შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯილი (3)


5-03-2017, 00:10
ავტორი ki si
ნანახია 1 295

გაზაფხული ნელ-ნელა მოედო არემარეს არ ვიცი მე გამომრჩა ხეების აყვავება თუ მართლა რამდენიმე საათში მოხდა ეს. უბრალოდ პრობლემა ერთში მდგომარეობდა მე არ ვიყავი ბედნიერი...არა მიუხედავად იმისა რომ გარშემორტყმული ვიყავი ხალხით.
ნელა გადიდა დროც და თითქოს საუკუნე გახდა საჭირო იმისათვის რომ ეს საშინელი გოგონების სკოლა დამესრულებინა და წავსულიყავი ამ დაწყევლილი კედლებიდან რომელშიც წყავიცკი ყელში მეჩხირებოდა იმიტომ რომ ხარჯებს იან ოსვალდი ანაზღაურებდა. მე ის იმ დაწყევლილი დღის შემდეგ აღარც მინახავს მაგრამ ვიცოდი რომ სადღაც დედამიწაზე დადიოდა და ეს ისე მაღიზიანებდა. თავს დამნაშავედ ვთვლიდი მის წინაშე და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა თუ კიდევ ერთხელ შევხვდებოდი.
კიბეები ისე ჩავიარე უკან აღარ მიმიხედავს მხოლოდ წინ მივრბოდი რომ რონის გაშლილ ხელებში სასწრაფოდ მოვქცეულიყავი ბარგი დავყარე და ჩავეხუტე ჩემს ძვირფას ძამიკოს, რომლის ცისფერ თვალებშიც იმედს ვხედავდი. დედა წარმოშობით ბრიტანელია ამიტომ რონიც მას ჰგავს მე მის გვერდით ყოველთვის ვიკარგები.
-როგორახარ ჩემო პატარა ჯიბგირო?-მკითხა ღიმილით. ნეტავ როდის დაემსგავს შუახნისას?-გავიფიქრე ჩემთვის
-უკვე კარგად მაგრამ რაც უფრო მოვშორდებით ამ შენობას უფრო კარგად გავხდები
-მაშინ წავიდეთ,-გამიღიმა და ჩემი ჩემოდნები აიღო მე ხელკავით გავყევი გვერდით და შვებით ამოვისუნთქე
-დიდიხანია ჩამოხვედი?-დავინტერესდი მანქანაში როცა თავი დაცულად დავიგულე
-რამდენიმე კვირაა და სამ დღეში ისევ მივდივარ,-გაბუტული ბავშვივით შევაჩერდი
-რა გავაკეთო ჯილი არმიას ვჭირდები
-არმია შენს გარეშეც შეძლებს არსებობას. ნუ თუ არ გრცხვენია რომ საერთოდ არ გცალია ჩემთვის?
-კი ჯილს ძალიან მერიდება მგრამ ახლა უკვე დიდი გოგო ხარ და შეძლებ თავდ ჩამომაკითხო ხოლმე
-ჰო როგორ არა
-ხო რათქმაუნდა შენ ხომ ვერ იტან ხალხს ზოგჯერ მგონია რომ ადამიანიც არ ხარ
-ნეტავ რატომ?-ჩავფიქრდი
-ვიცი ჯილს ვიცი მაგრამ არ შეიძლება ყველა ვერ იგებს ამას
-მე არც ვითხოვ ყველასგან გაგებას შენ რომ გესმის ეგეც მყოფნის,-მე არასოდეს არ მიოცნებია ადამიანზე რომელსაც ისე დაველაპარაკებოდი როგორც საკუთარ თავს ბნელ ოთახში რადგან ასეთი მყავდა ჩემი ძვირფასი რონი. ის იყო ჩემი დღიური, სივრცე და სიმარტოვე ერთადერთი ადამიანი რომელიც ყოველ ღამეს მაკითხავდა რომ ენახა მეძინა თუ არა და თუ ისევ თავლებდაჭყეტილი ვიწექი თავის მოგონილ ამბებს მიამბობდა
-როგორაა ჯეიმსი?
-დიდიხანია არ მინახავს
-ჯილი ეს არ არაის კარგი იდეა
-მეგონა გავარკვიეთ უკვე ეს ყველაფერი
-მისმინე ჯილე მე შენ იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე თავად საკუთარ თავს, შენ არ გიყვარს ჯეიმსი თავად დაფიქრდი რატომ გადაწყვიტე რომ ჩემი სამოსი ჩაგეცვა და ჯირითი გესწავლა რატომ დადიხარ სანადიროდ? არა არაფერი არ თქვა რადგან პასუხი თავადაც კარგად ვიცი ჯილი შენ ვერ იტან წესებს და რადგან რაღაც რაც მოგწონს სხვებისათვის მიუღებელია თავად არღვევ საზღვრებს ეს განგრევს შეხედე შენს თავს რას გავხარ ჯილი. მე ვერ ვუყურებ როგორ ინადგურებს თავს ჩემი ერთადერთი და,-მის თავლზე ცრემლმა გაიკიაფა
-რონ მე ასეთი ვარ? შენ ასე გგონია შენ გგონია თავს ვწირავ ვიღაც სხვისთვის და ეს გარჯა ფუჭია?
-დიახ ასე მგონია დაო გაიგე
-არა არ მსურს შენი არღაც ერთი სიტყვის მოსმენა უბრალოდ შეწყვიტე ეს ყველაფერი
-შემომხედე,-დაიღრიალა რაზეც მე შევხტი მაგრამ ხმა არ მოულბა,-შემომხედე მეთქი რა უფლებით? ნუ მიკეთებ ამას ნუ ანადგურებ ჩემს დას რატომ არ შეგიძლია იცხოვრო ისე როგორც ნორმალურმა ადამიანმა? იქნებ არც ხარ ადამიანი რას მერჩი მითხარი რას ჯილი ყოველ შეხვედრაზე უფროდაუფრო გაფითრებული მხვდები თვალები შეშლილისას მიგიგავს. კიდევ უფრო გაფითრდი და ეგ შენი შავი თვალები უკვე უფსკრულს მაგონებენ გთხოვ მომეცი უფლება ამოგიყვანო ამ უფსკრულიდან ჯილი გთხოვ,-ჩემს ნჯღრევას რომ მორჩა ცრემლები მომწმინდა და ჩემი თავი მკერდში ჩაიკრა. მე ვერაფერს ვერ ვგრძნობდი თითქოს ქვა ვიყავი რონი ჩემგან ქანდაკებიუს შექმნას ცდეილობდა მაგრამ რამდენჯერაც ქვას ჩამოამტვრევდა მე ორმაგად აღვიდგენდი დაკარგულ ნაწილს და ახლაც ასეთ დროს ჩემი ძმა მეცოდებოდა და არა საკუთარი თავი, მეცოდებოდა რადგან ასეთი და ჰყავდა.
...................
გარეთ სექტემბრის არაჩვეულებრივი გღე იდგა თბილოდა, ცოტა ქარიც ქროდა ქარი ბაბუაწვერას ფურცლებს ათამაშებდა თავის ნებაზე ისეთი თბილი დღე იდგა ყველაზე გულქვა ადამიანის გულსაც აავსებდა სიყვაულით. ვიჯექი მინდორში ხელით ქვედა ტუჩი მეჭირა და ვწელავდი თან ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ჩემი პრობლემის გადასაჭრელად და ყველაზე დიდი სისულელე მოვიფიქრე იმპულსურად წავედი მის შესასრულებლად.
........................
სანამ ეს მოხდდებოდა მოკლედ გეტყვით რა უბედურება დამატყდა თავს ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში დასრულდა ბედნიერი ცხოვრება ჯეიმსი და მისი ძმა დააპატიმრეს. ბრალად ედებათ ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალის მოკვლა, გაძარცვა და შემდეგ მისი სახლის გადაწვა მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მჯეროდა ამის არც მაშინ როცა გავიგე და არც ახლა. ჯეიმსმა მაინც მოახერხა ჩემთვის წერილის გამოგზავნა სადაც ყველაფერს მიხსნის.
" არ ვიცი როგორ დავიწყო და არც ის ვიცი იქნება თუ არა ჩემი წერილი გრამატიკულად სწორი ან საერთოდ შესაძლოა ასოებიცკი ამერიოს ერთმანეთში. ესაა მიზეზი ძვირფასო თუ რატომ არ უნდა შეეგიყვარდეს გაუნათლებელი კაცი. მე ვიცოდი ჯილი, ვიცოდი რომ ჩვენ არ გვქონდა მომავალი მაგრამ არ ვიცოდი ასე ცუდად თუ წავიდოდა ყველაფერი ეს შენ არ უნდა შეგხებოდა არა ჩემს ერთადედერთ და უძვირფასეს საუნჯეს. ვიცი რაღაცის მოფიქრება გსურს მაგრამ გემუდარები ჯილი ეს არ გააკეთო დაე დავისაჯო თუნდაც უსამართლოდ დაე გაიწმინდოს ქვეყანა ჩემნაიებისაგან მე მივდივარ ამ დათმობაზე თუ მერე მაინც მოეშვებიან ერთმანეთის ხოცვას ჩემი თეთრი თანამემულეები. ჯილი შენ იცი მე ის კაცი არავარ დანაშაული ჩავიდინო და შემდეგ დავმალო. უბრალოდ ერთს გთხოვ ჩემო ძვირფასო არაფერი მომიოქმედო ჩემს გადასარჩენად. მიყვარხარ!"
მე რათქმაუნდა არც მიფიქრია მისი გაწირვა აბა თავად მითხარით თქვენ დაუშვებდით ამას? მაგრამ საუბედუროდ ყველამ უარი მომახალა დახმარებაზე ამიტომ სხვა გზა არ დამრჩა მე გადავწყვიტე გამეღო ის ერთადეთი რაც გამაჩნდა. ჩემი თავისუფლება.
კარზე გამალებით ვაბრახუნებდი კარგად ვერც ვხვდებოდი რას ვაკეთებდი და ვიცოდი რომ სწორედ ასე უნდა მემოქმედა თუ საქციელის გაკონტროლებას შევძლებდი ჩემი ქვეცნობიეი არასოდეს დამთანხმდებოდა ამაზე.
-თქვენი ბატონნი სახლშია?-ვკითხე მოახლე გოგონას და სახლში შევაბიჯე
-დიახ მემ ის კაბინეტშია,-გოგონა მარმარილოს კიბეებზე ამიძღავ და კარი გამიღო
მისი ბატონი გაოცებით შემომცქეროდა სათვალის ზემოდან.
-რამ შეგაწუხათ მის რობინსონ?
-მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი სერ
-თუ ასეა ეს ბოდიში ისევე როგორც ჩემი ერთი წლის წინათ არ არის მისაღებული
-მისტერ ოსვალდ გემუდარებით მაპატიეთ
-რა გაპატიოთ ჯილი ჩემი გრძნობების ფეხქვეშ გათელა თუ დაცინვა?-სარკაზმით შემომხედა მაგრამ მალე შეეცვალა გამომეტყველება და მივხვდი როგორც გამოვიყურებოდი.
-მისტერ ოსვალდ ჩემი მეგობარი განსაცდელშია და თქვენ ერთადერთი ვექილი ხართ ვისაც ჩემი დახმარება შეუძლია
-რატომ უნდა დაგეხმაროთ მის?
-მე შემიძლია სანაცვლოდ ის მოგცეთ რაც გინდათ და ამით თქვენი ღირსება რომელიც მე გავთელე გამთელდება
-ყურადღებით გისმენთ,-ღრმად ჩავისუნთქე გაბრაზებას ვგრძნობდი კიდევ გული ლამის იყო გამისკდებოდა და ვიცოდი წითელი ვიყავი რადგან შინაგანადაც ერთიანად ვიწვოდი. სხვა გზა არ მაქვს ვუთხარი საკუთარ თავს და მის წინ მუხლებზე დავეშვი.
-მისტერ ოსვალდ გემუდარებით მომიტევოთ ჩემი საქციელი მე თქვენ ჩემს ხელს გთავაზობთ.
-ჯილი რას აკეთებთ ახლავე ადექით,-აღმოხდა შეწუხებულს
-არა სერ სანამ არ დამთანხმდებით აქ ვიდგები. თუნდაც სამუდამოდ!
-ჯილი ახლავე ადექით
-დამეხმარებით?
-დიახ ვიღებ თქვეს შეთავაზებას ოღონდა ადექით.
.....................
გავაგრძელო? no_mouth




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent