ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (11)
იოანეს დანახვაზე ყველა ემოცია ერთად მომაწვა, ყველაფერს ერთად ვგრძნობდი:ბრაზს, სასოწარკვეთილებას, იმედგაცრუებას, წყენას, ღალატს. ალექსანდრესგან თავი გავინთავისუფლე და იოსკენ გავემართე, იგი ჩემკენ წამოიწია, მივედი და ნერვიულობისგან დაჭიმული მუშტი სახეში დავარტყი, ცოტა შებარბაცდა მაგრამ არ გაკვირვებია მიცნობდა და იცოდა ჩემგან რომ ამას მიიღებდა, ალექსანდრე ჩემს შეკავებას შეეცადა მაგრამ იომ ხელით ანიშნა გაჩერდიო, ახლა მეორე ლოყაში გავარტყი სილა, სახე აუწითლდა თავი დახრილი ჰქონდა და თალებბში არ მიყურებდა, სახე მოეღუშა და მძიმედ სუნთქავდა, არც მე ვიყავი კარგ დღეში, ერთიანად ვკანკალებდი, სხეული მითრთოდა და ადგილზე ვქანაობდი -თვალებში მიყურე, ხმადაბლა გაისმა ჩემი ხმა. იო თითქოს აპირებდა ჩემი ნათქვამის შესრულებას მაგრამ ვიგრძენი რომ ძალა არ ყოფნიდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა, ყელზე ყველა ძარღვი დაეჭიმა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში -არ გესმის? უფრო ხმამაღალი და მომთხოვნი ტონი მქონდა. ნელა ასწია თავი, ერთი ღრმად ამოისუნთქა და შემომხედა, მის თვალებში კი უსაზღვრო სიყვარული და სინანული დავინახე -როგორ გამიმეტე ამ ყველაფრისთვის? არ ვცხრებოდი, მივვარდი და მკერდზე მუშტები დავუშინე თან უკვე ტირილში გადამდიოდა ისტერიკები, მკლავები გაშალა და მიუხედავად ჩემი ფართხალისა მაგრად შემომხვია და გულზე მიმიკრა, მერე კი ჩემთან ერთად ძირს დაეშვა და უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე. გაჩუმებული ვიყავი და ხმას არ ვიღებდი, უნდა ვაღიარო რომ ძალიან ძალიან მომნატრებია, მისი სხეულიდან წამოსული სითბოთი ვთბებოდი და ვმშვიდდებოდი, თავზე მკოცნიდა და რაღაცეებს მებუტბუტებოდა -მე დაგტოვებთ, გაისმა ალექსის ხმა -არა, გამოვცერი კბილებში, თავი ავწიე და წამოვდექი-არცერთი ფეხს არ მოიცვლით სანამ დაწვრილებით არ მომიყვებით სინამდვილეში რა ხდება, კატეგორიულად ვუთხარი და მაგიდასთან მდგარ ორ სკამზე მივუთითე დამსხდარიყვნენ -ახლა ამის არც დროა და არც ადგილი ვიქტორია, არანაკლებ მკაცრი ტონი ჰქონდა ალექსს -მართლა? ოსტერიულად გადავიხარხარე-აბა როდის? როცა რომელიმე ჩვენგანი მოკვდება? ან ყველაფრის ამიხსნით ან კიდე აქედან წავალ და პირობას გაძლევთ ვერასდროს ვერცერთი მიპოვით, თითი ახლოს მივუტანე და გამაფრთხილებლად დავუქნიე -შეეშვი ალე ჯიუტია, ჩაიცინა იომ და სკამზე დაჯდა-დაე ამჯერად ისე იყოს როგორც ჩემს პრინცესას უნდა. -ალე? რა ძმური მიმართვაა, მთელი ირონიით წარმოვთქვი -მართალი ხარ ვიკა, მე და ალე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სკამზე უფრო კომფორტულად მოკალათდა და დაიწყო- არ შემაწყვეტინო! ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და იქიდან გავიცანით ერთმანეთი მე და ალექსმა, მერე როგორც ხდება კარგად შევეწყვეთ და დავძმაკაცდით, უერთმანეთოდ არასდროს არაფერს ვაკეთებდით, უდარდელი ბავშვობა გვქონდა სანამ, ღრმად ამოისუნთქა და ალექსს გახედა და ამ უკანასკნელმაც თავი მშვიდად დაუქნია და განაგრძო-სანამ ალექსის მშობლები არ დაიხოცნენ ზუსტად ისე როგორც შენები, მას მერე უპატრონო ბავშვთა სახლში წაიყვანეს მაგრამ კონტაქტი არ შეგვიწყვეტავს, ჩემმა მშბლებმა მისი შილად აყვამა გადაწყვიტეს მაგრამ თავშესაფარშ განუცხადეს რომ ალექსი ერთ-ერთ კომპანიას გადასცეს და გაშვილების უფლება არ ჰქონდათ. წლბი გადიოდა და ჩვენ ვიზრდებოდით, მერე შენ გაგიცანი და სწორედ მაგ პერიოდში გამოჩნდა ალექსი ისევ და გამაფრთხილა რომ შენც მოგაკითხავდნენ რადგან უნიკალური შესაძლებლობები გქონდა, რა აღარ ვცადეთ მაგრამ შენი წაყვანა გარდაუვალი იყო და ამაში მაშინ დავრწმუნდით როცა ზუსტად იგივე ვითარებაში დაიხოცნენ შენები, ალექსი ხვდებოდა რომ გაყიდეს და იმ კომპანიას მიჰყიდეს რომელიც მკვლელებად ზრდიდნენ ბავშვებს, ერთადერთი გამოსავალი შენს დასაცავად ალისისასთან ალექსის დაახლოება იყო და მგონი უკვე იცი რა სახისაც, ალექსი მუდამ თვალს გადევნებდა და ვრწმუნდებოდი რომ სანდო ხელში იყავი, მერე გავიგეთ რომ სხვა კოორპორაციებიც გეძებდნენ და კიდევ ერთი გამოსავალი შენი სიკვდილის ინსცენირება იყო სადაც ისევ და ისევ ალექსმა მოგაკითხა. შენ იმიტომ არ გითხარით არაფერი რომ ბუნებრივი რეაქციები უნდა გქონოდა და ისედაც რთულად გაიგებდი, შენი მშობლების ამბის შემდეგ კიდევ ერთ დარტყმას ვერ გადაიტანდი. მთელი გულისყურით ვუსმენდი და ხან ვამართკებდი მათ და ხანაც ვბრაზდებოდი, ვერ ვიტყვი რომ ქაოსმა მოიცვა ჩემი გონება რადგან ამ კოორპორაციაში თითქმის ოთხი თვე ვიყავი და უკვე კარგად ვიგებდი მათი საქმეების შესახებ, თვალები დავხუჭე და ყველაფრის გააზრება ვცადე, მერე გავახილე და სრულიად მშვიდი ტონით ვკითხე -ახლა რას ვაპირებთ?. ალექსი თითქოს გამოერკვა ფიქრებიდან და ამოიოხრა -ახლა ალისიასთნ უნდა დავბრუნდე, ვუთხარი რომ არეულობის დროს გაქცევა მოახრეხე და გეძებ, მასთან ანგარიშის ჩასაბარებლად უნდა მივიდე და იოს ამიტომ ვტოვებ შენთან -კარგი, ესღა ვთქვი და წყლის დასალევად მეორე ოთახში გავედი. მათი საუბრისთვის ყურადღება არმიმიქცევია, დაახლოებით სამი ჭიქა წყალი დავლიე და მომეჩვენა რომ უფრო მოვძლიერდი და გამოვცოცხლდი, ცოტახანში ალექსი გამოვიდა ოთახში -წავედი და ეცადე სისულელებისგან თავი შეიკავო -როგორც მიბრძანებ, სარკასტულად გავუღიმე. .............. სარწეველა სკამში ვიჯექი და ვცდილობდი გონება მომეკრიბა და დავფიქრებულიავი რა მოხდებოდა ყველაზე უკეთეს ან უარეს შემთხვევაში მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყყვა მიტრიალებდა თავში : ს ი კ ვ დ ი ლ ი. თვალები დახუჭული მქონდა მაგრამ იოს შემოსვლა მაინც ვიგრძენი -ვიკა მაპატიე, მშვიდი ხმა ჰქონდა, ჩემგან მხოლოდ დუმილი მიიღო -უნდა მიმეღო სხვა ზომები, ამოიხვნეშა და ხელები დაბლა დაუშვა, თვალები გავახილე -ქეთამ იცის? -არა, შენი სიკვდილის ამბავს ვერ ეგუება, სევდიანად გაიღიმა -შენ რა ადამიანი ხარ იოანნე? ჩემთის ყველაზე სანდო და ძვირფასი იყავი, ან ქეთ რგორ გაიმეტე ამისთვის, ან ჩემი ძმა, ღმერთო ნეტა როგორაა? წამოვხტი და იოსთან ლაპარაკის უფრო სწორად კი სასოწარკვეთილი კივილის შემდეგ ხელებს თავზე ვიჭერდი და ოთახში ნერვულად ვცემდი ბოლთას -დამშვიდდი მათ არაფერი უჭირთ, შენი ძმა სწავლობს და კარგადაა -ეს როგრო გააკეთე, რანაირად, არ წყნარდებოდი, მთელი ჩემი სხეული სიბრაზეს მოეცვა და ვერ ვაკონტროლებდი. რაც ხელში მომხვდა ის ვისროლე კარის მიმართულები, წყლის ჩაფი იყო რომელიც ახლახანს მოსულ ალექსს მოხვდა მხარში და ძირს ნაწილებად დაშლილი დავარდა -მაპატიე ვიკა მაპატიე, ისევ მომვარდა იოანე, უხეშად მოვიცილე მისი ხელები და მთელი სიძულვილით წარმოვთქვი -არ გაბედო ჩემთან მოახლოება, ზუსტად მაშინ დაკარგე ამის უფლება როცა მათ ჩემი წაყვანის ნება მიეცა, ალექსი უემოციოდ შემოგვყურებდა -ვიკაა, ისევ იოანემ დამიძახა როცა მეორე ოთახში გავდიოდი, უცბათ შევბრუნდი მაგრამ სიტყვის თქმა არ ვაცალე და მივახალე პირდაპირ -არ გაბედო და ასე ნუ მომმართავ, ვიკა ზუსტად მაშინ მოკვდა როცა მისის ვითომდა სიკვდილი გაითამაშეს. მერე ალექსს მივხედე-მისი ნახვა არ მინდა და უთხარი წაეთრიოს აქედან. ........... ............. თვალი რომ გავახილე უკუნი სიბნელე იყო ოთახში, ჩემს გვაერდით ალექსი იწვა და ეძინა, ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, გამაჟრჟოლა სიამოვნებისგან. ადგომა არ მინდოდა მაგრამ რაღაცის ფაჩუნი მესმოდა გარედან მერე კი წითელი წერტილები დავინახე ფარდაზე, შიშისგან რამი სწამოვიკივლე, ალექსს პირზე ხელი ავაფარე და ნელა შევანჯღრიე, მაშინვე თვალები გაახილა, ფარდისკენ ვანიშნე და უფრო ახლოს მივეკარი, ვიგრძენი მის მკლავებზე ძარღვების დაჭიმვა, ძალოიან ნელა და უხმაუროდა წამოვდექით და იმ ოთახსიკენ გავედით რომლის ფანჯარაც ჩავამტვრიე, ალბათ იქიდან გავიქცეოდით, ხელი ჩამკიდა და ფანჯარაზე შემომსვა, ფაჩუნი ახლა უფრო ახლოდან ისმოდა, ალექსმა ოდნავ მიბიძგა გადავმხტარიყავი და მეც ეზოში ჩავხტი, მერე მაღლა ავიხედე და დავინახე როგორ შებრუნდა უკან ალექსი, მერე რამდენიმეჯერ დაცემის ხმა და ბოლოს კი სროლა ატყდა, ვიცოდი ალექსს არაფერუი მოუვიდოდა, ამის მჯეროდა მაგრამ მაინც დძაბული ვიყავი, იქვე ბუჩქებში მივიწიე და რამდენიმე წუთი დაველოდე მას მაგრამ მარადა არ გამოჩნდა, აქედან ფეხის მოცვლას არ ვაპირებდი მის გარეშე და ყველაზე გიჟური გადაწყვეტილება მივიღე, ნელა გავსწორდი და ის იყო უნდა ამეხედა ფანჯარაში რომ კეფაზე იარაღი მომადეს და ცივი ძალიან გამყინავი ხმით მითხრეს -ნაბიჯის გადადგმა და შენი ტვინის გასხმა ერთი იქნება. ადილზე მივეყინე და გავშრი, მოიცა ესენი თუ აქ იყვნენ ესეიგი ალექსი... არა, არა.. ღმერთო ამას ნუ დაუშვებ, გემუდარები ასე არ იყოს... თავზე იარაღმიდებული ვიდექი და ალექსის სიცოცხლეზე ვფიქრობდი.... უბრძოლველად დანებებას არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი ამიტომ ძალა მოვიკრიბე, კონცენტრაცია მოვახდინე უსწრაფესად ჩავიცუცქე მერე ერთი ფეხი გავშალე წრიულად დავტრიალდი და იარაღიან კაცს ფეხებში გამოვუდე, მოულოდნელობისგან მაშინვე გამოშტერდა, იარაღი დაუვარდა და წაიქცა, მეგონა გადავრჩიმეთქი მაგრამ ვიღაც მეცა და სახეში შემომარტყა, ლოყა ამეწვა და მეტი ბრაზი მომერია, მისკენ გავიწიე კისერში ვწვდი, მუცელში წიხლი ამომარტყა და კედელათან მიმაგდო, ამასობაში წაქცეული ადგა და იარაღი რომელიც გვერძე ეგდო აიღო და მესროლა, ვგრძენი როგორ დამიმძიმდა ერთი ფეხი და მასზე დავიხედე, სისხლი თქრიალით მდიოდა, საღ ფეხს დავეყრდენი და ფართხალი დავიწყე მაგრამ როგორც კი მეორე ტყვია ამჯერად ხელში მომხვდა, მაშინვე თავბრუ დამეხვა და თვალები დავხუჭე.......... ............. ცხვირში უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ისეთი აი წამლებს რომ აქვთ, ნელა გავახილე თვალები, პალატის მსგავს ადგილას ვიწექი, წვეთოვანი მედგა, ხელი და ფეხი გადახვეული მქონდა, ყელი მიშრებოდა. თავზე ორი გოგო მადგა და კრავის თვალებით მიღიმოდნენ -სად ვარ? პირველი ეს ვიკითხე -უფროსს ვეტყვი რომ გონს მოხვედი -ვინ უფროსს? ჩემი კითხვა დაიგნორა და მეორე გოგნასთან ერტად დატოვა ოთახი. თავი წამოვწიე და წვეთოვანის ნემსს ვეცი, ხელიდან მოვიგლიჯე რაც ცოტა მწარე იყო, მერე ხელის გადასახვევი მოვიხსენი და ვნახე რომ ჭრილობა სრულიად გამქრალიყო, ეს არ იყო ახხალი მოვლენა -იდიოტები, ჩავიცინე და ფეხიც გავინთავისუფლე. წამოვდექი მაგრამ თავბრუ არ დამხვევია, იქვე დადებული წყალი ავიღე და მოვსვი, ღმერთო როგორ მეხმარება წყალი, საჭმლის გარეშე ჩვეულებრივად ვძლებ მაგრამ წყალი მაცოცხლებს, კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და თავში მაშინვე ალექსი გამახსენდა, კარისკენ წავედი მაგრა ადგილზე შევხტი როცა მასში მდგარი სილუეტი დავინახე. მომაჯადოებლად მიღიმოდა მაგრამ ეს სწერვული ან ირონიული ღიმილი იყო ვიდრე გულწრფელი ან სიხარულის... -როგორც ჩანს აქაურობას ვერ ეწყობი, ცივი და საშინლად ირონიული ხმა ჰქონდა -ალექსი სადაა? -ოჰ შენი სატრრფო ხომ? სამწუხაროდ მე და ალისია ვერ შევთანხმდით ამიტომ მისი მოკვლა მოგვიხდა, გამომცდელად შემომხედა, ერთი წუთითაც არ დამიჯერებია მისი ნათქვამი -ტყუილები არ გამოგდის, ცივი მზერა ვესროლე და წყლის ჭიქისკენ გავაპარე ხელი -შენს მდგომარეობაში ნაკლებად უხეში ვიქნებოდი -უბრალოდ მითხარი რა გინდა -შენ, ძალიან მარტივად მიპასუხა და მომაშტერდა -ეგ ვიცი მაგრამ ჩემგან რა გინდა -შენი გული პირდაპირი მნიშვნელობით, ცალი წარბი ასწია და ბოროტულად გამიღიმა... .............. მადლობა ვინც კითხულობთ და ველი თქვენს ემოციებს და აზრებს <3 პ.ს. სურათზე ის ბიჭია რომლის ხელშიც ვიქტორია ჩავარდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.