ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი2)
ის ღამე ისეთი გრძელი იყო და ისეთი მდუმარე... თვალები გავახილე თუ არა მაშინვე წამოვვარდი საწოლიდან და ოთახიდან გამოვვარდი, -ეიი სად მიდიხარ? რა ხდება? რა გჭირს?- ეს კითხვები არ მასვენებდა... სიბნელეში მიჭირდა საგნების გარჩევა. ნერვიული აშლილობა დამეწყო და სანამ საჭირო აბებს არ მივიღებდი ვერ მოვისვენებდი, ვერ დავმშვიდდებოდი, მაგრამ ვიღას ახსოვდა ჩემი დაავადება?... დერეფნის ბოლოს კარი გაიღო, მე უცებ კიბეებზე ჩავირბინე... -ნიაკო! ნია ფრთხილი ხმით შეაღო კარი სანდრომ, - ნია გძინავს?-ოთახში შევიდა და მიხვდა რომ იქ არავინ იყო და მისი ეჭვები გამართლდა, სასწრაფოდ გამოვარდა ოთახიდან და პირველ სართულზე ჩავიდა, -ნია სად მიდიხარ, გაჩერდი... კარი გავაღე... უბრალოდ ჰაერი მჭირდებოდა, მინდოდა წავსულიყავი სადღაც შორს ყველასგან და ყველაფრისგან... ბაღში გავედი (კარგია როცა გარეუბანში კერძო სახლში ცხოვრობ...) მაგრამ ყველაფერი მათ სახეებს მაგონებდა, უბრალოდ ასე აღარ შემეძლო... -ნია, კარგი მორჩა,-ხელი ჩამკიდა და გულში ჩამიკრა-იმ წუთს ვერაფერზე ვფიქრობდი, ალბატ ათი წუთი ასე ვიდექით, ცოტა მომეშვა, მაგრამ გამოვფხიზლდი და მოშორება ვცადე-აუ, სანდრო გამიშვი რა! მოულოდნელად ხელებით მხრეში მწვდა და შემანჯღრია, ასე თუ ვინმე ბრაზდებოდა არ მეგონა (ჩემს გარდა რათქმაუნდა) -ახლა კარგად მომისმინე და საერთოდ არ მაინტერესებს შენი იდიოტური ახირებები! -ახირებები- ირონიულად ჩავიცინე -კარგი ახლა ჩემთან ერთად წამოხვალ და დამამშვიდებელს დალევ შემდეგ ახვალ და დაიძინებ... არაფერი არ მითქვავს როგორც მითხრა ყველაფერი ისე გავაკეთე... (ალბათ პირველად დავემორჩილე ადამიანს) ------------------------------------------------------------------------------------ 2 დღე როგორ გავიდა ვერც კი მივხვდი, თუმცა როგორ მივხვდებოდი ზედიზედ 2 დამამშვიდებელს მალევინებდნენ... ვხედავდი ხალხის სახეებს მაგრამ ვერცერთის დამახსოვრება ვერ შევძელი, ნათესავები, ბებიები, დეიდები, მამიდები ვერავის ვცნობდი, გონება დაბურული გამოქვაბულივით ცივი გახდა... მხოლოდ მითითებებით ვრეაგირებდი: - წამალი დალიე, -საჭმელი ჭამე, -წყალი დალიე, -ახლა დაიძინე და ასე შემდეგ... მინდოდა მეკივლა, მეღრიალა, ჭურჭელი დამელეწა, მინდოდა ქვეყნად ყველაფრის განადგურება, მაგრამ იმ წყეული წამლების გამო საკუთარი ნებით ტირილსაც, საკუთარი ნებით თავის დახრას ვერ ვახერხებდი... ყოველივე ეს გაუსაძლისი ხდებოდა, გულის იმ პატარა ოთახში იმალებოდა, მაგრამ ოდესღაც ის პატარა ოთახიც ხომ უნდა გავსებულიყო... ბოლო დღეს როგორც იქნა, დღე იმ წამლების დალევით არ დაიწყო, ეს დეიდა ნიტამ გადაწყვიტა, და როგორც ყოველთვის ის რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა, მაგრამ ეს დღეები ისე გავატარე ვეღარ შევძელი იმის გაკეთება რაც მინდოდა ჯერ კიდევ იყო დამამშვიდებელი ჩემ სისხლში, თითქოს დაპროგრამებული მანქანა ვიყავი, რომელსაც მბრძანებლობდნენ და საკუთარი ნებით ვერაფერს აკეთებდა... არ მინდოდა ეს დღეც ისე გამეტარებიდა ისე როგორც წინა ორი დღე... ხალხი მათვალიერებდა, მესალმებოდა, მათი ღიმილი და სიტყვები რომელსაც უნდა დავემშვიდებინე გულს მიმსხვრევდა, მათი ეს ყალბი სიტყვები და გამოხედვები ამაზრზენი ხდებოდა... ლუკა იქვე იდგა და ყურებ დაცქვეტილი უსმენდა და უყურებდა ყველას, ის ისეთი უსუსური იყო, მაგრამ ამას მისი სიმპატიურობა ფარავდა, ასევე შევამჩნიე რომ შავი ძალიან უხდება... მის ნერვიულობას სევდას ვერავინ ამჩნევდა იმ ბიჭის გარდა რომელიც რამდენიმე დღეა ჩვენს გვერდშია და ძალიან დაგვეხმარა, რატომ? რატომ გვეხმარება ასე უბრალოდ?... ლუკას მხარზე ხელი ჩამოედო და რაღაცას ელაპარაკებოდა... სიმართლე გითხრათ ნორმალურად არც ვიცნობდი სანდროს და საერთოდ არ შემიმჩნევია როგორ გამოიყურება, ალბათ გაგეცინებათ მაგრამ იმ ღამეს- გაამახვილეთ ყურადღება "ღამეს" ვერაფერი ვერ გავარჩიე. ხოლო მომდევნო ორი დღე ჩემს თვალებში ნისლი იყო ჩამოწოლილი... თუ ვერავის ვუყვიროდი მათ მაინც უნდა გავჯავრებოდი, წარბშეხრილი გავემართე... -ახლა საუბრის დროა? -კარგი ბოდიში - მალევე მიპასუხა სანდრომ. მეგონა რამეს მეტყოდა და როგორმე ვეჩხუბებოდი, მაგრამ არანაირ საბაბს არ მაძლევდა... - სანდრო, იცი ის მხოლოდ ასე გამოხატავს გრძნობებს და ძალიან მიკვირს მხოლოდ ამით რომ შემოიფარგლა... ამოიოხრა ლუკამ. ძალიან დიდი ბოდიში დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლე, მინდოდა დიდი თავი დამედო მაგრამ ნაწერი წამეშალა, აუცილებლად გამოვასწორებ... საერთოდ არაფერს ჯობდა... შეცდომედისთვის ბოდიში ველი შენიშვნებს<3 და შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.