შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანი ეშმაკთან. (მეოთხე)


4-03-2017, 19:58
ნანახია 1 436

ბარში შევედით და ირაკლი როგორც ყოველთვის, ახლაც თავის შარმს და ბარის
მეპატრონეობას იყენებდა და ქერა გოგოებს კერავდა.
ახლოს მივედი და ყელზე ჩამოვეკიდე - როგორ ხარ სიცოცხლე?
სიყვარულით ვუთხარი და ამრეზით გავხედე ქერა გოგონებს.
როცა გოგონები ადგნენ და წავიდნენ. წარბშეკრულმა ირაკლიმ გამომხედა
- მერამდენედ?
- ვიდრე ისეთ გოგოს არ დაუწებ დაკერვას, რომელიც მომეწონება.
- შერეკილი ხარ !
- გმადლობ
სალი ჩემს გვერდით იჯდა და აშკარად ბენდს უყურებდა.
- სალიი როგორ ხარ?
კითხა ირაკლიმ და ხელი აიქნია
- რა?
- როგორ ხარ თქო?
- კარგადდ..
უპასუხა ისე, რომ ბენდისთვის თვალი არ მოუშორებია.
- მოგეწონა ჩემი ბენდი?
- კიი განსაკუთრებით სოლისტი
- იმედი არ გქონდეს. შეყვარებული ყავს
- დაშორდება
- არ დაშორდება
- ყველაფერს ნუ მაშხამებ.
სალის ყველა მოსწონდა ვინც თვალში მოხვდებოდა და ვისთანაც გართობის მეტი პერსპქტივა ჰქონდა. მაგრამ ერთადერთი, რომლის მიმართ ნამდვილი გრძნობა გააჩნდა ირაკლი იყო !
არვიცი რამდენად მოწონდა ირაკლი
მაგრამ ფაქტია, რომ წლებია მასზე ფიქრობს.
ალბათ ეს ის იყო !
მოწონებაზე ბევრად მეტი.
და სალიმ არ იცოდა რა დაერქვა ამ გრძნობისთვის.

- გინდა ვისკი ან რამე კოქტეილი?
მკითხა ირაკლიმ და ჭიქები ააჩხაკუნა
- არაა.. წვენი დამალევინე
- არა?
- არა?
ახლა სალიმ იკითხა და ირაკლის გახედა
- რა იყო რამე არარეალური ვთქვი?
- კი !
ორივემ ერთად დაიძახა და შემომხედეს.
- ანუ ვისკი ხო?
- არა წვენი.
- კარგი.
ცოტახანში ირაკლიმ ანანასის წვენი დამიდგა წინ, სალის კი კოქტეილი და შემცვლელ ბარმენს დაუძახა. მერე ისიც ჩვენ გვერდით დადგა ბარის მაგიდასთან.
ჩემთან მოვიდა და ხელები შემომხვია
- ჩემო პატარა
ირაკლი ერთადერთი იყო, ვისთანაც თავს მშვიდად ვგრძნობდი. მასთან ჩახუტება ყველაზე მეტად მიყვარდა. ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი ადამიანი, რომელიც ჩემს მეხსიერაბაში ყოველთვის ჩემთან ერთად არის. ერთადერთია ვინც ბავშვობიდან შემომრჩა.
ჩემი დიდი ოჯახის წევრი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა ! იმ განსხვავებით, რომ ერთ დროს დიდი ოჯახი ახლა სამი წევრისგან შედგება.
ისევ მტკივნეულ თემას შევეხე.
მოკლედ ირაკლი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
რომლის იმედი ყოველთვის მაქვს.
ყველაფერია ჩემი!
- დღეს რას შვებოდი?
ვკითხე და თავი მივადე.
- მთელი დღე ბარში ვარ და ვცდილობ გოგონები დავკერო.
გოგონების ხსენებაზე სალიმ მაშინვე ყურები ცქვიტა და უფრო ახლოს მოვიდა.
- იკაააა იმ სოლისტს გამაცნობ?
ერთ-ერთი მცდელობა, ირაკლის საეჭვიანოდ.
- შეყვარებული ყავს !
მკვახედ უთხრა ირაკლიმ
- ყავდეს ! მინდა, რომ გამაცნო.
- კარგი გაგაცნობს და რომ მობეზრდები ჩემთან არ მოხვიდე ატირებული !
- ნუ ღელავ
- მე არ ვღელავ, გაფრთხილებ.
- მაშინ ნუ მაფრთხილებ.
- სალი !
- როდის გამაცნობ?
ფეხები ააბაკუნა ქალბატონმა სალომემ
- სცენაზე აუვარდე სალის შენი გაცნობა უნდა თქო?
ხმა გაიმკაცრა ირაკლიმ
- კაიიიი...
ჩვეული ტონით გაიწელა სალი და „საწრუპი“ პირში ჩაიდო.
როცა მუსიკის ხმა შეწყდა და ბენდი სცენას მოშორდა, ირაკლიმ ერთ-ერთ მათგანს ხელი დაუქნია და ისიც მაშინვე ჩვენთან მოვიდა.
სალიმ თმების სწორება დაიწო და ყურებამდე იღიმებოდა.
უფრო მაგრად ჩავეხუტე ირაკლის და სიმპატიურ ბიჭს შევხედე.
- ერეკლე ბრატ. გაიცანი ეს სალი. სალი ეს ერეკლეა
სალიმ ბიჭს ხელი გაუწოდა და ნაზად შეახო მის ხელს. ერეკლემაც იგივე მოქმედება გააკეთა და მე შემომხედა.
- ა ჰოო გაიცანი ეს ალექსანდრაა. ალექსანდრა ეს ერეკლეა
- სასიამოვნოა.
ვუთხარი, ყოველგვარი ფორმალურობის, ზრდილობის და ხელის ჩამორთმევის გარეშე.
ერეკლემ უბრალოდ გამიღიმა და თავი დააქნია.
სალიმ სასმელი შესთავაზა. ირაკლი ბარს დაუბრუნდა და მე უბრალოდ ზედმეტად ვიგრძენი თავი და მოსაწევ ოთახში გავედი.
სიგარეტს მოვუკიდე და კედელს მივეყუდე.
ისევ იმ ღამეზე ფიქრი ამეკვიატა.
ისევ უცნობზე ფიქრი.
ისევ მის ტუჩებზე.
მისი ტუჩები.
ღმერთო მისი ტუჩები.
იმდენად სრულყოფილი იყო.
უცნობის ტუჩები.
ტუჩები !
ღმერთო მისი ტუჩები!
მისი ტუჩები !
მისი ტუჩები !
ვგიჟდები !
თვალები დავხუჭე და შევეცადე უცნობის ტუჩები წარმომედგინა.
-იცი მგონი მეცნობი.
უცბად გავიგე ერეკლეს ხმა და თვალები სწრაფად გავახილე.
პირდაპირ ჩემ წინ იდგა. მისი სახე ჩემ სახესთან ისე ახლოს იყო, სუნთქვა შემეკრა.
- არამგონია
- ძალიან გავხარ ვიღაცას, ალექსანდრა.
- ალბათ გეშლები
- შეიძლება
- იქნებ გაიწიო
- ძალიან ლამაზი ხარ
პასუხი არ გამიცია, მზერა გავუსწორე და თვალებში ჩავხედე.
- სამწუხაროა.
თქვა და ჩემს გვერდით დადგა.
ვერ მივხვდი რა იგულისხმა „სამწუხაროაში“. რა არის სამწუხარო?!
თუმცა არაფერი მითქვამს.
- ირაკლი ნამდვილდ კარგი ადამიანია, მაგრამ გაუმართლა. ისევე როგორც შენ. მაგრამ მას უფრო მეტად.
- რას გულისხმობ?
- ანუუ იმას, რომ.. დაიკიდე.
- იმაში გეთანხმები, რომ ირაკლი კარგი ადამიანია. ირაკლი საუკეთესოა.
- კარგია, რომ ესეთი ურთიერთობა გაქვთ. ხვდები ხო ანუ რასაც ვგულისხმობ?
-კი.
- კარგია..
- ირაკლის საიდან იცნობ?
- ძმაკაცისგან. უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ
- მიკვირს აქამდე, რომ არ გიცნობდი. ირკლის ძმაკაცების 90% ვიცნობ.
- როგორც ჩანს დანარჩენ 10 % მივეკუთნები.
- ალბათ.
- გამიხარდა, რომ გაგიცანი
- მეც.
- ირაკლის და, რომ ყოფილიყავი უფრო გამიხარდებოდა.
- და?
- ან თუნდაც უბრალოდ მეგობარი ან ნათესავი. ან უბრალოდ გამვლელი. მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ გაგიცანი.
მივხვდი, რომ ერეკლეს ირაკლის შეყვარებული ვეგონე. სულაც არ ვაპირებდი თქმას, რომ მე და ირაკლი ბავშვობის მეგობრები ვიყავით.
- ჰოო..
ერთი ისევ შემომხედა და მერე ოთახიდან გავიდა.


ესეც ახალი თავი. მომწერეთ თქვენი შეფასებები



№1  offline წევრი ucnobi_18

ერთადერთი შეფასება ამ მინაკვეთის და მოთხრობის ის იქნება რომმ გაააზაარრდოოო თაავებიიიიი თუშეიძლება სხვა მხრივ პერფექტო

 


№2  offline წევრი Mari-Mariami.16

ახალ თავს ველი რამდენი ხანია, მალე დადე რა...
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


Mari-Mariami.16
ახალ თავს ველი რამდენი ხანია, მალე დადე რა...

ამ ისტორიას აღარ ვაგრძელებ <3

 


№4 სტუმარი Guest tina

gaagrdzelee ra dzaliian magariiaaa...gtxooov❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent