სიჯიუტე ბედნიერებას დაგაკარგვინებს 9
აუზში კივილით გადავეშვი,მაშინვე ამოვყვინთე და ყურებამდე გაღიმებული მიშოსკენ წავედი -ვერ გადამირჩები მიშო -ოო,არა,ახლა თავს აფროდიტეს რისხვა დამატყდება,რა მეშველება.-ვითომ შეშინებულ სახეს იღებდა -აფროდიტე არ ვიცი,მაგრამ პოსეიდონის რისხვა ნამდვილად დაიმსახურე,-ვთქი და ჩავაყვინთინე,რა თქმა თქმა უნდა დიდხანს ვერ მოვერეოდი,ამიტომ ხელი გავუშვი და აუზიდან ამოსვლა დავაპირე,უცებ მიშო უკნიდან მომეკრო,წელები ხელზე შემომხვია და ორივენი ფსკერისკენ დავეშვით,აქ უკვე მისკენ მომაბრუნა და წყალქვეშ მაკოცა,სუნთქვაშეკავებულს,გული სწრაფად ამიძგერდა,მიშო მომშორდა,გამიღიმა და მაშინვე ამოვყვინთეთ -ნამდვილი ხეპრე ხარ,-ვილანძღებოდი და აუზიდან ამოვედი -კარგი რა,არ თქვა რომ არ მოგეწონა.-მაინც ეშმაკურად იღიმოდა და აუზიდან ამოვიდა,ისეთი საყვარელი იყო რომც გნდომოდა,დიდხანს ვერ გაუბრაზდებოდი -მეორედ აღარ გაბედ..-აქ კი საუბარი შემაწყვეტინა -მესამედ,-თქვა და ტუჩის კუთხე ჩატეხა -ღმერთო ჩემო რაიმეს შეუძლია ხასითი გაგიფუჭოს?-მოვბრუნდი და ნომრისკენ წავედი,მიშო გვერდით მომყვებოდა,უეცრად კოკისპირული წვიმა დაიწყო,ნომრამდე კიდევ შორი იყო -წამოდი გავიქცეთ,თორემ უარესად დავსველდებით,-შემომთავაზა მიშომ -ფიზიკის კანონი შგახსენო?როცა მივრბივართ,მაშინ უფრო მეტად ვსველდებით -ნუ ჯიუტობ,თქვა და ხელი მკლავში მომკიდა და გაიქცა,თან მეც მიმარბენინებდა,ხელის განთავისუფლებას ვცდილობდი და როცა ძლივს ხელი შემიშვა,ფეხი ამისრიალდა და ზღართანი მოვადინე ბალახზე -ვაი,-ამოვიკვნესე და ტალახით დაფარულ ფეხზე ჭრილობის პოვნას ვცდილობდი,მაგრამ საბედნიეროდ არ იყო -კარგად ხარ?-მაშინევე მკითხა მიშომ და ეტყობოდა რომ სიცილს ძლივს იკავებდა, -კი კარგად ვარ,უბრალოდ წამოწოლა მომინდა,-უკმაყოფილო სახით გავხედე მიშოს,ახლა კი სიცილი ვერ შეიკავა და მთელი ხმით გადაიხარხარა,ვეცადე ყურადღება არ მიმექცია და წამოდგომა ვცადე,მიშომ მაშინვე მომაშველა ხელი,მეც ჩავეჭიდე და ავდექი -გმადლობ,-ვთქვი და უცებ დავაცემინე,ო არა ოღონდ არ გავცივდებოდე,ამასობაში ლიფტში შევედით,სველი ტანსაცმლებიდან წყალი ჩამოგვდიოდა, -მშვენივრად გავერთე დღეს,-მითხრა და უცებ მანაც დააცემინა,-და გავცივდით კიდეც,ჩემი ბრალია,არ უნდა ჩამეგდე აუზში -არაუშავს მიშო,დიდი ამბავი,-ვთქვი და კიდეც დავაცემინე,ამასობაში ოთახში შევედით,მიშომ მაშივე სველი მაისური გადაიძრო,მისი სხეულის დანახვისას ისევ გავწითლდი -მიშო,მე ჩავალ წამლებს ვიყიდი,შენ კი მანამ გადაივლე,მაინც ნახევრად შიშველი ხარ,-ვთქვი და შვბრუნდი ჩანთის მოსაძებნად, -და შენ ეს ასე გაღელვებს?-მისი სუნთქვა ყურთან ვიგრძენი,უცებ კოცნა დამიტოვა ყელზე. -აა არანაირად ,-ვთქვი და მაშინვე მოვშორდი,მან უბრალოდ ჩაიღიმა -მე ჩავალ,შენ აბაზანაში შედი,მე მერე გადავივლებ,მაინც მომწონს ქალი რომ მელოდება ლოგინში,-ამის გაგონებაზე კი ავფეთქი,აი თურმე რა ყოფილა -მოიცა რა?იმის თქმა გინდა რომ შენც ლოგინზე აპირებ დაწოლას? -მეც?რატო ჩვენ გარდა კიდევ აპირებს ვინმე?-ირონიულად იღიმოდა -არა არა,ერთ-ერთს დივანზე მოუწევს დაწოლა -ამისგან პრობლემას რატომ ქმნი?თუ ვინმეს დივანზე უნდა დაწოლა,მე ნამდვილად არ მინდა -რა ჯელტმენი ხარ მაინც,-ირონიულად გავუღიმე -ან ერთად დავწვებით ლოგინზე,ან დივანზე მოგიწევს დაწოლა,-ამის გაგონებაზე თვალები მვჭუტე და ბალიში საწოლიდან დაივანზე გადავიტანე,მან ერთი ამოიოხრა,მაიკა გადაიცვა და გავიდა, -ნამდვილი ხეპრეა,აბა დამაცადე,-ნაცნობი პრაზის გაგონებამ ღიმილი მომგვარა,მერე კი გამახსენდა მიშოს კოცნა და უნებურად ხელი მოვისვი ტუჩებზე,აბაზანაში ყურებამდე გაღიმებული შევედი.ჩემი საყვარელი პიჟამოებით გამოვედი,მიშო არ იყო მოსული,მე კი ჩაი დავდგი გაზქურაზე,სწორად ამ დროს გაიღო კარი და მიშო სამზარეულოში შემოვიდა,წამლების პარკი მაგიდაზე დადო,სახეზე გადაღლილობა ემჩნეოდა,ჩემ დანახვაზე ერთი ჩაიღიმა -ჩაის დალევ?-მან უარის ნიშნად თავი გააქნია და უსიტყვოდ შევიდა აბაზანაში,ჩაის სმას მოვრჩი,წამალი დავლიე და დივანზე ჩემი დადებული ბალიშის დანახვაზე ჩამეღიმა და ლოგინისკენ წავედი,კი არ იცის მიშომ ის ბალიში მისთვის რომ დავდე იქ,მიშო ხალათით გამოვიდა,საწოლში რომ დამინახა ტუჩის კუთხე მე რომ მიყვარს ისე ჩატეხა და სამზარეულოში გავიდა წამლის დასალევად,სამზარეულოდან გამოვიდა,ლოგინის წინ დადგა და ხალატის ზონრისკენ წაიღო ხელი -მოიცა,შენ რა აქ წვები? -ხო რა იყო?-თქვა და ხალათი გაიძრო და ტრუსით უცებ ჩაწვა ლოგინში -უტაქტო,-ჩავიფრუტუნე და ადგომა დავაპირე,როცა ხელზე ხელი მომიჭირა,საგრძნობლად ცხელი იყო მისი მკლავი,ღმერთო ნუთუ სიცხე აქვს? -დარჩი,-მუდარით ამომხედა -მიშო,მგონი სიცხე გაქვს,ახლავე თერმომეტრს მოვიტან,აფთიაქის ყუთში ვიპოვე,მაშინვე სიცხე გავუზომე,ღმერთო მაღალი სიცხე აქვს,ამ სველი ტანსაცმლით რომ დატანტალებდა რა იქნებოდა აბა,სიცხის წამალი დავალევინე,ნახევრად ეძინა ისე ამოიჩურჩულა -სალო,მცივა,-რაც კი თბილი ვიპოვე ყველაფერი მოვაფარე -მიშო ახლა მაინც გათბი?-ვთქვი და შუბლზე ხელი მივადე -სითბო,-ამოიჩურჩულა და ხელი მჩიდროდ მიიკრო ყელთან,ანუ ისევ ცივა,ღმერთო რა ვქნა?მაინც ვერ გათბა,ამ დროს ერთი იდეა დამებადა,ჩემი ალტერ ეგო სადღაც მოვისრულე,მიშოსგან ხელი გავინთავისუფლე და ლოგინში შვძვერი,მის ზურგს ავეკარი და ხელები მოვხვიე,მაშინვე ავწითლდი და ლოყა მის ზურგს მივადე,თითქოს ასე უფრო სწრაფად გათბებოდა,კაცმა არ იცის როდის ჩამეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.