შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირწმუნე იისფერი გაზაფხულის (სრულად)


4-03-2017, 12:39
ავტორი on lee wan
ნანახია 5 258

თავი 1
როცა, ნათელ, თითქმის ცარიელ ოთახში მაღვიძარამ მეოთხედ დარეკა, ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა. ძლივს ასწია დაღლილი თვალები გოგონამ და როცა მისმა თვალებმა საათს დახედეს და ტვინმა იმ წამსვე მისი შესაბამისი მნიშნელობა გაიაზრა,გოგონა ელდანაკრავივით წამოვარდა საწოლიდან, ხალათის მოცმით სააბაზანოში გაიქცა და მაშინვე ცივ წყალს შეუყუდა სახე.
რას აკეთებდა ამ დროს ერეკლე ყიფიანი ? უკვე მოწესრიგებული, შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი დედას შუბლზე კოცნიდა და სახლიდან გასასვლელად ემზადებოდა.
ცხრა საათი სრულდებოდა, როცა გოგონამ ჯერ კიდევ დაძინებულ დედას მიაძახა "წავედიო" და კარები ისე მიიჯახუნა, ვინმეს ეგონებოდა წაღებას უპირებდაო.
როცა გოგონა არტ-სტუდიაში მიდივა რეპეტიცია დაწყებული იყო. უცებ გადაიცვა სავარჯიშო ფორმა და ჯგუფელებს შეუართდა. ერეკლე ყიფიანი კი მთელი ამ დროის მანძილზე კაბინეტში იჯდა და ათას, სხვადასხვა ფერისა და ზომის საბუთზე ხელმოწერას ტოვებდა.
როცა რეპეტიცია მორჩა, გოგონამ ჩვეული სისხარტით კვლავ ჩვეულებრივი ტანისამოსი გადაიცვა და სირბილით დაედევნდა ნიტა გამრეკელსა და ჯგუფის სხვა გოგონებს.
-უუჰ, დღეს ნამდვილად გიჟური დღე მაქვს-ამოისუნთქა და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-უი, თასმა გაქვს გახსნილი-მაშინვე შენიშნა ნიტა გამრეკელმა და მეგობარს ფეხსაცმელზე მიუთითა.
-ახლავე შევიკრავ, იარეთ და დაგეწევით-მიაძახა მოკისკისე ბავშვებს და თავად იქვე, კიბეებზე ჩაიმუხლა თასმის შესაკრავად.
მაშინ, როცა გოგონა ნიტასთან ერთად ქუჩაში გადიოდა არც ისე ახალი და არც ისე გარემონტებული შენობიდან, ერეკლე ყიფიანი შესვენებაზე სამსახურიდან გამოსული მანქანაში იჯდა და საყვარელი ბარისკენ მიემართებოდა ქუჩის მეორე ბოლოში.
-უი, წვიმამ დაიწყო-ნიტამ თქვა და მეგობარს მიუბრუნდა
-ნუ გეშინია ნიტიუშ ! დედაჩემმა ჯერ კიდევ გუშინ ჩამიგდო ჩანთაში ქოლგა, ვითომ რამე აზრი ჰქონდეს, გათხოვებ-მიახალა და წამში ჩანთიდან ყვითელი ქოლგა ამოიღო, ნიტას ხელებში შეაჩეჩა, თვითონ კი წვიმაში გიჟივით გავარდა.
-მოდი ნიტა ! რა დროს ქოლგაა! ნახე რა თბილად წვიმს -ყვიროდა ლაღად, ბავშვურად არც ისე პატარა, თუმცა ნამდვილად ბავშვური გოგონა და ტროტუარზე ცისკენ აღმართული ხელებით ტრიალებდა. წვიმიან ამინდშიც კი ცეცხლს მოგაგონებდათ მისი გრძელი, წითელი თმები.
-ამბობენ, გაზაფხულის პირველი წვიმა ალამაზებსო-კისკისებდა და ტრიალით განაგრძობდა გზას, ცეცხლმოკიდებულ კულულებს ჰაერში აქნევდა და იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი გოგო იყო მთელ მსოფლიოში.
მაშინ, როცა ახალგზრდა გოგონა მთელი ემოციებითა და მხიარული კისკისით , ცისკენ მიმართული ტრიალით გზაზე გადადიოდა, ჩიხში, ძალიან დიდი სიჩქარით მომავალი BMW-ს მარკის , შავი, სპორტული მანქანა გამოჩნდა და ნიტამ დაყვირებაც ვერ მოასწრო, რომ საშინელი დამუხრუჭების ხმა გაიგონა და წამში მისი მეგობარი ძირს ეგდო და თავისსავე სისხლში ცურავდა.
-ნიკიიი !-იყვირა ბოლო ხმით და სასწრაფოდ მისკენ გაემართა.-სწორად გაიგეთ. ნიკი და არა ნიკა, ან ნიკოლა, ან ნიკიტა.. გოგონას ნიკი ერქვა. მიტკალივით თეთრი კანი ჰქონდა, პირველი შეხედვით ახალ ნაავადმყოფარს მოგაგონებდათ მისი მუდამ გაფითრებული და მისუსტებული სხეული, ცეცხლისფერი, გრძელი,ხვეული თმა და ჭაობისფერი,ღრმა და მუდამ აცრემლებული თვალები უეჭველად ყველას ყურადღებას იმსახურებდა, ახლა კი ეს ზღაპრული სილამაზე მიწაზე ეგდო, გაშეშებული და სისხლში იხრჩობოდა.
-ნიკი ! მიშველეთ !-იხვეწებოდა ნიტა გამრეკელი და შიშისგან ხელითაც კი ვერ ეხებოდა გოგონას. მანქანა სასწრაფოდ გაჩერდა, როგორც კი მძღოლმა საჭის დამორჩილება შეძლო, იქედან გიჟივით გადმოვარდა ერეკლე ყიფიანი და წამში ძირს დაგდებულ გოგონასთან დაემხო.

მაშინ, როცა ნიკი შენგელია ექიმებით გარემოცულ ოთახში უსიცოცხლოდ იწვა და ათას პროცედურას უტარებდნენ, ეკე ყიფიანი მოუსვენრად მიმოდიოდა საავადმყოფოს ფოიეში და ბოლო ხმაზე ყვიროდა რადაც არ უნდა დაგიჯდეთ გოგონა უნდა გადაარჩინოთო ! საზღვარგარეთაც კი შეაწუხა ნაცნობი ექიმები, რომ დამჭირდეთ იმ წამსვე უნდა ჩამოხვიდეთო. ჟურნალისტებიც თავს დატრიალებდნენ გამწარებულ ერეკლეს და მოსვენებას არ აძლევდნენ. მოკლედ მთელი ამბები იყო, როცა საავადმყოფოში ნიკის დედა შემოვარდა ტირილით. როგორ არ ეცადა ნიტა გამრეკელი რომ ქალბატონი ნინო დაეწყნარებინა, როგორ არ ეხვეწა და ემუდარა , მაგრამ რა დაამშვიდებდა იმ დედის გულს, რომლის ერთადერთი, სიმწრით გამოზრდილი შვილი ახლა საოპერაციოში ცოცხალ-მკვდარი იწვა და სიკვდილს ებრძოდა.
მალე საავადმყოფო პოლიციის თანამშრომლებით გაივსო და ამ სიტუაციისთვის ნამდვილად შეუფერებლად გამოძიება დაიწყეს.
რას გახდებოდა ერეკლე ყიფიანი? იძულებული გახდა ფორმიან მოქალაქეებს გაჰყოლოდა და რის გახსენებასაც შეძლებდა ყველაფერი ეთქვა. გულის ფეთქვას კისერში გრძნობდა და ამ ამბისგან დასტრესილს ჯერ კიდევ აკანკალებდა შინაგანად. ამ დროს, როგორც წესი, ეჭვმიტანილს ბორკილებს ადებენ და ისე მიჰყავთ პროკურატურაში, მაგრამ ვინ გაუბედავდა თავად ბატონ ეკე ყიფიანს ხელებზე ბორკილების დადებას ? მშვიდად და ამავდროულად ჩვეული სიმკაცრით თქვა ჩემი ნებით წამოვალო და იმწამსვე ჩაჯდა პოლიციის მანქანაში. გზაში სულ პატარა, ულამაზესი გოგონას გაფითრებული სახე ახსენდებოდა და მის სახეზე ჩამომდინარი ყოველ წვეთი სისხლის გახსენებაზე ტირილი უნდებოდა. გულში რამდენჯერ თხოვა ღმერთს მისი გადარჩენა ალბათ ვერც დათვლიდა.
თუმცა, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხომ არსებობს რაღაც, ბედისწერის მსგავსი, რაღაც, როგორც ამბობენ, დაბადებისთანავე "ზემოთ" რომ იწერება.. ხო და, ახლა სწორედ ეს შემთხვევა იყო. იქნებ, მათი შეხვედრა თავიდანვე დაწერილი იყო რაღაც ოქროსფერი ასოებით..
მაშინ, როცა ნიკი შენგელია ქვეყანას მოევლინა, ლამაზი ჭაობისფერი თვალები გაახილა და პირველად ჩაისუნთქა ჰაერი, ერეკლე ყიფიანი უკვე 10 წლის სრულდებოდა და სამყაროში ყველაფერი მის ფეხქვეშ ეგებოდა.
როცა ნიკი პირველად წავიდა ბაღში, ეკე უკვე უფროს კლასებში გადადიოდა და ნელ-ნელა ითვისებდა თინეიჯერულ მანკიერებებს.
მაშინ, როცა ნიკის პირველად წამოსცდა ბაღის ჯგუფელზე გაბრაზებულს "დებილო, ტუტუცო ბავშვოო" და ამისთვის სასტიკადაც დაისაჯა, ერეკლესათვის ცუდი სიტყვების ძახილი და სიგარეტის მოწევა ჩვეულებრივი თემა იყო, თუმცა მისი ოჯახის შვილს ნამდვილად არ ეკადრებოდა უზრდელი ყოფილიყო და მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას.
მაშინ, როცა ნიკი სკოლაში მივიდა, ერეკლე დამამთავრებელ კლასში იყო და გოგონებით გარშემორტყმული თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა.

მოკლედ, ცხოვრება სხვადასხვა გზებით მიდიოდა ორივესთან. რა თქმა უნდა, წარმატებული დედ-მამის შვილს არ გაჭირვებია გზის გაკვლევა და როცა სრულწლოვანი გახდა ბატონი ერეკლე მამის ბიზნესშიც აქტიურად ჩაერთო და მალე ისეთ წარმატებას მიაღწია, მამამისმა გულდამშიდებით დატოვა პოსტი და თავის საამაყო ბიჭს გადაულოცა თანამდებობა. ყველა მას შენატროდა. მაღალი ფენის გაბღენძლი ქალები როგორ არ ცდილობდნენ მათი ქალიშვილები როგორღაც შეეტენათ მდიდარი მამიკოს ბიჭისთვის მაგრამ ამაოდ, ეკე ზედაც არ უყურებდა გამოპრანჭულ, განებივრებულ გოგონებს და სწორედ მაგის გამო იყო თითქმის 30 წელს მიღწეული ჯერ კიდევ უცოლო, თუმცა ეს, როგორც ჩანს, ყველას პრობლემას წარმოადგენდა თავად ერეკლეს გარდა.
სულაც არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი ნიკისთვის მისი ცხოვრების პირველი 20 წელი. სულ პატარამ დაკარგა მამა და უცხო ენების პედაგოგის შვილს შეიძლება ერთი შეხედვით არაფერი აკლდა, თუმცა მაინც არაფერი გააჩნდა. როგორც დროთა სვლამ ნიკის ყველა ნაცნობი ამაში დაარწმუნა, ღმერთს ნიკისთვის ზღაპრულ სილამაზესთან ერთად არც გონება და ნიჭიერება დანანებია, აბა წარმოიდგინეთ, რომ არა მისი ტალანტი, დღეს ნამდვილად ვერ იცეკვებდა ქვეყნის წამყვან ანსამბლში თანაც ოსტატების მიწვევით..

გაზაფხულის დღეები ნელ-ნელა გადიოდა, დღეც იმატებდა და მზის სხივები ბევრად უფრო კაშკაშა და თბილი ხდებოდა.. თუმცა ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ნიკი, რომელიც უკვე 5 დღეა გონზე არ მოსულა.
რა თქმა უნდა, გავლენისა და ნეპოტიზმის წყალობით ერეკლე ყიფიანმა მეორე დღესვე შეძლო პროკურატურიდან თავის დაღწევა და დღეს და ღამეს საავადმყოფოში ატარებდა ნიტასთან , ქალბატონ ნინოსთან და ნიკის სხვა ნათესავ-მეგობრებთან ერთად.

"ექიმო რამე ახალია მის ანალიზებში?"
"რამდენ ხანში მოვა გონს?"
"გამაგებინეთ აქ რისთვის ხართ ! "
"დღესვე გადავიყვან ისრაელში ! უკვე დავრეკე ჩემს ნაცნობ ექიმეთან!" -ნიკის ყურებში ბუნდოვნად ჩაესმოდა ნახევრად ჩურჩლით თუმცა მკაცრად ნათქვამი სიტყვები. უნდოდა ეპასუხა მაგრამ ბაგეები არ ემორჩილებოდა. ბოლო, ძლივსძლივობით დაატანა თავს ძალა და დამძიმებული თვალები სუსტად გაახილა. ყელი უშრებოდა და საშინელი წყურვილის გრძნობა კლავდა.
-წწწ..წყალიი-ძლივს ამოიხავლა და რაც შეეძლო თვალი მოავლო ოთახს. ერეკლემ სიხარული და დაბნეულობა ერთდროულად იგრძნო, მოულოდნელობისგან გული სულ ყელში ამოებჯინა და მაშინვე მივარდა პაციენტს.
-წყალი-კვლავ გაიმეორა მისუსტებულმა ნიკიმ და როგორც კი პირთან სისველე იგრძნო ცოტა მოსვა.
-ღმერთო ! არ მჯერა ! არ მჯერა ჩემო გოგონავ !-ლამის გადაეხვია ნიკის,თუმცა ჯერ კიდევ მისუსტებულს ექთნები და ექიმები დაესივნენ თავზე და გასინჯვა დაუწყეს. ერეკლემ დრო იხელთა და მაშინვე ქალბატონი ნინოს მოსაყვანად გაიქცა. გარეთ გასვლისთანავე , ჟურნალისტების აურაცხელი ჯგუფი რომ დაინახა ერთი კარგად შეიკურთხა და სახეზე ხელების ფარებით გაიქცა მანქანისკენ. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ აჭრელდებოდა ჟურნალის ფურცლები ამ ამბებით და რა ნაირ-ნაირი სტატიები დაიწერებოდა ყველასათვის ცნობილი მეღვინის- ერეკლე ყიფიანისა და უცნობი გოგონას ისტორიაზე.

დილის 6 საათი იქნებოდა, როცა უკვე კარგად გამოფხიზლებული ნიკი დედასთან ერთად იცინოდა და ატირებულ ნინოს ცრემლებს წმენდდა რაღა გატირებს დავბრუნდი და აღარაფერი მიჭირსო.
-ეს ბატონი ერეკლეა-ბოლოს, როგორც იქნა, ეკეც მოაგონდა სიხარულისგან დაბნეულ ნინოს. გოგონამ ჭაობისფერი თვალები ფანჯარასთან მდგომ საკმაოდ ახოვან და ძალზედ მიმზიდველ მამაკაცს მიაპყრო. თითქოს ეცნობოდა კიდევ მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან. ეკე გოგონასკენ დაიძრა და როგორც კი მიუახლოვდა
-მმეე.. მე ერეკლე ვარ-ძლივს ამოიბლუკუნა და ხელი ჩამოართვა. სახეზე შეხედა და როცა მისი ჭაობისფერი, წყლიანი თვალები დაინახა ადგილზე გაშეშდა.
-სასიამოვნოა-გოგონამ მოკრძალებით გაუღიმა და ხელიც ჩამოართვა. უხ, ნეტა შეძლებოდა ერეკლეს აეხსნა ის ამოუცნობი გრძნობა, რომელიც ნიკის ხელის შეხებისას იგრძნო. მისი ნაზი, თლილი თითების შეხებისას ერთიანად შეაჟრჟოლა და თითქოს ამ სამყაროს მოწყვიტესო იმდაგვარი ნეტარება განიცადა.
შემდეგ დედამ აუხსნა, რომ ეს ბატონი დაეჯახა შემთხვევით და მას შემდეგ ჩემზე არანაკლებ ზრუნავდა შენზე, ღამეებს გითენებდა და ლამის მთელი მსოფლიოს ექიმები შეკრიბა აქ შენს გამოსაკეთებლადო. ნიკი თითქოს შეიშმუშნა, ამხელა ყურადღება დედის გარდა არავისგან უგრძვნია, თუმცა გონებაში იფიქრა რაც არის არისო და დაღლილს მალევე ჩაეძინა.
მომდევნო დღეები საავადმყოფოში გაატარა, ლამის თავიდან ისწავლა სიარული, ორგანიზმი საბოლოოდ გამოცოცხლდა და როცა უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად აღარ ემუქრებოდა ექიმებმა სახლში წასვლის ნებაც დართეს.

-მმმ, სახლი ! როგორ მომნატრებია- მხიარულად წამოიყვირა ნიკიმ,როგორც კი ჟურნალისტებით სავსე ეზოს გასცდა და სახლის კარი შეაღო, მალევე შეიპატიჟა სახლში ერეკლეც. სახლი ძველებური, თუმცა გემოვნებით მოწყობილი იყო. სადა კედლებზე სხვადასხვა ზომის სურათები იყო ჩამოკიდებული და მისაღები ოთახის ერთი კედელი სავსე იყო წიგნებითა და სხვადასხვა სუვენირებით სავსე თაროებით. ცენტრში დივანი იდგა, მის წინ პატარა შუშის მაგიდა და ტელევიზორიც.
-რა კარგია რომ მოხვედით ! ახლა მოვრჩი მეც სადილის მომზადებას, ახლავე გავაწყობ მაგიდას და ვჭამოთ- თბილად უთხრა ნინომ ახალგაზრდებს და წინსაფარი მოიხადა.
ერთად ისადილეს, დიდი ხანია ასე გემრიელად არ უჭამია არც ბატონ ერეკლეს და ალბათ საღამომდეც დარჩებოდა ამ მყუდროებაში მის მეგობარს რომ არ დაერეკა.
-ბიჭო მართალია რასაც წერენ?-მიახალა ცნობისმოყვარე დათუნა თინიკაშვილმა.
-ჰო მართალია, თუ.. ისადა რას გულისხმობ?-გაუკვირდა ბოლოს
-რას და, მართლა გაწერეს ის გოგონა სახლში? ახლა ვნახე ინტერნეტში სტატია თქვენი ფოტოთურთ-მიაყარა ბოლოს. ერეკლემ ბრაზისგან ხელები მაგიდას დაჰკრა " ოხ ეს ჟურნალისტები ! " ამოიოხრა, შემდეგ დედა-შვილს დაემშვიდობა და დათუნას სანახავად წავიდა.

*ერეკლე*
"ღმერთო, რა ლამაზია ეს გოგო ! მთელი დღე მაგიჟებდა მისი მხიარული, ბავშვური სიცილი და ცანცარი, ამდენი დადებითი ერთ პატარა გოგონაში ნამდვილად შესანიშნავია, თან ისე ერწყმოდა ეს ბავშვური უმანკოება მის ქალურ სუსტ წელს, თლილ მაღალ ფეხებსა და სავსე მკერდს ნამდვილად გასაგიჟებელი იყო ! გაგიჟდი ბიჭო? ერთი უნამუსო გატუტუცებული კაცი ხარ, რომელიც ბავშვს ქალივით უყურებს !"-ბოლოს გაუბრაზდა თავის თავს და საჭეს მუშტი დაჰკრა.

-აბა, რა ქენი ბიჭო? მორჩი საავადმყოფოებს?-მხიარულად დაჰკრა ხელი მხარზე დათუნა თინიკაშვილმა და სიყვარულით გადაეხვია ბავშობის ძმაკაცს.
-უუჰ, ნუ იტყვი ! როგორც იქნა გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა-თვალები გადაატრიალა ერეკლემ და გულში გაუკვირდა კიდეც მისივე ნათქვამი სიტყვები ცუდად რომ მოხვდა.
-რაღაც ფორმაში არ ხარ ! რა იყო არაფერი გამოგივიდა?-არ ეშვებოდა დათუნა, რომელიც ყველა ქალში გასართოობ თოჯინას ხედავდა.
-რაებს ბორიალობ ბიჭო? პატარა ბავშვია !-ხმა გაამკაცრა ერეკლემ, პერანგის ყელი შეიხსნა და კაბინეტში თავის ტახტზე მოთავსდა.
-ოოპააა ! 20 წელი სულაც არაა ბავშვი რა -თავის მართლება დაიწყო დათუნამ ბურდღუნით.
-აუ არა ხარ ნორმალური რა ! გეყოს ახლა ნიკიზე ლაპარაკი და მომეხმარე ! ერთი კვირაა თავდაყირა დადგა ყველაფერი ოფისში-საქმიანად მიიწვია მაგიდასთან მეგობარი ეკემ და საბუთებში ჩაეფლო.


დღეებს დღეები მისდევდა, კვირეებს კვირეები. ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ორივესთვის. როგორც იქნა, ნიკიმ მოიშუშა ჭრილობები და მართალია, შემცირებლი დროით, მაგრამ მაინც დაუბრუნდა რეპეტიციებს, ცეკვის გარეშე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი ხმელეთზე და სული ელეოდა ისე უნდოდა კვლავ დაბრუნებოდა სცენას.
აქეთ, ბატონი ერეკლე საქმიანი შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით დამოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სარფიან ინვესტორებს ეძებდა თავისი სასმელების ბიზნესისთვის.
მიუხედავად დიდი სიმპატიისა დრომ მაინც თავისი გააკეთა და ნელ-ნელა მიავიწყდა ნიკი, მისი ბავშვური სილაღითა და ქალური მშვენიერებით.

*ნიკი*

ჩვეულად, რეპეტიციიდან გამოვდიოდი, ბოლო თვეა გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად საათობით ვრჩებოდი სარეპეტიციო დარბაზში და ვცდილობდი ყველა მოძრაობა თავიდან დამეხვეწა. ბოლო-ბოლო ყოველწლიური ტური ახლოვდებოდა და ნამდვილად არ მინდოდა ამ მოვლენაზე, სადაც ყველა ჩემთვის საყვარელი ქართველი და უცხოელი მოცეკვავე მოიყრიდა თავს, შევრცხვენილიყავი...
ზაფხულის პირველი დღეები იდგა, თუმცა თბილისში საკმაოდ ცხელოდა. უკვე შეღამებული იყო, როცა გამოვედი დარბაზიდან და ის ის იყო გზა უნდა გადამეკვეთა რომ კედებზე შეხსნილი თასმის შესაკრავად დავიხარე. მალე ფეხებთან ძალიან ახლოს მანქანამ დაამუხრუჭა, შეშინებულმა ფრთხილად ავიხედე და ძალიან ნაცნობი მანქანა დავლანდე. მანქანიდან ასევე ნაცნობი სილუეტი გადმოვიდა და მომიახლოვდა.
-ნიკი? აქ რას აკეთებ?-მკითხა და წამოდგომაში წამეშველასავით.
-ბატონო ერეკლე, როგორ ხართ?-გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა, გამიხარდა კი არა სიხარულისგან სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი." უუხ რა სიმპატიურია ეს კაცი !" გონებამ თავისებურად გაუკეთა ანალიზი ყველაფერს, გარეგნულად კი მცირედად გავიღიმე მხოლოდ.
-მე კარგად, კარგად, შენ როგორ ხარ ?-თავადაც გამიღიმა და ლამის შემიყვარდა ისეთი საყვარელი იყო.
-მეც კარგად, ვრეპეტიციობ და ვემზადები ტურისთვის-მივახალე მაშინვე, თუმცა მერე ვინანე კიდეც, რაში აინტერესებდა ბატონ ერეკლეს ვიღაც ლაწირაკი გოგოს ცეკვის რეპეტიციები ?!
-ვაა, მართლა? ანუ გაგიარა ტკივილებმა? ჩემი ასისტენტი ხომ გაკითხავდა ხოლმე?-მზრუნველად იკითხა და ტროტუარზე გადადიო მიმითითა, როცა ახლოს მომავალი მანქანა შენიშნა.
-ჰო, ის ყოველ კვირაში მაკითხავდა-ვუთხარი და გონებამ წაკბინა შენ რომ მოგეკითხა უკეთესი იქნებოდა, უფრო გამიხარდებოდათქო.
-აქ ამ ღამით რას აკეთებ? საით მიდიხარ? წამო წაგიყვან-მანქანისკენ მიბიძგა
-არა იყოს, ფეხით გავივლი -ვუთხარი და გავეკრიჭე.
-რას ამბობ, ღამით ფეხით როგორ გაგიშვებ-არ ცხრებოდა. რაღაც ზედმეტ მზრუნველობას იჩენდა ჩემდამი.
-ნუ კარგი-სხვა რა გზა იყო, თუმცა სხვა გზა ყოველთვის არსებობს, უბრალოდ რაღაც უხილავი ძაფები მაწებებდნენ მას და არ ვიცოდი რა ერქვა ამ ყველაფერს, ამიტომ ჩავსკუპდი მის მანქანაში და მაშინვე მოვედე ყველა ნივთს, რომელიც იქ დამხვდა.
-აბა, როგორ მიდის შენი ცხოვრება?-სასხვათაშორისოდ მკითხა და როცა ჩემს თეთრ საკმოდ მოშიშვლებულ გულ-მკერდს შეხედა და მზერა სწრაფად, მაგრამ მადიანად ჩამაყოლა, ვიგრძენი რომ სახე შეეცვალა, თუმცა თავი მაშინვე გზისკენ გააბრუნა და მას შემდეგ ცდილობდა საერთოდ აღარ გამოეხედა ჩემკენ. მეც ავტიტინდი ჩვეული სისხარტით და სულის მოუთქმელად ჩამოვუყევი ბოლო თვეების ამბები. ის გაოცებული მისმენდა და დრო და დრო ეღიმებოდა.
-აბა, შენზე რას მეტყვი?-ბოლოს როგორც იქნა მოვიცალე მისთვისაც.
-ჩემზე რავიცი, სამსახური, მოლაპარაკებები, შეხვედრები, ახლა კიდე საცოლის ამბები.. მოკლედ სრული აჟიოტაჟია-ხელები ჰაერში გაიქნია. ბოლო სიტყვების გაგონებაზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული ამომიღეს, რაღაც ძალიან მძიმე მესროლეს და ორგანიზმში რაღაც გაწყდათქო, ან კიდევ მეასე სართულიდან მისროლეს პირდაპირ უფსკლულშიო და გაფართოვებული თვალებით გავხედე.
-ცოლი მოგყავს?-მაშინვე მივახალე და ბრაზისგან სახეზე სისხლი მომაწვა.
-მე? ჯერ არა -სერიოზულად გაეცინა ჩემს გამომეტყველებაზე და მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა. ცოტა ამოვისუნთქე თუმცა მივხვდი, საუბარს ვეღარ გავაგრძელებდი, თუ რამეს სასწრაფოდ არ მოვიმოქმედებდი, მე კი საშინლად მაინტერესებდა ვის ცოლად შერთვას აპირებდა ჩემი ოცნების მამაკაცი. კარი გავაღე და ჩასვლისას ფეხი მთელი ძალით მივარტყი კარებზე, რაზეც წამოვიკივლე.
-რა მოხდა?-მაშინვე მომვარდა შეშინებული ერეკლე და მეც ავეკარი მის ძლიერ, მამაკაცურ სხეულს.
-ვაიმე, ძალიან მტკივა -ვწუწუნებდი და ხელით მუხლს ვიზელდი. მგონი ზედმეტიც მომივიდა. ერეკლემ ხელი ამაწევინა და როცა გადაგლეჯილი მუხლიდან მომდინარი სისხლი დაინახა სასწრაფოდ მანქანაში დამაბრუნა. როგორ არ ვუძახე არ მინდა საავადმყოფო სახლშიც დავიმუშავებ ჭრილობასთქო მაგრამ არ დამნებდა და საავადმყოფოში გამაქანა.
-გტკივა?-მეკითხებოდა გზაში და ცალ ხელს არ მიშვებდა.
-არაფერია, მალე გამივლის-ტკივილისგან ძლივს ვსუნთქავდი და თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.
- როგორც ჩანს შენთვის ზიანის მეტი არაფერი მომაქვს , ჯობია აღარ გამოვჩნდე საერთოდ-მითხრა როცა საავადმყოფოდან გამოვედით და ისე შემეშინდა რომ მას მეტჯერ ვეღარ ვნახავდი სულ გადამავიწყდა შეხვეული მუხლის ტკივილი. გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.
-არ გშია? გვიანია და შენ რეპეტიციიდან მოდიხარ-მითხრა ცოტა ხნის შემდეგ.
-მმმ, სიმართლე გითხრა გიჟივით!-წამოვიძახე და ჩემს გამომეტყველებაზე სიცილი აუტყდა.
-პატარა, სულელი ბავშვი ხარ რა !-მზრუნველობით მითხრა და სახეზე თითებით წამეთამაშა. მისი თითების შეხებისას რასაც ქვია დავდნი. რას არ ვიზამდი ამ ხელებს მხოლოდ ჩემთვის რომ ეარსებათ და მათი მთავარი მოვალეობა ჩემი მოფერება ყოფილიყო, მაგრამ ახლა მას საცოლე ყავდა და მე ვერაფერს გავხდებოდი.
პატარა, მყუდრო ბარში შევედით და მან ფრანგული სტეიკი და წითელი ღვინო შეუკვეთა.
-უი მოიცათ, გოგონასთვის რაიმე გამაგრილებელი სასმელი მოიტანეთ-დაუმატა ბოლოს.
-თქვენ რა გგონიათ რომ მე ალკოჰოლურს არაფერს ვსვამ? თუ მართლა გგონიათ რომ მასეთი პატარა ვარ ?-ცოტა გავუბრაზდი და ბუზღუნი დავიწყე
-ა დიდი ხარ და არ ვიცი?-როგორც ყოველთვის ახლაც დამცინა მან.
-დიახაც ! დიახაც რომ დიდი ვარ ! სულ რაღაც 1 თვეში 21ის ვხდები !-ამაყად ვუთხარი და უკვე მოსულ ოფიციანტს ვთხოვე ღვინო ჩემს ჭიქაშიც ჩაესხა.
-ოოჰ, დიდი ბავშვი-თვალები გადაატრიალა და აშკარად კმაყოფილებით გაიღიმა როცა ერთი ყლუპი სასმელი მოვსვი.
-შენ რა გგონია რომ რადგან შენზე პატარა ვარ ცხოვრებაში არაფერი გამეგება?-ხმაში ბრაზი გამომერია.
-რა თქმა უნდა, პატარა ხარ, პატარა და გამოუცდელი ბავშვი-როგორც ყოველთვის მზრუნველი იყო, მაგრამ ნამდვილად მაღიზიანებდა ეს "მამა-შვილური" მზრუნველობა კაცისგან, რომელიც ლამის თავდავიწყებით შემიყვარდა.
-ძალიან ცდები, როცა როგორც მამა პატარა შვილს მოექცევა ისე მექცევი !-უკვე ცეცხლებს ვაფრქვევდი თვალებიდან და ბრაზისგან მთელი ჭიქა წითელი ღვინო ერთდროულად გადავკარი. სითხემ, რომელიც ჩემს ალკოჰოლს მიუჩვეველ სხეულში დამიარა მოტკბო გემო დამიტოვა პირში და ერთიანად შემაჟრიალა.
-ოჰო, ამას დამიხედეთ ! დიდია თურმე! რის თქმას ცდილობ ვერ ვხვდები-ერეკლემაც არ დააკლო ტონს.
-წავიდეთ, აღარ მინდა მეტი-ვუთხარი ბოლოს და ფეხზე წამოვიჭერი.
-ეს რა ბრაზიანი ყოფილა თურმე-თვალები გადაატრიალა და ისიც ფეხზე ადგა. ზურგი ვაქციე და მანქანაში გაგულისებით ჩავჯექი. ახლა ნამდვილად მესმის, რომ ამბობენ ქალები ყველა მამაკაცზე ეჭვიანობენო. რა უფლებით ვეჭვიანობდი მამაკაცზე, რომელის სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი ! მისი რა ბრალი იყო , თუ მე სულელს დანახვის წუთიდან მომეწონა და მას შემდეგ სულ მასზე ვფიქრობდი.
რამდენიმე წუთში ერეკლეც საჭეს მიუჯდა და ხმის ამოუღებლად წავიდა სახლისკენ.გზადაგზა ვამჩნევდი როგორ მიყურებდა და ეღიმებოდა ჩემი გაბუშტული ტუჩების დანახვისას.
-გამებუტე?-მკითხა,როცა ვეღარ მოითმინა.
-არა-ბუზღუნით ვუთხარი ისე რომ მისკენ არც გამიხედავს.
-აბა ეგ რა არის?-სიცილი ვეღარ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა
-დამცინი კიდეც არა? შენი სასაცილო ვარ მე ?-კიდევ უფრო გამაგიჟა მისმა უდარდელმა სიცილმა.
-გააჩერე მანქანა !-მაშინვე ვიკივლე და აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე გავაღე მანქანის კარები.
-გაგიჟდი გოგო შენ ?-სასწრაფოდ დაამუხრუჭა და ბოლო ხმაზე მიღრიალა. ასეთი გამწარებული ერეკლე ჯერ არ მინახავს.
-ძლივს გადაგარჩინე, ლამის ჩემი მიზეზით მოკვდი და ახლა გინდა რომ ძალით მოიკლა თავი ?-არ ცხრებოდა და შავი თვალებიდან სულ ცეცხლს აფრქვევდა.
-კაი ჰო, ბოდიში-ჩავიბურდღუნე და თავი მართლა პატარა ბავშვივით ძირს დავხარე. თითქოს ამ სიტყვებმა გული მოულბო, მომიტრიალდა,ხელით ნიკაპზე შემეხო, სახე ამაწევინა, სახესთან იმდენად ახლოს მოვიდა რომ მის ცხელ გახშირებულ სუნთქვას მთელ სახეზე ვგრძნობდი, თვალებში ჩამაშტერდა და მშვიდად მითხრა
-არასოდეს ! აი, არასოდეს ! და არავის გამო ! არ გაბედო მეორედ საკუთარი თავისთვის რაიმეს დაშავება ! გასაგებია?-მშიდად თუმცა მკაცრად ამბობდა ამ სიტყვებს და იმ დროს ისეთი საშიში იყო ... თვალები ამიცრემლიანდა თუმცა არ ვიცი რამ მომცა ძალა თავი შემეკავებინა. სახლში მიმიყვანა და უხმოდ გამიჩერა მანქანა. მეც უხმოდ ჩამოვედი, თუმცა ვეღარ მოვითმინე, ჭიშკრიდან მივბრუნდი, გარედან ხელებით ვთხოვე მინა ჩამოწიეთქო, ისიც დაემორჩილა ჩემს თხოვნას. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, მივუახლოვდი, ყურში ჩუმად ჩავჩურჩლე მადლობათქო, შემდეგ კი ლოყაზე სველი კოცნა დავუტოვე და სახლში შევვარდი.

თავი 2
მომდევნო დღეები სულ ბატონ ერეკლეზე ვფიქრობდი და მისი ნახვის სურვილი მკლავდა, თუმცა ის არსად ჩანდა. ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე ოფისში მივაკითხავთქო მაგრამ აბა როგორ? რა უფლებით? ან რო ვნახავდი რა უნდა მეთქვა? არ ვიცი მარა მომენატრე და შენი ნახვა მომინდათქო? ..
ფიქრი ფიქრია და ჩემი ცხოვრება ნამდვილად წინ-წინ მიიწევდა. მალევე დაიწყო ტურნე ევროპის მასშთტაბითდა მეც სიხარულით ჩავერთე საერთო მღელვარებაში, თან იმედი მქონდა რომ ჩემთვის მიუწვდომელ მამაკაცს დავივიწყებდი, თუმცა სულ ამაოდ.
რამდენიმე კვირის შემდეგ მისი მონატრება ტკივილად მექცა და მე თვითონ მიკვირდა საკუთარი თავის. არმია ნამდვილად არ მედგა, მაგრამ თაყვანისმცემლებს არასდროს ვუჩიოდი, თუმცა მათდამი ყოველთვის გულგრილი ვიყავი, არასდროს მიზიდავდა ეს პატარა, გატატაჩებული ტიპები, რომლებმაც ისიც კი არ იცოდნენ რა უნდოდათ ჩემგან და საერთოდ ცხოვრებისგან.ერეკლე კი სულ სხვა იყო. დანახვის წუთიდან მივხვდი, რომ ის სწორედ ის მამაკაცი იყო ვისთანაც მინდოდა მთელი ცხოვრება გამეტარებინა. მერე რა რომ 10 წლით უფროსი იყო და ბევრის თვალში საერთოდაც არ შემეფერებოდა.


ერეკლე

მთელი ზაფხული დედაჩემმა ჩემთვის შესაფერისი საცოლის ძიებაში გაატარა.
-30 წლის ხარ უკვე ! დროა ცოლი მოიყვანო შვილო !-დამდევდა დღე და ღამე და ბოლოს მიზანსაც მიაღწია. ყოველ საღამოს რიგ-რიგობით ვათვალიერებდი მის მიერ არჩეული გოგონების ფოტოებს და უკმაყოფილოდ ვაქნევდი თავს, ვიღაც უფრო სხვანაირი მჭირდებათქო. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვანალიზებდი, რომ ჩემი ქვეცნობიერი ნიკის ეძებდა. არც დეიდა ლალის ქერა ცისფერთვალება ნინი მომეწონა და არც ქალბატონი ბაიას სულ ბულბულივით გაზრდილი ნამდვილად ულამაზესი ანა ბასილაია,არადა მამდვილად ულამაზესი და წარმატებული ქალი იყო.
-მოკლედ გამაგიჟებ რა ! ანგელოზებივით გოგონები არიან ! მდიდარი ოჯახის შვილები, განათლებულები, და რაც მთავარია, ყველა მზადაა შენ მოგიძღვნას მთელი თავისი ცხოვრება ! შენ კიდე გასათხოვარი გოგოშკასავით თავს იფასებ და ცხვირს იბზუებ !-მეჩხუბებოდა გაბრაზებული ეკატერინე და მისი გრძელი სიიდან რიგ-რიგობით შლიდა უკვე განხილული კანდიდატების სახელსა და გვარებს. ჩემს გონებას კი ჩაეხვია იმ პატარა ქალბატონის ქალწულებრივი სილამაზე და მის იქეთ არავის დანახვა აღარ უნდოდა. თუმცა ხომ წარმოგიდგენიათ რა დაემართებოდა დედაჩემს, როცა გაიგებდა რომ მე ვიღაც 10 წლით პატარა, უბრალო მოცეკვავესთან მინდოდა ყოფნა, ალბათ ინფაქტი დაარტყამდა საწყალ ქალს.

-რას ჩაფიქრებულხარ?-ფიქრებიდან დათუნამ გამომაფხიზლა და მხარზე ხელი დამკრა.
-არაფერია ახალი? -ბოხი ხმით ვკითხე და კიდევ ერთი ნაფაზი ჩავარტყი.
-კი, როგორც გავიგე, ახლა გერმანიაშია,რაღაც ტურზე ანსამბლთან ერთად-სულმოუთქმელად მომაყარა დათუნამ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა გავიგე რომ კარგად იყო და წარმატებებსაც აღწევდა.
-ვაიმე რა მაგარია !-სიხარულით შევყვირე და დათუნას ხელი ვკარი.
-გიყვარს ?-ეს კითხვა მეხის გავარდნას გავდა ! როგორ გაბედა ეს ეკითხა ! საკუთარ თავსაც კი არ ვუმხელდი მსგავს ფიქრებს.
-რას ბჟუტავ ბიჭო ! მისი წარმატება თუ გამიხარდა ანუ მიყვარს?-მაშინვე ვცადე სიტუაციის საჩემოდ შემოტრიალება, თუმცა დათუნასნაირი გაიძვერა კაცის მოტყუება საკმაოდ გამიჭრდებოდა.
-რავიცი, მხოლოდ უბრალო ინტერესის გამო მაძებნიე ეს თითისტოლა გოგო მთელი 1 თვე ამხელა ფილარმონია კაცს?-სიცილი ვეღარ შეიკავა დათუნამ.
-აუ მასხარა ხარ რა !-სერიოზულად ვბრაზობდი, ოღონდ დათუნაზე , რომელმაც ლამის გამოიცნო ჩემი გულისნადები, თუ ჩემზე, რომ საიდუმლოს მიმიხვდნენ, ვერ ვხვდებოდი.

აგვისტოს მეორე ნახევარში გადავწყვიტე 10 დღიანი შვებულება ამეღო და ცოტა ხნით განვმარტოვებულიყავი სადმე, ისეთ ადგილას, სადაც არც ტელეფონი იჭერდა, არც ნაცნობი მეყოლებოდა ხმის გასაცემად.
სამსახურისგან და დედაჩემისგან გადაღლილს დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, ამიტომ ბარგი სასწრაფოდ ჩავალაგებინე ასისტენტს და პირველივე შესაძლო მომენტში დასასვენებლად წავედი აჭარის მთებში, სადაც ყველაზე მიყრუებულ სოფელში პატარა სახლი მქონდა ნაყიდი ყოველი შემთხვევისთვის.
სუფთა ჰაერი, გემოვნებიანი მუსიკა, გემრიელი ღვინო, ბუხარი, საინტერესო წიგნი და სრული სულიერი ჰარმონია მხოლოდ 3 დღეს გაგრძელდა.
საკმაოდ გვიანი ღამე იყო, ხულოს მთებისთვის შესაფერისად დღესაც კოკისპირულად წვიმდა, მთელი საღამო ბუხრის წინ ვიჯექი და მთელი გაფაციცებით უკვე ვერ გეტყვით ცხოვრებაში მერამდენედ ვკითხულობდი ორუელიც " 1984-ს". გარედან უცნაური ხმაური შემომესმა და ცოტა დავიძაბე, ფანჯარასთან მივედი და სიბნელეში რაიმეს გარჩევა ვცადე, თუმცა როცა ვერაფერი გავარჩიე, გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და ფარნით დამევლო მთელი ეზო. ასეც მოვიქეცი. ლამის დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მომეჩვენა და სახლისკენ გავბრუნდი, რომ ზურგს უკან ვიღაცის განწირული ყვირილის ხმა შემომესმა.
-უკაცრავად ! დამეხმარეთ თუ შეიძლება !-ყვიროდა ხმა და მეც მის კვალს მივყევი. ბევრი არ მივლია,მალევე გადავაწყდი იქვე სახლთან ახლოს დიდ ხესთან მყოფ სხეულს. მიახლოვებისთანავე დავინახე რომ სხეული ინერციით დაეცა მიწაზე. სასწრაფოდ ავიყვანე ხელში და სახლში შევიყვანე. ბუხრისა და სანთლების შუქზე მალევე გავარჩიე საოცრად თეთრი კანი და როცა საწვიმარი პლაში შემოვაძვრე მისი გრძელი, ცეცხლისფერი თმა მკლავებზე გადმომეფინა. ჯერ კიდევ გათიშული სხეული ბუხრის წინ ხალიჩაზე დავაწვინე და როცა ჩემთვის ყველაზე საყვარელი სახე დავინახე სიხარულისგან რა მექნა აღარ ვიცოდი. თან ათასი კითხვა ერთდროულად დამიტრიალდა თავში. მაშინვე სახეში შემოვარტყი ხელები გამოფხიზლების მიზნით მაგრამ შედეგი არ გამოიღო, წყალს შევასხამთქო ვიფიქრე, მაგრამ ისედაც გაწუწულს ჩემი წყალი არაფერს უზამდა, ამიტომ ხელოვნური სუნთქვაღა მრჩებოდა ბოლო იმედად. თან სინდისიც მქენჯნიდა მაგრამ ახლა ამის დრო იყო ?! საქმე გოგონას სიცოცხლეს ეხებოდა ! მის ვარდისფერ, ფერმკრთალ ტუჩებს სინაზით შევეხე და პირველივე ჩაბერვის შემდეგ სხეული ოდნავ შეირხა. მივხვდი, რომ ჩემმა ხერხმა გაამართლა და უკვე მესამე ცდაზე გოგონა ელდანაკრავივით წამოფრინდა ზეზე და ყვირილი და რტყმევა დამიწყო, თან გაჰკიოდა რას აკეთებ შე არაადამიანო პირუტყვოო. ასეთი გაბრაზებული ნამდვილ პანტერას გავდა.
-დაწყნარდი ! მე ვარ !-ვიღრიალე რომ არ დაწყნარდა და ჩემს ძიერ მკლავებში მოვაქციე. თავი მალე გაითავისუფლა და დაბნეულმა თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.
-შენ? ეკე? აქ.. აქ რა ხდება? ან მე რა მინდა აქ? შენთან ერთად?-ყველა კითხვა ერთმანეთში ერეოდა.
-ხო, ეგ მეც მაინტერესებს, რას აკეთებ აქ, ამ შუა ღამისას , თანაც ასეთ ამინდში?-მინდოდა მაქსიმალურად შემენარჩუნებინა დისტანცია, თუმცა მისი შეხების სურვილი მკლავდა.
-მე.. ვაიმე ! ნეტა იცოდე რა დამემართა-თავში ხელი ისეთი ძალით შემოიცხო ვიფიქრე უსათუოდ წაიქცევათქო და ხელი მივაშელე.
-ვაიმე წყალი მინდა !-თქვა ბოლოს და სკამზე დაჯდა. მეც მაშინვე მოვუტანე დიდი ჭიქით წყალი,რაც სულმოუთქმელად გამოცალა, მერე მომიბრუნდა და ლაპარაკი დაიწყო.
-ექსკურსიაზე ვიყავი ანსამბლის ბავშვებთა ერთად, ახლა 10 დღიანი არდადეგები გვაქვს, როგორც იქნა ტურნეს მოვრჩით, ხოდა, ბავშებმა მთებისკენ წავიდეთ ლაშქრობაზეო. ისე კარგად ვერთობოდით .. მერე მე, როგორც ყოველთვის რაღაც შარს ხო უნდა გადავეკიდო, ფოტოების გადაღებას შევყევი და როცა აზრზე მოვედი ირგვლივ არავინ იყო, ცოტა შეღამებულიც იყო და ვეცადე ტყიდან რაც შემეძლო სწრაფად გამოვქცეულიყავი. ვიარე, ვიარე, გზაში წვიმაც დაიწყო, შიშისგან რა უნდა მექნა აღარ ვიცოდი , თან განაგონი მაქვს ამ მთებში დათვები და მგლები ბლომად არიანო და ხომ წარმოგიდგენია რა დამემართებოდა.. მერე კიდე ამ სახლს მოვადექი, სინათლე რომ დავინახე ვიყვირე.. მერე შენც იცი-სლუკუნებდა და სახეზე ღაპა-ღუპით ჩამომდინარ ცრემლებს ხელით იწმენდდა. ნეტა გენახათ რა საყვარელი იყო მაშინ. სულ სველი, წიწილასავით ატუზული იჯდა ჩემს წინ და სლუკუნებდა.
-ვაიმე, სულ სველი ხარ ! ახლავე მოგიტან პირსახოცს და რაიმე მშრალ ტანსაცმელს, მანამდე ბუხართან მიდი, მალე-რაც შემეძლო უემოციოდ და მკაცრად ვუთხარი და მაშინვე დავტოვე ოთახი. "ეს გოგო ნამდვილად ლატარიაში მოვიგე" -გაიფიქრა გონებამ და უჯრიდან ჩემი სქელი სვიტერი და წინდები ამოვიღე.
-აჰა, ჩაიცვი. მე იქეთ გავალ, ცხელ ჩაის გავაკეთებ-ვუთხარი და ტანსაცმელი მის წინ იატაკზე დავდე.
რა თქმა უნდა, მართლაც გამოვედი სამზარეულოში, მაგრამ მისი ნახვის ინტერესი მკლავდა.. მისი თეთრი, კაფანდარა სხეული ნამდვილად ძალიან მიზიდავდა და რას არ მივცემდი ეს სხეული ჩემი რომ გამხდარიყო. "უუხ შე გაფუჭებულო კაცო ! როგორ ბედავ ! ლამის მისხელა შვილი უნდა გყავდეს !"-გონებაში ვილანძღებოდი და კარს მიღმა ჩუმად ვუყურებდი მის ჩამოსხმულ სხეულს. ერთი ხელის მოსმით გაიხადა ტანსაცმელი ნიკიმ, იქვე იატაკზე დაყარა. მისი სავსე მკერდი, მკვრივი მუცელი და გრძელი, ლამაზი ფეხები ნამდვილად მადისაღმძვრელი იყო. გული ამიჩქარდა მისი მშვენიერების დანახვისას და რა მექნა აღარ ვიცოდი. ნიკიმ ჩემი სვიტერი გადაიცვა, შემდეგ წინდები ამოიცვა და როცა ოთახში 2 ფინჯანი ჩაით ხელში დავბრუნდი, ნიკი ბუხრის წინ იჯდა, ისე როგორც თურქებს ჩვევიათ ხოლმე და ცდილობდა თმები დაეწნა.
-გინდა დაგეხმარო?-გულწრფელად შევთავაზე.
-შენ როგორ? ეს თმაც უკვე იმსიგრძეა, ნამდვილად მიჭირს მისი მორჯულება-მითხრა და გულდასმით გააგრძელა თმების დაწნა.
-მე შემიძლია დაგიწნა-მართლა შემეძლო, ჩემმა დეიდაშვილმა მასწავლა, როცა მეორე ბავშვი შეეძინა და ნიაკოსთვის ბაღში დაგვიანებისას ვერ მოასწრო თმების გაკეთება. ის კი გაუჩერებლად ტიროდა ჩამიწენი თმებიო.
-მოდი აბა-მისკენ მიმიხმო და ზურგი მაქცია. მეც ჩავიმუხლე მის ზურგს უკან და ნელა დავიწყე ჩემთვის საყვარელი თმების მოფერება.
-მადლობა ნიჭიერო-მითხრა როგორც კი მოვრჩი და თავისი ფინჯნიდან ჩაი მოსვა.
-აბაა?.. როგორც ვხედავ ცოლი კიდევ არ მოგიყვანია ჰო? -მკითხა ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ.
-რა ცოლი? განა ვაპირებდი თუ?-გულწრფელად გამიკვირდა
-რავი, მაშინ არ მითხარი ცოლი მომყავსო?-აშკარად აბრაზებდა ეს თემა ნიკის.
-მე? სულაც არა, მე გითხარი ნიშნობის ამბებიათქო.
-მერე, ეგ იგივე არაა?
-სულაც არა, ეგ დედაჩემს უნდა რომ ცოლი მოვიყვანო და ათას გოგოს მირჩევს საცოლედ-განვუმარტე მაშინვე.
-და შენ?-წარბები ზევით აზიდა და გამომცდელად გამომხედა.
-რა მე?-წარბები შევჭმუხნე და ფინჯანი გვერდზე გადავდგი.
-შენ არ გინდა ცოლის მოყვანა?-გამომწვევად მიყურებდა და ისეთი მიმზიდველი იყო.. თავი ვერ შევიკავე, მივუახლოვდი, მისი ლამაზი სახე ჩემს ხელებში მოვაქციე
-მე ჯერ არ ვიცი მინდა თუ არა დედაჩემის შერჩეული გოგოს ცოლად შერთვა-ვუთხარი და ის ის იყო მის ვარდისფერ გაბუშტულ ტუჩებს დავეწაფებოდი რომ შევამჩნიე თვითონაც როგორ ელოდა კოცნას თვალებგანაბული თუმცა გაამხსენდა ეს კატეგორიულად არ უნდა მექნა და მაშინვე გავზარდე დისტანცია ჩვენს შორის.
-აღიარე ახლა რას ელოდი-სიცილი ვერ შევიკავე, როცა თვალები გაახილა და დაბნეულმა შემომხედა, მერე ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და პატარა ბალიში მესროლა არანორმალური ხარო.
მოკლედ საღამო ნამდვილად მხიარულად გავატარეთ. სხვანაირად ნიკისთან შეუძლებელიც იყო. ახლა მეტად დამშვენებული და დაქალებული მეჩვენა ნიკი. ეს გოგო ნამდვილად დღითი დღე მშვენდებოდა და ასე თუ გააგრძელებდა ბარეორს დაუთხრიდა თვალებს მისი ბრწყინვალებით. დაღლილს იქვე ხალიჩაზე გაწოლილს ჩაეძინა. დიდი ხანი ვუყურებდი მის მიტკალივით თეთრ სახესა და გრძელ წამწამებს იდაყვქვეშ ამოდებულ ნაზ სახე, გაბუშტულ ტუჩებს.. მის ლამაზ, სუსტ სხეულს, თეთრ შიშველ ფეხებს და ლამის საჯდომამდე დაშვებულ ნაწნავს,რომელიც სანახევროდ დაშლილიყო. მის ზურგს უკან გადავინაცვლე,თმები ბოლომდე გავუშალე, ფრთხილად მოვხვიე ხელი სუსტ წელზე და მის სურნელში ტკბილად ჩამეძინა.

დილით სამზარეულოდან ხმაური შემომესმა, მაშინვე გიჟივით წამოვფრინდი, გუშინდელი ჯერ კიდევ სიზმარი მეგონა, თუმცა ეს ფიქრები უკუვაგდე როცა სამზარეულოში მოფუსფუსე ნიკი დავინახე. რაღაცას ღიღინებდა, დრო და დრო ტაფას თავს დასტრიალებდა და ვაშლით ხელში დროგამოშვებით წაუცეკვებდა ხოლმე.
-ვაიმე!-შეკივლა კართან რომ დამინახა, მერე კი გამიცინა და დილამშვიდობისაც მითხრა.
-ოოჰ, რაღაც კარგ გუნებაზე ხარ ქალბატონო-მისი დანახვით იმხელა ბედნიერება ვიგრძენი, უცებ დავიმუხტე რაღაც უხილავი პროტონებით ..
-მე საუზმეს ვამზადებ, შენ მანამდე მოწესრიგდი და მერე ერთად ვისაუზმოთ-შემომთავაზა და გააგრძელა ნარნარით სამზარეულოში ფუსფუსი. ვინ იცის რამხელა ძალისხმევა დამჭირდა რომ მისთვის თვალი მომეშორებინა, თან ისე რომ არც ჩავხუტებოდი და არც მეკოცნა, მაგრამ სხვა რა გზა იყო? მას კი არა ჩემ თავსაც ვერ ვუბედავდი გონებაში იმის გამხელას რომ ნიკი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო.
ერთად ვისაუზმეთ, მან გერმანიის ტურნეს ამბები მომიყვა, მე კიდე სულ არ ვუსმენდი, მისი ყურებით ვტკბებოდი და ვგრძნობდი, სასწრაფოდ უნდა მომეშორებინა თავიდან თორემ ყურებამდე შემიყვარდბოდა. ის კიდე შეუჩერებლად განაგრძობდა ტიტინს და სიცილით იგუდებოდა ჯგუფელების ამბების გამო. მისი კისკისი ნამდვილად მომაჯადოვებელი იყო.
-აუჰ, ჩემი წასვლის დროა. ალბათ ბავშვები როგორ ნერვიულობენ-მითხრა, როცა ჭურჭლის რეცხვას მორჩა.
-ხო, ალბათ ეგრეა..-ძალიან კი დამწყდა გული, მაგრამ მართალი იყო. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული მთელი ცხოვრება აქ დავიტოვებდი, ჩემთან, თუმცა ასე მოქცევა კარგად ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა, ამიტომ ფიქრები გონებიდან ამოვიგდე და როცა მოწესრიგდა ჩემივე მანქანით ჩავიყვანე ბათუმში.
მისვლისთანავე ბავშვებს ერთი , მეტად სიმპატიური, ქერა ახალგზრდა გამოეყო და მთელი ძალით ჩახუტებული ნიკი ჰაერში აიტაცა.
-ვაიმე ნიკი ! როგორ შეგვაშინე !-იმეორებდა და სახეზე კოცნებს უტოვებდა ნიკის.
-დაწყნარდი, ბუკო ! მე კარგად ვარ-ნიკი ცდილობდა მოკრძალებული ყოფილიყო.
-ეს ვინაა?-ბოლოს "ბუკომ" ყურადღება მომაქცია.
-ეს ჩემი მეგობარია ერეკლე, ღამით მიპოვნა და შემიფარა-აუხსნა მაშინვე ნიკიმ და ჩემი თავი წარუდგინა. მან თავიდან შემათვალიერა ეჭვის თვალით, შემდეგ კი ხელი ჩამომართვა და მეგობრულად მადლობაც გადამიხადა.
-უღრმესი მადლობა რომ ჩემი გოგო გადაარჩინეთ-მომახარა და ნიკის შუბლზე აკოცა. "ჩემი გოგოო? რას ნიშნავს მისი გოგო? "-გონებაში ისე გავბრაზდი ნიკიზე,მზერას ადამიანის მოკვლა რომ შეძლებოდა, ისეთი თვალებით გავხედე უთუოდ ადგილზე გათავდებოდა.
-თქვენ ნიკის შეყვარებული ხართ?-ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა
-არა, არა ეკე, კონსტანტინე ჩემი მეწყვილეა ცეკვაში-საუბარში ნიკი ჩაერია და "ბუკოსგან" თავი გაითავისუფლა. მერე გამაცილა და დამემშიდობა.
დასვენების დარჩენილი დღეები სულ იმის ჯავრში გავატარე თუ ვინ იყო კონსტანტინე- ბუკო. რას ნიშნავს "ჩემი გოგო"-ვბრაზობდი და გონებაში იმ კონსტანტინეს დახრჩობა მინდოდა. როგორ ეხებოდა და კოცნიდა ჩემს ნიკის ! უხ ! როგორ ვერ ვიტანდი ყველას, ვინც ნიკის 10 მეტრის რადიუსში უახლოვდებოდა და როგორ მტკენდა გულს ის ფაქტი, რომ არ შემეძლო ეს ყველაფერი მისთვის მეთქვა.. ჩემს ფათერაკებითა და ჟურნალისტებით სავსე ცხოვრებაში ნიკის ადგილი არ იყო. ის ზედმეტად პატარა, გამოუცდელი და სუფთა იყო იმისთვის, რომ ამ სიბინძურეებში, გაუთავებელ საქმის რჩებეში და პრესის აუტანელ კუდში დევნაში ჩამეთრია. ის ჩემ გვერდით დაიტანჯებოდა და ნამდვილად არ მემეტებოდა ამისთვის...

თბილისში დაბრუნებისთანავე პირველი რაც გავაკეთე ნიკისთან მივედი სტუდიაში, თუმცა იქ არ დამხვდა და გადავწყვიტე სახლში მიმეკითხა. როცა მის სახლს მივუახლოვდი, შორიდანვე დავლანდე ნიკი ვიღაცასთან ერთად მის ჭიშკართან ახლოს. ხელების შლითა და ყვირილით რაღაცას გამწარებული უხსნიდა ნიკი ზურგით მდგონ სხეულს. მთელი სხეული დამეჭიმა, როცა უცნობმა სხეულმა აფართხალებული ნიკი ძალით მიიხუტა, სასწრაფოდ გავაჩერე მანქანა, იქედან ცეცხლწაკიდებული გამოვვარდი და უცნობს გიჟივით მივვარდი.
-ხომ გითხრა გამიშვიო !-ვუღრიალე და ყბაში ერთი კარგი მამაპაპური მუშტი ვუწილადე.
-შენ ვინ ხარ საერთოდ?-ახალგზარდა კონსტანტინე აღმოჩნდა.
-ვაიმე ! ეკე ! გაჩერდი -ტიროდა ნიკი.
-მე ვინ ვარ კი არა ნიკის გვერდით არ დაგინახო გაიგე?-არ ვცხრებოდი, დაძაბულობისგან მთელ სხეულზე ძარღვები დამეჭიმა და თავს ვერ ვაკონტროლებდი.
-გამაცინე ბაბუ !(დამცინავად გამოცრა კბილებში) შენ ნიკის მამა ხარ თუ რა?-ამ სიტყვებზე შევცბი და წამით დავიბენი კიდეც,თუმცა მალე მოვედი გონს და კიდევ ერთი მუშტი გავუქანე ყბაში.
-უხ შე ტუტუცო ლაწირაკო ! როგორ ბედავ! გაფრთხილებ! მეორედ ნიკისთან მიახლოვებული რომ გნახო გაგაქრობ ! -ბოლოს კი ძირს დავარდნილს ფეხი მოვარტყი -ეს ნიკის ატირებისთვის!-ვუთხარი და ასლუკუნებული ნიკი გულში ჩაკრული მანქანისკენ წავიყვანე.
-ვინ არის ის გადარეული?-როცა ცოტა დავმშიდდი,მანქანა რომელიღაც ქუჩის ბოლოში გავაჩერე და წყნარად ვკითხე ნიკის.
-კონსტანტინე ჩემი ბავშვობის მეგობარია, ცეკვითაც პატარაობიდან ერთად ვცეკვავთ, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია ავადმყოფურად ეჭვიანი გახდა-თავს იმართლებდა ჯერ კიდევ ანერვიულებული და აცრემლებული ნიკი.
-მეგობარი არა? მაინც როგორ ხარ ასეთი სულელი, გოგო ! რა მეგობარი ! -ნერვები ვეღარ მოვთოკე და ავღრიალდი.
-ნუ მიყვირი ერეკლე-ჩუმად ამოიკვნესა ნიკიმ, მეც მივხვდი ზედმეტი მომდიოდა და ვეცადე თავი ხელში ამეყვანა.
-გოგო ! მომისმინე ! არ არსებობს გოგოსა და ბიჭის მეგობრობა ! რატო არ გესმით ეს ქალებს? მამაკაცებს მხოლოდ 2 რამ აინტერესებთ ქალში : მკერდი და საჯდომი ! შენი აზრით უბრალოდ მეგობარი ისეთ სცენებს გაგიმართავდა?-მაინც ვერ მოვთოკე ნერვები და მაინც ვიყვირე ბოლოს.
-აა, ანუ შენც მხოლოდ ჩემი მკერდი და საჯდომი გაინტერესებს?-მანაც მიყვირა,თან ხელებს ჰაერში ასავსავებდა.
-მე სულ სხვა ვარ !-ვიყვირე და მაშინვე ვინანე, რადგან ვიცოდი ამისთვის ახსნა-განმარტებას მომთხოვდა და არც შევმცდარვარ.
-რას ნიშნავს შენ სულ სხვა ხარ?-ერთიანად დაწყნარდა და ინტერესით მომაჩერდა. მიდი და უხსენი ახლა რომ გიყვარს მაგრამ მასთან ვერ იქნები ისევ მისივე კეთილდღეობისთვის..
-რას და.. მე..-დავიბლუკე და დაბნეულობისგან ენა მუცელში ჩამივარდა.
-ხო, ხო. რა შენ?-არ ცხრებოდა და მიწვევდა
-მე.. უბრალოდ-ვერაფრით მოვიფიქრე გამოსავალი.
-შენ უბრალოდ გიყვარვარ და იმის გამბედაობაც არ გყოფნის რომ ეს ადამიანურად მითხრა-მომახალა ბოლოს და მანქანიდან ელდანაკრავივით გავარდა. არ დავდევნებივარ, ვიცოდი, მართალი იყო და ამ მომენტში საკუთარი თავი ნამდვილად მეზიზღებოდა ჩემივე უსუსურობისთვის და მიუხვედრელობისთვის.


თავი 3
*ნიკი*
სახლში ატირებული დავბრუნდი და დედას ყველაფერი მოვუყევი. მანაც, როგორც ყოველთვის, დამამშვიდა და დამარიგა. მთელი დღეები ვტიროდი და ვერაფრით ვხვდებოდი რა იყო ის უხილავი უფსკრული, რომელიც ჩემს საყვარელ მამაკაცს მაშორებდა.
რამდენიმე დღე ერეკლე აღარ გამოჩენილა. არც დაურეკავს, მეტიც, ერთი შეტყობინებაც კი არ გამოუგზავნია. უკვე იმედებგადაწურული, სტუდიის წინ პატარა კაფიდან გამოვდიოდი ნიტა გამრეკელთან ერთად და მის უკბილო ხუმრობაზე ძალით ვიცინოდი, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს, სტუდიის შესასვლელთან ერეკლეს მანქანა დავინახე.
-ოჰოო ! ვიღაცას მგონი მოაკითხეს-ბოძოტულად ჩამჩურჩულა ყურში ნიტამ და გადაიკისკისა.
-ჰო, როგორ არა !-მაშინვე გაქცევა მოვინდომე, თუმცა სტუდიიდან ერეკლე გამოვიდა, დამინახა და ჩემკენ წამოვიდა. კარებიდან გამომავალი ქალბატონი ანა ბასილაია გამოჩნდა. ქალმა ერეკლე მოიკითხა და თბილად გადაეხვია, არც ერეკლემ დააკლო და როცა მორჩნენ, როგორც იქნა, ჩემთვისაც მოიცალა. უხ ! როგორ შემზიზღდა ეს ქალი ამ მომენტში ! არადა, რას ვერჩოდი, ნამდვილად ღირსეული ახალგაზრდა და ულამაზესი ქალბატონი იყო ჩვენი სტუდიის დამფინანსებელი ფონდის დირექტორი.
-საღამო მშვიდობისა-თავისი ჩვეული, ხრინწიანი ხმით მოგვესალმა და ისეთი მზერა მესროლა, მაშინვე ვინატრე მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოსთქო.
-ნიკი, მე წავალ კაი?-ნიტა იმწამსვე გაიძურწა იქედან და მარტო დამტოვა ბატონ ერეკლესთან.
-ცოტა გავისეირნოთ-წყნარად მითხრა და ჩემს პასუხს არც დალოდებია მანქანისკენ ისე წავიდა. მეც უკან გავყევი, თან აღელვებისგან გულის ფეთქვას ყელში ვგრძნობდი. უხმოდ ჩავჯექით მანქანაში და ასევე უხმოდ გავუყევით გზას. ერეკლე დრო და დრო მიყურებდა და უკვე ვეღარ ვითვლიდი მერამდენე ღერ სიგრეტს აბოლებდა.
-სიჩუმისთვის წამომიყვანე?-უკვე ეს სიჩუმე ისტერიკაში მაგდებდა.
-არა, მოისვენე !-მკაცრად გამოსცრა კბილებში და კიდევ ერთი ნაფაზი ჩაარტყა.
-სხვათაშორის, სიგარეტის სუნზე ალერგია მაქვს- ვუსაყვედურე და გულიანად დავახველე. მაშინვე ფანჯარა ჩამოსწია და სიგარეტი გარეთ მოისროლა.
-დაწყნარდი?-მკითხა ბოლოს და როგორც იქნა მაკადრა გამოხედვა.
-რა გჭირს ? და საერთოდ, ახლავე გააჩერე მანქანა!-ეს უკვე ნამეტანი აღმოჩნდა, ნამდვილად არ ვაპირებდი ამხელა უხეშობის მოთმენას ერეკლესგან კი არა, თავად ღმერთი რომ ჩამოსულიყო ციდან იმისგანაც კი.
-რა იყო, გადახტომას ხო არ აპირებ ისევ?-რაღაც ზედმეტად აგრესიული იყო დღეს.
-გააჩერე მანქანა !-რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი, თუმცა ყურიც არ შეიბერტყა.
-გააჩერე, გთხოვ..- ცრემლები ვეღარ შევიკავე. საშინლად მტკენდა მისი უხეშობა გულს და მერჩივნა აღარასდროს აღარ მენახა. ჩემი აცრემლებული სახის დანახვისას გული მოულბა და მანქანა გადააყენა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან და უსიტყვოდ ვაქციე ზურგი.
-სად მიდიხარ? ნიკი !-რამდენიმე წამში დამედევნა ერეკლეც.
-აღარ მინდა ! მორჩა ერეკლე ! ასეთ უხეშობას არავისგა ავიტან ! მითუმეტეს შენგან! ამას მირჩევნია აღარასდროს გნახო ჩემს სიცოცხლეში !-პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი და თვალებშიც კი ვერ ვუბედავდი შეხედვას.
-ესე იგი მიდიხარ? მიდიხარ და ძალიანაც კარგი !-მომაძახა ზურგს უკან.
-მივდივარ? განა როდესმე მოსვლის საშუალება მომეცი? ზედაც არ მიყურებ ! შევცდი, შენ საერთოდაც არ გიყვარვარ-ახლა ნამდვილად ცრემლები მახრჩობდა.
-ნიკი.. ჩემო პატარა, სულელო ბავშვო-მოვიდა და წამში ჩამიკრა გულში. ახლა მის გულის ცემას და ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ვაკონტროლებდი, თუმცა დაბნეულობას ვგრძნობდი.
-გიყვარვარ?-როგორც იქნა გავბედე მისთვის ეს კითხვა დამესვა. რამოდენიმე წუთი ერეკლე ჩუმად იყო და ეს დუმილი ნამდვილად არ ნიშნავდა თანხმობას.
-გაიგე, ნიკი ! მე და შენ ერთად ვერასდროს ვიქნებით.. სხვადასხვა სამყაროები ვართ. რად გინდა ჩემნაირი კაცი გვერდით? მე ბედნიერებას ვერ მოგიტან ნიკი-ცდილობდა მთელი ემოციებით ელაპარაკა თუმცა თვალებში არ მიყურებდა.
-შენ ვინ მოგცა უფლება გადამიწყვიტო რა მომიტანს ბედნიერებას და რა არა?-ბრაზი მახრჩობდა და ბოლო ხმაზე ვუყვიროდი.
-ნიკი ! როგორ არ გესმის !-თვითონაც ბრაზობდა.
-შენ ერთი მშიშარა კაცი ხარ ! რომელიც საკუთარ გრძნობებს შანსსაც კი არ აძლევ ! -ამოვიხავლე ბოლოს და მუჭით ,უხეშად მოვიწმინდე თვალებიდან ცრემლები. ზურგი ვაქციე და ის ის იყო უნდა გავქცეულიყავი, რომ ზურგს უკან ერეკლეს აღელვებისგან ათრთოლებული და ცხელი სხეული მომეკრო. მისკენ მიმაბრუნა, ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია და მთელი არსებით დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
-ნიკი, ჩემო ნიკი, მიყვარხარ გოგო და თან როგორ !-იმეორებდა და ჩემი ტუჩებით ვერ ძღებოდა. იმ მომენტში იმხელა ბედნიერებას ვგრძნობდი მეგონა დედამიწას მე და ერეკლე ვატრიალებდით, მთელი ძალით ვეკვროდი ჩემთვის ყველაზე სასურველსა და საყვარელს და მინდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო.


*ერეკლე*
ნიკის შეუპოვარმა ხასიათმა ბოლოს მაინც მოახერხა თავისი გაეტანა და როცა ნიკი საბოლოოდ ჩემად ვიგულე, ისე ძლიერად შევიყვარე, მის გარეშე წამითაც ვერ წარმომედგინა ჩემი თავი. თუმცა, საუბედუროდ, ჩემი ცხოვრების გადამკიდე საგულდაგულოდ ვმალავდი ყველასგან და ყველაფრისგან. გამიგია, მტერი უფრო ადვილად დაგამარცხებს როცა შენი სუსტი წერტილის შესახებ იცისო და ნიკი კიდე ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ! მას რომ რამე დაშავებოდა ნამდვილად არაფერს მოვერიდებოდი და ბარეორსაც გავისტუმრებდი ამ ქვეყნიდან, თანაც სამუდამოდ !
აქეთ დედაჩემის გაუთავებელი წუწუნი იმასთან დაკავშირებით რომ გვერდით არავის ვიკარებდი ! მოკლედ მთელი აჟიოტაჟი ! მხოლოდ ნიკი იყო ჩემი მშველელი.. ის ნათელი წერტილი,რომელიც ყველას და ყველაფერს მავიწყებდა და სულ სხვა ქვეყანაში მივყავდი სამოგზაუროდ. აი ასე, ჩვეულებრივად. ვხედავდი და სულ სხვა სამყაროში ვიყავი ! სამყაროში, სადაც მხოლოდ მე და ნიკი ვარსებობდით და ყოველთვის ბედნიერები ვიყავით.
ნიკისთვის ყველაფრი საუკეთესო მემეტებოდა და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი მისთვის ყველაფერი მიმეცა, რაც გამაჩნდა, საკუთარი სულის ჩათვლით. აღარც ჩვეულად გამართულ საღამოებზე, აღარც "მეგობრების" ტრადიციულ შეკრებებზე და საერთოდ არსად აღარ დავდიოდი, ყოველ თავისუფალ წამს ნიკისთან ერთად ვატარებდი და დრო და დრო უფრო და უფრო ვტკბებოდი მისი მშვენიერებით.
მხოლოდ დათუნა თინიკაშილს ვუმხელდი ნიკის ამბებს, ისიც ზერელედ. დათუნაზე ახლობელი ვინ მყავდა? ჩემი ძმისგან არ ვანსხვავებდი ნამდვილად.
ზამთარი თბილისში რომ ძალიან სუსხიანია, ალბათ ჩემგან არ გესწავლებათ, თუმცა ის ზამთარი ნამდვილად ყველაზე ცივი იყო, რაც მე მახსოვდა. თბილისისთვის აშკარად შეუფერებლად დიდი თოვლი იდო და ყველაფერი იყინებოდა. სამსახურშიც და ოჯახშიც გაცივება მოვიმიზეზე და 3-4 დღით განსატვირთად მივდივართქო განვაცხადე. ნიკის გავუარე და ხევსურეთში წავიყვანე დასასვენებლად. ქალბატონი ნინო გაგებით ეკიდებოდა ჩვენს ურთიერთობას, ან რა უნდა ექნა? როცა მის ერთადერთ ქალიშვილს ბედნიერებისგან გაბრწყინებულს უყურებდა ნამდვილად აღარაფერს ამბობდა და ხშირად გვლოცავდა კიდეც. ამიტომ ნიკი ჩემთან ერთად უპრობლემოდ გამოუშვა რამდენიმე დღით დასასვენებლად.
ნეტა გენახათ რა ლამაზი იყო ნიკი, როცა ჩემი პატრა ვერტმფრენიდან საქართველოს ათვალიერებდა. გაოცებისგან შეყვირებდა ხოლმე რა მაგარიაო და ხელებს სახეზე სანახევროდ იფარებდა. მისი თმებიც ისეთი ლამაზი იყო.. იმ წამს ისე ძიერ მიყვარდა, საკუთარი თავისიც კი მიკვირდა ამხელა გრძნობები თუ გამაჩნდა ვერ წარმომედგინა.
როცა ხევსურეთში ჩავედით, წინასწარ დაქირავებულ სახლში მივედით და ემოციებისგან დაღლილი და დატვირთული ნიკი მაშინვე დივანზე გაიშხართა, მე კი მაშინვე ბუხარი დავანთე.
-არ მოგშივდა ჩემო?-ფანჯარაში არსებული ხედით ვტკბებოდი და ცხელ ჩაის მივირთმევდი, როცა ნიკი ზურგიდან ამეკრო და მისი თეთრი, ნაზი ხელები ნარნარით შემომხვია.
-ჩემო პატარა გოგო-მივუბრუნდი და გაბუშტულ ტუჩებზე კოცნა დავუტოვე.
-წამო, სადილი მოვამზადე-მიმიპატიჟა მან და ბუხართან სახელდახელოდ გაწყობილ მაგიდაზე მიმითითა. მეც დაბალ მაგიდას მივუჯექი და საჭმელზე მეტად მისი სილამაზის ყურებით ვნაყრდებოდი, თუმცა ეგ ვერასდროს დამაკმაყოფილებდა ბოლომდე ალბათ.
-ისეთი გოგო ხარ, სულ მინდა გიყურო-ვუთხარი ბოლოს და მიკენ მივიწიე.
-ჰჰმმმ, ეკე შეგიძლია მთელი ცხოვრება მიყურო-დამეჭყანა ჩვეულად, ბავშვურად.
-რა თქმა უნდა შემიძლია და გიყურებ კიდეც !
-რას ქვია და არ მიყურებ-ნიშნისმოგებით გადმომხედა და კიდევ ერთი ლუკმით გამოიტენა პირი.
-ერთი ამას დამიხედეთ რა ! თავში არ აგივარდეს და არ დავეძებ-სიცილი ვერ შევიკავე, შემდეგ კი ნიკის ტუჩებს დავეწაფე. ნამდვილად არ მინდოდა რამე ისე გამეკეთებინა როგორც ნიკის არ ენდომებოდა მაგრამ ამ მომენტში თავის შეკავება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ხელი ნელ-ნელა სვიტერში შევუსრიალე და მისი ნაზი კანის შეგრძნებისთანავე ტანში ჟრუანტელებმა დამიარეს. მან ხელები კისერზე შემომხვია და ერთიანად მომეხუტა. ხელებს მის ზურგზე დავასრიალებდი და შეუჩერებლად ვკოცნიდი, შემდეგ ნაზი მოძრაობით მისი ტანი გავათავისუფლე სქელი, ნაქსოვი სვიტერისგან და ხელები ახლა თმაში შევუცურე. ნიკის გახშირებული სუნთქა საშინლად აღმაგზნებდა და გაჩერება ნამდვილად არ შემეძლო. ფეხზე წამოვაყენე, მის წინ დავდექი ნაზად დავუკოცნე შუბლი, თვალები, ღაწვები, ყელი ... ხელი ნელნელა სახიდან ჩავასრიალე და როცა ხელის გულები მისმა სავსე მკერდმა ერთიანად შემივსო სიამოვნებისგან მთელი კანი დამეხორკა, ისეთი სავსე და მკვრივი იყო ... ხელი მოვუჭირე და სიამოვნებისგან ნიკის წამოაკვნესა.. ის ისეთი მიმზიდველი და სასურველი იყო ! ნელ-ნელა ხელები მის მუცელზე ჩავასრიალე და შარვლის სათავე ფრთხილად შევუხსენი, ნიკი კი მეხვეოდა და ჩემს კოცნას კოცნითვე პასუხობდა. სრულიად გამოუცდელმა არ იცოდა რა უნდა ექნა და ახლა იგი მხოლოდ ინსტიქტს მიყვებოდა. ტანიდან სვიტერი ერთ წამში მოვიცილე და მთლიანად ნიკიზე გადავრთე. შარვალი მალე მოვაცილე მის სხეულს და ჩემს წინაშე ნახევრად შიშველი, თოვლილვით თეთრი, სუსტი, უნაზესი სხეული რომ დავინახე მადიანად დავეწაფე მის ტუჩებს. ერთი ძლიერი მოძრაობით ნიკი ხელში ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე, მე მის ზემოდან მოვექეცი და ნაზად დავუწყე კოცნა. ვიცოდი, ეს მის ცხოვრებაში პირველად ხდებოდა და მინდოდა ეს მომენტები დაუვიწყარი ყოფილიყო მისთვის. კოცნით ჩავყევი მის ყელს, ნეკნებს, მუცელს.. ბოლოს კი უცებ გავათავისუფლე მისი სხეული ტრუსისგან და კოცნაც დავუტოვე. მთელ სხეულს ვუკოცნიდი და ხშირად ვუმეორებდი "მიყვარხარ, მიყვარხარ ნიკი!" მისი გახშირებული სუნთქვა ძალას მმატებდა და უფრო მამაკაცურს მხდიდა. ნეტა მოგესმინათ როგორი ხვნეშა აღმოხდა როცა მის ხელშეუხებელ ვაგინაში შევაცურე ხელი და თითით შევეხე.. "უუხ ! როგორი სველია"- სიამოვნებისგან დამაჟრჟოლა.ნიკის ხელი ჩემს ხელში გავხლართე და მასში შევედი .. რა სასიამოვნო იყო მისი ყოველი რეაქციის ყურება.. სახეს ჭმუხნიდა და ნახევრად პირდაღებული საოცარ ხმებს გამოსცემდა.. ხშირად სუნთქავდა და სიამოვნებისგან ერთიანად სველი იყო.. ახლა ყველაზე მშვენიერი ქალი იწვა ჩემს წინ და დღეიდან, ნამდვილად მზად ვიყავი მისთვის სიცოცხლეც კი დამეთმო.
-როგორ ხარ ?-ვკითხე, როცა ჩვენი გახშირებული სუნთქვა კალაპოტს დაუბრუნდა. ნიკი ჩემკენ გადმობრუნდა,თავი მკერდზე დამადო და მომეხუტა.
-შენ ხო არ იცი როგორი ტკბილი ხარ ! ჩემი გასაგიჟებელი ქალი-ვუთხარი და დაოფლილ შუბლზე ვაკოცე.
-მიყვარხარ-მითხრა და თვალები მილულა. ერთი სიამოვნება იყო მძინარე ნიკის ყურება.. მუდამ ფერმკრთალი, იმ ღამით კიდევ უფრო თეთრი მეჩვენა. ზურგზე იწვა და ერთი ხელი თავთან აეწია.. თავი მუცელზე დავადე და მისი ფეხების ფერებაში ჩამეძინა.


*ნიკი*
თვალების გახელისთანავე გამახსენდა ყოველივე და სიამოვნებისგან გამეღიმა, წამში მოვავლე ოთახს თვალი და ის ის იყო წამოდგომა დავაპირე რომ ოთახში ეკე შემოვიდა.
-დილამშვიდობისა პატარავ-მომესალმა ჩვეული მზრუნველობით და ტუჩებზე სველი კოცნა დამიტოვა.
-სააბაზანო მოვამზადე, წამო-მითხრა, მთლად შიშველი ხელში ამიყვანა და რამდენიმე წამში ცხელი წყლით სავსე ჯაკუზში ჩამსვა, თვითონ კი ზურგიდან დამიჯდა. ნაზად დააფათურებდა ხელებს ჩემს ზურგზე, წელზე, სველ მხრებს მიკოცნიდა და ყურში სასიყვარულო სიტყვებს მეჩურჩულებოდა.. მოკლედ, მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი უმშვენიერესი იყო ! მაშინ რა ვიცოდი, რომ ეს წამები ძალიან კარგად უნდა დამმახსოვრებოდა !

*ერეკლე*
3 უბედნიერესი დღე გავატარეთ მე და ნიკიმ ხევსურეთში, თოვლიან მთებს შორის, პატარა ულამაზეს სახლში. 3 სიყვარულით და ნიკის სურნელით გაჟღენთილი დღე ! რას არ გავცემდი, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელებულიყო, თუმცა მოვალეობები მიხმობდა და იძულებული ვიყავი ამ ზღაპრული სამყაროდან რეალობას დავბრუნებოდი..
რა ხდებოდა თბილისში? მოკლედ, ჩემი უმცროსი ძმა ჩამოდიოდა ამერიკიდან, სწავლა დაასრულა და ხომ წარმოგიდგენიათ ეკატერინე ამ ამბავს როგორ შეხვდებოდა ! საუკეთესო სასტუმროს სააქტო დარბაზი დაიქირავა, ჩამოწერა მოსაწვევი სტუმრების მგონი დაუსრულებელი სია და ახლა დარბოდა ოთახიდან ოთახში სხვადასხვა განკარგულებებით. იმ წამსვე ვინანე თბილისში დაბრუნება, თუმცა რას ვიზამდი? თავი მოვიწესრიგე და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას შევუდექი.
ერთმა კვირამ ისე გაიარა წესიერად ვერც კი მოვახერხე ნიკის ნახვა. ჩემი ძმის ჩამოსვლამდე 2 დღეღა იყო დარჩენილი, როცა ღამით, როგორც იქნა, მოვიცალე და ნიკისთან სახლში მივედი, კარი სადღაც მიმავალმა ქალბატონმა ნინომ გამიღო და ჩუმად მითხრა ისეა გაბრაზებული, ჯობია არ დაენახო თვალითო,შემდეგ დამემშვიდობა და პალტოსა და კაშნეში გახვეულმა კარები მიიხურა. რაც არ უნდა ექნა ჩემი ნახვა მაინც მოუწევდა ნიკის, ამიტომ პირდაპირ მისი ოთახის კარი გავაღე. მაშინვე მომხვდა თვალში ღია კრემისფერ კედელზე დიდი შავ-თეთრი პოსტერი, რომელზეც ვიღაც გოგო და ბიჭი როკ'ენ'როლს ცეკვავდნენ. ოთახში პირსახოცშემოხვეული ნახევრად სველი ნიკი შემოვიდა და ჩემს დანახვაზე ტუჩები მოღრიცა.
-რამდენად უნამუსო ხარ ადამიანო გამაგებინე?-გაბრაზებულმა მიხურა კარები და პირდაპირ სარკიანი პატარა კარადისკენ წავიდა, სველი თმები ჩამოიშალა და უხეშად დაუწყო დავარცხნა.
-ჩემზე გაბრაზებული ძალიან გთხოვ ჯავრს მაგ ანგელოზივით თმებზე ნუ ანთხევ-თითქმის გამეღიმა და ნამვდილად გავიცინებდი ნიკის ბრაზისგან შეჭმუხნილი წარბები რომ არ დამენახა.
-ოოჰ ! დააინტერესა ვაჟბატონს ! ნეტა მთელი კვირა სად იყო?-ბრაზს ანთხევდა ნიკი და თმებს სულ იწიწკნიდა. მის ზურგს უკან ავიტუზე, ფრთხილად გადავუსვი თავზე ხელი, შემდეგ სავარცხალი ჩამოვართვი და მისი გრძელი თმების დავარცხნას შევუდექი.
-ნიკი.. მაპატიე გთხოვ.. პატარავ .. უბრალოდ იმდენი საქმე მქონდა.. ჩემი ძმაც ახლა ჩამოდის და ხო იცი რომ დიდი ამბებია ..-თავს ვიმართლებდი და სველ თმებზე ვეფერებოდი. ცოტა გული მოულბა და ჩემკენ შემობრუნდა. გაბუსხული სახით შემომხედა
-მენატრებოდი-ამოისლუკუნა და ტანზე მომეკრო. სიტყვებით ხომ ვერ აგიღწერთ გული რამხელა სიყვარულით ამევსო.
-კაი, ახლა გადი ჩავიცვამ და სადმე გავისეირნოთ-მალევე მომშორდა და კვლავ მის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა
-ეეე ! ეგ რა წესია ქალბატონო?-აშკარად გავუბრაზდი
-დაიცა, გინდა დედაჩემი გადაირიოს ?-სიცილი აუტყდა და კარადის კარი გამოაღო
-დედაშენი სადღაც გავიდა-დაბნეულად ვუპასუხე.
-ა, უი, დღეს ხო დალიკოს დაბადების დღეა -ჩაილაპარაკა და კარადიდან სქელი სვიტერი და შარვალი გამოიღო.
-ასე რომ, შემიძლია დავრჩე და გიყურო-მაშინვე საწოლის კიდეზე დავჯექი და წარბები ეშმაკურად ავათამაშე.
-ჰჰმმმ, თავხედი ეს !-სიყვარულით ჩაილაპარაკა და როცა პირსახოცი აშკარად დემონსტრაციულად შემოიძრო ჩემს წინ ტრუსის ამარა დარჩა.
-ნუ მიყურებ ეგრე- გაიკეკლუცა და გამომწვევად მოარგო სხეულს შავი გამჭვირვალე ბიუსჰალტერი.
-უუხ რა მადის აღმძვრელი ხარ !-წამში მასთან გავჩნდი და ხარბად შევისუნთქე ნიკის შეუდარებელი სურნელი, ყველა ნარკოტიკს რომ მირჩევნოდა. აზრზე მოსვლაც არ ვაცალე ისე მხურვალედ დავეწაფე მის ტუჩებს და წამში ორივენი საწოლში აღმოვჩნდით.
-გითხარი რომ საუკეთესო ქალი ხარ?-ვუთხარი შესანიშნავი ორგაზმის შემდეგ და სიგარეტი გავაბოლე.
-ნამდვილად არ ხარ ნორმალური-სერიოზულად დამცინა, ადგა და წამში გადაიცვა ტანსაცმელი.
-ნიკი, რაღაც უნდა გითხრა-ვეცადე რაც შემეძლო სერიოზული ვყოფილიყავი, ჩემმა მოჩვენებითმა სახემ გაჭრა.
-რა ხდება?-მაშინვე დაეძაბა ხმა ნიკის და ჩემს წინ ჩამოჯდა საწოლზე.
-რა და..(შეგნებულად ვწელავდი სიტყვებს)- რა..და..
-ოო ამოღერღე ბიჭო !-მიყვირა მოუთმენლად.
-მიყვახარ-ვუთხარი და გადავიხარხარე.
-აუ რა იდიოტი ხარ ერეკლე ყიფიანო !-მიყვირა და რტყმევა დამიწყო. მალევე დავიჭირე და ჩემს სხეულზე გადაწოლილი გულში ჩავიკარი.
-როგორ შემაშინე ეკე !-უკვე გულიანად იცინოდა.
-არა მართლა, სერიოზულად მინდა შენთან ლაპარაკი-ახლა ნამდვილად დავსერიოზულდი, საწოლზე დავჯექი, სვიტერი გადავიცვი და ნიკიც გვერდით დავისვი.
-აღარ მინდა გმალავდე, მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს რომ სამყაროში საუკეთესო გოგო ერთადერთი არსებობს და ისიც ჩემია ! -ნიკი გაფართოვებული თვალებით მიყურებდა და ეღიმებოდა.
-მინდა ზეგ წვეულებაზე ჩემთან ერთად წამოხვიდე, დაე დატკბეს მთელი თბილისური "ელიტა" შენი მშვენიერებით-ბოლო სიტყვები ამაყად წარმოვთქვი და სიამოვნებისგან გამაჟრიალა, როცა გაბღენძლი ბიჭების შურიანი სახეები წარმოვიდგინე.
-მე? იმ წვეულებაზე?-თვალები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისგან.
-ჰო ,რა იყო მერე? შენ რა ადამიანი არ ხარ?
-კი მაგრამ.. იმხელა საზოგადოებაში.. ათასი უცხო ადამიანი იქნება, თან ისეთი დახვეწილები, ლამაზები და განათლებულები.. არ მინდა.. მაშინებს ეგ ხალხი-მითხრა ხმადაბლა და თავი ძირს დახარა.
-ნიკი ! ჩემო პატარა, სულელო ბავშვო.. დარწმუნებული ვარ ყველას მონუსხავ და რაც შეეხება შენს გარეგნობას თავად ვიზრუნებ რომ საუკეთესო იყო, თუმცა მე პირადად ყველაზე მეტად მაშინ მომწონხარ როცა არაფერი გაცვია-გავეკრიჭე ბოლოს.
-აუ რა მეშველება შენს ხელში-მხარზე ხელი მკრა და გაეცინა.
-ანუ შევთანხმდით ჰო?-ხელი გავუწოდე და მისი პასუხის მოლოდინში მუდარით სავსე თვალებით გავხედე.
-კაი ჰო-ხელი ჩამომართვა და ლოყაზე მაკოცა.

მომდევნო დღეს თბილისის ყველა საუკეთესო მაღაზია და ატელიე დავათვალიერე, რაღაც განსაკუთებულს ვეძებდი ნიკისთვის და როგორც იქნა, მივაგენი იმას რაც მინდოდა ! გამყიდველს კაბა და მისი შესაფერისი ფეხსაცმელი ლამაზად შევაფუთვინე და მაშინვე ნიკისთან წავედი. ნიკის ძალიან გაუხარდა როცა ყუთი მივუტანე და ვთხოვე ჩემი წასვლის შემდეგ მოიზომე, მირჩევნია პირველად წვეულებაზე გნახო მაგ ფორმაშითქო, შემდეგ გავაფრთხილე ხვალ ჩემი მძღოლი სალონში წაგიყვანს და იქ მე მოგაკითხავ და გამოპრანჭულს ჩემთან წაგიყვანთქო. ნიკი მაშინვე დამთანხმდა და მადლობის ნიშნად მხურვალე კოცნითაც დამაჯილდოვა.
-რა გადარეული ახალგაზრდები ხართ-ჩაილაპარაკა ქალბატონმა ნინომ და თავისი მოსწავლეების ნაშრომების გასწორება გააგრძელა.
-ჩემი წასვლის დროა, ნახვამდის ქალბატონო ნინო-დავემშვიდობე ამქვეყნად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალბატონის დედას, შემდეგ ნიკის შუბლზე ვაკოცე და სახლში კმაყოფილი წავედი.


*ნიკი*
დილიდან საშინლად ვღელავდი და ნერვიულობისგან ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. როგორ არ ეცადა დედაჩემი ჩემს დაწყნარებას მაგრამ აბა როგორ? მივდიოდი წვეულებაზე, სადაც მთელი თბილისის ნაღები საზოგადოება იქნებოდა თავმოყრილი, თუმცა ამაზე უფრო მეტად ერეკლეს ოჯახის გაცნობის შიში მკლავდა. როგორც გამიგია ქალბატონი ეკატერინე მეტად რთული და თავისებური პიროვნებაა და ნამდვილად მქონდა შიშის საფუძველი. საღამოს 5 საათი იყო, როცა ერეკლეს მძღოლმა მომაკითხა და სალონში წამიყვანა. სტილისტებმა ნამდვილი ქალბატონივით მიმიღეს, როცა მძღოლმა ჩემზე უთხრა ერეკლემ მომაყვანინაო. მოკლედ დაახლოვებით 8 საათი იქნებოდა როცა დამაკიაჟებული, დავარცხნილი თმებით, ულამაზეს კაბაში გამოწყობილი პატარა ჩანთით ხელში სარკის წინ აღფრთოვანებით ვუყურებდი ჩემ თავს და თვალებს არ ვუჯერებდი.
-ქალბატონო ნიკი, ბატონი ერეკლე გელოდებათ-კარი სალონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემოაღო. გული აღელვებისგან ყელში ამომებჯინა, ღრმად ჩავისუნთქე, ერთიც დავტრიალდი სარკის წინ და ეკესთან შესახვედრად გავემართე.
სალონის შესასვლელში იდგა ერეკლე და აშკარად ვერ მალავდა ჩემი დანახვისგან გამოწვეულ გაოცებას. დინჯად მომიახლოვდა
-ღმერთო ! გასაგიჟებელი ხარ ნიკი !-აღტაცებით მითხრა ყურში და იქვე კოცნა დამიტოვა. შემდეგ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მანქანისკენ გამიწვია.
-ნამდვილი ქალღმერთი ხარ !-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ერეკლე და ჩემს ხელს არაფრით უშვებდა, სულ კოცნიდა.
-ღმერთო, არ მჯერა რომ ეს მე ვარ -არანაკლებ გაოცებული ვიყავი.

-ეგეთი შეშინებული სახე ნუ გაქვს ნიკი-დამამშვიდა წვეულებაზე მისვლისთანავე და მთხოვა ბევრი გამეღიმა,რადგან ღიმილი საოცრად მიხდებოდა. მეც მაქსიმალურად მივენდე მას, ხელი ჩავკიდე და პირველი ნაბიჯები გადავდი სააქტო დარბაზისკენ. აღელვებისგან ხელს ისე ვუჭერდი ერეკლე სიცილისგან ფხარკალებდა.
-ამისთვის პასუხს მოგთხოვ-ღიმილით ჩავულაპარაკე და დარბაზში შევედი. იმ წამსვე დამესივნენ ჟურნალისტები და ალბათ წამში მილიონი ფოტო გადაგვიღეს. ყველამ ჩვენკენ გამოიხედა. ღმერთო რამდენი წყვილი თვალი მიყურებდა ! ახლაღა გავიფიქრე რომ ჩემი ზურმუხტისფერი, ტანზე სასწაულად მოყვანილი, მარჯვენა ფეხზე მაქსიმალურად ჩახსნილი თვლებში გაწყობილი კაბა ძალიან პიკანტური იყო და ისე შემრცხვა ვინატრე მიწა გასკდეს და შიგ ჩამიტანოსთქო, მაგრამ ახლა რას ვიზამდი? ვეცადე სიმშიდე შემენარჩუნებინა და ნარნარით გავყევი ხელკავგამოდებულ ერეკლეს.
-ეს ჩემი მეგობარია ნიკა ბერიშვილი, ეს ნათია დოლაბერიძე, ეს თიკა მამედოვი.. მოკლედ სია არა და არ მთავრდებოდა. ისეთი დაღლილი ვიყავი უკვე, არადა ყველა სტუმარს უნდოდა გაეცნო ქალი, რომელიც ერეკლე ყიფიანს გვერდს უმშვენებდა.
-წამო,ჩემები გაგაცნო-ყურში მითხრა ერეკლემ და ჩემს პირდაპირ მდგომ საკმაოდ ასაკოვან წყვილთან მიმიყვანა.
-დედა, მამა, მინდა ეს მშვენიერი გოგონა გაგაცნოთ-უთხრა საოცარი ღიმილით და ჩემზე მიუთითა.
-ეს ნიკია, ჩემი შეყვარებული, ნიკი, ეს დედაა-ეკატერინე წერეთელი, ეს კი მამა-ლევან ყიფიანი-ამაყად წარმომიდგინა მშობლები და მთელ ტანში დამცრა როცა ქალბატონმა ეკატერინემ ხელი ჩამომართვა და დეტალურად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-სასიამოვნოა-რაც შემეძლო გულწრფელად გავუღიმე და ვცადე აკანკალებული ხელი როგორმე დამემშვიდებინა.
-ეს რა ლამაზი გოგო მოგვიყვანე ერეკლე-ბატონი ლევანი აშკარად ბევრად უფრო ლმობიერი აღმოჩნდა.
-უჩემოდ რას შეკრებილხართ?-ზურგს უკან ხმა მომესმა და მალე ჩემ წინ ერეკლესგან რადიკალურად განსხვავებული ახალგაზრდა მამაკაცი გაჩნდა. მამაკაცი წაბლისფერთმიანი, ყავისფერთვალება, საკმაოდ ახოვანი და მიმზიდველი იყო და მაშინვე მიხვდი რომ ეს იყო დემნა ყიფიანი- ეკეს ძმა.
-არ მითხრა რომ ესაა ჩვენი სარძლო-სიტყვა კი ეკეს უთხრა მაგრამ მოჭუტული თვალებით მე გამომხედა და წამში გადამეხვია თითქმის უცნობი სხეული. შემდეგ დამატრიალა და ინგლისური აქცენტით მიმართა ოჯახს.
-ვაააუუ ! ეს ნამდვილი ღვთაებაა-გულწრფელად გამეცინა და დემნას ხელი გავუწოდე.
-სასიამოვნოა მშვენიერო-მითხრა და ხელზე მეამბორა.
ერეკლეს მისმა ფართო სანაცნობო წრემ უხმო და იძულებული გავხდი მარტო დავრჩენილიყავი ჩემი საყვარელი მამაკაცის ოჯახთან ერთად. "რა მეშველება" ვგლოვობდი გულში და გარეგნულად თითქმის შეუმჩნევლად ვიღიმოდი. მსახურმა ბიჭმა სასმლიანი ფოდნოსი მოიტანა და მეც, ეკატერინესა და ლევანის მსგავსად ავიღე სასმელი და ერთი ყლუპი შუშხუნა სითხე მოვსვი.
-ესე იგი მოცეკვავე ხარ?-გამომცდელი მზერა მომაპყრო ეკატერინემ.
-დიახ, ბავშვობიდან ვცეკვავ-ღიმილით ვუპასუხე.
-ნამდვილად ძალიან ლამაზი გოგო ხარ-მითხრა ბატონმა ლევანიმ და ჭიქა მომიჭახუნა შენი სადღეგრძელო იყოსო.
-დედა, მამა?-გააგრძელა "დაკითხვა" ეკატერინემ. უკვე ნამდვილად სული მეხუთებოდა.
-მამა ძალიან პატარამ დავკარგე, დედა ფრანგულისა და რუსულის სპეციალისტია-ვუთხარი მოკრძალებით და კიდევ ერთი ყლუპი შამპანური გადავუშვი ხახაში.
-ჰეი ნიკი !-მხიარული და ქარიზმატული დემნა კვლავ მოგვიახლოვდა და დიდი ხნის ნაცნობივით გადამხვია ხელი, რამაც ძალიან გამაღიზიანა და ვეცადე რაც შეიძლება მალე ჩამომეშორებინა ის.
-ეს სახელი რატომ გქვია? ან საიდან?-როგორც იქნა მომცილდა და ლევანის გვერდით, ჩემს პირდაპირ დადგა.
-დედა ნახევრად უკრაინელია, ნიკი მამამისის საპატივცემულოდ დამარქვა. როგორც ვიცი, ბაბუას მეტსახელად ნიკიტას ეძახდნენ.-მეც განვუმარტე ჩემი სახელის მნიშვნელობა და ალბათ უკვე ჭკუიდან შევიშლებოდი ერეკლე რომ არ გამოჩენილიყო და საცეკვაოდ არ გავეწვიე.
დარბაზის ცენტრში გამიყვანა და სხვა მოცეკვავე წყვილებს შორის დავიწყეთ ცეკვა. ხელებს ჩემს წელზე დააცურებდა და სხვა შემთხვევაში ალბათ სრულ ნეტარებას მივეცემოდი ერეკლესთან ცეკვით განებივრებული, მაგრამ ახლა ნამდვილად უხერხულობას ვგრძნობდი, როცა ამდენი წყვილი თვალი ერთდროულალდ მოგვჩერებოდა.
-სად დამტოვე, გაგიჟდი?-ვეჩურჩლებოდი და ვცდილობდი გამომეტყველებაზე ეს სიტყვები არ ამსახვოდა.
-მერე რა ძვირფასო, ყველაფერს კარგად ართმევ თავს-ჩამჩურჩლა და ერთი კარგად დამატრიალა.
-აუ გიჟი ხარ რა ! -არ ვცხრებოდი და ჩემი ცეკვის ტალანტს ბოლომდე ვაძლევდი გამოხატვის საშუალებას. ცეკვა ერთადერთი რამეა, რასაც შეუძლია ნებისმიერი სტრესი დამავიწყოს და სხვა სამყაროში გადამისროლოს, მეც ბოლომდე მივეცი თავი საყვარელ საქმიანობას და ბოლომდე დავიწყე ტკბობა ამ ულამაზესი წუთებით. როცა ცეკვას მოვრჩი შევამჩნიე ახალგაზრდა ქალბატონების ვნებითა და ღვარძლით სავსე თვალები და ცოტა არ იყოს შევშინდი.
-ერეკლეეეე, როგორ ხარ?-ზურგს უკან ნაცნობი ხმა მომესმა და უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი რომ ქალბატონი ანა ბასილაია კისერზე ჩამოეკიდა ჩემს ერეკლეს. ისე გავბრაზდი ანას თმებით თრევა მომინდა, მაგრამ ამის ნაცვლად ღრმად ამოვისუნთქე და თავაზიანად მივესალმე ქალბატონ ანას.
-გამარჯობათ ანა, მე ნიკი ვარ, თქვენს ანსამბლში ვცეკვავ-ვუთხარი და ხელი გავუწოდე. ერთი კარგად ამათვალიერა მოჭუტული თვალებით და შემდეგ გამიღიმა
-უი, ნიკი ! აქ რას აკეთებ?
-ის ჩემთანაა, ანა, მე და ნიკი შეყვარებულები ვართ-ერთიანად მიახარა ერეკლემ და წელზე ხელი შემომხვია. ქალბატონ ანას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა და ამ ამბით აშკარად არ დარჩა აღფრთოვანებული.
-თქვენის ნევართვით-ერეკლემ თავაზიანად დაუკრა თავი და დარბაზის საპირისპირო მხარეს გავემართეთ. გზაში მგონი მილიონი ახალგაზრდა, ერთიმეორეზე მშენიერი ქალი გადაკოცნა ერეკლემ, ყველა ერთნაირი გალანტურობითა და მთელი მამაკაცური შარმით მოიკითხა.. ერთი შეხედვითაც შეატყობდით, რომ ეს ქალები მზად იყვნენ ყველაფერი გაეღოთ ერეკლესათვის და საჭირო რომ გამხდარიყო ერთმანეთსაც კი დახოცავდნენ. სხვა შემთხვევაში ალბათ ერეკლეს მდგომარეობაში სხვა ნებისმიერ მამაკაცს სერიოზულად დავცინებდი, ახლა კი , როცა საქმე ჩემს პირად კუთვნილებას ეხებოდა, სულაც არ მეცინებოდა და ისე დავიბოღმე ალბათ მალე გავსკდებოდი.
-მასეთი სახით თუ იმოძრავებ ხვალ ყველა ჟურნალში დაიწერება რომ ერეკლე ყიფიანს ბრაზიანი შეყვარებული ჰყავს-ჩამჩურჩულა ეკემ და აშკარა კმაყოფილებით (რომ მე მასზე ვიეჭვიანე) ჩაიხითხითა.

-აჰაა, ესეც წვეულების დედოფალი !-ჩვენთან ძალიან სიმპატიური მამაკაცი მოვიდა და გამიღიმა.
-დათუნა-ძმაკაცს გადაეხვია ერეკლე
-ეს ალბათ ნიკია-სასხვათაშორისოდ იკითხა დათუნამ და ხელზე მეამბორა.
-სასიამოვნოა-მეც მორიდებით გავუღიმე. ღმერთო რა მომაბეზრებელი იყო ეს ამდენი მოწიწება.. ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც სიცოცხლეს მიმწარებდა და ერთი სული მქონდა გამეხადა.
-დაიღალე არა?-რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თვალთახედვიდან არ გამორჩენია ერეკლესაც.
-მალე წაგიყვან-მითხრა მზრუნველად,შუბლზე მაკოცა და ვიღაც საკმაოდ ასაკოვანი მამაკაცებისკენ წავიდა, რომლებიც ხელს უქნევდნენ მოდიო.


-მადლობა მშვენიერო-მითხრა სანამ სახლში ავიდოდი. ღვედი მოვიხსენი, მისკენ მივიწიე, ყურთან ახლოს ვაკოცე.
-მიყვარხარ-ყურში ჩავჩურჩულე და მანქანიდან გადავედი.


თავი 4
*ერეკლე*
ნიკიმ ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა ! ნამდვილად წვეულების დედოფალი იყო და მაშინ კიდევ უფრო გაგიჟებით შემიყვარდა. ყველას ყურადღების ცენტრში თავი ისე დინჯად და გაწონასწორებულად ეკავა ერთი ფიქრი, ეჭვიც კი შემეპარა მთელი ცხოვრება ასეთ სიტუაციებში ხომ არ გაატარათქო. ლევანის და დემნასაც ძალიან მოეწონათ ჩემი არჩევანია, რაც შეეხება ეკატერინეს, ის ცოტა რთული არტილერია იყო და ასე იოლად ვერ დავარწმუნებდი. მთელი დეკემბერი გული გამომიღო
-შვილო, კი ლამაზია გოგოა, მაგრამ რად გინდა ახლა ეგ პატარა და გაუნათლებელი გოგო? არ შეგეფერება. სად ჩვენი ოჯახი და სად მისი? ოჯახი საერთოდ ჰყავს ? ან საერთოდ ეს "ნიკი" რა უბედურებაა !-არ ცხრებოდა და როგორც კი მარტო დამიგულებდა ერთი და იმავეს ჩამჩიჩინებდა.
-დედა, ძალიან გთხოვ პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილებას ! ნიკი არაჩვეულებრივი ქალია და მხოლოდ იმის გამო რომ "არისტოკრატიული" წარმომავლობა არ აქვს, არ ვაპირებ ჩემს სიყვარულზე უარი ვთქვა. ასე რომ ტყუილად ნუ მოცდები !-პასუხი, როგორც ყოველთვის, უცვლელი იყო.
ახალი წლის დღეებში მთელმა სამეგობრომ ვიქ'ენდის გასატარებლად ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ნიკიც გვერდს მიმშვენებდა. ნეტა გენახათ, ყყველა გამვლელის ყურადღებას იმსახურებდა ჩემი ნიკი, ისე მოხერხებულად სრიალებდა თხილამურებით. ზოგჯერ მშურდა კიდეც მისი.. პატარაობიდან ყველას ყურადღებით განებივრებულს ნამდვილად ვერ წარმომედგინა ვინმე თუ დამჩრდილავდა. ნიკი კი ნამდვილი მზე იყო ! კაშკაშა და მცხუნვარე მზე, რომელსაც თუ ძალიან მიუახლოვდებოდი უთუოდ დაგწვავდა, შორიდან კი შეეძო გაეთბე კიდეც. ამას ყველა ჩემი ნაცნობი ხვდებოდა და ყველა ცდილობდი რაც შეიძლება ზუსტად დაეცვათ დისტანცია ნიკისადმი.


-3..2..1 ! გილოცაააავთ !-საოცარი შეძახილები გაისმა ახალი წლის დადგომისთანავე, ფეიერვერკები, შუშხუნები, გემრიელი სასმელი, უმშვენიერესი მუსიკა, ცეკვა,გართობა ! მოკლედ ძალიან კარგ დროს ვატარებდით, თუმცა ჩემთვისსულერთი იყო ეს ყველაფერი, ჩემი ახალი წელიც და დღესასწაულიც ნიკი იყო.
-წამო გარეთ, რაღაც უნდა გაჩვენო-ყურში ჩავჩურჩლე და ხელი ჩავკიდე.
-ვაიმე ! ეს რა არის? ვისია?-გაოცებისგან სახეზე ხელებს იფარებდა ნიკი და წრეებს ურტყამდა სასტუმროს წინ ფერად ბაფთებში გახვეულ "შავ პრინცს"
-ეს მანქანა ჩემი საახალწლო საჩუქარია-ვუთხარი და აცრემლებულს გადავეხვიე
-ვაიმე ! ეკე .. ეს .. ეს შესანიშნავია !-სიტყვებს ვერ პოულობდა და მთელი ძალით მეხუტებოდა.
-კარგი, კარგი, დაწყნარდი. ჯობია ბანტები მოხსნა და დაათვალიერო-ვუთხარი ბოლოს და მანქანისკენ ვუბიძგე. ისიც მაშინვე მიუბრუნდა შავ "Mercedes"-ის მარკის, ბოლო მოდელს და მხიარულად ჩასკუპდა მასში. საჭესთანაც ისეთი საოცარი იყო ეს გოგო ! ნამდვილად მაგიჟებდა.
-ვაი, ახლა რაღა მეშველება?! სხვა სიკეთეებთან ერთად ახლა იმაზე დარდიც მომიწევს ნიკიმ მანქანით რამე არ მოიწიოსთქო-ვუთხარი, როცა გამთენიისას სასტუმროს ნომერში დავბრუნდით
-ნუ გეშინია, ჩემო, გპირდები ჭკვიანად ვივლი-დამამშვიდა და ნახევრად შიშველი ტანზე მომეკრო.

*ნიკი*
ულამაზეს დღეებს ვატარებდით ბაკურიანში, ერეკლეს მეგობრებიც ისეთი კარგები იყვნენ ! დათუნა თინიკაშვილი ნამდვილი ძმასავით შემიყვარდა და ისიც მისი დისგან-ელენესგან არაფრით მანსხვავებდა. ერეკლეს სიურპრიზებს ხომ საერთოდ ჭკუიდან გადავყავდი !
წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველა ერთად ვსაუზმობდით და გულიანად ვიცინოდით დემნას ამერიკული აქცენტით მოთხრობილ ისტორიებზე რომ ერეკლეს ვიღაცამ დაურეკა, ბოდიში მოიხადა და გვერდით გავიდა.
-გისმენთ, დიახ ბატონო ბესიკ.. რა? .. რატომ? .. მე ქალაქში არ ვარ .. დღესვე? .. აუ გამაგიჟებთ რა !-ლამის ყვიროდა ერეკლე, როცა მივუახლოვდი. ყურმილი დაკიდა და გაბრაზებული პირდაპირ გასასვლელისკენ წავიდა. მეც უკან დავედევნე.
-რა ხდება ეკე?
-უნდა წავიდეთ.. უფრო სწორად მე უნდა წავიდე, შენ თუ გინდა დარჩი პატარავ.. არც დათუნა და დემნა და არც გოგონები არ მოგაწყენენ- მითხრა და ჩემოდანში ტანსაცმლის ჩაყრა დაიწყო
-მაცალე, მე ჩავალაგებ-მაშინვე მიხმარება დავიწყე. რა თქმა უნდა, მერჩივნა წავყოლოდი, თუმცა ისე მთხოვეს ბავშვებმა დარჩი შენ მაინც არ დაგვწყვიტო გულიო ხათრი ვეღარ გავუტეხე და ერეკლეს რჩევა გავითვალისწინე.
ერეკლეს წასვლის შემდეგ, კიდევ 4 დღე დავრჩით ბაკურიანში. მართალია, ყველა ძალიან თბილად მექცეოდა და შეიძლება ითქვას ზედმეტად თბილადაც კი.. არ მინდოდა შემემჩნია,თუმცა ზოგჯენ დემნას ზედმეტი სითამამე და გახსნილობა ძალიან მაღიზიანებდა, თუმცა რა უნდა მეთქვა? ჩემი საყვარელი მამაკაცის ძმა იყო და უნდა მიმეღო ისეთი, როგორიც იყო. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი მათთან ერთად კარგი დრო გამეტარებინა,თუმცა გულში სულ ეკეზე ვფიქრობდი, რომელსაც ამ დღეების მანძლზე სულ 2-ჯერ ველაპარაკე, ისიც უცებ მომიკითხა და მალევე დამიკიდა ყურმილი.

თბილისში ჩასულს საოცარი სიურპრიზი დამხვდა ! ერეკლე საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო ! ისე გავბრაზდი, ალბათ სადმე რო წავწყდომოდი ერთს კარგად ვცემდი ! თუმცა რას გავხდებოდი? გულში ჩავიკალი ყველა ეს გრძნობა და დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას. ჩემი ეს მოჩვენებითი სიმშვიდე საბოლოოდ გამიქრა,როცა ერთი ათი დღე ისე გავიდა, ერეკლეს ერთი შეტყობინებაც არ დაუტოვებია. არც ერთი ზარი, არც ერთი როგორ ხარ, მომენატრე, მიყვარხარ და საერთოდ არაფერი ! ყელში ამომივიდა და გადავწყვიტე ოფისში მივსულიყავი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა გამეგო სად იყო და მენახა !
კიბეებზე მივრბოდი, როცა საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი და რომ არ წავქცეულიყავი სახელურებს მთელი ძალით ჩავებღაუჭე, თუმცა რამდენიმე წამში გამიარა.
-ნიკი ! რა დაგემართა დედიკო ! -მომვარდა შეშინებული დედა.
-არაფერია დე.. ნერვიულობის ბრალია, უკვე გამიარა-უცებ მივაყარე და ოფისისკენ გავიქეცი.
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მისი მდივანი ქალი ხელის კვრით მოვიშორე და კაბინეტში შევიჭერი. იქ კი ერეკლე დამხვდა ბატონ ლევანისთან და კიდევ ერთ ბატონტან ერთად. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, როცა კაბინეტში ერეკლე დამხვდა. "ჩამოვიდა?" გონებაში გავიფიქრე და ბრაზისგან სახეზე სისხლი მომაწვა.
-გამარჯობათ.. უკაცრავად.. მე.. ერეკლე, შენი ნახვა მინდოდა-დაბნეულობისგან ძლივს გადავაბი ორი სიტყვა.
-უკაცრავად, ახლავე მოვალ- მიმართა მამაკაცებს და აღელვებული ჩემკენ წამოვიდა, ხელი მკლავში მომკიდა და გარეთ გამიყვანა.
-სად ხარ ერეკლე მთელი 10 დღეა? როდის ჩამოხვედი? და საერთოდ ! რას იშნავს ეს ყველაფერი !-გავკიოდი ბოლო ხმაზე.
-დამშიდდი გოგო ! -ისე უხეშად მიჭერდა მხარზე ხელს, ტკივილისგან წამომაკივლა.
-მტკივა !-მაშინვე მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და ხელი გამიშვა.
-უი, უკაცრავად ! აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-კბილებში გამოსცრა
-რას ნიშნავს აქ რას ვაკეთებ? შენ ხო არ გაგიჟდი ბიჭო? კარგად შემომხედე ! ერეკლე ! მე ვარ .. შენი ნიკი ვარ ! რა გიქნეს ? სხვა ტვინი გადაგინერგეს ამ ათ დღეში?-უკვე აღარ ვყვიროდი.. შიშით ვუყურებდი ერეკლეს ცეცხლივით აგიზგიზებულ თვალებს და მათში ჩემი საყვარელი მამაკაცის დანახვას ამაოდ ვცდილობდი. ის თითქოს გამქრალიყო და მის ნაცვლად ვიღაც უგრძნობი, ბოროტი ადამიანი იდგა ახლა ჩემ წინ.
-ახლა კარგად მომისმინე ! ჩვენი ურთიერთობა შეცდომა იყო,რომლისთვისაც საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარიც მიიღე ! ხომ გაფრთხილებდი ჩემ ცხოვრებაში შენი ადგილი არაათქო? ახლა აქედან წადი და აღარასდროს გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში გასაგებია ?-ბოლო სიტყვა მთელი ხმით მიღრიალა და მკლავებში ჩაბღაუჭებულმა ერთი კარგად შემანჯღრია.
სრულ ეიფორიაში ვიყავი, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, აღარაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი, ყელში მომდგარი ბურთი მახრჩობდა. როგორც კი სხეულმა თავისუფლება იგრძნო მაშინვე გამოვიქეცი ! მნიშვნელობა არ ჰქონდა არაფერს.. საშინელებას ვგრძნობდი.. უფრო სწორად ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი ! მივრბოდი საშინელ ყინვაში და სიცივეს ვერ ვგრძნობდი. ცრემლებში ვიხრჩობოდი და გული ყელში მებჯინებოდა ტირილით.

***
რამდენიმე დღე ოთახიდანაც კი არ გამოსულა.
"არა, რაღაც მოხდა ! ჩემი ერეკლე ასეთი არ არის.. ის არასდროს გამიმეტებდა ასე ბოროტად .. აუცილებლად უნდა გავარკვიო რა მოხდა.. ნუთუ მატყუებდა? მართლა თამაში იყო ეს ყველაფერი? .. მეც, რა მეგონა.. მისთვის ახალი, გემრიელი ხილი ვიყავი, რომლითაც საკმარისად დატკბა და ახლა დაუბრუნდა მის ჩვეულ ცხოვრებას? დავიჯერო ყველაფერი ტყუილი იყო? სულ ყველაფერი ? ... " ფიქრობდა საბრალო გოგონა და დღეს და ღამეს ტირილში ატარებდა.

მაშინ, როცა მთელი ერთ კვირიანი დაეჭვების შემდეგ, დაბნეული ნიკი სააბაზანოში ნერვიულად წინ და უკან დადიოდა და ფეხმძიმობის ტესტს ხელში უხეშად ათამაშებდა, ბატონი ერეკლე ქათქათა პერანგის საყელოს სარკის წინ დინჯად ისწორებდა.
"რა ვქნა? ღმერთო ! ფეხმძიმედ ვარ ! აუციელბლად უნდა გავაგებინო ერეკლეს ! დარწმუნებული ვარ მაშინვე დამიბრუნდება.. ხო, ხო ასე იქნება ! მას ვუყვარვარ და ვერ მოითმენს,როცა გაიგებს, რომ შვილი გვეყოლება! მაგრამ როგორ? მას ხომ ჩემი დანახვაც არ უნდა.. როგორ მოვიქცე? სახლში მივაკითხავ !"-ფიქრობდა ნიკი და სასწრაფოდ იცვამდა ტანზე, მაშინ კი ბატონი ერეკლე ხალხით სავსე დარბაზში ქალბატონი ანა ბასილაიას გვერდით იდგა და ცდილობდა, რაც შეეძლო ბუნებრივად მოქცეულიყო, დრო და დრო კი ქალს წელზე ხელს ხვევდა და ჟურნალისტებს უღიმოდა.
როცა ნიკი მანქანაში ჩახტა და მთელი სიჩქარით გაემართა დიდებული სახლისკენ
ერეკლე და ანა ხალხისგან მოლოცვებსა და კეთილ სურვილებს ბედნიერი სახეებით ისმენდნენ და დრო და დრო ყლუპავდნენ შუშხუნა სასმელს მაღალი ბოკლებიდან.
მაშინ, როცა ნიკიმ გიჟივით დაუწყო ერეკლეს დიდებული სასახლის დიდებულ კარს დაკაკუნება, ერეკლე ყიფიანმა კითხვაზე "თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ქალბატონი ანა ბასილაია" თანხმობა განაცხადა და ღრმად ამოისუნთქა...

*ნიკი*
სახლის კარებს მთელი ძალით ვაბრახუნებდი და აღარაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა,რაც შეიძლება მალე მეთქვა ერეკლესთვის ჩემი ფეხმძიმობის შესახებ. დარწმუნებული ვიყავი ერეკლე სიხარულისგან გაგიჟდებოდა და მაშინვე მორჩებოდა ამ გამოგონილ თამაშს !
-ნიკი? აქ რას აკეთებ?-კარები როგორც ყოველთვის გამოწკეპილმა დემნამ გამიღო.
-ერეკლე სადაა?-მაშინვე მივახალე და სახლში ისე შევვარდი ნებართვა არც მითხოვია.
-ერეკლე ! ეკე !-დავიწყე ყვირილი და მისაღებ ოთახში შევვარდი.
-ნიკი.. ის სახლში არაა. შენ რა არაფერი იცი?-დემნა მომიახლოვდა.
-რა უნდა ვიცოდე?-მივუბრუნდი და წარბებშეჭმუხნილი მივაშტერდი.
-ერეკლე ახლა იუსტიციის სახლშია, ცოლი მოჰყავს-უდარდელად მომახალა დემნამ. ეს სიტყვები ნამდვილად მეხის გავარდნას გავდა ! ვიგრძენი როგორ მიმისუსტდა ძალა მთელ სხეულში, თვალები დამებინდა და ერთიანად ავკანკალდი.
-რა? მატყუებ ! რატომ მატყუებ ბოროტო ? შენც გინდა რომ სამუდამოდ დავშორდეთ არა? ვიცი რომ ჩემი ერეკლე მაგას არასდროს გააკეთებს !-ვღრიალებდი ბოლო ხმაზე და დემნას მუშტებს ვურტყამდი.
-ნიკი დამშვიდდი ! მე არ გატყუებ ! უნდა დაიჯერო ჩემო გოგონავ რომ ჩემ ძმას არასდროს ყვარებიხარ ! შენ უბრალოდ კარგი გატაცება იყავი მისთვის, მორიგი გასართობი ! ღმერთო, რა სულელები ხართ ქალები ! როგორ შეგეძლო, წამით მაინც გერწმუნა, რომ თვით ბატონი ერეკლე ყიფიანი შენისთანა პატარა გოგონათი როდესმე სერიოზულად დაინტერესდებოდა.. ის გატყუებდა, კარგად ერთობოდა და როცა საბოლოოდ მობეზრდი, თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა !-თითოეულ სიტყვას ხმამაღლა და მკვეთრად მეუბნებოდა და უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა ჩემთან.
-არა, მატყუებ ! ნამდვილად მატყუებ !-ახლა უკვე ჩემთვის ვიმეორებდი ამ სიტყვებს, ხმადაბლა და თავს ვიქნევდი გაჩუმდითქო. ის კი არ ჩერდებოდა და უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
-მეკი, ჩემო ნიკი ! დანახვის წუთიდან შემიყვარდი ! დაივიწყე ჩემი იდიოტი ძმა და შემომხედე ! მე მიყვარხარ !-ისე ახლოს იდგა ჩემთან მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი სახეზე და მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი რომ ნასვამი იყო. სასმლის სუნით ყარდა და უკვე გულის ამრევი ხდებოდა.
-რაებს ბოდავ ! ახლავე გამიშვი !-ავკივლდი როგორც კი წელზე ხელები მჭიდროდ შემომხვიდა და მისკენ მთელი ძალით მიმიზიდა.
-დაწყნარდი, პატარა გოგო ! მე შემიძლია მთელი სიყვარული მოგიძღვნა-მეუბნებოდა და მის ბინძურ ტუჩებს ჩემს სახეზე დაასრიალებდა. მისგან თავის განთავისუფლებას ვცდილობდი, ვფართხალებდი, ვკიოდი მაგრამ მშველელი არსად ჩანდა. ჩემი ჭირვეულობისგან გაღიზიანებულმა ხელი მკრა, იატაკზე დამაგდო, წამში ჩემს ზემოდან მოექცა და გიჟივით დაეწაფა ჩემს სხეულს. ვტიროდი, ვყვიროდი, ხელ-ფეხს ვიქნევდი, მაგრამ რას გავხდებოდი? მის მკლავებში ერთიანად დაბმული ვერაფერს ვაკეთებდი. ის კი გიჟივით მკოცნიდა და როცა ხელის ერთი მოძრაობით შემომახია მაისური ჩემს მკერდს დაეწაფა. ნამდვილად არ ვიცი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს.. უცებ ჩემს თავთან დიდ ლარნაკს მოვკარი თვალი, სიმწრით მოვიხელთე და მთელი ძალით ჩავარტყი საძაგელ სხეულს. წამში ეს მძვინვარე ცხოველივით გამხეცებული სხეული ჩემზე გადმოგორდა და ხელის ერთი კვრით გავითავისუფლე მისგან თავი. ბოლო ხმაზე ვტიროდი, ვეღარაფერს ვარჩევდი, ერთ წამში მთელი სამყარო თავზე ჩამომენგრა ! ფეხები ბანცალით გავედი გარეთ და სირბილით გავუყევი გზას ნახევრად შემოხეული ტანსაცმლით. როგორც კი რომელიღაც ჩიხამდე მივაღწიე და მივხვდი რომ საფრთხე აღარ მემუქრებოდა, იქვე, შუა გზაზე, ხელები მუცელზე მჭიდროდ შემოვიხვიე და ისტერიკული ტირილით ჩავიკეცე.


იანვრის საშინლად სუსხიანი საღამო იდგა. თბილისში კოკისპირულად წვიმდა და საბრალო, განადგურებული გოგონას ცრემლები წვიმის წვეთებს ერთვოდა ...


თავი 5
საწოლზე ვიწექი.. ის მოშორებით, ჩემ წინ, სრულიად შიშველი იდგა. შორიდანაც მწვავდა მისი თეთრი, უნაკლო სხეული. ოთახში მშვიდი მუსიკა ისმოდა. ყველაზე სასურველი სხეული მელოდიას ნარნარით ჰყვებოდა, გრძელ, ცეცხლმოკიდებულ კულულებს ჰაერში დააფარფატებდა და მისი თმების სურნელება შორიდანაც კი მაბრუებდა..
-ნიკი,მოდი ჩემთან-ვეხვეწებოდი ქალს.. ის კი თვალებში მიყურებდა და ცეკვას განაგრძობდა.
-საყვარელო.. მოდი.. გთხოვ-უკვე სიმწრისგან მაკანკალებდა, ისე მინდოდა შევხებოდი მის სათუთ, პრიალა ვაგინას .. ქალი კი საერთოდ არ მისმენდა... ბოლოს მომიახლოვდა, მისი ხელები ჩემი შარვლის სათავეს შეეხო, უმალ მოაშორა ზედმეტი მატერია ჩემს სხეულს და მალევე ჩემს მამაკაცურ ღირსებაზე შემოსკუპდა.. წრიულ მოძრაობებს აკეთებდა ქალი ჩემს ასოზე შემომჯდარი და სიამოვნებისგან ოხრავდა.. თავი უკან ჰქონდა გადაწეული და საოცრად კვნესოდა.. ოოხ, როგორი საოცარი იყო მისი ყოველი მოძრაობა ! როგორ მინდოდა შევხებოდი ! მაგრამ ხელებით საწოლზე ვიყავი მიბმული და არ შემეძლო შევხებოდი მის მკერდს.. მეკოცნა და ენითა და კბილებით მეწვალებია მისი ძუძუს თავები.. მინდოდა ჩემი ენით შევხებოდი სხეულის ყველა ნაწილზე და მისი კანის მადისაღმძვრელი გემო გამესინჯა.. როცა გაათავა, წამში მოშორდა ჩემს სხეულს..
-არ წახვიდე ნიკი.. ნიკი ! არ დამტოვო !-ვემუდარებოდი, ის კი თვალებში მიყურებდა და ჩემი ტანჯვის ყურებით ტკბებოდა.
-ნიკი, დარჩი ჩემთან, გთხოვ !-კვლავ ვემუდარებოდი, ის კი ნელ-ნელა უკან იხევდა,ისე რომ თვალსაც კი არ მაშორებდა და რამდენიმე წამში ნისლში გაუჩინარდა.
-დამშიდდი ! საყვარელო ! დაწყნარდი.. ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო-ნაცნობი ხმა შემომესმა, დაბნეულმა გავახილე თვალები და როცა ლანა დავინახე დავწყნარდი.
-ყველაფერი რიგზეა-მითხრა ქალმა და წყალი მომაწოდა. მეც სულმოუთქმელად გამოვცალე მთელი ჭიქა წყალი და ბალიშზე დავემხე.
-ნუ გეშინია, ყველაფერმა გაიარა, მე შენთან ვარ-მითხრა ქალმა, გვერდით მომიწვა და ხელებით წელზე გადამეხვია. მეც შემოვხვიე ხელები და თვალები შიშით დავხუჭე.
დაძინება მინდოდა, თუმცა უკვე მერამდენე ღამეს თეთრად მათენებინებდა ნიკის ზმანება ! ასე თუ გაგრძელდებოდა უსათუოდ გავგიჟდებოდი.. ნიკიზე ფიქრი წამითაც არ მტოვებდა.. მენატრებოდა, ყველა ქალში ნიკის სურნელს ვეძებდი, ყველა ღიმილში ნიკის ღიმილს, ყველა გამოხედვაში ნიკის ჭაობისფერ თვალებს.. თუმცა ნიკისავით არცერთ ქალს არასდროს გამოუხედავს ჩემთვის ...

-მზად ხარ ?-ჩემს წინ საოცრად ლამაზი, დახვეწილი და კრემისფერ კაბაში გამოწყობილი ლანა იდგა. ჩემი მორიგი საყვარელი, თუმცა არა ! ის უფრო მეგობარი იყო,თუმცა, რა თქმა უნდა, სექსიც გვქონდა.
-ჰო, წყალს დავლევ და გავიდეთ-ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი.
-ხო იცი, დღევანდელი აუქციონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.. არ მინდა დავაგვიანო, თან ძალიან ვღელავ.. ძალიან მაინტერესებს ფონდის ახალ დირექტორად ვის დანიშნავს საბჭო-მითხრა საქმიანად და პატარა სარკეში დაიწყო ყურება.
-ვიცი, ვიცი ლანა -თვალები გადავატრიალე და ცივი წყალი მუცელში გადავუშვი. ვერაფრით ვხვდებოდი რა აჩერებდათ ამ ქალებს ჩემს გვერდით, როცა ყველა მათგანმა იცოდა არ მიყვარდა და მეტიც, ისიც კი იცოდნენ რომ ყოველ ღამით ძილს ნიკის სიზმრები მიფრთხობდა და როცა მათთან ვიწექი, მაშინაც ნიკიზე ვფიქრობდი.
თუმცა, სულაც არ მადარდებდა მათი აზრები. იძულებითი ქორწინების დაწყების დღიდან, ანუ იქედან, როცა ნიკი სამუდამოდ დავკარგე- ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჩემთვის ყველა ქალი ერთი იყო-საშუალება, რომ დამეკმაყოფილებინა მამაკაცური ჟინი ! მათი უმეტესობის სახელიც კი არ ვიცი. აი ასე, 2 კვირით ან 1 თვით ვრჩებოდი თითოეულ მათგანთან და ბოლოს ვტოვებდი. რა მინდოდა არც მე ვიცი, ყველა ქალში ნიკის ვეძებდი და რომ ვერ ვპოულობდი იმედგაცრუებებს სასმელსა და ახალ ქალში ვახშობდი.

უმშვენიერესი საღამო იყო.. როგორც ყოველთვის, ეს მომაბეზრებელი, გულის ამრევი საზოგადოება, მთელი თავისი ვითომდა დახვეწილი მანერებით.. ბრენდებით დამალული მახინჯი სულებითა და სახეზე მიმკვდარი ღიმილებით აქ იყო თავმოყრილი. აუქციონი ნამდვილად წარმატებით მიმდინარეობდა.
სცენაზე საბჭოს ახლანდელი უფროსი ავიდა და მოხდენილად გაგვესაუბრა.
-ახლა კი, მინდა ჩვენი ფონდის ახალი დირექტორი წარმოგიდგინოთ. იგი თქვენთვის არც ისე ნაცნობია, სპეციალურად ფონდისთვის მოვიწვიეთ უკრაინიდან, მაგრამ თქვენ მალევე დარწმუნდებით რომ ის ნამდვილად თავისი საქმის სპეციალისტია !-კმაყოფილებით გვითხრა საკმაოდ ხნიერმა ნატალია ორბელიანმა და სცენაზე უცნობი ქალბატონი იხმო.
განცვიფრებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, მთელ სხეულში ძალა დავკარგე, ამ სამყაროს წამში გამოვეთიშე და გული ლამის საგულედან ამომივარდა როცა სცენაზე ჩემი ნიკი დავინახე ! ნიკი ! ჩემი მთავარი მანათობელი ვარსკვლავი ! ახლა ჩემ წინ , ძალიან ახლოს იდგა შემაღლებულ სცენაზე და სამადლობელ სიტყვას ამბობდა. ღმერთო, ნეტა შემეძლოს იმ სილამაზის აღწერა, რასაც ეს ქალი ატარებდა. მთელი დარბაზი მონუსხულივით უსმენდა ჩემს ნიკის.. ის ისეთი დამშვენებული, ქალური იყო..თავდაჯერებული და ამაყი ! ჩემი პატარა გოგონა ნამდვილ "კარალევად" გადაქცეულიყო ! რიჟა კულულები სადად ჰქონდა აწეული და მთელი სახე კარგად უჩანდა. მის უნაკლო სხეულს შავი სადა კაბა ამშვენებდა, რომელშიც სავსე მკერდი კიდევ უფრო გამოკვეთილად ეტყობოდა და მის თლილ, წყვილ ფეხს საოცარ სინატიფეს ჰმატებდა ტანზე მომდგარი, მუხლამდე ზომის კაბა. ნიკიმ სიტყვა დაასრულა თუ არა დარბაზში გამაყრუებელი აპლოდისმენტები გაისმა. იგი მაშინვე ჩამოვიდა სცენიდან და სტუმრებში გაირია. როგორ მკლავდა მისი ახლოდან ნახვის სურვილი ! მე ხომ მთელი ეს დრო მხოლოდ მასზე ვფიქრობდი ! სიზმარშიც, ცხადშიც მხოლოდ ის მელანდებოდა და მისი მოგონებებით ვსულდგმულობდი.მაგრამ არა ! იძულებული ვიყავი, როგორც გამოჩენილი ოჯახის შვილს შემეფერებოდა აჟიოტაჟი არ ამეტეხა და ლანას გაუთავებელი ლანძღვისთვის მესმინა.
-გავგიჟდები რა ! რა მეტიჩრობა იყო ამ ქალბატონის უკრაინიდან მოწვევა-უკმაყოფილოდ გაიქნია ხელები ჰაერში იქვე მდგომმა დედაჩემმა და მოჩვენებითად გაუღიმა გვერდით მდგომ ქალბატონებს. თუმცა მალე საზოგადოებას ახალი სალაპარაკო მიეცა, როცა დარბაზში სრულიად უცნობი, აშკარად უცხოელი ახალგაზრდა წარმოსადეგი მამაკაცი შემოვიდა. პირველივე ნაბიჯებიდან ქალბატონების ყურადღება მიიქცია, თუმცა თავიდანვე ეტყობოდა მას რჩეული უკვე ჰყავდა. "ოღონდ ნიკი არა.. ოღონდ ნიკი არა.." ვიმეორებდი გულში და ნიკისაკენ მიმავალ მამაკაცს თვალებით მივყვებოდი. გული გადამიტრიალდა როცა მამაკაცი ნიკისთან მივიდა და ჩახუტებულმა ჰაერში დაატრიალა. რა თქმა უნდა, დარბაზში ამასაც აპლოდისმენტები მოჰყვა, მე კი გული მეწურებოდა, ბრაზისგან სუნთქა მიჭირდა და ტკივილისგან სახე მეკრუნჩხებოდა. ბოდიში მოვიხადე და საპირფარეშოში გავედი. მუშტები მთელი ძალით დავარტყი ხელსაბანზე და სახეზე ბევრი ცივი წყალი შევისხი. "დამშვიდდი ! არ შეიძლება აფეთქება ! ახალი სკანდალი არ გჭირდება !"- ვიწყნარებდი თავს და სარკეში საკუთარ თავს თითის ქნევით ვემუქრებოდი, კიდევ ერთხელ რომ გაბედო ნიკისთან მიახლოვება და მის ცხოვრებაში ჩარევა ვერ გადამირჩებითქო. საბოლოოდ დავიმშვიდე თავი და დარბაზში გავედი, სადაც ყველას მხიარული შეძახილები ისმოდა.
-ნიკი-სცენაზე წვეულების უცნობი სტუმარი იდგა და ნიკის ეძახდა. ისიც მალევე დავლანდე შორიდან სცენაზე. მამაკაცი რუსულად ლაპარაკობდა (რა თქმა უნდა რუსული ჩვენს "ელიტაში" ყველამ იცის, ამიტომ ეგ დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა)
-თანახმა ხარ ცოლად გამომყვე ?- მთელ სხეულში გამცრა ამ ფრაზის გაგონებისას და სმენად გადავიქეცი. "არა ! არა.. ნიკი ოღონდ ეგ არა !"-ვლუღლუღებდი და გასასვლელ კედელს ვებღაუჭებოდი.
-ვლად ! ღმერთო.. თანახმა ვარ !-მიახარა აღფრთოვანებულმა ნიკიმ და მამაკაცს გადაეხვია. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბები ატყდებოდა ხალხში. ყველა ულოცავდა წყვილს, მე კი სიმწრისგან გარეთ გამოვვარდი და იქაურობას მოვცილდი. სიბრაზისგან საჭეს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი და ახლა, როცა ჩემი საყვარელი ქალი სხვა მამაკაცზე ქორწინდებოდა (რისი სრული უფლებაც ჰქონდა), და თან ისე, რომ მე არაფრის გაკეთება შემეძლო, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. სასწრაფოდ დათუნას ნომერი ავკრიბე.
-დათუნა ! სასწრაფოდ მჭირდები !-მივახალე ბოლო ხმაზე და ჩემს კაბინეტში დავიბარე.

-რა ხდება? რა ჯანდაბა გჭირს ბიჭო?-20 წუთში გადარეულივით შემოვარდა დათუნა თინიკაშვილი.
-ნიკი აქაა ! -ვუთხარი და მთელი ჭიქა ყინულიანი "Glendfidich" -ი გადავუშვი ყელში.
-დამშვიდდი ბიჭო, რა დღეში ხარ !-დათუნა გვერდით მომიჯდა.
-დავმშვიდდე? როგორ აბა? დათო ! ნიკი თხოვდება !-ეს სიტყვები რომ ვთქვი ისეთი შიში ვიგრძენი..
-სასწარფოდ უნდა გავიგო ვინაა ! რას წარმოადგენს და რა უფლებით ეხება ჩემს ნიკის!
-შენ ბიჭო მთლად გარეკე ხო ? რა უფლებით ითხოვ პასუხს? ნიკი თავისუფალი ქალია და ვისაც უნდა იმას გაყვება !-დათუნამ ერთი კარგად შემანჯღრია და თვალებში ჩამაშტერდა.
-მომისმინე, ძმაო, ვიცი რომ საშინელებას გეუბნები, მაგრამ ჯობია ნიკი სამუდამოდ ამოიგდო თავიდან ! შენც კარგად იცი რომ ყველასთვის ასე აჯობებს !-ამ სიტყვებზე ყველაფერი გამახსენდა და მოგონებებში დავბრუნდი.

***
5 წლის წინ. ზამთარი.
ჩემი ადვოკატის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გავხდი ბაკურიანიდან წამოვსულიყავი. ცოტა კი გამიკვირდა, ყველამ იცოდა რომ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ვიყავი წასული (ასეთ დროს არავინ და არაფერმა არ უნდა შემაწუხოს, ყველამ იცის) მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული იყო.
-მოკლედ, ერეკლე ძან დიდ შარში ხარ !-არც კი მომსალმებია ისე დაიწყო პირდაპირ საქმეზე საუბარი.
-რა ხდება? რას გამომაქციეთ ბაკურიანიდან?-ვბრაზობდი, ეს როგორ მაკადრესთქო.
-რას გამოგაქციეთ კი არა ! შენც და შენი გოგოც რო ცოცხლები ხართ მადლობა თქვი !-ხმამაღლა დამიყვირა ბატონმა ბესომ და მანიშნა დაჯექიო. მეც მის ბრძანებას დავემორჩილე.
-ბატონი რევაზი ალბათ კარგად გახსოვს. (გარკვევით დაიწყო საუბარი ბესომ)- ალბათ, არც იმის შეხსენება გჭირდება რომ 4 წლის წინ სწორედ მაგ კაცმა გადაგარჩინა და ალბათ თქვენი მოლაპარაკებაც გახსოვს. -რა თქმა უნდა, ყველაფერი მახსოვდა. ბიზნესის გაფართოვებისთვის მიწა მჭირდებოდა და ბატონმა რევაზმა თავისი მიწა შემომთავაზა (ოჯახებით ვახლობლობდით და უხეშად რომ ვთქვა მათხოვა მიწა 2 წლით) ახალი ჯიშის ყურძენი უნდა დამერგო და ახალი ღვინო გამეტანა საზღვარგარეთულ ბაზარზე. რადგან, ამ ყველაფერს დიდი ყურადღება ჭირდებოდა და მე ნამდვილად არ მქონდა იმდენი დრო, რომ ესპანეთში ყოველ კვირას მევლო და ყველაფრისთვის ზედამხედველობა გამეწია, დახმარება იქ მცხოვრებ მამას უახლოეს მეგობარს ვთხოვეთ. ისიც მეღვინე იყო და მამას რჩევით გამოდგებოდა ამ კანდიდატურისთვის. ამიტომ გულდამშვიდებით მივენდე ბატონ ანზორს, მან კი მიღალატა. იმ მოსავლის იმედით, რომელიც იმ მიწიდან უნდა მიმეღო, ბრიტანელ და ფრანგ მეღვინეებთან კონტრაქტი გავაფორმე და თანხის ნაწილიც მივიღე წინასწარ, დამიჯერეთ ეს თანხა იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე წარმოიდგენთ. დაახლოვებით მილიონი ამერიკული დოლარი. თუმცა, აღმოჩნდა რომ ბატონმა ანზორმა ჩვენი ნდობით ბოროტად ისარგებლა და ჩემს მიწაზე ყურძნის ნაცვლად ნარკოტიკების პლანტაცია გააშენა, თანაც არალეგარულად. რადგან მიწა დროებით ჩემს სახელზე იყო, ალბათ ხვდებით პასუხს ვისაც მოთხოვდნენ, აქეთ უცხოელი პარტნიორები, რომლებიც მილიონის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ ! ბატონმა რევაზმა კი ჩემი პრობლემები მოაგვარა. მილიონი დოლარი მასესხა ვალისთვის, ხოლო ესპანეთში მთავრობის ხალხთან ახლობლობის საშუალებით ჩემი საქმე "მიჩქმალა".
-მახსოვს, აბა არ მახსოვს? -მივაყარე უცებ, როგორც კი გონს მოვედი.
-მისი შვილი თუ გახსოვს? -გამომცდელად გამომხედა. არადა, ყველამ კარგად იცოდა, ანა ბასიალაიას პატარაობისას ვუყვარდი და იმასაც ამბობდნენ დღემდე უყვარს ერეკლეო, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. ჩემი ოჯახიც სულ ჩამჩიჩინებდა ანაზეც და მამამისიც ერთადერთი რის გამოც ჩემდამი კეთილგანწყობილი იყო ანას ჩემდამი გრძნობები იყო, მაგრამ მხოლოდ მათი სურვილის გამო ვერ შევიყვარებდი იმას, ვინც არასდროს მაინტერესებდა.
-და რა შუაშია აქ ანა?-საერთოდ დავიბენი.
-მოკლედ აღარ გავწელავ და გეტყვი. ქალბატონი ანა 3 დღეა ისრალეში გადაიყვანეს და როგორც დამირეკეს სულ შენს სახელს იმეორებსო.დღეს დილით ბატონმა რევაზმა დამირეკა, ბოლო ხმაზე ყვიროდა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ერეკლეო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. გასულია ქალაქიდან და ვერ დავუკავშირდებითთქო. "არ მაინტერესებს ! ჩემი ერთადერთი შვილი ცუდადაა და მაგ ვაჟბატონის ნახვა უნდა, სულ მის სახელს იმეორებს დღე და ღამ ! ახლავე გაარკვიეთ სადაა და ჩამოიყვანეთ ! თორე იცოდე ძვირად დაგიჟდებათ თქვენც და ყველა ერეკლეს ახლობელსო" მომაყარა და გამითიშა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა ბატონო ერეკლე, ასეთი გამწარებული რეზო ჯერ არასდროს მინახავს. კიდევ შევიკავებდი თავს, მაგრამ როცა ესენი გადმომიგზავნა ძალიან შევშინდი- დაასრულა თავის მართლება ბესომ და დიდი კონვერტი გადმომცა. მთელი სხეული ამიკანკალდა როცა ნიკის ფოტოები ვნახე. როგორ გამოდის სახლიდან, როგორ მიდის რეპეტიციაზე, როგორ სადილობს მეგობრებთან ერთად, როგორ ვართ ერთად ქუჩაში, მანქანაში.. ყველგან ! მან ნიკის და ჩემი თითოეული ნაბიჯი ზეპირად იცოდა.
-ღმერთო.. ნიკი !-სასწრაფოდ მასთან წასვლა მოვინდომე, თუმცა ბატონი რეზოს ზარმა შემაჩერა.
-როგორც იქნა იკადრე ქვეყნიერებაზე დაბრუნება ! -ჩვეულად ხმამაღლა საუბრობდა, თუმცა ახლა ბევრად უფრო მკაცრად.
-ბატონო რევაზ.. რა ხდება ? ვწუხვარ ანას გამო-გულწრფელად გამოვხატე მწუხარება, მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო ანა თუ ავად გახდა?
-ახლავე უნდა ჩამოხვიდე ! ანა ჩემი ერთადერთი შვილია, მთელი 2 დღეა შენს სახელს იმეორებს ! არ მაინტერესებს ! უნდა ჩამოხვიდე !-ღრიალებდა.
-მე ვერ ჩამოვალ ბატონო რევაზ, თან მე რა შუაში ვარ ? ეგებ სხვას გულისხმობს? ანასთან მხოლოდ მცირედი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. თქვენც კარგად იცით, რომ უკვე რამდენიმე თქვეა მყავს გვერდით საყვარელი ქალი და ის ნამდვილად არაა თქვენი შვილი.
-ბიჭო ! მომისმინე ახლა შენ ! იმედია ბესომ ფოტოები გაჩვენა ! ძალიან კარგადაც ვიცი ეგ გოგო ვინცაა ! ახლავე წამოდი თორე მე ! რევაზ ბასილაია გპირდები რომ მაგ ვიღაც გოგოს ცხოვრებაში ვეღარ ნახავ თვალით !-ეს მითხრა და ვიდეო რგოლიც დასრულდა. მაშინვე მივიღე ფოტო, ნიკი, ბაკურიანში სასტუმროს ნომრის აივანზე ზის. ადგილზე გავიყინე იმის წარმოდგენაზე, რომ ნიკის რამეს დაუშავებდნენ. სხვა რა გზა იყო, ისრაელში პირველივე რეისით გავფრინდი. იქ კი სიტუაცია ბევრად უფრო დამძიმდა. აღმოჩნდა რომ ქალბატონი ანა ფეხმძიმედ იყო, არც კი ვიცი ვისგან. როგორც გავარკვიე, იმ ვიღაცამ მოატყუა და მიატოვა. ეს კი ბავშვის მოშორებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. არადა, რამდენი ხანი მოახერხებდა თბილისური "ელიტის" "ღირსშესანიშნავი" ქალბატონი ამ ამბის დამალვას? ამიტომ, ბატონმა რევაზმა ვალის დაბრუნება ასე მომთხოვა !
-ან ჩემს შვილს ცოლად მოიყვან, ან გეფიცები ! აი, ანას თავს გეფიცები ! იმ შენს ნიკის მოგიკლავ ! და ესპანეთის ამბებსაც გავამჟღავნებ ! კარგად იცი, როგორც მივჩქმალე ის საქმე ისე შემიძლია მისი გამოაშკარავება! ხოლო, თუ ანას ცოლად მოიყვან და ამ სირცხვილისგან დაიფარავ არც იმ მილიონს მოგთხოვ და საერთოდ გავაქრობ იმ დოკუმენტებს ესპანეთში. იმ ნიკის თუ ვიღაცაა კი სამუდამოდ დავანებებ თავს! -ჩუმად, მაგრამ მკაცრად მელაპარაკებოდა და გამომცდელად მიყურებდა. "ნიკის მოგიკლავო?" ეს სიტყვები გონებას რომ ჩაწვდა ადგილზე გავიყინე. სულ არ ვღელავდი ჩემს თავზე მაგრამ ნიკი? ჩემი ნიკი? ის რა შუაში იყო საერთოდ? ანასა და ჩემს ქორწინებაზე იყო ნიკის სიცოცხლე დამოკიდებული?
მთელი 2 დღე ვფიქრობდი.. ან რა უნდა მექნა? რაში მეპოვნა გამოსავალი? ისიც ვიფიქრე, ნიკის ხელს მოვკიდებ და გავიქცევითქო, მაგრამ სად გავექცეოდი ამ გაბოროტებულ ტირანს? ან მერე რას ვიზამდი, თუ ესპანეთის პოლიცია ჩემზე ძებნას გამოაცხადებდა? ან ნიკისთვის როგორ უნდა ამეხსნა ეს ყველაფერი? მოკვლა? ნიკის მოკვლა ხომ ყველაზე დიდი სისასტიკე იქნებოდა ! და თან, ძალიან კარგად ვიცოდი, რევაზ ბასილაია სიტყვის კაცია და ნათქვამს აუცილებლად შეასრულებდა. ამაში უფრო დავრწმუნდი, როცა ჯერ კიდევ ბაკურიანში მყოფი ნიკი დამანახა რეზოს ჯაშუშმა. ისე ახლოს იყო მძინარე ნიკისთან ოთახში, რომ მოენდომებია, იმწამსვე მომიკლავდა.
მთელი ათი დღე ანასთან გავატარე, საავადმყოფოში. სხვადასხვა პროცედურები ჩაიტარა და საგრძნობლად დასტაბილურდა მისი ფეხმძიმობა.
-ერეკლე, ვიცი ახლა ჩემზე რასაც ფიქრობ.. დამიჯერე მე მისთვის არ მითხოვია ამ ქორწილის შესახებ. შენ იცი, რომ პატარაობიდან მიყვარხარ, მაგრამ ძალით ჩემზე ვერ დაგაქორწინებდი.. მან ჩემი საუბარი მოისმინა ჩემს დაქალთან და ეს აზრი აიკვიატა ! შევეწინააღმდეგე კიდეც, მაგრამ მაშინ ბავშვი მოიშორეო, ნუ მომაკვლევინებ საკუთარ შვილს ერეკლე, გემუდარები ! -თავს იმართლებდა ანა და ტიროდა, მე კი გამუდმებით ნიკიზე ვფიქრობდი.
მოკლედ, ამ ამაზრზენ წინადადებას დავთანხმდი და ამით ყველა კმაყოფილი დარჩა ჩემი და ნიკის გარდა !

***
-ვიცი, რომ უნდა დავივიწყო დათუნა ! მაგრამ 5 წელია ! 5 წელია სულ ნიკიზე ვფიქრობდი ! გახსოვს, ისრაელიდან ჩამოსულმა როგორ უმოწყალოდ გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან ! როგორ უხეშად მოვიშორე თავიდან ! მას ხომ ვერ ავუხსნიდი რომ იძულებული ვიყავი ჩამოვშორებოდი?-ხმით ვქვითინებდი პატარა ბავშვივით და მაგიდაზე მუჭებს ვურტყამდი.
-დამწყნარდი ძმაო. მე შენს გვერდით მიგულე-მამშვიდებდა დათუნა.

მომდევნო დღეებში გავარკვიეთ, რომ ნიკის საქმრო უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინმე ვლადიმერ დემკივი გახლდათ, და ახლა საგარეო საქმეთა მინისტრობაზე იყრიდა კენჭს. ბრაზისა და ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი და მთელი დღეები საკუთარ გრძნობებში ვიხრჩობოდი ! ყოველ დღე ვსვამდი და სამსახურშიც აღარ დავდიოდი.
-ერეკლე ! შენ სულ გააფრინე? რას გავს შენი საქციელი? როგორ იქცევი?-მორიგ საღამოს, როცა სახლში მთვრალი დავბრუნდი ლანამ ჩემთან დალაპარაკება სცადა. ლანა ის გამონაკლისი იყო ჩემს ათეულთა რიგებში, რომელთანაც უკვე 4 თვეა ვარ, ესეც იმიტომ რომ ლანა მართლა შესანიშნავი ქალი იყო.
ქორწინებიდან ერთ წელიწადში ანას ბავშვი რომელიღაც თანდაყოლილი დაავადებით დაეღუპა და თავისივე ნებით გამშორდა. რა თქმა უნდა, თავიდან არ მინდოდა ასეთ მძიმე დროს მისი მარტო დატოვება, რაც არ უნდა ყოფილიყო, მე მასთან 2 წელზე ცოტა მეტი გავატარე ერთ სახლში, გავიცანი, ისიც მთელი მოთმინებით იტანდა ჩემს შეუჩერებელ სიმთვრალეს, უხეშობას.. მაგრამ მისი ბავშვი ნამდვილად ძალიან შემიყვარდა.. ბოლოს უკვე აღარც ვთამაშობდით, ბავშვმა მართლა მოახერხა ჩვენი დაახლოვება. მართალია არც ახლა მიყვარდა და საერთოდ მე არავინ არ მიყვარდა ნიკის გარდა ! მაგრამ ახლა ბავშვის გამო თავს ვიკავებდით ჩხუბისგან, აყალმაყალისგან და ა.შ. თუმცა გამშორდა და მეც დავიწყე ცხოვრებაზე საბოლოოდ ხელჩაქნეულმა "პოხუისტური" ცხოვრება. არავინ და არაფერი აღარ მაინტერესებდა ! ოჯახს დიდი ხანია ჩამოვშორდი , იმის გამო რომ ასე გამიმატეს. მარტო ვცხოვრობდი, ათას ქალს ვიცვლიდი. ბოლოს ლანა გავიცანი და რატომღაც ძალიან დავუახლოვდი. მან ყველაფერი იცოდა ნიკის შესახებ და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო.
-ნიკი სხვა მამაკაცს მიყვება ცოლად ლანიუშ-ამოვიხვნეშე და კალთაში ჩავუდე თავი.
-მოდი ჩემთან-თავზე მოფერება დამიწყო.-მაშინვე მივხვდი რომ ის შენი ნიკი იყო ! ის ისეთი ლამაზი და მიმზიდველი ქალია !-მთელი აღტაცებით მესაუბრებოდა.
-ლანა, დავკარგე ! მე ნიკი დავკარგე გესმის? ახლა ნიკი სხვა მამაკაცს ეკუთვნის !-პატარა ბავშვივით ვქვითინებდი ლანას კალთაში.

-ვფიქრობ, ნიკი აუცილებლად უნდა ნახო და დაელაპარაკო ! სხვა თუ არაფერი, ღირსია იცოდეს სიმართლე და მერე თავად გადაწყვეტს რა და როგორ გააკეთოს ცხოვრებაში -მითრხა ლანამ დილით, როცა გამოვფხიზლდი და კვლავ ადამიანის სახე მივიღე.
-გაგიჟდი? მის ცხოვრებაში მე მეტჯერ აღარ გამოვჩნდები ! არასდროს ! ისიც საკმარისია, რაც იტანჯა ჩემ გამო ! ახლა რა ძლიერად ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც ალბათ ნიკი გრძნობდა როცა გაიგო, რომ ანაზე დავქორწინდი ! რა მტკივნეული ყოფილა !-სახე ხელებში ჩავრგე.
-მომისმინე ბიჭო ! შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო !-საჩვენებელი თითი ცხვირწინ ამიქნია ჰაერში ლანამ- კაი, ახლა წავედი მე. კარგად დაფიქრი, ის ღირსია სიმართლე იცოდეს-მითხრა ბოლოს და ოთახიდან გავიდა.

*ნიკი*

-ვიკა ! ვიკუნა ! პატარავ სად დამემალე ?-სახლში შესვლისთანავე დავუძახე ჩემს კაშკაშა ვარსკვლავს.
-უი დედი დაბრუნდი? ვაიმე ! ვლად ! აქ რას აკეთებ?-გვერდი ამიარა და ვლადს გადაეხვია ნინო.
-ქალბატონო ნინო, ძალიან მომენატრეთ !
-დე, ვლადმა ცოლობა მთხოვა და მეც დავთანხმდი-მივახალე დედას და ცხვირწინ არათითზე წამოცმული ბეჭედი ავუფრიალე.
-ვაიმე ! რა მაგარია ! გილოცავთ ბავშვებო !-გადაგვეხვია ნინო, თუმცა ვიცოდი, სულაც არ მოსწონდა ეს იდეა.
-ბავშვი სადაა?-მაშინვე ჩემი ვარსკვლავი მოვიკითხე,აღმოჩნდა რომ ეძინა, მეც მაშინვე მის ოთახში გავიქეცი. ჩემს პატარას მოვეალერსე და საბანი შევუსწორე.
მალე ვლადი გავაცილეთ და სამზარეულოში გავედით ჩაის დასალევად.
-გაგიჟდი გოგო შენ? გამიგონია ეგეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება?-ყვირილიც არ უნდოდა მაგრამ აშკარად არ მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება.
-დედა რა გინდა? მადლისთვის, ძლივს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში წესიერი ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და მზადაა მიმიღოს ჩემი შვილიანად ! ვიკასაც ვლადი ძალიან უყვარს, ასე რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა. თან, ერთი სული მაქვს უკრაინაში დავბრუნდე, ამ ქვეყანაში სული მეხუთება და სულ მეშინია ვიკას შესახებ არავინ გაიგოს !..-მივაყარე დაბალი, მშვიდი ტონალობით და ჩაი ისე მოვსვი, ვითომც არაფერიო.
-იყო გუშინ წვეულებაზე?
-ვინ?-თავი გამოვიშტერე, თორე კარგად ვიცოდი, ერეკლეს გულისხმობდა.
-კი, იყო. (ხმა ჩამიწყდა მის გახსენებაზე)-მაგრამ მერე რა?
-რა და, დრო მოვიდა ისაუბროთ !
-რა უნდა ვესაუბრო დედა, გაგიჟდი? რა ვესაუბრო? მიმატოვა ! გაერთო და ნაგავში მომისროლა ! 5 წელი ! ერთხელ მომიძია? ერთხელ მომიკითხა? ერთხელ დაინტერესდა ჩემით ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი? -ვყვიროდი და სახეზე ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა.
-მე ხომ გითხარი, მთელი ერთი წელი დადიოდა სახლთან გეძებდათქო. სულ ვარიდებდი თავს, თუმცა ერთხელ ვნახე. ეგეც რომ არ იყოს, ის ვიკას მამაა და უნდა იცოდეს ამის შესახებ ! ღმერთი დაგსჯის დედიკო მაგ ცოდვისთვის !-არ ცხრებოდა ნინო და საჩვენებელ თითს ჰაერში იქნეოდა.
-დამსჯის? მეტი რაღა უნდა დავისაჯო დედა? 5 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ ! ერთადერთი ვიკა მაძლევს ყოველ დილით თვალის გახელის საშუალებას ! -ცრემლებში ვიხრჩობოდი და სუნთქვა მიჭირდა.
-შენ აშკარად შეიშალე ხო იცი? -პატარა ბავშვივით დამტუქსა და ისე გავიდა დასაძინებლად არც დამშვიდობებია.


-დეეე.. დედიიი.. გაიღვიძე დე .. გთხოვ ! -სახეზე ჩემთვის ყველაზე საყვარელი პაწაწინა თითების შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე.
-მალიშ ! მოდი დედიი მალე !-ვუთხარი და საბანი გადავწიე, ვიკაც უმალ ჩამისკუპდა საწოლში.
-დღეს ხომ გავალთ სასეირნოდ? მომწყინდა სახლში-მეტიტინებოდა და მთელი სხეულით მეკვროდა ჩემი პაწაწინა მერცხალი.
-ჰჰმმმ.. მე ხომ გითხარი..-და ისევ უნდა ამეხსნა რომ აქ მისი გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა, რადგან დედიკოს ძალიან ეშინოდა, თუმცა სიტყვა გამაყწვეტინა. ამ თვისებით აშკარად მამას გავდა.. თუმცა, ნეტა მხოლოდ ეგ თვისება იყოს.. მისი ყოველი გამოხედვა, გაღიმება.. გაბრაზება.. ყველა მიმიკით მასში მამამისს ვხედავდი და ხანდახან ისე ძალიან ვამგვანებდი სული მეხუთებოდა.
-გემუდარები დე.. აქვე გავისეირნოთ, გთხოვ .. ისევ ისე მინდა, როგორც ჩვენს სახლში იყო ხოლმე- გამებუტა და თვალებზე ცრემლები მოადგა.
-კარგი, კარგი ! ოღონდ მხოლოდ 1 საათით-ვუთხარი და მოღიტინება დავუწყე, რაზეც ფართხალი და კისკისი ატეხა. მისი ერთი ღიმილისთვისაც კი მიღირდა სიცოცხლე !


*ერეკლე*
რა ვქნა? დავუჯერო ლანას? რომ დავურეკო რა ვუთხრა? ან საერთოდ, რომ ვნახავ რა უნდა ვუთხრა ! არა, არა ჯობია თავი დავანებო ! ახლა ბედნიერია და ჯობია კიდევ ერთხელ არ დავუნგრიო ცხოვრება !-ვფიქრობდი და ნიკის სიმწრით გაგებულ ნომერს ხელში ვატრიალებდი. ბოლოს წამიერად მგონი მემილიონედ ავკრიბე ციფრები ტელეფონზე და პასუხის მოლოდინში გავისუსე.
-გისმენთ-მომესმა ის ნაზი, ნარნარი, ყოველთვის მშვიდი ხმა.. ისე დავიბენი, რა უნდა მექნა ვერც კი მივხვდი. თითქოს ენა გადამეყლაპა.
-გისმენთ ! არის აქ ვინმე?-ისევ მიყვიროდა ყურმილში. მე ჩავახველე და მისალმებას ვაპირებდი, რომ ყურმილში ვიღაცის ხმა გაისმა.
-დე.. შემომხედე ! ნახე დე !- აშკარად პატარა ბავშვი იყო. "ახლავე ძვირფასო"-მიაძახა ნიკიმ და ყურმილი დაკიდა.
"დედაო? ნიკის რა, შვილი ჰყავს?"-გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა და ყურებს არ ვუჯერებდი. ახლავე უნდა გამერკვია ყველაფერი ! ამიტომ მაშინვე ნიკის სახლისკენ წავედი. კარებზე ბევრი ვაბრახუნე და როგორც იქნა კარს მიღმა ქალბატონი ნინო გამოჩნდა.
-ერეკლე?-4 წელია არ მინახავს ნინო. ჩემს დანახვაზე თითქოს მოჩვენება დაინახაო ისეთი სახე მიიღო.
-გამარჯობათ ქალბატონო ნინო, მე.. მე ნიკის ნახვა მინდა-როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და გავბედე მისთვის მეთქვა სტუმრობის მიზეზი.
-აქ მოსვლას როგორ ბედავ? ნუთუ ნამუსი აღარ შეგრჩა? რატო გადაეკიდე ჩემს ნიკის? გინდა კიდევ ერთხელ დაუნგრიო ცხოვრება? -მიყვიროდა და ალბათ ცოტა ხანში დამარტყამდა კიდეც.
-დედა, დაწყნარდი ! ყველაფერი რიგზეა !-ზურგს უკან ნიკის ხმა გავიგონე და ადგილზე გავიყინე. აღელვებისგან გული ყელში მიცემდა. რობოტივით მექანიკურად მივბრუნდი და ასე ახლოს რომ დავინახე სიხარულისგან ცრემლები გადმომცვივდა.
-ვიკა, ბებოსთან შედი კარგი? მეც მალე მოვალ-ბავშვისკენ დაიხარა, წყნარად უთხრა, შემდეგ ლოყაზე აკოცა და პატარაც გამოიქცა ნინოსკენ. როგორი ლამაზი იყო ! დედასავით რიჟა, ხუჭუჭა თმებით ! თუმცა ბევრი, ლამაზი ფერადი ჭორფლით და შავი წყლიანი თვალებით !
-რა ლამაზი ბავშვია !-აღტაცება ვერ დავუმალე ნიკის.
-რა გნებავთ?-ცოტა მომიახლოვდა, თუმცა დისტანცია მაინც საკმაო დატოვა ჩვენ შორის.
-მე.. მე უბრალოდ.. შენთან საუბარი მინდოდა-ჩავილუღლუღე და თავი ძირს დავხარე.
-სულ 5 წუთი გაქვთ. თუ რაიმე ფონდს ეხება გისმენთ, თუ არადა შეგიძლიათ მიბრძანდეთ !-ისეთი მკაცრი იყო და ისეთი ამაყი,ძლიერი და თითქოს ბოროტიც ! ისე იქცეოდა თითქოს საერთოდ არ მიცნობდა. საერთოდ არ ჰგავდა ჩემს ნიკის. გაოცებული ვუყურებდი და იმასაც ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა.
-კარგი, როგორც ჩანს მორჩით-ჩაილაპარაკა და სახლისკენ წამოვიდა. გვერდი ჩამიარა, ხელში ვწვდი და ჩემკენ მოვატრიალე. როგორი ნაზი იყო მისი ლამაზი ხელები.. როგორ მომინდა სულ დამეკცონა ეს თლილი თითები..
-გამიშვით ! და არასოდეს ! გაფრთხილებთ, არასოდეს გაბედოთ ახლოს მოკარება! -კბილებში გამოსცრა და ხელი მთელი ძალით გაითავისუფლა ჩემგან.
-ნიკი.. ეს შენ ხარ?-ძლივს აღმომხდა.
-ჩვენ რა ერთმანეთს ვიცნობთ? აა უი გამახსენდა, უკაცრავად ! ბატონო ერეკლე ეს თქვენ ხართ?-მთელი ირონიულობით მელაპარაკებოდა და ეს ყველაფერი თეატრალურ წარმოდგენას გავდა, თუმცა ამას მერჩივნა ან ეყვირა, ან დაერტყა.. ან არ ვიცი ! ახლა ჩემ წინაშე სრულიად უგრძნობი, ცივი ქალი იდგა !
-ნიკი..-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
-რა იყოთ ბატონო ერეკლე? რამის თქმა ხომ არ გინდათ? -აგრძელებდა და ვატყობდი, როგორ ვკარგავდი ძალას.
-ნიკი.. მე.. მე..
-კარგი, კარგი ! თქვენი დრო ამოიწურა ! -მაშინვე საათზე დაიხედა, შემდეგ ირონიულად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და სახლში ამაყად, თავაწეული შევიდა. ამ ყველაფრით გაოცებული მანქანამდე ძლივს მივბობღდი და კარის მოხურვისთანავე ბოლო ხმაზე ავღრიალდი.
-ეს რა გიქენი ! ეს რა დაგმართე ნიკი ! მე მოგკალი ნიკი ! მაინც მოგკალი ჩემო სულელო, პატარა ბავშვო ! მე მოგკალი !-ვიმეორებდი და სახეს ხელებში ვმალავდი.

თავი 6
-პატარავ ფრთხილად ! არ დაეცე დე !-დრო და დრო ვუყვიროდი მოშორებით, ბავშვებთან მოთამაშე ვიკუნას და დიდ, ფუმფულა საქანელაში ჩამჯდარი წიგნს მთელი გულისყურით ვკითხულობდი. უცებ ვიკასკენ გავიხედე და როცა მის გვერდით ნაცნობი სილუეტი დავლანდე ლამის ისტერიკაში ჩავვარდი. გიჟივით გავიქეცი, ვიკას მივვარდი და ხელში ავიტაცე
-როგორ ბედავ ? -ბოლო ხმით ვუყვირე ერეკლეს და ვიკა გულზე მივიხუტე.
-ხომ არ შეგაშინა დედი? -თმებზე ვეფერებოდი ბავშვს.
-ნიკი.. არა.. ნიკი..
-სიტყვაც არ თქვა ! მეორედ 10 მეტრშიც რომ მიუახლოვდე გიჩივლებ იცოდე !-მკაცრად გავაფრთხილე და სწრაფი ნაბიჯებით წავიყვანე ბავშვი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროსკენ. რადგან ჩემი პატარა 5 წლის ხდება, ერთ კვირიანი შვებულება ავიღე და ე.წ "ბარხატნი სეზონის" ბათუმში გადატება გადავწყვიტე, მაგრამ რად გინდა? ამ ვაჟბატონმა აქაც მომაგნო.
ღამით დაძინებული ბავშვი დედას დავუტოვე და რადგან ძილი არაფრით მეკარებოდა მოკლე შავი კაბა ჩავიცვი, თმები გავიშალე და ბარში ჩავედი. როგორც კი დახუთულ და ბნელ სივრცეში აღმოვჩნდი უჰაერობის გრძნობა გამიჩნდა, თუმცა არ შევიმჩნიე, ორმაგი ირლანდიური ვისკი შევუკვეთე და ზედიზედ 3 ჭიქა გადავკარი.
-ოჰოო ! მალადეც !-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ახალგზარდა ბარმენი ბიჭი. მე მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე.
-აუჰ, სიგარეტი დამრჩა !-დავიწუწუნე და კიდევ დამისხითქო ვანიშნე.
-შემიძლია სიგარეტიც მოგართვათ -აშკარად მეფლირტავებოდა ეს ახალგზარდა.
-შენხელა შვილი მყავს, ნუ მეპრანჭები ! მაგრამ სიგარეტი თუ მართლა გაქვს მინდა-ბოლოს მაინც გავუღიმე და ჩემს თავზე გავბრაზდი, მხოლოდ შვილი რომ გამახსენდა, დანიშნული რომ ვიყავი ისიც უნდა აღმენიშნა. ამას ვფიქრობდი როცა ტელეფონმა დარეკა.
-ვლაად ! სწორედ ახლა შენზე ვფიქრობდი !- როგორც კი საპირფარეშოში შევირბინე ტელეფონს ვუპასუხე.
-როგორ ხარ მშვენიერო?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს.. ცოტა გადავიღალე. კარგ დროს ატარებთ?
-უუჰ კი ! ვიკას ზღვა ისე მოსწონს წყლიდან აღარ ამოდის ხოლმე -ავკისკისდი მე.
-კარგი ძვირფასო, მე დავიძინებ. ხვალაც 4 შეხვედრა მაქვს.
-მიდი ჰო.
-როდის მორჩება ეს არჩევნები ! მერე ჩამოვალ და ჩემს საყვარელ ქალს ცოლად შევირთავ-აშკარად ხმაში ძალა შეემატა ვლადს ამ სიტყვების თქმისას.
-ჰო, აბა რა საყვარელო, ძილინებისა-ვუთხარი და გავუთიშე. ცოლად მივყვებოდი, თუმცა ორივემ კარგად ვიცოდით, რომ არ მიყვარდა. მეტიც, ვლადს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვიცნობ, როცა საქართველოდან ფეხმძიმე და სრულიად განადგურებული გავიქეცი უკრაინაში დედაჩემის ძმასთან. სწორედ ვლადის დახმარებით გავხსენი საკუთარი ცეკვის სტუდია და საერთოდ დღეს რასაც წარმოვადგენდი ყველაფერი ვლადის დამსახურება იყო. ვიკასთანაც კარგად იყო და რატომაც არა? უკვე 26 წლის ვარ და მამაკაცი მჭირდება გვერდით, ჩემს პატარა გოგონას კი მამა სჭირდება. -თავს ამ ფიქრებით ვიმართლებდი, თუმცა ვერ წარმომედგინა სიყვარულის გარეშე ოჯახური ცხოვრება. ბარში დავბრუნდი, კვლავ ჩემს ადგილას დავსკუპდი და მაშინვე მომაწოდა სპეციალურად დამზადებული თამბაქო ბარმენმა ბიჭმა.
-ოჰოო, ეს მესმის !-შემოვძახე და ის ის იყო გავაბოლე, რომ ჩემს გვერდით ერეკლე აიტუზა. ვითომ ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ დრო და დრო მზერა ეპარებოდა ჩემკენ და უკამყოფილოდ თავს აქნევდა. მისი ყურებით საშინლად გავღიზიანდი ! არ შემეძლო ასე ახლოს მყოლოდა.. სწრაფად ავდექი და უმალ გამოვედი გარეთ. მაშინვე მომხვდა ზღვის მარილიანი ჰაერი სახეზე და ცხვირის წვერი ამეწვა. ფეხზე გავიხადე და სანაპიროზე გავედი. ტალღებს მივუახლოვდი და ზღვასთან ისე ახლოს დავჯექი, ყოველი ტალღის ნაპირთან მოსვლისას ფეხებქვეშ ვგრძნობდი მოსრიალე წყალს.
-დალაპარაკება მინდა-გვერდით ჩამომიჯდა ერეკლე და სასმლიანი ბოთლიდან ერთი ყლუპი მოსვა.
-თავს რატო არ მანებებ ! არ გიცნობ! -ნასვამი ვიყავი და მისი წასვლა მინდოდა თუ დარჩენა ისიც ვერ გამერკვია.
-ნიკი.. როგორ შეიცვალე..
-გიკვირს? ვისი დამსახურებაა? კარგად გამომიყენე ! მიხმარე და ნაგავში მომისროლე ! ესეც არ იკმარე ! ისიც კი არ მითხარი ცოლი თუ მოგყავდა ! იმ დღეს ! ფუუ ! იმ დაწყევლილ დღეს ! როცა შენთან მოვედი !-მთელი ზიზღით ვიხსენებდი წარსულს.
-რომელ დღეს? შენ ჩემთან იყავი?-ისე გაიკვირვა ვითომ არ იცოდეს.
-დიახ ! შენი ქორწილის დღეს ვიყავი ! რა იყო, შენმა მოძალადე ძმამ არ გითხრა?- ვიგესლებოდი და ვხედავდი როგორ ვანადგურებდი ერეკლეს.
-რა ჩემმა ძმამ? მოძალადე რა შუაშია?-მგონი მართლა არაფერი იცოდა..
-შენი ქორწილის დღეს, შენთან მოვედი სახლში.. შენი ძმა იყო მხოლოდ ! მან მითხრა რომ ცოლი მოგყავდა და თვალები ამიხილა ! შემდეგ.. შემდეგ !-ახლაც კი ვერ ვიკავებდი ტირილს იმ წუთების გახსენებაზე და ავქვითინდი.
-ნიკი ! რა მოხდა შემდეგ?-მიყვირა აღელვებისგან ერეკლემ და მკლავებში დამწვდა.
-შემდეგ ? ჩემი გაუპატიურება სცადა და ალბათ გამოუვიდოდა კიდეც ის რაღაც რომ არ ჩამერტყა !-მივახალე ყველაფერი და მკვდრის ფერი დაედო.
-რა? უუხ! ეგ !-ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ლამის მისი დაწყნარება მომინდა.
-წავედი ! და კიდევ ერთხელ გაფრთხილებ ! მეც და ჩემს ვიკასაც თავი დაგვანებე ! შენს ბინძურ ცხოვრებას მიხედე !-მივახალე დინჯად მაგრამ მკაცრად და ზურგი ვაქციე.
-ნიკი, დაიცა ! ვიკა მართლა შენი და ვლადის შვილია?-მომაწია კითხვა.
-ეგ შენი საქმე არაა !-არც კი მივბრუნებულვარ ისე ვესროლე სიტყვები და რამდენიმე ნაბიჯში სასტუმროში შევედი. კარის მიხურვა და ისტერიკული ტირილის დაწყება ერთი იყო.
-რა იყო? ერეკლე ნახე?-მაშინვე მიმიხვდა დედაჩემი.
-ჰო დედი ! ჩამეხუტე ! მტკივა დედა ! ძალიან მტკივა !-დედას თავი კალთაში ჩავუდე და ავქვითინდი.
-ჩემო სულელო ბავშვო ! არაფერზე ილაპარაკეთ?-დაინტერესდა მაინც.
-რაზე უნდა გველაპარაკა? -წამით ტირილი შევწყვიტე და თვალი მძინარე ვიკასკენ გავაპარე.
-დიახ, შვილო, ვიცი რომ არ გინდა ამის გაკეთება, მაგრამ ვალდებული ხარ ! ბავშვმაც უნდა იცოდეს ვინაა მამამისი და ერეკლეც ღირსია იცოდეს რომ შვილი ჰყავს-ისევ მის აზრს იმეორებდა.
-რა? არასოდეს ! ვიკას მამა არ ჰყავს ! მე ვარ მისი მამაც და დედაც!-ავყვირდი და ცრემლებს ვიწმენდდი.
-ეეჰ ნიკი.. მერე ისე არ მოხდეს, რომ ინანო..-ამოიოხრა ნინომ და ოთახიდან ბავშვი საძინებელში გაიყვანა.


-ვიკა, წყალთან მასე ახლოს ნუ მიდიხარ პატარავ, მეშინია ! -სანაპიროდან ვეძახდი ვიკას, რომელიც ტალღებთან ერთობოდა. შემდეგ ჩემკენ გამოიქცა და ჩემს მუცელზე მოთავსდა.
-აჰაა ! მოფრინდა დედას მერცხალი ! -ვეალერსებოდი ჩემს გოგონას. ვიკა ფეხზე ადგა და წყალში წავიდეთო მთხოვა
-ვიკუნა, ახლა არ ამოვედით წყლიდან? ცოტა ხანში ისევ ჩავიდეთ-ვეცადე გადამეფიქრებინა მისთვის ეს იდეა.
-გინდა მე წაგიყვანო წყალში?-ზურგს უკან ვიღაცის ხმა მომესმა, ვიკამ კი წამში ტაში შემოჰკრა.
-შენ მამაჩემი ხარ?-ამ კითხვამ გამაფითრა, თუმცა რა ექნა ბავშვს? 5 წლის ხდებოდა და მამა დღითი დღე უფრო და უფრო სჭირდებოდა.
-ვიკა ! რა კითხვაა ! ბოდიში მოუხადე უცნობ ძიას ახლავე!-დავტუქსე ვიკა და როგორც კი ზურგს უკან ერეკლე აღმოვაჩინე ენა გადამეყლაპა.
-ჰეიი, პატარავ ! ნიკი, შეიძლება წყალში შევიყვანო?- ზედმეტად დამშვიდებული და თავაზიანი მეჩვენებოდა ერეკლე
-დე კაი? -ვიკამაც შემომეხვეწა. მოჭუტული თვალებით მივაშტერდი ერეკლეს თუმცა ვიგრძენი რომ, მიუხედავად იმისა, რომ გარეწარი იყო, მისი ნდობა შემეძლო, ამიტომ უხმოდ დავთანხმდი. ერეკლემ ბავშვი ხელში აიყვანა და წყალში შევიდნენ. ნეტა გენახათ როგორ ერთობოდნენ ერთად. როგორ ცდილობდა ჩემი მერცხალი ერეკლესთვის თავი მოეწონებინა.. პაწაწინა სხეულს მოქნილად დაანარნარებდა და ერეკლეს ცეკვის ილეთებს აჩვენებდა. ერეკლეც აღტაცებით უკრავდა ტაშს და მამა-შვილი მთელი საზოგადოების ყურადღებას იმსახურებდა. რაო? მამა-შვილი? ღმერთო! ეს ერეკლემ არ უნდა გაიგოს ! მერე, ეგებ ბავშვიც კი წამართვას ! ის ხომ ნამდვილი გარეწარია !-სწრაფად წამოვდექი და წყალში შევედი მათთან, რომ ვიკა სახლში წამეყვანა.
-დედიკო, შენც მოგინდა წყალში?-ერეკლეს ხელებიდან ჩემს ხელებში გადმოინაცვლა გოგონამ.
-არა დე, ახლა ძალიან ცხელა, აი უკვე კანი გაგიწითლდა, სახლში უნდა წავიდეთ -ვუთხარი და ერეკლეს ზურგი ვაქციე.
-აუუუუ, დავრჩეთ რა -აწუწუნდა ვიკაც
-დღეს დაბადების დღე მაქვს იცი?-ზურგს უკან ერეკლეს მიუბრუნდა.
-გილოცავ პატარავ-ერეკლემ ისეთი მზრუნველობით უთხრა, როგორც მე მომმართავდა ყოველთვის. ცრემლები ძლივს შევიკავე და ბავშვი გულ-მკერდზე მთელი ძალით მივიხუტე.
-ნახვამდის ეკე -დაემშვიდობა ჩემს ზურგს უკან დარჩენილ ერეკლეს და სასტუმროში წავედით.

-სიიუურპრიიიიზ-ოთახში შესვლისთანავე შემოგვეფეთა ბევრი ბუშტითა და უუუდიდესი თეთრი დათუნიით ხელში თვალებგაბწყინებული ვლადი.
-ვლადი ძიააააა !-კივილით გაიქცა მისკენ ვიკუნა და ვლადმა კარგად ჩაკოცნა და ჰაერში დააბზრიალა.
-როგორ ჩამოხვედი?-მეც გადავკოცნე
-რადგან შაბათ-კვირა იყო 1 დღიანი შვებულება მოვიწყვე, ხვალ დილით ისევ უკან ვბრუნდები-წელზე ხელი მომხვია. მისკენ მიმიზიდა და ის ის იყო ჩემს ტუჩებს დაეწაფებოდა რომ ოთახში ნინო შემოვიდა. შვებისგან ამოვისუნთქე და წამში გავითავისუფლე თავი ვლადისგან.
-რა სასიამოვნო სიურპრიზია ვლად, ახლა ნამდვილად შეგვიძლია საღამოსთვის მზადება დავიწყოთ.


-3..2..1.. სურვილი ჩაიფიქრე დე !-დიდი სანთლებანთებული ტორტის წინ იდგა პაწაწინა რიჟა, ხუჭუჭა გოგონა და თვალებდახუჭული გულში ბუტბუტებდა "მინდა მამა მოვიდეს.. მინდა მამა მოვიდეს.." შემდეგ თვალები გაახილა და ერთიანად ჩააქრო ტორტზე ანთებული ხუთი ფერადი სანთელი.
-გილოცაააააააავ ! -მის ამ ქმედებას ყველას მხიარული შეძახილი მოჰყვა. ტორტს ხელი დავავლე და დასაჭრელად სამზარეულოში გავიტანე რომ კარზე ზარსი ხმაც გაისმა. ვინ დაასწრებდა ცანცარა ვიკას კარის გაღებას.
-ვიკა, დაბადების დღეს გილოცავ -კარებში დაბნეული ერეკლე იდგა და ხელში პატარა ვარდისფერი შეფუთვა ეჭირა.
-მადლობა ეკე !-ვიკა მთელი ძალით მიეხუტა.
-მობრძანდით-ნინომ შემოპატიჟებაც მოასწრო. ახლა კი ნამდვილად ცუდად მქონდა საქმე. ერთიანად გაშეშდა ერეკლე როცა მაგიდასთან მჯდომი ვლადი დაინახა.
-ისა.. მე.. მე ცოტა ხნით შემოვიარე.. მინდოდა ვიკასთავის მიმელოცა.. ახლა წავალ-ძლივს მოიბორძიკა ეს სიტყვები
-როგორ გეკადრება ! ჩვენს სუფრაზე შენც დაეტევი-არ ეშვებოდა დედაჩემი და დრო და დრო მზერას ჩემკენ აპარებდა. მე კი გაბრაზებული ვუბღვერდი და თვალებს ვუბრიალებდი.
ხომ წარმოგიდგენიათ რა რთული იყო ჩემთვის სუფრასთან ჯდომა, როცა გვერდით ჩემი საქმრო-ვლადი მყავდა, ჩვენს პირისპირ კი ერეკლე იჯდა და ფერდაკარგული დრო და დრო გამოგვხედავდა.
-თქვენ მგონი მეღვინე ხართ არა?-როგორც ყოველთვის ყველაფერში გარკვეული იყო ვლადი. კიდევ კარგი, მისთვის ჩემი ისტორია არ მომიყოლია, თორე იმის წარმოდგენაც არ მინდა აქ რა დატრიალდებოდა როცა ვლადი მიხვდებოდა რომ ერეკლე ის არამზადა იყო, რომელმაც ფეხმძიმე მიმატოვა.
-დიახ-მოჩვენებითად იღიმოდა ერეკლე.
-მე გამისინჯავს თქვენი ღვინო, შესანიშნავია ! ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი დამილევია !-გულწრფელი აღფრთოვანება გამოხატა ვლადმა და შავი ღვინო მოსვა მაღალი ჭიქიდან.
-მართლა? მოხარული ვარ -ღმერთო ! რა რთული იყო ეს ყოველივე ჩემთვის ! აქეთ ეს მამაკაცები,იქეთ ვიკა, რომელიც აშკარად ცდილობდა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო ერეკლესთან. "რა ჯანდაბა დაემართა ამ ბავშვს მაინც ! არასდროს უყვარდა მამაკაცები !"-ვიღრინებოდი გონებაში და სიმწრით ვიღიმოდი.
-ახლა ჩემი წასვლის დროა, ისედაც ჩაგიშალეთ ოჯახური ვახშამი-დანანებით გვითხრა ერეკლემ და როგორც კი წასასვლელად წამოდგა ამოვისუნთქე.
-როგორ გეკადრებათ, სიამოვნებით შეგხვდებოდით კიდევ !-მიმართა ვლადმა და ფეხზე წამოდგა გასაცილებლად. კარებში კი ჩვენს ქორწილზე საპატიო სტუმრების სიაში ჩაგწერთო ესეც დაუმატა და აქ კი ნამდვილად გული გადამიტრიალდა.
-ნახვამდის პრინცესა-ბავშვისკენ დაიხარა, ცხვირზე წაეთამაშა, შემდეგ მუშტები ერთმანეთს მიარტყეს და კარს მიღმა გაუჩინარდა ერთ დროს ჩემი ოცნების მამაკაცი. "ღმერთო გაძლება მომეცი"-ვიფიქრე გულში და ვიკა ხელში ავიყვანე. რადგან ჩვენს ნომერში ადგილი აღარ იყო, ვლადმა გვერდითა ნომერი აიღო და დასაძინებლად გავიდა, თან გამომყევიო მითხრა. მეც სხვა რა გზა მქონდა?
-როგორ ხარ საყვარელო?-გასვლისთანავე ჩამეხუტა.
-ისე მენატრებოდი..-თმებს მიკოცნიდა.
-ვლად.. -არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა
-მიყვარხარ ნიკი ! -ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
-კარგი ახლა დავიძინოთ კარგი?-როგორც კი მორჩა მაშინვე დამშვიდობება ვცადე.
-კარგი, ორივენი დაღლილები ვართ,თან ადრე მივფრინავ დილით-შუბლზე მაკოცა და ოთახში შევიდა.
ოთახში დაბრუნებისთანავე დავინტერესდი ერეკლეს საჩუქრით. ვიკას ფერად-ფერად სასაჩუქრე ყუთებში ვარდისფერი შეფუთვა ვიპოვნე,ხელის კანკალით შემოვახიე ყუთს შრიალა ქაღალდი და საჩუქრის დანახვისთანავე ტირილი ამიტყდა, ულამაზესი ყელსაბამი მუჭში მოვიქციე და იქვე დივანთან ჩავიკეცე.
-რა ხდება?-ნინო გაგიჟებით მომვარდა. არაფერი მითქვამს, ხელი გავუწოდე და დავანახე პაწაწინა ყელსაბამი- აშკარად ძალიან ძვირფასი მინანქრით იყო შესრულებული. ორი გოგონა, ერთი დიდი, მეორეც პაწაწინა. ორივე რიჟა. ორივე გვძელ, ხვეულ თმიანი და ორივე ლამაზ ილეთში იყო გაშეშებული. ამ გოგონებს , რომლებიც აშკარად მე და ვიკა ვიყავით გარედან პატარა, ვერცხლის გულ ერტყა.
-აიიი ! რა ლამაზია ! -წამოიყვირა ნინომ და ყელსაბამი ფრთხილად გამომართვა. მე შეფუთვას დავუბრუნდი, მასში კიდევ იდო რაღაც. კანკალით ავიღე ხელში პატარა კონვერტი და თხელი ფურცელი გავხსენი. სულ 4 სიტყვა ეწერა :
" ვიკა ჩვენი შვილია. მიყვარხართ "

თავი 7

*ერეკლე*
მეორე დღესვე სახლში დავბრუნდი. ერთი კვირა ველოდე ნიკისგან გამოხმაურებას, განერვიულებული ყოველ საღამოს ვსვამდი. ბოლოს, გამბედაობა მოვიკრიბე და ნიკის სახლში მივაკითხე. ეზოდანაც ისმოდა მუსიკის ხმა. ნახევრად გაღებულ კარში შევედი და თავი სავარჯიშო დარბაზში ამოვყავი, სადაც ნიკი პატარა ბავშვებს თვლით ასწავლიდა ილეთებს. კარებზე მივაკაკუნე თუ არა, ნიკიმ მუსიკას დაუწია, მომიახლოვდა
-ხელს მიშლი ! ბავშვებს ვამეცადინებ !-მომახალა და კარები ცხვირ წინ მომიჯახუნა. ისე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მასთან საუბარი, არსად წასვლას არ ვაპირებდი, ამიტომ იქვე კიბეებზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე. დაახლოვებით ერთ საათში სახლიდან ბავშვები ჯგუფად გამოვიდნენ, თუმცა მუსიკის ხმა არ შეწყვეტილა. თავი გავიმხნევე და კვლავ შევაღე კარი. ცარიელ დარბაზში მხოლოდ ნიკი და ვიკა იყვნენ. ნიკის ბავშვი წელით ეჭირა და ჰაერში თითქოს დააფრენსო, ვიკუნა კი ხელებს ნარნარით იქნევდა ჰაერში და კისკისებდა.
-შეიძლება?-არ მინდოდა ხელი შემეშალა მსოფლიოში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალბატონებისთვის, მაგრამ მეტის მოთმენა არ შემეძლო.
-ეკეეეე !-ვიკა მაშინვე ჩემკენ გამოიქცა და გადამეხვია. ღმერთო, დანახვის წუთიდან როგორ შემიყვარდა ვიკა ! თავიდან ეს იმას დავაბრალე, რომ ვიკა ნიკის შვილი იყო, ახლა კი, როცა დარწმუნებული ვარ რომ ვიკა ჩემი გოგონაა, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობდი.. წამითაც არ მინდოდა მისგან შორს ყოფნა.
-ვიკა, ბებოს უთხარი გაბანაოს კარგი?-საქმიანად მიუგო ბავშვს და ისეთი თვალებით შემომხედა, მზერით მოკვლა რომ შეძლებოდა ადგილზე გამათავებდა. ვიკამ ხელის ერთი მოსმით ჩამოიშალა კოსად აწეული თმები და ნინოსთან გაიქცა.
-რა გინდა?-ჩემკენ არც გამოუხედავს, სარკესთან დადგა და კოსის შესწორება დაიწყო.
-მგონი დროა ვილაპარაკოთ-აღელვებისგან ვერ მოვითმინე და სიგარეტს მოვუკიდე.
-აქ ნუ ეწევი ! სახლში ბავშვი მყავს !-მკაცრად მითხრა და მაშინვე ვინანე მოწევის იდეა. ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა ! ნამდვილად ფეხებზე ვეკიდე !
-ხოდა გარეთ გავიდეთ ! რამდენი ხანი უნდა გამექცე?- ავყვირდი გაბრაზებისგან.
-ტონი შეარჩიე და ნუ მიყვირი ! -არც მან დამაკლო.
-ეგრე არა? მე შენ გაჩვენებ !-მისკენ სწრაფად გავიქეცი, ხელში ავიტაცე, მხარზე შემოვისვი და სასწრაფოდ მანქანისკენ გავაქანე.
-დამსვი ! დამსვი იდიოტო !-ყვიროდა და ფართხალებდა თუმცა რას გახდებოდა? მანქანაში ჩავსვი და კარები ჩავუკეტე.
-ახლავე გამიღე ! ერეკლე, არ გეხუმრები ! -ღრიალებდა და ფანჯარას აწყდებოდა.
-დამშვიდდი გოგო ! უბრალოდ ვილაპარაკებთ და წახვალ !-ყვირილს აღარ ვაპირებდი, ახლა ვეღარსად გამექცეოდა და მშვიდად ვიყავი.
-ნიკი როგორ შეგეძლო ჩემთვის დაგემალა? შენ ხომ იცოდი, როგორ ვოცნებობდი შვილზე ! თან გოგონაზე ნიკი ! რამდენჯერ გვისაუბრია ჩვენს შვილებზე ნიკი ! როგორ შეგეძო ამის დამალვა? -ემოციებს ისე ავყევი ლამის ტირილი დავიწყე, თვალებში ვუყურებდი, ის კი დაბნეულობისგან ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.
-როგრო შევძელი? რაში გჭირდებოდა შვილი? საერთოდ მე რაში გჭირდებოდი ?ან ახლა რა გინდა ვერ გავიგე ! შენ ხო არჩევანი გააკეთე ! სხვათაშორის, იმ დღეს! შენთან ამის სათქმელად მოვედი, მაგრამ უკვე გვიანი იყო..-ბოლო სიტყვები ისე ხმადაბლა თქვა ძლივს გავიგონე, მაგრამ თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა ..
-მე.. მე..-დავიბენი
-რა შენ? განა რამე არასწორად ვთქვი? შენ არ იყავი ლამის რომ მცემე და ჩემ ცხოვრებაში აღარ დაგინახოო ოფისიდან რომ გამომაგდე? შენ არ იყავი იმ ქალბატონზე რომ დაქორწინდი? შენ ! ხო შენ ! (უკვე ისტერიკაში იყო ნიკი და გიჟს გავდა..) -სად იყავი მთელი 5 წელი? რატომ არ გამოჩნდი? რატომ არ დაგაინტერესა როგორ ვიყავი, რა ხდებოდა ჩემთან?- პატარა ბავშვივით ტიროდა და თან ისტერიკულად ყვიროდა.
-ნიკი.. მე გეძებდი ! იმ დღიდან გეძებდი, როცა იძლებითი თაფლობის თვიდან თბილისში დავბრუნდი! მაგრამ როგორ უნდა მეპოვნე? თითქოს სადღაც გაქრი ! აორთქლდი ! მთელი 5 წელი შენზე ფიქრებში და შენს ნატვრაში გავატარე ! მე რომ მცოდნოდა.. ღმერთო ! მე რომ ვიკაზე მცოდნოდა ..-სიტყვებს ვერ ვაკონტროლებდი და ხელებს ჰაერში ვასავსავებდი.
-არაფერიც არ შეიცვლებოდა ! შენ არასდროს გიყვარდი ! აი სიმართლე ! ახლა კი კარი გამიღე ! საუბარი დასრულებულია !-მითხრა და ცრემლები მოიწმინდა.
-არა ნიკი ! საუბარი ახლა იწყება ! ვალდებული ხარ მომისმინო ! -ვუთხარი და მთელი ამბავი ერთ ამოსუნთქვაში მოვუყევი. სულგანაბული მისმენდა და გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, ერთიანად კანკალებდა და ატირებულ სახეს გიჟივით იქნევდა მატყუებო.
-წასვლა მინდა ! გთხოვ გამიღე კარი-მივხვდი რომ კარგად არ იყო. სახეზე ფერიც დაკარგა და ის ის იყო კარის ჩამკეტი გავათავისუფლე რომ ნიკიმ გონება დაკარგა. არ მახსოვს როგორ მივიყვანე საავადმყოფოში, როგორ დააწვინეს საკაცეზე.. თუმცა როცა გონს მოვედი ექიმმა მიხმო.
-ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია, როგორც ჩანს ნერვიული აშლილობა აქვს.. რაიმე დიდი ტრამვა ხომ არ გადაუტანია?-მელაპარაკებოდა და ნიკის ანალიზების პასუხებს ამოწმებდა.
-ახლა ძლიერი დამამშვიდებელი გავუკეთეთ, დილამდე იძინებს. თქვენ თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დარჩეთ-მითხრა, თავაზიანად თავი დამიკრა და წავიდა. შიშით ძლივს მივბობღდი ნიკის პალატასთან და როცა იგი დავინახე გადასხმის კაბელებმიერთებული გული შემეკუმშა.
-ჩემო პატარა გოგო ! ღმერთო , რა გიქენი ნიკი .. ჩემი ყველა მოახლოვებით ზიანს გაყენებ.. იქნებ მართლა ჯობია სამუდამოდ შეგეშვა? მაგრამ როგორ? მე ხომ უშენოდ ვერ გავძლებ ნიკი.. შენი სურნელის.. შენი ღიმილის.. შენი თვალების გარეშე ნიკი.. ახლა კიდე ჩვენი პატარა? ნიკი, ღმერთო ! შენ ხომ შვილი მაჩუქე ! პატარა გოგონა ! როგორც ვოცნებობდით .. მასაც რომ რამე დავუშავო? უნებურად ნიკი.. შემთხვევით რომ მომივიდეს.. გამიზნულად ხომ არც შენთვის მინდოდა ცუდი .. -მთელი ღამე ნიკის ტირილით ვეჩურჩულებოდი და მის ხელს ვკოცნიდი. მინდოდა მისი სურნელი ბოლომდე შემეგრძნო და სამუდამოდ ჩემში დამეტოვებინა.. დილით კი , ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნიკის ეძინა, იქვე ფურცლის ნაგლეჯზე რამდენიმე სიტყვა მივაჯღაბნე, მთელი სიყვარულით ნაზად ვაკოცე ნიკის ვარდისფერ ტუჩებს და წამოვედი ...


*ნიკი*
როცა თვალები გავახილე საავადმყოფოს ცარიელ პალატაში ვიწექი, ხელში კი მოკუჭული ფურცელი მედო. ფერცელი გავახილე და მაშინვე გასული დღე გამახსენდა. " აღარ მინდა ცხოვრება დაგინგრიო. მივდივარ და განთავისუფლებ ჩემგან. დაე ბედნიერი იყავით შენც და ვიკუნაც, ოღონდ ერთს გთხოვ, მომეცი ნება ხანდახან მაინც ვნახო ვიკა.. შორიდან.. " -სიმწრისგან მოვკუჭე ხელში კონვერტი და პატარა ბავშვივით ავფქვითინდი. ახლა, როცა სიმართლე ვიცოდი თითქოს ჭრილობა გამეხსნაო ისეთი შეგრძნება მქონდა. მთელი სული მეწვოდა და სიკვდილი მინდოდა, თუმცა რას გავხდებოდი? რადგან წასვლა გადაწყვიტა, ჯობდა გამეშვა. ალბათ ასე ყველასთვის უკეთესი იქნებოდა.

როგორც ყოველთვის. თითქმის ყოველ კვირას იმართებოდა ელიტალური საღამოები თბილისში.. ხან ვინმეს დაბადების დღე, ხან ვინმეს გამოფენა, ნიშნობა, ქორწილი, დაბრუნება, გაცილება და რა თქმა უნდა, მე და ერეკლე ყველა ამ მოვლენას ორივე ვესწრებოდით. ოქტომბრის ბოლოს ჩემი ოფიციალური ნიშნობაც გაიმართა და ქორწილი 20 ნოემბერს დაინიშნა. ნეტავ გენახათ, როგორ ცდილობდა არც კი შევემჩნიე, სულ სხვადასხვა ქალებთან ერთად დადიოდა ხელიხელ გადახვეული, სვამდა, ქალებს ეფლირტავებოდა, ბევრს იცინოდა, ჟურნალისტებს სალაპარაკოს ბლომად უტოვებდა და წვეულებიდან ისე მოულოდნელად ქრებოდა, აზრზე მოსვლასაც ვერ ვასწრებდი. როგორ მიჭირდა მეყურებინა ერეკლესთვის, რომელიც სხვადასხვა ქალების გარემოცვაში ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა და როგორ მძულდა ყველა ქალბატონი, რომელიც უახლოვდებოდა, ეხუტებოდა(თუნდაც მეგობრულად), კოცნიდა.. თუმცა რას ვიზამდი? ახლა ოფიციალურად ვლადის საცოლე ვიყავი და უფლება არ მქონდა ერეკლეზე მეეჭვიანა, თუმცა გული მეკუმშებოდა ყოველთვის, როცა სხვასთან ვხედავდი.. მთელი 2 თვე ნერვებდაწყვეტილი დავდიოდი სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან რეპეტიციებზე, შემდეგ სახლში და ზოგჯერ მორიგ მოსაწყენ წვეულებაზეც.
ერთ საღამოს, როცა აშკარად აუტანელი გახდა ბატონი ერეკლეს თავაშვებულობა და როცა,ჩემ წინ მოურიდებლად მთელი აღგზნებით ჩაიკრა გულში მორიგი საყვარელი და კოცნა დაუწყო, სიბრაზისგან სახეზე სისხლი მომაწვა, ყველა კუნთი ერთიანად დამეჭიმა და ალბათ წამი-წამზე ავფეთქდებოდი იქაურობას რომ არ გავცლოდი.
მოკლედ, "ფეხებზე დავიკიდე" ეს ვითომდა მაღალი დონის წვეულება თავისი ვითომდა მაღალი დონის საზოგადოებით და სასწრაფოდ ბარში წავედი. ბარმენთან დავსკუპდი, ერთი ბოთლი " Black Label " შევუკვეთე და ნელ-ნელა დავიწყე ჭიქაში ჩამოცლა. უკვე ბოთლში 1-2 ჭიქა მექნებოდა დარჩენილი და ჭიქაში ხელის ბანცალით ვასხამდი სპირტიან სითხეს რომ ზურგიდან მხრებში ვიღაც ჩამაფრინდა და წამში ჰაერში ამიტაცა.
-ჰეიი ! ახლავე დამსვი !-ავწივლდი. რა თქმა უნდა, ერეკლე იყო.
-შენ გოგო ნორმალური ხარ ?-საპირფარეშოში შემათრია, ხელსაბანთან ჩამომაჯინა და ბოლო ხმაზე მიღრიალა.
-რა გინდა? აა უი.. ის ალქაჯი არ გახლავს? -მაშინვე გამახსენდა მისი წვეულების პარტნიორი, თუმცა ენაზე თქმისთანავე ვიკბინე. რაში მაინტერესებდა ვისთან ერთად დადიოდა ბატონი ერეკლე?
-ჰაჰაჰჰაა ! შენ რა ეჭვიანობ?-სერიოზულად დამცინა ერეკლემ და თვალები კმაყოფილებისგან აუციმციმდა.
-ვიეჭვიანე? ღადაობ? რაში მაინტერესებს?-რა თქმა უნდა, ცოცხალი თავით არ ვაღიარებდი ამ ფაქტს და მეტი დამაჯერებლობისთვის პირდაპირ ბოთლიდან მივიყუდე ფერადი სითხე.
-გოგო ნუ სვამ !-ხელიდან ბოთლი გამომგლიჯა.
-ახლავე დამიბრუნე ! რა შენი საქმეა?-ფეხზე წამოვიჭერი და ერეკლეს ჰაერში აწეულ ბოთლს წავეპოტინე, მაგრამ ფეხი დამიცურდა და წამში ერეკლეს მკლავებში აღმოვჩნდი. ისევ ის სურნელი, ისევ ისეთი გულის ცემა, ისევ ისე აღელვებისგან აცახცახებული სხეული..ახლა, როცა ასეთი ნასვამი ვიყავი, ჩემ თავს კი არა , თითქოს ერეკლესაც აღარ ვუმალავდი, რომ რას არ მივცემდი ერთხელ მაინც აღმოვჩენილიყავი მისი მამაკაცური მკლავების ტყვეობაში.
-ახლავე მივდივართ !-კბილებში გამოსცრა, მხარზე შემომიგდო და სწრაფად გამიყვანა გარეთ. როგორც კი ქუჩაში გავედით, ნოემბრის სუსხიანი ნიავი მომხვდა სხეულზე და ისე შემცივდა წამში ავკანკალდი. სასწრაფოდ მანქანაში ჩამსვა და გიჟივით მოსწყდა ადგილიდან.
-გცივა?-პასუხს არც დალოდებია თავისი პალტო ისე მომახვია.
-ასეთ მდგომარეობაში სახლში როგორ მიგიყვანო? -თითქოს თავის თავს კითხაო და მანქანა გზიდან გადაიყვანა. ცოტა ვიარეთ და მისვლისთანავე, ნახევრად ხელში აყვანილი ამიყვანა სახლში. თვალში მაშინვე მომხვდა დიდი, ნათელი ოთახი.. ძალიან გემოვნებიანად მოწყობილი, კომფორტული ავეჯითა და მიმზიდველი ინტერიერით.
-ეს შენი ბინაა?-მესიამოვნა რომ თავისთან წამიყვანა და ჩამეღიმა.
-დიახ, წამოდი, შხაპი მიიღე, მე მანამდე საწოლს გაგიმზადებ და დაიძინე. მივხვდი, რომ ზედმეტად კატეგორიული იყო იმისთვის, რომ საუბარი გამეგრძელებინა (თუმცა რამდენად საუბარი მინდოდა, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. მკლავდა ერეკლეს სურვილი) ამიტომ უხმოდ დავუქნიე თავი და პირსახოცით ხელში სააბაზანოში შევედი. ცხელმა შხაპმა ცოტათი დამამშვიდა და აზრზე მომიყვანა. ისე ვინანე ჩემი საქციელი ! ახლა ნამვდილი უთავმოყვარეო, შტერი ქალივით ვიქცეოდი ! პირდაპირ ოთახში შევედი და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა თმები ლამის დავიგლიჯე.
-ჰეიი , ჰეიი ! ფრთხილად !-ოთახში აშკარად გამხიარულებული ერეკლე შემოვიდა, ტუმბოზე ჭიქით წყალი და რაღაც ტაბლეტი დამიდო და სავარცხალი გამომართვა.
-მოიცა, დაგეხმარები-ჩემს უკან დაჯდა და ნაზად დაუწყო ჩემს გრძელ თმებს დავარცხნა. ოხ , როგორ მიყვარდა როცა ამას აკეთებდა ! და როგორ მენატრებოდა..
-მენატრებოდი -ძლივს ამოვილუღლუღე და პატარა, დამნაშავე ბავშვივით თავი ძირს დავხარე. არ ვუყურებდი, თუმცა ვგრძნობდი როგორ აუკანკალდა მთელი სხეული ერეკლეს. წამში ჩემ წინ ჩაიმუხლა და ჩემს გაბუშტულ ტუჩებს დაეწაფა, შემდეგ კი მოვლენები სპონტანურად განვითარდა ...

ნოემბრის რიგითი, მოღრუბლული დღე იდგა, თუმცა ამ დღისთვის რიგითი ნამდვილად არ შეიძლებოდა მეწოდებინა. სარკის წინ ვიჯექი საწოლზე და ჩემს თეთრ, ტანზე მომდგარ, ნახევრად ჩაცმულ, თვლებში გაწყობილ უძვირფასეს კაბას აცრემლებული ვუყურებდი. გამიგია, გოგონებისთვის ქორწილის დღე ყველაზე ამაღელვებელი დღეაო, თუმცა ჩემი ცრემლების მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა სიხარული.. მე ხომ სულ რაღაც 1 საათში იმ კაცის ცოლი გავხდებოდი, რომელიც არ მიყვარდა.. მითუმეტეს იმ ღამის შემდეგ .. სიგარეტი გავაბოლე და სარკის წინ ავიტუზე ელვის შეკვრის მიზნით, თუმცა ვინმეს დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
-დედა ! დეეე !-ნინოს ვეძახდი და ჯიუტად ვცდილობდი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას.
-როგორც იქნა მოაღწიე !-უკან არც გამიხედავს ისე მივაძახე კარის გაღების ხმაზე, თუმცა წამში ისტერიკაში ჩავვარდი, როცა სარკეში ჩემს უკან დედაჩემის ნაცვლად ერეკლე აღმოვაჩინე. შიშისგან შევხტი და დისტანცია ჩვენ შორის საგრძნობლად გავზარდე.
-არ მელოდი არა?- სიგარეტი გააბოლა და ჩემ პირდაპირ სკამზე დაჯდა. სულ თვალებში მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ჩემს სულში შემოეღწია.
-ერეკლე რატომ მოხვედი? ახლავე წადი ! -ლამის ტირილი დავიწყე.
-გოგო შენ სულ მთლად გაგიჟდი ხო ? რას ნიშნავდა შენი საქციელი? ჩემთან დაწექი და დილით გაიპარე იმ წერილის იმედზე? -ბოლო ხმაზე ღრიალებდა და სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა.
-ერეკლე.. რატომ არ გესმის?-თვალები ცრემლებით ამევსო და ფანჯარასთან გავედი.
-რა უნდა მესმოდეს გოგო? იმ დღეს ხო მითხარი მენატრებოდი და ძალიან მიყვარხარო ! ნუთუ მატყუებდი? ნიკი შემომხედე !-ჩემს გვერდით აიტუზა და შეეცადა ხმა დაერბილებინა, რადგან სულმოუთქმელად ვტიროდი.
-თვალებში შემომხედე ნიკი !-თავი ვერ შეიკავა და ნიკაპით თავი მისკენ მიმატრიალებინა.
-მითხარი გიყვარს? ნიკი ! მითხარი ! (რამდენიმე წამით გაჩუმდა და თვალებში ჩამაშტერდა, თუმცა პასუხად ჩემი დუმილი მიიღო) -ვერ მეუბნები არა? რატო ნიკი? რატომ ხარ ჩუმად? მხოლოდ ერთი სიტყვა მითხარი .. გიყვარს? არა ნიკი ! არ გიყვარს !(სიმწრისგან თავი ძირს დავხარე და ავტირდი)
-აბა, როგორ მთხოვ რომ წავიდე? რომ უფლება მოგცე უფსკრულში გადავარდე? ნიკი დაიტანჯები ! სულ რომ არ გიყვარდე, სულ რომ ვერ მიტანდე ვერ მოგცემ მასზე გათხოვების უფლებას ! შენ ვლადი არ გიყვარს !-ბოლო ხმაზე მიყვიროდა და მკლავებში ჩაფრენილი მაჯანჯღარებდა.
-ერეკლე გეყოს ! შენ როგორ გგონია ჩემთვის მარტივია? გგონია მე მიხარია ეს სიტუაცია? წამით მაინც დაფიქრებულხარ ჩემს მდგომარეობაზე? -ბრაზი ყელში მომაწვა და ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი. ერეკლე გაოცებული მომჩერებოდა.
-იმ კაცმა ფეხზე წამომაყენა, როცა შენ გამო განადგურებული ვიყავი ! ფეხმძიმობისას ეგ დარბოდა ჩემი სურვილების შესასრულებლად და არა შენ ! ვიკას პირველ გაღიმებას ჩემთან ერთად ეგ უყურებდა ! ვიკას პირველ ნაბიჯებს ეგ ითვლიდა ! კაცმა სტუდია გამიხსნა, ნამდვილ პატივსაცემ ქალბატონად მაქცია და ახლა ასე მივატოვო? საერთოდ დაფიქრებულხარ რა მოუვა ქორწილის დღეს რომ მივატოვო? -გიჟს ვგავდი და ერეკლე ჩემი ემოციებისგან სახტად დარჩა.
-აუ აუ გოგო ! შენ ვაბშე გამოდებილდი ხო ?- თავს ვეღარ თოკავდა და ოთახში ყველა იმ ნივთს ჰაერში ისროდა, რომელიც ხელში მოხვდებოდა.
-მადლიერების გამო მიყვები ცოლად კაცს, რომელიც არ გიყვარს ?-ღრიალებდა ბოლო ხმაზე.
-დიახაც !- ვეცადე მაქსიმალურად დამაჯერებელი ვყოფილიყავი, თავი მაღლა ავწიე, ცრემლები მუჭით შემოვიწმინდე და მის წინ დოინჯით დავდექი.
-დიახაც მივყვები ! და არ გაბედო ჩემთვის ხელის შეშლა !-ღრმად ვსუნთქავდი, გული ყელში მიცემდა და უკვე თვალებში ყველაფერი ირეოდა.
-რა გჭირს? ნიკი !-ერეკლეს ხმა ბუნდოვნად ჩამესმოდა ყურში და ნელ-ნელა მასაც ბუნდოვნად ვხედავდი ..
-ვაიმე.. ერეკლე ..-ძლივს ამოვილუღლუღე და წამში ყველაფერი სიბნელემ მოიცვა..

თვალის გახელისთანავე ოთახში ერეკლეს ძებნა დავიწყე, თუმცა მის ნაცვლად ვლადი დავინახე და უხერხულად შევიშმუშნე.
-ვლააად.. მაპატიე..-ძლივს ამოვილუღლუღე და აცრემლებული თვალები ძირს დავხარე. ვლადი მაშინვე მომვარდა და ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია.
-ნიკი .. ხომ კარგად ხარ ? არაუშავს საყვარელო. ქორწილი მომდევნო კვირაში გადავიტანოთ-სახეზე მეფერებოდა. წამით შევყოვნდი, ღრმად ჩავისუნთქე და
-ქორწილი აღარ იქნება ვლად-მართლა გამიკვირდა საიდან მოვიკრიბე ამ სიტყვების თქმის გამბედაობა.
-რა? რატო ნიკი ? რამე მოხდა?-ძლივს ამოიხავლა.
-ვლად, მომისმინე. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ არასდროს მიყვარდი.. ახლა კიდე მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებ.. ჩემ თავსაც გავაუბედურებ და შენც სიცოცხლეს გაგიმწარებ.. ვერასოდეს შევძლებ შეგიყვარო, რადგან მე ისევ სხვა მიყვარს-ჩუმად ვტიროდი.
-ვიკას მამა ერეკლეა არა?-ეს კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, სახტად დავრჩი.
-რა იყო ნიკი, გეგონა გამაშტერებდი? იმ დღესვე მივხვდი, რომ ერეკლე ჩვეულებრივი სტუმარი არ იყო.. არაფერი შევიმჩნიე, მაგრამ დავეჭვდი.. და თბილისში რომ ამბების გაგება მარტივი საქმეა ჩემზე კარგად შენ უნდა იცოდე-ახლა ნამდვილად საშიში იყო ვლადი.
-არაა ვლად.. არა.. შენი გამოშტერება არასდროს მიცდია-ინსტიქტურად თავის მართლება დავიწყე.
-მართლა? მაშინ რა უნდოდა ჩვენი ქორწილის დღეს ბატონ ერეკლეს შენს საძინებელში? რატომ წამოგიყვანა მან საავადმყოფოში და რატომ გავიგე ეს ყველაფერი მე ყველაზე ბოლოს, როცა ეკლესიაში დებილივით გელოდებოდი? რას აპირებდი ნიკი? უნდა მიგეტოვებინე ? გიფიქრია მაინც რამხელა სკანდალში გამხვევდა ეს ამბავი ამ არჩევნების წინ?-ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ხელებს ჰაერში იქნევდა.
-ვიცი ვლად.. მაპატიე გთხოვ !-ხმამაღლა ვქვითინებდი და სახეს ხელებში ვმალავდი.
-დაწყნარდი ნიკი.. არ იტირო.. (თითქოს გული მოულბა)- მაგრამ დაშორების უფლებას ახლა ვერ მოგცემ ! არჩევნებამდე მაინც მოგიწევს გამიწიო ცოლობა. მაგხელა სკანდალის შემდეგ არჩევნებს ვერ მოვიგებ ნიკი და ხომ იცი, რამდენი ხანი ვემზადებოდი მინისტრობისთვის-მშვიდად იჯდა ჩემს საწოლზე და მის თვალებში მუდარას უფრო ვხედავდი ვიდრე დამუქრებას.


რა უნდა მექნა? ერეკლეც არსად ჩანდა.. მგონი დრო იყო ვლადისთვის სიკეთისთვის გადამეხადა და ქორწინებაზე დავთანხმდი. თუმცა ეს არ ყოფილა ქორწინება მისი ზოგადი გაგებით. ეს მხოლოდ ფიქტიური იყო. რა თქმა უნდა, ჯვრისწერაზე უარი ვთქვით, მეორე დღესვე უკრაინაში წავედით და ხელი მოვაწერეთ. რა თქმა უნდა, ჟურნალებსა და სოციალურ ქსელებში ეს მოვლენა წლის ყველაზე რომანტიკულ მოვლენად შეირაცხა, თუმცა ნამდვილი ამბავი არავინ იცოდა. საარჩევნო საქმეების გამო, იძულებული ვიყავი, როგორც მომავალი მინისტრის მეუღლე, ყველგან ვლადის გვერდით ვყოფილიყავი და მეც დავყვებოდი კარდაკარ, აქციებსა და შეხვედრებზე... ამ ყველაფერმა მთელი დეკემბერი წაიღო ...

*ერეკლე*
გიჟივით დავდიოდი სამსახურში, სახლში, ბარებში, წვეულებებზე.. შოკირებული ვიყავი და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ნიკი მაინც გათხოვდა.. მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, მიუედავად იმისა რომ სიმართლე იცოდა, და ისიც იცოდა რა ძიერაც მიყვარდა. ცხოვრებაზე დაბოღმილი გვერდით არავის ვიკარებდი და ყველა საშუალებით ვცდილობდი ნიკის თავიდან ამოგდებას. წვეულებიდან წვეულებაზე მივდიოდი, ყველაზე ლამაზ ქალებს ვაბამდი, ვსვამდი, მათთან ვერთობოდი .. მაგრამ 1 თვეში ეს ყველაფერი ძალიან მოსაბეზრებელი გახდა ჩემთვის. თან ვერავინ და ვერაფერი მშველოდა ამ ტკივილის დაძლევაში..
ახლაც, მორიგ საახალწლო წვეულებაზე ვიყავით ერთ-ერთი თბილისელი ბიზნესმენის სახლში. ჩვეულად, ძალიან კარგად ვერთობოდი.. მორიგ ქალს ვეფლირტავებოდი და ალბათ მასაც ადვილად შევუძვრებოდი კაბის ქვეშ, უცებ დარბაზში ნიკი რომ არ დამენახა. ადგილზე გავიყინე, როცა დარბაზში შემოვიდა. დიდი ბეწვის ქურთუკი და მაღალი ჩექმები ეცვა. თმები სქელ კულულებათ მხრებზე დაეყარა და ლამაზი შლაპაც უმშვენებდა თავს. წამში გაითავისუფლა თავი ზედმეტი ტანსაცმლისგან და მისი სხეული თხელი, მუქი საღამოს კაბისამარა დარჩა. მიუხედავად იმისა რომ ლანასთან ნიკის გამოჩენისას გავწყვიტე ყოველნაირი საყვარლური ურთიერთობა, იგი ჩემს გულშემატკივრად რჩებოდა. რა თქმა უნდა, არც მაშინ გამოპარვია ჩემი გულშეწუხებული მზერა ნიკისადმი. მომიახლოვდა, ყურში რაღაც ჩამჩურჩულა და შეუმჩნევლად გააგრძელა გზა ნიკისაკენ. ნიკიმ გეზი ბარისკენ აიღო, თუმცა გზა და გზა უამრავი ნაცნობი "კეთილის მსურველის" გადაკოცნა და მოკითხვა მოუწია და როგორც კი მიაღწია ბარამდე სასმელი შეუკვეთა, კომფორტულად მოეწყო და ნელ-ნელა დაიწყო ჭიქიდან წრუპვა. მალევე მიუახლოვდა ლანა, სასხვათაშორისოდ მოიკითხა და გვერდით მიუჯდა. შორს ვიდექი, არ მინდოდა დამეფრთხო, თუმცა აქედანაც ვამჩნევდი რა გულიანად იცინოდნენ ერთად. ცოტა ხნის შემდეგ ორივე ფეხზე ადგა. გასასვლელისკენ წამოვიდნენ. წინ ნიკი მოდიოდა, უკან ლანა მოყვებოდა. უუხ ! რა ამაყი და დაუნდობელი იყო ნიკი ! როგორც კი გვერდი ჩამიარა ლანამ თვალი ჩამიკრა და რამდენიმე წუთში კარს მიღმა გაუჩინარდნენ. ინტერესი მკლავდა, რას აკეთებდა ეს გოგო ! მაგრამ იძულებული ვიყავი მომეცადა და დავლოდებოდი ლანას, სანამ შემეხმიანებოდა. ნერვიულად მივიყუდე სასმელი და ნერვებმოშლილი მალევე დავბრუნდი სახლში.


*ნიკი*
როგორც იქნა მოვახერხე ვლადისგან ცოტა ხნით თავის დაღწევა. დღესასწაული მოვიმიზეზე და ვიკასთან ერთად დედაჩემთან დავბრუნდი თბილისში. პირველივე დღეს ვიგრძენი შვება, როცა გავაცნობიერე რომ იძულებული აღარ ვიყავი ვინმეს თვალის ასახვევად მეთამაშა მოსიყვარულე, მზრუნველი ცოლის როლი. თან თავს სულ ცუდად ვგრძნობდი შინაგანადაც და ფიზიკურადაც. აქეთ არჩევნების ამბები.. იმდენად გადაღლილი ვიყავი მოკლედ არაფრის თავი არ მქონდა და ძალიან მივსუსტდი, ამიტომ თბილისში ჩამოსვლისთანავე თავს უფლება მივეცი ბოლომდე დავმტკბარიყავი თავისუფლებით.. ვინ იცის მარჩევნებამდე კიდევ როდის შემეძლებოდა ასე განმარტოვება.. პირველივე წვეულებაზე წავედი და ბოლომდეც გავერთე. დიდი ხანია ვინმესთან არ მილაპარაკია.. ხანდახან ისე მენატრებოდა ვინმე, ვისაც ბოლომდე მივენდობოდი და ჩემს გულისნადებს ბოლომდე გავუზიარებდი მაგრამ ეგეთი ადამიანი უბრალოდ არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში .. სწორედ ამ ფიქრებში ვიჯექი ბარმენის წინ და "black Label"-ს ვყლუპავდი, როცა გვერდით ახალგაზრდა, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ქალი დამიჯდა. შავგრემანი იყო თუმცა დანახვისთანავე მივხვდი რომ რაღაცნაირად ანათებდა ეს ქალი.
-ოოჰ ! ახალგაზრდა, ლამაზი ქალი აქ მარტო რატომ ზიხარ ? და თანაც ბლექ ლეიბელი? -გვერდით მომისკუპდა და ბარმენს ანიშნა რამე დამისხიო. მხოლოდ მცირედით გავუღიმე.
-ძვირფასო, ირგვლივ მიმოიხედე ! ამ წვეულებაზე კაცების 90 % ფიქრობს შენს კაბაში როგორ შემოძვრეს, შენ კი სახე ჩამოგტირის !-მხარზე ხელი მეგობრულად დამადო, მეკი გულწრფელად გულიანად გადავიხარხარე.
-ეეჰ.. ნეტა მასე მარტივი იყოს.. თქვენი სახელი?-მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ ეს ქალი ჩემთვის სრულიად უცნობი იყო.
-მე ლანა მქვია-ხელი გამომიწოდა და ყურებამდე გამიღიმა.
-სასიამოვნოა, მე ნიკი ვარ-რა თქმა უნდა სიამოვნებით გავეცანი ამ პოზიტიურ ქალბატონს, რომელიც რატომღაც ჩემს მშველელად ჩავთვალე.
-რატომ არ არის მარტივი?-ჰჰმმ, ცნობისმოყვარეც ყოფილა. არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ, რომ მარტოსული ვიყავი, ან იმიტომ რომ ეს ბოლო პერიოდია ზედმეტად სენსიტიური გავხდი, მაგრამ დანახვისთანავე მივენდე ამ ქალბატონს და სადმე უფრო მყუდრო ადგილას წავიდეთთქო შევთავაზე. ისიც სიხარულით დამთანხმდა და მალევე გადავინაცვლეთ წვეულებიდან ჩემს სახლში.

-ლამაზი სახლი გაქვს-ოთახს თვალი მოავლო და როგორც კი დივანზე ჩაძინებული ბავშვი დაინახა ტუჩებზე ხელი მიიფარა.
-არაუშავს, არ გაეღვიძება-დავამშვიდე და პალტო გამოვართვი.
-არ მეგონა შვილი თუ გყავდა..-ბავშვს ფრთხილად მიუახლოვდა "რა საყვარელიააა"-ო შემომხედა და ნაზად აკოცა ლოყაზე.
-წამო, სამზარეულოში გავიდეთ-გვერდით ოთახში ვიხმე, მაღალი ჩექმები იქე გავიხადე და ფეხები ფუმფულა ფეხსაცმელი გავუყარე.
-გინდა შენც მოგცე? -მაშინვე ვუწილადე, ჩემს ჯერ კიდევ უცნობ მეგობარს მეორე თბილი ფეხსაცმელი, რაზეც გულწრფელი მადლობა გადამიხადა და მალე ორივე ვისხედით სამზარეულოს მაგიდასთან და ცხელ ჩაის მივირთმევდით. თან სულ ვლაპარაკობდით. ისეთი უშუალო და გულწრფელი მეჩვენა.. სულ გადამავიწყა ჩემი პრობლემები ისე გაამრთო მისმა გაუთავებელმა სახალისო და ნამდვილად საინტერესო ისტორიებმა.
-უიი, რა დრო მოსულა, დროა წავიდე-ღამის 3 საათიიყო დაწყებული, როცა ლაპარაკში გართულები გაომვფხიზლდით.
-ვაიმე არა, ასე გვიან სად გაგიშვებ, ჯობს აქ დარჩე ლანა. ახლავე გაგიმზადებ საწოლს-მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი და ბევრი წინააღმდგობის მიუხედავად დავითანხმე დარჩენაზე. ერთ-ერთ საძინებელში შევედით და მისთვის თეთრეულის გაშლა დავიწყე რომ თავი შეუძლოდ ვიგრძენი.
-ხომ კარგად ხარ?-მაშინვე შეამჩნია, ფერი რომ დავკარგე და საწოლზე დაჯექიო მიბიძგა. თუმცა ყველაფერმა მალე გამიარა და მეც მხიარულად წამოვფრინდი კარგად ვართქო.

მოკლედ, მომდევნო კვირა ლანამ და მე სულ ერთად გავატარეთ. მთელი თბილისი მოვიარეთ, ბევრი ტანსაცმელი და საჩუქრები ვიყიდეთ. აღმოჩნდა რომ ლანა ჩემს ფონდში მუშაობდა ამან კი უფრო დაგვაახლოვა. ისეთი პოზიტიური და თბილი გოგო იყო.. ის, ვინც ნამდვილად მჭრდებოდა. ჩემი ნდობა მალევე მოიპოვა და მალე ჩემი ისტორიაც მოვუყევი. სულ ვცდილობდი ამ ამბისთვის თავის არიდებას, თუმცა ლანამ ჭორების სახით იცოდა რაღაც-რაღაც მონაკვეთები ჩემზე და ერეკლეზე და თან ისე დამახინჯებულად.. მომინდა მთელი სიმართლე მეთქვა, ამიტომ ერთ-ერთ მყუდრო ბარში წავედით და მეც მოვუყევი როგორ გავიცანი ერეკლე, როგორ შემიყვარდა.. რა ბედნიერები ვიყავით და როგორ დაგვაშორა ცხოვრებამ.. ბოლოს ჩემი და ვლადის შესახებაც ვუთხარი რომ მხოლოდ ფიქტიური ქორწინება გვაკავშირებდა და ვალდებული ვიყავი მის გვერდით ვყოფილიყავი მისი ცხოვრების ამ უმნიშნელოვანეს პერიოდში..

*ერეკლე*
მთელი დღე ანერვიულებული დავდიოდი და გულს ვერაფერს ვუდებდი. დილით ლანამ დამირეკა შენი ნახვა მინდა და საღამოს შეგეხმიანებიო, მეც მთელი დღე გიჟივით ველოდი მის ზარს. იმ წვეულების მერე თითქოს აორთქლდაო.. ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. სახლშიც მივაკითხე არც ერთხელ დამხვდა.. სამსახურშიც არ დადისო მითხრეს... მოკლედ მაგიჟებდა ეს ფაქტი და ინტერესით ვკვდებოდი ნიკისთან რა უნდოდა.
ოთახში წინ და უკან დავდიოდი რომ ტელეფონმაც დარეკა. გიჟივით ავიღე ყურმილი.
-როგორც იქნა დარეკე !-მოუთმენლად მივაყარე.
-დაწყნარდი ბიჭო ! -შემდეგ მისამართი ჩამაწერინა 15 წუთში იქ ვიქნებიო და გამითიშა. მაშინვე ელდანაკრავივით გავიქეცი მითითებულ მისამართზე. არ ვიმჩნევდი მაგრამ ყოველთვის მაღელვებდა თითოეული დეტალი, რომელიც ნიკის ეხებოდა. საშინლად გაბრაზებული და გულნატკენი ვიყავი რომ ვლადი აირჩია, ჩემი სიყვარული ფეხებზე დაიკიდა და სიამაყის გამო იმ უფსკრულში გადახტა თავით, მაგრამ ნიკი მაინც მიყვარდა და ახლა კიდევ უფრო მეტადაც კი. ვბრაზობდი, მაგრამ ახლაც ადრინდელივით გულს მიტოკებდა ყველა დეტალი, რომელიც მას ეხებოდა..

-რა იყო ბიჭო, მოფრინდი?-სიცილი აუტყდა ლანას, როცა ბარში გულამოვარდნილი შევვარდი.
-ჯობია სიცილს მორჩე და საქმეზე გადახვიდე !-მაშინვე ვცადე საქმისთვის მიმეხედა თან სული მელეოდა ისე მაინტერესებდა რას მეტყოდა. მის წინ დავჯექი, ლანა ერთხანს ჩუმად იჯდა, მიყურებდა..
-არ დაიწყებ ახლა?-უკვე ისტერიკაში ჩავვარდი დუმილისგან.
-მოაჯადოვე ის ანგელოზივით გოგო თუ რა უქენი? -თვალებმოჭუტული მიყურებდა.
-რას ნიშნავს მოვაჯადოვე?-წარბები შევჭმუხნე და მუშტები შევკარი.
-როგორ შეძელი, რომ ისე შეგეყვარებია მისთვის შენი თავი, რომ დღემდე ასე აღფრთოვანებით საუბრობს შენზე-ლანა ხელებს ჰაერში იქნევდა და კმაყოფილი მიღიმოდა. სიტყვებით ვერ აგიღწერთ როგორ მესიამოვნა ეს რომ მითხრა,
- ანუ რა გამოდის, ნიკის ისევ ვუყვარვარ?-სიხარულისგან ყურებამდე გავიღიმე
-უყვარხარ და მეტი არაფერი?-კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა და ისე გამიხარდა ლამის ფეხზე წამოვიჭერი და ყველას გასაგონად ყვირილი დავიწყე ნიკის ისევ ვუყვარვართქო ! თუმცა მალევე გამახსენდა ვლადი და ისევ მოვიღუშე.
-მაგრამ მისი ქმარი?-თავი ძირს დავხარე.
-ვინ? ააა, ვლადი?-და ლანამ მითხრა ყველაფერი მათი ქორწინების შესახებ. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა და ლამის ენა გადამეყლაპა. ისე გავბრაზდი ნიკიზე რომ ეს დამიმალა მისი ცემა მომინდა ! თუმცა ამავდროულად ისე გამიხარდა, რომ წამში ფეხზე წამოვიჭერი და ლანას აცრემლებული გადავეხვიე დიდი მადლობათქო.

*ნიკი*
ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეებში. ვიკაც და დედაჩემიც გვერდით მყავდნენ, ლანაც სულ თავს დამტრიალებდა და ნამდვილად შესანიშნავად ვატარებდი "ზამთრის არდადეგებს" თბილისში, თუმცა ბოლო პერიოდში მადას არ ვუჩიოდი და მალე ეს სხეულზეც დამეტყო.
-აუ როგორ გავსუქდიი -ტუჩები მოვღრიცე და სარკის წინ უვე მესამე კაბამოვიზომე. საღამოს ლანას წვეულებაზე მივყავდი და მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი.
-სულაც არა, გეჩვენება ძირფასო, ისევ ისეთი ლამაზი და მიმზიდველი ხარ-მაშინვე გამამხნევა ლანამ და თეფშიდან დედას მომზადებული სენდვიჩი აიღო.
-ფუუ, რა სუნი აქვს ! -ლამის გული ამერია ყველისა და შემწვარი ხორცის სუნზე და სასწრაფოდ სააბაზანოში გავიქეცი. ბოლომდე დავიცალე ცუდი საკვებისგან და როგორც კი სააბაზანოს კარები გავაღე თვალებგაფართოვებული ლანა დამხვდა, ახლავე შიგნიტ შედიო ხელით მიბიძგა და სააბაზანოს კარები გადაკეტა.
-რა გჭირს გოგო?-წარბები მოვჭმუხნე.
-ნიკი, ორსულად ხარ? იცოდე, ამას თუ მიმალავდი არასდროს გაპატიებ !-საჩვენებელი თითი ცხვირწინ ამიფრიალა. თავიდან სერიოზულად დავცინე.
-საიდან მოიტანე გოგო, ჰაერზე არ ფეხმძიმდებიან და მე დიდი ხანია სექსი აღარ მქონია-ის ის იყო ამოვისუნთქე რომ ლანამ ისეთი რამე თქვა წამში გავფითრდი და მთელი სხეული დამიბუჟდა.
-შენ ხომ თქვი რომ იმ ღამით ერეკლესთან იწექი-მაშინვე წამიყვირა ლანამ და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-გაგიჟდი გოგო? რაებს ბოდიალებ !-ვცადე უარმეყო მისი სიტყვები, თუმცა ამის უკვე მეც აღარ მჯეროდა.
-გინდა ტესტი მოგიტანო ? -პასუხის თქმა არც მაცადა, კარებში დედაჩემს მიაძახა მალე მოვალო და გავარდა. დაახლოვებით ნახევარ საათში, სააბაზანოში ჩაკეტილები ორივე ბოლთას ვცემდით. მე ვლოცულობდი ღმერთო ოღონდ ეგ არათქო, ლანა კიდე რა კარგია მალე დეიდა ვიქნებიო გაიძახოდა.
-ვაიმე, დადებითია !-ძლივს აღმომხდა და უნიტაზზე ინერციით დავეცი.
-ვაიმეე ! გილოცააავ ძვირფასოოო ! -სიხარულიტ ტაში შემოკრა და გადამეხვია.
-რას მილოცავ გოგო ! მეორე შვილი.. მეორე ბავშვი მამაკაცისგან, რომელთანაც ვერასდროს ვიქნები.. წარმოგიდგენია რა მოხდება თუ ამ ამბავს ვლადი გაიგებს ? და ერეკლე? -ისტერიკაში ვიყავი და გაოცებისგან ვეღარც ვტიროდი.
-არაფერიც არ მოხდება ! ვლადი სამუდამოდ გაგშორდება და შენ და ერეკლე იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად !-მაშინვე დამიხატა ბედნიერი ზღაპრის დასასრული "კუპიდონმა" და მერე საქმიანად მითხრა თავი მოიწესრიგე წვეულებაზე არ დაგვაგვიანდესო. სულ არ მეწვეულებოდა, მაგრამ რომ გამახსენდა ამისთვის ლანა როგორ ემზადებოდა, როგორ არჩევდა კაბას და როგორ უნდოდა მის გევრდით ვყოფილიყავი უარი ვეღარ ვუთხარი. შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, თმები სადად დავიწენი, ასევე სადა მაკიაჟი გავიკეთე და მოჩვენებითი სიმშვიდით გავყევი ლანას.


*ერეკლე*
ერთი რიგითი წვეულება იყო,როგორც ყოველთვის დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად ვეწვიე ამ დიდებულ შეკრებასაც, თუმცა გული გამალებით მიცემდა გოგონების მოლოდინში. ჩემი და ლანას გეგმის თანახმად დღეს ნიკის უნდა შევრიგებოდი რადაც არ უნდა დამჯდომოდა. და აი ისინიც გამოჩნდნენ. ოოხ ! როგორ ბრწყინავდა ჩემი ლამაზი გოგო ! ყველას ყურადღებას იქცევდა მისი თეთრი, სინაზით სავსე კანი, ლამაზი ნაკვთები და ღრმა, ჭაობისფერი თვალები, რომლებიც რაღაც განსაკუთრებულად ანათებდნენ.
-ეს გოგო რატომ ვერ მოვიშორეთ?-თვალები გადაატრიალა ეკატერინემ.
-შეგიძია მშვიდად იყო, მალე ეს გოგო შენი რძალი გახდება და მერევეღარასდროს მოიშორებ დედი0ღიმილით ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე. ვიკას არსებობის შესახებ იცოდა და ისე უხაროდა რომ ბებია იყო, ნიკისადმიც შეეცვალა ცოტათი დამოკიდებულება, თუმცა როგრც კი ნიკი გათხოვდა კვლავ მის აზრს დაუბრუნდა და ნიკის ლანძღვა გააგრძელა. იანვრის ცივი დღეები იყო, თუმცა ნიკის ნამდვილად არ ეცვა "საიანვროდ" მოკლე, საღამოს შავი კაბა და ლამაზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუდარებელს ხდიდა. ლანამ თვალები დამიბრიალა ჯერ არ მოხვიდეო და მეც უმალ გავეცალე იქაურობას. ნიკი, როგორც ყოველთვის პირდაპირ ბარმენტან მივიდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი მოითხოვა და ნელ-ნელა დაიწყო ფერადი სითხის წრუპვა. როგორც ყოველთვის, ქალები თავს არასდროს მანებებდნენ, სხვა შემთხვევაში ალბათ თავს არაფრისგან შევიკავებდი და ბევრს იქვე, საპირფარეშოშიც ვი**რდი, თუმცა დღეს ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, რაცმეხებოდა და ნიკისთან დალაპარაკების მეტი არაფერი მინდოდა. როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და როცა ლანამ მანიშნა მიდიო ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი ბარის დახლთან მჯდომ ნიკის. მის გვერდით დავსკუპდი და სიმხნევისთვის ერთი ჭიქა ვისკი ვთხოვე ბარმენს.
-როგორ ხარ?-როგორც იქნა ამოვღერღე და მგონი ჩაფიქრებული ნიკი შევაშინე კიდეც. წამით შეხტა და გაფართოვებული თვალებით მომაჩერდა.
-კარგად შენ?-ხმაზე სულაც არ ეტყობოდა რომ ღელავდა.
-მეც კარგად (სასმელი მოვსვი)- მარტო ხარ თუ ქმარიც გახლავს?-ამ სიტყვის თქმაზე ბრაზისგან კბილები გავაღრჭიალე.
-არა, მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, საქმეები ჰქონდა-ტუჩები მოპრუწკა ნიკიმ.
-მეჩვენება თუ რაღაც შენთვის არ სცალია შენს უსაყვარლესობა და უკეთილშობილესობა ქმარს?-ირონია გამომერია ხმაში, რაც არ უნდა ყოფილიყო გამწარებული ვიყავი მასზე.
-ბატონო? შენ თავი ვინ გგონია? მოხვედი აქ და ჩემს ქმარს ლანძღავ ! რა უფლება გაქვს?-წამში აფეთქდა ნიკი და ფეხზე წამოიჭრა.
-კარგი, ნიკი, დაწყნარდი-მისი დამშიდება ვცადე და მკლავზე ხელი მივადე.
-არ მომეკარო იდიოტო !-მომაძახა და სწრაფად გამეცალა. მაშინვე ლანასკენ მივიხედე რომელმაც თავში ხელი ჩაირტყა და ჩემკენ მუქარით წამოვიდა
-აუ რა იდიოტი ხარ ! ეგ გითხარი მე? აუ ! როგორ მოახერხე მისი ასე მალე მწყობრიდან გამოყვანა !-მისაყვადურა და ნიკისკენ მიიხედა, რომელიც უკანა ეზოში გადიოდა.
-რა? მე რა შუაში ვარ? ნერვები როგორ მოუსპო ხომ ხედავ მისმა ქმარმა !-არ ვცხრებოდი და ვერაფრიტ გამერკვია რა ვთქვი ისეთი, ასე მწარედ რომ გაბრაზდა. მე უნდა მეჩხუბა მასთან და კიდევ ეგ მებუტებოდა?
-აუ, პატარა ბავშვი ხარ ერეკლე ყიფიანო რა ! ვერ ვხვდები რითი დაიმსახურე, რომ ასეთმა არაჩვეულებრივმა ქალმა 2 შვილი გაჩუქა !-ზურგი მაქცია და ბოლო სიტყვები წასულმა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და როგორც კი მკლავში დავწვდი ტუჩზე იკბინა.
-გამიმეორე რა თქვი?-თვალები დავაწვრილე და მკლავებში მთელი ძალით ჩავაფრინდი ლანას.
-რა ვთქვი? იდიოტი ხარ და არ იმსახურებ ეგეთ არაჩვეულებრივ ქალსთქო -სიტუაციის გამოსწორება სცადა, თუმცა იცოდა ჩემთან ეგ არ გაუვიდოდა, ამიტომ თვალებში ჩავაშტერდი და რა თქვითქო კბილებში გამოვცარი.
-ნიკი ფეხმძიმედაა ! უკვე მუცლით შენს მეორე შვილს ატარებს-მომახალა ბოლოს და როგორც კი ჩემი მკლავებიდან განთავისუფლდა ხელები გადააჯვარედინა და სახემომანჭულმა შემომხედა "ცხოვრელო მეტკინაო", თუმცა ახლა მას ნამდვილად არ ვუსმენდი. მე არავის ვუსმენდი ! გონებაში ერთადერთი ის მიტრიალებდა, რომ ნიკის წყალობიტ მალე ორი შვილის მამა ვიქნებოდი !
-დიდხანს უნდა იდგე ასე დებილვით გაღიმებული?-ფიქრისგან ლანას გესლიანმა ენამ გამომაფხიზლა
-აუუ აუუ ! ჯიგარი ხარ ლანიუშ რა !-წამში ლოყაზე ძლიერად ვაკოცე და სწრაფი ნაბიჯებით ეზოში მდგომი ნიკისკენ წავედი. გზაში დედაჩემი გადმომეღობა.
-სად მიდიხარ?-მიყვირა, თუმცა აღარავის მივცემდი ნებას ჩემი საყვარელი ქალისთვის წუთითაც კი დავეშორებინე, ამიტომ დედაჩემი დავაიგნორე და ნიკისთან სალაპარაკოდ ეზოში გავედი.

-მაპატიე-გვერდით მშვიდად დავუდექი. აბუზული იდგა და ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა. მაშინვე ჩემი კოსტუმი შემოვახვიე. ხმას არ იღებდა, ფერად ჭიშკარს მიშტერებოდა და პატარა ბავშვივით ტუჩები გაბუსხულს დაებუშტა.
-ნიკი.. მაპატიე გთხოვ !-პირდაპირ დავუდექი და ხელი სახეზე ავუსვი. არც ახლა შემოუხედავს,მხოლოდ ის დავინახე რომ თვალები ცრემლებიტ აევსო.
-მაპატიე, რომ არ დაგიჯერე.. მაპატიე ნიკი რაა.. მაპატიე, რომ ჩემ გამო ამდენი წელია ცალ-ცალკე ვართ და ორივე ვიტანჯებით.. უჩემო წლები მაპატიე რა პატარავ..-ვეჩურჩულებოდი და თითებით მის ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს ვწმენდდი.
-რა გინდა ერეკლე?-აკანკალებული ხმით ჩურჩლით მკითხა და პირველად გამომხედა.
-მიყვარხარ ნიკი .. შენი თავი მინდა.. კიდევ ვიკა მინდა.. და ის პატარა ანგელოზი, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა მაჩუქო-სახე გამებადრა ამის გახსენებაზე და ხელი კოსტუმის შიგნით მუცელზე მივადე. ნიკიმ შეშინებული და გაფართოვებული თვალებით მომაშტერდა და წამში გაზარდა დისტანცია ჩვენ შორის.
-რა? ეს ბავშვი შენი არ არის !-ვითომ არაფერიო ისე მითხრა.
-ნუ იტყუები ნიკი ! მე ყველაფერი ვიცი ! -უკან დახევას არ ვაპირებდი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა ნიკი უნდა დამებრუნებინა. მისკენ ახლოს მივედი და წელზე ხელები ისე მჭიდროდ შემოვხვიე, თავის განთავისუფლება რომ ვერ მოეხერხებინა.
-გამიშვი იდიოტო!-აყვირდა და აფართხალდა, თუმცა როგორც კი ვუთხარი რომ ესჩვენს შვილს ავნებდა მაშინვე გაჩერდა.
-ხედავ, როგორ უვლი ჩვენს პატარას? იცი ეს რატომ? -წარბებქვეშიდან მიყურებდა ნიკი და ცდილობდა დისტანცია რაც შეიძლება გაეზარდა ჩვენ შორის, თუმცა ჩემი ძლიერი მკლავების შემწეობიტ ეს შეუძლებელი იყო.
-იმიტომ რომ მისი მამიკო ძალიან გიყვარს !-ეს სიტყვა ვუთხარი თუ არა, აზრზე მოსვლაც არ ვაცადე ისე დავწაფე მის ტუჩებს. თავიდან გამიძალიანდა, თუმცა შემდეგ კოცნაზე ოცნითვე მიპასუხა და ხელები კისერზე მომხვია.
-წავედით-როგორც კიკოცნას მოვრჩით მოვცილდი და ხელი ძლიერად ჩავკიდე.
-სად?-უუხ ! როგორი ცნობისმოყვარე იყო პატარაობიდან ჩემი მშვენიერი ქალი !
-სადღაც მივიდვართ-მივაყარე და ლამის სირბილით წავიყვანე მანქანამდე.
-სად მივდივართ ერეკლე?-აშკარად მალე დაიღალა და მივხვდი რომ მის მდგომარეობაში სირბილი არ შეიძებოდა, ამიტომ წამში ხელში ავიყვანე და ისე გავაგრძელე გზა მანქანისკენ.
-ერეკლე ! სად მიგყავარ !-ხმა გაამკაცრა ნიკიმ და ვიგრძენი რომ ყველა კუნთი დაეჭიმა ბრაზისგან.
-გიტაცებ !-ვუყვირე ბოლო ხმაზე და გადავიხარხარე.
-რა? გაგიჟდი? რას ნიშნავს მიტაცებ? - კიოდა და ფართხალებდა, მაგრამ რას გახდებოდა ჩემს მკლავებში მოქცეული? ამიტომ, ბოლოს დამნებდა და მისი ნებით ჩაჯდა მანქანაში.


იანვრის სუსხიანი ღამე იყო. მე და ნიკი სვეტიცხოვლის კართან, ახლად დაქორწინებულები, ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიდექით და ბედნიერებისგან ცრემლად ვიღვრებოდით.



№1 სტუმარი Teo.

Martla dzalian momewona.imedia aseti kargi istoriebi dabrundebi.warmatebebi.

 


№2  offline წევრი უჟმური

დასაწყისში იმ პოპულარულ ფილმთან დავაკავშირე(სახელი არ მახსოვს), თავაზიანობისთვის გეტყვი რომ კარგია, სინამდვილეში სხვა (უკეთესი) ეპითეტებით უნდა შეფასდეს და სხვათაშორის, ელექტრონებით დამუხტვა ჯობია ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent