შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up/8


16-01-2016, 00:09
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 3 111

იმ დღის მერე დიდხანს არ მინახავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ახალ სპექტაკლზე იწყებდნენ მუშაობას. ისევ იმ თეატრში. მივდიოდი ხოლმე და ვუყურებდი, ოღონდ უფრო შორიდან, ვიდრე იქამდე. თითქმის იგივე შინაარსის, ბანალურზე ბანალური პიესა იყო. ემას ამჯერად მთავარი როლი არ ჰქონდა. დუეინი არსად ჩანდა.
გვიანი იყო, კულისებში რომ დავხვდი.
- უკან წადი, - უკუსვლით წავიდა სცენისკენ, - ახლა დაწექი.
სცენაზე ბნელოდა. პროჟექტორი მუყაოს მთვარეს ანათებდა, რომელიც დეკორაციის ნაწილი იყო. ემა სცენაზე იწვა. ნერვიულობდა. სუნთქვა გახშირებოდა.
- ახლა მე და შენ, როგორ ქვია... სცენის მტვერს ვყლაპავთ? - ვუთხარი და ზემოდან დავაცქერდი. ხმას არ იღებდა.
არაფრით არ ჰქონდა ლამაზი ყელი. ზედმეტად გამხდარი იყო იმისათვის, რომ თლილი და ლამაზი ყელი ჰქონოდა, მაგრამ რაღაც ჰქონდა, კისრიდან ლავიწის ძვლამდე ისეთი, რომ მინდოდა სულ მეკოცნა. მოვეფერე. ღრმად ამოისუნთქა. რაღაც სევდისმაგვარი ჩაუდგა თვალებში. ლოყაზე ვაკოცე და გავჩერდი ცოტა ხანს. კაბა ეცვა, კოჭებამდე სიგრძის, გრძელსახელოებიანი. შუბლზე, შუაში დავადე თითი, გავიარე ცხვირი, ტუჩები, ნიკაპი, ყელი, მკერდი, მუცელი და ჭიპთან გავჩერდი. ემამ თვალები დახუჭა.
- გაახილე თვალები, ემა, - მძიმედ გაახილა თვალები და რამდენიმეჯერ დაახამხამა, - არ შეგეშინდეს.
ნელ-ნელა ავუკეცე გრძელი კაბა. თანდათან უჩნდებოდა თეთრი ფეხები. კანკალებდა. მარჯვენა ხელით ავყევი მარჯვენა ფეხს. ემას ტანზე დაყრილმა ეკალმა მე მიჩხვლიტა. ნიკაპზე ვაკოცე. მერე ყელზე. ყელი დაეჭიმა. ღრმად ვსუნთქავდი. არ მინდოდა, რამე არასწორად გამეკეთებინა. ხელი ისე მიხურდა, მეგონა ემას ვწვავდი. თვითონ მთლიანად ცეცხლი მეკიდა. არაფერს, არაფერს არ შეეძლო მაშინ ჩემი შეჩერება. ყელზე არც ერთი წერტილი არ დამიტოვებია უკოცნელი. მერე იყო ლავიწი... ჯერ სურნელი შევისუნთქე ლავიწის პატარა ორმოებიდან. ვიგრძენი, როგორ გააჟრჟოლა. კბილები მოვუჭირე ჯერ მსუბუქად, მერე... უცაბედად კვნესა რომ არ გამეგონა, არ გავჩერდებოდი. ვატკინე. თითებით ვუკრავდი მის ლავიწზე, როგორც წარმოსახვით როიალზე, სიგიჟის ზღვარზე მყოფი ვირტუოზი პიანისტივით. ჰო, მე მაშინ ალბათ სწორედ ისე გამოვიყურებოდი, როგორც ვირტუოზი, ნორმალურ ადამიანს არაფრით რომ არ ჰგავს.
ვიძირებოდი მის შიშში. თრთოლვა მეც ისევე მიტანდა, როგორც მას. თავს მაკარგვინებდა მისი კანკალი. ნელა, ძალიან ნელა შევაძვრინე ხელი კაბის ქვეშ. თვალებში ვუყურებდი. მშვიდდებოდა. ნამდვილად მშვიდდებოდა. ვხედავდი, რომ მაშინ მხოლოდ იმიტომ ეშინოდა, რომ ასე იყო საჭირო. უნდა მომნდობოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. აუტანელი იყო ამ დროს თავის შეკავება, მაგრამ აუცილებელი. მთელ სასწაულს გააფუჭებდა მაშინ რაიმე ზედმეტი.
- ისუნთქე, ემა.
ვუთხარი ჩურჩულით და შევეხე. შეცბა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისეთს არაფერს შევხებივარ, რომ რაიმე ეგრძნო, უბრალო ფიზიკური კონტაქტის გარდა. ღიმილი ვერ შევიკავე. თბილოდა იქ. ედემი მისი სხეულის ერთადერთი თბილი ნაწილი იყო. ერთ წამს აკანკალებდა, მეორე წამს - სიცხისგან პირგაღებული იწყებდა სუნთქვას. იქ კი თბილოდა. სტაბილურად თბილოდა. ნელა შევეხე, ძალიან, ძალიან ნელა. მარჯვენა ფეხი რეფლექსურად აუცახცახდა. ნეწყვი გადაყლაპა. დავინახე, როგორ გამოუჩნდა წამით ყელზე ბურთი. საოცრად მინდომინდოდა, გაეღიმა, მაგრამ ტუჩებს მხოლოდ ნერვიულად ცმუკავდა. ჩემი ხელის მოძრაობას მის სახეზე ისე ვხედავდი, როგორც მონიტორზე. წარბებს წამიერად შეჭმუხნიდა, მერე ისევ ეშვებოდა. ტუჩებზე ცერა თითი გადავატარე და ენის შეხება რომ ვიგრძენი, კინაღამ იქვე მოვკვდი. უკვე აღარ იცოდა, რას აკეთებდა. თვალები ეხუჭებოდა. თავს აქეთ-იქით ატრიალებდა. ხელზე პატარა ხელს მიჭერდა, მექანიკურად მეწინააღმეგებოდა. მთელი ტანით ყვებოდა ჩემი ხელის მოძრაობას. ისე, რომ შეკავება მიწევდა. არ მინდოდა, რამის გამომჟღავნებაში ხელი შემეშალა. მხრებს იწურავდა. ლავიწის ძვლები პერიოდულად უფრო ეკვეთებოდა და გაგიჟებამდე ბევრი არ მაკლდა. არც ემას - სხვათა შორის. ტუჩები მომუწული ჰქონდა. მეგონა, არც კი სუნთქავდა.
- გამოუშვი! - ვუთხარი ყურში და წამით გაირინდა, მერე ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა ყველაფერი. დამთავრდა.
ვერ ვსუნთქავდი. ვერაფერს ვგრძნობდი. აღარ ეშინოდა ემას, მაგრამ ახლა მე მეშინოდა ემასი. მეშინოდა, რომ ვერ გაუძლებდა ამდენს. ვერ შეიგრძნობდა ბოლომდე. თვალდახუჭული იწვა და მაშინ თავს დავდებდი, რომ არ სუნთქავდა. დარბაზში ბნელოდა. მთვარე ისე ანათებდა, როგორც ნამდვილი. სხვა ყველაფერი სილუეტებად ქცეულიყო. ჩემი და ემას ჩათვლით არაფერს კონკრეტული ფორმა არ ჰქონდა. არც ჩვენს მაშინდელ ქმედებას, არც ემას კაბას, რომელსაც ვერ ვხედავდი, აღარც ემას ყელს...
- ჩაყლაპე? - გაისმა გაყინულ სიჩუმეში ემას სუსტი ხმა.
- ჰო.
- წადი.
- შენ?
- რა მე?
- ემა, როგორ გგონია, მე და შენ ერთად მოვკვდებით?
- არ მინდა.
- ჩემთან ერთად სიკვდილი?
- შენთან ერთად საერთოდ არაფერი მინდა.
- მოწევ? - სიგარეტს მოვუკიდე და სახესთან მივუტანე. თავი ოდნავ წამოწია და სიგარეტი ტუჩებში მოიქცია, - ეს რა გამოსვლა იყო, ემა?
- რომელი?
- „შენთან ერთად საერთოდ არაფერი მინდა.“
- რატომ აკეთებ ამას?
- ემა, იცი, „რატომით“ ყოველთვის ყველაზე სულელური კითხვები იწყება.
- მე არ მგონია ასე.
მივუახლოვდი და ყელში ვაკოცე. დიდხანს არც შემიცვლია პოზა. მის ყელში ვსუნთქავდი და ვგიჟდებოდი იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემს ყოველ ამოსუნთქვაზე აჟრჟოლებდა. სიგარეტი არ გამომირთმევია, მისივე თითებში მოქცეულს დავარტყი ნაფაზი.
- კვდები, - ვთქვი მერე ჩურჩულით.
- ვიცი.
- მეც მკლავ.
- არა.
- კი.
- არა-მეთქი. შენ შეგიძლია ეძებო სასწაული. მე ახლა არ შემიძლია.
არაფერი ვუთხარი, ავდექი და წამოვედი. სრულ სიჩუმეში ჩემი ნაბიჯების ხმა გამაყრუებლად გაისმოდა.

_____

კი, პატარა თავია, ვიცი.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

დიალოგები მკლავს!
მიწასთან მასწორებს... ისეთია, რომ...
შენნაირია.
თუმცა ვიცი,
სანამ ბოლოს არ ვნახავ
ეს ყოველივე
ჩემთვის ბოლომდე გახსნილი არ იქნება.
ნუ, არც ბოლოში იქნება "ბოლომდე", მაგრამ ასეთი დახურული არც.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი Archive

Muse - Stockholm syndrome და ეს..
მეტი არაფერი რა...
წავალ ეხლა მე ერთ ღერს მოვწევ

 


№3  offline წევრი Evelina

ჰმ... წავედი ახლა მე, ჩემი შეყვარებული უნდა მოვინახულო... :დ ძალიან მომწონს ეს ისტორია... <3 ბრავო!!!

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ჰმმ...ეს გოგო მსგავს რამეებს არ წერდა,მაგრამ ვიცოდი,რომ დაწერდი,სულ ვიცოდი...აქამდე წაუკითხველ თავებსაც დღეს მივხედე....ბეწვის ხიდზე წარმატენით გაიარე და პორნოგრაფიაში არ გადახვედი..საღოლ,თეო...საუკეთესო ხარ..ეს ჟანრიც გიხდება,თან საოცრად...ზუატად ასეთი უნდა იყოს მამაკაცის მოყოლილი ისტორია.....
გააგრძელე,მე შენთან ვარ და გელი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent