შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (2)


3-03-2017, 10:39
ავტორი gano
ნანახია 1 596

სადარბაზოში შევედი ვცდილობ გავიგო მიშო წავიდა თუარა, მაგრამ ღმერთო ის ისევ აქ არის. სახლის კარები ჩუმად გავაღე დედას ეღვიძა, მამა სახლში არ იყო მე მაშინვე ჩემს ოთახში შევედი და მომხდარზე ვფიქრობდი არვიცი ეს რა იყო, რატომ მაკოცა? იქნებ ეს უბრალო კოცნა იყო და ამაზე ასე სერიოზულად არ უნდა ვიფიქრო მაგრამ როგორ არ ვიფიქრო მან ხო მე მაკოცა ეს რატომ გააკეთა? იქნებ მოვწონვარ მაგრამ არა არ შეიძლება მოვწონდე ის ხომ ლაშას (მამაჩემის ძმაკაცი) შვილია. ამ ფიქრებში ჩამეძინა.
ტელეფონი რეკავს, მარიამია:
 ესე ადრე რამ გაგაღვიძა გოგოო
 რამ არა ვინ ლიკა დამადგა დილით, გუშინ სად გაქრი?
 მიშომ წამომიყვანა
 რააა? თეკლა ვინ მიშომ?
 მიშო არიცი ვინ არის?
 ეხლავე შენთან მოვდივარ.
კარგი მეთქი უნდა მეთქვა მაგრამ არ დამაცალა ტელეფონი მაშინვე გამითიშა.
მარიამს ყველაფერი მოვუყევი და მისი რეაქცია რათმაუნდა:
 თეკლა არ მჯერა, უყვარხარ
 რეებს ბოდავ, რა ვუყვარვარ, მოწონხარო ის მაინც გეთქვა.
 კარგი რა რა ნიშვნელობა აქვს, დღეს არ დაურეკავს?
 არა და დარწმუნებული ვარ არც აპირებს ეს უბრალოდ ერთი კოცნა იყო და მეტი არაფერი მემგონი ამ ამბავს ძალიან ვასერიოზულებთ.
 გოგო რა ვასერიოზულებთ მე თოკომ პირველად რომ შემომხედა მაშინვე მივხვდი რომ მოვწონდი, შენ გაკოცა და მეუბნები რომ არ დავასერიოზულო?
 ხო გეუბნები, იმიტომ რომ ვიცნობ მისნაირ ბიჭებს?
 მისნაირებს როგორებს?
 მამიკოსგან განებივრებულებს, დღეში ათ გოგოს რომ იცვლიან და თვითონ არაფრის გამკეთებლები არ არიან.
 შენი მოსაწონი ბიჭი მანახე გთხოვ.
 რომ მომეწონება განახე, კარგი აღარ გვინდა ძალიან გთხოვ ამ თემაზე ლაპარაკი, ჩავიცმევ და წავიდეთ.
ჩავიცვი და უნივერსიტეტში წავედით, მამაჩემმა წაგვიყვანა. დღეს სამი ლექცია მქონდა მაგრამ დიდი შუალედებით. რომ მოვრჩით მე და მარიმ გადავწყვიტეთ ქეთა (ჩვენი კლასელი) გვენახა, მაგრამ უნივერსიტეტიდან გამოვდივართ და არც მეტი არც ნაკლები გარეთ მიშო მხვდება.
 ვაა მიშო, როგორ ხარ? ეკითხება მარიამი.
 კარგად მარი შენ? პასუხობს მიშო მაგრამ მე მიყურებს. თეკლა შეიძლება ვილაპარაკოთ?
 იციი გვეჩქარება, სხვა დროს იყოს. ვპასუხობ მე.
 არა არა თვენ ილაპარაკეთ მე ვნახავ ქეთას და შენ მერე მოდი თეკლა. პასუხობს მარიამი და მე ისეთი სახიტ გავხედე აშკარად მიხვდა რომ სისულელე გააკეთა.
 კარგი მაშინ გავიდეთ. მეუბნება მიშო და მეც სხვა რა გზა მაქვს.
უნივერსიტეტთან ახლოს კაფეში ვჯდებით და ის იწყებს:
 იციი გუშინ
 ვიცი, ეს უბრალოდ ერთი კოცნა იყო არარის ახსნა საჭირო.
 მოიცა უბრალოდ ერთი კოცნა?
 ხო ასე არ იყო? ვიბნევი მე.
 არა ასე არ იყო.
 და აბა როგორ?
 მე მომწონხარ უბრალოდ არ მიკოცნია.
 კარგი რა. ვამბობ და მეცინება სინამდვილეში კი გული ისე მიცემს ლამის საგულედან ამომივარდეს.
 თეკლა იცი არ ვაპირებდი თქმას გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ ეს მოხდა.
 რა მოხდა? არაფერი არ მომხდარა, ეს უბრალოდ კოცნა იყო და მორჩა.
 არა ამით არ მორჩენილა, დიდხანს ვიკავებდი თავს იმიტომ რომ ირაკლის შვილი ხარ მაგრამ მე გუშინ გაკოცე ეს გავაკეთე და ეხლა უკან დახევას არ ვაპირებ.
 კარგი რა რა უკან დახევას, რეებს ბოდავ? ვამბობ ღიმილნარევი სახით.
 თეკლა იქნებ გვეცადა?
 უკაცრავად, ვერ გავიგე რა გვეცადა?
 მე მართლა მომწონხარ.
მე ამ სიტყვების გაგონებაზე ძალიან ვიბნევი და რაიმე სისულელე რომ არ ვთქვა ჩანთას ვიღებ უკან მოუხედავად ძალიან სწრაფად გავდივარ კაფიდან, ვხვდები მიშო როგორ მოდის ტაქსის გაჩერება მინდა მაგრამ ღმერთო ქუჩაში არც ერთი ტაქსი არარის, ეს ხომ სისულელეა როგორ შეიძლება თბილისის ქუჩებში ტაქსი არ იყოს, ამ ფიქრებში გართულს მიშო მიახლოვდება ხელს მკიდებს და მეუბნება:
 თეკლა ასე რატომ იქცევი?
 ასე რატომ ვიქცევი? მართლა გაინტერესებს ასე რატომ ვიქცევი? ვამბობ ბრაზნარევი და ძალიან აღშფოთებული სახით.
 ხო მაინტერესებს და თუ შეიძლება ამიხსენი.
 ეხლა კარგად მომისმინე, მე ისეთი გოგო არ გეგონო შენს შეყვარებულობაზე რომ ოცნებობენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ შენ კი გამოიყენებ და ერთ კვირაში მიაგდებ, მე ესეთი ურთიერთობები არ მჭირდება, არ ვაპირებ რომ ვინმეს სათააშო ვიყო, და საერთოდ ამ ყველაფერს რატომ მახსნევინებ, მამაჩემს არ იცნობ? არიცი არ ყველაფერს რა მოყვება?
მიშო იღიმის (რაზეც საშინლად ვცოფდები) და მეუბნება:
 მთავარია შენ მოგინდეს ჩემთან ყოფნა, დანარჩენს კი ყველაფერს დაივიწყებ!
მწარედ მეცინება, ვუახლოვდები, კირესზე ხელს ვუცურებ და ყურში ვუჩურჩულებ: მე არ მომინდება
ამ დროს ვამჩნევ როგორ უცრუვდება იმედები მე კი დროს ვიგებ და ხელიდან ვუსხლტები, პარალელურ ქუჩაზე გადავდივარ, ტაქსს ვაჩერებ და მარიამს ვურეკავ:
 სად ხართ?
 ქეთასთან.
 კაი მოვდივარ.
15 წუთში ქეთასთან ვარ. ორივე გაფართოებული თვალებით მიყურებს და ელოდებიან როდის მოვუყვები მიშოზე, და მეც ვიწყებ.
 ვაიმე თეკლააა რა სწერვა ხარ. მეუბნება მარიამი.
 კარგი რა რა სწერვა ძაან ნაგლი ხარ. ქეთაც აყვა.
 აუ შემეშვითთთ.
...მზე მანათებს და უკვე ძალიან მაწუხებს გულში ვფიქრობ ვინ ჯანდაბამ გადაწია ღამის ფარდები, უცბად მახსენდება რომ დღეს ჩემი დღეა ტელეფონს დავხედე არც ერთი ესემესი და გამოტოვებული ზარი არარის და ცოტა მწყინს ნუთუ მარიამმაც კი არ მომილოცა, უცბად ვდგები თვალებზე ხელს ვისმევ, ჩემი ოთახის კარებს ვაღებ და ღმერთო ჩემო ყველაზე მაგარი მეგობრები მყავს.
 აააააა ღმერთოო ყველა აქ ხაართ?
 გილოცაავთ გილოცაავთ
ყველა ერთდროულად ყვირის, მთელი ოთახი ბუშტებითაა დაფარული მარიამს კი ტორტი უჭირავს, სურვილს ვიფიქრებ და სანთლებს ვაქრობ.
 თეკლა დღეს რას ვშვებით? გადმომძახა რობაქიძემ.
 დღეს რვიდან ყველა ლაუნჯში. ვპასუხობ მე.
ბავშვები წავიდნენ ჩემტან მარიამი ქეთა და ნინი დარჩნენ ბოლოს კი მხოლოდ მე და მარი. მარიამმა კი ტვინი გამიბურღა არ გამოჩენილა მიშო? მიშო არ გამოჩენილა? მთელი დღეა ამ კითხვების დასმის მეტს არაფერს აკეთებს მეც ამომასხა და ვუთხარი:
 არა მარიამ არ გამოჩენილა იმ დღის მერე საერთოდ არ გამოჩენილა და მოისვენე.
 კარგი არ მცემო.
საღამოსთვის ვემზადებით მე კი რატომღაც არაფრის ხალისი არ მაქვს არადა ჩემი დაბადების დღე მიყვარს. მარიამის ნაჩუქარი მუქი წითელი წელში გამოყვანილი კაბა ჩავიცვი და თეთრი კონვერსები, თმა დავიშალე და ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
ლაუნჯში ძალიან მაგრად ვერთობოდით როდესაც დედაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ ის და მამა გიორგისთან არიან და სახლში არ დამეგვიანებინა.
დაახლოებით ორი საათი იქნებოდა რომ დავიშალეთ, სახლში თოკომ და მარიამმა მიმიყვანეს. როგორც კი სახლში ავედი ჩემს ოთახში შევედი და დაღლილობისგან საწოლზე უგონოდ დავეშვი, ამ დროს სრულიად სიბნელეში ყურში ვიღაც მეუბნება: გილოცავ!



№1  offline წევრი ლიკა^

კარგია,მაგრამ მოვლენები სწარაფად მიმდინარრობს.ყველაფერს თუ ნელ აუჩქარებლად დაწერ საოცრება გამოვა.გააგრძელეე ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი gano

ლიკა^
კარგია,მაგრამ მოვლენები სწარაფად მიმდინარრობს.ყველაფერს თუ ნელ აუჩქარებლად დაწერ საოცრება გამოვა.გააგრძელეე ველი შემდეგს

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent