შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე VI


4-03-2017, 00:11
ავტორი ankatuna
ნანახია 3 576

უკვე აშკარაა საიდან გაჩნდა ჩემს სხეულში უცნობი ნივთიერება. ალბათ ლოლიტა მწამლავდა ნელ–ნელა ამ დროის განმავლობაში. მაგრამ ჩემგან რა უნდა. ამას რატომ აკეთებს. ნამდვილად იოანეა ამის მიზეზი. რატომ უნდა ჩემი მოკვლა სულ რამოდენიმე კვირაში მე ხომ ისედაც წავალ იოანეს ცხოვრებიდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტელეფონზე ვის ელაპარაკებოდა და ის ვინც ტელეფონის მეორე მხარესაა რატომაა ჩემი სიკვდილით დაინტერესებული.
–თებეა ჯერ რატომ ადექი, ისევ შეუძლოდ ხარ. – მოჩვენებითი მზრუნველობა გამოიჩინა ლოლიტამ. ისედაც არ მომწონდა ეს გოგო და ახლა ათმაგად მძულს.
–მომბეზრდა საწოლში ყოფნა, თანაც უკეთ ვარ.
–კარგი, წვნიანი მიირთვი მოგაძლიერებს.
–მადლობა მაგრამ არ მშია, მერე შევჭამ.
–როგორც გინდა მაგრამ ცხელია და მერე ცივს ხომ არ შეჭამ. –მაინც არ მეშვება. რა და როგორ გინდა იმის ჭამა რაც იცი რომ საიქიოსკენ მიმავალ გზაზე დაგაყენებს. როგორმე უნდა გამოვძვრე. თან ისე რომ არაფერი იეჭვოს.– კარგი შენი ხათრით შევჭამ. – ნაძალადევად გავუღიმე და ლანგარი გამოვართვი. კოვზი პირისაკენ წავიღე და თავში გენიალურმა აზრმა გამიელვა. თეფში ხელიდან გავაგდე.
–ეს რა ჩაიდინე თებეა, კარგად ხარ?
–კი კარგად ვარ ლოლიტა, უბრალოდ თავბრუ დამეხვა, მაპატიე რომ შენი მომზადებული წვნიანი დავღვარე. – მისი დაბოღმილი სახის დანახვაზე ჩემთის სიამიანად გამეცინა. ახლა გადავრჩი მაგრამ სხვა დროს რა მოვიფიქრო. ამის ასე დატოვება არ შეიძლება.
–არაუშავს მთავარია შენ იყო კარგად. – გამიღიმა, თითქოს ძალიან ადარდებდა ჩემი მდგომარეობა. წვნიანის ლაქები მოწმინდა და ოთახიდან გავიდა. დროა გეგმა შევიმუშავო რომ გავიგო რას გეგმავს. თქმითაც ვერავის ვეტყვი. იოანე არ დამიჯერებს. დაჩი და ნატუკა კი თავიანთი ემოციურობით ყველაფერს აურევენ და ვერაფერსაც ვერ გავარკვევ. ისევ ჩემით უნდა მოვიმოქმედო რამე. როგორც სწორად მახსოვს, საწამლავი ელევა და მარაგის ასაღებად იმ მეორეს უნდა შეხვდეს. აუცულებლად უნდა გავიგო, სად წავა და ვის ნახავს.
ეს დღეებია თვალს ვადევნებ მის ქმედებებს. ადრე არ შემინიშნავს მაგრამ ახლა ცხადად ვხედავ რომ ტელეფონზე ხშირად ლაპარაკობს თან მალულად, ისე რომ მე და იოანემ ვერ მოვისმინოთ. ცდილობს თვითონ მომიმზადოს საჭმელი თუმცა ამჯერად მასში ვერაფერს მიყრის რადგან თვალს არ ვაშორებ.
–ნუ მაჩქარებ როგორც კი შევძლებ გამოსვლას გამოვალ და იქ შევხვდეთ სადაც ყოველთვის. – დღეს შემთხვევით მის პარტნიორთან საუბარს შევესწარი.
–სადმე უნდა გახვიდე ლოლიტა? –არ ელოდა თუ მოვისმინე და დაბნეულობა შეეტყო. ცოტა დრო დაჭირდა რომ რაიმე მოეფიქრებინა.
–არა, ისეთი არაფერი. დიდი ხნის უნახავ მეგობარს უნდა შევხვდე. ეგაა სულ. –თავის დაძვრენა სცადა.
–მერე ნუ დააგვიანებ, თუ გელოდება წადი არაა პრობლემა.
–არა არაუშავს დამელოდება. საუზმეს მოგიმზადებ და წავალ. მანამდე წადი შენ და იბანავე. – ჩემი თავიდან მოშორება საცადა რომ საჭმელში ის რაღაც ფხვნილი ჩაეყარა.
–კარგი. –დავეთანხმე მეც. აზრი არ ჰქონდა რაიმეს თქმას. თანაც არ მინდა რომ ეჭვი აიღოს რაიმეზე. სააბაზანოდან გამოსულს საუზმე გაწყობილი დამახვედრა.
–შენ მიირთვი მე კი წასასვლელად მოვემზადები კარგი?
–კარგი როგორც გინდა. და მადლობა ლოლიტა რომ ასე ზრუნავ ჩემზე.
–არაფრის. ეს მე სიამოვნებას მანიჭებს. – ოხ ეს დამპალი, როგრო იკატუნებს თავს. კიდევ კარგი რომ გავიგე თორემ ,ისე გამომასალმებდა სიცოცხლეს ხელიც არ აუკანკალდებოდა. როგორც კი თვალს მოეფარა მისი მომზადებული საუზმე ქილაში ჩავასხი რომ ლაბორატორიასი გამეგზავნა ნივთიერების დასადგენად. რომ გამოვიდა გაუხარდა თომ თეფში მოსუფთავებული დახვდა.
–ყოჩაღი გოგო ხარ, სულ გაგითავებია. –სიხარულით სახე გაებადრა. როგროც იქნა მაჭამა საწამლავი მისი ჭკუით. ის კი არ იცის რომ მე მასზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ. – კარგი ახლა მე წავალ და მალე დავბრუნდები, არ მოიწყინო კარგი? – გადამეხვია და მაკოცა.
–კარგი. – ზრდილობიანად გავუღიმე მეც. როგორც კი კარი გაიხურა. ჩანთას ხელი დავავლე. კარი ჩუმად გამოვიხურე, დაველოდე სანამ სადარბაზო ჩაიარა, უკან მივყევი. თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. უცებ გავაჩერე ტაქსი და ვთხოვე ლოლიტას მანქანა უკან ისე გაყოლოდა რომ არ შევემჩნიეთ. ვაა, ყოჩაღ თებეა, რა კარგად მოიფიქრე. თავი დეტექტიური სერიალის გმირი მგონია. ვინაა შერლოკ ჰოლმსი ან და კომისარი მეგრე როცა ხარ შენ თება ყიფშიძე. თან მეცინება ჩემს ხუმრობაზე, თან ჩემს უიღბლობაზე. ღმერთი არ მკლავს მაგრამ ვიღაცა ჩემგან უცნობი მიზეზის გამო ცდილობს ჩემს მოკვლას. ვიხსენებ და ვერ მომიფიქრებია, ვის რა დავუშავე ისეთი შავი მიწისთვის რომ მიმეტებს. ან ისეთი რამ არ ვიცი რაც უნდა ვიცოდე. ლოლიტას მანქანა საკმაოდ შორს წამოვიდა ქალაქიდან. გზატკეცილიდან გადაუხვია და ერთერთი მიტოვებული და გაუკაცრიელებული ქარხნის გვერდით გაჩერდა. ტაქსი მოშორებით გავაჩერე რომ არ შეემჩნიათ. ფული გადავუხადე, ვთხოვე რომ დამლოდებოდა და ძრავა არ ჩაექრო რომს აწიროების შემთხვევაში სასწრაფოდ გავცლოდით იქაურობას. ფეხაკრებით მივუახლოვდი შენობის ფასადს. შიგნით სესვლა არ დამჭირდა, გარედანაც იოლად შევძელი მათი პოვნა. დამალვას არ ცდილობდნენ რადგან არ ელოდნენ რომ მათ ვინმე შეიძლება უთვალთვალებდეთ. ლოლიტა ვიღაცას ჩაეხუტა, სახე არ უჩანდა კაპიუშონი ეხურა მაგრამ ხელებით მივხვდი რომ მამაკაცი იყო. ხმა რომ ამოიღო ჩემი ვარაუდი დადასტურდა.
–რას შვები, როგორ მიდის საქმე. გეგმას ხომ მიყვები?
–ნუ ღელავ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.
–ძალიან კარგი.
–მართალია ეს დღეები ვერ მოვახერხეფხვნილლის საჭმელში გარევა. –სიტყვა არ დაამთავრებინა მეორემ.
–რაიმეს ხომ არ ეწვობენ?
–არა ნუ გეშინია ეგეთი არაფერი. მხოლოდ შემთხვევითობა იყო. დღეს სრულად შეჭამა ჩემი მომზადებული საუზმე.
–ძალიან კარგი. გაიგოს ბატონმა იოანემ როგორია ძვირასი ადამიანის დაკარგვა. –რა? იოანემ? ანუ ეს ყველაფერი იოანეს გამო ხდება. ვიღაცა უნდა ჩემით იძიოს მასზე შური. რა დააშავა იოანემ ასეთი?
–ეგ კი მაგრამ. ისე ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეგ გოგო არაფერს წარმოადგენს იოანესთვის. – ბოლთის ცემა დაიწყო ლოლიტამ. ისე მინდა მივიდე და ვუთხრა რომ მართლაც ეგრეა და ჩემი სიკვდილით ვერ შეძლებენ იოანეს გაუბედურებას.
–კი მაგრამ შენ ხომ თქვი რომ, საავადმყოფოში გვერდიდან არ მოსცილებია და თვალიც არ მოუხუჭავს სანამ სახლში არ გამოწერეს. – გაკვირვებულამ კითხა მეორე ხმამ. ცოტა მესიამოვნა მისი ნათქვამი. ანუ იოანე ცემზე ღელავდა.
–ხო ეგრე იყო. თავგზა ამერია რაა. მაგრამ გეგმას ბოლომდე უნდა გავყვეთ. პატარა როგორ არის? – პატარა? ეს პატარა ვინღა არის? ვიღაც ახალი გამოჩნდა ასპარეზზე. ან ამ პატარას აქვს რაიმე საერთო ამ ამბებთან?
–ისევ ისე. როგორც ყოველთვის. არავითარი სიახლე და უკეთესობა. – სულ მთლად დავიბენი.
–კარგი, ახლა წადი თორე არაფერი იეღვონ წამოსვლისკენ უბიძგა მეორე.– ერთმანეთს გადაეხვივნენ და დრო იყო მეც წამოვსულიყავი რომ არაცერთს არ შევემჩნიე. უცებ მივირბინე ტაქსთან და ვთხოვე წასულიყო. სახლში სულ რამდენიმე წუთით მივასწარი ლოლიტას და ტავი ისე დავიჭირე თითქოს არც არსად ვყოფილვარ მაგრამ მტვერიანმა ფეხსაცმელებმა გამცა.
–თებეა იყავი სადმე, – ეჭვის თვალით შემომხედა ლოლიტამ.
–არა რატომ მეკითხები? – გავიკვირვე.
–შენი ფეხსაცმელები ვნახე შემოსასვლელში, მტვრიანი იყო. – გამომიჭირა მგონი ამ დამპალმა.
–არა, ეგ გუშინდელია, ეზოში ვიყავი ჩასული, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
–კარგი გასაგებია. – მითხრა და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. – ამოვისუნთქე მგონი გადავრჩი, მაგრამ არა, უცებ მოტრიალდა. – ხო მაგრამ მე რომ გუშინ არსად გავსულვარ. გავიგებდი გარეთ რომ გასულიყავი.
–რა დაკითხვას მიწყობ ლოლიტა, ცემს სახლში მგონი იმის უფლება მაქვს რაც მომინდება ის გავაკეთო და არ ვარ ვალდებული ვინმეს ანგარიში ჩავაბარო.– მოჩვენებითი განაწყენებით ვცადე თავის დაძვრენა.
–კარგი, საწყენად არ მითქვამს. –კიდევ ერთხელ შემავლო ეჭვის თვალი და ოთახში შევიდა.
კიდევ რამოდენიმე დღე გავიდა თუმცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ისევ ისე ვარიდებდი თავს ლოლიტას მოწოდებულს ყველაფერს და თუ იძულებული ვიქნებოდი მეჭამა მერე გულს ვირევდი რომ საწამლავს ორგანიზმში არ შეეღწია.
ლაბორატორიიდან პასუხი მოვიდა. დადგინდა იმ ნივთიერების შემცველობა რომელიც ჩემს ორგანიზმში აღმოაჩინეს და რომელიც იმ წვნიანში არსებულ დაემთხვა. ეს იყო ტრიქლორნიტრომეთანი, ძლიერი მომწამვლელი ნივთიერება რომელიც იწვევს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემისა და კანის დაავადებას. ნელ–ნელა მომიღებდა ბოლოს მისი მიღება რომ გამეგრძელებინა. საშინელი სიკვდილი მელოდა. მაგრამ უფლის წყალობით მგონი გადავრჩი.
–მეტს ვეღარ მოვიდი მგონი რაღაცას ხვდება. – ისევ ტელეფონზე ლაპარაკობს ლოლიტა. არ ვიცი მეორე ხხმამ რა უთხრა მაგრამ შეხვედრა ახლა სხვაგან დანიშნეს. იქ არა სადაც ყოველთვის. ჩემი ვარაუდით, წინა შეხვედრიდან გამომდინა, ის ქარხანა იყო ის ადგილი სადაც ადრე ხვდებოდნენ, მაგრამ ნეტა ახლა სად მიდიან.
–კარგი, სახლში მოვალ, თან პატარას ვნახავ. უთხრა ბოლოს. –ამის გამოტოვება რა შიძლება თებეა. უნდა გაყვე. როგორც აღმოჩნდა სახლი ქონია და ჩვენთან ცხოვრებ მხოლოდ მისი გეგმის ნაწილი იყო. თანაც გავიგებ ის პატარა ვინაა. ანუ რა გამოდის, როგორც იტყვიან, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ.
ლოლიტა წავიდა და მეც უკან გავყევი როგორც უწინ. ამჯერად უფრო შორს მიდიოდა ცოტა შემეშინდა კიდეც და ნატუკას დავურეკე რომ ცოდნოდა სადაც ვიყავი. არ მიპასუხა და შეტყობინება დავუტოვე რომ ქალაქიდან გავდიოდი ცოტახნით, რომ დამესვენა. რომ არ დაიჯერებდა და დამირეკავდა ვიცოდი და გულს ვიიმედებდი რომ რამე რომ მომხდარიყო ნატუკა დამეხმარებოდა. ერთერთი სოფლის გზაზე გადაუხვია ლოლიტამ. რათქმაუნდა ჩვენც გავყევით. მანქანა ერთი ბელეტაჟზე დადგმული სახლის წინ გაჩერდა. ლოლიტა მანქანიდან გადმოვიდა და რაღაც ცელოფნები გადმოიტანა. ამდენი რამის ყიდვა როდის მოახერხა არსა გაჩერებულა. გამიკვირდა. ჭიშკარი შეაღო და შევიდა. ფაქტი იყო პირდაპირ ვერ შევიდოდი. მასპინძელი რათქმაუნდა მომაქცევდა ყურადღებას. შევნიშნე რომ სახლის გვერდით საცალფეხო ბილიკი სადღაც მიდიოდა. მგონი ჭკვიანური იქნებოდა ბილიკის გავლით მომეხერხებინა ეზოში შესვლა და სახლთან მიახლოვება. ასეც მოვიქეცი. ღობეზე გადავძვერი და სახლს უკანა მხრიდან შემოვუარე. ფანჯრები საკმაოდ დაბალზე ქონდა და შეხედვა არ გამიჭიდებოდა. პირველივე ფანჯარაში შევიხედე, სამზარეულო იყო. იქ არავი იყო მაგრამ ლოლიტას ცელოფნების დალაგება მოესწრო მაგიდაზე. მეორე მათგანამდეც მივაღწიე და შევიხედე, ლოლიტა იმ კაპიუშონიანს ეხუტებოდა. მართალია ქუდი აღარ ეხურა მაგრამ ზურგით იდგა ჩემსკენ და მისი სახის დანახვა ვერ მოვახერხე. მერე ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და მეორე ოთახში გავიდნენ. თან რაღაცას ლაპარაკობდნენ მაგრამ არ მესმოდა. მომდევნო ფანჯარისკენ გადავინაცვლე ავიწიე, შევიხედე და სუნთქვა შემეკრა მოულოდნელობისაგან. ყველაფრის ნახვას ველოდი იმის გარდა რაც დავინახე. მოულოდნელად ჩემს წინ მინასთან ლოლიტა გაჩნდა გამიცინა და ცხვირში საშინელი ეთილის სუნი მომხვდა.
...
სახლში გვიან დავბრუნდი საქმეები მქონდა ბევრი. თებეას ავადმყოფობის გამო ცოტა განრიგს ჩამოვრჩი. რა უჩვეულო სიმშვიდეა სახლში.
–მოვედი. –დავიძახე მისაღებში. ვიცოდი რომ თებეა არ გამომეგებებოდა მაგრამ არც ლოლიტაა, ნეტა ასე გვიან სად წავიდნენ. მეც მაგარი ვარ იქნებ ძინავთ. ჯერ ლოლიტას ოთახის კარი შევაღე ფრთხილად რომ მენახა მაგრამ ის არ დამხვდა. მაგრამ დიდი ამბავი, ახალგაზრდა გოგოა, თანაც რა ვალდებულია ანგარიში მაბაროს. თავი გადავაქნიე და ჩვენი ოთახისკენ ავიღე გეზი. იქ შესული უფრო გავოცდი. თებეაც არ დამხვდა. ეს რაღაც ხუმრობააა ხომ? ჯერ სრულად არ გამოკეთებულა ნეტა სად წავიდა ეს გიჟი გოგო. ნამდვილად დაჩისთან და ნატუკასთან ერთად იქნება. მას ხომ სხვასთან წასასვლელი არსად აქვს. ტელეფონი ამოვიღე და დაჩის ნომერი ავკრიბე.
–როგორ ხარ დაჩი?
–კარგად ბრატ შენ როგორ ხარ?
–არამიშავს მეც კარგად. დაჩი.. –არ დამამთავრებინა კითხვა შემომიბრუნა.
–თებეა როგორაა? ძინავს უკვე? დამალაპარაკე?
–რაა? ტებეა შენთან არაა?
–არა ჩემთან რა უნდა ასეთ დროს. –გულწრფელად გაუკვირდა, რომ მოეტყუებინა მივხვდებოდი.
–არც თებეა და არც ლოლიტა სახლში არ არიან, ალბათ ნატუკასთან არიან გოგოები და ჭორაობენ.– ვატყობ თავის გამხნევება დავიწყე.
–იოანე ნატუკა ჩემთან ერთადაა. ყველაფერი კარგადაა? – უკვე შემეშინდა, აბა სად არის ეს გოგო.
–კი კარგადაა. ახლავე დავურეკავ და გავიგე. –, ისე როგორ არ მომაფიქრდა თებეასთან დამერეკა. მე თვითონ გამეცინა ჩეს თავზე მაგრამ გულში ეჭვის ჭიამ ღრღნა დაიწყო. მოუთმენლად ავკრიბე ნომერი. ზარი გადის მაგრამ არავინ მპასუხობს. კიდევ ვცადე ისევ ისე. უკვე მეოცეჯერ ვურეკავ მაგრამ არ მპასუხობს. თანდათან შიში მიპყრობს. ნეტა რაიმე უბედურება ხომ არ აუტეხა მ გადარეულმა გოგომ თავის თავს. ეს ლოლიტაც სადაა. ტელეფონი მასაც გამორთული აქვს. ტელეფონზე ზარი შემოვიდა, სასწრაფოდ ავიღე იმ იმედით რომ თებეა იქნებოდა.
–ხო დაჩი გისმენ.
–რა ქენი დაუკავშირდი თებეას? – ხმაში მოუთმენლობა შევატყვე.
–ვერა, უკვე მერამდენედ დავურეკე აღარ ვიცი , მაგრამ არ მპასუხობს.
–რაღაცა ხდება იოანე. ნატუკასთვის სეტყობინება დაუტოვებია ტელეფონზე. მარტო ყოფნა მინდა და ცოტა ხნით ქალაქგარეთ გავდივარო.
–სად ქალაქგარეთ, ხომ არ იცის სად შეიძლება წასულიყო?
–არა ძმა აზრზე არაა. ნერვიულობისგან არდგილს ვეღარ პოულობს.
–მეც არ ვიცი რა ვქნა. მოდით რა ჩემთან. – ლამის ერთი სიკვდილი გავათავე მათ მოსვლამდე.
–ხომ არაფერი გაგიგია იოანე. – თვალებდასიებული შემოვარდა კარში ნატუკა.
–არა ნატუ არ მპასუხობს ტელეფონზე. უკვე ასჯერ მაინც დავურეკე.
–ახლა გავგიჟდები. ასე უპასუხისმგებლოდ არასდროს მოქცეულა თებეა.
–კარგი დამშვიდდი ვიპოვით. ყველა ადგილი გაიხსენე სადაც შეიძლება წასულიყო.
–არსად არ მეგულება. ხომ იცი როგორიც არის. ხეტიალის მოყვარული არასოდეს ყოფილა. თუ განმარტოება უნდა ყოველთვის მისი მშობლების საფლავზე მიდის ან ჩემთან.
–მართალია. ეგ როგორ არ მომაფიქრდა, სასაფლაოზე იქნება.
–ამ დროოს? გაგიჟდი? – გაუყკვირდა დაჩის და მისი რეაქცია სავსებით შესაფერისი იყო. რომელი ნორმალური იქნება ღამის პირველ საათზე სასაფლაოზე.
–შენ თებეას არ იცნობ თორე ეგ არ გაგიკვირდებოდა.
–იოანე მართალს ამბობს. თებეასთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა, თუ უნდა მშობლების საფლავზე მისვლა ასეც მოიქცევა. –ნატუკამ კვერი დამიკრა და ციტა მომეშვა გულზე, იმ იმედით რომ სასაფლაოზე მისულს იქ თებეა დამხვდებოდა.
სასწრაფოდ სასაფლაოსკენ ავიღეთ გეზი. ამჯერად აღარ მეშინოდა წინასთან შედარებით. მივიკვლევდი გზას ამდენ მიცვალებულში. გზა როგორც არმოჩნდა კარგად მახსოვდა. ამ საშინელ ადგილას, ნერვიულობას მხოლოდ დაჩის შეშინებული სახე მავიწყებდა. ისე გამოიყურებოდა თითქოს ცოცხლად ცააგდეს ჯოჯოხეთში. როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. ისევ მიღიმოდა თებეას მსგავსი ლამაზი არსება ცივი ქვიდან მაგრამ იქ თებეა არსად ჩანდა. დაჩის ისევ გაოგნებული სახე აქვს . ვიცი რომ ეს თებეას და დედამისის მსგავსების გამო ხდება.
–ხო ძალიან გავს დედას.
–გაჭრილი ვაშლივით ძმა. რა ლამზი ქალი ყოფილა. ეს რა გიტხარი სამართალსი უფალო. –ამოიხვნეშა და ცაში აიხედა დაჩიმ. რომელიც ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და არაფრისმთქმელად იყურებოდა.
–თებეა აქ არ არის ახლა რა ვქნათ, სად ვეძებოთ. – აცრემლებული თვალებით იკითხა ნატუკამ და იქნვე ჩამოჯდა ალაყაფის კიდეზე.
–არ ვიცი ანტუ, აღარაფერი აღარ ვიცი. მღელვარება მომეძალა უკვე. თითქმის ერთი წელია ერთად ვცხოვრობთ და ასე უპასუხისმგებლოდ არასოდეს მოქცეულა.
–ერთი წელი არა? მეათე კლასიდან ვიცნობ თებეას და ასეთი რამ პიველად ხდება. მეშინია ბიჭებო. – ვერარ შეიკავა თავი ნატუკამ ტირილი დაიწყო და დაჩის მოეხვია.
–კარგი დამშვიდდი, ვიპოვით. ასე ხომ არ აორთქლდებოდა ადამიანი. ბევრი ტანსაცმელი აქვს წაღებული? – მე მომიტრიალდა დაჩი კითვით.
–რა ტანსაცმელი. არც მინახავს კარადა დაჩი.
–კარგი წავიდეთ. იქნებ მოსულიც კია სახლში. ან ოთახი დავათვალიეროთ იქნებ რაიმე ვიპოვოთ.
იქედან წამოვედით და სახლში ისე მოვედით არაფერი მახსოვს. თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა სად იყო თებეა. თან ნუთუ ეს ყველაფერი ჩემი მიზეზით ხდებოდა. ჯერ ისედაც არ ქონდა დალხენილი ცხოვრება და მე კიდე მეტად დავუმძიმე ყოფა. მაინც რა არაკაცი ხარ იოანე. რატომ გააუბედურე პირადი ინტერესის გამო ასეთი კარგი ადამიანი. არა და როგორ მეგონა რომ მისი უმწიკლოება მოჩვენებით იყო და ამიტომაც დამთანხმდა ცოლობაზე. სინამდვილეში იმდენად დიდი გული აქვს მთელ სამყაროს ჩაიტევს. ვერ იტანს ტყილს მე კი უკვე რამდენი ხანია ვატყებდი. სულ მისი სიტყვები ჩამესმის ყურებში. –მირჩევნია აუტანელი ვიყო ვიდრე ყალბი. – სახლში მისულს საკეტი ღია დამხვდა. სიხარულისგან ლამის გული ამომივარდეს თებეა დაბრუნდა. მოუთმენლად შევაღე კარი და სასწრაფოს ოთახსი შევედი იქ ისევ არავინ დამხვდა. გაკვირვებული გამოვბრუნდი და მისაღებში ლოლიტა დამხვდა.
–რა მოხდა იოანე კარგად ხარ? ისე შემოვარდი დახლში არც კი მომესალმე.
–მაპატიე ლოლიტა უბრალოდ თებეას ვერ ვპოულობ და ვნერვიულობ.
–აა, ეგ არის მიზეზი? თავიდანვე გეკითხა ჩემთვის. დაგიბარა სოფელში მივდივარო ბებოსთან და არ მომძებნოს მე თვითნ დავბრუნდები მალეო.
–რაა? ბებოსთანო? არ ვიცოდი ბებო თუ ყავდა.
–არ ვიცი იოანე რაც დამიბარა ის გადმოგეცი.
აქ რაღაც სხვა ამბავია. ლოლიტასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ოთახშიი დავბრუნდი და ყველაფრის თავში დალაგება დავიწყე. მას ჩემთან არასოდეს უხხსენებია ბებო. ვიცოდი რომ მხოლოდ დეიდა ყავდა. თან ნუთუ ისე წავიდა რომ თან არაფერი წაიღო. საწოლთან ტუმბოზე მისი მშობლების ფოტო რომ შევნიშნე ეჭვი გამიორმაგდა. რომ წასულიყო ფოტოს მაინც არ დატოვებდა. კარადა გამოვაღე. ყველაფერი ადგილზეა. იქნებ ყავდა ბებო და მე არ ვიცი. ისევ ამ აზრს მივუბრუნდი. სიმართლე ვის ეცოდინება თუ არა ნატუკას.
–ნატუ თებეას ბებო ყავს სადმე რაიონში.
–არა იოანე როგორც ვიცი არ ყავს არცერთი ბებო ცოცხალი. მითუმეტეს რეგიონში. მისი მშობლები ორივე თბილისიდან იყვნენ. რატო მეკითხები?
–ჩემი მეგობრისათვის დაუბარებია რომ ბებოსთან მიდოდა და მალე დაბრუნდებოდა.
–არ მჯერა იოანე. აქ რაღაც სხვა ხდება. ძალიან მეშინია. გთხოვ იპოვე რაა თორემ ვერ გადავიტან მას რომ არმე რომ მოუვიდეს.
–ნუ გეშინია ნატუკა. არაფერი მოუვა. არავის და არაფერს დავანებებ ამ სამყაროში რომ თებეა წამართვას გაიგე? და მეორედ ეგ სისულელე აღარ თქვა.
–კარგი იოანე თუ რაიმე გაიგო გამაგებინე რაა. სანამ 24საათი არ გავა განცხადებით ვერ განვაცხადებთ და დაველოდოთ ისევ.
ნატუკას სიტყვების მერე მხოლოდ ერთზე ვფიქრობ. თებეაც რომ დავკარგო მერე? არა არ დავკარგავ, ვერ დავკარგავ, ნუთუ ღმერთს ასე ვეჯავრები რომ ყველას მართმევს. ჩემი ეგო შიგნიდან მეძახის რომ იქნებ ეს ღმერთის კი არა ჩემს გამო ხდებოდა. ჯერ ცოლობა ვთხოვე. უანგაროდ დამთანხმდა, არასდროს პრობლემა არ შეუქმნია ჩემთვის. პირიქით ზედმეტადაც კი ზრუნავდა. მე კი სანაცვლოდ რა მივეცი. უყურადღებობა, გატეხილი შუბლი, დამცირება და სახლში გარდაცვლილი შეყვარებულის და ჩავუსახლე, თანაც ისე რომ სიმართლე დავუმალე. იმის ღირსადაც კი არ ჩავთვალე რომ მისთვის სიმართლე მომეყოლა დიანაზე მიუხედავდ იმისა რომ ბევრჯერ მომცა შანსი მომეყოალ. იქნებ დაიღალა ამ ყველაფრით ადგა და წავიდა. ნუთუ ასე უნდა მომხდარიყო რომ გავაცნობიერო სინამდვილეში რას ვგრძნობ და რა მინდა. ახლა მხოლოდ მინდა რომ თებეა იყოს ჩემთან. თუნდაც არ დამელაპარაკოს. არც შემომხედოს უბრალოდ ვიცოდე რომ ჩემს გვერდით წევს და ტკბილად სძინავს. ნეტა ახლა სად არის. იქნებ ცივა, შია ან წყურია. იქნებ შველას მთხოვს მე კი არაფერი მესმის და ვერაფრით ვშველი. სულ მეუბნებოდა რომ მენდობოდა. მაშინაც კი როდესაც ახლოს არ მიცნობდა. მე კი მისი ნდობით ბოროტად ვისარგებლე და ვერ გავამართლე. როგორ შევხედო სირცხვილით თვალებში რომ დაბრუნდება. არა შენ არ შეიცვლები იოანე. ისევ ეგოისტობ. ისევ შენ თავზე ფიქრობ. იმაზე რატომ არ გიფიქრია ის რას გრძნობდა ხოლმე. თანდათან ვრწმუნდები დაჩის სიტყვების სიმართლეში. მე არ ვიმსახურებ ამ გოგოს



№1 სტუმარი Guest ლიზა

შეიძლებოდა ახლა ამ მომენტზე გაწყვეტა?:დდდ მარა მაინც მაგარი გოგ ხარ <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Kaargiaa dzaan sainteresoa veli shemdegs!!!

 


№3 სტუმარი Nini

Dzaluan kargi ikoo :-* koveldge dadeeeee :-*

 


№4 სტუმარი Babi

Au ra kaiaaaaaaaaa cota gazarde ra tavebi mecotava :-D♥♥♥♥

გააგრძელე ვერ ვითმეეეეეეენ ♥♥♥♥♥♥♥♥

 


№5 სტუმარი Natia

Gaaagrdzele raaaaa ♥♥♥♥

 


№6  offline წევრი ankatuna

დღეს დავდებ მომდევნო თავს, დღის ბოლომდე

 


№7 სტუმარი Guest ბუბუ

Kai ♥♥♥ dagelodebiiiiiiiiiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent