შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (სრულად)


4-03-2017, 02:54
ავტორი aNuGi
ნანახია 67 049

მაინც და მაინც ახლა მოუნდა ამ მანქანას გაფუჭება, ასეთ ყინვაში - ვდუდღუნებ ჩემთვის და ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებ რომ ოდნავ მაინც გავთბე, მაგრამ ამაოდ, ისეთი სიცივეა ყინვა ძვალსა და რბილში ატანს.
მთელი სხეულით ვცახცახებ, ეს რაღაც ნაჭერი არც მათბობს, გაბრაზებული მიმოვდივარ და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო, მგონი უღრან ტყეში ვარ, ტელეფონიც არ იჭერს, კაციშვილიც არ ჩანს.
ჯანდაბა! ფეხი ვკარი ბორბალს და მთელი ხმით დავიღრიალე.
- მგონი ჯობია ცოტა გავიარო, იქნებ რაიმე ადამიანური შევამჩნიო - თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ, პირველად არ ვარ ამ სიტუაციაში და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელად. ჩემი ბრალია ჩემი ძველი ავტომობილი გადასაგდებად რომ დამენანა, ხომ ვიჯდებოდი ახლა ახალში და თბილისისკენ მიმავალ გზაზე ერთიანად ჩამთბარი.
- აზრი არ აქვს, ტყუილად ვუბრაზდები საკუთარ თავს - თვალებისცეცებით მიმოვდივარ და თითქმის შეუმჩნევლად რაღაც მოციმციმე ციფრებს ვხედავ. გახარებული იქეთკენ მივრბივარ, მგონი ავტობუსის გაჩერებაა.
არ ვცდები, ერთიანად გაყინული იქვე სკამზე ვიკავებ ადგილს და ციფრებს ვაკვირდები, ერთადერთი ავტობუსი მოვა და ისიც 20 წუთში.
ტელეფონო! ახლა მაინც დაიჭირე დამდე პატივი და..
მაგრამ როგორც თქვენ არ გაგიგიათ, ისე ჩემს ტელეფონსაც.
ყველაფერი გამოსაცვლელია, ან გადასაგდებია. აღარ შემიძლია უკვე ამ ჯართების ატანა.
თხელ, სიფრიფანა პალტოს მთელი ძალით ვიხვევ სხეულზე, კაშნში ვცდილობ ცხვირ-პირი ჩავმალო და ცხელი ჰაერი ერთ ადგილზე მოვაქციო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ერთს გავმოძრავდები და ეგრევე იფანტება ყველაფერი.
მოღუშული ვზივარ და ისევ დედაზე მეფიქრება, რა მოხდება დამეჯერებინა მის სიტყვებზე? თურმე მართალი ყოფილა, მარტო მოდურად ჩაცმა არ ნიშნავს ყველაფერს, ცოტა გვერდებიც უნდა გაგითბეს.
ამ შუა ზამთარში თხელ მაიკასა და რაღაც “გამჭირვალე” პალტოში რომ ვარ გამოპრანჭული. ჩამეცვა დუტი!
ნერვები მომეშალა.
თავი გავაქნიე რომ ტვინისმჭამელი ფიქრებისგან თავი გამენთავისუფლებინა.
როგორი თბილია ეს კაშნი, არა აშკარად იცოდა რომ ოდესმე გამომადგებოდა, თან ძალიან თხელი და თან ძალიან თბილი. ერთადერთია, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვატარებ, მაშინ 12 კლასში გადავედი დედამ რომ ჩემთვის შეკერა ექსკლუზიურად და ჩემი სახელი და გვარის ინიციალებიც ამოახატინა ზედ.
მადლობა დედა ასეთი სითბოსთვის, ვერასდროს გადაგიხდი ამ ამაგს განსაკუთრებით!
მემგონი სიცივისგან ბოდვა მეწყება, უაზრო ფიქრებისგან ორი მოხარხარე სხეული მაფხიზლებს, რომლებიც ჩემკენ მოიწევენ.
მოსულები ალმაცერად მათვალიერებენ, ალბათ ფიქრობენ გიჟიაო, თვითონ ისე არიან ჩაფუთნულები, მეეჭვება რომ 1 საათზე ნაკლები დაჭირდეთ გახდაზე.
რაებზე ფიქრობ ბიჭო!
2 წუთი.
საშინლად გაიწელა ეს 18 წუთი, უკვე აღარ შემიძლია.
ძლივს ჰორიზონტზე ავტობუსი მოჩანს, რომელიც ძლივს მოჩაქჩაქებს.
კარი ნელა, ზლაზვნით იღება, მაგრამ როგორც კი თბილი ჰაერი მეცემა ეგრევე ჟრუანტელი მივლის და სიხარულით არბივარ.
არავინ არ ზის, გარდა ერთი გოგოსი, რომელიც მკრთალი ღიმილით გადაჰყურებს გარემოს.
არა რა უხარია?!
გზა არ მთავრდება, ისე იწელება გეგონება თბილისში კი არა, ოკეანის იქეთ მივდივართ.
მაგრამ რადგან თბილა, ხმას არ ვიღებ, ისე მსიამოვნებს რომ რამდენჯერმე ჟრუანტელმაც დამიარა.
ბიჭები გოგოს უჯდებიან წინ და ალმაცერად ათვალიერებენ, თან ერთმანეთს ეჩურჩულებიან და გოგოზე თვალებით მიანიშნებენ. ვღიზიანდები, მაგრამ რა ჩემი საქმეა? გოგოც ჩუმად ზის.
არ ვერევი, ფანჯრისკენ ვატრიალებ თავს და თოვლით გადაპენტილ არემარეს გავყურებ, როგორ მომენატრა თოვლში თამაში ლენკასთან ერთად. ახლაც მისი კისკისი ჩამესმის ყურებში, როდის ჩამოვა?!
უკმაყოფილოდ ვვოხრავ, არ შეიძლება ასე ადამიანი გენატრებოდეს.
ამასობაში ერთ-ერთ გაჩერებაზე გოგოს ჩასვლის დროც მოდის, სულ წამიერად ჩასვლამდე მაპყრობს თავის შეშინებულ და დამფრთხალ თვალებს.
მერე უცებ მხოლოდ იმას ვხედავ როგორ ჩადის და როგორ მიყვება ორი ბიჭი უკან ისევ ხორხოცით.
რამდენიმე წამი გაშტერებული ვზივარ, ვერ ვიაზრებ წამის წინ რა მოხდა, ან რატომ ჰქონდა ამ გოგოს ასეთი მომაჯადოვებელი თვალები.
მერე გველნაკბენივით ვხტები და კარებთან ვვარდები.
- გააჩერე!
მძღოლს რეაქცია არ აქვს.
- გააჩერე ეს დედა *** თორემ ჩამოვიღებ გეფიცები!
ვიღრინები და მძღოლისკენ მივიწევ, შეშინებული სწრაფად აჩერებს და კარს მიღებს. სირბილით მივდივარ უკანა გაჩერებაზე.
თოვლზე მხოლოდ რამდენიმე კვალია, ვცნობ და სწრაფი ნაბიჯებით მივყვები, ტელეფონით ვანათებ გზას, ვცდილობ მოვასწრო იქამდე სანამ წამოსული თოვლი არ წაშლის.
ვეწევი, ამ ბიჭების სიცილი კილომეტრზეც ისმის, უკმაყოფილოდ ვაღრჭიალებ კბილებს, ფეხს ვუჩქარებ, გვერდს ვუვლი ჩაბჟირებულებს და გოგონას ვუდგები გვერდით.
უცებ იმ დამფრთხალ და საოცრად სევდიან თვალებს მაპყრობს, ოდნავი გაკვირვება ესახება, მაგრამ არაფერს იმჩნევს, ღიმილით ვიწევი მისკენ, შარფს ვიხსნი, მხრებზე ვახურავ და ხელსაც ვხვევ, არაფერს ამბობს, ალბათ თვითონაც ხვდება სიტუაციას.
ბიჭები ჩერდებიან, დარწმუნებული ვარ უცნაური მზერით გვაკვირდებიან.
ვერ მივვარდები, რადგან არაფერი გაუკეთებიათ, თორემ აქამდე სიამოვნებით ჩამოვუღებდი სათითაოდ ყველა კბილს ორივეს.
ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ დავმშვიდდე.
ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად და უხმოდ მივაბიჯებთ თოვლით გადათეთრებულ გზაზე და ერთმანეთის სუნთქვას ვუგდებთ ყურს. არის ამ სიტუაციაში რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ისეთი რაც მაჯადოვებს და მამუნჯებს, თორემ ალბათ აქამდე ცხრაჯერ მაინც გავეცნობოდი.
გოგონა ჩერდება და მეც დაბნეული ვაკვირდები.
- მოვსულვართ - მხიარულად ვუღიმი, ისე თითქოს არავინ იყოს ჩვენს ირგვლივ.
- ჰო - ჩუმად და ისეთი სასიამოვნო ხმით ჩურჩულებს რომ თბილი ტალღა მივლის სხეულში.
- ბოდიში რა რომ გაწყენინე კარგი? - ნიკაპზე ხელს ვკიდებ და თავს მაღლა წევს, მიცინის და თავის ნაცრისფერ თვალებს საყვარლად აბრიალებს.
მეღიმება.
- არაუშავს და დიდი მადლობა რომ მომაცილე, ამ სიცივეში გამეყინებოდი - დანანებით ჩაილაპარაკა და მკლავზე ხელი ჩამომისვა რამდენჯერმე.
ახლაღა გამახსენდა რომ საშინლად მციოდა და უნებურად გამაკანკალა.
- სახლში ხომ იცი როგორ წახვიდე? უკანა გზაზე რომ წახვალ, მარჯვნივ გადაუხვიე და იქ ბევრი ავტობუსი მოდის, თბილისში ჩაგიყვანს! - ლოყაზე სწრაფად მკოცნის, მაგრამ ამ სისწრაფეშიც ვგრძნობ მის უცნაურ, თითქოს მარწყვის სურნელს, გაოცებული ვაკვირდები ჩემს წინ, ეზოში მიმავალ, ლამაზ სხეულს და უნებურად იმ ადგილზე ვისვამ ხელს სადაც ცოტა ხნის წინ მაკოცა.
გაბრუებული იქამდე ვუყურებ სანამ სახლის კარებს არ იკეტავს და უკან ვბრუნდები მექანიკურად, ბიჭები უკმაყოფილოდ მიმზერენ, ერთ-ერთს მხარს ვკრავ იმ იმედით რომ გამომეკიდება. მაგრამ მაგაშიც სათანადო კაცები არ აღმოჩდნენ.
- ასეთებზე არც ღირს ხელების გასვრა! - ვღიღინებ და იმ გაჩერებისკენ მივიწევ, რომელიც პატარა ქალბატონმა მიმასწავლა.

***

3 წლის შემდეგ

დეა

დღეს ყველანაირად პოზიტიურ განწყობაზე ვარ, უნივერსიტეტს როგორღაც შევეჩვიე, ჩემი გოგოები რომ არ მყავდეს, ალბათ ვერასდროს შევეგუებოდი ამ “ქაჯთა” სამყაროს. მიჭირს ქალაქზე შეჩვევა, აქ ყველაფერი სხვანაირად არის, ყველა ერთმანეთს უყურებს როგორ აცვიათ, როგორ დადიან, როგორ ჭამენ, რას ამბობენ, ვის ემეგობრებიან. ირჩევენ ადამიანებს და უმეტესობას გამარჯობასაც არ ეუბნებიან. ვერ წარმომიდგენია ამ სამყაროს ნაწილი ჩემი თავი, რთულია, როდესაც სულ სხვა გარემოს ელოდები და იმაზე უარესი გხვდება, ვიდრე წარმოგედგინა.
ახლაც უნივერსიტეტში ვდგავარ, ძალიან მალე ჩემს გოგოებთან უნდა გავიდე კაფეში, ველოდები, უსაქმურობისგან არ ვიცი რა გავაკეთო და ჩემს გვერდით მდგომ გოგოებს ვუსმენ.

- რა მაგარი ბიჭია!
- აუ რა სექსუალურია, ამის ლექციაზე ერთხელ მაინც როგორ არ უნდა იყოს ნამყოფი ადამიანი?
- კარგი რა, ისეთი ამბავია ამასთან მოხვედრაზე რომ.. არამგონია გაგვიმართლოს შემდეგ სემესტრში.
- რას არ გაგიმართლებს, მთავარია კარგად ჩავუჯდეთ რა! - ხელს იქნევს ქერა და კისკისებს, იქნებ ეგრე მაინც მიიპყროს ლექტორის ყურადღება. მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, კურსზე ყველაზე სექსუალურ და სასურველ გოგოს ისეთ იგნორს ურტყამს ჩვენი ლექტორი.. გული მეწურება მისი საცოდაობით.
- მგონი ცისფერია? - წარბაწევით ეკითხება მასზე ოდნავ ‘უშნო’ დაქალი.
- არა გოგოო, აქ ეკრძალება გოგოებზე პრანჭვა-მანჭვაო, ასე თქვეს, შენობის გარეთ სადაც გინდა და როგორც, შეგიძლია დაკერო - ქერა თმას თითზე იხვევს და ენას გამომწვევად ისვამს ტუჩებზე.
უნდა გავეცალო ამათ თორემ მალე ზედ ამერევა გული, ეს კიდევ ძალიან ცუდი სანახავი იქნება.
სწრაფად მივდივარ კიბეებისკენ და უკან-უკან ვიხედები, ან ხო არ შემამჩნიეს, ან სადმე ახლო მახლო ხომ არ მომყვებიან ‘შემთხვევით’. საბედნიეროდ არავინ არ არის, ღრმად ვსუნთქავ და ის ისაა თავი უნდა შევატრიალო რომ ვიღაცის მაგარ სხეულს მთელი ძალით ვასკდები და მიწაზე მოწყვეტით ვვარდები.
მგონი კედელს შევეჯახე, აბა ასეთი მაგარი და ადამიანი?! წარმოუდგენელია.
თვალებს ნელა და მძიმედ ვახელ, ჩემს წინ ჩაცუცქული შარვალ-კოსტუმში გამოწკიპული პიროვნება შეშფოთებით დამყურებს ზემოდან.
თვალები მის ლამაზ სახეზე მიშტერდება, ეს ის არის?! ჩემი გონება გაკივის და ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ჩავეხუტო.
ისეთი სიმპატიურია, გოგოსაც კი შეშურდება მისი სილამაზის.
დაბნეული, სულელური ღიმიდან მისი ხმა მაფხიზლებს
- კარგად ხართ? - მიღიმის და გვერდულად მიყურებს, ვდნები.
- ა.. დიახ… - დაბნეული ვიყურები აქეთ-იქეთ და ჩემზე მოშტერებულ ხალხს ვუბღვერ.
- არაუშავს, წინ არ იყურებოდით და ამის ბრალია - ხელს მიწვდის და წამოდგომაში მეხმარება.
- დიახ, ბოდიშით.
- არაუშავს, წარმატებულ დღეს გისურვებ - იღიმის ისევ და გზას აგრძელებს, მე კიდევ რამდენიმე წუთი გაშტერებული ვუყურებ ჩემკენ ზურგით მდგომ, მიმავალ სხეულს.
- ჰა მოგეწონა? - ჭორიკანა კურსელი მხარს მკრავს და ამაზრზენად კისკისებს.
- ის არის? - დაუფიქრებლად ვეკითხები.
- დიახ, მთელი უნივერსიტეტი მასზე აბოდებს, თვითონ კიდევ ჰყავს უკვე რჩეული, არც იოცნებო, მითუმეტეს შენ - ამათვალიერა, ჩამათვალიერა და აბზუებული ცხვირით გააგრძელა გზა.
ახლა არ ეცე დეა თმებში, ჯერ ადმრეა, ცოტა მერესთვის შემოვინახავ ამ არსების გაპუტვით მიღებულ სიამოვნებას, ახლა კაფეში მეჩქარება ჩემს გოგოებთან.
სწრაფი ვბრუნდები და გასასვლელისკენ მივრბივარ.

***

- ვაიმე გოგოებო, ვერც კი წარმოიდგენთ რა მოხდა! - მხიარულად ვკივი და მათკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ.
- რა მოხდა? - მეკითხება პირგამოტენილი ანუსი, რომელსაც “მშია” შევარქვით, ამის გარდა ნამდვილად არაფერი ადარდებს.
- რადა.. ლექტორს შევასკდი!
- ეს რა მომხდარაა?! - ვითომ იოცებს დიკო და თვალებს ატრიალებს.
- იმ ლექტორს შევასკდი, მთელი უნივერსიტეტი რომ გიჟდება! - ნიშნისმოგებით ვეუბნები და ტუჩებს ვპრუწავ.
- მოიცა რაა? - ორივე ერთდროულად იწევა დაინტერესებული და მაგიდას ეყრდნობიან - სპეციალურად გააკეთე ხო? - მოჭუტული თვალებით დამყურებს ზემოდან დიკო.
- ხო, ვოცნებობდი რას ამბობ! - ხელს მობეზრებულად ვიქნევ - ქერა რომ არის და მაგის დაქალი წითელა, ეგენი ლაპარაკობდნენ ამის დაკერვაზე, ხოდა მაგათი სმენა რომ მომბეზრდა და ლექტორმაც მომაწოდა მასალები, ეგრევე დავიძარი გასასვლელისკენ, უკან ვიყურებოდი ხომ არ მომყვებიან მეთქი და შემთხვევით შევასკდი, რომ არა ჭორიკანა, ვერასდროს გავიგებდი რომ ლექტორი იყო და არა უბრალო სტუდენტი.
- მაგარი ბიჭია ხო? - თვალების ქაჩვით მეკითხება ანუსი და ისევ აგრძელებს ჭამას.
- მაგარი რომელია, სუპერი! უჰ, რატომ არის ლექტორი?! - დანანებით ვაქნევ თავს და უკმაყოფილოდ ვოხრავ.
- ჭორიკანამ რაო?
- შენ არ შემოგხედავსო - ვაჯავრებ და გაბრაზებისგან თვალები მენთება. - მაგას ხომ შეხედავს, ეგ… ეგ ფიცარი!
- ფიცარიც არის და ნოხიც, მემგონი ყველა მაგაზე აწმინდავს ფეხებს - კისკისებს ანუსი და ფეხზე დგება - დროა წავიდეთ, ლექცია გვაქვს იმ ჟმოტის!
- ჩვენი ზედმეტსახელები რომ არ არსებობდეს, ალბათ აქამდე გამოგვაგდებდნენ!
- კარგი რა დიკო, რაებზე ფიქრობ!
- შენ ისე ხარ გატაცებული ამ შენი ლექტორით რომ.. - ეშმაკურად უციმციმებს თვალები.
- გეყოფა სისულელეებზე ფიქრი, არაფერი არ მოხდება, მითუმეტეს რომ ლექტორია და სტუდენტებთან ურთიერთობა ეკრძალება. თანაც ქერა ისეთი მონდომებულია მისი დაკერვით რომ მაგის ცოდვას ვერ დავიდებ ნამდვილად - ენას ვუყოფ და წინ მივდივარ, ვბრაზობ მაგრამ მეც ვერ ვხვდები რაზე.

***

არ ვიმჩნევ ლექტორის დაბღვერილ სახეს და უდარდელად ვეშვები სკამზე, ასევე ვუსმენ და რამდენჯერმე შიგადაშიგ ვამთქნარებ, ამ ქალის ლექციები ყველაზე მოსაბეზრებელია ხოლმე.
ყველაფერს ეხება ირგვლივ, რასაც კი შეიძლება რომ შეეხოს და საბოლოოდ არასდროს ყოფნის დრო.
კარებზე კაკუნი ისმის და მხოლოდ ლექტორის თანხმობის შემდეგ იღება კარები.
- გამარჯობა ქალბატონო! - ღიმილით ესალმება უსიმპატიურესი ლექტორი, ირგვლივ ყველას ღია აქვს პირი, რამდენიმე გამწარებულს მგონი ნერწყვიც კი ჩამოსდით. მე სრულიად მოხიბლული ერთ ადგილზე მიყინული ვზივარ და თვალის დაუხამხამებლად გავყურებ.
- გამარჯობა, დანიელ! - დანიელი? ოჰო მომწონს მისი სახელი, მმ.. დანი და დეა, ვუუ, დდ-ვიქნებით, “დაჟე” ისე ვარ უკვე სახელიც შევუმოკლე, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ჩემზეა ნათქვამი. ჩემივე ფიქრებზე მეღიმება.
- როგორ ბრძანდებით? მენეჯერისგან ნიშნების ფურცელი მომქონდა და თქვენთვისაც წამოვაყოლე - მომხიბვლელად უღიმის და ქალიც ეგრევე ინაზება. რა დროს შენი პრანჭვაა ქალო. წარბებს ვკრავ ლექტორის ასეთ საქციელზე და უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ. დანი წამით ავლებს მთელ აუდიტორიას თვალს, მეჩვენება ან მართლაც უცნაურად იღიმის ჩემი დანახვისას და უხმოდ იხურავს კარებს.
- მადლობაც ვერ ვუთხარი - შეშფოთებული ლექტორი ახლაღა ფხიზლდება და კარებთან მიკაკუნობს - დანი ძვირფასო!
- დიახ?
- დიდი მადლობა!
- რას ბრძანებთ - ისევ ისე უღიმის და დინჯი ნაბიჯებით მიიწევს დერეფანში.
რა სიმპატიურია!

***

- გოგო 2 დღეში ექსკურსიაზე რომ მიდის ჩვენი ჯგუფი, ხო წამოხვალ? - თან პომადას ისვამს თან მე მელაპარაკება დიკო.
- ქერა და ისინიც მოდიან? - უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალებს.
-ეგენი დააკლდებიან? მითუმეტეს თუ… - ყოყმანობს მითხრას თუ არა ეგრევე ვატყობ.
- თუ? თქვი რა ხდება კიდევ - ინტერესიან თვალებს ვანათებ და თან
- დანიელი და მისი საცოლეც მოდის - თვალებს ფრთხილად აპარებს ჩემკენ და მეც მოულოდნელობისგან ვამუხრუჭებ და ანუსი პირდაპირ საქარე მინაზეა აწეპებული. კიდევ კარგი უკან არავინ არ მომყვებოდა თორემ ჩემი ახალი მანქანა “შელამაზებას” ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა.
- გაგიჟდი გოგო? - როგორც კი ფხიზლდება ეგრევე მანჯღრევს - გამაფრთხილე ხოლმე მაინც! - გაბრაზებული ხელებს აჯვარედინებს.
- შენ კიდევ რამდენჯერ გითხარი, შემაპარე ხოლმე ახალი, სასიამოვნო ამბები! - წარბაწევით ვეუბნები და გზას ვაგრძელებ.
- ვერ ვხვდები, რას აიჩემე ეს ლექტორი? კარგი რა, ჩვენ მასთან შედარებით ბავშვები ვართ დეა, გთხოვ არ გინდა.. - მუდარის თვალებით მიყურებს ანუსი.
- და სად ვთქვი რომ რაიმე გეგმები მაქვს? უბრალოდ მომწონს, თორემ ხვალვე ვუვარდები სახლში მეთქი ხომ არ მითქვამს არა?!
- ხო მაგრამ..
- არავითარი მაგრამ, რა ხდება ჩემი არ გჯერათ? ნუთუ ისეთ გოგოს ვგავარ, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი კაცის ხელში ჩასაგდებად? - ვითომ ნაწყენი ხმით ვეუბნები, არადა მინდა რომ ვიხარხარო მათ გამომეტყველებაზე.
- სულ გამოშტერდი? - დიკო მიბრღვერს, ანუსი კი მსუბუქად მირტყამს თავში - ნორმალური თუ ხარ?
- კარგით ხო - სიცილი მივარდება, ჯერ გაოცებულები მიყურებენ, მერე კი თვითონაც მყვებიან და ბოლო ხმაზე ვხარხარებთ.

***

ორმა დღემ მალე ჩაირბინა, უნივერსიტეტი-სახლი, სახლი-უნივერსიტეტი, ყოველდღიური რუტინა არ შეცვლილა. ერთხელაც არ მომიკრავს თვალი ლექტორისთვის, არადა უკვე ისე მინდოდა ნახვა, ლამის ზედ შევაფრინდებოდი სიხარულისგან სადაც დავინახავდი. ემოციების კონტროლი მიჭირდა, მაგრამ ასე თუ ისე ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. ის ერთი შეჯახება მგონი ჩემს სხეულზე კი არა პირდაპირ გულზე მოხდა და ერთიანად მოიარა ყველა უჯრედი. მისით დაუჯერებლად ავივსე, ორი დღე განუწყვეტლივ მასზე ფიქრში დამაღამდა, ვერც კი გავიაზრე რომ ხვალ დილით ექსკურსიაზე მივდიოდი.
დილით სწრაფად შევკარი ბარგი და დანიშნულების ადგილისკენ გავიქეცი. იქვე ვცხოვრობდი, ამიტომ არ გამჭირვებია და ყველაზე ადრე მივედი. ჩემი ადგილი ღიმილით დავიკავე და მოუსვენრად დაველოდე მის გამოჩენას.
ყველაზე მეტად ამ ექსკურსიაზე ის მახარებდა რომ მოდიოდა, მერე რა რომ იმ გოგოსთან ერთად, მთავარი იყო ვნახავდი და როგორმე შორიდან მაინც დავიკმაყოფილებდი მისი ნახვის მოთხოვნილებას.
გოგოებმა ჩემს ირგვლივ რომ დაიკავეს ადგილი, მაგის მერე შევწყვიტე გამუდმებით კარებისკენ ყურება, ისე ვიქცეოდი თითქოს მათ ველოდებოდი და არა დანის, არადა ინტერესი მკლავდა აქამდე სად იყო, ნუთუ არ მოდიოდა?! კურსელების მოკითხვებს, სუსტი და თავაზიანი ღიმილით ვპასუხობდი, კარებს გადავამოწმებდი და ფანჯარაში ვიყურებოდი. რომელიმე მხრიდან მაინც შევძლებდი მის დანახვას.
მერე დავინახე როგორ გამოჩნდა კარებში დანი, უკან ულამაზესი გოგონათი, ელასტიკები და ტანზე მომჯდარი მაისური იმდენად ლამაზად ჰქონდა მოხდენილი, რომ უნებურად ჩემს ფეხებზე დავიხედე და ლამის სახლში წამოვედი.
მიუხედავად იმისა რომ არც სუსტი და არც მსუქანი ვარ, ვცდილობ ბევრი არ ვჭამო და ფორმაში ვიყო, მასთან შედარებით ნამდვილად საფრთხობელას უფრო ვგავდი, ვიდრე ნორმალურ გოგოს.
წარბები უკმაყოფილოდ შევკარი და ფანჯრისკენ რომ გავიხედე მთელი გზა ზედაც არ შემიხედავს არავისთვის.
თუმცა რას ველოდებოდი? ცუდ გოგოს რატომ შეარჩევდა?!
როგორც კი ჩავედით ეგრევე დაიწყო სელფომანია, მძღოლმაც შესაფერის ადგილზე გაგვიჩერა, იქედან იმდენად ლამაზი ხედი იშლებოდა რომ სურათის გადაღებას კი არა არსებობასაც დაგავიწყებდა.
“კუთხეში” ავიწურე, როგორც სელფების არ მოყვარულმა და ღიმილიანი სახით გადავხედე მოზუზუნე საზოგადოებას.
- აქ რატომ დგახარ? - შიშისგან ოდნავ შევხტი და ჩემს გვერდით მდგომ მომღიმარ დანიელს გაოცებულმა შევხედე.
- აა - ავბლუყუნდი - არ მიყვარს სურათების გადაღება და..
- არ მჯეროდა, შენნაირი გოგოები თუ არსებობდნენ - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ერთ-ერთ მიმავალ ლექტორს თავი დაუკრა.
- არც თქვენ ჩანხართ აქაური სიტუაციით აღფრთოვანებული.. - სიტუაციით ვისარგებლე და თავით-ფეხებამდე ავათვალიერ-ჩავათვალიერე. სუნთქვა შემეკრა იმდენად უხდებოდა სპორტულები, თხელი, ნატიფი თითები ჯიბეებში ჰქონდა ჩალაგებული, შავი სათვალე მოერგო, ოდნავ მოზრდილი წვერიდან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ სისხლისფერი ტუჩები. სურვილმა ერთიანად დამიარა ტანში და თავი მეორე მხარეს გავაბრუნე დასაწყნარებლად.
- მართალი ხარ, დიდად არც მე მხიბლავს ფოტოების გადაღება! - ტუჩის კუთხე აწია და თავისი გოგოსკენ დაიძრა, რომელიც აჟიტირებული ეძახდა რომ მასთან მისულიყო.

***

გოგოებმა დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი და შემდეგ ჩვენი უსიმპატიურესი გიდისკენ დაიძრნენ, რომელსაც იმდენად შესაშური გარეგნობა ჰქონდა რომ ბიჭების უმეტესობა მოღუშული, წარბშეკრული იყურებოდა აქეთ-იქეთ და ღრენით აკვირდებოდნენ მისი დახვეწილი თითების მოძრაობას. მე და ჩემს კურსელ დემნასთან ერთად მივდიოდი და სიცილით ვუყურებდი გოგოებს.
- სიმპატიური ბიჭია არა? - წარბაწევით გადმომხედა დემნამ.
- ხო, კარგი ბიჭია!
- შენს დაქალს ეტყობა რომ მოეწონა - ჩაიღრინა და მზერა გაუსწორა დიკოს.
- რა გინდა, გოგოების გულთამპყრობელია, ძალიან კარგი ბიჭია
- არაუშავს რა, დიდი ვერაფერი, ერთი შენი დაქალის გული მოიგო თორემ - სხვათაშორის თქვა და წინ გადაშლილ ულამაზესს ხედს გადახედა.
- დიდი ვერაფერიო და ნახე რამდენი გოგო მიყვება!
- გიდია უბრალოდ და მაგიტომ რა!
- კარგი რა, მაგის გიდობა ვის აინტერესებს?! - მის ნერვებზე დაკვრას არ ვწყვეტდი მე.
- კაი ერთი - გაბრაზებულმა აიქნია ხელი და სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა. სიცილით გადავაქნიე თავი და ნელა დავუყევი გზას.
- მიხარია ხასიათი რომ გამოგიკეთდა! - შიშისგან შევხტი ჩემს გვერდით მომღიმარი ლექტორი რომ დავინახე. რამდენიმე წამი თვალისდაუხამხამებლად რომ ვუყურებდი ალბათ შეეშინდა და ისე უცებ მომხვია ხელი რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. - ცუდად ხარ? არ მინდოდა შენი შეშინება, აწი წინასწარ გაგაფრთხილებ ხოლმე - აღელვება დაეტყო ხმაში და მეც ეგრევე გამოვფხიზლდი.
- აა..რაფერია, უბრალოდ შემეშინდა! - გავუღიმე და მანაც ეგრევე შემიშვა ხელი.
- მართლა კარგად ხარ? - ჩამეკითხა მაინც მოუთმენლად.
- მართლა - თავიც დავუქნიე უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ჩემი პასუხი.
- კიდევ კარგი, ძალიან მშიშარა ხარ!
- ხო, ზოგჯერ.
- რა გქვია?
- დეა
- შენ არ მკითხავ?
- დანიელი
- გცოდნია - თვითკმაყოფილს ჩაეღიმა.
- ჰო, ჩემს ირგვლივ არსებული გოგოები სულ თქვენზე საუბრობენ და შეუძლებელია დიდი დანიელი არ იცოდეს ვინმემ - გაეცინა.
- მაინც რას ამბობენ?
- რომ ლექტორის კვალობაზე ზედმეტად სიმპატიური ხართ.
- ნუთუ? და შენ არ ფიქრობ ეგრე? - ინტერესიანი მზერა შემავლო.
- ლექტორებს არ ვეტრფი თუმცა ვფიქრობ რომ სიმპატიური ხართ, მითუმეტეს მოხუცი და ჯოხიანი ლექტორების შემდეგ ზედმეტად სიმპატიური ჩანხართ. - ისევ ჩაიცინა და არაფერი უპასუხია, რამდენიმე წამის შემდეგ კი საერთოდ გაქრა ჩემი თვალთახედვიდან.
გოგოებზე ისევ მომიწია მთლიანი დიალოგის მოყოლა და მხიარულად გავაგრძელეთ გზა.

***

საღამოს კარავი გავშალეთ და დაღლილებმა ღიმილით შემოვუჯექით იმ წამს დანთებულ ცეცხლს. ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს, იქამდე სანამ ერთ-ერთმა იდეა არ წამოაყენა რომ ყველას ისეთი რაღც უნდა გაგვეკეთებინა რაც გვეხერხებოდა. გვემღერა, გვეცეკვა, ლექსი გვეთქვა. გაგვეკეთებინა ის რაც გვსურდა. ყველამ ერთხმად დავთანხმდით და ყველამ დაიწყო ნელნელა საკუთარი თავის წარმოდგენა.
დემნამ იცეკვა, ცეკვას ჩემდა გასაკვირად დიანაც შეუერთდა და ისეთი სილაღით, ისეთი გულით ცეკვავდნენ აჭარულს რომ თვალს ვერ ვწყვეტდი ვერცერთს. ერთიანად გვივლიდა იქ მყოფთ ჟრუანტელი და განაბული ვაყოლებდით მათ მოძრაობებს თვალს. სიმღერა როგორც კი დამთავრდა ორივე ერთდროულად შედგა ადგილზე და ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. გულამოვარდნილებმა ძლივს დაიკავეს ადგილი, მეღიმებოდა მათ შემხედვარე, ნეტა რაზე ფიქრობენ ერთმანეთს რომ არ უტყდებიან?!
ჩემი ჯერი რომ დადგა, ყველამ ისეთი თვალებით გადმომხედა რომ მივხვდი ეს ყველაფერი რისთვისაც მოაწყვეს, ვიგრძენი როგორ მეტკინა რაღაც ძალიან ძლიერად სხეულში და მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, იქნებ კისერში გაჩხერილი ბურთულა როგორმე მომეშორებინა. მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდი სიმღერაზე, დავდიოდი, უამრავ კონცერტზეც ვარ გამოსული, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ერთიანად შეცვლილი ჩემი ცხოვრება და თავდაყირა დაყენებული მომავალი მომღერლის კარიერა. ვიღაცისთვის შეიძლება ის ფაქტი არაფერი იყოს, მაგრამ იმ დროინდელმა ნერვიულობამ ერთიანად დამიკარგა სიმღერის სურვილი, თითქოს ჩემმა სხეულმა უარი განაცხადა სიმღერაზე და იმის მერე ოდნავაც კი არ ამომიშვია მსგავსი ხმა სხეულიდან, არც კი მგონია, რომ ოდესმე შევძლებ სიმღერას, ისევ ისე.. განსაკუთრებულად, მთელი გულით და გრძნობით. ასე მგონია, ის ნიჭი ჩემში ერთიანად ჩაკვდა, ერთიანად წავიდა იქ, საიდანაც ძალიან რთული იქნება მისი მობრუნება. არ ვიცი, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მჭირდება იმისთვის რომ ვიმღერო, სხეულზე მოწოლილ ტკივილს ვერაფრით ვუმკლავდები, დარცხვენილი ვხრი თვალებს და ტუჩი სატირლად მებრიცება.
- იმღერე დეა! - მეხის გავარდნასავით ისმის დანიელის ხმა და ვერც კი ვხვდები ისე ვუსწორებ მზერას - გვანახე რა შეგიძლია! - ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილზე ერთიანად მებინდება გონება, მის ხმას დანარჩენებიც ყვებიან და ერთად მთხოვენ სიმღერას.
გაუცნობიერებლად ვაქნევ თავს და ვერც კი ვხვდები საიდან ხვდება ჩემს ხელში გიტარა. მონატრებულს, ფრთხილად ვუსვამ თითს და ვგრძნობ როგორ იშლება სხეულში ყვავილი.
არც კი მჯერა..
ნუთუ ამას ვაკეთებ?!
თვალებზე მოწოლილ ცრემლებს უკუვაგდებ და ვცდილობ როგორმე მელოდიას ოდნავ მაინც ავყვე.
რამდენიმე ცდის შემდეგ ძალას ვიკრებ და ჰაერში სასიამოვნო ჰანგებიც იფანტება. ყველა ჩუმდება და მომლოდინე თვალებით მომჩერებიან.
მეგი გოგიტიძის - შევეჩვიე ლანდებს ჩემდაუნებურად ვიწყებ და მთელი 5 წლის გრძნობებს ამ სიმღერაში ვატევ. ვმღერი და ასე მგონია ნელნელა ვიცლები, ვერც კი ვხვდები ამდენს რანაირად იტევდა ჩემი სხეული, როგორ შემეძლო ასეთი მძიმე ტვირთი მეზიდა, როგორ ვთქვი უარი სიმღერაზე?! არც კი მჯერა, რაც უფრო მეტ აკორდს ვიღებ უფრო მეკუმშება გული ტკივილისგან, უფრო დიდ თავისუფლებას ვგრძნობ და ასე არეული, ძლივს, გატეხილი ხმით ვამთავრებ სიმღერას.
იმ წამს, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების თვალები რომ დაგენახათ, ალბათ არასდროს შეწყვეტდით ჩემს ადგილას სიმღერას, ერთიანად, ყველას თვალებში იმხელა ვარსკვლავი და სიმღერისგან გამოწვეული სევდა იყო ჩაბუდებული გული უარესად შემეკუმშა. ტკივილისგან გაბრუებულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ ავდექი და გამოვიქეცი, არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ასე ლაჩრულად ავდექი და წამოვედი.
მაიკის ამარა გავეხვიე თბილ საბანში და თვალები მაგრად დავხუჭე. მინდოდა რეალობას გავქცეოდი, მინდოდა ახლა ამ წამს ასე არ ვყოფილიყავი.. 
 
2 თავი.

***

დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა, საათს რომ დავხედე 5 საათი ხდებოდა, უცებ მოვწესრიგდი, ჩემს უზარმაზარ ჟაკეტში გამოვეწყვე და ღიმილით ავიარე შემაღლებული ადგილისკენ გზა.
ჩამავალი მზე ხომ სასწაულია, მაგრამ ამომავალი ორმაგად სასწაულია ჩემთვის, საოცრებაა, როგორ ახალისებს, ალამაზებს, განსხვავებულად ანათებს სამყაროს. ერთიანად სიბნელეში ჩაძირულს, თითქოს ერთადერთი იმედი უჩნდება და მთელ დედამიწას ედება. ეს არის სანახაობა რომლის ნახვის დროსაც შეუძლებელია ადამიანმა უნებურად არ გაიღიმოს, არ ჩაეღვაროს სითბო და სიამოვნებისგან არ გააკანკალოს.
ასეთ ბედნიერებას ნამდვილად ვერ მოვიკლებდი, იქვე დიდ ლოდზე ჩამოვჯექი და სიცივისგან მობუზულმა დაველოდე “ერთადერთი იმედის” გამოჩენას.
ის ის იყო მზე უნდა გამოჩენილიყო რომ თავზე ვიღაც წამომადგა, გაოცებულმა ავიხედე და შევკრთი მომღიმარი დანიელი რომ შემრჩა ხელთ.
- იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც არ შეგაშინე! - ჩაიცინა და ჩემგან ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა.
- ბატონო დანიელ - სიცილით გავაქნიე თავი და ამომავალ მზეს გავხედე.
- არ მელოდი?
- მეგონა გეძინათ - მზისთვის თვალი არ მომიშორებია ისე ვუპასუხე.
- რა დამაძინებდა როდესაც წინ ასეთი ლამაზი სანახაობა მელოდა?! - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, უნებურად გავიხედე მისკენ, რატომღაც ჩვენი თვალები პირდაპირ შეეჩეხა ერთმანეთს.
- ნამდვილად, ულამაზესი სანახაობაა! - თვალი ავარიდე და ისევ ულამაზეს ხედს გადავხედე.
რამდენი წუთი ხმა არ ამოგვიღია, მე მის სუნთქვას ვითვლიდი, თან ჩემს სახეზე მოთამაშე მზის სხივებს ღიმილით შევყურებდი. მომეჩვენა რომ მისი გამოჩენისას ერთიანად გათბა იქაურობა, რა უნდა მესურვა მეტი? ჩემგან ოდნავ მოშორებით ის ადამიანი იდგა, ვისთვისაც მინდოდა მთელი ცხოვრება თავი მიმეძღვნა, ჩემს წინ ულამაზესი ხედი იშლებოდა და ჩემს უკან კი რა იყო, არცერთს არ გვაინტერესებდა. იმ წამს საკუთარ თავს იმაზე ოცნების უფლებაც მივეცი რომ ოდესმე ერთად ვიქნებოდით.
- ახლა ამ წამს სიამოვნებით გავყინავდი სამუდამოდ! - ყურში ვნებიანად მეჩურჩულება, გაოგნებული ვატრიალებ მისკენ თავს მაგრამ მისი “სკამი” უკვე ცარიელია. მოშორებით ვხედავ როგორ მიაბიჯებს მხრებში გამართული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, თავაწეული ლექტორი და ერთიანად მივლის ჟრუანტელი. სიგიჟემდე მინდა ჩავეხუტო.

***

როგორც კი ხედით ტკბობას ვწყდები ეგრევე დაღმართს მივუყვები, დილანდელ შემთხვევაზე ვფიქრობ, ნეტა რა იგულისხმა? ფიქრები ერთიანად მერევა თავში. ქსელებივით იკლაკნება და რა სად მიდის ვერ გამიგია.
საერთოდ, რატომ იქცევა ასე? რომ ვაკვირდები, ჩუმად, არცერთი გოგოს მიმართ არ იჩენს ასეთ ყურადღებას.
იქნებ, როგორც ჩემში, ისე მასში იმ შეჯახებამ რაიმე შეცვალა? მაგრამ რა უნდა შეეცვალა? ეს უბრალოდ მე შევამჩნიე და აღვიქვი იმაზე უფრო ნათლად მისი არსებობა, ალბათ თვითონ რამდენჯერ ვყავარ თვალში გაჩხერილი და საერთოდ წარბიც არ შეუხრია ჩემს დანახვაზე.
ახლა კიდევ..
საერთოდ ავირიე, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ და ოდნავ მაინც დავლაგდები, თორემ ერთიანად აფორიაქებულს ისე მებლანდება ხელ-ფეხი ერთმანეთში რომ ლამისაა მოვადინო ზღართანი, მერე კი ვერც ავცდები ამათ გულიან დაცინვას.
ცოტახანში ყველა გარეთ გამოვიდა, ღიმილით ვესალმებოდით ერთმანეთს და რამდენიმე წუთში ისევ გააჩაღეს სელფიმანია, თვალები ავატრიალე და იქვე კუთხეში გადაჭრილ მორზე ჩამოვჯექი, მოწყენილი ვადევნებდი მათ მხიარულებას თვალებს. სულ რომ ვეწამებინე, ვერცერთს ვერ დავუდგებოდი გვერდით და ასეთ სასაცილო სახეებს ვერ მივიღებდი, გადმოყრილი ტუჩები და დაქაჩული თვალები ყველაზე ნაკლებად მხიბლავდა. მერე დავინახე როგორ ამოუდგა უკან სელფების გადაღებაში გართულ კატოს დანიელი, ხელი მოხვია წელზე და ნიკაპი მხარზე ჩამოადო, ერთიანად შემიქანდა გული, ბრაზი მთელი ძალით მოაწვა ვენებს და უსიამოვნოდ გამაკანკალა.
ვცდილობდი თვალი ამერიდებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, კატო რაღაცას ეჩურჩულებოდა, ეს კიდევ გულიანად იცინოდა და თავს აქეთ-იქეთ აქნევდა კმაყოფილი.
ავდექი და აქეთ გამოვედი, ბრაზი მახრჩობდა, ყელში გაჩხერილი ბურთი არ მაძლევდა საშუალებას რომ ამომესუნთქა მშვიდად, როგორმე უნდა დავწყნარებულიყავი, თავი უნდა მომეთოკა თორემ ყველა მიხვდებოდა რაც მჭირდა.
ცოტახანში მენეჯერმაც დაიყვირა წავედითო და დანიელიც გამოემართა მარშუტკისკენ, დინჯი ნაბიჯებით და სერიოზული სახით.
როგორც კი ჩვენი ადგილები დავიკავეთ, კატომ ეგრევე წამოიყვირა და ყველამ მას მივაპყარით ყურადღება, თვითონ კი მე მიყურებდა, გავვოცდი მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
- დეა ხო? - გამიღიმა, ძლივს შესამჩნევად დავუკარი თავი. - ძალიან გთხოვ, ადგილი გამიცვალე რა! - მუდარით გადმომხედა, ერთიანად შემაკანკალა იმის წარმოდგენაზე რომ მის გვერდით უნდა დამეკავებინა ადგილი, ალბათ სახეზეც შემეტყო დაბნეულობა და სასწრაფოდ დაამატა. - ცუდად ვარ, გული მერევა, ძალიან გთხოვ თუ არ შეწუხდები! - ერთიანად გაფითრებულმა წამოვდექი და ფრთხილად გადავუცვალე ადგილი. “რაღა მაინც და მაინც მე?” ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და უმოწყალოდ ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქეთ. მემგონი ბედი მეთამაშება, უნდა რომ სერიოზულად შევირყე და ეს კაცი საერთოდ გადავიყვანო ჭკუიდან. რაც შემეძლო ჩემს კურსელზე ვიყავი აკრული, არადა ყოველთვის მაღიზიანებდა ეს გოგო.
დანიელი ფანჯარაში ინტერესით აკვირდებოდა ჩვენს წინ გადაშლილ ხედებს და თან წამდაუწუმ ტუჩის კუთხეში ღიმილი უთამაშებდა. რატომ არ გაუცვალა ამ ვაჟბატონს ადგილი? რაღა მეე! ნერვები მეშლება რა.
- თქვენ რატომ არ გაუცვალეთ ადგილი? - ენა ვერ გავაჩერე პირში და მაინც ვიკითხე უნებურად. 
- იმიტომ რომ გზაზე ცუდად ვხდები - მოკლედ მომიჭრა და უფრო რომ ჩამოვიჩოჩე წარბაწეულმა გადმომხედა, თვითონ გამოიწია ჩემკენ და პირდაპირ მხარით შემეხო. დენი რომ დაერტყათ, ასე მაშინ არ შევქანდებოდი, კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი და თან ჩავიყოლე, ჩაეცინა და თავი გადააქნია.
- საჭირო არ არის შენი გრძნობები ამ დონემდე გამოაშკარავო - ვერც კი გავიაზრე როდის დაიხარა ჩემკენ და ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა, ვიგრძენი როგორ შემეპარა სირცხვილის სიწითლე კისერიდან და თვალები ამემღვრა.
- ბატონო დანიელ - სიცილით ვცადე სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ ეს სიმწრის სიცილი უფრო იყო.
- აბა ლექტორებს არ ვეტრფიო დეა? - იმდენად ვნებიანი იყო მისი ხმა რომ თვალები წამით მიმეხუჭა, მხოლოდ ჩაცინების ხმამ მომიყვანა გონზე, ფეთიანივით წამოვხტი და შარვალზე ხელები დავისვი.
- არც ვეტრფი - ძლივს ამოვიბლუყუნე - უბრალოდ იმდენად სიმპატიური ხართ! - მისი ირონიული სახის დანახვაზე მივხვდი რა წამოვროშე და ენაზე ვიკბინე. - მე მინდოდა მეთქვა რომ, მინდოდა მეთქვა რომ სხვებთან შედარებით ზედმეტად სიმპატიური ხართ და საერთოდ, მე უკვე მყავს ის ვინც მომწონს, ცდებით, თუ გგონიათ რომ მომწონხართ! - ჩამოვურაკრაკე და თვალი ავარიდე.
- დეა,დეა - გაიცინა და ისევ გააგრძელა თავისი საქმიანობა, ვერც კი დავითვალე რამდენი საათი მეკიდა ცეცხლი სირცხვილისგან.

***

სახლში ერთიანად გადაღლილმა შევაბიჯე, არ მინდოდა რომ დანიელზე მეფიქრა, მაგრამ ფიქრები თავისით იფანტებოდნენ მისკენ, ვერ ვუძლებდი ამხელა სიახლოვეს, რატომ, მაინც და მაინც იმ დღის შემდეგ ამეკვიატა მასზე ფიქრები, რატომ მიყურებს ასე? რატომ მაქცევს ამ ყურადღებას, ვერ დავიჯერებ რომ ერთობა, ჩემით, არა, ეს დაუშვებელია, თანაც ლექტორია. არ მჯერა, ნუთუ თავს ვარწმუნებ იმაში, რაშიც მე თვითონაც მეპარება ეჭვი?!
საღამური ჩავიცვი დუდღუნით, საწოლზე გადავწექი და ბალიში სახეზე დავიფარე, ყრუდ ამოვიზმუვლე გულში გაჩენილი ტკივილისგან, არც კი მჯეროდა, 21 წლის განმავლობაში პირველად ვიწამე სიყვარული რომ არსებობს, თანაც როგორი? ერთიანად მომვვარდა და ამირია ჩემი დალაგებული ცხოვრება. ზუზუნის ხმაზე ერთიანად შევხტი და ტელეფონს გაფართოებული თვალებით მივაშტერდი.
“მიხვედი?” უცხო ნომერი, ასე პირდაპირ და ნაგლად მწერდა, წარბები შევკარი.
“მივედი, რომელი ხარ?” სწრაფად დავუბრუნე პასუხი და ტელეფონი ხელში შევათამაშე, ახლაღა მივხვდი რომ არ მეძინებოდა, ფრთხილად გავაღე აივნის კარები და გარეთ გავედი.
“რა მნიშვნელობა აქვს” ის იყო ტელეფონის გამორთვას ვაპირებდი რომ კიდევ ამომიგდო ესემესი.
“რომ გაცივდე?” შიშისგან გამაკანკალა და ძლივს ავკრიბე ასოები.
“მითვალთვალებ?”
“შეშინებული რა საყვარელი ხარ იცი?”
“სად ხარ?”
“ვწუხვარ, მაგრამ ვერ დაგენახვები, თუმცა, დაგამშვიდებ და გეტყვი რომ ვერანაირად ვერ შეგეხები აქედან”
“დამამშვიდე პირდაპირ, ნუ იტყვი, კურსებზე დადიოდი?” თვალები ავატრიალე და იქვე სავარძელში ჩავესვენე.
“ოჰო, რამხელა ირონიაა, სად გაქრა შეშინებული დეა?”
“აგერ არის, დაგალაპარაკო? თუმცა მშვიდადაა, რადგან არ მენახები, ე.ი ვერც მომიახლოვდები”
“უკნიდან რომ მოგეპარო?” სწრაფადვე მომივიდა პასუხი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს იცოდა რასაც ვწერდი. პასუხზე გავფითრდი და ინსტიქტურად უკან მივიხედე.
“ოთახში არ ვარ!” 
“არ გეძინება?” ზედიზედ ორი მესიჯი მოაყოლა და გულზე ხელი მივიდე შეშინებულმა.
“რაღა დამაძინებს” მივწერე ერთიანად აკანკალებულმა.
“დამშვიდდი, სანამ მე ვარ, ვერავინ შეგეხება!”
“შენც?” ნერვიულობისგან სულ დავიჭამე ტუჩები და თვალები ცრემლებით მევსებოდა. 
“მეც”
“და ტუჩებს შეეშვი”
არაფერი მიპასუხია, ძლივს ავითრიე ტანი და ოთახში შევაბიჯე, კარები გადავკეტე და რამდენჯერმე მოვსინჯე, მერე ერთიანად შეშინებულმა შევწექი ლოგინში და გავიტრუნე.
არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა..


***

მეორე დღე ზედმეტად დამღლელად და მოსაბეზრებლად დაიწყო, ამ ლექტორს რომ დაინახავ დილიდან, არც კი ვიცი მერე როგორ უნდა გამოგისწორდეს საერთოდ ხასიათი.
ქალი - უჟმუროება, პირდაპირი მნიშვნელობითი, ისეთი უკმაყოფილო სახით გადმოგხედავს რომ ეჭვი შეგეპარება შენი არსებობის აუცილებლობაში.
ახლა კი ცალ ხელზე დაყრდნობილი ვზივარ მერხზე და ლამისაა ჩამეძინოს, ასე მგონია რომ იავნანას მიმღერის და სასიამოვნო ბურუსში ვეხვევი ნელნელა. უცებ ფეთიანივით ვხტები ზარის ხმა რომ მესმის და ყველაფერი ქვემოთ იფანტება. საწყლად ვკრუსუნებ, ლექტორს მკვლელ მზერას ვაიგნორებ და ვცდილობ ყველაფერი მოვაგროვო.
- გოგო წამოდი გავიდეთ მალე, დანიელი ჩამოივლიის! - ერთ ადგილზე ხტუნავს ქერა და ჭორიკანას ფრთხილად უბიძგებს.
- კარგი რა, რას გადაეკიდე მაგ ბიჭს, ჰყავს საცოლეო და ნუღა ეტენები რა - როგორც ყოველთვის პირდაპირ აფშვნის რეალობას სახეში ჭორიკანა და თან მეამიტ სახეს ღებულობს, “მე რა შუაში ვარო”.
- ხომ იცი სანამ ჩემი არ გახდება არ მოვისვენებ! - შემართებით ამბობს, დეკოლტეს უფრო აღრმავებს და კაბას ოდნავ ზემოთ იქაჩავს, ერთიანად მეკიდება სხეულზე ბრაზი და მათკენ მივდივარ.
- საით გოგოებო? - ინტერესიან მზერას ვავლებ ორივეს.
- ამ… - იბნევა ჭორიკანა - დერეფანში
- მეც წამოვალ, აქ ჯდომა ნამდვილად არ მინდა - ვითომ უკმაყოფილო სახით ვუყურებ დაბღვერილ ლექტორს, ისინი უმალ მეთანხმებიან და ერთი მეორის მიყოლებით გავდივართ აუდიტორიიდან.
ჭორიკანა ყავას იმზადებს, ქერა კი განუწყვეტლივ იხვევს თითზე თავის კულულებს და გამომწვევად იყურება დერეფანში, როგორც კი თვალები უბრწყინდება ეგრევე ვხვდები რომ მოდის და გულის ფართხალით ვუყურებ დერეფანს.
შავი საროჩკასა და ჯინსის შარვალში ზედმეტად სიმპატიურია.
ვგრძნობ როგორ იმატებს ტემპერატურა სხეულში და საშინელი სურვილი მივლის რომ მოვეხვიო.
თავს აქეთ-იქეთ ვაქნევ ფიქრების გასაფანტად, ერთიანად მოვარდნილ ვნებას, რაღაც ძალით ვაბრუნებ უკან და ღიმილით ვუყურებ უკვე მოახლოვებულ ლექტორს.
- გამარჯობა გოგოებო - თავს გვიკრავს და სათითაოდ გვიყურებს სამივეს.
- გამარჯობა - კეკლუცობს ქერა, თვალებს უხალისოდ ვატრიალებ.
- როგორ ხართ?
- კარგად თქვენ როგორ ხართ? - ისევ ეჩრება ქერა და თან ოდნავ იხრება თავისი ავლადიდება რომ დაანახოს, დანიელს მსუბუქად ეცინება.
- კარგად - მოკლედ უჭრის და უეცრად მე მიბრუნდება - შენ როგორ ხარ დეა?
- მე… - დაბნეული ვაცეცებ თვალებს - კარგად, მადლობთ.
- ძალიან კარგი - თვალს მიკრავს და გზის გაგრძელებას აპირებს, უეცრად წელზე რომ მხვევს ხელს და იმდენად ახლოს ვჩნდები მასთან ერთიანად მეკვრება სუნთქვა, ინსტიქტურად ხელებს გულმკერდზე ვაბჯენ და ღრმად ვსუნთქავ. ვგრძნობ როგორ ადის პულსი მაღლა და მაღლა, მისი სუნთქვა პირდაპირ სახეზე მეფრქვევა, ძლიერი მკლავებით იმდენად ახლოს მიკრავს რომ გონება წამით მებინდება, იმ წამს ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ვგრძნობ როგორ მაკვირდება თვითონ, ტუჩის კუთხეში ღიმილი უხტის, მერე ერთიანად კრავს წარბებს და ისე უყურებს ჭორიკანას.
- თაკო! ყავას რომ სვამ ყურადღებით უნდა იყო! - ერთიანად მივლის მისი შიშშეპარული ხმა სხეულში და ვთბები.
- მე… ბატონო დანიელ - ლუღლუღებს თაკო.
- კიდევ კარგი შევამჩნიე და გადავარჩინე - ისე ლაღად და თავისუფლად საუბრობს, გეგონება გოგო კი არა ბალიში აქვს ხელებშორის მოქცეული. ვბრაზდები, გულმკერდზე ოდნავ ვაწვები და უკან ვწევ, ხვდება, ჯერ გაოცებისგან წარბებს მაღლა წევს, მერე ხელს მიშვებს და განზე დგება.
- მადლობა, ბატონო დანიელ! - ცივად ვეუბნები და აუდიტორიაში შევდივარ.
მეც არ ვიცი რა მაგიჟებს, არა როგორ არ ვიცი, მე ასე მძაფრად აღვიქვი მისი ახლოს ყოფნა, მისი სუნთქვა, მისი ემოციები, ერთიანად მოიცვა ყველა უჯრედი, მისთვის კიდევ ჩვეულებრივი ნივთი ვიყავი, სრულიად ჩვეულებრივი!
ვდუდღუნებ ჩემთვის და გაღიზიანებული გამოვდივარ აუდიტორიიდან. 


***

საღამოს აივანზე მოკალათებული თბილისის ხედით ვტკბები, დროდადრო ვარსკვლავებს ვითვლი და თან სასიამოვნო, წყნარ მუსიკავს ვუსმენ.
უეცარი ზუზუნი ტახტიდან მაგდებს და გაფართოებული თვალებით ვუყურებ ტელეფონს.
ისევ უცნობია.
“რა გემრიელად ხარ მოკალათებული, ვფიქრობ, ხომ არ მოვიდე?”
“რა რეაქციები გაქვს, რა საყვარელი ხარ” ზედიზედ ორი მესიჯი მოდის და გული მიფართხალებს.
“ვინ ხარ, რა გინდა?” შუბლშეკრული ვწერ პასუხს და კანკალით ველოდები მესიჯს.
“შენი ფარული თაყვანისმცემელი მეთქი რომ ვთქვა, ძაან ბანალურია ჰო?”
“ზედმეტად.”
“რატომ ასე აგრესიულად? დღეს ვინმემ ხომ არ გააბრაზა ჩემი პრინცესა?”
“შენი?”
“ახლა თუ არ ხარ, მალე გახდები!” 
“რას გულისხმობ?” 
“შენ რაც იფიქრე, იმას ნამდვილად არა, სულელო!” 
“თავხედო!”
“რა, არ მითხრა ეგ არ გავიფიქრეო ახლა)”
“მე რავიცი ვინ ხარ და რაზე ხარ წამსვლელი?” 
“არ შემიძლია რომ გითხრა, თორემ დამიჯერე, ვერავინ დამასწრებდა ენის ამოდგმას და მერე შენს გულში ჩაკვრას” ჟრუანტელი მივლის მის მესიჯზე, მაგრამ ოსტატურად ვაიგნორებ.
“თუ არ შეგიძლია ჩემთან ყოფნა, რაღატო მწერ?” 
“ვერ ვძლებ”
“უცნაური ხარ” 
“ეს კარგად მივიღო თუ ცუდად?)” 
“ნელნელა გაიგებ უცნობო” 
“დროა დაიძინო, ხვალ ლექციები გაქვს ადრე, ხვალამდე”

***


- რას შვებით გოგოებო? - ორივეს ლოყაზე ვკოცნი და მათ შორის ვჯდები ღიმილით.
- არაფერს, შენ? მორჩი ლექციებს?
- არა, ინგლისური მაქვს საღამოს, თქვენ?
- თავისუფლები ვართ, ვიფიქრე ჩემთან ამოხვიდოდით - მოწყენილი ამბობს ანჩო.
- ინგლისურის მერე ამოვალ თუ გინდა, არ მაქვს პრობლემა - ვუღიმი და იმწამსვე ენთება თვალები. - დიკო რა გჭირს?
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს! - უკმეხად ამბობს და გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.
- ასე უხეშად როდის მერე მელაპარაკები?
- რა მნიშვნელობა აქვს? - წარბს მიწევს და სხვა მხარეს იყურება აცრემლიანებული.
- ჰმმ… - ღრმად ვოხხრავ - ანჩ, გაიგე დემნას რომ ვიღაც უყვარს?
- რა? ვინ? - ეგრევე იცხადებს ანჩო.
- არვიცი, უნდა გავარკვიო
- თვალები რომ გაახილო მიხვდები ვინც უყვარს!
- რატო დახუჭული მაქვს?
- ხუმრობის დროა ახლა? - მიბღვერს.
- კარგი, ამ საღამოს მე და დემნა მოვალთ ანჩოსთან და დავაცდევინოთ ვინ უყვარს! - ნიშნიმოგებით ვუღიმი ეჭვიან ქალბატონს და ანჩოს თვალს ვუკრავ. ისიც სიცილით აქნევს თავს და ღრმად ოხრავს.
იქედან დიკო გაბრაზებული გამოდის, ჩვენ უკან მივყვებით ღიმილით.
- იქნებ უთხრა, რატომ აწვალებ? ხო ხედავ როგორ ეჭვიანობს, გასკდება მალე - დაბალ ხმაზე კისკისებს.
- მოიცა, მაგას თუ არ ვანანო ჩემზე რომ იეჭვიანა, განახებ! - სიცილით ვპასუხობ მეც.
- კარგი რა, ვერ ხედავ როგორ გიჟდება? ალბათ ერთად რომ გნახოთ ნამდვილად გააფრენს.
- ვაიმე, რამდენჯერ გავუმეორო რომ დანიელი მიყვარს? ნუთუ ასე რთულია ამის დაჯერება?
- ის ბიჭი კიდე რა მოკლე დროში შეგიყვარდა.
- რავიცი, რას მეჯახებოდა რა უნდოდა?!
- რავიცი, კარგი წავედით ჩვენ და საღამოს გელოდებით შენ და დემნას, არ დააგვიანოთ იცოდეთ! - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს სიცილით ანჩო და დიკოსთან ერთად აგრძელებს გზას.

***

მოსაბეზრებელი ლექციის შემდეგ ჩაფიქრებული ვდგავარ აპარატთან და ვფიქრობ რა ავიღო, ჩემი აღმუვლებული მუცელი როგორმე რომ დავაწყნარო.
უეცრად მხარზე ვიღაცის ხელი მეხება და შეშინებული ვიყურები ჩემს გვერდით მდგომისკენ.
დანიელს რომ ვხედავ ერთიანად ვმშვიდდები და შემდეგ ისეთი სისწრაფით მიძგერდება გული რომ ლამისაა ამოხტეს საგულედან.
- ბატონო დანიელ - დაბნეული ვუღიმი და მისი ხელის სიმხურვალეს ვაიგნორებ, ერთიანად რომ მიწვავს მხარს.
- შეგაშინე? - მზრუნველი ტონით მეუბნება და ოდნავ მიღიმის, ვიფერფლები.
- არა, უბრალოდ არ გელოდით და.. - ისევ უხერხულად ვუღიმი.
- ხო, არ მელოდი - იმეორებს ჩემს სიტყვებს და მხრიდან როგორც იქნა იღებს ხელს. შვებას ვგრძნობ, უცნაური შეგრძნება მივლის იმ ადგილას და თვალებში ვუყურებ უეცრად ჩემი ტელეფონის ხმა რომ მაფხიზლებს.
- ხო დემნა - ძლივს ვლუღლუღებ, ვხედავ როგორ ეცვლება გამომეტყველება დანიელს და შუბლს კრავს.
- აუუ დეა, არ გეწყინოს გთხოვ, ვერ მოგაკითხავ რა!
- რატომ?
- საქმე გამომიჩნდა და პირდაპირ იქ რომ ამოვიდე?
- კარგი, როგორც შენ გინდა
- აუ ბოდიში რა! გთხოვ
- ტაქსით წამოვალ, არაუშავს!
- ჯიგარი ხარ, მიყვარხარ!
- მიდი, მეც - ღიმილით ვთიშავ ტელეფონს და ისევ დანიელს ვუბრუნდები.
- გინდოდათ რამე?
- არა.
- კარგით - მხრები ავიჩეჩე და ისევ აპარატს მივუბრუნდი.
- დეა - შევცბი ჩემი სახელის გაგონებისას და ისეთი დაფეთებული შევტრიალდი თვითონაც გაოცებულმა დამხედა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია - სადმე მიდიხარ უნივერსიტეტის შემდეგ?
- დიახ, რატომ მეკითხებით? - მისმა კითხვამ გამაკვირვა.
- გაგიყვან, ქვემოთ დაგელოდები ერთ საათში - გამიღიმა და ვერაფრის თქმა ვერ შევძელი ისე გაუყვა დერეფანს.
ვუყურებდი მის განიერ მხარბეჭს, გრძელ თითებს, რომლებიც აქეთ-იქეთ ქანაობდნენ სიარულის დროს. მხრებგაშლილი ამაყად მიაბიჯებდა დერეფანში, თავაწეული, მკაცრი სახით, მე კიდევ უაზროდ მინდა მისი შეხება წამით მაინც, მინდა გულში ჩამიკრას, მისი თლილი თითები ვიგრძნო წელზე, ყელზე, ჩემს ხელებზე, საშინლად მინდა მისი სითბო, ერთხელ მაინც რომ მომაფრქვიოს ცხელი სუნთქვა სახეზე და მე რომ მიყვარს ისე გამიღიმოს.
ფიქრებში ჩაძირული ზარის ხმამ გამომაფხიზლა, ოდნავ შევკივლე და ძლივს მოვედი აზრზე, გულზე ხელი მივიდე და როგორმე შევეცადე დავმშვიდებულიყავი, როგორც კი ოდნავ დავწყნარდი ეგრევე სწრაფი ნაბიჯებით გავემართე აუდიტორიისკენ. 
 
თავი 3.

***

ღამე გვიან მომიწია გამოსვლა, ცივი ჰაერი უსიამოვნოდ მომხვდა და გამაჟრჟოლა, კაშნი მჭიდროდ შემოვიხვიე და ამოვიოხრე, ისე დავაგვიანე არამგონია დანიელი დამლოდებოდა კი არა, სადმე ტაქსი მაინც ვიპოვო.
მშვიდად მივაბიჯებდი ჭიშკრისკენ ფარები რომ აინთო ერთ-ერთი მანქანის და ჩემს ფეხებთან გაჩერდა, მსუბუქად შევკივლე და ტუჩებზე ხელი ავიფარე აკანკალებულმა, მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი მანქანიდან გადმომავალი მომღიმარე დანიელი რომ დავინახე.
- ბატონო დანიელ - ღრმად ვსუნთქავ ოდნავ დამშვიდებული და ღიმილით ვუყურებ, არ ველოდი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
- გეგონა არ დაგელოდებოდი? - ზედმეტად ახლოს დამიდგა და ვიგრძენი როგორ მომეფრქვია მისი სუნთქვა ტუჩებზე.
- მეე… - პასუხი რომ გავცე სიტყვებს ვერ ვაგროვებ გონებაში, ყველაფერი დაფანტული და არეულია, ახლართული ერთმანეთში.
- რა შენ დეა? - უფრო დაბალ ხმაზე და ვნებიანად მეჩურჩულება, ტანში მცრის და უხერხულად ვიშმუშნები.
- გთხოვ, არ გინდათ! - სასოწარკვეთილი ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს და თვალები მიცრემლიანდება.
- რა არ მინდა? - უფრო იხრება ჩემკენ და ღიმილით მიყურებს.
- დანიელ! - ოდნავ ხმამაღლა ვამბობ, ხელებს ვმუშტავ და თვალებს სწრაფ-სწრაფად ვახამხამებ.
- ბატონო სადღა გაქრა? - ქვემოდან მიყურებს მისი თბილი თვალებით.
- ბატონო დანიელ - ინსტიქტურად ვიმეორებ და ტუჩს ვკბენ თვალებ მილულული.
- ეს რატომ გააკეთე? - ოხრავს და თვალებს ვჭყეტ, ვხედავ როგორი ამღვრეული აქვს სფეროები და უცნაური მზერით მიყურებს.
- რა გავაკ… - სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ისე ვიგრძენი რაღაც ფაფუკი და საოცრად ტკბილი ტუჩებზე, ნელნელა ფრთხილად მიკოცნიდა ტუჩებს, თითქოს ცდილობდა რომ არ დავეფრთხე, ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმიკრა, მეორე კი ჯერ კისერზე შემომხვია, მერე თმებში შემიცურა და ოდნავ მომქაჩა, სიამოვნებისგან წესით უნდა გავგიჟებულიყავი, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ რეალობა მთელი ძალით მეხეთქება სხეულზე და სიცივესავით მივლის ერთიანად, ხელები, ფეხები, ტუჩები ყველაფერი გაკავებული მაქვს, სინამდვილე შემოხვეულია სუროსავით და განძრევის საშუალებას არ მაძლევს.
“მას საცოლე ჰყავს” ყურებში მთელი ძალით მიგუგუნებს, ვხვდებოდი რომ ვაშავებდი და ასე ცხოვრება არ შემეძლო, არ შემეძლო მხოლოდ იმ წუთით განმესაზღვრა ყველაფერი.
სიცივე რომ იგრძნო მომშორდა, ამოიოხრა და მხარზე დამადო შუბლი.
- დეა, რატომ ხარ ასეთი ცივი? - წყვეტილ-წყვეტილ ძლივს მეუბნება, ვგრძნობ როგორ უჭირს სიტყვის თქმაც კი.
- თქვენი საცოლე
- რა ჩემი საცოლე? - გაკვირვებული წევს თავს და მაკვირდება.
- თქვენ საცოლე გყავთ! - ცივად ვუჭრი და თავს ვატრიალებ. მსუბუქი ჩაცინების ხმა მესმის, ვვოგნდები მაგრამ სანამ რამეს ვიტყვი მასწრებს.
- სად მიდიხარ?
- ანჩოსთან.
- დაჯექი, გაგიყვან - კარებს მიღებს და მეც მშვიდად ვთავსდები, არ მინდა შევიმჩნიო შინაგანი მღელვარება, ღრმად ვსუნთქავ რომ დავმშვიდდე.
როგორც კი დანიშნულების ადგილზე მივდივართ, ხელებს მშვიდად ვიწყობ მუხლებზე და თვალებში ვუყურებ.
- მომისმინე, დანიელ
- ბატონო? - ეშმაკურად აციმციმებს თვალებს.
- ის რაც თქვენ გააკეთეთ, სწორი არ არის, ჩემი მხრიდანაც არ იქნება სწორი თუ პატარა გოგოსავით ავცანცარდები.
- რას გულისხმობ დეა?
- იმას, რომ თქვენ გყავთ საცოლე, რომელსაც ალბათ სიგიჟემდე უყვარხართ, არ მესმის რატომ ართულებთ ყველაფერს? მეც გამირთულებთ ცხოვრებას ასე.
- დეა, არ დავნებდები, არ დაგკარგავ, აზრი არ აქვს ამის ლაპარაკს!
- როგორ თუ, რას ამბობთ? - გაოცება მერევა ხმაში.
- რა ვერ გაიგე დეა? არ დავნებდები, მაინც ჩემი იქნები!
- არ მჯერა რომ ამას თქვენგან ვისმენ, ნუთუ ასეთი სახალისოა სტუდენტთან თამაში?
- ნელნელა მიხვდები ყველაფერს, ადი ანჩოსთან, ხვალ გნახავ უნივერსიტეტში! - შუბლზე მკოცნის და მეც მორჩილი ბავშვივით გადავდივარ მანქანიდან.
გათიშული ავდივარ ბინაში, ჩუმად ვაღებ კარებს და ჩემს წინ გადაშლილი სანახაობისგან ყბა მივარდება.

***

ჩემს წინ ჩხუბის სცენა იშლება, აქეთ დემნა დგას, იქეთ დიკო და ბოლო დონის სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს, კარებს ჩუმად ვხურავ და მისაღები ოთახის კარის ჩარჩოს ვეყრდნობი, ანჩოც ჩემს სიტუაციაში არის, ზის და მშვიდად სვამს ჩაის.
- იდიოტო, კრეტინო! ნეტა საერთოდ ვინ შემოგხედავს ამხელა წარმოდგენა რომ გაქვს საკუთარ თავზე?
- შენ ვინ შემოგხედავს თორემ მე ბუზებივით დამეხვევიან თავზე!
- განახო გინდა რამდენი შემომხედავს? გინდა განახო რამდენი გადაყლაპავს ნერწყვს ჩემი დანახვისას?
- აბა გაბედე, გაბედე და ვინმეს შეხედე დიანა! გაბედე - კბილებს შორის ცრის დემნა და მისკენ მიიწევს.
- რას მიზამ? კიდე სხვა გოგოებს აეკიდები? - გაავებული იქნევს ხელებს დიკო, მეცინება და ჩუმად ჩემთვის ვქირქილებ.
- ვის ვეკიდები ვის? შენ რომ იმ გიდს დაზდევდი გითხარი რამე?
- რას ჰქვია დავსდევდი? - ფერები გადასდის სახეზე დიანას.
- რას და დასდევდი! იმიტომ რომ სიმპატიური იყო, იმიტომ რომ ლამაზად საუბრობდა და ჩემსავით შენგან შორს არ იჭერდა თავს, კარგად გიჟუჟუნებდა არა თვალებს?
- რა ვირი ხარ, ხვდები მაინც?
- ვერ ვხვდები, იმიტომ რომ შენი სიყვარულით ვარ დაბრმავებული, ვერაფერს ვერ ვხვდები ირგვლივ! - ღრიალებს ბოლო ხმაზე და უღონოდ ყრის ხელებს.
- ხო მართალია, შენ ჩემდამი სიყვარულის მეტი არაფერი არ უნდა დაინა.. მოიცა რა? - თვალები უმგვრალდება და თვითონაც უღონოდ ყრის ხელებს.
- მიყვარხარ! - ძლივს სუნთქავს და მისკენ ფრთხილად მიიწევს.
- შეუძლებელია - იქვე ტახტზე ჯდება დიანა და ხელებს სახეში რგავს.
- რა არის შეუძლებელი?
- მე მეგონა რომ.. მე მეგონა… - თვალები უცრემლიანდება.
- ეგონა რომ მე გიყვარდი - სიცილით შევდივარ ოთახში, იქვე ვაგდებ ჩანთას და ვაშლს გემრიელად ვკბეჩ.
- რაო? - სიცილი უტყდება დემნას - მე მიყვარდი შენ? - სიცილი ხარხარში გადასდის - რა სულელი მყავს - მასთან ახლოს მიდის და თავზე კოცნის, დიკო გაბაზებული იყურება, მერე ყველასგან მოულოდნელად დემნამ ფეხებზე ხელები ამოსდო და გაურკვეველი მიმართულებით გააქანა.
მხრები ავიჩეჩეთ მე და ანჩომ და ერთმანეთს გადავხედეთ სიცილით.
- აბა რას ვუყუროთ? მიდი კინო აარჩიე, პოპკორნს მოვიტან!

***

მეორე დილით მე და ანჩო ერთად მივდივართ უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა დიკო არსად ჩანს, სანამ უნივერსიტეტს დავინახავ შესანიშნავ ხასიათზე ვარ, როგორც კი შენობას ვუყურებ ეგრევე გუშინდელი ღამე მახსენდება და გული მეკუმშება, არ ვიცი ბედნიერი უნდა ვიყო თუ უბედურად უნდა ვგრძნობდე თავს, ან საერთოდ უნდა ვგრძნობდე თუ არა რამეს. მეშინია მომავლის, არა, რა თქმა უნდა არასდროს მაინტერესებდა ხალხის აზრი, ახლა ყველაზე მეტად მის საცოლეზე ვდარდობდი, წარმომიდგენია როგორ უყვართ ერთმანეთი, მე კიდევ მათ შორის ასე დაუდევრად ვდგები და ყველაფერს ვაფუჭებ, ცრემლები მერევა, მაგრამ ანჩომ რომ არ დამინახოს ეგრევე ვიყვან თავს ხელში და მყარი ნაბიჯებით მივდივარ უნივერსიტეტისკენ.
ჩემი მყარი ნაბიჯები მუხლების კანკალში გადადის, როგორც კი დანიელის მანქანას ვხედავ, თავაწეული გადმოდის მანქანიდან, შავი საროჩკა და შავი შარვალი აცვია, სათვალეები ისე უხდება ლამის მივვარდე და რაც გუშინ არ ვაკოცე ახლა ავინაზღაურო ერთიანად.
მხედავს, ოდნავ მიღიმის და თავს მიკრავს, სათვალეს იხსნის და მანქანას კეტავს.
- გამარჯობათ გოგოებო - ტუჩის კუთხეში იღიმის და იქვე მდგომ მასზე მიშტერებულ გოგოებს ესალმება, ყბები მეჭიმება გაბრაზებისგან, რას ეფლირტავება ყველას?! ცხვირს ვიბზუებ და კიბეებზე ავდივარ.
- გოგო მე ფეხით ავალ, მეორეზე მაქვს - მხიარულად კისკისებს ანჩო და კიბეებისკენ მიდის.
ახლა ორი არჩევანი მაქვს, ან კიბეებზე ავიდე, დავაგვიანო, ფეხები დამაწყდეს და ვერაფერს მოვუსმინო, ან ჩემს გვერდით მდგომ დანიელთან ერთად მოვხვდე ერთ ლიფტში და გულის შეტევა მივიღო.
ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და მერე ჩემს ფეხებს ვუყურებ, მგონი ჯობია ლიფტით ავიდე.
პირველი ვვარდები ლიფტში, ვცდილობ როგორმე დავკეტო მაგრამ აშკარად მასწრებს და ღილაკს აჭერს ხელს.
ეგრევე შემოდის და ძალიან ახლოს მიდგება ისე, თითქოს ადგილი არ იყოს ამხელა ლიფტში.
- რომელ სართულზე დეა? - ზემოდან დამყურებს ეშმაკური ღიმილით და ვგრძნობ ნელნელა როგორ მიბინდავს გონებას ეს საზიზღარი.
- მეშვიდე - უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ.
- რა დამთხვევაა! მეც - მხიარულად ამბობს, სათვალეს ჯიბეში იდებს და თითებს ატკლაცუნებს - მაგრამ მანამდე ერთი საქმე დაგვრჩა მოსაგვარებელი
- რა საქმე? - ძლივს ვხავივარ და დაბნეული ვაცეცებ თვალებს.
- რა დაა.. ამ საღამოს გაიგებ, არც იფიქრო რომ დამემალო იცოდე! - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს, თან მეორე ხელით ლიფტს იჭერს რომ არ წავიდეს.
- რას მიპირებ? - თვალებს ვქაჩავ გაბრაზებული.
- ჩემი უნდა გახდე, სამუდამოდ - სერიოზული სახით მიყურებს და ვგრძნობ როგორ მეცვლება სახეზე ფერი.
- რა.. თქვი…
- სულელო - იცინის და ცხვირზე მკრავს თითს.
- კარგი რა, ხუმრობის დროა? - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვმშვიდდები.
- ძალიან საყვარელი ხარ აწითლებულ ლოყებში - სრული სერიოზულობით მეუბნება, ვგრძნობ სიწითლე კისრიდან მეპარება და ერთიანად ვხურვარ, ხელის გულები მიოფლიანდება მისი სიახლოვით.
- მხოლოდ ერთს - ღიმილით მიყურებს.
- რა ერთს?
- მოგპარავ - ტუჩებზე მეტანება და ვგრძნობ როგორ ადის ნელნელა ლიფტი მაღლა.
როგორც კი ჩერდება ეგრევე განზე დგება და დაბნეული ვდგავარ ღია კარებში.
- დეა! - ოდნავ ხმამაღლა მეძახის, დაბნეული ვუყურებ, რამდენიმე წამი გამოსაფხიზლებლად მჭირდება, მერე ფეთიანივით ვვარდები გარეთ და აუდიტორიაში შევრბივარ.

***

რთულია გაურკვევლობაში ცხოვრება, მაშინ როდესაც არ იცი რა გინდა, როგორ გინდა, რატომ ხდება ეს ყველაფერი შენს ირგვლივ.
ვერ ვიჯერებ რომ დანიელთან შეჯახებამ ამხელა გავლენა იქონია ჩემზე, ნუთუ ამ შემთხვევამ ამდენი რამე განაპირობა ჩემს ცხოვრებაში?! ვაღიარებ მანამდეც მომწონდა მისი მანერები, მის მიმართ უზარმაზარი სიმპატია გამაჩნდა, მაგრამ მისმა თვალებმა, იმ ერთი ჩახედვით იმდენად დამატყვევა, მის მარწუხებში მომაქცია და საერთოდ ამიშალა ყველანაირი ფიქრი, რომლის გაქრობასაც ვცდილობდი რაც ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე.
ნუთუ ასე უნდა ვიყო მთელი ცხოვრება, ან რატომ გადამეკიდა? რა უნდა?
გამწარებული მიმოვდივარ დერეფანში, არც კი ვიცი რა ნაბიჯი უნდა გადავდგა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო.
ღრმად ვსუნთქავ, მინდა რომ დავწყნარდე, მაგრამ მაინც და მაინც ახლა მოდის ჩემკენ ჭორიკანა.
თვალებს ვატრიალებ და მის მოსასმენად ვემზადები.
არც აციებს, არც აცხელებს და პირდაპირ მეტაკება.
- გოგო ახალი ამბავი გაიგე? - თვალები უელავს კმაყოფილებისგან, თემა ააგდო და მეტი ამას რა უნდა.
- გამარჯობა - წარბაწეული ვესალმები.
- ხო ხო, გაგიმარჯოს, გაიგე მეთქი ახალი ამბავი?
- არა, არაფერი არ გამიგია, რა ხდება? - ვითომ ძალიან დაინტერესებული ვაჩერდები თვალებში.
- დანიელს ეხება, აი ჩვენს ლექტორს - ვითომ მახსენებს ვინ არის დანიელი, მეცინება.
- ჰო, რაო?
- მაგისი საცოლე ხო იცი, კატო, ეგ დაწინაურებულა და მაგარ ადგილზე გადავიდაო, ხვალ აღნიშნავენ - ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა და ჩუმად დაიჩურჩულა - ამბობენ ხვალ დანიელი ხელს სთხოვსო
ამის გაგონებაზე თვალები მებინდება, რას ნიშნავს ხელს თხოვს? აბა თავს არ დაგანებებო? ეს რას ჰქვია.
ვგრძნობ როგორ მელეწება სახე, გაბრაზება კისერში მიჭერს და მინდა ვიკივლო, მაგრამ გაუაზრებლად ვაშტერდები ჭორიკანას თვალებში და მსუბუქად ვახველებ რომ ცოტა მოვსულიერდე.
- გოგო რა სახე გაქვს, დანიელი ხომ არ შეგიყვარდა? - კისკისებს ჭორიკანა მხარზე ხელს მირტყამს - არაფერი გამოგივა ტყუილად, “პროსტა” რა გოგო ჰყავს! შოკია! მაგის მერე ვის უნდა შეხედოს, კაი რა - ამაზრზენად კისკისებს, მინდა ცხვირპირში მივარტყა მაგრამ ვიცი რომ მართალია.
გული მეწურება, ტუჩი სატირლად მებრიცება მაგრამ მაინც შეურყევლად ვდგავარ.
ვერ დამამწუხრებენ, ვერ მატკენენ.
ჩანთას ვიღებ და მშვიდად ვტოვებ იქაურობას.
არ მინდა არაფერი.
არავის ნახვა არ მსურს, ჩანთას ვალაგებ, ლექტორებს ყველას მეილზე ვწერ და ვთხოვ რომ არა არ ჩამიწერონ, ჩუმად ვიპარები და ისეთი ადგილის საძებნელად მივდივარ სადაც მარტო ვიქნები. 


***

ვისაც უნდა გაქცევაში ჩამითვალოს, არავის აზრი არ მაინტერესებს, ვერ შევძლებდი მის ნახვას და ხო, გამოვიქეცი, ლაჩარივით ავდექი და წამოვედი.
მე მტკიოდა, ვერ შევძლებდი მის თითებზე მენახა ბეჭედი, ბეჭედი რომელიც საბოლოოდ მომიშლიდა მასთან მიმავალ ბილიკს. 
ჯანდაბა! რატომ მივეჯაჭვე ასე? რატომ ვარ მასზე დამოკიდებული ასე საშინლად? მინდა რომ შორს წავიდე, გავეცალო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს, ვერ ვხვდები საერთოდ რა თამაშს მეთამაშება.
ისედაც, საშინელი დაბრკოლებებით იყო სავსე ყველაფერი, ახლა კი ჯერ კიდევ ვერ გადადგმულ ნაბიჯზე უკან ვიხევ, რაც შემიძლია და შორს მივდივარ მისგან.
წყნეთში ამოვედი, მშვიდ გარემოში, აქ სიცივეა, მაგრამ ბუხარი დავანთე, ზუსტად ისეთი გარემოა მე რომ მჭირდება, მომარაგებული წიგნებიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე და ბუხრის წინ მოვკალათდი.
უკვე რამდენიმე დღეა აქ ვარ, არავის არ ვეკონტაქტები, ტელეფონი გათიშული მაქვს, იქამდე ვერ წავალ, სანამ ძალას არ მოვიკრებ, სანამ თვალებში შეხედვას არ შევძლებ, ვერ ვიცხოვრებ ისე.
ჩვეულ ფორმაში ვარ, პლედშემოხვეული ბუხრის წინ მოკალათებული, ჩაის ფინჯანით ხელში, შიგნით ლიმნის ნაჭერი ტივტივებს, მეღიმება, ახლა ყველაზე მეტად მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს.
არ უნდა მოეცა იმედი, მან მე დამაიმედა, არ შეგეშვებიო, არ დავნებდებიო, ახლა კიდევ სხვას თხოვს ცოლობას.
უეცრად კარზე კაკუნი ისმის, ფეხზე ვხტები და ნერვიულად მიმოვდივარ, ვინ არის? ან აქ რა უნდა? იქნებ მეზობელია? მაგრამ წესით არავინ არ უნდა იყოს აქ.
ღრმად ვსუნთქავ და “ჭუჭრუტანაში” ვიყურები.
თვალები მიფართოვდება.
ნუთუ..


***

- დანიელ? - კარის ჩარჩოს მიყრდნობილს გაოცებული ვუყურებ, ვხედავ როგორ ალდება მის თვალებში ცეცხლი, როგორ აქვს შეკრული წარბები და დაჭიმული ყბები.
- დეა! - კბილებს შორის ცრის და სახლში შემოდის, ერთ ადგილზე დგას და ღრმად სუნთქავს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ცდილობს სიტყვები შეარჩიოს.
- გისმენ! - მკაცრად ვეუბნები და თვალს-თვალში ვუყრი.
- რატომ წამოხვედი?
- ბედავ და კითხვას მისვამ?
- შენობით ფორმაზე როდის გადმოხვედი შენ? - ცალ წარბს მიწევს.
- იმ დღიდან რაც შენი ზრახვების შესახებ გავიგე! - ოდნავ ვუმატებ ხმას და თვალს ვარიდებ.
- რა ზრახვების დეა?
- იმის, რომ შენს ძვირფას კატოს ცოლობა უნდა თხოვო, მე კიდევ მეთამაშებოდი არა? შენთვის გასართობი იყო ეს ყველაფერი!
- დეა
- დეა, დეა იმეორე ახლა დეა,დეა მეტი რა შეგიძლია? თამაში, სიცილი და ადამიანების დაცინვა, შენ ჩემი გრძნობები მასხრად აიგდე და აქ რა ნამუსით მეცხადები? რას ელოდებოდი? - გაავებული ვიქნევ ხელებს.
- დეა გეყოფა - მშვიდად მეუბნება.
- მეყოფა? რა მეყოფა?
- დეა, ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე არ არის, იქ ნუ ერევი! - მკაცრად მეუბნება და ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა, იქვე მდგომ ტახტს ვეყრდნობი და მოწოლილ ცრემლებს უკუვაგდებ, არც კი ვიცი საიდან ვიკრებ ძალას, თვალს თვალში ვუყრი, ვსწორდები და მასთან ახლოს მივდივარ.
მთელი ძალით ვუქნევ ხელს და სახეში ვარტყამ.
- გაეთრიე აქედან!
გაავებული ვუთითებ კარებზე, თურმე მის ცხოვრებაში ნუ ჩავერევი! თავხედი! მაშინ რომ მკოცნიდა და მეუბნებოდა ვერ მომიშორებო, მაშინ უნდა ჩავრეულიყავი, ახლა - არა! იმიტომ რომ საქმე მის ძვირფას კატოს ეხებოდა.
დინჯად ბრუნდება და კარებში გადის.
მთელი ძალით ვაჯახუნებ მის ზურგს უკან კარს.

***

1 კვირაში ვბრუნდები თბილისში, სხვანაირი მეჩვენება აქაურობა, აქამდე თუ სიამოვნებით მიმოვდიოდი ქუჩებში, ახლა ყველაფერი გაყინულია, ან იქნებ მე ვარ შინაგანად გამოფიტული და ამიტომ მეჩვენება ჩემს ირგვლივ არსებული სამყარო ასეთი?!
კითხვები ერთმანეთში ირევა, ნუთუ მართლა მეთამაშებოდა?
სასაცილოა, ჩემს ნაწილს იმედი აქვს კიდევ რომ რაიმე გამოვა, რომ დამიბრუნდება, რომ მართლა ვუყვარვარ.
თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვიმშრალებ და სახლში შევდივარ.
სიცარიელის გრძნობა არ მასვენებს, აივანზე გავდივარ და იქვე სკამზე ვთავსდები.
ტელეფონი ბზუის, მეცინება, გავახსენდი, ამასაც კი არ ვახსოვდი ამდენი დღე.
“სად დაიკარგე მშიშარა?”
“განვიტვირთე” 
“რატომ გაგეღიმა ჩემს მესიჯზე? მელოდებოდი ჰო?”
“არა, უბრალოდ მივხვდი რომ შენც დაგავიწყდი მთელი ეს დრო.” 
“ც?”
“ხო, ც” ცრემლებით ისევ მევსება თვალები და თმებს ნერვიულად ვისწორებ, არ მინდა სისუსტე გამოვიჩინო.
“ყველაფერი დალაგდება მალე, აი ნახავ”
“რანაირად დალაგდება თუ კი მას ცოლი მოჰყავს?”
“აგერ მე ვარ უცოლო და მე მოგიყვან შენ ცოლად!”
“მეხუმრება ახლა მე?” 
“რავიცი, აბა გამხნევება მე არ გამომდის და, ზედმეტად ბებერი ვარ მაგისთვის”
“ჰმ, ბებერიო? შენ რა პედოფილი ხარ?” ვითომ სერიოზული სახით ვწერ მაგრამ მაინც მეპარება ღიმილი.
“არ მითხრა მეშინიაო თორემ ფანჯრიდან გადმოვხტები” 
“გადმოხტი, იმას მაინც გავიგებ ვინ იყო ჩემი ფარული პედოფილი”
“შეხედე, ის კი არა ფრთხილად რამე არ მოიტეხოო, გამითამამდა ეს ლაწირაკი” 
“იცი ახლა რა დავაწერე შენს ნომერს?” 
“ოღონდ პედოფილი არა!”
“ზუსტად” ვიკრიჭები და ტელეფონის ეკრანს წინ მდგომი ბინებისკენ ვიშვერ.
“მთლად ასეც ვერ ვხედავ მაგრამ, სიცილი გიხდება” 
“ბებერი ხარ რას დაინახავ, მე რომ მხედავ არ გიკვირს?” 
“შეხედე, შეხედე როგორ გამითამამდა, შეშინება გინდა ახლა კარგი!”
“ნუ გამწირავ ასეც” 
“ეჰ, ეჰ, ლაწირაკო” 
“პედოფილო!” ენას ვუყოფ აივნიდან.
“ენა გოგო!” 
“მაცოდინა სად ხარ!” 
“რას იზამდი, მოვარდებოდი და ჩამეხუტებოდი გამხიარულებისთვის?”
“მოვვარდებოდი რომელია, სახესაც დაგიკოცნიდი და სახლში წამოგიყვანდი კიდე” 
“ეს ირონია იყო თუ მომეჩვენა?”
“მოგეჩვენა”
“დაიძინე ქალბატონო, გვიანია, ხვალ ლექციები გაქვს”
არაფერი მივწერე, ისე თითქოს ტრადიციად მქონდა ასეთ ესემესზე პასუხი არ დამებრუნებინა, გაღიმებული შევედი საძინებელში და საბანში გავეხვიე.

***

მეორე დილით დამშვიდებულმა შევაბიჯე უნივერსიტეტში, გოგოებმა ეგრევე დამინახეს და ჩემსკენ წამოვიდნენ.
- სად იყავი გოგო? - თვალებს მიბრიალებდა დემნაზე აკრული დიკო.
- დასასვენებლად! - მოკლედ ვუჭრი და თვალს ვარიდებ სამივეს.
- რა გჭირს დეა? რა მოხდა?
- არაფერი, მერე დაგელაპარაკებით რა, ლექცია მაქვს!
- მისმინე რაღაც უნდ..
- მერე იყოს ანჩო, მერე! - ხელს ვიქნევ და აუდიტორიისკენ მივდივარ.
მშვიდად ვიკავებ ადგილს და ლექტორის მოლოდინში ტელეფონში ვიქექები.
- რატომ იგვიანებს? - წიკვინებს ქერა და მისი ყავისფერთმიანი დაქალიც მხარს უბამს წუწუნში.
თვალებს ვატრიალებ, მაგრამ ატრიალებული ვრჩები უცებ კარებში მენეჯერთან ერთად დანიელი რომ ჩნდება. 
 
4 თავი. 
 
*** 

- რა ხდება? - ახლა მხიარულ ნოტაზე გადავიდა ქერა, სახე მომექუფრა და ჯიქურ გავუსწორე მზერა ირონიულ ღიმილ ათამაშებულ ლექტორს.
- ბავშვებო, ქალბატონი ლამარა ცუდად გახდა, ამიტომ მის მაგივრად 1 კვირის განმავლობაში ლექციებს ბატონი დანიელი ჩაგიტარებთ! - ღიმილით ამბობს მენეჯერი და თვალებს უჟუჟუნებს. ბებრუხანა!
- რა მაგარიაა! - შეძახილები არ წყდება, მხოლოდ მე ვზივარ ჩუმად, მშვიდი სახით ვაკვირდები მის მოქმედებებს.
- დავიწყოთ ლექცია! - მენეჯერი კაკუნით გადის კარებში და დანიელიც იწყებს.
მთელი ლექცია ხმა არ ამომიღია, მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, არ მიყურებდა, წამიერად შეგვავლებდა ყველას თვალს და შემდეგ ისევ სივრცეს გაჰყურებდა, მეცინებოდა მის დაბნეულობაზე.
ლექცია რომ დამთავრდა აფორიაქებულმა გავემართე კარებისკენ, ნუთუ კიდევ უნდა შევხვდე? თან მთელი 3 საათით.
კარებში გავდიოდი მისმა ხმამ რომ შემაჩერა.
- დეა!
- გისმენთ!
- დარჩი ორი წუთი, საქმე მაქვს! - ჩვენზე მოშტერებულ ბავშვებს ანიშნა გასულიყვნენ და მარტო დავრჩით აუდიტორიაში.
- რა გინდა? - ეგრევე გადავედი შენობით ფორმაზე.
- 1 კვირა რომ გააცდინე, მასალას ვერ დაეწევი, არ გინდა დამატებითზე დავრჩეთ და აგიხსნი ყველაფერს - მშვიდი სახით მეუბნება და ვგრძნობ როგორ მედება ალმური.
- გააჩნია შენ რას გულისხმობ “დამატებითში”! - კბილებს შორის ვცრი, წარბებს მაღლა წევს და ვითომ შეშფოთებული სახით მიმზერს.
- რა გარყვნილი გოგო ხარ დეა! - ირონიულად იცინის და საბუთებს ხელში ათამაშებს.
- მე ვარ გარყვნილი? - ცინიკურად ვუბრუნებ პასუხს.
- ხო, აბა მე? - არც თვითონ მრჩება ირონიაში.
- მართალი ხარ! შენ ხომ არ იქნები საცოლიანი და სტუდენტთან მოთამაშე ლექტორი, გარყვნილი, ნწ ნწ - თავს ვაქნევ და კარებისკენ მივდივარ უცებ ხელს რომ მკრავს და პირდაპირ ვეჯახები კედელს, უკნიდან მეკვრის და მისი გახშირებული სუნთქვა მეცემა კისერზე.
- მეორეჯერ არ გაბედო ეგრე ლაპარაკი გაიგე? - იღრინება და მუცელზე ხელებს მიცურებს - არ გეთამაშები მე შენ!
- რას აკეთებთ? - შიში მეპარება ხმაში.
- იმას, რაც მინდა რომ გავაკეთო, რაც მჭირდება - კისერზე მკოცნის, ნელნელა მიუყვება ზემოთ და ყურზეც ვგრძნობ მისი ცხელი ბაგეების შეხებას, ჟრუანტელი მივლის და შიში სადღაც ქრება.
- დეა - ძლივს ამბობს ჩემს სახელს და მისკენ მატრიალებს, გაფართოებული თვალებით ვუმზერ ამღვრეულ სფეროებს - მაგიჟებ! - სიტყვის თქმას არ მაცლის ისე მკოცნის ტუჩებში და ერთიანად მართმევს ძალას.
როგორც კი ოდნავ ადუნებს ხელებს, ეგრევე გაავებული ვკრავ ხელს და სახეში მთელი ძალით ვურტყამ, გვერდულად მიყურებს ღიმილშეპარული, იმ წამს არაფერი არ მაინტერესებს, იმ წამს უნივერსიტეტიდან რომ გამრიცხონ, ჩემს შეურაწყოფას მაინც არ ვაპატიებ! ვერ ვიქნები სუსტი, ვერ ავყვები ვნებას, რომელიც კარგს არაფერს მომიტანს, მინდა არ მრცხვენოდეს საკუთარ თავზე შეხედვის, მინდა ამაყი ვიყო და არა მორიგი გასართობი თავშიავარდნილი ლექტორის.
- როგორ ბედავთ? მე თქვენი სათამაშო არ ვარ, ერთხელ გითხარით და მეორეჯერ არ გაგიმეორებთ, გასაგებია?! - კბილებს შორის ვცრი და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ აუდიტორიას. თავხედი!

***

გაჩერებაზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავდივარ და არავის არ ვიმჩნევ ირგვლივ ისე ვხტები ავტობუსში, მართალია ჩემი ეს საქციელი ქაჯობას უფრო ჰგავს, მაგრამ ნერვებს ვერ ვთოკავ, მინდა ერთი ძალიან ხმამაღლა დავიღრიალო რომ როგორმე ჩემი გრძნობები გარეთ გამოვუშვა.
ყოველთვის მინდოდა ამ მოჩვენებითი “სიცარიელიდან”, რაიმე სავსე გრძნობებში გადავვარდნილიყავი, მაგრამ ასეთ იმედგაცრუებას, ტკივილს და ნამდვილ სიცარიელეს არ ვგულისხმობდი, მინდოდა ბედნიერებისგან მეფრინა, სულ გამეღიმა, მე კიდევ ცრემლებს ერთი მეორის მიყოლებით ვყლაპავ და გაუაზრებლად ვყრი ცოფებს. 
ყველაფერი მქონდა ცხოვრებაში, იმ დაწყევლილმა დღემ, როდესაც მამა გარდაიცვალა, მთელი ჩემი ცხოვრება შემიცვალა, 13 წლის ვიყავი და დღევანდელ დღესავით მახსოვს ის საშინელი დღე, მინდა ვიკივლო, ვიწივლო, დავამტვრიო ყველაფერი მაგრამ არ გამომდის, ყველა მეზიზღება ირგვლივ, საკუთარი დედაც კი, რომელმაც არ დამინდო, მიმატოვა და ვიღაც არამზადა მოიყვანა სახლში! მისი ცოლი გახდა, მე კიდევ მიგდებული, ერთ ბნელ კუთხეში და არასდროს არაფერი გამომეტებულა ჩემკენ. არ მინდა ამ ყველაფერმა ცუდი გავლენა იქონიოს ჩემზე, არ მინდა იმ ცივ ადამიანებს დავემსგავსო, რომლებსაც ოჯახური პრობლემები ანადგურებენ, მინდა თავისუფალი ვიყო!

***

ისევ მის შემოსვლას ველოდები, ლექციაზე მოუთმენლად ვზივარ და პასტას ვაკაკუნებ, ჩვენი კურსის გამორჩეული “მაჩო” წინ მიდგება და ღიმილით დამცქერის ზემოდან, ახლა რაღა უნდა?!
- ქალბატონო დეა - შემოტკლეცილ მაისურში რომ არის გამოწყობილი სავარაუდოდ ამიტომ ლაპარაკობს ასეთი მოგუდული ხმით, ეტყობა უჭერს, მაგრამ მთავარია თავის კუნთებს და დარბაზში დაღამებულ-გათენებულ დროის შედეგს გვაჩვენებს.
- გისმენ, კუნთა - ის მეორე, გულში გავიფიქრე რა თქმა უნდა.
- რა კარგად გამოიყურები - უცებ ჩემს მაგიდაზე აწყობს იდაყვებს და თბილი თვალებით შემომცქერის, ვიბნევი, ნამდვილად არ ველოდი მისგან ასეთ ნაბიჯს.
- მადლობა ლეო! - ვითომ ძალიან განაზებული ვუღიმი და მის სულელურ ღიმილზე თვალებს ვაფახულებ.
- აქამდე როგორ ვერ გამჩნევდი მიკვირს - უფრო თავის თავს ეუბნება და ჩემს დათვალიერებას ურცხვად განაგრძობს, ამას ვაჩვენებ! უკვე საპასუხოდ ვემზადები რომ მის ზურგს უკან დანიელის ცივი და გაბრაზებული ხმა ადგილზე მყინავს.
- ადგილები დავიკავოთ! - წარბშეკრული, გაღიზიანებული ცრის კბილებს შორის და თან თვალს არ აშორებს ჩემს მაგიდაზე გართხმულ მაჩოს.
- გამარჯობათ - ესეც თავაზიანად ესალმება ლექტორს, ჩემი მაგიდიდან იხიკება და ჩემს გვერდით ცალკე მდგომ მერხთან ჯდება.
დანიელი მშვიდად და აუფორიაქებლად ხსნის ლექციას, სამაგიეროდ ლეო მიხნავს ტვინს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
ხან რა სასიყვარულო სიტყვებს მეჩურჩულება, ხან რას.
არა ისე, რომ დავფიქრდე, რას ვუწუნებ?
მაღალი, მხარბეჭიანი, დახვეწილი მანერები აქვს.
უბრალოდ ტლუა, ტლუ.
თავს დანანების ნიშნად ვაქნევ მის შემხედვარე, ორი სიტყვა ვერ გადაუბია ერთმანეთზე.
“ზატო” მაგარი მამიკოს ბიჭია, ფული აქვს? მეექვსე თაობასაც ეყოფა, მას კი არა.
ამიტომაც ესევიან გოგოები და არის წეწვა-ღლეტვა.
ასეთი მაჩო კი უკვე ნახევარი საათია გვერდით მიზის და სიყვარულს მიხსნის.
ჩემს ფიქრებში ვარ გართული ჩემს მაგიდაზე გაბრაზებული დანიელი რომ აბრახუნებს ხელს.
ვკრთები.
- რა მოხდა ბატონო? - ფეხზე ვიჭრები და ბოლო სიტყვას კარგად გამოვკვეთ.
- გოგო შემიშინეე… - იჭიმება ლეო და თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ.
- არ შევუშინებივარ ლეო, დამშვიდდი!
- ლეო - იმეორებს დაბალ ხმაზე დანიელი.
- რა თქვით? - ჩავეკითხე ინტერესიანი მზერით.
- არაფერი - კბილებს შორის ცრის და ლეოსკენ ბრუნდება - ლევან, თუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაქვთ სალაპარაკო მაშინ გარეთ მიბრძანდით!
- თუ ჩემი გოგო დამთანხმდება - წარბებს მითამაშებს ლეო, ღმერთო რამეს რატომ არ ესვრი ამ არსებას?! უხმოდ ვიკავებ ადგილს და ირონიულ მზერას არ ვაშორებ დანიელს.
იეჭვიანე საყვარელო?!

***

აუდიტორიიდან გამოსული მშვიდად მივაბიჯებ ლიფტისკენ, ისევ ეს არსება რომ მეწევა და წინ მიდგება, რა კარგი ბიჭია სანამ პირს გააღებს.
- საით დეა?
- სახლში ლეო, რა ხდება?
- გაგიყვან!
- არა, მადლობა - მოკლედ ვუჭრი და ლიფტში შევდივარ, რა თქმა უნდა მაჩოც მომყვება, ის ისაა კარი უნდა დაიკეტოს რომ უცებ შუაში ვიღაცის ფეხი ჩნდება და ღია კარებიდან კარგად მოჩანს ლექტორი.
საოცარი სიტუაციაა, მე, ლექტორი და მაჩო ერთ ლიფტში.
მაჩო მე დამყურებს, მე ლექტორს ვუყურებ, ლექტორი გაღიზიანებული სავარაუდოდ სარკეში მაჩოს უყურებს, რომელიც გაცხარებული ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას.
- დეა, დაფიქრდი, მიგიყვან სახლამდე მართლა! - არ მეშვება ჩემი “სუპერ” ბიჭი, თვალებს ვატრიალებ, მაგრამ უცებ ვხვდები რომ ამ სიტუაციით იდეალურად ვისარგებლებ, ამიტომ ღიმილით ვუბრუნდები მაჩოს და თავს ვუკრავ.
- თუ არ შეწუხდები!
- შენთვის არაფერზე შევწუხდები ლამაზო - გული ამერევა ახლა, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ, მშვიდად ვდგავარ და დანიელისკენ ვაპარებ თვალებს, რომელსაც სახეზე რამდენიმე ფერი გადასდის და შემდეგ კი
- ხმმ - მსუბუქად ახველებს.
ჩემს ხელში არსებულ წყლის ბოთლს ვუწვდი და ირონიული ღიმილით ვუმატებ.
- არ დაიხრჩოთ ბატონო დანიელ!
ერთი გადმომხედა წარბაწეულმა, ამასობაში კარიც გაიღო, შუბლი შეკრა, დამიბღვირა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. მინდოდა გამეცინა, მაგრამ ლეო ყველაფერს მიხვდებოდა, ამიტომ გულში ვხარხარებდი, ეჭვიანი ლექტორი, საინტერესოა! 


***

სახლში ისე მივყავარ ლეოს ხმას არც ვიღებთ, მშვიდად ვემშვიდობები და გადმოვდივარ მანქანიდან, წამითაც არ მინდა ამ ბიჭთან ყოფნა.
არ ვიცი რა მჭირს, მართლა, ნებისმიერი გოგო ისურვებდა ჩემს ადგილზე ყოფნას, მერე მე უაზროდ ვარ ჩაციკლული დანიელზე, თითქოს მის იქეთ ვერავის ვხედავ.
რეალურად ეს ლეო ასეთი ცუდი ბიჭიც არ არის, თბილია, ღიმილიანი, კარგი გარეგნობის.
მაგრამ მაინც არა, მისი პასუხები მომაბეზრებელია, მისი სიტყვები გამაღიზიანებელია რაც სულ მიხუთავს მის გვერდით ყოფნისას.
ჩაფიქრებული შევდივარ სადარბაზოში, უცებ ვიღაც რომ მავლებს ხელს და სანამ დაკივლებას მოვასწრებ პირზე მაფარებს ხელს.
- ჩუ, პატარა ქალბატონო - მეჩურჩულება და მისი ხელის სიმხურვალე ტუჩებს მიწვავს.
- ვინ ხარ? - უცნაური სუნი მიღიტინებს ცხვირში, ჩემთვის უცნობი და განსხვავებული, ვიბნევი.
- პედოფილი - მისი სიცილის ხმა მესმის და მეც სიცილი მიტყდება - ხომ გინდოდა ჩემი ნახვა?
- და ვერ მოითმინა პედოფილმა? - სიბნელეში ძლივს ვხვდები სად დგას - ასე მალეც არ გელოდი.
- ვერ მოითმინა, ვერა - სიცილით აქნევს თავს და ვგრძნობ როგორ იხრება ჩემკენ.
- ამ სიბნელეში როგორ ხედავ? - სრულიად უაზრო და უადგილო კითხვას ვუსვამ.
- გრგძნობ - იცინის.
- არ დამენახები სინათლეზე?
- ჯერ ადრეა!
- რატომ მეჩურჩულები?
- მერე რომ არ მიცნო
- ესეიგი ახლოს ხარ ჩემთან, კიდევ კარგი ის ბიჭი არ აღმოჩნდი ვინც მომაცილა, თორემ ხო გამისკდებოდა გული?! - სიცილით ვეუბნები, თავს ისე ლაღად ვგრძნობ თითქოს საუკუნო ნაცნობს ველაპარაკებოდე.
- ის რომ ვყოფილიყავი, სანამ შენ მნახავდი, მანამდე დავუშავებდი თავს რამეს! - ისევ ჩურჩულით მპასუხობს, ორივეს გვეცინება.
- რატომ არ მეშინია შენი? - მეც ჩურჩულით ვეუბნები და ვცდილობ შინაგანი ფორიაქი დავაიგნორო მაქსიმალურად.
- იმიტომ რომ იცი საშიში არ ვარ და მითუმეტეს არაფერს დაგიშავებ! - ჩურჩულითვე მპასუხობს. 
შემდეგ ჩუმად ვზივართ რამდენიმე წუთი და ისევ უადგილო კითხვას ვუსვამ.
- უნდა შემაყვარო თავი?
- რა თქმა უნდა - მსუბუქი ჩაცინების ხმა მესმის და მეც მეღიმება.
- დაგაგვიანდა, უკვე სხვა მიყვარს! - გატეხილი ხმით ვეუბნები და ვცდილობ ცრემლები შევიკავო.
- ის სი.. ის ბიჭი გიყვარს ვინც მოგაცილა? - ხმა ებზარება.
- რა?
- ხო, ვინც მოგიყვანა მანქანით!
- რას ლაპარაკობ პედოფილ? - მიმართვაზე სიცილი მიტყდება, ახლა ვაანალიზებ რომ მისი სახელი არ ვიცი და სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად ვდგავარ ჩაბნელებულ პადიეზდში.
- რამე სხვა ზედმეტსახელი მომიფიქრე გაბრაზებულზე თორემ ეგ საშინლად არ უხდება შენს ტონს - ბჟირდება.
- იდიოტო! ავედი მაინც არ მენახვები! - გაბრაზებული ვეუბნები და კიბეებისკენ მივიწევ.
- ძილინებისა, ლაწირაკო!

***

კიბეებზე სწრაფად ავრბივარ რომ როგორმე ფანჯრიდან მაინც მოვკრა თვალი, მაგრამ აზრი არ აქვს, უკვე წასულია. გულდაწყვეტილი ვდგავარ ფანჯარასთან უცებ ვიღაც რომ გამოდის სადარბაზოდან, კაპიშონი ახურავს, რამდენიმე წამი დგას ფანჯარასთან, მერე ცალ ხელს წევს და მიქნევს. მეღიმება, მიხვდა რომ გადავხედავდი.
სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს იქაურობას, ღიმილით ვბრუნდები უკან და სამეცადინო მაგიდასთან მივდივარ, დროა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდე.
დილით გაბმული ზუზუნი მაღვიძებს, უკმაყოფილოდ ვწევ თავს და ტელეფონს ვუყურებ, ანჩო რეკავს.
- ჰო, რა ხდება?
- დღეს დაწერეს რომ ახალი წლის ფართია მალე! იცოდე რომ არ წამოხვიდე მოგკლავ!
- წამოვალ ჰო, ოღონდ ნუ გამატყავებ!
- ხოდა ძალიან კარგი, გაემზადე ახლა კაბის საყიდლად მივდივართ, დროზე უნდა დავიწყოთ მომზადება!
- როდის არის?
- 1 კვირაშია, დეა, იცოდე ნუ მაწუწუნებ ნახევარ საათში შენთან ვართ მე და დიანა!
- კარგით, კარგით. გელოდებით.


***

- კიდე არ ამდგარხარ? - თავზე მადგას ისტერიკაში ჩავარდნილი ანჩო.
- მეძინება ანჩ, გუშინ გვიანამდე ვმეცადინეობდი - ძლივს ვბურტყუნებ ძილბურანში მყოფი.
- გუშინ მოუნდა გოგოს მთელი სემესტრის ამოღება, დროზე აეგდე და გავედით!
- არ მომეშვებით ხო?
- კარგი, თავი დავანებოთ ანჩ, ჩვენ წავიდეთ - მესმის დიანას ხმა ოდნავ მოშორებით და მეღიმება.
- მიყვარხ… - სიტყვის დამთავრებას ვერ ვასწრებ რაღაც გაყინული რომ მესხმევა თავზე და გიჟივით ვხტები საწოლიდან. - გაგიჟდით?
- ადე მოემზადე - ანჩო უკანალზე მირტყამს სიცილით ხელს და სააბაზანოსკენ მიბიძგებს.
- სასწაულს გიზამთ! - ვიმუქრები და წარბებშეკრული მივიწევ სააბაზანოსკენ.
საღამოსთვის მუხლებამდე მუქ ლურჯ კაბას ვარჩევ და სახლისკენ დაღლილი მივიწევ. მე კი მოვითავე ჩემი საქმე მალე, მაგრამ გოგოებმა “გაჭედეს” და ირბინეს მაღაზიიდან მაღაზიაში.
საღამოს დაღლილმა ძლივს შევაღე კარები და ღრმად ამოვისუნთქე ბედნიერებისგან როგორც კი ჩემი საყვარელი საწოლი დავინახე.
ტანსაცმლის გაუხდელად წამოვწექი და პირდაპირ გადავეშვი სიზმრების სამყაროში, არც დანიელი და არც ჩემი უცნობი პედოფილი გამხსენებია.

***

მეორე დილით უნივერსიტეტში გავედი, კარებში ეგრევე დანიელი შემომეგება, ირგვლივ არავინ იყო, ეშმაკურად ჩაიღიმა, მკლავში ფრთხილად მომკიდა ხელი და გაურკვეველი მიმართულებით გამაქანა, ძლივს ვუწყობდი ფეხს, ვერაფრით ვერ მივხვდი სად მივდიოდით, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრს კედელს რომ ამაკრა და სადღაც კუთხეში მიმიწყვდია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, დაბნეული ვუყურებდი თვალებში.
- რას აკეთ… - სიტყვა არ დამამთავრებინა, ისე დამიკოცნა ტუჩები, მისი ტუჩები როგორც წინათ ისე ტკბილი და ფაფუკია, საშინლად გემრიელი, მინდა რომ დაუსრულებლად გააგრძელოს, მინდა სულ მის მკლავებში ვიყო და ეს საშინლად სასიამოვნო სურნელი ჯდებოდეს ყველა ჩემს უჯრედში.
- როგორ მომენატრეე! - გაბრწყინებული თვალებით შემომხედა - როგორც იქნა! გამოჩნდი! - გულში ძლიერად ჩამიკრა და დაბნეულობისგან ხელები ჰაერში გამიშეშდა.
- დანიელ - ძლივს ამოვღერღე ორი სიტყვა, არ მინდოდა სიტუაციით გართულება, მაგრამ აშკარად არ ესმოდა არაფერი, ვერ ვხვდები რა სჭირს ამ ადამიანს, რატომ იქცევა ასე საერთოდ.
- დეა, ამის დრო არ არის ახლა! - კიდევ ერთხელ მაკოცა მთელი სულით და გულით და ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.
დაბნეული ვიდექი კუთხეში და გაუაზრებლად ვახამხამებდი თვალებს, მეგონა მომეჩვენა, იმდენად მომენატრა რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ მისი შეხება არარეალური შეიძლება ყოფილიყო.


5 თავი.

***

- მზად ხარ?
- ჰო, გელოდებით! - მობეზრებულად ვხავივარ ტელეფონში და თმებს ვისწორებ, მალევე ისმის ჩემს კარებზე კაკუნი და ფლატუნით გავდივარ კარებთან.
- აბა მზად ვარო?
- მაღლებს ჩავიცვამ და მზად ვარ ანჩ! - თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და გვერდზე ვიწევი რომ შემოვიდნენ.
- შენ მიხედავ თუ მე მივხედო? - ჩაფიქრებული ლუღლუღებს დიკო და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს.
- ორივემ, შენ თმა, მე მაკიაჟი - გაბრაზებული კბილებში ცრის ანჩო.
- რა.. არც გაბედოთ… ნერვებს ნუ მიშ…
- ჩუ ჩუ, დავაი მალე სააბაზანოში!
საბოლოოდ მაინც მაიძულებენ რომ ჩემს მიერ ძლივს გაკეთებული მაკიაჟი ჩამოვიშორო და თმებიც დავიბანო.
ჰო, მერე, ორივე თავზე დამტრიალებს გიჟებივით და ცდილობენ როგორმე ადამიანს დამამსგავსონ, ცოცხალი თავით არ მახედებენ სარკეში, უკვე ვეღარც ვითმენ მინდა სწრაფად ვნახო რას დამამსგავსეს.
გაბრაზებული უკვე ღრენაზე გადავდივარ სარკისკენ რომ მატრიალებენ და გაოცებისგან ყბა მივარდება, საოცარი მაკიაჟი და მაღლა აქაჩული თმები სრულიად მცვლის და ჩემს წინ დახვეწილი გოგო იქმნება, არც კი მჯერა რომ ეს მე ვარ, სარკისკენ მიმაქვს ხელი დასარწმუნებლად.
- ნუთუ ეს… - ლამისაა ცრემლები წამსკდეს ემოციისგან, არ მჯერა.
- ეს ანგელოზი შენ ხარ ქალბატონო, წავედით! - მხიარულად კისკისებენ გოგოები და მე ჯერ კიდევ გაოგნებული ვიცვამ მაღლებს. კიდევ ერთხელ ვავლებ საკუთარ გამოსახულებას თვალს და ბედნიერებისგან მეღიმება.
საოცარი გრძნობაა!

***

ამაყად მივაბიჯებ გოგოებს შორის, თავაწეული, საკუთარი თავის მიმართ კმაყოფილება სავარაუდოდ დიდი ასოებით მაწერია სახეზე.
გოგოები ერთმანეთს უყურებენ და თვალს უკრავენ, იციან წინ როგორი მხიარული საღამოც ელით.
მშვიდად შევდივარ უზარმაზარ დარბაზში და იმ წამსვე ყველას ყურადღება ჩემსკენ არის მომართული.
- დეა? - გაოცებისგან ხდება ჭორიკანას და ჩემსკენ მოდის სწრაფი ნაბიჯებით - ეს შენ ხარ?
- მე ვარ, თაკო - მსუბუქად ვკოცნი ლოყაზე და ღიღინით ვუვლი გვერდს.
გოგოები სიცილით მომყვებიან.
- ნეტა შენი პრინცი სად არის?
- რავიცი, რას გაიგებ - უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს - ჩემი არა, მაგრამ ერთის პრინცი კი მოდის ჩვენკენ, გაღიმებული! - სიცილით ვამატებ და დემნას გაგიმარჯოს ნიშნად შამპანიურის ჭიქას ვუწევ, ისიც თავს მიკრავს და დიკოს თავს მართმევს.
- წავალ მე, გოგოებს ვნახავ - სწრაფად ამატებს ანკა და ზუსტად იქეთ მხარეს ვიხედები, საითაც თვითონ იხედებოდა.
სუნთქვა მეკვრის, გაოცებისგან, დანიელი მხრებში გამართული, ამაყად მოაბიჯებს დარბაზში, შავი სმოკინგი იმდენად უხდება რომ წამით თვალებიც მებინდება, მშვიდად ესალმება ირგვლივ მყოფ საზოგადოებას და მისი თვალისმომჭრელი ღიმილით იღიმის. რამე მჭირდება რომ დავინიავო, თორემ მალე ორთქლი ამივა ისე ჩამოცხა.
საერთოდ ვერ მამჩნევს, აქეთ ვდგავარ, მისგან მოშორებით. იქვე უნივერსიტეტის პრეზიდენტთან დგება და გაცხარებით ესაუბრება რაღაცაზე, შიგადაშიგ შუბლს იჭმუხნის ან იღიმის.
თითქოს დაჟინებულ მზერას გრძნობსო, უცებ იხედება ჩემკენ და ოდნავი გაკვირვება ესახება სახეზე, მერე ნერვიულად ისწორებს თმებს და ღრმად სუნთქავს. ეს იმდენად ნათლად ჩანს რომ მეღიმება და თვალს ვარიდებ, როგორც ყოველთვის დაბარებულივით ჩნდება ლეო და გვერდით მიდგება.
- არც კი მჯერა რომ ასეთი ლამაზი ხარ! - აღშფოთებით ამბობს და ლოყაზე მკოცნის მსუბუქად, მკრთალად ვუღიმი და მკლავზე ხელს ვისვამ უსიამოვნო შეგრძნების დასაფარად.
- მადლობა - თვალს ვავლებ და არც თვითონ გამოიყურება ცუდად, მაგრამ დანიელთან ახლოსაც ვერ მივა. - შენც კარგად გამოიყურები! - ყოყმანით ვეუბნები მაგრამ ისეა გართული ჩემს დათვალიერებაში არამგონია მიხვდეს ჩემს ტონს.
- შენისთანა ქალისგან ასეთი კომპლიმენტი ზედმეტად სასიამოვნოა! - უფრო იბადრება ის, ჩემს ტვინში კი საშინელი გაღიზიანების განგაში ტყდება, სახე მერყევა.
- გამარჯობა ლევან! გამარჯობა დეა! - ეგრევე მიტოკდება ნერვი, როგორც კი საუბარში გვერევა დანიელი და ორივეს გვიღიმის, აფირისტულად, არადა კარგად ვხედავ მის სახეზე გამოხატულ უზარმაზარ უკმაყოფილებას და იმ მზერასაც ვამჩნევ ლეოს რომ ათვალიერებს აგდებულად.
- გამარჯობათ ბატონო დანიელ, როგორ ბრძანდებით? - თავაზიანობა არ ავიწყდება ლეოს.
- კარგად ლევან, მადლობა, შეიძლება ორი წუთით მოგსტაცო დეა? - მის სახელს განსაკუთრებით გამოჰყოფს, მეცინება, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ.
- დიახ, რა თქმა უნდა - იბნევა ლეო და სწრაფად გვშორდება.
დანიელი უხეშად მავლებს მკლავში ხელს და მოფარებული ადგილისკენ მივყავარ.
- დეა!
- გისმენ, დანიელ - უემოციოდ ვეუბნები და თვალებში ვუყურებ, რომლების ისე უელავს მეეჭვება დღეს ლეო მთელი წავიდეს სახლში.
- ბატონო?
- მხოლოდ უნივერსიტეტში ხარ - მისკენ ოდნავ ვიწევი და სუნთქვას სახეზე ვაფრქვევ.
იბნევა, ვგრძნობ როგორ ებინდება თვალები და ამით ვსარგებლობ, მოხერხებულად ვუსხლტები ხელიდან და ჩემი გოგოებისკენ მივდივარ.
ზურგს უკან ჩუმი მაგრამ გასაგები გმინვა მესმის და ტუჩის კუთხეში მითამაშებს ღიმილი.

***

საღამო მშვიდად მიმდინარეობს, ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ დანიელს, ისიც გაბრაზებული მიყურებს და შემდეგ ვითომ უდარდელ გამომეტყველებას კერავს, ხარხარი მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ. ყოველ გამოხედვაზე სწერვულ გამომეტყველებას ვუკერავ, რაც უფრო აბრაზებს და მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს.
ვინ იცის მერამდენე ღვინის ჭიქას ვწვდები ჩემს წინ კატო რომ ჩნდება, გაოცებისგან თვალები მიფართოვდება ისე მიყურებს, ლამისაა ცოფები დამიყაროს. ეგრევე ვხვდები რაც ხდება, უეჭველი გამოგვიჭირა, სირცხვილისგან თვალები მიგუბდება, შიგნიდან სინდისის გრძნობა ერთიანად მძიძგნის და თვალებს ვერ ვუსწორებ.
- დეა არა? - მკვახედ მეკითხება და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.
- დიახ, დეა! - ვცდილობ არ გავტყდე, მაგრამ რაც მეტ ბგერას ვამბობ, უფრო და უფრო მებზარება ხმა.
- წამომყევი! - მკაცრად მეუბნება და გაურკვეველი მიმართულებით მიდის, მშვიდად მივყვები უკან, აღელვებას და ისტერიკებს აზრი არ აქვს, ეს საუბარი ისედაც გარდაუვალი იყო.
სადღაც ბნელ ოთახში შევდივართ, ხელს სწრაფად ავლებს ჩამრთველს და სინათლეც ინთება, პირისპირ ვდგავართ, ის მტრული მზერით მიყურებს, მე დარცხვენილი სად წავიდე არ ვიცი.
- დეა, შენ ხვდები მაინც რას აკეთებ?
- რაზე ამბობთ … - ვლუღლუღებ, არადა მშვენივრად ვიცი რასაც გულისხმობს.
- დეა, არ ხარ შენ სულელი გოგო, როგორც გავიგე ზედმეტად ჭკვიანიც კი ხარ! გიღირს ასეთი ურთიერთობა? - ჩემკენ იხრება და გამომცდელად მიყურებს - ნუთუ ვერ ხვდები, შენ რეპუტაცია შეგელახება, დანიელს სამსახური აღარ ექნება, დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
- მე..
- დამიჯერე არ ღირს, დანიელი მაინც მე მომიყვანს ცოლად, ადრე თუ გვიან მიხვდება რომ მხოლოდ მე ვუყვარვარ, მეც მიყვარს, რატომ ცდილობ ჩვენს შორის ჩადგომას?!
- მე არ მინდოდა..
- არ გინდოდა, სტანდარტული ფრაზა, არ უნდოდა! - თვალებს ატრიალებს და მშვიდად ჯდება იქვე მდგომ ტახტზე. - მომისმინე, ჯობია, ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაამთავროთ ეს ფარსი!
- ჩვენ არც არაფერი..
- კარგად ვიცი რა გქონდათ და რა არა, ვინმე სხვა ნახე, დანიელი ჩემია და შენ მე მას ვერ წამართმევ გასაგებია?! - გაბრაზებული ცრის კბილებიდან.
- გასაგებია - უსუსურად ვგრძნობ თავს - მაგრამ მე დანიელმა…
- შენ დანიელმა, შენ მოგატყუა, ხუთი თითივით ვიცნობ დეა მას, ხუთი თითივით! სისულელეა ასეთი ურთიერთობა, ჯობია დაშორდეთ!
თვალები ცრემლებით მევსება და მხრები მიცახცახებს, აშკარად ვეცოდები რადგან უეცრად მეხვევა და ცდილობს დამამშვიდოს.
- შენ ძალიან კარგი გოგო ხარ დეა, არ ინერვიულო, ყველაფერი დალაგდება, ვერავინ ვერაფერს გაიგებს! - კმაყოფილი მიღიმის და ოთახიდან გავყავარ - არაფერი შეიმჩნიო დანიელთან, თორემ ძალიან გაბრაზდება, კარგი?
მორჩილი ბავშვივით ვუქნევ თავს, ასე მგონია ყველაზე სუსტი ადამიანი ვარ ამ დედამიწაზე, წამის წინ ყველანაირი ოცნება ჩამომიშალეს თვალწინ. 


***

ვინ იცის, მერამდენე ჭიქას ვწვდები და ვსვამ, უკვე მიორდება ყველაფერი, გამწარებული დავყურებ ჭიქაში არსებულ სითხეს და მწარედ მეღიმება, რა საცოდაობაა! რა სისულელეა! ყველაფერი აბსურდია, მომატყუა, გამომიყენა, მაინც მას მოიყვანს ცოლად, მართალია კატო, მართალია!
გამწარებული ვახეთქებ ჭიქას მაგიდაზე, ხელებში მაფშვნება და სისხლი წვეთ-წვეთობით მოჟონავს შეკრული მუჭიდან, ტკივილს კი არა, არსებობასაც ვეღარ ვგრძნობ, ერთადერთი ჩემს მუცელში აბუყბუყებული ბოღმაა, რომელიც ერთიანად მითრევს შავი უფსკრულისკენ, სცენას ზურგით ვუდგავარ, ვერავინ მხედავს, ცრემლები გამომშრალი და გამოლეული მაქვს.
მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ და ვხტები, დანიელია.
მეტი ვინ იქნება?!
მატყუარა…
არამზადა…
დანიელი!
გაბრაზებისგან ვგრძნობ როგორ მეჭიმება თითოეული ნერვი, ჩემი სახის დანახვისას კრთება და გაოცებული მიმზერს, შემდეგ ხელს ხედავს და გაოცება შეშფოთებაში გადასდის.
ყველასგან შეუმჩნევლად მავლებს ხელს და გასასვლელისკენ მივყავარ, არა, ყველასგან შეუმჩნევლად რატომ? კატო დამინახავდა, ალბათ ძალიან გაბრაზდა.
მანქანაში ძალით მტენის და გაურკვეველი მიმართულებით მიდის, ჯერ ხმას არ ვიღებ, მერე ერთიანად ვიძაბები და ჯიქურ ვაშტერდები სახეზე.
- სად მივდივართ?
- ჩემთან სახლში!
- შენთან სახლში, კიდე რა დაგრჩა გასაკეთებელი? იქნებ ქალიშვილობაც უნდა ჩაგაბარო?
- დეა..
- ხო დეა, იძახე ახლა დეა, ტყუილი იმედები, ტყუილი ოცნებები და ყველაფერი შენი სიტყვების ბრალია, რა გინდოდა? გერჩოდი? ერთხელ დაგეჯახე და ამირიე თავგზა, ვცდილობდი ყველანაირად რომ მოგშორებოდი, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევდი, რა გინდა მითხარი რა?! - უკვე კივილზე გადავედი და ხელები მხარზე დავუშინე, ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, მტკიოდა ყოველი წამი და შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას.
- დეა, მივალთ და ვილაპარაკოთ!
- მივალთ და ვილაპარაკოთ! - გამოვაჯავრე და აქამდე შეკრული სისხლიანი ხელი გავშალე.
- მივალთ და დაგიმუშავებ, ნუ ნერვიულობ რა - ხმა გაუტყდა დანიელს, ჩამეცინა, ვნერვიულობ ძალიან, დაღვრილ სისხლზე!
როგორც კი მივედით ეგრევე შემოურბინა მანქანას, კარი გამიღო და ის ის იყო გადმოსვლას ვაპირებდი, მუცლებ ქვეშ რომ ამომდო ერთი ხელი, მეორე წელზე მომხვია და ხელში ამიყვანა.
ალბათ სინდისი აწუხებს.
შუბლი შევჭმუხნე მე, გული მეტკინა, მისგან ასეთი ყურადღება არ უნდა წამოსულიყო.
ფრთხილად შემიყვანა მისაღებში და იქვე ტახტზე ჩამომსვა, სადღაც გაირბინა და მალევე დაბრუნდა ყუთით ხელში.
- არ მინდა დანიელ! - გამტყდარმა ჩავიჩურჩულე და ხელი უკან წავიღე, მაგრამ მაჯაში მწვდა და მისკენ დამქაჩა. - არ მინდა მეთქი! - დავუმარცვლე გამწარებულმა.
- გაჩუმდი - არც თვითონ დამაკლო გაბრაზებული ტონი და ფრთხილად დამადო სპირტიანი ბამბა.
- გთხოვ, არ მინდა.
- გაჩუმდი, მეთქი! - აუწია ტონს მოთმინება დაკარგულმა და ფრთხილად შემიბერა სული.
ამეწვა..
მაგრამ იმაზე მეტად არა, როგორც გული.
უხმოდ ველოდებოდი როდის დაამთავრებდა პროცედურას, ხელი გადამიხვია და ტუჩებთან მიიტანა, გავოცდი და პირი რაღაცის სათქმელად დავაღე, მაგრამ ვიგრძენი როგორ მქონდა ჩაწყვეტილი ხმა, მისი ცხელი ტუჩებით სათითაოდ დამიკოცნა თითები და ვიგრძენი როგორ მომიდუნდა, აქამდე სიმივით დაჭიმული სხეული.
- ეს დალიე! - წყალი და ხელი გულზე დადებული პატარა აბი გამომიწოდა.
- ეს რა არის?
- დამამშვიდებელია, ნუ ღელავ! - გამიღიმა და ძალით დამალევინა, დავიჭყანე.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექით, მე მას ვუყურებდი, ის ჩემს დაზიანებულ ხელს არ აცილებდა თვალს, მერე ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა თვალები და ჩემდა უნებურად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.


***

დილით ერთიანად დამშვიდებულს გამომეღვიძა, წამოვჯექი და როგორც კი უცხო ოთახში ამოვყავი თავი ეგრევე ტანსაცმელზე დავიხედე, აშკარად დანიელის მაისური მაცვია, ინსტიქტურად გვერდზე გავიხედე და არც შემცდარვარ, ჩემს გვერდით მშვიდად სუნთქავდა, ერთი ორი შეიშმუშნა, მერე ხელები აამოძრავა და ისე უცებ მომხვია წელზე და მიმიზიდა თავისკენ ვერც მივხვდი, სუნთქვა შემეკრა და თვალებიც არ დამიხამხამებია ისე ვიწექი რამდენიმე წუთი.
- ისუნთქე დეა - მისი ხმა უფრო ხავერდოვანი მომეჩვენა დილით და მის სიტყვებს დავემორჩილე, ღრმად ამოვისუნთქე და მის მკლავებში გავინაბე.
- აქ რა მინდა?
- ძალიან მთვრალი იყავი და არაფრით არ გამომიშვი, ამიტომ წამოგიყვანე - უდარდელად ამოილაპარაკა და ცხვირი კისერზე გამიხახუნა, შემაჟრჟოლა.
- რა… - გვიან გავიაზრე მისი ნათქვამი - რა სისულელეა! შეუძლებელია!
- კარგი, გეხუმრები, ნუ დაპანიკდი, ავდგეთ ახლა და ვჭამოთ, მერე სახლში მიგიყვან, ხელი გტკივა? - უცებ წამოჯდა და დამაკვირდა შეხვეულ ხელზე.
- არა! - უხეშად გამოვგლიჯე და წამოვჯექი.
- დეა, გეყოფა!
- მომისმინე დანიელ, ამით ყველაფერი მთავრდება, ეს ბოლოა რაც მე და შენ ასე ახლოს ვართ ერთმანეთთან გასაგებია?!
- რატომ ასე მკაცრად?
- ეგ ჩემი გადასაწყვეტია, მივხვდი რომ აღარაფერს ვგრძნობ შენს მიმ… რას აკეთებ? - ძლივს ამოვიხავლე შიშველ მკლავზე ხელი რომ ამისვა და ეგრევე დავბუსუსდი.
- შენ მეუბნები რომ აღარაფერს გრძნობ? - ირონიული ღიმილით ჩამაშტერდა თვალებში და ცხვირით ისევ კისერზე გამეხახუნა, შევხტი და ლოგინიდან წამოვდექი.
- მისმინე, ნუ მაბნევ, გეუბნები რომ ეგრეა.. მართლა… მივხვდი - ხმა საგრძნობლად ამიკანკალა თვითონაც რომ ჩემნაირად წამოიწია და ჩემკენ დაიძრა - დანიელ არ გინდა მოახლოვება გთხოვ, უბრალოდ შორს დადექი და მე ჩემსას გეტყვი, გეს.. - ვერც მოვასწარი სიტყვის დასრულება ისე შეერწყა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს და მსუბუქი კვნესაც აღმომხდა. ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სხეულში ლავა და ერთიანად დამეწვა თითოეული უჯრედი, მისი ტუჩები იმდენად ტკბილი და ცხელი აღმოჩნდა რომ ვგრძნობდი როგორ მიწვავდა ორივე ბაგეს, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი, რაც მეტს მკოცნიდა უფრო მეტს მთხოვდა ორგანიზმი, თითქოს რაღაც ამოუცნობი მიზიდულობის ძალით მიიწევდა მისკენ და ერთიანად ვმორჩილდებოდი მის ნება სურვილს.
- და ნი ელ გთ ხ ოვ ! - ძლივს გამოვფხიზლდი, ხელები გულმკერდზე მივაბჯინე და ვცადე უკან დამეხია მაგრამ ამაოდ.
- კარგი - ხელები შემიშვა და უკან დაიხია ღიმილით - დილის დოზა მიღებული მაქვს, სანამ წავალთ საღამოსასაც მოგპარავ! - თვალი ჩამიკრა და ღიღინით გაემართა კარებისკენ - აბაზანა იქეთ არის - ხელით მიმანიშნა - რომ მოწესრიგდები ჩამო, ქვემოთ დაგელოდები სამზარეულოში!

***

ფრთხილად ჩავდივარ კიბეებზე, იქაურობას ვზვერავ და ფეხაკრეფით მივდივარ სამზარეულოსკენ, კარის ჩარჩოს ვეყრდნობი და მონუსხული ვუყურებ დახლთან მდგომ წინსაფარიან მოფუსფუსე დანიელს, მეღიმება უაზროდ, როგორ ცდილობს კვერცხის შეწვას და არ გამოსდის, დაბალ ხმაზე იგინება და ცხვირს ჭმუხნის, ღიმილი ხმამაღალ სიცილში გადამდის და გაოცებული იყურება ჩემკენ.
- კარგი რა დეა, მე აქ ვცდილობ შენთვის შენ კიდევ - გაბუტული ბავშვივით იხსნის წინსაფარს და დახლზე აგდებს.
- კარგი ნუ ბრაზდები, მოდი მე თვითონ გავაკეთებ ხო? - ქვემოდან ვუყურებ თვალების ფახულით, ჯერ ტუჩის კუთხეში უხტის ღიმილი, მერე თვალები უბრწყინდება და ძლივს შესამჩნევად მიქნევს თავს. გამხიარულებული ვუდგები საქმიანობას და იქვე სკამზე მჯდომის მწვავე მზერისგან გაქცევას ვცდილობ, თორემ ყველაფერი ხელიდან მივარდება ანერვიულებულს.
მაგიდიდან ფრთხილად ვდგები და კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს დანიელს, ისიც ჯიუტად მიყურებს თვალებში.
- წაგიყვან - მშრალად მეუბნება და თვითონაც დგება მაგიდიდან, ფეხდაფეხ მომყვება, პალტოს მისი ხელით მაცვამს და გარეთ უხმოდ გამოვდივართ.
მთელი გზა ხმას არ იღებს, მშვიდად გადავდივარ მანქანიდან და თვალცრემლიანი შევდივარ სადარბაზოში, სწრაფად მივრბივარ კიბეებზე და ხელის კანკალით ვარგებ გასაღებს.
როგორ მეზიზღება..
სახლში გამეფებული სიჩუმე ეგრევე მთელი ძალით მეხეთქება სხეულზე და უფრო მიწვავს, ტკივილისგან გადაგლესილ უჯრედებს. ფეხს ძლივს ვითრევ რომ შიგნით შევიდე, როგორ არ მინდა არავის დანახვა.
პალტოს იქვე ვაგდებ, ფეხსაცმელებსაც ვყრი და ნელა მივდივარ საძინებლისკენ.
მოულოდნელობისგან ადგილზე ვხტები და თვალები მიფართოვდება.
- ეს, ეს რა არის? - ძლივს ამოვიხავლე და უზარმაზარ ვარდების კონას ფრთხილად შევეხე.
“მოგწონს?” ტელეფონი აზუზუნდა ეგრევე და ფრთხილად დავხედე ტელეფონს, “პედოფილი” გამეღიმა.
“ვერც კი წარმოიდგენ როგორ შეცვალე ჩემი დღე”
“ასეც ვიცოდი, დაიძინე დაღლილი იქნები, საღამოს ვილაპარაკოთ”
ვიღიმი, მაგიდიდან ყვავილებს ვიღებ და ლარნაკში ვაწყობ, შემდეგ შხაპს ვიღებ და მშვიდად ვეშვები სიზმრების სამყაროში.
საღამოს გვიან მეღვიძება, ღიმილით გავდივარ აივანზე და პლედს ვიხურავ, იქვე სავარძელში ვჯდები და უჩვეულოდ ლამაზ ცას გავყურებ, ახლა ოცნების დრო არ არის, ან ვინ შემარჩინა ოცნება? ვინ მაპატია? ერთიანად ამოძირკვეს ყველაფერი ჩემი სხეულიდან, როგორ მჯეროდა.. როგორ მწამდა…
მხოლოდ იმედგაცრუება, სიცარიელე შემორჩა ჩემს სხეულს, მინდოდა მეგრძნო, მინდოდა ყველაფერი მისთვის მიმეძღვნა მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, ის ვინც ჩემი არ არის, ვერასდროს იქნება ჩემი. გუშინდელ მის მოქმედებებს რომ ვიხსენებ, სახეზე ღიმილი მეფინება, მაინც რა მზრუნველია?! მე ხომ არაფერს ვნიშნავ, მისთვის ცარიელი ადგილი ვარ. კატო, რა იქნებოდა მასზე ადრე რომ შევხვედროდი? მასზე ადრე რომ გამეცნო, ახლა ხომ ვიქნებოდით ერთად. მაგრამ სად გავიცნობდი, მე სოფელში, ის თბილისში მცხოვრები.
“რატომ არ გძინავს?” მესიჯის ზუზუნზე ვხტები და გულზე ხელს ვიდებ აფორიაქებული.
“შემაშინე!”
“მოკლედ, რა მშიშარა ხარ რა”
“ხო რას ვიზამთ, კარგად არ მაქვს დაცდილი ეს შეშინებები” 
“ვერ მივხვდი რა იგულისხმე დეა” 
“არაფერი, არაფერი, იმედგაცრუებული ვარ” 
“ყველაფერი გაივლის და ბედნიერი დღეები მოვა, აი ნახავ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები!”
“მპირდები?”
“გპირდები, არაფრის არ შეგეშინდეს, დამიჯერე სანამ მე ვარსებობ შენ ყოველთვის გეყოლება ადამიანი ვისაც შეგეძლება რომ მიწერო და დახმარება თხოვო”
“მადლობა რომ არსებობ და ჩემს გვერდით ხარ!”

6 თავი.

***

- ქალბატონო, კატო მოვიდა თქვენთან, შემოვუშვა?
- სწრაფად შემოუშვით! - ოთახში ოდნავ წიკვინა და არასასიამოვნო ხმამ გაიჟღერა.
რამდენიმე წუთში კარი გაიღო და დინჯი ნაბიჯებით, წელში გამართული შემოვიდა კატო.
- დამიბარე? - მშვიდი ხმით ჰკითხა და მის წინ დაიკავა ადგილი.
- შენ კარგად ხვდები, რაზეც გიბარებ კატო!
- ვხვდები, მერე რა ვქნა?
- შენ ხომ იცი, ვინ უნდა გახდეს დანიელის ცოლი?
- ვიცი, მერე? ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის!
- სიტუაციას აკონტროლებ? რატომღაც, უცნაური ხმები მომივიდა! - ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა, შავთმიანმა გოგომ მის წინ მჯდომი კატო.
- ის გოგო პრობლემას აღარ წარმოადგენს, უკვე დაველაპარაკე! - შეუვალი გახდა კატოს ხმა და უფრო შეკრა წარბები.
კატოს პასუხზე ამაზრზენად გადაიკისკისა ქალმა და ფეხზე წადმოდგა, მისი გრძელი, შავი თმები თითებით ჩამოივარცხნა და გრაციოზული მოძრაობებით შემოუარა მაგიდას.
- არ დაგავიწყდეს კატო, რას წარმოვადგენ და რა შემიძლია! - ნიკაპზე ხელი ამოსდო და თავი ააწევინა - ახლა კი წადი და გახსოვდეს რომ თვალყურს გადევნებთ!
კატომ რამდენიმე წუთი უყურა თვალებში, შემდეგ მძიმედ წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან.


***
დეა


დილით ადრე გამეღვიძა, მთელი ორი დღეა გადაბმულად მძინავს, ტელეფონი მოვიძიე, უამრავი გაცდენილი ზარი იყო, ყველას წერილი მივწერე და ყავის გამზადება დავიწყე.
ყავა დავასხი და უნდა დავმჯდარიყავი, უცებ კარზე კაკუნი რომ გაისმა და ხალათი ძლიერად შემოვიხვიე ტანზე, გაუხედავად გამოვაღე და ადგილზე გავშრი.
- დანიელ?
- ვერ მოვითმინე - ეგრევე მეცა და კარებზე ამაკრა - ასე რომ არ უნდა გამიღო კარები არ იცი? - კისრიდან ნელნელა ჩაასრიალა თითები და ხალათი ზუსტად შუაში ჩახსნა, გამაჟრჟოლა.
- რას აკეთებ? - ხმა ამიკანკალდა.
- რა კარგი სურნელი გაქვს იცი? - თვალებზე ბინდ გადაკრულმა დაიჩურჩულა და მალევე შეერწყა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს.
ძლივს ამოვისუნთქე.
არაადამიანურად მესიამოვნა მისი დამოკიდებულება, მეც არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა, მაგრამ მინდოდა სულ ასე ყოფილიყო, ჩემზე დამოკიდებული, ვერასდროს ვერ მოეთმინა და ეგრევე ჩემთან ამოსულიყო.
ვნებიანად ამოვიკრუსუნე და თმებში ხელი შევუცურე, ბოლოს და ბოლოს მეც ადამიანი ვარ, ვერ გავძელი, ჩემკენ მოვქაჩე და უფრო გემრიელად წავეტანე, გაეღიმა, ტუჩის მოძრაობით მივხვდი, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და მხრები დამიკოცნა.
- რა არაადამიანურად ტკბილი ხარ დეა! - ძლივს ამოიჩურჩულა და ლავიწის ძვალზე ფრთხილად მიკბინა.
როგორც კი ხალათი მხრებიდან გადაწია ეგრევე ელდანაკრავივით შევხტი და განზე გავდექი, მიხვდა და ჯერ ჩაეღიმა, მერე მშვიდად მომკიდა მხრებში ხელი და საწოლზე დამსვა, ჩემს წინ დაიჩოქა და კალთაში თავი ჩამიდო.
- დანიელ
- არაფერი თქვა, გთხოვ!
არც კი ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე, ნელნელა აწია თავი, ჯერ თვალებში ჩამხედა, შემდეგ მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და კარებისკენ დაიძრა, გაოცებულმა ავედევნე უკან, ფეხდაფეხ მივყვებოდი, მინდოდა ხმა ამომეღო მაგრამ ვერაფერი ვთქვი, სიტყვის თქმა ვერ გავბედე, მერე მშვიდად შემობრუნდა, ხელები გაშალა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, ასე, ძვლების ატკიებამდე მხვევდა ხელებს და ღრმად სუნთქავდა.
- საღამოს დოზა ვერ მოგპარე გუშინ, დღეს ავინაზღაურე! - გამიღიმა, ისე თბილად როგორც ყოველთვის, ცხვირზე დამკრა თითი და კარები გაიკეტა.
სრულიად გაოცებული, ყბადაღებული და ძალა გამოცლილი ვუყურებდი დახურულ კარს და ადგილიდან განძრევასაც ვერ ვახერხებდი.
ნუთუ დამესიზმრა?!
თუ…
თუ რეალობა იყო?!

***

ძლივს ჩავიცვი ტანზე, გაუცნობიერებლად ვაკეთებდი ყველაფერს, არც კი ვიცი როგორ მივედი უნივერსიტეტამდე, ყველას ღიმილით მივესალმე და აუდიტორიისკენ დავიძარი.
ამ კვირაში უკვე აღარ მქონდა დანიელის ლექციები, გამიმართლა, ნაკლებად შევხვდებოდი, თუმცა ამით მხოლოდ თავს ვიიმედებდი, რადგან ძალიან ბევრ დღეს გვემთხვეოდა ერთ სართულზე ლექციები, ის ლექციებს ატარებდა, მე გვერდით აუდიტორიაში მოხუცი ქალის წრიპინა ხმას ვუსმენი და ასე.
მე ყოველთვის ფანჯარასთან ვიდექი, გოგოებთან ერთად, ის მაგიდიდან მიმზერდა და მისი დაჟინებული მზერა მიწვავდა ყველაფერს. ჯიუტად არ ვიმჩნევდი და მის ნერვებზე ვაგრძელებდი დაკვრას.
ახლა ჯობია ყველანაირად გავერიდო, როგორმე იქნებ დავამთავრო ეს ფარსი და ტყუილად კატო არ გავაღიზიანო, არ მინდა რომ სახელი გაუტყდეს დანიელს, ვიცი რამდენი იწვალა ამ ყველაფრის მოსაპოვებლად.

***

- როდემდე უნდა იყო ასე? - მკაცრი სახით დამადგა ანკა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
- იქამდე სანამ დანიელი ცოლს არ მოიყვანს, შემდეგ უკან დავბრუნდები!
- მოიცა, რა? ისევ მამინაცვალთან აპირებ დაბრუნებას? - მხრებში ჩამავლო ხელი და ოდნავ შემანჯღრია.
- აბა რა ვქნა? მაგათ ბედნიერებას ვუყურო? როდემდე?
- დეა, არ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი უკვე ზედმეტია? მერამდენე წელია მის აჩრდილად ხარ ქცეული? მის გამო ამ უნივერსიტეტში ჩაბარება, მის გამო ყველაფერი! არ გესმის ხო? ის დიდია, მას სხვა მიზნები აქვს დეა, რატომ ვერ ხვდები ამას, რატომ იქცევი სულელი გოგოსავით?! - მობეზრებულად ატრიალებს თვალებს - გასაგებია, რომ იმ შეჯახებამ რაღაც შეცვალა და იმის მაგივრად რომ როგორმე მოშორებოდი, უარესად გახდი მასზე დამოკიდებული, დეა! დროა გამოფხიზლდე, კატო არ დაგანებებს თავს ზუსტად ვიცი, მეც არ დაგანებებდი, შენც არ დაანებებდი კატოს რომ ასე მოქცეულიყო.
- მესმის, მინდა რომ მოვშორდე, მინდა თავი დავანებო, შევეშვა, მაგრამ თვითონ არ მაძლევს ამის საშუალებას, მომვარდება, მაკოცებს, წავა.. რა გავაკეთო, რამდენჯერ ვკრა ხელი? არ შემიძლია, რთულია ადამიანი სიგიჟემდე გიყვარდეს, ისიც უარესად აღვივებდეს შენს გრძნობებს და ხელი კრა, არ ვარ ამდენად ძლიერი, რატომ არ გესმის ანკა? რამდენი წელია? არ ვიცი, პირველად სკოლაში ვნახე, ღმერთო! ის დღე საერთოდ რატომ გათენდა? რომ დავინახე, მის აჩრდილად რომ ვიქეცი, რამდენი ხანია მომწონს, ვგიჟდები და ყველასგან ვმალავდი ამას! მთელ სამყაროს ვუმალავდი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, მაშინ არ ჰყავდა არავინ, არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ კატოს იცნობდა, არ მეგონა თუ.. თუ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ! - მთელ სხეულს მისერავდა საშინელი ტკივილი, მინდოდა მეკივლა მეწივლა მაგრამ მხოლოდ ხავილის მაგვარი ხმა ამომდიოდა.
- დამშვიდდი დეა, ყველაფერი დალაგდება! ვინმე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, იქნებ ლეოს მისცე შანსი? - ჩუმად, ძლივს გასაგონად შემაპარა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
- ლეოც გავანადგურო ახლა? ჩემი სისულელით, ვიცი რომ ტყუილად ვატკენ, ვერ შევიყვარებ, მირჩევნია ასე ვიყო ჩემთვის, უკვე მისგან შორს ვიჭერ თავს.. ვცდილობ რომ მოვშორდე, მაგრამ უარესად მიზიდავს თავისკენ, არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა, დავიღალე! - სახე ხელებში ჩავრგე და ემოციებისგან გადატვირთულს, ცრემლები წამსკდა.
- დამშვიდდი ჩემო პატარა, მოვიფიქრებთ მე და დიკო რამეს, გპირდები, ოღონდ შენ არ ინერვიულო! - გულში მიხუტებდა ანკა და თან მეფერებოდა.

***

დერეფანში მშვიდად მივაბიჯებდი, ვცდილობდი როგორმე დანიელს გავქცეოდი, მაგრამ უეცრად პირდაპირ მის კაბინეტთან გავჩერდი და შეღებული კარიდან კარგად დავინახე მაგიდაზე შემომჯდარი კატო.
დანიელი გაცხარებით უხსნიდა რაღაცას და თან ნერვიულად ხან პერანგს ისწორებდა, ხან თმებს.
კატო კი უემოციოდ უყურებდა და მსუბუქი ჩაცინებით შემოიფარგლებოდა მხოლოდ, მათი ხმა არ მესმოდა, ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი, სიტყვებს საერთოდ ვერ ვარჩევდი, თან ისე ჩუმად ლაპარაკობდნენ, შიგნით თუ არ შევიდოდი ვერაფერს გავიგებდი.
მერე კატომ მხრებში ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა ოდნავ, სახეზე უსვამდა ხელებს და თან რაღაცას ეჩურჩულებოდა, მომეჩვენა თითქოს ამშვიდებდა. ის ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი რომ დანიელმა უხეშად მოიშორა მისი თითები და მაგიდაზე რაც იყო ყველაფერი გადმოყარა.
- კატო, ეს შეუძლებელია! რანაირად, თქვი უბრალოდ საიდან! არ მესმის არაფერი, ნორმალურად ამიხსენი, ჭკუიდან გადავალ გესმის? რამე რომ მოხდეს.. - მხრებში ჩააფრინდა და ძლიერად ანჯღრევდა.
- არაფერი მოხდება დანიელ! დამშვიდდი, მე აქ ვარ, რა უნდა მოხდეს, ყველანი შენს გვერდით ვართ!
- ეგ არის… - სიტყვის დამთავრება არ აცალა კატომ, ტუჩებზე რომ ააფარა ხელი და კარებისკენ გამოიხედა.
მგონი დამინახა, სწრაფად გამოვბრუნდი და ჩქარი ნაბიჯებით გამოვუყევი დერეფანს, შემდეგ იქვე საჭირო ოთახს შევაფარე თავი, გავიგონე როგორ გამოკაკუნდა კაბინეტიდან, შემდეგ გაიარ-გამოიარე და იქ არსებული ყველა კუთხე ნახა. ვერავინ რომ ვერ იპოვა, რამდენიმე წამი დაიცადა, ყველაფერი მოათვალიერა, შემდეგ კი სწრაფად დაბრუნდა კაბინეტში და კარები მთელი ძალით მოაჯახუნა.
გულამოვარდნილმა ძლივს მოვედი აზრზე და იქაურობას გავეცალე.
ვერ ვხვდები რა ხდება, რაზე ლაპარაკობდნენ? ან რა უნდა მოხდეს? ხო, გამახსენდა, რა თქმა უნდა, ჩვენზე არ უნდა გაიგონ, თორემ ყველაფერს დაკარგავს, ყველაფრის დაკარგვით კი დანიელი გაგიჟდება! როგორ ვერ მივხვდი, აქამდე როგორ ვერ გავიაზრე, მთელი დღეა ვფიქრობ რაზე ლაპარაკობდნენ და მისი რეპუტაცია არც კი მომაგონდა. მაგრამ, საიდან უნდა გაიგონ? ვინ იტყვის? ჩვენს გარდა აშკარად არავინ არ იცის, ვერც ვერავინ გაიგებდა, არ მესმის რამ გააღიზიანა ასე?!
ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა, გაბრაზებულმა გამოვგლიჯე სამარშუტო ტაქსის კარები და გაღიზიანებულმა დავიკავე ადგილი.
მთელი გზა ვცდილობდი, რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუკავშირებდი ერთმანეთს.

***

ერთი კვირა ისე გავიდა მხოლოდ შორიდან თუ ვნახავდი, არც კი ვიცი როგორ ვახერხებდი მისგან გაქცევას მაგრამ ძალიან კი მიჭირდა, სახლში მისულს მარწუხებივით მიჭერდა ყელში მონატრება და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, ვგიჟდებოდი, ჭკუა მეკეტებოდა ისე მინდოდა მასთან მისვლა და მთელი ძალით მოხვევა, აზრი არ ჰქონდა არაფერს და ეს მაგიჟებდა..
ერთ დილასაც, უნივერსიტეტიდან გამოსულზე ტელეფონმა დამირეკა..
აი მაშინ შევცბი…
გიგლას ნომერი რომ დავინახე მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად..
- შენ? - ძლივს ამოვიხავლე.
- სად დაეთრევი? დროზე მოდი შენს ბინაში ვარ! - დამიღრიალა და ტელეფონი გათიშა.
უსიამოვნოდ გამცრა ტანში.
სრაფად გავაჩერე ტაქსი და მისამართი ვუკარნახე, გული საგულედან ამომივარდა სანამ მივიდოდი, იმხელა ძალით ფეთქავდა რომ ასე მეგონა მთელ ქალაქში ისმოდა მისი ხმა, ვცდილობდი როგორმე დავმშვიდებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი ბინას, მით უფრო მიტევდა პანიკა. ვერ ვხვდებოდი მისი ვიზიტი რას ნიშნავდა, ტონზეც ეტყობოდა რომ ძალიან გაბრაზებული იყო, მახსოვს სულ ვერიდებოდი მის გაბრაზებას, ან მცემდა, ან ისე მსჯიდა რომ ვეღარაფერს ვაკეთებდი ცუდს. ამჯერადაც, კანკალით ავირბინე კიბეები, გავშრი ბინის კარი ღია რომ დამხვდა და მისაღებში მჯდომი დანიელის გაფითრებული სახე რომ დავინახე ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ საყრდენი და მთელი ძალით ჩავებღაუჭე იქვე მდგომ ტახტს, რომ არ წავქცეულიყავი.



***

- რა ხდება? - ფეხებში ძალა საერთოდ წართმეული მქონდა, მაგრამ გიგლამ მალევე წამავლო მკლავში ხელი და უხეშად მიმახეთქა კედელს.
- რა ხდება? იქნებ ეს მე უნდა გკითხოთ?
- გიგლა, რა ხდება?
- კიდევ მიბედავ და მეკითხები მას მერე, რაც ამ კაცთან იწექი?!
- რას ამბობ გიგლა, რას ნიშნავს ვიწექი, საიდან მოიტანე?
- თქვენი ფოტოები მივიღე მეილით, აი - სახეში შემომაყარა და დაბნეულმა დავაცქერდი იატაკზე გაფანტულ სურათებს.
ყველაფერი ზუსტად იყო გადმოცემული.
ხელშიაყვანილი რომ შემიყვანა სახლში, როგორ შემიყვანა საძინებელში, როგორ დამაწვინა, როგორ მაკოცა, მეფერებოდა, დამყურებდა, იღიმოდა, მერე დილის ფოტოები იყო, როგორ ვიწექით ჩახუტებულები, ის წელზემოთ შიშველი, მე მის მაისურში, მის გულმკერდზე მეძინა.
მას მერეც იყო ფოტოები, როგორ ვკოცნიდით ერთმანეთს, ისიც კი როგორ მეფერებოდა მხარზე.
დაბნეულმა შევხედე ერთიანად გაფითრებულ დანიელს.
ეს საიდან?!
- ამიხსნით ეს რა არის? ამიხსნით? - დაიგრგვინა “მამაჩემმა” და თმაში მწვდა - თქვი ასე გაგზარდე? ამისთვის შემოგალიე ეს წლები რომ შენ ასე, ასე ბო*ივით მოქცეულიყავი? - სიმწრის ცრემლები წამსკდა, დანიელი ფეხზე წამოხტა და ხელში ჩააფრინდა გიგლას.
- რას აკეთებთ, ხელი გაუშვით ახლავე! - დაიღრიალა და ხელი გააწევინა, მაგრამ გიგლამ ხელი აუკრა, წაბარბაცდა და უკან დაიხია. მე კი გამიშვა ხელი, მაგრამ სანამ დანიელი რეაგირებას მოახდენდა, ვიგრძენი როგორ ამეწვა მარცხენა ლოყა და როგორ გაშეშდა მარჯვენა ლოყისკენ მოქნეული ხელი. - გაჩერდით მეთქი! - ხელი გადაუგრიხა და იქვე დივანზე დაახეთქა. - არ გესმით რომ გელაპარაკებით? - თვალებდაწითლებული ღრიალებდა და ხელს უფრო და უფრო ძლიერ უჭერდა.
- დანიელ გაუშვი, მოტეხავ ასე - შევევედრე გამწარებულმა.
- მოვტეხავ მერე! ღირსია, როგორ დაგარტყა? - უფრო ჩაუწითლდა თვალები.
- არ დავიხევ უკან, ცოლად უნდა მოიყვანო ეს ბო*ი, ახლავე, მთელმა სოფელმა იცის როგორ შემარცხვინა, როგორც გინდა ისე გამოასწორეთ ეს ნაბიჯი, გესმით? თორემ გპირდები დანიელ, მთელი შენი სამსახური გაიგებს ამის შესახებ და შენი რეპუტაცია წამში დაიმსხვრევა.
დავინახე როგორ უღონოდ ჩამოუცურდა ხელები დანიელს და თვალები ცრემლებით აევსო.
ჩიხში მოექცა, იცოდა რომ აქედან გამოსავალი არ იყო.
- გიგლა ეს სისულელეა, გაიგებენ რომ ჩემზე დაქორწინდა და ისედაც შეელახება სტატუსი, რას ამბობ, რა აზრი აქვს!
- არა, არ შეელახება, შენი ლექტორი არ ყოფილა, თავისუფლები ხართ, მაგრამ თუ გაიგებენ იმას როგორ წამოგიყვანა მაგ წვეულებიდან თუ რაც იყო, როგორ იყავი მასთან, ეს სახელს გაუტეხს იმით რომ მასზე პატარა გოგოებს იყენებს!
- გიგლა, არ გააკეთო ეს, მე არ მინდა მისი ცოლობა გესმის? - დავიღრიალე და მკლავში ვეცი - გთხოვ გიგლა, არ გინდა, გთხოვ!
- არა, უნდა მოგიყვანოს ცოლად, ასე აღვიდგენ ჩემს შერცხვენილ სახელს! გესმის?
- რომც დათანხმდეს მე არ გავყვები!
- ხოდა, განწირულია შენი დანიელი! - დაიღრიალა და ფეხზე წამოხტა - ხვალ პასუხს გვეტყვი, შენს ხელშია შენი მომავალი ცხოვრება! - უხეშად კრა ხელი და კარებში გააგდო, შემდეგ კი მთელი ძალით მიუჯახუნა კარები.

***

ეგრევე კიბეებზე ავრბივარ, ნაბიჯებით ვგრძნობ რომ მომყვება, მაგრამ კარებში ვასწრებ და მთელი ძალით ვაჯახუნებ კარებს, შემდეგ საგულდაგულოდ ვკეტავ და იქვე იატაკზე ვჯდები.
ვგრძნობ როგორ მითრთის გამწარებისგან თითოეული ნერვი, სახეზე ვწითლდები და გული გამალებით მიცემს.
ყველაფერს ვუნგრევ, იძულებულია ჩემთან იყოს, რა გავაკეთო?!
სახეს ხელებში ვრგავ და ადგილზე ვქანაობ, არც კი ვიცი როგორ შეიძლება რომ მოვიქცე.
მეორე საღამომდე ოთახიდან არ გავდივარ, ასე პროტესტს ვაცხადებ თუ რეალობას გავურბივარ არ ვიცი, მაგრამ საშინლად ვგრძნობ თავს, გიგლა რამდენჯერმე მიკაკუნებს კარებზე, ცდილობს როგორმე საჭმელი მაჭამოს, მაგრამ ამაოდ, ახლა ლუკმაც არ გადამივა პირში.
გადაღლილი, დაწითლებული თვალებით ვზივარ იატაკზე და ერთ ადგილზე ვქანაობ დანერვოზებულივით, ზუსტად ვიცი რომ სწორად არ იქცევა ეს არაადამიანი, ვიცი რომ მთლიანად ანადგურებს დანიელს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, მას უნდა რომ მომიშოროს, ზედმეტი ტვირთი, მე კი უსუსური, ყველაზე სუსტი არსება ვარ ამ დედამიწაზე და მეცოდება ჩემი თავი, ჩემი სხეული ისევ სიბნელეს ეჯახება და მთლიანად იკარგება მასში, ახლა მხოლოდ ცაზე გამეფებულ მთვარეს და ვარსკვლავებს ვხედავ, მე სიბნელეში ვზივარ, უმოძრაოდ, ხელებგადაჯვარედინებული და ველოდები დანიელის მოსვლას, აგვიანებს, ალბათ ყოყმანობს.
- დეა, დანიელი მოვიდა! - კმაყოფილი ხმით ჩურჩულებს ძვირფასი “მამიკო” კარებთან და მძიმე ნაბიჯებით ჩადის ქვემოთ.

7 თავი.


ვერც კი ვხვდები საიდან ვპოულობ ძალას რომ ავდგე, საკეტს მძიმედ ვატრიალებ და კარებს ვაღებ, განადგურებული ჩავდივარ კიბეებზე, დახრილი თვალები გამუდმებით გამირბიან მისკენ მაგრამ შეხედვასაც ვერ ვბედავ.
- ცოლად მოვიყვან! - მისი ხმა მეხის გავარდნას ჰგავს, ადგილზე ვხტები და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მომდის, იმის მაგივრად რომ გამიხარდეს ერთიანად ვიფიტები და ძალაგამოცლილი ვეცემი იატაკზე. რამდენიმე წამი თვალგახელილი ვუყურებ მის შეშინებულ თვალებს, ვგრძნობ როგორ მიდუნდება ნელნელა სხეული, ასე ძალაგამოცლილი, განადგურებული ვგდივარ ქვემოთ და ვერაფერს ვაკეთებ. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს ასე უსუსურად, დაუცველად და დამცირებულად. მე გამყიდეს, გამყიდა ადამიანმა, რომელიც დედაჩემის თვალწინ გიჟდებოდა ჩემზე, ვისაც საკუთარ შვილად მივაჩნდი.
მერე ვითიშები, ერთიანად მიცავს სიშავე და მასში ვიკარგები.
- გაიწიეთ, ჰაერი სჭირდება - სუსტად აღწევს ჩემამდე ხმა, თავი მისკდება ისე მტკივა და პირი გამომშრალი მაქვს.
- გაიწიეთო არ გესმით? - ღრიალზე გადადის ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა.
- კარგად არის ექიმო?
- რა დაემართა? - ეს უკვე დიკო და ანჩოა, მინდა რომ პასუხი გავცე მაგრამ არ გამომდის, თვალები დამძიმებული მაქვს და სხეული არ მემორჩილება.
- კარგად არის, დიდი სტრესის ბრალია, დამამშვიდებელს გავუკეთებ და ხვალ დილით წამოფრინდება - მხიარულად ისმის ექიმის ხმა.
- მისმინეთ, აქედან უნდა წავიყვანო, გადაყვანა ხომ შეიძლება?
- რა თქმა უნდა - “სად მივყავარ?!”
- კარგით, დიკო, ანჩო შეგიძლიათ ბარგი ჩაულაგოთ? - ამის მერე არაფერი მესმის, მჩხვლეტავ ტკივილს ვგრძნობ ხელზე და ისედაც დამძიმებული თვალები უარესად მიმძიმდება, გაძალიანებას აზრი არ აქვს ამიტომ მშვიდად ვეშვები სიზმრების სამყაროში.

***

ჩემთვის უკვე ნაცნობ ოთახში მეღვიძება, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს უზარმაზარმა მანქანამ გადამიარა რამდენიმეჯერ, ძლივს ძლივობით ვითრევ ტანს და სააბაზანოში შევდივარ.
სარკეში როგორც კი ვიხედები შიშისგან ვხტები და ისტერიული კივილი მიტყდება.
- რა ხდება რა? - გაგიჟებული შემორბის დანიელი და ჩემს დანახვაზე ვხედავ როგორ იკავებს სიცილს.
- რა რა ხდება ეს მე ვარ? რატომ მაქვს თმები ასე გაფუებული? ან ტუჩები გასიებული?
- ცუდად იყავი და… - ტუჩებზე ხელ აფარებული დანიელის სიტყვებს ძლივს ვარჩევ.
- ცუდად ვიყავი თუ ხორცის საკეპ მანქანაში მომაყოლეს, ეს რა უბედურებაა?!
- რა გინდა მშვენივრად გამოიყურები - ტუჩებს ძლივს უყრის თავს.
- მშვენივრად გამოვიყურები არა? - დოინჯს ვირტყამ და წარბაწევით ვაკვირდები - გინდა უცებ დამემსგავსო? თუ გამასწრებ აქედან?
- მეეჭვება დამეწიო, მაგრამ გამწარებული ქალი ცოტა საშიში თემაა - დამცინის! არა დამცინის, დგას და იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა კიდევ დამცინის.
- რას ვიზამთ, ყველას კი არ ეტენება საკუთარი სტუდენტი - ირონიულად ვეუბნები - კიდევ კარგი ყველა შენნაირი გარყვნილი არ არის! - სახე ეცვლება, მის ნერვებზე ვუკრავ, იქნებ როგორმე გადაიფიქროს ეს ფარსი.
- კაი დამშვიდდი რა გემართება - მხიარულება ეპარება ტონში დანიელს - მიდი წყალი გადაივლე და გაგივლის! - თვალს მიკრავს, აბურდულ თმებს უფრო მიჩეჩავს და სააბაზანოდან გადის.
გაოცებული ვუყურებ, მე რა ვუთხარი და თვითონ რა მიპასუხა? ასე აპირებს ეს გაგრძელებას? არაფერს შეიმჩნევს?!
ქვემოთ ჩასულზე საჭმელი გამზადებული მხვდება, წარბებს გაკვირვების ნიშნად მაღლა ვწევ და უცნაური მზერით ვუყურებ.
- არ მოგწამლავ ნუ გეშინია - იცინის და თეფშზე თავის წილს იღებს.
- იმედია - ჩემთვის ვბურტყუნებ და იქვე სკამზე ვჯდები.
- ისე, შენი ტუჩები ასე დასიებული უფრო მადის აღმძვრელია - ისე მეუბნება რომ წარბიც არ უტოკდება, მე კიდევ წყალი მცდება და ძლივს ვითქვამ სულს.
- ისე ხო რას ამბობ, არ გიჟდებოდი - ჩუმად ვბურტყუნებ გამოფხიზლებული და ერთ ლუკმას ძლივს ძლივობით ვყლაპავ.
- ისე ხო, უბრალოდ ასე უფრო მიმზიდველია მეთქი, ეგ გითხარი ზუსტად! - ნიშნისმოგებით მიყურებს და გემრიელად შეექცევა საუზმეს.
- შენთვის დავიბერავ ახლა ყოველდღე მაგ ჭკუაზე ვარ! - თვალებს ვატრიალებ გაგულისებული.
- მე დაგიბერავ, ჯერ დაგიკბენ და მერე კოცნით მოგირჩენ! - უტიფრად მეუბნება და ფეხზე დგება - საღამომდე ცოლუკა! - ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და ასე აჭარხლებულს მტოვებს სამზარეულოში.

***

- რას აპირებ ახლა? - გოგოები მისაღებში იჯდნენ ტახტზე და ჩემს ნერვიულად მიმოსვლას არ იმჩნევდნენ.
- რა უნდა ვქნა? ალბათ ვიქნებით ცოტახანი ცოლ-ქმარნი და შემდეგ დავშორდებით, ასე 6 თვეში.
- არამგონია, დანიელმა ეგრე გაგიშვას - გადაჭრით ამბობს დიკო და ყავას წვდება.
- რას ნიშნავს არ გამიშვას? როგორ არ უნდა გამიშვას?
- მემგონი შენს მიმართ გრძნობები აქვს!
- შანსი არ არის! - უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ, არ მინდა ამაზე ვიფიქრო, საერთოდ თავს იმედი მივცე, მაშინ როდესაც ვიცი მის ცხოვრებაში საყვარელი ქალის არსებობის შესახებ.
- არის, თანაც როგორ არის! - ღიმილით მიქნევს თავს ანჩო.
- ღადაობთ ხო? - ნერვები მეშლება და ორივეს გაბრაზებული ვუყურებ - მე აქ ნერვიულობით ცუდად ვარ და თქვენ რა გრძნობებზე მელაპარაკებით? - არა, უეჭველი უნდათ რომ ჭკუიდან შემშალონ, გაგულისებული მიმოვდივარ ოთახში.
- დეა რატომ არ გინდა რომ სიმართლეს თვალებში ჩახედო?
- რა სიმართლე კარგი რა დიკო გეყოფა გთხოვ! - თავი გადავაქნიე და სწორედ იმ წამს შემოვიდა დანიელი ოთახში.
- გოგოებო როგორ გიკითხოთ? - ფართოდ გაიღიმა და ორივე გადაკოცნა.
- კარგად, თქვენ როგორ ხართ? - დაიმორცხვეს ჩემებმა.
- თქვენ არა რა, სამსახურშიც მეყოფა ოფიციალური მიმართვა, შენობით იყოს როდესაც უნივერსიტეტის გარეთ ვიქნებით! - მომნუსხველად გაიღიმა და ეგრევე მე გამომხედა, დაახლოებით ჩემი თავი წარმოვიდგინე და მივხვდი რომ პირღია მივჩერებოდი.
- დეა, ყავას გამიკეთებ?
- ჰო - ძლივს დავიჩურჩულე.
- რომ დაბრუნდება ქორწილზე ვისაუბრებთ აუცილებლად - გაიცინა და იქვე სავარძელში ჩაჯდა.

***

უკანა ოთახში ფინჯნებით ხელში ვბრუნდები, დანიელი ღიმილით ესაუბრება გოგოებს და ისინიც კისკისებენ.
იქვე მაგიდაზე ვდებ ყავას და მის გვერდით ვიკავებ ადგილს, ისიც უმალ მხვევს ხელს და უფრო ახლოს მიხუტებს, ვერ ვხვდები რა სჭირს. ჩემს გოგოებთან ხომ არ სჭირდება ეს უაზრო მსახიობობა.
- დანიელ, როდის გეგმავთ ქორწილს? - ინტერესით ეკითხება ანკა.
- რაც მალე მით უკეთესი
- ხო ოღონდ ისე რომ უნივერსიტეტში არ გაიგონ! - უხერხული ღიმილით ვაყოლებ, დანიელი გაოცებული მავლებს თვალს და არაფერს მპასუხობს. - ძალიან ცოტანი ვიქნებით, დანიელის ახლო მეგობრები, თქვენ და ვსიო.
- მთავარია ჩვენ გავერთოთ! - სიტუაციას მუხტავს დიკო და ფეხზე დგება - ჩვენ წავალთ ხო? გვიანია უკვე
- მძღოლს ვეტყვი და გაგიყვანთ
- რა საჭიროა? - უარობს ანჩო - მანქანით ვართ! მადლობა დანიელ
- მე.. გავაცილებ
- მიდი - ღიმილით მაყოლებს თვალს, დაბნეული მივყვები გოგოებს უკან, ვერაფრით ვერ ამიხსნია რა დაემართა, რატომ არის ასეთ კარგ ხასიათზე ან საერთოდ რატომ მექცევა ასე თბილად? ძალით მოუწია ჩემი ცოლად მოყვანა, ახლა კი..

***

- მოგრჩენია ტუჩები - ირონიულად მიღიმის და ინტერესით მაკვირდება, ისედაც გრძელ კაბას უფრო ქვემოთ ვიქაჩავ და დარცხვენილი ვხრი თავს. - დავიძინოთ! - ღრმად ოხრავს და კიბეებისკენ მიიწევს, თავდახრილი მივყვები უკან.
- ხვალ ჩემი ბიჭები მოვლენ და გაგაცნობ კარგი? - მიღიმის
- ხო, დანიელ მისმინე, არ მინდა ასე ვიყოთ, მთელი დღეა გაკვირდები და.. გთხოვ ისე მოიქეცი, როგორც ვიმსახურებ! - ცრემლიან თვალებს ვანათებ და მკლავზე ვებღაუჭები. - გთხოვ დანიელ, შენი ეს სიჩუმე და ლაღი სიცილი უფრო მანადგურებს, ვიცი შენი უბედურების დასაწყისი ვარ..
- ჩუუ! - ტუჩებზე მაფარებს ხელს და თვალებში მიყურებს დაჟინებით - შენ არ ხარ დამნაშავე არაფერში, ეს მე არ შეგეშვი, მე არ დაგანებე თავი, როდესაც საჭირო იყო, უარესად აგირიე და გაგირთულე ცხოვრება! მე თვითონ, ჩემს დანაშაულზე ვაგებ პასუხს და ვერ გადავიტან შენ რომ ასეთ მდგომარეობაში იყო, თავს ნუ იდანაშაულებ დეა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და გპირდები ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის! - შუბლზე მკოცნის და თავის ოთახში შედის, კიდევ კარგი ცალცალკე მაინც გვაქვს ოთახები, თორემ აუცილებლად წამოვიდოდა ერთ დღეს გული.
ოთახში შევდივარ, საწოლზე მოწყვეტით ვეცემი და ვცდილობ რომ დავიძინო. ტვინი გათიშული მაქვს, არ მინდა იმაზე ვიფიქრო რაც ვიცი რომ ბოლოს მომიღებს, ჭკუიდან გადამიყვანს და საერთოდ არაადეკვატური გავხდები.
იმედი მაქვს მისი ძმაკაცები საშინლად არ მიმიღებენ და არ ამითვალისწუნებენ, მინდა ამ მხრივ მაინც ვიყო მშვიდად, შეიძლება კატო მოსწონთ, მაგრამ.. არა კატო თუ მოსწონთ მე რატომღა დამიჭერენ მხარს?
რა მხარი უნდა დამიჭირონ ვერ ვხვდები, რას ვბოდავ საერთოდ, უბრალოდ არ მინდა მაგრძნობინონ რომ ზედმეტი ვარ, ზედმეტი ტვირთი დანიელისთვის, რომელსაც ძალით მოუწია ჩემი ცოლად მოყვანა.
მეზიზღება ეს გრძნობა, როდესაც ვიცი ზედმეტი ვარ, არ არის ჩემი ადგილი და მაინც ვეკვეხები უაზროდ, დანიელი ჩემზე კარგად ხვდება ამ სიტუაციას, ვითომ არაფერს არ იმჩნევს და მხიარულ ტონს ინარჩუნებს, ჩემი თავმოყვარეობა რომ არ შელახოს და თავი დამცირებულად არ მაგრძნობინოს. მაგრამ ამას ჯობია ილაპარაკოს, თქვას რა აწუხებს, მითხრას რომ ზედმეტი ვარ, ასე მგონია ჩემს ირგვლივ ყველაფერი ხელოვნურია, არასწორია და თითოეულ ნაბიჯზე ვუშვებ შეცდომას.
ფიქრებში გართული მეძინება, დილით საშინელი ხმა მაღვიძებს, ასე მგონია მეტეორი ჩამოვარდა. ფეხზე ვხტები, სწრაფად ვიწესრიგებ თავს, სახლის ტანსაცმელს ვირგებ და კიბეებზე ჩავრბივარ.
სანახაობით გაოცებული, რამდენიმე წუთი ვახამხამებ თვალებს, მეჩვენება თუ დანიელი ვიღაც ბიჭს მიზდევს? თან სიცილით?!
- ამხელა ლექტორი კაცი ხარ, თავი დამანებე თუ ძმა ხარ მიხედე იმ შენს სტუდენტს! - ღრიალებს და თან გარბის ბიჭი, მეორე კი დგას და ვიდეოს უღებს ორივეს.
- მერამდენეჯერ გაგაფრთხილე, წესიერად ილაპარაკე მეთქი? - დანიელი იცინის და ცდილობს როგორმე დაიჭიროს.
- კაი გეყოფათ, არ გააღვიძოთ ის ბავშვი რამ გადაგრიათ ტოო! - კიბესთან მდგომი კამერას თიშავს და თან წინ მორბენალს აჩერებს.
- ხო გვეყოფა მართლა, რას იფიქრებს, ამხელა პროფესორი კაცია მაინც! - უფრო აღიზიანებს ქერა და ის ისაა დანიელი თავიდან უნდა გაეკიდოს რომ მამჩნევს და ადგილზე შეშდება.
არ ვიცი გავიცინო თუ რა გავაკეთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ მთელი სახე მიცინის ისედაც, ისე გამამხიარულა ამ გიჟების ნახვამ რომ სულ დამავიწყდა ჩემი ნერვიულობა.
- აიე ოუ იუუ - უცნაურ ბგერებს გამოსცემს ქერა და წაბლისფერთმიანს კრავს ხელს - მე სტუდენტი მეგონა ამას კიდე რა გოგო ჰყოლია! - იღიმის და კიბისკენ მოიწევს - გთხოვთ, მადმუაზელ, ჩამობრძანდეთ და გაგვეცნოთ! ვინ ხართ ასეთი არაამქვეყნიური ქმნილება რომ მონუსხეთ თვით დანიელ კლდე!
- ალექსს! - კბილებს შორის ცრის დანიელი და ჩვენკენ მოიწევს - ნუ მიაქცევ ყურადღებას, ვერ არის თავის მატორზე - ღიმილით მეუბნება და წელზე ხელს მხვევს.
იქვე ტახტზე მსვამს და თან წაბლისფერთმიანზე მიმითითებს, ეს გიორგია, ეს გიჟი კიდევ ალექსი.
- სასიამოვნოა, დეა - ღიმილით ვეუბნები ორივეს და ისინიც ღიმილით მაჯილდოვებენ, ასე მგონია უზარმაზარი ლოდი მეხსნება მხრებიდან. გიორგი ნელნელა უჩოჩდება დანიელს და ღიმილით ეუბნება.
- ბიჭო რამე ჩაუყარე და გააბრუე თუ შენ რატომ მოგყვება? - ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს ძლივს ვარჩევ, მაგრამ როგორც კი ვიაზრებ ჩუმი სიცილი მიტყდება, მართლა არანორმალურები არიან.
- გიორგი! - თვალები უელავს დანიელს და მე მიყურებს.
- მე სერიოზული მეგონეთ ბატონო დანიელ - გაგულისებული ვეუბნები და ბიჭებს ვაკვირდები, რომლებიც შეკავებული სიცილისგან წითლდებიან - თქვენ კიდევ აქ რა დღეში ყოფილხართ!
- ბატონო დანიელ? მიჩაგრავ ბიჭო რძალს? - თავში მსუბუქად ურტყამს ალექსი და ჩემკენ ჯდება - შენ ეს არაადამიანი ნუ შეგაშინებს თავისი სიტყვებით, ადვილია მისი მოთვინიერება, მე ვიცი რა უყვარს და თუ.. - სიტყვის დამთავრებას ვერ ასწრებს დანიელი რომ ადგება თავზე.
- ბატონო დანიელ, ცუდად არ გახდეთ ამდენი ბრაზისგან - ბიჭებისგან გამხნევებული უფრო თამამად ვეუბნები და ამჯერად ჩემზე გადმოაქვს მზერა - გახსოვთ ლეოსთან ერთად ლიფტში, კინაღამ რომ დაიხრჩვით!
- რომ არ მიგიხრჩვე ეგ შენი ლევანი მადლობა მითხარი! - წარბშეუხრელად მეუბნება, მაგრამ როგორც ჩანს გაუარა ბრაზმა და კარგ ხასიათზეა.
- ლეო ვინარის?
- ლევანი! - უსწორებს დანიელი და სიცილს ძლივს ვიკავებ.
- ლეო ჩვენი სკოლის მაჩოა, რომელზეც ყველა გიჟდება!
- და ის შენზე გიჟდება არა? მერე, ამას რომ მიყვები, ამ ლოდს, გეფიქრა მაგ ბიჭზე, იქნებ და..
- გიორგიი! - ღრიალებს უკვე დანიელი და ახლა მართლა საშინლად გაბრაზებულია, დაბნეული ვუყურებ ორივეს.
- მომიტევეთ, ბრძანებელო, შევცოდე! - მსახიობურად იცხადებს გიორგი და მის ფეხებთან ჯდება - მაპატიებთ? - ლექსო ჩუმად იცინის, მე ვცდილობ როგორმე მოწოლილი სიცილი უკუვაგდო, არ მინდა უარესად გავაბრაზო “მბრძანებელი”.
- ნუ მაიმუნობთ, ნუ გადარიეთ ეს გოგო!
- კიდევ კარგი ჩვენ გვგავხარ თორემ ამისთანა ხე რომ ყოფილიყავი, ნამდვილად ვერ აგიტანდით!
- როგორი პირდაპირები ხართ - მეცინება და ფეხზე ვდგები - აბა ვის რა უნდა სასწრაფოდ მითხარით!
- ჩვენ ყველაფერს შევჭამთ, რასაც შემოგვთავაზებთ - ღიმილით იჩეჩავს ორივე მხარს და სწრაფად გავდივარ სამზარეულოში.
მთელი საღამო მხიარულობაში გადის, მხოლოდ დანიელია ცუდ ხასიათზე, გიორგის უბღვერს მაგრამ ვერ ვხვდები რა სჭირს, გვიან ვკითხავ აუცილებლად.
ბიჭებს სიცილით ვაცილებ და მაგიდას ვალაგებ, ძალიან მეძინება.
ის ისაა ბოლო ჭურჭელს ვრეცხავ და უკან ვბრუნდები ხელების მშრალებით, კარებზე მიყუდებულ დანიელს რომ ვხედავ და მსუბუქად ვკივი.
- რატომ მაშინებთ ყოველ ჯერზე არ მესმის! - გაბრაზებული ვლუღლუღებ და აფორიაქებული გულის დამშვიდებას ვცდილობ.
- რავიცი, რატომ გეშინია? - იცინის, მაგრამ მალევე უსერიოზულდება ხმა. - დეა!
- გისმენთ? - დაბნეული ვუყურებ ჩემკენ მომავალს.
- რაღაც მინდა გკითხო
- მერე მაქედან მკითხეთ, ისმის ხმა - უკან მივიწევ დამფრთხალი.
- კარგად რომ ვერ გაიგო?
- შესანიშნავად მესმის, მართლა, იქედან მითხარით - უკვე მუდარაზე გადავდივარ და როგორც კი მის სურნელს ვგრძნობ ეგრევე ვბრუვდები, ჩემთან ახლოს მოდის და ჩემს სახეს ხელებში იქცევს.
- დეა, ლეოს მიმართ რაიმე გრძნობა გაქვს? - სევდიანი თვალებით მეკითხება და რამდენჯერმე ვახამხამებ თვალს.
- რა?
- მაინტერესებს, გქონდა რაიმე გრძნობა?
- ეს რა შუაშია?
- ხომ შეგიძლია რომ მიპასუხო - ხელებს მიშვებს და ზურგით დგება - უბრალოდ გამეცი პასუხი! - მკაცრი და შეუვალი აქვს ხმა.
- არა რა თქმა უნდა, არანაირი გრძნობა არ მქონია, არც მინდოდა მასთან ურთიერთობა! - მტკიცედ ვეუბნები.
- კარგი - ტონშეცვლილი მიდის კარებისკენ, ისე რომ არც ბრუნდება - ძილინებისა! - მის ხმაში სიხარულის ნოტებს ვგრძნობ და გაოცებული მივყვები უკან, ჯიუტად არ მიყურებს, ვერ ვხვდები რა ემართება! რა გაუხარდა?!

8 თავი.


***

1 კვირა გადის ისე რომ ერთმანეთს მინიმალურად ვეკონტაქტებით, რამდენჯერმე ვცადე რომ ჩვენს ურთიერთობაზე გადამეკრა და როგორმე გამეღიზიანებინა, იქნებ ეს ყველაფერი დაემთავრებინა, უარი ეთქვა ჩემს მოყვანაზე, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ სასწორზე მისი რეპუტაცია იდგა, რომელშიც მთელ სულ და გულს დებდა, ამიტომ ქორწილზე თუ არ იტყოდა უარს, რაიმე ისეთი მაინც ეთქვა, ასე ახლოს ყოფნისას რომ არ გავგიჟებულიყავი მასზე უარესად, მაგრამ არა, პირიქით, რაც მეტს ვეუბნებოდი მით უფრო მეტს მიცინოდა, მერე წამეთამაშებოდა და საძინებელში ადიოდა. მე კიდევ გაოცებული შევყურებდი იმ ადგილს სადაც იდგა, ვერაფრით ვერ ვხსნიდი მის დამოკიდებულებას, ნუთუ საერთოდ არ აწუხებდა ის ფაქტი რომ მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი?! ან კატო სად დაიკარგა?! რატომ არ ამბობდა არაფერს.
ხვალ ჩვენი ქორწილია, ყველაფერს თვითონ აგვარებს, არ ვერევი, წესით გოგოსთვის ყველაზე ბედნიერი დღე ახლა ყველაზე უემოციო და მშრალია, არც ველოდები, არც ვღელავ, კაბაც კი არ მაქვს შერჩეული.
- რას შვები დეა? - ანჩოს მხიარული ხმა ჩამესმის და მეც მეღიმება.
- არაფერს, რავიცი, ოთახში ავდივარ
- კაბა შეარჩიე?
- კი..
- უჩვენოდ ხო? მაგაზე ცალკე მოგთხოვ პასუხს დამაცადე! - მემუქრება - ხვალ შენთან ვართ, დილიდან!
- კარგი, კარგი გელოდებით - ნერვიულად ვიცინი და საძინებლის კარებსაც ვაღებ.
ფრთხილად შევდივარ და საწოლზე დადებული ყუთი თვალს მწყვეტს, გაოცებული ვუყურებ და ნელნელა ვუახლოვდები, ვინმემ რომ დამინახოს ეგონება რომ ბომბს ვუახლოვდები, ფრთხილად და დაკვირვებით. ჩემთავზე მეცინება და სწრაფად ვხსნი ყუთს თავს. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამდის, ულამაზესი და თვალისმომჭრელი თეთრი კაბა დევს, ჩემდა გასაკვირად მოკლე, ქვემოთ ოდნავ გაშლილი და ზურგზე ამოღებული.
მეღიმება და სარკესთან ვდგები, “გარედან” ვიზომავ და უფრო მიფართოვდება ღიმილი, მომწონს თან როგორ.

***

გოგოები დილიდან თავზე დამტრიალებენ, ერთი მაკიაჟს მიკეთებს, მეორე თმებს, უკვე თავბრუ მეხვევა, წესით უნდა ვნერვიულობდე, მაგრამ არა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ვიცი რომ ეს ყველაფერი იძულებითია და ეს მაგიჟებს, ალბათ სიამოვნებით ავდგებოდი და გამოვიქცეოდი ჯვრისწერიდან, არ შემიძლია, ვიცი ძვირფასი “მამიკო” ყველაფერს გააკეთებს რომ დანიელი გაამწაროს.
- ვსიო, მზად ხარ! - აღტაცებული ყვირის ანჩო და სარკისკენ მატრიალებს, იქედან ლამაზად გამოწყობილი გოგო მიმზერს, თმები მაღლა მაქვს აწეული და წინ პატარა ლამაზი თეთრი გვირგვინი მაქვს დაბნეული. მეღიმება, მაგრამ ჩემი თვალები არ იცინის, ჩამქრალი თვალები საშინლად მაბუქებს და მასევდიანებს, გოგოებს აღტაცებული ღიმილიდან სევდიან ღიმილში გადასდით გამომეტყველება და აქეთ-იქედან მეხუტებიან.
- არ იტირო მაკიაჟი გაგიფუჭდება - ცრემლიანი თვალებით მეუბნება დიკო და სამივეს გვეცინება.
- აი ნახავ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება დეა! - თავზე მკოცნის ანჩო და კარებისკენ მივდივართ.



***

ვცდილობ როგორღაც ცრემლებისგან თავი შევიკავო, არ მინდა საერთოდ გავაქრო ამ დღის ხალისი, ის რაც ოდნავ მაინც გვაქვს. ფრთხილად ჩავდივარ კიბეებზე, ჯერ ალექსის და გიორგის მომღიმარ სახეებს ვაწყდები, შემდეგ კი დანიელის გაოცებულ სახეს. თვალები ისე ლამაზად უბრწყინავს, წამით მეც კი მეპარება ეჭვი ეს ყველაფერი რომ მისთვის უბედურებას წარმოადგენდეს. ხელს მიწვდის და მეც მის ძლიერ თითებს მთელი ძალით ვეჭიდები, მშვიდად ვჯდებით მანქანაში, ყოველგვარი ოვაციების გარეშე.
მშვიდად ვიწერთ ჯვარს, ვაწერთ ხელს და რესტორნისკენ მივდივართ, რესტორანი დახურულია, მხოლოდ 8 კაცი ვზივართ და ერთმანეთს უხმოდ ვუყურებთ.
- შეიძლება ორი წუთით გავიდეთ? - ალექსი და გიორგი ფეხზე დგებიან და ერთ-ერთი მიმართავს დანიელს, ისიც უხმოდ უქნევს თავს და უკან მიყვება ორივეს.
მეც ვდგები, ახლა საჭირო ოთახში რომ არ გავიდე, მართლა ცუდად გავხდები, გოგოებს ვანიშნებ გავდივარ მეთქი და ისინიც სევდიანი ღიმილით მიყურებენ.
ქალების ოთახისკენ მივიწევ, უეცრად დანიელის ხმა რომ მესმის.
- არაფერს არ ვაპირებ, რატომ არ გესმით? აზრი არ აქვს ახლა ამ ყველაფრის ლაპარაკს!
- აქვს, თან როგორ არ აქვს, გეყოფა დანიელ - საუბარში ერთვება ალექსი - გეყოფა, დროა უკვე ეს უაზრო სპექტაკლი დაამთავრო და ნორმალური ცხოვრება დაიწყო!
- ეგ შეუძლებელია და შენც კარგად იცი, ვერ გადავურჩებით იმას რაც უნდა მოხდეს..
- მერე უთხარი, გააგებინე, აგრძნობინე, რამე გააკეთე, ასე უმოქმედოდ ნუ ზიხარ! - მთელი ძალით ანჯღრევდა გიორგი - შენ უნდა გადადგა აქ ნაბიჯი, შენ უნდა გააკეთო ყველაფერი!
- ხოდა ვაკეთებ, ასე თუ დარჩება ყველაფერი უკეთესია, არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი!
- არ გესმის არაფერი ხო? მაინც არაფერს გააკეთებ, აზრი არ აქვს ამდენ ლაპარაკს და ჩხუბს - უღონოდ ჩამოყარა გიორგიმ ხელები და ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს - კარგი! მერე არ ინანო იცოდე, დამიჯერე, ვერაფერი გიშველის!
- ვიცი რასაც ვაკეთებ! - ჩაიღრინა და კარებისკენ წამოვიდა. უცებ შევიმშრალე ცრემლები და სწრაფად შევედი ოთახში.
გულამოვარდნილი, ვცდილობდი როგორმე დავმშვიდებულიყავი, ვერ ვხვდებოდი ჩემს ირგვლივ რა ტრიალებდა, რა ხდებოდა, რაზე ლაპარაკობდნენ, ყველაფერი ირგვლივ საიდუმლოებებით იყო მოცული და მთელ სხეულს მიწვავდა. ვგრძნობდი რომ დიდი საფრთხე იყო ირგვლივ, ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი ჩამოიშლებოდა, დინებას უნდა მივყოლოდი, მაგრამ ასე ხელებდაკრეფილი როგორ ვყოფილიყავი? მინდოდა ყველაფერი გამერკვია, მინდოდა მცოდნოდა სიმართლე. ნერვიულობისგან მთელი სხეული მიცახცახებდა, ლამის ფრჩხილები დავიჭამე. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე ვიღაცამ რომ მსუბუქად დააკაკუნა კარებზე.
- გისმენთ! - გამტყდარი ხმით ოდნავ ხმამაღლა წარმოვთქვი და დაველოდე პასუხს.
- მე ვარ, დანიელი, გამიღე
- ახლავე! - ცრემლები სწრაფად შევიმშრალე და მაკიაჟი შევისწორე ცოტა.
ფრთხილად მივედი კართან და გავუღე, ეგრევე შემოვიდა, გაბრაზებული გამომეტყველებით წამოვიდა ჩემკენ, რაც შემეძლო უკან ვიხევდი, მაგრამ ბოლოს კედელზე აკრული აღმოვჩნდი, აქეთ-იქეთ უმწეოდ გავაცეცე თვალები და შემდეგ ისევ გავუსწორე დამფრთხალი მზერა.
- რას აკეთებდი? - აქეთ იქედან ლოყებზე შემომაჭდო თითები და თვალებში ჩამაშტერდა.
- მე… - ავბლუყუნდი - მეე, მეე..
- რაო? - ტუჩის კუთხეში ოდნავ აუხტა ღიმილი და ხელი ქვემოთ ჩააცურა, შევკრთი და შემაკანკალა, მისი თითები ჩემი კაბის ბოლოს ჩაებღაუჭა და ოდნავ ზემოთ აიწია, ფრთხილად მოძრაობდა, თითქმის არ მეხებოდა კანზე მაგრამ საშინლად, საშინლად მწველი ჟრუანტელი მივლიდა სხეულში. ფეხს ხელს ააყოლებდა, ჩამოაყოლებდა და დაჟინებით მიყურებდა თვალებში, თითქოს ცდილობდა ჩემი რეაქციები შეესწავლა.
- რატომ კანკალებ? - უცნაური, უფრო ბოხი ხმით დაიჩურჩულა და სახე უფრო ახლოს მოსწია.
- მეე..
- უკვე 10 წუთია მაგ სიტყვის მეტი არაფერი გითქვამს - ჩაიცინა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, მისი სუნთქვა პირდაპირ სახეზე მომეფრქვია და თითოეულ უჯრედში გამიჯდა.
- რას აკეთებ? - ძლივს შევაკოწიწე გაფანტული გამბედაობა და ისე ვკითხე.
- მე გეფერები, შენ? - ვითომც არაფერიო, ისე მიპასუხა და ვიგრძენი როგორ გამიშეშდა სხეული.
- მეფერები? - აკანკალებული ხმით ძლივს ვთქვი და ოდნავ მოვეშვი, დაჭიმული სხეული საშინლად მტკიოდა.
- ხო რა მოხდა, ჩემი ცოლი არ ხარ? - უცნაურად შეკრა წარბები.
- მე კი ვარ, უბრალოდ შენ.. კატო…
- კატო რა შუაშია, ჩვენს ოჯახთან? - მობეზრებულად აატრიალა თვალები დანიელმა. ტანში გამცრა, “ჩვენი ოჯახი”-ო, სასიამოვნოდ მიტრიალებდა გონებაში და ვგრძნობდი როგორ გადაეცემოდა ბედნიერების იმპულსები, ერთი უჯრიდან მეორეს.
- ის ხომ შენი..
- მორჩი მაგაზე ლაპარაკს! - მკაცრად მითხრა და ცხვირზე მაკოცა მოწყვეტით - როგორც ჩანს, ჩემი გეშინია!
- მე არ მეშინია შენი - შუბლშეჭმუხნულმა გავუსწორე მზერა, მაგრამ ეგრევე დავიშალე ნაწილებად, როდესაც მის მოცინარ თვალებს წავაწყდი.
- ხო გეტყობა - გაიცინა და კიდევ ერთხელ მაკოცა ცხვირზე, შემდეგ მზერა არ მოუშორებია ისე შემომხვია ერთი ხელი წელზე და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა.

***

მაგიდასთან ისეთი აფორიაქებული დავბრუნდი, ძლივს დავიწყნარე მოკანკალე სხეული და ბავშვების მხიარულებას შევუერთდი. წეღანდელისგან განსხვავებით, სხვანაირად ჟღურტულებდა ყველა, მეც ვცდილობდი ავყოლოდი და შინაგანი ეჭვი, რომელიც ყველაფერს მიღრღნიდა ცოტა ხნით მაინც გამეგდო სხეულიდან.
მშვიდად ადგა, ჩემს გვერდით მჯდომი დანიელი და ჩემკენ დაიხარა ოდნავ, შეცბუნებულმა გავუსწორე მზერა და შემდეგ მის გამოწვდილ ხელს დავაკვირდი.
- მეცეკვება ჩემი ქალბატონი? - მომნუსხველი ტონით მითხრა, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა და მის ნატიფ თითებს მთელი ძალით მოვეჭიდე.
ზუსტად შუაში ვიდექით, მას ჩემს წელზე ჰქონდა მკლავი ძლიერად შემოხვეული, მეორე ხელში კი ჩემი თითები ჰქონდა მოქცეული, დაბნეული შევყურებდი, ვერ ვხვდებოდი მისი ასეთი უეცარი ცვლილებები რას ნიშნავდა. მის მხარზე, ძლივს მოკრებილი გამბედაობით მოვათავსე თითები და სხეულში ერთიანად დამიარა ცხელმა ლავამ, უფრო ახლოს მიმიკრა და ძლივს შესამჩნევად აუხტა ტუჩის კუთხეში ღიმილი.
მერე.. უეცრად, არსაიდან ვარდის ფურცლები წამოვიდა ზემოდან, ნაზად, ფარფატით ჩამოდიოდა თითოეული, ზოგი მხრებზე, ხელებზე, თმებზე გვეფინებოდა და იქ იკავებდნენ ადგილს, ზოგიერთი კი ნელნელა ეშვებოდა ქვემოთ და ულამაზეს სანახაობას ჰქმინდა. მონუსხული ვიდექი, ზემოთ ვიყურებოდი და მთელი გულით მეღიმებოდა, დანიელი კი მატრიალებდა, მატრიალებდა დაუსრულებლად, იმ წამს უბედნიერესი ვიყავი, ჩვენს ირგვლივ არავინ და არაფერი არსებობდა. იმ წამად მიღირდა ყველაფერი, ყველა თითოეული წუთი ჩემი ცხოვრების.

***

სახლში ძალიან გვიან დავბრუნდით, ოდნავ შემთვრალი ძლივს მივბარბაცებდი კიბეზე, ცალი ხელით დანიელს ვეჭირე, ცალით კი მოაჯირს ჩავფრენოდი და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი თითებს.
- დეა, წამოდი ოთახში შევიდეთ!
- არა - თავი გავაქნიე და იქვე ჩავჯექი - არ მინდა მე ოთახში!
- ნუ ბავშვობ, წამოდი - წელზე ხელი მომხვია და წამომაყენა, წამით ისე ახლოს მოვხვდი მასთან რომ ისედაც ალკოჰოლით გაჟღენთილი, უარესად გავბრუვდი მისი სურნელის აღქმისას და ვერაფრით ვერ მოვწყვიტე მზერა.
- დეა - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა, შემაკანკალა და უფრო მჭიდროდ შემოვხვიე მკლავები.
- ჰო - თვალებში უფრო დაჟინებით ჩავაშტერდი, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი მის ემოციას. უეცრად დაიხარა, ხელში ამიტაცა და მთელი გრძნობით მაკოცა ტუჩებში.
ისეთი ძალით, ვნებით და ჟინით მკოცნიდა რომ რამდენიმეჯერ უნებურად წამსკდა კვნესა, მისი სხეული ერთიანად ცახცახებდა, მისი ძლიერი ხელები ჩემს წელს იყო შემოხვეული და უფრო ძლიერად მაკრავდნენ მის გულმკერდს. გაძალიანებას აზრი არ ჰქონდა, მეც მინდოდა მისი ტუჩების გემო შემეგრძნო, ხან ზედას, ხან ქვედა ტუჩს მიკოცნიდა, ტუჩებს ენას, ენას კი კბილებს ანაცვლებდა, პირში სისხლის გემო ვიგრძენი, მაგრამ მაიცნ არ შეუჩერებია კოცნა, ადგილიდან არ ვიძროდით, არც თვითონ დგამდა ნაბიჯს, არც მე. უბრალოდ ვიდექით ასე, შუა დერეფანში და ვნებისგან გაგიჟებულები ვკოცნიდით ერთმანეთს.
ბოლოს ჰაერი რომ აღარ გვეყო, მძიმედ მომშორდა, როგორც პირველად ჩემს მხარზე ჩამოდო თავი და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
- დავიძინოთ! - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ამომხედა, გამიღიმა და ხელჩაკიდებულმა შემიყვანა საძინებელში.
გაოცებული ვუყურებდი ისევ და თვალებს ვაფახულებდი.
- სააბაზანოთი ჯერ შენ ისარგებლე, მერე მე, კარგი? - გამიღიმა და ერთ-ერთი უჯრიდან პირსახოცი ამოაძვრინა. უხმოდ დავუქნიე თავი, პირსახოცი გამოვართვი და სააბაზანოში შევაბიჯე.

***

სააბაზანოდან რომ გამოვედი, სავარძელში დამხვდა, თავი უკან ჰქონდა გადაგდებული და მშვიდად სუნთქავდა, კარის ხმაზე შეკრთდა და რამდენიმე წამში დაბინდული მზერით გადმომხედა.
- შეგიძლია შეხვიდე - ძლივს გასაგონად დავიჩურჩულე და საწოლისკენ წავედი, საბანი გადავწიე და შიგნით შევწექი, ცივი მატერიის შეხებაზე უსიამოვნოდ გამცრა, მაგრამ მალევე გავთბი და უაზროდ მივაშტერდი ჭერს.
მომავალი ყველაზე მეტად მაშინებდა, არ ვიცოდი როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე, რამდენი ხანია კატოს არ გამოჩენილა, იქნებ რაიმე ცუდს გვიმზადებს? ან საერთოდ დაანება თავი დანიელს? მაგრამ მეეჭვება, ასე ადვილად დანებებულიყო, ასე ადვილად არ წავიდოდა დანიელის ცხოვრებიდან. მე დავიკავე მისი კუთვნილი ადგილი, მე წავართვი ყველანაირი უფლება, მე მივისაკუთრე ის რაც წესით მისი უნდა ყოფილიყო.
ღრმად ამოვისუნთქე და გვერდი ვიცვალე, არ მინდოდა ამ ყველაფერზე ფიქრი, მაგრამ არ მასვენებდა არცერთი აზრი, ქსელებივით იკლაკნებოდნენ თავში და უარესად მრევდნენ.
რამდენიმე წუთში სააბაზანოს კარიც გაიღო და იქედან წელზემოთ შიშველი გამოვიდა დანიელი, პირსახოცი მხოლოდ ქვემოთ ჰქონდა შემოხვეული და მისი დაკუნთული სხეული უფრო კარგად ჩანდა.
ჟრუანტელმა თავიდან ბოლომდე დამიარა, ვიგრძენი როგორ ამეწვა უჯრედები და ტემპერატურა საშინლად მოემატა სხეულს, ხელები ამიკანკალდა, ისე მინდოდა მივსულიყავი და მოვხვეოდი რომ ძლივს დავიმორჩილე ფეხები. მთელი ძალით ვიყავი საწოლის კიდეს ჩაფრენილი და ვცდილობდი ჩემი სუნთქვითაც არ გამეცა ჩემი თავი. თვალები ძლიერად დავხუჭე, რაც შემეძლო უმოძრაოდ ვიყავი და ნელნელა ვსუნთქავდი.
- დეა, ცუდად ხომ არ ხარ? - ჩემთან ძალიან ახლოს გაჩნდა და მისი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია, როგორც კი გავახილე თვალები მის განიერ გულმკერდს წავაწყდი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
- არა.. დავიღალე.. უბრალოდ.. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოვთქვი ძლივს და ისევ დავხუჭე თვალები, მაგრამ სურნელს, რომელიც მისი სხეულიდან მოდიოდა ვერსად გავექცეოდი, პირდაპირ ტვინში მირტყამდა და ცდილობდა მის აზრზე გადაეყვანა სხეული.
- კარგი, დაიძინე - ნაზად ჩამომისვა თმებზე ხელი, შემდეგ დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
ამოვისუნთქე, გულზე მომეშვა ჩემი მდგომარეობა რომ ვერ შენიშნა, ოდნავ მომიდუნდა სხეული, დაჭიმული კუნთები ერთიანად ამტკივდა და სხეულში უსიამოვნოდ მტეხდა.
ვეცადე უფრო კომფორტულად დავწოლილიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ამასობაში დანიელიც მომიწვა, იმდენი ვიწრიალე, სანამ ცხვირით არ ავეკარი გულმკერდზე და გაფართოებული თვალებით მივაშტერდი მის რეაქციას, მთვარის შუქი ოდნავ ანათებდა მის სახეს, ღიმილშეპარული დამყურებდა ზემოდან, მერე ოდნავ გვერდზე გადახარა თავი, როგორც ჩვევია, დაჟინებით მიყურა შეშინებულ და აღშფოთებულ თვალებში, დაიხარა, მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში, ხელები მომხვია და უფრო ძლიერად ამიკრა სხეულზე.
- დაიძინე, დეა - ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა და ღრმად ამოისუნთქა.
რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიწექი, ვცდილობდი მომხდარის გაანალიზებას, მერე ნელნელა შემომეპარა ძილი, დაღლილობამ თავისი ქნა და თვალები დამეხუჭა.

***

დილით გემრიელმა სურნელმა გამაღვიძა, ყავის და რაღაცის სუნი ერთმანეთში ირეოდა და საოცარ არომატს ქმნიდა, სწრაფად წამოვდექი, სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე და ხალათით ჩავირბინე ქვემოთ.
სამზარეულოს კარზე შევჩერდი, ღიმილით მივაშტერდი მოფუსფუსე, ფქვილში ამოთხვრილ დანიელს, ფრთხილად რომ ცდილობდა ბლინებისთვის ლამაზი ფორმა მიეცა, გაფუჭებულ ან უცნაური ფორმის ბლინზე ჩუმად იგინებოდა და შუბლს სასაცილოდ კრავდა. ჩუმად შევიპარე და მაღალ სკამზე შემოვჯექი, თან როგორც ჩანს მისთვის გამზადებული ყავიდან რამდენიმე ყლუპი დავლიე და ნეტარებისგან თვალები მივლულე, დილით ყავა პირველი წამალია თავის ტკივილის.
- გაუღვიძია ჩემს ქალბატონს - სიცილით შემობრუნდა და ცხვირზე დამკრა თითი - ჩემი ყავის დალევისთვის, სასჯელი დაიმსახურე!
- კარგი რა, სულ რაღაც ორი ყლუპი დავლიე - საწყალი სახე მივიღე და მაგიდაზე ჩამოვდე თავი.
- დაიცადე ორი წუთი და ბლინებიც მზად იქნება, ნუტელაც აქვეა და მაგ შენს თავის ტკივილსაც მალევე გავაგდებთ გარეთ! - სიცილით ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი უცნაური ფორმის ბლინი გადმოიღო თეფშზე.
ჩამეცინა, თვითონ კი წარბაწევით გადმომხედა.
- დამცინი ქალბატონო?
- როგორ გეკადრება! - შევიცხადე მე - მალე მორჩები დანიელ?
- აჰა, მოვრჩი - ბოლოც გადმოიღო თეფშზე, შემდეგ ნუტელა დადო მაგიდაზე და ჩემს წინ დაიკავა ადგილი - აბა შემიფასეთ!
გავუღიმე, ერთი ბლინი გადმოვიღე და გულმოდგინედ წავუსვი ნუტელა, მის მომლოდინე თვალებზე ჩამეცინა, ჩავკბიჩე და თვალები მივლულე, იმდენად გემრიელი აღმოჩნდა რომ სწრაფად შევჭამე დარჩენილი ნაწილი, ყავაც მივაყოლე და მეორე დავწვდი. მთელი ამ დროს მანძილზე, როგორც შევამჩნიე ღიმილით მადევნებდა თვალყურს.
- გასაგებია რომ მოგეწონა - გაიცინა და თვითონაც გადაიღო.
სიცილ-კისკისში გავატარეთ საუზმე, მისი ყველა ნაკვთი იცინოდა, თითოეულ მოძრაობაში ეტყობოდა ბედნიერება, ასე მეგონა ჯერ კიდევ სიზმარში ვიყავი და არც მინდოდა რომ გამოვფხიზლებულიყავი, მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით.
ჭამა კარზე გაბმულმა ზარმა გაგვაწყვეტინა, დინჯად წამოდგა დანიელი, ხელები დაიბანა და კარების გასაღებად წავიდა.
რამდენიმე წუთში ზუსტად იმ ფეხსაცმელების ხმა გავიგონე, ასე რომ მეშინოდა მისი გამოჩენა..

***

კატო სამზარეულოს კარებში შეჩერდა, მხრებში გამართული, თავაწეული ნერვიულად ათამაშებდა თითებს და თან ღრმად სუნთქავდა, შემდეგ უცნაური მზერით გადმომხედა, ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და პირდაპირ კაბინეტისკენ წავიდა.
გაოცებულმა გავაყოლე თვალები, შემდეგ ნელა წამოვდექი და კაბინეტს მივუახლოვდი. მინის კედლიდან კარგად ვხედავდი მათ სერიოზულ სახეებს, რაღაცაზე გაცხარებით რომ კამათობდნენ, დანიელს აშკარად უფრო ეშლებოდა ნერვები, კატო კი მშვიდი გამომეტყველებით იჯდა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
მერე დანიელი წამოხტა, ისევ ისე ჩაავლო მხარში ხელი და ოდნავ შეანჯღრია, არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ კარგი არაფერი ხდებოდა. ვერ ვხვდებოდი კატოს დამოკიდებულებას, წესით ის უნდა ყოფილიყო გაბრაზებული, აქ კიდევ დანიელის გაბრაზება აშკარად ჭარბობდა.
უცებ ხელი შეუშვა უხეშად და ფანჯრისკენ გატრიალდა, ნერვიულად ისწორებდა თმებს და საროჩკას, აქედანაც კარგად ჩანდა როგორ ცახცახებდა მთელი სხეულით.
რამდენიმე წუთში შემობრუნდა, თავი დახარა და რაღაც წაიბუტბუტა, რასაც კატოს ფეხზე წამოდგომა მოჰყვა და უცნაური მზერის გაცვლა ერთმანეთში.
მერე, მერე მივიდა კატო და მთელი ძალით მოეხვია, ცუდად გავხდი ამ სანახაობაზე და სწრაფად გავეცალე იქაურობას. ვხვდებოდი ორი ადამიანის უბედურების მიზეზი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი, ახლა ჩემს ადგილას კატო უნდა მდგარიყო, კატოს უნდა ჰქონოდა ის უფლებები რაც მე გამაჩნია, მაგრამ ძვირფასმა მამინაცვალმა ყველაფერი წაართვა მასაც და მეც! მინდოდა დანიელის ცოლობა, მაგრამ ასე არა.
ღრმად ამოვისუნთქე და აკანკალებული ხელები ჩაის ფინჯანს შემოვაჭდე, მინდოდა ოდნავ მაინც დავწყნარებულიყავი, არ მინდოდა რომელიმეს შეემჩნია ჩემი მდგომარეობა.
მერე, ისევ ეს აუტანელი ქუსლების კაკუნი გავიგე, სამზარეულოში შემოვიდა კატო და ჩემწინ დაიკავა ადგილი.
დაჟინებით მიყურებდა, მე ჩაის ვუყურებდი და ვერც ვითვლი მერამდენედ ვურევდი.
- დეა! - მკაცრად მომმართა, იმდენად მკაცრად რომ მაიძულა თვალებში შემეხედა.
- გისმენ - მშვიდად ვუპასუხე და კოვზი მაგიდაზე დავდე.
- რადგან აქამდე მოვიდა საქმე, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ზედმეტებში ნუ გადახვალ, ამჯერად ეს ბოლო გაფრთხილება იქნება! მე მეტს აღარც გავიმეორებ და აღარც გავაკეთებ რაიმეს. თავს გაუფრთხილდი და ზედმეტი შარი არ გინდა, დამიჯერე, აქ ყველაზე ნატკენი და განადგურებული შენ გამოხვალ რომ რამე.. ასე რომ, დაფიქრდი, სანამ უაზრო ნაბიჯს გადადგამ აწი!
- მე.. ვერ ვხვდები რაზე საუბრობ - ენა დამება და თვალი ავარიდე.
- დანიელის გარეშე, არაფერი მოიმოქმედო და არაფერი გააკეთო, შენთვისვე ვამბობ! აქ ყველაფერი იმაზე რთულად არის, ვიდრე შენ წარმოგიდგენია და ვიდრე მე წარმომედგინა თავის დროზე. არ გირჩევ, უაზრო თამაშს, არც თავის გასულელებას, დაიმახსოვრე რასაც გეუბნები!
- კარგი კატო, ვიმახსოვრებ - მზერა გავუსწორე - და გავითვალისწინებ აუცილებლად - მტკიცედ ვუთხარი და ჩაი მოვსვი, ოდნავ განცვიფრება დაეტყო სახეზე, შემდეგ ნაბიჯების ხმაზე შეკრთა და ფეხზე წამოხტა. კიდევ ერთი დამრიგებლური მზერა მესროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
ერთი ამოვიოხრე და გავაგრძელე ჩაის სმა, დამღალა ამ გამოცანებით ლაპარაკმა, გუშინ ბიჭების ლაპარაკი, დღეს კატოს დარიგებები, ხვალ ალბათ კიდევ ვიღაც მოვა და დამარიგებს ჭკუას როგორ უნდა მოვიქცე, ჯობია აღარაფერი ვიკითხო, მაინც ვერ მივიღებ პასუხს და მშვიდად მაინც ვიქნები, ზედმეტად არ ავიტკიებ თავს.

***

რამდენიმე წუთში შემოვიდა დანიელი, ღიმილით გადმომხედა და ჩემს წინ დაჯდა, ხო ვთქვი კიდევ ერთი მოვა და დამიწყებს ლექციების კითხვას მეთქი?! ამჯერად ლექტორი მოვიდა.
- რას აკეთებ? დღეს რა გეგმები გაქვს?
- არაფერი, არდადაგების ბოლო დღეა და თავისუფლებით ვტკბები, შენ?
- მეც, არაფერს! არ გინდა გავისეირნოთ?
- დანიელ, შენი არ მესმის, ახლახან გააცილე შეყვარებული და მე მთავაზობ სეირნობას? - თვალები ავატრიალე მობეზრებულად - ამიხსენი, ეს რამე ახალია და მე არ ვიცი?!
- დეა, რატომ ართულებ ყველაფერს?
- არაფერს არ ვართულებ, ნუთუ ასეთი რთულია ჩემი დამოკიდებულების გაგება? არ მესმის, ვერ ვიგებ, რას ნიშნავს შენი საქციელი, თუ ასე გინდოდა სეირნობა, რატომ არ გაყევი? თუ დამნაშავედ გრძნობ ჩემს წინაშე თავს, სულ ტყუილად, მე არ გთვლი არაფერში დამნაშავედ, არც გავალდებულებ რამით, ეს ქორწინება არაფერს არ ნიშნავს, საერთოდ არაფერს!
- დეა! - ფეხზე წამოხტა წყობიდან გამოსულმა და ხელი ძლიერად დაარტყა ზედაპირს.
- გისმენ!
- ჩემი ცოლი ხარ! ჩემი ც ო ლ ი! - დამიკონკრეტა და ჩემკენ გადმოიხარა წარბებშეკრულმა - გასაგებია? შენ იმაზე მეტი უფლება გაქვს ბევრად, ვიდრე გამვლელს და თუნდაც კატოს, მეც ანალოგიური და არ ვაპირებ ამ უფლებების არც მოშლას, არც მორღვევას და არც დარღვევას, შენ შეგიძლია მითხრა ყველაფერი, მაგრამ ამაში არ შედის ჩემი დამოკიდებულების აბუჩად აგდება და აგრესიის გადმონთხევა ყველგან, სადაც კი გაგივარდება მომენტი!
- მე აგრესიას არ ვანთხევ, ამიხსენი რა როგორაა, ვის რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში და გავიგებ! დამღალა ამ გაუგებრობამ და ამოცანებმა!
- შენ ხარ ჩემი ცოლი და დგახარ ყველაზე მაღლა, ვინც ამ სახლში მოდის! გასაგებია? ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს კატო, იქნება ეს გიორგი თუ ალექსი, იქნებიან ეს შენი დაქალები თუ ჩემი ნათესავები. შენ იმ დღიდან რაც მე ცოლად მოგიყვანე ხარ პირველი! ყველაზე მეტი უფლების მქონე ამ სახლში და ჩემთან მიმართებაში. კიდევ ავხსნა? თუ გაიგე?
- გავიგე - უემოციოდ ჩავილაპარაკე, მაგრამ ვგრძობდი თითოეული სიტყვა როგორ მედებოდა გულზე და ძლიერად ეჭიდებოდა მის კედლებს, ვგრძნობდი როგორი ძალით ფეთქავდა და როგორ მიოფლიანდებოდა ხელის გულები, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი, პირიქით, უემოციო სახით დავყურებდი ჩაის ფინჯანს.
- გიორგი და ალექსი მოვა მალე - ამოიოხრა და ნაწყენი მზერით გადმომხედა.
- გავაკეთებ რამეს! - მსუბუქად გავუღიმე
- კარგი - ჩაიდუდღუნა და სამზარეულოდან გასვლა დააპირა, ვერ მოვითმინე, არ მომწონდა მისი ნაწყენი ტონი, არ მინდოდა მისი დამოკიდებულება შეცვლოდა. ფეხაკრეფით მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე.
- მაპატიე რა, ემოციების ბრალია, ვიცი რომ გაწყენინე! - ამოვიკრუსუნე და უფრო ძლიერად ჩავეხუტე, ჩემს თითებთან მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი და ეგოისტურად მსიამოვნებდა. მერე ხელები დამიჭირა და ქვემოთ დამაშვებინა, გულში ტკივილმა გამკრა და თვალები ამიცრემლიანდა, უცებ რომ შემობრუნდა და გულში ჩამიკრა, ემოციებისგან ოდნავ შევკივლე და ცრემლები გადმომცვივდა.
- რა გატირებს, დეა? - სიცილით დამხედა და შუბლზე მაკოცა - სულელი ბავშვი!
- აბაა, მოვედი მისტერ სიმპატიურობა, გაგიჟება, გადარევა და თუ ცელქობთ გადადეთ ყველანაირი საქმე! - გიორგიმ მთელი ძალით დაიღრიალა და პირდაპირ შემოვარდა სამზარეულოში, უკან ალექსი მოყვებოდა სიცილით პარკებით ხელში.

***

9 თავი.


კაბინეტში საზარელი სიჩუმე და სიბნელე სუფევდა, მხოლოდ ქალის თვალები იყო გაბრაზებისგან აალებული და ნაპერწკლებს ყრიდა. კატოს ეტყობოდა შიში, თითები უკანკალებდა და მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა მის წინ სავარძელში მჯდომ ფიგურას.
- ვინ გააგზავნა ფოტოები? - დაიგრგვინა მისმა მჭახე ხმამ და პირდაპირ კატოს დაუარა ტანში უსიამოვნოდ.
- მე გავაგზავნე - ძლივს ამოიხავლა შეშინებულმა.
- და რატომ გააგზავნე, ხომ ვერ მეტყვი?
- მეგონა მამამისი სამუდამოდ მოაშორებდა დანიელს, მეგონა ისევ სოფელში დააბრუნებდა გაავებული..
- საიდან მოგაქვს ამდენი სისულელე კატო? როგორ არ იფიქრე რომ მის ცოლად მოყვანას მოთხოვდა?
- მე.. არვიცი… რამ გამომთიშა არ ვიცი! მაპატიე რა გთხოვ - ცრემლიანი თვალები შეანათა და მის ქუსლების კაკუნზე ოდნავ შეცბა.
- გაპატიო, ვერ გაპატიებ, მემგონი ჯობია მე თვითონ მივხედო ამ საქმეს და დროზე მოვიშორო ეგ გოგო თავიდან!
- დაგეხმარები, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი შევასრულებ!
- დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთებას შეძლებ? - ოდნავ წინ გადმოიხარა და ფრჩხილები მაგიდაზე აათამაშა.
- დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებ რომ დანიელს მოვაშორო ეგ გოგო!
- არ ვიცი, ვერ გენდობი.. ასეთი სულელური ნაბიჯი ცოტა მაფიქრებს! - ყოყმანი დაეტყო ხმაში.
- გპირდები, გპირდები რომ ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი! - მუდარაზე გადავიდა კატო, რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული იჯდა ქალბატონი, შემდეგ ღრმად ამოიოხრა.
- ბედი შენი რომ ახლა გამოჩენა არ მინდა არსად და ერთადერთი ხარ ვისაც მაგ გოგოსთან მიახლოვება შეუძლია.. სხვებს ვერანაირად დავითანხმებ ამიტომ…
- ანუ თანახმა ხარ?
- ხო, თანახმა ვარ! - ფეხზე წამოდგა და მასთან ძალიან ახლოს მივიდა - ყურადღებით მომისმინე..


დეა


- არაფრის გაკეთება არ გინდა რძალუკ, ჩვენ ყველაფერი მოვიტანეთ რაც ფილმის საყურებლად, შემდეგ საგუგუნოდ და ბოლოს საჭორიკნოდ არის საჭირო! - სიცილით ჩაილაპარაკა ალექსმა და პარკები მაგიდაზე დააწყო.
- რამ გადაგრიათ? - დანიელს ხელი არ გაუშვია ჩემზე ისე ჰკითხა და თან მე გადმომხედა ღიმილით.
- რძლის გამოჩენამ გაგვახარა, გაგვაბედნიერა, ჩემისთანა სექსუალური და სიმპატიური ბიჭიც კი გადაიყვანა ჭკუიდან! - გიორგი გაიკრიჭა და ჭიქები გადმოალაგა.
- დანიელ გამიშვი, მივეხმარები ბიჭებს - ყურში ჩავჩურჩულე და ვიგრძენი როგორ შეუთრთოლდა წელზე მოხვეული ხელი.
- თვითონაც მიხედავენ საქმეს - თვალი ჩამიკრა და ხმამაღლა თქვა - რძალს მოგტაცებთ, 10 წუთით, გაამზადეთ ყველაფერი და თქვენთან ვართ!
- ხო, ამოუღე სული მაგ გოგოს, არ მოასვენო! - სიცილით გადმოგვძახა ალექსმა და ვიგრძენი როგორ შემომეპარა სახეზე სიწითლე.
- იდიოტები! - თავი გადააქნია დანიელმა, ხელში ამიყვანა და სწრაფად აირბინა კიბეები.
- რა.. რა ხდება? - დაბნეულმა ავუფახულე თვალები, კარი რომ მიკეტა და ზედ ამაკრა.
- რა გავაკეთო რომ ასე მეტკბილები? - თვალებში ჩამხედა, ტუჩებზე ღიმილი შეუთრთოლდა და ისეთი ძალით დამეტაკა ბაგეებზე რომ კვნესა ძლივს შევიკავე. მთელი გრძნობით, ემოციით მიკოცნიდა ხან ზედა, ხან ქვედა ტუჩს, კბილებს და ენას ერთმანეთში ანაცვლებდა, თან ერთი ხელით კისერზე მეფერებოდა, მეორეთი კი ძლიერად მიკრავდა გულმკერდზე.
- მოგეფერები.. რა.. გთხოვ - ძლივს ამოილუღლუღა და საწოლზე გადამაწვინა.
- დანიელ..
- გთხოვ! უბრალოდ მოგეფერები! - ტუჩებიდან ლოყაზე, ლოყიდან კისერზე გადავიდა და რამდენიმე სველი კოცნა დამიტოვა, მსუბუქად მიკბინა კიდეც და სუსტად ამოვიკვნესე - ოღონდ.. ეგ.. არ ქნაა… - ტუჩებზე ამაფარა თითები და კისრიდან მხრებზე გადავიდა, ძლივს ვიკავებდი კვნესას, ტუჩები სულ დავიჭამე, რამდენჯერმე წამსცდა კიდეც უნებურად, მაგრამ ეგრევე ვიკბინე ტუჩზე.
- დანიელ… - როგორც კი ზედის ქვეშ შემიცურა თითები და ოდნავ ზემოთ აწია, ეგრევე წამოვიწიე და დაბინდული მზერა შევავლე.
- ვერ ვუძლებ - ამოიხრიალა და მუცელზე მომაკრო ტუჩები, ნელნელა ზემოთ აუყვანა და ყველა წერტილი დამიკოცნა, ტუჩები კბილებით შეანაცვლა, კბილები კი ენით, სიამოვნებისგან მთელი ძალით ჩავაფრინდი ზეწარს და რამდენჯერმე დავიკლაკნე, რაც უფრო ზემოთ მოდიოდა, მით უფრო იმატებდა სხეულში ტემპერატურა.
- დანიელ, გთხოვ.. - ძლივს ამოვიხავლე და ოდნავ მივაწექი გულმკერდზე, ზემოთ ამოიწია, კიდევ ერთხელ მთელი გრძნობით მაკოცა ტუჩებში, შემდეგ თვითონ გამისწორა ზედა და წამომაჯინა.
- ბოდიში რა, არ ვიცი რა მემართება, მართლა - მხარზე ჩამომადო თავი და ღრმად ამოისუნთქა - საკუთარ თავზე ვკარგავ კონტროლს, ვერ ვუძლებ!
- არაუშავს - ლოყაზე ჩამოვუსვი ხელი და შუბლზე ვაკოცე - წამოდი ჩავიდეთ! - უდარდელად ვუთხარი და ფეხზე წამოვხტი, გული ისევ ისე მიცემდა, საშინლად და ვგრძნობდი როგორ მიედინებოდა სისხლი ვენებში, ამდენი ემოციისგან დავბრუ მეხვეოდა, მაგრამ არ მინდოდა უარესად ეგრძნო დანაშაულის გრძნობა, ვცდილობდი, როგორც თვითონ ცდილობდა ჩემში ეს გრძნობა ჩაეკლა, ისე შემემსუბუქებინა მეც, არცერთს რომ არ გვეგრძნო თავი დამნაშავედ.
თვითონაც აღარაფერი შეიმჩნია, ზედმეტი ლაპარაკი კამათამდე მიგვიყვანდა, ეს კი არცერთს არ გვინდოდა.

***

უკვე დამშვიდებულებმა ჩავიარეთ კიბეები და პირდაპირ შევაბიჯე მისაღებში, გაოცებისგან ადგილზე გავშეშდი. ბიჭებს ბალიშები ქვემოთ დაეფინათ, შუაში მაგიდა ჩაედგათ და უამრავი ტკბილეულობა, წვენი და სასმელი იდგა. თან ერთმანეთს გაცხარებით ეკამათებოდნენ რაღაცაზე, ჩემს დანახვაზე კი გიორგიმ ფართედ გაიღიმა და ფეხზე წამოდგა.
- რამ გაგაოცა რძალო? რა გინდა მითხარი მოვკლავ - ვითომ მუჭი მოუღერა დანიელს და სიცილი ამიტყდა.
- ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ? - ღიმილით გადავხედე ორივეს.
- არა, ჩვენი არაა ჩაგვიდეს - გადაიხარხარა ალექსმა და ბალიშზე დაატყაპუნა ხელი - მოდი რძალო მოდი, დაგვიჯექი, დავიწყოთ გუგუნი! - ღიმილით წავედი მისკენ და მის გვერდით ჩამოვჯექი.
სასაცილო ფილმი ჰქონდათ შერჩეული და ჯერ იმას ვუყურეთ, იმდენი მაცინეს, ფილმში არ იყო იმდენი სასაცილო მომენტი. მერე მაგიდასთან გადამსვეს და არყის ჭიქა დამიდეს წინ.
- ის ჯმუხი არ შემოგვიერთდება იმედი არ გქონდეს - ჩაიცინა გიორგიმ და არაყი შემივსო - აბა რა ვითამაშოთ?
- მე ვიცი! - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ალექსს - მე არასდროს..
- რას ნიშნავს მე არასდროს? - დავიბენი.
- მაგალითად, ჩვენ ვიტყვით წინადადებას მე არასდროს გამიკეთებია რაღაც, თუ შენ გაგიკეთებია დალევ, თუ არადა გადარჩები!
- ოო, თქვენ რას იტყვით ისეთს ახლა!
- ხოდა ისეთი უნდა თქვა, შენ რომ არ დალიო და სხვას მოუწიოს დალევა! - გაიცინა გიორგიმ და ჩიფსის პარკს დაწვდა.
- კარგით, კარგით! ვითამაშოთ!
- შენ იწყებ - მხიარულად შემომცინა ორივემ, ის ის იყო წინადადება უნდა მეთქვა რომ დანიელი შემოვიდა ოთახში და გვერდით მომიჯდა.
- მეც მინდა ეგ სულელური თამაში ვითამაშო - ჩაიბურტყუნა და არყით სავსე ჭიქა მოიმარჯვა, გაოცებულები ვახამხამებდით სამივე თვალებს. - ასე თუ გააგრძელებთ ყურებას გავალ!
- კარგი ჰო, კარგი - ხელები დანებების ნიშნად აწიეს ბიჭებმა და მე მომაშტერდნენ.
- მმ, მე არასდროს მიკოცნია გოგოსთვის! - ნიშნისმოგებით გადავხედე სამივეს და ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე.
- ეს რა წესია ახლა? - დაიბუზღუნა სამივემ, მაგრამ სწრაფადვე დალიეს და გიორგის ჯერიც დადგა.
- მე არასდროს მიკოცნია სტუდენტი გოგოსთვის! - ეშმაკურად ჩაიხითხითა და დანიელს მიაშტერდა, სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, დანიელმა კი ვითომ არაფერიო ჭიქას ხელი დაავლო და უცებ გადაკრა, მას რომ ლექსოც მიყვა, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
- რა? მიკოცნია, მომწონს პატარა გოგოები - კმაყოფილმა მილულა თვალები და მერე დაიწყო - მე არასდროს მომწონებია ჩემზე უფროსი - უდარდელად აიჩეჩა მხრები, უარესად გავწითლდი და თავი ჩავხარე, მემგონი ჩემს გაწითლებაზე მუშაობენ ესენი. ბუზღუნით დავლიეთ მე და გიორგიმ სასმელი, დანიელი კი ღიმილით მიყურებდა.
- დანიელ, შენი ჯერია, ჩემო კლდევ! - ხელი გაიშვირა მისკენ გიორგიმ სიცილით.
- მე არასდროს მიკოცნია ლექტორისთვის! - ენა გამომიყო და ჩიფსს დაწვდა.
- გეყოფათ რა ჩემი შერცხვენა! - დავიწუწუნე და კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი, ვიგრძენი როგორ მოედო ორგანიზმს ალკოჰოლი და ცოტა შემაბანცალა.
- ხო რა, გეყოფათ ჩვენი გაწითლება - დაიზმუვლა გიორგიმ და მანაც გადაკრა ერთი ჭიქა.
- შენ რა ლექტორს აკოცე? მე კაი, ჩემზე უფროსია მაგრამ შენ?
- მერე რა რძალო, ახლა რომ ჩავაბარო მაგისტრატურაზე ჩემზე ოდნავ უფროსი ლექტორი რომ შემხვდეს ცოტაა მაგის შანსი?
- გარყვნილო, ლექციაზე ქალზე ფიქრობდი თუ სწავლაზე? - ამყვა ალექსიც და თვალი ჩამიკრა.
- გააჩნია ლექტორს ახლა, თუ ისეთი სექსუალურია რომ ნერწყვი წამოგივიდეს, მე არ ვარ წინააღმდეგი თუ თან წაიკითხავს და თან..
- კარგი კარგი! - სიცილით ავუქნიე ხელი - გავაგრძელოთ!
- ჩემი ჯერია? - სასაცილოდ დავიჭყანე უკვე შემთვრალმა.
- მარცხვენ რძალო? დათვერი უკვე?
- კი, დავთვერი - დავიბუზღუნე და ჩავფიქრდი, თუ რა შეიძლება მეთქვა - მე არასდროს არ მიჭამია ბანანი - გულუბრტყვილოდ ამოვიბურტყუნე და ბიჭებს მთვრალი მზერა შევანათე, ჯერ გაოცებულებმა გადმომხედეს, მერე სამივეს ერთად გაეცინა.
- მოიცა, მართლა არ გიჭამია? - სულს ძლივს ითქვამდა გიორგი.
- ხო - ტუჩები წინ გამოვწიე - დანახვაზეც ცუდად ვხდებოდი ბავშვობაში და მერე არც მიცდია, აბა რას უცდით?!
- ხო დავლევთ დავლევთ - ჩაბჟირდა ალექსი.
სამივემ ერთდროულად გადაკრა და გამარჯვებული ღიმილი ავიკარი.
- ჩემი ჯერიაა! ჰმმ - ჩაფიქრდა გიორგი - მე არასდროს არ მიკოცნია ბიჭისთვის! - ენა გამომიყო და გემრიელად ჩაკბიჩა ვაშლი.
- რატომ მერჩით? - ტუჩები დავბრიცე - რა დაგიშავეთ რა! - ამოვიკრუსუნე და კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი, უკვე ვერც ყელის წვას ვგრძნობდი და ვერც ხელფეხს.
- რძალო, მე ვიყრი ამათზე ჯავრს, შენ არ ინერვიულო - გამიცინა ალექსმა და ნიშნისმოგებით გადახედა ბიჭებს - მე არასდროს არ მოვყოლივარ ავარიაში - ენა გამოუყო ორივეს და გამეცინა ორივემ ერთდროულად რომ დალია არაყი.
- ავარია? - თვალები ავაფახულე და მომლოდინე მზერა შევანათე დანიელს.
- ერთმანეთს დავეჯახეთ! - სიცილით გადააქნია თავი - მთვრალებმა, ვეჯიბრებოდით ვინ გაასწრებდა და.. მაშინ ოთხი წლის უკან.
- არანორმალურები რომ ხართ ვიცოდი, მაგრამ ამ დონის.. - ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე და თავი გავაქნიე - არ ველოდი - სასმელით გათამამებულმა გადავიკისკისე.
- კარგი, ჩემი ჯერია! მე არასდროს არ მიმღერია - მხრები უდარდელად აიჩეჩა და გადმომხედა.
- მართალი ხარ ძმაო, შენ გიყროყინია! - დანანებით გააქნია თავი ალექსმა.
- კარგით რა, ეგ არაა სამართალი! ყროყინიც ხო სიმღერაა? - გავკაპასდი მე.
- რძალუკ, გეხვეწები, ოღონდ ამის ყროყინს სიმღერას ნუ დაარქვამ და რაც გინდა ის მთხოვე!
- მართალია, ერთხელ დათვრა საშინლად და ისეთი იყროყინა, იმის მერე თუ ოდნავ მაინც გაწელავს სიტყვას ეგრევე სკოჩს ვაკრავთ პირზე! - ამის გაგონებაზე ისეთი კისკისი წამსკდა ძლივს დავწყნარდი.
- რას ყროყინებ ასეთს?
- დედას გაფიცებ ჩვენს წინ არ ამღერო, შეგვიბრალე ახალგაზრდები ვართ ჯერ კიდევ! - მუდარის თვალებით გადმომხედა გიორგიმ.
- კარგით ხო, კარგით, დავლევ - უცებ გადავკარი და ალექსიც მომყვა უცებ. - შენ გიორგი? - მოჭუტული თვალებით გავხედე.
- ესეც, არანაკლებ ყროყინებს, ნუ დანიელი პირველ ადგილზეა, მაგრამ გიორგიც არ ჩამოუვარდება! - მხარზე გამამხნევებლად დაუსვა ხელი ალექსმა.
- მომბეზრდა ეს თამაში - დავიბუზღუნე და წამოვდექი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და პირდაპირ დანიელს ჩავუხტი კალთაში. ისე შემრცხვა რომ თავი ხელებში ჩავმალე და ამოვიკრუსუნე.
- ჩემს კალთაში თუ გინდოდა, პირდაპირ გეთქვა - სიცილით დამხედა და ისედაც აჭარხლებული, სულ გადავწითლდი.
- არ მინდოდა მე! - პატარა ბავშვივით დავიბუზღუნე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელები გამიკავა და უფრო ახლოს მიმიკრა.
- იჯექი! - მკაცრად დამხედა და მეც გავინაბე, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და ბიჭებს გადავხედე, რომლებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს.
- ყველაფერზე ნუ დამცინით! - ენა გამოვუყავი ორივეს.
- გეკადრება? ახლა რა ვითამაშოთ?
- მე თამაში არ მინდა, მე ძალიან მინდა ძილი ახლა - გავიზმორე და უკეთესად მოვთავსდი დანიელის მკლავებში - თქვენ არა?
- ჩვენ გავაგრძელებთ! - ღიმილით დამხედა დანიელმა, ხელები მოხერხებულად ამომდო და ხელში ამიყვანა, შემდეგ საძინებელკენ დაიძრა და ფრთხილად ჩამაწვინა ლოგინში.
- დარჩი რა - გაუაზრებლად ჩავებღაუჭე მაისურზე, დამყოლი ბავშვივით მომიწვა და გულზე მიმიხუტა. მისი სურნელით გავიჟღინთე, სასიამოვნოდ შემაკანკალა, გათამამებულმა ოდნავ ზემოთ ავჩოჩდი და მის ტუჩებს დავწვდი. ახლა ორმაგად გემრიელი მეჩვენებოდა, ორმაგად გასაგიჟებელი და თავბრუსდამახვეველი. მინდოდა გაუჩერებლად მეკოცნა, მთლიანად შემესრუტა მისი ტკბილი ტუჩები. კოცნით რომ ჩაუყვა კისრამდე, მსუბუქად ამოვიკვნესე, თავი უკან გადავწიე რომ უფრო კარგად ეკოცნა, ისიც ხან მსუბუქად მიკბენდა, ხან ენით ანაცვლებდა და სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა სხეულში. ბრიტელები მხრებზე გადამიწია და კოცნით გაუყვა მხრებს, ისეთი სასიამოვნო იყო კვნესას ძლივს ვიკავებდი, გამეტებით ვკბენდი ქვედა ტუჩს და თვალებმილულული გაუცნობიერებლად დავატარებდი მის თმებში თითებს. მერე კოცნით ჩაუყვა მკერდამდე, სველი კოცნები უარესად მაგიჟებდა და მშლიდა, ვნებამ ერთიანად დამიარა სხეულში, თავი ავაწევინე და ისევ ტუჩებზე დავეტაკე, ისეთი გრძნობით მკოცნიდა, ჭკუას მაკარგვინებდა. მერე შეჩერდა, შუბლი შუბლზე მომადო და ღრმად ამოისუნთქა.
- არა დეა, ახლა არა, ვიცი რომ მერე ინანებ და არ მინდა! - ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა, მოწყვეტით მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.

***

ბალიშზე მოწყვეტით დავეცი და დაბუჟებულ ტუჩებზე თითები გადავისვი, ახლა ისეთ სამყაროში ვიყავი, რომელზეც ვერასდროს ვიოცნებებდი, ოცნებას კი არა გაფიქრებასაც ვერ გავბედავდი, ამდენი წელი მის ლანდად ვიყავი ქცეული, თვითონ კი საერთოდ ვერ მამჩნევდა. ძილიდან ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა. თვალები მოვისრისე და ძილის შებრუნებას ვაპირებდი, “პედოფილი” წარწერას რომ მოვკარი თვალი, დაფეთებული დავწვდი ტელეფონს და გავხსენი.
“სად დაიკარგე ლაწირაკო?” მის გახსენებაზე გამეღიმა და სწრაფად მივწერე პასუხი.
“ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა, პედოფილ!”
“რა მოხდა?”
“გავთხოვდი”
“რა? როდის?”
“რავიცი, ორი დღეა”
“იმას გაყევი ვინც გიყვარს?” ამ კითხვაზე ოდნავ შევყოყმანდი, ვერ გადავწყვიტე სიმართლე მიმეწერა თუ მომეტყუებინა, ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე და მაინც მივწერე.
“ჰო, იმას გავყევი ვინც მიყვარს”
“მას?”
“არა, არ ვუყვარვარ”
“და რატომ გაყევი ვერ ვხდები, რამ გადაგრია?”
“ასე გამოვიდა, სხვა გზა არ მქონდა”
“ლაწირაკო, შენ ხარ დარწმუნებული შენს გადაწყვეტილებაში?”
“100%, ხელს ვერ ვკრავდი, ვერაფრით!” 
“მაშინ იმედი მაქვს ბედნიერი იქნები ლაწირაკო”
“შენ რას შვები? როგორ მიდის საქმეები? იმედი მაქვს ეს ხელს არ შეგვიშლის მეგობრობაში ხო?” ხელისკანკალით დავწერე და გაფითრებულმა დაველოდე პასუხს.
“არ შეგვიშლის, არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში ისეთი..” 
“არავინ არ გყავს?”
“მე.. კი… მყავს! რა თქმა უნდა მყავს”
“ანუ დაშორების შემდეგ შენი იმედი ვერ მექნება? :დ” ჩემი ჭკუით გავეხუმრე და როგორც კი გავაგზავნე ვინანე რომ მივწერე. 
“დაშორებას აპირებ?”
“ხო.. როცა დრო მოვა, დავშორდები და მოიყვანს მის რჩეულს”
“რა სისულელეს ამბობ, რა მის რჩეულს?” 
“შეყვარებული ჰყავს, მე მხოლოდ იმიტომ მომიყვანა რომ იძულებული იყო”
“და შენ გგონია დეა რომ კაცს თუ არ უნდა, ვინმე დააძალებს მის მოყვანას?”
“როგორ არა, სასწორზე მისი რეპუტაცია იდგა, ადამიანი ძლივს მოპოვებული რეპუტაციის გამო ყველაფერზეა წამსვლელი”
“ნუ სულელობ დეა, შენც კარგად იცი, კაცს რომ არ უნდოდეს არაფერს გააკეთებდა! თავს ნუ აჯერებ სისულელეებს, იქნებ გრძნობს შენს მიმართ რამეს? არ გიფიქრია, რომ შეიძლება მასაც უყვარდე?” 
“სისულელეა! მას მისი რჩეული უყვარს, ის მოჰყავდა ცოლად”
“მაგრამ შენ მოგიყვანა”
“გეყოფა რა, პედოფილ, კარგი რა!” ნერვიულად შევათამაშე ტელეფონი ხელში და შუბლი მოვისრისე მთლიანად არეულმა.
“დაფიქრდი, დეა”
“ნუ ცდილობ დამაჯერო ის რაც არარეალურია, მინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ ვიცი რომ სისულელეა, გთხოვ რა, საერთოდ ვირევი”
“იმიტომ რომ მშვენივრად იცი სიმართლე, ყველაფერი იცი და მაინც შენსას იმეორებ, გეშინია რეალობის?” 
“მეშინია, ჰო”
“მოვა დრო და აღარ შეგეშინდება, დაიძინე ახლა დეა”
“მოიცა, ჯერ შუადღეა, რაიცოდი ძილს რომ ვაპირებდი?” შევცბი და გამეტებით ჩავაჩერდი ტელეფონს.
პასუხი არ იყო.
გაავებულმა დავახეთქე ტელეფონი, ვინ არის ვერაფრით ვერ ვხვდები, ან რა უნდა, ან საიდან იცის ამდენი რამე?! სახე ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე. როგორც კი დაიზუზუნა ტელეფონმა ეგრევე ვეცი და გავხსენი.
“ძილის წინ რომ გწერდი სულ, ავტომატურად მოგწერე”
თავი დაიძვრინა! საზიზღარი!
“გასაგებია”
ისევ არ მოუწერია პასუხი, მშვიდად დავაბრუნე ტელეფონი უკან და თვალები დავხუჭე.
აღარაფერზე არ მინდოდა ფიქრი, უბრალოდ მინდოდა დამეძინა და ყველაფერი უკუმეგდო რაც მინადგურებდა ოცნებებს. იქნებ მართალია? იქნებ მართლა ვუყვარვარ? არა რა სისულელეა! შეუძლებელია! წარმოუდგენელია!

***

გვიანი იყო რომ გამოვფხიზლდი, მთელი სახლი მოვიარე, მაგრამ დანიელი ვერსად ვიპოვე, შემდეგ ტელეფონზე დავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ ძლივს მიპასუხა.
- სად ხარ?
- გზაში ვარ, მოვდივარ!
- გელოდები
ტელეფონი გავთიშე და აივანზე გავედი, იქვე სავარძელში ჩავჯექი და ვარსკვლავებს გავხედე, ვითვლიდი და თან ცალი ყური ეზოსკენ მქონდა, მოუთმენლად ველოდებოდი დანიელის მოსვლას.
რამდენიმე წუთში გამოჩნდა, მანქანა დააყენა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა სახლისკენ, იქედანვე შემამჩნია რომ აივანზე ვიჯექი და პირდაპირ ამოვიდა.
- რას შვები? - ღიმილით მომიჯდა გვერდით და ლოყაზე მაკოცა მსუბუქად. ესეც საკმარისი იყო რომ ელექტრონებს ყველა უჯრედი გაეარათ.
- არაფერს, ახლა გავიღვიძე, სად იყავი?
- კლუბში გავედით ბიჭები, აღარ გაგაღვიძე ისე გემრიელად გეძინა
- ჰო, არაუშავს!
- მისმინე, ხვალ გიორგის დაბადების დღეა და კლუბში მივდივართ, ხო წამოხვალ?
- წამოვალ.. ბევრნი ვიქნებით?
- არაა.. მარტო ჩვენ და გიორგის მეგობარი…
- მეგობარი?
- ხო კარგი, ამას უყვარს! - გაიცინა და თვალებმოჭუტულმა გადმომხედა - არ გეძინება ქალბატონო?
- ახლა გავიღვიძე დანიელ..
- მე ვიფიქრე დავწვებოდით… - ტუჩი მოიკვნიდა და თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა, ერთიანად წამოვხურდი და დენდარტმულივით წამოვდექი ფეხზე - მე ჩავალ ქვემოთ, მშია - ამოვიკრუსუნე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე, თუმცა მაინც გავიგე მისი სიცილი.

***

რაც შემეძლო დროს ვწელავდი, პულტს უსიამოვნოდ ვატრიალებდი ხელში, მინდოდა ჩაძინებული დამხვედროდა, ვინიცის მერამდენე არხზე ვრთავდი იმის იმედით რომ რაიმე საინტერესო გამოჩნდებოდა, ბოლოს დავნებდი, ტელევიზორი გამოვრთე, ყველაფერი გადავამოწმე და საძინებელში ავედი ჩუმი ნაბიჯებით, კარები შევაღე და ვინ იცის ღმერთს რამდენი მადლობა გადავუხადე, ჩაძინებული რომ დამხვდა.
სწრაფად გავიხადე ტანსაცმელი, მოკლე პერანგი გადავიცვი და მეორე მხარეს შევწექი ფრთხილად.
წამი არ იყო გასული რომ გადმოტრიალდა, წელზე შემიცურა ხელი და ისე სწრაფად მიმიკრო ახურებულ გულმკერდზე მსუბუქად წამოვიკივლე.
- ჩუუ - ჩაიცინა და პირდაპირ ლავიწებს შორის დამიტოვა სველი კოცნა - ასეთ პერანგს რომ იცვამ, ვითომ რამე აზრი აქვს? თან ლიფი არ ჩაუცვამს ქალბატონს..
- მეე..
- ჩუ მეთქი ხომ გითხარი? - გულმკერდიდან კისერში ააცოცა ტუჩები და საერთოდ დამიბინდა გონება.
- დანიელ! - ამოვიკრუსუნე და თმებში თითები შევუცურე.
- გისმენ, დეა - ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა და მთელი კისერი დამიკოცნა.
- მეტს ვეღარ გავუძლებ - მოთმინება დაკარგულმა დავწვდი მის ტუჩებს და ვიგრძენი როგორ გააკანკალა. ბრიტელები გადამიწია და მკერდისკენ ჩაუყვა სველი კოცნებით - საოცარი სურნელი გაქვს! - სურვილისგან გაგიჟებულმა, ჩემკენ დავქაჩე და ტუჩებზე წავეტანე მთელი გრძნობით, თვითონ ტუჩებს კბილებს ანაცვლებდა, კბილებს კი ენას და ვგრძნობდი როგორ მატულობდა სხეულში ტემპერატურა, ვნება მთელი ძალით მივლიდა უჯრედებში და ჭკუიდან მშლიდა.
რამდენიმე წუთში ჩემი პერანგი იატაკზე მოისროლა და მთელი სხეული დამიკოცნა, როგორც კი ხელი საცვლისკენ წაიღო შემაკანკალა და შეშინებული თვალები მივანათე.
- თუ გინდა არ გავაკეთოთ, დეა! - თვალებში ჩამხედა და შუბლი შუბლზე დამადო - გთხოვ, ოღონდ არ შეგეშინდეს ჩემი!
- დანიელ… - შიში როგორღაც უკუვაგდე, ჩემივე ინიციატივით მოვხვიე კისერზე ხელი და ტუჩებში ვაკოცე, ვიგრძენი როგორ გაეღიმა და უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე. შემდეგ ფრთხილად მომაშორა საცვალი და თვითონაც განთავისუფლდა ზედმეტი ნაჭრისგან.
- თუ გეტკინება მითხარი და გავჩერდები - ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და ფრთხილად წამეტანა ბაგეებზე.
შემდეგ მხოლოდ წამიერი მწველი ტკივილი იყო, მისი თითები ახლართული ჩემსაში და მთელ ოთახში გამეფებული უზარმაზარი სიამოვნება, რომელიც ყოველ უჯრედს მიცოცხლებდა და მისით მავსებდა.

***

თვალები როგორც კი გავახილე მის მწველ თვალებს წავაწყდი, დაჟინებით რომ მაკვირდებოდნენ და ცდილობდნენ ჩემი განწყობა გამოეცნოთ. გუშინდელი ღამის გახსენებაზე სასიამოვნოდ გამეღიმა და უფრო მივეხუტე, გავიგონე როგორ ამოისუნთქა ისე, თითქოს უზარმაზარი ლოდი მოხსნესო მხრებიდან და თვითონაც მომხვია ძლიერი მკლავები.
არც მე ვარღვევდი სიჩუმეს და არც თვითონ, თითქოს ასე ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით განცდილ სიამოვნებას და სხეულში გამჯდარ ბედნიერებას. მერე თვითონ წამოიწია ოდნავ, მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში და წამოდგა.
- გავამზადებ საჭმელს და ჩამო ხო? - ღიმილით დამკრა ცხვირზე თითი და წამოდგა. როგორც კი შიშველი სხეული დავლანდე, იმ წამსვე ავიფარე თვალებზე თითები, როგორც ჩანს შემამჩნია და სიცილი აუტყდა.
- ნუ დამცინი! - თვალებდახუჭულმა წამოვდექი, მაგრამ უცებ ტკივილისგან დავიკვნესე და უკან დავჯექი.
- რა მოგივიდა? გტკივა? მაპატიე რა თუ გატკინე გეხვეწები - მომვარდა, ანერვიულებული მისვამდა თითებს სახეზე და მთლიანად კანკალებდა. - გტკივა? რატომ მიყურებ ეგრე, ცუდად ხარ? ექიმს გამოგიძახებ, რამე რომ მოგივიდეს - ნერვიულად აიჩეჩა თმები და ისევ მე მომიბრუნდა.
- ჩაიცვი, თორემ არამგონია ჩემი მოსულიერება შეძლო - ძლივს მოვაბრუნე ენა პირში და აფორიაქებულმა გავატრიალე თავი.
- დეა! - წამოიძახა და იქვე დაგდებული საცვალი ამოიცვა - კინაღამ გული გამისკდა.
- დანიელ, მუცელი მტკივა უბრალოდ, ცხელ შხაპს მივიღებ და როგორმე გამივლის, ნუ ნერვიულობ, ამით არავინ მომკვდარა ჯერ!
- მე რავიცი ვის რა მოუვიდა, მთავარია შენ ხო ხარ კარგად - გაბუტულმა ჩაჯდა ჩემს ფეხებთან და ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია - ძალიან ვინერვიულე, მართლა! - მიხ გატეხილ ხმაზე მეც ვიგრძენი მჩხვლეტავი ტკივილი გულში და მის გვერდით ჩავჯექი.
- კარგი რა, რა განერვიულებს დანიელ?
- მეშინია რომ ინანებ ამ ყველაფერს, მეშინია რომ ამით შეცდომა დავუშვი
- მე არასდროს ვინანებ ამ დღეს, რაც არ უნდა მოხდეს! - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ნაზად შევეხე ტუჩებზე - მიდი ახლა შენი გემრიელი ხელებით საჭმელი გაამზადე და მეც უცებ ჩამოვალ ხო? ხვალიდან მე გავხდები დიასახლისი! - გავუცინე, ფეხზე წამოვდექი და ხელი გავუწოდე.
ღიმილით ამომხედა და თვითონაც წამოდგა, მერე მთელი ძალით მომეხვია და ტუჩებში რამდენჯერმე მაკოცა.
გადარეული!

***

საღამოს შვიდისთვის უკვე მზად ვიყავი და დანიელის შემოსვლას ველოდებოდი, მოკლე ლურჯი, გულმკერდზე ოდნავ ამოღებული კაბა მეცვა და თმები მაღლა მქონდა აწეული.
მშვიდად შემოაბიჯა საძინებელში, შავი შარვალი და თეთრი პერანგი იმდენად უხდებოდა რომ სუნტქვა შემეკრა, გაოცებულმა ავაფახულე თვალები, პირველად არ ვხედავდი, მაგრამ ყოველ ნახვაზე მაინც ახერხებდა ჩემს გაგიჟებას, მოტკეცილ პერანგში, უფრო კარგად იკვეთებოდა მისი ნავარჯიშები სხეული და იმხელა ნერწყვი გადავყლაპე რომ კინაღამ დავიხრჩვი.
გაოცებულმა ამომხედა, ფეხებიდან დაიწყო და ბოლოს სახეზე შეჩერდა, დაბნეულმა მივაჩერდი, ტუჩის კუთხეები შეერხა და თვალებაციმციმებულმა გაიღიმა. შემდეგ სწრაფად წამოვიდა ჩემკენ, წელზე მომხვია ხელი და პირდაპირ გულზე მიმიკრა.
- რა ლამაზი ხარ! - ყურში ჩამჩურჩულა და იქვე დამიტოვა სველი კოცნა.
- შენც.. ძალიან… კარგად.. გამოიყურები, დანიელ! - ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი და თვალებში მივაჩერდი.
- სწრაფად წავიდეთ თორემ ვატყობ გადავიფიქრებ - გაიცინა და ოთახიდან ერთად გავედით.
კლუბში მისულს, ალექსი, გიორგი და ერთი გოგო დამხვდა მაგიდასთან, კეთილი ღიმილით მიყურებდა და თავის მწვანე თვალებს აბრიალებდა, გიორგი როგორც კი სხვას წაეფლირტავეობდა.
როგორც არმოჩნდა ანი ჰქვია, გიორგი კი გამუდმებით აწვალებს და აწითლებს.
- გეყოფა გიორგი რა, ნუ იცი ასე! - აბუზღუნდა ისევ და ღიმილით გადავხედეთ მე და დანიელმა ერთმანეთს.
- კარგი, ერთი ცეკვა მაჩუქეთ ქალბატონო მაშინ! - ღიმილით გაუწოდა გიორგიმ ხელი და ისიც ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით გაჰყვა უკან.
უცებ დანიელს წერილი მოუვიდა, სწრაფად გახსნა, მხოლოდ “კატო” სახელის წაკითხვა მოვასწარი, მალე დახურა და ანერვიულებულმა ფეხზე წამოდგა.
- საჭირო ოთახში გავალ და მოვალ - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, გაბრაზებულმა შევკარი წარბები და კოქტეილს დავწვდი. ალექსს ველაპარაკებოდი რაღაცაზე გაცხარებული, ვიღაცამ რომ მწვდა მკლავში და უხეშად წამომაყენა.
- მე შენ გელოდები და შენ კიდევ ვიღაცასთან ერთად ერთობი? - გაოცებისგან ადგილზე მივეყინე ლეო რომ დავინახე.
- რა? - დავიბენი და მკლავი ავუქნიე რომ ხელი გაეშვა.
- სხვებთან ერთობი არა? - ირონიულად ჩაიცინა და უფრო მომიჭირა - რამდენჯერ გაგაფრთხილე ჭკვიანად იყავი მეთქი? - ოდნავ დამქაჩა და გარეთ გამიყვანა, ალექსი წამოგყვა და ცდილობდა როგორმე ხელი შეეშველებინა ჩემთვის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
- ლეო, გამიშვი, ნორმალური თუ ხარ! რას აკეთებ? - დავუკივლე და ხელი ავუქნიე.
- ახლა თუ ვარ ნორმალური? მე რომ მხვდებოდი, სახლში რომ გაცილებდი და სიყვარულს მეფიცებოდი, მაშინ ხომ ვიყავი კარგი? - გაცოფებული წამოვიდა ჩემკენ და უკან უკან დავიხიე, უეცრად რაღაც ძალიან მაგარს რომ შევასკდი.
- დანიელ? - ამოვიკნავლე და ცრემლიანი თვალები შევანათე.
- აბა არანაირი გრძნობა არ მაკავშირებსო? - დაიგრგვინა და მხრებში ჩამაფრინდა.
- მე არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს საერთოდ! - ამოვიხავლე და ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით ჩამომიგორდა.
- სახლში ვილაპარაკებთ! - გაბრაზებულმა გამოცრა კბილებიდან და პირდაპირ ლეოსკენ წავიდა, დავინახე როგორ დაარტყა რამდენჯერმე, ალექსმა ძლივს გააშველა, არ ვიცი ლეომ რა უთხრა, მაგრამ შევცბი ჩემკენ რომ გამობრუნდა გაფითრებული, სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა და მკლავში ჩამავლო ხელი.
პირდაპირ მანქანისკენ წამიყვანა, უხეშად ჩამსვა, კარი მომიხურა და თვითონაც დაიკავა ადგილი.
გაოცებული ვუყურებდი და ვერაფრით ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ..
შემდეგ ტელეფონმა დაიზუზუნა და უცხო ნომრისგან მოსული შეტყობინება ხელის კანკალით გავხსენი.
“მე გაგაფრთხილე!”

***
10 თავი.

ოთახები ზედმეტად იყო დაბურული, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა ადამიანს თითქოს არავის უნდოდა რომ იქ სინათლის სხვის შემოეღწია, ცივი კედლები და აქა იქ ფხაჭუნი, შიშს ამკვიდრებდა ადამიანის სხეულში.
კატო წინ ფრთხილად მიიწევდა, ხელები უკანკალებდა და თვალებში უზარმაზარი სევდა ჰქონდა ჩამდგარი, თითოეული ნაბიჯი იმხელა ტკივილს აყენებდა რომ რამდენჯერმე შებარბაცდა და იქვე სრულიად გამოფიტულ კედელს მიეყრდნო. ტკიოდა ყველაფერი, თითოეული წამი, თითოეული გადადგმული ნაბიჯი, ეს ტკივილი იმდენად ძლიერი და აუტანელი იყო, მთელ ძალას ართმევდა და ძალაგამოცლილსაც საშინლად ჯიჯგნიდა.
როგორც იქნა სასურველი ოთახი გამოჩნდა, წვეთების ხმა ამაზრზენად ისმოდა და თითქოს პირდაპირ გულზე ურტყამდა დანის წვერს. ეშინოდა იქაურობის, ყველა იქ მყოფი ადამიანის, მათი ცივი და არაფრისმეტყველი სახეები აგიჟებდა.
- გელოდებოდი! - ოთახიდან მაღალი, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი გამოვიდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
- მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი! - ამოისრუტუნა და თვითონაც შემოხვია ხელები.
- მითხარი რომ ყველაფერი კარგარ არის, მითხარი რომ დანიელთან ხარ და მე არაფრის არ უნდა მეშინოდეს! - გატეხილი ჰქონდა მამაკაცს ხმა, ეტყობოდა შიგნიდან როგორ ჭამდა ეს უმოქმედობა, ოცდაორ თვეს მასზე დიდი კვალი ჰქონდა დამჩნეული, ყოველთვის ლაღი და ჭინკებით სავსე თვალები, ახლა ჩამქრალი და უსიცოცხლო გამხდარიყო, უფრო დასუსტებული და გაფერმკთალებული ეჩვენა კატოს და გული შეუღონდა, ამხელა ტკივილის გადატანა რომ უწევდა მარტოს.
- დანიელთან ვარ კი, უსაფრთხოდ, ყველანაირად ზრუნავს ჩემზე, ხომ იცი როგორ ვუყვარვარ! - ღიმილით ჩაილაპარაკა კატომ და მის წინ მოთავსდა სკამზე.
- ვიცი და ეგ მაიმედებს ყველაზე მეტად, როგორც კი აქედან გამოვალ ყველა საქმეს მოვაგვარებ და თქვენთან დავბრუნდები, სულ რაღაც ორი თვე დარჩა! რამე ხომ არ შეცვლილა?
- დანიელმა ცოლი მოიყვანა - ბაგეები ოდნავ შეუთრთოლდა კატოს და დამნაშავესავით ჩახარა თავი.
- რა? ეგ როგორ გააკეთა? ის კა*პა მოიყვანა ხო? - ძარღვები დაებერა მამაკაცს და ფეხზე წამოხტა - გინდა გამაგიჟო? გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? ეს როგორ გაგიკეთა?
- არა, ის არა, მისი სტუდენტი, ჩემი დაუდევრობით, მე გავაგზავნე მის მამობილთან მათი ერთად ყოფნის სურათები და ვერ გავთვალე რომ მის ცოლად მოყვანას მოთხოვდა! - უფრო წაერთვა ხმა კატოს და მზერა მოარიდა.
- ეს როგორ ვერ გათვალე? კატო შენ სულელი გოგო არ ხარ! ან იქნებ.. - ეჭვნარევი მზერა მოავლო მამაკაცმა და ღრმად ამოიოხრა - გასაგებია!
- კარგი გოგოა, მისი არ მეშინია.. - მსუბუქად ჩაიცინა კატომ.
- კიდევ კარგი, ოღონდ ის არ მოიყვანოს და თუ უნდა უკანასკნელი იყოს მის გვერდით.. - მძიმედ ამოიოხრა მამაკაცმა და ხელებში ჩარგო სახე - არ გამოჩენილა?
- არაა.. - ყოყმანი დაეტყო ხმაში კატოს.
- დარწმუნებული ხარ კატო? არ მომატყუო იცოდე!
- არა მართლა, არ გატყუებ!
- კარგი, ჩემი წასლვის დროა, ხოიცი ამდენს ვერ დაგელაპარაკები - კიდევ ერთხელ მიუახლოვდა ათრთოლებულ გოგოს და გულში ჩაიკრა - მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები იცოდე, მოვაგვარებ ყველაფერს და აუცილებლად დავბრუნდები!
კატო იქამდე იდგა გაშეშებული და თვალცრემლიანი სანამ მაღალი სილუეტი არ მიეფარა თვალთახედვას. შემდეგ ცივად შემობრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა. ახლა ორმაგად უფრო ტკიოდა და წვავდა იქაურობა. მაგრამ არაფერს იმჩნევდა, ჩვეული მკაცრი მზერით, წელში გამართული და თავაწეული მიდიოდა დერეფანში, იქ მყოფი ადამიანები მას უყურებდა, მაგრამ მის თვალებს არავისთვის ეცალა, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ მომხდარი კადრი უტრიალებდა გაუჩერებლად და რაც შეეძლო ძლიერად აჭერდა კბილებს ერთმანეთს რომ იქვე არ ატირებულიყო. მონატრებისგან მთელი სხეული ეწვოდა, უნდოდა კიდევ ერთხელ გაქცეულიყო და მთელი ძალით მოხვეოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ამის უფლებას არავინ მისცემდა. ორი თვე და დასრულდებოდა ეს მტანჯველი ორი წელი, დასრულდებოდა ყველაფერი.

დეა


აკანკალებული ხელებით ძლივს გამოვრთე ტელეფონი და თვალცრემლიანმა გადავხედე საჭეზე ჩაფრენილ დანიელს.
მინდოდა ერთი სიტყვა მაინც მეთქვა, მაგრამ შიშისგან ენას ვერ ვაბრუნებდი პირში, ვიცოდი რომ ახლა იმაზე მეტად იყო გამწარებული, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა და მეშინოდა, ისეთი რამე არ მომხდარიყო რაც უარესად დაგვაშორებდა ერთმანეთს.
ფანჯრისკენ გავატრიალე თავი და ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე, ვერ ვხვდები ლეო საიდან გაჩნდა იქ ან მისი სიტყვები რას ნიშნავდა, როდის ვეფიცებოდი სიყვარულს.
როგორც კი სახლი დავინახე, უარესად ავკანკალდი, დანიელი სწრაფად გადავიდა, მანქანას მოუარა, ჩემი კარები გამოგლიჯა და მკლავში ჩამავლო ხელი.
- დროზე! გამოადგი ფეხი! - კბილებს შორის გამოცდა და ისე სწრაფად წავიდა ძლივს ავუწყვე ფეხები.
- დანიელ, მეტკინა! - დავიკნავლე სანამ კარებში შევიდოდით და ხელის განთავისუფლება ვცადე.
- გაჩერდი! - დამიღრინა და ღია კარებში ძალით შემიყვანა. როგორც კი კარები მიხურა და გამომხედა, ეგრევე მომეკვეთა მუხლები, ვიცოდი კარგი არაფერი არ მელოდა, ჩემკენ წამოვიდა ნელა, თვალები ისე უელავდა, შიშისგან შევხტი და ცრემლები წამომივიდა, ნერვიულად ვაწვალებდი კაბის ბოლოს, ვცდილობდი როგორმე გავქცეოდი და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი, სანამ მე გამოსავლის პოვნას ვცდილობდი, კუთხეში აღმოვჩნდი მოქცეული და იმდენად ახლოს იდგა ჩემთან რომ მისი გახშირებული სუნთქვა პირდაპირ სახეზე მეცემოდა.
მოულოდნელად იქვე მდგარი კარადიდან აიღო ვაზა და პირდაპირ იატაკზე დაახეთქა, ისიც წამებში იქცა ნაწილებად, შევხტი და კივილი მოვრთე, ისე განწირული ვკიოდი რომ ვიღაცას ეგონებოდა ჩემზე ძალადობდნენ, ერთს მეორე მიყვა, მეორეს მესამე და ასე გაუნძრევლად დაამსხვრია მთელი მისი სუვენირები.
მერე მომიბრუნდა, ოდნავ დამშვიდებულმა, მხრებში ჩამავლო ხელი და მისკენ მიბიძგა, მეც გაუცნობიერებლად ავეკარი მის გულმკერდს და ოდნავ შემაცახცახა ზედმეტი ემოციებისგან.
- დანიელ, გეფიცები, მე არაფერი არ… - სიტყვის თქმა არ დამაცალა, ეგრევე მეძგერა ტუჩებზე და ისეთი გრძნობით მაკოცა რომ კინაღამ გული წამივიდა. - რა.. რას აკეთებ? - ძლივს ამოვიხავლე მისი ტუჩები კისერზე რომ შემეხო.
- ჩუუ! - თითები ტუჩებზე ამაფარა, ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა.
- დანიელ, არ მიბრაზდები? - საწყალი თვალით ავხედე, ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით დამხედა და საწოლზე გადამაწვინა.
- ძალიან გიხდება ეს კაბა - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა და ლავიწზე მსუბუქად მიკბინა, ხელი ზურგზე აასრიალა, ელვა მარტივი მოძრაობით ჩახსნა და კაბა მხრებზე გადამიწია - შენ რა.. ლიფი არ გეცვა? - მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში და ისე დამიკოცნა გულმკერდი კვნესა ძლივს შევიკავე. - რატომ ხარ ასეთი სექსუალური? - წელზე ხელი მომხვია და უფრო ახლოს მიმიკრა, ვერაფერი ვუპასუხე, სურვილისგან აკანკალებულმა მის მაისურს დავავლე ხელი და ერთი ხელის მოსმით გადავაძრე, როგორც კი შიშველ სხეულზე ავასრიალე ხელი, ვიგრძენი როგორ აცახცახდა, ტუჩებში მთელი ძალით მაკოცა და კაბა იატაკზე მოისროლა პირდაპირ, ვიგრძენი როგორ ავივსე მისით, თვალები მივნაბე სიამოვნებისგან და ზეწარს მთელი ძალით ჩავაფრინდი, მისი ძლიერი ხელები მეფერებოდნენ ყველგან, სხეულის თითოეულ წერტილში და ჭკუას მაკარგვინებდნენ. მისი თითების შეხება უჯრედებს მიწვავდა, მაგრამ მაზოხისტურად მსიამოვნებდა თითოეული.
- დეა, დეა - რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ დაბინდული გონებით ვერაფერს ვიგებდი, შემდეგ ერთად მივაღწიეთ სიამოვნების წერტილს და ერთიანად ძალაგამოცლილმა მის გულმკერდს მივესვენე.
თავი მაღლა ავწიე, თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა, მინდოდა დღევანდელზე მეკითხა, მაგრამ ტუჩებზე ამაფარა თითები და თავი გააქნია.
აღარაფერი ვკითხე, მივხვდი რომ თუ რამეს ვიტყოდი ამ წუთებს გავაფუჭებდი, ამიტომ გავჩუმდი, მისკენ მივიწიე და გულზე დავადე თავი, მისი აჩქარებული გულისცემა სასიამოვნოდ ედებოდა სხეულს და ბედნიერების იმპულსებს გზავნიდა სხეულში. თვითონ მისი გრძელი და ნატიფი თითები ჩემს თმებში ჰქონდა ახლართული და მონდომებით მეფერებოდა.

***

დილით ფრთხილად წამოვდექი, დანიელს ჯერ კიდევ ეძინა, მის სახეს დავაკვირდი და გამეღიმა, პატარა ბავშვს უფრო ჰგავდა იმ მომენტში, ტუჩები ოდნავ დაშორებული ჰქონდა ერთმანეთზე და მშვიდად სუნთქავდა. დავიხარე და მოწყვეტით ვაკოცე, შემდეგ ლოყაზე, კისერში და ბოლოს რომ მივხვი ვერაფრით მოვთოკავდი თავს ჩუმად წამოვდექი, მოკლე ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში ჩავირბინე.
ტოსტები გავამზადე, სალათის გაკეთებას შევუდექი და რამდენიმე წუთში მისი დაჟინებული მზერაც ვიგრძენი, თანაც ვითომ დანა დამივარდა და დახრის დროს კარგად შევამჩნიე მისი ვნებისგან აშლილი გამომეტყველება. რამდენიმე წუთში მომიახლოვდა კიდეც, მუცელზე ხელი შემიცურა და ძლიერად ამიკრა გულმკერდზე.
- დანიელ - ამოვიკრუსუნე და ლოყაზე მივეფერე.
- სად გამომეპარე ჩემო ქალბატონო? - კისერში სველი კოცნა დამიტოვა და ტოსტი ჩაკბიჩა.
- მე, საუზმე გაგიმზადე! - შევცინე და მისკენ შევბრუნდი, თუმცა მივხვდი რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ძალიან ახლოს მოვხვდი მის ტუჩებთან და ერთიანად შემაკანკალა.
- ვხედავ ვიღაც იწვის ჩემი კოცნის სურვილით - ღიმილით დამხედა ტუჩებზე და უფრო ახლოს მოიწია - უკვე ბოლი ასდის, ჰმმ, საინტერესოა! - ჭინკებათამაშებულმა წამეტანა ბაგეებზე და ვიგრძენი როგორ გამომეცალა საყრდენი, ის ის იყო უნდა დავცემულიყავი რომ დანიელმა ხელი მომხვია და ისევ წამეტანა ტუჩებზე - როგორ ვმოქმედებ შენზე! - უკან დაიხია და მაგიდაზე დაჯდა.
- დანიელ ნუ მეთამაშები! - გავბრაზდი და შუბშეკრულმა გავუწყვე მაგიდა.
- დღეს რომელ საათზე გაქვს ლექციები? - ჩემი სიტყვები დააიგნორა, გამიღიმა და ისევ ტოსტს დაწვდა.
- სამზე, შენ?
- საღამოს, ექვსზე
- მე თვითონ მივალ და მერე ერთად წამოვიდეთ! - მკრთალად გავუღიმე და ტოსტს დავწვდი მეც.
ღიმილით ჩაიარა საუზმემ, თვითონაც არ უთქვამს ზედმეტი სიტყვა და არც მე გამომიდია თავი, არ მინდოდა გუშინდელზე ლაპარაკით უარესად გამებრაზებინა.

***

როგორც კი უნივერსიტეტში მივედი, ეგრევე ჭორიკანა შემომეგება.
- როგორ ხარ? - ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და აფირისტულად გადამკოცნა.
- კარგად შენ?
- კარგად! დანიელს ვეძებ, ნეტა სად არის? - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და თვალები ავატრიალე მობეზრებულად.
- მე არ მინახავს, ლექცია მაქვს, არ მცალია!
- ქერას დაუკერია გუშინ, მთელი ღამე ჩემთან იყოო გამოაცხადა - გველური ჩამაწვეთა მაინც და ცოტა მაკლდა რომ გემრიელად გადამეხარხარა.
- ხო დარწმუნებული ვარ მთელი ღამე მასთან იყო და თვალი არ მოუხუჭავთ! - კისკისით ჩავუკარი თვალი და ლიფტისკენ დავიძარე.
- რა ლაღად ლაპარაკობ, რა აღარ მოგწონს დანიელი?
- რაებს ლაპარაკობ თაკო? საიდან მოგაქვს ეს სისულელეები, უბრალოდ გამეცინა ქერაზე!
- რა არის სასაცილო ვერ ვხვდები - დაიბნა და თვალებში ჩამაშტერდა.
- ასე რომ უნდა დანიელთან ის არის სასაცილო! - სიამოვნებით ვეტყოდი რატომაც იყო სასაცილო მაგრამ ამით თავს უფრო გავყიდდი, ვიდრე ქერას დავცინებდი, ამიტომ ტუჩზე ძლიერად ვიკბინე და მოგუდულად გავუცინე.
- რაღაც იცი და არ მეუბნები ხო? - გაოცებულმა ჩამაშტერდა უარესად თვალებში.
- რა უნდა ვიცოდე? მთელი ეს დრო სახლიდან არ გამოვსულვარ!
- კარგი - ეჭვნარევი მზერით გადმომხედა და სწრაფად ამიარა გვერდი.
სიცილით შევედი ლიფტში და ისეთი ხმით გადავიკისკისე, მგონი დანიელიც გაიგებდა სახლში.

***

შესვენებაზე მოფარებულ ადგილზე გავედი, ფანჯრიდან ვუყურებდი უნივერსიტეტის ეზოში შემომავალ მანქანებს და ველოდებოდი როდის მოვიდოდა დანიელი.
უეცრად შეხება ვიგრძენი და შეცბუნებულმა მოვტრიალდი უკან.
- დეა! - ლეოს ტონი უსიამოვნოდ მიწვდა ყურს და ეგრევე ზიზღით დავიმანჭე.
- რა გინდა ლეო? - გაღიზიანებულმა გვერდის ავლა ვცადე მაგრამ შემაჩერა.
- ჩემთან უნდა იყო დეა, რატომ არ გესმის? ჩემთან უნდა იყო, არცერთი შენი სიტყვა არ დამვიწყებია! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია მაგრამ ხელი ავუკარი და მოვიშორე.
- რა დაგესიზმრა ლეო? რა ჩემი სიტყვები, საერთოდ არ ვიცი რაზე ლაპარაკობ! - კბილებს შორის გამოვცარი და კიდევ ერთხელ ვცადე რომ გვერდი ამევლო.
- ვიცი რომ დანიელთან ხარ, ტყუილად გაქვს რაიმეს იმედი, გამოგიყენებს და მიგაგდებს, მე კიდევ შემიძლია ბედნიერება გაჩუქო, მე მართლა მიყვარხარ დეა!
- არ მჭირდება შენი სიყვარული! - მკაცრად მივუგე და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი, დერეფანში კი პირდაპირ ცხვირით შევასკდი დანიელს - დანიელ.. ბატონო დანიელ - ეგრევე გადავედი ოფიციალურ ტონზე და თმები ნერვიულად შევისწორე.
- ხო, დეა! - ჩვეული მშვიდი გამომეტყველებით მომიგო, მაგრამ როგორც კი ჩემს უკან მომავალი ლეო დაინახა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა მთელი სხეულით.
- გამარჯობა, ბატონო დანიელ! - ირონიულად მიუგო ლეომ და ხელი გაუწოდა.
- გაგიმარჯოს! - მხოლოდ კულტურის გამო უპასუხა და ხელი უემოციოდ ჩამოართვა.
- ბატონო დანიელ, ჩემი შეყვარებული როგორ მოგწონთ? - ყალბი ღიმილით გადმომხვია ლეომ ხელი და ვიგრძენი როგორ ამასხა ტვინში სისხლმა, მხარი ავუქნიე და მისი ხელი სწრაფად მოვიშორე.
- უკაცრავად ბატონო დანიელ, რაღაცები ესიზმრება და შემდეგ რეალობაში ერევა - ტუჩები ზიზღისგან შემითრთოლდა და გამწარებული თვალებით გადავხედე ისევ მომღიმარ ლეოს.
- ცოტა მორცხვია, თქვენი რცხვენია, არ უნდა აღიაროს რომ ვუყვარვარ! - ისევ თავისას უბერავდა ლეო, მე კიდევ ვგრძნობდი როგორ გამოვდიოდი წყობიდან და იმ წამს ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.
- ლეო მორჩი, თორემ გეფიცები აქვე გამოგჭრი ყელს! - ჩავიღრინე და დავინახე როგორ გადაუვიდა სახეზე ფერები, მერე უხმოდ მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა.
დამნაშავესავით ავხედე დანიელს, რომელიც შეკრული წარბებიდან დამყურებდა, შემდეგ ერთი უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
- ჰმ, შენ კიდევ რამეს რომ იტყვი! - ვცადე სიტუაციის განმუხტვა და გავეკრიჭე.
- მე? - გაოცებისგან წარბები აზიდა და მომლოდინე თვალებით დამაშტერდა.
- გავიგე გუშინ მთელი ღამე ქერასთან ერთად ყოფილხარ! - ენა გამოვუყავი და ვითომ გავებუტე. უცებ ჩემს თმებს რომ დაავლო ხელი და დაკვირვებულმა შეათვალიერა.
- რაღაც ქერას არ გავხარ და ვითომ თვალი მატყუებს? - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ვიგრძენი როგორ მომეკიდა სირცხვილის ალი.
- დანიელ!
- ბატონო დანიელ! - შემისწორა უცებ - საღამოს გავაგრძელოთ, აქ სირცხვილია დეა! - ყველასგან შეუმჩნევლად კოცნის იმიტაცია გააკეთა და სიცილით გამეცალა.

***

ლექციაზე ვიჯექი, მაგრამ ფიქრებით მთლიანად დანიელთან ვიყავი გადართული, მახსენდებოდა მისი თითოეული შეხება და გული გამალებით მიცემდა, მისი გამოხედვა, მისი გემრიელი ტუჩები, მისი შეხება, სისხლი ისე ამიჩქროლდა ვენებში, თავი ძლივს შევიკავე რომ არ წამოვმხტარიყავი, მხოლოდ კარის ხმაზე გამოვიხედე და დავინახე როგორ შემოვიდა ჩემი ქმარუკა აუდიტორიაში.
რა თქმა უნდა ჩემი ლექტორი ისეთი სახით შეეგება, ლამისაა ხელებში ჩაადნებაო იტყოდით.
- ქალბატონო ნაინა, თქვენი ნიშნების ფურცელი წამოგიღეთ! - თავაზიანი ღიმილით გაუწოდა და თვალები ჩემკენ გამოაპარა, ყველასგან შეუმჩნევლად გავილოკე ტუჩები და დავინახე როგორ აენთო თვალები, თანაც ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად მაგრამ მაინც აუხტა ღიმილი.
- ღმერთო, როგორი ყურადღებიანი ბიჭი ხარ ვგიჟდები! დიდი მადლობა ჩემო კარგო - საერთოდ ჩადნა ლექტორი და თვალები მობეზრებულად ავატრიალე.
- რისი მადლობა ქალბატონო! - გაიღიმა და ისევ გამოაპარა თვალი ჩემკენ, საპასუხოდ მხოლოდ მსუბუქად გავუღიმე და კისერზე ვითომ ნერვიულად მოვისვი ხელი.
- დიდი მადლობა! - ვინ იცის რამდენჯერ გაუმეორა ეს სიტყვა, ჩემზე გადმორთულ დანიელს და ვინ იცის მერამდენედ მიიღო მისგან “რა საჭიროაო”. როგორც კი გავიდა აუდიტორიიდან, ეგრევე აზუზუნდა ჩემი ტელეფონი.
“როგორც ჩანს, გინდა რომ დაგსაჯო, ხო? :)”
“როგორ აპირებ ჩემს დასჯას, თუ გამანდობ.. ვნახოთ! ”
“ნუ ცელქობ დეა, ღამე ვერ გადამირჩები!”
“მემუქრები?”
“გაფრთხილებ, საყვარელო” 
გამეცინა და აღარაფერი მივწერე, ლეოს დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი, თითქოს ჩემთვის არც არსებობდა, თითქოს ვერც ვგრძნობდი.

***

დაახლოებით ერთი თვე გავიდა ლეოს ასეთ გამოხტომებს რაც ვიტანდი, უნივერსიტეტში გამუდმებით უკან დამყვებოდა და თან ცდილობდა მაქსიმალურად მოეშალა ნერვები დანიელისთვის.
არ ვიცი მას ამდენი მოთმინება საიდან მოჰქონდა, მაგრამ მე კი ერთი სული მქონდა როდის ვითრევდი ლეოს თმებით, ჭკუიდან გადავდიოდი, მისი ყოველი შეხება ლაპარაკი თუ სიტყვა ისე მაღიზიანებდა რომ მინდოდა მთელი ჯავრი მასზე მეყარა, რამდენჯერმე გავიწიე კიდეც, მაგრამ ბედზე დროზე მომისწრეს გოგოებმა და გაგვაშველეს.
- ლეო, მერამდენეჯერ გაგაფრთხილო რომ თავი შორს დაიკავო ჩემგან? - უნივერსიტეტის ეზოში მდგომი გაღიზიანებას ვეღარ ვმალავდი, თან ცალი ხელით ვცდილობდი რომ როგორმე დაინელისთვის დამერეკა.
- არ დაგანებებ თავს, მინდა ჩემთან იყო, ჩემი იყო და საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს! - ჯიუტად იმეორებდა თავისას დაპროგრამებულივით და წამიერად მეც კი შემეპარა ეჭვი მის ბუნებრიობაში.
- ლეო, გეყოფა! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
- იქამდე, სანამ არ მიხვდები რომ დანიელი შენი ღირსი არ არის და ჩემთან ერთად არ გაიქცევი სადმე!
- მე შენთან ერთად არსად არ წამოვალ! - კბილებს შორის გამოვცერი და უკან დავიხიე.
- მაგასაც ვნახავთ, გპირდები, შენი ხელით გაანადგურებ დანიელს და შემდეგ ჩემთან ერთად გაიქცევი! - ამაზრზენი ღიმილით ჩაიცინა და თითები გაატკლაცუნა, უსიამოვნოდ გამცრა და დანიელის ნომერი სწრაფად ავკრიფე.
თუმცა ზარი გასულიც არ იყო, ჩვენს ფეხებთან მანქანა რომ გაჩერდა, მოულოდნელობისგან შევკივლე და ძლივს შევიკავე თავი რომ არ დავცემულიყავი.
- დეა, ჩაჯექი მანქანაში! - მისმა გაღიზიანებულმა ხმამ უსიამოვნოდ დამიარა ტანში და თავდახრილმა წავედი მანქანისკენ.
- დეა, დაფიქრდი ჩემს სიტყვებზე - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა მანქანაში ჩაჯდომამდე ლეომ.

***

გაღიზიანებული დანიელი მთელი ძალით უჭერდა ხელებს საჭეს და ცდილობდა როგორმე მისი ბრაზი გადაეფარა, მაგრამ თვითონ აკანკალებული ვერაფრით თქმას ვერ ვახერხებდი.
- დეა, მოთმინება მეწურება!
- დანიელ, არ გინდა გთხოვ
- რატომ არ მინდა ვერ ვხვდები, მინდა რომ გაქრეს შენი ცხოვრებიდან! დავიღალე, იმის მოფრთხილებით, რაც არ მიღირს შენს ნერვიულობად!
- გაგიჟდი? გინდა რომ მთელი უნივერსიტეტი აალაპარაკო? - გაღიზიანებულმა ნერვიულად ავათამაშე თითები და მომლოდინედ ჩავაშტერდი თვალებში.
- მე შენი კეთილდღეობა მინდა დეა, ისედაც იძულებით გახდი ჩემი ცოლი, ახლა კიდევ ლეო.. - კბილების ღრჭიალით გადააქნია თავი.
- რომ არ მდომოდა, არ გავხდებოდი! - ისე უცებ წამოვროშე, რომ ვერც გავიაზრე, მის გაფართოებულ თვალებს რომ წავაწყდი მხოლოდ მაშინ მივხვდი და ტუჩზე ვიკბინე. ვცდილობდი როგორმე თავი გამემართლებინა და ჩემი სიტყვები გადამეკეთებინა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, აჭარხლებულმა სახეზე ხელები ავიფარე და მთელი გზა არ შემიხედავს მისთვის.
სიცილით გადავიდა მანქანიდან და მეც გაბუტულმა მივყევი უკან.
- კარგი დეა, ვიცი რომ ჩემს ცოლობაზე ოცნებობდი - პატარა ბავშვივით გამომიყო ენა და კედელთან მიმიმწყვდია.
- ხო დღე და ღამე არ მეძინა მაგაზე ფიქრით! - არ ჩამოვრჩი ირონიაში.
- ვიცი! - გამარჯვებული ღიმილი აიკრა და როგორც კი შევედით ეგრევე კარებზე ამაკრა - შენ იცი მე ახლა რაზე ვოცნებობ? - ჭინკებათამაშებული თვალებით დამხედა და ტუჩები გაილოკა.
- არ.. ვიცი… - ამოვიკრუსუნე და დარცხვენილმა ძლივს გავუსწორე მზერა.
- ამ ტუჩების დაგემოვნება, კიდევ ერთხელ - ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა და სიამოვნებისგან თვალები მივნაბე, მერე ამ კისრის დაგემოვნება თითი კისერს ჩააყოლა და იქვე მდგომ მაგიდას მთელი ძალით ჩავაფრინდი, თვალებმილულული მის ყოველ მოძრაობას შევიგრძნობდი და ვგრძნობდი როგორ მეწვოდა თითოეული უჯრედი.
- დაა.. ნიე… ლ! - ამოვიკრუსუნე და კისერზე ხელები შემოვხვიე.
- რაო ქალბატონო? - ღიმილით დამხედა და ტუჩებისკენ დაიხარა. ისეთი გრძნობით მაკოცა კინაღამ გული წამივიდა, ძლივს შევიკავე თავი რომ არ წავქცეულიყავი, ჯერ ზედა, შემდეგ კი ქვედა ტუჩზე მკოცნიდა, მერე მიკბინა, ბოლოს კი კბილები ენით შეანაცვლა, თან ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული, მისგან წამოსული სიმხურვალე ჭკუიდან მშლიდა. მთელი ოთახი სიამოვნებით იყო გაჟღენთილი, მე კი მისით ვივსებოდი, ყველა უჯრედი ცოცხლდებოდა და მთელ სხეულში ბედნიერების მეტასტაზები მქონდა გამჯდარი.

***

დილით უსიამოვნო ქუსლების კაკუნმა გამაღვიძა, შემდეგ ვიღაცამ კარებზე მსუბუქად დააკაკუნა.
დანიელი ეგრევე წამოხტა, ჩაიცვა და კარები გამოაღო.
- კატო?
- სალაპარაკო გვაქვს, სასწრაფოდ!
- გამოვალ ახლავე!
კარები მიხურა და სააბაზანოში შევარდა, სწრაფად გამოვიდა იქედან, წამოდგომა ვცადე მაგრამ შემაჩერა.
- იწექი დეა, მოვალ მალე - შუბლზე მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
მაინც ვერ გავძელი, ეჭვი შიგნიდან მღრღნიდა და მჭამდა, მინდოდა რაიმე მაინც გამეგო, ამიტომ მის კაბინეტთან მივიპარე და კარგად მივაყურადე რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერაფერი გავიგე.
ეს კედლები ოდნავაც არ ატარებდა ხმას, გამწარებულმა კბილები გავაღჭრიალე, შემდეგ გამჭირვალე მინაში შევიხედე და კარგად დავინახე ერთიანად დაჭიმული და გაგიჟებული დანიელი, თავზე ნერვიულად ისვამდა ხელს და თან მთელი სხეულით კანკალებდა. გამიკვირდა მისი ასეთი მდგომარეობა, კატო ცდილობდა მისულიყო, თან ტიროდა და აშკარად ემუდარებოდა რაღაცას მაგრამ არაფერი ესმოდა დანიელს. ბოლოს კატომ ჩაეხუტა, ვიგრძენი როგორ შეირხა სხეულში ბრაზი და ყველა უჯრედს მოედო, ხელები ისე შევკარი რომ ფრჩხილები კანში შევიდა, გამწარებული თვალებდაბინდული ვუყურებდი როგორ ეხვეოდნენ ერთმანეთს და მინდოდა ორივე ერთმანეთზე გადამება.
სწრაფად მოვბრუნდი და ოთახში ავირბინე, გამწარებული ვყრიდი ტანსაცმელს დანიელი რომ შემოვიდა.
- დეა რა მოხდა? დეა მითხარი - ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შემეზიზღა იმ წამს მისი ხელები, ჯერ კატოს ეხვეოდა, ახლა მე.
- ხელები მომაშორე! - კბილებს შორის გამოვცერი და ისევ ტანსაცმელებს მივუბრუნდი.
- გეყოფა დეა, რა დაგემართა თქვი - მხრებში ჩამავლო ხელი და მისკენ შემატრიალა - თქვი! თქვი ეს დედააფეთქებული რა ჯანდაბა ხდება შენც ნუ გადამიყვან ჭკუიდან!
- მე როგორ უნდა გადაგიყვანო ჭკუიდან? როგორ შევედრები კატოს, აქ მე მეხვევი, ჩახვალ და იქ კატოს ეხვევი! დავიღალე, ამ უაზრობით, ან ის წავიდეს შენი ცხოვრებიდან ან მე წავალ!
- რა სისულელეებს ამბობ ხვდები მაინც?
- რას ვამბობ ასეთს? თუ ჩემთან ხარ ჩემთან იყავი, თუ არადა იყავი კატოსტან, გაგშორდები, მოიტანე საბუთები და მოგიწერ ხელს! ისე გავშორდებით, როგორც დავქორწინდით ვერავინ ვერ გაიგებს
- რა გემართება დეა, რატომ არ გესმის ჩემი? კატო..
- კატო, კატო, კატო არ დამთავრდა, იმ დღესაც ლეომ რომ გამათრია იქედან, კატოს რომ შეხვდი მაგიტომ მოხდა! გესმის? დარწმუნებული ვარ კატოს მოწყობილია ყველაფერი! - გამწარებულმა დავიკივლე და ყველაფერი ძირს გადმოვყარე - დავიღალე, ერთი და იგივე, გაფრთხილებები, დაწყნარებები, დამშვიდებები და არაფერი, საბოლოოდ ისევ მე მამცირებენ, ისევ მე მამწარებენ, ჭკუიდან გადავყავარ, ჯერ კატო იყო თავისი ბრძნული რჩევებით, ახლა ლეოა თავისი უაზრო გამოხტომებით, ერთი თვეა უკვე კუდში დამზდევს, მასთან ერთად უნდა გავიქცე, მასთან ერთად ეს უნდა გავაკეთო ის უნდა გავაკეთო, ამოვიდა ყელში გესმის? მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ მოვითმენ! - ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა და თვალებში დამიბნელდა, ამდენი ემოციისგან თავი ვერ შევიკავე, შევბარბაცდი მაგრამ სწრაფად მოახდინა რეაგირება, დამიჭირა და ლოგინზე ჩამომსვა.
- კარგად ხარ დეა? - გულზე მიმიხუტა და ნელა მომეფერა სახეზე.
- კარგად ვარ - უხეშად მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი - კიდე კარგად ვარ! - ცრემლმორეულმა ძლივს ჩავილაპარაკე და ოთახიდან გამოვედი.
მინდოდა ყველაფერი დამელეწა ირგვლივ, ასე გაგრძელება აღარ შემეძლო, რაც უფრო მასთან ვიყავი მით უფრო ვიშლებოდი ჭკუიდან, მინდოდა შორს წავსულიყავი, ყველაფერი დამევიწყებინა, ყოველი მისი შეხება, მისი ტუჩების გემო, მისი სურნელი, არ მინდოდა ასე ვყოფილიყავი, მის გვერდით, მის მკლავებში და მისგან ასე შორს.
ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა, სიმწრისგან თვალები მაგრად დავხუჭე, მინდოდა მოწოლილი ცრემლები როგორმე უკუმეგდო და სწრაფად გავცლოდი ამ სახლს. ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა.
- რას შვები დეა? - ღიმილით ჩამძახა ანჩომ - თუ მოგაცდინეეთ!
- არა, რა ხდება ანჩო? - გატეხილი ხმით ძლივს ჩავილაპარაკე.
- დღეს ხელშეკრულებაზე უნდა მოვაწეროთ ხელი უნივერსიტეტში, ხომ არ გავიწყდება?
- უი, სულ დამავიწყდა, ერთ საათში ვიქნები და ერთად შევიდეთ!
- მე მეჩქარებოდა დეა, დიკო არის სახლში დავურეკავ და ვეტყვი, სახლში მელოდებოდნენ ჩემები, უბრალოდ დაგირეკე რომ შემეხსენებინა!
- კარგი მადლობა ანჩო!
- დეა.. თუ რამე ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს, ხომ იცი? - ზუსტად იქ მოარტყა, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა იმ წამს.
- ვიცი ანჩ, მოვალ უნივერსიტეტის მერე შენთან! მიყვარხარ - ჩავჩურჩულე, ტელეფონი გავთიშე და ოთახისკენ შევბრუნდი.
არ მინდოდა რომ შევბრუნებულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნივერსიტეტში თუ არ მივიდოდი საგნებს გამიუქმებდნენ, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად მაწყობდა, რამდენიმე წუთიანი თავის გამხნევების შემდეგ ამაყად ავწიე თავი და მშვიდი გამომეტყველებით შევედი ოთახში.
ისევ ლოგინზე იჯდა, სახე ხელებში ჩაემალა და მძიმედ სუნთქავდა, კარის ხმაზე ამომხედა, ჩაწითლებული და შეშლილი სახე ჰქონდა. ყურადღება არ მივაქციე, მიუხედავად იმისა რომ მისმა გამომეტყველებამ უარესად ამატკია სული. დავიხარე და ტანსაცმელი ავიღე. დანარჩენი დაუდევრად შევდე უკან და აბაზანაში შევედი.
უკან გამოსულს, დანიელი ოთახში არ დამხვდა, მშვიდად მოვემზადე და ტელეფონს რომ დავწვდი უცხო ნომრიდან დამხვდა შეტყობინება.
შუბლშეკრულმა დავხედე და ვიგრძენი როგორ ამასხა ტვინში სისხლმა.
“ჩვენზე თვალთვალს, გერჩივნა ნორმალურად მოქცეულიყავი და არ შეტენვოდი დანიელს, იქნებ ამდენი ტკივილი როგორმე აგერიდებინა თავიდან, მაგრამ შენნაირებს რა უნდა ელაპარაკო? საცოდავი ხარ, კაცს არც კი უყვარხარ შენ კიდევ.. მე გაგაფრთხილე საყვარელო! :)”
ტვინი გამეთიშა, არ მახსოვს როგორ ჩავირბინე ქვემოთ, როგორ აღმოვჩნდი დანიელთან და როგორ გავარტყი გაშლილი ხელი, მხოლოდ მაშინ მოვედი გონს მისი შეშლილი სახე რომ დავინახე.
- შენს საყვარლებს გადაეცი, ენა დამოიმოკლონ და ნორმალურად მელაპარაკონ გასაგებია? - გამწარებულმა შევანჯღრიე და კისერში ვწვდი. - არ გირჩევთ ჩემს გამწარებას, არ გირჩევთ!
თავი გავაქნიე და უკან დავიხიე.
- ეს ბოლო გაფრთხილებაა ჩემგან! დღეს აღარ მოვალ და საერთოდ თუ მოვალ ეგეც საკითხავია, ხო გინდოდა თავისუფლება ხოდა მიიღე! მიიღე!
ხელები გავშალე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი გასასვლელისკენ.
- სად მიდიხარ დეა, რას ნიშნავს არ დაბრუნდები? არ გადამრიო! - ღრიალებდა და თან მკლავში ისე მწარედ მიჭერდა, რომ ცრემლები მომაწვა თვალებზე.
- მივდივარ! ხო მივდივარ, შენი დანახვაც აღარ მინდა! გაგამწარებ, გპირდები რომ ამას არ შეგარჩენ! - ხელი ავუქნიე და სწრაფად დავტოვე იქაურობა.

***

უნივერსიტეტში გათიშული დავდიოდი, ახლა არავის თავი არ მქონდა, ბოლოს მენეჯერთან საბუთებს მოვაწერე ხელი და სწრაფად დავტოვე იქაურობა.
მინდოდა ცოტა მაინც გამევლო ფეხით, სანამ ანჩოსთან ავიდოდი, სიმწრისგან კბილებს ვაღჭრიალებდი, ყველა გრძნობა ერთმანეთში ირეოდა და თავბრუს მახვევდა, აღარ შემეძლო, მოთმინება იწურებოდა, ბრაზი კი მთელი ძალით მახრჩობდა, გული ისე მქონდა შეკუმშული რომ ნორმალურად ფეთქვასაც ვერ ახერხებდა, არ ვიცი რამდენი ხანი დავდიოდი ისე უაზროდ, ყველაფერს ვათვალიერებდი და თითოეულ დღეს ვიხსენებდი რაც კი დანიელთან გავატარე, მთელი ტანი მიცახცახებდა, ემოციები მარწუხებივით მეხვეოდნენ სხეულზე და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. ფიქრებიდან ჩემი სახელის გაგონებამ გამომიყვანა, უემოციოდ შევბრუნდი უკან და მოცინარი ლეო შემხვდა.
- რას შვები დეა? - ღიმილით მომიახლოვდა.
- არაფერს! შემეშვი ლეო!
- არა, არ შეგეშვები, წამო გაგიყვან სადაც მიდიხარ!
- არ მინდა მეთქი!
- გპირდები არაფერს დაგიშავებ, პირობას გაძლევ, უბრალოდ მიგიყვან იქ სადაც მიდიხარ!
- ფეხით მინდა წასვლა! - უკმაყოფილოდ მივუგდე და შევბრუნდი, მკლავში რომ მეცა და მანქანისკენ წამიყვანა.
- შენი ნებით ჩაჯექი, თორემ კარგი არაფერი მოხდება! - ყურთან ჩაისისინა და მანქანისკენ მიბიძგა.
- ვერაფრით შემაშინებ ლეო, ვერაფრით! - ირონიულად გავუღიმე და წასვლა დავაპირე, მაგრამ არ დამაცადა, უხეშად ჩამტენა მანქანაში, კარები ჩაკეტა და სწრაფად მოუარა მანქანას.
- ლეო, ახლავე გააღე კარები და გადამიშვი! - გაგულისებულმა, ისედაც ემოციებისგან გაგიჟებულმა მთელი ძალით დავიკივლე და მკლავში ჩავაფრინდი.
წარბებშეკრულმა გადმომხედა, მანქანა გადაიყვანა და ის ის იყო ვიფიქრე გადამიშვებდა რომ რაღაც თეთრი ნაჭერი ამაფარა სახეზე.
ვიგრძენი როგორ მომიდუნდა ერთიანად დაჭიმული სხეული, ნელნელა ბინდი გადაეკრა გონებას და თვალები დამეხუჭა.
- ვწუხვარ, დეა! - სანამ ბოლომდე გავითიშებოდი მისი ამაზრზენი სიცილი მომესმა და საბოლოოდ გავითიშე.

***

11 თავი.
-

სხეული საშინლად მტკივა, თითოეული კუნთი, ასე მგონია მანქანით გადამიარეს, ტკივილისგან ვიკლაკნები, თვალებს ვახელ და მერეღა ვაანალიზებ რაც მოხდა. სწრაფად ვჯდები საწოლზე, მაგრამ თავბრუ მეხვევა და რამდენიმე წამი თვალადხუჭული ვზივარ. ოთახს ვათვალიერებ, ზედმეტად უბრალოა, მხოლოდ ერთი კარადა, საწოლი და მაგიდა დგას, არაფერი განსაკუთრებული. სწრაფად ვდგები ლოგინიდან და კარებისკენ მივიწევ, კარები ჩაკეტილია. უღონოდ ვყრი ხელებს, ვიღაც მაინც ხომ მოვა? მომიკითხავს. რა თქმა უნდა ეს დანიელი არ იქნება, პანიკას აზრი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ვიკივლო და ვიწივლო მაინც ვერ გავაღწევ აქედან. ფანჯარასთან მივდივარ, ვცდილობ ის მაინც დავადგინო სად ვარ, მაგრამ როგორც ჩანს ქალაქიდან არ გავსულვართ, გარეუბანში ვართ, სადაც არც მანქანა მოძრაობს და არც ადამიანი მიმოდის. დაახლოებით მეორე ან მესამე სართულზე უნდა ვიყო, თუმცა სახლი საკმაოდ მაღალია, ღრმად ვოხრავ და ვცდილობ რამე მაინც მოვიფიქრო, არაფერი გამომდის. ჯანდაბა! ახლა გაითიშა მაინც და მაინც ჩემი გონება.
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვზივარ, შემდეგ კარები იღება და ოთახში ჩემთვის უკვე ნაცნობი და საზიზღარი სხეული შემოდის.
- დეა! როგორ ხარ? - ყალბი ღიმილით მიჯდება გვერდით და თმებზე ხელს მისვამს.
- ხელი მომაშორე სანამ დაგიმსხვრიე! - მკაცრად ვეუბნები და ხელს ხელზე ვუკრავ. უკმაყოფილოდ მშორდება და ფანჯარასთან მიდის.
- აზრი არ აქვს არაფერს, დღეიდან მაინც ჩემი ხარ!
- რა სისულელეა! მე დანიელის ცოლი ვარ!
- დანიელს მიუვა განქორწინების საბუთები, შენ არ ინერვიულო მაგაზე! - ამაზრზენი ღიმილით მოდის ჩემკენ და ჩემთან იმუხლება - ხომ ჯობდა, თავის დროზე არ გეკრა ჩემზე ხელი?
- ლეო რას ამბობ, ახლა მაინც მარტო ვართ, შენ ჩემზე კარგად იცი რომ არასდროს არაფერი გვქონია!
- მე ვიცი, დანიელმა ხომ არ იცის? - იცინის და კარებისკენ მიდის - საღამოს შემოგივლი ჩიტო! - ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და სწრაფად ტოვებს იქაურობას, სანამ კარებს მივვარდები.

***

მარტოობა გულს მიღრღნიდა, ვხვდებოდი რომ აქედან გამოსავალი არ იყო, ველოდებოდი, ველოდებოდი დაუსრულებლად, დავინახე როგორ ჩავიდა მზე, როგორ მოიცვა იქაურობა სიბნელემ, მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა იქაურობას. მტკიოდა, თითოეული ამოსუნთქვა, ჩემი დაუდევრობის გამო ვიყავი აქ, თავის დროზე დანიელს რომ მიეხედა ლეოსთვის, ამდენის გადატანა არ მომიწევდა, ახლა ვიქნებოდი მის გვერდით და ასე ჰაერში ყოფნას, მართლა ჯობია მასზე და კატოზე მეყურებინა. საშინელებაა, წინ გელოდეს რაღაც და არ იცოდე რა.
ტკივილი მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი, მინდოდა რაიმე მომემოქმედებინა, მაგრამ რატომღაც მწამდა რომ ლეო არაფერს დამიშავებდა. თუმცა იმ წამს ყველაფერს მოველოდი, დამცირებას, გინებას, ცემას, ის კი არც ჩანდა. მესმოდა მისი ხმა, გვერდით ოთახში იყო, ნერვიულად მიმოდიოდა და გამუდმებით ვიღაცას ელაპარაკებოდა.
მერე უცებ საკეტი გაჩხარუნდა, ტკივილმა უარესად შემახსენა თავი და ფეხზე წამოვხტი გაავებულმა.
შუქი აანთო, წელზემოთ შიშველი იდგა კარებში და შეწუხებული სახით მიყურებდა.
მერე მომიახლოვდა, ხელის კვრით დამაგდო საწოლზე, საბანი გადამაფარა და თვითონაც გვერდით მომიწვა.
ჩემკენ დაიხარა, დაკივლებას ვაპირებდი, მაგრამ იმის მაგივრად რომ ეკოცნა, ყურში დაბალ ხმაზე ჩამჩურჩულა.
- ჩშშ, არაფერი თქვა!
- რას ქვია..
- უბრალოდ მენდე! გთხოვ - გატეხილი ხმით ამოილაპარაკა და ჩემს კაბას დაებღაუჭა.
- გაგიჟდი ხო? - გულმკერდზე დავუშინე ხელები.
- მენდე დეა! მენდე - დამიღრინა და კაბა სულ ძალით გადამხადა, თვითონაც მოიშორა შარვალი და ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული, ზემოდან მომექცა და ლოყაზე მსუბუქად მაკოცა, ხელებს მიკავებდა და ვითომ კისერში კოცნის იმიტაციას აკეთებდა, ვერაფრით ვერ მივხვდი რას აკეთებდა ან ასე რატომ მოძრაობდა.
- ცოტა გაინძერი შენც, ჩათვალე რომ სანაპიროზე ვართ და შენ კუპალნიკები გაცვია, არ გიყურებ! - ჩუმად ჩამჩურჩულა და ვითომ ქვემოთ ჩავიდა.
- გაგიჟდი?
- მენდე, მეთქი!
- სისულელეა! - დავიკივლე და მისი მოშორება ვცადე, მაგრამ უფრო მეტად ამეკრო, მისი სხეული გულისრევის შეგრძნებას იწვევდა, ოდნავ წამოვიწიე რომ ავდმგარიყავი.
- სულ ცოტაც, გაუძელი! - ჩამჩურჩულა და უცნაურად წამოიწია, დაბნეული ვუყურებდი, გვერდით რომ გადაწვა.
- რა გააკეთე? - ჩუმად გადავულაპარაკე მეც, ისე გამოვიდა თითქოს ამოვიოხრე.
- მიხვდები, სახლში რომ დაბრუნდები! - ისე წამოდგა ლოგინიდან, არც შემოუხედია, შარვალს დაავლო ხელი და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
განადგურებული, შერცხვენილი ვიწექი საწოლზე და თითოეული წერტილი მტკიოდა, მე ვიხსენებდი თითოეულ მომენტს და ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი სე*სის იმიტაცია იყო, მაგრამ რისთვის? ვის ატყუებდა? ოთახი მოვათვალიერე, კამერის ნასახიც ვერ ვნახე, ნერვებმოშლილმა მოვიკუნტე, თვალები მქონდა დახუჭული მაგრამ არ მეძინა, ყოველ გაფხაკუნებაზე უარესად ვიძაბებოდი და ვცახცახებდი, არ მინდოდა იგივეს გამეორება, მართალია არ გამწირა ლეომ, პირიქით ზედმეტადაც დამეხმარა ალბათ იმ საქმისთვის, რისთვისაც მას სჭირდებოდა. მაგრამ.. ძალიან მეშინოდა მაინც.
დილით ისე გამეღვიძა როგორც დავწექი, ყველაფერი მტკიოდა, ჩემს სარაფანას აკანკალებულმა დავავლე ხელი და გადავიცვი, სააბაზანოში შევედი და ხელპირი დავიბანე. ყველაფერი მწიწკნიდა და გულს მიღრღნიდა, ახლა ვხვდებოდი რომ მართალი იყო კატო, ყველაფერი იმაზე უფრო რთულად იყო ვიდრე მე წარმომედგინა.
რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ლეომ საუზმე შემომიტანა, უკვე მეორე დღეა აქ ვარ და არაფერი მიჭამია, ეჭვნარევმა შევათვალიერე, თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- ჭამე, დეა! - გულგრილად მითხრა და ოთახი სწრაფად დატოვა.
შიმშილმა თავისი ქნა და კანკალით დავწვდი იქვე დადებულ პურს, იმდენად გემრიელი მეჩვენა იმ წამს, თითქოს ძალიან დიდი ხანი არ მეჭამოს არაფერი. ყველანაირი ადამიანური მოპყრობა მიკვირდა, მიკვირდა რადგან ეს შეუძლებელიც იყო, მათ მე მომიტაცეს, წამომიყვანეს აქ იმისთვის რომ ჩემზე ძალა ეხმარათ, შემდეგ კი უკან დავებრუნებინე, ვიცოდი ამით დანიელს გაამწარებდნენ, ტკივილს მიაყენებდნენ და გაანადგურებდნენ, შემდეგ კი კატო გახდებოდა მისი ცოლი.
- შურს ვიძიებ, როგორც კი დავბრუნდები! - კბილებს შორის გამოვცერი ცრემლმორეულმა და კარებიც გაიღო.
- გავიტან ამათ - ჩვეულებრივი გამომეტყველებით დამხედა, ჭიქა წყალი მაგიდაზე გადმოდო და სინით უკან გაბრუნდა.
- ლეო! - უნებურად დავუძახე და მანაც ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
- მადლობა! - ძლივს დავიჩურჩულე, რომ რამე ყველა იფიქრებდა რომ საჭმლის გამო ვუთხარი მადლობა, მაგრამ მან კარგად მიხვდა ჩემი მადლობის შინაარს, ამიტომ მსუბუქად დამიკრა თავი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
იმ დღეს ორჯერ შემომიტანა საჭმელი, მერე კი მთელი ღამე არ გამოჩენილა.

***

გათენდა, მესამე დღეა აქ ვარ, არავინ მაკითხავს და არავის ვაინტერესებ, რა თქმა უნდა, ვინ მყავს? ალბათ დანიელი ბედნიერიც არის ჩემი წამოსვლის გამო, ლოყაზე დადენილი ცრემლები შევიმშრალე და ფეხზე წამოვდექი, მთელი ღამე ჯდომისგან წელი მტკიოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, სულის ტკივილს ახლა ვერაფერი ვერ გადაფარავდა, ხელ-პირი დავიბანე და გარეთ გამოვედი. გარეთ საშინელი მსვრევის ხმა რომ მოსმა, მერე საშინლად მძიმე ნაბიჯებით ხმა გავიგე და დავინახე ლეომ როგორ გამოგლიჯა კარები.
- მივდივართ! - კბილებს შორის გამოცრა, მკლავში ჩამავლო ხელი, ჩემი ჩანთა მომაჩეჩა და სწრაფად გამიყვანა იქედან.
შენობებს შორის სწრაფად ძვრებოდა, იქამდე სანამ მანქანები არ დავინახეთ, შემდეგ ტაქსი გააჩერა, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ენას ვერ ვაბრუნებდი პირში. ჩემი მისამართი უთხრა, ფული გადამიხადა და გააფრთხილა რაც შეიძლება მალე მიიყვანეო.
შემდეგ მომიბრუნდა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
- ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება დეა! მაგრად დადექი! - ტაქსს ანიშნა რომ წასულიყო და ისიც მალევე დაიძრა, იქამდე ვუყურებდი ლეო სილუეტს სანამ თვალს არ მიეფარა, გაოცებულმა მივბრუნდი წინ და მოწოლილი ცრემლები როგორღაც უკუვაგდე.
სახლთან ჩამოვედი, მძღოლს მადლობა გადავუხადე და სწრაფად შევედი. რაც შეიძლება მალე უნდა მენახა დანიელი, მაგრამ იქ შესულს მხოლოდ გაფითრებული ალექსი და გიორგი დამხვდა.
- რატომ მოხვედი? - ალექსი წამოდგა ფეხზე და ჩემკენ წამოვიდა.
- ალექს, თავი დაანებე! შენც კარგად იცი მისი ბრალი არ იქნება არაფერი!
- აბა ვისი ბრალი იქნება? ლეოსთან ერთად გაიქცა და დანიელი ციხეში ჩასვა!
- რა ვქენი? - თავზარდაცემულმა იქვე მდგომ მაგიდას დავეყრდენი და ძლივს ამოვიხრიალე.
- შენ რა არ იცი?
- რა უნდა ვიცოდე? დანიელი ციხეში რატომ არის? - გაავებულმა მივვარდი ბიჭებს და პერანგში ხელი ჩავავლე ალექსს - თქვი რატომ არის იქ? ჩემ გამოა? გაიგეს უნივერსიტეტში? - სასოწარკვეთილი ვევედრებოდი სიმართლე ეთქვა და მთელი ძალით ვანჯღრევდი, თავიდან გაოცებული მიყურებდა, მერე ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
- დეა, მართლა არაფერი იცი? - ეჭვნარევი მზერა შემავლო გიორგიმ და ჩემკენ წამოვიდა - დანიელი ციხეშია.
- რატომ არის ციხეში? რა მოხდა? რამე დააშავა?
- შენ შეიტანე წასვლამდე სარჩელი, გაუპატიურებაში დებ ბრალს…
- ვინ მეე? მე რატომ უნდა დამედო მსგავს რაღაცაში ბრალი? რაში მჭირდებოდა?
- შენ ხომ დაემუქრე გაგანადგურებო..
- და ასე გავანადგურებდი? - იქვე მდგომი ვაზა მოვისროლე და კედელს შევახეთქე მთელი ძალით - გეკითხებით! მითხარით, ამოიღეთ ხმა, მე ამას დავაბრალებდი? კაცს რომელსაც ცოლად გავყევი? რომლის რეპუტაციისთვის ყველაფერი გავაკეთე?
- იქ შენი ხელმოწერა იყო და შენი მეილიდან გადაგზავნილი..
- რა ჩემი მეილიდან გადაგზავნილი.. საერთოდ სად მქონდა მეილი, ოთხ კედელს შორის გამომამწყვდიეს, რა დღეში ვიყავი, თქვენ კიდევ ფიქრობდით რომ მე ასე მოვიქეცი? - სახე ხელებში ჩავრგე და იქვე ჩავიკეცე - ეს როგორ მოხდა, საიდან, ვინ გააკეთა?
- არ ვიცით..
- იცით! კარგად იცით ვინც გააკეთა! მითხარით, რატომ არ ამბობთ სიმართლეს?
- ჩვენ არ გვაქვს უფლება..
- არ გაქვთ უფლება, არ გაქვთ ხო - ვბუტბუტებდი ჩემთვის, შემდეგ უცებ წამოვხტი და მაღლა ავირბინე. ლეპტოპი გადმოვიღე, ჩავრთე და მეილზე ვცადე შესვლა.
- არ შედის, სად არის? რომელ განყოფილებაშია?
- წინასწარი დაკავების იზოლატორშია, სასამართლო უნდა იყოს მალე!
- სარჩელს გამოვიტან, წამიყვანეთ მასთან! ყველაფერს გავარკვევ! - ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ერთდროულად დამიქნიეს თავი.

***

არ ვიცი სად მომიყვანეს, როგორც გავიგე “მოდული”-ს შენობაა, უზარმაზარ შენობას გავუსწორე თვალი და იქვე მდგომ დაცვის თანამშრომელთან მოლაპარაკე ალექსს დაველოდე.
რამდენიმე წუთის შემდეგ შესასვლელი გახსნეს და კიბეებზე ავედით.
გამწარებული მივაბიჯებდი, მინდოდა ყველა გამეგლიჯა ირგვლივ, მიგვითითეს და იმ კაბინეტში შევედით.
- გამარჯობათ! - მსუბუქი ღიმილით შემოგვეგება ჭაღარაშეპარული მამაკაცი.
- გამარჯობა! - ჩუმად ჩავილაპარაკე და მის წინაშე მოვთავსდი.
- აბა მითხარით რამ შეგაწუხათ?!
მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და ეჭვნარევი მზერით გადააქნია თავი.
- დაგაშინეს?
- არა!
- დაგემუქრნენ რამით? სიმართლე მითხარით, თქვენ საკმაოდ მძიმე დანაშაულში დებდით ბრალს!
- არა, 100%ით ვარ დარწმუნებული!
- კარგით, რა გაეწყობა.
ყველაფერი საშინლად იწელებოდა, ამ კაცმა მილიონი საბუთი მაინც შეამოწმა, გადაამოწმა და ყოველ ჯერზე უკმაყოფილოდ ამბობდა რაღაცას, მოთმინება მეწურებოდა.
ბოლოს ფორმალობები შემავსებინეს, სარჩელი გამოტანილი იყო, ღიმილით და იმედიანი თვალებით მიყურებდნენ ბიჭები.
გვეუბნებიან რომ დანიელს რამდენიმე დღეში გაანთავისუფლებენ, მშვიდად ვბრუნდები სახლში.
ჩემოდანს ვალაგებ და ვცდილობ როგორმე ყველაფერი დავაკავშირო ერთმანეთთან, მაგრამ არაფერი გამომდის. ვერ ვხვდები საიდან სად, ან ლეოს საქციელი რა იყო, ან სარჩელი ვინ შეიტანა, ყველაფერი იმაზე კარგად იყო დაგეგმილი ვიდრე წარმომედგინა, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? კატო? შეუძლებელია! ვიღაც სხვა, მასზე ბევრად ძლიერი.
რამდენიმე დღე საშინლად იწელება, ბოლოს ნაბიჯების ხმა მესმის, რომელსაც აუტანელი ქუსლების კაკუნი მოყვება უკან.
ღრმად ვსუნთქავ და მშვიდად გავდივარ ოთახიდან, მისაღებში ჩავდივარ და პირდაპირ წინ ვუდგები დანიელს.
მისი ნაკვთების შესწავლით ვარ დაკავებული, თითოეული ნაწილი მომნატრებია, მინდა მივიდე, მოვეხვიო, ძალიან ბევრი ვაკოცო, შემდეგ ტუჩებზე მიშეშდება მზერა, ირონიული ღიმილი დასთამაშებს, თვალები კი.. თვალები ზიზღით აქვს სავსე.

***

უეცრად ჩემკენ მოდის, ხელში მოკუჭულ ფურცელს ხელს უშვებს და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეშვება. ზიზღით მათვალიერებს და ზურგს მაქცევს.
- კატო, უთხარი რომ წავიდეს! - ამ სიტყვების გაგონებაზე მუხლები მეკვეთება და ვგრძნობ როგორ მასხავს ტვინში სისხლი.
ქვემოთ ვიხრები და დაგდებულ ფურცლებს ვიღებ, როგორც კი განქორწინების საბუთებს ვხედავ კბილებს ვაღჭრიალებ და ხელებს ვმუშტავ.
- როგორც ჩანს იქ უნდა დამეტოვებინეთ! ბატონო დანიელ!
- კიდევ ბედავ და ხმას იღებ? - გაავებული ტრიალებდა ჩემკენ და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის.
- რატომ, კატო გაგიბრაზდებათ? ა თუ დროს გართმევთ ხო კაბინეტში რომ..
- გაჩუმდი! - ღრიალებს და სკამს მთელი ძალით ახეთქავს კედელს - კატოზე ეგრე არ ილაპარაკო! - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს და ღრმად სუნთქავს.
- რატომ? - ირონიული ღიმილით ვჯდები ტახტზე და მზერას ვუსწორებ.
- შენ, შენ ჩემს ნერვებზე თამაშობ ხო?
- რატომაც არა? შენ ხომ არაფერი გაგიკეთებია ჩემთვის.. - მის ნერვებზე ვიწყებ დაკვრას, მინდა წყობიდან გამოვიდეს და ყველაფერი მოყვეს.
- მე არ გამიკეთებია არაფერი? მეე? - ღრიალებს და ჩემკენ მოიწევს, თუმცა კატო აჩერებს და ცდილობს როგორმე დაამშვიდოს.
- ყველაფერს გეტყვი შენ, უნამუსო გოგოვ, გეტყვი! - ჩემკენ იშვერს თითს და კბილებს შორის ცრის.
- გაჩუმდი დანიელ, ეს საჭირო არ არის, გესმის?
- აბა რა არის საჭირო? გლანძღოს შენ და თვითონ ლევანისთან იგორაოს არა?
- რა თქვი? - გაავებული ვდგები ფეხზე და პირდაპირ მისკენ მივდივარ - რა თქვი მეთქი? გაიმეორე!
- მშვენივრად გაიგე! - უკან იხევს ოდნავ ჩემს შეშლილ გამომეტყველებას რომ ხედავს.
- გაიმეორე მეთქი! მე ვიწექი ლევანისთან? მეტის ღირსი ვარ, მართლა უნდა დავწოლილიყავი! - კბილებს შორის ვცრი და ამჯერად უფრო ნათლად ვხედავ მის გაგიჟებულ სახეს.
- არ იწექი ესეიგი ხო?
- არა! - მტკიცედ ვეუბნები და მზერას ვუსწორებ.
- ხოდა მიიღე! - არ ვიცი საიდან იღებს მაგრამ ფოტოებს პირდაპირ სახეში მაყრის, ბასრი ზედაპირი რამდენიმე ადგილზე მისერავს კანს და სუსტი კვნესა მცდება. ჯერ შეშფოთებული მიყურებს, მაგრამ როგორც კი ჩემს თვალებს ხედავს ეგრევე იყინება ადგილზე.
ქვემოთ გაფანტულ ფოტოებს ვუყურებ და ვვოცდები, ნეტა ვინ დაიქირავეს ასეთი? იმდენად კარგად ჩანს თითოეული დეტალი, რომ ეჭვიც არ შეგეპარება ჩვენს ურთიერთობაში!
- კატოსთან ეგეთი ფოტოები არ გაქვს? - სურათებზე თვალმოუშორებლად ვეუბნები და ვგრძნობ როგორ მოიწევს ჩემკენ.
- გაჩერდი დანიელ, გეყოფა! - კივის კატო და მკლავზე აფრინდება.
- არ მეყოფა, გეტყვი, ახლავე გეტყვი ყველაფერს! - მხრებში მაფრინდება და სუსტად მანჯღრევს - კატო ჩემი შეყვარებული არ არის და არც არასდროს ყოფილა! ის ჩემთვის დასავითაა, გაინტერესებს ვინ არის? ჩემი ძმაკაცის საცოლეა, რომელიც ციხეში ზის, აი ეს გოგო, რომელიც ახლა შენს წინ დგას და რომელსაც ამცირებდი მთელი ეს დრო, შენ გეხმარებოდა! იმ დღეს ვიცოდი ლეო რომ მოვიდოდა, ვიცოდი რატომ დაგზდევდა რადგან ნია, ჩემი ყოფილი საცოლე, თხოვდა მას ამას, ჩემი გამწარება უნდოდა რადგან დავშორდი!
- რა? ნია ვინ არის? - გაოცებული ვახამხამებ თვალებს და შოკიდან ვერ გამოვდივარ.
- ჩემი ყოფილი საცოლე მეთქი, ვერ გაიგე? - ღრიალებს და ხელს უხეშად მიშვებს - მან ჩასვა ჩემი ძმაკაცი ციხეში, ბავშვობის მეგობარი, ჩემი სული და გული, კატო კი ჰაერში დარჩა, პირობა მივეცი რომ მოვუვლიდი, არ ვიცი საიდან მოიტანეს შენმა უტვინო კურსელებმა აი იმ ქერამ და თაკომ რომ ჩემი საცოლეა კატო, მაგრამ არ გამიპროტესტებია რადგან ეგრე უფრო დავიცავდი მტრებისგან!
- მტრებისგან?
- ხო, მტრებისგან, ჩემი ძმაკაცი ნარკოტიკის გადატანის გამო დააკავეს, ეს ყველაფერი ნიამ მოაწყო რადგან ზედმეტად გავლენიანია, არ უნდოდა მისთვის რაიმეს დაშავება, მაგრამ ნარკოტიკების ჩუმად შემოტანაც უნდოდა, მერე.. მე არაფერი ვიცოდი ისე დათანხმდებულა მათე, მას ის გადამზიდი კომპანიას ედგა სათავეში, რითაც თბილისში უნდა ჩამოეტანათ - ხელები აუკანკალდა და იქვე სავარძელში ჩაეშვა ძალაგამოცლილმა - ნიამ მოატყუა ჩემი კომპანიისთვის მომაქვს მასალებიო, სამშენებლო კომპანია აქვს, ჩემს საცოლეში ვინ შეიტანდა ეჭვს? პირიქით დაეხმარა და ისე გადიოდა გამოდიოდა ამხელა გზას არც ამოწმებდნენ, მერე ვიღაცამ ჩაუშვა ესენი… ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული და ნიამ განაცხადა მე არ ვიცი რაზე საუბრობთო.. თავი გაიშტერა, თანაც გავლენიანი მამიკოს გოგომ ადვილად მიჩქმალა ეს საქმე და მათეს 2 წელი მიუსაჯეს, მე კი დავშორდი, ვერ ვაპატიე ეს საქციელი, მემუქრებოდა თუ ცოლად არ მოვიყვანდი ყველას ციხეში ჩასვამდა, აქამდე როგორღაც მოვედით.. მერე კი შენ გამოჩნდი და… - ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა და სახე ხელებში ჩარგო.
- ჩემთან რა უნდოდა?
- იცოდა რომ მიყვარდი! იცოდა! მე ვუთხარი, მე სულელმა მივედი და ვუთხარი რომ შენ მიყვარხარ! - გაავებულმა დაიღრიალა, შიშისგან შევხტი, გაოცებისგან კი ენა ჩამივარდა.
- მე გიყვარვარ?
- მიყვარდი! იქამდე სანამ მაგ შენს ლეოსთან გაიქცეოდი, არ მათქმევინე იმ დღეს სიტყვა, ლაპარაკობდი, ლაპარაკობდი და მერე იმ ს*რთან გაიქეცი, ახლა მესმის რატომ არ გინდოდა მასთან მივსულიყავი და მომეშორებინა, მარამ იცოდე იმას ცალკე დაგისახიჩრებ, იმასთან ბედნიერი ვერ იქნები გაფრთხილებ! შენი დანახვაც არ მინდა, მეზიზღები დეა, თავიდან ბოლომდე მეზიზღები!
- მე..
- შენი ხმის გაგებაც არ მინდა გესმის?
- გეთქვა თავიდანვე!
- ნიამ დაემუქრა, თუ იტყვით რომ შენ არ ხარ მისი საცოლეო, ციხეში ახალ ბრალდებას წაუყენებენო მათესო! - კატომ ამოიღო ხმა და დანიელს წყალი მიაწოდა.
- მეგონა მენდობოდი! - კბილები გააღჭრიალა დანიელმა და გაფითრებულმა ამომხედა.
- გენდობოდი? რას ითხოვ დანიელ? მე შენ მენდობოდი, ლეო რომ მომეყვანა ყოველდღე სახლში? თანაც ჩემი ყოფილი საქმრო ყოფილიყო? არ მესმის რას ითხოვ!
- შენ შეგეძლო მასთან ერთად არ წასულიყავი და ეს სარჩელი არ შეგეტანა, სარჩელი მაინც რატომ შეიტანე? რატომ გამინადგურე ცხოვრება? ჩემი კარიერა დაიმსხვრა, შენ მიღალატე, ყველაფერმა აზრი დაკარგა, შენ კიდევ.. შენ დგახარ და აქ ირონიულად მელაპარაკები?!
- მე არ ვიცოდი..
- შენ არაფერი არ იცოდი, იმის გარდა რომ ლეოსთან გინდოდა და მე მატყუებდი, მიყენებდი! - დაიღრიალა და ფეხზე წამოხტა გაავებულმა, თავიდან შემოუტია გაბრაზებამ.
- დეა, წახვიდე ჯობია! - კატომ მუდარით გადმომხედა და კარებზე მიმითითა - გთხოვ, ზუსტად ვიცი რომ გაგიჟდება! ჯერ კიდევ არაა გამოსული შოკიდან, როგორც კი გაიაზრებს ყველაფერს გადავა ჭკუიდან.. გთხოვ…
- ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ლეოც ნიას დაქირავებული იყო?
- ხო იყო, მერე მე გამომაგდო ნიამ, რადგან მიხვდა რომ თქვენ გეხმარებოდით, მე გავუგზავნე მამაშენს ის სურათები რომ შენი ცოლად შერთვა მოეთხოვა.. - თავდახრილმა ამოილუღლუღა, შოკისგან საერთოდ გამოვითიშე, ჩემს ირგვლივ ამდენი რაღაც ხდებოდა და მე აზრზეც არ ვიყავი - მე და დანიელმა გადავწყვიტეთ, აი იმ დღეს შენ რომ დაგვინახე მის კაბინეტში, თუ ცოლად მოგიყვანდა უფრო ახლოს ეყოლებოდი და დაგიცავდა ყველანაირად.. არ გვეგონა თუ შენ ლევანი გიყვარდა…
- ჩემი გაგიჟება გინდათ ხო? - ამოვიბლუყუნე - მე ამ დროს სად ვიყავი, ამ გეგმებს რომ აწყობდით, მშვიდად მეძინა, მეგონა მხოლოდ კატო იყო ჩემს ცხოვრებაში დაბრკოლება, მე კიდევ თურმე ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ქალი მებრძვის და თქვენ ჩემგან დამოუკიდებლად აგვარებდით პრობლემებს?
- აბა რა მექნა, დეა თავს გაუფრთხილდი, ხელი გადამესვა თავზე და მომეშორებინე? - გამწარებულმა გააღჭრიალა კბილები და კატოს ხელი მოიშორა - ხო რა თქმა უნდა ყველა პასუხისმგებლობას მოვიხსნიდი და იცი რა მართალი ხარ, უნდა მოგშორებოდი თავის დროზე, კატოს არ მოუწევდა არც ამდენი შეურაწყოფის ატანა და არც იმ არაადამიანის მუქარების მოსმენა!
- მე არ ვიცოდი..
- არ იცოდა, წადი აქედან დეა, მოაწერე ხელი და ოფიციალურად გავეყრებით ერთმანეთს!
- ეს გინდა? არ მომისმენ? - გავიბრძოლე.
- არა მე კი არა ეს შენ გინდა! შენი ხმის გაგონებაც აღარ მინდა! - ხელი აიქნია და საძინებლისკენ დაიძრა. - იქამდე მჯეროდა, ციხეში რომ ჩამსვეს, ეს სხვისი გაკეთებული იყო, მაგრამ ამ სურათების მერე მივხვდი რომ მწარედ შევცდი! დაპროგრამებულივით მოვტრიალდი და ცივად გამოვაღე კარები, არაფერი მინდოდა ტირილისა და კივილის გარდა. მინდოდა ეს ტკივილი, რომელიც შიგნიდან მჭამდა როგორმე გარეთ გამომეღო, უნდა მომეშორებინა თორემ აუცილებლად მომიღებდა ბოლოს!

***

არ მახსოვს როგორ მივედი ანჩოს სახლამდე, როგორც კი კარები გამიღო, ეგრევე იატაკზე დავეცი და ოთხად მოვიკეცე.
- ანჩო, მიშველე! - ძლივს ამოვიხავლე და შეშფოთებული დიკოც გამოვარდა ოთახიდან, ვიგრძენი როგორ ჩამეჭიდა ორივე მხრიდან მათი ხელები და საწოლზე დამაწვინეს, ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვიოდა, აქეთ იქედან იწვნენ და მეხუტებოდნენ, ჩემთან ერთად ტიროდნენ.
ცოტა რომ დავმშვიდდი, ოდნავ წამოვიწიე, ანჩო მოვიკითხე და შემოვიდა კიდეც ჩაის ფინჯნით ხელში. ყველაფერი მოვუყევი დაწვრილებით გოგოებს და ვხედავდი როგორ მიყურებდნენ გაოცებულები.
- დალიე, დაგამშვიდებს ცოტა - ცრემლები მომწმინდა და თვალებზე მაკოცა ანჩომ.
- გოგოებო! - ამოვიხრიალე - ძალაინ ცუდად ვარ!
- ჩვენ შენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს, გესმის? - ხელი მომხვია დიკომ და გულზე მიმიკრა - ყველას და ყველაფერს მოვერევით!
- იმ ქალმა ისეთი მახე დამიგო, იქედან გამოსავალს ვერ ვიპოვი დიკო, ვიცი დანიელს დააჯერებს და ცოლად მოაყვანინებს თავს, ძალიან მეშინია, გესმის?
- ჩვენ შევძლებთ ყველაფერს, დანიელი როგორმე უნდა დაარწმუნო რომ ტყუილია ის ფოტოები..
- როგორ უნდა დავარწმუნო?! არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე საერთოდ!
- მისმინე, მე შემიძლია ვუთხრა მამაჩემის მეგობარს, გამომძიებელია, მაგ ქალზე მოიძიებს ყველაფერს და იქნებ..
- რანაირად მოიძიებს, როდესაც ისეთი კაცის შვილია..
- ფარულად ვიმოქმედებთ, მის ჩანაწერებს მოვუსმენთ და.. ხომ ხვდები! - აღტაცებით წამოიძახა და ფეხზე წამოხტა.
- კარგი, დასაკარგი მაინც არაფერი არ მაქვს!
- დავურეკავ რომ როგორც კი მოიცლის მოვიდეს - ლოყაზე მაგრად მაკოცა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
ერთი ამოვიოხრე და ბალიშზე დავდე თავი, იმდენად დიდი ტკივილი იყო გამჯდარი ჩემს სხეული, ვერც იაზრებდა გონება და გაბრუებული ვიყავი, თითქოს არ უნდოდა ტვინს რეალობის აღქმა, ჯერ კიდევ იმ დღეებში დაძრწოდა სადაც მე და დანიელი ბედნიერები ვიყავით, სადაც მისი სიყვარულით სავსე თვალები მიმზერდნენ და მე სულელი ვერ ვამჩნევდი ვერაფერს.

***

რომ გამომეღვიძა უკვე ღამე იყო, დაახლოებით 9 საათი იქნებოდა, ძლივს წამოვდექი ლოგინიდან და სააბაზანოში შევედი, ცივმა წყალმა ოდნავ გამომაფხიზლა, დასიებულ თვალებზე მოვისვი ხელი და ვეცადე როგორმე შემემსუბუქებინა, მაგრამ რას გავაწყობდი, ისევ ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს ვცდილობდი ჰაერის ნაკადზე გამეყოლებინა ტკივილი. თმები თითებით დავივარცხე და გარეთ გამოვედი.
- დეა, ბატონი დიმიტრი მოვიდა, მალე ჩამო - გამიღიმა დიკომ, ახლა არაფრის თავი არ მქონდა ნამდვილად, მაგრამ უმოქმედოდაც ვერ ვიქნებოდი, უკანასკნელი ძალები შევაკოწიწე, შევკარი და თავი მაღლა ავწიე.
ჩემს დანახვაზე დავინახე როგორ შეჭმუხნა შუბლი შეწუხებულმა და ცრემლები ჩაუდგა თვალებში.
- გამარჯობათ - ჩახლეჩილი ხმით ჩავილაპარაკე და მის წინ დავიკავე ადგილი.
- გამარჯობა, დეა, სასიამოვნოა შენი გაცნობა! - გამიღიმა თავაზიანად.
- ჩემთვისაც!
- მოკლედ დიმიტრი ბიძია, როგორმე უნდა დაგვეხმაროთ და მაგ ქალის ყველა საქმე გამოვიკვლიოთ!
- მომიყევით ყველაფერი და შესაბამისად აღვძრავ საქმეს!
- არა, ეს ჩუმად უნდა მოხდეს, როგორც კი გაიგებს რომ მის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ეგრევე მიჩქმალავს საქმეებს ისე, რომ ვერაფერს გავარკვევთ! - ანჩო ჩაერთო საუბარში.
ყველაფერი მოვყევი, დაწვრილებით, რაც კი ვიცოდი, მისი სახელიც, დანიელის სახელიც, ვინ იყო, სად მუშაობდა. ეგრევე მიხვდა ვისზეც ვსაუბრობდი და გაეღიმა.
- ესეიგი თქვენ არ შეგიტანიათ სარჩელი?
- არა!
- თქვენი მეილი დამიწერეთ, ჩემს პროგრამისტს გავატეხიებ და IP-ით დავადგენთ საიდან გაიგზავნა! ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, ჩუმად ვიმოქმედებ, ნიას საქმეებს გადავხედავ და აუცილებლად დაგიკავშირდებით, თქვენც არაფერი თქვათ გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ვინმე გყავს თვითმხილველი, ვინც კიდევ დაადასტურებს შენს სიტყვებს, მომიყვანე, მინდა მასაც დაველაპარაკო!
- კარგით! - თავი დავუქნიე და კარებამდე მივაცილე.
- არ ინერვიულო, ყველაფერს გავაკეთებთ! - თავზე ხელი გადამისვა მამაშვილურად და ღიმილით დატოვა ბინა.
- ხომ გითხარი, ყველაფერი მოგვარდება მეთქი?
- ყველაფერს დავამტკიცებ გოგოებო, მაგრამ ლეოსთან რაც მოხდა იმას ვერასდროს.. თქვენც ხომ იცით - სევდიანად ჩავილაპარაკე - თუმცა თუ იმ ქალს ბოლოს მოვუღებ, ამად ღირს! - გამწარებულმა გამოვცარი კბილებს შორის და საძინებელში შევედი.

***

- აუ ვინ არის? - ვბუზღუნებ და ლოგინიდან ვდგები, ვინ უნდა იყოს ამ დილაუთენია?! გაბრაზებული მივდივარ კარებთან და არც ვიხედები ისე ვაღებ.
- თქვენ? - გაოცებული ვუყურებ დასჯილი ბავშვებივით ჩამწკრივებულ ალექსს, გიორგის და ანის.
- ჩვენ, შეიძლება შემოვიდეთ?
- რა თქმა უნდა, მოვწესრიგდები და ახლავე გამოვალ! - მისაღებ ოთახში შემყავს სამივე და ოთახში შევრბივარ.
სწრაფად ვემზადები და უკანვე ვბრუნდები.
- დალევთ რამეს?
- არა, მადლობა რძალო, 5 წუთით შემოგირბინეთ, მოკლედ მინდა გითხრა რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ და შენი გვჯერა, თუ რამით შეგვეძლება დახმარება.. ან რაიმეს გაკეთება გთხოვ არ მოგერიდოს, ყველაფერს გავაკეთებთ რომ შენი სიმართლე დაამტკიცო და თუ გინდა მერე იმ ვირს არ აპატიო არაფერი, მაგაშიც დაგეთანხმებით, იმ სიმწარემ რაც ციხეში ნახა საერთოდ დააბრმავა და ვერ აზროვნებს ნორმალურად, კატო ამშვიდებს მაგრამ არაფერი არ ესმის! - ვიგრძენი როგორ გავივსე ბედნიერებით, ყურებამდე გამეღიმა მათი თანადგომა რომ ვიგრძენი და ყველას სათითაოდ ჩავეხუტე.
- არ ვამბობ არაფერს, მეც დამნაშავე ვარ ალბათ! - თავს ვხრი და თითებს ნერვიულად ვიწვალებ.
- შენ არაფერში არ ხარ რძალო დამნაშავე - ალექსი ჩემს გვერდით ჯდება და გულზე მიხუტებს - შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ვინც კი დანიელის ცხოვრებაში ყოფილა და ყოველთვის ასე იქნება, დაიმახსოვრე, ჩვენ შენს გვერდით ვართ და შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას შენგამო, უბრალოდ თქვი და დამიჯერე სიცოცხლესაც გავიღებ!
- დიდი მადლობა ბიჭებო, არ ველოდი, მართლა!
- რას არ ელოდი შექალო, არ გადამრიო ახლა! - ჩვეულ ამპლუას უბრუნდება გიორგი და სასაცილოდ ტიკტიკებს.
- გაჩუმდი! - მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად მჯდომი ანი თვალებს უბრიალებს და ესეც სასაცილოდ ეჭყანება.
- მოკლედ გავედით ჩვენ!
- მომისმინეთ - ბოლოს მაინც გავტყდი და ღრმად ამოვისუნთქე - ხვალ, ზუსტად 5 საათზე აქ გელოდებით, რაღაცის გაკეთებას ვაპირებ და მინდა თქვენც საქმის კურსში იყოთ.
- ახლავე გვითხარი რძალო და ხვალ პირდაპირ გეგმები დავაწყოთ!
- თქვენ ახლოს იცნობდით ნიას?
- რა თქმა უნდა, ვიცნობდით!
- მე გამომძიებელი მყავს, ახლობელია ამ ოჯახის და გადაწყვიტა რომ დაგვეხმაროს!
- რა? არ არსებობს დეა, მომისმინე, ის ქალი ძალიან ძლიერია! - შეშფოთებულმა გადმომხედა სამივემ.
- ჩუმად ხდება გამოძიება, ისე რომ არავინ არ იცის, ფაქტიურად გამოძიებაც არ არის, უბრალოდ ისეთ ადგილებში მიუწვდება ხელი, რასაც ჩვენ ვერ გავწვდებოდით, მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ხვალ უნდა მოვიდეს და თქვენც მოხვალთ? - საწყალი თვალებით ავხედე ორივეს, ჯერ დაჟინებით მიყურებდნენ თვალებში, მერე ფართოდ გაიღიმეს და სამივე ერთად მომეხვია.
- ჩვენი ჭკვიანი რძალია რა, იმ კლდეს რომ ოდესმე ასე გაუმართლებდა რას ვიფიქრებდი - ვითომ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ და სამივეს გაგვეცინა.
- ჰო აბა, ზოგს როგორ უმართლებს! - სიცილით გადააქნია თავი ალექსმა.
ღიმილით გავაცილე სამივე და ვინ იცის რამდენი მადლობა გადავუხადე.
ვიგრძენი როგორ ამევსო სხეული სიამაყის გრძობით, ვხვდებოდი რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის უკან გაცნობილი ადამიანები, გვერდში მედგნენ ისე როგორც ნამდვილი ძმები და მიხაროდა, მათი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა მაბედნიერებდა.
ახლა თავს უფრო ლაღად და ძლიერად ვგრძნობდი, ვხვდებოდი რომ ისეთი ადამიანები მყავდა გვერდით, რომლებიც ყველაფერს გააკეთებდნენ ჩემს გამო და ეს ბედნიერებით მავსებდა, მინდოდა დანიელისთვის მისი ნამდვილი სახე დამენახებინა, როგორც ჩანს კიდევ კარგად არ იცნობს ნიას!
თავი გავაქნიე და ღიმილით შევედი საძინებელში, კიდევ კარგად უნდა გამოვიძინო რომ უფრო აღვიდგინო ძალები!
აუცილებლად გადავუხდიდი ნიას სამაგიეროს, დანიელს კი ვანანებდი ჩემს ასე დადანაშაულებას!

***

მეორე დღეს ყველა მისაღებში ვისხედით, ყველა გამომძიებელს ვუყურებდით და თითოეულს უზარმაზარი იმედი გვქონდა თვალებში.
ის ის იყო საუბრის დაწყებას აპირებდა რომ უეცრად კარებზე ზარი გაისმა და შიშისგან ყველა შევხტით.
- ფრთხილად მიდი კარებთან! თუ ვინმე აუცილებელი არ არის, არ შემოუშვა! - დამარიგა ბატონმა დიმიტრიმ და მეც ფეხაკრეფით მივუახლოვდი კარებს. მაგრამ ვერავინ რომ ვერ დავინახე, გაოცებულმა მოვიხედე უკან.
- არავინ არ არის!
- რამე ხომ არ გამოგიგზავნეს? - გაოცებულმა გადმომხედა დიკომ და კარები ფრთხილად შეხსნა.
ქვემოთ საშუალო ზომის ყუთი იდგა, ზემოდან კი პატარა ფურცელი იდო. ხელის კანკალით ავიღე ოთხად გაკეცილი ფურცელი და გავხსენი, თან იქეთ-აქეთ გავიხედე ვინმე ხომ არ არის მეთქი.
“პირველი ნაბიჯს მე გადავდგამ მის გასანადგურებლად!”
ფეხებში ძალა წამერთვა, ესეიგი ჩვენს გარდა ვიღაცამ იცოდა რომ ამას ვაკეთებდით, მაგრამ ვინ?! ან საიდან გაიგო? გაოგნებული დავყურებდი ფურცელს, თან ნერვიულად ვატრიალებდი იქნებ რაიმე მინაწერი მაინც ყოფილიყო, მაგრამ მეტი ნამდვილად არაფერი ეწერა.
გაოცებულმა დავხედე ყუთს, სწრაფად ავიღე და პირდაპირ შუაგულ ოთახში მოვათავსე.

***

12 თავი.


- გავხსნა? - საწყლად ამოვიხავლე და გამომძიებელს შევხედე.
- მე გავხსნი! - ხელი დაავლო ყუთს, ქაღალდი შემოახია და თავი ახადა.
- რა არის? - ანჩო მოგვიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- ორი ცალი დისკი და ერთი წერილია - გაოცებულმა ამომხედა გამომძიებელმა და წერილი გამომიწოდა - წაიკითხე!
ხელის კანკალით გავხსენი და მოზრდილ წერილს თვალი გადავავლე, ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე: 
“გამარჯობა დეა, 
 როგორ ხარ? იმედი მაქვს მშვიდობით მიხვედი სახლში, იცი მთელი კვირა, რაც შენს გატაცებას ვგეგმავდი, ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი, მინდოდა როგორმე გადამერჩინე მისი კლანჭებიდან, მაპატიებ ოდესმე?
ჩემს არაკაცულ საქციელს, ისიც კი ზედმეტად მიმაჩნია რაც გავაკეთე.
იცი, ძალიან რთულია, როდესაც გემუქრებიან დედის სიკვდილით.
დედაჩემი სიმსივნეს ებრძოდა, 2 თვეში ფულს თუ ვერ ვიშოვიდი, ვერ გადამირჩენდნენ, ოპერაცია სასწრაფო არ იყო, მაგრამ აუცილებლად დასჭირდებოდა.
როდესაც ნია გამოჩნდა და მითხრა რომ დამეხმარებოდა, მივხვდი რაღაც საშინელებას გეგმავდა, მაგრამ იმ წუთას ვხვდებოდი რომ დედას გადარჩენისთვის ყველაფერს გავიღებდი, ყველაფერს შევძლებდი.
მთელი თვე დაგზდევდი დეა და შენი ცრემლიანი და შეშინებული თვალების დანახვა გულს მიკლავდა. ვხვდებოდი რომ იმაზე მეტს ვაშავებდი, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა.
მერე, მერე გამომიცხადა რომ უნდა მომეტაცებინე და შენზე ძალა მეხმარა, რათა ფოტოები გადაეღო და დანიელისთვის სამუდამოდ აეხილა შენზე თვალები, წარმოდგენა უნდა შეცვლოდა იმისთვის რომ თვითონ მოეყვანა ცოლად.
მოგიტაცე, ვაღიარებ რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი ამით, მაგრამ მეც ხომ მაქვს რაღაც გამართლება? შენზე ძალა არ ვიხმარე, არ ჩავიდინე უზარმაზარი ცოდვა, რომელიც ახლა ორმაგად გამანადგურებდა.
იცი, ალბათ უფალმა დამსაჯა იმით რომ დედა წაიყვანა თავისთან, ვერ შევძელი მისი გადარჩენა, არ მაპატია რომ მისი გადარჩენის სანაცვლოდ სხვა უნდა გამეხადა უბედური. ამაშიც დამნაშავე ვარ, დედას რომ ვერ შევუნარჩუნე სიცოცხლე ისიც ჩემი ბრალია, ყველაფერზე უნდა წავსულიყავი, ასეთი საქმის გარდა, მე შემეძლო სხვანაირადაც მეშოვა ფული, მაგრამ იოლი გზა ავირჩიე.
იოლი გზა საკუთარი თავის განადგურების.
მაპატიებ დეა? ოდესმე შეძლებ რომ უბრალო გამარჯობა მაინც მითხრა? უბრალოდ შემომხედო და სიძულვილი არ გქონდეს თვალებში, რომ ჩემს დანახვაზე ზიზღით არ დაიჭყანო და უარესად არ გამწირო?!
მაპატიე დეა, იმისთვის რომ ოდნავ მაინც გამოვისყიდო ჩემი დანაშაული, პირველ და უზარმაზად ნაბიჯს ვდგამ.
ყველაფერი ჩავიწერე, იმ ერთი თვის განმავლობაში რასაც მთხოვდა და როგორც მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა.
მაპატიე დეა,
მინდა რომ დანიელთან ბედნიერი იყო, რადგან შენ ამას ყველანაირად იმსახურებ, იმისთვის რომ მას შენს მიმართ ნდობა აღუდგეს, გიგზავნი ჩვენი “თანაცხოვრების” ვიდეოს, რომ მართლაც არაფერი მომხდარა და ყველაფერი ფარსი იყო.
დეა, თუ ამას კითხულობ ესეიგი მე ძალიან შორს ვერ საქართველოდან და ჯერ კიდევ ვერ გაიგეს რომ ეს ყველაფერი გამოგიგზავნე.
თორემ აუცილებლად გაანადგურებდნენ.
წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ!
კეთილი სურვილებით, ლეო”

***


ხელის კანკალით ვდებ წერილს და გამომძიებელს ვუყურებ.
- შენ იცი, ამ ბიჭმა რამხელა რაღაც გაგიკეთა? ჩათვალე რომ მარტო ამ ინფორმაციით გაანადგურებ მას! - მსუბუქად მიღიმის და თავს აქნევს.
- მართლა? მაშინ ახლავე!
- არა! ახლავე არა - ფეხზე ვდგები და დისკს ვატრიალებ ხელში.
- აბა როდის?
- სანამ ხელს მოაწერენ, მეგობრები გააკეთებენ სიყვარულით სავსე ვიდეოს! - საშინელი ღიმილი დამთამაშებს სახეზე - მინდა მისთვის უბედნიერეს დღეს მივაყენო ის საშინელი დარტყმა, რისი წყალობითაც გამანადგურა!
- მართალი ხარ - გიორგი დგება და თავს მიქნევს - თვითონ ღმერთის არ სწამს, ამიტომ ჯვარს არ დაიწერენ ზუსტად ვიცი, ადრეც ასე აპირებდა და ახლაც იგივეს იზამს.
- ხო მაგრამ რაიცით რომ მოჰყავს? იქნებ უარს ამბობს? - გაკვირვებული მიმოდის ოთახში დიკო.
- მოიყვანს! - გადაჭრით ვამბობ და ღრმად ვსუნთქავ - რამდენიმე საათში თუ არა, ხვალ უეჭველი გავა სიახლეებში მათი შეუღლების გადაწყვეტილება.
- და რას აპირებ?
- ცოტა გავერთოთ, ხომ შეიძლება? მაგალითად ხელის თხოვნაზე - წარბებს მაღლა ვწევ და ირონიულად ვიღიმი - ან, როდესაც სავახშმოდ გავლენ სადმე?!
- ხელის თხოვნას ნამდვილად გრანდიოზულს მოითხოვს! - მეთანხმება ანჩო და თვალს მიკრავს.
- მაშინ მაგ დროს გამოვიყენებ და IP მისამართლე უფრო ვრცელ ინფორმაციას მოვიპოვებ, თან მისი სატელეფონო საუბრებს მოვისმენ და ჩავიწერ, მგონი საკმაოდ დიდი და საინტერესო მასალა გამოვა!
- მეც გეთანხმებით, შეგიძლიათ ნახევარი საათით ადრე შეატყობინოთ პოლიციას რომ მათი თვალით ნახონ ყველაფერი!
- ეგეც მართალი, მანამდე თუ ვეტყვით უეჭველი ჩააწყობს, მოულოდნელად კი ვერაფერს ვერ იზამს - ალექსიც მყვება.
- ხოო, შევთანხმდით ესეიგი! - ტაშს ვუკრავ და გამომძიებელიც ფეხზე დგება.
- ჩემი წასვლის დროა, თუ რამე ახალი იქნება შემეხმიანეთ აუცილებლად, დეა 3 დღეში გამოგივლი ხუთ საათზე და მთლიან მასალას მოგაწოდებ კარგი?
- კარგით, გაგაცილებთ - უკან მივყვები და თან ოთახისკენ ვიყურები ვინმე ხომ არ მოდის, ისე არიან ლაპარაკში გართულები არაფერი ესმით.
- იცით, რაღაც მინდოდა მეთხოვა - ტუჩის წვალებით ვეუბნები და ნერვიულად ვიმტვრევ თითებს.
- გისმენ, შვილო, მითხარი - კეთილი ღიმილით დამყურებს ზემოდან გამომძიებელი.
- იცით, მათი მეგობარი მათე, არის ციხეში, ნიამ ჩასვა და თუ ამაზე რაიმეს გარკვევას შეძლებთ, რომ დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა, მართალია მალე მოიხდის სასჯელს, მაგრამ ნასამართლეობა ხო დარჩება, ბიზნესიც ჩამოართვეს.. მე კიდევ მინდა რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს!
- თუ შეგიძლია, მათეზე სრული ინფორმაცია გადმომიგზავნეთ მეილზე და აუცილებლად ვეცდები რაიმეს გარკვევას! ორივე დისკი მიმაქვს, განვიხილავ კარგად და იმის მიხედვით გავალ რამდენიმე კვალზე, გამოიძიებას რომ ვერ ვატარებ ოფიციალურად, რთულია ყველაფერი ვნახო, განსაზღვრული უნდა მქონდეს თითოეული ნაბიჯი.
- ძალიან დიდი მადლობა - ღიმილით ვემშვიდობები და ბავშვებთან ვბრუნდები.

***

არ შევმცდარვარ, რამდენიმე საათში დაურეკეს გიორგის და ალექსს და ამცნეს დანიელის გადაწყვეტილების შესახებ, ვიცოდი ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც ნიას ჰქონდა დაგეგმილი, ამხელა გეგმის შემუშავება და განხორციელება ტყუილად ნამდვილად არ ჩაივლიდა. ირონიული ღიმილი ამითამაშდა სახეზე და უკვე იმ გეგმების დაწყობა დავიწყე, რომელიც მათ გამამწარებინებდა.
- ხელს ხვალ თხოვსო, ჩქარობს გოგო, ქორწილი კი რამდენიმე დღეში იქნება! - ღრმად ოხრავს გიორგი და ალექსს უყურებს - უნდა წავიდეთ ჩვენ, მივეხმაროთ!
- კარგით, მომწერეთ მისამართი სად თხოვს ხელს, მეც უნდა დავესწრო!
- კარგი რძალო, მიყვარხარ - ორივემ შუბლზე მაკოცა, მაგრად გადამეხვიეს და სწრაფად დატოვეს სახლი.
- რას აპირებ დეა? - მხარზე დამადო ანჩომ ხელი და იმედიანი თვალებით გადმომხედა.
- მათ გამწარებას, დანიელს არ შევარჩენ ჩემში ეჭვი რომ შეიტანა და ეგ ძ*კნა რომ მოჰყავს ცოლად.
- მასაც გაუგე დეა, იცი ახლა ვფიქრობდი, ადამიანს რომელიც მოძალადეა როგორ ექცევიან ციხეში?
- გასაგებია, მაგრამ ჩემში ეჭვი არ უნდა შეეტანა, შეეძლო ეჩხუბა ყველაფერზე, მაგრამ ის არ უნდა დაებრალებინა რომ ლეოსთან ვიწექი!
- გამწარებული კაცის სიტყვებს ნუ მიიტან გულთან რა.. არ გინდა, ყველაფერი არ გაართულო გთხოვ დეა - მეორე მხრიდან მომიჯდა დიკო და გამიღიმა.
- მეტკინა, ძალიან!
- მასაც ეტკინა, მარტო შენ ხომ არ გტკენია, ერთდროულად ორი იმედგაცრუება, ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა, მითუმეტეს თუ ამდენი ხანია მისგან ამხელა ზეწოლა აქვს. ეგ ქალი ვერ ხვდება რომ აუბედურებს დანიელს!
- არ ვიცი, ვერ ვაპატიებ ალბათ!
- შენი გადასაწყვეტია..
- კარგი, დავიძინოთ, ხვალ მძიმე დღეა! - ძალით გავიღიმე და ფეხზე წამოვდექი.
გვიანამდე ვფიქრობდი გოგოების სიტყვებზე, ვცდილობდი სწორი გადაწყვეტილება მიმეღო, მარგამ გულიც და გონებაც საშინლად მეწინააღმდეგებოდა, ყველაფერი რომ გაირკვეოდა მერე? მერე რა იქნებოდა, შეძლებდა დანიელი ჩემს დაბრუნებას? მისი დანაშაულის გამოსყიდვას? ან იყო კი რაიმეს გამკეთებელი ჩემგამო? დრო მჭირდებოდა. ძლივს ჩამეძინა ფიქრებისგან ახლართულს და გადაღლილს.

***

დილით 12 საათზე გამეღვიძა, ანჩო და დიკო რაღაცას ამზადებდნენ, გაოცებულმა გადავხედე ჩემს წინ გამზადებულ ტანსაცმელს და წარბაწევით გავხედე გოგოებს.
- ეს უნდა ჩაიცვა, აი ეს დაიხურო რომ არ გამოჩნდე და კიდევ ქერა პარიკი მოგიტანე, კარგად გაგიკეთებ მაკიაჟს, წითელი ტუჩსაცხი და ეგ არის!
- რომელზეო? - უემოციოდ ამოვილაპარაკე.
- ექვსზე
- კარგით, 4ზე დავიწყოთ მომზადება!
- უფრო ადრე, შენ იქამდე უნდა მიხვიდე და დაიკავო ადგილი, მაგიდა უკვე დავჯავშნეთ!
- თქვენ რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა? - გავუღიმე ორივეს და ძლიერად ჩავეხუტე.
- ძალიან მიყვარხართ გოგოებო - ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა ანჩომ და გადაიკისკისა.
- კარგით ხო მართლა, რა გვატირებს, წინ დიდი დღეა! - ხელები გავშალე და სამზარეულოში გავედი.
მთელი დღე ვლაპარაკობდით, გეგმებს ვაწყობდი როგორ რა უნდა გამეკეთებინა, ბოლოს სარკესთან დამსვეს და დაიწყეს ჩემი “გადაკეთებაც”.
საბოლოოდ შავ კლასიკურ კაბაში გამოწყობილი, მწვანეთვალება ქერა ქალბატონი მიმზერდა. მართალია მწვანე ლინზები ჩემს ნაცრისფერ თვალებს დიდად ვერ ფარავდნენ, მაგრამ მაინც საკმაოდ მომხიბვლელი იყო. თავზე უზარმაზარი შლაპა მომარგეს, ისე რომ მხოლოდ წითლად შეღებილი ტუჩები მიფარავდა. დაბლებზე ვიდექი, რადგან მაღლებზე კაკუნი არ შემეძლო.
- რაღაც მაკლია ჰო? - ირონიული ღიმილით გადავულაპარაკე გოგოებს და კარადიდან ყუთი გამოვიღე.
- ოღონდ ეგ არა, დეა! გაგიჟდი? - პირზე იფარებს ხელს დიკო და მოგუდულად იცინის.
- რატომაც არა, თუ სიგიჟეა, სიგიჟე იყოს! - მხრები ავიჩეჩე და შარფი ამოვიღე ყუთიდან - ექსკლუზიურად დამზადებული შარფი დამეთანხმებით ამ საღამოს დახატავს, არა? - ვკისკისებ და მხრებზე ვიხვევ.
- გიჟი ხარ, ინიციალები მაინც დაფარე! - სწრაფად მოდის ჩემკენ ანჩო და ღიმილით მისწორებს შარფს.
- ხო, ასე ჯობია, იქნებ რა მოხდა და დაინახოს.. - თმებს ვისწორებ, კიდევ ერთხელ ვიხედები სარკეში და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ ბინას.

***

რესტორანში მისულს ჩვეული სიტუაცია მხვდება, ანჩოს მიერ მითითებულ სახელ და გვარს ვეუბნები იქვე მდგომ მენეჯერს და ისიც მაგიდასთან მაცილებს სწრაფად.
თვალს ვავლებ იქაურობას, ნაცნობს ვერავის ვხედავ, ჩემი მაგიდა პირდაპირ უყურებს დაახლოებით ექვს კაცზე გაწყობილ მაგიდას. მეღიმება, რადგან დარწმუნებული ვარ ეს ჩვენი გრანდიოზული წყვილის მაგიდაა.
ქუდს ვისწორებ და შარფში უფრო გემრიელად ვთავსდები.
რამდენიმე წუთში კარები იღება და ერთი მეორის მიყოლებით შემოდიან ჯერ გიორგი, ალექსი, ანი და კატო, შემდეგ კი დანიელი და მისი საცოლეც შემოდის, შავი თმები მაღლა აქვს აწეული ამ გველაძუას, მისი გრძელი თითები დანიელის მკლავზე აქვს შემოხვეული და კიდეც უფრო გრძელი ფრჩხილებით, წითელი ლაქით რომ აქვს დაფარული, მთელი ძალით ჩაფრენილია მის პერანგზე.
დანიელს ნატანჯი სახე უფრო აქვს ვიდრე ბედნიერი, ნეტა შეეგუა ბედს? საინტერესოა, ტუჩები მებრიცება მის დანახვაზე, ახლა ვხვდები რომ იმდენად არის გაბრაზება ჩემში გამჯდარი, ამის იქეთ ვერაფერზე ვფიქრობ.
ადგილს იკავებენ, დანიელი არ უწევს სკამს და აშკარად გაბრაზებულია.
საინტერესოა, რას მოიმოქმედებს, როგორ თხოვ დანიელ ხელს?!
მშვიდად ვახშმობენ, ამას თუ სიმშვიდე ჰქვია, გიორგი და ალექსი ისეთი სახით იყურებიან, ის ისაა უნდა ეცენ და ყელი გამობრდღვნან. არა მე უარზე არ ვარ, მიდით ძმებო, ბარემ აქვე დაასრულეთ ჩემი წამოწყებული საქმე.
დანიელი რაღაცას ანიშნებს კატოს, ისიც თავს უკრავს, დგება და ოფიციანტისკენ მიიწევს. ჰმმ, რა ხდება? ოფიციანტს რაღაცას ეუბნება და ისიც თავს უქნევს, შემდეგ ჩემკენ იყურება კატო, ღიმილი დასთამაშებს სახეზე, თვალს მიკრავს ყველასგან შეუმჩნევლად და მაგიდისკენ მიიწევს.
გაოცებული ვუყურებ, ჩემკენ აღარ იხედება, რამდენიმე წუთში კი ნამცხვრით სავსე თეფშს უდებენ ნიას წინ.
დანიელი ყალბი ღიმილით უყურებს, გასაგებია, ხელის თხოვნა ნამცხვარში ჩადებული ბეჭდით? ღმერთო, რა არარომანტიული და ბანალური ხარ დანიელ?!
აღშფოთება მეტყობა სახეზე სავარაუდოდ, ოფიციანტი მიახლოვდება და მე ოდნავ განსხვავებულ ნამცხვარს მიდებს.
გაოცებული ვუყურებ და პირი უნდა გავაღო რომ მასწრებს თქმას.
- თავიდანვე შეკვეთილი იყო, ბოდიში რომ დავაგვიანე! - დამნაშავესავით მიყურებს, გასამხნევებლად ვუღიმი და ისიც მალე მშორდება.
საინტერესოა დანიელ, რა რეაქცია ექნება ნიას, როდესაც ბეჭედს ნახავს, გაიცინებს, გაუხარდება და მისი დადგმული მასკარადი დიდად არ იმოქმედებს მასზე?!
ირონიული ღიმილით ვჭამ მე და ბედნიერი სახით ნია.
უეცრად რაღაც მრგვალს და უცნაურს ვგრძნობ პირში, მერე მეცინება, ოხ, კატო, კატო! სიცილით ვიქცევ კბილებს შორის ბეჭედს და დანიელის სახეს ვაკვირდები.
ნია მთელ ნამცხვარს ჭამს, ის კიდევ დაბნეული, გაოცებული, შეშფოთებული და გაკვირვებული უყურებს, მომლოდინე თვალებით.
რას ნახავს ნია?
ვერაფერს!
კბილებს შორის მოქცეულ ბეჭედს თითებს შორის ვიქცევ და არათითზე ვირგებ.
რა ბანძი ბეჭედია, ეტყობა ჩემთვის რომ არ არჩევდა! მეცინება და ირონიული ღიმილით ვუყურებ დანიელს.
გაგიჟებულია, ყბადაჭიმული იხსნის ჰალსტუხს და მაგიდაზე დებს.
რა ჰგონია?
რომ ნიამ ბეჭედი გადაყლაპა?
ვაიმე!
ახლა შეიძლება გავიშხლართო აქ სიცილისგან.
ხელები უკანკალებს და ისევ მომლოდინე თვალებით უყურებს.
ნია მშვიდად იწმინდავს ტუჩებს და ღიმილით შესცქერის დანიელს.
გავიგუდები ახლა,
კატო ჩუმად ფხუკურებს და დანიელს უბრიალებს თვალებს “არაფერი შეიმჩნიო”-ო.
როგორ გავიცინო, არ ვიცი!
- ნია კარგად ხარ? - შორიდანაც ვარჩევ მის სიტყვებს და ტუჩებზე ხელს ვიფარებ რომ სიცილი ჩავახშო.
- კარგად ვარ, რა ხდება? - დაბნეული უყურებს ისიც.
- არაფერი, შენ მგონი.. - თითს მისკენ იშვერს - გადაყლაპე ის.. ნამცხვრიდან… შემთხვევით… - ბლუყუნებს და ლამისაა გავსკდე შეკავებული სიცილისგან, სავარაუდოდ ვლურჯდები, შემდეგ ვმწვანდები და ბოლოს ვწითლდები.
- რა გადავყლაპე დანიელ? - გაოცებული იყურება ნია.
- ისა… - ბლუყუნებს ისევ დანიელი.
- ნამცხვარი გადაყლაპე ნია, ნერვიულობს დანიელი და ელანდება რაღაცები - იცინის გიორგი და თვალს უკრავს.
- გადავყლაპავდი, აბა რას ვიზამდი? - შეშფოთება ეტყობა მასაც სახეზე.
- რავიცი, გვეგონა სახეზე აპირებდი წასმას - უდარდელი ხმით ეუბნება ალექსი და სკამზე უფრო მოხერხებულა ჯდება.
- რათ მინდოდა სახეზე? - იკვირვებს და სახეზე ხელებს ისვამს.
- აბა მაგ როჟის ყურება გიხუმრია? თან მთელი დღე - გიორგი ხარხარებს და ნია ფეხზე ხტება.
- როგორ მიბედავ? - კბილებს შორის ცრის.
- რას ამბობთ! როგორ გაგიბედეთ, თქვენო უქაჯესობავ და უბოროტესობავ - იცხადებს გიორგი და ფეხზე დგება - მე ვიცეკვებ თორემ, ამის სიავე არ გადამედოს! - სიცილით იშვერს ხელს მისკენ და ანის აყენებს.
- ხომ იცი რომ გაგანადგურებ? - კივის ბოლო ხმაზე ნია, იქვე მჯდომი საზოგადოება მათ აშტერდება.
- ფეხები მიკანკალებს! - ირონიული ღიმილით უგდებს გიორგი და მოედნისკენ მიდის.

***

დანიელიც იწვევს ნიას და მის დაშვიდებას ცდილობს, ალექსი კი ჩემკენ მოდის და ხელს მიწვდის.
შარფს სკამზე ვკიდებ, ქუდს ვიხდი და მასთან ერთად მივდივარ საცეკვაო მოედნისკენ.
- თქვენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა - სიცილით ვეუბნები და მუსიკას ვყვებით.
- სხვა ვინმე კი არ არის ჩავარდნილი - სხარტად მიბრუნებს პასუხს და თვალს მიკრავს - ერთი ის ვერ გავიგე ბეჭედი სად გაქრა!
- ხო ვერც მე - სიცილით ვისწორებ თმას ზუსტად იმ ხელით, რომელზეც მიკეთია.
- დეა! კარგი რა - იცინის და თავს აქნევს - ეგ დანიელმა არ დაინახოს!
- ახლა დაინახავს, პარების გაცვლის დრო რომ მოვა - ირონიულად ვიღიმი და წუთი არ არის გასული დანიელის მკლავებში რომ ვჩნდები.
ხელს წელზე მხვევს და უცნაური სახით დამყურებს. მაკანკალებს და ყველა უჯრედს ცეცხლი ედება, მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევ.
არაფერს ვეუბნები, მსუბუქად ვუღიმი და ბეჭდიან თითს მხარზე ვადებ.
- ძალიან ლამაზი ხარ! - მეფლირტავება ეს ვირი?! განახებ მე შენ ლამაზს, დამაცადე.
- თქვენზე იგივეს ვერ ვიტყოდი - ირონიულად ვუბრუნებ პასუხს და მარცხენა ხელზე მორგებულ ბეჭედს ვაწვალებ.
- არადა, ჩემზე ყოველი მეორე გიჟდება! - მალევე მიბრუნებს პასუხს და დაჟინებით მიყურებს თვალებში.
- ხო, საინტერესოა რა აგიჟებთ?!
- ძალიან თუ გაინტერესებს, შემიძლია დაგანახო!
- იცი დღეს ხელი მთხოვეს - ცხვირწინ ვუფრიალებ ხელს - არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ძალიან რომანტიულად კი გამოუვიდა! - თვალებში დაჟინებით ვაკვირდები, ვხედავ როგორ ეცვლება სახე და ფითრდება.
- ჩემი ბეჭედი, მე მეგონა გადაყლაპა
- ვინ?
- ჩემმა საცოლემ
- საცოლე გყავს თუ გველეშაპი?
- რა შუაშია? - დაბნეული მიყურებს.
- რავიცი აბა, საქმროს რომ ჩემზე ეფიქრა ამხელა თვლიან ბეჭედს გადავყლაპავდი, აშკარად არ უნდა ჰქონდეს კარგი წარმოდგენა!
- მე უბრალოდ..
- ასეა, ცოლად მოგყავთ ის ვისაც არ იცნობთ და ტოვებთ იმას ვისაც საკუთარ თავზე კარგად იცნობთ - მაზოლზე ვაჭერ ფეხს და მასაც ტკივილისგან ეღრიცება სახე.
- ხდება ხოლმე, გვღალატობენ ახლობელი ადამიანები!
- ხდება ხოლმე, იდიოტებად ვასაღებთ თავს…
- ხდება ხოლმე, სხვას ირჩევენ…
- ხდება ხოლმე, ვლენჩდებით და ვჩლუნგდებით!
- ხდება ხოლმე, გვეტკენენ და გვივლიან…
- ხდება ხოლმე, მუსიკა მთავრდება! - ირონიულად ვუღიმი, მისი მკლავებიდან ვინთავისუფლებ თავს და ჩემი მაგიდისკენ მივდივარ.
-
-
***
- ვისთან ცეკვავდი? - ნია გაბრაზებული მიდის მასთან, ჩემთან საკმაოდ ახლოს დგანან, ამიტომ მესმის მათი ხმა ასე თავისუფლად.
- ქალთან
- ვინ იყო ეგ ქალი, დეა არ გეყო, ახლა კიდევ ვიღაცას ეცეკვებოდი?
- დიდი ამბავი ახლა
- ჭკუიდან ნუ გადაგყავარ
- ნუ გადადიხარ მერე - მხრებს უდარდელად იჩეჩს და ღიმილით უყურებს.
გაავებული ნია სწრაფად ტოვებს დარბაზს და საჭირო ოთახის მხარეს მიდის.
მეც ვდგები, იმ მხარისკენ მივდივარ მეც, ის ისაა დანიელს უნდა ჩავუარო რომ ვითომ ჩანთა მივარდება, ვიხრები, შარფს შეუმჩნევლად ვკრავ ხელს, ისე რომ მასზე ამოქარგული ინიციალები მის მხარეს მოხვდეს, ისიც იხრება ჩემთან ერთად მაგრამ მზერა უშეშდება და გაოცებული მათვალიერებს.
- უკაცრავად! - დაბალ ხმაზე ვეუბნები და სწრაფად ვსწორდები, ქვემოდან არც ისე კარგად მხედავს, ხელები უკანკალებს და თვალები ინიციალებზე აქვს გაშტერებული, ვუღიმი, თავს ვუკრავ და სანამ აზრზე მოვა მანადე სწრაფად ვშორდები.
- რა ქალია არა? - ალექსის კითხვა მაინც აღწევს ჩემამდე და თავს ვაქნევ ღიმილით.
საჭირო ოთახში შევდივარ და ნიჟარაზე შეშლილი სახით დაყრდნობილ ნიას ვხედავ.
- დაგეხმაროთ? - აფირისტული ღიმილით მივდივარ, ნელა წევს თავს და თვალებში მიყურებს.
- შეგიძლიათ მაკიაჟი გამისწოროთ? - დაღლილი ხმით მეუბნება და კბილებს აღჭრიალებს გაბრაზებისგან, აშკარად ვერც მიცნო და ვერც ხვდება რას მავალებს.
- რა თქმა უნდა! - ღიმილით ვეუბნები, ჩემი ჩანთიდან საჭირო კოსმეტიკას ვიღებ და იქვე ვაწყობ. გაუთვალისწინებელი “შურისძიებაც” ძალიან ტკბილი იქნება.
- იცით რა, მენდეთ, ისე შეგღებავთ რომ თქვენს საქმროს თვალი დარჩეს თქვენზე! - ღიმილით ვეუბნები.
- მართლა? - თვალები უბრწყინდება - ამ ვიზაჟისტებმა არაფერი იციან, დამამსგავსებენ საფრთხობელას! - “შენ ჩემს მერე ნახე” გულში ვამბობ და გარეგნულად მხოლოდ “თბილად” ვუღიმი.
- დამპირდით რომ სარკეში არ ჩაიხედავთ და ისე გახვალთ თქვენს საყვარელ მამაკაცთან, რომ ვხედავ როგორი სითბოთი გიყურებთ გული სიყვარულით მევსება! - ვიღიმი და მხარზე ვუთათუნებ ხელს.
- დიდი მადლობა! - იმედიანი თვალებით მიყურებს და სახეს ჩემკენ ატრიალებს.
ხო მე რას ვუშვები?
რთული გამოსაცნობია ვითომ?
ეს ტუჩსაცხი ცხვირამდე ატანილი და ნიკაპამდე ჩამოტანილი უფრო მოუხდება, ასე, უფრო სექსუალურია, დღევანდელ თანამედროვე გოგოებს დავამსგავსე, დიდი ტუჩები რომ უნდათ და ირგვლივ ყველაფერს იხატავენ. თვალები ცოტა ჩამოვდღაპნოთ, ცოტა მუქი ტონალური, თმები ოდნავ აჩეჩილი და წინ გადმოყრილი. ღმერთო რა ლამაზი ხარ! პირდაპირ ისეთი, ჩემი გამწარების დღეს რომ იყავი! გულში ვილანძღები.
- წამოდი - ხელს ვხვევ და დარბაზში გამყავს - პირდაპირ მიდი შენს საყვარელ მამაკაცთან და გაუღიმე! - ლოყაზე ვკოცნი და სწრაფი ნაბიჯებით ვეცლები.
საინტერესოა დანიელის რეაქცია.
ვუყურებ როგორ მიდის ყურებამდე გაღიმებული, საფრთხობელას დამსგავსებული ნია, დანიელისკენ და ვცდილობ ბოლო ხმაზე არ ვიხარხარო.
დანიელს უახლოვდება და ჩვეული თვალების ფახულით უყურებს.
დანიელი შეშინებული ხტება ფეხზე და ხელს სახეზე აყოლებს.
- ეს რა არის? რა ქენი?
- ხო ლამაზი ვარ?
- სასწაული, მის მსოფლიო ხარ პირდაპირ - სიცილით ეუბნება გიორგი - ცოტა მეტი კოსმეტიკა და მის სამყაროსაც გაქაჩავ!
- ვის ეღადავები? ჩემი სილამაზე ხელშეუხებელია! - ამაყად იღერებს ყელს და ფოტოგრაფიც აფიქსირებს.
ასე როგორ უნდა გამოშტერდე ადამიანი რომ სრულიად უცხოს ენდო? ეტყობა, იმდენად მობეზრდა ეს უნდობლობა, ვინმეს ვენდობიო.
ხოდა მე რომ გამიცრუა იმედი, ახლა საკუთარ თავზე გამოსცადოს.
სიცილით ვაქნევ თავს, იქედან სწრაფად გამოვდივარ და პირდაპირ ტაქსში ვჯდები.

***

- რაქენი? - ღიმილით მეგებებიან გოგოები და მეც ხელს სწრაფად ვწევ მაღლა.
- გოგო ხელი მთხოვა, მისდაუნებურად! - ვკისკისებ და სწრაფად ვიძრობ პარიკს, იქვე ვიღებ რკინის ჯამს და ცეცხლს ვუკიდებ.
- რას აკეთებ?
- უნდა დავწვა ყველანაირი მტკიცებულება, ერთადერთი შარფი უნდა შევინახო, ამას ვერ შეველევი - ვიცინი და კაბასაც ვაგდებ ცეცხლში.
- გაგიჟებულხარ, რანაირად გთხოვა ხელი?
- როგორც ჩანს კატო გვეხმარება - ვიცინი და ნამწვავებს ურნაში ვყრი.
- საიდან დაასკვენი?
- სპეციალურად აურია ნამცხვრები!
- კაიიი - გაიწელა ანჩო - ნამცხვარში ჩაუდო ბეჭედი? კაი რა, დანიელს ეგ არ ეკადრებოდა! - ცხვირს იბზუებს და მისაღებში გადის.
- დანიელის სახე გენახა, ეგონა გადაყლაპა ბეჭედი და იმდენი ვიფხუკუნე, კინაღამ გავიგუდე - მეც გვერდით ვუჯდები და მაკიაჟს ვიშორებ.
- გადაყლაპა? ვაიმე, არ შემიძლია - მუცლის ატკიებამდე ხარხარებს დიკო.
- იდიოტია რა, ამხელა კაცი! - ცხვირს იბზუებს ისევ ანჩო.
- გამოაშტერა დეას სიყვარულმა!
- ხო გიჟს გავს, ვეცეკვე და გენახა მისი სახე, ჩემს თითებზე რომ დაინახა ბეჭედი
- მოიცა უკან არ მოგთხოვა?
- არა, რავიცი! - მხრები ავიჩეჩე - მოიცა, ხო არ მიცნო? - ნერვიულად ვისვამ თავზე ხელს - იქნებ მიცნო?
- დანიელი კი არა პატრონი ვერ გიცნობდა, ისე გამოგაწყვეთ!
- კარგით ხო, მერე ის გველაძუა დავამსგავსე საფრთხობელას!
- ჰა, როგორ?
- რავიცი, მეც გამიკვირდა, მენდო, ვუთხარი ისე გამოგაწყობ შენს საყვარელ მამაკაცს თვალი დარჩება შენზე მეთქი და კარგიო მითხრა!
- გიჟი ხარ, როგორ გაბედე?
- მაგიტომ გავანადგურე ყველაფერი! - ვიღიმი და საძინებლისკენ მივიწევ - დავიძინოთ თორემ ძალიან დავიღალე!

***

ორი დღე გადაბმულად ვმუშაობ, ბატონი დიმიტრი ყოველდღე მიგზავნის ვიდეოებს, რასაც ერთმანეთზე ვაწყობ და ვცდილობ ერთი მეორის მიყოლებით გამოვიდეს.
ინტერნეტში გამუდმებით ნიას “გალამაზებული” ფოტო ტრიალებს. უცნაური სათაურებით. “როგორ ეპრანჭება ქალბატონი ნია ბატონ დანიელს” და ა.შ. იმდენი ვიცინეთ მე და გოგოებმა სულ გადაგვავიწყდა ასეთი მძიმე დღე რომ გველოდა წინ.
დაღლილი ვესვენები სავარძელში და ვცდილობ როგორმე ძალები მოვიკრიბო საბოლოოდ შესაკრელად.
თითოეულ ვიდეოში კარგად ჩანს ნიას ნამდვილი სახე და ეს მახარებს.
ხელები მიკანკალებს, გული ისე გამალებით მიცემს რომ ასე მგონია მთელ კორპუსს ესმის.
საბოლოოდ შეკრულ ვიდეოს ვუყურებთ, მე, გიორგი, ალექსი, ანჩო, დიკო და გამომძიებელიც.
- საღოლ რძალო, რაც ვერავინ ვერ გააკეთა, შენ ერთ ვიდეოში გააერთიანე!
- მთავარია ყველაფერი გამოვიდეს! უკვე ვნერვიულობ - ხელები მიოფლიანდება და სავარძელში ციებიანივით ვქანაობ, ვბორგავ, ვერ ვისნებენ. ერთიანად მიხურს მთელი სხეული, არ ვიცი ამ ყველაფერში გავიმარჯვებ, თუ დავმარცხდები, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დანიელმა მინდა სიმართლე იცოდეს.
- რძალო, ერთი რამ მაინტერესებს - ინტერესიანი მზერით მიყურებს გიორგი.
- გისმენ! - მშვიდად ვეუბნები და თვალს ძლივს ვუსწორებ.
- აქ რატომ არ არის შენი და ლეოს ვიდეო? მხოლოდ მისი ლაპარაკი რატომ არის ნიასთან?
- მე არ მინდოდა ყველას ენახა, მაგას შემდეგ ცალკე ანახებთ… როდესაც..
- მოიცა შენ თვალს რატომ ვერ მისწორებ? დეა რა ჩაიფიქრე?
- გაიგებთ! - ცრემლიანი თვალებით ვეუბნები და ფეხზე ვდგები - უნდა მოვემზადო! იქ შევხვდებით, უკვე უთხარით რომ საჩუქარს უკეთებთ?
- კი ვუთხარით და სანამ ხელს მოაწერენ იქამდე გავა..
- ძალიან კარგი, იქ ვიქნები ზუსტად 3ზე! - მშვიდად ვეუბნები და საძინებელში გავდივარ.
- დეა, დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში? - სევდიანი ღიმილით მიყურებს ანჩო და მხარზე ხელს მიჭერს.
- დარწმუნებული ვარ
- შენ შეგიძლია..
- მე ასე გადავწყვიტე! მჭირდება დრო…
- კარგი დეა, შენ როგორც გინდა - დიკო სკამზე მსვამს და ჩემს გადაპრანჭვას იწყებს.
1 საათში უკვე მზად ვარ, მშვიდად მივაბიჯებ დარბაზში, იგივე ჩაცმულობა, იგივე ქუდი მახურავს, განსხვავება მხოლოდ ის არის რომ პარიკი და ლინზები აღარ მიკეთია.
მშვიდად შევდივარ ხალხით გადაჭედილ პატარა დარბაზში, დანიელი და ნია უკვე მონიტორს უყურებენ მომლოდინე თვალებით. მაინც როგორ უხდება ამ საზიზღარს სმოკინგი?!
მათ უკან ვდგავარ, ზუსტად შუაში და ირონიული ღიმილით ვათამაშებ თითებს.
ნია ღიმილით უყურებს ეკრანს და ელოდება მისთვის განკუთვნილ ვიდეოს.
ელოდე, ელოდე..
ვიდეო ირთვება, თავიდან დანიელის და ნიას ფოტოებია, რომლებიც შეყვარებულის პირველ პერიოდშია გადაღებული.
ნია დანიელის გაშეშებულ თითებს ეჭიდება და ბედნიერი იღიმის.
ნელნელა მძაფრდება სიტუაცია.
პირველი ვიდეო კატოსთან ერთად არის, როგორ უჯდება და აფრთხილებს თუ ვინ უნდა იყოს დანიელის საცოლე.
როგორ ემუქრება,
როგორ ამცირებს,
როგორ ეუბნება რომ ის ერთადერთია და ვერავინ შეცვლის მას.
მეცინება, ნიას თითები დანიელის ხელზე უშეშდება და შეშლილივით იყურება ირგვლივ.
ჯერ სად ხარ საყვარელო, ყველაფერი ახლა იწყება.
ალექსი და გიორგი აქეთ-იქედან უდგებიან და ხელს მხარზე ადებენ.
არ აძლევენ განძრევის საშუალებას.
მერე ლეო ჩანს, როგორ ეუბნება და პირდება რომ დედამის გადაარჩენს.
მათი ყველა ლაპარაკი ისმის, ყველა მისი დავალება, ყველა მისი მუქარა, პირობა თუ დამცირება.
ასე მგონია სიზმარში ვარ, მთელ ტანში მცრის სასიამოვნოდ, მინდა ისევე დაიტანჯოს, როგორც მე, როგორც მე არ შემარგო ჩემს საყვარელ მამაკაცთან ყოფნა.
დანიელი ჩუმად ზის, დავჩახრილი.
ჯერ სად ხარ,
სახლში უკეთესი სიტუაცია დაგხვდება, პირდაპირ ნახავ ყველაფერს.
ლეოს და ნიას ლაპარაკი საკმაოდ კარგად ისმის, უკვე ხალხი იწყებს ჩურჩულს, როგორ გეგმავენ ჩემს გატაცებას.
შემდეგ ისმის ვიღაცასთან საუბარი, როგორ ატეხინებს ჩემს მეილს და როგორ აგზავნინებს იქედან სარჩელს.
ღიმილით ვისმენ ყველაფერს, გული და მთელი სხეული კმაყოფილებისგან მითრთის.
მეღიმება,
უაზროდ მეღიმება. თვითკმაყოფილი ღიმილი დამთამაშებს სახეზე, მინდა განუწყვეტლივ ვაყურებინო ამ ვიდეოს და მისი გამომეტყველება დავაფიქსირო ყოველ ჯერზე.
ნია ფეხზე დგება და კივის.
- ეს ყველაფერი ტყუილია! ეს ყველაფერი ტყუილია! - დანიელი ჩასისხლიანებული თვალებით უყურებს, ხელებს ძლიერად მუშტავს მაგრამ ვეღარ ითმენს და ფეხზე ხტება.
- ეს ყველაფერი არის ტყუილი? ეს ყველაფერი? - გამწარებული ცრის კბილებიდან და ვხედავ როგორ შემოდის დაუფარავად პოლიცია დარბაზში.
- ხო, ტყუილია, შეუძლებელია, საიდან მოიტანეს! - თმებზე იკიდებს ხელს გამწარებული დადის იქეთ აქეთ.
- საინტერესოა არა, საიდან მოვიტანე? - ქუდს ვიხდი და მის წინ ვდგები, გაავებული მიყურებს, ის ისაა კისერში უნდა მწვდეს რომ გიორგი და ალექსი აკავებენ.
- მოიცა, ეს ყველაფერი არ არის! - მეორე ვიდეოს ვრთავ, სადაც ყველაფერი ჩანს რა როგორ გაუკეთა მათეს, როგორ აიღო ის ნარკოტიკი და ახლა ვისი წყალობითაც გადმოჰქონდა ისიც.
გაავებული კივის, თმებს იგლიჯავს და ჩემკენ იწევს.
- მოგკლავ! მოგკლავ! გეფიცები მოგკლავ არ შეგარჩენ! გამიშვით - ბიჭების ხელებს ეჯაჯგურება და ცდილობს ჩემკენ გამოიწიოს. მის თვალებში ახლა უფრო მეტი სიძულვილი და ზიზღი იკითხება. მეცინება.
- დამშვიდდი ნია, დამშვიდდი! ან დაგამშვიდებენ - პოლიციელებს ვანიშნებ რომ აიყვანონ, ისინიც მშვიდად მიქნევენ თავს და ბორკილებს ადებენ.
- ვერავინ ვერ გიშველის ნია, ვერავინ! - მასთან ძალიან ახლოს მივდივარ და ყბაზე ვუჭერ ხელს - დაიმახსოვრე, ერთხელ და სამუდამოდ, დანიელს არც უყვარხარ და არც არასდროს იქნება შენთან! - ხელს უხეშად ვუშვებ და მთელი ძალით ვურტყამ გაშლილ ხელს სახეში - შეიძლება მე ახლა სასტიკი ვარ, მაგრამ შენ გადამიყვანე ჭკუიდან, შენი ინტრიგებით, შენი ტყუილებით და შენი მახეებით! ყველაზე კარგი პერიოდი წამართვი ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ბედნიერი წუთები ყველაზე უბედურად გადამიქციე და შენი ახირების წყალობით! დანიელს აიძულე რომ ცოლად მოეყვანე, თავს აჯერებდი რომ ოდნავ მაინც უყვარდი, სინამდვილეში კი ჩემზე კარგად იცოდი, მათეს ამბის მერე შენკენ არც გამოიხედებოდა! შენი ადგილი ზუსტად იქ არის, სადაც ახლა მიდიხარ! ამ საქმეს ვეღარ მიჩქმალავ, ვეღარ დაფარავ, რადგან უკვე პრესაში გავა ეს ყველაფერი და ყველა გაიგებს შენი ბავშვური და ლაღი სახის უკან, რა გაიძვერა არსებაც იმალება, აი ნახავ!
უკან ვიხევ და მათაც სწრაფად გაჰყავთ დარბაზიდან.
დანიელს ვუბრუნდები, მინდა მისი თვალები დავინახო, იმხელა სინანულია მათში, იმხელა ტკივილი, ვხედავ როგორი განადგურებული და გამწარებულია. გული მეკუმშება, ერთიანად ვცახცახებ და თითოეული უჯრედი მეწვის, მინდა მიდე და დავაწყნარო, მინდა ვუთხრა რომ დღეიდან მასთან ვიქნები მაგრამ არ შემიძლია, წყენას, სიამაყეს და ტკივილს ვერ ვახტები, ვერ ვპატიობ, დრო მჭირდება აუცილებლად. ბიჭებთან მივდივარ და მთელი ძალით ვეხვევი ორივეს.
- რძალო, რა ჩაიფიქრე?
- მომენატრებით ბიჭებო! - ვეფერები ორივეს და ცრემლიანი თვალებით კიდევ ერთხელ ვუყურებ ამჯერად თავჩახრილ დანიელს.
თვალსაც რომ ვერ მისწორებს, ჩემში ორი დეა იბრძვის, ერთი, რომელსაც მასთან უნდა დარჩენა და მეორე, რომელიც ვერ პატიობს. სამწუხაროდ მეორე იმარჯვებს.
მშვიდად ვბრუნდები და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ იქაურობას.

***

ვგრძნობ როგორ ვიფლითები, მისი თვალები მელანდება ყველგან და ვიშლები, ვგრძნობ როგორ გავანადგურე რეალობით და ტკივილისგან ყველა უჯრედი მეწვის. ვერ ვაზროვნებ, გაუაზრებლად მცვივა ცრემლები, გაუაზრებლად ვიშორებ ყველაფერს და სწრაფად ავრბივარ კიბეებზე. მთელი მაკიაჟი ადღაბნილი მაქვს ერთმანეთს, ჩემს ტკივილს ვერც მაკიაჟი და ვერც ფარსი ღიმილი ვერ მალავს. გოგოები მეგებებიან, ორივეს მთელი ძალით ვეხუტები და ძლიერად ვკოცნი.
- დიდი მადლობა გოგოებო, დიდი მადლობა გადაუხადე ბატონ დიმიტრის ამხელა თანადგომისთვის და დახმარებისთვის! ძალიან ძალიან მიყვარხართ!
ჩემოდან ვავლებ ხელს და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გამოვდივარ, ისე რომ არცერთის პასუხს არ ველოდები. ნელნელა მივიწევ აეროპორტისკენ და ვერც ვიაზრებ რას ვაკეთებ, ახლა უკან მიმიწევს გული, ისევ მისი თვალებისკენ, მინდა ჩავეხუტო, დავამშვიდო და ვუთხრა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ სიამაყე არ მაძლევს ამის უფლებას, სიამაყე მთელი ძალით მედება სხეულზე და ყოველ მის ეჭვს მახსენებს. თანაც მთელი ძალით მიჭერს ხელებს და მგონია რომ სადაცაა დამახრჩობს. მტკივა, იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება რომ ადამიანს ტკიოდეს, შიგნიდან მღრღნის ყველაფერი, ის ყველაფერი რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში მოხდა, მის შარფს მთელი ძალით ვიხუტებ გულზე და ვცდილობ როგორმე გავექცე ამ ტკივილს. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ რომ ისევ მის მკლავებში ვარ, ისევ მისი სიყვარულით სავსე თვალებით დამყურებს, მაგრამ უცებ ციებიანივით ვახელ თვალებს, მისი სიყვარულით სავსე თვალებს სიძულვილი ანაცვლებს, გული მეფლიტება, ეს მოგონება შიგნიდან მკაწრავს და მშლის.
ახლა… ახლა უბრალოდ…
მე თვითმფრინავში ავდივარ,
ის კი ალბათ ლეოს ვიდეოს უყურებს.
მე ადგილს ვიკავებ,
ის ალბათ ადგილს ვერ პოულობს ახლა.
მე მის შარფს ვებღაუჭები,
ის კი გაყრის საბუთებს დაჰყურებს.
მტკივა,
აუღწერლად და გადმოუცემლად მტკივა თითოეული მოძრაობა, თითოეული ამოსუნთქვა და მის გარეშე გატარებული წუთები.
ცრემლიანი თვალებით ვუყურებ თბილისს, ვხედავ როგორ ვშორდები ნელნელა და იქ მივდივარ სადაც არავინ მელოდება, სადაც არავის ვჭირდები, სადაც არაფერია ნაცნობი.
თვალებს ვხუჭავ, ეული ცრემლი მაინც პოულობს გზას და ჩემი ლოყიდან ნელნელა ცურდება, მწვავს, მაგრამ ჩუმად ვარ, მინდა ვიკივლო და ხმას არ ვიღებ, ნელნელა ვიშლები, მაგრამ მაინც მყარად ვდგავარ.
“დაგელოდები…”

13 თავი.


მაღალი სხეული მხრებში მოხრილი, განადგურებული სახით შევიდა სახლში და იგრძნო როგორ შემოეხვია მთელი ძალით სიმარტოვის სურნელი, დეას კისკისი აღარსად ისმოდა, არც მისი სურნელი ტრიალებდა სახლში. თითქოს ყველაფერი, ერთი ხელის მოსმით იყო გამქრალი, მის გასაგიჟებლად, ჭკუიდან გადასაყვანად..
არ ახსოვს ასეთი დეა, მის მოგონებებში მხოლოდ თბილი, მოსიყვარულე, დაბნეული დეა ცოცხლობს..
ტკივილისგან უფრო პატარავდება, უფრო იხრება და მკლავებზე თითებს იტარებს, თითქოს ცდილობს მისი შეხების გახსენებას, მათ შორის მომწყვდეული დეას გახსენებას და შეგრძნებას.
მძიმედ მიდის სავარძლისკენ და მოწყვეტით ეშვება, თავს უკან ხრის და თვალებს ხუჭავს..
უეცრად მთელი ოთახი ნათდება, ფეხდაფეხ მოყვებიან გიორგი და ალექსი.
მხარზე ხელს ადებენ და როგორც დეამ დაუბარა, ისე რთავენ ვიდეოს.
ყველაფერი ნათელია,
ყველაფერი იმაზე კარგად ჩანს, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა!
მათი ლაპარაკი პირდაპირ გულში ატანს, პირდაპირ ისრებივით ესობა გულზე, გრძნობს რომ უკვე სისხლიც აღარ მოსდის, იმდენად გაყინული და გათიშულია. მის წინ მთელი სიმართლეა, ის სიმართლეა, რომელზეც თვალის გასწორება არ უნდოდა, რომლის აღიარების უფლებასაც სიამაყე და იმედგაცრუება არ აძლევდა.
ახლა კი..
ახლა ყველაფერი შეიცვალა, თვალებჩაწითლებული ვეღარ ითვლის უკვე მერამდენედ ახვევს ვიდეოს და ერთი და იგივე მომენტს მიშტერებია.
გრძნობს როგორ ესერება სხეული შიგნიდან, როგორ იშლება, როგორ აწამებს რაღაც, ღრღნის და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
უზარმაზარი ბურთი აქვს გაჩხერილი კისერში და ვერ სუნთქავს, ასე ჰგონია ის უკანასკნელი ჰაერიც წაართვეს რითაც ცდილობდა ესუნთქა, ეცოცხლა და ეარსება.
ძალაგამოცლილი თიშავს ტელევიზორს და იქვე აგდებს პულტს.
ძლივს ითრევს ტანს, ხელებმომუშტული დგება და ბიჭებს აშტერდება.
ისინი, თავს ხრიან, თვალებსაც ვერ უსწორებენ, ვერ უძლებენ ძმის სასოწარკვეთილ თვალებს.
- სად არის? - ბგერებს ძლივს უყრის თავს და ხავის.
- წავიდა… - პირდაპირ კვეთს ჰაერს სიტყვა და გულს უკუმშავს.
- წავიდა..
უფრო თავისთვის ბურტყუნებს და კიბეებზე ადის, ლასლასით შედის ოთახში და კარებს ზურგს უკან იხურავს.
- წავიდა ხო? წავიდა.. - განუწყვეტლივ იმეორებს ერთი და იგივეს და კარადიდან მის დარჩენილ ნივთებს იღებს - წავიდა, დამტოვა და წავიდა! ვერ მაპატია, არ მაპატია, არ მაპატია - საწოლზე აფენს მის ნივთებს და ზემოდან წვება, თითოეულს იხუტებს გულში და მთელი ძალით ისრუტავს მათ სურნელს.
- წავიდა, სად წავიდა?! - თავისთვის ლუღლუღებს და ცდილობს მისგან დარჩენილი მცირე ნაწილები მაინც შეაგროვოს, როგორმე რომ ამოისუნთქოს, როგორმე რომ მოიშოროს გულიდან უდიდესი ლოდი. ტკივილი შიგნიდან მთელი ძალით ჭამს და ანადგურებს, ვეღარ გრძნობს სხეულს, მთელი სხეული დაბუჟებული და დამწვარი აქვს, შიგნიდან ყველა უჯრედი იწვის, შველას ითხოვს, მაგრამ დეას ნატიფი თითები არსად ჩანს, მისი შეხება და ეს ყველაფერი გაქრებოდა.. ეს ყველაფერი ჩაწყნარდებოდა და ისევ დაისადგურებდა მასში სიმშვიდე.
- მაგრამ ის ხომ წავიდა? - ღრიალებს და ყველაფერს ისვრის, რასაც კი წვდება იქედან ყველაფერს ქვემოთ ანარცხებს და მისი მტვრევისგან სიამოვნებას ღებულობს, თითქოს მას ატანს ტკივილს.
მერე უცებ თვალებს ფართოდ ახელს, დამძიმებულ სხეულს ითრევს და სახეს ხელებში რგავს.
- არა, უნდა მოვიმოქმედო რამე, უნდა შემოვირიგო, ასე ვერ გავჩერდები, ვერ გავძლებ, ვერ ვიარსებებ მის გარეშე, მაგრამ რა გავაკეთო? როგორ?! - განუწყვეტლივ ბუტბუტებს, სახეზე ხელებს ისვამს და დაბნეული იყურება აქეთ იქეთ.
- ვიპოვი, ვიპოვი და აუცილებლად შემოვირიგებ!

***

დეა

ჩავედი.
რა უცნაურია ირგვლივ ყველაფერი, ვგრძნობ რომ სხვა სამყაროში ვარ, სხვა უნივერსიტეტში, სხვა კურსელებთან. “სხვას” ამ შემთხვევაში სულ სხვანაირ დანიშნულებას ვანიჭებ, ყველაფერი უცხო და მიუღებელია ირგვლივ.
ჩვეული და ნაცნობი არავინ და არაფერია.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო უცხოვდება ეს ყველაფერი, მათი ცივი დამოკიდებულება, ყველაფერს ფარავს, იმედები მიცრუვდება, სიმშვიდეს ვერ ვპოულობ.
ერთი კვირაა აქ ვარ, ერთი კვირაა ვცდილობ როგორმე არ გამექცეს თვალი, ყური, სხეული ახალი ამბების მოსასმენად. არ მინდა მასზე ვიცოდე რამე, მაგრამ ვგრძნობ როგორ მჭამს ინტერესი და მიბიძგებს ნახვისკენ.
დაბნეული მოვაბიჯებ ვარშავას ქუჩებში და ისიც კი არ მაინტერესებს რომ ასეთ ლამაზ ადგილზე ვარ, შემიძლია უამრავი რამ ვნახო, სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში გადავიდე ტურებით, მე კიდევ მოვაბიჯებ და დანიელს მივსტირი მთელი გულით.
უეცრად ვიღაც მხარს მკრავს და ხელიდან ყველა წიგნი მივარდება.
- უკაცრავად! - ჩურჩულით მეუბნება ქართულად და გაოცებისგან შუბლზე ამდის თვალები, ვცდილობ მისი სახე დავინახო მაგრამ უზარმაზარი კაპიშონი ხელს მიშლის ამაში.
- ვინ ხარ? - ვცდილობ ნორმალურად გავიგონო მისი ხმა, მაგრამ პასუხგაუცემლად მივლის გვერდს და გზას აგრძელებს. რამდენიმე წუთი დაბნეული ვდგავარ, ჩემს წიგნებს დავყურებ, შემდეგ იქეთ ვიხედები საითაც წავიდა და უკან მივსდევ, მკლავში ვაფრინდები და ჩემკენ ვატრიალებ.
- უკაცრავად? - მეუბნება ინგლისურად და ქერა ბიჭი გაოცებული დამყურებს ზემოდან.
- თქვენ, ქართულად, ხომ დამელაპარაკეთ? - ქართულად ვუბერავ ჩემსას და მას გაოცებისგან უფრო უფართოვდება თვალები.
- გეშლებათ
- რა მეშლება ახლა არ გამკარი მხარი? - ხელების ქნევით ვუხსნი სიტუაციას, მაგრამ ვერ იგებს.
- გიცნობთ? - დაბნეული იყურება აქეთ იქეთ.
- უკაცრავად, შემეშალა! - ვბლუყუნებ დარცხვენილი და აქეთ იქეთ ვიყურები, შორს, ძალიან შორს კარგად ვარჩევ კაპიშონ ჩამოფარებულ სილუეტს, რომელსაც სახე ჩვენკენ აქვს შემოტრიალებული და ზუსტად ვიცი რომ გვიყურებს.
მინდა რომ მასთან მივიდე, მაგრამ რაღაც მთელი ძალით მეკიდება სხეულზე და ვერ ვდგამ ნაბიჯს, მეშინია რომ იმედი დამემსხვრევა, რომ არ აღმოჩნდება ის ვინც ასე მინდა რომ იყოს.
ცივად ვბრუნდები და ჩემი ბინისკენ მივიწევ გულაჩუყებული.

***

გაავებული ავდივარ კიბეებზე, ეს უაზრო შემთხვევაღა მაკლდა, თან ქართველის, ან საიდან მიხვდა რომ ქართველი ვარ?! სახეზე მაწერია დავიჯერო?
ხელის კანკალით ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ, ვმშვიდდები, არ მინდა ნერვებს ავყვე, ამ ბოლო დროს ისედაც ზედმეტად ნერვიული გავხდი.
მძიმედ ვეშვები სავარძელში და ვცდილობ როგორმე აჩქარებული გული დავიწყნარო.
გავგიჟდები მალე!
გამაგიჟებს უ-დანიელობა!
საძინებლისკენ მივიწევ რომ გამოვიცვალო, უეცრად დარეკილი ზარი რომ მაშინებს და მსუბუქად ვკივი.
რა ჯანდაბაა! ჯერ ის ბიჭი, ახლა ეს ზარი, ვინ ცდილობს ჩემს ჭკუიდან შეშლას? ან ვინ გაიგო რომ აქ ვარ?! ეს თუ ნიაა ისევ და იმ ციხიდანაც მომაგნო, ჩემი ხელით დავახრჩობ!
კბილების ღჭრიალით ვაღებ კარებს და მოულოდნელობისგან ვცბები.
კარებში არავინ არ დგას, ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებ და ბოლოს ქვემოთ ვიყურები.
ქვემოთ ერთი ვარდი დევს. თვალების ტრიალით ვბრუნდები და ის ისაა სახლში უნდა შემოვიდე რომ ვშეშდები.
ვარდი?
მოიცა, რა ვარდი, ეს ვინ გამომიგზავნა? ვბრუნდები, ვიხრები და ვარდს თითებს შორის ვიქცევ.
ემოციები ერთმანეთს ცვლიან ჩემს სხეულში, შიში, სიხარული, ბედნიერება, გაბრაზება, სიყვარული..
არ ვიცი რა ვიფიქრო, ან ღირს კი მივაწერო ეს ყველაფერი დანიელს?!
არა, სისულელეა, ის ამას არ გააკეთებდა.
ისევ სავარძელს ვუახლოვდები, ვარდს მაგიდაზე ვდებ და მასთან ახლოს ვჯდები, ისეთი სახით ვაკვირდები, ვინმემ რომ დამინახოს ეგონება ბომბს ვუყურებ და ველოდები როდის აფეთქდება.
ჯერ უკმაყოფილოდ დავყურებ,
მაგრამ მაინც მეპარება ტუჩის კუთხეში ღიმილი.
- დანიელ! - ვბუტბუტებ და ვარდს ისევ თითებს შორის ვიქცევ - ნუთუ ჩამოხვედი? - თვალები მიბრწყინდება და ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს.
- არა! არა! - შუბლს ვკრავ და ისევ თავის ადგილას ვაბრუნებ - ვაზაში ჩავდებ, არა რატო დალპეს, იქნებ დანიელისგან არ არის?! საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი და ვეღარც ვითვლიდი მერამდენე კრუგს ვურტყამ სახლს.
ბოლო დავიღალე, ღრმად ამოვისუნთქე და ვარდი ვაზაში მოვათავსე.
აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე.
არა აშკარად გავაფრინე, უ-დანიელოდ, ძალიან ცუდად ვარ!
სისულელეებს ვხედავ და მელანდება!
საშინლად მჭირდება მისი სურნელის შეგრძნება, ახლა ამ წუთას.
დაბლა ვიყურები და ვცდილობ იქაურობა მოვათვალიერო, მზე ჩადის და ჩემს წინ ულამაზესი სანახაობა იშლება, ის დღე მახსენდება, ყაზბეგში ერთად რომ ვუყურებთ მზის ამოსვლას და მთელი სხეული მიცახცახებს.
სიგარეტს აივანზე ვწვავ და ქვემოთ ვიხედები რომ გადავაგდო.
უეცრად კაპიშონიანს ვხედავ,
გაოცებული ვეჭიდები მოაჯირს და მთელი სხეული უარესად მიკანკალებს.
ცალ ხელს წევს და ვგრძნობ რომ ეს მომენტი უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში, ფრთხილად მიქნევს ისე რომ ზემოთ არც იხედება.
- პედოფილ! - ვერც კი ვხვდები ისე წყდება ბგერები ტუჩებს და გაავებული ვიწევ უკან, სწრაფად ვაღებ კარს და კიბეებზე ჩავრბივარ.
- პედოფილ! პედოფილ! - ვყვირი გაავებული და აქეთ იქეთ შეშლილივით დავრბივარ.
გაქრა, ისე თითქოს არც ყოფილა.
- სად წავიდა? - საკუთარ თავს ველაპარაკები, წინ და უკან მიმოვდივარ გაავებული, მაგიჟებს, დანიელი არ მაკლდა, ახლა პედოფილი მაგიჟებს!
ყურებჩამოყრილი ავდივარ კიბეებზე და კარებს მძიმედ ვხურავ ზურგს უკან.
აღარ შემიძლია ამდენი, კომპიუტერს ვრთავ და სიახლეებში შევდივარ.
მათე?!
მათე!
არ არსებობს, სიხარულისგან ვკივი!
ყველანაირი ბრალდება მოუხსნეს, ბიზნესი დაუბრუნეს და საქვეყნოდ მოახდევინეს ნიას ბოდიში!
ეს ხომ.. ეს!
ბედნიერება მთელ ტანში ვრცელდება და თვალები ცრემლებით მევსება. ვტირი, სიხარულისგან ვტირი, კატო ბედნიერი იქნება საყვარელი მამაკაცის მკლავებში, როგორც იქნა ეღირსებათ სიმშვიდე.
ღრმად ვსუნთქავ, ლეპტოპს ვხურავ ისე რომ დანიელის სიახლეებს არ ვამოწმებ, ვარდს ხელში ვიღებ და საძინებელში გავდივარ.


***

1 წელი არც ისე პატარა დროა არა?!
უ-დანიელოდ.
პედოფილთან ერთად.
ყოველდღე ჩემს კარებთან დატოვებული თითო ვარდი, სიტყვების, ემოციების და ნახვის გარეშე.
უბრალოდ ერთი ვარდი,
რომელიც მისგან ყველაფერს იტევს.
თუმცა, დანიელი რომ ყოფილიყო, ახლა ათმაგად ბედნიერი ვიქნებოდი.
მის სახეს ვერ ვხედავ, ვერც მის თითებს, საერთოდ უცნობი და მიუღწეველია ჩემთვის.
ასე, ძალიან ძალიან გვიან სიგარეტს რომ ვეწევი, მაშინ გამოჩნდება და უბრალოდ მიქნევს ხელთათმანიან ხელს.
ვგრძნობ რომ ვეჩვევი, მისი ვარდის გარეშე უკვე დღე ღიმილით არ იწყება.
ტკივილი ნელნელა ყუჩდება და გულის სიღრმეში ვმალავ, მონატრება იკავებს მის ადგილს, მისი სურნელის შეგრძნების სურვილი მკლავს და მშლის ერთიანად.
ერთი წელი,
ზუსტად 365 დღე უშენოდ, დანიელ!
ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვივა.
არაფერი იცვლება ჩემს ცხოვრებაში, არაფერი ხდება ახალი.
წინ კი არა ვგრძნობ რომ უკან მივდივარ,
ისევ მას ვუბრუნდები, ვხედავ რომ ყველა გზა მასთან მიმიყვანს!
დღეს ბოლო დღეა ჩემი ვარშავაში ყოფნის,
სასაცილოა! იყო აქ და არ ნახო არცერთი ადგილი, უნივერსიტეტი-სახლი, სახლი-უნივერსიტეტი. ეს იყო მთელი ჩემი “მოგზაურობა” და დასვენება.
რა თქმა უნდა ჩემს განუყრელ მეგობარ ფიქრებთან ერთად, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით ირეოდნენ თავში და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდნენ.
არაფერი გამიგია მასზე, საერთოდ არაფერი!
სიამაყე მაინც მთელი ძალით მიჭერდა და მაგიჟებდა!
მინდოდა და თან არ მინდოდა, თუმცა ვხვდებოდი, რაც დრო გადიოდა უარესად ვექცეოდი მონატრების მარწუხებში და უკვე დაბრუნებამდე საათებს ვითვლიდი.

***

365 დღის შემდეგ ჩამოვედი,
ისევ ჩემს სამშობლოში ვარ,
ასე მგონია ფილტვები პირველად მეხსნება ამდენი ხნის შემდეგ და ლაღად ვსუნთქავ, თითქოს ყველანაირი ლოდი ვარდება მხრებიდან, თავისუფალი ვარ!
ახლა ერთი ჟანგბადით ვსუნთქავთ და ამ ეტაპზე ესეც საკმარისია ჩემთვის!
ანჩო და დიკო მთელი ძალით მეხვევიან, დემნაც აქაა, სურპრიზს მეგონა იქეთ ვუკეთებდი, ამათმა კი აქეთ გამიკეთეს.
ორივეს ვუკოცნი ლოყებს და მათ აჟიტირებულ სახეებზე მეღიმება.
პირველად ვიღიმი ასე გულწრფელად,
ვხვდები რომ მათი ტიტინი მომნატრებია..
მშვიდად შევდივართ ანჩოს ბინაში და ეგრევე უსიამოვნო მოგონება იჩენს თავს..
ბოლოს აქ განადგურებულმა შემოვვარდი, ისევ დანიელის თვალები გამახსენდა და რაღაცამ ისე ძლიერ მომიჭირა გულზე ხელი რომ გავქვავდი ტკივილისგან.
- დეა, გესმის? - დიკო სახეზე მისვამს ხელებს და შეშფოთებული მიყურებს.
- მესმის დიკო, მესმის! - თავს ვაქნევ უარყოფითი ფიქრების გასაგდებად და ბინაში შევდივარ.
- დეა, იცი მე.. - თითებს იმტვრევს ანჩო.
- რა ხდება პირდაპირ მითხარი..
- ახალი წელი მოდის და… ვიფიქრეთ..
- რა ხდება! - ტონი მიმკაცრდება და ისე ვუყურებ გოგოებს ვატყობ რომ უარესად ფრთხებიან.
- აუ ეგრე ნუ გვიყურებ თორემ უარესად გვეშინია შენი რეაქციის - იკრიჭება ანჩო და ჩემს წინ ჯდება.
- კარგით, გოგოები აბა მითხარით რა ხდება? - თვალების ფახულით ვეკითხები და ვიღიმი.
- ახალ წელს არის მასკარადი, ანუ ნიღბები უნდა გვეკეთოს, კაბები უნდა ჩავიცვათ, უნივერსიტეტი აწყობს და შენც ხომ წამოხვალ? - უცებ მაყრიან და სანამ გადავხარშავ უკვე გეგმებსაც აწყობენ როგორ კაბას ჩამაცვამენ.
- მოიცადეთ! მოიცადეთ! მე რა მინდა?
- გინდა, შენ ხომ ჩვენთან ბრუნდები უნივერსიტეტში? ხოდა წამო რა… - ყელს იწელავს ორივე. უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალებს და ბოლოს დანებების ნიშნად ვწევ ხელს.
- წამოვალ, თუ მიპასუხებთ ერთ კითხვაზე…
- არ იქნება, ის არ იქნება! - ორივე იძახის და მომლოდინე თვალებით მაშტერდებიან.
უხმოდ ვუქნევ თავს და თვალს ვუკრავ ორივეს.
- თქვენი ვარ, როგორც გინდათ ისე გამომაწყვეთ!

***

“მიდიხარ?” ტელეფონზე მომდის წერილი და ღიმილით დავყურებ წარწერას. “პედოფილი”
“მივდივარ!”
“არ გეშინია რომ შეხვდები?”
“არა, არ მეშინია!”
“ვნახოთ”
“რა უნდა ვნახოთ?”
“გეშინია თუ არა…” 
“მადლობა ვარდებისთვის…” 
“სიტყვები ზედმეტი იქნებოდა, არა?:)” 
“ალბათ მართალი ხარ, მაგითაც მაბედნიერებდი” 
“კიდევ ბევრჯერ გაგაბედნიერებ, გპირდები”

***

ანჩო და დიკო ისე დამტრიალებენ თავს რომ ლამის არის გული წამივიდეს.
- გოგოებო, რას მიკეთებთ? - მეცინება მათ შემხედვარე, ისე მონდომებით მაწყობენ - მათხოვებთ?
- ჩუ! იჯექი მანდ, ჩუმად!
- კარგით გოგოებო რა! - ცხვირს ვიბზუებ და ფეხზე ვდგები.
- მოიცა რა, თმა დაგიმაგრო ნორმალურად! - ბუზღუნებს დიკო და ძალით მსვამს სკამზე.
- დეა რას აპირებ? - მოულოდნელად იწყებს ანჩო საუბარს.
- რაზე მეკითხები? - თავს ვიშტერებ მე.
- დანიელზე, არ აპირებ შეურიგდე?
- ვაიმე, მთელი წელი იმდენი იწვალა ჩემს შემოსარიგებლად რომ გავგიჟდი.. სულ ჩემს სახლთან იდგა და მეხვეწებოდა..
- კარგი რა დეა, შენც დააშავე ისიც შეცდა, ხომ ხვდები.. რა აზრი აქვს ამ ბუტიაობას, ხომ ვხედავთ რომ გიყვარს..
- მას არ ვუყვარვარ ისე, რომ ჩემს გამო იბრძოლოს დიკო! გვეყო ამაზე საუბარი, ხასიათის გაფუჭება არ მინდა - თავს ვაქნევ და ისევ ვდგები ფეხზე, სარკესთან მივდივარ და გაოცებული ვაშტერდები ჩემთავს.
- ეს, მაინც ნიღაბს ვიკეთებ და რათ მინდა ამხელა მაკიაჟი?
- რავიცი, მაინც, რომ მოიხსნი მერე? - მხრებს იჩეჩავს უდარდელად ანჩო და კაბას მიდებს საწოლზე.
- რაა.. ეს? ამას არ ჩავიცვამ, ჯერ ერთი გამომწვევი წითელია და მეორე რამხელაზე მარჯვენა ფეხზე ჩახსნილი?
- ნუ მეკომპლექსები და ჩაიცვი დროზე! - მიბრიალებს თვალებს ანჩო და თვითონ ჯდება სარკესთან.
ბუზღუნით ვემზადები და სარკის წინ ვტრიალებ, იმხელაზეა ეს კაბა ჩახსნილი რომ გამუდმებით უნდა ვქაჩო ქვემოთ.
- ბოლო შტრიხიც და ეგაა - კისკისებს დიკო და შავ ნიღაბს მიკეთებს სახეზე, რომელიც მთლიანად მფარავს და მხოლოდ თვალები მიჩანს.
- ოუ, ძეტკა, რა სექსუალური ხარ! - იკრიჭება და თვითონაც ირგებენ ნიღბებს.
- წავედით!

***

დარბაზი ზედმეტად ლამაზად არის მორთული, ღიმილით მივიწევ წინ, თუმცა მეეჭვება ვინმე ხედავდეს ჩემს ღიმილს.
ფერები ერთმანეთში ირევა, უმეტესობას შავი კაბა აცვია და თითქმის ყველას ბოლომდე აქვს დაფარული სახე.
ერთად დგანან კურსელები და კისკისებენ, ზოგი სვამს და თავიანთ სტიქიაშიაა, ზოგი კი ცეკვავს.
მაგიდასთან ვდგებით დემნა რომ გვიახლოვდება.
- ოუ, დემნა! როგორ ხარ? - ლოყაზე კოცნის ანჩო და ჩემკენ აპარებს თვალს.
- კარგად, თქვენ გოგოებო? ეს ვინ არის? - თვალს მისწორებს და იღიმის.
- ასეა, ასე მიდიხარ და გივიწყებენ! - ვიცინი და შამპანიურს მაღლა ვწევ - გაგიმარჯოს დემნა!
- დეა? არ მჯერა! რამდენი ხანია არ.. არ მინახიხარ - ენა ებმევა და ძლიერად მხვევს ხელებს.
- მეც მომენატრე!
- გოგოებო, გაიგეთ დღეს რომ შეჯიბრებაა?
- რა შეჯიბრება? - ეგრევე ინტერესდება ანჩო.
- რა და, აი იქ ორი ყუთი რომ დგას, ერთიდან გოგოები ამოვიღებთ, მეორედან ბიჭები და ვიცეკვებთ! საუკეთესო წყვილი კი დედოფლად და მეფედ დასახელდება!
- მაგარია! - მხოლოდ ამით შემოვიფარგლები და იქ მყოფ საზოგადოებას ვაკვირდები.
კურსელებს ვესალმები და მათთან ერთად ვსაუბრობ, ქერა ისევ მოწოდების სიმაღლეზეა, ვიღაცას ელოდება, ახალი ჩიტი ჰყავს გამოჭერილი, რომელსაც გამუდმებით უნდა ეპრანჭოს. თვალებს ვატრიალებ და ჭორიკანასთან ვაგრძელებ საუბარს, იმდენი რამე მომხდარა ჩემი არ ყოფნის განმავლობაში რომ ენას არ აჩერებს და მთელი უნივერსიტეტის ამბები ისე ვიცი, მგონია რომ არც ვყოფილვარ სხვაგან ეს დრო.
უეცრად მკლავში მავლებს ვიღაც ხელს და მოფარებულში გავყავარ!
- რა ხდებაა?
- დემნა ვარ!
- რაიყო დემნა მოხდა რამე?
- შენს დაქალს დაემშვიდობები თუ პირდაპირ წავიყვანო?
- სად მიგყავს? - დაბნეული ვუყურებ, ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
- ვიტაცებ..
- რა.. რამ გადაგრია, ისე არ მოგყვება?
- მუღამზე ვარ, ყველაფერი მზად მაქვს! 1 კვირაში ჩამოვალთ! - სწრაფად მეხვევა, დიკოს ავლებს ხელს და გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე მიჰყავს გასასვლელისკენ.
სიცილით ვაქნევ თავს და წამყვანს ვუსმენ, ყუთში ბოლო ფურცელი რჩება, მშვიდად ვიღებ და ნომერს ვუყურებ.
9?
ჰმ, ვნახოთ აბა ვინ არის ჩემი პარტნიორი.
ირგვლივ ყველა წყვილდება, მაგრამ ჩემი პარტნიორი არ ჩანს.
აქეთ იქეთ ვიყურები და ის ისაა უნდა დავჯდე რომ ვიღაც ხელს მავლებს და პირდაპირ შუაგულ სცენაზე გავყავარ.
ვშეშდები, ეს თითები.. შეუძლებელია, ტანში ელექტრონები მივლის და კანკალი მივარდება, ეს.. თითები, სურნელი, მეჩვენება, ვერ დავიჯერებ. თვალებს გაოცებული ვაფახულებ და ღრმად ვსუნთქავ.
ხელს წელზე მხვევს, ჩემს ხელს იღებს და მხარზე იდებს, მეორეთი კი ჩემს თითებს ამწყვდევს მის თითებში და მისი სიმხურვალით მთლიანად მწვავს.
აბა არ იქნებაო?!
მთელი ძალით გაკივის გონება და ისე ვიწვი რომ ლამის გული წამივიდეს.
მთელი ტანით ირხევა, უნებურად მივყვები და გულმკერდით ვეკვრი, მისგან საოცარი სითბო მოდის, პირდაპირ კანში ატანს და უჯრედებს ედება. ვბედნიერდები, თითქოს ვიშლები და ახლიდან ვიბადები, ყოველი მისი შეხება მაცოცხლებს, სუნთქვის საშუალებას მაძლევს და მაგიჟებს. საყვარელი სურნელით ვივსებ ფილტვებს და მხრიდან თითებს კისერზე ვატარებ, ვგრძნობ როგორ უმძიმდება სუნთქვა, წელზე მოხვეული ხელი ეჭიმება და იმდენად ახლოს მიკრავს რომ სუნთქვა მეკვრის, ჩემგან განსხვავებით მხოლოდ თვალები აქვს დაფარული და ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილს ნათლად ვხედავ, მის ღიმილზე მეც მეღიმება, ასე მგონია სიზმარში ვარ, საოცარ სიზმარში.
ტუჩები მხრისკენ მიაქვს, მოსალოდნელი შეხებისგან წინასწარ ვიფერფლები და თვალებს ვლულავ, მისი ტუჩები, მისი ფაფუკი და ტკბილი ტუჩები მხოლოდ წამიერად ეხებიან მხარს და საოცარი შეგრძნება მივლის იმ ადგილას. ტუჩებს მხრიდან კისერზე დააცოცებს და ჩემს დახორკლილ კანზე მსუბუქად იცინის.
უეცრად სწრაფად მატრიალებს და ზურგიდან მეკვრის, მისი ცხელი სუნთქვა კისერზე მედება და იმდენად მიჩქარდება პულსაცია რომ ასე მგონია მთელ დარბაზში მხოლოდ ჩემი გულისცემა ისმის.
ჩემთან ერთად მოძრაობს, ტანს უნებურად ვაყოლებ, მუცელზე დადებულ ჩემს ხელს მისას ახებს და მეორეს გაშლილ მკლავზე მაყოლებს, ვკრთები, ტუჩებს გაუაზრებლად ვიჭამ და ვგრძნობ როგორი სიჩქარით მოძრაობს სისხლი ვენებში.
ნაბიჯი წინ,
ნაბიჯი უკან,
ნაბიჯი გვერდით,
რამდენჯერმე მატრიალებს და ხელზე მეჭიდება, მისი თითებიდან წამოსული ელექტრონები ჩემს თითებს ედებიან და მთელ სხეულში გადიან. ისევ სწრაფად მატრიალებს ხელზე და მის მკლავებში ვჩნდები, ახლა უკვე დაუფარავად უთრთის ღიმილი სახეზე, მის ყოველ ამოსუნთქვას ვითვლი და არ მინდა ოდესმე ეს მუსიკა დამთავრდეს.
უეცრად ოდნავ იხრება, ლავიწზე სველ კოცნას მიტოვებს და მუხლს ქვემოთ მდებს ხელს, ფეხს მის წელზე მახვევინებს, მთელი ტანით უკან ვიხრები, თითებით ჯერ ჩემს წელს ეფერება, შემდეგ კი მორიგ სველ კოცნას მიტოვებს გულმკერდზე და ვგრძნობ როგორ მერთმევა ძალა, თითებს რომ აყოლებს შიშველ ფეხს.
ვეღარ ვუძლებ!
ეს არის ვნება, სიყვარული, სიგიჟე, ბრაზი, იმედგაცრუება, იმედი, ყველაფერი ერთად, ერთი ემოცია მეორეს ცვლის, მეორე მესამეს და ისევ ვეშვები ემოციებში რომ ვერც ვაზროვნებ, მისი მხრებიდან კისერზე, კისრიდან მხარზე დავაცურებ თითებს გაუაზრებლად და უფრო ძლიერად ვეკვრი მის სხეულს, მთელი ძალით ვისუნთქავ მის სურნელს და ჭკუიდან გადავდივარ!
ასე მგონია ჰაერი აღარ არის საკმარისი, უფრო და უფრო მერთმევა აზროვნების უნარი და გონება მებინდება. ვგრძნობ როგორ დაატარებს თითებს ხერხემალზე, უცებ ორივე ხელით მეჭიდება წელზე, დედამიწას ვწყდები და სადღაც ვიკარგები, თითებს გაუაზრებლად ვხვევ კისერზე და მხოლოდ მის სხეულზე დაყრდნობილი ასე მგონია ღრუბლებში დავფარფატებ. კეფაზე თითებით ვეფერები და ვცდილობ როგორმე დავწყნარდე. იღიმის, ისევ იმ არაამქვეყნიური ღიმილით იღიმის და მუხლზე მაწვენს.
ემოციებისგან თვალები ცრემლებით მევსება, ვგრძნობ როგორ მიიკვლევენ გზას ლოყებზე და გული მეკუმშება მონატრებისგან.
მუსიკა მთავრდება და მქუხარე აპლოდისმენტები ისმის, ჯერ კიდევ მის კისერზე მაქვს ხელები მოხვეული და არაფრის დიდებით არ ვუშვებ, თვითონაც არ მიშვებს და მზერას არ მარიდებს, მისი ღიმილი სადღაც გამქრალია და სევდაჩამდგარი თვალებით მიყურებს.
მის მზერას ვერ ვუძლებ, თვალს ვარიდებ და კისრიდან ნელნელა ვიღებ ხელს.
ვსწორდები და ვგრძნობ როგორ ეხება ჩვენი მხრები ერთმანეთს, ვცახცახებ, ისიც თრთის და ჯიუტად იყურება პირდაპირ.

***

- შეგიძლიათ ერთმანეთს მოხსნათ ნიღბები - წამყვანი აჟიტირებული და მხიარული ხმით გაკივის.
ადგილიდან ვერ ვიძვრი,
გაქვავებული ვარ!
მის პროფილს ვაკვირდები და ვცდილობ მონატრება როგორმე ჩავიხშო.
მერე, ორივე ერდროულად ვბრუნდებით ერთმანეთისკენ, აკანკალებულ თითებს ვახებთ ერთმანეთის სახეებს და ნიღაბს ერთდროულად ვხსნით.
ორივეს გვეკვრება სუნთქვა და არა მარტო ჩვენ, ვგრძნობ როგორი გაყინულია დარბაზი, როგორი თვალებით გვიყურებენ, თითქოს ჩვენგან ელიან პირველ ნაბიჯს.
ჰაერის ნაკადს ფრთხილად ვუშვებ ფილტვებიდან, თვალებში ვუყურებ და ენას ვერ ვაბრუნებ პირში რომ სიტყვა მაინც ვთქვა.
ბევრად უფრო მიჭირს, ბევრად უფრო მეტ ემოციას ვგრძნობ, უფრო მეტად ვგიჟდები, ვაფრენ, მიყვარს და მჭირდება..
ვცდილობ მისგან წამოსული სითბო თითოეულ უჯრედში შევინახო და ის მონატრება ავინაზღაურო, რომელიც ასე მჭამდა შიგნიდან. ის ცარიელი უჯრედები შევივსო, რომლის დაცარიელებაც უ-დანიელობამ გამოიწვია.
აღარც წამყვანის სიტყვები მესმის, აღარც ირგვლივ მყოფი საზოგადოების, ვუყურებ მის თვალებს და ვიკარგები მის ემოციებში.

***

არც კი ვიცი სად ვპოულობ გამბედაობას რომ შემოვბრუნდე, მივდივარ, მაგრამ არ ვიცი სად, ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით ცვივა თვალებიდან, თავს აღარ ვიკავებ და გარეთ გასული მთელი ხმით ვღრიალებ.
რატომ მიყვარს ასე არაადამიანურად?!
რატომ მჭირდება!
ვგრძნობ როგორ მომყვება ფეხდაფეხ..
- დეა! - პასუხს არ ვცემ, მკლავში მავლებს ხელს და მისკენ მატრიალებს - დეა გთხოვ!
- მე მითხრეს რომ აქ არ იქნებოდი! - ჩაწითლებული თვალებით ვუყურებ და ვცდილობ მის მხურვალე თითებს როგორმე ჩემი მკლავი გამოვგლიჯო.
- არც არავინ იცოდა რომ მოვიდოდი!
- დანიელ გამიშვი!
- არ გაგიშვებ, აღარასდროს გაგიშვებ, გესმის? - გულში მიკრავს და მთელი ძალით მიჭერს ხელებს, ვბრუვდები და მის სურნელში ვიკარგები.
- დანიელ გეყოფა!
- არ მეყოფა დეა, არ მეყოფა, არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება, ვეღარ გავძლებ გესმის? აღარ შემიძლია ასე ახლოს იყო და ასე შორს ჩემგან! გთხოვ დეა, მაპატიე, გთხოვ!
- არა! - ხელს ვკრავ და სწრაფი ნაბიჯებით მოვდივარ.
მანქანაში ვჯდები და საოცარი სიჩქარით ვწყვეტ მანქანას ადგილიდან.

***

ადრენალინის შეგრძნება ოდნავ მამშვიდებს, გრძნობებს გასაქანს ვაძლევ და საოცარი სიჩქარით მივდივარ. არავინ და არაფერი მაინტერესებს ირგვლივ, არაფერს ვგრძნობ მისი მკლავების გარდა და რაც უფრო გავრბივარ, მით უფრო ვიკარგები მათში.
საჭეზე ძლიერად ვურტყამ ხელს და მთელ ხმაზე ვღრიალებ!
რატომ არ შემიძლია რომ მასთან ვიყო?! რატომ არ შემიძლია რომ ვაპატიო, რა ჯანდაბაა! რა მჭირდება იმისთვის რომ მასთან ვიყო?!
აღარ მინდა ამდენი ტკივილი! აღარ მინდა, ისევ ისე? ისევ ისე კი არა ათასჯერ უფრო მეტად მიყვარს, ათასჯერ უფრო მეტად ვგიჟდები და ვგრძნობ როგორ იზრდება ეს გრძნობა ჩემში.
სიამაყე, საშინელი სიამაყე!
არ მინდა, არ მინდა რომ ასე იყოს!
თავს ვაქნევ და სწრაფად ვაჩერებ ჩემს ბინასთან მანქანას.
ისე მომენატრა აქაურობა, ამ ადგილის შეგრძნობა, მინდა ისევ იმ კუთხეებს შევეხო, სადაც მკოცნიდა, სადაც მის მკლავებში ვიყავი.
მანქანიდან გადავდივარ და სადარბაზოსკენ მივიწევ.
გაოცებისგან თვალები მიფართოვდება ნაცნობ სილუეტს რომ ვხედავ.
- ლეო? აქ რას აკეთებ? - ღიმილით ვუახლოვდები, მის დახრილ თვალებზე უფრო მეღიმება.
- მე.. მინდოდა მენახე, სანამ წავიდოდი საერთოდ საქართველოდან… - ლუღლუღებს და დამნაშავე ბავშვივით მიყურებს ქვემოდან.
- და რატომ მიდიხარ?
- იქ სამუშაო გამოჩნდა და ჩემთვის უკეთესია აქაურობას რომ მოვშორდე, მინდოდა ბოდიში მომეხადა, ამჯერად პირადად, ჩემი ბრალია ყველა შენი ტკივილი, ყველა შენი უბედურება, მაპატიე კარგი? ძალიან მინდა ბედნიერი იყო დანიელთან ერთად..
- ვეცდები რომ ბედნიერი ვიყო, მთავარია შენ არ იგრძნო თავი დამნაშავედ ლეო, შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, იმაზე კარგი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია და არასდროს დაკარგო ეს ყველაფერი რაც გაგაჩნია! - მხარზე ვადებ ხელს და რაც შემიძლია თბილად ვუღიმი - შენ რომ არა, დღემდე ვერ დავსჯიდით ნიას და ვერც დანიელი მიხვდებოდა დანაშაულს.
- იცი, დანიელი დამნაშავე არის, მაგრამ ნაწილობრივ, ახლა რომ ვფიქრობ, როგორ დამემხო თავზე ყველაფერი, როდესაც დედა გარდამეცვალა, მსგავსი რამ რომ დამმართნოდა მეც დავიჯერებდი ალბათ, მართალია ნდობა ყველაზე პირველია ურთიერთობაში, მაგრამ მომენტსაც ხომ გააჩნია.. ვცდებით ადამიანები, ვტკენთ საყვარელ ადამიანს, ვიმეტებთ იმ ტკივილისთვის რასაც არ იმსახურებენ, მაგრამ.. სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა ამ დედამიწაზე, თქვენი სიყვარული დაუსრულებელია, ამდენმა ტკივილმაც ვერ შეარყია მთელი ამ დროის განმავლობაში და მსურს რომ მეც ისე შემიყვაროს მან, როგორც შენ გიყვარს დანიელი, არც მეტი არც ნაკლები და იმედი მაქვს შევძლებ ისეთ სიყვარულს, როგორიც დანიელს შეუძლია! - ისეთი ემოციით ლაპარაკობდა, ისეთი გრძნობით რომ ვერ გავუძელი არ გამღიმებოდა, იმდენად ნათელი და გადაშლილი იყო იმ წამს ლეო, საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი მაჩო სადღაც გამქრალიყო, მისგან მხოლოდ გულწრფელი და ლაღი ადამიანი იყო დარჩენილი.
გამიღიმა, გაუბედავად გადამეხვია, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში
- მე გპატიობ ლეო, მთელი გულით გპატიობ! - მივაძახე სანამ წავიდოდა, კიდევ ერთხელ გამიღიმა, ამჯერად მთელი გულით და წავიდა.
ასე მეგონა უზარმაზარი ლოდი მომეხსნა მხრებიდან, მის ნახვას არ ველოდი, მაგრამ მოულოდნელმა ნახვამ ისე გამახარა რომ მთელი სხეული ამევსო ბედნიერებით. იმედი მაქვს შევძელი და ოდნავ მაინც შევუმსუბუქე ის დანაშაულის გრძნობა, რითაც თავს ისჯიდა და საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდა ბედნიერება შეეგრძნო, თუ ვინმეს ბედნეირება გამახარებს, ეს ლეო იქნება, რადგან მაშინ მივხვდები რომ საკუთარ თავს აპატია და შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება.

***

სახლში შესვლისთანავე ვიხდი პალტოს, მის შარფს ვიხვევ და აივანზე გავდივარ.
ვიხსენებ იმ დღეს სულ პირველად რომ ვნახე სკოლაში და სახეზე ღიმილი მეფინება. შორიდან მიყვარდა, ვეტრფოდი, ვიძიებდი მასზე ინფორმაციას, მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი, გამოუცდელი, ჩამოუყალიბებელი გოგო, რომელმაც ისიც არ იცოდა სად უნდა ჩაებარებინა, მერე, ღამე გვიან დაბრუნებულზე გამომყვა, ისე თბილად მექცეოდა, ბიჭებისგან რომ გადავერჩინე.. მისი შარფი გაუაზრებლად დამიტოვა და რამდენი ხანი გამყვა მისი სიმხურვალე ლოყაზე რომ შევეხე ვინ იცის.
სიგარეტს მოვუკიდე და შარფი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე.
“დაბრუნდი”
“დავბრუნდი”
“როგორი საღამო იყო?” 
“ემოციური, ზედმეტად ემოციური” ღრმად ვოხრავ და უფრო ღრმა ნაპასს ვარტყამ.
“ნახე?” 
“ვნახე”
“არ აპირებ შეურიგდე?” 
“არ ვიცი”
“გიყვარს?”
“სიგიჟემდე”
“მეტი ვერა?” 
“რა გჭირს პედოფილ?”
“არ ვიცი”
ტელეფონი რეკავს და პასუხის მიწერას ვეღარ ვასწრებ.
- რძალუკ შენ საქართველოში ხარ და ჩვენ რა პონტში არ გვნახულობ? - მესმის გიორგის მხიარული ხმა და მეც მეღიმება.
- რამდენიმე დღეა რაც ჩამოსული ვარ გიუშ, რას შვები?
- რავი ტო, ცოლი მომყავს, ალექსი აგერ ზის და თავის სიყვარულს წერს, გადარია იმ გოგომ და დარბის წინ და უკან! - ხარხარებს და დარწმუნებული ვარ ალექსი შუბლშეკრული აჩერდება.
- ცოლი მოგყავს? მოარჯულე?
- მოვარჯულე ვინ, ანი? აქეთ მომარჯულა! - უკმაყოფილოდ ზუზუნებს და მეცინება.
- მათე და კატო?
- თაფლობისთვეში არიან, ისვენებენ!
- მიხარია, მართლა! - გულწრფელად ვეუბნები და ცრემლები მადგება თვალებზე.
- რძალო არ იტირო თორემ იმ შენს კლდეს ისეთ ჩავუჩაჩქუნებ თავში რომ საკუთარი თავი დაავიწყდება!
- გადარეული ხარ რა! როდის მოგყავს?
- ხვალ, ხელი უნდა ვთხოვო, ქორწილში გაიჩითები რა მალე ხო ხვდებიი, სვეცკი ხარ უკვე
- როდის არ ვიყავი?
- სანამ დანიელი მოგიყვანდა რძალუკ, აი შენთავს გეფიცები მართლა მაგრად მეშინოდა რომ დანიელისნაირი არ ყოფილიყავი, ისეთი უგულოა ზოგჯერ მეც მეშინია მისი!
- ხო არ აღმოვჩნდი მერე რა გინდა?
- რომ არ აღმოჩნდი ეგაა ზუსტად მაგარი, მერე მთელი თვე დავზდევდი რა ჩაუყარე რატომ გამოგყვა, დააშინე ხო უეჭველი მეთქი და იმიტომ მიბღვერდა სულ!
- ოხ, გიორგი
- ისე შარფის დატოვებას აპირებ? დაგებრუნებინა იქნებ!
- რა? შენ საიდან იცი?
- მე ყველაფერი ვიცი FBI ნომერ პირველები ვართ, კაი ხო ვაღიარებ შემთხვევით გავიგეთ!
- საიდან?
- მისმა სიყვამ უთხრა!
- ვინაა მისი სიყვა ჩემზე რომ იცის რაღაცები?
- ანჩო - კოცნის იმიტაციას აკეთებს და ისე უცებ მითიშავს ვერც კი ვიაზრებ რა მითხრა.
რა?! შეუძლებელია, როგორ, რანაირად! მოვკლავ ანჩოს როგორ არ მითხრა არაფერი!
ხვალ გავუსწორდები!
“სად დამეკარგე?”
“გიორგის ველაპარაკებოდი”
“რომ გაცივდე?” 
“მხედავ?” 
“დეა, დანიელი აღარ გიყვარს?”
“მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს!”
“იყვირე!”
“არა!”
“იყვირე, დეა, იყვირე!”
დაპროგრამებულივით ვდგები და მოაჯირს ვეყრდნობი, არ ვიცი რას ვაკეთებ, ვერ ვიაზრებ როგორ ვიქცევი, მაგრამ მინდა როგორმე ამ გრძნობას გასაქანი მივცე.
გაუაზრებლად ვშლი ხელებს და მთელ ხმაზე ვყვირივარ.
- მიყვარხარ დანიელ! - ქარი თმებს მიფრიალებს და ხელებგაშლილი საოცარ თავისუფლებას ვგრძნობ, ვხედავ როგორ ვიცლები ემოციებისგან და სიამოვნებისგან მეღიმება.
- მეც მიყვარხარ დეა! - მოულოდნელად ისმის და თვალებს გაოცებული ვახელ, ჩემს წინ, ზუსტად აივანზე დგას დანიელი, ღიმილით მიყურებს და ტელეფონს ხელში ათამაშებს. შავი კაპიშონი ოდნავ უფარავს თავს და თვალებითაც კი იცინის.
ვხვდები,
ახლა ყველაფერს ვხვდები.
თავბრუ მესხმის და ვგრძნობ როგორ ვეშვები ემოციებისგან ძალაგამოცლილი.
- შენ… - ვლუღლუღებ და მისკენ ვიშვერ თითს - შენ პედოფილი.. შეუძლებელია! - თავს ვაქნევ და ამით უფრო საკუთარ თავს ვაჯერებ.
- დანიელ! - ახლაღა ვიაზრებ რომ მთელი წელი ჩემთან იყო, ჩემს გვერდით, მისი გამოგზავნილი ვარდები, მისი ყურადღება, შორიდან ყურება და დაცვა ამით საკუთარ თავს სჯიდა, ჩემთან ისე ახლოს იყო და თან ასე შორს. ახლაღა გავიაზრე მისი სიტყვები “ვეღარ გავძლებ გესმის? აღარ შემიძლია ასე ახლოს იყო და ასე შორს ჩემგან!”, კადრები ერთი მეორის მიყოლებით ცვლიან ერთმანეთს, ემოციებით მავსებენ და მაგიჟებენ.
უეცრად ფეხზე ვხტები, კარებს ვგლიჯავ და მთელი ძალით ჩავრბივარ ქვევით.
სადარბაზოსთან დგას.
ისევ იღიმის, კაპიშონი ჩამოფარებული აქვს და ქვემოდან მიყურებს.
ნელა მივდივარ, ცახცახით ვახებ მის კაპიშონს ხელს და თავზე ვუწევ.
- დანიელ!
- მაპატიე - ტუჩებზე ვაფარებ ხელს, შემდეგ თითებს ტუჩებით ვცვლი და მთელი ძალით ვეხვევი.
- მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ დეა! - ლუღლუღებს ჩემს კისერში და ღრმად ისუნთქავს ჩემს სურნელს. - მიყვარხარ, მაპატიე გეხვეწები, მჭირდები, არ მიმატოვო! - მთელი სხეულით კანკალებს და უფრო და უფრო ძლიერ მიჭერს ხელებს.
ხელს ვწევ და შარფს მასაც ვახურავ მხრებზე.
ახლა ორივე იმ სითბოში ვართ გახვეული, რასაც სიყვარული და საოცარი მონატრება ჰქვია.
გადამეტებული ემოციებისგან მთელ სახეს, კისერს, მხრებს ვუკოცნი და ვგრძნობ როგორ ვგიჟდები სიყვარულისგან.

***

3 წლის შემდეგ.


- დეა სად ხარ?
- ოთახში ვარ დანიელ! რა ხდება? - ღიმილით გავდივარ და ტუჩებში ვკოცნი მთელი გრძნობით.
- მომენატრეე! - ტუჩებმოუშორებლად ლუღლუღებს და ძლიერად მაკრავს კედელზე.
- ფრთხილად დანიელ! - ვბუზღუნებ და მკლავებიდან ვუძვრები.
- ახლა არა, ოღონდ ახლა არა! - ჩემკენ მოიწევს და ისევ მაქცევს მკლავებს შორის.
- დანიელ, მისმინე იცი…
- არაფერიც არ ვიცი ახლა იმის გარდა რომ შენი ტუჩების დაგემოვნება მინდა!
- ბავშვს ხო არ შევაწუხებთ ახლა? მოითმინე - თვალებში ვუყურებ და სიცილს როგორღაც ვიკავებ მის გამომეტყველებაზე.
- რა ბავშვი, რა მოიფიქრე ახლა.. მოიცა რა ბავშვი? რანაირად უნდა შევაწუხო? - დაბნეული მიყურებს, მეც ვუყურებ და ვხედავ როგორ უბრწყინდება თვალები - შენ რა.. აქ… რა - ლუღლუღებს და მთელი ძალით მიკრავს გულში - მიყვარხარ, დეა, მიყვარხარ!
- მეც ძალიან, ნიკუშა გყავს ბაღიდან გამოსაყვანი - ტუჩებზე ვკოცნი მოწყვეტით და ღიმილით ვაცილებ.
- მართლა ორსულად ხარ? - მიბრუნდება სანამ კარებს მივხურავ.
- შენი აზრით? - ღიმილით ვუყურებ და თვალებს ვუჟუჟუნებ.
- აუუ, მიყვარხარ! - კარებში შემოდის და ხელში მიტაცებს - აუ, ჩემი ბედნიერება ხარ, დეა! მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ - ვკისკისებ და ისიც სწრაფად მსვამს.
- რამე ხომ არ გატკინე დეა? - შეშფოთებული მიყურებს.
- არა, წადი ნიკუშა მოიყვანე და საღამოს ლექციები გაქვს არ დაგავიწყდეს - ვკოცნი და კარებს ვხურავ.

***

- რძალუუკ! - ღიმილით ლაგდებიან გიორგი, ანი, ალექსი და ანჩო სახლში.
- გიჟები მოვიდნენ! - ვიცინი და ყველას სათითაოდ ვეხვევი.
- აუ რძალუკ ისე მშია გახმა კუჭი და ჩამოვდნი ეს სიმპატიური სასწაული ბიჭი! - ბუზღუნებს გიორგი და სამზარეულოში შედის.
- დაჯექი და ჭამე, შენ ხარ ორსულად თუ მე? რამდენს ჭამ ღმერთო ჩემო! - უკვე გაბერილი ანი ბუზღუნებს და თვითონაც ჭამს ხაჭაპურს.
- არაფერი ეშველებათ - ჩუმად მეუბნება ალექსი და ხელს მხვევს - სად არის შენი კლდე ქმარი
- ნიკუშა უნდა მოიყვანოს - ვუღიმი და კიდევ ერთი კერძით მივიწევ მაგიდისკენ.
- ჩემი პატარა დავტოვეთ ბებოსთან, დღეს უნდა ამოვთვრე და მეორეზე დავიწყოთ მუშაობა!
- არ გაგიგოს ანჩომ თორემ წაგაცლის თავს - ჩუმად ვფხუკურებთ - დიკო და დემნა სადაა?
- გზაში არიან, კატო და მათეც მოვა მალე - თვალს მიკრავს და ანჩოსკენ მიიწევს.
- შენ გგონია ვერ გავიგე? - თვალებს აწვრილებს ანჩო, კარებზე ზარია და იქეთკენ მივდივარ.
კიდევ ოთხი გიჟი მოვიდა, მიყოლებით შემოდიან მათე, კატო, დიკო და დემნა.
ყველას ვეხვევი და მხოლოდ დანიელიღა გვრჩება.
- სად არის გოგო შენი ქმარი? - იცინის მათე და გულში მიკრავს.
- მოვა მალე, ნიკუშას არ უშვებენ ეტყობა!
- მოვედიით! - ყვირის მამა-შვილი და ოთახში შემოდის, ნიკუშას ულამაზესი ვარდები უკავია ხელში და ჩემკენ მოიწევს.
- ეს რა არის დე?
- ეს ჩენ, პატალა თოჯინას ლო მცუქნი მაგიტომ - მეკრიჭება და ლოყებაწითლებული ხრის თავს.
- ჩემი სიცოცხლე - ლოყებს ვუკოცნი და მაგრად ვიკრავ გულში.
- მოიცადე, რძალუკ, ახლა ამ ბავშვმა რაც თქვა მომესმა ხო? - პირგამოტენილი გიორგი ძლივს ლუღლუღებს და ჩემკენ მოიწევს - არ მითხრა როოომ! ივაჟკაცე ბიჭოო? ჩემიი ცუღლუტაა, ჩემი ვაჟკაციი - მასხარაობას იწყებს გიორგი და ხარხარებს
- გენაცალე ბიწო მე შენ, როგორი ყოჩაღი ხარ! - ყვება ალექსიც და ყველა ერთად ვიცინით.
- გიორგი! ალექს! - დანიელი იბღვირება და უხერხულად იცინის.
- კარგით ხო, რაიყოთ, მივულოცოთ - ალექსი მოდის ჩემკენ და მთელი ძალით მიკრავს გულში. ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ყველა სათითაოდ მეხვევა.
სუფრასთან ვზივართ, ბედნიერები, სიხარულით სავსე სახეებით და ერთმანეთის სიყვარულით ვტკბებით.
მე და შენ,
ჩვენ,
სიყვარული და ძალიან ძალიან ბევრი ბედნიერება ამდენი ტკივილის შემდეგ!
- მიყვარხარ პედოფილ - მის თითებში ვხლართავ თითებს და გულზე ვადებ თავს, ისევ სასიამოვნოდ ედება ელექტრონები სხეულს და ბედნიერებით ვივსები.
- მიყვარხარ ლაწირაკო! - იცინის და მთელი ძალით მხვევს მის თბილ მკლავებს.

დასასრული


უბრალოდ გადავწყვიტე სრულად ამეტვირთა, ჯერჯერობით ვერ ვდებ ახალს და ძალიან მომენატრა ეს მომენტი <3
ჩემთვის ეს ისტორია, იმაზე ბევრი გახდა, ვიდრე მოველოდი <3
იმედი მაქვს მალე დაგიბრუნდებით, ვფიქრობ ლეოზე ისტორიის დაწერას და იმედი მაქვს გამომივა, აქ ბევრი რამ არ ჩანს მის შესახებ და თანაც, გამოგიტყდებით მეც მომწონდა ეგ პერსონაჟი :დ <3
ძალიან ძალიან მიყვარხართ!
იმედი მაქვს მოგეწონათ, ვინც არ იცოდით <3 <3



№1  offline წევრი nini5

ტკბილოოო❤❤❤

 


№2  offline ადმინი შამანი

დამათენდა,მაგრამ ღირდა..
ძალიან ტკბილი და თბილი ისტორია იყო,მძაფრი ელემენტებით და საინტერესო პერსონაჟებით.
ვისიამოვნე კითხვით რაც მთავარია
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3  offline წევრი aNuGi

nini5
ტკბილოოო❤❤❤

ნინიი <3 <3 <3

შამანი
დამათენდა,მაგრამ ღირდა..
ძალიან ტკბილი და თბილი ისტორია იყო,მძაფრი ელემენტებით და საინტერესო პერსონაჟებით.
ვისიამოვნე კითხვით რაც მთავარია

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline წევრი Niioo

heart_eyes ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორიააა kissing_heart და შენც მიყვარხარ საყვარელო relaxed

ძალიან ძალიან მომწომს ლეოს პერსონაჟი და გული დამწყდა მასზე ასე ცოტა იმფორმაცია რომ იყო ამ მოთხრობაში, ახლა რომ გავიგა ცალკე აპირებ მასზე დაწერო რამე უზომოდ გამიხარდა და მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას relaxed

 


№5  offline წევრი ninuca)))

ძალიაან კარგი იყო,მომეწონა heart_eyes kissing_heart
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№6  offline მოდერი CeCe))

მეორედ წავიკითხე და ისევ ავივსე მთლიანად!
უნიჭიერესი გოგო ხარ!
ეს ისტორია ჩემთვის ისტორიაზე მეტია.
აი ისეთია,ერთი ამოსუნთქვით,რომ
ჩაიკითხავ და
თან ყველაფერს იგრძნობ.
ყველა ემოციას და განცდას,რაც
ამ ისტორიაში ბუდობს.
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი და
ამაზე უკეთესი ისტორიით.
წარმატებები,ან და მიყვარხარ ძალიან!

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

ძაალიან,ძალიან კარგია... heart_eyes kissing_heart
აიი, უბიწოების დაკარგვის,მერე იყო ყველაზე საცალილო,სასწარფო გამოგიძახოვო?!:დ smile smile laughing laughing smile

 


№8  offline წევრი aNuGi

Niioo
heart_eyes ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორიააა kissing_heart და შენც მიყვარხარ საყვარელო relaxed

ძალიან ძალიან მომწომს ლეოს პერსონაჟი და გული დამწყდა მასზე ასე ცოტა იმფორმაცია რომ იყო ამ მოთხრობაში, ახლა რომ გავიგა ცალკე აპირებ მასზე დაწერო რამე უზომოდ გამიხარდა და მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას relaxed

ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები მალე დავბრუნდე <3

ninuca)))
ძალიაან კარგი იყო,მომეწონა heart_eyes kissing_heart

მადლობა <3

CeCe))
მეორედ წავიკითხე და ისევ ავივსე მთლიანად!
უნიჭიერესი გოგო ხარ!
ეს ისტორია ჩემთვის ისტორიაზე მეტია.
აი ისეთია,ერთი ამოსუნთქვით,რომ
ჩაიკითხავ და
თან ყველაფერს იგრძნობ.
ყველა ემოციას და განცდას,რაც
ამ ისტორიაში ბუდობს.
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი და
ამაზე უკეთესი ისტორიით.
წარმატებები,ან და მიყვარხარ ძალიან!

ჩემო თბილო, ძალიან დიდი დიდი მადლობა <3 ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ ასეთი კომენტარებით, მეც ძალიან მიყვარხარ <3

თამაკო
ძაალიან,ძალიან კარგია... heart_eyes kissing_heart
აიი, უბიწოების დაკარგვის,მერე იყო ყველაზე საცალილო,სასწარფო გამოგიძახოვო?!:დ smile smile laughing laughing smile

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline წევრი Elle025

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე...ისე მომეწონა ემოციებს ვერ ვმალავ..სასწაული იყო..იმდენი ვიცინე ზოგ მომენტზე მუცელი "ხელით" მეკავა...:დდ ჩემი აღმოჩენა ხარ ანუგი..სასწაული გოგო ხარ..ყოჩაღ❤❤❤

 


№10  offline წევრი aNuGi

Elle025
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე...ისე მომეწონა ემოციებს ვერ ვმალავ..სასწაული იყო..იმდენი ვიცინე ზოგ მომენტზე მუცელი "ხელით" მეკავა...:დდ ჩემი აღმოჩენა ხარ ანუგი..სასწაული გოგო ხარ..ყოჩაღ❤❤❤

ძალიან ძალიან დიდი მადლობა თბილო <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№11  offline წევრი Barbare ❤

მეც დამათენდაა... მაგრამ ისეთი სასიამოვნო და ურაღაცნაირესი ისტორიაა რომ აშკარად ღირდა... მშვენილურად წერ საყვარელო.
წარმტებები ❤❤❤

 


№12  offline წევრი anuki2662

საოცარი ადამიანი ხარ

 


№13  offline წევრი ke ke

Uძალინმაგრესია ^_^ <3 <3 ვისიაოვნეე ^_^

 


№14  offline წევრი buubbuuu)))

რაღაც არაამქვეყნიურად ბევრი ვიტირე. სულ რამდენიმე ისტორიაა ისეთი რომელზეც ვიტირე. და დამეფიცება ამდენი არცერთზე არ მიტირია <3 იმდები ემოციით იყო დატვირთული აღარ ვიცოდი რომლისთის მიმექცია ყურადღება <3 შენი პორველი სტორიაა რომელსაც ვკითხულობ და არაჩვეულებრივი ხარ. მკითხველის არაჩვეულებრივად გესმის და მე შენ მიყვარხარ ამ ისტორიის გამო <3 5 საათი შესვენებლად ვკითხულობდი და ლამის თავიდან დავიწყო <3 ახლაც ამ კომენტარს სასწაულად შეშუპებლი თვალებით ვწერ და კიდევ იმდენი რამის დაწერა მინდა და აღარ ვიცი რომელი ერთი დავწერო <3 ლავიუ <3
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№15  offline წევრი aNuGi

Barbare ❤
მეც დამათენდაა... მაგრამ ისეთი სასიამოვნო და ურაღაცნაირესი ისტორიაა რომ აშკარად ღირდა... მშვენილურად წერ საყვარელო.
წარმტებები ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3

anuki2662
საოცარი ადამიანი ხარ

დიდი მადლობა <3

ke ke
Uძალინმაგრესია ^_^ <3 <3 ვისიაოვნეე ^_^

ძალიან მიხარია, მადლობა <3

buubbuuu)))
რაღაც არაამქვეყნიურად ბევრი ვიტირე. სულ რამდენიმე ისტორიაა ისეთი რომელზეც ვიტირე. და დამეფიცება ამდენი არცერთზე არ მიტირია <3 იმდები ემოციით იყო დატვირთული აღარ ვიცოდი რომლისთის მიმექცია ყურადღება <3 შენი პორველი სტორიაა რომელსაც ვკითხულობ და არაჩვეულებრივი ხარ. მკითხველის არაჩვეულებრივად გესმის და მე შენ მიყვარხარ ამ ისტორიის გამო <3 5 საათი შესვენებლად ვკითხულობდი და ლამის თავიდან დავიწყო <3 ახლაც ამ კომენტარს სასწაულად შეშუპებლი თვალებით ვწერ და კიდევ იმდენი რამის დაწერა მინდა და აღარ ვიცი რომელი ერთი დავწერო <3 ლავიუ <3

თბილო ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი კომენტარი <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№16  offline წევრი Ana Imnadze

უკვე სათვალავი ამერია იმდენჯერ წავიკითხე,მაგრამ ყოველთვის ერთნაირ ემოციებს აღძრავს ეს მოთხრობა ჩემში.
ეს ის მოთხრობაა,რომელი შემიძლია ყოველდღე წავიკითხო და არ მომბეზრდეს.
რამდენსაც მაცინებს და სითბოთი მავსებს,იმდენს მატირებს მოთხრობის შუა ნაწილში.
როგორ მიყვარს მე პედოფილი დანიელი. მინდა ესეთი ლექტორი,არ შეიძლება შემხვდეს? :D

დაგვიბრუნდი რა ახალი ისტორიით <3

 


№17  offline წევრი aNuGi

Ana Imnadze
უკვე სათვალავი ამერია იმდენჯერ წავიკითხე,მაგრამ ყოველთვის ერთნაირ ემოციებს აღძრავს ეს მოთხრობა ჩემში.
ეს ის მოთხრობაა,რომელი შემიძლია ყოველდღე წავიკითხო და არ მომბეზრდეს.
რამდენსაც მაცინებს და სითბოთი მავსებს,იმდენს მატირებს მოთხრობის შუა ნაწილში.
როგორ მიყვარს მე პედოფილი დანიელი. მინდა ესეთი ლექტორი,არ შეიძლება შემხვდეს? :D

დაგვიბრუნდი რა ახალი ისტორიით <3

თბილო ძალიან ძალიან დიდი მადლობა!
ახალ ისტორიას ვწერ და აუცილებლად დაგიბრუნდებით მალე, მაქსიმუმ 2 კვირაში, თუ დრო მექნება დასაწერად და რამდენიმე თავს მოვრჩები აუცილებლად დავიწყებ დადებას <3
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი კომენტარი <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე ისეთი მაგარი იყო
ისეთი სასწაული
ისეთი დახვეწილი
ისეთი შესანიშნავი
აღფრთოვანებული ვარ heart_eyes

 


№19  offline წევრი aNuGi

elle...
მერამდენედ უნდა წავიკითხო, მერამდენედ უნდა მომეწონოს და მერამდენედ უნდა შემიყვარდეს?
ვგიჟდები, ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ან!
ვგიჟდები შენზეც, ჩემო უნიჭიერესო გოგო!
ჩემო ულამაზესო!
როგორ მომენატრა შენი ისტორიები, და როგორ მინდა იმ უძალიანმაგრესი რაღაცის წაკითხვა, რომ იცოდე!
<3

ჩემი ნენე, ჩემი ძალიან ძალიან მაგარი გოგო!
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე შენი კომენტარით!
ძალიან მიყვარხარ <3

aanamaria
ვაიმე ისეთი მაგარი იყო
ისეთი სასწაული
ისეთი დახვეწილი
ისეთი შესანიშნავი
აღფრთოვანებული ვარ heart_eyes

ძალიან ძალიან დიდი მადლობა თბილო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№20  offline წევრი ანა ბალზაკი

შენ ნამდვილი ხარ ? აი, არ ვიცი.. შენ უცხოპლანეტელი ხარ! რაღაც საოცარი, განსხვავებული წერის მანერით, თბილი მომენტებით.. მოზღვავებული ემოციით. გეფიცები ისტორიის წაკითხვისას გრძნობების აფეთქება მოხდა ჩემში.. ერთიანად ვგრძნობდი აღელვებას, სევდას, სიხარულს, სითბოს, სიცივეს და საოცარ კომფორტს ქმნიდა გრძნობათა ერთობლიობა <3 ! მადლობა შენ ამ ემოციისთვის.
შესანიშნავზე უფრო შესანიშნავი ხარ ❤️

 


№21  offline წევრი aNuGi

ანა ბალზაკი
შენ ნამდვილი ხარ ? აი, არ ვიცი.. შენ უცხოპლანეტელი ხარ! რაღაც საოცარი, განსხვავებული წერის მანერით, თბილი მომენტებით.. მოზღვავებული ემოციით. გეფიცები ისტორიის წაკითხვისას გრძნობების აფეთქება მოხდა ჩემში.. ერთიანად ვგრძნობდი აღელვებას, სევდას, სიხარულს, სითბოს, სიცივეს და საოცარ კომფორტს ქმნიდა გრძნობათა ერთობლიობა <3 ! მადლობა შენ ამ ემოციისთვის.
შესანიშნავზე უფრო შესანიშნავი ხარ ❤️

ვაიმე ძალიან ძალიან დიდი მადლობა!
ვერც კი წარმოიდგენ როგრო გამახარე და გამაბედნიერე შენი კომენტარით <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№22  offline წევრი anuki15

shen xar umagresi gogo ❤ rac skolian movedi vkitxulob da ver movwydi ❤ samecadino ro maq egec daviviwye :ddd ❤ dzalian kargi iyo ❤ savse emociebit ❤ xan ro metireboda da xan kide sicilit ro vigudebodi ❤ martla sityvebi ar myofnis ❤ saocari gogo xar ❤

 


№23  offline წევრი aNuGi

anuki15
shen xar umagresi gogo ❤ rac skolian movedi vkitxulob da ver movwydi ❤ samecadino ro maq egec daviviwye :ddd ❤ dzalian kargi iyo ❤ savse emociebit ❤ xan ro metireboda da xan kide sicilit ro vigudebodi ❤ martla sityvebi ar myofnis ❤ saocari gogo xar ❤

ძალიან დიდი მადლობა თბილო, გამაბედნიერე ამ კომენტარით <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№24  offline მოდერი ენემი

აუუ ვიცოდი ვიცოდი რო დენიელი და პედოფილი ერთი და იგივე ადამიანი იყო. იქიდანაც მივხვდი ქუჩაში რო ხეეჩეხაა. აუუ მაგარი იყოო აი იმენა გლეჯავდაა joy joy joy

 


№25  offline წევრი aNuGi

baby girl for everyone
აუუ ვიცოდი ვიცოდი რო დენიელი და პედოფილი ერთი და იგივე ადამიანი იყო. იქიდანაც მივხვდი ქუჩაში რო ხეეჩეხაა. აუუ მაგარი იყოო აი იმენა გლეჯავდაა joy joy joy

ძალიან დიდი დიდი დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№26  offline წევრი fencer

გამოცდის წინა ღამე გავათენე მე არანორმალურმა და იმის ნაცვლად რომ პროგრამისთვის გადამეხედა ამ საოცრებას ვკითხულობდი❣
სიტყვები არ მყოფნის და მოკლედ გეტყვი,რომ ჩვეულებრივი სასწაული ხარ!!! გმადლობ იმ ემოციებისთვის რაც კითხვის პროცესში განვიცადე❣
--------------------
მ.კოკო

 


№27  offline წევრი aNuGi

fencer
გამოცდის წინა ღამე გავათენე მე არანორმალურმა და იმის ნაცვლად რომ პროგრამისთვის გადამეხედა ამ საოცრებას ვკითხულობდი❣
სიტყვები არ მყოფნის და მოკლედ გეტყვი,რომ ჩვეულებრივი სასწაული ხარ!!! გმადლობ იმ ემოციებისთვის რაც კითხვის პროცესში განვიცადე❣

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ასეთი კომენტარისთვის! <3
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე და გამახარე <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№28 სტუმარი Guest keke

Mokled es erti kviraa ana kekelias istoriebis parti movieyvre :*:* sul gadavikitxe yvela da rogorc yvela esec ert-erti "ze" shoki istoria agmochnda :* imdenad sainteredo da saxalisoa mmoment rom sicili mitydeba (ratqmaunda gamit vkitxulobxolme da :D) avtomaturad chem das egvidzeba da gakvirvebuli saxit miwodebs gijs :D:D saxlshi axla gijis statusi maqvs :D:D magram yoveli gatenebuli da datenebuli dge amat girdaa ra siamovnebasac vgebulob sheni istoriebidaan :*:* saocrad moazrovne adamiani xar da usayvarlesii :*:* warmatebebi da axal istorias veli :*:* kidev mravaljer warmateba da yvelaperi gagmartlodes cxovrebashii :*:*:*
P.S. Martalia bevri vilaparake magram ver davmale chemi gulwrfeli emociebiii :*:*:*

 


№29  offline წევრი aNuGi

Guest keke
Mokled es erti kviraa ana kekelias istoriebis parti movieyvre :*:* sul gadavikitxe yvela da rogorc yvela esec ert-erti "ze" shoki istoria agmochnda :* imdenad sainteredo da saxalisoa mmoment rom sicili mitydeba (ratqmaunda gamit vkitxulobxolme da :D) avtomaturad chem das egvidzeba da gakvirvebuli saxit miwodebs gijs :D:D saxlshi axla gijis statusi maqvs :D:D magram yoveli gatenebuli da datenebuli dge amat girdaa ra siamovnebasac vgebulob sheni istoriebidaan :*:* saocrad moazrovne adamiani xar da usayvarlesii :*:* warmatebebi da axal istorias veli :*:* kidev mravaljer warmateba da yvelaperi gagmartlodes cxovrebashii :*:*:*
P.S. Martalia bevri vilaparake magram ver davmale chemi gulwrfeli emociebiii :*:*:*

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ამ კომენტარით! <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№30  offline წევრი ნინიკელა

სიტყვებიც კი ზედმეტია heart_eyes გავთბი kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent