შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ მისტიქ ფოლსში


3-03-2017, 15:14
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 915

ვირჯინიის შტატში მდებარეობს პატარა ქალაქი მისტიქ ფოლსი, ამ ქალაქს თან ახლავს უამრავი უპასუხო შეკითხვა. მისტიქ ფოლსს დაარსებიდან დღებდე არ ერთი უცნაური და აუხსნელი ისტორია უკავსირდება, ისტორია რომელსაც მშობლები ბავშვებს შესაშინებლად უყვებიან, უყვებიან იმისთვის რომ სადილზე ბოსტნეული მიირთვან, თუმცა არც ერთ მათგანს წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ტრაგედია, რომელმაც სამყარი სხვა თვალით დამანახა. მე დავინახე ყველაფერი ის რაც სიბნელესთან ერთად ჩნდება, ბოროტება რომელიც სიბნელეს მოჰყვება და შთანთქავს გარშემო ყველაფერს. მე ელისონ არჯენტი ვარ, დავიბადე და ვცხოვრობ ნიუორლეანში, ქალაქში სადაც ცუდი არაფერი ხდება, უფრო ზუსტად მე მეგონა რომ არ ხდებოდა, თუმცა ერთ ჩვეულებრივ დღეს მე თვალები ამეხიხილეს და დამანახეს ის მონსტრები რომლებიც სიბნელის მიღმა იმალებოდნენ.

თავი 1

2012 წელი 25 ივნისი ათი საათი.
დილით ადრე გამეღვიძა რადგან დღეს ჩემი მშობლები მიემგზავრებიან, არ ვიცი სად ან რატომ ეს ოჯახური საქმეებია რომლის გასაგებადაც მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ. საწლოიდან ავდექი და პირდაპირ სამზარეულოსკენ გავემართე, როდესაც კიბეები ჩავიარე გავიგონე როგორ კამათობნენ ჩემი მშობლები, თუმცა ჩემი დანახვისთანავე შეწყვიტეს კამათი.
-დილამშვიდობისა, ყველაფერი რიგზეა?(მე)
-კი ძვირფასო ყველაფერი რიგზეა(ჯეიმსი)
-ელისონ ასე ადრიანად რატომ ადექი?(ამელია)
-თქვენთან დასამშვიდობებლად, დედა მამა მართლა ყველაფერი რიგზეა?(მე)
-რა თქმა უნდა ძვირფასო(ამელია)
-ჩვენს არ ყოფნაში შენტან ვინ დარჩება?(ჯეიმსი)
-ჩემი მეგობარი კაილა(მე) -კაილა ქვინი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მთელს ქვეყანაზე, მე და ის ბავსობიდან ვმეგობრობთ. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
-ელისონ ვიცი შენ და კაილა მეგობრები ხართ მაგარ არა მგონია თქვენი მარტო დარჩენა კარგი აზრი იყოს(ამელია)
-კარგი რა დედა პატარები ხომ არ ვართ(მე)
-ჯეიმს აჯობებს შენს ძმისშვილს ნიკოლასს დაურეკო და სთხოვო გოგოებთან დარჩეს(ამელია)
-კარგი როგორც იტყვი(ჯეიმსი)
-მეხუმრებით, მე არ მენდობით და იმ ჭკუა ნაკლუს ენდობით(მე)
-გენდობით მაგრამ ჩვენ ასე უფრო მშვიდად ვიქნებით(ამელია) -კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ძვირფასო კარი გააღე(ჯეიმსი)
-დილამშვიდობისა ელი, მაპატიე რომ დავიგვიანე მშიბლებმა დაკითხვა მომიწყეს. შენები უკვე წავიდნენ?(კაილა)
-ჯერ კიდევ აქ ვართ კაილა(ჯეიმსი)
-გამარჯობა, მიხარია რომ მოგისწარით მინდოდა დაგმშვიდობებოდით(კაილა)
-გეყოფათ ორივეს სამუდამოდ ხომ არ მივდივართ, რამდენიმე დღეში დავბრუნდებით(ამელია)
-კარგი ქალბატონებო ჩვენ უნდა წავიდეთ, ნიკოლასი კი რამდენიმე საათში მოვა(ჯეიმსი) -მშობლებს მოვეხვიე და კარამდე მივაცილე, მანამ ვუყურებსი სანამ მათმა მანქანამ ეზო არ დატოვა. შემდეგ შემოვბრუნდი და კაილას გაბრაზებული სახე დავინახე, ეს ნიკოლასის აქ დარჩენით იყო გამოწვეული. კაილა და ნიკოლასი ვერ ეგუებიან ერთმანეთს, ბავშობიდან ასეა ისინი გამუდმებით კამათობენ. მე კი მშობლებმა მათ ძიძად დამტოვეს, მართალია მათი განზრახვა ეს არ იყო მაგრამ ასე გამოვიდა, ეს ორი ერთ ჭერქვეში ნამდვილი ატომური იარაღია. მე და კაილა ტელევიზორთან მოვკალათდით და სასაცილო შოუს ვუყურებდით ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ნიკოლას ასე ადრე არ გელოდი(მე)
-მეც მიხარია შენი ნახვა ბიძაშვილო(ნიკოლასი)
-უკვე მოხვედი?! მე კიდევ მეგონა კიდევ რამდენიმე საათით ვიქნებოდით მშვიდად(კაილა)
-შეგიძლია საკუთარ სახლში ეძებო სიმშვიდე(ნიკოლასი)
-შეგიძლიათ ორივემ შეწყვიტოთ და დამეხმაროთ იმის მოფიქრებაში თუ როგორ გავატაროთ დღე(მე)
-შეგვიძლია ტბაზე წავიდეთ, თქვენ გაირუჯებით მე კი ვითევზავებ(ნიკოლასი)
¬¬-მგონი არ არის ცუდი იდეა, რას იტყვი კაილა?(მე)
-კარგი წავიდეთ ტბაზე, იქ მაინც იქნება ჩუმად(კაილა)
-გადაწყვეტილია ტბაზე მივდივართ მე საჭმელს შევუკვეთავ და როგორც კი მოიტანენ წავიდეთ(მე)
-კარგი მე წავალ ბიძია ჯემსის სათევზაო აღჭურვილობას მოვძებნი(ნიკოლასი)
-ფარეხშია, მარჯვენა კუთხეში რრომ დიდი ყუთი დგას იმაში(მე)
-კარგი მოვიტან(ნიკოლასი) -საჭმელი მოიტანეს, ჩვენც ჩვენი ნივთები ავირეთ და ტბაზე წავედით. იქ ნიკოლასის რამდენიმე მეგობარი შემოგვიერთდა, მთელი დღე ვცურავდით და ვმხიარულობდით. სარამოს კი კოცონი დავანთეთ და ზეფირები შევწვით, მართლაც კარგად მიდიოდა ყველაფერი, ნიკოლასის მეგობარმა მანქანიდან გიტარა მოიტანა, ის მართლაც შესანიშნავად უკრავდა. დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიეთ, ნიკოლასს თორმეტ საათზე შეტყობინება მოუვიდა რამაც ძალიან ააღელვა, მას რარაც საქმზე იბარებდნენ არ უთქვამს რაზე, ამის გამო ჩვენ სახლში წამოსვლა მოგვიხდა, ნიკოლასი კი თავისი საქმის მოსაგვარებლად წავიდა. სახლში მისულმა ტელეფონი შევამოწმე ჩემი მშობლების ხმოვანი შეტყობინება დამხვდა სადაც მაცნობეს რომ კარგად იმგზავრეს და უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ, მე მაშინვე გადავურეკე თუმცა არავინ მიპასუხა, მეგონა რომ დაღლიებს ჩაეძინათ და მეორედ აღარ დამირეკავს. ნიკოლასის არ ყოფნაში მე და კაილა ტელევიზორთან მოვკალათდით და ფილმის ყურება დავიწყეთ, დაახლოებით პირველ საათზე კარზე ზარის ხმა გასიმა, მე კარი გავაღე კართან ნიკოლასი, ბიძაჩემი კრისტოფერი და მისი მეუღლე სუზანი იდგნენ, ბიძია კრისი ძალიან აფორიაქებული იყო მე ის ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ მენახა.
-ბიძია კრის ყველაფერი კარგადაა?(მე)
-ოჰ ჩემო ძვირფასო...(კრისი) -ბიძია სახლში შემოვიდა და გულში მაგრად ჩამიკრა.
-რა ხდება შეგიძლიათ ამიხსნათ?(მე)
-საყვარელო შენი მშობლები... ისინი...(სუზანი)
-რა დაემართა ჩემს მშობლებს?(მე)
-ისინი ავარიაში მოყვნენ(სუზანი)
-ღმერთო ჩემო, ახლა რომელ საავადმყოფოში არიან სასწრაფოდ წამიყვანეთ მათთან(მე)
-ვწუხვარ ჩემო გოგონა, ექიმებს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა(სუზანი) -ამ სიტყვებმა თავზარი დამცა, კორდიანცია დავკარგე და რომ არა კაილა იატაკზე დავენარცხებოდი, ვერ ვიჯერებდი იმას რაც ბიცოლა სუზანმა თქვა, ჩუმად ვიჯექი მისაღები ოთახის კუთხეში და ყურებში ბიცოლა სუზანის სიტყვები ჩამესმოდა „მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“. ეს საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის, საკუთარ სახლში ადგილს ვერ ვპულობდი, სახლის კედლები თითქოს სულს მიხუთავდა. გაუცნობიერებლად ფეხზე წამოვიჭერი, მანქანის გასაღები ავირე და მანქანა ადგილიდან დაიძრა წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი ან სად მინდოდა წასვლა, თითქოს დედამიწაზე ჩემი ადგილი არსად იყო. მოულოდნელად გზაზე ბარის აბრა შევამჩნიე მანქანა გავჩერე ბარში შევედი და ბურბრონი ვიყიდე, მანქანაში დავბრუნდი და მთელი ბოთი დავცალე, თუმცა ეს არ აყუჩებდა ჩემს ტკივილს, სახლში წასვლა მიდოდა თუმცა გავაცნობიერე რომ მანქანის მართვას ვერ შევძლებდი. ასე ვიჯექი გაჩერებულ მაქანაში და შორს სიბნელეს გავცქეროდი, გაუნძრევლად ვიჯექი სანამ მანქანის საქარე მინას დილის მზის სხივები არ დაეცა, ამან გონზე მომიყვანა, თითქოს გამომაფხიზლა მივხვდი რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და ასეც მოვიქეცი. სახლის კარი შევაღე იქ უამარვი ადამიანი დამხვდა მათ ნახევარს არც კი ვიცნობდი, ყველა მისამძიმრებდა ჩემს მწუხარებას იზიარებდა, თუმცა მე ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ეს ის იყო რომ ჩემი მშობლები ამ სახლის კარს აღარასდროს შემოაღებდნენ. თავი ვეღარ შევიკავე ამდენი უცხო ადამიანი სულს მიხუთავდა ამიტომ ცემს საძინებელში ავედი, კაილაც გამომყვა, მე და კაილა ვისხედით ფანჯარასთან ხმის ამოურებლად და სინელეს გავცქეროდით, არც მე ვიცოდი რა უნდა მეთქვა და არც კაილამ იცოდა როგორ ვენუგეშებინე, ასე ჩუმად ფანჯარასთან ვისხედით მთელი ღამე თითქოს დრო გაჩერებული იყო, ფიქრების მორევში ვიძირებოდი თავში ნამდვილი ქაოსი მქონდა, ფიქრებიდან რომ გამოვერკვი უკვე განთიადი იყო



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ვამპირის დღიურები
ორიგინალები
ჩემთვის ყველაზე მაგარი სერიალებია
იმისთვის შემოვედი,რომ წამეკითხა მორიგი ფანფიკი
სტეფანი,ელენა,კლაუსი,ბონი,ქეროლაინი
მაგრამ იცი რა ?
დამხვდა კაილა,მაილა,ელისონი და ეგეტები.
ვერ ვერ ვერ
ვერაფერი ვერ მიქენი და ვერც ვერავის ვერ უზავ, ვინც იცის ეს სერიალი
ისეც:)
ხომ
გირჩევ, სახელები ფრჩხილებში არ ჩასვა,ეცადე შენ თვითონ გვაგვრძნობინო ვინ ამბობს
ანუ
ბევრი იკითხე რა ამ საიტზე
დაიხვეწები და მიხვდები,რაზეც მიგანიშნე მერე:)
რავ შეეხება ისტორიის სიუჟეტს,ზემოთ ვახსენე,რომ TVD არის:)
თუ წერ ფანფიკს, დაწერე
მაგრამ
მოდი,ნუ მოიპარავ სერიალის რაღაცებს და ნუ გადააკეთებ ეგეთ ლეგენდას რა, მე მიტყდება:)
ბაი
ბაი

 


№2  offline წევრი lucifer :)

ხოოოოოოო რავი მგონი მდგომარეობის გამოსასწორებლად უკეთესი იქნება თუ შემოიყვან ისეთ პერსონაჟებს როგორებიც არიან კლაუსი, რებეკა,ელაიჯა, ჰეილი,ელენა,კეტრინი,ბონი. ელისონი? ესეიგი თინეიჯერი მგელიც? მგონი ერთნაირად ძალიან ბევრი მოინდომე. არ გეწყინოს

 


№3  offline წევრი DarkRoses

მიუხედავად იმისა რომ საიტი მაინცდამაინც გლობალური არ არის და თვითონ "ვამპირების დღიურების" ავტორამდე ეს ისტორია ნამდვილად ვერ მიაღწევს, თვითონაც უნდა ხვდებოდე რომ ასე რაღაცეების აღება სხვადასხვა ისტორიებიდან სარგებელს საბოლოო ჯამში არ მოგიტანს. ამას, რა თქმა უნდა, არ დავწერდი ისტორია მხოლოდ წიგნის პერსონაჟებზე, რომ იყოს, მაგრამ გაჩნდნენ ისეთებიც, რომლების სახელებიც საერთოდ პირველად მესმის. მაშინ ქალაქის დასახელება მაინც შეგეცვალა.
რაც შეეხება თვითონ ნაწერს, ეცადე ფრჩხილები მოაცილო დიალოგს, ეს ყველანაირად სერიოზულ იერს უკარგავს ნამუშევარს.
იმედი მაქვს, ამდენი არც ისე კარგი და უსასიამოვნო კომენტარის შემდეგ წერის სურვილი არ დაგეკარგება, წერის დაწყება ზოგადად გამბედაობაა, ამიტომ დარჩი გამბედავი და გააგრძელე წერა, თუ ეს მართლა გსიამოვნებს, ეცადე არ შეწყვიტო და შეცდომები გამოასწორო. უშეცდომო ხომ არავინ არის, მეც ათასი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ ვიცი რომ თანდათან ყველა მაინც დავიხვეწებით. არ შეხედო ამ ყველაფერს მაინცდამაინც სერიოზულად, მითუმეტეს პირველი ისტორიაა, ალბათ ასე "მიყრაც" არც იყო საჭირო, მაგრამ მგონი აჯობებს აქედანვე იცოდე, რომ უფრო მალე დაიხვეწო. heart_eyes

 


№4 სტუმარი გრაფო1

მე გირჩევ რომ
ელენა
დეიმონი
სტეფანი
ბონი
ენზო
სულ ამოიღო
მათი გამოყენება შნს ისტორიაში ძალიან ტეხავს
იყოს ის სახელები რაც გაქვს, მაგრამ სიუჟეტი შეცვალე
და ვამპირის დღიურებს ნუ გადმოიღებ უბრალოდ სახელებით შეცვლილს
თავად მოიფიქრე რამე ახლებური

 


№5  offline წევრი MmariiamM))

დიდი მადლობა ყველას გულწრფელობისთვის, მე ჯერ ამ სფეროში დამწყები ვარ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ გვერდზე დამედო ჩემი მოთხრობა, რათა რეალური შეფასებები მომესმინა.ეს კრიტიკა მოტივაციასს მმატებს რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შევეცდები ყველა რჩევა გავითვალისწინო, შედეგს კი თავად ნახვათ.
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent