შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (დასასრული)


4-03-2017, 23:08
ავტორი MariamG
ნანახია 3 467

***

„ალბათ ყველაფერი ხდება. საერთოდ ყველაფერს ვგულისხმობ. ერთ დღეს თვალს გაახელ და რაც წინა ღამით წარმოუდგენელი გეგონა, ცხვირწინ გიჩნდება. ისე მძაფრად ეხები, ისე გრძნობ, თითქოს სულ შენთან იყო, შენი სულით საზრდოობდა და გაშმაგებული, ხორცს გილპობდა. არ ვიცი, ალბათ ამ „ყველაფერში“ ბედნიერება არასდროს შესულა. უკვე დავრწმუნდი კიდეც, რომ ცხოვრება უსამართლოა და ბედნიერების სახელით მხოლოდ იმიტომ ვმოქმედებთ, რომ ოდნავ შევიმსუბუქოთ, გავიხალისოთ. დრო ძალიან ნელა გადის. უფრო სწორად, როცა მინდა რომ გაჩერდეს და დაფიქრების საშუალება მომცეს, მხოლოდ მაშინ. სხვა დროს, როცა ვჩქარობ, როცა რაღაც სწრაფად მინდა, ნელა მიდის, თითქმის გაჩერებულად. ალბათ, შენ ყველაფერი იცი, მაგრამ იმასაც გეტყვი, რაც მე გავიგე ვიოლების შესახებ. უძველესი დროიდან ეს ყვავილი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოა. მაგალითად, პოლონელი გოგონები ხანგრძლივი განშორებისას შეყვარებულს ჩუქნიდნენ. ამაზე ყოველთვის მეცინება, შენი მოყოლილი ლეგენდა მირჩევნია, ანიუტაზე. ისე, ხვდები, რომ ორივე გვიკავშირდება? წახვედი და ყვავილები მომაყარე და მეც, შენგან დაცლილი, ძალიან ბევრ, ფერად რაღაცებს ვგრძნობ. ირონიულია. საერთოდ, მთელი ცხოვრება ირონიაა.

ბევრჯერ წარმოვიდგინე, როგორ დავჯდებოდი, დიდი ხნის უნახავს მოგაშტერდებოდი და მერე, დეტალურად დავიწყებდი თხრობას. ალბათ, გეტყოდი დანარჩენ თვეებსა და წლებში რას ვაკეთებდი, მხოლოდ კარგ ამბებს მოგიყვებოდი, რომ მეტად აღარ გეთრია ტვირთი, მაგრამ თურმე რეალობა მეტად სასტიკია. ჩემს ფიქრებსა და ოცნებებში ყოველთვის წარმომედგინე იდეალურ, წარმოსადეგ მამაკაცად. შენში, როცა გააფთრებული აქეთ-იქით დადიოდი, მაინც ვხედავდი შარმიანი ღიმილის მქონე მამაკაცს, უზომოდ დახვეწილი მანერებით, საოცარი იუმორის გრძნობითა და სიყვარულის უნარით. მგონი, ჩემს ვარდისფერ სამყაროს ყოველთვის სჯეროდა მეგის დღიურების, რომლებიც მუდამ იდეალურ კაცად გხატავდნენ. მაგრამ, იცი რა მოხდა? მივხვდი, რომ არაფერი არ უნდა დაივიწყო, რომ არაფერი ღირს გონებაში გამოსაკეტად, პირიქით, კარგად უნდა გახსოვდეს, რომ ყოველ წამს ყელში წაგიჭიროს და დაგიცვას შეცდომებისგან. გავიაზრე, რომ შენთან ჩამოჯდომა კი არა, შენს წინ დგომა მინდოდა, თვალებში ურცხვად შემოხედვა და ყველაფრის მოხლა. რომ მტკივნეულია. საზიზღარი და ამაზრზენია ყოველი წუთი, რომელიც შენთან შეხვედრის დეტალებს მახსენებს. რომ წახვედი, დაძინების მეშინოდა. იმ ღამეს დედაჩემს ჩავეხუტე, მერე დიდ ხანს ვიჯექი ჩემს საწოლზე, ხელში პაწაწინა ვიოლები მეჭირა და წვიმისა და ელვისგან გახუნებულ ცას საცოდავად ვუყურებდი. იმიტომ კი არა, რომ მიყვარდი, ალბათ იმიტომ რომ ვერ ავიტანე, ქალურად დავსუსტდი, როცა საკუთარ სისულელეს თვალი გავუსწორე და მივხვდი, რომ საერთოდაც არ შემიჩერებიხარ, რომ ძალიან ცოტა გავაკეთე შენთვის და ალბათ იმიტომაც, რომ შენს მიმართ პროტესტს ვგრძნობდი. იცი, მართალიც იყავი. შენ ყოველთვის, ყოველ ჯერზე მართალი და წმინდა იყავი, როცა საუბრობდი და თვალებში მიყურებდი. მე კი ყოველთვის მინდოდა მათში სიცურე დამეჭირა და სანაცვლოდ, შენს შეპარულ ადამიანობას ვუსწორებდი თვალს. რომ იცოდე, ისევ ცუდად მახსოვს ჩვენი საუბრები, ჩვენი სიახლოვე, შენი საწოლიც კი მძულს. და ახლა რომ მიყურებდე, მეღიმება. გიფიქრია, რომ სიყვარულსა და სიძულვილს შორის მართლაც ერთი ნაბიჯია? ალბათ არ იფიქრები, რადგან ყოველი მეორე ამას ღაღადებს და შენ, როგორც ამ სამყაროსთვის შეუფერებელს, საკუთარი დასკვნები გაქვს ბედის უკუღმართობასა და სისასტიკეზე. რომ იცოდე, ბედის მჯერა. ალბათ რომელიღაც ფურცლის ბოლოში, შენი სახელი მახინჯად ჩამიწერეს და თავის არიდების მცდელობების მიუხედავად, სწორედ ეს პატარა ნაგლეჯი შემხვდა. ჰო, წარმოვიდგენ, რომ ამ დროს საოცრად ირონიული სახე გაქვს და ფიქრობ, რომ საცოდაობაა ზღაპრის გოგოსთვის ამდენი ფიქრი არარსებულ ბედზე. თურმე, ძალიანაც განვსხვავდებით. ეს კარგია, სხვა ცხოვრებაში ერთმანეთს შევავსებდით.
გახსოვს, როცა მიდიოდი გკითხე, უარესისთვის, ანუ სიყვარულისთვის, შიშის გარდა რა არის აუცილებელი-თქო? შენ ჩაფიქრებული იდექი, როგორც გჩვევია, ფიქრებით სხვაგან დაფრინავდი და მერე, ძალიან დინჯად მიპასუხე, რომ ამისთვის უნდა შეგეძლოს ჩრდილად ყოფნა და მიტოვება. ჩემს ქალურ ნაწილს ძალიან უნდა დაიჯეროს, რომ ამ მიზეზით დამტოვე, მაგრამ არა, ჩვენ ერთმანეთის დასამსახურებლად არაფერი გაგვიკეთებია. როგორც ამბობდი, ხმის ამოსაღებად, აუცილებლად რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, რაღაც ძალიან ცუდი და ჰო, სამწუხაროა. იყო. მე ვაღიარე, რომ ადამიანურად მეშინოდა. და წარმოდგენა ახლაც არ მაქვს, მიყვარდი თუ მძულდი. ალბათ, შუაში, ან უფრო ღრმად, ან იმდენად გამორიყულად, რომ ტივტივებდა ზედაპირზე. ყოველშემთხვევაში, მოურგებელია ამ სამყაროსთვის.

კიდევ იმას გეტყვი, რომ მას შემდეგ ბევრი დილა გათენდა, როცა საერთოდ არ მსურდა იმის გაკეთება, რაც მომიწევდა და ამის სანაცვლოდ, სხვა რამ მსურდა. მერე, კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე. იმათზე ვხდებით დამოკიდებულები, რომლებიც გვძულს. შენს მიმართ ბრაზს ვგრძნობდი, რომ არ გახსოვდი, თავს ვიტყუებდი, რომ მეც იგივეს ვაკეთებდი და საბოლოოდ, ბრაზი ზემოთ ამოდიოდა და მახრჩობდა. მე საზღვარზე ვდგავარ. ან მართლა ჩამობნელდა სამყაროში, ან უბრალოდ ჩემი გაფერმკრთალდა. არ მინდა დავიჯერო, რომ შენ წაიღე ფერები, მაგრამ არც უარყოფა გამომდის. შენს წინაშე დამნაშავე ვარ. მგონი, საჭიროც კი იყო იმ დღეს მეთხოვა დარჩენა, შეგძულებოდი ჩემი ბანალურობით, ოღონდ მცოდნოდა, რომ ორი საათის სავალზე, შენს ბნელ დარბაზში იჯექი და ვისკის წრუპავდი.
და მაქსიმე, ერთ დილას,რომ გავიღვიძე, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ გაპატიე. სულ ცოტა ხნით რომ მიგეცა შანსი ცხოვრებისთვის, ალბათ შენც შეძლებდი პატიებას. თუ ამ წერილს მართლა ნახავ, მინდა იცოდე რომ კარგად არ ვარ. მერაბმა თუ გადმოგცა, რომ ბედნიერი ვარ, აქვე გეტყვი, რომ ვაიძულე ეცრუა. ბედნიერი არ ვარ, ოღონდ გული ნუ დაგწყდება, ახლა ქეთი ვარ. არც მეგი, არც შენზე გამწარებული ქალი. უბრალოდ ქეთი, რომელსაც საშინლად მოსაწყენი ცხოვრება აქვს. და მართალია შენგან არც ერთი ნიშანი არ არსებობს, რომ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩემი ფიქრები მოგწვდება. ამბობენ, როცა ცუდად ხარ და ვინმეზე ფიქრობ, გგონია, რომ გიცავსო. იქნებ, შენც იფიქრო? იმედს არასდროს დავკარგავ, რომ წერილები მართლაც მოდის შენთან, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი შეხვედრისას, მერაბი ჩამქვრალი თვალებით მართმევს წერილებს და ვინ იცის, სანაგვეში დაუფიქრებლად ყრის. „ -ქეთიმ წერილის წერა დაასრულა. კალამი გვერდზე გადადო, ოთხად მოკეცა და გრძელ, წებოვან, მოკეცილ ქაღალდში ჩააცურა. ზედ დააწერა თარიღი და მიმღების სახელი. „ფოსტას“ არც შეეშლებოდა მიტანა, თუმცა მაინც, რაღაცნაირად იმედიანი იყო ფიქრი, რომ მაქსიმესთვის განსაკუთრებულად არსებობდა წერილი.
ქეთი წამოდგა, წერილი ჩანთაში ჩაიდო, კაბა შეისწორა და ოდნავ აწეწილი თმა გაისწორა. ფანჯრიდან მზის სხივები იპარებოდნენ, თბილი დღე იყო.
-ქეთი! აგვიანებ! -გამოსძახა დედამისმა სამზარეულოდან და ქეთიც, ღიმილით მობრუნდა. გასვლისას, თაროზე შემოდებულ ვიოლებს გახედა. ისინი თვითონ შეიძინა ერთგვარ სიმბოლოდ აქცია, ხოლო როცა მაქსიმეს ნაჩუქარი ყვავილები ჭკნობის სევდანარევ ეტაპზე გადავიდნენ, ქეთიმ თაროდან ძველი ზღაპრის წიგნი გადმოიღო, ზედ ლამაზად ამობურცვოდა ასოები - „ურჩხული და მზეთუნახავი“, გადაშალა და შიგნით ჩაადო. ალბათ, ამ დროის გასვლის შემდეგ, ფერებსაც დაკარგავდნენ, თუმცა მთავარი ის იყო, რომ სიძველე სხვანაირად შეეპარათ. სხვანაირად, რადგან სეზონები არაფერს ცვლიან, ამინდებისა და ხასიათების გარდა.
ქეთიმ ისაუზმა, სახლიდან გავიდა. ამ ორი წლის განმავლობაში, ბევრი რამ შეცვლილიყო. ქეთი ახალ სამსახურს შეეგუა, წინანდელისგან განსხვავებით, არაჩვეულებრივი უფროსი ჰყავდა, „ტკბილი ქალი“, პუტკუნა და ლოყებწითელა. ქეთის ყოველთვის რუსიკო ახსენდებოდა, ალბათ იმიტომაც რომ მასაც რუსუდანი ერქვა. მაგრამ მაინც სხვანაირ სურნელს ატარებდა წარსულის მწარე მოგონებები. პირდაპირ რომ ეკითხათ, ქეთი უარყოფდა და იტყოდა, რომ იმ დღეების დაბრუნებას სიკვდილი ერჩივნა, თუმცა გულის სიღრმეში, როცა მარტო რჩებოდა და სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალს უსწორებდა, მისი ნაწილი აშიშვლებდა ფიქრს, რომ ქეთი ყველაფერს დათმობდა, ოღონდ კიდევ შეჯახებოდა წარსულის ნაგლეჯს.
ქეთი ღიმილით მიესალმა მეზობლებს. უცნაური იყო მისი მხრიდან, ადრე ყოველთვის ჩაფიქრებული მიდიოდა, თან ეჩქარებოდა, არ აგვიანებდა, მაგრამ ორი წლის წინ ნახევარი საათით ადრე სთხოვდნენ მისვლას, თანაც მეტროში უხდებოდა ჩასვლა. ქეთის უსიამოვნოდ გასწიწკნა მეტროზე ფიქრებმა. ორი წლის განმავლობაში, ერთხელაც აღარ ჩასულა მეტროში. ზაფხული გაახსენდა, ფეხით რომ წამოვიდა სამსახურიდან და სახლში შუაღამისას მივიდა, მხოლოდ იმიტომ რომ მეტროში ფეხი არ ჩაედგა. ყველანაირ ტანჯვასა და წამებაზე თანახმა იყო, ოღონდ არავის ეთხოვა მეტროსთან მისვლა, იქ დალოდება, მგზავრობა მითუმეტეს. საქმე კი ის იყო, რომ ყველაფერი მეგის ახსენებდა. იმ შემთხვევას ასე თუ ისე შეგუებული იყო, მაგრამ მეგის აჩრდილი ბოლომდე ვერ ამოერეცხა სხეულიდან. როგორც კი რაიმე საერთოდ გამოძებნიდა, თითქოს კუთხეში ატუზულ მეგის ხედავდა, რომელიც უზომო იმედგაცრუებას გრძნობდა და ქეთის ადანაშაულებდა. ასეთ რაღაცებზე ხშირად ფიქრობდა. გასულ წელს, როცა დედას გამოუტყდა, შეშინებულმა ქალმა ფსიქოლოგის ძებნა დაიწყო, თუმცა ქეთიმ უარყო, უთხხრა რომ ხუმრობდა და მას შემდეგ, ნიღაბი აიფარა. ნიღაბი, თორემ საერთოდ არ ეღიმებოდა ყოველ დილით და არ გრძნობდა თავს ბედნიერად, როცა თბილ ამინდში სახლიდან გასვლა უწევდა. რასაც წერილებში წერდა, მხოლოდ ის იყო მართალი. თითქმის ყოველთვის უშვებდა, რომ წერილები მაქსიმესთან არ მიდიოდა და თითქმის ყოველთვის ეშინოდა, როცა იაზრებდა რომ მაქსიმე მართლაც იჯდა ბუხართან, ვისკის წრუპავდა და ქეთის ნაწერზე გულიანად ხარხარებდა.
და მართლაც, მთელი დღეების განმავლობაში მაქსიმეზე ფიქრობდა, მხოლოდ ის იყო დღის დასაწყისი და დასასრული. ის იყო ბნელს შეპარებული ნათელი და მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, დრო მკურნალია და ტკივილს ფერს აკარგვინებსო, ქეთიმ კარგად იცოდა, ნაბოდვარი იყო და მეტი არაფერი. თუ იმ ტკივილის გრძნობა აღარ გინდა და მის მიმართ ქვად იქცევი, დრო რა შუაშია, თავისით „გაივლის“, მაგრამ როცა ყველაფერს ღირებულად თვლი და ვალდებულებას გრძნობ, რომ შენი წილი ტკივილიც და ბედნიერებაც ათრიო, დრო ვერაფერს აკლებს, მხოლოდ გიმძაფრებს მონატრებას.
ქეთიმ სამსახურის კარი შეაღო, თანამშრომლებს მიესალმა და კუთვნილ მაგიდასთან ჩამოჯდა. უაზრო დღე იყო. ოღონდ შინაგანად, თორემ გარეგნულად არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. თითქმის ბოლომდე დარწმუნებული, რომ განწყობას ვერაფერი გაუფუჭებდა, გარდა... ქეთიმ ახმაურებულ ტელეფონს დახედა, იფიქრა ეჩვენებოდა, მერაბს ყოველთვის კვირის ბოლოს ხვდებოდა, როცა თავისუფალი დრო ჰქონდა და არა პირდაპირ შუა კვირაში, ოთხშაბათობით. ეჭვით დახედა, მხრები აიჩეჩა, წამოდგა და აივანზე გავიდა.
-გისმენ, მერაბ. -ხმა აუკანკალდა ქეთის. შინაგანი ხმა კარნახობდა, რაღაც რიგზე ვერ იყო.
-გამარჯობა ქეთი, შეგიძლია შემხვდე? -მერაბი აფორიაქებული ჩანდა. ქეთის ხელისგულები ოფლით დაუსველდა, ყოველთვის ასე ემართებოდა, როცა ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და განსაკუთრებით, მაქსიმეზე.
-მაქსიმე?
-ათ წუთში მანდ ვიქნები. -მერაბმა გათიშა. ქეთი აივნის მოაჯირს დაეყრდნო. კიდევ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა? სუნთქვა ძლივს დაირეგულირა, ჯერ კიდევ შოკიდან არ გამოსულიყო, თავზე ერთ-ერთი თანამშრომელი წამოადგა, ქერა, მაღალი, ცისფერთვალება გოგონა. დაახლოებით, ლალეს მსგავსი.
-კარგად ხარ ქეთი? წყალი ხომ არ მოგიტანო?
-არა ნინო, მადლობა. -ძლივსშესამჩნევად გაუღიმა. აქეთ-იქით სირბილისგან გაწითლებულ რუსუდანს ჰკიდა თვალი და მისკენ დაიძრა. ქალს შეეშინდა ქეთის სახის დანახვაზე, იქვე დაყარა საბუთები და აკანკალებულ ქეთის მხრებში ჩააფრინა.
-რა გჭირს ძვირფასო, ხომ კარგად ხარ?
-ქალბატონო რუსუდან, ძალიან მჭირდება ახლა წასვლა. გთხოვთ, იქნებ გამიშვათ?
-ამის გამო თუ კანკალებ, მოგხვდება! -თითი აიქნია რუსუდანმა და ბავშვურად დამშვიდებულმა, ამოისუნთქა. -შევშინდი, ვიფიქრე ცუდად იყავი. წადი, მთელი დღით თუ გინდა. ოღონდ შენ იყავი კარგად. -პუტკუნა ხელი დაინიავა რუსუდანმა და ქეთის, დაბნეულ მზერაში ღიმილი შეეპარა. ჩაეხუტებოდა, ოღონდ ახლა არა. მადლობა გადაუხადა და ახმაურებული ტელეფონით მიხვდა, მერაბი უკვე მოსულიყო. საერთოდ, სახიფათოდ კი მიაჩნდა სამსახურის მისამართის გამხელა და არც ამბობდა, ვიდრე ძალიან საჭირო საქმეზე არ დასჭირდა მერაბი. რამდენიმე თვის წინ, დედამისი კიბიდან დაგორდა, ფეხი მოიტეხა და შეშინებულმა ქეთიმ, ტაქსი და ავტობუსი რომ ვერსად იპოვა, მერაბის ნომერი აკრიფა და დაურეკა. მას შემდეგ, ძალიან ბევრ უაზრო საქმეშიც დახმარებია კაცი. საოცარი კი მხოლოდ ის იყო, რომ ორი წლის განმავლობაში, მერაბს მაქსიმეს სახელი არ ეხსენებინა.
ქეთიმ კიბეზე ჩაირბინა, მერაბს მანქანაში ჩაუხტა. კაცი ამ ორ წელში უფრო მეტად დაბერებულიყო, ჭაღარა შეპარული კი არა, გვარიანად გადაგლესვოდა ოდესღაც შავ თმაზე. წვერი მოეშვა, მოელვარე თვალები ჩაუქრა. ქეთი საკუთარ წვლილს ხედავდა მერაბის დაბერებაში და ძალიან რცხვენოდა, როცა მასთან შეხვედრა უწევდა. კაცი უტყვი და შეუმჩნეველი იყო, სწორედ ამიტომ დარჩა ერთადერთ ადამიანად, რომელთანაც ქეთი საუბრობდა და სამაგიეროდ, მორალის კითხვას, არასდროს იღებდა.
-მერაბ, რა მოხდა, ასე რამ გადმოგისროლა აქეთ? -ქეთიმ ღვედი შეიკრა და აკანკალებული ხელებით გაისწორა კაბის კალთა. მინაზე ნინომ მოაკაკუნა, ხელში ქეთის ჩანთა ეჭირა. ქეთიმ ამოიგმინა, კარი გააღო და ნინოს ჩანთა გამოართვა.
-მადლობა. -მხოლოდ ესღა უთხრა და სწრაფად დახურა კარი. კიდევ კარგი, ნინო ყოველთვის ამჩნევდა და ქეთის მოწესრიგებაში ეხმარებოდა, თორემ აქამდე ასჯერ ანერვიულეებულს, ნახევარი კარადა ქუჩაში უნდა დაეკარგა. მერაბმა საჭე მოაბრუნა, მანქანა ნელა მიიწევდა ხმაურიან ქუჩებში. ვერც ქეთი ბედავდა ხმის ამოღებას, ერთადერთი რასაც გრძნობდა, შიში იყო. ჩანთაში მაქსიმესთვის განკუთვნილი წერილი ეგულებოდა, ოღონდ ახლა რაიმე სასიცოხლო გაეგო და ყველაფერს დათმობდა, ოღონდ ეთქვათ, რომ მაქსიმე კარგადაა.
-ქეთი, მეგის დღიურები ისევ გაქვს? -უეცრად იკითხა მერაბმა. შეცვლილი ხმა ჰქონდა, დაძაბული მართავდა მანქანას და საჭეს მძიმედ ატრიალებდა. ქეთის გულწრფელად გაუკვირდა, წარბებს შორის ნაოჭი გაუჩნდა, ნერვიულად გადაისვა ხელი კისერზე.
-კი. -ამოღერღა ბოლოს და სხვა მხარეს გაიხედა. საშინელ განწყობაზე აყენებდა მეგის დღიურების გახსენება. ყოველი ფურცელი ხომ დეტალურად ჰქონდა შესწავლილი და ტექსტების უმრავლესობაც ზეპირად ახსოვდა.
-შეგიძლია მითხრა, რაიმე სხვანაირი, განსხვავებული თუ ეწერა? -ქეთის მერაბისკენ არ გაუხედავს, მაგრამ ყელში მყესები დაეჭიმა, გაახსენდა ერთი კი არა, ძალიან ბევრი გაურკვეველი და უცნაური, სხვანაირი და განსხვავებული ჩანაწერი. მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, რომ მისგან გაცემული ინფორმაცია მაქსიმეს არგებდა? ორი წლის განმავლობაში, ისიც კი არ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა და ათასი წერილით, ათასჯერ გამოგლოვებულიც ჰყავდა.
-რატომ მეკითხები, ვინმეს დასჭირდა?
-მიპასუხე.
-ჩემგან ისეთ რამეს ითხოვ, რაც შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მერაბ, დიდ პატივს გცემ, მაგრამ არ მოვითმენ კიდევ ერთხელ ჩემით მანიპულირებას. -ქეთიმ გამოხედა, საოცარი სიმტკიცე შემატებოდა მის ხმას. ადრე, ყოველთვის გაბზარული ხმით საუბრობდა, ნაწილებად დაშლილი ტონი ჰქონდა, მუდამ დარდიანი და ზოგჯერ, ტკივილისგან ხრინწიანი. მერაბმა ტრასაზე გადაუხვია. ქეთიმ გვერდულად გახედა გზას, რომელიც სულ ცოტაც და ნაცნობ ადგილად იქცეოდა, ამისთვის კი ჯერ გამბედაობა უნდა მოეკრიბა. მანქანა სწრაფად მიდიოდა, თუმცა სწორი გზის გამო, ნელა ირწეოდა. მზე ჯერ კიდევ ცაზე ჩამოკიდებულიყო. ქეთიმ მაჯის საათს დახედა. ორს უჩვენებდა. თუ იქ მიდიოდნენ, სადაც ფიქრობდა, კიდევ ერთი საათი იქნებოდა საჭირო.
-ორი წლის წინ. -დაიწყო მერაბმა. რობოტივით ატრიალებდა საჭეს და თავს არ ამოძრავებდა, წინ აშტერდებოდა გზას. -როცა მაქსიმე წავიდა და შენც ნაწილობრივ შენს ცხოვრებას დაუბრუნდი, გადავწყვიტე იმ სახლში მუშაობა გამეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმემ წასვლის წინ თხოვნა დამიტოვა,მის სამყაროს გავცლოდი, ფული წამეღო და ბედნიერად მეცხოვრა ოჯახთან ერთად, მაინც გადავწყვიტე ბოლომდე მეერთგულა. ქეთი, უბრალოდ რაც არ უნდა გითხრა, მოისმინე და ცხელ გულზე ნუ გადაწყვეტ რაიმე ისეთს, რაც დაგაზარალებს. -გაწყვიტა მერაბმა. ქეთი ორჯერ მეტად დაიძაბა. ესე იგი, რაღაც კი არა, რაღაცები იყო, რაც მის ზურგსუკან მოხდა და რაზეც შეუფერებლად კარგი რეაქცია უნდა ჰქონოდა. წამით გადახედა გამოვლილ გზას და საკუთარმა ირონიულობამ აავსო. ისედაც ყველაფერს ეგუებოდა და არც ეს იქნებოდა მისთვის ტრაგედია.
-განაგრძე. -თქვა ქეთიმ. მერაბმა ამოისუნთქა და განაგრძო.
-რამდენიმე დღეში მაქსიმეს დავუკავშირდი. არ იკითხო დეტალები, საჭირო ხალხი გავრიე და მხოლოდ ერთი შეტყობინება მივაწოდე, რომ სახლში ვრჩებოდი და თუ რაიმე მოხდებოდა, აუცილებლად შევატყობინებდი ამ გზით. მაქსიმესგანაც მივიღე პასუხი, რომ გამორიცხული არ იყო სიურპრიზები და მადლობელიც იყო, რომ დავრჩი. არ გეგონოს, რომ იმ დროინდელი სტატუსით ვისარგებლე, უბრალოდ ძალიან ახლოს, თითქმის ყნოსვით ვგრძნობდი რაღაც ცუდს. ბიჭებს ვთხოვე ჩამოსულიყვნენ, შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ და შენთვის თვალი ედევნებინათ, მაგრამ ბედია ალბათ,რომ შევიტყვე, შენ უკვე „გზვერავდნენ“ და რთული არ იყო გამოცნობა, რომ ეს მაქსიმე იყო. -ქეთის ყელი გაუშრა. თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადაეკრო. ხელებით ძლიერად ჩაეჭიდა სავარძელს და მთელი სხეული გაიმაგრა.
-ერთი თვის თავზე, შუაღამისას, როცა თვის ანგარიში გადმომიგზავნა მაქსიმემ და შევიტყვე, რომ კარგად იყავი, გადავწყვიტე შენ და ის ურთიერთობაში ცალკე დამეტოვებინეთ. მაქსიმეს მთლიანად ვანდე შენი ბედი და შენი კვალი მას შემდეგ არ მიძებნია. გამიკვირდა კიდეც, რომ ეს ამბავი სწორად მიიღო. ერთ მშვიდ ღამეს, თითქოს რომ არაფერი ხდებოდა, ეზოში მანქანები შემოგრიალდნენ, იქიდან შავებში ჩაცმული, იარაღასხმული კაცები გადმოხტნენ და სახლის გარშემო დაიწყეს სირბილი. ზოგი კარს ამტვრევდა, ზოგი შეღებულ ფანჯრებში ხტებოდა. სიგნალიზაციაც ჩაირთო. ერთი სიტყვით, მაქსიმეს სასახლეს თავს დაესხნენ. ერთი შეხედვით მიხვდებოდი, რომ გელას ხალხი იყო. -მერაბმა ზიზღით გააქნია თავი. ქეთი შეკრთა. კი მაგრამ, მაქსიმე სწორედ გელას და ანეტას მოსაკლავად წავიდა, როგორ შეიძლებოდა ერთი თვის შემდეგ აქეთ გელა გადმოსულიყო შეტევაზე? გაახსენდა, სამზარეულოში, როგორ გაუტეხა თავი ნაჯახის ტარით და ინატრა, რატომ არ მოკლა, როცა მოსაკლავი იყო. ყურს უკან ,გელასგან დატოვებული, გველივით დაკლაკნილი იარაც ულამაზოდ შემორჩენოდა. თმას აღარ იწევდა, ისე ულამაზოდ ჩანდა. გაახსენდა დანის პირზე მოსრიალე სისხლი და ზედ ჩამოკიდებული ხორცი. გააკანკალა.
-ვერაფერი დაგვაკლო. იაფფასიანი „ტიპებით“ რას იზამდა მაქსიმეს ლომებთან? ის ღამე რომ დასრულდა და მაქსიმემ ეს გაიგო, გადაწყვიტა ჩამოსულიყო. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამ დროისთვის უკვე ანეტა შენკენ იწევდა და შესაძლოა, დღესავით ნათელიც ყოფილიყო, რომ მეგი არ იყავი.
-ამას გელა არ ეტყოდა? -ჩაეძია ქეთი. მერაბმა თავი გააქნია.
-გამორიცხულია. გელა ანეტას მოკავშირე არც ყოფილა, მისგან სარგებელს იღებდა.
-რა სარგებელს?
-ოცი წლის წინ, მაქსიმე ათი წლისა იყო, მის წინ რომ ცხოველივით დაკლეს დედამისი. ის სახე არ დავიწყებია -ნაღვლიანად გადმოხედა მერაბმა. ქეთიმ გაღებული პირიდან აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
-და სწორედ, გელაც ფიქრობდა, რომ ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა. სინამდვილეში, ეს უბრალოდ კარგი სამზადისი იყო დასარტყმელად. -განაგრძო მერაბმა. ქეთის გაახსენდა, რამდენჯერაც გელა უხსენა მაქსიმეს, კაცისგან მხოლოდ ის მიიღო საპასუხოდ, რომ აქ ყველა თამაშობდა და მნიშვნელობა მხოლოდ შესრულებულ პარტიას ჰქონდა. თავი ასტკივდა, ინატრა სამსახურში ჯდომა.
-და მერე ქეთი, შენ გამოჩნდი. -დაბალი ხმით დაიწყო მერაბმა. ქეთი თვალდახუჭული იჯდა, თუმცა სმენად ქცეულიყო. -მაქსიმეს იმ დღეს მეტროში პირველად არ შეუმჩნევია ვიღაც ქეთი, ის მთელი წლის განმავლობაში გიყურებდა, მეგის თვალებით. -ქეთიმ თვალები უფრო მეტად დააჭირა ერთმანეთს, ქუთუთოები ეტკინა. „მზად ხარ დამიმტკიცო, რომ კარგი გოგო ხარ?“ გაახსენდა მაქსიმეს გამომწვევი ფრაზა და გააკანკალა. რა ხანი იყო, ახალგაზრდა კაცის ხმა აღარ ესმოდა.
-სწორედ ის ერთი წელი იყო, როცა მაქსიმესთვის არაფერს წარმოადგენდი. თუმცა არ გეგონოს, რომ ეს მისი სიტყვებია. მაქსიმე ამაზე არ საუბრობდა და ეს მხოლოდ ჩემი დასკვნაა. როცა მასთან მიხვედი, მასთან ცხოვრება დაიწყე, ის შეიცვალა. ყოველდღე ჩემთან მოდიოდა, მაგიდაზე გაშლილ გეგმებს ურევდა,ხევდა და მერე თავიდან ხაზავდა ყველა შენობას, ყველა გზას. ყოველი დღე რაღაცის შეცვლის მიზნით იწყებოდა. ალბათ ვერ ამჩნევდა, რომ ამის მიზეზი შენ იყავი. მის სახლში ცხოვრობდი, მის საწოლში გეძინა, უყვიროდი და ლანძღავდი, ეუბნებოდი რომ გძულდა და ამავდროულად, დასნეულებულსა და განადგურებულზე ზრუნავდი. ამან გადაატრიალა. -ქეთიმ თვალები გაახილა. წამწამები ერთმანეთზე მიჰკრობოდა და ცრემლებისგან დასველებოდა. ქვედა ტუჩს სიმწრისგან დააჭირა კბილები.
-ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ის ადამიანები არ დახოცა. -დაასრულა მერაბმა. ქეთი დენდარტყმულივით წამოვარდა, სახიდან ფერი გადასცლოდა, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა მერაბს, რომელმაც მანქანა ბორდოსფერი სახლის ეზოში შეიყვანა. რამდენჯერ წარმოიდგინა დაბრუნების სცენა, თუმცა იმ სიტყვების გაგონების შემდეგ, სხეული ვერ დაიმორჩილა თავის მისაბრუნებლად და კარ-მიდამოს მოსათვალიერებლად. მერაბმა მანქანა გააჩერა. გაშტერებულ ქეთის მზერა გაუსწორა. ქეთის ერთიანად ჩასწყდა ყველაფერი. გულისცემა თითქმის შეუწყდა, გრძნობდა, რომ სისხლი გაეყინა და ვენებში აღარ მოძრაობდა. მთელი სხეულით დაბუჟდა, წონასწორობის დაკარგვას სავარძელში მჯდომიც კი გრძნობდა.
-გაიმეორე. -აღმოხდა ქეთის. თვალებიდან მძიმედ გადმოუგორდა ცრემლი, ობლად შემორჩენოდა გრძელ წამწამებზე მარილიანი სითხის წვეთები. მერაბი უძრავად იჯდა.
-გაიმეორე-მეთქი! -იყვირა ქეთიმ და ღვედი შეიხსნა. თითები უთრთოდა.
-მაქსიმეს არავინ მოუკლავს. -მშვიდად წარმოთქვა კაცმა. ქეთიმ საკეტი გადასწია, კარი გააღო და მანქანიდან გადახტა. თვალი გაუსწორა ბორდოსფერში ჩაძირულ უზარმაზარ სახლს. ერთიანად მოეკვეთა მუხლები, როცა თვალი მოჰკრა მაქსიმეს დარბაზის ფანჯარას, ძველებურად დაკეტილს, ფარდებჩამოფარებულს,მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე ჩამომდგარიყო, ამ ადგილას ყოველთვის ციოდა. ზამთარი, ან გვიანი შემოდგომა ჩამომდგარიყო სამყაროს ამ ნაწილში. არაფერი შეცვლილიყო, ყველაფერი ადგილზე დარჩენილიყო, ბორდოსფერთან შეხამებულ წითელთან ერთად. ქეთიმ თმაში შეიცურა ხელები. საშინელი იყო აქ დაბრუნება. არც ერთი წარმოდგენა არ გამართლდა. უყურებდა სახლს, ეზოს, ნაცნობ შესასვლელ კარს და სიხარულის, სევდის ან მონატრების ნაცვლად, ბრაზი და ტკივილი უვლიდა მთელს სხეულში. უხმოდ ტიროდა, ცრემლები ხარბად უსველებდნენ სახეს. ორივე ხელი გულზე მაგრად დაიდო, ჩაიკეცა და მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთი გრძნობით, ძლიერად ამოიგმინა. გრძნობდა როგორ უდუღდა სისხლი, სულ ცოტაც და კანიდან გამოჟონავდა. ერთიანად დაფრთხა, შეშინდა. ყველაფრის ნაცვლად, შიში უვლიდა სხეულში, გადათეთრებოდა მტევნებზე კანი, სახიდან ერთიანად წაეშალა ადამიანობის კვალი. ძლიერად მოკვნეტილი ტუჩიდან ოდნავ ჟონავდა სისხლი, უსიამოვნოდ ეწვოდა. ქეთის დაცვა მიუახლოვდა, მხრებში ჩააფრინდნენ, ქეთიმ ხელი აიქნია, მხარი გაჰკრა და უხეშად მოიშორა. საკუთარ მუხლებს უყურებდა, მკერდზე ხელები ისე დაეკრიფა, თითქოს მართლა მისწვდებოდა გულს და მოიგლეჯდა.
-ჩემი ბრალია. მე გაგიშვი. არაფერი გავაკეთე და ყველაფერი გაიღე, არაფერი გაგიკეთე და ყველაფერი მაჩუქე. -ბოდავდა თავისთვის. სიმწით აპარებდა თვალს დარბაზის ფანჯრისკენ. სტკიოდა ყველაფერი, მუცელი უსიამოვნოდ დაჭიმული ჰქონდა, კანზე წვას გრძნობდა, ზურგი ოფლისგან დასველებოდა და კაბა უსიამოვნოდ ედებოდა.
-ყველაზე მწარე ხარ, ყველაზე აუტანელი. -აღმოხდა ქეთის და ხმამაღლა ამოიხავლა, დაახველა, თვალები ჩაუწითლდა, ისე, თითქოს სისხლის გუბეები ჩასდგომოდა. ასე იჯდა, ახველებდა დროგამოშვებით, სანამ არ წამოდგა, სახლისკენ სწრაფად არ გაემართა. კარი გაუღეს, მან კი მაინც ჰკრა ხელი და შეგლიჯა. თავი დანანებით გადააქნია, მონატრებული მარმარილოს კიბის დანახვამ ერთიანად გაუღვიძა გრძნობები. ხმაურზე სამზარეულოში ფუსფუსი შეწყდა, ქეთის გარკვევით ესმოდა ნაბიჯების ხმა, კითხვების კორიანტელი.
-ღმერთო, ქეთი! -დაიყვირა ნაცნობმა ხმამ და ქეთიმ ავტომატურად მიაბრუნა თავი. ჩუმად ტიროდა, რუსიკოს დანახვამ ერთიანად ამოუბრუნა შიგნეულობა. მისკენ გაქცევა და ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ქალი სირბილით, ქშენით მიუახლოვდა, ხელებით დაუწყო თვალიერება, ეხებოდა მხრებზე, მტევნებზე, სახეზე და ისე შეჰყურებდა, როგორც სასწაულს.
-ჩემო გოგონა, ჩემო ძვირფასო. -ეფერებოდა და ცრემლებით დასველებულ ლოყებს წინსაფრით იწმენდდა. მის უკან ლალე იდგა, ჩუმად, პირზე ხელაფარებული ქვითინებდა. მართალია ყველაზე ნაკლებად ჰქონდა ძალა, მაგრამ მაინც მოიხმო თავისკენ. ლალე სირბილით გამოიქცა, ქეთის მოეხვია. განა, მათ არ აპატია? რა თქმა უნდა, აპატია, დიდი ხნის წინ და მათი მონატრებაც კლავდა, აქუცმაცებდა. ქეთიმ ორივეს შეუშვა ხელები, მზერა კიბისკენ გააპარა და იქით წავიდა. კიბე ნელა აიარა, თითქმის არაფერი ჩანდა, ლიბრი გადაჰკვორდა თვალებზე. ქეთი ნაცნობ დერეფანს დაუყვა. ყველა ფიქრი, ყველა მოგონება ერთად ამოუტრიალდა, იქ რომ არ ყოფილიყო, მერე რა ექნა? ფეხქვეშ მიწა გამოეცლებოდა და იცოდა, ვეღარასდროს შეძლებდა საკუთარ თავთან დაბრუნებას. დარბაზის კარის სახელურს ხელი მოჰკიდა, სხეულში სიცივე გამეფებულიყო, ყურებში ჩაესმოდა საკუთარი გულისცემის ხმა. სახელური გადასწია, დარბაზის უზარმაზარი, მძიმე კარი შეაღო.

***

ქეთის სუნთქვა შეეკრა, კარი დახურა, პატარა კიბეზე ჩავიდა და ძლიერად სცადა ჰაერის უკან ამოღება, თუმცა ვერ შეძლო, მუხტისგან ორად მოიკეცა და ძლივს გასწორდა. წინ მიიწევდა და თან, კადრებად ტრიალებდა ყველაფერი. „დამსახურების მიხედვით არ იყვარებენ. გიყვარს, როცა გეშინია“ - გაახსენდა და თავი გააქნია. საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობას გრძნობდა და დიახ, ეს უფრო უმძაფრებდა ტკივილს. თითებით ავეჯს ეხებოდა, მათ ზედაპირს იმახსოვრებდა, თვალი კი რაღაცაზე გაშტერებოდა და ტუჩები ძლიერად უკანკალებდა. მერე, შეჩერდა, ამოიკვნესა, თავი გვერდზე გადააგდო და ატირდა.
-მაშ, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, არა? -დაყრუებულ დარბაზში ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა. ძველებურად გამოზომილი, ცივი და მტკიცე იყო. ქეთის ქვედა ყბა აუკანკალდა. აგიზგიზებული ბუხრის წინ, თეთრ პერანგში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი, კუთვნილ სავარძელში იჯდა და ვისკის წრუპავდა.

ქეთიმ ფანჯრისკენ გააპარა მზერა. თითქოს იგრძნო, რომ გაწვიმდებოდა. ამინდი არასდროს სწყალობდა მათ.
-ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იმ საზღვარზე, რომელიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადის. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ არც ძალა გვაქვს საბოლოოდ შევიძულოთ. მაგრამ ქეთი, შიშს ვგრძნობ. -პროფილში დადგა მამაკაცი. მის მიმზიდველ ნაკვთებს ცეცხლის შუქი ეცემოდა. -მეშინია, რომ კარგად ვერ იქნები. შენ ხარ ჩემი საზღვარი, ბარიერი, რომელსაც არასდროს გადავლახავ. შენ ხარ წერილი, რომლის წერაც არ დასრულდება. შენ ხარ ჩემი სიცოცხლის მომცემი.

და, აღარაფერი დარჩენილიყო გარდა იმისა, რომ ორ ძალიან ცივ სხეულს, ერთად შეექმნა სითბო. ისინი შეერთდნენ, როგორც ალბათ, „ბედის უკუღმართობამ“ ინება და იმ ღამეს, ერთ მთლიანობად ქცეულ სხეულებს, მთვარე ღიმილით დაჰყურებდა. სადღაც გაპარული, შორიდან მობრუნებულიყო, დაცემულ წვიმის წვეთებს ზემოდან ვარსკვლავები ანათებდნენ. წვიმდა. მერე რა, ეწვიმა.

დასასრული.



№1  offline წევრი gogona tbilisidan

ვგიჟდეეები heart_eyes innocent

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

უბრალოდ საოცრება,სუნთქვა შეკრული რომ კითხულობ და ვერ ხვდები რომ მორჩა და უნდა ისუნთქო.სიტყვები უძლურია როცა გრძნობა ბობოქრობს გულში.ყოჩაღ

 


№3  offline მოდერი sopiko

დასასრულში, ანუ ამ ბოლო ნაწილში რაც მომეწონა, ეს მხოლოდ ფიფქებით გამოყოფილი უკანასკნელი ეპიზოდი იყო.
ზემოთ ზოგი რამ ზღაპრული იყო, ზოგი გაზვიადებული, ზოგი ცოტა უცნაური, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოგივიდა ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც!
ჰილეგი გამოგივიდა.
სრულიად გააამართლე ეს სათაური და ძალიან მიხარია, რომ გითხარი, ეს დაარქვი_მეთქი. მე ამგვარ ისტორიას ამ დასათაურებით ვერ დავწერდი, არადა ჰილეგი იმსახურებდა ამას.
შენნაირ ავტორს იმსახურებდა.
შენ მე შემაყვარა ვიოლები!
ვისკი!
ბუხრები!
კიბეები!
პუტკუნა, ვარდისფერლოყებიანი ქალები...
თმაშევერცხლილი მამაკაცები...
ცისფერთვალება გოგონები...
არ მიწყინო, უბრალოდ ეს მერაბის მონოლოგი რაღაც ძალიან ვიწრო, მოჭუჭყნუულ ბილიკად მეჩვენა, რომელზეც წესიერად ვერც კი გაივლი. მერჩივნა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გამეგო ყველაფერი.
ან კიდევ ერთი თავის დაწერაც შეიძლებოდა,
მაგრამ... მაგრამ... მაგრამ...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უკეთესი მინდოდა, მაგრამ ამითაც აღფრთოვანებული ვარ!
''ურჩხული და მზეთუნახავის'' ელფერი ჰქონდა დასასრულს.
ქეთიმ და მაქსიმემ, როგორც იქნა, ერთმანეთის გულები იპოვეს და მეც ბედნიერი ვარ!
ველოდები ''აგრაფინას'' მეორე ნაწილს! მის გაუგრძელებლობას არ გაპატიებ!
მიყვარხარ, მარმელადო heart_eyes

 


№4  offline წევრი Indigo

უბრალოდ სხვაა, განსხვავებული, არც უარესი, არც უკეთესი უბრალოდ "სხვა"!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

საოცრება ხარ... აიი,ღირსეული დასასრული... heart_eyes
არ შემიძლია,სიტყვების რახარუხი :დ უბრალოდ,ძალიან მაგარი,გოგო ხარ. heart_eyes heart_eyes

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

gogona tbilisidan
ვგიჟდეეები heart_eyes innocent

ერთი სიტყვით ავტორის გაოცება! მადლობა ^^

miyvarxar1992
უბრალოდ საოცრება,სუნთქვა შეკრული რომ კითხულობ და ვერ ხვდები რომ მორჩა და უნდა ისუნთქო.სიტყვები უძლურია როცა გრძნობა ბობოქრობს გულში.ყოჩაღ

მორჩა, ისუნთქე... ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ღრმა გრძნობებს აღძრავს. უღრმესი მადლობა

sopiko
დასასრულში, ანუ ამ ბოლო ნაწილში რაც მომეწონა, ეს მხოლოდ ფიფქებით გამოყოფილი უკანასკნელი ეპიზოდი იყო.
ზემოთ ზოგი რამ ზღაპრული იყო, ზოგი გაზვიადებული, ზოგი ცოტა უცნაური, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოგივიდა ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც!
ჰილეგი გამოგივიდა.
სრულიად გააამართლე ეს სათაური და ძალიან მიხარია, რომ გითხარი, ეს დაარქვი_მეთქი. მე ამგვარ ისტორიას ამ დასათაურებით ვერ დავწერდი, არადა ჰილეგი იმსახურებდა ამას.
შენნაირ ავტორს იმსახურებდა.
შენ მე შემაყვარა ვიოლები!
ვისკი!
ბუხრები!
კიბეები!
პუტკუნა, ვარდისფერლოყებიანი ქალები...
თმაშევერცხლილი მამაკაცები...
ცისფერთვალება გოგონები...
არ მიწყინო, უბრალოდ ეს მერაბის მონოლოგი რაღაც ძალიან ვიწრო, მოჭუჭყნუულ ბილიკად მეჩვენა, რომელზეც წესიერად ვერც კი გაივლი. მერჩივნა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გამეგო ყველაფერი.
ან კიდევ ერთი თავის დაწერაც შეიძლებოდა,
მაგრამ... მაგრამ... მაგრამ...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უკეთესი მინდოდა, მაგრამ ამითაც აღფრთოვანებული ვარ!
''ურჩხული და მზეთუნახავის'' ელფერი ჰქონდა დასასრულს.
ქეთიმ და მაქსიმემ, როგორც იქნა, ერთმანეთის გულები იპოვეს და მეც ბედნიერი ვარ!
ველოდები ''აგრაფინას'' მეორე ნაწილს! მის გაუგრძელებლობას არ გაპატიებ!
მიყვარხარ, მარმელადო heart_eyes

ვიცოდი, რომ ერთ მომენტში ეს ყველაფერი ზედმეტი იქნებოდა,სრული ერთი საათი ვუყურე, წაშლა დავაპირე, მაგრამ რაღაცამ გამაჩერა. არ წავშალე, რადგან ასე ჩავთვალე მართებულად, თუმცა მომწონს, რომ აღფრთოვანებული დაგტოვე და ამავდროულად, ოდნავ უკმაყოფილოც :დ ასეც უნდა იყოს, ეს ისტორია არაა შექმნილი იდეალურობისთვის და მიხარია, რომ მომავალში რომ გადავხედავ, შესაცვლელსაც ვიპოვი და განახლდება.
კი, ეს იყო საოცარი სათაური.
ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მიხარია რომ შეგაყვარე ეს ყოველივე ^^
ძალიან დიდი მადლობა. მიყვარხარ

M-A-R-I
უბრალოდ სხვაა, განსხვავებული, არც უარესი, არც უკეთესი უბრალოდ "სხვა"!

უღრმესი მადლობა, მარი ^^ ბედნიერი ვარ, თუ "სხვაა".

M-A-R-I
უბრალოდ სხვაა, განსხვავებული, არც უარესი, არც უკეთესი უბრალოდ "სხვა"!

უღრმესი მადლობა, მარი ^^ ბედნიერი ვარ, თუ "სხვაა".

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ კარგი იყო.აი მესმის დასასრული.ისე სიმართლე გითხრა არ მინდოდა ჯერ დაგესრულებინა.სასწაული ხარ და თავი არ მოგვანატრო
--------------------
ლანა

 


№8  offline ახალბედა მწერალი MariamG

La-Na
უჰ კარგი იყო.აი მესმის დასასრული.ისე სიმართლე გითხრა არ მინდოდა ჯერ დაგესრულებინა.სასწაული ხარ და თავი არ მოგვანატრო

დიდი მადლობა ლანა. დასასრულისთვის მეც ძლივს გავიმეტე. მალე დავბრუნდები ❤ ^^

 


№9  offline წევრი ბაბუაწვერა

ზედ მეტი სიტყვები არ სჭირდება... საოცარი იყო.<3

 


№10  offline ახალბედა მწერალი MariamG

ბაბუაწვერა
ზედ მეტი სიტყვები არ სჭირდება... საოცარი იყო.<3

უღრმესი მადლობა

 


№11  offline წევრი An-El

ჩემი ნიჭიერიი :* გული გადამიქანე ამ ღამით და სუნთქვა შემიკარი მარა ამად ღირდა,.მეტი მაქსი და ქეთი მინდოდა მარა ასეც კაია რო ძაანაც არ გააბანალურე და ჩვენზე დატოვე მათი ბედი,მთავარია რო ერთმანეთი იპოვეს, როგორც გითხარი მაქსიმე ვერ გაუძლებს უქეთობასთქო აჰა მართალი ავღმოჩნდი :* კიდევ ველი შენგან უახლოეს მომავალში გემრიელ ისტორიეეებს :D :*

 


№12  offline წევრი შამხათი

დამუნჯებული ვარ... არ ვიცი, რა ვთქვა, ემოციები ებრძვიან ერთმანეთს. სასწაული იყო. საოცარი პერსონაჟები შექმენი და ისე მოიტანე ჩვენამდე, რომ ერთი უკმარისობის გრძნობაც კი არ გამჩენია. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია, რომელმაც ძალიან ბევრი მასწავლა და მაფიქრა. ყოჩაღ! არ დაიკარგო, შენ სულ უნდა წერო.

 


№13 სტუმარი Guest baby girl

შენც ხომ იცი როგორ ველოდი თითოეულ თავს, heart_eyes სულ მინდოდა რომ არ დასრულებულიყო, მაგრამ რას იზავ ასეც უნდა ყოფილიყო შექმნილი სიტუაციის გამო. ძაან მიყვარხარ ესეთი ემოციური და სასწაული ისტორიის დაწერის გამო. kissing_heart kissing_heart დასასრული კი მართლაც კარგი იყო მიყვარხაააააააააააააააააააააარ <3 sob heart_eyes kissing_heart

 


№14  offline მოდერი შადი

ენერგო ვამპირი ხარ :) ამ ისტორიამ გამომისრუტა ყველაფერი და ემოციურად გამომფიტა,ძალიან მტკივნეული იყო და კარგი

 


№15  offline წევრი tveni

ძალიან კარგი იყო, ძალიან.. მაგრმ რატომღაც მგონია რო ქეთიც და მაქსიმეც კიდევ ერთ თავს იმსახურებენ

 


№16  offline წევრი khati

საოცრად კარგი იყო ❤️ სიუჟეტი დაძაბული და ემოციურად დამღლელი

 


№17  offline წევრი Timea25

მთელი ისტორიის მანძილზე ვივსები და ვიცლები ემოციით, ზოგიერთი თავი 2 ჯერაც გადავიკითხე.
სიტყვით ვერ გადმოგცემ ჩემს ემოციას.
ძალიან კარგი იყო.

 


№18  offline მოდერი chica sol

ასე, ეგოისტურად ვიცადე ორი დღე, რომ დამაგვირგვინებელი კომენტარი მე დამეწერა :დ
მარ, ძალიან შემეშინდა, მეგონა, იქ, ბორდოსფერი სახლის წინ ქეთის ემოციები, მისი შიში და ცუდად გახდომა , ცუდი წინათგრძნობის ბრალი იყო. მეგონა ავიდოდა დარბაზში და იქ ან სიცარიელე დახვდებოდა (მიუხედავად მერაბის მონაყოლისა), ან მომაკვდავი მაქსიმე. შემეშინდა...
არ ვიცი რა ვთქვა. გამომფიტე, გამომაცარიელე და გამომცალე.
ქეთის მსგავსება ჩემთან? დასაწყისში მართლაც რომ ძალიან ვგავდით თვისებებითა და ქმედებებით. მერე? არ ვიცი, მე რომ მსგავსი რამ გადამეტანა, ალბათ მასეთი ვიქნებოდი.
ერთი კი ის ვიცი, რომ ასეთი დასასრულისთვის უღირდა ქეთის ამდენი ტანჯვა...
შენ კი საოცრება ხარ. მარ, დიდი მადლობა ამ ისტორიისთბის, უღრმესი მადლობა. არ მყოფნის სიტყვები.... ძალიან, ძალიან მიყვარხარ ❤❤

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

ემოციურო ბოდიში დამაგვირგვინებელი კომენტარის მერე მე რომ შემოგეჭერი :დდ აქამდე წაკითხვა ვერ მოვახერხე, მარიამს კი კომენტარის გარეშე ვერ დავტოვებ ;)

მარიამ! ჰილეგი პირველი ისტორიაა, რომელიც შენი ნაწერებიდან წავიკითხე. თავების ლოდინში კი მეცამეტე ბილიკს გადავწვდი, მაგრამ ეგ არ ითვლება :დდ
ბევრი შენი ასაკის ავტორი გვყავს აქ, რომლებიც კარგად წერენ, მაგრამ შენ ისეთი დალაგებული და დინჯი ხარ... ნეტავ ასაკს ხომ არ გვატყუებ? :დდ
არ გიცნობდი ნაწერებით, მაგრამ სათაურითვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაგარს ვკითხულობდი და არც შევმცდარვარ.
მაქსიმე ასეთი ცივი და ასეთი გაუვალი ტყუილად არ ყოფილა. თავიდან ვფიქრობი, რომ ეს პერსონაჟი თავს ვერ მომაწონებდა, მაგრამ მისმა მონოლოგებმა თუ დიალოგებმა მომაბრუნა.
ქეთის ერთფეროვანი ცხოვრება რომ ენატრებოდა, მეღიმებოდა, ვიცოდი, ეს არასდროს მოხდებოდა, მიუხედავად ბოლო თავში ახლიდან დაწყებული ცხოვრებისა. როგორც მარიამმა თქვა, მისი ტანჯვა დაფასდა და ეს გამიხარდა. ვიცოდი, რიმ ასეც იქნებოდა. სათაურია ისეთი, შეუძლებელი იყო ამ ისტორიას ცუდი დასასრული ჰქონოდა.

გამოგიტყდები, მეც მერჩივნა დასასრულამდე კიდევ ერთი თავი ყოფილიყო და მერაბის მონათხრობისთვის ცოტა მეტი დრო დაგეთმო, მაგრამ ეს შენი ნება ჩემო კარგო. დასაწყისი და ასასრული მშვენიერი იყო. ამ თავს ვგულისხმობ. ზოგადად ისტორია კი ჩემთვის ერთერთი დაუვიწყარი იქნება. ალბათ ბევრჯერ მივუბრუნდები მის გასაოცარ დიალოგებს.
ბევრი ისტორია დევს ცივი მამაკაცების და დაბნეული ქალების ამბავზე, მაგრამ ეს? ეს მათ არ ჰგავს.
მძიმე იყო, ძალიან მძიმე, მაგრამ შიგნით იმდენი რამ დევს, იმდენი რამის გათავისებაა შესაძლებელი...
მასიამოვნე მარიამ... შენი მკითხველი გავხდი...
დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის და წარმატებები <3

 


№20  offline ახალბედა მწერალი MariamG

An-El
ჩემი ნიჭიერიი :* გული გადამიქანე ამ ღამით და სუნთქვა შემიკარი მარა ამად ღირდა,.მეტი მაქსი და ქეთი მინდოდა მარა ასეც კაია რო ძაანაც არ გააბანალურე და ჩვენზე დატოვე მათი ბედი,მთავარია რო ერთმანეთი იპოვეს, როგორც გითხარი მაქსიმე ვერ გაუძლებს უქეთობასთქო აჰა მართალი ავღმოჩნდი :* კიდევ ველი შენგან უახლოეს მომავალში გემრიელ ისტორიეეებს :D :*

ჩემი ანანო..
მიხარია რომ არ გავაბანალურე, არც მქონდა სურვილი მაქსიმესა და ქეთის ურთიერთობა შეყვარებულობანად მექცია, არც სიუჟეტურად იქნებოდა "მართალი".
ძალიან მიხარია რომ კითხულობდი, კიდევ უფრო მეტად მიხარია რომ დაგვახლოვა "ჰილეგმა".
ძალიან მიყვარხარ!

შამხათი
დამუნჯებული ვარ... არ ვიცი, რა ვთქვა, ემოციები ებრძვიან ერთმანეთს. სასწაული იყო. საოცარი პერსონაჟები შექმენი და ისე მოიტანე ჩვენამდე, რომ ერთი უკმარისობის გრძნობაც კი არ გამჩენია. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია, რომელმაც ძალიან ბევრი მასწავლა და მაფიქრა. ყოჩაღ! არ დაიკარგო, შენ სულ უნდა წერო.

თვალს ვადევნებდი, რომ მუდამ აქ იყავი ყოველი თავის დადებისას. ძალიან მიხარია რომ ემოცია გამოიწვია, უფრო მეტად მაბედნიერებს რომ პერსონაჟები შევქმენი სხვანაირი, კარგი.
სამადლობელი სიტყვები არ მეყოფა. უღრმესი მადლობა

Guest baby girl
შენც ხომ იცი როგორ ველოდი თითოეულ თავს, heart_eyes სულ მინდოდა რომ არ დასრულებულიყო, მაგრამ რას იზავ ასეც უნდა ყოფილიყო შექმნილი სიტუაციის გამო. ძაან მიყვარხარ ესეთი ემოციური და სასწაული ისტორიის დაწერის გამო. kissing_heart kissing_heart დასასრული კი მართლაც კარგი იყო მიყვარხაააააააააააააააააააააარ <3 sob heart_eyes kissing_heart

ნიკს ამართლებ, მართლაც რომ უსაყვარლესი baby girl ხარ!
ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, თბილო და ძალიან პოზიტიურო!ისე, აამ საიტზე თუ რეგისტრაციას გაივლი უკეთესი იქნება, შეძლებ ხშირად დამიკავშირდე და ასე არც დავიკარგებით

შადი
ენერგო ვამპირი ხარ :) ამ ისტორიამ გამომისრუტა ყველაფერი და ემოციურად გამომფიტა,ძალიან მტკივნეული იყო და კარგი

ენერგო ვამპირობას ნამდვილად პირველად მაბრალებენ :დდდდ ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, რომ ემოცია გამოიწვია. უღრმესი მადლობა <3

tveni
ძალიან კარგი იყო, ძალიან.. მაგრმ რატომღაც მგონია რო ქეთიც და მაქსიმეც კიდევ ერთ თავს იმსახურებენ

მე თუ მკითხავ, ეს ორი კიდევ ძალიან ბევრ რამეს იმსახურებენ, ჩემი მთლიანობა ამოწურეს. უღრმესი მადლობა

khati
საოცრად კარგი იყო ❤️ სიუჟეტი დაძაბული და ემოციურად დამღლელი

უღრმესი მადლობა, ბედნიერი ვარ <3

Timea25
მთელი ისტორიის მანძილზე ვივსები და ვიცლები ემოციით, ზოგიერთი თავი 2 ჯერაც გადავიკითხე.
სიტყვით ვერ გადმოგცემ ჩემს ემოციას.
ძალიან კარგი იყო.

სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ემოცია გამოეწვია და მიხარია რომ შევძელი. ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ჩემთვის, რომ მიბრუნების სურვილი გაგიჩინა. უღრმესი მადლობა! ბედნიერი ვარ

მარიამ ზაქარაშვილი
ასე, ეგოისტურად ვიცადე ორი დღე, რომ დამაგვირგვინებელი კომენტარი მე დამეწერა :დ
მარ, ძალიან შემეშინდა, მეგონა, იქ, ბორდოსფერი სახლის წინ ქეთის ემოციები, მისი შიში და ცუდად გახდომა , ცუდი წინათგრძნობის ბრალი იყო. მეგონა ავიდოდა დარბაზში და იქ ან სიცარიელე დახვდებოდა (მიუხედავად მერაბის მონაყოლისა), ან მომაკვდავი მაქსიმე. შემეშინდა...
არ ვიცი რა ვთქვა. გამომფიტე, გამომაცარიელე და გამომცალე.
ქეთის მსგავსება ჩემთან? დასაწყისში მართლაც რომ ძალიან ვგავდით თვისებებითა და ქმედებებით. მერე? არ ვიცი, მე რომ მსგავსი რამ გადამეტანა, ალბათ მასეთი ვიქნებოდი.
ერთი კი ის ვიცი, რომ ასეთი დასასრულისთვის უღირდა ქეთის ამდენი ტანჯვა...
შენ კი საოცრება ხარ. მარ, დიდი მადლობა ამ ისტორიისთბის, უღრმესი მადლობა. არ მყოფნის სიტყვები.... ძალიან, ძალიან მიყვარხარ ❤❤

ეგოისტურად რამდენიც არ უნდა მოგეცადა, ეს შენი ისტორიაა და ყველაზე ახლოს მოვა ^^
ძალიან მაგარი გრძნობაა, ემოციას რომ იწვევს ადამიანებში და მერე, აი ასეთს! ქეთი ნამდვილად გგავდა, გგავს კიდეც ახლა. არ აქვს მნიშვნელობა რომ იტანჯა და არასწორადაც მოიქცა. არავინ სთხოვდა იდეალურობას, და ისედაც ასეთივე შესაშურად "უბრალო" და კეთილი დარჩა. ვერ შევძელი ბოლომდე შენნაირად შინაგანად საოცარი დამეხატა, აქ უფრო მეტი იმედგაცრუება ვაჩვენე, მაგრამ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ქეთი ყოველთვის იქნება მარიამი!
მიყვარხარ!

lullaby
ემოციურო ბოდიში დამაგვირგვინებელი კომენტარის მერე მე რომ შემოგეჭერი :დდ აქამდე წაკითხვა ვერ მოვახერხე, მარიამს კი კომენტარის გარეშე ვერ დავტოვებ ;)

მარიამ! ჰილეგი პირველი ისტორიაა, რომელიც შენი ნაწერებიდან წავიკითხე. თავების ლოდინში კი მეცამეტე ბილიკს გადავწვდი, მაგრამ ეგ არ ითვლება :დდ
ბევრი შენი ასაკის ავტორი გვყავს აქ, რომლებიც კარგად წერენ, მაგრამ შენ ისეთი დალაგებული და დინჯი ხარ... ნეტავ ასაკს ხომ არ გვატყუებ? :დდ
არ გიცნობდი ნაწერებით, მაგრამ სათაურითვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაგარს ვკითხულობდი და არც შევმცდარვარ.
მაქსიმე ასეთი ცივი და ასეთი გაუვალი ტყუილად არ ყოფილა. თავიდან ვფიქრობი, რომ ეს პერსონაჟი თავს ვერ მომაწონებდა, მაგრამ მისმა მონოლოგებმა თუ დიალოგებმა მომაბრუნა.
ქეთის ერთფეროვანი ცხოვრება რომ ენატრებოდა, მეღიმებოდა, ვიცოდი, ეს არასდროს მოხდებოდა, მიუხედავად ბოლო თავში ახლიდან დაწყებული ცხოვრებისა. როგორც მარიამმა თქვა, მისი ტანჯვა დაფასდა და ეს გამიხარდა. ვიცოდი, რიმ ასეც იქნებოდა. სათაურია ისეთი, შეუძლებელი იყო ამ ისტორიას ცუდი დასასრული ჰქონოდა.

გამოგიტყდები, მეც მერჩივნა დასასრულამდე კიდევ ერთი თავი ყოფილიყო და მერაბის მონათხრობისთვის ცოტა მეტი დრო დაგეთმო, მაგრამ ეს შენი ნება ჩემო კარგო. დასაწყისი და ასასრული მშვენიერი იყო. ამ თავს ვგულისხმობ. ზოგადად ისტორია კი ჩემთვის ერთერთი დაუვიწყარი იქნება. ალბათ ბევრჯერ მივუბრუნდები მის გასაოცარ დიალოგებს.
ბევრი ისტორია დევს ცივი მამაკაცების და დაბნეული ქალების ამბავზე, მაგრამ ეს? ეს მათ არ ჰგავს.
მძიმე იყო, ძალიან მძიმე, მაგრამ შიგნით იმდენი რამ დევს, იმდენი რამის გათავისებაა შესაძლებელი...
მასიამოვნე მარიამ... შენი მკითხველი გავხდი...
დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის და წარმატებები <3

ამ ისტორიის ატვირთვა რომ დავიწყე და შენი კომენტარი ვნახე, გაგიკვირდება და პასუხისმგებლობა მომემატა. ნათქვამიც მაქვს, "მეშინოდა" და მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობდი, კმაყოფილი დარჩენილიყავი და დამემსახურებინა ერთი-ორი სიტყვა. და ვერ წარმოიდგენ როგორ ცრემლებამდე ბედნიერი ვარ, როცა აი ამას ვკითხულობ!
კი, ნამდვილად 16 წლის ვარ. :დ ალბათ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რაღაც ეტაპზე მეც ავირიე, დალაგებას ვცდილობ და რაც მეჯახება, იმას ვწერ და "ჰილეგად" ვაქცევ.
მაქსიმე ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ის სავსეა ჩემი მთლიანობით, ჩემში დაიბადა და თექვსმეტი თავის მანძილზე, ჩემი სულით იკვებებოდა. ახლაც მძაფრადაა ჩემში, მისი ჩაღიმება ისევ მკლავს. ეგოისტურად, თავხედურად შევიყვარე ასეთი მაქსიმე, არასდროს მოვისურვებ იდეალური ყოფილიყო. და იცი რა მაგარი გრძნობაა, შენი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი რომ ამბობს, დიალოგებით და მონოლოგებით მომეწონაო, მივუბრუნდებიო.. კი, საყვარელ ავტორებს შორის ხარ.
ძალიან ბევრი ვისწავლე შენგან, თუნდაც უპირველესი - არ ავჩქარდე! და პირველიც მახსოვს, დრო ავურიე და იმის შემდეგ, თხრობას გაფართოებული თვალებით ვაკვირდები :დდ
უღრმესი მადლობა მარიამ, ეჭვიც არ მეპარება რომ სულ აქ იქნები და რჩევებს მომცემ.
თავი შემაყვარე ძალიან.

 


№21 სტუმარი Guest baby girl

კარგი გპირდები უეჭველი გავივლი რეგისტრაციას და იცოდე თავიდან ვერასდროს ვერ მომიშორებ kissing_heart kissing_heart :D მიყვარხაააააააააააარ heart_eyes heart_eyes

 


№22  offline ახალბედა მწერალი MariamG

Guest baby girl
კარგი გპირდები უეჭველი გავივლი რეგისტრაციას და იცოდე თავიდან ვერასდროს ვერ მომიშორებ kissing_heart kissing_heart :D მიყვარხაააააააააააარ heart_eyes heart_eyes

დამიკავშირდი აუცილებლად. მეც <3

 


№23  offline მოდერი Eleniko13

იდეალურს და კიდევ რაღაც
უცნაურს შორის გაჭედილი ნაწარმოები
დაწერე და მიხარია,
რომ ეს ქენი.
ისიც მიხარია, რომ ჰილეგი დაარქვი
და ისიც, ქეთის ქეთი
რომ ქვია, მაქსიმე რომ სულ თეთრ
პერანგებს ატარებს და
მერაბის თვალები რომ არასდროსაა
ნათელი.
მერე რა.
იმდენი შეცდომა დაუშვი ამის
წერისას,
ვინ დათვლის,
იმდენი რამ დააკელი ამის იდეალურობას,
იმდენი რომ... თუმცა, ვის
ანაღვლებს?
იცი, არ არის ერთი ნაბიჯი
სიყვარულიდან სიძულვირამდე,
თუმცა ამაზე მერე
იყოს...
არ ვიცი ასეთ კომენტარს რატომ
გიწერ და
არც ვარ ვალდებული ასეთი
მაგარი რამის
კითხვის მერე არაფრისმომცემი კომენტარები
ვწერო, მაგრამ ფაქტია რომ
ვწერ და
ნუ, რამდენი მძიმე დავსვი არა?
არ ვიცი რა უნდა გითხრა.
როგორ უნდა აგიხსნა, რას ნიშნავს
ეს აუტანელი ნაწარმოები
ჩემთვის ან რატომ ვუწოდებ
ასე უყოყმანოდ ნაწარმოებს, მაგრამ
მგონი არც არის
არა საჭირო? თვითონაც უნდა
ხვდებოდე,
როგორი არაიდეალური რამ
დაწერე.
მე ვიცი, მეგი რომ ცოცხალი ყოფილიყო,
იამაყებდა მის გამო ამდენი
რამ რომ
გადახდა ქეთის თავს.
მერე რა რომ ქეთიმ ბევრჯერ ინატრა
სიკვდილი და
მერე რომ ქეთის სძულს მაქსიმე და
საერთოდ,
სიძულვირი სიყვარულზე ბევრად
ძლიერი გრძნობაა,
დამიჯერე.
ვინც გძულს, ის შენთვის იმაზე
მეტს ნიშნავს,
ვიდრე ის, ვინც გიყვარს.
ასეა და
შეიძლება არც არის, მაგრამ არც
ეს მანაღვლებს.

ჰო,
ლამაზი არა,
მახინჯი ნაწარმოებია
მაგრამ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№24 სტუმარი Guest ke ke

გამოვშტერდი ერთი სიტყვით რომ ვთქვა :დ ^^ უუუუუუუმაგრესი ხარ ^^ <3 <3 საოცრებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent