შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლურჯო სული (თავი 5)


4-03-2017, 02:25
ავტორი aleqsandra
ნანახია 1 702

თავიდან გაშეშებული ვიდექი, მერე ცდუნებას ვერ გავუძელი, კოცნაში ავყევი, ხელიც გავითავისუფლე და თმაში შევუცურე, ჩემსკენ უფრო დავქაჩე და ჯერ არარასებული მანძილი, კიდევ უფრო შევამცირე. მომთხოვნი იყო ისიც და მეც, გაცხოველებული ვუკოცნიდით ერთმანეთს მონატრებულ ბაგეებს, ერთი ხელის მოსმით ამწია ხელში ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია და ხელის სააბანი ნიჟარის გვერდით შემომსვა,ფეხები გამაშლევია, გონება ვერაფერს იაზრებდა, თვითონ ჩემს ფეხებს შორის მოექცა და კბილები დამასო მხარზე, ამას ჩემი მსუბუქი კვნესა მოჰყვა, მეერე კვლავ ტუჩებზე მეცა, ხელი კი მკერდისკენ ჩააცურა, როდესაც მისი შეხება ვიგრძენი მკერდზე ტვინი სულ მთლად ამერია, პერანგის ღილები გავუხსენი და ჯერ შიშველ მკერდზე დავუსვი ხელები, შემდეგ კი შიშველ ზურგზე ისე ძლიერად ჩამოვუსვი სანამ სისველე არ ვიგრძელი ხელებზე,კმაყოფილს ჩაეცინა ტატოს ჩემს ამ ქმედებაზე და ზედა ტუჩზე მსუბუქად მიკბინა.
თითქოს ტვინის ყველა უჯრედი გამეთიშა, თითქოს ყველა მუქარა, ტკვილი და იარა მან ამ ერთ წუთში დამავიწყა, ვერ ვინძრეოდი მინდოდა წავუსლიყავი, გავქცეოდი და ეს არ ჩამედინა, მაგრამ ამის ძალა არ შემწევდა. მისით ვიყავი ბოლომდე სავსე, მხოლოდ ჩვენ ვარსებობდი და კიდევ ის უფსკრული, რომელსაც შურისძიება და სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი ერქვა.
მეგონა უკვე ბედნიერების ზენიტს მივაღწევდი თუმცა სიცივე და სიცარიელე ვიგრძენი უეცრად, თვალების გახელა არ მინდოდა, რომ გავახილე, ტატო დამცინავი მზერით მიყურებდა.
-რა მოხდა?! გაორებულმა ვიკითხე.
-საჩუქარი დასრულდა! ხელები არტისტულად გაშალა და კვლავ ისე საზიზღრად გამიღიმა.
-ვერ მივხვდი რას გულისხმობ?! თავში აზრები მიორდებოდა და არ მინდოდა ის დამეჯერებინა, რასაც გული და გონება ერთად მეუბნებოდა.
-რატომ მიყურებ ეგრე გაოცებული და გულმოკლული?!ახლოს მოიწია ჩემსკენ კვლავ და თვალებში ჩამხედა.
შენ იმაზე მოკლე ჭკუა გქონია ვიდრე მე მეგონა, რა გეგონა შენთან სექსი მექნებოდა?! თან აქ ქალების ტუალეტში და მერეც ასე განვაგრძობდი შენთან მალულად შეხვედრებს, შენ რა შენი ხამი გეგონე?! გულმა და გონებამ თითქოს შეწყვიტეს ფუნქციონირება, სულმა კი კივილი დაიწყო.
სასაცილო ხარ! აქ კვლავ გადაიხარხარა. ხმას ვერ ვიღებდი ტკივილისგან დავმუნჯებულიყავი.
კარისკენ წავიდა.
ისე რა გასაოცრად გყვარებია შენი ქმარი! პირველივე დღეს, პირველივე შეხებისას ჩემს მკლავებში აღმოჩნდი, თან პირდაპირ აქ დამნებდებოდი, რომ მომენდომებინა და საქმე მიმეყვანა ბოლომდე ძვირფასო, მარიკო!. მერე გავიგონე კარის გაღება-დახურვის ხმა, მდუღარე ცრემლების დადინებამ ღაწვებზე კიდევ უფრო გააღმავა აწ უკვე, ახლად მიყენებული ჭრილობა გულზე, მერე იყო უფრო მეტი ტკივილი, სულის ამატკივებელი და ცრემლები, ბევრი და მდუღარე ცრემლები.


********************************************************* *********************************
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გაორებული, ერთ-ერთი გოგოს შეხებამ გამომაფხიზლა.
-ცუდათ ხართ? შემანჯღრია და გონს მოვეგე, თვალები დავხუჭე ღრმად ამოვისუნთქე და პასუხის გასაცემად სიტყვებს დავუწყე ძებნა.
-არა, კარგად ვარ.. ბუტბუტით ამოვილაპარაკე.
-მაშინ რატომ ტირით?! გოგო არ მანეებდა თავს.
-არაფერია, მადლობთ ყურადღებისთვის. ონკანიდან წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი, თითქოს გონს მოვეგე, მივხვდი რა მითხრა იმ კაცმა, რომლის სიყვარულითაც დღემდე ვიწვი და მინდოდა მოვმკვდარიყავი.
-ამასაც მივაღწიე....ვძულვარ...მეტიც ვეზიზღები... ამოვისლუკუნე და სარკეში ჩემს ანარეკლს შევხედა, მაკიაჟი აურევია წყლის წვეთებს.
-რამე მითხრაით?! ისევ ის გოგო.
-არა, არაფერი. ქაღალდის ერთი ნაგლეჯი ავიღე და სახე შევიმშრალე. გარედან ყვირილის ხმა მესმოდა, ის-ის იყო ჩემმა გონებამ იცნო ხმა, რომ საპირფარეშოში პირდაპირ შემოაჭრა გიორგიმ, ქალთა ნაკადი გაოცებული უყურებდა ალბათ მაშინ მას, თუმცაა არ დამინახავს არცერთის სახე.
გიორგიმ ჩემს სილუეტს სარკეში შეავლო თვალი და უმალ ჩემს ზურგს აეკრა.
-რა გჭირს საყვარელო?! მისი სიტყვები, მისი არსებობდა და ის დღეც კი მეზიზღებოდა, როცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და დამინგრია ცხოვრება, რომელიც ერთხელ გვაქვს საჩუქრად ბოძებული თითეულ ინდივიდს.
-მგონი არაა კარგად, რამდენიმე წუთის წინ, თითქოს ჩემი არ ესმოდა, გახევებული იდგა კედელზე მიყრდნობილი.
-დიდი მაადლობა ქალბატონო ყურადღებისთვის. თავაზიანად გაუღიმა ლაბაძემ. შეგიძლიათ დამტოვოთ ჩემს მეუღლესთან მარტო?!.
-კი, ბატონო, მაგრამ ეს ხომ ქალების საპირფარეშოა?! მხრები აიჩეჩა, გოგომ და კარისკენ დაიძრა, გიორგიც უკან გაყვა და კარი ჩაკეტა.
-რა გჭირს მარიკო? ნუ მაშინებ.. მხრებში ხელი ჩამავლო და მისკენ შემომატრიალა. პასუხი, რომ არ გავეცი მეორედ დამისვა კითხვა და უფრო ძლიერად შემანჯღრია.
-შენი ბინძური ხელებით ნუ მეხები!.. ხელები გავაშვებინე ჩემზე და კვლავ წყალი შევისხი სახეზე. უძრავად იდგა, შეცუნებული და ეჭვიანონის ჭინკებით სავსე თვალებით მიცქერდა.
-ცუდათ ხარ?! კვლავ ხელი დამადო მხარზე.
-ნუ მეხებითქო! ვუკივლე და უმალ აიღო ხელი... ხელები ნიჟარას დავაყრდენი და თავი დავხარე, წყლის მოშხრიალე ნაკადს ჩავაკვირდი და გამეღიმა. რა თავისუფალია ეს ონკანის წყალიც კი, მე კი,მე კი ტყვეთ, მონად და გალიაში გამომწყვდეულ შეშინებულ მხეცად მაქცია ამ კაცმა.
-რა გჭირს, საყვარელო? ნუ მაშინებ... წარბები მორკალა და მის იაზვა ტონს უფრო უმატა.
-ხო, ცუდათ ვარ ცუდათ! შენ მხდი ცუდათ! მისკენ შევტრიალდი და თვალებში დაჟინებით ჩავაკვირდი, მინდოდა რამე ადამიანური ამომეკითხა იქ თუმცა ვერაფერი დავინახე მსგავსი.
შენ მე ყოველდღე მკლავ ამ იძულებებით, ყოველდღე მანადგურებ, მთელავ და სულს მიგუდავ. შენ არაადამიანი ხარ, შენ ის ავადმყოფიხარ, რომელიც ჩემდამი ტანჯველობით გრძნობას, სიყვარულს უწოდებს და ისე მტანჯავ თვალსაც არ ახამხამებ! შენ რა ადამიანი ხარ, რა! გაშლილი ხელისგულები მკერდზე მივარტყი, შეტორტმანდა მაგრამ ცინიკური ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-რა იყო ვერ აიტანე შენი სიყვარული სხვა ქალის გვერდით, რომ დაინახე?!
-ეგ რა შუაშია აქ?! შენ მართლა გააფრინე გიორგი?! კვლავ ავუწიე ხმას.
-თავშია, თავში, ჩემო ცოლუკა, გულზე მოგხვდა იმ ქალის თითეული ქმედება და ამიტომ ხარ ცუდათ, მაგრამ მაგ პატარა ტვინში შეუშვი, რომ ტატო აღარ არსებობს, შენ ჩემი ცოლი ხარ, კანონიერი ცოლი და შენივე კეთილდღობისთვის აჯობებს, ჭკუას ძალა დაატანო და მასთან არავითრ შემთხვევაში არ იკონტაქტო და ის, რომ თქვა რაც ჩვენი ქორწინებისთვის გავაკეთე ხომ, იცი რასაც გამოიწვევს?! შენი საყვარელი დაიკო ციხეში აღმოჩნდება, მერე მისი ავადმყოფობის პატრონი მალევე მოკვდება იქ, ფსიქიკურად შეიშლება, მეც შევუწყობ თან ხელს და მერე ხშირად მოგვიწევს მის საფლავზე სიარული, თან შენ ბევრი უნდა იტირო ვიცი და მე ეს არ მიყვარს, ხომ იცი?!, თითქოს ზღაპარს მიყვებოდა, სახეზე და თმაზე მეფერებოდა, დამცინავ ღიმილს არ იშორებდა სახიდან, თან შიგა და შიგ თმაზე მკოცნიდა. .
-ასეთი ტირანი, როგორ შეგიძლია იყო, ღმერთის მაინც არ გეშინია?!
-რომელ ღმერთზე მელაპარაკები?! ხელი შემიშვა და გადაიროხროხა.
ღმერთი არ არსებობს ჩემო ძვირფასო ცოლუკა, ის რომ არსებობდეს დღეს ჩემს გვერდით არ იქნებოდი, არც ასე იტირებდი და საერთოდ შენი საყვარელი ტატოს გვერდით იქნებოდი, თუმცა სანამ ცოცხალი ვარ ამას ვერ ეღირსები! ახლა კი მალე გამოდი, უხერხულია სტუმრებთან გველოდებიან. ისევ იღიმოდა ცინიკურად და სტვენა-სტვენით დამტოვა მარტო,რათა მოვწესრიგებულიყავი.
****************************************************** ******************************************
-აღარ იტყვი ძმაო, რა გჭირს?! გიგი ტატოს ფიქრების ამოცნობას ცდილობდა კვლავ ძველებურად.
-კიდევ, ერთი ამერიკული ვისკი თუ შეიძლება! მომდევნო ჭიქა შეუკვეთა ემხვარმა და ამოიგმინა.
ადრე, ამ ბარში შემოსვლაზეც კი ვერ იოცნებებდა, თუმცა დღეს ის მისია სხვა უამრავ უძრავ ქონებასთან და ბიზნესებთან ერთად.
-რა უცნაურია ცხოვრება ძმაო არა?! ადრე ოცნებას კარიერის და სიყვარულის გარდა ვერაფერზე ვბედავდი, ახლა კი აღარცერთზე აღარ ვოცნებობ, რადგან კარიერა იდიალური მაქვს, ხოლო სიყვარული არ არსებობს, ერთი ნაგავი რამაა, ყალბი ადამიანებით და ლტოლვებით! სულ მოუთქმელად დალია სასმელი და, თვალით ანიშნა ბარმენს დაესხა კვლავ.
-მარიამი ნახე?! ჩამწყდარი ხმით კითხა ძმაკაცს.
-ხო, თანაც უკვე მეორეჯერ, ბედი დამცინის ხომ?! მიდი თამამად თქვი, მაგრამ ვერ დაეთანხმები და იცი,რატომ მხოლოდ ერთი რამისთვის დავბრუნდი აქ, რადგან გიორგი ლაბაძე ჩავძირო და მისი ძვირფასი მეოღლეც გავაყოლო უკან! ჭიქა დააბზრიალა და კვლავ ჩაისხა სასმელი პირში.
-რაებს ბოდავ თუ ღმერთი გწამს. დაანებე თავი ორივეს, შეეშვი, მიეცი უფლება მასთან მაინც იყოს ბედნიერი, იმ სიყვარულის ხათრით რასაც მისადმი განიცდიდი და ახლაც განიცდი. ძმაკაცს ხელი დაკრა მხარზე და გაუღიმა გიგიმ.
-რომელ სიყვარულზე მელაპარაკები?! ადრე კი გეთანხმები მიყვარდა და თან ძაალიან, მაგრამ დღეს მძულს, მეზიზღება და მარტო ის მინდა ისე დაიტანჯოს, როგორც მე ვიტანჯებოდი მაშინ...
-იტყუები, შენ ის იმაზე მეტად გიყვარს დღეს ვიდრე ადრე...
-ნწ.. ტუჩები გააწკლაპუნა. ეგ ადრე იყო გიგიჯან ადრეთქოო, ახლა მარიამისადმი იმ გრძნობებისგარდა აღარაფერს განვიცდი რაც უკვე გითხარი. მან მე სამუდამო დაღი დამასვა, არასდროს აღარ შევიყვარებ არავის, რადგან ქალები ამას არ იმსახურებენ ისინი მოღალატენი არიან, თანაც სულით.
-ამილახვარისგან ეს ის ქცევა იყო, რომელსაც არავინ ელოდა..უყვარდი,მასაც უყვარდი მისი თვალები ამას ვერ მომატყუებდა. არწმუნებდა ძმაკაცს იმაში გიგი, რასაც ემხვარის გულიც გრძNობდა ადრეც და ახლაც გულის სიღრმეში.
-მაინც მეცოდება და მენანება ტკივილისთვის და რატომ ვერ ვხვდები.. დღეს რაც ჩავიდინე ჩემს თავს ვერ ვპატიობ, ვერა, ვერა! ჭიქა ძლიერად დაარტყა ბარს.
-რა მოხდა?! შეშფოთება აღებეჭდა სახეზე.
-კინაღამ სექსი მქონდა მასთან ქალების ტუალეტში! ტატოს ნაცრისფერი თვალები გამუქებოდა და ანათებდა ძმაკაცს, რომლისგანაც უდიდეს დამოოძღვრას ელოდა.
-შენ სულ გამო****ი?! გათხოვილი ქალია, ხვდები მაინც?!
-თვითონ არ იყო წინააღმდეგი, გეფიცები,მე რომ არ გავჩერებულიყავი თანახმა იყო..
-ეს არ გამართლებს! რამ გადაგრია, ან ის რაღამ გამოაშტერა ასე?!
ნუთუ ქმარი ვერ აკმაყოფილებს, ეს მარიამის ქცევას არ გავს,ეს ის მარიამი არ არის, ჩემს დად, რომ ვთვლიდი. აღშფოთება ვერ დამალა ფრიად მშვიდმა რამიშვილმა ამ ჯერად.
-არ ვიცი, დალაპარაკება მინდოდა, მინდოდა ეთქვა ასე, რატომ მომექცა, საპირფარეშოში, შევათრი, რომ იტყვიან და ვერ გავუძელი ცდუნებას... მისმა ვარდისფერმა ტუჩებმა და იმ თვალებმა, რომელიც ადრე მიყვარდა კვლავ მაცდუნეს, კვლავ მორევში შემითრიეს და ჩემდა გასაკვირად ისიც ამყვა, არ ვიცი დაუოკებელი ჟინი მომერია და რაღაც ძალამ გონს მომაგო, ვერ გავთელე, ვერ გავიმეტე ამისთვის...
-რა გამოდის, რომ გიორგი არ უყვარს?! მე ასე მწამს ძმაო, რომ თუ კაცი გიყვარს სხვას ამდენს არ გააბედინებ.
-აუ, არ ვიცი,არაფერი არ ვიცი თავი გამისკდეს სადაცაა.
-და შენ ამბობ, რომ აღარ გიყვარს?! გაეღიმა რამიშვილს.
-მძულს გიგი, თან იცი, როგორ აი, ისე რომ... თითებია დაააკაკუნა დახლზე თითქოს რაღაცას ფიქრობდა, მერე მოიფიქრა თითქოს და ამოღერღა სათქმელი.
იცი, როგორ მძულს ამ წუთიდან, რომ გავთელავ, არ დავინდობ, ჩემად გავიხდი და იმ დონეზე დავამცირებ საზოგადოდ, თავად დაიჭამოს თავისი ხორცი სხეულზე, ვინაიდან გიორგი ღალატს არ აპატიებს, ვიცი, აი ეს იქნება ჩემი შურისძიება! თვალი ჩაუკრა და კვლავ გამოცალა სასმლით სავსე ჭიქა, ახალ ბოროტულ ნიღაბს ამოფარებულმა, ყველაზე დიდი გულის მქონე ტატო ემხვარმა.











ვიცი დავაგვიანე, ისიც ვიცი, რომ ცუდი გოგო ვარ, მაგრამ მაღალი სიცხეები მქონდა ახლაც, სიცხიანი ვწევარ საწოლში და ვიხრჩობი ხველა-სურდოთი.
პ.ს. დედის დღეს გილოცავთ დედიკოებო, ბედნიერი დედები იყავით და დღგრძელნი თქვენს შვილებთან, ერთად ვინაიდან დედაა სამყაროს საწყისი,დასაბამი,აზრი და მანათობელი მზე <3
პ.ს.ს. იმედია მოგეწონებათ, ველი შეფასებებსდა ბევრ-ბევრ კომენტარებს.



№1  offline წევრი rebe123

pirvel rigsho gamojanmrtelebas gisurveb chemo kargo <3 martalia patara tavi iyo magram dzaan saintereso da intrigac chaagde bolos <3 erti suli maqvs axal tavs rodis wavikitxav.. mainteresebs ra moxdeba.. mariami yvelaze metad mecodeba.. ramdeni rames unda gaudzlos.. giorgi magizianebs sashinlad.. erti tatom aswavlos chkua :dd

 


№2  offline მოდერი aleqsandra

მედი
ეს ტატოც მეორე ალექსია რა:დდ ნაკაშიძე♡გიორგი დააწყნარეთ და მიაშორეთ სანამ გავგიჟდები:დდ ამ მარიამმა კიდე ამოიღოს ხმა რა:დ ასე სიჩუმით რასიზავს:(ალექსანდრა როგორ გამახარე ამ ახალი თავით♡მალე გააგრძელე და გაზარდე თავები♡მიყვარხარ ალექს♡

ჩემო გოგო heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest Everything

Sulmoutqnelad gelodebii dzalian kargi xaar

Ui martla gamojanmrtelebas gisurveb

 


№4 სტუმარი Teo.

Gtxov didxans nu daigvianeb Ra.movkvdi lodinit.dzalian momwons...

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნუ ადარებთ ალექსს ტატოს.ის სულ სხვაა და მას არავინ გავს.ძალიან მაინტერესებს რა დააშავა ასეთი მარიამის დამ,გიორგის რომ ვერ იშორებს თავიდან.კარგია რატომ რომ ვერ გაწირა ბოლომდე,თუმცა მართლაც ძალიან დაამცირა და შემეცოდა მარიამი.ჩემო ტკბილო შოკოლადო შენ კიდევ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.მეც ვიყავი რამდენიმე დღის წინ შენ დღეში და ძლივს გამოვედი.მალე გამოკეთდა სიხარულო
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent