზაზე 60 კმ/სთ - ია სავალდებულო თქვენ კი 80 ზე მეტით დადიხართ... -ისეთი ტონით ამბობდა თითქოს არ უნდოდა რომ ამის გამო გავეჩერებინე.
-კონცერტი მაქვს, ვცეკვავ და ძალიან მეჩქარება... სულ 15 წუთიღა დამრჩა -თავს არ ვაცოდებდი, უბრალოდ მინდოდა მალე გავეშვი
-თქვენი მართვის მოწმობა თუ შეიძლება...
რაც შეიძლებოდა სწრაფად მოვძებნე და მივაწოდე. რაღაცეები ჩაიწერა.
-ნასვამი ხართ?! -ფრთხილად მკითხა
-არა რათქმაუნდა! -არ ვაცადე იმ რაღაცის მომარჯვება სიფხიზლეს რომ ნსაზღვრავს.
-კარგით... -როგორც ჩანს არ აპირებს შემოწმებას
-ჯარიმის გამოწერა მიწევს, მაპატიეთ!
-კარგით ოღონდ გთხოვთ, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად! მართლა ძალიან მეჩქარება... -მისი ნელი ტემპით მოქმედი ქცევების შემყურე შევწუხდი. -ხვალვე გადავიხდი, ოღონდ მალე! -აშკარად ვითხოვდი რომ გავეშვი
-კარგით... -ხელი ააჩქარა -კარგი მანქანა! -ვატყობ საუბრის გაგრძელება სურს.
-ვიცი. ახალია და მსიამოვნებს მისი ტარება! -დავუშვი მეპასუხა...
-ხელი მოაწერეთ! -მითხრა და ქაღალდი მომაწოდა. თან ხელის მოსაწერი ადგილი მიმითითა. თითქოს მივჯღაპნე ისე ვჩქარობდი. -ახლა კი შეგიძლიათ გზა განაგრძოთ! ნახვამდის... -შეტრიალება ვერ მოასწრო რომ მანქანა დავქოქე და ადგილიდან გავქრი
გზის გაგრძელებისას ვცდილობდი არ დავენახე პოლიციას, თან სიტუაციას ვაკონტროლებდი და როცა მანქანა ჩემს ირგვლივ ტერიტორიას მოეფარა სიჩქარეს საგრძნობლად მოვუმატე 4ს ორი წუთი აკლდა კულისებში რომ შევედი
-თეკო! მაპატიე... ჩემდაუნებურად გვიან გამოვედი სახლიდან და მაგიტომაც დამაგვიანდა. რავქნა ახლა? ვერ მოვასწრებ ასე სწრაფად მაკიაჟის გაკეთებას და გამოცვლას.
-დამშვიდდი ქეთუშ! შენს სოლომდე ანსამბლის ერთობლივი გამოსვლაა, დაგავიწყდა?! თან გადავწყვიტე რომ აფხაზურამდე მთიულური გავუშვა. აფხაზურის მერე კი ხევსურული იქნება და იქაც შენ ხარ სოლოში... იმედია ყოველი ილეთი გახსოვს. თან ხო იცი ჩვენი დადგმულია.. -თქვა და მოცეკვავეებს თვალი შეავლო. თითქოს ამოწმებდა მზად იყვნენ თუ არა
-ვაიმე რა კარგი ხარ... -წამის მეასედში გადავეხვიე თეკოს -ახლავე დავიწყებ მზადებას.
გასახდელში შევედი და გამოვიცვალე. მაკიაჟიც გამიკეთეს და ცოტახნით ჩამოვჯექი.
-დემეტრე როგორაა? -გვერდიდან არც თუ ისე ნაცნობი ხმა მომესმა. თან კითხვამაც შემაშფოთა.
ტასო კვარაცხელია! აამ ანსამბლის მოცეკვავე. გოგო, რომელსაც აქ მოსვლისთანავე ვერვიტან! მიხარია როცა ვაცნობიერებ რომ მე უფრო ადრე მოვედი აქ ვიდრე ის. 5 წლის ვიყავი და თავიდან თეკოს მამა, შალვა გვასწავლიდა. თეკო ჩემზე 3 წლით დიდია... რომ გავიზარდეთ შალვა გარდაიცვალა. მისი საქმიანობა თეკომ და მისმს ძმამ, გიგამ განაგრძეს. ანსამბლს ხელმძღვანელობენ... ჰოდა ვერც ისინი ვერ იტანენ ტასოს! სულ უნდოდა ჩემს წინ მდგარიყო. ლიდერობა სურდა მაშინაც და ახლაც... მაგრამ არაფერი გამოსდის. ახლაც მკბენს ამ კითხვით.
-როგორ უნდა იყოს? ან მე რატომ მეკითხები?! -პირქუშად მივმართე და შეხედვაც კი არ ჩავთვალე საჭიროდ.
-რავიცი შენ აგიხსნა სიყვარული და აბა ვის ვკითხო... -მწარე ირონიით ჩაიღიმა, რამაც გამაღიზიანა. როგორც ჩანს მარიამის ქორწილის ამბები გაუგია
-ეგ არაფერშუაშია!- წარბშეკრულმა გავხედე
-და რაიყო არკადრულობ მაჩაბელს თუ შენ არ ხარ ამ ბიჭისთვის შესაფერისი გოგო?! -იმის მოლოდინში გადახედა კულისებს, თითქოს სხვებიც გაიცინებდნენ მის უნიჭო იუმორზე.
-იმის ხო არ გეშინია, რომ დემეტრე კიდევ სვა ცოლს მოიყვანს... -არანაირად არ წყვეტდა უაზრო საუბარს. დიდხანს ვითმენდი -არა, მოიცა! უეჭველი ისევ ჩიქოვანს ეტრფი -ხმამაღლა გადაიხარხარა. ამჯერად არც მიცდია ბრაზი შემეკავებინა.
-ტასო კვარაცხელია! ვერ ვხედავ იმ გარემოებას სადაც ჩემი და დემეტრეს ურთიერთობა შენი საქმეა. საერთოდაც არმგონია არსებობედეს სიტუაცია, რომელიც შენი საქმეა! ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ რომ შენ გესაუბრო. განა იმიტომ რომ კარგად არ ვართ ერთმანეთში... უბრალოდ არ ვაპირებ ამ თემის შენთან განხილვას. თანაც არ გთვლი ამის ღირსად. ჰოდა ჯობს ერთი ადგილი დააყენო და შენს ისედაც უაზრო ცხოვრებას მიხედო! გირჩევნია შენი გამოსვლა გაიმეორო, რადგან ყველასთვის უარესი იქნება თუ შენს გამო ეს კონცერტი ჩაფლავდება!!! -მთელი სათქმელი ვთქვი და ამით თითქოს ამოვისუნთქე. გაკვირვებულ სახეებს ვამჩნევ. ნათელია რომ არავინ მოელოდა ამას ჩემგან. ყველა ისე მიცნობს როგორც უწყინარ, მშვიდ ადამიანს. მაგრამ როგორც ჩანს ასე არ ყოფილა. გასახდელში შევდივარ და დივანზე ვჯდები. ჩემს გამოსვლას ვრეპეტიციობ და თან ვნერვიულობ. უცბად მუხლში რაღაცამ ჩამარტყა. ძალიან შევწუხდი და გასახდელიდან გავედი. ფარდას ამოვეფარე რომ ტასოს გასვლას დავლოდებოდი. როგორც კი სცენაზე გავიდნენ თეკოსთან მივედი..
-თეკო მგონი საქმე ცუდადაა...
-რა ხდება? -შეიცხადა მან.
-მუხლები ამტკივდა. აი როგორც მაშინ... ექიმთანაც რომ დავდიოდი. -შეწუხებული გამომეტყველება მქონდა. -მგონი ვერ ვიცეკვებ...
-რაა? არა ქეთუშ არ გამოვა... აუცილებლად უნდა იცეკვო. გამაყუჩებელს დალევ და ყველაფერი კარგად გამოგივა. შენს გარეშე არაფერი გამოვა... ნახე რამდენი ხალხია. შენ რომ არ იცეკვო ჩათვალე კონცერტი არ გამოვა. შეიძლება ნერვიულობის ბრალი უფროა ეგ ტკივილი. თან სახეზე ფერიც არ გადევს... სჯობს დაჯდე და დაისვენო. მშვიდად გახვალ სცენაზე და ჩვეულებრივ იცეკვებ! -გამამხნევა მან.
-კარგი მაშინ ახლავე დავლევ გამაყუჩებელს.
წამალი გამომიწოდა და სწრაფად გადავყლაპე იმის იმედით რომ სწრაფად იმოქმედებდა.
-ახალი ამბავი მაქვს... გასტროლებს ვგეგმავ ორ თვეში. ერთი კვირა ლონდონში ვიქნებით და მეორე კვირა პარიზში მარტის პირველი რიცხვებისკენ გვიწევს წასვლა და შუა რიცხვებში აქ ვიქნებით. ჯერ მარტო შენ იცი ეს... სხვებსაც ვეტყვი კონცერტის შემდეგ. ჰოდა აბა შენ იცი... გასტროლებისთვისაც კარგად უნდა მოემზადო!
დიდად არ გავუხარებივარ იმ ფაქტს რომ მარტში ორი კვირით საქართველოს ვტოვებ. არამარტო საქართველოს, არამედ დემეტრეს, ლაშას და მარიამს... წასვლაზე უარი რომ ვთქვა მაშინ ანსამბლიდანაც უნდა გამოვიდე. ეს კი ნამდვილად არ მინდა...
20 წუთი გავიდა და გამაყუჩებელს ჯერაც არ უმოქმედია. ჩემი გამოსვლის დრო დადგა. ჯერ მარტო გავდივარ მერე კი ჩემს მეწყვილესთან, აკოსთან ერთად უნდა ვიცეკვო. მუსიკა ირთვება და აჩქარებული გულითა და აკანკალებული ფეხებით გავდივარ სცენაზე. თან იმდენად მტკივა მუხლები რომ მგონია მალე ფეხზე ვეღარ ვიდგები. ყოველ ილეთს თანმიმდევრობით ვასრულებ და ვცდილობ თვლას ავყვე. უამრავი ხალხი მიყურებს და მეშინია მათ წინაშე არ შევრცხვე. აკოსთან ერთადაც შევასრულე ცეკვა, კულისებში გავედი და შემდეგი გამოსვლის ფორმა ჩავიცვი. რომ ვცეკვავდი თავბრუსხვევა უფრო და უფრო იმატებდა. მუხლების ტკივილიც არ წყდებოდა. ბუნდოვნად ვხედავდი იქაურობას. თითქოს გონებას ვკარგავდი... ფერები ერთმანეთში ირეოდა და სახეებს ვერ ვარჩევდი. მუსიკის ხმაც აღარ მესმოდა და როგორც დაზეპირებული მქონდა თვლა, ისე ვცეკვავდი. სამყაროსგან მოწყვეტილი ვმოძრაობ და არ შემიძლია გავჩერდე. პრინციპში არც შეიძლება გაჩერება სანამ მუსიკა არ დამთავრდება. ვლოცულობ რომ ფეხი არ ამერიოს და არ წავიქცე. უბრალოდ მინდა ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს. ასე არცერთი კონცერტის და გამოსვლის დროს არ დამმართნია. იქნებ ეს იმის ნიშანია რომ ცეკვას უნდა შევეშვა. არ მინდა ამაზე ფიქრი...
როგორც იქნა ბოლო თვლაა... წყდება მუსიკაც და წყდება ჩემი მოძრაობაც. მაყურებელს თავს ვუკრავ და კულისებში სწრაფად შევდივარ. თეკო მეორე მხრიდან გავიდა სცენაზე მადლობის გადასახდელად. წესით მეც იქ უნდა ვიდგე მაგრამ აქ ყოფნა მირჩევნია. დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ ირგვლივ თითქოს ყველაფერი ტრიალებს. კარის საკეტის ხმა გავიგე. ვიღაც შემოვიდა მაგრამ მისკენ შეტრიალება ვერ შევძელი. ჩრდილშიც ვერაფერი გავარჩიე. უბრალოდ იქაურობას გამოვეთიშე, სიმძიმე ვიგრძენი და ჩავიკეცე. ვგრძნობ როგორ ცუდად ვარ და გული მეკუმშება. ვიღაცის ცივი ხელები შემეხო. ჩემი სხეულიც ვიღაცის მკლავებში ჩავარდა თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას რომ გამოვფხიზლდი...
შეიძლება გონება დავკარგე მაგრამ ეს საუკუნედ არ გაწელილა. ვფიქრობ რამოდენიმე წუთში გამოვფხიზლდი გასახდელში, დივანზე მწოლიარე. თვალები ძლივს გავახილე და დავინახე ფრთხილად როგორ დამყურებდა დემეტრე მაჩაბელი. ცუდად ყოფნა გაკვირვებამ უფრო გადაფარა. ამ ბიჭის დანახვისას კინაღამ თავიდან წამივიდა გული.
-შენ აქ რა გინდა?! -თავი ძლივსძლიობით წამოვწიე წინ და მას ვკითხე მაგრამ როცა სისუსტე ვიგრძენი ისევ თავის დადება ვამჯობინე.
-გული წაგივიდა! -ისე მითხრა თითქოს თავად არ ვიცოდი
-ეგ ვიცი... მაგრამ შენ როგორ აღმოჩნდი აქ?! თანაც ყვავილებით ხელში...
-შენს გამოსვლას ვუყურე! დარბაზში ვიჯექი და მთელ კონცერტს ვუყურე თავიდან ბოლომდე. სახეზე შეგატყვე კარგად რომ არ იყავი... ფერიც არ გქონდა. თან ისე გახვედი სცენიდან მაშინვე მივხვდი. კულისებში შემოვედი და გონებას რომ კარგავდი მოვასწარი და დაგიჭირე. შემაშინე...
-კარგი გმადლობ! -სწრაფდ წამოვდექი ფეხზე რომ ჩემს კარგად ყოფნაში დავრწმუნებულიყავი.
-მოიცა ჯერ რატომ ადექი... -მკლავებზე ხელები მომკიდა და თვალებში დაჟინებით ჩამხედა. ისე თითქოს რაღაც უნდა ეთქვა
-რამდენი ხანი მქონდა გონება დაკარგული?! -ვკითხე და მას გამოვეცალე.
-დაახლოებით 3 წუთი...
-კარგიი და თუ შეგეშინდა რატომ არ დაუძახე ვინმეს?! -თითქოს ვუსაყვედურე რადგან უხერხულ სიტუაციად ჩავთვალე მთელი ამ სამი წუთის განმავლობაში გულწასულს რომ დამყურებდა. ცოტა არ იყოს სულელურიცაა ეს სიტუაცია. ბოლოსდაბოლოს ზღაპარი ხომ არაა...
-არვიცი... შენი ყურება მერჩივნა. მალე გამოფხიზლდებოდი და თან ყველა სცენაზეა გასული. რა გჭირს? ცუდად ხარ?! -მზრუნველად იკითხა მან.
-არა! საერთოდ არ ვარ ცუდად... ხომ ხედავ, ფეხზე ვდგავარ და კარგად ვარ! -მის დარწმუნებას ვცდილობდი.
-ახლანდელ სიტუაციას არ ვგულისხმობ. ცუდად რატომ გახდი?! რამეს მიმალავ?! -მის სახეზე აღელვებას ვამჩნევდი.
-არა დემეტრე, არ ვარ ცუდად! უბრალოდ არაფერი მიჭამია, დავსუსტდი და თან ვინერვიულე ამ კონცერტის გამო. -ზურგი შევაქციე, კულისებში გამოვედი და სარკესთან დავჯექი. მაკიაჟის მოშორება დავიწყე, ისიც შემომყვა
-ექიმთან ხომ არ წავსულიყავით?
-ვალდებული არ ხარ დემეტრე! -ცივად მივმართე მას.
-ვარ! -მტკიცედ მიპასუხა რამაც ცოტაარიყოს გამაღიზიანა კიდეც.
-და საერთოდაც რატომ ცდილობ ჩემზე მზრუნველობა გამოიჩინო... რატომ ხედავ ამის აუცილებლობას! შენც იცი რომ ჩემთან არაფერში ხარ ვალდებული. რატომ ხარ სულ ჩემს გვერდით!!! -ტონს თანდათან ვუწევდი
-თვალები ისევ ჩაწითლებული გაქვს... -თემის შეცვლა დააპირა
-კითხვაზე მიპასუხე დემე!
-...
-დემეტრე! -გადავასწორე როცა ჩემი ნათქვამი გავიაზრე. არ ვფიქრობ რომ შემეშალა. მინდა რომ ასე ვეძახდე და მინდა რომ ისევ ისე ახლოს ვიყო მასთან როგორც ადრე. სწორედ ეს მაიძულებს მას დემე დავუძახო და არა დემეტრე.
-იმიტომ რომ მიყვარხარ ქეთი ახვლედიანო!!! როგორ ვერ ხვდები... ანდაც რა არ გაძლევს ამის საშუალებას რომ მიხვდე... დავიჯერო ამაზე იმ ტექსტმაც არ მიგანიშნა მარიამის ქორწილში რომ წარმოვთქვი?!
-და შენ რა გეგონა დემეტრე?! თუ არ ვცდები 2 წელი იყავი გერმანიაში და მთელი ამ დროის განმავლობაში გეგონა ჩამოსვლისთანავე ყველაფერი მოგვარდებოდა და მაშინვე შეგირიგდებოდი?! ყველაფერს ასე სწრაფად დავივიწყებდით არა?!
-უკვე მგონია რომ თავს ისულელებ და ცდილობ თავი მომაჩვენო რომ ჩემთან არ გინდა! -ბრაზი იმატებს მის ხმაში
-ანუ სულელი გგონივარ! -წარბები შევკარი
-მე კი არ მგონიხარ სულელი, შენთვითონ ისულელებ თავს
-რა გინდა?! -აღარ ვიცოდი ამ დროს რა უნდა მეთქვა და ამიტომაც დავსვი უაზრო შეკითხვა
-სულ შეიცვალე ქეთი... -შეტრიალდა და ყვავილები ძირს დააგდო. ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი.
-ისე ამბობ ამას თითქოს ეს ახლა შეამჩნიე. 2 წელია ასე ვარ... -ირონიული ღიმილი მისი სახისკენ წარვმართე.
-შენ ხომ თქვი აღარ შეგაწუხებო... -გავახსენე ქორწილში ნათქვამი სიტყვა.
-ანუ გაწუხებ...
-არა უბრალოდ... -სათქმელი ვეღარ დავასრულე -ისე ძალიან მაინტერესებს რომ არ გაგეგო რომ ლუკა შენი შვილი არ იყო ერთხელ მაინც აპირებდი ჩემს სანახავად ჩამოსვლას?
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა, გავიგე რაც გასაგები იყო და ჩამოვედი!
-მაინც არ მესმის შენი...
-მე სხვანაირი ქეთი მახსოვს... -მოიღუშა ის.
-იქნებ ამიხსნა როგორი?! -დაჟინებით ვეკითხები მას
-როგორი და თბილი, მხიარული და ჭკვიანი...
-აი კიდევ მოგყავს მაგალითი იმისა რომ მე სულელი ვარ -ჩვენი საუბარს კამათის მიმდინარეობა უფრო შეეტყო.
-სულელი არ ხარ ქეთი უბრალოდ არ გინდა დაფიქრდე თუ როგორ ძალიან გიყვარვარ... და ამით ცდილობ სიტუაციას თავი დააღწიო. შენი აზრით ადვილ გამოსავალს პოულობ..
-როგორი დარწმუნებული ყოფილხარ რომ მიყვარხარ... -ისევ ირონიულად გავუღიმე მას
-ანუ ამბობ რომ არ გიყვარვარ?! -ჩემს პირდაპირ დადგა და მომაცქერდა. აშკარად პასუხს ელოდა.
-ახლა ამის განსახილველი დრო არაა დემეტრე! -შევტრიალდი, ისევ სარკის წინ მდგომ მაგიდასთან დავჯექი და მაკიაჟის მოშორება განვაგრძე. ვაგრძნობინე რომ დიალოგს ვასრულებდი.
-სწორედაც რომ ამის დროა ქეთი! -მტკიცედ წარმოთქვამს თითოეულ სიტყვას. -თვალებში ჩამხედე და მითხარი... -სწრაფად მოდის ჩემთან და სკამს თავისკენ ატრიალებს. ჩემი სიგამხდრის და სიმსუბუქის ბრალია ასე ადვილად რომ შემატრიალა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და დაჟინებით მომაჩერდა -თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ არც გიყვარვარ და არც არასოდეს გყვარებივარ! გულწრფელად მითხარი ეს და გპირდები შეგეშვები. მითხარი რომ შენთვის არაფერი ვარ... და სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან! ვფიცავ რომ ვეღარასოდეს მნახავ თუ შენგან ამას მოვისმენ! გამიმეორე რომ ჩემდამი არაფერს გრძნობ და ქვეყნიდანაც კი წავალ. მითხარი რომ ვერ მიტან და თავს გაბეზრებ და გპირდები ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 13 ნოემბერი! -ისედაც ჩაწითლებული თვალები უფრო მიშრებოდა. თვალები დავახამხამე და დავუშვი რომ ცრემლები გადმომვარდნოდა.
-... -ხმას არ ვიღებდი და ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს პასუხად მისი ნათქვამისა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ჩემი ცრემლებით მისი ხელები სველდებოდა
-ხედავ ქეთი?! ვერ მეუბნები... იმიტომ რომ სულაც არაა ასე. გიყვარდი და ახლაც გიყვარვარ... ნუ ეცდები ჩემს გადაყვარებას იმიტომ რომ ეს არ გამოგივა. აქამდე გადამიყვარებდი ეს რომ შეგეძლოს! ნურც იმის მტკიცებას დაიწყებ ოდესმე რომ ვიღაც სხვა გიყვარს. უკვე მერამდენედ ვისაუბრეთ მე და შენ და ჯერაც ვერ გავარკვიეთ რა გინდა! არ შეგეშვები ქეთი... ასე უბრალოდ არ დავნებდები! -სათქმელი თავიდან ბოლომდე მითხრა და წინ წამოიწია... თვალები დავხუჭე და შუბლზე ცივი ტუჩების შეხება ვიგრძენი. მისი ხელები ჩემს სახეს მოშორდა. ახლა გავაცნობიერე რომ მუხლებზე იდგა. ფეხზე წამოდგა და შეტრიალდა. მისი მომხიბვლელი სიარული სულ უფრო და უფრო მაგიჟებდა. კარისკენ ფრთხილად წავიდა და სახელურს ხელი ჩაავლო. უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ გადიოდა, თუმცა შეჩერდა.
-ჰოო მართლა... ძალიან კარგად იცეკვე! -მხარს ზემოდან გადმომხედა და ისე მითხრა, მაგრამ ჩემთვის არ შემოუხედავს. სახელური ჩამოსწია, ზღურბლს გადააბიჯა და კარი მიიხურა.
თითქოს გული მიჭკნებოდა ისევე, როგორც ჩემს წინ დაგდებული ყვავილები დაჭკნებოდა მალე!
ჩემი კონცერტის შემდეგ 4 დღე გავიდა. ექიმთან ვიზიტის დღე მიწევდა. სიწითლემ საგრძნობლად დაიკლო რადგან ექიმის მითითებებს კარგად ვასრულებდი მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე. გათენდა და მალევე ავდექი. საერთოდ გაღვიძების შემდეგ დიდხანს ვწევარ... არაიმიტომ რომ ადგომა მეზარება ან მსგავსი რამ... უბრალოდ არაფერია მიზეზი იიმისა რომ გაღვიძება მიხაროდეს! სახლს ვალაგებ და სადილს ვამზადებ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი თავი შიმშილით არ მოვიკლა. არვიცი რამ განაპირობს ამ დღის უფრო აქტიურად დაწყება. მალე მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი. სადილი მოვამზადე მაგრამ არ მიჭამია. სალათით დავნაყრდი და მისაღებში ტელევიზორის საყურებლად დივანზე მოხერხებულად მოვთავსდი. ახალ ამბებზე მქონდა გადართული. მთრგუნავდა ყოველწუთას იმის მოსმენა რომ სადღაც ვიღაც მოკლეს, გაძარცვეს და დაჭრეს. ამიტომაც არ ვუყურებ ხოლმე ახალ ამბებს. არხების გადართვას შევუდექი და ჩემი საყვარელი ფილმი ვიპოვე. ხილით სავსე ვაზა დივნის წინ მდგომ შუშის მაგიდაზე მოვათავსე და წამოვწექი. ჩემი თავის მიკვირს რომ ყოველი სანერვიულო თემა გვერდით გადავდე და ფილმის ყურებას ასე უდარდელად ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევუდექი.
რეკლამები ყოველთვის მაღიზიანებდა და თურმე ახლაც ასე ვარ. ტელეფონი მოვიმარჯვე და მარიამის ნომერი ავკრიფე.
-რამდენი ხანია არ დაგირეკავს! -როგორც ვიცი და როგორც წესია ტელეფონზე რეკვისას მისალმებით პასუხობენ და პირდაპირ საყვედურზე არ გადადიან.
-თუ არ ვცდები არც შენ გაგხსენებივარ! -აღიარებები არასოდეს გამომდიოდა ამიტომაც ყოველთვის შეტევებზე გადავდიოდი ჩემი გამართლებებით.
-რატო არ გამომიარე?! -აშკარაად გამინაწყენდა
-ჩემი კონცერტი რომ იყო იმდღეს გახსოვს? გული წამივიდა... -გამახსენდა რომ მისთვის არ მომიყოლია და პირდაპირ ამ თემაზე გადავერთე
-რაა? რატომ? ცუდად ხარ? რატომ არ მითხარი? საერთოდ გახსოვდი? -კითხვები მომაყარა მან.
-არაფერია მარიამ. არ ვარ ცუდად. უბრალოდ იმ დღეს არაფერი მიჭამია, თან კონცერტისთვის ვნერვიულობდი, დავსუსტდი და კულისებში რომ გამოვედი გონება დავკარგე -მივმართე ტელეფონში და ფეხები გადავაჯვარედინე
-მერე?! -აღელვებული ხმით ლაპარაკობდა. თან ეტყობოდა ნაწყენი რომ იყო
-მერე ის, რომ დემეტრემ დამიჭირა. თურმე ჩემს გამოსვლას დასწრებია. შეუმჩნევია რომ ფერი დამიკარგავს და მაშინვე კულისებში შემოვიდა. მეც მაგდროს წამივიდა გული და დამიჭრა. ორ წუთში დივანზე გავიღვიძე...
-მერე?!
-უმჯობესია შენი კომენტარები და მოსაზრებებიც რომ გამოთქვა ხოლმე იმიტომ რომ ვიცი ლაპარაკი უნდა განვაგრძო... ვილაპარაკეთ და ისევ ის მითხრა რომ ვუყვარვარ... -ტონი დავარბილე რადგან ტელეფონში ტირილი არმინდოდა. თან დამშვიდებას ვცდილობდი
-ეს ბიჭი ისედაც სულ გეუბნება რომ უყვარხარ და შენ ვერ გაგაგებინა. დამიჯერე რამე საშიში რომ იყოს აქამდეც მოხდებოდა. ნამდვილად არაა ეს ბიჭი დასაკარგი! თავისი საქციელის გამართლება აქვს. არ ვამბობ რომ არაფერშია დამნაშავე, უბრალოდ მინდა გითხრა რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებ! -მტკიცედ მელაპარაკებოდა ის.
-არვიცი რა მარიამ... უნდა რომ მასთან ვიყო, მე კი არვიცი რა ვქნა! -ხმა მითრთოდა
-ლოგიკურად იმსჯელე და ყველაფერს დაუფიქრდი... ასე უფრო მიხვალ სწორ გადაწყვეტილებამდე, ვიდრე იმაზე ფიქრით რომ არ იცი რა უნდა ქნა!
-კარგი წავედი მე უნდა მოვემზადო. თვალის ექიმთან ვარ ჩაწერილი. ერთი კვირა გავიდა და გასინჯვა მიწევს.
-კარგი კარგად და მერე დამირეკე რომ გაგსინჯავს. ისევ არ დამივიწყო -ხმას სიცილი შეაპარა და დამემშვიდობა.
ფილმისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. უბრალოდ ავდექი და წასასვლელად მზადება დავიწყე. ფეხსაცმელები ჩავიცვი და უკვე გასვლას ვაპირებდი კარზე ზარმა რომ შემაყოვნა.
-ზაფხულია გოგო?! რა თხლად გაცვია... -საყვედურით შემომეგება სახლში შემომავალი დემეტრე მაჩაბელი. არც შემომიპატიჟებია ისე შემოვიდა. თუმცა რამნიშვნელობა აქვს უარის თქმას მაინც არ ვაპირებდი.
-მერე რა! -ცალიწარბის აწევით მაგრამ არც თუ ისე პირქუშად მივმართავ მას და დივანზე დასაჯდომად ხელით ვანიშნებ. მისი აქ მოსვლა არ გამკვირვებია რადგან მივხვდი რომ მის პასუხისმგებლობას არც ის გამორჩენია დღეს რომ ექიმთან ვარ ჩაწერილი. თითქოს თავს ვალდებულად თვლის რომ ჩემთან ერთად იყოს და ყველგან და ყოველთვის გამომყვეს.
-გაცივდები ეგრე! -მზრუნველ მზერას ჩემკენ აპყრობს და დივნის საზურგეზე გადაკიდებულ ქურთუკს მხრებზე მახვევს.
-გშია?! -ფრთხილად ვეკითხები ოღონდ არც უარყოფით პასუხს და არც დადებითს არ ველოდები.
-რა გაქვს?! -დივანზე ჩამოჯდა და მომხიბვლელად ამომხედა.
-სალათი და ქათამი. აი ის... შენ რომ გიყვარს! -რაღაცნაირად გამახსენდა ძველი დრო
-რაკარგი ხარ! ვერ ვიტყვი რომ მშია მაგრამ რადგანაც შენი გაკეთებულია და თანაც ძალიან მიყვარს მაშინ მინდა! -ფეხზე წამოდგა და ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა.
მას არანაირად არ ვუღიმოდი. ამის მიზეზი კი ჩემთვის უცნობია... სამზარეულოში შევასწარი და სადილი დავასხი.
წვენი მაცივრიდან გამოვიღე და ჭიქა გავუვსე. არ მიკითხავს უნდოდა თუ არა, უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე. ამდროს მე აქეთ იქით დავდივარ და ვცდილობ მას თვალში არ მოვხვდე.
-შენ რატომ არ ჭამ?! -ჩანგალი თეფშზე დადო და მე მომიბრუნდა
-არ მშია... -ვთქვი და ყურზე თმა გადავიწიე.
ჩემი პასუხის მოსმენისას სწრაფად წამოდგა. ჯერ ერთი კარადა გამოაღო, შემდეგ მეორე... უჯრებსაც სწვდა. ბოლოს თეფშებს მიაგნო. სადილი დაასხა და სკამი გამომიწია. დასაჯდომად მიმითითა.
-არ მინდა... -უმნიშვნელოდ ვუთხარი მაგრამ სკამზე მაინც ჩამოვჯექი. ვერ ვიტყვი რომ ძალიან მსიამოვნებდა მისი ზედმეტი მზრუნველობა. უფრო სწორად რომ ვთქვათ სიტუაციასაც გააჩნია.
-არ ვაპირებ შენს მორიგ გონების დაკარგვას შევესწრო. მიირთვი და გავიდეთ!
-სად მივდივართ?! -პასუხის არ ცოდნა უფრო მაწყობდა და ამიტომაც ვკითხე. სინამდვილეში კი ძალიან კარგად მესმოდა სად უნდა წავეყვანე.
-ექიმთან. არ მითხრა რომ დაგავიწყდა... -გაიკვირვა მან.
-არა რათქმაუნდა. უბრალოდ ვიფიქრე ჩემით წავიდოდი... -ლაპარაკის დროს თვალებშიც ვერ ვუყურებ.
-მარტო ვერ გაგიშვებ. შენი ამბავი რომ ვიცი შეგეშინდება, ექიმთან არ შეხვალ და თვალები უფრო ცუდ მდგომარეობაში გექნება.
-არადა ვფიქრობ აღარაა საჭირო წასვლა! სიწითლე სწრაფად ქრება და აღარც მაწუხებს.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! წავალთ და გაესინჯები. -ჩემს სურვილს არ ითვალისწინებდა.
-კარგი ხო... -დავნებდი
-იცი? ჩემი ძმა გამოწერეს საავადმყოფოდან -გახარებული ხმით წამოჭრა ახალი თემა.
-მშვენიერია!.. გილოცავ -სითბო გამოვხატე.
-ეხლა სახლშია და იმედია სწორ გზას დაადგება. ჭკუას ისწავლიდა ალბათ -იმედიანად განაგრძობდა მაჩაბელი საუბარს
-იმედია... -გავუღიმე და ავდექი.
-რატომ დგები? არაფერი გიჭამია -წყენა შევატყე მას.
-სულ ცოტა ხომ ვჭამე. გეფიცები აღარ მშია. წავიდეთ უბრალოდ რომ დრო არ დავკარგოთ...
-კარგი წავიდეთ და ცუდად თუ გახდები ან რამე მსგავსი აუცილებლად მითხარი!
-კარგი! -თბილად ვუთხარი, შუქები ჩავაქრე და სახლიდან გავედით. დავასწარი და მანქანის კარი თავად გამვაღე. მოხერხებულად დავჯექი მაგრამ მთელი გზა მაინც დაძაბულობას ვგრძნობდი. ახლა გავაცნობიერე რომ როცა დემეტრე ჩემს გვერდით იმყოფება სულ დაძაბული ვარ. თითქოს სულ თავის გაკონტროლებას ვცდილობ, ეს კი ძალიან მაშინებს. რისი გაკეთება უნდა მინდოდეს რომ თავის გაკონტროლება საჭიროა.
კლინიკაში მისასვლელად ნახევარი საათი დაგვჭირდა. ჩქარა არ ატარებდა მანქანას რადგან იცის, რომ ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ სწრაფად სიარულის მეშინია. ოღონდ მხოლოდ იმშემთხვევაში თუ საჭესთან მე არ ვზივარ...
ექიმის კაბინეტიდან ბოლო პაციენტი უკვე გამოსულიყო და მეც მალე მომიწია შესვლა. დემეტრეც შემომყვა და ცოტ აარიყოს დავითრგუნე. როგორც თვითონ ამბობს ვუყვარვარ მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ ღელავს ასე ძალიან ჩემს ჯანმრთელობაზე.
-მხოლოდ შემდეგი კვირის განმავლობაში მიიღებ წამლებს და მერე უკვე შეგიძლია აღარ მოხვიდე! წამლები იგივე ოღონდ უფრო მცირე დოზით, რადგანაც სიწითლემ დაიკლო. კომპიუტერის ან ტელეფონის გამოყენება შეგიძლიათ. მაგრამ როცა გარეთ გახვალთ ეცადეთ მტვერი არ მოგხვდეთ! -საუბრობდა ანუკი ექიმი. ნუთუ ასეთი უყურადღებო ვარ რომ ჩემი ექიმის სახელი მეორე ვიზიტისას გავიგე, ისიც მაშინ, როცა ხალათზე მიკრულ ბარათს დავხედე შემთხვევით.
-ცოლქმარნი ხართ?! -იმედიანად და თბილად იკითხა მან. ამ კითხვამ ჩემთვის იმაზე დიდი უხერხული სიტუაცია შექმნა ვიდრე აქამდე. ავწითლდი და აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
-მომავალში ვიქნებით! -თვალები გაუბრწყინდა მაჩაბელს თუმცა მას რა ენაღვლებოდა... როგორც თვითონ ამბობს "ევასება" ეს თემა.
-არა ჩვენ უბრალოდ ვიცნობთ ერთმანეთს! -სწრაფად და აღელვებულად მივმართე. მაჩაბელს არ ვუყურებდი მაგრამ თვალის კუთხით შევამჩნიე როგორ შეიცხადა ეს ნათქვამი და როგორ შემომხედა გაკვირვებულმა
-კარგით... თავისუფალი ხართ! გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც გითხარით!
-ნახვამდის! -დავემშვიდობე და კარისკენ წავედით.
-ქეთი! -დამიძახა ექიმმა, როცა უკვე სახელური უნდა ჩამომეწია.
-დიახ...
-უხდებით ერთმანეთს! -მითხრა და გამამხნევებლად გამიღიმა.
ჩემდაუნებურად მაინც ჩამეცინა და კაბინეტიდან გამოვედით. დემეტრეს სახეზე ბედნიერებას ნამდვილად ვერ ვამჩნევდი
მანქანაშ ჩავჯექით და მთელი გზა თითქმის არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ერთხელაც არ შემოუხედავს. მხოლოდ გზას გაჰყურებდა იქცეოდა ისე თითქოს მანქანაში მარტო იჯდა და მის გვერდით არავინ იმყოფებოდა.
-რა გჭირს?! -ვკითხე როცა ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ვერ დავმალე. მოუთმენლობის პიკზე ვიყავი. შეიძლება ვიცოდი რაც სჭირდა მაგრამ უაზრო დასკვნების გამოტანას ყოველთვის მერჩივნა სიტუაცია და მდგომარეობა დამეზუსტებინა.
-რა უნდა მჭირდეს! -ცივად მომმართა რაც მისგან ცუდად მომხვდა. არ მესიამოვნა.
-ვერ ვიტყოდი რომ კარგ ხასიათზე ხარ... -ფაქტი ავღნიშნე რომ მიმხვდარიყო რასაც ვგულისხმობდი.
-სერიოზულად ქეთი?! მეღადავები?!.. -გაკვირვებულმა გამომხედა.
-არ გეღადავები დემე... დემეტრე! -სწრაფად ვცადე ნათქვამის გამოსწორება
-აბა რა ხდება?! -საჭეს მძიმედ მოჰკიდა ხელები და გაღიზიანებული ატრიალებდა.
-რა უნდა ხდებოდეს... -გაურკვევლობა შევიფერე
-სასაცილოა რა... სასაცილო! -მუშტი დაარტყა საჭეს.
-დამშვიდდი და მშვიდად მელაპარაკე ძალიან გთხოვ! -ბრძანებაც და თხოვნაც ერთად გამოიხატებოდა ჩემს ხმაში რადგან ნამდვილად შიში გამიჩნდა იმისა, რომ მისი ნერვიულობისა და გაღიზიანების საფუძველზე რაღაც საშინელება მოხდებოდა.
-მაპატიე! -უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც გულწრფელად მითხრა
-კარგი...
-... -არაფერს ამბობდა ის
-... -არც მე ვლაპარაკობდი.
-რას ნიშნავს რომ ჩვენ უბრალოდ ნაცნობები ვართ?! -მოულოდნელად წამოჭრა თემა როცა ჩემს სახლს ვუახლოვდებოდით.
-აბა მეგობრები, შეყვარებულები და მომავალი ცოლ-ქმარნი რომ არ ვართ ეგ ნამდვილად ვიცი! -პირქუშად მივმართე.
-ანუ მეგობრადაც არ მთვლი?! -ირონიულად ჩაიცინა
-შეიძლება ითქვას! -სწრაფად ვუპასუხე
-ყოჩაღ! -შემომხედა, მითხრა და იმედგაცრუებულმა გზას გახედა.
-ცოტათი მაინც სცადე ირონიის დამალვა! -ყალბი ღიმილი მისი მზერისკენ წარვმართე
-ირონია კი არა ამას ნამდვილად არ მოველოდი... -ხელი შუბლზე ნერვიულად მოისვა.
-მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.
-მგონი პასუხი მოფიქრებული გაქვს ჩემს ნათქვამზე...
-რისი პასუხი?! -ნაკლებად მინდოდა რომ ეს შეკითხვა დაესვა.
-კონცერტზე, კულისებში რომ გითხარი. შეგეშვები მეთქი თუ შენგან იმას გავიგებ რაც ამის საშუალებას მომცემს თქო...
-... -ხმას არ ვიღებდი
-შეგეშვა ქეთი?! -მკითხა როცა მანქანამ მოძრაობა შეწყვიტა და ჩემი სახლის ეზოში გაჩერდა.
-...
-მიპასუხე! -მიბრძანა მან. -შეგეშვა?!
-შეიძლება ითქვას... -ვთქვი და მანქანიდან სწრაფად გადავედი.
-კარგი მოიცა რა პატარა ბავშვივით იქცევი!.. -ანერვიულდა.
-არა დემეტრე. არ ვიქცევი პატარა ბავშვივით!
-მოდი ასე დაგისვამ შეკითხვას... ანუ არც გიყვარვარ და არც გყვარებივარ?! -ფრთხილად და თითქოს შეშინებული ხმით მკითხა ამჯერად
-არც მიყვარხარ და არც მყვარებიხარ!.. -სწრაფად მაგრამ დაუფიქრებლად წარმოვთქვი და მანქანის კარი მივხურე!
კარისკენ მივაბიჯებდი და თვალები ცრემლებით მისველდებოდა. ყველანაირად ვცდილობდი ტირილი შემეკავებინა.
ზურგსუკან დემეტრეს მხარეს შუშის ჩამოწევის ხმა მესმოდა.
-სულელი ხარ რა ქეთი!.. სულელი!!! -აღელვებულმა და გაღიზიანებულმა მომაძახა და მანქანა დაძრა.
სახლში შევედი, კარი მივხურე, მივეყუდე და ცრემლების ღვრით ჩავსრიალდი! უსულო სხეულივით ვიჯექი და მეგონა მოძრაობაც კი არ შემეძლო...
თავადაც არ ვიცი რამხელა გაურკვევლობაში ვარ... ისიც არ ვიცი როგორ მივიღე გადაწყვეტილება რომელიც დემეტრეს გავაცანი, როცა საერთოდ არ მიფიქრია ამაზე. მინდა ირგვლივ დავლეწო ყველაფერი რაც კი შეიძლება ხელში მომხვდეს. და არამარტო ხელში... უბრალოდ თვალთახედვის ჰორიზონტზე. თითქოს ორმოში ვარ ჩავარდნილი და იქიდან ვერ ამოვდივარ. ძალაც არ მაქვს იმისი რომ ამოსვლისთანავე ნაპირზე მდებარე რაიმე ქვის ლოდს ხელი მჭიდროდ მოვკიდო ისევ ქვემოთ რომ არ ჩავვარდე. ხელი მიცურს... ეს კი უფრო და უფრო მითრევს დაბლა. გამოსავალს ვერ ვპოულობ, რა უნდა გავაკეთო. ყველაზე გადაუჭრელ პრობლემად მიმაჩნია ეს საკითხი. საერთოდაც რატომ არ შემიძლია გადავხტე რომელიმე ხიდიდან წყალში და უბრალოდ მოვკვდე. რატომ არ შემიძლია ?! როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება ასე ვიყო? ნათქვამია და ამას დედაც მეუბნებოდა თავის სიცოცხლეში, რომ ბედზე არასოდეს არ უნდა დავიწუწუნო. მე კი მგონი ეს ყველაზე კარგად გამომდის. დემეტრეს ვადანაშაულებდი რომ ქვეყნიდან წავიდა და ახლა მე მინდა გაქცევა. თუმცა ის არც გაქცეულა. თავისი მოვალეობის შესასრულებლად წავიდა. ტყუილი მოვალეობის... არ მინდა უპასუხისმგებლო და მშიშარა ადამიანივით მოვიქცე მაგრამ თითქოს სხვა გზაც არ მრჩება. ძნელია ჩემთავზე ლაპარაკი არა? შეიძლება ვინმეს ვბეზრდები კიდეც თუმცა ეს იმაზე ნაკლებად მადარდებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.
წუხანდელმა ღამემ უაზროდ ჩაიარა. წამითაც კი არ ჩამძინებია... ვიწექი და არც კი ვფიქრობდი. უბრალოდ თვალები მეხილა და წინ მედგა დემეტრეს სახე იმ მდგომარეობაში, როცა ჩემგან ნეგატიური პასუხი მოისმინა.
დილის 8 საათი იქნებოდა რომ ავდექი. როგორც ყოველთვის, არც დღეს მისაუზმია და არ ამჟამად შევუწუხებივარ ამას. ვერვერთი საქმე ვერ გამოვნახე რომ რაიმე გამეკეთებინა და აქეთ იქით დავიწყე სიარული. ავედი მეორე სართულზე, მოვიარე ოთახები... ჩამოვედი დაბლა და ყველაფერი დავათვალიერე. ცუდად მხდის ის ფაქტი ამხელა სახლში სრულიად მარტო და უაზროდ რომ ვცხოვრობ.
უცბად რაღაც აზრი დამიტრიალდა თავში რამაც ძალიან დამაფიქრა. ბარათი ავიღე და ანგარიშიდან თანხის რაღაც ნაწილი მოვხსენი. განა რისი გაკეთება მინდოდა ამ 2000 ლარით... სწრაფად ვემზადები და სახლიდან დაუფიქრებლად გავდივარ. მანქანაში ვჯდები და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. ქალაქიდან გასვლაზე. ანასმბლის ხელმძღვანელთან, თეკოსთან მივედი რეპეტიციის დაწყებამდე 1 საათით ადრე.
-საქმე მაქვს შენთან! -გვერდით გამოვიყვანე
-გისმენ ქეთუშ...
-მოკლედ მინიმუმ ერთი თვით მივდივარ... სვანეთში გადავწვყვიტე წავსლა. -მიკვირს ტყუილს როგორ ვამბობ. სვანეთის მაგივრად კახეთი გადავწყვიტე და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ არ მინდა ვინმემ მომძებნოს. - დასვენებაც მინდა და თან ცოტა განტვირთვაც. სულიერად ცუდად ვარ ხომ ხვდები.. ანსამბლიდან გასვლა არ მინდა. უბრალოდ ცოტახნით ვეღარ ვივლი. გასტროლებამდე ჩამოვალ და გპირდები სათანადოდ ვიმეცადინებ. ანგარიშზე დანაზოგი მქონდა. ცოტა გამოვიტანე და იმას გამოვიყენებ. სახლსაც მივხედავ და დავისვენებ კიდევვაც. რას იტყვი?
-წადი რა პრობლემაა. გუშინ ვილაპარაკეთ მე, ვიკომ და გიგამ და გადავწყვიტეთ რომ გასტროლები გადავდოთ რამოდენიმე თვით. მინიმუმ ზაფხულამდე არ დავგეგმავთ. ჩვენც რაღაცეები გვაქვს მოსაგვარებელი.
-კარგია... ანუ შემიძლია არ ვიდარდო ამ თემაზე. საზღვარგარეთ კი წავიდოდი მაგრამ ხომ იცი არ მაქვს თავი მაგ საქმეებზე სასიარულოდ. მირჩევნია სვანეთში ვიყო... მოკლედ უნდა გამათავისუფლო რა. ისევ რუსკა ჩააყენე ჩემსმაგივრად. რამოდენიმე კონცერტს ვეღარ დავესწრები. თუ რამეა მითხარი და აღარ წავალ. მთავარია იცოდე რომ ანსამბლიდან არ გავდივარ! -თბილად ველაპარაკებოდი რომ დადებითი პასუხი მიმეღო მისგან.
-წადი ქეთუშ წადი! უბრალოდ ძაან დიდხანს არ დაიკარგო რა... -თეკო ყოველტვის მზრუნველ ტონს იყენებს ჩემთან ლაპრაკისას რაც ძალიან მახარებს.
-მადლობა! -გადავეხვიე მას, დავემშვიდობე და წამოვედი.
სახლში როგორც კი მოვედი არ გამომიცვლია, მეორე სართულზე ავედი და ჩემს ოთახში შევედი. გარდერობის თავზე დადებული 2 დიდი ჩემოდანი ჩამოვიღე და გავხსენი. მიკვირს როგორ მეყო ნებისყოფა და თითოეული მაისური როგორ დავკეცე. ყველაფერი ჩავდე საზაფხულოც და ზამთრისაც. წარმოდგენაც არ მაქვს იქ როგორი ამინდია და სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არც მაინტერესებს.
მიმაქვს ყველა ნივთი რომელიც შესაძლოა დამჭირდეს, ან არ დამჭირდეს. ალბათ მხოლოდ ავეჯს და ჭურჭელს ვტოვებ სახლში. დაახლოებით 3 საათში გავდივარ სახლიდან და პირველი რაც მანქანაში ჩაჯდომის დროს გამახსენდა ისაა რომ ფანჯრების და კარებების ჩაკეტვა მავიწყდება. სასწრაფოდ ვბრუნდები და ყველაფერს ვაწესრიგებ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში რომ დავბრუნდები ან განადგურებული სახლი დამხვდება ან კიდევ საერთოდ არ დამხვდება. ეს კი მე საერთოდ არ მაწყობს. ჩემოდნებიც დიდი სიფრთხილით ჩავალაგე მანქანაში. ისე ვშიშობდი ვინმეს არ დავენახე თითქოს საციხო საქმეს ვაკეთებდე. სანამ საბურთალოს გავცდებოდი ახალი ნომერი ავიღე. შემდეგ კი კახეთისკენ დავაწექი...
რატომ კახეთი?! კახელი დედაჩემის დედა, ქეთევანი იყო... ქეთევან ხუციშვილი. მისი სახელი დამარქვეს. თვითონ 8 წლის წინ გარდაიცვალა. 16 წლის ვიყავი ბოლოს რომ ვნახე. ძალიან მიყვარდა. იშვითად ჩავდიოდით ხოლმე მასთან მე და ჩემი მშობლები, სამაგიეროდ თვითონ ჩამოდიოდა ხშირად და გვნახულობდა. ერთი შვილიშვილი ყავს. და ისიც მე ვარ... კარგია შვილის და სიძის გარდაცვალებას რომ ვერ მოესწრო. მასაც ძალიან ვუყვარდი და ჩემი დანახვა ყველაზე მეტად უხაროდა. იმ სახლის შესახებ, სადაც მე ახლა მივდივარ თითქმის არავინ იცის ერთი ან ორი ადამიანის გარდა. მარიამსაც კი არ აქვს წარმოდგენა. ძირითადად სვანეთში ჩავდიოდი ხოლმე მამაჩემის დედ-მამასთან. ხშირად ვერა მაგრამ იმაზე ნაკლებად იშვიათად ვიდრე კახეთში. მამაჩემის მშობლებიც გარდაცვლილები არიან. წარმოგიდგენით? არავინ არ მყავს... საერთოდ არავინ... ბებიის ან პაპის და-ძმის შვილებს ახლო ნათესავებად არც კი ვთვლი. თითქმის არ ვიცნობ მათ. სახელებიც არ ვიცი... და არც მაინტერესებს. სადაც არ უდნა წავიდე, რომელ კუთხეშიც ფეხი მიმიწევს ყველგან მარტო ვიქნები! კახეთის სახლშიც ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი იმის მერე კი არავინ ჩასულა. ან ვინ ჩავიდოდა?! ამიტომ არ უნდა გამიკვირდეს იქაური სიტუაცია. არც ის იქნება ახალი ამბავი ვერავის რომ ვერ დაველაპარაკები.
შეიძლება ითქვას რომ საშუალოზე დაბალი სიჩქარით მივდივარ. ალბათ იმიტომ რომ "ფეხი უკან მრჩება" ხშირ-ხშირად ვაჩერებ გზად და ნახევარ გზას თითქმის ერთ საათზე ემტი მოვანდომე. ეს არ მაღელვებს იმიტომ რომ არ მეჩქარება.
შუა გზაზე ტელეფონს ვიმარჯვებ და ძველი ნომრიდან მარიამის ნომერს ვკრეფ. მსგავს შეტყობინებას ვამზადებ: "მარიამ მინდა გაგაგებინო რომ თბილისიდან გავდივარ. არ ვიცი რამდენი ხნით. სვანეთში მივდივარ და დიდხანს არ ჩამოვალ. უბრალოდ მჭირდება აქედან წასვლა. პატიება უნდა გთხოვო თუ არა არ ვიცი მაგრამ პირდაპირ ბოდიშს გიხდი რომ ვერ ვიკონტაქტებთ. მიყვარხარ და გკოცნი... მომენატრები!" -გაგზავნის ღილაკს სწრაფად დავაჭირე რომ არაფერი მენანა. თავს ვარიდებ ფიქრს იმაზე, რომ შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება არასწორია. 20 წამი არ იქნებოდა გასული მარიამმაც რომ დამიბრუნა პასუხი: "არც გაბედო ქეთი!"-ეს მომწერა და ცოტახანში მისგან შემოსულმა ზარმა ტელეფონი ააწკრიალა. გავთიშე და მარიამი ყველანარ კითხვაზე უპასუხოდ დავტოვე. გზა გავაგრძელე და ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი. ვცდილობდი ყოველი დეტალი გონებაში ჩამბეჭვდოდა.
საათნახევრიან გზას თითქმის სამი საათი მოვანდომე. როგორც იქნა ჩავედი... იქაურობას თვალი მოვავლე იმის იმედით რომ რაიმე დიდ სუპერმარკეტს დავინახავდი მაგრამ გაჩერებული მანქანიდან დაახლოებით 20 მეტრზე მხოლოდ ჩვეულებრივი მარკეტი შევნიშნე,
საფულე ავიღე და შიგნით შესვლა გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა რომ მარკეტი დიდი ზომით არ გამოირჩეოდა მაინც მყუდრო სუფთა და კეთილმოწყობილი იყო. ყოველშემთხვევაში შესვლა გესიამოვნებოდა... გარეთ ძალიან ცივა მაგრამ შიგნით სითბო დგას. ბევრი ხალხი შედის და გამოდის. როგორც ჩანს ამ შუა კახეთში ყველაზე სარგებლიანი მაღაზიაა. თან ჩემს სახლთანაც ახლოსაა. შესვლისას უფრო დიდი სივრცე დავინახე ვიდრე გარედან ჩანდა. კედლების ფერი თვალში კარგად მომხვდა და ვიფიქრე რომ ზუსტად ამ ფერით შევღებავდი სახლის კედლებსაც მისაღებსა და საძინებელში.
დახლთან დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭი შევნიშნე რომელიც ოდნავ მარჯვნივ მაგრამ შესამჩნევად გადმოიხარა ჩემს დასანახად. დიდი ცელოფნის პარკი გამოვართვი იქვე მჯდომ არც თუ ისე ხანში შესულ კაცს, პროდუქტები ავარჩიე და შიგ ჩავაწყე. ასევე ძალიან მესიამოვნა დიდი მოწესრიგებულობა. ყველაფერი თანმიმდევრობით ელაგა.
-თავისუფალია! -ჩემს გასაგონად დაიძახა დახლთან მდგომმა ბიჭმა, როცა რიგი დაცარიელდა.
-გამარჯობა.. -უმნიშვნელოდ ვესალმები და პროდუქტებით სავსე პარკს დახლზე ფრთხილად ვდებ.
-გამარჯობა! -ისიც მესალმება და თვალს არ მაშორებს ისე ატარებს პროდუქტებს. უცბად შუშის მიღმა მდგომ ჩემს მანქანას გახედა.
-როგორც ვიცი ხალხი აქედან თბილისში მიდის და არა პირიქით.. -ცალყბად გამიღიმა თაფლისფერთვალება ბიჭმა და "ქოჩორზე" ხელი მომხიბვლელად გადაისვა.
-სამუდამოდ არ ჩამოვსულვარ! -მკაცრად მივმართე მაგრამ თვალებში არ ვუყურებდი რადგან საჭიროდ არ ვთვლიდი.
-აბა დასასვენებლად?! შუა ზამთარში კახეთში დასასვენებლად ვინ ჩამოდის... -გაკვირვებულმა ჩაიცინა და მე ეს დაცინვად მივიღე. წარბშეკრულმა შევუბღვირე.
-ნათესავთან ხარ?! -არ წყვეტდა შეკითხვების დასმას. პირველად ვაღიარებ რომ შევნიშნე, როგორ მეპრანჭება უცხო ბიჭი.
-არა! -მოკლედ და ყველანაირი დიალოგის დასრულებით ვპასუხობდი მას.
-აბა?! -დაჟინებით მომაცქერდა.
-მოდი უბრალოდ მალე გაატარე ეს პროდუქტები! -მისი საუბრისგან შეწუხებული გამომეტყველება მივიღე. არადა სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არ შევწუხებულვარ.
-რა გქვია? -ჩემს უკან რიგი იმატებდა.
-შანსი არაა, არ გაგეცნობი! -შევხედე მას და ცელოფანი დავაცარიელე.
-რატო ასე უხეშად? -ნაწყენი იყო მაგრამ მაინც გაიღიმა.
-რამდენია ჩემზე?!
-ზუსტად 87 ლარი... -ჩეკის ქვითარი გამოწერა და ყველაფერი პარკებში გადაანაწილა.
ფული დახლზე დავუდე და პარკებს ხელი დავავლე.
-მადლობა. -ვუთხარი და წასსასვლელად შევტრიალდი.
-ნომერს ხომ არ დამიტოვებდი?! -მომაძახა ბიჭმა.
-მომისმინე... გირჩევნია ამ რიგში მდგომ ხალხს მიხედო და ჩემთან არშიყობას შეეშვა, რადგან არაფერი გამოგივა. თანაც ბიჭების ენაზე რომ ვთქვათ... შენნაირი ტიპები არ "მევასება!" -მივუტრიალდი, დამაჯერებლად ვუთხარი და შემდეგ კარიდან გავედი.
გზა განვაგრძე და სახლში მისვლისას მანქანა ეზოში გავაჩერე. გასაღები ჯიბიდან ამოვიღე და კარი შევაღე. სურნელი ვიგრძენი რომელიც ბავშვობიდანვე მახსოვდა. დიდი ხანია აქ არავინ ყოფილა მაგრამ სახლს მყუდროება მაინც შეუნარჩუნებია. ეს ძალიან მახარებდა... ჩემოდნები შევიტანე და ტახტზე დასასვენებლად ჩამოვჯექი. მივხვდი რომ ამის დატოვე აღარ ღირდა და ახალი უნდა მეყიდა. მალევე ავდექი და მთელი სახლი დავათვალიერე. ბევრ რაღაცას შევატყე განახლების საჭიროება. ან თუნდაც ახლის ყიდვის... შეიძლება ბანალურია პასუხისმგებლობისგან გაქვევის მიზნით ქალაქიდან წასვლა და კახეთში რამოდენიმე თვით დასახლება, მაგრამ ნამდვილად არ ვღელავ ამაზე. უბრალოდ მომწონს აქ ყოფნა. შავ როიალს ცალი იდაყვით დავეყრდენი და მივხვდი რომ მტვერი კურტკაზე ამკრობოდა. იქვე რაღაც ნაჭერს მოვკარი თვალი და როიალს გადავუსვი. ჩემი გამოსახულების დასანახად სარკესთან დავდექი მაგრამ მასაც იმხელა მტვერი დასდებოდა რომ ვერ ვხვდებოდი მე ვიყავი თუ არა!
სახლის ხის ინტერიერი დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ჩემს საძინებლად პირველ სართულზე მეორე ოთახი ვარჩიე. აქ პატარაობისას მოსვლისას ვიძინებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას რომ ამ სახლში დარჩენისთვის ბევრი მუშაობა მომიწევს. თან არც იმაზე უნდა ვიწუწუნო რომ დალაგებით დავიღლები!
რა ძნელია არა საუკეთესო მეგობარს რომ ვეღარ ხედავ. თანაც შეიძლება ეს რამოდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.
საშიშროება გამიჩნდა იმისა, რომ შეიძლება გამიჭირდეს აქ ცხოვრება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ვერავის დაველაპარაკები. იმ ფაქტმა გამახარა რომ გარეთ გზა მთლიანად სწორია და მხოლოს ნაპირებში თუ ყრია ქვები. ჩემს გვერდით სახლი დგას, რომელშიც ადრე გელაშვილები ცხოვრობდნენ. ახლა კი ალბათ სხვა ცხოვრობს აქ... იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ გარედან ყველაფერი შეცვლილია. მეორე დღეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომარაგების საქმეები მოვაგვარე. აქ, მარტო სახლში ტელევიზორის ყურება არ მაწყენდა. ეს იმან უფრო გამიადვილა, რომ სახლი ჩემზეა გადმოფორმებული. ბუხარი შევნიშნე, რომელიც ჩემი აქ ბოლო ყოფნისას არ ყოფილა. გული დამწყდა რომ ვერ დავანთებდი რადგან ამის გაკეთება არ ვიცოდი. კარზე დააკაკუნეს და ცოტა არ იყოს შიშმა და გაკვირვებამ შემიპყრო. ვინ შეიძლება კარს მიღმა იყოს. დაბურული შუშის კარია ხის ჩარჩოებით. ადამიანის გამოსახულება ჩანს, რომელიც სავარაუდოდ ბიჭია. ფრთხილად მივედი და გამოვაღე. ის ბიჭი აისახა ჩემს წინ მარკეტში რომ მეპრანჭებოდა და ჩემს გაცნობას რომ ცდილობდა.
-მოიცა შენ? უფროსწორად თქვენ... -გაუკვრდა ბიჭს.
-ეხლა არ მითხრა რომ გუშინ უკან გამომყევი რომ ჩემი საცხოვრებლის მდებარეობა გაგერკვია! -წარბშეკრულმა მივმართე და კარი ფართოდ გამოვაღე.
-არა რა სისულელეა... მე აქ ვცხოვრობ. -ხელით იმ სახლზე მიმითითა ჩემი სახლის გვერდით რომ დგას. -დროებით! -დააყოლა ბოლოს, ისე თითქოს ჩემი დარწმუნება სცადა.
-გასაგებია... -არც თუ ისე ცივად და უხეშად ვუპასუხე
-შენ ის არა ხარ მაგრად რომ არ გევასები?! -ბოლო სიტყვაზე მკვეთრად ჩაიცინა. ნუთუ გასაკვირია ის ფაქტი რომ ამ უცხო ბიჭისგან თითოეულ გაცინებას ან გაღიმებას დაცინვად მივიჩნევ.
-ზედაპირულად ვთქვი. არ გიცნობ თან...
-ჰოდა აქაც სწორედ შენს გასაცნობად მოვედი. უფროსწორად ჩემი ახალი მეზობლის გასაცნობად. -გადაასწორა -გუშინ მაღაზიიდან რომ დავბრუნდი თქვეს რომ ამ სახლში ვიღაც დასახლდა. თურმე შენ ყოფილხარ.
-კარგი მაშინ შემოდი... -დავუშვი რომ გამეცნო
-ისევ ვისურვებდი შენი სახელის გაგებას... იმედია ახლაც არ ხარ წინააღმდეგი. -ზღურბლს გადმოაბიჯა და მისაღები შეათვალიერა. შავი "საროჩკა" და შავი შარვალი ამშვენებს.. ცოტა გასაკვირია გუშინაც რომ მუქ ფერებში ეცვა.
-ქეთი! ქეთი ახვლედიანი -ჩემი სახელი ვუთხარი და მისას დაველოდე.
-მე დაჩი! დაჩი კორინთელი. -ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა.
-სასიამოვნოა! -თბილად გავუღიმე და გადავწყვიტე რომ მასთან გუშინდელივით უხეში აღარ ვყოფილიყავი. თან იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნებოდა რომ აქ ვინმეს მაინც დაველაპარაკებოდი.
-ჩემთვისაც. -თქვა და დივანზე ჩამოჯდა.
-მისმინე, არ იფიქრო რომ შენთან გაარშიყებას ვცდილობდი... -დაიმორცხვა მან. -უბრალოდ მინდოდა გამეცანი რადგან შემოსვლისთანავე კარგი აურა შემოიტანე!
-მივხვდი დაჩი! -აღარ მინდოდა ამის გამო უხერხულ სიტუაციაში ყოფილიყო.
-სულ მაინტერესებდა ეს სახლი შიგნიდან როგორი იყო... ახალგადმოსულის კვალობაზე კარგად მოგიწესრიგებია აქაურობა.
-შევეცადე... მაგრამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია ყველაფერი.
ძირითადად შეკეთება და განახლება მინდა. ახლის ყიდვა უფრო ბევრი დამიჯდება.
-მე დაგეხმარები ხოლმე. რამე თუ დაგჭირდა არ მოგერიდოს...
-დიდი ხანია აქ ცხოვრობ?! -ვკითხე და მის გვერდით ჩამოვჯექი. ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ უფრო ახლოს გავიცნობდი.
-არა მე აქ არ ვცხოვრობ... უფროსწორად ვცხოვრობ მაგრამ დროებით. ბიძაჩემს ვეხმარები. მაღაზიის გაფართოებას ვაპირებთ... დროებით ვარ აქ. -მის სახეზე მწუხარება შევნიშნე, მაგრამ მიზეზის კითხვისგან თავი შევიკავე.
-გასაგებია... -გავუღიმე და შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა.
ამას უხერხულ სიტუაციასსაც ვერ დავარქმევდით. ამ ბიჭის გაცნობა უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.
-ვინმე მოკალი?! -ჩემკენ გადმოიწია და ყურში ჩამჩურჩულა.
-საიდან მოიტანე?! -შევუტრიალდი და გავუბრაზდი. მან კი გადაიხარხარა. შევამჩნიე რომ ჩემთან თავისუფლადაა...
-აბა უკვე მერამდენედ გკითხე რატომ ხარ აქ თქო და არ მპასუხობ... -წაიბუზღუნა -შეიძლება ცოტახანია რაც მიცნობ მაგრამ მიხვდებოდი რომ მანიაკი არ ვარ... -ჩაეცინა მას. -იყიდე?! -ახალი შეკითხვა დამისვა მან.
-არა! მოგიყვები... ბებიაჩემი ცხოვრობდა აქ. დედაჩემის დედა ქეთევანი. მისი სეხნია ვარ... ქმარი რომ გარდაეცვალა მარტო იყო. იშვიათად ჩამოვდიოდით ხოლმე. მისი ერთადერთი შვილიშვილი ვარ. სახლი ჩემზე გადმოაფორმა. თბილისში ვცხოვრობ. აქ რაღაც-რაღაც მიზეზების გამო. დასვენება მინდა... განტვირთვა. ცუდად ვარ, ოღონდ ფიზიკურად არა! თბილისში ერთი ბიჭია, დემეტრე. სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. 4 წლის წინ გავიცანი და გაცნობის შემდეგ მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი. შეყვარებულები არ ვყოფილვართ მაგრამ ორივემ ვიცოდით... ორი წლის მერე გერმანიაში ვიღაც გოგოსთან სიმთვრალეში დაწვა. ის გოგოც ქართველია ოღონდ. დაფეხმძიმდა და დემეტრე ისე წავიდა ჩემთვის არაფერი უთქვამს. მეგობრის ქორწილში უნდა წავსულიყავით და არ მოვიდა. გაქრა და არაფერი უთქვამს. დაახლოებით თვენახევრის წინ დაბრუნდა როცა გაიგო რომ ის ბავშვი მისი შვილი არ იყო. მოკლედ ძალიან ვუყვარვარ და ჩემთან შერიგებას ცდილობს. მე კი გუშინ ყველაფრის დამამთავრებელი უარი ვუთხარი და აქ გამოვიქეცი ისე თითქოს პასუხისმგებლობას გავურბოდე. თვალებში ჩახედვასაც ვერ ვბედავ. ყველამ იცის რომ სვანეთში ვარ. ამ სახლზე კი არავინ არაფერი არ იცის. 1 წელზე მეტია რაც ჩემი მშობლები გარდაიცვალნენნ ავარიის შედეგად. ბებია-ბაბუა არ მყავს არც დედის, და არც მამის მხრიდან. მოკლედ არავინ არ მყავს ჩემი საუკეთესო მეგობრის მარიამის გარდა. ახლახანს დაქორწინდა დემეტრეს ძმაკაცზე ლაშაზე. მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან უნდა ჩემი და დემეტრეს ერთად ყოფნა. პროფესიით მოცეკვავე ვარ. 19 წელია ვცეკვავ და ეს საქმე არ მბეზრდება. აქ ჩამოსვლის იდეა უცბად მომაფიქრდა. ვიფიქრე სახლსაც მივხედავდი. -მოკლედ მაგრამ თითქმის ყველაფერი ვუამბე ჩემი ცხოვრების შესახებ.
-სევდიანი ისტორიაა...
-ყველაფერი სევდიანია დაჩი! -შევაწყვეტინე მაგრამ ვისურვე სათქმელი დაესრულებინა
-მშობლებისა და ახლობლების გამო ვწუხვარ. -დაღონდა. -არც მე მყავს მშობლები. დედას 2 წლის წინ ინსულტმა დაარტყა. ძალიან ახალგაზრდა იყო. ორი დღის შემდეგ მამამ გულის შეტევა მიიღო ისე ინერვიულა. ბიძაჩემია კახელი. სხვაგან ქონდა სახლი მაგრამ ის გაყიდა და ეს იყიდა... მაღაზია ააშენა. უფრო და უფრო ზრდის სივრცეს. აქ იმიტომ ჩამოვედი რომ დავეხმარო. სახლიც გავარემონტეთ და ვცდილობთ აკრგად ვიცხოვროთ. პროფესიით მხატვარი ვარ... კარგი მხატვარი -შეიფერა მან. -ბავშვობიდან ვხატავ. სხვათაშორის დიდ შემოსავალს ვღებულობდი. ახლაც ვხატავ ხანდახან... როცა თავისუფალი დრო მაქვს. და მყავს, ანი! გათხოვილია და ბავშვს ელოდება. მალე იმშობიარებს. ჩემზე ერთი წლითაა პატარა. ძმაკაცი მყავს ბაჩო, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა... არც მე ვარ მრავალფეროვანი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი... -სახე მოეღუშა. -თუ გაინტერესებს შავები რატომ მაცვია გეტყვი რომ ფეხმძიმე ცოლი, სალომე გარდამეცვალა 7 თვის წინ -წინ გადაიწია და თავი ხელებში ჩარგო. -სამი წლის წინ დავქორწინდით... დიდი ხანი გვიყვარდა ერთმანეთი. სტუდენტობისას გავიცანი... ავარიაში მოყვა. ორსულობის შესახებ უნდა ეთქვა ჩემთვის და სიხარულისგან სწრაფად მოდიოდა. ემოციები ვერ მოთოკა და დიდ ხეს შეეჯახა. ჯერაც ვერ შევეგუე ამ ამბავს და ალბათ ვერც ვერასოდეს შევეგუები. არადა იცი რა ბედნიერები ვიყავით?! -ბიჭს, რომელსაც ნახევარი საათია ვიცნობ თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. მალევე შეიშრო და სევდიანად გაიღიმა. -ყველაფერი ისე უცბად მოხდა რომ არ გამიცნობიერებია. ვცდილობ მხიარული ვიყო და ჩემი ტკივილით ხალხს თავი არ მოვაბეზრო. შეიძლება ვიღიმოდე მაგრამ ამას ჩემი კარგად ყოფნა არ განაპირობებს. ძირითადად შავებს არა მაგრამ სულ მუქ ფერებში ვარ გამოწყობილი. იმის მერე არცერთი გოგოსთვის სხვა თვალით არ შემიხედავს და სხვათაშორის შენდამიც მეგობრულად გავეწყვე. გეფიცები არც კი მიფიქრია შენთან არშიყობა. უბრალოდ დაუშვებელია. არ შემიძლია... და ვერც ვერასოდეს შევძლებ. ეს პირადად შენ არ გეხება. უბრალოდ ვერცერთ გოგოს ვერ დავუახლოვდები სხვანაირად...
-მესმის დაჩი, მესმის! ძალიან ძალიან ვწუხვარ... -მხარზე ხელი დავადე. -კარგი ადამიანი ხარ. -სითბოს გამოვხატავდი და არც ვცდილობდი დამემალა.
-შენ მითხარი 19 წელია ვცეკვავო. რამდენი წლის ხარ?! -ახალი თემა წამოჭრა და მესიამოვნა. არ მინდოდა ახალგაცნობილ ბიჭთან მხოლოდ სევდიან თემებზე ვისაუბრო.
-24... 25 ისაც მალე გავხდები. შენ რამდენი წლის ხარ?!
-26 ის.
-დემეტრეც შენი ასაკისაა... -ცალი იდაყვი მუხლზე დავდე და ნიკაპით დავეყრდენი.
-მშვენიერია...-ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა
-უკვე მიდიხარ?! -გამიკვირდა ასე ნაუცბადევად წასვლა რომ გადაწყვიტა.
-კიი წავალ... არაუშავს მაინც ხშირად ვნახავთ ერთმანეთს. ბოლოსდაბოლოს მეზობლები ვართ! -გაეღიმა და კარისკენ წავიდა.
-კარგი.. რაღაც უნდა გკითხო! შეგიძლია მითხრა სად ვიყიდო იმ ფერის საღებავები თქვენი მაღაზიის კედლები რომ არის შეღებილი. -გამახსენდა, როცა ჩემს გაცრეცილ კედლებს თვალი მოვკარი.
-როგორც კი ცენტრალურ გზაზე გადახვალ დაახლოებით 40 მეტრში მარცხნივ შეუხვევ. ყველაფერი იყიდება სახლის გარემონტებისთვის... იქ ვიყიდეთ ჩვენც. სოფელია მაგრამ ნუ გეგონება რომ უზრონველყოფილად ვერ იცხოვრებ. ყველაფერია აქ... -მარწმუნებდა ის. -კი მაგრამ შპალერი არ გირჩევნია?!
-ვნახოთ. ავარჩევ... შპალერსაც ვიყიდი და საღებავს. ოღონდ გაკვრაში და შეღებვაში თუ დამეხმარები დამერწმუნე ვალში არ დაგრჩები! -იმედიანი გამომეტყველებით შევხედე და გავუღიმე
-რათქმაუნდა... მარტო მეზობლები ხომ არ ვიქნებით -ცალი წარბის აწევით მითხრა -უნდა ვიმეგობროთ.
-რათქმაუნდა! -მისმა წინადადებამ ძალიან გამახარა. მეტიც... მივხვდი რომ მარტო ყოფნა არ მომიწევდა ამ სოფელში
-საღამოა. წავალ... -სახელური ჩამოწია მან.
-მაპატიე. ისე შევყევით საუბარს რომ არც გამხსენებია რამით გაგმასპინძლებოდი.
-ნუ ღელავ... სხვა დროს იყოს. აბა დროებით. -დამემშვიდობა, კარი გასასვლელად გამოაღო და წავიდა.
დივანზე წამოვწექი და ძველი სიმბარათი ტელეფონში მოვათავსე. ალბათ ათასი სმს და ზარი იყო შემოსული. უმეტესად მარიამისგან, ლაშასგან და დემეტრესგან. დემეტრეს სმსებში ძირითადად ჩანდა რომ აინტერესებდა სად ვიყავი, როგორ ვიყავი და რას ვაკეთებდი...
-ქეთი! -ცდუნებას ვერ გავუძელი და მარიამის ნომერი ავკრიფე. მალევე მიპასუხა და აღელვებული ხმა ჰქონდა.
-მარიამ როგორ ხარ?! -ტირილი მომინდა. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ორი დღე გავიდა
-როგორ უნდა ვიყო?! -მისაყვედურა მაგრამ მალევე დაარბილა ტონი. -რატო წახვედი?! კარგი რა...
-სვანეთში ვარ! -კითხვაზე არ ვუპასუხე და უბრალოდ ჩემი სათქმელი განვაგრძე.
-იცოდე მოგძებნი!!! -შემაწყვეტინა.
-არ შეეცადო. ცოტახანს აქ უნდა ვიყო. ეს აუცილებელია... მარტო უნდა დავრჩე ჩემს თავთან და ამაში ხელი არავინ უნდა შემიშალოს. უბრალოდ მინდა დავისვენო ამ ცხოვრებისგან. მინდა ცოტახანს მაინც ვიყო კარგად.. -აკანკალებული ხმით ვლაპარაკობდი.
-იცი როგორ ვნერვიულობთ?! -ცოტაც და იტირებდა. -არ მინდა დიდხანს რომ ვერ გნახო.
-მისმინე მარიამ... ვიცი რომ ნერვიულობთ. დემეტრეს უთხარი რომ სვანეთში ვარ. შენ დაგირეკავ ხოლმე. შეიძლება არც ისე ხშირად მაგრამ ამაზე არ იღელვო. არ უთხრა რომ მედაშენ ვიკონტაქტებთ. მინდა დამივიწყოს და ჩემზე აღარ იდარდოს. უბრალოდ გთხოვ...
-კი მაგრამ...
-გთოვ მარიამ გთხოვ! -აშარად ვემუდარებდი -გპირდები დაგირეკავ ხოლმე...
-კარგი კარგი. არ დაიკარგო! დიდხანს არ დარჩე მანდ. არაფერი დაიმართო და ფრთხილად იყავი! -მზრუნველი ტონით მითხრა.
-ნახვამდის! მიყვარხარ და გპირდები არაფერს დავიმართებ...
-ნახვამდის! -ათრთოლებული ხმით დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
დივანზე წამოწოლილს მაშინვე ჩამეძინა... აღარც მახსოვს ბოლოს როდის მეძინა ნორმალურად. აშკარაა რომ კახეთმა და ამ სახლმა ჩემზე დადებითად იმოქმედა. თუნდაც მხოლოდ ორი დღე იყოს გასული!
მთელი ღამე მეძინა. დილით 8 ის ნახევარზე გამეღვიძა. მომხდომია კახელობა. სულაც არ მაწუხებს ის ფაქტი რომ მთელი აქ ცხოვრების განმავლობაში ყოველდღე ადრე უნდა გავიღვიძო. არც ის მაღელვებს ბევრი მუშაობა რომ მომიწევს. მიხარია დაჩის გაცნობა და მასთან დაახლოვება. კარგი ადამიანია... კარგია, რომ მე და ის მხოლოდ მეგობრები ვიქნებით. კარგი მეგობრები... და არ მომიწევს იმაზე ფიქრი, უხერხულია თუ არა მის გვერდით ცხოვრება.
კარგია რომ ვერც ის შემომხედავს სხვა თვალით და ვერც მე შევხედავ მას.
გაღვიძებისთანავე ვდგები. საწოლში ნებივრობას ეს ვამჯობინე. თმას მსუბუქად ვიკრავ და ვწესრიგდები. სამზარეულოში გავდივარ და გემრიელად ვსაუზმობ. მაშინდელივით მადადაკარგული არ ვარ თბილისში რომ ვიყავი. კურტკა შემოვიცვი და გარეთ გავედი. საღებავების საყიდლად მინდოდა წასვლა. დაჩიმ გამოიარა ჩემს ეზოში. ჩემი სახლის ეზოს მისი სახლის ეზოსგან ღობე გამოყოფს. ამ ღობეში ერთ ამოჭრილი კარია რომლითაც ჩვეულებრივ გადახვალ ერთი ეზოდან მეორე ეზოში.
-როგორ ხარ?! -გადამკოცნა და მის ჩაცმულობაში მუქმა ფერებმა თვალი მომჭრა. ძალიან დავითრგუნე როცა მისი სევდიანი ისტორია გამახსენდა.
-კარგად შენ როგორ ხარ?! -თბილად შევხვდი მას და მანქანის გასაღებზე ღილაკს ხელი მივაჭირე.
-არამიშავს... მაღაზიაში ვაპირებდი წასვლას და გამოგიარე. მაინტერესებდა როგორ ხარ -თმაზე ხელი გადაისვა. მისი ქცევებიდან გამომდინარე უკვე დასკვნა მაქვს გამოტანილი რომ ეს ბიჭი არანაირად არ მეპრანჭება
-მანქანა შენც გყავს?! -ნამდვილად დამაინტერესა
-კი.. უკანა ეზოში აყენია. შავი ლექსუსის ჯიპი- შეიფერა და თავისდაუნებურად გაიღიმა.
-მომწონს ლექსუსი! -გავუღიმე და მანქანის კარის გასაღებად გავემართე.
-სად მიდიხარ?! -მკითხა ინტერესით.
-გუშინ რომ მითხარი. საღებავები და შპალერი იყიდებაო -ავუხსენი მას.
-მეც წამოვალ თუ წინააღმდეგი არ ხარ. აგარაჩევინებ... მეხერხება. ბოლოსდაბოლოს გემოვნებიანი ბიჭი ვარ -ცალყბად გამიღიმა მან.
-არა რათქმაუნდა! არ ვარ წინააღმდეგი. მეტიც, მინდოდა მეკითხა მაგრამ მაღაზიაში აპირებდი წასვლას...
-არა! მაინც დილაა და ჯერ ხალხი არ იქნება. წამოგყვები და მერე წავალ იქ. კარგი?! -იმედიანად შემომთავაზა. როგორც ჩანს მასაც ახარებდა ჩემთან დაახლოვება.
-კარგი! -მივმართე და მანქანაში ჩავჯექი. მასაც დაველოდე რომ ჩამჯდარიყო და გზაზე გავედით. ორი წუთიც არ დაგვჭირდა იქ მისასვლელად. მიუხედავად იმისა რომ გზა ძალიან მოკლე იყო, მაინც მანქანით წასვლა ვამჯობინე რადგან არ მგონია მსუბუქი ყოფილიყო რასაც იქიდან წამოღებას ვაპირებდი.
-ეს არ მოგწონს?! -მიმითითა დაჩიმ "ჭუჭყიანი" თეთრი ფერის საღებავზე.
-არა! -შევუბღვირე მას. -მაღიზიანებს ეს ფერი. გულსაც კი მირევს! საზიზღრობაა. ამ ფერით ჩემი სახლის კედლები თუ შეიღებება მე ამ სახლიდან წავალ. -ვერ მოვთოკე გაღიზიანება
-კარგი დამშვიდდი -გაიცინა და ახლა ნამდვილად დამცინა მან.
-კატალოგში შეგიძლიათ დაათვალიეროთ! -მოგვმართა გამყიდველმა
-ეს ის ფერია რომელიც მინდოდა! -აღტაცებული ვიყავი როცა ყვითელი ფერი შევამჩნიე
-კარგი რა... ვინ ღებავს სახლს ყვითელი ფერით! -გაუკვირდა მას.
-ნამდვილად არ ვიცი ვინ, მაგრამ მე რომ შევღებავ ფაქტია! მხოლოდ საძინებელს ოღონდ... მისაღებში ამ შპალერს გავაკრავ. -შინდისფერ შპალერს მივადექი და მიხაროდა ასე ადვილად რომ გადავჭერი პრობლემა.
-კარგი გემოვნება გქონია, მაგრამ უცნაური! მუქი შინდისფერი მისაღებში?! -გაკვირვებას ვერ კი არა, არ მალავდა.
-შეკიდული ჭერია. ჩემმა მშობლებმა გააკეთეს მაშინ. მაგარი განათებაა და ძალიან მოუხდბა...
-კარგი მართალი ხარ... ოღონდ გთხოვ იატაკი მაინც არ შეღებო მწვანედ. -ახლაც დამცინა. მე კი წარბშეკრულმა გავხედე და გავუბრაზდი
-რა სისულელეა! -ბოლოს მაინც გავიცინე.
-სხვა რამის ყიდვა არ გინდა? -მკითხა როცა შეამჩნია რომ ფულის გადახდას ვაპირებდი.
-ჯერ არა! დანარჩენს ხვალ, ზეგ. ჯერ კიდევ რამდენი დღეა წინ...
10 წუთიც არ დაგვჭირდა ამ ყველაფრისთვის. მანქანაში ჩავჯექით და წამოვედით.
-ბარემ მიგიყვან მაღაზიამდე. -თბილად ვუთხარი
-არა... არ მინდა! მერე საღამოს უმანქანოდ ვერ წამოვალლ. დამეზარება.
-ხო არ გეშინია... -ყალბი გაოცება მივიხატე სახეზე და გადავიხარხარე
-რისი... -ცალი წარბის აწევით მკითხა მან.
-ღამით მარტო სიარულის. -დავცინე
-არა რათქმაუნდა! -ხმამაღლა მითხრა.
-კარგი ვხუმრობ...
-ისე რაღაც მინდა გითხრა! -ამის თქმის დროს ყოყმანობდა.-ნუ... გითხრა რა, შემოგთავაზო! -გადაასწორა. -თან არ მინდა ცუდად მიიღო. შეიძლება არ მოგეწონოს ეს იდეა. ან შეგრცხვეს... თან თუ არ დამთანხმდები. იქნებ უხერხულიცაა! ან რომ გამიბრაზდე?!..
-მოდი უბრალოდ მითხარი კარგი?! -ვთხოვე მას. თან შემეშინდა რომ რამე საშინელებას მეტყოდა
-მოკლედ! ახლახანს ჩამოხვედი აქ.. როგორც ვატყობ კარგახანს აპირებ აქ დარჩენას. შენც თქვი რომ ბევრი რამის შეცვლა და განახლება მოგიწევს. შეიძლება ფული გაქვს... მაგრამ უაზროდ დაგეხარჯება. ვიფიქრე კარგი იქნებოდა ჩვენთან თუ იმუშავებდი. ცუდად არ იფიქრო უბრალოდ საქმეც გექნება. დროსაც გაიყვან. ფულსაც იშოვნი. შეიძლება დიდად არ დაგეხმაროს მაგარმ გაერთობი რა. ბიძაჩემსაც სახლის საქმეები აქვს და მარტო მიჭირს ხალხს მივხედო. თან ადვილია. ბევრი არაფერი მოგიწევს. თან ხო იცი ვაფართოვებთ... იმედია დათანხმდები ამ შემოთავაზებას. შეიძლება შეგრცხვეს აქ მუშაობა ან შენთვის უხერხული იყოს და თუ გინდა უარი თქვი პრობლემა არაა!..
-რათქმაუნდა მინდა დაჩი! ძაან მაგარია. მოგეხმარები თან და გავერთობით. ერთად წავალთ, ერთად წამოვალთ! საერთოდ არაფერია უხერხული და სასირცხვილო. -მადლობა! -გადავეხვიე მას. ნამდვილად გამიხარდა
-სერიოზულად?! -გაუკვირდა ჩემი თანხმობა.
-ჰოო... ხვალიდანვე დავიწყებ. დღეს სახლს უნდა მივხედო. კედლები შევღებო და შპალერი გავაკრა.
-კარგი კარგი რათქმაუნდა! -გაუხარდა მასაც. -დღეს არცაა აუცილებელი.
-მეც უნდა გთხოვო რაღაც! -ვუთხარი და მანქანიდან გადავედით, როცა სახლთან გავჩერდით.
-გისმენ! -თქვა და თმაზე ხელი გადაისვა. როგორც ჩანს ჩვევად და რეფლექსად აქვს ეს. სულ თმის გასწორებას ცდილობს. ან კომპლექსი აქვს და ჰგონია რომ ცუდად გამოიყურება.
-ბუხარი დამინთე რა! -მივხვდი უარს არ მეტყოდა და პირდაპირ სახლის კარი შევაღე
-აბა რასვიზამ! -თქვა და პირდაპირ ბუხრის დანთებას შეუდგა.
-კაი ბიჭი ხარ! -ვუთხარი და როიალს მივეყრდენი.
-დემეტრემდე არავინ გყვარებია?! -არ მეგონა ასე მოულოდნელად ამ თემას თუ წამოჭრიდა.
-არა. -მოვიწყინე და ხასიათი მაშინვე შემეცვალა
-მაპატიე ამ საკითხს რომ შევეხე -თქვა, მაგრამ მივხვდი რომ არ ნანობდა
-დემეტრეს წასვლის მერე ერთ ბიჭი იყო, გიორგი ჩიქოვანი. ვერ ვიტყვი რომ მიყვარდა მაგრამ საქმე იქამდე მივიდა რომ დაქორწინებას ვაპირებდი მასზე. ასე ალბათ იმიტომ გადავწყვიტე რომ თავს დამცირებულად ვგრძნობდი მაჩაბელი რომ წავიდა, გიორგი მეუბნებოდა რომ ვუყვარდი მაგრამ თურმე უბრალოდ ერთობოდა. მოვბეზრდი, ახალი ცხოვრება მინდაო და ბარგი ჩაულაგებია. საზღვარგარეთ წავიდა. აეროპორტში მივედი სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა. ვუთხარი დარჩი მეთქი მაგრამ მაინც წავიდა. სწორედ იმ ადგილას ვნახე დემეტრე ამდენი ხნის შემდეგ პირველად... დამცირებული და გამწარებული უფრო ვიყავი, ვიდრე გულნატკენი.
-ოჰ ქეთო, როგორ ვგავართ ერთმანეთში სევდიანი ისტორიებითა და უბედური ცხოვრებით... -ჩემგვერდით ჩამოეყრდნო ცალი იდაყვით როიალს, როცა ბუხრის დანთებას მორჩა.
-ქეთო?! -შევიცხადე მე. აშკარაა რომ გამახსენდა როგორ მომმართავდნენ ასე ლაშა, ცოტნე და დემეტრე.
-ჰო რა იყო... არ გესიამოვნა ასე რომ დაგიძახე?! -სახე მოეღუშა
-არა, პირიქით! -დამშვიდება ვცადე რომ ცრემლი არ გადმომვარდნოდა
-კარგი ახლა წავედი... საღამოს მოვალ სახლში და თურამე დაგჭირდეს პროსტა დაიძახე ან კორინთელი ან დაჩი და მე აქ ვარ! -თქვა და ზღურბლს გადააბიჯა.
-დახმარებისთვის მადლობა! -მივაძახე და კარი მივხურე.
თანდათან უფრო ვხვდები და ვეჩვევი კიდეც რომ აქ ცხოვრება არ მიჭირს და არც გამიჭირდება. ვერცერთ მომავალ დღეს ვერ განვსაზღვრავ. არვიცი რა შეიძლება მოხდეს მომავალში. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, მაგრამ რა იქნება ხვალ?! როგორ ვიცხოვრებ ზეგ, ან რა მოხდება მასზეგ?! როგორ გაგრძელდება ჩემი ამბავი თბილისში...
დემეტრე მაჩაბელი!
-ცადე დაკავშირება?! -მომმართა ლაშამ, რომელიც ჩემს სახლში ტახტზე ჩამომჯდარიყო და ვისკს მიირთმევდა.
-ათიათასჯერ მაინც. ყოველ წამს იმას ვიმედოვნებ რომ შეიძლება ჩართოს ის ტელეფონი და მქონდეს საშუალება დაველაპარაკო. მაგრამ უფრო და უფრო ვკარგავ კონტაქტს. ჯერ მხოლოდ 3 დღე გავიდა და ასეა და ხომ წარმოგიდგენია 1 თვის მერე რა იქნება. -დამწუხრებული დივანზე წამოვწექი და ხელები თავქვეშ დავიდე. ჭერს გავყურებდი და ლაშას და ცოტნეს ვუსმენდი.
-სვანეთშია ხო?! -საუბარში ჩაერთო ნაკაშიძე
-ჰო... მარიამს ასე უთხრა.
-მიკვირს რომ სვანეთი არჩია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ქალაქი..
-მეც მიკვირს ძმაო! -ხმამაღლა წარმოვთქვი.
-არ გინდა მოძებნო?! -თითქოსდა შემომთავაზა არაბულმა.
-არა! -მკაცრად და მტკიცე ტონით ვუპასუხე.
-რატო? -ჩემი დანებება გაუკვირდა ალბათ.
-იმიტომ რომ მითხრა შემეშვიო!! დავპირდი რომ თუ მეტყოდა რომ არც ვუყვარდი და არც ვყვარებივარ ვეღარასოდეს მნახავდა. თავს დავანებებდი. მითხრა კიდეც... ჰოდა შევეშვი! სხვა რა გზა მქონდა?! არ უნდა მაგ გოგოს ჩემთან. არ უნდა და არც შევაწუხებ. წავიდა და იყოს იქ... -ჩემს სიტყვებშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული
-დაეჯერება ეხლა ქეთოს?! -გაბრაზდა ცოტნე
-თქვა გოგომ და დაეჯერება თუ არ დაეჯერება რამნიშვნელობა აქვს ეხლა მაგას! -ვუთხარი გაღიზიანებულმა
-კარგი რა! როგორ თუ არ აქვს. ბოლოსდაბოლოს თვითონაც არ იცის ქეთომ რა უნდა! თავს დავდებ არც უფიქრია პასუხზე, რომელიც შენ განგიცხადა! ეშინია ძმაო, ეშინია! ვერ გეტყვი რომ ისევდაისევ უნდა სდიო მაგრამ არ უნდა დანებდე. მასაც სიგიჟემდე უყვარხარ და ეს თვითონაც იცის! უნდა იბრძოლო ისე არ შეიძლება!
-არ შემიძლია ბრძოლა, როდესაც ის უარმყოფს. შევეშვი და არ აქვს მნიშვნელობა ვუყვარვარ თუ არა მას. მან ეს გასაგებად მითხრა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ! მინდა თუ არა ამის გაკეთება, მომიწევს!
ღობეზე კარი აჭრიალდა. როგორც ჩანს დაჩი დაბრუნდა მაღაზიიდან.
-ახვლედიანო! -კარის ჭრიალს მისი ხმაც მოჰყვა. შევჩერდი და კედლის ღებვაც შევწყვიტე. საძინებელში ვიყავი მაგრამ მისი ხმა კარგად გავიგონე. თხელი კედლების ბრალია...
კარზე დააკაკუნა
-დაჩი ღიაა კარი და უბრალოდ შემოაღე, ხელს ვერ მოვკიდებ სახელურს! -გავძახე მას და ფეხით საძინებლის ოთახის კარი გამოვაღე. ყველანაირად ვცდილობ არაფერს შევეხო, რადგან თავიდან ბოლომდე საღებავში ვარ ამოსვრილი. ცხვირიც კი ყვითელი მაქვს.
-რას გავხარ! -გადაიხარხარა როგორც კი ოთახში შემოვიდა. მთლიანად ყვითელი ხარ... -დამცინოდა ის
-როგორც ვიცი ბიჭები გოგოებს ასე არ მიმართავენ.. -შევუბღვირე მას -კარგი ბიჭები! -მწარედ დავამატე და კედლის ღებვა განვაგრძე
-ვწუხვარ მაგრამ მთელი ამდენი შრომა წყალში უნდა ჩაგიყარო... -სახეზე ყალბი დაღონება მიიხატა
-რა დავაშავე! -იქაურობას თვალი მოვავლე.
-გთხოვ მითხარი, ვინ ღებავს კედელს შპალერის ზემოდან... ჯერ ის არ გეყოფოდა რომ ფერი ყვითელია და თან შპალერზე. -ისევ გადაიხარხარა
-ღმერთოჩემო! ეს როგორ დამემართა... თბილისის სახლშიც თავად შევღებე კედლები და ასე არ მომსვლია.. -ჩემსთავზე გავბრაზდი
-კარგი მოდი ხელთათმანები ჩავიცვად და ეს შპალერი ავახიოთ. მერე ჩვეულებრივ შეღებავ და ეგაა რა... კიდევ კარგი სულ არ წაუსვი ეგ საღებავი. -სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა მან.
-რამე კარგი წიგნი არ გაქვს, რომ მათხოვო და წავიკითხო?!-ვუთხარი და ხელთათმანები მივაწოდე.
-კიი მოვძებნი რამეს. რაც აქ ვარ ბევრი რამ წავიკითხე... გეტყობა შენც გიყვარს კითხვა... -გამიღიმა მან.
-კიი ძალიან. ძირითადად საქმე არ მაქვს. ნახევარი დღის განმავლობაში რამოდენიმე საათს ვცეკვავდი, მერე დაქალთან და მის ქმართან მივდიოდი ხოლმე და სახლში დაბრუნებისას რამე ხომ უნდა გამეკეთებინა სადილის მომზადებისა და სახლის დალაგების გარდა. სიმართე რომ გითხრა კითხვის გარდა წერაც მიყვარს...
-წერა? ანუ?! -ინტერესი გამოიჩინა მან
-ჰოო წერა. ხშირად ვწერ როცა თავისუფალი დრო მაქვს ისტორიებს ვწერ. ბლოგზე ვდებ თავებად.. მომავალში წიგნიც მექნება ალბათ. დაბეჭდვაც მინდა.
-რამაგარი გოგო ხარ შენ! -აღფრთოვანება შევატყვე მის სახეზე და ამან ძალიან გამახარა. ამასობაში ერთი კედელიც შეიღება
-შენ მარტო ხატავ?! -ინტერესი გამოვიჩინე მეც. მიხარია მასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, ყველაფრის მოყოლა რომ შემიძლია
-სამხატვროსთან ერთად საფინანსო-მენეჯმენტიც დავამთავრე და ბანკში ვმუშაობდი მენეჯრად. ისეთი არაფერი. ჩემი ცოლი ჟურნალისტი იყო.. -აშკარა დაღონება შევატყე მას. -ტელევიზიაში მუშაობდა და ნუ მოკლედ ვეწყობოდით რა ერთმანეთს... ძმა ყავს. მეთორმეტე კლასშია და წელს ამთავრებს სკოლას. იცი რა კარგად სწავლობს?-ღიმილი ეპარებოდა მოღუშულ სახეზე და გული ამიჩუყდა. ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა.
-რამდენი ხანია რაც აქ ხარ, კახეთში... -დაჩის თბილად და გულწრფელად ველაპარაკები ყოველი დიალოგის დროს. ცოტაარიყოს მეუხერხულება როცა მახსენდება როგორ უხეშად ველაპარაკე მას პირველი შეხვედრისას.
-ცოლი როცა გარდამეცვალა სამი თვის მერე აქ წამოვედი. ანუუ სამი თვეა რაც აქ ვარ. ვინიცის კიდევ რამდენ ხანს დავრჩები აქ.. -ჩაფიქრდა და კედლის შეუღებავ ნაწილს საღებავი აუსვა
-იცი რომ დღეს ამ ოთახში ვერ დაიძინებ? -ხელები გაშალა და ყვითელ კედლებზე მიმითითა.
-მოიცა რატო.. მერე რა?! -ნამდვილად გამიკვირდა
-სუნი შეგაწუხებს. თან გასაშრობია ჯერ. იმ გარდერობსაც ვერ მიადგავ. -ტონი ისეთი ჰქონდა თითქოს ისედაც ყველაფერი აშკარა და ნათელი იყო. არადა ასეცაა...
-ნუ ეგ თავისთავად! მისაღებში დავიძინებ, დივანზე. სხვა ოთახში ვერ გადავალ ხომ ხვდები... ერთ ოთახი ჩემი გარდაცვლილი მშობლებისაა, მეორე კი ბებიის. დანარჩენი მოუწესრიგებელია. მირჩევნია აქ დავწვე. -ვუთხარი და ხელთათმანები მოვიხსენი
-გასაგებია.. -თვალი შეავლო თავის ნამუშევარს.
-ხვალ ვაპირებ ყვავილები დავრგო ეზოში.. -ოთახიდან გავედით
-რაკარგია! როგორც ვხვდები აქ დიდი ხნით აპირებ დარჩენას რადგან ცდილობ მთლიანად მოაწესრიგო აქაურობა. -დივანზე ჩამოჯდა და მოხერხებულად მიეყრდნო.
-დიდიხანი დამჭირდება რომ ჩემი აზრები ჩამოვაყალიბო, სწორი გადაწყვეტილება მივიღო და ისე დავბრუნდე თბილისში. რას მიირთმევ? -თავაზიანობა გამოვიჩინე და თემა შევცვალე
-და როგორ ფიქრობ დაგელოდება ის ბიჭი ამდენხანს?! -თავისი სათქმელის დასრულებას ცდილობდა
-აღარ -სინანულით გავაქნიე თავი
-მაშინ რატო აპირებ გადაწყვეტილების მიღებას?! როგორც ვიცი უკვე უთხარი შემეშვიო. ეგრეც არ შეიძლება ქეთი... -დაჟინებით მომაცქერდა.
-ვიცი! -მის გვერდით ჩამოვჯექი და თავი საზურგეს მივადე
-კარგია თუ იცი. ისიც უნდა იცოდე რომ არასწორად მოიქეცი -მისაყვედურა მან
-რატომ? -გავუნაწყენდი
-რასქვია რატო ქეთო.. ბიჭმა ერთი შეცდომა დაუშვა. სიმთვრალეში თან...
-ერთი არა! -შევაწყვეტინე
-არ დაგელაპარაკა და ისე წავიდა, იმიტომ რომ იცოდა გული გეტკინებოდა. დამერწმუნე ეს ლაპარაკი ორივესთვის საშინელება იქნებოდა.
-ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ დაურეკავს! -ტონს ავუწიე.
-იმიტომ რომ ვერ რეკავდა. იცი მაინც რა დაგემართებოდა ან შენ, ან მას, როცა ერთმანეთის ხმას გაიგებდით?!
-მშობლები გარდამეცვალა და საერთოდ არ ჩამოსულა! -ტონს ვუწევდი თანდათან და ირონიული ღიმილი მეპარებოდა ხმაში
-ვერ ჩამოვიდა ქეთო ვერა! -თითქოს რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა და თითქოს ეს სიტუაცია ჩემზე კარგად მას გაეგებოდა -ასე ძალიან უყვარხარ ბიჭს და არ უნდა გეთქვა შემეშვიო!
-რას მიირთმევ დაჩი! -ამ დიალოგს ვეღარ გავუძელი და ფეხზე წამოვდექი
-ჩაის დავლევ.. -როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ აღარაფერი უნდა ეთქვა ამ თემაზე
-მშვენიერია! -ვუთხარი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი
-მხოლოდ ერთი კოვზი შაქარი! -ზურგს უკან გავიგე მისი ხმა
-ნამცხვარიც მაქვს. შოკოლადის... ხომმიირთმევ?! -გავძახე როცა კარადა გამოვაღე
-კიი მინდა! -გაუხარდა მას
ცხელი წყლით გავავსე ჭიქები და ჩაის ფერით "გავჟღინთე" ლანგარზე დავაწყვე ნამცხვართან ერთად და დაჩისთან გავედი. არავინ იცის, როგორ ძალიან მომწონს მასთან გულახდილი საუბარი.
დემეტრე

-აღარ დალიო! -მიბრძანა ჩემსგვერდით მჯდომმა ლაშამ
-კაი რა ძმაო -შეწუხებულმა მივმართე და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გადავკარი ბარის დახლთან ჯდომისას.
-კიდევ მიირთმევთ რამეს? -მომმართა ბარმენმა ბიჭმა
-ასეთი დაასხი, ოღონდ ორმაგი!
-ცუდად გახდები. - ჩემს დარწმუნებას ცდილობდა ლაშა, მაგრამ არ გამოსდიოდა
-ჯერესერთი არ გავხდები ცუდად იმიტომ რომ მთვრალი არ ვარ. ბევრი არ დამილევია... თან კიდე თუ გავხდები ცუდად, მაგას არაუშავს. ბოლოსდაბოლოს ხომარ მოვკვდები... -მხარზე ხელი დავკარი და გავუცინე
-ჰოო საერთოდ არ ხარ მთვრალი. მე დავლიე შვიდი ჭიქა არაყი, 4 ორმაგი ვისკი და ამიტომაც ვარ მე მთვრალი! -თვალები გადაატრიალა და ჭიქა, რომელიც ხელში მეჭირა და დალევას ვაპირებდი ხელიდან გამომტაცა და გვერდით გადადო! -თითქოს ამით გადამაფიქრებინებდა
-ო, მოიცა რა! -თავი მისგან საწინააღმდეგო მიმართულებით შევატრიალე და ხელი თავქვეშ დავიდე
დავინახე ჩემს გვერდით როგორ ჩამოჯდა მოკლე შავთმიანი გოგონა ლურჯი კაბით. რომელიც მუხლიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული. მისი დანახვა ცოტაარიყოს არ მესმიამოვნა. მეტიც... გამაღიზიანა!
-კარგი მუსიკაა არა?! -ეს გოგო ცდილობდა მომხიბვლელი ყოფილიყო მაგრამ ეს მე საერთოდ არ მაინტერესებდა.
მას გავხედე და თვალი შევავლე
-შეიძლება! -ვუთხარი და მორიგი ყლუპი მოვსვი.
-შეეშვი რა! -უმნიშვნელოდ მომმართა ლაშამ და ხელი გამკრა
-აბა ამასთან საქმეს დავიჭერ?! -ყურში ჩავჩურჩულე. -ჯერ მარტო შეხედე! -ჩამეცინა
ეს ისეთი გოგოა პომადა მუდამ რომ ტუჩზე აქვთ წათხაპნილი, თავიდან ბოლომდე დიდი მაკიაჟი რომ უსვიათ და ყოველთვის სარკეში რომ იხედებიან იმის შესამოწმებლად კბილზე პომადა ხოარ წაესვათ. როგორ მიხარია ქეთი მათ რომ არგავს.
-კარგი იქნებოდა სასმელზე თუ დამპატიჟებდი... -ჩემსა და მას შორის ერთი სკამი გვაშორებდა, თუმცა მან ისიც შეამცირა და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია.
თავიდან გავხედე, შემდეგ კი იმდენად ირონიულად გამეცინა მეც კი გამიკვირდა ასეთი რამ თუ შემეძლო
-ქეთი გქვია?-ცალი წარბის აწევით მივმართე
-არა, მე ნატა ვარ... -ამ გოგოს ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-გვარად ახვლედიანი ხარ?! -საჭიროდ არ ვთვლიდი მასთან ლაპარაკს და ამიტომაც ძალიან უმნიშვნელოდ ვესაუბრებოდი.
-არა, ხვედელიძე.
-მაშინ შეგიძლია სხვა ბიჭს მიუჯდე გვერდით! -თითქმის ზურგი შევაქციე მას
-სადმე სახლში ხო არ გადავინაცვლოთ? ჩემთან, ან შენთან... ან თუნდაც სასტუმროში! -ჩემთან ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა. მისი ხმაც კი იმდენად მაღიზიანებდა რომ კინაღამ აკურატულად გავაგდე ბარიდან.
მის ნათქვამზე სიცილი ვეღა შევიკავე და გადავიხარხარე. ეს სიცილი თითქოს ისტერიული იყო. კარგახანს ვიცინოდი. მერე გაკვირვებულ ლაშასაც გავხედე რომელიც ისე მომჩერებოდა თითქოს ვიღაც მოვკალი ან რაიმე კატასტროფა ჩავიდინე. ბოლოს გამომეტყველება დავასერიოზულე, ჭიქა მაგიდაზე მძიმედ დავდე და ნატას გავხედე
-იცი ორი წლის წინ რამხელა შეცდომა დავუშვი ზუსტად ასეთი შემთხვევით?! -ჩემი მზერა და თვალები ზიზღით მოცული იყო
-არა რატოა შეცდომა... -თმაზე ხელი მომკიდა მე კი ვერ გავუძელი მის შეხებას და უხეშად თუ თბილად, მისი ხელი მაგიდაზე უსულო სხეულივით დავდე.
-შანსი არაა, არ გაგეცნობი! -ვუთხარი და მას თვალი საბოლოოდ მოვაშორე. მივხვდი როგორ აიღო თავისი ჩანთა სკამიდან და გამწარებულმა როგორ გადაინაცვლა თავისნაირ მეგობარ გოგოებთან.
-ასეც არ იყო საჭირო. ვფიქრობ ზედმეტი უხეშობა გამოგივიდა... -მომმართა ლაშამ და ბარმენი ბიჭი ხელის აწევით გააჩერა როცა ის დახლზე არყით სავსე ჭიქის დადებას აპირებდა
-მოდი სიმართლეს გეტყვი და სულ ფეხებზე ! -უდარდელი მაგრამ ტკივილით სავსე ღიმილით მივმართე და ამჯერად ნამდვილად დავუშვი რომ მთვრალი ვარ.
-ადექი წავიდეთ! ქეთის ეს არ მოეწონებოდა.. -ხელი მკლავზე მომკიდა და ჩემი აყენება სცადა. სხვათაშორის ისეთი ნასვამი არ ვარ როგორც ვიქცევი
-ქეთის მეც არ მოვწონვარ! -ვუთხარი, ფული დახლზე დავტოვე და ფეხზე წამოვდექი.
-წამოდი წამოდი.. -რვიანების ხაზვით კარისკენ წავედი და როგორც იქნა ამ ბარიდან გავაღწიე.
ქეთი
როგორც ყოველთვის, ამ დილითაც ისევ ადრე გავიღვიძე. სწრაფად გავემზადე და რაც შეიძლება სწრაფადვე გავედი სახლიდან. მანქანით მივდივარ ჩემს ახალ სამსახურში, დაჩის მაღაზიაში. ერთი სული მაქვს მუშაობას როდის დავიწყებ. მანქანას შენობის გვერდით, ახლოს ვაჩერებ და გადმოვდივარ. შუშის მიღმა მხედავს დაჩი და ხელს მიქნევს. ზღურბლს ვაბიჯებ და გახარებული შევდივარ. დაჩიც და მისი ბიძაც თბილად შემხვდნენ რამაც აღმაფრთოვანა.
-როგორ ხარ? -სიხარული შევნიშნე დაჩის სახეზე
-კარგად შენ როგორ ხარ?! -გადავკოცნე
-მეგონა რომ აღარ მოხვიდოდი.. -თქვა და დახლს მიეყუდა
-რასისულელეა! -წარბები შვეკარი -ეგრე მიცნობ?!
-რავიცი ძალიან უბრალო სამსახურია და ვიფიქრე გადაიფიქრებდი. -თმაზე ხელი გადაისვა
-სულაც არაა უბრალო. ძალიან მომწონს აქაურობა! -თვალები მიბრწყინავდა
-მოდი მე დაგტოვებთ კარგი?! ჯობს სახლში წავიდე. დავისვენებ ცოტას. ხომ კარგად გაართმევთ თავს?! -ფეხზე წამოდგა ბიძამისი, დათო.
-აბა რას ვიზიავთ... -გაეცინა კორინთელს.
-ქეთი შვილო, არ მოიწყინო! -თბილად მომმართა მან. -დაჩი აბა შენ იცი, ამ გოგოს საშუალება არ მისცე მოიწყინოს! -მხარზე ხელი დაჰკრა დაჩის და მაღაზიიდან გავიდა.
-დაახლოებით დღეში რამდენი ადამიანი შემოდის აქ? -ვკითხე და კურტკა საკიდზე ჩამოვკიდე
-საშუალოდ 80 დან 100მდე. ზოგჯერ უფრო მეტიც. ხომ გესმის... დიდი შემოსავალი აქვს ამ მაღაზიას ყოველდღიურად. ამ ფულით ვზრდით სივრცესაც. -ამიხსნა მან
-რამაგარია! -წარმოვთქვი და იქაურობა ნაბიჯ-ნაბიჯ დავიარე. მომწონდა ის ფაქტი რომ მაღაზიაში არანაირი სივიწროვე არ არსებობდა. მთლიანი სივრცე კვადრატული ფორმისაა და ძალიან კომფორტულია
-მე რა უნდა გავაკეთო?! -სალაროს დახლთან მივირბინე და შევათვალიერე
-მოდი ასეთი რამ გავაკეთოთ... ვინაიდან მე და შენ ერთმანეთს კარგად გავუგეთ და შენც მოგწონს ეს ადგილი ბიძაჩემი სახლში იქნება ხოლმე. მე და შენ ვიქნებით აქ და მორიგეობით გავაკეთებთ ორ საქმეს. დღეს შენ მიხედავ აქ შემოსულ ხალხს. კითხვებზე უპასხებ. აჩვენებ იმას რისი ყიდვაც უნდათ და მე დახლთან ვიქნები. ხვალ კიდევ პირიქით. გაწყობს? -უცბად მოაგვარა პრობლემა
-რათქმაუნდა! ძალიან მაგარი იქნება! -აშკარა გახარება მეტყობოდა სახეზე
მთელი ორი კვირა გავიდა რაც აქ ვარ და ყველაფერი მომწონს. განსაკუთრებით დავუახლოვდი დაჩის. სხვა მეზობლებიც გავიცანი მაგრამ არცერთთან არ ვარ ახლოს. მაღაზიასაც ისე შევეგუე... თებერვალი დაიწყო და მე ალბათ კიდევ კარგახანს არ წავალ აქედან.
პირველი რიცხვია. როგორც კი გავიღვიძე ხელში ტელეფონი მოვიმარჯვე. ძველი ნომრის ბარათი მოვათავსე და ავკრიფე ნომერი, რომელზეც ყველაზე მეტად მიმიწევდა გული.
-კარგი რაა! -აკანკალებული ხმით მიპასუხა მარიამმა. ეს დიალოგიც ისევე დაიწყო როგორც წინა. მისალმების ნაცვლად საყვედურით სავსე იყო პირველი სიტყვებიც კი.
-რაიყო მარიამ! -ისევ სიტუაციის დაზუსტება ვცადე რადგან ასეთი ჩვევა მაქვს. მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი რაც ხდებოდა
-რაუნდა იყოს -მის ხმას ვიგებ, მის სახეს ვერ ვხედავ მაგრამ ვხვდები თვალებს როგორ ატრიალებს. დროის ყველანაირ ასპექტში ხედვისა და სმენის გარეშეც კი ვცნობ მას. ვიცი როგორ იქცევა თითოეულ წამს.
-რა ხდება?! -პასუხს კი არ ვთხოვდი, არამედ მოვითხოვდი
-რა ხდება კი არა, რამდენი ხანია წასული ხარ და რამდენი ხანია რაც არ მინახიხარ. წესით ყოველ დილას და საღამოს უნდა მირეკავდე. ყოველ წამს შენს ზარს ან ერთ სიტყვიან სმსს ველოდები. სულ ვცდილობ შენთან დაკავშირებას მაგრამ შენი ხმის გაგონების მაგივრად ეს მესმის: "აბონენტი გასულია, ან გათიშულია მომსახურეობის ზონიდან. დარეკეთ მოგვიანებით!". ნორმალურია ახლა ეს?! ამის მერე რას ფიქრობ, რა ხდება?! იქნებ შენ მიპასუხო ამაზე. როგორ ფიქრობ, როგორ ვარ?! -წყენა იმაზე მეტად ეტყობოდა ხმაში ვიდრე სიბრაზე
-მარიამ ის რომ ხშირად ვერ დაგირეკავდი პირველი დარეკვისას გითხარი! ამიტომ ნუ მიბრაზდები. სხვანაირად არ გამოვა! -თავის შეკავებას ვცდილობდი. მინდოდა ხმაში სევდა არ შემპარვოდა. არადა ეს ხომ ნათელი იყო ისედაც... რად უნდოდა გამოხატვა
-კარგი გასაგებია! -ამის თქმის დროს მეგონა ტელეფონს გათიშავდა მაგრამ შევმცდარვარ.
-შენ არ მოიწყინო. -არც მიფიქრია რომ გამხნევება გამომივიდოდა
-მანდ როგორ მიდის საქმეები? -ყალბი ინტერესი შევატყე მის ხმას.
-ბიჭი გავიცანი. დაჩი კორინთელი -ყველაფრის მოყოლას არ ვაპირებდი
-არ მითხრა რომ შეგიყვარდა ან რამე მსგავსი! -ხმა გაუმტკიცდა
-არა რათქმაუნდა. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ... კარგი მეგობრები!
-და შენც ხომ იცი რომ ასე უნდა გაგრძელდეს -ალბათ აამას წარბის აზიდვით ამბობს
-აუცილებლად! ჩემს მეზობლად ცხოვრობს და მეხმარება სახლის მოწესრიგებაში.
-მაშინ ყველაფერი მშვენივრად ყოფილა. -ნამდვილად ვიცი მისი გამომეტყველება ირონიით იყო აღსავსე.
-შეიძლება ითქვას! -ჩემი სიჯიუტის დემოსტრირება მოვახდინე, რადგან დანებებას არ ვაპირებდი, თუნდაც ტელეფონზე საუბრის დროს
-როგორც ჩანს შენ კიდევ დიდი ხანი არ აპირებ თბილისში დაბრუნებას -ხმა გაუცივდა და სითბოს ვეღარ ვგრძნობდი
-ზუსტადაც! -არვიცი რა დამემართა. რატომ გავუცხოვდი ჩემი ბავშვობის მეგობარისთვის ასე. ან ის რატომ გაუცხოვდა ჩემთვის. არ მინდა იმაზე დაფიქრება, რომ ამას კახეთში წამოსვლა შეიძლება განაპირობებდეს, მიუხედავად იმისა რომ ეს მართალია.
-რა დაგემართა? -იკითხაისე, თითქოს თავი ვერ შეიკავა და მოუთმენლობისგან წამოსცდა
-რა დამემართა? -კითხვა შევუბრუნე, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ჩემს ნაცვლად მას ეპასუხა ამ კითხვაზე.
-შეიცვალე? თუ... ნუ არ ვიცი რა ვუწოდო შენს გარდაქმნას. ვერ ვხვდები რა ხდება. ვფიქრობ თითოეულ შენს ნაბიჯზე და საერთო ჯამში მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ.. სულ არაფრის გამო დგები, ბარგს ალაგებ და მირბიხარ. პასუხისმგებლობას გაურბიხარ და უაზროდ ტოვებ შენს დაქალს, დას, საუკეთესო ბავშვბობის მეგობარს, მე! კარგი, დემეტრეზე და ლაშაზე რომ აღარაფერი ვთქვათ მე მაინც როგორ გამიკეთე ეს. რამე გაწყენინე და არ მახსოვს?! უმჯობესი იქნებოდა დამლაპარაკებოდი შენს წასვლასთან დაკავშირებით სანამ წახვიდოდი და ყველაფერი ერთად მოგვეგვარებინა. თავს რატომ გრძნობ მარტო?! რატომ აჯერებ შენს თავს იმაში რომ არავინ გყავს ამ სამყაროში. რატომ გაცივდი ყველას მიმართ ასე?! რატომ გაიუცხოვე მთელი სამეგობრო. იძახი უბედური ვარო, მეშინიაო. მშობლები გარდაგეცვალა. მაპატიე ამას რომ გახსენებ და ამ თემას რომ ვეხები მაგრამ ამ ამბავს ხო არ უნდა გადაყვე არა?! დემეტრემ, ბიჭმა რომელიც გიყვარდა შეცდომა დაუშვა და რაღაცის გამო წავიდა. მერე ხომ დაბრუნდა არა?! იქნებ ცოტა ადვილად შეგეხედა ამ ამბისთვის. ხო ისევ უყვარხარ, მეტი რაღა გინდა. იმ იდიოტ ჩიქოვანთან ყოფნას ურთიერთობად არც უნდა თვლიდე. კიდევ კარგი წავიდა და მოგშორდა. ყველაზე უაზრო ადამიანი იყო ვინც კი მინახავს. ნუ მოკლედ... ამ ყველაფრის გამო გგონია რომ უბედური ხარ? ჯერ 25 წლისაც არ ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და ხელის ჩაქნევას უკანასკნელი დებილივით აპირებ. უფროსწორად ჩაიქნიე უკვე... 24 წლის გოგო ახლა იწყებ ცხოვრებას და შენ ისე თვლი რომ ახლა ამთავრებ. სიმართლე რომ გითხრა ძალიან მაინტერესებს რას აპრებ. მანდ იჯდები, სვანეთში და როცა ჩამოხვალ რაიქნება? ან თუ ჩამოხვალ საერთოდ... მართალია არაამქვეყნიურად მიყვარხარ მაგრამ ნამდვილად მესმის დემეტრესი! შემიძლია 100% ით გავამართლო ის, მხოლოდ იმიტომ რომ ასე იქცევი. სწორად თქვა მაჩაბელმა... გგონია სხვას შეიყვარებ და ბედნიერად გაგრძელებ ცხოვრებას? წყენად არ მიიღო მაგრამ დამიჯერე დემეტრეს გარდა სხვა ვეღარავინ შეგიყვარდება, რაც არ უნდა მოხდეს! რატომ გაცივდი ყველას მიმართ?! -ხმა თანდათან უმტკიცდებოდა.
-ასე მოხდა.. -სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი
-არაფერიც არ მოხდა. შენ გადაწყვიტე ასე! -მსაყვედურობდა
-შეიძლება! -პირქუშად ვპასუხობდი.
-სხვა რა ხდება? -იკითხა და თითქოს ამ თემაზე საუბარი დაასრულა
-ისეთი არაფერი. -უხერხული სიტუაცია დადგა. თუნდაც ტელეფონში. ტელეფონის გათიშვა არ მინდოდა რადგან ვიცი კიდევ კარგა ხანს ვერ დავურეკავდი
-ღმერთოჩემო! -მოულოდნელად შეიცხადა მან
-რა მოხდა? -უმნიშვნელოდ ვკითხე. არადა ძალიან მაინტერესებდა
-არც კი გიკითხავს დემეტრე როგორაა, აქ რა ხდება, რა მდგომარეობაა და როგორ ვცხოვრობთ. მხოლოდ იმიტომ დაგისვი ეგ შეკითხვა რომ შენც გეკითხა აქაური სიტუაცია. შენ კი არც აპირებდი.
-რა ხდება მანდ?! -დავღონდი და ალბათ ეს მანაც შენიშნა
-ისე არ მინდა გამოვიდეს რომ არ გაინტერესებს და მე მაინც გეუბნები.
-მითხარი მარიამ. მაინტერესებს! -ისეთი ტონი გამოვიყენე რომ მხოლოდ კითხვაზე მიპასუხებდა და ირონიულ ლაპარაკს აღარ გააგრძელებდა
-სვამს მაჩაბელი. ეწევა, არის ერთი ამბავი -ვგრძნობდი კიდევ რაღაც იყო მაგრამ ჩამოთვლას არ აპირებდა
-ეწევა?! -ნამდვილად გამიკვირდა. -მას ხომ არასდროს მოუწევია
-ჰოო ახლა ეწევა. რა გეგონა აბა?! ბედნიერი იქნებოდა შენი წასვლით? -რიტორიკულ შეკითხვას მისვამს.
-სულ ბარშია, სულ სვამს და მამამისის კომპანიაშიც აღარ მიდის. ლაშას დაყავს რომ სადმე რამე არ დამართოს თავის თავს. რომ იცოდე არაფრის დიდებით არ ცდილობს შენს მოძებნას. შენმა ერთმა სიტყვამ გაჭრა. ხომ უთხარი შემეშვიო... განადგურდა ბიჭი. ჭკუიდან შეიშალა და ვეღარ ცხოვრობს ნორმალურად. არაა კარგად დემეტრე!
-იცის რომ გიკავშირდები ხოლმე? -ინტერესით ვკითხე
-არა. ხომ მთხოვე რომ არაფერი მეთქვა. უბრალოდ იცის რომ სვანეთში ხარ და სულ ჩაიქნიე მასზე ხელი.
-ასეც დარჩეს კარგი?! -თითქოს ვემუდარებოდი
-პატივს გცემ, მიყვარხარ, ოღონდ არ მინდა შენგან განსხვავებით ვიფიქრო ეს. დარჩება ასე! -წყენა და სიყვარული ერთიანად შეეპარა მის ხმას
-მეც მიყვარხარ და შენ არ ინერვიულო კარგი?! -კი არ ვთხოვდი, მოვითხოვდი.
-არც შემიძლია ნერვიულობა. -ვფიქრობ რაღაცის მიხვედრებას ცდილობდა ჩემთვის.
-რამე მოხდა?-ცოტაარიყოს შევშინდი
-ფეხმძიმედ ვარ ქეთი! -დიალოგი უაზროდ არ გაუწელავს. უბრალოდ პირდაპირ მითხრა. გული შემეკუმშა ამის მოსმენისას
-სერიოზულად?! -გასაკვირი არც არაფერი იყო
-აბა ისე მიცნობ, რომ გგონია ამ თემაზე არასერიოზულად ვისაუბრებდი და ვიხუმრებდი?
-რავიცი აბა...
-2 კვირის ვარ! -არც მიკითხავს ისე განაგრძო დიალოგი
-გოგოა თუ ბიჭი? -სითბოთი მოცული ინტერესი ტელეფონის მიკროფონში წარვმართე
-არ ვიცი. და არც ვაპირებ ამის გაგებას.. მინდა რომ ბავშვი როცა დაიბადება 9 თვეში მაშინ გავიგო.. ხომ იცი მიყვარს სიურპრიზები -სიხარული შეერია
-გილოცავ! იმედი გქონდეს რომ მალე ვნახავ შენს ორსულობას! -გავამხნევე
-ნეტავ! -ჩუმად ჩაილაპარაკა მან
-კარგი უნდა გავთიშო. სამსახურში მაგვიანდება -არ მინდოდა დიალოგის დამთავრება მაგრამ საჭიროდ ვთვლიდი უხერხული სიტუაციის დასრულებას.
-სამსახურში? -დიდი გაკვირვება შევნიშნე
-ჰოო... დაჩიზე რომ გითხარი. მაღაზია აქვს და იქ მუშაობა შემომთავაზა. ფეხმძიმე ცოლი გარდაეცვალა და სამი თვის წინ ჩამოვიდა ჩემსავით, დროებით. კარგად გავუგეთ ერთმანეთს და დავთანხმდი ამ შემოთავაზებაზე. ძალიან გამიხრდა, დროს მაინც გავიყვან.
-დროს აქაც გაიყვანდი! -მაინც ჩაურია ამაზე სიტყვა
-ჩვენ დავამთავრეთ უკვე ამ თემის განხილვა.
-არადა შენც კარგად იცი, რომ არ დაგვიმთავრებია!-ნერვიულად ჩაეცინა
-ვიცი მაგრამ... -სათქმელი არ დამრჩა -კარგად მარიამ! დაგირეკა სხვადროსაც.
-იცოდე თუ გადაიკარგები ვეღარ დამირეკავ! -ბრაზით გამოწვეული ათრთორებული ხმა სიყვარულმა დაფარა
-არ გადავიკარგები! -ვუთხარი და გავთიშე. ისე ვნერვიულობდი ვერ დავემშვიდობე
ნომრის გადაცვლას ვაპირებდი უცბად სმს ის ხმამ რომ ააწკრიალა ტელეფონი
-"შენს გარეშე აქაურობა არაფერია!" -წავიკითხე და გული თითქოს ნაფლეთებად მექცა. დემეტრეს სმსმა კიდევ ერთხელ შემიკუმშა გული. რათქმაუნდა პასუხი არ დავუბრუნე და სიმბარათი დავბლოკე.
ერთი თვე ისე გავიდა ფეხი ერთხელაც არ ჩამიდგამს თბილისში. ვცხოვრობ აქ და თავს ვიტყუებ რომ მშველის. მომწონს, მიყვარს აქაურობა მაგრამ არ მშველის... თებერვლის ბოლო დღეა და თოვლი ნელნელა დნება არემარეზე. ამ თვის ცივი სუსხი მაინც შემორჩენია გარემოს.
საღამოა, 6 საათი. დაჩი ბუხარს მინთებს. მაღაზიიდან ადრე წამოვედით, ხალხი რომ აღარ შემოდიოდა. მე რაფაზე ფეხებით ვდგავარ და დაორთქლილ ფანჯრებს ვწმენდდ. ჩემი და კორინთელის დიალოგი სხვადასხვა თემაზე წარიმართება ხოლმე მთელი აქ ყოფნის განმავლობაში.
-დაჩი გაცივდა შენი ჩაი! -თბილად მივაწვდინე ჩემი ხმა მის სმენას.
-ჯერ არ ამინთია. -დაღლილმა გამომხედა.
-დაანებე თავი. მაინც არ ცივა ისე... მოდი დალიე! -ფანჯარაზე დარჩენილ დაორთქლილ შუშას ნაჭერი გადავუსვი და სწრაფად ჩამოვხტი. ის უკვე დივანზე დამჯდარა და ნაკლებად ცხელ ჩაის შეექცეოდა. დივნის წინ მდგომ შუშის მაგიდისკენ იყო წინ წაწეული და შემომცქეროდა. გვერდით მიუჯექი და ჩემთვის განკუთვნილი ჩაი სწრაფად მოვსვი
-ხვალ 25 წლის ხდები! -ბედნიერად გაიღიმა, თითქოს მისი დაბადების დღე ყოფილიყოს.
-ვიცი. -წამით გავუღიმე და ჩაი ნაღვლიანად გადავკარი
-არ გიხარია?! -მოიღუშა
-უკვე კაი ხანია! -ვუთხარი, მოხერხებულად მივეყუდე საზურგეს და ფეხი ფეხზე გადავიდე.
-ცუდია...
-მოდი ხვალ არ წავიდეთ მაღაზიაში და მაგრად გავერთოთ. -ისედაც ვერ წავალთ... თან ვერც გავერთობით. -მოიწყინა -თბილისში მივდივარ ხვალ!
-რაა?! -მეტად მოულოდნელი იყო ეს წინადადება ჩემთვის. მარტო ყოფნის შემეშინდა თან დაჩის წასვლაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა -სამუდამოდ?! -უარყოფითი პასუხის მოლოდინში ვკითხე
-არა რა სამუდამოდ. ჩემი და ხომ იცი, ანა. ხვალ დაგეგმილი მშობიარობაა და უნდა რომ მასთან ვიყო. ერთ ორ დღეში ჩამოვალ! შენ არ მოიწყინო... -ცალი მხრით გადამეხვია
-კარგი მაშინ იდეა მაქვს. -სწრაფად წამოვხტი და როიალის უკან მდგომ კარადასთან მივირბინე. სამი ბოთლი გამოვიღე და დაჩის წინ დავდექი.
-გადადგი ეგ ჩაი! მაინც გაცივდა.
-რას აკეთებ?! -მოულოდნელი იყო ჩემი ქმედება მისთვის
-ღვინო, არაყი, კონიაკი! -სამივე ბოთლი მის წინ მდგომ მაგიდაზე თანმიმდევრობით დავალაგე. -დღეს, მე და შენ ვსვამთ! -ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე თხოვნას ან კითხვას
-აჰაჰ... -გადაიხარხარა მან. -სერიოზულად ქეთო?! -სიცილს ვერ იკავებდა
-აბა არასერიოზულად?! -ეშმაკურად ჩავუღიმე და არყის, ღვინის და კონიაკის ჭიქების მოსატანად გავემართე. სამივე კოლექცია რუსეთიდან იყო გამოგზავნილი.
-მე ღვინოს და კონიაკს დავლევ. არაყის ატანა არ მაქვს. -თქვა და ხელები მოისრისა თითქოს ემზადებოდა
-მე ღვინოს და არაყს. -ცუდად მათრობს კონიაკი. ცუდად მოქმედებს. ჩემთავს ვეღარ ვცნობ ხოლმე
-არ ვიცოდი თუ გიყვარდა დალევა -ჩაეცინა
-არადა მაგრად "მევასება". მსმელი არ გეგონო. უბრალოდ მაგრად მშველის რთულ სიტუაციებში. ხვალ ვერ გავერთობით რადგან შენ აქ არ იქნები მაგრამ დღეს ბოლომდე! -მტკიცედ წარმოვთქვი და მის პირდაპირ მდგომი მაგიდის უკან, დივანზე ჩამოვჯექი და ფეხები გადავაჯვარედინე.
-დარწმუნებული ხარ რომ დღეს დავლევთ?! -კიდევ ერთხელ ფრთხილად მკითხა
-რატომ არ უნდა ვიყო -ყველაზე მეტად ახლა დალევა მინდოდა და გადაფიქრებას არ ვაპირებდი
-მერე არ ინანო პახმელიაზე რომ იქნები ხვალ...
-რა უნდა ვინანო! თან მე პახმელიაზე არ ვარ ხოლმე. არ ვთვრები როცა ვსვამ. უფროსწორად ვერ ვთვრები. ადვილად ვიტან. ოღონდ სასმელსაც გააჩნია. ვითენთები და კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე უბრალოდ.
-მერე მაგას რა ჯობია. -დასალევად მოემზადა
-ვიწყებთ! -ვუთხარი და ჭიქები გავავსე.
-ოღონდ ძალიან არ აურიო. ბევრიც არ დალიო, არ გაწყინოს! -გამაფრთხილა მან
-მე არ ვიცი ხოლმე ეგრე
-ესეიგი რა გამოდის, დღეს ავღნიშნავთ შენ დაბადების დღეს... -თქვა და ორივემ ღვინის ჭიქა გადავკარით
-დიახ! -კარგი ხასიათი შემეტყო. -ოღონდ სადღეგრძელოები არ გვინდა რა, კაი? უბრალოდ დავლიოთ!
-ჰოო, არც მე მიყვარს სადღეგრძელოები..
მესამე ჭიქამდე მივედით ღვინოზე.
-გაგვიმარჯოს! -ჭიქა აწია მისაჭახუნებლად
-გაგვიმარჯოს! -მივუჭახუნე და სწრაფად დავლიეთ.
-ისე რა ჯიგრობაა. -მასაც შევატყვე მხიარულება -ოქროს დაბადების დღე მაშინ გქონდა 1 წლის რომ გახდი... -გადაიხარხარა
-მაგაზე მეც ვღადაობ ხოლმე -სიცილში ავყევი -შენ იშვიათად სვამ? -ინტერესით ვკითხე
-მეც შენსავით ვარ. ტკივილი როცა მაწვება მაშინ. მშობლებისა და ცოლის დაკარგვის მერე ხშირად მიწევს ჩემთავთან მარტო დარჩენა და ცუდად ყოფნა... -დაღონდა მაგრამ სასმელმა მაინც იმოქმედა მის ხასიათზე
-მესმის შენი. -ჭიქა ავუვსე -ისე დღეს რამე სისულელეები არ ვაკეთო შემაჩერე ხოლმე -ჩავიხითხითე
-გავაკონტროლებ შენ ქცევებს გპირდები! -როგორც ჩანს დაცხა და ჟაკეტი გვერდით მიაგდო.
-აუუ რაღაც მოვიფიქრე. ამ ჭიქაზე შევეჯიბროთ, ვინ უფრო სწრაფად დალევს.
-კარგი. ერთი, ორი, სამი!
-გაჯობე! -წამოვიყვირე როცა ჭიქა მასზე სწრაფად დავდე მაგიდაზე
-ნუ ეშმაკობ. ადრე დაიწყე! -სიცილით გამიბრაზდა
-აღიარე რომ წააგე. -გამარჯვებულის იმიჯი შევიფერე და ისე გავუღიმე
-კარგი ხო... -დანებდა ის
-არაყზე გადავდივარ -ბოთლი გავხსენი
-მე კონიაკზე. -მანაც გახსნა ბოლთლი.
-მოდი იცი რა ვქნათ? -წინ წავიჭერი ისევ
-შენ ახალ ახალ შემოთავაზებებში გამოირჩევი! -როგორ მომწონს ის სიტუაცია რომ დაჩის მხოლოდ და მხოლოდ მაგარ მეგობრად მივიჩნევ
-ამაღამ აქ დარჩი. ცოტასღა დავლევთ ეხლა და მერე აღარ. დავსხდებით ფილმებს ვუყურებთ, შევჭამთ და გავერთობით რა. ინტერნეტიც მაქვს... მიდი რა, გთხოვ! -ვემუდარებოდი როცა დავინახე რომ ყოყმანობდა -ჩემი დაბადების დღეა ბოლოსდაბოლოს. გთხოოვ! -არ ვჩერდებოდი -ხვალ მიდიხარ თან..
-კარგი ხო! -დამთანხმდა -ოღონდ არ უნდა დავუშვათ რომ ღამე კიდევ დავლიოთ. არ მინდა ხვალ თავის ტკივილისგან ავარიაში მოვყვე.
-არც მე ვაპირებ ამის გაკეთებას!
კიდევ სამი ჭიქა არაყი. სიმართლე იქნება თუ ვიტყვი რომ უკვე დავთვერი. 12 ის ნახევარი გახდა. ვიცინოდით, ვხარხარებდით და დროებით დალევა შევწყვიტეთ. დივანზე ვისხედით და ტელევიზორს შევყურებდით. ფილმს ვუყურებდით: "ცხოვრება ისეთი, როგორიც სინამდვილეშია"
-იცი სულ მომწონდა ეს მსახიობი, ჯოშ დუჰამელი. -მთელი საათის განმავლობაში ერთხელაც არაფერი გვითქვამს. აწითლებული და ახურებული ლოყებით ვისხედით ორივენი. ალბათ რა სასაცილოები ვართ...
-იცი სულ მომწონდა ეს მსახიობი, ჯოშ დუჰამელი. -მაინცდამაინც მე დავარღვიე სიჩუმე -მაჩაბელი მახსენდება მას რომ ვუყურებ. ყველა ფილმი ნანახი მაქვს ამ ბიჭის მონაწილეობით.
-ჰო... მე ეს გოგო მევასება, როგორც მსახიობი. ქეთრინ ჰეილი ქვია თუ არ ვცდები! -ხმა ჩახლეჩოდა დალევისგან
-იმ სერიალშიც თამაშობს, მე რომ ვუყურებ. ეს ფილმიც როგორ მიყვარს იცი? -თვალები მიბრწყინავდა. ვერ დავთვლი უკვე მერამდენედ ვუყურებ -ვუთხარი და თავი მის მხარს დავადე
-მეც ძალიან მომწონს! -ტელევიზორისკენ პულტი მიმართა და ხმას აუწია
-აუ კონიაკი მინდა! -წარმოვთქვი უცბად და მაგიდისკენ წავიწიე
-ხომ თქვი ცუდად მოქმედებსო -გაახსენდა ჩემი ნათქვამი
-2 ჭიქა რას მიზავს... -ვუთხარი და ორივე ჭიქა სწრაფად გადავკარი.
-მეტი აღარ დალიო. ხო ხედავ არც მე ვსვამ. ცუდად არ გახდე რა... -ბოთლებს სახურავი მოუჭირა. როგორ მომწონს მისი ასეთი მზრუნველობა ჩემს მიმართ.
-აღარ ვსვამ. -თითქოს პირობა მივეცი და საზურგეს ისევ მივეყუდე. ტელეფონი ავიღე და ჩემდაუნებური ქმედებით ნომერი გავააქტიურე. ვეღარ გავუძელი და სმსების კითხვა მომინდა.
მაჩაბელისგან მოსული სმს ის ხმამ უცბად გული შემიკუმშა და სული შემიხუთა. ტელეფონი ისევე სწრაფი ტემპით აწკრიალდა როგორც ჩემი გულის ცემა აჩქარდა. სანამ სმსს გავხსნიდი ფეხზე ავდექი და დივანს მოვშორდი. მინიმალური დარჩენილი სიფხიზლის შენარჩუნება ვცადე რომ თვალები კარგად გამეხილა და ზუსტად წამეკითხა მისი მონაწერი.
"-ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! გეფიცები შეგეშვი. დაგანებე თავი, დამიჯერე... მაგრამ უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ იმის თქმით რომ ვგიჟდები შენს არსებობაზე. მომენატრე!"
გავიყინე და გავშრი. ტელეფონი ხელში მეჭირა. გაშეშებული ვიდექი, გაუნძრევლად. ანთებულ ეკრანს დავყურებდი გაშტერებული. კორინთელის მზერა ვიგრძენი ჩემკენ მომართული. ეკრანი ჩაქვრა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი. მაშინღა გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს თავს.
-ქეთო! -მომმართა, როცა ჩემი განცვიფრებული სახე დაინახა და წამოდგომა დააპირა
-დაჩი! -ვეღარ მოვთოკე ემოციები და ცრემლებისგან დაცლა მომიწია. ავქვითინდი მთელი გულითა და სულით. სწრაფად მომმვარდა და ჩამეხუტა. დამშვიდებას არ ცდილობდა უბრალოდ უნდოდა მეგრძნო მისი გვერდში დგომა.
ვეხუტებოდი დაჩი კორინთელს და მთელ სითბოს შევიგრძნობდი მისგან. მიკრობილი ვყავდი და ჩემი ცრემლები მის შავ "საროჩკაზე" ისე ეცემოდა როგორც ფოთლიდან ახალ ნაწვიმარზე წვეთები იწყებდნენ ცვენას.
ჩემი სევდისაგან გამოწვეული მისი მთრთოლავი ხმა ყურში ნაზად ჩამესმოდა, ჩურჩულით. ტელეფონი გამომართვა და სმს წაიკითხა.
-როგორი დამღლელი, მტანჯველი და საშინელებაა ეს სიყვარული! -თავი ავწიე მისი მკერდიდან და ამოვღერღე. ცრემლების ნაკადს დაყოველ წვეთს თავს ვუყრიდი და დროებით ვცდილობდი დინების შეჩერებას
-აბა ამ ყველაფრის გარეშე სიყვარული ბანალურია ქეთო! ბანალური სიყვარული კიდე, სიყვარულია?!
ეს ის გრძნობაა შენს გვერდით რომ დგას და მაინც უზომოდ რომ გენატრება. ისე, თითქოს მისი არსებობა არ გყოფნის. ეს ის გრძნობაა, როცა ხედავ მას, შენი თვალები შეიგრძნობს მაგრამ მაინც ძალიან გწყურია მისი ყურება. ეხები, მაგრამ უფრო მეტად ცდილობ მისი სხეულის შეგრძნობასა და აღქმას. სიყვარულია, როცა უსმენ მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას მაგრამ მაინც არაა საკმარისი. გინდა გაიგო მისი ხმა უფრო და უფრო დიდი ხნით. გინდა რომ მისი წარმოთქმული ბგერების ჟღერადობა არა და არ შეწყდეს! შენ რომ მისი არსებობა გიხარია ეგაა სწორედ სიყვარული! მეც ეგრე არ მიყვარდა ჩემი ცოლი? ახლა არ ვართ ერთად. უფროსწორად ვერ ვართ... ის ზეცაშია, მე კი აქ დავიარები, მაგრამ მაინც ხომ უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი. იცი რომ სიყვარულს მაშინ აფასებენ როცა ძალიან გვიანია. შენ რა, მაჩაბელის ტანჯვისგან გამოწვეულ სიკვდილს ელოდები? ამის მერე აპირებ მის დაფასებას?! წადი და შეურიგდი იმ ბიჭს. დააფასე მისი სიყვარული! წამოდი მე წაგიყვან თბილისში, ჩემი ხელით დავაკაკუნებ მისი სახლის კარზე. იმ ბიჭის წინ დაგაყენებ და საბოლოოდ მიგახვედრებ, თუ როგორ ძალიან გიყვარს ის! როგორ ძალიან გინდა მასთან, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ბევრს ნიშნავს ის შენთვის!-უფრო ძლიერად მიმიხუტა კორინთელმა და შუბლზე ცივი ტუჩები შემახო... ჩემი ტელეფონის კლავიატურაზე რაღაც აკრიფა მისაწერად და მე დამანახა
"-მეც!" -მივწერო? -მკითხა.
დავაკვირდი ამ სიტყვას და გადავწყვიტე:
-მიწერე! -ჩემი ეს ნათქვამი სიტყვა გაცნობიერებულად იყო წარმოთქმული თუ გაუცნობიერებლად, მნიშვნელობა არ ჰქონდა რადგან ეს მინდოდა.
-"-ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! გეფიცები შეგეშვი. დაგანებე თავი, დამიჯერე... მაგრამ უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ იმის თქმით რომ ვგიჟდები შენს არსებობაზე. მომენატრე!"
-"მეც!" -კიდევ ერთხელ დავხედე ამ დიალოგს და თითქოს ჩემს ძარღვებში სისხლის მიმოქცევა შეწყდა.
-ახლა კი თვალებზე ცრემლები შეიშრე რადგან 12ს ერთი წუთით გადაცდა და მინდა გითხრა რომ დაბადების დღეს გილოცავ! -მომმართა კორინთელმა და ყურთან თმა გადამიწია.
დემეტრე
ქეთისთან დაკავშირება არც მიცდია იმ სმსის შემდეგ. არ იყო საჭირო. კანონისავითაა დაწერილი რომ არ მიპასუხებს. თანაც დავპირდი რომ შევეშვი და ყოველ წამს რეკვა უაზრობაა. თუ პატივს ვცემ მას და ასე ძალიან მიყვარს, უნდა მოვიქცე ისე როგორც მას სურს.
სახლში მარტო მყოფი დივანზე ვიყავი წამოწოლილი და ლუდის ბოთლებს მიყოლებით ვცლიდი. სამი ჭიქა არაყიც ჩავცალე. თან ტანში მაჟრიალებდა. ცოტნეს და ლაშას გამიზნულად არ დავურეკე ჩემთან რომ ყოფილიყვნენ. ამჯერად სულ მარტო ყოფნა ვარჩიე. მარტოს მინდოდა ჩემ თავთან გამკლავება. სხვანაირად არც შეიძლება... ''მეც''-ეს სიტყვა რას უკავშირდებოდა ან საერთოდ რა ასპექტშია ნათქვამი ვერ ვხვდები. ჭერს გავყურებ და ათასჯერ მაინც დავცქერი ტელეფონის სნთებულ ეკრანს.
უცბად მომაწვა გულისა და სულის ტკივილი. ყველაფერმა ერთად შემომიტია. გაღებული ფანჯრიდან შემოსული სუსხიც კი არ მყინავდა იმდენად ვიყავი გაბრუებული. უზომოდ მცხელოდა და ტანშიც დიდ მხურვალებას ვგრძნობდი. მოუსვენრობა მაღიზიანებდა.
ამ საღამოს რაღაც გადავწყვიტე. ფეხზე წამოვდექი, ქურთუკი შემოვიცვი და სახლიდან გავედი. მანქანისკენ მივემართებოდი მაგრამ საერთოდ არ იყო ჩემი ქმედებები გაუაზრებელი. მშვენივრად ვიცი რასაც ვაკეთებ. ნაბიჯებს ვდგამ, ოღონდ ისე არ ვიქცევი თითქოს ჩემთავს არ ვეკუთნოდე. ლაშას ეზოში მანქანა გავაჩერე და კარი მარიამმა გააღო
-დემე! -გაუკვირდა ჩემი დანახვა
-ხომშვიდობაა ძმაო -გაოცდა ლაშაც და კარისკენ წამოვიდა.
-ვიცი გვიანია აქ არ უნდა ვიყო. გეძინათ და გაგაღვიძეთ ხო?! -ამისდამიუხედავად აქ მოსვლა არც მინანია
-არა ტელევიზორს ვუყურებდით. ხომ იცი გვიან ვიძინებთ ხოლმე. არ იტყვი რა ხდება? -მოუთმენლობა იპყრობდა. შემიპატიჟეს და დივნისკენ ხელით მანიშნეს
-მოკლედ სასწრაფოდ მჭირდება სვანეთში, ქეთის სახლის ზუსტი მისამაეთი. სასწრაფოდ!
-რამე მოხდა თუ სიყვარულმა შემოგიტია -მხარზე ხელი დამკრა და თვალები გაუბრწყინდა ლაშას როცა ჩემი სიტყვები გაიგო.
-უნდა წამოვიყვანო იქიდან. თუნდაც მთელი არსებით შევძულდე რომ პირობას არ ვასრულებ და თავს არ ვანებებ. თბილისში უნდა ჩამოვიყვანო. აქ უნდა დავაბრუნო! -მტკიცედ ვთქვი და მარიამს ფურცელი გავუწოდე.
-მართლა აპირებ სვანეთში წასვლას? -უზომოდ გაუხარდა მარიამს.
-ჩანაფიქრს და გეგმას ყოველთვის ჩანხორციელებ ხომ იცი.
-და გზა რომ ძალიან გრძელია? დიდი დრო დაგჭირდება იქ ჩასასვლელად.
-სულ ფეხებზე არ ? მივდივარ და მორჩა. ხვალ დილით გამთენიისას გავდივარ. სულ რომ ძალით წამოყვანა დამჭირდეს, წამოვიყვან! -ღრმად ჩავისუნთქე ისეთი ემოცია მომაწვა როცა ვიფიქრე რომ შეიძლება არ წამომყოლოდა.
-მთვრალი ხარ ბიჭო?! -ახლოს მოიწია ლაშა, რომ უფრო კარგად გაეგო თავის კითხვაზე პასუხი
-არა რა სისულელეა. ლუდი მაქვს უბრალოდ დალეული -თვალები გადავატრიალე
-ბევრი ლუდი! -წარბი აწია მან -და არა მარტო ლუდი. რა გითხარი მე შენ, არაყი აღარ დალიო თქო. დაგეშლება ეგ ღვიძლი მაგდენი დალევისას. -მხრებში ხელი ჩამავლო და შემანჯღრია. ისე თითქოს რამეს შემაგნებინებდა
-ქეთი რომ ჩამოვა აღარ დავლევ -მხიარულად წარმოვთქვი
-ზედმეტი არ მოგივიდეს ბიჭო. სულ არ შეაზიზღო აქ ჩამოსვლა. არ გააბრაზო რომ ჩახვალ. თან დაბადების დღე აქვს ხო იცი -მიბრძანა მან
-კი, ვიცი!
-აი აქ ცხოვრობს -მისამართი დაწერა მარიამმა და გამომიწოდა.
-ჯერ კარგად გამოფხიზლდი და ისე წადი. გინდა გამოგყვე? -ჩემზე უფრო ზრუნავს ლაშა თუ ქეთიზე ვერ ვხვდები
- კაი ძმაო რა გჭირს. არ მაქვს იმდენი დალეული რომ მთვრალის წოდებას ვიმსახურებდე -წარბები ავზიდე
-მართალი ხარ. ლოთის წოდებას უფრო იმსახურებ შენ. -ირონიულად თქვა და მხარზე ხელი დამკრა
-აი ხვალ ან ზეგ ქეთი რომ უკვე ამ ადგილას იდგება მერე ნახეთ თქვენ...
-დემეტრე იცოდე, მთვრალზე თუ გაქვს ეს გადაწყვწტილება მიღებული და მერე ამას ცუდი შედეგები მოყვება, სასმელს კი არა შენთავსაც ვეღარ იცნობ. სამკურნალოდ დაგაწვენ და იქამდე არ წამოგიყვან იქიდან სანამ სმას თავს არ დაანებებ. -თითის ქნევით მელაპარაკებოდა
-კაი ხო...
-დილით თუ შეატყობ რო ცუდად ხარ ფეხი არ გაადგა სახლიდან -მზრუნველობა უფრო ქვია ამას თუ ბრძანებლობა ძნელი გაასარკვევია
-კაი ძმაო რაგჭირს. იმდენი არ დამილევია რო ცუდად გავხდე. კარგად გამოვფხიზლდები და დილით საღ გონებაზე გავალ სახლიდან..
-ჰო კაი. თურამეა ხო იცი ვისაც უნდა დაურეკო
-თვით ლაშა არაბულს -გავიკრიჭე. მადლობა გადავუხადე და სახლიდან გამოსვლა დავაპირე
-რა დღეშია ეს ბიჭი... ქეთო მალე თუ არ ჩამოვა ეს არ იქნება კარგად. -მარიამს მიმართავდა ლაშა
-ეხლა ხო კარგადაა რასამბობ. -დააყოლა მარიამმა
-ჩამოვიყვან მეთქი! -ღიმილით, წარბშეკრულმა შევუბღვირე და წავედი.
ქეთი
მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდით მე და დაჩი. იმის მერე ერთი ჭიქაც კი არ დაგვილევია. ძველ ამბებს ვყვებოდით. ცუდსაც და კარგსაც... მერე ვიცინოდით. გვეგონა ვათენებდით მაგრამ მაიმც ჩაგვეძინა. დილით შვიდზე გადავიდა თავის სახლში რომ წასასვლელად გზადებულიყო. მე წესივრად გამოფხიზლებული არ ვიყავი, რომ.ისევ ჩამეძინა. თვალები უბრალოდ დავხუჭე და მაშინვე ოცნებებში წავედი. 9 საათი იქნებოდა მისი მანქანის ძრავის ხმამ რომ გამაღვიძა. ჩემს ეზოში გამოუტარებია. როგორც ჩანს ისე არ აპირებს წასვლას რომ არ დამემშვიდობოს.
კარზე არ დაუკაკუნებია მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი ნახვა სურდა. სწრაფად გავედი გარეთ. თმა მქონდა აწეწილი და ლოყები აწითლებული. მოკლედ სხვა ნამდვილად იფიქრებდა რომ ლოთი ვარ..
-გაგაღვიძე ქეთო? -მანქანიდან გადმოვიდა ის
-მაინც ვაპირებდი გაღვიძებას. როდემდე უნდა მძინებოდა -გავუღიმე
-თავი გტკივა? -დალევის თემას შეეხო
-ძალიან ცოტათი. კარგად გამოვიძინე და გამოვფხიზლდი უკვე
-იმიტო გტკივა რო ბოლოს ის ორი ჭიქა კონიაკი დააყოლე. მე მაგდროს აღარ დამილევია და იმიტომაც არ მტკივა.
-ზუსტადაც. -სიცილით დავეთანხმე მას.
-მიდიხარ ესეიგი უკვე... -დავღონდი
-ჰო. 12 სკენ იქ უნდა ვიყო. სახლშიც შევივლი რაღაცეებს დავდებ და მერე ჩემ დას და სიძეს გავუვლი. საავადმყოფოში წავიყვან.
-კაი მაშინ კარგად. ახლოს მივედი და გადავკოცნე. ისიც თბილად დამემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.
-არ მოიწყინო შენ... ზეგ ან მასზეგ აქ ვარ. რომ დავბრუნდები დემეტრესთან შერიგებული დამხვდი-გამიღიმა. შუშა ჩამოწია რომ დავენახე.
-დროებით! -ხელი დავუქნიე, მანქანა კი ჩემი ეზოდან გავიდა.
სახლში შევედი და სიცარიელე ვიგრძენი. სხვა თუ არაფერი დაჩი მაინც მავსებდა. შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი. საჭმელი მოვამზადე და მისაღებში გავიტანე. ტელევიზორის საყურებლად მოვკალათდი. გუშინდელი ბოთლები და ჭიქები გვერდით მივაჩოჩე. მეზარებოდა გარეცხვა და დროებით გადავდე ეს საქმე. ჩემი დაბადების დღე კი არანაირ გავლენას არ ახდენდა ჩემზე და აქ მყოფ სიტუაციაზე.
დემეტრე
5 ის ნახევარზე გამეღვიძა დილით სრულიად ფხიზელს. სწრაფად მოვემზადე და სვანეთისკენ გავემართე.
დაახლოებით 10 საათი ვიმგზავრე სვანეთამდე. ათ-ათ წუთს ვჩერდებოდი ხოლმე შიგადაშიგ. ბენზინისთვის გაჩერებაც რამდენჯერმე მომიწია. ზუსტ მისამართზე მისასვლელად ნახევარი საათი დამჭირდა.
კითხვა-კითხვით იმ ადგილას მივედი, მარიამმა რომ მიმასწავლა. გარეთ ყველგან ბავშვები თაშობდნენ. თბილად ეცვათ და ბურთიც რამდენჯერმე გაარტყეს ჩემს მანქანას. გასაბრაზებლად ნამდვილად არ ღირდა უბრალოდ ვუღიმოდი და სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი. მანქანა ეზოში შევაჩერე და გადმოვედი. ირგვლივ ყველაფერი მესიამოვნა. მარტის დაწყება ეტყობოდა აქაურობას... სვანეთში ბევრჯერ ვყოფილვარ მაგრამ ამ დგილას არა. ისეთი გარემოა ქეთოს ადგილას მეც კი წამოვიდოდი აქ. ცოტაც და მის საქციელს გავამართლებ.
მზის სხივებს ჩემი მანქანის შუშა ირეკლავს და პირდაპირ მე მაწვდის, თვალებზე. ისეთი ჰაერია, ოდნავი სუსხი და სითბო ერთმანეთს რომ შეერევა და მერე ერთიანად რომ გედება სხეულზე.
ერთი გრძელი, ცოტათი ქვიანი გზაა და ნაპირების გაყოლებაზე რამოდენიმე სახლი დგას. ზოგს ერთი სართული მაგრამ დიდი სივრცე აქვს. ზოგს კი ორი სართული ამშვენებს. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ ადგილას. ჯერ საათს დავხედე. სამის ნახევარი ხდებოდა. ფურცელი მოვიმარჯვე და აქ დაწერილის მიხედვით ახვლედიანების სახლი მარცხნივ, რიგით მეოთხე ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. ფეხით მივედი აქამდე და ეზოში შევედი.
ხალხის სვანური კილო ყურში მხვდება და მეც სვანობა მინდება!
ქეთის მანქანა წინა ეზოში ვერ შევნიშნე და ვიფიქრე სახლის უკან ექნებოდა დაყენებული. ჭიშკარი არ ქონდა არცერთ სახლს. უბრალოდ შემოღობილი იყო და შესასვლელი ადგილი ამოჭრილი ჰქონდა. აქ ისეთი სიმკაცრეა ვერც ვერავინ გაბედავს სახლში შეპარვას და ვინმეს გაძარცვას. იმიტომაც არის ნდობის გამომხატველი გარემო.
კართან მივედი. ჯერ მიმოვიხედე გარეთ ხომ არ იყო ქეთი, მერე კი როგორც იქნა დავაკაკუნე. იმედი თანდათან მიცრუვდებოდა როცა წამები გადიოდა ის კი ჯერაც არ აღებდა. ოდნავ შიშმაც კი შემიპყრო. კაკუნის სიძლიერეს ვუმატებდი. რამდენჯერმე ყურიც კი მივადე კარს რომ რამის ხმა გამეგო მაგრამ უშედეგოდ. არაფრის ხმა არ გამოდიოდა. ფანჯრებთანაც დავდექი რომ სინათლე დამენახა ან ვიბმესთვის თვალი მომეკრა. კაკუნს ვაგრძელებდი მაგრამ ისევ არაფერი...
-ხო მშვიდობა გაქვს შვილო?! -გზიდან გამომძახა დაახლოებით 45 ან 50 წლის ქალმა რომელსაც გვერდით ორი მოზარდი გოგო და სავარაუდოდ ქმარი ედგა. გოგოები ტყუპები იქნებოდნენ ისე გავდნენ ერთმანეთს. სადღაც 15 წლისანი
-ახვლედიანს ვეძებ! -მივხვდი რომ სახელის თქმას აზრი არ ჰქონდა და გვარზე გადავედი. ყველა კუთხეში ხომ ასეა. გვარებით ცნობენ ხალხს.
-ახვლედიანს?! ქეთოს? -დიდი გაკვირვება შევნიშნე ქალის გვერდით მდგომ კაცზე რომელიც ჩემკენ მოიწევდა.
-დიახ, ქეთოს! -მესიამოვნა ასე რომ მოიხსენიეს. -თუ სწორად მომასწავლეს აქ უნდა ცხოვრობდეს.
-შვილო ეს ახვლედიანების სახლია, მაგრამ ისინი აქ უკვე ორ წელზე მეტია არ ყოფილან. მას შემდეგ რაც რეზოს მამა, ავთო გარდაიცვალა. მერე ქეთოს დედ-მამის, რეზოს და თამარის ჩარდაცვალების ამბავიც გავიგეთ. -მწუხარებით ლაპარაკობდა მათზე
-ანუ ამ სახლში ქეთო არაა?! -შიშმა და გაოცებამ შემიპყრო მე.
-არა. დიდიხანია არ გვინახავს. როგორც ვიცით თბილისში ცხოვრობს. ახალი სახლი აქვს.
-და აქ, სვანეთში სხვა სახლი არ აქვთ? არ შეიძლება სადმე ვიპოვო?
-არა შვილო, არა! შენ ვინ ხარ მისი? რამე ხომ არ მოხდა? რატომ ეძებ? -დაინტერესდა ქალი
-მე დემეტრე ვარ მისი მეგობარი. სოფელში მივდივარო იმდღეს თქვა და ვიფიქრე აქ ჩამოვიდა. ისე ჩამოვაკითხე... -ტყუილის თქმა მომიწია. აბა ხომ არ ვიტყოდი შევაწუხე, ვეღარ მიტანდა და აქ გამოიქცა თქო. ბოლოსდაბოლოს მანიაკის შთაბეჭდილებას ხომ არ დავტოვებდი მათზე.
-აქ რომ ჩამოსულიყო, მთელ სოფელს გვეცოდინებოდა. -გამიღიმა მან.
-მის ოჯახს კარგად იცნობდით? სხვა სოფელი არ აქვთ? -ვცდილობდი გამომეკვლია ადგილი სადაც შეიძლებოდა რომ მეპოვნა
-ჩვენთან არ უხსენებიათ ყოველშემთხვევაში.-აქ მცხოვრები ხალხი ჩემს ირგვლივ შემოიკრიბა. არ ყოფილან ისეთი მკაცრნი, როგორიც ჩანდნენ.
-ახლა რა ვქნა! -ჩემთვის ჩავილაპარაკე მაგრამ მათაც გაიგეს.
-დაგეხმარებოდით შვილო, მაგრამ არ შეგვიძლია. ამ სახლის გზა აღარ ახსოვს. ერთხელ არ მოსულა იმის მერე... -ნაღვლიანად თქვა ქალმა. როგორც ჩანს ნაწყენი იყო ქეთიზე.
-ანუ ერთხელაც არ შეგინიშნავთ ამ ადგილას. -ყველაფრის დაზუსტებას ვცდილობდი. არაფერი არ უნდა გამომრჩენოდა.
-არა. -თავი გააქნიეს მათ.
რა ყურადღებიანი ხალხია
-კარგით მაშინ წავალ მე... -კიდევ ერთხელ შევავლე იქაურობას თვალი და შორიახლოს გაჩერებული ჩემი მანქანისკენ გავემართე. -დიდი მადლობა! -თბილად გავძახე იქ შეკრებილ ხალხს.
-მშვიდობით იარე! -მათი მზრუნველი ხმა ზურგს უკან მომწვდა. საჭეს მივუჯექი და მანქანა დავძარი.
ქეთი
ამ დაბადების დღემაც ისევე ჩაიარა როგორც წინა ორმა. არაფერი განსაკუთრებული... 4 საათამდე უბრალოდ ვიჯექი. როგორ შემეტყო მეგობრების გარეშე არსებობა. დაჩი ორი დღით წავიდა და ამ ორ დღესაც უაზრო წუთები მელის. შეიძლება ვაღიარო რომ თბილისი მენატრება? ჰო... ასეა. თბილისი კი არა იქაური სიტუაცია მენატრება. ვაღიარებ რომ ის სმს რომელიც დემეტრეს მივწერე მართალია.
ჩემი სახლის ჭიშკარი აჭრიალდა.
-ქეთო! ქეთო... -მოუთმენლად დაიძახა დაჩიმ
-რაიყო?! რა ხდება... -შიშმა ამიტანა და გარეთ სწრაფად გავედი. -შემოდი!
-ვ.. ვერა, ვერ შემოვალ მეჩქარება. უნდა დაგემშვიდობო! -სულ ძლივს ითქვამდა.
-რაა? რატომ მემშვიდობები?! -შევიცხადე
-ჩემა დამ იმშობიარა. ბიჭი ეყოლათ. მშობიარობის შემდეგ დიდი პრობლემები შეექმნა და ოპერაციას უკეთებენ. ბევრი ფულია საჭირო. რაღაც ნაწილი მაქვს მაგრამ...
-მე მოგცემ ახლავე.
-არა ქეთო, მაღაზიას ვყიდი. ბიძაჩემთან ჩამოვედი და უკვე მოვაგვარეთ. აქამდეც უნდოდა ერთ მეზობელს ეგ მაღაზია, ჰოდა სწრაფად ვიშოვე ფული.
-ბარათზე მაქვს ფული. დიდი დანაზოგია. გაგატან და რამდენიც გინდა აიღე. მე მაინც არ მჭირდება. მაღაზიაც დაგრჩება... -დიდი მწუხარება განვიცადე ამ ამბის გაგებისას.
-არა ქეთი ადრე თუ გვიან მაინც ვაპირებდი გაყიდვას. მე მაგისთვის აღარ მცხელა, ბიძაჩემი კიდე ვერ მიხედავს.
-და კარგად იქნება შენი და? -თვალზე ლამის ცრემლი მომადგა.
-ექიმმა თქვა რომ ზუსტად ამ ოპერაციას თუ გაუკეთებდნენ კარგად გახდებოდა და პრობლემა მოგვარდებოდა. ამაზე კიდე დაზღვევა არ მოქმედებს... ამიტომ სასწრაფო იყო. ეხლა უნდა წავიდე. -სახე მოეღუშა მას
-როგორ მომენატრები... აქ აღარ მოხვალ ხო?
-არა ქეთო, არა! -თქვა და ძლიერად ჩამეხუტა.- მეც მომენატრები.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის! -ჩემი ცრემლი მის ქურთუკზე დაეშვა
-რისი მადლობა... კარგი ნუ ტირი, თორე მეც ამეტირება. ხო იცი ბავშვივით ვარ. -ხმა შეუსუსტდა. თითქოს მართლა ტირილს იწყებდა.
-ხო დამირეკავ ხოლმე? -კი არ ვთხოვდი, მოვითხოვდი
-აბა რას ვიზავ! რაკარგი ხარ ნეტა იცოდე. -წასვლა ნამდვილად არ უნდოდა.
-შენი დის ამბავსაც გამაგებინებ ხო?
-აუცილებლად! -სიმტკიცეს ცდილობდა
-შენ რომ არ ყოფილიყავი აქ მარტო ვერ გავძლებდი
-იმ ბიჭს მალე შეურიგდი თორე მოგძებნი და ძალით შეგარიგებ იცოდე! -სიცილით დამემუქრა
-კარგი კარგი... იმასაც ხო გააჩნია მოვლენები როგორ განვითარდება არა?!
-არ გააჩნია! შეურიგდი! ეხლა წავედი მე.. ხო და კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს! -შუბლზე თბილად მაკოცა
-აბა კარგად! დიდი მადლობა. ფრთხილად იარე და წარმატებებს გისურვებ. ხო იცი რაც არ უნდა დაგჭირდეს შენთან ვარ! -გავამხნევე. დავემშვიდობე და მოვშორდი
-ნახვამდის! -თქვა და ჭიშკრიდან გავიდა.
-ნახვამდის დაჩი! -მივაძახე და სახლში შევედი.
მივხვდი რომ საბოლოოდ დავცარიელდი. დაჩის ისე მივეჩვიე მის გარეშე რა ვაკეთო არც კი ვიცი
დემეტრე
იმედგაცრუებული დავბრუნდი. მხოლოდ ერთხელ თუ შევისვენე ისიც ბენზინისთვის. ქეთის მოძებნის მცდელობის შეწყვეტა არც მიფიქრია. 11 ხდებოდა თბილისამდე რომ ჩამოვედი. ბოლოს აკრეფილ ნომერზე დავრეკე
-არაა ქეთო სვანეთში! -მივმართე ლაშას
-რასქვია?! აბა სადაა... -გაოცდა ისიც. უფროსწორად ამას განცვიფრება უფრო ეწოდებოდა.
-იქაურებმა მითხრეს ორ წელზე მეტია აქ ფეხი არ ჩამოუდგამსო. წარმოდგენაც არ აქვთ სად უნდა იყოს.
-რამე ხო არ დაემართა? ან საერთოდ ხო კარგადაა! -შეწუხდა
-მე მირეკავდა ხოლმე! -მარიამის ხმა გავიგე. როგორც ჩანს ხმამაღალზე აქვს ჩართული
-მერე ჩვენ რატო არ გვეუბნებოდი -გაუკვირდა ლაშას.
-ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს ხო იცით. უბრალოდ ვიცი რომ სვანეთშია
-ბოლოს როდის დაგირეკა? -ვკითხე ინტერესით
-ორი კვირის წინ!
-ანუ არც შენ გეუბნება სიმართლეს... -დაასკვნა ლაშამ.
-ისე დღეს დაბადების დღე აქვს და დაერეკა მაინც. მივულოცავდით. -დაღონდა მარიამი
-რა სულელია ღმერთოჩემო!
-კაი წავედი მე! -მოუსვენრობამ შემიპყრო
-სად მიდიხარ? რას აპირებ ამ შუაღამისას თავს რამე არ მოუწიო! -ხმის მოწვდენას ცდილობდა მაგრამ დსრწმუნებული იყო რომ პასუხის გაუცემლად გავთიშავდი და ასეც მოვიქეცი.
მაშინვე ქეთის ძველი სახლისკენ გავემართე. მის მეზობლად ნანა რომ ცხოვრობს იმასთან მივედი
-გამარჯობა ნანა დეიდა, ხომ არ გაგაღვიძეთ? -ფრთხილად ვკითხე მას.
-არა, ცოტახანში ვაპირებდი. შემოდი დემეტრე როგორ ხარ შვილო.. -თბილად შემომეგება
-არა ნანა დეიდა არ მცალია. რაღაც საქმე მაქვს. ქეთევანი არ გინახავთ ხო? -იმიტომ მოვიხსენიე ასე რომ მას მოსწონდა.
-ახალი წლის მერე არ მოსულა. ხო მშვიდობაა? ცუდადაა?! -ეს ქალი ისევ ისეთია. უცბად იცის აღელვება და ანერვიულება
-არა უბრალოდ ძალიან გთხოვთ... თუ ოდნავ მაინც გიყვარვართ და პატივს მცემთ მითხარით სად შეიძლება ქეთის სახლი ჰქონდეს სვანეთის გარდა... -ვემუდარე მას
-მოიცადე... -ჩაფიქრდა ის.
-იქნებ გაიხსენოთ. მჭირდება ძალიან
-კახეთში! -უცბად წამოიძახა მან. კახეთში აქვს სახლი. საათნახევრის სავალია თუ ჩვეულებრივი სიჩქარით წახვალ.
-დარწმუნებული ხართ? ან კახეთში რაუნდა... -ნამდვილად გამიკვირდა. -ის ხომ სვანია.
-თამარი იყო კახელი. ქეთევანის დედა... იქ ჰქონდათ სახლი და ბებია ცხოვრობდა. ძალიან იშვიათად ჩადიოდნენ და არმგონია ახლაც იქ იყოს. ფურცელზე დაგიწერ თუ გინდა
-კიი აუცილებლად. დიდი მადლობა
რამოდენიმე წამის მერე მკითხა რა ხდებოდა და ფურცელიც გამომიწოდა.
-არაფერი არ ხდება უბრალოდ მისი ნახვა მინდა
-კიდევ არ შეგრიგებია არა?! -ჩაეცინა მას
-გამებუტა... კარგით ნანა დეიდა დიდი მადლობა. -გადავეხვიე და წამოვედი. მანქანაში ჩავჯექი და მთელი სისწრაფით კახეთისკენ დავაწექი.
მალევე მივაგენი სახლს, რომელშიც სავარაუდოდ ის იყო. გარედანვე შევამჩნიე რომ შუქი იყო ანთებული. მანქანა გარეთ გავაღე და ჭიშკარზე გადავძვერი. ჩაკეტილი ჰქონდა. როგორც ჩანს არაა სვანეთივით სანდო ეს ადგილი არაფრის რომ არ გეშინოდეს.
ეზოში შემოვედი და ქეთის ხელი შევატყე იქაურობას. გულზე მომხვდა და თითქოს სული გამითბა. ყვავილები დაერგა ვიღაცას. ქეთოს საყვარელი ყვავილები...
პირდაპირ კართან მივედი. სიგარეტის ღერით ხელში... ნაფაზი დავარტყი და მძიმედ დავაკაკუნე. მოულოდნელობისგან გული საგულედან ამომივარდა
ქეთი
ტელევიზორის ყურებაში ჩამძინებია მაგრამ შიშმა გამაღვიძა. ვიღაც აკაკუნებდა და აკაკუნებდა. თან ამ შუაღამისას. ჭიშკარი ჩაკეტილია ამიტომ წესით ვერავინ შემოვიდოდა. სამზარეულიში გავედი და დანა მოვიმარჯვე რადგან კარის მიღმა მდგომი ადამიანი რომლის სილუეტითაც თუ ვიმსჯელებთ ბიჭი იყო... უფრო და უფრო აბრახუნებდა ხელს.
ფრთხილად გამოვაღე კარი და ადგილზევე გავშრი. მთელი სხეულით მივეყინე იატაკს. ქანდაკებასავით გავშეშდი. დემეტრე მაჩაბელი სიგარეტის ღერს ხელში ისრესდა სახე სიმწრისგან აწითლებოდა. თვალები გაახილა, შემომხედა და ერთი ეს აღმოხდა - ''ღმერთოჩემო, ქეთო!''. მძიმედ ამოისუნთქა და კარს ხელი ჩაავლო. თითქოს ცუდად გახდა და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-დემე!.. -არანაირად არ მაღელვებდა რომ შემოკლებით, თუნდაც მოფერებით მივმართე. უბრალოდ დავდნი იმის გაცნობიერებით რომ ის ახლა ჩემს წინ დგას!
მისი სურნელი ზღურბლს აბიჯებს და ჩემს გულს კიდევ ერთხელ ათრობს!
კინაღამ ჩაიკეცა ჩემი დანახვისას. იმდენად ღრმად ამოისუნთქა თითქოს დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს. მოსრესილი სიგარეტის ღერი ხელიდან ეშვება და თვალები უცრემლიანდება. აჩეჩილი ჰქონდა თმა... ხელები სახეზე აიფარა, თითქოს აქვითინდა და ორსაფეხურიან კიბეზე თავზარდაცემული, უსულოდ ჩამოჯდა.
-დემეტრე! -ძლივს წარმოვთქვამ. ჰაერი აღარ მყოფნის გული გამალებით მიცემს. ჩემი ხელი სახელურს სწყდება რადგან ძალა აღარ მაქვს ძლიერად ჩავეჭიდო. ხმა მითრთის და თითქოს ფეხებს ვერ ვგრძნობ. ადგილიდან ვერ ვიძვრები. ანდაც რომ გავმოძრავდე რა უნდა ვქნა?!
დემეტრე
მისი დანახვისას ჩემს ორგანიზმში თითოეული უჯრედი თითქოს ერთმანეთს მოშორდა. ძარღვებს სისხლი მიეყინა. ტვინში თითოეული ქსოვილი ჩაწყდა და ჩემს არსებობას თავადაც კი ვერ აღვიქვამდი. მთელ სხეულში ყოველი სასიცოცხლო პროცესი ერთ წამშივე გაჩერდა. გული სწრაფად მიცემს მაგრამ ვერ ვგრძნობ მას... თითქოს ამომგლიჯეს. ჰაერი ფილტვებამდე ვერ აღწევს.
სანამ კარებს გააღებდა არ ვიცოდი რა დამხვდებოდა. ახლა ვიცი მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. განადგურებული ვარ. არ უნდა გამიკვირდეს თუ მის ზღურბლთან მოვკვდები. ორჯერ მომმართა მაგრამ არ ვიცი პასუხი როგორ გავცე. თვალებში როგორ უნდა შევხედო წარმოდგენა არ მაქვს.
ფეხზე ისე ვდგები, თითქოს მთვრალი ვიყო. ზურგით ვდგავარ მის წინ და მძიმედ ჩამესმის ყურში მისი გახშირებული სუნთქვა.
-დემეტრე! -მიმეორებს ქეთი ათრთოლებული ხმით და მე ისევ ცუდად ვხდები
ქეთი
-დემე! -ზღურბლს ვუახლოვდები რადგან საშიშროება შემექმნა იმის რომ შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს. მის სახელს ვიმეორებ და გულში სითბო მეღვრება. თვალებზე ბინდი მეკვრება რომელიც მაიძულებს წონასწორობა შევინარჩუნო რომ არ წავიქცე.
-ცოცხალი ხარ! -აღმოხდა... მხოლოდ ფაქტის ღნიშვნას ვერ დავარქმევდი ამას.
-რა გჭირს?! -მისთვის ხმის მიწვდენას ვცდილობ
-რა მჭირს?! -ჩაწითლებული თვალებით ტრიალდება და კითხვას მიმეორებს. -ქეთი! -მომმართავს და თვალებს ისრესს.
-რა იყო... -ცრემლიანი თვალებით შევყურებ მას
მაისურს გულის მხარეს ხელს უჭერს და თითქოს მოგლეჯვას აპირებს. სახე ეჭმუხნება და მეორე ხელით კარს ეყრდნობა. თვალებში არ მიყურებს და ბარბაცით მიახლოვდება
-რა უნდა იყოს... -ჩემს სახეს ხელებში იქცევს და დაჟინებით მაცქერდება -ვეღარ გავძელი ქეთი. შენს გარეშე ვერ ვსუნთქავდი თბილისში. ვერ შეგეშვი ვერა! -ტონს თანდათან უწევს და ცრემლებს მიმშრალებს. -გეფიცები არ შემიძლია. ცუდად ვარ, დამიჯერე! -მიახლოვდება
-მერე?! -ხმა მისუსტდება
-რაც გინდა ის ქენი! მიყვირე, დამარტყი. თოფი აიღე და გულში დამახალე. ხელს მაგრად ჩაგკიდებ და შენი ნებით... თუ ჩემი სურვილით, მაინც წაგიყვან თბილისში! შენს გარეშე აქედან ფეხს არ გავადგამ. პირობას ვდებ, აქვე და ახლავე, თეთრ კაბას ჩემი ხელით ჩაგაცმევ და ცოლად მოგიყვან! დიდ პატივს გცემ მაგრამ არ მაინტერესებს გინდა თუ არა ეს... შენზე ჯვარს დავიწერ და სიყვარულს შეგფიცებ. დაგაქორწინებ და თუ ისევ მეტყვი რომ არ გიყვარვარ, დაგაქვრივებ! თუ გინდა რომ სხვას გაყვე ცოლად, გაყევი! მაინც დაგაქვრივებ... თან თვალსაც არ დავახამხამებ ისე! -წამოიწია და შუბლზე ძლიერად მაკოცა
-ანუ?! -განცვიფრებულმა ჩავხედე თვალებში
-ანუ ის, რომ მიყვარხარ მე, შენ! -თქვა და ამოისუნთქა. მთლიანად თქვა თავისი სათქმელი და დაიცალა
-მეც მიყვარხარ! -ნებით, თუ უნებლიეთ ამოვღერღე და ძლიერად მივეკარი. მოვეხვიე და ხელს არ ვუშვებდი. ვიგრძენი მისი ცრემლების დაცემა ჩემს მხარზე და მეც ავქვითინდი. ვერ ვიტყვი, რომ წამომცდა. ის ვთქვი, რაც გულს უნდოდა
-წამოდი! -ხელი ჩამკიდა და სახლიდან სწრაფად გამიყვანა.
-რა.. რას აკეთებ? -შეჩერება ვცადე და კარი გამოვხურე. -
-მიმყავხარ! -მტკიცედ წარმოთქვა და ხელი უფრო მომიჭირა
-სად, თბილისში?! -გავიკვირვე.
-არა. მივდივართ იქ, სადაც 13 ნოემბერს ვიყავით! -მკაცრ ტონს ხმას არ აშორებდა.
-ფეხით?! -კარს გავხედე იმიტომ რომ დავრწმუნებულიყავი კარგად იყო ჩაკეტილი.
-აბა მანქანით?! ხოო ფეხით. -გამიღიმა
-შემოსაცმელს მაინც ავიღებდი...
-ჩემი აიღე. -ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომაფარა
-მერე შენ? -ფრთხილად მივმართე
-მე არ მცივა. შენი ყურება მათბობს! -ხელი გადამხვია და ჭიშკარი გააღო. -რატომ გქონდა ჩაკეტილი? -თითქოს მისაყვედურა.
-ალბათ იმიტომ რომ გარეთ გასვლას აღარ ვაპირებდი.
-და ეხლა როგორ გააღე თუ გასაღები არ გაქვს? -ცალი წარბის აწევით, მაგრამ მხიარულად გამომხედა. მიხაროდა მისი ბედნიერება. აშკარად ბედნიერი და გახარებული იყო ჩემი ნახვითა და სიყვარულით
-ესეთი ფუნქცია აქვს -სიცილით მივმართე -გარედან იკეტება და შიგნიდან იღება. -მოკლედ ავუხსენი
-როგორღა შევალთ? -ცალყბად გაიღიმა
-როგორც შენ შემოხვედი წეღან. -ხელით ვანიშნე მაღალ, ქვებით ნაშენებ ღობეზე.
-გინდა თქვა, რომ გადავძვრებით?! -გადაიხარხარა
-ჰო... აბა უკვე ჩაიკეტა და. -მხრები ავიჩეჩე -ისე, როგორი ცვალებადი ხასიათი გქონია. -ფრთხილად აღვნიშნე ფაქტი
-ამას რატომ ამბობ? -ოდნავი გაკვირვება გამოხატა
-რავიცი, რამოდენიმე წუთის წინ სულს ძლივს ითქვამდი, ცუდად იყავი ახლა კი როგორ კარგად ხარ.
-მითხარი რომ გიყვარვარ და ცუდად როგორ უნდა ვიყო? ჩემს გვერდით ხარ, ჩემი ქურთუკი გაცვია, გეხები, თვალებში შემოგცქერი და რა უფლება მაქვს კარგად არ ვიყო?! -მხარზე ჩამოყრილი თმა ნაზად გამისწორა
-რაიცოდი აქ რომ ვიყავი?! -გამახსენდა უცბად.
-რა მნიშვნელობა აქვს?! -მართლაც რომ უმნიშვნელოდ იკითხა
-მნიშვნელობა ყველაფერს აქვს დემე! -სახეზე ღიმილი შემეპარა
-გინდა რაღაც გითხრა?! -გამომცდელად შემომხედა
-მითხარი აბა...
-სვანეთში ვიყავი! -ჯიბიდან ფურცელი ამოიღო რომელზეც შევამჩნიე რომ ჩემი სახლის ადგილმდებარეობა ეწერა.
-იქ რა გინდოდა? -შევიცხადე.
-ხო გითხარი თავი ვერ დაგანებე და ვერ შეგეშვი თქო... -ეს ისედაც აშკარა იყო -მხოლოდ ის ვიცოდი რომ სვანეთში გადასახლდი. მერე ძალიან შემეშინდა შენ შესახებ არაფერი რომ არ ისმოდა და გადავწყვიტე მენახე. თანაც აუცილებლად უნდა მენახე. ისე არ შეიძლებოდა... მისამართი მარიამმა მითხრა. მოკლედ წავედი იმ სახლში და მეზობლებმა მითხრეს რომ დიდი ხანია რაც იქ არ ყოფილხარ. უკან წამოვედი და ნანასთან მივედი
-ნანასთან?! -გავიკვირვე
-ჰო... წინა სახლში შენი მეზობელი რომ იყო. აი ის, ქეთევანს რომ გეძახის -ჩაეცინა
-ვიცი. მერე?! -გაგრძელება მოვთხოვე.
-ძალიან ვთხოვე და ეს მომასწავლა.
-დამავიწყდა რომ მანაც იცოდა...
-და რა გაშინებს ასე?! რატომ მალავდი ასე... -ჩამაცივდა
-მინდოდა გაუსაძლის მომენტებში მაინც წავსულიყავი ისეთ ადგილას სადაც ვერავინ მომაგნებდა. მექნებოდა საშუალება მარტო ყოფნისა...
-მოიცა შენ ჩემს არსებობას გაუსაძლის მომენტებად თვლიდი?! -შემაწყვეტინა და რამოდენიმე ნაბიჯით მომშორდა
-არა უბრალოდ დაფიქრება მინდოდა ყველაფერზე! -მისი დარწმუნება ვცადე
-მერე დაფიქრდი?! -ისევ მომიახლოვდა და ხელი გადამხვია
-აბა ამ გადაწყვეტილებას სხვანაირად ვერ მივიღებდი. -თბილი მზერა მის თვალებს მივაპყრე
40 წუთი დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად.
-რას ვიფიქრებდი შენი სახლი ასე ახლოს თუ იქნებოდა ამ ადგილთან -თქვა როცა იმ ბილიკთან შევჩერდით, სადაც ოთხი წლის წინ ვიდექით -სკამი დაუდგამთ... -გაუკვირდა მას.
-ისე რა საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად ამ ადგილას სკამი დაედგა. -გამეცინა მე
-ხომ არ გეშინია? -დავსხედით და ცალი მხრით გადამეხვია.
-შენ არ თქვი რომ როცა ჩემს გვერდით ხარ არაფრის არ უნდა მეშინოდეს? -მხრები ავიჩეჩე
-ჰოო და სწორადაც იქცევი -მტკიცედ თქვა
-კახეთში რას აკეთებდი? რითი ერთობოდი?! -მოუთმენლობამ განაპირობა მისი, ეს შეკითხვა.
-უბრალოდ თავს ვირჩენდი -მხრები ავიჩეჩე
-არ მოგენატრე?! -იმედიანი გამომეტყველებით შემომხედა
-რათქმაუნდა! -გამამხნევებლად ვუთხარი
-გეცოდინება ალბათ იქ როგორც ვიყავი შენს გარეშე. -თქვა და სიგარეტის ღერი ჯიბიდან ამოიღო. უნდოდა დიალოგი ამ თემაზე გაგვეგრძელებინაო.
-სვამსო, ეწევაო! -მის ხელს შეწუხებული თვალებით დავაჩერდი და მივახვედრე რომ არ მესიამოვნა. -თავის თავს არ ეკუთვნისო!
-გპირდები მოწევას შევეშვები! -ფეხით გასრისა
-მინდა შეგახსენო რომ ჩემ გამო არაფერში არ ხარ ვალდებული. უნდა აკეთო ის, რაც გინდა ოღონდ ზომიერად. -ბოლოს მაინც დავამატე იმის მიმანიშნებელი სიტყვა რომ არ მომწონდა ეს სიტუაცია -ისე ძალიან გამიკვირდა როცა გავიგე მოწევა დაგიწყია. არასოდეს მოგიწევია აქამდე და...
-ჩემ თავს მართლა არ ვეკუთვნოდი და იმიტომ ქეთო! -სახე მოეღუშა
-შენ ისევ ქეთოს მეძახი... -სასიამოვნოდ ავღნიშნე ფაქტი
-რათქმაუნდა! -თითქოს შეიფერა და შუბლზე მაკოცა -ნეტა როდის დადგება ის დღე, მე და შენ ერთად და ბედნიერად რომ ვიცხოვრებთ -ჩაფიქრდა
-მანამდე რომ დიდი დროა ხვდები ალბათ -არ მინდოდა რამე წყენოდა და შევაპარე
-ვიცი ქეთო, ვიცი! -უფრო მოხერხებულად მიეყრდნო სკამის საზურგეს
-არც ახლა გცივა? -გამახსენდა რომ მისი ქურთუკი მე მეცვა
-ოთხი წლის წინ ზუსტად იგივე კითხვა დაგისვი და ახლაც მე უნდა გეკითხებოდე. გცივა?!
-არა. შენ ისე მეხუტები როგორ უნდა მციოდეს. -ვიცი როგორ მიბრწყინავს თვალები
-გაწუხებ?! -სწრაფად მკითხა
-რასისულელეა! -ხელები მოვხვიე და თავი მხარზე დავადე
-ჰმ.. პირველი საათი გამხდარა. შეიძლება დამაგვიანდა მაგრამ მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს!
-ძალიან დიდი მადლობა... -მორცხვად გავხედე
-საჩუქარი რომ არ მაქვს შენთვის? -დაღონდა
-მერე რა?! ჩემთვის ისიც საჩუქარია შენ რომ ჩემთან ხარ.
-იცი რა ქეთო? -ეშმაკურად ჩაიღიმა
-რა...
-ეხლა უნდა გაკოცო და არ გაგიკვირდეს. იცოდე ხელებს დაგიჭერ და ვერ დამარტყამ, კაი? -მოულოდნელად ჩავთვალე მისი წინადადება
-კაი! -მოულოდნელადვე ვუპასუხე და მისი თბილი ტუჩები ჩემსას შეეხო.
მის მკლავებში დავდნი. თავი კოლიბრი მეგონა, გული ისე ამიჩქარდა
ნახევარი საათის შემდეგ წამოვედით. კოცნის შემდეგ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. უბრალოდ თბილად ერწყმოდა ჩვენი მზერები. თითქოს კოცნა განაპირობებდა ჩვენს თითოეულ სათქმელს. ამით ვთქვით ყველაფერი.
-ჯერ შენ გადახვალ თუ მე გადავიდე? -იკითხა როცა სახლის ღობეს მივუახლოვდით
-გადადი და კარი გააღე. თუ რამეა აქ ვარ დაგიჭერ -მხიარულად მივმართე.
-თან ისეთი მსუბუქი ვარ დამიჭერ აბა რას იზამ. ხელით რომ არ მატარებ მიკვირს... -გადაიხარხარა დემეტრემ და ღობეზე გადაძვრა
სახლის კარი შევაღე და შესვლა დავაპირე
-მიდი ჩაალაგე ყველაფერი და წავედით! -მანქანის გასარები ჯიბიდან ამოიღო.
-მოიცა სად წავედით. ეხლა გვიანია... თან დიდი დრო უნდა ბარგის ჩალაგებას. -ჩემი ტონი თხოვნას უფრო გამოხატავდა
-კარგი მაშინ... ამ შუაღამისას ხომ არ გამიშვებ? -ფრთხილად მკითხა
-დარჩი, სად უნდა გაგიშვა! ოღონდ სხვა ოთახში დაიძინებ
-მზად ვარ არ დავიძინო, ოღონდაც აქ ვიყო -სიცილით მომმართა
-გშია? -მზრუნველი ტონი გამოვიყენე
-შენთან ერთად მოვამზადებდი რამეს... -თქვა და კიდევ ერთხელ ჩამიხუტა
-სტუმრები გყოლია... -ნაწყენი ხმით აღნიშნა ფაქტი, როცა სახლში შეომვიდა და კარი მიხურა
-ჰოო.. ალაგება დამავიწყდა. -შეუმჩნევლად გადავეფარე მაგიდას რომ მისი მზერა სხვა რამეზე გადასულიყო
-რამდენი იყო? -პირქუშად იკითხა -ოთხი? ხუთი? ექვსი?! -ჭიქები შეათვალიერა.
-მხოლოდ ერთი ბიჭი იყო.. -ხმადაბლა წარმოვთქვი
-ბიჭი? -მწარე ღიმილი შეჰპარვოდა მის სახეს -შეყვარებული გყავდა გოგო?! -თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და მოუსვენრად მკითხა. გაბრაზებაც იგრძნობოდა მის გამომეტყველებაში და წყენაც.
-რას ამბობ! -ვუსაყვედურე -ჩემი მეზობელია -ფანჯრიდან გავახედე და გვერდით მდგომ სახლზე ხელით მივანიშნე -დაჩი ჰქვია. დაჩი კორინთელი. ცოლი გარდაეცვალა, ფეხმძიმე. მშობლები არ ჰყავს. ჩემსავით... -უცებ მომეღუშა სახე -ბიძამისის დასახმარებლად ჩამოვიდა კახეთში.. მაღაზია ჰქონდათ რომლის სივრცესაც აფართოვებდნენ. დაჩი ძალიან დამეხმარა აქ ცხოვრებაში. ერთმანეთს გავუგეთ და დავმეგობრდით. იმ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა და ამით გამყავდა დრო.
-ეხლა? ეხლაც აქაა? -ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე დამშვიდება შეეტყო
-არა. თავისმა დამ იმშობიარა და მშობიარობის შემდეგ რაღაც პრობლემები შეიქმნა. შუადღისას ჩამოვიდა, მაღაზია გაყიდეს რომ ფული ეშოვნათ. აქ აღარ ჩამოვა.
-კარგი ბიჭი ყოფილა! -თვალები გაუბრწყინდა -ანუ არ მაქვს ეჭვიანობის მიზეზი...
-არა, რათქმაუნდა. არც იფიქრო.. -დავარწმუნე და გადავეხვიე
ერთად მოვამზადეთ სადილი და ვივახშმეთ.
-შენი ძმა როგორაა? -მზრუნველი ტონით მივმართე მას და ჭიქა ფორთოხლის წვენით გავუვსე.
-ძმაკაცებთან ერთად ბაკურიანშია. ერთობა.. დედას არ უნდოდა იქ გაეშვა მაგრამ მე გავუშვი. ფული მივეცი რო გამოეყენებინა. სულ სახლში ხო არ ჩავკეტავდით არა? ახალგაზრდა ბიჭია ბოლოსდაბოლოს
-და ისე კარგადაა? -ჩავაცივდი. მისი გზის აცდენილობის შესახებ არ მინდოდა თემის გაგრძელება მაგრამ ინტერესი მკლავდა.
-კიი კარგადაა... ისწავლა ჭკუა.
ჭურჭელი სწრაფად გავრეცხე და ვახშმობის შემდეგ მასთან გავედი მისაღებში.
-მეძინება. შენ არა? -ფრთხილად ვკითხე.
-არა, მაგრამ დავწვები. დავიღალე ძალიან... თუმცა ამისთვის ღირდა. -თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა
-შენ აქ დაიძინებ. -ჩემი ოთახის გვერდით მდებარე ოთახის კარი შევაღე. შუქები ჩავაქრე. ყველაფერი გავთიშე და ოთახში შესვლა დავაპირე
-რამე თუ დაგჭირდება ხო დამიძახებ? -იმედიანად გამომხედა გაღებული ოთახიდან
-არამგონია რამე დამჭირდეს მაგრამ თუ რამეა დაგიძახებ! -თბილად ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი.
ემოციებისგან ისეთი დატვირთული ვიყავი არ გამომიცვლია ისევე მივწექი ლოგინზე. მოხერხებულად მოთავსება ვცადე და ხელი თავქვეშ დავიდე. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ისეთი კაშკაშა იყო თვალებს ვერ ვხუჭავდი. არც მეძინებოდა და ნახევარმა ღამემ თეთრად ჩაიარა. უცბად ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. ჩაფიქრებული ვიყავი და შიშმა ამიტანა. რათქმაუნდა აშკარაა ვინც აკაკუნებს მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის
-ხო მშვიდობაა?! -აქედანვე გავძახე.
-გააღე რა -თხოვნას გამოხატავდა მისი ხმა
-რა იყო? -სახელური ჩამოვწიე და ჩემს პირდაპირ მდგომ მაჩაბელს თვალებში ჩავხედე.
-ვერ ვიძინებ. -დაიწუწუნა
-მერე? -უმნიშვნელოდ მივმართე
-აქ შემოვალ რა.. -საწყალი თვალები ჰქონდა. პატარა ბავშვივით მემუდარა
-შემოდი მაგრამ.. -მხრები ავიჩეჩე
-არ შეგაწუხებ. უბრალოდ ვიჯდები, ჩემთვის. ხმას არ ამოვიღებ.
-ისეე... ხომ არ გეშინია? -ჩემდაუნებურად ჩამეღიმა როცა შემოუშვი.
-ბავშვი კი არ ვარ. ამხელა ბიჭი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს?! -წარბები მომხიბვლელად აათამაშა და ლოგინის გვერდით სავარძელში მოკალათდა.
-მე დავწვები. დაღლილი ვარ და ასე მირჩევნია -ისევ ლოგინს მივუბრუნდი და ამჯერად მარცხნივ გადავტრიალდი. მის მხარეს. ზურგი რომ არ შემექცია. ბალიში ისე დავდე რომ კისერი არ მტკენოდა.
-უნდა დაიძინო? -დაიჩურჩულა, თითქოს თავისთვის...
-თუ გამომივა -ვუპასუხე და თვალები დავხუჭე.
-არ გცივა, არაფერს რომ არ იფარებ? -მოუსვენრობამ შეიპყრო
-არა. რომ მციოდეს მაგ ფანჯარას არ გავაღებ. თბილა, ვერ ატყობ? -დემეტრე ისე იჯდა რომ მთვარის სხივებს "აფრთხობდა". ხელს უშლიდა ოთახში შემოსვლაში. საშუალება მქონდა მშვიდად დამეძინა მაგრამ შეგნებულად არ ვაკეთებდი ამას.
-ჰოო... -ჩუმად თქვა და სიჩუმე ჩამოწვა.
თვალები გავახილე რამოდენიმე წუთში და მას შევხედე. თავი გვერდით ქონდა მიტრიალებული და მთვარეს გაჰყურებდა.
-დემე! -მშვიდად დავუძახე
-ხო, ქეთი! -სწრაფად მიპასუხა. თითქოს შევაშინე
-დაწექი.. -ხელი ლოგინზე დავდე და ვაგრძნობინე რომ ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლო
-რომ შეგაწუხო? დავეტევით? -ფეხზე წამოდგა.
-ორსაწოლიანში როგორ ვერ დავეტევით, კარგი რა. -ჩამეცინა და ნაპირთან კიდევ უფრო გამოვიწიე.
-არ გადავარდე -თითქოს დამცინა
-როდის იყო საწოლიდან ვვარდებოდი! -წარბები შევკარი
-თუ გცივა მოგაფარებ რამეს. -შემომთავაზა და ჩემს გვერდით დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით ზურგზე წამოწვა
-არა დემე, არა! ასე ძალიანაც ნუ ცდილობ თავი შეიწუხო! -იმედიანად ვუთხარი
-მე მარტო მაშინ ვწუხდები, შენ რომ ვერ გხედავ! -დაასკვნა და ხელები თავქვეშ დაიდო. -ისე.. როდის დავქორწინდეთ?
-დაიძინე დემეტრე! -ვუთხარი და პასუხს არ დაველოდე. უხერხლი სიტუაციისგან თავის დაღწევის მიზნით თვალები დავხუჭე.
-ღამე ხვრინავ?! -ზედმეტი სერიოზულობით მკითხა და გადაიხარხარა
-დაიძინე! -ვუბრძანე და ბალიში მხრისკენ გავუქანე
ზურგზე იყო დაწოლილი მაგრამ მივხვდი როგორ გადმოტრიალდა ჩემკენ.
მთელი დარჩენილი ღამის განმავლობაში არ ჩამძინებია. არც მას დაუძინია. თვალს არ მაშორებდა. თითქოს სიამოვნებდა ჩემი ყურება ძილის დროს. თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს ღრმა ძილში ვიყავი. რამოდენიმეჯერ ზურგიც კი შევაქციე და გადავტრიალდი თუმცა რამოდენიმეჯერ შუმჩნევლად შევხედე. რა ემართება ამ ბიჭს... რატომ არის გაგიჟებული ასე ძალიან ჩემზე. როგორ გარდაიქმნა ჩემი გაცნობის შემდეგ სულ სხვა ადამიანად. მთელი ღამე დაჟინებით შემომცქეროდა. ალბათ ერთხელაც არ გაუხედავს. გამთენიისას ჩამეძინა. აი ისეთი ძილი იყო რომ ვერ გაიგებ გძინავს თუ გღვიძავს. ნახევრად რომ აზროვნებ და წამებიანი სიზმარიც რომ შეგაშინებს...
დილით ხმაურმა შემაწუხა და თავი წამოვწიე.
-რა ხდება? -დემეტრეს ვკითხე, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა. ალბათ ჩემს გაღვიძებას ცდილობდა.
-ვცდილობ ყველაფერი შევათვალიერო. აი ეს აიღე -ლოგინზე დიდი, წითელი ფერის ჩემოდანი დადო და გახსნა -ტანსაცმელები ჩაალაგე. და მოკლედ ყველაფერი ჩააწყვე. -მეორე ჩემოდანიც გამომიწოდა. ხმის ამოუღებლად წამოვდექი ფეხზე და ლოგინი გავასწორე. მისაღეში გავედი საჭირო ნივთები ავიღე. ყველაფერი რაც წამოვიღე უკან მიმქონდა.
სწრაფად მოვწესრიგი და გარეთ ერთ საათში გავედით. ერთ საათში როგორ მოვასწარით ყველაფრის ჩალაგება ვერც ვხვდები. ისე გაუაზრებლად მოხდა რომ ვერ ვაცნობიერებ რას ვაკეთებ.
სახლის კარს მაგრად ვკეტავ და დემეტრეს მანქანაში რობოტივით ვჯდები.
-რას აკეთებ დემეტრე?! -მოუთმენლად ვკითხე, როცა უკვე მანქანა დაძრა.
-გიტაცებ ქეთო! -საათზე დაიხედა, მზერა მომაპყრო, ცალყბად ჩაიღიმა და თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა. მისი ღიმილი მნუსხავდა, სურნელი კი მათრობდა.
-მერე ჩემი მანქანა? -ავღელდი და ყოველ წამს უკან ვიხედებოდი.
-რად გინდა? -უდარდელად ჩაილაპარაკა
-როგორ თუ რად მინდა... ამით მოვედი და აქ ხომ არ დავტოვებ? -ნუ ღელავ. საღამოს სახლის კართან იქნება. უნდა მოითმინო ოღონდ... თან ჭიშკარი ჩაკეტილია და ვინ მოიპარავს. ჯობს ამაზე ნერვიულობას შეეშვა და მარიამს მიწერო
-ჰო კარგი... -დავნებდი და ტელეფონი მოვიმარჯვე.
მარიამის ნომერი ავკრიფე და სიხარულით გავგზავნე შეტყობინება: "-მოვდივართ!" რომელიც უკვე ყველაფერზე მიანიშნებდა. გული გამალებით მიცემდა როცა გონებაში კიდევ ერთხელ გამიელვა იმ აზრმა, რომ დემეტრე ჩემგვერდითაა.
არც მითხოვია სახლში წასვლა. თბილისში ჩასვლისას პირდაპირ მარიამთან და ლაშასთან წავედით. მომნატრებია ეს ქალაქი. თავსი ხალხიანად. ის ხალხიც კი მომენატრა ყველაზე და ყველაფერზე ახალ-ახალ ისტორებს რომ ქმნის.
ეზოში შესვლისთანავე მანქანიდან გადავედი და კართან მდგომი მარიამისკენ გავემართეთ. ლაშა მის უკან იდგა. ცრემლიანი თვალებით მომეხვია მარიამი და რამოდენიმე წუთს ვყავდი ალბათ ჩახუტებული
-ესე რატომ მანერვიულე ქეთევან?! -ოფიციალურად მომმართა
-უბრალოდ უნდა წავსულიყავი. ბოდიში... -ნამდვილად არ ვნანობდი. უბრალოდ საჭირო იყო ბოდიშის მოხდა
-ასე შეიძლება ქეთო?! -გადამეხვია ლაშაც.
-რავიცი რავიცი... არ გვინდა ამაზე საუბრები. რაც მთავარია დავბრუნდი -გამამხნევებლად ვუთხარი მათ
-ჭკუიდან კი შეგვშალე და... -თვალები გადაატრიალა მარიამმა-იცი ბოლოს გვეგონა რომ ცოცხალი აღარ იყავი.. -ცრემლების შეკავებას არ ცდილობდა ის
-კარგით ხალხო რა! -ჩავიბურტყუნე -კახეთში ვიყავი, ციმბირში კი არა. რა დაგემართათ. თვის მოსაკლავად ხომ არ წავსულვარ. უბრალოდ განტვირთვას ვცდილობდი -მათ დარწმუნებას ვცდილობდი
-მეც დაგღალე მერე რომ გაიქეცი?! -წარბშეკრულმა მომმართა მარიამმა
-არც არავის დავუღლივარ. უბრალოდ ცუდად ვიყავი. თან არ გავქცეულვარ. ისე წავედი... ისე! -ვთქვი და შიგნით შევედი. ტელევიზორის წინ დივანზე მოვკალათდი
-ახალი იყიდეთ? -მინდოდა დაძაბულობა მომეხსნა და ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანინებინა
-რაღაცნაირი ფერი იყო. ნარინჯისფერი არ მიყვარს ხო იცი -ამყვა მარიამიც
-ჯერ ერთი თვის არ ხარ ხო? -მის მუცელს დავაკვირდი
-არა.. ერთი სული მაქვს ცხრა თვე როდის გავა
-ნათლია ხო მე ვარ? -ამაყად ვიკითხე
-რათქმაუნდა -დასძინა ლაშამ
-ანუ... -სახეგაბრწყინებული მარიამი ჩემგვერდით ჩამოჯდა. -კი ვერ ვბედავ ვიკითხო, მაგრამ მაინც გკითხავთ. შერიგდით?! -მხიარულად იკითხა და გამომცდელი ღიმილით შემომხედა.
-რათქმაუნდა! აბა რა ვქენით... -ამაყად ლაპარაკობდა მაჩაბელი. მე კი თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე. ერთი რამ მიკვირდა. რატომ არ შემეძლო აღიარება როცა ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.
-გაგიჭირდა მისი წამოყვანა? -მიმართა ლაშამ დემეტრეს.
-სხვათაშორის საერთოდ არა. ისე მალე მოხდა ყველაფერი ალბათ თავი ეხლაც სიზმარში ჰგონია -გადაიხარხარა მან
-გეგონოს! ძალიან კარგად ვიცი სადაც ვარ -სერიოზული გამომეტყველების მიღება ვცადე მაგრამ მაინც გამეცინა -ერთი წუთით, გავალ დავრეკავ -ვთქვი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი
დაჩის ნომერი ავკრიფე და მის პასუხს დაველოდე
-ქეთი! -გახარებულმა მომმართა -ერთ საათში უნდა დამერეკა შენთვის, ვიფიქრე გეძინებოდა. როგორ ხარ?
-კარგად დაჩი შენ? როგორაა საქმეები? შენი და და დის შვილი როგორ არიან? -ინტერესით ვკითხე
-ჩემი დის ოპერაციამ მშვიდად ჩაიარა. არადა იმდენი ვინერვიულე... ბავშვს ლუკა დაარქვეს. -მის ხმაში ისევ სითბო იგრძნობოდა
-მშვენიერია. გილოცავ! ანუ ფული კარგად გამოგადგა?
-კი.. კიდევ კარგი გავყიდეთ ის მაღაზია. შენთან რა ხდება? -სასიამოვნო ხმა ჰქონდა
-მე თბილისში ვარ! -მოუთმენლად ვუთხარი
-რაა?! მართლა? ანუ? რა გინდა მანდ.. -იმედიანად მკითხა
-დემეტრემ ჩამომიყვანა. შევრიგდით... გინდა თუ არა უნდა წაგიყვანოო... მეც სხვა რა გზა მქონდა. ავდექი, ბარგი ჩავალაგე და ხუთი წუთია რაც აქ ვარ. მარიამთან...
-როგორც იქნა! -მშვიდად ჩაილაპარაკა. აშკარაა რომ გაუხარდა-ეშველა მაგასაც, შენც და მეც.
-ჰოო...
-კარგი აბა კარგად. ჩემი და ნარკოზიდან გამოდის და უნდა ვნახო. -მოუთმენლად მითხრა
-კარგად დაჩი. მოკითხვა გადაეცი ჩემგან. არაფერზე ინერვიულო-გამამხნევებლად მივმართე
-ნახვას ვერ შეგპირდები მაგრამ დაგირეკავ ხოლმე აუცილებლად. ხომ იცი ჩემი იმედი სულ უნდა გქოდეს.. ტყუილად არ ყოფილხარ ორი თვე კახეთში, რომ რამე რო დაგჭირდეს არ დამირეკო. მომენატრე! -თბილად მელაპარაკებოდა
-ძალიან დიდი მადლობა დაჩი! მეც მომენატრე. გკოცნი და მიყვარხარ. კარგად... -დავემშვიდობე, ტელეფონი გავთიშე და მისაღებში დავბრუნდი. ლაშას, მარიამის და დემეტრეს სიცილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო
-რა გაცინებთ? რა გამოვტოვე? -მათ წინ დავდექი და მხიარულად ვიკითხე
-იმ დროს ვიხსენებდით მარიამი და ლაშა ერთმანეთს რომ ვერ იტანდნენ. სულ რომ ჩხუბობდნენ.. -სწრაფად მიპასუხა დემეტრემ
-მაგ დროს თქვენი ატანა არ მქონდა -ვუთხარი და ყველამ ერთად გადავიხარხარეთ
შუადღე იყო სახლში რომ მიმიყვანა დემეტრემ.
თეკოს დავურეკე
-თეკო როგორ ხარ?!
-გამოჩნდი? -გამიბრაზდა ის
-ჰოო გამოვჩნდი!
-ხო თქვი დაგირეკავთო... -უცბად დაღონდა.
-ვერ ვახერხებდი -დარწმუნება ვცადე
-კარგად ხარ? თბილისში ხარ? როდის ჩამოხვედი ან რამე ხომ არ გჭირდება? -კითხვები მომაყარა მან
-არა თეკო არაფერია. დღეს დილით ჩამოვედი. ცეკვის ამბები როგორ მიდის? -თითქოს ძველ, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა ქეთი ახვლედიანიო..
-შენ გარეშე როგორ იქნება? ოთხი კონცერტი გამოტოვე უკვე. -წყენას არ მალავდა
-კარგი არაუშავს. ხვალიდან დავიწყებ რეპეტიციებზე სიარულს.
-აბა გელოდებით. ჭკვიანად. აღარსად წახვიდე იცოდე... -გამაფრთხილა და დამემშვიდობა
ამ დღემაც ჩვეულებრივად მაგრამ უფრო მხიარულად ჩაიარა. კიდევ ვერ დამიჯერებია რომ დემეტრეს შევურიგდი. ან როგორ უნდა დავიჯერო ისიც არ ვიცი. კახეთიდანაც ისე უცბად წამოვედი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ რომ თბილისში ვარ.
საღამოს დემეტრემ ჩემი სახლის ეზოში მანქანა მოაყენა. კახეთში ტაქსით წასულა და ისე ჩამოუყვანია. ცოტა არ იყოს მეუხერხულება ასე ძალიან რომ ზრუნავს ჩემზე. არ მინდა ყველაფერს რომ მისრულებდეს. მინდა რომ ვუყვარდე, მაგრამ ასე არა... თავს უხერხულად ვგრძნობ როცა ჩემგან იგივეს ვერ იღებს რასაც მე ვიღებ მისგან.
მეორე დღეს წავედი რეპეტიციაზე. 12 ზე დავბრუნდი და დემეტრე უკვე ჩემს ეზოში იყო თავისი მანქანით. მელოდებოდა... მარიამთან და ლაშასთან წავედით ისევ. აბა სხვაგან სად წავიდოდით. მარიამს უნდოდა რომ ერთად გვესადილა. ჩემი დაბრუნება და დაბადების დღე აღვნიშნეთ მოგვიანებით. დიდად გართობის თავი არ მქონდა, მაგრამ წამითაც არ მომიწყენია. მხიარულად ჩაიარა დღემ. საღამო იყო დემეტრეს ტელეფონი რომ აწკრიალდა. სანამ წამოსვლას დავაპირებდით.
-ჰოო საბა! -აღელვების დამალვას ცდილობდა ისე უპასუხა -რა სჭირს? -ჩვენ მხოლოდ დემეტრეს საუბარი გვესმოდა. -მერე? -ანერვიულდა. სწრაფად ლაპარაკობდა. -ზუსტად რა ადგილას ხართ? -მანქანის გასაღები მოიმარჯვა. აშკარაა წასვლა უწევდა -მე სხვა ადგილი მითხრა მაგან! -სიბრაზე შეერია -დაუძახეთ სასწრაფოს? -ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი -კარგი მოვდივარ. ეხლავე წამოვალ. გზაში დაგირეკავ და მიპასუხე აუცილებლად! -თქვა და გათიშა
-რა ხდება? -შეშინებულმა ლაშამ მიმართა
-საბამ დამირეკა. ჩემი ძმის, თორნიკეს ძმაკაცმა. ეგ ორი და კიდე ექვსნი ხო ბაკურიანში არიან... ჰოდა თორნიკე ვერარის კარგადო... სასწრაფოს დავუძახეთ და უვკე გზაშია შენც უნდა მოხვიდეო. -სუნთქვა გაუხშირდა დემეტრეს
-მეც აუცილებლად უნდა წამოვიდე -მტკიცედ თქვა ლაშამ და კურტკა მოიცვა.
-კარგი წამოდი. გოგოებო თქვენ აქ იყავით. ხვალ ჩამოვალ და ჩამოვიყვან თორნიკესაც. მოიწამლა ეტყობა ან გაცივდა. -დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ ალბათ თვითონაც დარწმუნებული იყო იმაში რომ არ გამოსდიოდა.
-ფრთხილად იარეთ! -მოუსვენრად მივმართე. დაგვემშვიდობნენ და კარი გაიხურეს.
სიკვდილი. სამუდამოა არა? ვერაფერი გამოასწორებს ხო? მართლაც ასეა... ყველაფერს ერთიანად აქრობს. მთელ წამებსა და წუთებს ერთიანად აბათილებს რაც გიცხოვრია. ყველა ახალგაზრდაა სიკვდილისთვის. თითქოს არც არაფერი გაგიკეთებიაო, ისე ჩანს. თითქოს ჯერ ადრეა... ყოველთვის ადრეა. სიკვდილსაც გააჩნია ტანჯულია თუ მშვიდი. ბევრს სურს მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეს თუ აქვს გამბედაობა თავად გადაწყვიტოს ეს. ზოგი არც ფიქრობს სიკვდილზე. ის ვისაც არავინ და არაფერი ადარდებს ათასგვარ სისულელეს აკეთებს, ცეცხლს ეთამაშება და ბედს ცდის. მერე იწყება გლოვა, პანაშვიდი, დაკრძალვა და ქელეხი აგვირგვინებს ყველაფერს. ჭამაში გადადის მთელი ერთკვირიანი ცრემლების ღვრა. და ასე უბრალოდ უნდა მიდიოდეს ადამიანი ქვეყნიდან? გადის წლები და ვერ იაზრებ როგორ მალე მოდის სიბერე. სიბერეს რომ თავი დავანებოთ, ღმერთმა იცის რომელ წამს მოგიკაკუნებს სიკვდილი. მზად საერთოდ რომ არ ხარ მაშინ... თუმცა ვინ იქნება სიკვდილისთვის მზად. ზოგჯერ ღმერთი შანსს გაძლევს გამოასწორო ის რაც შენს ჯანმრთელობას აფერხებს მაგრამ შენ? პირიქით... უფსკრულისკენ აყენებ ბედს და იღბალს და წარმოდგენაც არ გაქვს რამდენს კარგავ ბედნიერი ცხოვრებისთვის.
კვდები და შენი სულიც იკარგება. მთავარია არ დაგივიწყონ თორემ, ისედაც ხო ბევრმა იცის რა და როგორ გააკეთე ამ ცხოვრებაში.
გარდაიცვალა!
დემეტრე
მკვდარი. მკვდარი დამხვდა ჩემი ძმა ოთახში შემავალს. მე ვხედავ იატაკზე დაგდებულს, გაფითრებულს, გაყინულსა და უსულოს, რომელსაც უამრავი ადამიანი დასცქერის ისე როოგრც საცოდავს. სასწრაფოს ექიმები გულის ამუშავებას ცდილობენ. რას აღარ აკეთებენ მაგრამ სულ ტყუილად. არაფერი შველის თორნიკეს. უკვე გარდაიცვალა...
მისი ძმაკაცი, საბაა ჩამუხლული მის თავთან და სახეზე ფერი არ ადევს. თითქოს ისიც მოკვდაო. აქეთ-იქით თავზარდაცემული სახეებით დაბოდიალობენ მისი მეგობრები. არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ხან ვინ შემოდის სახლში და ხან ვინ. მე კი გაუნძრევლად ვდგავარ და იქაურ სიტუაციას შევყურებ.
მე არ გარდავცვლილვარ მაგრამ სიცოცხლეს ვერ ვგრძნობ. ვერ ვიაზრებ რომ ვდგავარ, ვსუნთქავ და გული მიცემს. საერთოდაც ფეხები მიწაზე მიდგას? აღწევს ჰაერი ფილტვებამდე? ჩემი გული ჯერ კიდევ ცემს? საერთოდ ვარსებობ? ცოცხალი ვარ?
19 წლის ბავშვი იყო თორნიკე მაჩაბელი. ჩემი ძმა... ჰო, ბავშვი. სულელი და ყეყეჩი ბავშვი.
უცებ ჩამესმა ყურში 19 წლის წინ მამაჩემის ნათქვამი. ''შენი ძმაა. შენ უნდა მოუფრთხილდე. უნდა იზრუნო მასზე და ცხოვრება ასწავლო!'' მაშინ გავიგე ეს სიტყვები როცა მხოლოდ 7 წლის ვიყავი. განა ვიცოდი მაშინ რომ ამის შემსწრე გავხდებოდი 19 წლის შემდეგ? განა ვხვდები რა ხდება?
ცუდად არ ვარ. რომ ვიმსჯელოთ ვერც ვიქნები, იმიტომ რომ აღარ ვარსებობ.
მთელ სახლში არეულობაა. მაგიდებზე, სკამებზე, იატაკზე, დივანზე... ყველგან დაცლილო ღვინის, არყისა და ლუდის ბოთლები გდია.
ჩემი უემოციო სახის შემხედვარე, ყველა გაოგნებულია. ყველა ცდილობს თვალი ამარიდოს მაგრამ ამის მაგივრად მკვდარ სხეულს კი არა, მე შემომყურებენ. თუმცა რა მიკვირს...მეც მკვდარი არ ვარ?! მახსოვს შვიდი წლისას სულ პატარა ბიჭი როგორ დამაჭერინეს ხელში. უბედნიერესი ვიყავი... უზომოდ მიხაროდა პატარას რომ ვეხებოდი. 10 წამიც არ იყორ რაც მეჭირა მაგრამ მთლიანად შევიგრძენი მისი პატარაობა. სკოლაში პირველ კლასში რომ იყო ისიც მახსოვს... სკოლა რომ დაამთავრა და ბანკეტისთვის მანქანა რომ მთხოვა არც ეს დამავიწყდება. სულ რომ წუწუნებდა მასზე მაღალი რომ. ვიყავი. პატარაობისას ყოველ დაბადების დღეზე იმას ამბობდა, აი ნახავ დაგეწევი და ასაკით შენზე დიდი ვიქნებიო. ეგონა მარტო თვითონ იზრდებოდა. სულ მაიმუნობდა. ნეტა ახლაც მაიმუნობდეს... მახსოვს ჰალსტუხის შეკვრას რომ სწავლობდა. სულ მეჯიბრებოდა... ჩაიში მარილს მიყრიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ძლივს ჩააბარა გამოცდები. არ სწავლობდა. სულ ვეჩხუბებოდი.. არ დადიოდა უნივერსიტეტში. არაფერს არ ესწრებოდა. სულ გარეთ იყო. ბირჟაზე... როგორც თვითონ ამბობს. უფროსწორად, ამბობდა. არც მალავდა ამას. ჯიუტად გაიძახდა არ წავალ ლექციაზეო. სვამდა, ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა და თავს იუბედურებდა. სულ ფულს მთხოვდა. სულ ახალი ''ზმანები'' უნდოდა...
ბაკურიანში წამოსასვლელად მე არ ავუბი მხარი? დედა უარს ამბობდა და ფაქტიურად მე გამოვუშვი აქ რომ თავი მოეკლა.
-ვწუხვარ! -იატაკზე მწოლიარე თორნიკეს მოშორდა მუხლებზე დამდგარი ქალი, რომელმაც გული ვერანაირად ვერ აამუშავა. რამოდენიმე მეტრის დაშორებით იდგა მაგრამ მაინც მე მომმართავდა. მიხვდა ალბათ რომ ძმა ვიყავი -უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა. -დაამატა მან
-თავიდან გული ერეოდა... -საბა მომიახლოვდა. რომელსაც თვალები ჩაწითლებოდა და ფეხზე ძლივს იდგა. კი არ მოდიოდა, უფრო მოლასლასებდა. -მერე ძაან ცუდად გახდა. შენ რომ დაგირეკე მაშინ... -წინ ჩამომეფარა. ხელს მიშლიდა ჩემი ძმის ყურებაში. -სასწრაფოს დავუძახეთ. მერე კრუნჩხვები დაეწყო. -არ ჩერდებოდა. მდგომარეობას მიხსნიდაო თითქოს, მაგრამ ამით რა გამოსწორდებოდა. -ვეღარ სუნთქავდა. თვალები გადაატრიალა. -სიტყვებს თავს ძლივს აბამდა. ჩურჩულებდა. -პირიდან რაღაც ქაფისმაგვარი გადმოუვიდა. მერე გული გაუჩერდა და აი... -მის ყოველ სიტყვას მოვუსმინე მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ შევძელი ერთის გარდა
-გამეცალე! -ხმა ჩამხლეჩვოდა. ყელი მეწვოდა და საფეთქლებში სისხლი გროვდებოდა. მაწვებოდა და თითქოს სკდებოდა. ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მციოდა. მაკანკალებდა. ვერ ვინძრეოდი. თვალებსაც ვერ ვხუჭავდი. სუნთქვასაც ვერ ვბედავდი.
-ზედმეტი მოუვიდა... -ფრთხილად, მწუხარებით თქვა ექიმმა
-რა -მოულოდნელად წარმოვთქვი.
-უკაცრავად? -დაბნეულმა მკითხა
-რა მოუვიდა ზედმეტი... -გავუმეორე მას. თან მზერას არ ვაშორებდი თორნიკეს
-ყველაფერი ერთად. წამლის დოზა. სასმლის უდიდესი რაოდენობა. ვეღარ ვუშველიდით...
-გასაგებია! -ძლივს გასაგონად წარმოვთქვი, წარბშეუხრელად.
-ფაქტიურად თავი მოიკლა. -უდარდელად თქვა ახალგაზრდა ბიჭმა რომელსაც სასწრაფოს ფორმა ეცვა. აქეთ-იქით იყურებოდა და ოთახის მდგომარეობას ათვალიერებდა. თითქოს ჩემი სიმშვიდით ისარგებლა და ეს ყველაგერი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა
-გაიმეორე რა თქვი! -მანქანის გასაღები ძირს დავახეთქე და ბიჭს საყელოში ვწვდი. -გაიმეორე! -ძარღვებდაჭიმული თვალებში შევყურებდი და კბილებში ვცრიდი. -ამას კიდევ გაიმეორებ და ჩემი ხელით ჩამოგაშორებ სიცოცხლეს.
-ბოდიში -შეშინებულმა წარმოთქვა
-გაეთრიე ეხლა! -საყელოთი გამოვწიე გვერდით და კარისკენ გავაგდე. სხვა ექიმებიც გარეთ გავიდნენ.
რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა. ის ისევ ძირს იწვა.
-დემე! -მხარზე ხელი დამადო ჩემს გვერდით მდგომმა ლაშამ
-რა! -ვითომც არაფერიო, ისე მივმართე.
-ჩამოჯექი -ფრთხილად მომმართა -დაწყნარდი. -პირველ სიტყვას რომ ჩვეულებრივად შევხვდი, მეორეც დააყოლა.
-ამის დროა? -თავი სინანულით გავაქნიე.
-კარგად ხარ? -ცალი მხრით მომეხვია.
-შენ როგორ ფიქრობ? -ოდნავ მივატრიალე თავი მისკენ და მკლავზე ჩავეჭიდე, როცა მივხვდი ფეხებში ძალა აღარ დამრჩენია, ცოტაც და მეც ძმის გვერდით მიმაწვენდნენ
-არაუშავს ძმაო! -ვიგრძენი, როგორ კანკალებდა ჩემსავით
-მე არ ვუთხარი ყველაფერს თავი დაანებე თქო?! -შეშლილი გამომეტყველება მქონდა
-უთხარი. უთხარი... -თმა ამიჩეჩა და უფრო ძლიერად მომეხვია. თან ცრელებს მალავდა.
-მერე? -სახეზე ხელები ავიფარე
-არ გაიგონა ძმაო. ჭკუა ვერ ისწავლა... -ნიკაპი უთრთოდა
-ერთადერთი ძმა მყავდა და ვერ გავუფრთხილდი. მხარი ავუბი ამ დაწყევლილ სახლში რომ მოსულიყო თავის ძმაკაცებთან ერთად და სიკვდილის საშუალება მივეცი... ფაქტიურად სასიკვდილოდ გავიმეტე, გესმის?! -მუხლებზე დავეცი და ავქვითინდი. -ჩემი ბრალია! -თორნიკეს სხეულამდე 4 მეტრი თუ მაშორებდა. ლაშაც ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-არა, არ არის შენი ბრალი. დამერწმუნე. თავისი სულელური ქცევებით დაემართა ასე...-ვითომ მე მამხნევებდა, მაგრამ ისიც გაოგნებული გაჰყურებდა გარდაცვლილს. -მე ხომ შენს გვერდით ვარ არა? ცოტნეც... არ გახსოვს მაშინ რო გვითხარი რაც არ უნდა მოხდეს ერთმანეთისთვის მაინც უნდა ვიარსებოთო. მარიამიც ხო შენს გვერდითაა. ქეთოსაც ხომ უყვარხარ არა? შენ არ ინერვიულო... შენს გვერდით ვართ ძმაო! -ხელზე ხელს მიჭერდა. თანაც ძლიერად.
-დროზე აქედან გაქრით ყველა! -თავი არ ამიწევია ისე ვთქვი.
ყველა, თორნიკეს მეგობარი მე მომშტერებოდა. არავინ ხმას არ იღებდა. გაოცებულ მზერას მაპყრობდნენ
-ვერ გაიგეთ რა თქვა?! -ამყვა ლაშაც.
ყველა გარეთ გავიდა.
-აივანზე ვიქნები. რამე თუ დაგჭირდება, ხო იცი...
- ვიცი, ვიცი! -სათქმელის დასრულება არ ვაცადე ისე ვთქვი და კარის დაკეტვას დაველოდე
კიდევ რამოდენიმე წუთი ვიჯექი გაშეშებული. ხმას ვერ ვიღებდი და უბრალოდ გავყურებდი თორნიკეს. უცბად წამოვდექი. რამე ხომ უნდა გამეკეთებინა. მასთან მივლასლასდი და მის გვერდით ცალი მუხლით ჩავიმუხლე
ერთი ხელი გულზე ედო, მეორე კი იატაკზე. ცალი ფეხი მოკეცილი ჰქონდა. ტუჩები გალურჯებოდა. მთლიანად გაყინული იყო . ერთხელ შევანჯღრიე იმ ტყუილი იმედით რომ გაიღვიძებდა და თვალებს გაახელდა. მეტყოდა მე ცოცხალი ვარ, არსად წავალო!
სავარძელში კარგად მოკალათდებოდა და მთხოვდა, უფროსწორად მოითხოვდა რამე ფილმს ვუყუროთო. თუ ლუდის ბოთლს წინ არ დავუდგამდი პატარა ბავშვივით გაიბუტებოდა და მთელი დღის განმავლობაში ხმას არ გამცემდა. პატარაობისას ჩემს ოთახში კედლებზე რაღაცეებს ხატავდა და ყოველ შემოსვლაზე მიმეორებდა, რომ ყველაფერი მისი დახატული იყო. მე მეუბნებოდა, ექიმი უნდა გამოვიდე და შენ რომ ცუდად იქნები მე გადაგარჩენო. ტკბილეულს მთხოვდა ხოლმე. მქონდა თუ არ მქონდა, მაინც უნდოდა. სკოლას რომ გააცდენდა მე მიყოლიებდა. დედას და მამასთვის არანაირად არ უნდა მეთქვა. თმას სულ ისე იჭრიდა, როგორც მე მქონდა. მოსწონდა. ახლაც ზუსტად ასე აქვს, ოღონდ ცოტა აჩეჩილი. აბა, კვდებოდა და...
ფეხზე ის ფეხსაცმელები ეცვა მე რომ დაბადების დღეზე ვაჩუქე. ჩემი ნაჩუქარი ტელეფონიც მის გვერდით ეგდო. ბლოკი მოვხსენი, იმდენად დამაინტერესა ბოლოს რას აკეთებდა... ჩათი ჰქონდა გახსნილი სადაც მე მწერდა: ''-იცი დემე რა კარგად ვერთობით?'' შეტყობინების გამოგზავნა აღარ დასცალდა. კვდებოდა და... აი სადამდე მიიყვანა ამ გართობამ. ფეხბურთი უყვარდა... სულ ახალ ბურთებს ყიდულობდა. შევპირდი მანქანას გიყიდი 20 ის რომ გახდები თქო. მართვის მოწმობას ვერ იღებდა... თვეებიღა ჰქონდა დარჩენილი 20 წლამდე. მოეცადა, რა იქნებოდა. კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი გაფითრებული სხეული.
-რა გითხარი მე შენ... -ჩემი ძმის გაყინულ ლოყას ხელი ჩამოვუსვი -არ გითხარი უნდა გამოსწორდე მეთქი?! -ვუსაყვედურე -მოგიწვებოდი გვერდით და შენს მახლობლად კიდევ ერთ საფლავს გათხრიდნენ ჩემს სახელზე მაგრამ დედას და მამას ვინღა გაუფრთხილდება. ვინღა იცოცხლებს მათთვის? არაუშავს... -ძლივს ამოვღერღე. ჩახლეჩილი ხმით ვლაპარაკობდი. მისკენ წავიწიე და ყურში თითქოს მშვიდად ჩავჩურჩულე.. -მაინც ჩემს ძმად დარჩები. ხომ არ მომკვდარხარ არა? უბრალოდ გარდაიცვალე! იქ მაინც გაუფრთხილდი შენს თავს, სადაც მოხვდები! -გამოსამშვიდობებელი სიტყვებივით ჩავილაპარაკე და ცრემლიანი თვალებით წამოვდექი ფეხზე.
ოთახში შემოვარდნილმა დედამ და მამამ კიდევ ერთხელ გამყინეს. გული გადამიხლიჩეს შუაზე.
-თორნიკე, შვილო! რა დაგემართა დე... -მასთან მივარდა დედა. -2 საათის წინ არ მელაპარაკე? -ცრემლად იღვრებოდა.
-ღმერთო ჩემო! -აღმოხდა განცვიფრებულ მამას.
-19 წლის არ ხარ? რა საჭირო იყო ასე უცბად წასვლა... -მთელ ხმაზე ტიროდა დედა. ყვიროდა და ცრემლები მდინარესავით დაედინებოდა მის მუხლებთან.
-არ მჯერა! -გულის მხარეს თავს ადებდა მამა ჩემ ძმას რომ სუნთქვა გაეგონა. მე იქვე ვიდექი და შოკირებული ვუყურებდი ამ სიტუაციას.
-დედა! -დავუძახე მას. არც ველოდი რომ ჩემ ხმას გაიგებდა და გამომხედავდა. არ წყვეტდა გლოვას. ანდაც როგორ შეწყვეტდა 19 წლის შვილის გვამს რომ დაჰყურებდა. როგორ შეუძლია დედას, შვილის გარდაცვალებას შეეგუოს. -დედი, დე... დედიკო! -მას მივუახლოვდი და ჩაკეცილი ფეხზე წამოვაყენე. -თოკო გარდაიცვალა დედი! -მივიხუტე და ძლიერად მივიკარი. მასთან ერთად ავტირდი, როგორც პატარა ბავშვი.
ქეთი
-დაურეკე! -მივმართე ჩემს წინ აქეთ-იქით ნერვიულად მოსიარულე მარიამს.
-ვის.. -ფიქრებიდან გამოფხიზლდა თითქოს.
-ლაშას. სხვას ვის.. -მეც აშკარა ნერვიულობა მეტყობოდა. -გუშინ საღამოს წავიდნენ და უკვე უნდა დაბრუნებულიყვნენ.
-და შენთვითონ ვერ დაურეკავ დემეტრეს? -იერიშით წამოვიდა ჩემკენ
-გოგო სად ჩემი და დემეტრეს ურთიერთობა და სად შენი და ლაშასი. ცოლ-ქმარი ხართ თქვენ და ბოლოსდაბოლოს შვილი უნდა გეყოლოს მისგან. არ გაღელვებს შენი ქმარი სადაა ამდენ ხანს? -გამომცდელად ვკითხე
-კაი ხო დავრეკავ. ვიფიქრე არ შევაწუხოთ მეთქი... -თქვა, ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა.
-ხმამაღალზე ჩართე! -მის გვერდით დავდექი რომ ყველაფერი კრგად გამეგო.
-ჰო მარიამ.. მისმინე აგიხსნი ყველაფერს. -აკანკალებული ხმით დაიწყო ლაშამ. -ჩამოვალთ დღეს. რავქნა, რაღაც ხდება. ოღონდ თქვენ, არცერთმა არ უნდა ინერვიულოთ.
-რა ხდება ლაშა ამოღერღე! -მოუთმენლად მივმართეთ ერთდროულად
-თოკო დაიღუპა -ამოიხვნეშა.
-რაო? -განცვიფრებისგან გული შემიწუხდა. მარიამს ფერი გადაუვიდა სახიდან.
-გარდაცვლილი დაგვხვდა უკვე. ვეღარ უშველეს ექიმებმა .
-რა დაემართა -ძლივს ამოვღერღე
-ზედმეტი მოუვიდაო.. -თითქოს სხვის ნათქვამს იმეორებდა -დღეს უნდა ჩამოვასვენოთ. ნეტავ იცოდეთ რა საშინელი სიტუაციაა აქ. -დაბალი ხმით ლაპარაკობდა. თითქმის ჩურჩულით
-დემეტრე როგორ არის? ან მშობლები... -ვიკითხე მე.
-როგორ იქნებიან ქეთო. საშინლად...
-ჩვენ შეგვიძლია რამის გაკეთება? მე და მარიამს.. -ყველანაირ მზრუნველობას გამოვხატავდი.
-მისმინეთ! ხვალ მანდ ვიქნებით. თქვენ მანდ იყავით და არაფერზე არ ინერვიულოთ! -კი არ გვთხოვდა, მოგვთხოვდა.
-კარგი მაშინ, თქვენც ფრთხილად იყავით რა... -ემუდარებოდა მარიამი
-დემეტრეს მიხედე! -მივმართე ლაშას და დავემშვიდობეთ.
მეორე დღეს საღამოთი უკვე ჩვენთან იყვნენ. სახლში არ ჩერდებოდნენ. სულ გადარბენებზე იყვნენ. ვწუხვარ მეთქი, ერთხელ ვუთხარი და იმის მერე დაკრძალვამდე არ მინახავს. როგორ ვნახავდი. ჩემთვის ეცალა?! განა ვალდებული იყო ყოველდღე ვენახე? განა ჩემს გამო თავისი მწუხარება უნდა დაევიწყებინა? სისულელეა... იქიდან ჩამომიყვანა, თავის ცხოვრებად მაქცია და ამაზეც მადლობელი ვარ. როგორ შემიძლია ვიყო ადამიანი და ამავდროულად დავიწუწუნო რომ ჩემთვის დროს ვერ პოულობს. მიყვარს დემეტრე! ტყუილად კი არ ვუთხარი მაშინ. მინდა ძალიან მისი ნახვა მაგრამ ამ მომენტში ასე ხდება.. ასეა სააჭირო.
ლაშა გვერდიდან არც მოშორებია დემეს მთელი კვირის განმავლობში. აბა რისი ძმაკაცია. ყველაფერში დაეხმარა და გვერდში ამოუდგა. მე და მარიამმა მათ მშობლებსაც მივუსამძიმრეთ. მაგრამ მაგდროს დემეტრე სახლში არ ყოფილა. ვერც იქნებოდა... დაკრძალვისთვის ყველაფერი მოსაგვარებელი იყო.
მე და მარიამი პირდაპირ ძაკრძალვაზე მივედით ერთად. ლაშა რათქმაუნდა უკვე იქ იყო. ხალხი გლოვობდა.. დემეტრე კი იქვე შეუმჩნევლად იჯდა. თითქოს მარტო მე ვამჩნევდი. შავი შარვალი და შავი პერანგი ეცვა. შავი ფეხსაცმელები და შავი სათვალე ამშვენებდა. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა. პიჯაკი მხარზე ჰქონდა გადაგდებული. რამდენჯერმე შემომხედა და მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია. მხოლოდ მე რომ მივხვდებოდი ისე. თითქოს ჩემი მწუხარება მიიღო. მზერას მალევე მარიდებდა. დიდხანს ვერ მიყურებდა თვალებში. ფეხზეც რამდენჯერმე წამოდგა მაგრამ ვერ ჩერდებოდა. ფეხები უკანკალებდა და ჯდებოდა. სიგარეტისთვის თავი ვერ დაუნებებია. დასაფლავებამდე რამდენჯერმე მოუკიდა ახალ-ახალ ღერს. ყველაფერს ვამჯობინებდი ასეთ მდგომარეობაში მის ნახვას. გული მეკუმშებოდა როცა სათვალეს მოიხსნიდა და თვალებს ისრესდა ცრემლები რომ შეემშრალებინა. იცით მას რა შევატყე? ეტირებოდა... მაგრად ეტირებოდა! მივხვდი რომ ასე იყო. ძალიან ღრმად და სწრაფად სუნთქავდა. მერე უცებ ცდილობდა შეენელებინა სუნთქვის რიტმი. არ გამოსდიოდა და ამიტომაც მოსდიოდა ცრემლები. თან ვერც ისვენებდა, თან კიდე თითქოს არ უნდოდა დამშვიდება. იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა და ფრთხილად გაჰყურებდა იქვე მგლოვიარე ხალხს. დედ-მამასაც რამდენჯერმე შეავლო თვალი. მე მარტო მას ვუყურებდი. მხოლოდ მას... სხვას არავის. განა რამეს ვაშავებდი ან ვაფუჭებდი ამით? უბრალოდ მეტი არაფერი შემეძლო. ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ნაბიჯებს მისკენ ვერ ვდგამდი რომ მასთან მივსულიყავი და ჩავხუტებოდი. ისიც არ ვიცოდი როგორ მეგრძნობინებინა დემეტრესთვის, რომ მთელი სულით და გულით მასთან ვიყავი. შორიდან გავცქერი შავებში ჩაცმულ ხალხს და მოღრუბლულ ცას რამოდენიმე წამში ერთხელ ავხედავ ხოლმე იმის გასარკვევად წვიმა დაიწყო თუ არა. აბა ისე ვერ ვიგრნობ და.... ხალხთანაც არც თუ ისე ახლოს ვდგავარ. შავი კაბა და შავი ფეხსაცმელები მაცვია. დაკრძალვას არც ვუყურებ. მთელი ყურადღება დემეტრესკენ მაქვს მიმართული და ამის მეტს ვერაფერს ვაკეთებ. მაინც რაარის ეს სიკვდილი. თითქოს ყველა დარდი იქარწ....ბოდეს ამ დაკრძალვით. თითქოს ყველაფერი მთავრდებაო. არადა ახლა იწყება ყველაფერი. მე არც ძმა მყავს და არც და მაგრამ ძალიან კარგად ვხვდები რა ტკივილი იგრძნობა ამ ყველაფრის დროს. მშობლების დაკარგვის დროსაც იგივე არ განვიცადე? მალე ორი წელი გავა და მე ჯერაც ვერაფერს შევეგუე. ეს ისეთი გრძნობაა რომ გინდა დამშვიდდე და თან რომ არც ცდილობ ამის გაკეთებას. თითქოს რაღაცას ელოდები. საკუთარ თავს არ ეკუთვნი. ყოველდილით სარკეში იხედები და ცდილობ შენი თავის აღქმასა და ამოცნობას.
ხალხი თანდათან იცლება. ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება რამოდენიმე წუთში. მაჩაბელის მშობლებიც ძლივს შორდებიან საფლავს. თუმცა შვილის საფლავს როგორ უნდა მოშორდე. იმ მიზეზის ახსნას ცდილობ თუ რატომ ვეღარ ნახავ იმ ადამიანს. ვერ აცნობიერებ იმ ფაქტს რომ ის უკვე დაიკარგა. სულიერად შენთანაა მაგრამ მაინც დაკარგულია. სამყაროდან გადაიკარგა რა!
დემეტრე ადგილიდან არ იძვროდა. იჯდა და საფლავს შეჰყურებდა. ახლოს კი არ მიდიოდა... უბრალოდ უყურებდა.
-არ მოდიხარ?-მარიამმა მკითხა
-არვიცი. -მხრები ავიჩეჩე.
-მოდი ჩვენ წავალთ, სასაფლაოს გარეთ დაგელოდებით. ან რავიცი... შენ მიდი მასთან და დაელაპარაკე. -ჩუმად ჩამჩურჩულა ლაშამ, მარიამს ხელი გადახვია და წავიდნენ.
არავინ აღარ იყო ჩვენ ორის გარდა სასაფლაოზე, მასთან მივედი, ფრთხილად მივაბიჯებდი. უკვე კარგად მივუახლოვდი. მის გვერდით ჩამოვჯექი. ხელები მუხლებზე დავილაგე და დაჟინებით მივაცქერდი. მისი ღრმად სუნთქვის ხმა მესმოდა. კარგად მესმოდა. კიდევ უფრო ახლოს რომ ვმჯდარიყავი მასთან, ალბათ იმასაც გავიგებდი როგორ სწრაფად ცემდა მისი გული.
-დემე! -მისკენ წავიწიე და თვალებში ჩახედვა ვცადე. მისი მზერა საფლავის ქვისკენ იყო წარმართული
ხმა არ ამოუღია. უბრალოდ ხელი ხელზე დამადო და მომიჭირა. მთელი ძალით, სიმწრისგან. ვერ თოკავდა თავის სიბრაზეს. თავის თავზე ბრაზობდა. მხოლოდ თავის თავზე! მეც ძლიერად ჩავკიდე ხელი და არ ვუშვებდი.
-დემე! -ისევ გავუმეორე რადგან ვიფიქრე ცუდად გახდა. თუმცა ამას რა ფიქრი უნდოდა. განადგურებულია ბიჭი. ფერდაკარგული, სახეწაშლილი და თვალებჩაწითლებული იყო. ვეღარ ვცნობდი. ასეთი არასოდეს მენახა
-დემეტრე! -ამჯერად ტონს ავუწიე. შიშმა შემიპყრო მას რომ ვერ ვშველოდი. ანდაც როგორ უნდა მეშველა. როგორ უნდა დავხმარებოდი. მისკენ უფრო ახლოს მივიწიე და მხარზე ხელი მოვხვიე, მივიკარი, ძლიერად მივიკარი! არ იძვროდა. ქვასავით მიყინვოდა ადგილს. დაძაბული იჯდა და ჩემს ჩახუტებასაც კი არ დანებდა.
-დემე მოდი ჩემთან! -ყურში თბილად ჩავძახე
სათვალე მოიხსნა, წამიერად გამომხედა. ჩემს თვალებს დაჟინებით მიაშტერდა. ისევ გაიხედა და ღრმად ჩასუნთქვა სცადა. კანკალებდა...
-იცი რა ქეთო!-თმაზე ხელი გადაისვა. მომართვამაც კი დამადნო
-რა? -ცრემლმორეული თვალებით ვკითხე
-შენ ერთადერთი ხარ... -ისევ ჩაისუნთქა. ხმა უთრთოდა. სიტყვებს თავს ვერ აბამდა. -ვისთანაც შემიძლია ვიტირო. თუნდაც ბავშვივით, პატარა გოგოსავით! ამხელა ბიჭმა, დემეტრე მაჩაბელმა, შენს წინაშე ვიტირო! -თქვა დაჩემს ხელებში ჩაიკეცა. აქვითინდა. მართლაც რომ პატარა ბავშვივით აქვითინდა. მთელისხეულით მომეკრო. -იცი რომ მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთი ცრემლით არ წამომსვლია? -კითხვა დამისვა ოღონდ არ ვიცი უნდა მეპასუხა თუ არა
-ვიცი დემე, ვიცი! -თავს ვერ ვძლიე და მაინც ვუპასუხე
-თვალზევე ვიშრობდი იმ ცრემლებს რომელთაც დინება უნდოდათ! -ოდნავ ჩაიღიმა. სიმწრისგან ჩაიღიმა, ისე კი არა.
-მოგიწევს შეეგუო! -ამ წინადადების თქმის შემდეგ გავაანალიზე რა სისულელე წამოვროშე. ჩემი თავი შემზიზღდა როცა ამ ფრაზის არსს მივხვდი. რა სულელი ვარ. როგორ შეუძლია ადამიანს ძმის სიკვდილს შეეგუოს. ვალდებულს ვხდიდი? ესეთი როგორ ვარ, ვერასოდეს ვერავის რომ ვერ ვამხნევებ.
-მომიწევს? -შეკითხვა შემომიბრუნა გაურკვევლობაში მყოფმა
-არ ვიცი... -დავიბენი
-ანუ? -ისიც დაიბნა, ჩემსავით.
-არაფერი... -ვუთხარი და ისევ მივიხუტე
-შენც ჩემსავით ცუდად ხარ?! -დაჟინებით მაცქერდება
-ჰო... -მნიშვნელოვნად დავეთანხმე
-ჩემი ძმა იყო! -უცბად მხრებში გასწორდა და ცრემლები ჩემგან მალულად შეიშრო. თავი გვერდით გაატრიალა,
-დემე! -ჩემი მწუხარების ფაქტი აღვნიშნე
-ჩემი ძმა, ჩემი თორნიკე, უმცროსი მაჩაბელი! -თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და სათვალე მოირგო.
-ყველაფერში დაგეხმარები! -დავარწმუნე ის და ცრემლების შეშრობა დავიწყე
-... -სიცილი აუტყდა
-რა ხდება? -გამიკვირდა, მაგრამ ღიმილი მივიხატე სახეზე. იმიტომ კი არა რომ მეღიმებოდა, უბრალოდ არ მინდოდა თავი მარტო ეგრძნო. მაინც სისულელეა.
-... -ვერ იკავებდა თავს. შეიძლება ისიც დავასკვნა რომ არ იკავებდა.
-რა გჭირს დემე?! -შიშმა შემიპყრო მაგრამ ყალბი ღიმილი სახიდან არ მომიშორებია
-რა სიგიჟეა -გადაიხარხარა
-რა არის სიგიჟე! -მკაცრი ტონით ვკითხე
-უმცროსი მაჩაბელი. ყველა ისე იცნობდა როგორც უმცროს მაჩაბელს. მე დემეტრე მაჩაბელი ვიყავი, ყველგან და ყოველთვის. ორ ძმას შორის ხო შეიძლება უბრალოდ უფროსი მაჩაბელი ვყოფილიყავი. მაინცდამაინც მე რატომ მიცნობდნენ უფრო კარგად -სიბრაზემ შეიპყრო -ღმერთო როგორ მრცხვენია... როგორი გაბრაზებული ვარ! თოკო სულ ამბობდა ერთხელაც თორნიკე მაჩაბელად გამიცნობს ხალხიო, არადა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ცხოვრებაც კი ვერ მოასწრო
-სიმწრის სიცილია ეს... უნდა დამშვიდდე! -მივმართე მას
-კი მაგრამ ყველა ამ სიტყვით როგორ ცდილობთ ჩემს დაწყნარებას? ამით მოგვარდება ყველაფერი?! -ტონს აუწია
-უკაცრავად... -მოვუბოდიშე და ხელები წყენით მოვაშორე. თავი პატარა ბავშვივით დავხარე. დამნაშავედ ჩავთვალე თავი. უცბად შემომხედა, მიხვდა რაც მოხდა და მომაცქერდა
-მაპატიე რა! არ უნდა მეყვირა შენთვის. -ჩემკენ გადმოიწია და შუბლზე მაკოცა
-კარგი.. -ფეხზე წამოვდექი. არ უნდა მეწყენოდა ასე... თავს ახლა უფრო დამნაშავედ ვგრძნობ. ვშიშობ ცუდად გამომივიდა
-ბინა ვიქირავე. -ახალი თემა წამოჭრა და ძმის საფლავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა
-რატომ? -ინტერესით ვკითხე
-ასე იყო საჭირო... დედასთან და მამასთან ვეღარ გავჩერდებოდით. ერთი შვილი დაკარგეს და არ მინდა უყურონ მეორესაც როგორ კარგავენ ტანჯვით.
-მათ ხომ შენი გამხნევება სჭირდებათ! -მოვიღუშე
-კარგი რა... თავად ვერ ვამხნევებ ჩემთავს და სხვას როგორ ვუშველი -მხრები აიჩეჩა
-მერე რა, შენი მშობლები არიან დემე. -ვერ ვჩერდებოდი და ვეპასუხებოდი
-რა "მერე რა" ქეთი?! ჩემს ტანჯვას უყურონ ჩემმა მშობლებმა? ერთი გასაჭირი არ ეყოფათ და მეც უნდა დავემატო მათ მწუხარებას? შეხედე რას ვგავარ! -ფეხზე სწრაფად წამოდგა და სათვალე დაუუფიქრებლად მოისროლა. -თვალებში ჩამხედე აბა. ატყობ, რომ სისხლჩაქცევა მაქვს? შეხედე როგორ გავხდი... საერთოდ რას დავემსგავსე. რა არსება ვარ?! სახეზე რა ფერი მაქვს ამჩნევ?! იცი რომ იმ ფიქრებით მომიწევს მთელი ცხოვრების გატარება, რომ ჩემი ძმის სიკვდილი ჩემი ბრალიცაა?! -ისტერიულად ჩაიცინა. ასეთი გაღიზიანებული არასოდეს მინახავს
-არაა შენი ბრალი! -მივუახლოვდი. ვიფიქრე დაწყნარდებოდა
-აბა ვისი ბრალია? ჩემს ძმას ვერ მივხედე. ცხოვრება ვერ ვასწავლე და აქედან გავუშვი. კარგი რა. ახლა იქ წევს და სულ იქ უნდა იყოს, აზრზე ხარ?! -ხელით საფლავისკენ მანიშნა -რისთვის ვიყავი მასზე უფროსი. ვერ ვუშველე და აი შედეგიც...
-არ არის შენი ბრალი, გეფიცები არ არის! -სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, უფრო მივუახლოვდი და ჩავეხუტე. ძლიერად ჩავეხუტე. უძლიერესად! მეტი არაფერი შემეძლო. სხვანაირად ვერ დავამშვიდებდი. მთელი სხეულით თრთოდა. გულის ცემაც ისე მტკივნეულად ჩამესმოდა...
-ქეთი... -წარმოთქვა და ხელები მომხვია
-წამოდი წავიდეთ კარგი? ლაშა და მარიამი გარეთ გველოდებიან, მანქანასთან. -ვუთხარი და ხესთან დაგდებული სათვალე მივაწოდე. მასთან ერთად გავუყევი გზას რომელიც გასასვლელისკენ მიდიოდა. ხელი მხარზე დამადო. თავი უკან შეატრიალა, გაიხედა და ქვას თვალი შეავლო. თითქოს ბოლოჯერ უყურებდაო. გზა განვაგრძეთ და გარეთ გავედით
-დემე! -თბილად ჩაეხუტა მარიამი
-ხო იცი შენთან ვარ არა?! -გადაეხვია ლაშაც
-ვიცი ვიცი...
-ჩასხედით და წავედით -ლაშამ მანქანის გასაღები მოიმარჯვა
-უკანა სავარძლისკენ გამვაღე კარი. მარიამი ჩემგვერდით უნდა დამჯდარიყო, დემე კი ლაშას გვერდით.
-ლაშა! -შეჩერდა მაჩაბელი
-რა იყო ძმაო -შეშინებული შეყოვნდა
-შენ მაინც ხო არ მიმატოვებ? -ფრთხილად იკითხა და კარს დაეყრდნო
-არანაირად! -თბილად გაუღიმა
-და არც თქვენ, გოგოებო! -მე და მარიამსაც გამოგვხედა
-არა რათქმაუნდა...
მანქანა დაძრული იყო და სასაფლაოს ტერიტორიასაც უკვე კარგად გამცდარი
-დემე ხო იცი შეგიძლია ჩვენთან დარჩე რამდენხანსაც გინდა! -საჭესთან მჯდომმა არაბულმა მიმართა მას
-რასისულელეა... ვერ დავრჩები თქვენთან. ვიქნები მარტო, ჩემთვის.
-ცუდი არაფერი დაიმართო რა! -მე ხმას ვერ ვიღებდი. მარტო მარიამი პასუხობდა
-არა მარიამ, არა! -სარკისკენ წარმართა მზერა მის დასანახად. მერე მეც შემომხედა და დამწუხრებულად გამიღიმა.
არ ვიცი რა ვთქვა, ან რა ვიფიქრო. ჩვენი ურთიერთობა ცეცხლივითაა. როგორ უცებ გაღვივდება ხოლმე და მერე უცებ როგორ ჩაქვრება. კვმლად რჩება... ან საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ან ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ან საერთოდ არ ვეხუტებით, ან ორი საათი ჩახუტებულები ვდგავართ. ან საერთოდ არ ვუყურებთ ერთმანეთს, ან ჩვენთვის არაფერი არსებობს ერთმანეთის გარდა. რაღაცნაირი სიყვარულია... ნამდვილი და თითქოს შორეული. ერთმანეთთან ასე ახლოს ვართ და მაინც როგორ შორს. არადა შემიძლია მას შეყვარებული ვუწოდო. კახეთიდანაც მის გამო არ წამოვედი?
წამები გადიოდა, წუთები... საათებიც, დღეებიც და კვირეებიც. იმ დღის მერე რამოდენიმეჯერღა შევხვდით ერთმანეთს. 3 ჯერ... ან 4 ჯერ. მთელი ერთი თვის განმავლობაში თითქმის არც გვილაპარაკია. ლაშასთან და მარიამთან იყო. მეც იქ ვიყავი და იქ ვნახულობდი. აბა სხვანაირად როგორ. თანდათან ეგუებოდა იმ ამბავს... ვატყობდი.
ერთ დილით ადრე გავიღვიძე, მივხვდი რომ არაფერი მქონდა საქმე და უბრალოდ გარეთ გავედი. მანქანაში ჩავჯექი და ბარისკენ გავემართე. თითქოს ისე შევედიო მაგრამ რომელი სულელი შევა ბარში არაფრის გამო? ერთ მაგიდას მივუჯექი და ნიკაპით ხელს დავეყრდენი, იდაყვით კი მაგიდას. მეორე ხელიც მაგიდაზე დავდე და ქუჩისკენ დავიწყე ცქერა.
ვფიქრობდი... ბევრს ვფიქრობდი, ძალიან ბევრს. დემეტრესაც ვერ ვურეკავდი. რას ვეტყოდი, ბარში ვარ და მოდი გავერთოთ მეთქი? ეს ხომ დიდი სისულელეა...
უცბად ბარის დახლთან ნაცნობი სილუეტი შევნიშნე. სახეწაშლილმა გავიხედე იმ ადგილისკენ. ამ ბიჭის მზერა პირდაპირ ჩემსას შეხვდა. "ღმერთო ჩემო!" ამ ორმა სიტყვამ გამიელვა გონებაში და ზიზღის ჟრუანტელმა ტანში დამიარა.
უცნობი და თან ამავე დროს ძალიან ნაცნობი სახისა და სხეულის დანახვამ ზიზღით ამავსო. დიდმა ზიზღმა შემიპყრო. ამ ადამიანის მზერაც უფრო ავსებდა ამ გრძნობას. თვალს ვერ ვაშორებდი ისე მივაშტერდი. თმა შეუჭრია... უფრო გამხდარა მაგრამ სახეზე არ შეცვლილა. როგორ შეიცვლებოდა მხოლოდ რამოდენიმე თვე გავიდა. სიმპატიურობითაც ისევ ისეთი იყო. შავი მაისური და შავი ტყავის კურტკა ეცვა. ფეხზე წამოდგა ეს ბიჭი და ჩემკენ წამოემართა ერთი ჭიქა ვისკით ხელში. თვალს მჭრიდა მისი ეშმაკური ღიმილი მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ვდნებოდი, ან მსგავსი რამ. უკვე მოახლოვებული იყო უკან რომ მიბრუნდა. სასმელი მაგიდაზე არც დაუდია, რომ კიდევ ერთი ვისკის ჭიქა აიღო. ამჯერად ორივე ჭიქა ჩემს მაგიდაზე დადო. ჩემკენ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. ცივად შევხვდი მის უაზრო მისალმებას. რომ შემეხო კიდევ უფრო დამაჟრიალა. ტანში გამცრა და ხმა არ ამომიღია. თითქოს გაკვირვებული და ირონიული ღიმილით ავხედე. სკამი გამოიწია ჩემს პირდაპირ და მოხერხებულად ჩამოჯდა. ვისკი ჩემკენ მოასრიალა და ხელით მიმანიშნა რომ დამელია.
-გიორგი ჩიქოვანი.. -ჩემთვის, მაგრამ მაინც მის გასაგონად ჩავილაპარაკე.
-რა იყო, ხო არ გაგიკვირდა ქეთო? -ცალყბად ჩაიღიმა
-ქეთო არა, ქეთი! -ცივად და პირქუშად მივმართე.
-ეს მომართვა ხო გიყვარდა? -გამომცდელად მკითხა
-ეს მომართვა მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანებისგან მიყვარს და არა შენგან. -მწარედ ვუთხარი
-მერე მე ახლობელი ადამიანი არ ვარ? -სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო
-შენც ძალიან კარგად იცი, რომ არა გიორგი! -წარბები ავზიდე
-არ გაგიხარდა გოგო ჩემი ნახვა? -ყალბი მოწყენილობა
-რატომ უნდა გამხარებოდა... -კითხვა შევუბრუნე. თან არც შემიბრუნებია. რაღაცნაირად ვთქვი რა
-დავიჯერო არ მოგენატრე? -მომხიბვლელად გაღიმება სცადა. შეიძლება ითქვას გამოუვიდა კიდეც. თავისი შარმი დამანახა თითქოს ისე შემომხედა
-არა რათქმაუნდა! -ტონი ისეთი მქონდა თითქოს ჩემი ნათქვამი ისედაც აშკარაზე აშკარა იყო
-აი მე კი მომენატრე. -მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და მომაცქერდა
-კაი მითხარი ახლა რისთვის მოხვედი აქ. -
-ხო გითხარი მომენატრე თქო, დაგავიწყდა? -წაიბუზღუნა
-რა გინდა გიორგი? -თვალები დავაწვრილე სიბრაზისგან.
-კაი რატო ხარ ასეთი აგრესიული. ბარში შემოვედი დასალევად არ შეიძლება? -ადრინდელზე მეტად შავი მეჩვენა მისი თვალები.
-როგორ არ შეიძლება, უბრალოდ არა ჩემს მაგიდასთან. შეგიძლია გადაბრძანდე სადმე სხვაგან, ოღონდ აქ არა! -ისევ ცივი ტონი მქონდა. ოდნავადაც არ ვათბილებდი. ძირითადად ირონიას ვიყენებდი. აბა მასთან თბილად რატომ უნდა მესაუბრა.
-რა გჭირს? ამდენი ხანია არ მინახიხარ და მოვედი რომ გნახო. შეყვარებულები ვიყავით ბოლოსდაბოლოს
-შეყვარებულები? აჰაჰ...
-რა გაცინებს? -ნაკლებად გაუკვირდა
-რა შეყვარებულები, კარგი რა! შენთავს შეყვარებულს უწოდებ? კარგი მაინც ყოფილიყავი...
-რა, არ ვიყავი? -სწრაფად შემაწყვეტინა
-არ იყავი გიორგი... კარგი რომ ყოფილიყავი ესე უბრალოდ მოგბეზრდებოდი და ახალი ცხოვრების დასაწყებად მიმატოვებდი? -ამ თემის გაგრძელება არ მინდოდა, ამიტომ მოკლედ ვეცადე ჩემი სათქმელის თქმას.
-აუ კარგი რა. ნუ დაიწყებ თავიდან... აეროპორტშიც მითხარი ეგრე რომ არ უნდა მოვქცეულიყავი -მოუსვენრად აწრიალდა.
-ნეტა სულ არ მოვსულიყავი აეროპორტში შენგამო.. -მწარედ მივმართე
-მეც რომ მდომოდა შენი იქ ყოფნა დაგირეკავდი დამერწმუნე
-აი ისევ აჩენ შენს ჯელტმენობას. -ხელები გადავაჯვარედინე და მისგან მოშორებით მივეყრდენი სკამის საზურგეს
-კიდევ უფრო გალამაზებულხარ! -თვალები დააწვრილა და ვისკი მოსვა
-შენ კი ისევ ისეთი ყალბი ხარ! -მისკენ წავიწიე და ჩურჩულით, მაგრამ მკვეთრად გასაგონად მივმართე
-დალიე რა -კი არ მთხოვა, მომთხოვა
-დავიჯერო გახსოვს ვისკი რომ მიყვარს? -მისი იქ ყოფნით გამოწვეული შეწუხებული სახით წარვმართე მზერა მისკენ
-მახსოვს! -ამაყად წარმოთქა
-რატო გიხარია, მაინც არაკაცი ხარ! -სწრაფად მივმართე. იმდენად სწრაფად რომ თითქოს ამის თქმა დიდხანს მინდოდა
-აუ არ გინდა ისევ შეყვარებულები რომ ვიყოთ? -ისევ სულელურმა იდეამ გაუელვა გონებაში.
-შენი აზრით?! -ამჯერად მართლა შევუბრუნე კითხვა.
-რავიცი ჩემი აზრით გინდა... -მომხიბვლელობის მცდელობა ნამდვილად უაზრო შედეგებით მთავრდებოდა
-რა იდიოტი ხარ! -თვალები გადავატრიალე
-მერე რა..
-შეყვარებული მყავს... ძალიან მაგარი შეყვარებული! შენზე მაგარი ბიჭია. ყველაზე მაგარი ადამიანი. შენ კი არ გგავს. შენნაირი კი არაა. შენსავით დიდი წარმოდგენა კი არ აქვს საკუთარ თავზე. ამაყია... ჰო, ამაყობს. ოღონდ საკუთარი თავით კი არა, ჩემით და ჩემი სიყვარულით. მე კი მისით ვამაყობ! იცი რატომ? იმიტომ რომ არასოდეს დამტოვებს... ჩემთან ყოფნას შეიფერებს და ჩემით დატკბება. მასზე გავთხოვდები და მისი ცოლის წოდებით ვიცხოვრებ! იცი როგორ მიყვარს? შენ ხო აზრზე არ ხარ... იცი რეებს აკეთებს ჩემგამო? შენ რომ არც დაგესიზმრებოდა... იცი საერთოდ რამაგარი ქმარი იქნება? შენ რომ ვერც წარმოიდგენ... მასთან ყოფნას არაფერი მირჩევნია. ისედაც აღარავინ მყავს მის გარდა. ის ჩემთვის არსებობს, მე კი მისთვის ვცოცხლობ!
-დემეტრე მაჩაბელზე ამბობ?
-ჰო...
-მერე ეგ არ იყო რომ მიგატოვა?
-არ მივუტოვებივარ. უბრალოდ თავი ვალდებულად ჩათვალა ბავშვი აღეზარდა. ის გოგო ცოლად მოიყვანა მხოლოდ იმიტომ რომ სხვანაირად არ შეეძლო. ჰო... მართალია დიდი ხანი გავიდა იმის მერე და ძლივს ვაპატიე მაგრამ მთავარია ახლა ერთად ვართ! -ტონს თანდათან ვუწევდი მაგრამ როცა გარშემომყოფი ხალხის მზერას და ირგვლივ ჩამოწოლილ სიჩუმეს ვგრძნობდი ხმას ისევ ვუდაბლებდი.
-კარგი დაწყნარდი, ნუ ჩავარდები პანიკებში. ისე გკითხე... დალიე რა! -მთხოვდა. ეს თხოვნაც უფრო საეჭვო იყო.
-არ მინდა! -მკაცრად ვთქვი
-კაი რა ერთი-ორი ჭიქა... -გამომცდელად შემომხედა -ჩემი ხათრით! -ისევ დიდი სისულელე დააყოლა თავის ნათქვამს
-აი შენი ხათრით ნამდვილად არ დავლევ! -ირონიულად ჩამეცინა
-კაი ხო, ისე დალიე! -აღარ მეშვებოდა
-მხოლოდ ერთი მაშინ. -ვთქვი და მაგიდაზე დადებული ჩემთვის განკუთვნილი ჭიქა პირთან მივიტანე
-მოიცადე... ჩვენს მოგონებებს არ გაუმარჯოს? ის დრო რომელიც ერთად გავატარეთ არ უნდა აღინიშნოს?
-არა რათქმაუნდა! -ვუთხარი და სწრაფად გადავკარი.
-ესე ჩქარა რატო? -გაუკვირდა ჩემი ქმედება
-ნელ-ნელა დალევა უფრო ათრობს -ხშირად გაგონილი გაუვმეორე
-კიდევ მოვიტან! -თქვა და ფეხზე წამოდგა
-არ გინდა -დავუძახე მას მაგრამ არც შემოტრიალებულა. ამჯერად ვისკი ჭიქებით კი არა მთლიანად მოიტანა.
-არ ვიცი ამას რა ქვია... ვისკის "ბოთლი?" -უდარდელად ჩაიცინა და მაგიდაზე დადო
-რაგასაკვირია. შენ არაფერი იცი... -ნუთუ შემეტყო ერთი ჭიქის დალევა ასე მალე რომ დავიწყე სათქმელის პირდაპირ თქმა
-დებილი ნუ გამოგყავარ. არ მახსოვს უბრალოდ...-ჩაიხითხითა. ღმერთო როგორ არ უხდებოდა ეს სიყალბე
-აღარ მინდა... -ვუთხარი როცა ჭიქის ახლიდან გავსება დააპირა
-როგორ არ გინდა -ჩემს სურვილს შეეწინააღმდეგა
-შენ რატომ მასწავლი მე რა მინდა და რა არა?! -ისევ ცივად ვპასუხობდი.
-კაი რა ცოტა გაიღიმე, გამხიარულდი ან რამე... რატო უნდა იჯდე ასე უჟმურად. ხო იცი როგორ გიხდება ღიმილი. -მარწმუნებდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა
-საერთოდაც იცი რა? ყველაზე მეტად იმ დღეს ვერ ვიტან შენ რომ გნახე და გაგიცანი. ღმერთო რა უაზრობა იყო! -ვისკის ჭიქა ნახევრად დავცალე. -რა ძლიერია! მალე დამათრობს, აღარ მინდა.
-ჰოო ეს ის ვისკია შენ რომ გიყვარს. სპეციალურად ძლიერი შევარჩიე. -თქვა და ჩემი ნახევრად სავსე ჭიქა ბოლომდე გაავსო
-კაი რა. აღარ მინდა მეთქი გასაგებად არ ვთქვი? -წარბები შევკარი და შევუბღვირე
-მოდი ესეც დალიე და კიდე ერთი. მერე აღარ... -თვითონ კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა
-ცუდად გახდები! -უბრალოდ აღვუნიშნე
-გაღელვებს შენ ეს? -დაინტერესდა
-სიმართლე რომ გითხრა არანაირად. -ამააყად ვუთხარი და მოვსვი
-კაი რომ მოვკვდე არ იდარდებ? ან არ იტირებ საერთოდ?
-აჰაჰ! არა! -ჯერ გადავიხარხარე მერე კი ვუპასუხე
-კარგი ვთქვათ მაშინ რომ გავფრინდი საზღვარგარეთ. ის თვითფრინავი, რომელშიც ჩავჯექი, რომ ჩამოვარდნილიყო არ ინერვიულებდი? -სახე მოეღუშა. მინდოდა მისთვის სილა გამერტყა
-არა! -თავდაჯერებულად გავიღიმე
-ანუ რომ მოვმკვდარიყავი წარბსაც არ შეხრიდი? ცრემლიც არ ჩამოგორდებოდა შენს ლოყაზე? -თქვა და ხელით ლოყაზე შემეხო. უფრო ახლოს მოიწია
-არა! -ხელი დავაშვებინე და მკაცრად ვუთხარი
-რატომ?
-იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებ! -ცივი ღიმილი წარვმართე
-დასანანია! -თქვა და შემდეგი ორი ჭიქაც ჩაცალა
-მე უნდა წავიდე! -სწრაფად მაგრამ ბარბაცით წამოვდექი ფეხზე, ჩანთა და მოსაცმელი ავიღე და სკამს მოვშორდი
-მოიცა. -ფეხზე წამოდგა და ხელი მკლავზე მომკიდა -მე გაგაცილებ. ამ მდგომარეობაში ვერ წახვალ ვერსად მანქანით. გავისეირნოთ და გზაში გამოფხიზლდები
-არ მინდა, წავალ მეთვითონ. -კარისკენ წასვლა დავაპირე
-ვერ წახვალ! -გზა გადამიღობა. -შენი სახლი არაა ძალიან შორს. მალე მივალთ. თან უსაფრთხოდ.
-კარგი ხო. ოღონდ იცოდე რომ უბრალოდ ამას ერთად გასეირნება ან გაცილება არ უწოდო. უბრალოდ მივდივარ და შენ ჩემს გვერდით, ან უკან მოაბიჯებ. გასაგებია? -ცალი წარბის აწევით ვუთხარი.
-კი... -გამიღიმა
-და კიდევ. ანგარიშის გადახდას მე არ ვაპირებ. -ვუთხარი და ზღურბლს გადავაბიჯე რომ დალოდებოდი
გზა ერთად გავიარეთ. ფეხის აუჩქარებლად მივდიოდით. უფროსწორად მე მივდიოდი, ის უკან მომყვებოდა. ხან რას მეკითხებოდა ხან რას. სულ ახალ-ახალ თემებს წამოჭრიდა ხოლმე. მე უბრალოდ მოკლედ ვპასუხობდი
ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა და ვიბრაცია ჩაირთო
"-შენს თავს ვფიცავარ მიყვარხარ, ქეთი!" -დემეტრესგან მოსულმა სმსმა გული სიხარულით ამივსო
"-მენატრები!" -სწრაფად ავკრიფე და ასევე სწრაფად გავუგზავნე. წამითაც არ შევყოვნებულვარ.
აღარაფერი მოუწერია. ამით დამთავრდა უბრალოდ დიალოგი
-დროა წახვიდე. უკვე სახლთან ვარ. მშვიდობით მივალ ოთახამდე. კარგად! -ცივად დავემშვვიდობე და ჩანთიდან გასაღები ამოვიღე, შევტრიალდი კარისკენ და გაღება დავაპირე
-მოიცა -მისკენ შემატრიალა. ჩემთან ახლოს დადგა
-რას აკეთებ?! -წარბშეკრულმა მივმართე
-არაფერს! -მითხრა და თვალებში ჩამხედა
-მაშინ ხელი გამიშვი -მისი ხელი ვიგრძენი მკლავზე და შევწუხდი
-რომ არ გაგიშვა? -როგორც ყოველთვის, ეშმაკურად ჩაიღიმა
-მოგიწევს გამიშვა! -კბილებში გამოვცერი
-მე რომ არ მინდა? -ჩვენს შორის მანძილი უფრო დაუფრო მცირდებოდა რაც ძალიან მაღიზიანებდა
-სახლში უნდა შევიდე. შენი წასვლის დროა. მთვრალი ხარ, წადი დაისვენე, გამოფხიზლდი! -თითქოს შეშინებულმა ვუბრძანე
-კარგი რა. ესე უხეშად არ გინდა... გავიხსენოთ ძველი დრო, ან რამე!
-გიორგი ხელი გამიშვი, მტკივა!
-ისევ ის სურნელი გაქვს. იმ სუნამოს ხარ ისევ მიჩვეული არა?! -ჩემს კისერთან ჩაისუნთქა და ლავიწს შეეხო.
-დროზე გაეთრიე აქედან. მეორედაც თუ შემეხები ინანებ! -თავის განთავისუფლებას ვცდილობდი
-სულ მომწონდა შენი სიმკაცრე! -ბოროტი სიამოვნებით მოცული ღიმილი ჰქონდა. კარის გვერდით კედელთან მიმიწყვდია და ორივე მკლავზე მომიჭირა
-შემეშვი! -ფეხი მუხლში ჩავარტყი მაგრამ ამაოდ. ამან არ იმოქმედა
-აი შეგეხე! -თქვა და ლოყაზე ტუჩები მომადო. უფრო ქვემოთ ჩადიოდა ნელ-ნელა
-მთვრალი ხარ. დამანებე თავი! -ხმას ვუწევდი თანდათან
-კაი რა ნუ ცდილობ დამაჯერო იმაში რომ შენ არ გინდა ჩემთან
-იცოდე ვიყვირებ! -ჩემ ჭკუაში დავემუქრე
-იყვირე, მაინც საღამოა, ვინ რას გაიგებს... -მისი შეხება მზარავდა
ლოყიდან ტუჩებზე ჩამოვიდა. თავს აქეთ იქით ვატრიალებდი რომ არ შემხებოდა
-გთხოვ დამანებე თავი! -არც კი ვიცი თხოვნაზე რატომ გადავედი
-მოიცა რა... -თქვა და თვითსიამოვნების მიღებას აგრძელებდა -დემეტრეს მე არ ვჯობივარ?
-არა! -დავუყვირე
მანქანის ძრავის ხმა გავიგონე. ჩემს ეზოში გაჩერებულიყო შავი ჯიპი
-დემეტრე! -დავუძახე ამ მანქანის პატრონს
სწრაფად გამოიქცა ჩვნკენ. მხრებში ჩაავლო ჩიქოვანს ხელები და მე მომაცილა. კედელს მიანარცხა და მთელი ძალით დაარტყა
-ღმერთოჩემო! -ცრემლებთან ერთად აღმომხდა
-შე არამზადა!!! -სიმწრისგან აწითლებულიყო დემე. ისევ შემოარტყა. სისუსტე იგრძნო შემდეგ და გიორგისაც მეტი რა უნდოდა. დრო იხელთა და ნეკნებში ჩაარტყა ფეხი. მადლობა ღმერთს მთვრალი იყო და ბარბაცებდა ჩიქოვანი. ვერ დადიოდა. ძალის გამოყენებით ენერგიისგან იმდენად დაიცალა რომ წაბორძიკდა და წაიქცა
-დემეტრე დაანებე თავი, დამთავრდა ყველაფერი -მასთან მისვლა და დამშვიდება ვცადე მაგრამ ამაოდ. სწრაფად წამოდგა და მას მივარდა. წაქცეულს ჯერ ფეხი დაარტყა შემდეგ მუშტებზე გადაივდა. ურტყამდა და ურტყამდა. ძალას და ენერგიას არ იშურებდა. უყვიროდა,..
-შემოგაკვდება! -დავუყვირე მას
არ მისმენდა. უბრალოდ ხელებს გიჟივით იქნევდა. თითქოს ჭკუიდან შეიშალაო... ყელშიც რამდენჯერმე წაუჭირა
-როგორ გაბედე! საერთოდ ესე როგორ დაკარგე ადამიანობა. რა გეგონა?! ჩემ ქეთის შეურაცხყოფა მიაყენე? არაკაცი ხარ!!!-ხელებიდან სისხლი მოსდიოდა. გიორგი საერთოდ ვერაფერს ახერხებდა. უბრალოდ ეგდო თვალებგახელილი.
-მორჩა ყველაფერი! -დავუყვირე მას. ეზოში შემომავალი პოლიციის მანქანის ხმაც ვერ აჩერებდა. ალბათ მეზობელმა გამოიძახა. მის სიბრაზეს ვერაფერი შველოდა. ფეხებსაც მთელი ძალით იყენებდა
პოლიციელებმაც ძლივს შეაჩერეს. მთლიანად აწითლებულიყო.
-რა გეგონა! ესე როგორ დაეშვი. ქალზე ძალის გამოყენებას ცდილობდი?! თანაც ქეთიზე? მე არ ვიყო დემეტრე მაჩაბელი შენ თუ ეს შეგარჩინო!
-დამშვიდდით! -ერთერთი ფორმიანი უყვიროდა. მხრებით იჭერდნენ. ბოლოს ბორკილები დაადეს
-კიდევ ერთხელ შეეხები ან გაეკარები ჩემს მომავალ ცოლს და ჩემი გარდაცვლილი ძმის, თორნიკეს სულს ვფიცავარ ჩემი ხელით გაითხრება შენთვის განკუთვნილი საფლავი! -ამით დაამთავრა თავისი სიბრაზე -არ გაცოცხლებ! -დაამატა ბოლოს
-აუცილებლად უნდა წამოგვყვეთ. -მანქანაში ჩასვეს დემეტრე
-შენ არ ინერვიულო! -მომაძახა მან.
-შეიძლება მეც წამოვიდე? -ერთერთს მივმართე
-უკან გამოგვყევით. დაკითხვისთვის აუცილებელია განყოფილებაში თქვენი წამოსვლა.
სასწრაფო ძირს დაგდებულ ჩიქოვანთან მივიდა. მე დემეტრეს მანქანაში ჩავჯექი და პოლიციის მანქნას, რომელიც უკვე დაძრული იყო, უკან გავყევი.
მთელი გზა უკან მივყვებოდი
სულ ცუდის მოლოდინში ვიყავი. ყველაფრის ცუდად დამთავრების შემეშინდა. თანაც ეს ყველაფერი ცუდად ჩემს გამო თუ დამთავრდებოდა... მალევე მივედით განყოფილებაში.
-თვითონ შევალ რა! -დაიწუწუნა დემეტრემ როცა მანქანიდან გადმოიყვანეს ბორკილებით და ხელები ჩაავლეს.
რამოდენიმე საათს გაგრძელდა მთელი დაკთხვის პროცესი. ჯერ დემე დაკითხეს შემდეგ მე.
-შეგიძლიათ მოგვიყვეთ... -მთხოვეს
-რა მოვყვე?! -ცივად ვთხოვე გამეორება
-რაც იქ მოხდა, ქალბატონო ქეთევან! -გამარკვია
-ქეთი! -წარბები შევკარი
-უკაცრავად? -ჩემი ნათქვამი გაუკვირდა
-ქეთი მქვია, და არა ქეთევანი! -მოკლედ და კონკრეტულად ვპასუხობდი. ჩემთვის ასე იყო საჭირო
-გასაგებია! გთხოვთ, დაიწყოთ... -თავაზიანად მომმართავდა
-ვის დებთ ბრალს და რაში... მაინტერესებს. -მკაცრი გამომეტყველება სახიდან მოვიშორე, რადგან ჩემთვის პასუხი გაეცა
-რა აუცილებელია საქმის ვითარება გაგაცნოთ? -ირონიულად ჩაეღიმა
-მეც იქ ვიყავი! -ისევ შევუბღვირე. გაღიზიანება მეტყობოდა
-დემეტრე მაჩაბელი გიორგი ჩიქოვანს ფიზიკური დაპირისპირებით გაუსწორდა! ხომ ხვდებით რა სისასტიკეც იყო... მის ჩვენებას ველოდებით. სასწრაფომ წაიყვანა და ახლა საავადმყოფოშია. სიკვდილამდე მიიყვანეს. ხვდებით ალბათ ვის წინააღმდეგ წარიმართება ეს საქმე! თქვენი მოსაზრებაც გვაინტერესებს! -გორგოლაჭებიანი სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და წყალი მოსვა
-უმიზეზოდ ხომ არ სცემდა?! -ხმას ავუწიე
-ტონი აკონტროლეთ, თუშეიძლება! - მშვიდად მომმართა
-გასაგებია! შემდეგ? -თავადაც მივხვდი სულელურ კიტხვებს რომ ვსვამდი
-ქალბატონო ქეთევან... ქეთი, აქ ჩვენ ვართ ისინი ,ვინც ამ საქმეს იძიებენ და არა თქვენ! ყველანაირ წესს და კანონს არღვევს წვრილმანების თქვენთან განხილვა. უნდა განვიხილოთ თქვენი, როგორც მოწმის, დამნაშავისა და დაზარალებულის ნათქვამი. ამიტომ გთხოვთ, ნუ გვავალდებულებთ გაგცეთ პასუხები კითხვებზე, რომელიც არგეხებათ თქვენ! -მტკიცედ ჩამომიყალიბა
-ბოდიშით... -თავი დავხარე და უხეშობა გადავიფიქრე
-ნუ იხდით ბოდიშს, უბრალოდ მოყევით ის, რასაც შეესწარით და რაც იქ მოხდა. როგორც ჩვენთვის ნაცნობია დემეტრე მაჩაბელი თქვენი შეყვარებულია. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? -ისევ მიეყრდნო საზურგეს
-მოკლედ, ტყუილად არ უცემია...
-გისმენთ!
-გიორგის შევხვდი ერთ ადგილას, ჩემი ძველი შეყვარებული იყო, სახლამდე მომაცილა, შემდეგ... -სათქმელის დასრულება არ დამცალდა კარზე რომ დააკაკუნეს.
-შეიძლება? -ერთერთი შემოვიდა, ვინც ამ საქმეს თვალყურს ადევნებდა. როგორც ერთი-ორჯერ მოვკარი ყური მის სახელს, ნიკა ერქვა. 30 წელს იქნებოდა გადაცილებული. მკაცრი გამომეტყველებით, წარბშეკრული დადიოდა. ეტყობოდა რომ ძალიან სერიოზული პიროვნებაა. ან უბრალოდ სამსახურშია ასეთი
-გისმენ ნიკა!
-ორი გავუშვით საავადმყოფოში, იმ ბიჭთან, ვისზეც ფიზიკური დაპირისპირება განხორციელდა. -თვალები გადაატრიალა
-მერე? -გაგრძელება მოთხოვა. ისედაც გააგრძელებდა, მას რომ არ ეთქვა მაგრამ ესეთი შეკითხვები მეც მაქვს ჩვევად. ამიტომ არ მიკვირს
-არ იჩივლა -მხრები აიჩეჩა. თვალები გამიფართოვდა და მაშინვე მისკენ შევტრიალდი
-ეგ როგორ? -გაუკვირდა, ისევე როგორც მე
-არ აპირებს საჩივრის შეტანას. ძმაკაცები ვართო... უბრალოდ პატარა უთანხმოება მოგვივიდა და მეტი არაფერიო.
-ადასტურებთ? -მე შემომიბრუნდა ის უფროსი
-დიახ! -დაბნეულმა, რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე
-არაფრის თქმას არაპირებთ? -გიორგის ამ ქმედებით იმდენად ვიყავი გაოცებული და გაკვირვებული რომ ამკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემეძლო
-არა... -თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. ყველაფრის გამწვავებას გაჩუმება ვამჯობინე
-ანუ ზუსტად ასე იყო ყველაფერი? -ჩამაცივდა
-დიახ! -მოკლედ ვუპასუხე
-მუქარა შეინიშნებოდა თურმე მაჩაბელის მხრიდან, ამაზე რაღას იტყვით? -გული ამიჩქარდა რადგან ვიფიქრე უარესობისკენ მიდიოდა ყველაფერი
-ორივეს მოვწონვარ, დემეტრესაც და გიორგისაც, კარგად იცნობენ ერთმანეთს, უბრალოდ შელაპარაკება იყო. მაჩაბელი გაბრაზდა და რამოდენიმეჯერ დაარტყა.
-რამოდენიმეჯერ? საავადმყოფოში წაიყვანეს -გაკვირვებულმა ჩაიცინა
-არაფერი მომხდარა! -ოდნავ მაღალი ხმა გამოვიყენე -არც გიორგი ჩივის, არც დემეტრე და არც მე! აქ დამთავრდა ყველაფერი.
-კარგით. თავისუფალი ბრძანდებით, შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩვენების მიცემა დასრულდა.
ფეხზე ავდექი და ნიკას გვერდი ავუარე.
-ნახვამდის! -თავი შევატრიალე და ორივეს დავემშვიდობე
-კარგად ბრძანდებოდეთ! -მოვისმინე და კაბინეტიდან გამოვედი
-გაუშვით მაჩაბელი. -უფროსის ხმა გავიგონე გამოსვლის დროს. იმ ბიჭსმიმართავდა როგორც ჩანს
დერეფანში დაველოდე დემეს და როცა გამოვიდა შევეგებე. ჩახუტება დავაპირე, ჩემდაუნებურად მაგრამ მაინცდამაინც დიდი სითბო ვერ ვიგრძენი მისგან, ამიტომ მალევე გადავიფიქრე. არადა ხელების გაშლას ვაპირებდი. წავიწიე კიდეც მისკენნ. მისალმებას უფრო გავდა ვიდრე თბილად შეხვედრას. გასასვლელისკენ წამოვედით. ხმას ვერ ვიღებდი. ხელი მხარზე დამადო, ოღონდ მსუბუქად. მეგონა მიმიხუტებდა.
-როგორ ხარ? -ფრთხილად მივმართე. იმედიანადაც.
-ნორმალურად. -წამით გამომხედა. ალბათ სითბოს ვერ გამოხატავდა და ამიტომაც გაიხედა მალევე. უხეშობა რომ არ გამოსვლოდა.
-საკანში იყავი? -ნახევრად შეტრიალებული ვიყავი მისკენ
-სად ვიქნებოდი აბა... -ისევ გამომხედა, ოღონდ ამჯერად უფრო ცოტა ხნით. მხარზე მსუბუქად დადებული ხელიც მომაშორა და მზერაც. გაყინული იყო. თვალებიც გაყინული ჰქონდა და თვითონაც გაყინული იყო
-გასაგებია! -ვუთხარი და მანქანაში ჩავსხედით
-სახლამდე მიგიყვან და მერე წავალ მე. -მანქანის დაძვრის შემდეგ თქვა
-არშეწუხდე. -თავი დავხარე -ჩემით მივალ თუ არ გცალია
-მიგიყვან და წავალ! -წარბები აზიდა
-კარგი ჰო...
-შენ რა ქენი? რატომ გამომიშვეს, ვერ მივხვდი. -მხრები აიჩეჩა
-თურმე გიორგის არ შეუტანია საჩივარი. არ გიჩივის.. -სახით მისკენ შევტრიალდი. მონდომებით დავიწყე ლაპარაკი
-მოიცა, რატო? -წინა საქარე მინის მიღმა გახედა ცისფერ ცაზე მდებარე ქათქათა ღრუბლებს
-რავიცი... ასე უთქვამს მეგობრები ვართ მე და მაჩაბელი და უბრალოდ შელაპარაკება იყოო... -თმა გავისწორე
-მერე შენ? უჩივლე ხო? -თავი დაიქნია
-... -ხმას არ ვიღებდი. მივხვდი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მოვიქეცი
-ქეთი! -დაჟინებით მომაცქერდა შუქნიშანზე გაჩერების დროს.
-არ მიჩივლია -მორცხვად ვთქვი. თვალებში ვერ ჩახედე
-რა ქენი? -წარბები შეკრა და განცვიფრებულმა შემომხედა
-რა ვქენი... -დავიბენი და ავღელდი -არ ვუჩივლე დემე.
-აუ რაა! -საჭეს ხელი დაარტყა. სიბრაზე ემჩნეოდა. უფროსწორად... სიბრაზისგან აივსო. ისე მძიმედ დაარტყა ხელი რომშემეშინდა -კაი ბოდიში... -არც შეომხედა ისეგამისწორა თმა ყურთან
-რა იყო ვერ ვხვდები -მხრები ავიჩეჩე
-რას ქვია რა იყო ქეთი? ვერ ხვდები? -გამწარებულმა შემომხედა
-ვერა! რა დაშავდა ამით? არ ვუჩივლე იმიტომ რომ არც მან გიჩივლა. არ იცი რომ ეს საქმე უფრო უარესობისკენ წავიდოდა? -ტონს ავუწიე.
-რაღაც აქვს ჩაფიქრებული ალბათ და იმიტომაც არ შეიტანა საჩივარი. მე უნდა გეუბნებოდე ამას? -ისიც ამყვა ხმამაღლა საუბარში
-რა სისულელა!
-აუ შენ მართლა სულელი ხარ რა.. რა ბავშვივით იქცევი გოგო! -მანქანა დაძრა
-გააჩერე სადმე მანქანა და გადავალ რა. ჩემით წავალ სახლში და წადი იქ სადაც საქმე გაქვს! -მანქანის კარისკენ წავიღე ხელი.
-არ გადახვალ! საქმე არ მაქვს. ამიტომ იჯექი მშვიდად... -ხმა დაარბილა
-აბა რა უნდა გამეკეთებინა? -ისევ იმ თემას მივუბრუნდი
-რა და უნდა გეჩივლა ქეთი! -მანაც არ აიცილა თავიდან ეს საუბარი
-რატომ? -ცალი წარბის აწევით მივმართე
-ძალას იყენებდა შენზე, რას ქვია რატომ?! -ძარღვები დაეჭიმა სიბრაზისგან
-ამ შემთხვევაში შენც გიჩივლებდა და დაგიჭერდნენ დემეტრე!
-დავეჭირე მერე დიდი ამბავი... ამის გამო უნდა მიგეცა სწორედ საშუალება რომ შენი შეურაცხყოფა შერჩენოდა? -კიდევ ერთხელ დაარტყა საჭეს ხელი
-დამშვიდდი რა ძალიან გთხოვ! -მეც მაღიზიანებდა მისი ასეთი ლაპარაკი. ამიტომ კი არ ვთხოვე, მოვთხოვე რომ გაჩერებულიყო.
-დავმშვიდდე და ეხლა შეიძლება ნებისმიერ დროს დაგადგეს თავზე არა? არ მიჩივლა მართალია, იმიტომ რომ იცოდა შენც უჩივლებდი. ჰოდა მერე? მეც დამიჭერდნენ, იმასაც და იჯდებოდი მშვენივრად სახლში! -დაასკვნა მან
-რა მშვიდად, ნორმალური ხარ?
-ჰოო, ნორმალური ვარ. სხვათაშორის შეიძლება არც დავეჭირე. გასამართლებელი მტკიცებულება მქონდა. ვიტყოდი როგორ დავინახე რომ ჩემს შეყვარებულზე ცდილობდა ძალის გამოყენებას და შენს დასაცავად მივედი და მთელი ძალით ვურტყი! პრობლემაა რამე? -კამათს კი არა ჩხუბს გავდა შვენი ლაპარაკი
-მერე შენს შეყვარებულს ასე უნდა უყვირო? -წავიბუზღუნე. მეც დავუყვირე ამწამს
-საერთოდ იცი რაა? მე კი არა შენ არ ხარ ნორმალური. -თქვა და მანქანა ჩემი სახლის ეზოში გააჩერა. ჯერ თვითონ გადავიდა მერე მე.
-რატომ?! -დაჟინებით მივაცქერდი როცა ერთმანეთის პირისპირ დავდექით
-საერთოდ რა გააკეთე ხვდები? რა სისულელე გააკეთე იცი? -თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი
-რა გავაკეთე, გამარკვიე აბა! -ისტერიულად ჩამეცინა
-ეხლა მე რო წავიდე ჩემს ყოფილ ცოლთან, ლანასთან და ბარში ერთად დავთვრეთ მოგეწონება? კმაყოფილი იქნები?
-რატო... სადაც ერთხელ დალიეთ და ერთად დაწექით, იქაც მეორედ! -მთელი ბრაზი ამოვუშვი. ღიმილიც დავაყოლე. ირონიული თან. ხელებით ველაპარაკებოდი. ასეთი ჩვევა მაქვს ვინმესთან კამათის დროს
-ძველ თემას უბრუნდები გოგო?! -სადაცაა შუბლის ძარღვი გაუსკდებოდა
-რა შუაშია ეგ! უბრალოდ განვიხილავ მსგავს თემას... -ვუპასუხე
-თურმე ეს სათქმელი დიდხანს გქონია. არმეგონა ისევ თუ იყო ჩვენს ურთიერთობაში ეს საკითხი განსახილველად. რატომღაც მეგონა ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ.
-არის კიდეც ასე. უბრალოდ უნდა ითქვას ის, რაც რაც ამ დროს სათქმელია! -მტკიცედ ვუთხარი
-მაინც არ მესმის, იმ არაკაცს როგორ გამოყევი გოგო. როგორ დალიე მასთან. რა ვისკი და არაყი აგიტყდა. რა საქციელია ეს...
-ეხლა იცი რას გეტყვი? ტონს დაუწიე რა! მთელმა ქუჩამ გაიგო აქ რაზეც ვლაპარაკობთ.
-ფეხებზე ! -თავი გააქნია
-წესიერად ილაპარაკე დემეტრე! -მისი ხმა სიმშვიდით გადავფარე
-როგორ მიეცი იმ ნაძირალას საშუალება ამის სურვილი გასჩენოდა? როგორ დალიე მასთან ერთად, როგორ დათანხმდი რომ გაეცილებინე და საერთოდ როგორ დაუშვი რომ შეურაცხყოფა მოეყენებინა -მოუსვენრად იყო. ვერ ჩერდებოდა ერთადგილას
-იცი რამიკვირს? იმას კი არ მეკითხები როგორ ვარ და რამე ხომ არ მიჭირს. პირდაპირ იერიშითა და ჩხუბით გადმოდიხარ ჩემკენ. -წყენით ჩამეღიმა.
-მადლობა ღმერთს დროზე მოგისწარი..
-მართლაც რომ ასეა... -დავეთანხმე. თუმცა ეს კამათს არ ასრულებდა
-წავიდე და შევიტანო საჩივარი? -მისი სურვილის გათვალისწინება ვცადე
-ახლა რაღადროსია. შედი სახლში და ფრთხილად იყავი.
-დემეტრე მისმინე -მშვიდად მივმართე. ვეცადე ჩემი მოთმინების ფიალა არ დაცლილიყო. -ხომ იცი არაფერი მომხდარა ჩემსა და გიორგის შორის. უბრალოდ დავლიეთ. გამომაცილა და მერე ზედმეტი მოუვიდა. -დარწმუნებას ვცდილობდი
-ზედმეტი? რა იოლად ლაპარაკობ. ესეთი უმნიშვნელოა შენთვის? მეტი რაღა უნდა მომხდარიყო. ხედავ რომ ახლაც არ ხარ ფხიზელი? იქნებ კიდევ ორი ჭიქაც დაგელია მასთან ერთად და მერე მომხდარიყო შენი სურვილით ის რაც მას ძალის გამოყენებით სურდა! -სიმწრის ღიმილი სახეზე მიიხატა. კბილებში გამოსცრა
ამდროს მთლიანად გავშრი. ჩემი მარჯვენა ხელი მის ლოყაზე დაეტყო. სილა გავარტყი და რატომღაც არც ვნანობ ამას.
-დიდი მადლობა დემეტრე... ძალიან დიდი მადლობა! -ვუთხარი და სახლისკენ სწრაფად წავედი.
-ქეთი კარგი რა... -მეძახდა მაგან წამითაც კი არ მიფიქრია რომ უნდა შევტრიალებულიყავი -რა ბავშვივით იქცევი! -მანქანისკენ გატრიალდა
სახლის კარი შევაღე და მძიმედ მივაჯახუნე. დედაჩემის სიცოცხლეში ნაჩუქარი ვაზა რომელიც მისაღებ ოთახში, დიდი მაგიდის შუაგულში იდგა ხელში ავიღე, მიმართულების განუსაზღვრელად მოვისროლე, რის შედეგადაც ჩემი და დემეტრეს სურათი დაიმსხვრა. თითქოს ჩვენს ურთიერთობასაც ასე დაემართა. უბრალოდ დაიმსხვრა და მორჩა!
ფანჯრიდან გავიხედე წამით შეუმჩნევლად და დავინახე როგორი გამწარებული იყო როცა მანქანაში ჩაჯდა. არ მეგონა ოდესმე მას ხელს თუ გავარტყამდი. იმდენად გამაღიზიანა აბა რა იქნება... დედაჩემის ნაჩუქარ ვაზას ასე თუ გავტეხდი რას ვიფიქრებდი. საერთოდ დემეტრეზე ასე თუ გავბრაზდებოდი როგორ წარმოვიდგენდი. მთელი ღამე მეძინა, ოღონდ თვალგახელილს. ერთი რამ მიტრიალებდა გონებაში. ჩემსა და მაჩაბელს შორის ალბათ "ჩვენ" აღარ არსებობს. არც კი ვიცი რა ვიფიქრო. როგორ უნდა დავმშვიდდე ისიც არ ვიცი
გამთენიისას ჩამეძინა. მაგრამ 9 საათი ხდებოდა სუსხმა რომ გამაღვიძა. ისე ვიყავი წამოწოლილი არაფერი მეფარა. ფანჯარაც ღია იყო. თან ჩემი საძინებელი ისეთ ადგილასაა მთელი ცუდი ამინდი მე უნდა შევიგრძნო. თვალები მქონდა დახუჭული ცივი ჰაერი სახეზე რომ მომხვდა. ხელებიც გამეყინა. საერთოდ სიცივეს ვერ ვიტან. არ მცივა ხოლმე, მაგრამ მაინც ვერ ვიტან. მზე მირჩევნია. საერთოდ მზე ყველაფერს მირჩევნია. ქარიც არ მიყვარს. არც წვიმა. თოვლი მომწონს... აი ისეთი თან რომ თბილა და თან რომ თოვს. ბავშვობაში მე და მარიამი ვგიჟდებოდით თოვლზე. ჩვენს ბავშვობაში მუხლებამდე იყო. აბა ახლა როგორცაა, ზედაპირებზე ისე კი არა. ატალახებულია და გარეთ გასვლის სურვილიც არ გაქვს. ერთი ორჯერ თუ მოვა ნორმალურად თოვლი და მარილს აყრიან. მეორე დღეს საშინელებაა, ის რასაც ფანჯრიდან გახედვის დროს დაინახავ. სულ თავიდან, მე და მარიამი გვერდი-გვერდ სახლებში ვცხოვრობდით. ჩვენ და მთელი უბნის ბავშვები თოვლის დროს სულ გარეთ ვიყავით. წამაქცევდნენ და გუნდებს მაყრიდნენ, კარგად მახსოვს. რამდენთან ვმეგობრობდი. ახლაც იგივე სამეგობრო რომ გვქონდეს, მშობლებიც რომ ისევ მყავდეს რა ბედნიერი ვიქნებოდი არა? დემეტრესთან ისევ ისეთი ურთიერთობა რომ მქონდეს როგორც სულ თავიდან... ღმერთოჩემო. რაზე ვლაპარაკობ. საიდან სად წავედი არა? უბრალო ამინდიდან წარსულს გავყევი და ყველაფერი გავიხსენე. ნეტავ რაიმის დაბრუნება და შეცვლა მაინც შემეძლოს.
-დილამშვიდობისა! -დემეტრეს ზარმა გამომაფხიზლა წარსულის ფიქრებიდან. მაშინვე ვუპასუხე როგორც კი დარეკა. მერე ვინანე კიდეც... ალბათ ჩვევაში მაქვს გადაზრდილი მისი ნომრის დანახვისას გულის აჩქარება. ინსტიქტურად ვუპასუხე. შეიძლება ითქვას გაღვიძებისთანავე იმიტომაც დავაცქერდი ტელეფონის ეკრანს რომ მის ზარს ველოდებოდი.
-გამარჯობა -თბილად არ მივსალმებივარ? -ალბათ იმიტომ რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ
-როგორ ხარ? -უმნიშვნელოდ მკითხა. შეიძლება არც აინტერესებდა და უბრალოდ ისე მკითხა, როგორც ჩვეულებრივი ორი ადამიანი იქცევა ტელეფონზე საუბრისას. ზუსტად ასეთი არაა ჩვეულებრივი დიალოგი? მისალმება და მოკითხვა. ამდროს ცოტა ინტერესი ხომ მაინც უნდა გამოიხატებოდეს არა? ზრდილობის გამო.
-არამიშავს... შენ? -მიკვირდა რომ არ ვუთიშავდი. თითქმის უკვე იმ დასკვნამდე მივედი რომ დავშორდით გუშინდელი დღის გამო
-რავიცი... -გაღიმებას ცდილობდა ალბათ. ამ დროს სულ ასეთი ხმა აქვს. ზეპირად ვიცი, როდის როგორ. -ახლა რას აკეთებ?
-რა გინდა დემე? -აი გამოვაჩინე ჩემი პირქუშობაც -ისე მისვამ ამ შეკითხვებს თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს პასუხს. თითქოს მართლა გაინტერესებდეს. თითქოს და არაფერი მომხდარა გუშინ! -ტონს ნელნელა ვუწევდი -ლოგინზე ვზივარ და უბრალოდ შენ გელაპარაკები, მერე? კიდევ რამეზე უნდა გიპასუხო?
-რა იყო ქეთი, დაგირეკე და მოგიკითხე. ასე არ ვიქცევი ხოლმე ყოველდღე? რამეს ვაშავებ?
-ახლა არაფერს, იცი შენ როდის დააშავე
-როდის? -დაჟინებით მკითხა
-ნუმასულელებ... და თავსაც ნუ ისულელებ, გთხოვ. შენ ეჭვი შეგეპარა ჩემში. რას წარმოვიდგენდი ამას თუ იფიქრებდი. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასე გგონებოდა. რა ამბავი ატეხე ბარში უბრალოდ დალევის გამო... -მართლა ვსაყვედურობდი.
-როგორი ადვილია შენთვის თურმე ამის თქმა -ჩაეცინა. ტელეფონშიც გავიგე ეს -უბრალო დალევას ეძახი გოგო ამას? -მსუბუქად დაიყვირა -ეს უბრალოდ რამ გგონია? კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრა რომ ოდნავ ზედმეტიც რომ დაგელია ქეთი ახვლედიანო რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. რაღაც ძალიან ცუდი. ის რაც ერთ დროს მე დამემართა. -მტკიცედ გამოთქვამდა თავის აზრს
-რატომ გგონია რომ თავს ვერ გავაკონტროლებდი? -ნამდვილად შევეკამათე. ალბათ ჩვენი ჩხუბი ახლიდან დაიწყო.
-დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინაც ვერ აკონტროლებდი თავს, გაცილებაზე რომ დათანხმდი.
-მაგას როგორ ამბობ?! -გაკვირვებული ვიყავი
-თითქოს ტყუილი იყოს... გასაგებია რომ შენც არ გინდოდა მასთან ასეთი რამ მაგრამ იმდენი არ უნდა დაგელია, რომ ამის საშუალება მისცემოდა. არ აქვს მნიშვნელობა ქეთი 1 ჭიქა იყო, 2 თუ საერთოდ 10... იმ არაკაცთან ერთად დალიე, დათვერი და მერე კარგად იცი რაც მოხდა. ან თავი როგორ უნდა გაიმართლო ან გიორგი, არ მესმის. მხოლოდ იმას დავასკვნი, რომ არასწორად მოიქეცი. არ განგსჯი, და არც შენს საქციელს განვკიცხავ. უბრალოდ მინდა გითხრა რომ არ ჰგავდა ეს შენს საქციელს. ესეთი ქეთი ახვლედიანი არ ვიცი მე! მე სულ სხვანაირს გიცნობ. დალიე, რამდენიც გინდა იმდენი დალიე, ოღონდ იმ არაკაც ჩიქოვანთან და კიდევ მისნაირებთან ერთად არა!
-დაამთავრე?! -თითქოს მის ნათქვამს ჩემთვის საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. არადა გულში ღრმად ჩამწვდა. აბლათ პასუხი იმიტომ ვერ გავეცი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
-დავამთავრე! -წარბი შეეხრა ალბათ
-რაღაცის კითხვა მინდა. -დავიწყე და მის პასუხს არც დაველოდე ისე განვაგრძე -ასე უცბად ჩემს სახლთან როგორ გაჩნდი როცა ჩიქოვანი რაღაცას აპირებდა? ესე მხოლოდ ფილმებში ხდება ხოლმე. მეეჭვება ჰოლივუდში ვიყოთ. -ისე ვუთხარი თითქოს ეს თვითონ არ იცოდა. ჩემს სულელურობას საზღვარი არ ჰქონდა. ეს კითხვა აუცილებლად უნდა დამესვა. ჩემი ინტერესი რომ დამეკმაყოფილებინა.
-რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას?! -კითხვაშემომიბრუნა. თუმცა ეს კითხვას არ ჰგავდა.
-მითხარი, რა! -წავიბუზღუნე. არადა წესით მასთან ეს ტონი არ უნდა გამომეყენებინა. აზრი აღარ ჰქონდა. "ჩვენ" ხომ ისედაც დამთავრების ზღვარზე იყო
-კარგი რა... მოგწერე მიყვარხარ მეთქი. მომენატრე თქო... შენც იგივეთი მიპასუხე და გეგონა სახლში გავჩერდებოდი? კარგად მიცნობ შენ მე და როგორ ფიქრობ უმოქმედოდ ვიჯდებოდი? ტყუილად კი არ მიყვარხარ! -ამის მოსმენისას ჩემს გულს მძიმე ლოდი დააწვა. არ მოველოდი ამას და ალბათ იმიტომ.
-გასაგებია!-მხოლოდ ამ სიტყვის თქმა შემეძლო
-ჰო -უაზროდ დამეთანხმა. რა საჭირო იყო ვერ მივხვდი
-გავთიშო? -მოულოდნელად და გაუცნობიერებლად ვკითხე
-მე, თვითონ გავთიშავ! -თქვა და ასეც მოიქცა.მაშინვე ამ პასუხმა უფრო გამაკვირვა ვიდრე ჩემმა დაუფიქრებელმა შეკითხვამ
-როგორც გინდა... ნახვამდის -ჩემთვის ვთქვი. აბა თვითონ ვეღარ გაიგებდა, ან რა აზრი ჰქონდა, უკვე გათიშული ჰქონდა.
მაშინვე სხვა ნომერი ავკრიფე. დიდხანს რომ არ დამირეკავს, სწორედ იქ დავრეკე. ვისაც დიდხანს არ დავლაპარაკებივარ, სწორედ მასთან ლაპარაკი გადავწყვიტე.
-ქეთო! -თბილი მომმართვით მომმართა რამაც დიდი ტკივილი სულ ცოტახნით მაინც დამავიწყა
-დაჩი! -ასევე თბილად შევეგებე მის პასუხს.
-როგორ ხარ?! -მონატრებული იყო, ჩანდა.
-არვიცი. შენ? -გაურკვეველ პასუხს ვცემ კითხვაზე და საძინებელი ოთახიდან გავდივარ ქვემოთ, პირვლი სართულის კიბეებზე სირბილით ჩავდივარ.
-როგორ თუ არ იცი? -დაიბნა -მე ნორმალურად.
-რავიცი... რაღაცეები მოხდა რა -პირდაპირ არ დამიწყია ამ თემაზე საუბარი. არ მეგონა ისეთ რამეზე მელაპარაკა მასთან რაც არ აინტერესებდა. ამიტომ გადავწყვიტე მისი კითხვების შემდეგ მეპასუხა
-მაინც? რამე ცუდია? არ დამიმალო... -თხოვნას უფრო გავდა ბოლო ფრაზას
-კარგი, რა იყო. ისეთი არაფერია. ნუ ღელავ. -დავარმწუნე და სარკესთან დავდექი. ჩემი გრძელი თმა ნაზად ჩამოვივარცხნე
-მომიყევი მაშინ. -მიმითითა -ნუ თუ საჭიროდ არ თვლი რომ რამე მომიყვე მაშინნ კარგი... -მოიღუშა ალბათ. მისი ხმა ასეთი ჩანდა
-არა რასამბობ. მოგიყვები! -სწრაფად ვუთხარი
-ჰოდა, დღეს გცალია? -დაჟინებით მეკითხება
-არ მითხრა რომ უნდა შემხვდე -მოუთმენელმა სიხარულმა შემიპყრო.
-აბა რა უნდა ვქნა... დღეს, 12 საათზე კაფე "პიანოსთან" მოხვალ? ტაბიძეზეა. იტალიური სამზარეულო.. თუ გინდა სხვა ადგილი იყოს.
-ვიცი ვიცი... არ ვყოფილვარ მანდ. მაგრამ ვიცი რომ ძალიან კარგია ამიტომ თანახმა ვარ. -თვალები გამიბრწყინდა როცა გავიგე მისი ნახვა შემეძლო.
-ჰოდა ძალიან კარგი. -მასაც ძალიან გაუხარდა
-ისე... ამ ამბის გამო არ იწვალო თუ არ გცალია ან რამე...
-კაი რა ქეთო. ისედაც იმის მერე არ მინახიხარ რაც კახეთიდან წამოვედი. მართალია ბევრი საქმეები მაქვს ხოლმე, მაგრამ დღეს რატომღაც მცალია... ჰოდა ნუ დამაკარგვინებ ამ დროს ტყუილად. ვნახოთ ერთმანეთი და ვილაპარაკოთ. თან რა მაგრად მომენატრე შენ ხო არ იცი...
-მშვენიერია. 12 ზე "პიანოსთან" ვიქნები. შენ არ დააგვიანო... -დავიწუწუნე
-რა სისულელეა. როდის იყო მე ვაგვიანებდი... ხომ იცი რა პუნქტუალური ბიჭი ვარ! -ამაყად თქვა და ჩაიცინა. მეც გამეცინა
-რავიცი... ჯერ არ მომცემია საშუალება, ეგ რომ გამეგო. -ჩავიხითხითე
-დღეს გაიგებ.
-კარგი წავედი.. მივალაგებ სახლს. გუშინ გვიან მოვედი სახლში და ნეტა იცოდე რადღეშია აქაურობა -მისაღები ოთახი შევათვალიერე და გადაღლილმა ვთქვი
-კარგი დროებით! -დამემშვიდობა და გათიშა
სადილი მოვამზადე, სახლი მივალაგე და მერე გავემზადე კაფეში წასასვლელად. როცა გავაცნობიერე საქმე რრომ არაფერი მქონდა უბრალოდ დივანზე მოხერხებულად ჩამოვჯექი და 12 ის ნახევარს დაველოდე სახლიდან რომ გავსულიყავი. ტელევიზორის წინ ვიჯექი მაგრამ ყურადღება სულ სხვარამისკენ იყო გონებაში. დემეზე ვფიქრობდი, ოღონდ ჩემდაუნებურად.
როცა საათს კიდევ ერთხელ გავხედე და მივხვდი რომ წასვლის დრო იყო ფეხზე ავდექი, ფეხსაცმელები ჩავიცვი, ტყავის კურტკა შემოვიცვი და სარკეში კიდევ ერთხელ ავღვიქვი ჩემი გამოსახულება. თმა გაშლილი დავტოვე და რამდენჯერმე გავისწორე, მაგრამ როცა მივხვდი რომ ასეთ ქარში აზრი არ ჰქონდა თმის გაშლას, მაღლა ავწიე და შევკარი. მაგრად მოვუჭირე.
საათი მაჯაზე მოვირგე, სახლი შევამოწმე, რამე ხომ არ დამრჩა ჩართული და გასვლა დავაპირე. კარი გავაღე მაგრამ ისეთი სასტიკი სიცივე მომხვდა სახეზე და მოშიშვლებულ ყელზე, რომ შევწუხდი. შიგნით შევბრუნდი და ლურჯი შარფი მოვიხვიე. მე რომ მიყვარს ის შარფი... დემემ მაჩუქა 3 წლის წინ. ჩემი საყვარელი ფერია. ძალიან მუქი ლურჯი. აი ღამის ფერია... დაბლა რომ ლამპიონები ანათებს და ცას რომ ახედავ და მისი განათებული სიმუქე რომ გსიამოვნებს. როგორ ვიცი ხოლმე ამ გარემოებების აღწერა. დაწვრილებით ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ მაინც ასე გამომდის. ძირითადად იმაზე მეტს ვწერ ვიდრე ვლაპარაკობ. დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არადა როცა თავისუფალი დრო მქონდა სულ კალამი და ფურცელი მეჭირა ხელში. რა... ახლაც ხო ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. მაგრამ სიტყვაც არ დამიწერია. იმიტომ რომ მე კი არა, ჩემი გონებაა გადატვირთული. სხვანაირად ვერც იქნება და... ჩემს გონებას არ სცალია რამე ისეთი მოიფიქროს, რაც დასაწერად ღირს. დაკავებულია და მხოლოდ დემეტრეზეა გადართული. დემეტრეზე და ჩემზე ხომ არ დავწერ არა?
ამჯერად სახლიდან მართლა გავედი. კარი ჩავკეტე, შეშინებულმა. სამსაფეხურიანი კიბე რომ დამთავრდა გულზე რაღაც მძიმე დამაწვა. სისხლის ლაქები დავინახე იქვე ახლოს. ჩიქოვანის სისხლი იყო. აი დემეტრემ რომ მაგრად დაარტყა გუშინ და წარბი გაუხეთქა. ნეკნებში რომ ურტყამდა ეგ ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. წამიერად მინდება რომ იგივე სიტუაცია გამეორდეს. ჩიქოვანისთვის იმის უფლება რომ არ მიმეცა, ეფიქრა, რამე შეეძლო. დემეტრეც აღარაფერს იზამდა. არც პოლიცია ჩაერეოდა, არც სასწრაფო და ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა რა. მაგრამ მერე ის უფრო მექნებოდა სადარდებელი ჩიქოვანი ჩემთან ხშირად რომ მოვიდოდა. ეგ ისეთი ბიჭია, ერთხელ რომ გაუღიმებ მეორედაც მოვა. ერთხელ რომ დაელაპარაები მეორედაც მოუნდება. საერთოდაც, ერთხელ რომ გაიცნობ მერე თავს აღარ დაგანებებს. რაღაცნაირი გადაკიდება იცის. ერთ სიტყვით მაგარი უაზრო პიროვნებაა რა... უსაქმურია და უბრალოდ მამის ფულებითაა განებივრებული. ოდნავი სერიოზულობაც კი არ გააჩნია.
სისხლს თვალი ავარიდე და მანქანამდე კანკალით მივაღწიე. დავქოქე და ეზოს გავცდი. იმ კაფემდე მალევე მივედი. სამი წუთით გადაცდენოდა 12 საათს ამიტომ დიდი სიხარულითა და სისწრაფით გადავედი გაჩერებული მანქანიდან. ჯერ გარედან შევათვალიერე შიგნით მყოფი გარემოება. არაფერი ჩანდა ამიტომ შიგნით შევედი. ვიცოდი რომ დამხვდებოდა. თვითონ არ თქვა პუნქტუალური ვარო? ასეცაა... იქ დამხვდა. მივირბინე მასთან და ჩავეხუტე. თან ფეხისწვერებზე ავიწიე. დაჩი ხომ ჩემზე მაღალია. როგორც კი დამინახა მაშინვე ფეხზე წამოდგა. ძლიერად ჩამეხუტა.
-ვაიმე ქეთი როგორ მომენატრე -ღიმილი ძველებურად უხდებოდა
-სულ არ შეცვლილხარ -აღტაცებულმა წარმოვთქვი
-თვენახევარში რას შევიცვლებოდი გოგო -გავიცინე და მანაც გაიცინა.
-მოიცა მეტი დრო არ გასულა? -დავფიქრდი
-მოიცა მარტში არ წამოვედი იქიდან? შენი დაბადების დღიდან მეორე დღეს. -ისიც დაფიქრდა
-ჰოო, ზუსტად თვენახევარი გამოდის. ახლა აპრილის შუარიცხვებია, მაშინ მარტის დასაწყისი იყო. აღარ მახსოვდა. -ვუთხარი და კიდევ ერთხელ გადავეხვიე, მონატრებულზე.
-რაარის ქეთო საჭმელს საერთოდ არ ჭამ? როგორ ძალიან გამხდარხარ... -შემათვალიერა -ისევ ცეკვავ ხო? -იმედიანად მკითხა
-კიი ვცეკვავ. რა ვქნა ხო იცი მაშინაც როგორი გამხდარი ვიყავი. მე რა გამასუქებს... ჭამითაც ცოტას ვჭამ. ისიც მსუბუქად. -გავუღიმე
-ჰო მაგრამ ესეც არ შეიძლება. ცუდად არ გახდე. მოდი დავსხდეთ. -მაგიდისკენ წავიდა.
-ამ ადგილას აქამდე არ ვყოფილვარ. რა სიმყუდროვეა. -იქაურობას მოვავლე თვალი. მართლაც ძალიან მესიამოვნა. სუნიც ისეთი სასიამოვნო იდგა. ახალგაზრდა წყვილები ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.
-რას შეუკვეთავ? -მომმართა და მიმტანს დაუძახა
-შოკოლადის ნამცხვარს. და რომელიმე წვენს. მეტი არ მინდა არაფერი -თავაზიანად ვუპასუხე
მანაც ნამცხვარი შეუკვეთა და ჩემკენ მოტრიალდა.
-აბა მოყევი რა მოხდა -მკითხა როცა შეკვეთა მოიტანეს
-შენ ისევ შავებში ხარ გამოწყობილი... -ფაქტი დაღონებულმა აღვნიშნე
-აბა გადამივლიდა? ესე უცებ როგორ გაქრებოდა ეს ტკივილი. -ხელები გადააჯვარედინა
-მესმის დაჩი. არც გამტყუნებ. ისედაც ასე უნდა იყოს... -თბილად გავუღიმე
-კარგი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შენ მოყევი რა ხდება -ჩამაცივდა
-მოკლედ... დემეტრეს ძმა გარდაეცვალა, ერთი თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ. მერე, დიდხანს არ მქონდა მასთან ურთიერთობა. ვწერდით ხოლმე, ვლაპარაკობდით ტელეფონზე. მაგრამ არ შევხვედრივართ. ბარში ვიჯექი. ისე, უბრალოდ. ვინ მოვიდა იცი? ჩიქოვანი გახსოვს? აი ეგ... ერთად ვიყოთ ისევო, მომენატრეო, შენთან მინდაო. აფერისტულად რა, ხო ხვდები. მაგას არაფერი აინტერესებს ისედაც. მერე დემეზე ვუთხარი. შეყვარებულები ვართ მეთქი. მერე დასალევი შეუკვეთა. ცოტა დავლიოთო რა. ჯერ უარზე ვიყავი მერე ხო იცი როგორც იციან. რო ჩაგაცივდებიან და თავს არ განებებენ. ვისკი მოიტანა რამოდენიმე ჭიქა დავლიეე და ასე თუ ისე დავთვერი. თავს ჩვეულებრივ ვაკონტროლებდი. მაგრამ ის ჩემზე მაგრად დათვრა. გინდა თუარა გაგაცილებ. შენით ვერ წახვალო. საჭესთან ამ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ დავჯდებოდი. ამიტომაც სხვა გზა რომ აღარ მქონდა დავთანხმდი გაცილებაზე.
-მერე? -შემაწყვეტინა და გაგრძელება მომტხოვა. კახეთშიც ესე იქცეოდა. თან არც მაღიზიანებს. ალბათ იმის იმპროვიზირებას ახდენს ამ სიტყვით, თუ როგორ მისმენს.
-ნუ მერე ბარბაცით მივაღწიეთ ჩემსახლამდე და მერე ზედმეტი მოუვიდა. ახლოს იწეოდა. შენთან მინდაო, ესაო ისაო, ძალას იყენებდა მოკლედ რა. მერე დემე მოვარდა. ძირს დააგდო და ურტყამდა. მთელი ძალით... წარბი გაუხეთქა, ტუჩიც. მერე ნეკნებში ურტყამდა ფეხს. მუცელშიც რამდენჯერმე დაარტყა. გიორგიმაც ერთი ორჯერ იხელთა დრო მაგრამ ისე მაგრად დასუსტდა რო ვერაფერი შეძლო. პოლიცია გამოუძახებია მეზობელს. სასწრაფომ გიორგი წაიყვანა. მე პატრულის მანქანას გავყევი განყოფილებაში. ჯერ დემეტრე დაკითხეს, მერე მე. წამებიღა იყო დარჩენილი, უნდა მეთქვა რაც მოხდა სინამდვილეში და ვინც კითხვებს მისვამდა იმასთან ერთი ბიჭი შემოვიდა. დეტალებს რომ განიხილავენ რა... ხომ იცი. ჰოდა მაგ ბიჭმა თქვა ჩიქოვანი არ ჩივისო. ჩივილს არ აპირებს და ასე უთქვამს მეგობრები ვართ მე და მაჩაბელიო. მეც რაღა უნდა მეთქვა. უარი ვთქვი ჩივილზე. ვუთხარი ორივეს მოვწონვარ და ამის გამო უბრალოდ შეკამათება მოუვიდათ თქო... გამომიშვეს. დემეც გაათავისფულეს. ერთად წამოვედით და ვიჩხუბეთ ბოლოჯამში გზაში. საჩივარი უნდა შეგეტანაო. არასწორად მოიქეციო. დიდი სისულელე ჩაიდინე მაგ არაკაცთან ერთად რომ დალიეო და ბოლოს უკვე ჩემ სახლთან რომ ვიდექით, მითხრა კიდევ უფრო მეტი რომ დაგელია იქნებ შენი სურვილით მომხდარიყო ის რაც ჩიქოვანს ძალის გამოყენებით სურდაო... ავდექი და ხელი გავარტყი. მერე შევედი სახლში და კარი მივაჯახუნე. დღეს დილით დამირეკა და ცივად ვილაპარაკეთ. ეგ იყო ად ეგ-თავი დავხარე და როგორც პატარა ბავშვი ლაპარაკობს მორცხვად, დამნაშავესავით ზუსტად ისე ვლაპარაკობდი.
-აუ ქეთო... -ორივე ხელს ჩამოეყრდნო და ჩემკენ წამოიწია. -რა უაზრობა მომხდარა. -მომეცი რა მისამართი, იმ ჩიქოვანის, თუ ვინცაა და შენთავს ვფიცავარ მიწასთან გავასწორებ. როგორ გაბედა. იმ ხელებს დავაჭრი, შენ რომ მოგეკარა! ლაჩარია... მეტი არაფერი.
-არა რა მისამართი, გაგიჟდი? დაწყნარდა ყველაფერი. იცის რომ ვეღარ მომეკარება. პოლიციის ადრეც ეშინოდა და ეხლაც. თან არც ვიცი სად ცხოვრობს. არც მაინტერესებს... ვიმედოვნებ რომ ყველაფერი ჩაწყნარდა. ახლა მხოლოდ დემეტრესთან ურთიერთობის გარკვევას ვეცდები. მეტს არაფერს... -ვთქვი და ნამცხვრის ბოლო ლუკმა დავაგემოვნე. წვენიც მოვსვი და მის ლაპარაკს დაველოდე.
-არ გეწყინოს მაგრამ მართლა არ უნდა დაგელია იმასთან ერთად. ეს არ უნდა გაებედა -ფრთხილად მითხრა
-ვიცი დაჩი. გგონია მე არ ვნანობ ამას? ნეტა იმ დროს იმ ბარში არც შევსულიყავი. რა სისულე დამემართა ახლაც ვერ ვიჯერებ.
-კარგი რაც მოხდა, მოხდა. ვეღარ შეცვლი. უბრალოდ უნდა მოაწესრიგო და გამოასწორო. -თავის თავში დარწმუნებით მითხრა. იმ ბოლო ფრაზას, რაც დემემ გითხრა არ ვეთანხმები. მაგრამ მისი მესმის. მაგ მომენტში მეც ეგრე ვიფიქრებდი ალბათ. რაღაცნაირი სიტუაციაა ხო ხვდები. -ისიც სინანულით ლაპარაკობდა. როგორც ჩანს კარგად ამიგო. თავიც არ მომიბეზრებია მგონი
-რა ვქნა არ ვიცი დემესთან. ამის გამო როგორ უნდა დავშორდეთ. ისედაც ამდენი რაღაც გამოვიარეთ და ეხლა ისევ უნდა დავშორდეთ? ვინ იცის კიდევ შევრიგდებით თუ არა.
-გინდა რაღაც გითხრა? -იკითხა მაგრამ პასუხს არც ელოდებოდა. იმიტომ რომ ისედაც გააგრძელებდა -შენ უნდა გადადგა ამჯერად პირველი ნაბიჯი. შენ უნდა შეიყვარო ახლიდან. თუ გინდა ბოდიში არ მოუხადო, მაგრამ უნდა გამოასწორო რა... უნდა დამშვიდდე, აწონ-დაწონო ყველაფერი და აპატიო. მანაც უნდა გაპატიოს. გახსოვს მე რა გითხარი? ბანალური სიყვარული, სიყვარული არარის თქო. ის რა სიყვარულია არაფერი თუ არხდება. ეს ცხოვრება ისედაც სიგიჟეებისგან არ შედგება? ერთფეროვნება რადგინდა. მე შემხედე... შავები მაცვია უკვე რამდენი ხანია მაგრამ მაინც ყველგან მრავალფეროვნებას ვეძებ. გგონია რამის ხალისი მაქვს? გგონია სულ მხიარული ვარ? უბრალოდ ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვნად ვუყურებ რა. რეალურზე უნდა იოცნებო, მაგრამ მაგრად. მაგრად უნდა იოცნებო... უნდა მიაწვე და შეძლო კიდეც რა... ამ ცხოვრებას ახლა თუ არ დააფასებ, აბა მერე რაღა აზრი აქვს? მოკლედ უნდა დატკბე რა! წადი და იბრძოლე. გგონია გოგოებს ბრძოლა არ შეუძლიათ? ფიქრობ შენ ვერ მოაგვარებ? დამიჯერე. წადი და შემოირიგე. ადვილი ნამდვილად არაა მაგრამ შენ უნდა გააადვილო. შენი თავი დაარწმუნე რომ ბედნიერი მომავალი გაქვს და ეგაა რა. შენ თუ გიყვარს და მასაც თუ უყვარხარ, ესეიგი ყველაფერი გამოვა რა. მთავარია სწორად მოიქცე და მერე დრო მოიტანს ყველაფერს!
დემეტრე
ერთი კვირა გავიდა. ჩემსა და ქეთის შორის ისევ იგივე უთანხმოება, დაძაბულობა და გაურკვევლობაა. არცერთმა არ ვიცით რას ვაკეთებთ. იმან რამდენჯერმე მომწერა. მე ვურეკავდი. როგორც ყოველთვის ისევ მე ვდგამდი პირველ ნაბიჯებს.
საღამოა... ბუხარი ანთია, ფაჯარა ღიაა. კარი ჩაკეტილი. ისეთი სითბო ტრიალებს ირგვლივ, სიგრილეში რომ არის შერეული. დიდი ტელევიზორი ხმადაბალზეა ჩართული. დივანზე ვარ წამოწოლილი. 6 საათი გახდებამალე. დივნის წინ მაგიდა დგას რომელიც ჩემკენ მოვწიე მასზე დადგმულ ღვინის ბოთლს ადვილად რომ მივწვდომოდი. ნელ-ნელა ვსვამ და თან ვფიქრობ. ჭერს ისე გავყურებ თითქოს რამე ეწეროს და ვკითხულობდე.
ტელეფონი რეკავს... მისი ხმაც ძლივს ჩამესმის ყურში. ისეთ ფიქრებში ვარ ჩაძირული როგორ უნდა გამეგო.
-ქეთი? -ვკითხე, თუ ფაქტი აღვნიშნე ვერ მივხვდი. უბრალოდ ის სახელი წარმოვთქვი გაკვირვებულმა, რაც ამ ნომრიდან შემოსულ ზარს დართვოდა.
-დემეტრე! -აი მან ნამდვილად ფაქტი აღნიშნა
-როგორ მოხდა, შენ რომ დამირეკე. -გავიცინე მაგრამ ასი პროცენტით შემეძლო დარწმუნებული ვყოფილიყავი რომ ამ სიცილით არანაირ ირონიას არ გამოვხატავდი. უბრალოდ ვუთხარი რა...
-რავიცი გადავწყვიტე დამერეკა და დავრეკე კიდეც. -ხმა როგორი ჰქონდა იცით? აი არაფერს რომ არ გამოხატავს. არც სიბრაზეს, არც სიხარულს არც ბედნიერებას და არც სიყვარულს. შეილება ოდნავ სიყვარულს გამოხატავდეს. ყველაფრის მიუხედავად ხომ მაინც ვუყვარვარ არა? მეც ხომ ძალიან მიყვარს. ჩემი გაურკვევლობაც მაკვირვებს. თავს ვერც ვიდანაშაულებ და ვერც ვიმართლებ.
-მშვენიერია. -ისევ უბრალო ტონი
-ლაპარაკი მინდა შენთან. მართლა მინდა... -თითქოს ჩემს დაჯერებას და დარწმუნებას ცდილობდა.
-შევხვდეთ? -სწრაფად ვკითხე იმიტომრ ომ პირადად მე მინდოდა ეს.
-არა. არ მინდა სხვაგან წასვლა. ან შენ მოდი ან მე მოვალ. -თითქოს მთხოვდა? არ ვიცი...
-ჩემი ახალი სახლი ხომ არ გაქვს ნანახი. ამიტომ რავიცი... კარგი იქნებოდა შენ თუ მოხვიდოდი. -მე რომ ვთხოვე ეგ ზუსტად ვიცი
-ჰოდა მოვალ. ორ საათში... მისამართი ვიცი. ლაშამ მითხრა ერთხელ.
-კარგი მაშინ რამეს მოვამზადებ. ბიჭი ვარ მაგრამ ჩემი მომზადებული რამე ხომ უნდა გაგასინჯო. კარგად ვამზადებ. ხომ იცი რა ჭკვიანიც ვარ. -ჩავიცინე და გამიკვირდა მისი სიცილის ხმაც რომ გავიგე
-კარგი... 8 ის მერე შენთან ვარ! დროებით. -მითხრა და გათიშა.
ბევრი ვიწვალე. ხან რა დავწვი ხან რა. მაინც მოვამზადე. უბრალოდ ნერვიულობისგან დამემართა. მეგონა მომზადებული ვერ დავხვდებოდი.
7 ხდებოდა. კარზე ზარია... ახლა ნამდვილად არ ველოდი ამას. ერთი საათით ადრე რომ მოვიდა არ მესიამოვნა. ვერ მოვასწარი ბოლომდე.
ხელები დასვრილი მქონდა. სწრაფად გადავიბანე, შევიმშრალე და კართან მივედი. ღიმილით გამოვაღე მაგრამ ეს ღიმილი ზღურბლს მიღმა მდგომმა ადამიანმა მალევე შეცვალა ზიზღით როდესაც ის ჩემს თვალთა ხედვაში გაჩნდა
-სხვას ელოდებოდი ალბათ.. -ჩიქოვანის ირონიული ღიმილი იმდენად მაღიზიანებდა რომ თავს ძლივს ვიკავებდი.
-რა გინდა მითხარი დროზე და აახვიე აქედან!
-რატო ასე უხეშად? ღმერთო როგორ გავხართშენ და ქეთი ერთმანეთს. მოიცა შენ და ლაშა როგორ ეძახით? ქეთო ხო?
-შენ ქეთის ნუ ახსენებ გაიგე?! -მასთან ახლოს მივედი. საყელოში მსუბუქად ვწვდი და კბილებში გამოვცერი. ხელი მალევე გავუშვი რადგან უცბად პოლიციის განყოფილება გამახსენდა
-შენ რატომ უნდა დამიშალო მე ვისზე, როგორ უნდა ვილაპარაკო? -ისევ გაიღიმა. მწარედ...
-მოდი ნუ მეკაჩავები რა და ნორმალურად, ადამიანურად მელაპარაკე. ისე როგორც ორი ჩვეულებრივი ადამიანი ლაპარაკობს! -ვთქვი და ზღურბლს გადავაბიჯე. გარეთ გავედი და კარი გამოვკეტე.
-არ გეკაჩავები. მეც ლაპარაკი მინდოდა შენთან. ამიტომ მოვედი. -მხარზე ხელი დამკრა მაგრამ სწრაფი რეაქცია მქონდა ამაზე. გაღიზიანებულმა დავაშვებინე ქვევით.
-ჰოდა ვილაპარაკოთ. -ცივად ვუთხარი.
-მოკლედ არ გეგონოს რომ შენი ქეთი მაინტერესებს. არ დაგიმალავ და ფეხებზე
-წესიერად ილაპარაკე თორემ გეფიცები აქვე გავთხრი საფლავს შენთვის -თავდაჯერებულმა ვუთხარი.
-დამაცადე რა -თვალები გადაატრიალა
-ნეტა იცოდე როგორი არაკაცი ხარ! -თავი გავაქნიე
-არ გკიდია ძმაო?
-მე შენი მეგობარი და ძმაკაცი არ ვარ ამიტომ ასე ნუ მომმართავ -თავს ძლივს ვიკავებდი
-დამასრულებინე... მაგრად ფეხებზე ეგ შენი ქეთიც და შენც. აქ ქეთის გამო არც მოვსულვარ. არ გეგონოს რომ რამეში გეჯიბრები. ისე სხვათაშორის შენ რა იცი იქნებ ყველაფერი ჩემი სურვილით არ ხდებოდა იქ... -ამჯერად ცალყბად ჩაიღიმა. რაც უფრო შემზარავს ხდიდა მის პიროვნებას -ჰოდა... მინდა იცოდე რომ კარგად უნდა მიცნობდე. ვინ ვარ უნდა იცოდე. არ მინდა იფიქრო რომ შეგრჩება ის რაც ერთი კვირის წინ მოხდა. არ გეგონოს ამას ასე დავტოვებ.
-მემუქრები?! -ამრიზად ვკითხე
-გაფრთხილებ! ნუ ჰო... გემუქრები კიდეც. თან უახლოეს მომავალში მიმდინარე სიტუაციას გაცნობ.
-ეს მუქარა რაში მდგომარეობს. -დაცინვით ვკითხე
-გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები
-მოდი უბრალოდ ამიხსენი რა გინდა და დალაპარაკების გზით მოვაგვაროთ ყველაფერი. -სიმშვიდისკენ მივუთითე, რომლის იმედიც არ მქონია
-კიდევ ერთხელ მინდა გითხრა რომ ქეთისთან უბრალოდ ვერთობოდი ადრეც და ახლაც. სერიოზულად ნუ აღიქვამ... შენთვის წართმევას არ ვაპირებ
-მასზე ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს სათამაშო იყოს... -კიდევ ერთხელ ჩავავლე საყელოში ხელი
-შენ ვერ დამიშლი თქო არ გითხარი? -თავისას არ იშლიდა -უნდა იცოდე რომ მე რამე თუ ჩავიფიქრე აუცილებლად ავასრულებ. მიზანს ყოველთვის ვაღწევდი, ადრეც და ახლაც. ამაში კი ვერც შენ შემიშლი ხელს და ვერც შენი ძმაკაცი ლაშა. -თავის თავში იმდენად იყო დარწმუნებული რომ წარბიც არ შეუხრია
-ეხლა შენ მომისმინე. -ახლოს მივედი და გვერდით დავუდექი. მისი დგომის საპირისპირო მიმართულებით ვიდექი. მხარზე ხელი დავადე -სულ რომ მოვკვდე ქეთის თავს არავის დავუთმობ! რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა იყოს მას არავის დავაჩაგვრინებ. სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. ბოლომდე ვიბრძოლებ მისთვის და ვიამაყებ კიდეც! შენ ამაში ვერასდროს შემიშლი ხელს, თუნდაც შენი მოკვლა დამჭირდეს... -ჩემი სათქმლის დასრულებაც არ დამცალდა ჩემს სხეულში ცივმა ლითონის სხეულმა რომ გაიარა. მარცხნივ, გულის მხარეს... ნახევრამდე მიაღწია და იქ დარჩა. გულს აცდა, მაგრამ ამისდამიუხედავად ვიცი რომ კარგი არაფერი მელის.
-ახლა მე გლავ ხედავ? არ გაცალე ბედნიერება -მის მხარს ვებღაუჭებოდი როცა მელაპარაკებოდა. ფეხები მეკეცებოდა. ძალას ვკარგავდი. ყველანაირად ვსუსტდებოდი. ვიყინებოდი... თან მცხელოდა. ვეღარ ვიგებდი. -შეიძლება ქეთისაც შენთან უნდოდა მაგრამ რას ვიზამთ. თურმე შემძლებია ის რის გაკეთებასაც ვაპირებდი. თან თურმე პირობასაც ყოველთვის ვასრულებ...
-ნაძირალა ხარ, მეტი არაფერი! -ამის თქმა შემიძლია. მეტი ვერაფერი ამოვღერღე. ჩაბღაუჭებული ხელი მოიშორა და ძირს დამაგდო.
-ხდება ხოლმე... გითხარი არ შეგარჩეენთქო. შეიძლება იმ დროს არაფერი შემეძლო, როცა მირტყამდი მაგრამ ახლა ხო შემიძლია. -თქვა და თავისი მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. -თუ არ მოკვდები, ისე მაინც მოხდება, რომ ვეღარაფერს იზამ ჩემს წინააღმდეგ. -მომაძახა და წავიდა
ძირს ვეგდე. სახლის კართან მოშორებით. ვერ ვინძრეოდი. ტელფონიც არ მქონდა. წუთები გადიოდა მაგრამ მე ვერავინ მშველოდა. ყველაზე საშინელება ის იყო გონებასაც რომ ვერ ვკარგავდი. უბრალოდ ვიწექი და ტანჯვასა და ტკივილს შევიგრძნობდი. ხელი ძლივს მივიტანე დანამდე რომ სხეულიდან ამომეღო. სისხლი დიდი რაოდენობით წამოვიდა. ხელი დავაჭირე ვითომ რამეს შევაჩერებდი ამით. ხელი ჭრილობაზე მედო და ვაჭერდი. ძალა არ მქონდა მაგრამ როგორც შემეძლო ისე ვაკეთებდი. საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას თავადვე ვცდილობდი. ტკივილზე მეტად ზიზღს უფრო ვგრძნობდი... ვერც კი ვიაზრებ როგორ დავუშვი რომ ასე მომხდარიყო. ვისთვის უნდა დამეძახა. ხმაც არ ამომდიოდა. მეზობლებსაც ვერ მივაწვდენდი. თან არავის ვიცნობ აქ სახელით რომ მივმართო. ქეთის იმედი მაქვს. მხოლოდ იმას ვდარდობ მოსვლა არ გადაიფიქროს. აი მერე უკვე ნამდვილად დამერხევა.
ვინიცის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი ასე ყოფნა. ძლივს გავარჩიე ქეთის მანქანის ძრავის ხმა. ჩემს ეზოში გაჩერდა და სწრაფად გადმოვიდა. ნაბიჯებიც სწრაფი იყო. სირბილს უფრო ჰგავდა.
-დემე! -ყვირილით მომვარდა სისხლის გუბეში მწოლიარეს
-ქეთი! -აღმომხდა.
-რა ხდება... -ჩემი სხეულის გვერდით მუხლებზედაეცა
-გთხოვ, სასწრაფოში დარეკე და ჩემთან დარჩი რა... დამეხმარე რომ გადავრჩე. სიკვდილი არ მინდა!
ქეთი
სრული შოკი განვიცადე ამ ყველაფრის დანახვისას. უკვე მერამდენედ შეიძლება ასეთი დარტყმების მიღება. არ ვიცი სადამდე უნდა გავუძლო ამ ყველაფერს. მისი სხეულის გვერდით მუხლებზე ვემხობი. დაბნეულობის ზღვარზე ვარ. არადა ამ დროს არ შეიძლება ასე... სკოლაში ბევრ რამეს მასწავლიდნენ ამაზე. სიმშვიდე და გონების კონტროლი უნდა შეინარჩუნო ადამიანის ამ მდგომარეობაში დანახვისას. მაგრამ ახლა? ყველაფერი ერთიანად დამავიწყდა. ნერვიულობის მეტი არაფერი შემეძლო. სისხლი თქრიალით მოდიოდა მისი ორგანიზმიდან და ამ სისხლისგან შემდგარ გუბეში იწვა მაჩაბელი.
-პოლიციაშიც დარეკე რა, გთხოვ! -მემუდარა თითქოს
-დარწმუნებული ხარ? -ყოყმანით ვკითხე
-სულ გაგიჟდი შენ ხო? -გაბრაზდა -შემომხედე! -ჭრილობაზე თვალით მანიშნა -ამ მდგომარეობაში იმ ჩიქოვანმა ჩამაგდო. კიდევ მეკითხები დარწმუნებული ვარ თუ არა? ეს ბიჭი ნამდვილი უბედურებაა, დიდი უბედურება! მაინცდამაინც ამ მდგომარეობამდე უნდა მივეყვანე ასე მოკლე დროში?
-ვრეკავ! -აღარაფერი მიკითხავს, პირდაპირ სამციფრიანი ნომერი ავკრიფე
ლაპარაკი რომ დავასრულე ისევ მასთან მივედი
-თავს როგორ გრძნობ? -მზრუნველობას ვიჩენდი
-გულს აცდა... -გაღიმებას ეცადა. გაიღიმა კიდეც, მაგრამ ამ ღიმილში ტანჯვისა და ტკივილის მეტი არაფერი ჩანდა. -არ ვიცი ამ დროს რა უნდა გავაკეთო!
-არც მე ვიცი დემე, რა ვქნა! -ისეთივე თქრიალით მომდიოდა თვალებიდან ცრემლები, როგორც მისი ჭრილობიდან სისხლი.
-აუ რა მაგრად მეშინია იცი? ახლა ყველაზე ნაკლებად სიკვდილი მინდა... -თვალები გადაატრიალა
-არც მოკვდები! -ალბათ ვუბრძანე
-მაშინ აქ იყავი რა. გთხოვ, შემენაცვლე და ამ ჭრილობაზე ხელი შენ დააჭირე. მეტი ძალა აღარ მაქვს. უბრალოდ დააჭირე. -მის სურვილს დავემორჩილე. ჯერ ერთი ხელი დავადე ჭრილობას, შემეგ მეორე დავაჭირე მას.
-არ გტკივა? -შიშმა შემიპყრო. შემეშინდა ჩემმა ქმედებამ უფრო ცუდად არ გახადოს
-კი... მაგრამ არაუშავს. მთავარია ეს სისხლის გუბე აღარ გაიზარდოს. -ამოიხვნეშა
-იცი რა? არანაირი სამედიცინო გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ვიცი რომ თვალები არ უნდა დახუჭო, უნდა ისუნთქო და ჩემთან დარჩე!
-ისე ეგ რომელ სამედიცინო კანონში წერია, შენთან რომ უნდა დავრჩე! -სუსტად ჩაიხითხითა და კკბილები გამოაჩინა. სიცილის ძალაც არ ჰქონდა და დაახველა. ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობდა
-მე შევადგინე ეს კანონი -ვეცადე, რამენაირად შემემსუბუქებინა მისი ტკივილი და მეც გავიცინე
-მოცეკვავესთან ერთად, მოსამართლეც ყოფილხარ!
-კანონებს მოსამართლეები ადგენენ? -ცალი წარბის აწევით ვუთხარი
-ვხუმრობ, ხო იცი! -ძლივსღა ლაპარაკობდა -რა ლამაზად გაქვს თმა - არ ვიცი რატომ წამოჭრა ამ მომენტში ეს თემა
-მატყუებ? -თავი ჩემ მხარზე ჩავასრიალე რომ ცრემლები შემემშრალებინა
-არანაირად! -ცალყბად გაიღიმა
-მადლობა მაშინ. -მისმა კომპლიმენტმა რამოდენიმე წამით სულ გადამავიწყა აქ მიმდინარე სიტუაცია
-შენ მაინც ნუღარ ტირიხარ რა... -მთხოვა, როცა ჩემი ცრემლები ისევ შენიშნა.
-სხვანაირად არ გამოდის! -თავი შევატრიალე რომ აღარ დავენახე თუმცა სხვანაირად ჭრილობას ხელს ვერ ვაჭერდი
-გეშინია რომ მოვკვდები? -თავი გვერდით გადმოხარა და სინანულით მომხედა
-კი... -თავი აღელვებულმა დავუქნიე
-იცი რა საშინელება იყო იმან თავისი კუპრივით შავი თვალები რომ შემომანათა და დანამ ჩემს სხეულში გაიარა? -კანკალებდა. ოღონდ სიმწრისგან
-კარი რატომ გაუღე? -ვუსაყვედურე მგონი
-შენ მეგონე... -სინანულით თქვა
-გტკივა? -ხელი უფრო სწორად დავადე ჭრილობას
-მტკივა -აღმოხდა
-უძლებ? -დაჟინებით დავაცქერდი ზემოდან მის თვალებს
-ვუძლებ, სხვა გზა არ მაქვს! -მიპასუხა და თვალები მილულა
-ნუ ხუჭავ რა! -ვთხოვე და თან ვუბრძანე
-შენ არ შეგეშინდეს თუ სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს -თბილად გამიღიმა.
-ახლა როგორ ხარ?! -ვკითხე შეშინებულმა
-ყოველ წუთს ამ კითხვას ნუ მისვამ, თორემ უფრო და უფრო მტკივდება როცა ვფიქრდები ამაზე... რაღაც მძიმე მაწევს თიქოს გულთან, ძალიან მცივა, ვეღარ ვსუნთქავ ქეთი. მეშინია, ძალიან მეშინია... თანდათან სმენას ვკარგავ, თვალებზეც თითქოს რაღაც შავი მეკვრება, გამილურჯდა ტუჩები არა? კანიც გამითეთრდა. მგონი მართლა ვკვდები, ქეთო! ყველაფერი მტკივა... თითქოს ძარღვებში სისხლი აღარ ჩქეფს.
-არაუშავს! -დავუყვირე -მალე მოვა სასწრაფო დახმარება და ჩვეულებრივ გამოკეთდები. ასე ნუ შიშობ, ყველაფერი კარგად იქნება! -თან გავამხნევე და თან ჩემი შიშიც იმატებდა.
ხელიდან მეცლებოდა, თითქოს. ვკარგავდი მე დემეტრეს!
-კიდევ იცი რამდენი ხანია ასე ვწევარ? სულ დავიცალე სისხლისგან. რაღა მიშველის ახლა. იქნებ სასწრაფომაც ვერ მოასწროს
-მოასწრებს! -თავი დავიქნიე, ოღონდ ამით ჩემს თავს ვამხნევებდი.
-სისხლი მაინც გადმოდის... აუშვი ჭრილობას ხელი. აზრი აღარ აქვს. -სისხლიანი ხელი, თავისი სისხლითვე დასვრილ ჩემს ხელს დაადო.
-ნუ ამბობ ამას! -ვუყვირე. სისხლის გუბეში მწოლიარეს ვუყვირე
-მზად ხომ უნდა ვიყოთ მეც და შენც. -უფრო და უფრო ფითრდებოდა.
-ამისთვის ტყუილად მზადება საჭირო არაა! -აქეთ-იქით ვიხედებოდი იმის შესამჩნევად ვინმე ხომ არ მოდიოდა, რომ დასახმარებლად დამეძახა.
-ამ დანას შეხედე! -თავი გადმოხარა და თალით მანიშნა გვერდით დაგდებულ ბასრ იარაღზე
-მერე? -ზიზღით დავხედე
-ძლივს მოვაშორე ჩემს სხეულს ეს რაღაც! დანაც არ წაიღო, აზრზე ხარ რა დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე? თავისი მოკლე ჭკუით იფიქრა რომ შემეშინდებოდა და ვერ ვუჩივლებდი.
-ანაბეჭდები? როგორ ამოიღე?
-პირდაპირ იმას მოვკიდე ხელი, რაც ჩარჭობილი იყო. -ლაპარაკის დროს სუნთქვა უფრო და უფრო უძნელდებოდა.
-დაიჭერენ! -დავასკვენი. არადა ისედაც ფაქტი იყო ეს.
-ჰოო -დამეთანხმა
-დაიჭერენ და ყველაფერი დამთავრდება. კარგად ვიქნებით, მეც და შენც. -მტკიცედ ვთქვი
-იმედია... -თვალების გახელა სცადა
-ისევ გტკივა? -ვიკითხე მაგრამ მივხვდი რომ ეს ძალიან სულელური შეკითხვა იყო. რამე შეიცვლებოდა ასე მალე?
-თუ მოვკვდები...
-არ მოკვდები! -ისევ დავუყვირე
-თუ მოვკვდები, შენ კარგად უნდა იყო! -სისხლით დასვრილი ხელი ჩემს ხელს მოუჭირა. თითქოს მთლიანად შევიგრძენი მისი ტკივილი -რაც არ უნდა იყოს, გაიღიმე ხოლმე. შენც კარგად იცი ღიმილი როგორ გიხდება. აბა სულელი კი არ ვარ, თყუილად რომ დავტკბე... გათხოვდები, შვილები გეყოლება. ოჯახს შექმნი ბოლოსდაბოლოს! ოღნდ მე არ დამივიწყო რა... მინდა სულ გახსოვდე. დამიჯერე სხვის შეყვარებას შეძლებ და ბედნიერი იქნები. რა მნიშვნელობა აქვს მე ვიქნები თუ სხვა. მთავარია შენ იყო კარგად! ის ლურჯი კაბა ხშირად ჩაიცვი ხოლმე, მე რომ მიყვარს. კიდევ ის ფეხსაცმელები, შავი, სქელი ძირით. თმაც გაიშალე ხოლმე. მაგრად გიხდება. მარიამთან და ლაშასთანაც ხშირად მიდი. ჩემზე ბევრი არ იფიქრო, რომ არ დაიტანჯო. უბრალოდ გაიღიმე რა. ისე როგორც გჩვევია... ახლა თვალებს ვხუჭავ და არ შეგეშინდეს. მეტს ვეღარ ვუძლებ. ოღონდ არ გეგონოს, რომ ვნებდები!
თვალები მართლა დახუჭა. ოღონდ მისი ხმა, საუბრისას სასწრაფოს მანქანის ხმამ გადაფარა. პოლიციის მანქანაც მოყვა ამას და ასე... დემეტრეს სიცოცხლის იმედი მომეცა.
-გაიწიეთ! -ერთერთმა ექიმმა მომმართა და დემეტრესკენ წამოემართა.
-სისხლი... სისხლი მოსდის. როგორ გავიწიო. არ შემიძლია... -დავიბენი და აღელვებული ვლაპარაკობდი.
-ქალბატონო აუშვით ჭრილობას ხელი, ჩვენ მივხედავთ. დამშვიდდით! -ეს ბრძანებასავით მივიღე და დავემორჩილე
-კარგად იქნება? -ვკითხე მეორე ექიმს, რომელმაც საკაცე გადმოიღო მანქანიდან.
არ მპასუხობდა. თავისს საქმეს განაგრძობდა. რაღაც პროცედურები ჩაატარეს იქვე და მაჩაბელი საკაცეზე დააწვინეს
-კარგად იქნება?! -გავუმეორე როცა მანქანაში გადაყავდათ საკაცით. ამჯერად ხმამაღალი ტონი გამოვიყენე შეკითხვის დასმისგან.
-გამოგვყევით! -ახლაც უპასუხოდ დამტოვეს. უსიტყვოდ დავემორჩილე.
დემეტრე უგონო მდგომარეობაში იყო. მე ვიჯექი ჩემთვის და ვუყურებდი, როგორ ცდილობდნენ მისთვის ეშველათ. თვალებზე ცრემლები შემაშრა.
-გული უჩერდება! -ერთერთმა თქვა და რაღაც მოამზადა. გულმკერდზე დაადეს და სამამდე დაითვალეს. რაც შემეძლო, ყველანაირად ვიწეოდი ბოლოში. არ მინდოდა მათთვის ხელი შემეშალა. დიდ მანძილს ვინარჩუნებდი ჩემსა და მათ შორის.
-რამდენი ხანი იყო ასე? -რაღაც მომესმა
იმდენად ვიყავი დემეტრეს სიკვდილზე ფიქრებით შეპყრობილი რომ მე უფრო ვგავდი მკვდარს, ვიდრე ის მომაკვდავს. უძრავად ვიდექი და ძლივს გავარჩიე ხმა, რომელიც ჩემკენ იყო მომართული
-უკაცრავად... -მის სხეულს თვალი ძლივს მოვაშორე და ექიმს ავხედე. ლამის ჩაკეცილი ვიყავი
-მე გკითხეთ, რამდენი ხანია რაც დაჭრილია! -ხმას აუწია. იმიტომ კი არა რომ მიბრაზდებოდა. უბრალოდ ცდილობდა ხმა მოეწვდინა ჩემთვის
-მე 15 წუთის წინ მივედი იქ. მანამდე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში იყო მარტო. ანუ სულ 40 წუთია... -ჩემს არსებობას მხოლოდ სუნთქვითა და პირის მოძრაობით ვადასტურებდი. თავის ხელში აყვანას ვცდილობ. დამშვიდება მინდა და ამაში აქ მყოფი სიტუაცია ხელს მიშლის
-რთულადაა საქმე -ისევ მისკენ შეტრიალდა. უამრავ რაღაცაზე იყო შეერთებული
-მუხტი სამასამდე გაზარდეთ! -მეორე აჰყვა. მე გაოგნებული ვუყურებდი. ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. სიტყვები, ფერები, ხმები... სამედიცინო ტერმინებიდან არაფერი მესმოდა მაგრამ ყველაფრის გაანალიზება მინდოდა. თოვლივით გათეთრებულიყო დემეტრეს კანი.
-... -რამოდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა
-პულსი გვაქვს! მაგრამ სუსტი. -ირგვლივ სიჩუმე ისე დაირღვა, როგორც ჩემს გონებაში შიში. ამოვისუნთქე მეც და სხვებმაც. სამი წამის განმავლობაში ხელები სახეზე მქონდა აფარებული და უდიდეს შვებას ვგრძნობდი. ამ ყველაფრის მიუხედავად მივხვდი რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა
-მალე მივალთ? -ძლივს წარმოვთქვი
-უკვე მოვედით. -ვინ მიპასუხა ისიც არ ვიცი. მანქანა გაჩერდა. სასწრაფოდ შეიყვანეს საავადმყოფოში. მეც შევყევი. სწრაფად მიაქროლებენ კალიდორში.
-დაჭრილია... გულთან ძალიან ახლოს. გზაში გაუჩერდა გული, მაგრამ მალევე ავამუშავეთ. 40 წუთია ამ მდგომარეობაშია. გონზე იყო მანამ სანამ ჩვენ არ მივედით. -სიტუაციის მდგომარეობას ხსნიდა ერთერთი ფორმიანი.
-მე ვერ შემოვალ? -ამ კითხვაზე პასუხი ისედაც ვიცოდი მაგრამ მაინც ვიკითხე. ყოველი შემთხვევისთვის
-დერეფანში დაელოდეთ. დაბრძანდით. გაგაგებინებთ ყველაფერს. ვინ ხრთ მისი?
-შეყვარებული! -მოულოდნელად ვუპასუხე.
-ოჯახის წევრებს შეატყობინეთ! -მითხრეს და კარი მიხურეს. გაქრნენ ჩემი თვალთახედვიდან.
უკან დავიხიე. ნელი ნაბიჯებით. ირგვლივ მიმოვიხედე. აღარ მახსოვდა კაბა რომ მეცვა და ჯიბეში ტელეფონის ძებნა დავაპირე. არაფერი მქონდა. არც ჩანთა, არც ტელეფონი და გასაღები. ყველაფერი ჩემს მანქანაში დამრჩა, დემეტრეს სახლთან.
სისხლიან ხელებს დავხედე. უცებ ავკანკალდი.
-სად შევიდე... -ერთ-ერთ ექთანს მივმართე ჩემს წინ რომ უნდა ჩაევლო. თან სისხლზე ვანიშნე.
-საპირფარეშო მარჯვნივაა. -შემათვალიერა და მიპასუხა. -თქვენც დაჭრილი ხართ?!
-არა არა... გმადლობთ! -თავი დავუქნიე და საპირფარეშოში შევედი.
სარკეში ჩემი სისხლიანი სახე რომ დავინახე ავღელდი. ისტერიულად ვიქნევდი ხელებს. ვკანკალებდი და სისხლს ვიშორებდი. თმაზეც კი სისხლი მესვა.
ორ წუთში გამოვედი იქიდან. -დარეკავთ? მე ტელეფონი არ მაქვს -მიმღებში ვიკითხე
-რათქმაუნდა! -თბილად მიპასუხეს
დახლს დავეყრდენი. ლაშასთან და მარიამთან დავარეკინე.
-თქვენ დაელაპარაკებით?!
-არა. თქვენ, თუშეიძლება. უთხარით რომ დემეტრე მაჩაბელი საავადმყოფოშია და აქ მოვიდნენ. ისიც უთხარით რომ ქეთი ახვლედიანიც აქაა... -დასუსტებულმა ვუთხარი
მე დახლს გამოვეცალე და აქეთ გამოვედი.
-ცუდად გამოიყურებით -წინ გადამიდგა ექთანი. ოღონდ ამჯერად სხვა იყო.
-ჩემი შეყვარებული დაჭრეს... -დაბნეულმა წარმოვთქვი
-ვიცი ვინც ბრძანდებით! კარგად ხართ? -ყველანაირად იჩენდა ეს გოგონა თავაზიანად.
-არ ვიცი... -თავბრუსხვევას ვგრძნობდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი ადგილის აღსაქმელად. რასაც ვხედავდი, იმის გარჩევას ვცდილობდი
-ცუდად ხართ. -ფაქტი აღნიშნა.
-ჰო -დავეთანხმე და კედელს მივეყრდენი.
-პალატაში წამომყევით. სუსტათ ხართ. უნდა წამოწვეთ! -ხელი მკლავზე მომხვია და წამიყვანა.
-შეიძლება? -ფრთხილად ვკითხე
-რათქმაუნდა, წამობრძანდით. გაგსინჯავთ.
-მადლობა! -გავყევი მას. მაშინვე წამოვწექი. ჩვეულებრივ გამსინჯეს. დაბალი წნევა მქონდა. ფერი არ მედო სახეზე... რაღაც დამალევინეს, არ ვიცი რა. არც მაინტერესებდა.
15 წუთი ვიწექი. ძალიან მაწუხებდა საავადმყოფოში მდგარი წამლების სუნი. უფრო ცუდად მხდიდა. ჩემგარდა არავინ იყო პალატაში. წამოდექი და ფრთხილად გავედი პალატაში. ის ექთანი შემხვდა ვინც აქამდე მომაცილა.
-ახალი არაფერია? -მივმართე
-გაგაგებინებთ. თქვენ წამოწექით... -ისევ პალატისკენ მიმითითა.
-ექიმი მალე გამოვა? -ისევ ყველაფრის გაგებას ცდილობდა
-არა... -მიპასუხა და კარი მიხურა.
-ღმერთოჩემო ქეთი! -შეშინებული მარიამი შემოვიდა და მომვარდა. მას ლაშა შემოყვა.
-როგორც იქნა! -ლოგინზე წამოვჯექი
-რა ხდება? სადაა დემეტრე? შენ გიკითხეთ მისაღებში და ეს პალატა გვითხრეს... რა მოხდა? -კითხვები დამაყარეს
-ქეთი, დემე სადაა?! -დაძაბული დადგა ლაშა ჩემწინ.
-ჩიქოვანმა დაჭრა. ერთი საათის წინ... მასთან მივდიოდი. დავურეკე სალაპარაკო გვაქვს მეთქი. სადილს მოვამზადებო და მანამდე შენც მოხვალო. ერთი საათით დამასწრო... ძალიან ცუდად ვარ. სასწრაფოს მანქანაში გული გაუჩერდა, ძლივს აუმუშავეს. ეხლა კიდე შეყვანილი ჰყავთ 20 წუთია და არავინ გამოსულა. არ ვიცი რა ხდება...
-სერიოზულად?! -სახე წაეშალა მას. სახეზე ხელები აიფარა და ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა
-ჰოო ლაშა -დამწუხრებულმა გავხედე
-დაიჭირეს? -სიბრაზემ შეიპყრო
-არვიცი. პოლიცია რომ მოვა დასაკითხად, ვეტყვი ყველაფერს.
-მერე დაიჯერებენ?
-დანა იქ დატოვა, სახლთან. შეიძლება დაავიწყდა. ან უბრალოდ იმიტომ დატოვა რომ ეგონა არ უჩივლებდა. ამიტომ მაგაზე არ იღელვოთ... -დავამშვიდე
-ქეთი და მარიამ! -დაიწყო ლაშამ -თქვენც მოწმეები ხართ ახლა რასაც ვიტყვი! ყველას და ყველაფერს ვფიცავ, ჩემს ძმაკაცს რომ რამე დაემართოს, იმ ჩიქოვანს თავისივე დანით დავასახიჩრებ. მოვკლავ იმ არაკაცს! თვალსაც არ დავახამხამებ ისე! -დაიღრიალა -დემეტრე მაჩაბელი ჩემი ძმაა და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. მე მოვკვდები და მას მაინც ვაცოცხლებ! -ყვირილითვე დაამატა ბოლოს
ყვირილზე ისევ ის ექთანი შემოვიდა. ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა მისი ამდენჯერ უმიზეზოდ ნახვა
-რა ხდება?
-არაფერი. -მოკლედ მოვუჭერი
-დემეტრე მაჩაბელი როგორაა? -ლაშამ ჰკითხა
-არ ვიცით ბატონო. მე ვერ შევალ ამის გასაგებად. ექიმი გამოვა და იტყვის.
-მალე გამოვა? -იგივე კითხვებს უსვამდა რასაც მე
-არა! -მკაცრად თქვა და გავიდა.
-რა უხეში ადამიანია! -იმ გოგონათი შეწუხებული მარიამი ჩემკენ შემოტრიალდა.
-გაღიზიანდა უბრალოდ. -თითქოს გავამართლე.
-შენ როგორ ხარ, ქეთო? სულ დამავიწყდა რომ მომეკითხე. -ხელი მომხვია ლაშამ -ან აქ რატომ ხარ?
-მეც ცუდად გავხდი... ნერვიულობისგან. წნევა დამივარდა თავბრუ მეხვეოდა. ექთანმა აქ შემომიყვანა რომ დამესვენა.
-თმაზეც სისხლი გისვია... -დამწუხრებულმა თქვა
-ჰო! ხელი ჭრილობაზე მეჭირა. თმა გაშლილი მქონდა და წინ ჩამოიყარა. მერე თმის გასწორება ვცადე და ასე... -ღმერთო, როგორ მინდოდა ყველაფერი რაც ამ ერთი საათის განმავლობაში ხდებოდა, უბრალოდ სიზმარი ყოფილიყო. ამის მაგივრად მხოლოდ წამლების სუნი და გაურკვევლობა ტრიალებდა ირგვლივ.
-წარმომიდგენია როგორ მდგომარეობაში იქნებოდი ქეთი! -მარიამი გადამეხვია
-მოდი მე დემეს სახლთან წავალ რამდენიმე წუთით... მანქანას წაომვიყვან. ყველაფერი იქ მაქვს. ლოგინიდან დასუსტებული წამოვდექი და წავბორძიკდი
-შენ ისევ სუსტად ხარ, მე წავალ. -დაჟინებით თქვა მარიამმა და კურტკა შემოიცვა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი, კი. -რა წამოვიღო?
-დემეტრეს სახლის კარები დახურე, ტელეფონიც გამოიტანე და იქვე უნდა ეგდოს მანქანის გასაღები. მერე ჩემს მანქანაში ჩაჯექი და წამოდი... ჩემი ნივთები იქაა.
-და მარიამ, რითი წახვალ? -მზრუნველად ჰკითხა ქმარმა.
-ტაქსით. და მერე იქიდან ქეთის მანქანით წამოვალ. თქვენ აქ იყავით. მეორე გზით წავალ რომ საცობში არ მოვყვე და 15 წუთში აქ ვარ...
მაინც ძალიან ცუდის მოლოდინში ვიყავი. მოლოდინში, მაგრამ მზად ნამდვილად არა. არადა თვითონ დემემ მითხრა მზად უნდა იყოო. რა ვქნა არ ვიცი. თითქოს ყველაფერი მტკივა, მაგრამ კონკრეტულად არაფერი. დიდ სიმძიმეს ვგრძნობ თავში.
-ლაშა! -მივმართე მას
-რა იყო... -ჩაფიქრებული იყო და შეშინებულმა შემომხედა
-თავი ძალიან მტკივა! -ცრემლები წამომივიდა
-ექიმს დავუძახებ, კარგი? -კარები გამოაღო
-არა, გთხოვ! ექიმი არ დამანახო -შევაჩერე
-მაშინ გვერდით მოგიჯდები და დაგამშვიდებ! -თქვა და ასეც მოიქვა ჩემითავი მხარზემიიდო და ხელი მომხვია. -არ ინერვიულო, კარგი?!
-შენ და მარიამი რომ არ მყავდეთ.. -გული ამიჩუყდა -და თან დემეტრეც რომ დავკარგო, მერე რაღა ვქნა? ავდგები და თავს მოვიკლავ! -სწრაფად დავასკვენი
-ეგ მეორედ აღარ თქვა! -მიბრძანა. -ხომ იცი მე და მარიამი სულ შენს გვერდით ვართ. დემეტრეც ისეთი ძლიერია, ყველაფერს აუცილებლად გადაიტანს! დემეტრე მაჩაბელი ძალიან მაგარი ვინმეა ხო იცი... ამაზე უარესები გადაუტანია!
-მადლობა ლაშა! -თბილად ვუთხარი
მარიამი მართლა მალე მოვიდა.
-შეტყობინება მოგივიდა ტელეფონზე... -შემოსვლისთანავე თქვა -თეკოსგანაა. არ გამიხსნია, შენ ნახე! -გამომიწოდა
"-ქეთი, ორ დღეში რეპეტიციები იწყება, აუცილებლად მოდი! საზღვარგარეთ გასვლებზე ვემზადებით. სამ კვირაში მივდივართ. გერმანია, იტალია, საფრანგეთი. შეიძლება ლონდონიც. ერთი კვირა გრძელდება ერთ ქვეყანაში ყოფნა"
"-ისევ გერმანია?" -კითხვით დავუბრუნე პასუხი.
"-წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჰო!" -გამარკვია მან.
-სამ კვირაში მივდივარ. -ლაშას და მარიამს მივმართე.
-საზღვარგარეთ გასვლებზე ხო? -მაშინვე მიხვდნენ
-ჰო...
-რამდენი ხნით?
-ერთი თვით! -ვუპასუხე
-ამდენი ხანი შენს გარეშე? -შეიცხადა მარიამმა.
-ჰო რა მოხდა... -მხრები ავიჩეჩე. ჩემს თავთან მაინც ვაღიარებ რომ გული ძალიან დამწყდა
-რა ქვეყნებია?! -ლაშა დაჟინებით მომაცქერდა.
-გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლონდონი! -ჩამოვუთვალე
-გოგო, კახეთში იყავი ერთი თვით და გვეგონა მოკვდი და იქ რო წახვალ რაღა დაგვემართება! -ხმას თავისდაუნებურად აუწია. ეშინია როგორც ჩანს. ორივეს ეშინია... უფროსწორად სამივეს. დემეტრეც ხომ შეშინებულია.
-უნდა წავიდე რა ვქნა...
-და რომ არ წახვიდე?
-რომ არ წავიდე მაშინ სულ უნდა შევწყვიტო ცეკვა. თან მინდა ამ ქვეყნებში წასვლა. როგორ მომწონს გერმანია ხომ იცით. -თავი ბალიშზე დავდე
-მაშინ ფრთხილად იყავი! -გამაფრთხილა მარიამმა.
თავი რომ დავდე 2 წუთში ჩამეძინა. შუაღამისას პალატის კარზე კაკუნმა გამაღვიძა. მე ლოგინზე ჩამეძინა, მარიამს ჩემს გვერდით, ლაშას კი სკამზე. ფრთხილად წამოვდექი რომ სხვები არ გამეღვიძებინა. კარი გამოვაღე და ისევ და ისევ ის ექთანი...
-გისმენ! -რატომღაც თქვენობით აღარ ველაპარაკები.
-ექიმი გამოვიდა. თქვენ გელოდებათ... უნდა შემოვიდეს.
უდიდესმა შიშმა შემიპყრო. სასწრაფოდ გავაღვიძე ლაშა და მარიამი.
მაღალი, თეთრხალათიანი ექიმი შემოვიდა. პირბადე მოიხსნა და მოგვმართა:
-ოპერაცია გავუკეთეთ დემეტრე მაჩაბელს. -დაიწყო მან
-რა ოპერაცია?! -გავოგნდი
-მართალია დანა გულს აცდა, მაგრამ რაღაც დაზიანება მაინც მიაყენა. საჭირო იყო. რამოდენიმე საათს გაგრძელდა. -გადაღლილი ლაპარაკობდა
-მერე როგორ ჩაიარა? -ძალიან ავღელდი. ავნერვიულდი.
-გართულებები იყო...
-ანუ? -შეშინებულმა ლაშამ შეაწყვეტინა და თან გაგრძელება მოსთხოვა. ეს ყველაზე სულელური რამაა.
-ანუ... ყველაფერი კარგადაა. პალატაში გადავიყვანეთ. შეგიძლიათ ხვალ მოინახულოთ. გართულებები აღარ იქნება. რამოდენიმე დღეში გავწერთ. სანერვიულო აღარაფერია. -გაიღიმა ექიმმა.
-ღმერთოჩემო! -აღმომხდა და ექიმს ჩავეხუტე. -ძალიან დიდი მადლობა! -არ ვიცი მადლობას რატომ ვუხდიდი. ალბათ დემეტრეს გადარჩენისთვის.
ძალიან გახარებულები ვიყავით.
ამდენი ემოციების დამთავრების შემდეგ სახლში წავედი, შხაპი მივიღე და მერე ლაშას და მარიამს გავუარე სახლში რომ ერთად წავსულიყავით დილით საავადმყოფოში.
-გაიღვიძე ძმაო? -იკითხა ლაშამ როცა დემეტრეს პალატაში შევედით
-როგორ ხართ?! -თვითონ დასვა ეს შეკითხვა. არადა ჩვენ უნდა დაგვესვა.
-გადარჩი! -წამოვიყვირე -ხომ გეუბნებოდი -ღიმილი არ მომშორებია სახიდან
-შენ კაი ვინმე ხარ! -ბალიშზე ქონდა თავი მიყუდებული. თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
სიხარულის წვიმით მოფენილიყო იქაურობა. ემოციების ორომტრიალი დადგა!
ჯერ კიდევ სიხარულს განვიცდიდით მისი კარგად ყოფნის გამო. გული უსწრაფესად მიცემდა.
-ხმაური არ შეიძლება! -ექიმი შემოგვყვა და ჩაიცინა
-სიხარულია, ექიმო, ხმაური კი არა! -ლაშაც თბილად შეხვდა მას
-ისე ყოჩაღ, დემეტრე შენ! -დაიწყო ექიმმა. და ხელები გაშალა -ხელები ამიწევია. სიმართლე რომ გითხრათ რომ დავამთავრე ოპერაცია და უკვე მივხვდი რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ძალიან გამიკვირდა. რას გაუძელი იცი შენ? თან თურმე რამდენი ხანი იყავი ამ მდგომარეობაში...
-ექიმო, მე უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ვერ გადავრჩებოდი. -ამოიხვნეშა დემემ
-მთავარია იბრძოლო და აჰა... ხო ხედავ გადარჩი! ეხლა უნდა გავიდე მე. თქვენ! -მე, მარიამს და ლაშას შემოგვიბრუნდა -ეს ბიჭი არ გადაღალოთ. არ შეიძლება ხმაური. დასვენება სჭირდება. შეგიძლიათ ხშირად შემოხვიდეთ ხოლმე, მაგრამ დიდი ხნით არა.
-დიდი ხანი გაგრძელდება ეს ტკივილი? -გულმკერდზე ხელი დაიდო დემეტრემ
-ახალი ნაოპერაციებია, აბა როგორ გინდა. მალე გაგივლის ძალიან. დღეს ხო შაბათია. ჰოდა ორშაბათს ან სამშაბათს სახლში წახვალ.
-აუ რამაგარია! -სიხარულს ზუსტად გამოხატავდა
-თავს მოუფრთხილდი! -თქვა ექიმმა და კარი გაიხურა
დემეტრემ ხელი შუბლთან მიიტანა და ღიმილით კაპიტნის ჟესტი გაიმეორა.
-ახლა მომისმინეთ! -დაიწყო მან -ლიკას და ზურას -თავისი მშობლები ახსენა -არაფერს ეტყვით. ლაშა თუ შენ დაგირეკავს რომელიმე ეტყვი რომ წყნეთში ვართ ჩვენ ოთხნი წასულები... მოიფიქრებ რამეს როცა მე ვერ ვუპასუხებ. ტელეფონი დავკარგე, მძინავს, გარეთ ვარ და ნუ ასე შემდეგ.
-სერიოზულად? -ჩავერიე მე -შენმა მშობლებმა არ უნდა იცოდნენ რომ დაჭრილი ხარ და საავადმყოფოში წევხარ?
-და რა ვუთხრა? ჩემი შეყვარებული თავის ყოფილთან ერთად დათვრა, მერე სახლში აცილებდა და ძალის გამოყენებას ცდილობდა ეს ბიჭი, მერე ქეთიმ საჩივარი არ შეიტანა და ახლა ასე მოხდა მეთქი? -დაძაბულობა დაატანა თავის საუბარს და ტკივილმა შემოუტია
-ამაზე რომ მერე ვილაპარაკოთ არა?! -სახეზე ღიმილი მივიხატე და თავი დავხარე.
-კარგი! -მოკლედ მომიჭრა მაგრამ ფაქტია არ დასრუებულა ს თემა.
-ძმაო, შენ არ ინერვიულო, ჩვენ მოგხედავთ რა... ყველაფერს მოვიტანთ -ლოგინის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
-უნდა წავიდე. -ფეხზე წამოვდექი და ჩანთა მხარზე ჩამოვიკიდე
-სად მიდიხარ? -მაჩაბელმა მომაძახა
-სახლში. -ნახევრად შევტრიალდი მათკენ, როცა კარისკენ მივდიოდი
-სახლში რა გინდა -მარიამს გაუკვირდა
-უნდა მოვწესრიგდე. საღამოს მოვალ. დროებით. -უმნიშვნელო ტონით ვთქვი და პალატიდან გამოვედი
ფაქტია არა? აშკარაა ხო, ძალიან რომ მეწყინა მისი ნათქვამი?
სახლში მივედი. მანქანაში რომ ვიჯექი თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეტირა. რაღათქმაუნდა ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. შხაპი მივიღე, თმა გავიშრე, გამოვიცვალე და ტელევიზორის საყურებლად მოვკალათდი. მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ძალიან მალე მწყინს ყველაფერი. თან წესით მაშინვე უნდა წავსულიყავი საავადმყოფოში, მაგრამ უბრალოდ საღამოს დაველოდე.
7 საათი გახდა თუ არა სახლიდან გავედი.
პოლიცია მისული დამხვდა უკვე. მარიამმა მაცნობა ამის შესახებ. დემეტრე დაუკითხავთ და პირდაპირ ჩემზე გადმოვიდნენ.
გამიკვირდა განყოფილებაში რომ არ წამიყვანეს. მერე მითხრეს რომ უბრალოდ მოწმის ჩვენება იყო. ყველაფერი დავადასტურე. ისიც ვახსენე მაშინ ძალის გამოყენებას რომ აპირებდა. მთელი საქმე მის წინააღმდეგ წავიდა. ძალიან მალევე დამთავრდა ეს უბრალოდ მოწმის ჩვენება. პალატაში შევედი. ჯერჯერობით ისე არ მოხერხდა რომ მარტო ვყოფილიყავი დემეტრესთან. ლაპარაკი ხომ აუცილებელი იყო. მარიამი და ლაშაც სულ იქ იყვნენ. ყველაფერმა ჩვეულებრივ ჩაიარა. ექიმიც რამდენჯერმე შემოვიდა. იმ საღამოსვე წამოვედი. დემეტრეს სახლში გავიარე რაღაცეების მოსაწესრიგებლად.
ეზოში მანქანა გავაჩერე და ფრთხილად გადავედი. შიშით მოცული მზერით ვიყურებოდი აქეთ-იქით. სულ იმის შეგრძნება მქონდა რომ ვიღაც მომდევდა და მითვალთვალებდა. ეს უფრო მთრგუნავდა.
ამ სახლის ინტერიერი მომწონს... ექსტერიერიც. გარეთ ხის მაგიდა და სკამებია. ჰამაკიც იქვეა. სასიამოვნო გარემოა. კარების პირდაპირ, კიბეებთან სისხლის დიდ შემშრალ გუბეს თუ არ ჩავთვლით. ლაქასავით დარჩა. ჩანთიდან სახლის გასაღებს ვიღებ და შიგნით შევდივარ. თბილზე თბილია აქაურობა. შუქს ვანთებ და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ. ერთი თვის შეძენილია ეს სახლი და ასე მაგრად როგორ მოაწყო მიკვირს. უზარმაზარი მისაღებია. თანხაც უზარმაზარი დაჯდებოდა ამ სახლის შესაძენად. გული მინათდება როცა თითქმის ყოველ კედელზე თაროს ვხედავ, წიგნებით გავსებულს. მისაღებში მაგიდაზეც აქა-იქ რამოდენიმე წიგნი დევს. სანიშნია შიგნით ჩადებული. არ ვიცოდი კითხვა ასე თუ უყვარდა. სხვა კედლისკენ შემოვტრიალდი, რომელიც ჯერ არ შემიმჩნევია. სურათს ვხედავ, ზედ თორნიკესა და დემეტრეა აღბეჭდილი. ჩანს ახალი გადაღებულია. ორივე მაჩაბელი მხიარულად დგას. ხელი აქვთ ერთმანეთზე გადახვეული. ბედნიერად იღიმიან. ჩარჩოში ჩასმული სურათი ფრთხილად შემოვატრიალე და წარწერა წავიკითხე. "მისი უკანასკნელი დაბადების დღე" ცრემლების შეკავება ვცადე და სურათი ისევ პირვანელ პოზიციაში დავაბრუნე. ამ ორი მაჩაბელიდან ერთ-ერთი გარდაცვლილია, მეორე კი გუშინ იყო მომაკვდავი.
უზარმაზარი ტელევიზორი დგას იქვე დიდი დივნის პირდაპირ. მაგიდაზე დისკი დევს. შავი მარკერით აწერია დიდი ასოებით მის ჩასადებს "ნოემბრის 13" სასწრაფოდ მოვათავსე დისკი საჭირო ადგილას და ჩავრთე.
-იღებ? -ჩემი ხმა მომესმა და ვხვდები როგორი მთვრალი ვარ.
-ვიღებ! -თავის დაქნევით დამეთანხმა
-რად გინდა ეს ვიდეო?! -თავზე მხარს ვადებ და ვიცინი
-სამახსოვროდ არ უნდა დაგვრჩეს? ნახე რა მაგარი დღეა. -მხიარულად უწევს ხმას
-მართალი ხარ! -ვხითხითებ
კადრი ლაშასა და მარიამისკენ იწევა. ჩვენს მოპირდაპირე დივანზე სხედან. ერთი ერთ კუთხეშია მიჩოჩილი, მეორე კი მეორე კუთხეში. ორივე მთვრალია... მარიამი შუშის მაგიდაზე მდგომი ყუთიდან მის საყვარელ შოკოლადს არჩევს
-იმდენს ჭამ გასუქდები და მერე დიდი მუცელი გექნება. მსუქანას დაგიძახებ ხოლმე! -მწარე ენით კბენს ლაშა. ეს ის დროა ერთმანეთს რომ ვერ იტანდნენ. არადა მაგრად რომ მოწონდათ ერთმანეთი. სულ რომ ჩხუბობდნენ და კინკლაობდნენ
-მე მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნება დიდი მუცელი, ფეხმძიმედ რომ ვიქნები! -ბუზღუნით პასუხობს და ეჭყანება
-შენ ვერ გათხოვდები დამიჯერე. -დაცინვით ამბობს ლაშა
-რატო ვითომ! -წარბებს კრავს და სადაცაა ცრემლებს გადმოყრის.
-სულ ვიღაცას ეჩხუბები და ყვირიხარ. მოუსვენარი ხარ თან... -მხრებს იჩეჩს
ჩემი დაქალი თავს მარჯვნივ ატრიალებს. ისე რომ არავინ დაინახოს. შოკოლადს ისევ ყუთში ყრის და ბალიშს მუხლებზე დებს. ერთ ხელს სახეზე ნაწილობრივ იფარებს. და აი მისი ცრემლებიც. თან ის მომენტი იყო ყველა რომ გაჩუმდა.
-აუუ კარგი რა ლაშა! -დემეტრე გამოჩნდა კადრში. აღმოჩნდა რომ ვიდეოს მე ვიღებ ამ დროს. -მერამდენედ უნდა გააბრაზო ეს გოგო -წინ იწევა, მიწვდენას ცდილობს და ფეხს ფეხზე აბიჯებს.
-მე რა გავაბრაზე, თვითონ გაბრაზდა! -სიმთვრალე ლაშასაც ძალიან ეტყობა
მარიამი ხშირად არ ტიროდა. არ იყო ესეთი გოგო. უბრალოდ ხომ ხვდებით... სასმელმა იმოქმედა. თან ხო უნდა აგრძნობინოს ბიჭს რომ დამნაშავეა
-კაი რა, მართლა ტირიხარ? -თავს მარიამისკენ წევს
-აბა ტყუილად? -მის მაგივრად მე ვპასუხობ და თავს ვიკავებ რომ არ გამეცინოს
რამოდენიმე წამით სიჩუმეა ჩამოწოლილი. დემეტრე თვალით ანიშნებს ლაშას რაღაცაზე.
ისიც დგება, დივნის გვერდით მდგომ სკამს მარიამისკენ აჩოჩებს და მის პირდაპირ ჯდება
-სერიოზულად? -ჯერ იცინის, მერე ჩუმდება და მის სახეს აცქერდება. -კაი რა, ხო იცი ვხუმრობ... -თავზე ხელს უსვამს და თითქოს ეფერება.
-გგონია ვიტყუები? -დაიწუწუნა ჩემმა დაქალმა
-რა იყო, განა მართლა იმას ვფიქრობ რასაც ვამბობ ხოლმე! -თქვა და წაბორძიკდა, კინაღამ სკამიდან გადავარდა. ამ დროს ჩემი და მაჩაბელის ხმამაღალი სიცილი ისმის.
-სულ ასე მაბრაზებ! -ისევ წუწუნებს.
-კაი მაშინ მითხარი როგორ ბიჭზე უნდა გათხოვდე. -სახეზე აფარებულ ხელებს დაბლა აწევინებს და თმას უსწორებს ყურთან. თან უღიმის. კადრში არ ჩანს მაგრამ ვხვდები როგორი ეშმაკური ღიმილი გვახატია მე და დემეს სახეზე
-როგორზე და -იწყებს ის -მაღალი უნდა იყოს, შავგვრემანი, მოკლე თმიანი, მუქი ფერის თვალებით, ეშხიანზე, საყვარელზე, მხიარულზე, გამხდარზე, განათლებულიც რომ იყოს და მანქანაც ქონდეს. გოგოს პატივისცემა რომ იცოდეს და ზრდილობიანი იყოს! -ჩამოაყალიბა თავისი აზრი და გაიღიმა
-რა არის, მე თუ მეძებდი აქ არ ვიყავი? რაღა შორიდან მივლი! -ამაყად ამბობს და კამერისკენ იხედება, გაკრეჭილი.
-შენ კი არა, შენზე უკეთეს! -ხმამაღლა ამბობს მარიამი და ბალიშს თავში ურტყამს
-ხო გითხარი ვერ გათხოვდები თქო! -ისევ თავის ნათქვამს უბრუნდება და აქ უკვე ბალიშებით ომი იწყება.
-მე და ქეთი არ ვერთვებით ამ ომში! -თავისკენ ატრიალებს მაჩაბელი კამერას. თვითონვე უჭირავს. -ისიც არ ვიცით, ამ დალევის მიზეზი რა არის. შევიკრიბეთ ჩვენ ოთხნი და ვსვამთ.
-მე ვიცი! -ვამბობ და თან თმას ვიკრავ
-რა იცი, აბა თქვი! -დაჟინებით მეკითხება
-დაგეგმილი გვქონდა, ერთხელ ისე დავლიოთ მეორე დღეს არაფერი რო არ გვახსოვდესო. დრო როცა გავა გავიხსენებთ და ვიცინებთო! -ბედნიერად ვპასუხო და ღვინისნახევრად სავსე ჭიქას ბოლომდე ვცლი
-ცოტახანში სადღაც უნდა წაგიყვანო! -გარკვევით ამბობსმაგრამ იცის ტონი ისეთია რომ არ უნდა ჩავაცივდე.
ეს ის ადგილია კახეთში რომ ვიყავით. რომ ცდილობდა ეთქვა, თუ როგორ ვუყვარვარ. ამ დისკზე ის ბოლო დღეა ჩაწერილი, ჩვენ ოთხმა რომ ბედნიერად გავატარეთ. 13 ნოემბერი... უკანასკნელი ბედნიერებასავითაა, მაგრამ იმედია უკანასკნელი არ იქნება
-რა საყვარელი ხარ! -დაჟინებით მაცქერდება და წითლდება.
-მართლა? -ვიღიმი და კამერას მას ვაწვდი -ახლაც? -თმას სასაცილოდ ვიკრავ და ვიკრიჭები. ამ დროს სამივე იცინის.
-ახლაც! -დამიდასტურა მაჩაბელმა და თვალი ჩამიკრა. თან წარბები აათამაშა.
ვიდეოს ბოლოს ფოტო ჩნდება ეკრანზე სადაც ჩვენ ოთხივენი ბედნიერები ვართ. მე ის სასაცილო ვარცხნილობა მაქვს. დემეტრე იკრიჭება. მარიამს თვალები აქვს დახუჭული და იღიმის, ლაშა კი ლოყაზე კოცნის. უბედნიერესი ოთხეულია... ჩნდება წარწერა სახელად "ნოემბრის 13!"
დისკს თავის ადგილას ვაბრუნებ.
ახლა მივხვდი როოგრ ვცდილობდი ფიქრებით ამ დროში დაბრუნებას. იდაყვებით მუხლებს ვეყრდნობოდი და მთელი გულითა და სულით ვუსმენდი თურმე. როცა ეკრანი გაშავდა ჩემი გამოსახულება დავინახე. გაღიმებული სახე მქონდა. ვნატრობდი ის დღე დაბრუნებულიყო.
ფეხზე ავდექი. სულ ორი ოთახი იყო პირველ სართულზე. ორივეში შევედი. ერთი ჩვეულებრივი ოთახი იყო. მწვანე კედლებით... მეორე მთლიანად ლურჯი.
ხის კიბეებზე ავედი და მყუდრო დერეფანი ფრთხილად გავიარე. 4 ოთახიდან რატომღაც პირდაპირ ის ამოვარჩიე რომელიც მისი საძინებელი იყო. არ ვიცოდი ბიჭს თუ შეეძლო ასეთი მოწესრიგებული ყოფილიყო. გვერდით წიგნების უდიდესი ოთახი. ბიბლიოთეკას უფრო გავდა. კანონზომიერებაა დაცული. მის ოთახში დაუფიქრებლად ვაღებ გარდერობის კარებს და როცა მის ტანსაცმელებს ვხედავ მაშინვე ვხურავ. ლოგინიც ალაგებულია. ყველაფერი ისე ადაწყობილი, რომ გესიამოვნება. სახლის დათვალიერებას რომ მოვრჩი გარეთ გავედი და შემშრალი სისხლის მოწმენდა ვცადე. აღელვებული ვაცლიდი ლაქას მაგრამ არ ამოდიოდა. ერთი საათი ვწმენდდი ალბათ. გავსწორდი და ზემოდან დავხედე. ბოლომდე არ წაიშალა. დაეტყო. მკრთალად, მაგრამ მაინც დაეტყო ლაქა. გადაღლილი შევდივარ სახლში და მის ზრგჩათანს ვიღებ იქვე ჩამოკიდებულს. შიგ ვდებ რამოდენიმე მაისურსა და ორ შარვალს. ჟაკეტი და ქურთუკი არ ჩაეტია ჩანთაში ამიტომ მანქანაში უკანა სავარძელზე დავდე. ყველაფერი მოვაწესრიგე, შუქები ჩავაქრე და კარი ჩავკეტე. ცოტახნით ჩემს სახლში გადავწყვიტე შევლა. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ დივანზე რომ ჩამოვჯექი და წამით თავით მივეყრდენი საზურგეს, ჩამეძინა. იქნებ მხოლოდ ერთი რამ ხდება. მგონი თვს დამნაშავედ ვგრძნობ და ჩემს ქვეცნობიერს ურჩევნია დაიძინოს, ვიდრე იქ მივიდეს და დიდი გულის ტკივილი იგრძნოს.
დილით ისევ შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და შუადღე იწყებოდა საავადმყოფოში რომ წავედი.
ლაშა დამხვდა. მარიამი მერე უნდა მოსულიყო
-აბა როგორ ხარ? -თბილი ღიმილი და თბილი მზერა მისკენ წარვმართე
-კარგად! -მადლიერი გამომეტყველება ჰქონდა. თავი დამიქნია და თვალებით მკითხა შენ როგორ ხარო
-ნორმალურად. ექიმი რას ამბობს? -ამჯერად ლაშას მივმართე.
-ყველაფერი კარგადაა და არაფრის შეგეშინდეთო. წოლითი რეჟიმი უწევს გაწერის მერე... -ამიხსნა
-ჩიქოვანი? -უცბად ვახსენე.
-რა ჩიქოვანი! -გაღიზიანდა დემეტრე. წესით უნდა მიმხვდარიყო ვინ ვიგულისხმე და რატომ. მიხვდა კიდეც. უბრალოდ თავისი გაღიზიანებულობის იმპროვიზირებას ახდენდა
-მაგ საქმეზე რა ხდება? -ინტერესი გამოვიჩინე.
-ჯერ არ ვიცი. დღეს იტყვიან.
-ტანსაცმელები მოგიტანე! -თემა შევცვალე ზურგჩანთა გავხსენი.
-ეს მაისურები, ეს შარვლები და აი ჟაკეტი და ქურთუკიც -სკამზე გადავკიდე ყველაფერი და მას დავანახე
-დიდი მადლობა. რატომ შეწუხდი? არ დაგეზარა? -გვერდულად ჩაიღიმა
-არა რათქმაუნდა. დღეს რეპეტიციებზე მივდივარ! -თითქოს ახალი ამბავი ვაცნობე. ისედაც ახალი ამბავი იყო მაგრამ რაღაც არ მგონია საჭირო ყოფილიყო ამის თქმა.
-რეპეტიციაზე? რად გინდა...
-რა? -ვერ გავიგე მისი კითხვა
-ვიგულისხმე, რა საჭიროა მეთქი... -გამიმეორა
-ისე, კონცერტები და რამე, ხო ხვდები! -მხრები ავიჩეჩე.
-სადმე მიდიხარ?! -გაიკვირვა, თან ფაქტის აღნიშვნას ცდილობდა და თან კითხვას სვამდა.
-არა! -ნაუცბადევად ვუპასუხე. ტყუილად ითვლება ჩემი ნათქვამი არა? აშკარაა, სიმართლე დავუმალე.
-უნდა გავსინჯოთ -ექთანმა კარი შემოაღო და გასვლისკენ მიგვითითა.
-მე წავალ და საღამოს დავბრუნდები! -ხელი დავუქნიე და გამოვედი. თავს ისევ დამნაშავედ ვგრძნობდი მაგრამ მის თბილად ძალიან თბილად ვიყავი განწყობილი.
ლაშასაც დავემშვიდობე და რეპეტიციაზე წავედი. ბევრი ვივარჯიშე და მალე გავიდა დრო. მე და თეკომ საზღვარგარეთ გასვლებზე ვისაუბრეთ, ყავა დავლიეთ და უკვე მოსაღამოვებულიყო საავადმყოფოში რომ დავბრუნდი. იმდენი გზა მჭირდებოდა აქეთ-იქით... ხან ჩემს სახლში, ხან საავადმყოფოში, ხან მარიამთან და ლაშასთან, ხან დემეტრეს სახლში. ერთმანეთში მერეოდა. დაბნეული დავდიოდი.
პალატის კარი შევაღე და გამიხარდა არავინ რომ არ დამხვდა.
დემეტრესაც ჩვეულებრივ ეღვიძა და ლოგინზე წამომჯდარიყო.
-სად არიან? -ცოტა არ იყოს გამიკვირდა
-მე ვთხოვე წასულიყვნენ. სულ აქ ხომ არ იქნებიან. თან მე კარგად ვარ. ხვალ ან ზეგ გამწერენ... -ისევ გაიღიმა. სკამი მის ლოგინთან ახლოს მივაჩოჩე და მოხერხებულად ჩამოვჯექი.
-გშია? -მზრუნველად ვკითხე
-არა, სანამ წავიდოდნენ, მარიამმა პიურე მომიმზადა. იცი რა საზიზღრობა იყო უცხიმო და უმარილო? -სახე დაემანჭა
-მე ეგეთი არ გამისინჯავს, ამიტომ არ ვიცი. რას ვიზამთ ასეა საჭირო. კვება უნდა აკონტროლო
-ჰო -დამეთანხმა
-პასუხი არის? -ისევ იგივე თემა ჩავრიე ჩვენს საუბარში
-რაზე -დაზუსტება სცადა
-ჩიქოვანზე. -მოკლედ ვუთხარი. მან კი მაშინვე წარბები შეკრა
-ჰოო, დაიჭირეს! -თან გაუხარდა
-როგორც იქნა! -მეც გახარებულმა შევძახე
-მოდი ვილაპარაკოთ რა! -მთხოვა, თუ მომთხოვა ვერ ვხვდებოდი
-რაზე -მეც დაზუსტება ვცადე. უფროსწორად გარკვევა. მართლა ვერ მივხვდი რას ამბობდა
-ჩვენზე და ჩვენს ურთიერთობაზე. -თვალებში არ შემოუხედავს ისე მითხრა
-ახლა ამის დროა?! -გავიკვირვე
-სწორედაც რომ ამის დროა. მისმინე, სხვა დროს ვეღარ ვილაპარაკებთ.
-არა დემე, სხვა დროს უნდა ვისაუბროთ! -თითქოს უკვე მთელი პრობლემა გადავჭერი
-ხედავ რა სისულელე გააკეთე?! -მოულოდნელად დაიწყო მან
-დემეტრე კარგი რა... -თითქმის ზურგი შევაქციე ისე დავჯექი
-ჯერ დალიე, მერე დათანხმდი რომ გაეცილებინე, მერე ძალის გამოყენებას ცდილობდა და შენ არც კი უჩივლე. ხედავ ამას რა მოყვა? სასიკვდილოდ დამჭრა და ძლივს გადავრჩი! -ბოლო ფრაზის წარმოთქმისას ხმას აუწია
-ამ ყველაფერს მეც ვნანობ, მაგრამ ამხელა ამბავი უნდა ატეხო ამის გამო? -ისტერიულად ჩამეღიმა
-ასე უმნიშვნელოდ თვლი ამ ყველაფერს? -თავი გააქნია
-კი! -თავდაჯერებულმა ვთქვი
-... -ირონიულად ჩაიცინა
-ანუ ვშორდებით მე და შენ? -შეშინებულმა ვიკითხე
-მისმინე ქეთი... -ხელი ხელზე დამადო
-გისმენ! -არ ვიცი ეს რატომ ვთქვი
-ხო ხედავ... ეს ურთიერთობა როგორ აგვერია. რაც უფრო ვცდილობთ ამ ურთიერთობის დალაგებას, მით უფრო ვურევთ და ჩვენც ვირევით. ჯერჯერობით უნდა შევწყვიტოთ გარკვევა, რა ხდება ჩვენს შორის. გგონია არ გპატიობ შენს შეცდომას? უბრალოდ დაფიქრება გვწირდება რა.
-ანუ ვშორდებით?! -ისევ იგივე გავუმეორე, ამჯერად წყნარად
-არა!
-აბა?
-უბრალოდ ცოტახნით შევწყვეტთ ამ გაუგებრობას. კარგად ვიქნებით ერთმანეთთან. შეყვარებულები არა მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვექნება. არ ვშორდებით! უბრალდოდ უნდა დავლაგდეთ. არც მე ვარ კარგად და არც შენ. არ მინდა უარესად გაფუჭდეს ეს ურთიერთობა.
-არ გიყვარვარ? -ეს არ უნდა მეკითხა. ნამდვილად არ უნდა მეკითხა.
-მიყვარხარ! მაგრად მიყვარხარ! უბრალოდ ცოტახნით ამ გაუგებრობას შევაჩერებთ და მერე საღ, დალაგებულ გონებაზე გადავწყვეტთ ჩვენს შორის რა ხდება. ვიცი შენც გიყვარვარ მაგრამ ვხვდები რომ საქმე უფრო ცუდად მიდის როცა მოგვარებას ვცდილობთ. მართლა არ მინდა შენი დაკარგვა...
-კარგი. გასაგებია! -ყალბი ღიმილით ვთქვი და სკამიდან წამოვდექი
-რას იტყვი... -ფრთხილად მომმართა
-რასაც შენ. თანახმა ვარ, იყოს ასე. -თავი ნერვიულად დავაქნიე
-გეფიცები საჭირო რომ იყოს ამას არ ვიტყოდი. უბრალოდ მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ, ვიდრე მუდამ გაურკვევლობაში ვიყოთ.
-ანუ აღარ ვართ შეყვარებულები. -კიდევ ერთხელ ვცადე დაზუსტება
-აღარ! -თავი გააქნია
-გასაგებია -წყენითა და ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი
-დროებით ქეთი! -თქვა როცა მის ლოგინს მოვშორდი
-გავიგე! -მოკლედ მოვუჭერი
-მგონი ვერ გაიგე. -წარბი შეერხა
-გავიგე, ყველაფერი გავიგე! -კარისკენ წავედი
-ნაწყენი ხარ! -აღნიშნა
-არ ვარ. -გავუღიმე ოღონდ სიყალბის დამალვას ვცდილობდი.
-მაშინ იმედია ჩემი გესმის...
-ჰო მესმის! ვთქვი და კარი გამოვაღე
-დიდხანს არ გაგრძელდება ეს! -მომაძახა
-კარგი. მე წავალ ახლა... დავისვენებ. -კარის მიხურვა დავაპირე
-ნახვამდის! -ამ სიტყვამ წამით შემაჩერა, მაგრამ მალევე გავედი პალატიდან.
კალიდორში ცრემლმორეული თვალებით მივაბიჯებდი.
-კარგად ხართ? -რომელიღაც, ფორმიანმა მკითხა
-კარგად ვარ! -ვუპასუხე და თავი ვეღარ შევიკავე. ტირილით მოვშორდი საავადმყოფოს. ტირილითვე ჩავჯექი მანქანაში. ისეთი რაოდენობით მდიოდა ცრემლები თვალებიდან, როგორც ციდან წვიმა.
ერთი თვე გავიდა
როგორ ჩაიარა ამ ერთმა თვემ?
ყველანაირად უაზროდ. ჩვეულებრივი დღეები, განსაკუთრებული არცერთი. რეპეტიციებზეც დავდიოდი, კარგადაც ვიმეცადინე, რამოდენიმე წიგნი წავიკითხე. დემეტრე? დემეტრესგან არაფერი... საერთოდ არაფერი. ბევრჯერ ვნახე ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ოღონდ ისე როგორც ადრე, არა. წოლითი რეჟიმი რომ ჰქონდა რამოდენიმეჯერ მე და მარიამი მივედით. ლაშა დღის უმეტეს ნაწილს იქ ატარებდა. ხან იქ რჩებოდა.
ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება... არაფერია! უბრალოდ მეგობრები ვართ რა. ამას ვერც მეგობრობას უწოდებ. არც ვწერთ ერთმანეთს, არც ვეხმიანებით, და რამდენჯერაც მის სახლში ვიყავით სულ რამოდენიმეჯერ მოგვიწია ჩვეულებრივი დიალოგის წარმართვა. "ხომ არ გშია?!"-ეს მაშინ ვკითხე სიჩუმე რომ ჩამოწვა. უხერხული სიტუაციისგან თავის დასაღწევად რას აღარ ვამბობ ხოლმე... პრინციპში არც იყო სულელური წინადადება. ხან მე ვუმზადებდი სადილს, ხან მარიამი. ფაქტია აღარ შევრიგდებით. ასე დავრჩებით, მეგობრებად. რა საჭიროა ტყუილ იმედებზე დაყრდნობა და გულში ჩატოვება. რა საჭიროა ვიფიქრო იმაზე რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. მან თქვა ცოტახნით "შევისვენოთო." სისულელეა... 1 თვე ცოტახანია? 1 თვის მერე კიდევ უნდა ველოდო კარზე ან ტელეფონზე ზარს და მის ნათქვამს "მოდი გავაგრძელოთ ურთიერთობა"?! არ ღირს... ვფიქრობ შერიგებაც აღარ ღირს. ალბათ ასე იყო საჭირო. მაგრამ მაინც არ ვამართლებ მის საქციელს. ყველაფერი ისედაც კარგად შეიძლებოდა ყოფილიყო იქვე რომ გვესაუბრა. ბოდიშის მოხდისთვისაც კი მზად ვიყავი მაგრამ მან ასე არჩია? ხომ არ შევეხვეწები? განა არ მინდა მასთან ვიყო? უბრალოდ თვითონ დაიღალა... როგორ ვნანობ სულ გაურკვევლობაში რომ ვამყოფებდი ამ ბიჭს. როგორ ვნანობ მაშინვე რომ არ ავაწყე მასთან ურთიერთობა. რაღას ველოდებოდი? ამ ყველაფერს?
აი ასე... მეგობრები ვართ. უბრალოდ მეგობრები... რაღაცნაირი მეგობრები! ერთმანეთი რომ უყვართ და მაინც ძალაუნებურად მეგობრობენ. ვაღიარებ, ჩემს სიყვარულში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მის სიყვარულში კი ეჭვი მეპარება. მხოლოდ უაზრობა და სისულელე თუ შეუშლის ხელს ურთიერთობაში ორ ადამიანს, რომელთაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ. დასკვნაც კი გამოვიტანე. ფაქტია ის ამ ყველაფერს არ თვლის უაზრობად. ანუ გამოდის... თანაბარი სიყვარული ჩვენს შორის აღარ არსებობს!
ახლა სასტუმროში ვარ. გერმანიის სასტუმროში. არ ვიცი რატომ ან როგორ დაემთხვა, მაგრამ ზუსტად იმ ნომერში ვარ 4 წლის წინ რომ ვიყავი. ეს ის ადგილია მე და მაჩაბელმა პირველად რომ ვნახეთ ერთმანეთი. რომ შევეჯახე და ცხელი ყავა გადავასხი. რაღაცნაირი შეხვედრა იყო მაგრამ მაინც საუკეთესო. ისე წამოვედი, მხოლოდ მან არ იცოდა ამის შესახებ. უკვე 6 დღეა აქ ვარ. სულ სამი კონცერტი მქონდა აქ... კიდევ უამრავი მელის. ხვალ დილით საფრანგეთში მივდივართ. მგონი ერთადერთი ვარ ამ ანსამბლში, რომელმაც ცალკე ნომერი დაიქირავა სასტუმროში. სხვა ნომრებში ორ-ორნი ან სამ-სამნი არიან. ზოგან ოთხნიც... მე როგორც ყოველთვის მარტო ყოფნა მირჩევნია. ვერ ვიტან ხმაურს და ვერ ვიტან სიტუაციას, მე რომ ვერ ვერთობი. მირჩევნია ჩემთვის ვიჯდე, წიგნი ვიკითხო, მუსიკებს ვუსმინო და რამე ფილმს ვუყურო ვიდრე ხელს მიშლიდნენ და მიმითითებდნენ როდის რა უნდა გავაკეთო. ლოგინზე გადავეშვი და მუხლებზე ნოუთბუქი დავიდე. სკაიპი ჩავრთე და ეგრევე მარიამთან გადავრეკე.
-როგორ ხართ?! -ხელი დავუქნიე კამერაში. ლაშაც ჩანდა, ლუდის ბოთლით ხელში.
-უშენოდ როგორ ვიქნებით. -მხრები აიჩეჩა მარიამმა
-შენ როგორ ხარ? კარგად ერთობი? -წარბები აათამაშა ლაშამ
-რას ვერთობი. -თავი შეწუხებულმა გავაქნიე. -მაგრად ვიღლები -დავიწუწუნე -საღამო იყო რომ ჩამოვედით და ეგრევე ჩამეძინა. მეორე დილას რაღაცეები დავათვალიერეთ. მერე კონცერტი მქონდა. მერე სადღაც კლუბში ვიყავით და იმდენი დავლიე შემდეგი ორი დღე თავი მტკიოდა. შემდეგ ისევ კონცერტი... დღესაც კონცერტი მქონდა და ეხლა ბარგი უნდა ჩავალაგო რომ დილით წავიდეთ.
-სად მიდიხართ ხვალ?
-ხვალ საფრანგეთში. აუ როგორ მინდოდა პარიზის ნახვა...
-აუუ მეც მინდა პარიზში -დაიწუწუნა მარიამმა
-მერე ერთად წავიდეთ. -გაიღიმა ლაშამ -ჩვენ ოთხნი! -დაამატა ბოლოს
-ვინ ოთხნი? -ვკითხე. არადა არ უნდა მეკითხა. ისედაც ხომ ვიცოდი ვის გულისხმობდა
-მე, მარიამი, შენ და დემეტრე! -სწრაფად ჩამოთვალა
-ვნახოთ... -ტუჩები ძალაუნებურად გავჭიმე რომ მათ დასანახად მაინც გამღიმებოდა.
-მისმინე! -მომმართა ჩემმა დაქალმა -ისევ არაფერი გითქვამს დემეტრესთვის ხო? -თვალები გადაატრიალა
-არა.
-აი რატო არ ეუბნები?! -ლუდის ბოთლი ხელში დაატრიალა ლაშამ და თან მე მისაყვედურა
-და რა საჭიროა? -შესაფერისი ტონი გამოვიყენე თმის დავარცხნა დავიწყე
-და რატო არაა საჭირო? სულ გაწყვიტეთ თქვენ ურთიერთბა? -ხელები გაშალა და გაურკვეველი გამომეტყველება მიიღო.
-არ გაგვიწყვეტია, მეგობრები ვართ! -უმნიშვნელოდ ვთქვი და თმა შევკარი
-და მერე? მეგობარს მაინც არ უნდა უთხრა რომ ერთი თვე საქართველოში არ იქნები?! -თვალები დააწვრილა და წარბები შეკრა.
-და რას ამბობს თვითონ? -ვითომ უინტერესოდ, მაგრამ სინამდვილეში დიდი ინტერესით ვიკითხე
-ქეთი სად არისო, რატო არ ჩანსო... კითხვას არ სვამს, უბრალოდ უკვირს. -მპასუხობს ის
-გასაგებია ჰოდა. რომ აინტერესებდეს სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ მომწერდა, ან დამირეკავდა.
-რა მაინტერესებს იცი? თუ ჩვეულებრივ იღებ იმ ამბავს რომ მეგობრები ხართ მაშინ რაღატო გწყინს? -დაჟინებით მკითხა
-არ მწყინს საერთოდ. -მტკიცედ ვუთხარი. თითქოს ჩემ თავში ვიყავი დარწმუნებული.
-ხომ იცი რომ ისევ უყვარხარ? ისიც ხომ იცი რომ შერიგდებით?
-თქვენ არ თქვათ არაფერი და რამნიშვნელობა აქვს სად ვარ და რამდენი ხნით... -მხრები ავიჩეჩე
-მე ვუთხარი უკვე -ჩუმად თქვა მარიამმა
-რა უთხარი -დიდად არ გამკვირვებია. ასე თუ ისე ცოტათი მაინც მინდოდა რომ გაეგო
-საზღვარგარეთ გასვლებზე რომ ხარ ცეკვიდან. და ახლა რომ გერმანიაში ხარ ისიც ვუთხარი.
-როდის უთხარი? -სწრაფად ვკითხე
-ორი დღის წინ. -თავი დახარა და ჩაეღიმა.
-მარიამ... რატო უთხარი -ნაკლებად ვუსაყვედურე
-მკითხა ქეთი სად არისო და რა უნდა მექნა... -წარბის აწევით მითხრა
-აი ამიტომ მიყვარს ჩემი ცოლი რა! იცის სად, როდის და როგორ უნდა თქვას! -შუბლზე კოცნის ლაშა თავის ცოლს
-ჰო კარგი კარგი. -დავნებდი
-ფოტოებს რატო არ გვიგზავნი?
-გამოვგზავნი დღეს. სანამ ჩამეძინება... ეხლა წავედი დავიძინო, თორემ დილით ადრე ვერ ავდგები და დავრჩები გერმანიაში. ანსამბლიდანაც გამომაგდებენ და ჩემი ცეკვის კარიერაც შეწყდება -ისე ვამბობდი ვითომ არაფერი მაღელვებდა მაგრამ სინამდვილეში დიდი ირონია ჩანდა. თან ვიღიმოდი.
-მიდი მიდი... დაისვენე. კარგად! -ერთად დამემშვიდობნენ
გამოცვლა დავაპირე კარზე რომ დააკაკუნეს.
არც დავფიქრებულვარ, მაშინვე გაღება დავაპირე. მომსახურე პერსონალია ალბათ.
ჯერ სარკეში ჩემს გამოსახულებას ვათვალიერებ და შემდეგ კარის სახელურს დაბლა ვწევ.
ზღურბლს მიღმა დგას პიროვნება რომელიც თავდაყირა აყენებს ჩემს გონებასა და ფიქრებს, აჩქარებს გულის ცემას, წყვეტს სისხლის მიმოქცევას. მისი დანახვისას ჩემს ყველა კიდურს სურს მოდუნდეს. ჩემს პირდაპირ მდგარი ადამიანი ერთ ხელს კედელს აყრდნობს, მეორეს კი თმაზე მომხიბვლელად ისვამს და თან იღიმის. როგორც მას ჩვევია ისე... არ ვიცი ჩემი ყურადღება მაშინვე მისი სუნამუს სურნელს რატომ ეპყრობა... ალბათ იმიტომ რომ გასაგიჟებელია! შავი სათვალეც როგორ აკვდება. მაგარ ფორმაშია. თვითონ რომ "უსწორდება" ისეთში. და თან სხვასაც რომ ადნობს...
-წამო, წავიდეთ! -სერიოზული გამომეტყველებით მიყურებს
-სად?! -მაშინვე პასუხს ვცემ. უფროსწორად კითხვას ვუსვამ.
-საქართველოში -წარბები აზიდა
-ეგ როგორ... -ვიბნევი
-ჩვეულებრივად -ისედაც აშკარააო, ისეთი ტონი ჰქონდა
-რა ხდება დემეტრე? -გაურკვევლობაში ვვარდები
-ჯვარს ვიწერთ. -ისევ იღიმის
-როდის -ხუმრობად ვთვლი ამ ყველაფერს და მეც ვყვები ხუმრობაში.
-ძალიან მალე -მხრებს იჩეჩს
-რატომ?! -ვსერიოზულდები
-უარზე ხარ? -მიახლოვდება
-არა.. -ვპასუხობ და ჩემი გული კიდევ უფრო ჩქარდება
-ჰოდა წამოდი! -ხელზე ხელს ნაზად მკიდებს
-რაგჭირს! ყნოსვას ვამძაფრებ რომ გავიგო მთვრალია თუ არა
-მიყვარხარ! -ხმას უწევს და სახეზე დიდი სიხარულის გამომხატველი ღიმილი ეხატება
-მართლა? -ტუჩები შემერხა. გაღიმება მინდა მაგრამ თავს ვიკავებ
-მე არასოდეს ვიტყუები ქეთო! -ამაყად ამბობს
-რამ გადაგაწყვეტინა? -ხელები გადავაჯვარედინე
-უშენობამ! -წითლდება
-რა გინდა აქ ვერ ვხვდები... -მორცხვად ვამბობ და თავს ვხრი
-რას ვერ ვხვდები, მომენატრე. დავრწმუნდი რომ შენსგარეშე არავინ და არაფერი ვარ! -კიდევ უფრო მიახლოვდება და ნიკაპზე ხელს ნაზად მახებს. თავს მაწევინებს და თვალებში ჩამცქერის
-მერე? -თვალები მიბრწყინავს
-რაღა მერე, მიყვარხარ! -თვალს მიკრავს
-გავიგე! -თვალს არ ვაშორებ. მზერა მისი ტუჩებისკენ გამირბის.
-რაღას მამეორებინებ... -თმას ისწორებს.
-მე არ მითხოვია გამიმეორე თქო! -წარბები შევკარი
-აბა რა გინდა. -ისიც დაიბნა
-ამ სიტუაციაში გარკვევა! -თავი დავუქნიე. ოღონდ არ ვიცი რატომ
-მიმყავხარ! -ჩემს სახეს ხელებში აქცევს
-შენ? -ვწითლდები
-აბა სხვას ვინმეს ხედავ აქ? -ისევ მშორდება და თვალებს აწვრილებს
-რატომ მეუხეშები... -ყალბი წყენა ვითარდება ჩემში
-სანამ ჩემთან არ იქნები თბილი ვერ ვიქნები. -ისევ მხრებს იჩევს.
-კონცერტი მაქვს! -ფრთხილად მივმართავ
-მერე რა -უმნიშვნელოდ ამბობს
-როგორ თუ... -გაკვირვება მემჩნევა
-ველაპარაკე იმ გოგოს... რა ქვია? შენი ხელმძღვანელი. თაკო..
-თეკო! -შევუსწორე
-ჰოდა არაფერი დაშავდება. ნება დამრთო -იკრიჭება
-ეს სასტუმრო იცანი? -მოულოდნელად ვკითხე
-აბა რომ არ მეცნო აქ რამინდა? -იქაურობას თვალი მოავლო
-ისტორიამეორდება? -თავს დაბლა ვხრი და ქვევიდან ავყურებ
-როგორც ჩანს! -თავს მიქნევს
-რა ხდება? -თავს აქეთ-იქით ვატრიალებ და ღრმად ვსუნთქავ
-მაშინაც შემიყვარდი და ახლაც! -ისევ დაჟინებით მაცქერდება და ჩემს თვალებს უსასრულობაში ძირავს.
-ასე ადვილად იხსნება? -თავს აღარ ვიკავებ, საშუალებას ვიყენებ და ვიღიმი.
-როგორც ხედავ! -ცალყბად იღიმის, ლოყა ეჩვრიტება და თვალს მიკრავს.
-კარგია... -ბედნიერად ვიღიმი და მისი დანახვისას გამოწვეულ სიხარულს არ ვმალავ
-ჯერ საქართველოში დავბრუნდებით, მერე ჯვარს დავიწერთ. უზარმაზარი ქორწილი გვექნება -ხელებს ბავშვივით შლის და იკრიჭება -უფროსწორად შენ როგორიც გინდა ისეთი... გეფიცები, საფრანგეთშიც წაგიყვან, იტალიაშიც და ლონდონშიც! ცეკვასაც გააგრძელებ!
-მართლა?! -კარს ვეყრდნობი.
-ჰოო მართლა! შენც ხომ გინდა ჩემი ცოლი იყო?! მე კი შენი ქმარი... -ყურთან თმას ნაზად მისწორებს
-რათქმაუნდა! -დაბნეული აღარ ვდგავარ.
-მაგიჟებ! -თავს აქნევს
-ყველაფერი ვაპატიეთ ერთმანეთს? -ფრთხილად ვსვამ შეკითხვას
-რათქმაუნდა! -წარბები აათამაშა
უცებ თავს უკან წევს და ხარხარებს. სიცილს არ წყვეტს
-რა გაცინებს? -თვალებს ვაწვრილებ
-გახსოვს რომ გაბრაზებდი და ქეთევანს გეძახდი? აი ისე როგორც შენი მეზობელი ნანა!
-კიი მახსოვს -სიცილში ავყევი
-წამოდი, იმ რესტორანში წავიდეთ მე და შენ რომ ერთმანეთი გავიცანით! -თითქოს ეს იდეა უცბად მოაფიქრდა
-ჩვენ ერთმანეთი ამ სასტუმროში გავიცანით. პირველ სართულზე, დივანთან! -შევუსწორე ალბათ
-აქ შევხვდით, მაგრამ იქ გავიცანით! -თვალებს აფართოებს
-მართალი ხარ! -ვეთანხმები და თავს ვუქნევ
-ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! -ბოლო ხმაზე ამბობს
-ცოტა ჩუმად! -ვიცინი და ზღურბლს ვაბიჯებ იმის დასაზუსტებლად ვინმემ ხომ არ გაიგო
-მე ისე ავუხსნი ჩემ გოგოს სიყვარულს, როგორც მინდა და ამას დამიჯერე ვერავინ დამიშლის! -ხელები გადააჯვარედინა და ღიმილი შეეპარა მის სახეს
-შეიძლება ჩაგეხუტო? -მორცხვად ვეკითხები
ის პირდაპირ ხელებს შლის. მე ვყოყმანობ.
-ჩამეხუტე თორემ თავს უკანასკნელი იდიოტივით ვიგრძნობ ასეთ პოზიციაში უაზროდ დგომის გამო!
მისკენ ვიწევი, თითქმის მივრბივარ. ორი ნაბიჯია მაგრამ მაინც! მთელი გულით შევიგრძნობ მას და ვეხუტები.
-მომენატრე! -შუბლზე მკოცნის და თმაზე ნაზად მეფერება
-მეც! -თითქოს დასკვნას ვაკეთებ
-შენ გასაგიჟებელი გოგო ხარ! სულ თავს როგორ მაკარგვინებ! -თბილად მისაყვედურა
-რა სუნამოა? -მოულოდნელად წამოვჭერი ეს თემა
-შენ ისევ მოგწონს ჩემი სუნამოები? -ხითხითებს
-კი! - უფრო მაგრად ვეკრობი მას.
-მივდივართ? -ინტერესით მეკითხება
-სად... -კითხვითვე ვპასუხობ
-ჯერ რესტორანში და მერე სადაც შენ გინდა! -ჩემს თბილ შუბლს მისი ტუჩები ისევ ეხება
-ჩანთას ავიღებ! -სულ რაღაც 10 წამში შევასრულე ეს ქმედება და კარი ჩავკეტე
-წავედით?! -იმედიან გამომეტყველებას მაპყრობს
-წავედით! -მტკიცედ ვამბობ და დერეფანში მივაბიჯებთ.
არ ვიცი ასე სწრაფად როგორ მოხდა ყველაფერი...
-აი ახლაც! -ჩერდება კიბეებთან და ხელებს შლის -ისევ თავიდან შემიყვარდი! -ძლიერად მეხუტება.
ბოლო ხმაზე, ბედნიერად ვიცინით, მეც და ისიც!

-მერე? -ოქროსფერთმიანი მწვანეთვალება გოგონა ფრთხილად მეკითხება და კისკისებს
-საქართველოში როგორც კი ჩამოვედით დავქორწინდით. დიდი და ლამაზი ქორწილი გვქონდა... მალევე გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი და მერე შენ და ლუკა გაჩნდით! -ჩუმად ველაპარაკები ლოგინში მწოლიარე ხუთი წლის ანანოს... -მამათქვენი ძალიან მაგარი ბიჭია!
-დედა, ხვალ ბაღში უნდა წამიყვანო? -სახლში ყოფნა უყვარს, მაგრამ მაინც იმის იმედით მიყურებს რომ თავს დავუქნევ
-კი! -დავეთანხმე და თმა გავუსწორე
-დედა, მე და ლუკა რატომ ვგავართ ასე ერთმანეთს? -ისევ კისკისებს და წამით საბნის ქვეშ მემალება
-ტყუპები ხართ და იმიტომ! -თბილად ვპასუხობ და შუბლზე ვკოცნი ჩემს ორ შვილს... შუქს ვაქრობ, ოთახიდან გავდივარ და კარს ვკეტავ

დემეტრე მაჩაბელი და ქეთი ახვლედიანი! წყვილი რომელიც უზარმაზარ, ძლიერ სიყვარულს ამტკიცებს. რამდენი თბილი საუბრები და დიალოგები აქვთ ამათ არა? როგორი თბილი სიყვარული შეუძლიათ თურმე. ცხრა წელია უყვართ ერთმანეთი. უფროსწორად... ცხრა წელი და ცოტა მეტი. რამდენი რამ გადაიტანეს არა? და მაინც ისევ ერთად არიან. ორ შვილს ზრდიან და მალე კიდევ ერთი ეყოლებათ!
"11 ივლისი... 2012 წელი
კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე და გერმანიის სასტუმროს დერეფანში ჩემს მეგობრებს ვეძებდი. უამრავი ადამიანი ტრიალებდა იქვე. დივანზე ორი ბიჭი იჯდა, რომლებმაც ჩემი ყურადღება ასე თუ ისე მიიქციეს. ორი წამით მოვკარი მათ თვალი მაგრამ არცერთის სახე არ დამინახავს. შევამჩნიე რომ ერთ-ერთო ბიჭი წამოდგა და თვალი მოვაშორე. არ მინდოდა დაენახა რომ ვუყურებდი. ცხელი ყავა ვიყიდე, ხელები დაკავებული მქონდა. ძლივსძლიობით ამოვიღე ტელეფონი რადგან ჩემი ანსამბლის ერთ-ერთ მოცეკვავესთან, სალომე კერესელიძესთან უნდა დამერეკა... როგორც კი ნომრის აკრეფვა დავიწყე მაღალ, გამხდარ, მოკლეთმიან სიმპატიურ ბიჭს შევეჯახე. ეს ის ბიჭია წეღან რომ თვალი მოვკარი. სირცხვილისგან თვალების გახელა არ მინდოდა როცა მივხვდი რომ ჩემი ჭიქა დაცარიელდა და მთელი ყავა მის ტანსაცმელზე გაიჟღინთა. ჩემს თავზე ამეშალა ნერვები.. ტელეფონიც ხელიდან გამეშვა და ჩანთაში რაც მქონდა ყველაფერი გადმოიყარა. კოსმეტიკის ნივთები, სავარცხელი, საფულე, საბუთები და ფული... ვბრაზობდი ჩემს საშინელ მოხერხებულობაზე.
მთლიანად გავწითლდი. სახეზე ჭარხლის ფერი დამედო... თან შიშისგან ფეხები ამიკანკალდა მაგრამ რისი მეშინოდა არ ვიცი.
როგორც იქნა თვალები გავახილე და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ჩხუბსა და ყვირილს ჩემს წინ მდგომი ბიჭი.
დაბნეული ვუხდიდი ბოდიშებს. ინგლისური კარგად ვიცი მაგრამ ამ დროს ვერ ჩამოვაყალიბე რა უნდა მეთქვა. თავსაც ვერ ვიმართლებდი. რუსულად, გერმანულად, ფრანგულად თითქმის ყველაფერი ვუთხარი რაც ვიცოდი. გაჩერებას ალბათ მანამდე არ ვაპირებდი სანამ თვითონ არ შემაჩერებდა...
-უკაცრავად?! -თქვა და მისმა მომხიბვლელმა ღიმილმა დამატყვევა. ქართველი აღმოჩნდა.
-მაპატიეთ... ხელები დაკავებული მქონდა და ნომერს ვკრეფდი.. ვერ დაგინახეთ და ამიტომაც შეგეჯახეთ.. გთხოვთ მაპატიეთ... -ხელსახოცებს ვაწვდიდი და ნერვიულად ვცდილობდი დანაშაულის გამოსწორებას.
-ძალიან ცხელია! -სახე შეჭმუხნა
-არ მინდოდა.. ბოდიშს გიხდით! -თავი დავხარე რადგან თვალებში ვერ ვუყურებდი. ამის ორი მიზეზი მქონდა. ერთი ის რომ შევრცხვი და მეორე ის, რომ ვდნებოდი მისი სახის დანახვაზე. თან მისი სურნელიც მთიშავდა.
-დაწყნარდი! -ღიმილით მიბრძანა მან. -მე დემეტრე... დემეტრე მაჩაბელი! -თავისი სახელი და გვარი მითხრა და ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა.
-ქეთი ახვლედიანი.. -მორცხვად ვუთხარი მას და ხელი ჩამოვართვი. -არვიცოდი ქართველი თუ იყავით.. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს! შემიძლია ეს სიტუაცია რამით მაინც გამოვასწორო?
-ვფიქრობ შეგიძლია... -ცალი წარბი აზიდა. მისმა ნათქვამმა უფრო შემაშინა. -უნდა შემხვდე საღამოს.. სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ ანნ საერთოდაც ვივახშმოთ. -გაუხარდა მას.
-ვატყობ მეგობართან ერთად ხართ.. -მეორე ბიჭს გავხედე, რომელიც წვენს სვამდა და ჩვენ გვიყურებდა. -ალბათ რაიმე საქმეზე ხართ..
-მართალია საქმეზე ვართ. დღეს მოვაგვარეთ უკვე ეს საქმე, ხვალ საბუთებს ავიღებთ და ზეგ მივდივართ. აბა რას იტყვი შემხვდები თუ არ მოგწონს ჩემნაირი ტიპები.. იქნებ არ გინდა ჩემი გაცნობა! -სახე მოეღუშა
-იცით მე...
-არა, თუ დღეს არ შეგიძლია არაუშავს.. ხვალ იყოს! -სწრაფად თქვა როცა ჩემი დაბნეულობა შენიშნა.
-ხვალ კონცერტი მაქვს..
-კონცერტი? -თითქოს გაიოცა.
-ვცეკვავ.. სოლოში გამოვდივარ. -გამიხარდა როცა ამ თემას შევეხეთ. მიუხედავად იმისა რომ სულ უცხოს ვესაუბრებოდი.
-ანუ მოცეკვავე ხარ! -აღფრთოვანდა ის
-ჰო.. ასეა! -შევიფერე და ჩემი სიმორცხვე შემცირდა.
-მშვენიერია!.. -ცალყბად გაიღიმა -ზეგ...
-ზეგ საქართველოში ვბრუნდები -სწრაფად შევაწყვეტინე.
-სწორედ ამის თქმა მინდოდა. მეც საქართველოში ვბრუნდები. ანუ ვერ შევხვდებით? -ღიმილი სახიდან წაეშალა.
-მე ხომ არ მითქვამს რომ დღეს არ შემიძლია... -ჩამეცინა.
-ანუ? -თვალებში დაჟინებული იმედით მომაცქერდა.
-ანუ ის რომ დღეს ვივახშმებთ! -პირველად დავთანხმდი ბიჭს შეხვედრაზე..
-ესეიგი ჩემს გაცნობაზე უარს არ ამბობ.. -ისევ გაეღიმა, ოღონდ ამჯერად თითქოს თავისდაუნებურად.
-არა რათქმაუნდა..
-კარგი მაშინ საღამოს 8 საათზე ზუსტად აქ, ამ ადგილას შევხვდებით. -ჩამოსართმევად ხელი ისევ გამომიწოდა.
დამემშვიდობა და ნივთების აკრეფვაში დამეხმარა." -2012 წლის 11 ივლისი. მათი პირველი და სამუდამოდ დასამახსოვრებელი შეხვედრა!
"13 ნოემბერი... 2014 წელი!
-გცივა? -მზრუნველი ტონით მკითხა და ჩემსკენ მომართული დიდი ტოტი ხეს მოსწყვიტა, მუხლზე გადაიტეხა და მინდვრებისკენ მოისროლა
-შენი აზრით?! -ვერ ვსაყვედყრობდი, ალბათ იმიტომ რომ ამას ოდესღაც ჩემი სიყვარული განაპირობებდა დემეტრეს მიმართ. როცა დროის ამ აღმნიშვნელ სიტყვას ვიყენებდი ეჭვი მეპარებოდა, რადგან არვიცოდი ზუსტად შეეფერებოდა თუ არა ამ სიტუაციას. ვფიქრობ დარწმუნებული არ ვარ მომწონს თუ არა ის მოსაზრება რომ შესაძლოა მე ის ახლაც მიყვარდეს. კიდევ უფრო ვიძირებოდი იმ რაღაც უაზრო ფიქრებში რომლებიც საშუალებას არ მაძლევდნენ რაიმეში გავრკვეულიყავი. თუნდაც იმაში, რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. პასუხები კითხვებზე, თუ უბრალოდ ბედნიერება. ჩემი ფიქრები ოცნებას უფრო გავდა და თან ეს ოცნებები არც ამტკიცებდა რეალობას. ყველაფერი ფანტაზიით და წარმოსახვის უნარით განისაზღვრებოდა... სულ ყველაფერი!
-როგორ გგონია.. -განვაგრძე მასთან ყალბი კამათი. -შემოდგომაზე, ნოემბერში, ამ სიცივეში აქ.. ტყეში რომ მოგყავდი არ შემცივდებოდა? მგონი ტვინიც კი გამეყინა და ვეღარ ვაზროვნებ. -ბოლო წინადადების დროს წავიბუზღუნე მან კი მკვეთრად გადაიხარხარა. არც ცდილობდა სიცილის შეკავებას მხოლოდ იმიტომ მაინც რომ არ მწყენოდა. მაგრამ რა სისულელეა... რა უნდა მწყენოდა. პირიქით, მაბედნიერებდა მის გვერდით, თუნდაც ამ სიცივეში ყოფნა და მხიარულება. რომელიც ბოლო იყო...
-სამაგიეროდ ჩვენს გულებშია სითბო.. -თვალები გადაატრიალა და მომხიბვლელად ჩაიცინა. გაუცნობიერებლად მივაშტერდი მის სახეს რადგან ვდნებოდი.. მისი თვალისმომჭრელი ღიმილი გულს მიჩქარებდა. ქათქათა კბილები კი თითქოს იქაურობას ანათებდა და სხივებს ჰფენდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი ჩემს მარჯვენა მხარზე ედო. უფრო და უფრო ცდილობდა ჩემს მიკრობას.. ცოტა არ იყოს იმ დროს მეშინოდა ჩემი გატაცებები და სიხარული უბრალოდ წამების ამბავი არ ყოფილიყო.. მართლაც რომ მეშინოდა, სხეულს უფრო მიყინავდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ეს წამებიც კი ტყუილი ყოფილიყო. არადა მართლაც ტყუილი აღმოჩნდა!...
-კარგი რა გამხიარულდი. რაიცი კიდევ როდის დადგება ეს მომენტი.. -ამ უბრალო ნათქვამმა ის დაამტკიცა რომ აღარც არასოდეს დამდგარა.. წუთები რომლებიც ასე მაბედნიერებდა უბრალოდ გაქრა.. გაქრა სამუდამოდ!
-რომ მცოდნოდა აქ წამოვიდოდით ამ საღამოთი მაღალქუსლიანებს და კაბას არ ჩავიცვამდი.. -საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ეს ყოველთვის კარგად გამომდიოდა.
-ვარსკვლავებს უყურე და გათბები.. ანდაც მე მიყურე! -ოთხი ჭიქა ჰქონდა დალეული მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ლაპარაკს დალევა არ განაპირობებდა. უბრალოდ უფრო გაბედულად იქცეოდა იმასთან შედარებით ვიდრე მას ახასიათებდა.
-ხომ არ გინდა რომ წავიდეთ?! -ამას ჩემი სურვილიდან გამომდინარე ვამბობდი
-სად უნდა წავიდეთ ჯერ ეხლა არ მოვედით? თან ჩემი სათქმელი ჯერ არც დამიწყია -მაჯის საათზე დაიხედა, შემდეგ კი მისი ქურთუკი მხრებზე ფრთხილად დამაფინა.
-დამიჯერე სათქმელს ქცევებითაც გამოხატავ.. -ისეთი ტონი გამოვიყენე თითქოს ეს ისედაც აშკარა და ნათელი იყო
-მთავარი სიტყვებია ქეთუშ.. -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში დარწმუნებული იყო.
-ვფიქრობ უმჯობესი იქნება იმ სახელს თუ დამიძახებდი რაც მქვია. -პირქუშად მივმართე. ამას ის განსაზღვრავდა რომ ყოველთვის გართულება მქონდა სახელზე. მიმართვასაც დიდ ყურადღებას ვაქცევდი
-რა პრეტენზიული ხარ.. -ძალიან მოკლე თმაზე ხელი მომხიბვლელად გადაისვა. იმდენად მოკლეა მისი თმა რომ ხელსაც ვერ მოჰკიდებ, ეს კი ძალიან მომწონდა. უხდებოდა... თან იცოდა რომ მომწონდა და ძალიან ხშირად იჭრიდა თმას.
-პრეტენზიული კი არა მომთხოვნი ვარ.. ჰოდა შეეგუე!
-შევეცდები! -თქვა და მისი თბილი ტუჩები ჩემს გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო. იმდენად ფრთხილად რომ ყოველი წამი საუკუნედ გაიწელა. ეს საუკუნეები უფრო ბედნიერს მხდიდა" -ეს ის დღეა ბოლოჯერ რომ ნახეს, მაგრამ მაინც თავიდან რომ შეუყვარდათ ერთმანეთი!
"გადიოდა წამები, წუთები, საათები და დღეები! ის არ ჩანდა... მაგრამ ქალაქს კიდევ ერთი ამბავი შეემატა... - "მაჩაბელი საქართველოშია!" -ორი წლის შემდეგ პირველად რომ ნახეს ერთმანეთი...
"-ხელს რა გვიშლის? -ხელები ნელა მომაშორა. -გრძნობები ქეთი... გრძნობები! -განქორწინების საბუთები ხელში სწრაფად აიღო და კარისკენ უკუსვლით წავიდა. -როგორ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები, როცა ასე ძალიან მიყვარხარ! განა ვერ მიხვდი რატომ არ ვიქნები ლაშას მეჯვარე? იმიტომ რომ ჩემი მომავალი ცოლი ნათესავად არ უნდა მეკუთვნოდეს! უკვე გაგაფრთხილე და იცოდე მუდამ გაგიმეორებ რომ იქამდე არ გავჩერდები, სანამ გულწრფელად არ მეტყვი, რომ აღარ გიყვარვარ და არც გყვარებივარ!!! -ზღურბლს გადააბიჯა და კარი მიიხურა."-ამ დროს პირველად უთხრა მიყვარხარო!
"-მოგესალმებით ყველას! -მიმართა იქ მყოფ სტუმრებს მაჩაბელმა. მისი ხმის ამოღებისას გული უფრო ამიჩქარდა. -პირველ რიგში
მინდა მივულოცო ახალდაქორწინებულ წყვილს გაბედნიერება. ჰოო... ეს ხომ ტიპიური ფრაზაა, რომელიც ყოველ ქორწილში ისმის. ძალიან მიყვარხართ ლაშა და მარიამ... თქვენით ვცოცხლობ და თქვენით ვხარობ... ლაშას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ მარიამი კი 4 წლის წინ გავიცანი! თქვენ მასწავლეთ მე ცხოვრება და თქვენ მაბედნიერებთ. -არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო როცა მე არც კი მახსენებს. -აქ რათქმაუნდა იმყოფებიან მარიამის დედ-მამა, ნინო და ლევანი, რომლებმაც უძალიანმაგრესი ადამიანი აღზარდეს.. და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ მათი ერთადერთი შვილის ქორწილში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ამ ყველაფრისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ლიკას და ირაკლის... ლაშას მშობლებს. ბავშვობიდანვე მიცნობენ და კარგად იციან როგორიც ვარ. ვინიცის რამდენი ბედნიერი დღე მახსოვს ამ ოჯახთან დაკავშირებით. -თვალებში ერთხელაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის და ეს მკლავდა. -კიდევ რაღაცის სათქმელად ამოვედი აქ. და მოხარული ვიქნები თუ მომისმენთ.
ვიცი ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით...
წეღანაც შევნიშნე თქვენი მზერა როცა მე და ერთი ადამიანი ვცეკვავდით. -სული შემეხუთა ამის მოსმენისას. -ქეთი 4 წლის წინ გავიცანი. ზუსტად მან გამაცნო იმ დროს მარიამი.. კარგად გახსოვთ ყველას, როგორი ურთიერთობა გვქონდა მე და ახვლედიანს. რამდენს გეგონათ რომ შეყვარებულები ვიყავით არა?! არადა არ ყოფილა ასე.. ძალიან შემიყვარდა მაშინ, მაგრამ არაფერი მითქვამს მისთვის. -მე არ მომმართავდა. ხალხს ელაპარაკებდოდა -რამხელა შეცდომა დავუშვი არა? რას ველოდებოდი. მისთვის ისიც კი არ მითქვამს რომ მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცოდა ეს. მაინც აუცილებელი იყო სიყვარულის ახსნა. ვიცი რომ მასაც ვუყვარდი. ისიც გახსოვთ რომ ორი წლის შემდეგ საქართველოდან წავედი. ცოლი მოვიყვანე და შვილი მეყონა არა?! გგონიათ ჭორია?! სულაც არა... მართლა მყავდა მე ცოლიც და შვილიც. ცოლი რომელიც მთელი 2 წელი მატყუებდა. მატყუებდა რომ ლუკა ჩემი ნამდვილი შვილი იყო. იცით როგორ მიყვარდა ლუკა? ისე როგორც საკუთარი შვილი. ასეც მეგონა... იცით რამდენი რამ დავგეგმე მის მომავალთან დაკავშირებით? იცით როგორი შვილი უნდა აღმეზარდა? სამაგალითო! ყველაფრის გაკეთებას ვაპირებდი. ცოლს, რომელიც არ მიყვარდა არაფერს ვაკლებდი. შეცდომა დავუშვი ხალხო! შეცდომა... მახსოვს ჩემი უახლოესი ადამიანის, ცოტნე ნაკაშიძის ქორწილი იყო. იმ დროს წავედი მე ქეთისგან. იცით როგორ ვნანობ?! როგორ მინდა იცით?! არა... ამის აზრზეც კი არ ხართ! მარტო ზურგს უკან ლაპარაკობთ და გგონიათ ამით არაფერი ხდება. წარმოდგენაც კი არ გაქვთ რადღეში ვიყავი მე... ისიც კი არ შემეძლო რომ ბოლო წუთებში მაინც დავლაპარაკებოდი ქეთის და მიზეზი ამეხსნა. მისი ცხოვრებიდან ისე გავქრი უკან არც მომიხედავს. გგონიათ ჩემთვის ეს ყველაფერი ადვილი იყო არა? მთელი ორი წელი განხილვის საგნად მთვლიდით და მაკრიტიკებდით. მე ახლა თავს არ ვიმართლებ... უბრალოდ მინდა გაგაგებინოთ რა არის სწორი და რა არასწორი. ვწყევლი იმ დღეს როცა მე ავდექი, ბარგი ჩავალაგე და წავედი. იცით რა მემართებოდა გერმანიაში? წუთი არ გავიდოდა ქეთიზე რომ არ მეფიქრა. რადგანაც ბიჭი ვარ გგონიათ ცრემლების შეკავებას შევძლებდი?! რამდენჯერ ჩავამტვრიე მანქანის შუშა მუშტებით იცით? რამდენჯერ მიფიქრია იცით რომ ჩამოვსულიყავი აქ, საქართველოში და ქეთი უბრალოდ მომეტაცებინა? წამეყვანა ისეთ ქვეყანაში სადაც ვერავინ გვნახავდა. ამის მაგივრად? ჩემს ტყუილ მოვალეობას ვასრულებდი. ზუსტად იმ დღეს ვნახე ამდენი ხნის შემდეგ ქეთი პირველად, როცა იმ იდიოტმა ჩიქოვანმა მიატოვა. ვინ იცის რამდენჯერ ვცადე უკვე მასთან თავიდან დაახლოვება...
ვინ იცის რამდენჯერ შემიყვარდა თავიდან! ერთი თვის წინ ჩავეხუტე.. და იცით რა დამემართა? გულში ცეცხლი დამენთო... მას ისევ არ უნდა ჩემთან ყოფნა. მართალია მინდა რომ შემირიგდეს, მაგრამ არ ვამტყუნებ მის ქმედებას. ზუსტად ერთი თვეა რაც მასთან არ მილაპარაკია. თვალებშიც კი არ ჩამიხედავს ნორმალურად და არც ახლა ვუყურებ.. მიჭირავს ეს საშინელი მიკროფონი და იმის მაგივრად რომ მის წინ ვიდგე და მეორე პირში ველაპრაკო აქ ვდგავარ და თქვენ გიხსნით ჩემს სიყვარულს მის მიმართ. შეცდომა დავუშვი. ღალატის ტოლფასი იყო იმ გოგოს ცოლად მოყვანა. საერთოდ ის ქმედებაც არ უნდა დამეშვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე მისგან შვილი მყოლოდა. თითოეულ წამს მასთან უნდა ვყოფილიყავი. მაშინაც კი როცა მშობლები გარდაეცვალა. ერთი თვის წინ ლაპარაკის დროს ვუთხარი რომ არ დავნებდებოდი და ამ სიყვარულისთვის ვიბრძოლებდი... მთელი ამ დღეების განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, და იცით რატომ? მეგონა გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებოდი ამით. მეგონა ერთი წამით მაინც დაფიქრდებოდა თავის გრძნობაზე. მეგონა თავს მოვანატრებდი და სწორედ ეს დავისახე ბრძოლის მიზნად... მინდოდა თვითონ მისულიყო სწორ ნაბიჯამდე. ვინიცის როგორ დააფიქრა იმ ფაქტმა ყურადღებას რომ არ ვაქცევდი. ალბათ ეგონა რომ დავნებდი.. არა ხალხო, მე არასოდეს დავნებდები! არ შემიძლია ამ საქმეს შევეშვა. პირველ რიგში იმიტომ რომ ქეთი ახვლედიანზე ვგიჟდები და მეორე ის რომ მინდა ჩემი დანაშაული ყველანაირად გამოვასწორო. ვფიქრობ ეს ქორწილი ამ სიტყვის წარმოსათქმელად საუკეთესო საშუალებაა. მაპატიეთ თუ ხელს გიშლით, უბრალოდ სხვა ადგილი ვერ ვნახე სადაც ამ ყველაფერს ვიტყოდი. 300 კაცი იმყოფება ამ დარბაზში და მინდა ყველამ გაიგოს ჩემი გრძნობის შესახებ. იცით რა ლამაზია ქეთი? თავად ნახეთ... მე ვერ შევხედავ, თქვენ შეხედეთ. ახლა მას ერთი წამითაც რომ გავხედო ვერ ვიცოცხლებ. დავიბნევი და ჩემს აზრებს ვერ ჩამოვაყალიბებ. უყურებთ? თვალებიც ხომ ლამაზი აქვს.. თმა? თმაც ხომ ძალიან უხდება ასე. გაშეშებული დგას არა? ხმას ვერ იღებს ხო? იცით როგორ მინდა იმავე გრძნობით რომ მიპასუხოს? არაფერს ვაძალებ. უბრალოდ მინდა დამეხმაროს დანაშაულის გამოსწორებაში და მომცეს საშუალება თავი ისევ შევაყვარო! ტანი? ტანი როგორი აქვვს... ვერ ვხვდები როგორ არ უნდა უყვარდეს ის ადამიანს. როცა გავიგე მოცეკვავე იყო ამან სულ გამაგიჟა... თვითონ ქეთი მაგიჟებს მე!
მის გარეშე ვერ ვსუნთქავ... სიცოცხლე არ შემიძლია. არარაობა ვარ როცა ჩემგვერდით არ დგას! გული არ მიცემს როცა ის არ მეხუტება. თვალი უგრძნობია, როცა მას ვერ ხედავს. სმენაც კი დაქვეითებულია როცა მის ხმას ვერ ვიგებ! არ შემიძლია მე მის გარეშე არსებობა!
იცით რა მემართება როცა მას ვეხები? სული მეხუთება და გული მეკაწრება. ოდესმე გაიგონებდით ფრაზას "ადამიანს ცვლის ტკივილი ან საფლავი". მე მან შემცვალა. ქეთია ჩემი ცხოვრების მიზანი, აზრი და არსებობა!
ახლა თქვენს გაოცებულ თვალებს ვხედავ, ჩემკენ მომართულს. წამიერად ქეთის გახედავთ ხოლმე და ალბათ ფიქრობთ როგორ მოგვაბეზრა ამ ბიჭმა თავისი ლაპარაკით თავიო... მაპატიეთ გართობაში თუ ხელს გიშლით. აი... მარიამის თვალიდან ცრემლი ჩამოგორდა. ეს უკვე კარგის ნიშანია! ესეიგი ჩემი ნათქვამი რაღაცას ნიშნავს. რადგანაც ახლა ყველა ჩუმადაა და მისმენს, ესეიგი ღირს მოსასმენად ჩემი საუბარი. თუ ჩემი თითოეული სიტყვა გაიაზრეთ იმასაც მიხვდებოდით რომ სიყვარულს არ ვუხსნი მას.. უბრალოდ მთელი სამასი კაცის წინაშე განვიხილავ ჩემ ცხოვრებას, რომელიც ქეთისთვის გრძელდება!
ვინიცის რამდენ სიზმარს ვხედავ ყოველ ღამე მასზე. ვინიცის რამდენჯერ ამჩქარებია გული მისი ღიმილის დანახვისას. რომ იღიმის მე უსულო სხეულად ვიქცევი ხოლმე. წეღან.. წეღან რომ ვცეკვავდით და თავი რომ დამადო იცით რა დამემართა? თითოეული წამი თვალწინ დამიდგა. თითოეულმა მოგონებამ თავი გამახსენა. მეც კი გამიკვირდა თურმე რა ძლიერი სიყვარული მცოდნია! ღმერთს მადლობას ვუხდი ქეთის რომ შევხვდი. სანამ მას გავიცნობდი... რა ვიყავი მე?! ბიჭი რომელიც ყოველდღე სხვადასხვა გოგოს ეარშიყება და არ იცის მნიშვნელობა სიყვარულისა. ვფიცავ... რომ მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მას ჩემგვერდით არაფრის შეეშინდება. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და სიცოცხლეს მირჩევნია. ყველაფერს დავთმობ მისთვის და თავსაც გავწირავ კარგად რომ იყოს!!! ეს სიტყვები კიდევ არაა საკმარისი ჩემი გრძონბების ასაღწერად მაგრამ ჯობს გავჩუმდე, მოგცეთ საშუალება არ დაითრგუნოთ ჩემი მონოლოგით და გაერთოთ.
საუბარს ვწყვეტ. ამ წუთიდან ეცოდინება ქეთი ახვლედიანს რას ვფიქრობ მე. პირობას ვდებ რომ აღარ შევაწუხებ.
მეყვარება.. სიგიჟემდე მეყვარება მაგრამ ჩემთვის! ჩემს გულში იქნება ეს დამალული. დაველოდები მაშინაც კი სულ რომ მთელი ცხოვრების გაფლანგვა დამჭირდეს. მეყვარება მაშინაც კი თუ ჩემი სიკვდილი ენდომება. მეყვარება სასწაულად... მისთვის ვიბრძოლებ და მისთვისვე ვიცოცხლებ! თავს აღარ მოგაწყენთ.. უბრალოდ ერთს დავამატებ.. აღარ მივცემ თავს უფლებას თავი მოვაბეზრო სიყვარულის ახსნებით. მთავარია ახლა ვთქვი ყველაფერი და ეს სამუდამოდ ეცოდინება. ჩემი კითხვა უკვე იცის... პასუხს კი სამუდამოდ დაველოდები. მადლობა აქ მყოფ თითოეულ ადამიანს ვინც ჩემი ერთი სიტყვა მაინც მოისმინა. და მადლობა ქეთის რომ ასეთი კარგია! " -მარიამის და ლაშას ქორწილი... სცენაზე რომ ავიდა დემეტრე და მესამე პირში აუხსნა ქეთის სიყვარული!
"რა არის სიყვარული?! დავსვათ კითხვა, რომელზეც ჩემი აზრით პასუხები არ არსებობს. უბრალოდ არის პირადი მოსაზრებები და ვარაუდები.. ამაზე მსჯელობა კი ვფიქრობ უბრალოდ სისულელეა.. ადამიანის ცხოვრება ისეთია ალბათ ყველასთვის ყოფილა მსგავსი მომენტი სიყვარულზე გული რომ უცრუვდება და იძახის რომ ის მისთვის არ არსებობს. მგონი ესეც დიდი სისულელეა. ყველა ადამიანს ადრე თუ გვიან მაინც ეწვევა ის... რომელიც არასდროს იკარგება. შეიძლება პირველი არ იყოს და იყოს მეშვიდე.. მაგრამ იყოს ნამდვილი და სამუდამო სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებით. როცა გიყვარს თითქოს სამყაროს ეთიშები. სხვაგან გადადიხარ... იქ სადაც მხოლოდ იმ ერთადერთზე ხარ დამოკიდებული. მხოლოდ მასზე ფიქრობ და მას ეკუთვნი. გძინავს თვალგახელილს და გაღიმებულს. ძილის წინ ფიქრობ, და ჰქმნი ფანტაზიებს სადაც იქცევი შენი სურვილისამებრ ამ სიყვარულის მიმართ. ნებისმიერ წამს შეიძლება შენდაუნეუბურად გაგეღიმოს და ამან გარშემომყოფების გაკვირვება გამოიწვიოს. გვიჭირს ავხსნათ ჩვენი გრძნობები, ჰოდა არც არის საჭირო სიტყვებით ახსნა. უბრალოდ ქცევებით უნდა გამოხატო... ხანდახან ძალიან ძნელია გაიგო გიყვარს თუ არა ადამიანი რადგან ამას გულიც ვერ გკარნახობს. სიყვარულის დროს თითქოს შენს ცხოვრებას აზრი ეძლევა. გგონია რომ რაღაც განსაკუთრებულისთვის იღვიძებ და ცოცხლობ..."
"-ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! გეფიცები შეგეშვი. დაგანებე თავი, დამიჯერე... მაგრამ უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ იმის თქმით რომ ვგიჟდები შენს არსებობაზე. მომენატრე!"
-"მეც!" -ეს დიალოგი ყველაზე დასამახსოვრებელია... ქეთის კარხეთში ყოფნისას რომ მიწერეს ერთმანეთს.
"-კიდევ ერთხელ შეეხები ან გაეკარები ჩემს მომავალ ცოლს და ჩემი გარდაცვლილი ძმის, თორნიკეს სულს ვფიცავარ ჩემი ხელით გაითხრება შენთვის განკუთვნილი საფლავი! -ამით დაამთავრა თავისი სიბრაზე -არ გაცოცხლებ! -დაამატა ბოლოს" -ჩიქოვანს რომ სასტიკად დაემუქრა. ქეთი რომ მომავალ ცოლად მოიხსენია ეს ის დრო იყო.
"-ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ შემიყვარდი თავიდან!"
მარიამი და ლაშაც ერთად არიან. 6 წლის ბიჭი ჰყავთ, სანდრო. ეს ოთხი ადამიანი, მარიამი, ლაშა, დემეტრე და ქეთი ბედნიერად ცხოვრობენ! ძალიან ბედნიერად!

მისაღებში გავდივარ. ტელევიზორის წინ დივანზე ვჯდები მოხერხებულად, ხელში წიგნი მიჭირავს, დემეტრეს მხარზე თავს ვადებ.
-ლუკა შენ დააძინე? -თბილად ვუღიმი ქმარს.
-ჰო... -ამაყად ამბობს და ხელს მხვევს
-კარგი ბიჭი ხარ! -ლოყაზე ვკოცნი
-ეგ რა წიგნია? ინტერესით იკითხა
-ჩემი წიგნია! -ვსწორდები და მუხლებზე ვდებ წიგნს.
-ანუ? -დაიბნა
-გახსოვს რაღაცას რომ ვწერდი? -იმედიანად, ფრთხილად ვკითხე.
-კი. ერთი სიტყვაც რომ არ წამაკითხე! -ცალი წარბის აწევით მეუბნება -მერე? -ინტერესი ემატება
-ჰოდა... დავბეჭდე! -წამოვიყვირე.
-სერიოზულად? აქამდე რომ არ გითქვამს? -სიხარულისგან გაოგნდა
-გეფიცები არ ვიცოდი დასტურს თუ მომცემდნენ. იცი როგორ ვნერვიულობდი? რამდენი ხანი დასჭირდა იცი? ნახე ყდაც როგორია... ნახე რა მაგარია! -ვერ ვმალავდი ემოციებს
-გილოცავ! -შუბლზე მკოცნის და წიგნს მართმევს
სათაურს აკვირდება და ამბობს: "ნოემბრის 13"
-აი ახლაც! -ჩერდება -ხედავ? -თავის გამომეტყველებას სერიოზულს ხდის -ისევ თავიდან შემიყვარდი! -ბედნიერება დასთამაშებს სახეზე და ძლიერად მეხუტება.
ვიცინით მეც... და ისიც! ეს სიყვარული კი გრძელდება სამუდამოდ. უსასრულოა...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი !
"ნოემბრის 13!"
ავტორი: ნანიკო
მთვარეზე მოხეტიალე!

ამ ისტორიას ყველაზე დიდი ემოციებითა და მონდომებით ვწერდი. როგორი დასასრულიც შემეძლო ისე დავწერე... შემიფასეთ რა



№1 სტუმარი ია

ძალიან მომეწონა...ემოციებით წავიკითხე

 


№2  offline წევრი la na

უმაგრესი იყო. რამდენჯერ ამეტირა,მაგრამ დასასრული იყო საოცრება. heart_eyes

 


№3 სტუმარი MardyBum

ყველაფერი ძალიან კარგი იყო,კარგად წერ,უბრალოდ ერთი რაღაც მხვვდებოდა ცუდად გულზე. როცა ადამიანი გიყვარს,თანაც ასე ძალიან,ისე ვერ მოექცევი როგორც ქეთი ექცეოდა დემეტრეს საავადმყოფოში ყოფნის დროს, რა დროს რეპეტიციები,ცეკვა და საკუთარი ინტერესებია როცა ერთადერთი სიყვარული ლამის თვალწინ მოგიკვდა. ეს ნაწილი ზედმეტად არარეალური და ნერვების მომშლელი იყო,უბრალოდ როცა გიყვარს აასე არ მოიქცევიი .. სადაც საჭირო იყო იქ ნაკლებად ჩანდა პერსონაჟების ემოციები და სადაც არ იყო იქ დიდი რაოდენობით მოგვცი.. და ხო კიდე,როცა დემე დაჭრეს, ეგ სცენაც არარეალურია ზედმეტად, რომ დგანან და ლაპარაკობენ ქეთი და დემე ამდენს,მაქამდე მოკვდებოდა რეალურად და ამხელა დიალოგი არ იყო საჭირო,ჩემი აზრით. ჰო,და კიდევ, ზედმეტად პლატონურია,ცოტა მეტი კოცნა,სექსი რომ ყოფილიყო ძალიან მოუხდებოდა.. ისტორია მაგარია! ძალიან კარგად წერ !
პ.ს შენიშვნებია,ოღონდ კეთილი <3

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

აურაძალიან კარგიიიყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent