შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მოდის,სიყვარული ქრება (თავი 3)


5-03-2017, 13:47
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 1 361

საბუთები მოვაწესრიგე,მამა არ ჩანდა,გადავწყვიტე ბიჭებისთვის დამერეკა.
-ვა,ვის გავახსენდით?!
დემეტრე ხმაში გაბრაზებას ვერ მალავდა.
-კარგი რა,თქვენი ჩხუბიღა მაკლია სრული ბედნიერებისათვის
-კარგი,კარგი!მხოლოდ ნუგზარის ხასიათების გამო გაპატიებთ,სად გდიხარ?
-სამსახურში,გამომიარეთ
-მოვფრინავთ!
დემტრეს ხმა,ალექსანდრემ ჩაანაცვლა და ისე გამითიშეს,პასუხის თქმა ვერ მოვასწარი.ნიამ ყავა შემომიტანა,ფეხდაფეხ ნუგზარიც შემოყვა.
-ვაჩე!
პირველად ვნახე ღიმილიანი მამა,აშკარა იყო რომ რაღაც მოხდა.
-გისმენ მამიკო
ფართოდ ვუღიმი
-გეყოფა!დღეს საღამოს რესტორანში პატარა საღამო იმართება ელჩებთან,მარიამის ჩამოსვლის აღსანიშნავად,მინდა შენც იქ იყო!
-მარიამი ვინ არის?
სკამს ვატრიალებ და ღიმილს არ ვიშორებ.
-მირიანი გახსოვს?ჩემი ძველი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი,მისი შვილია.მათთან თანამშრომლობა დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს კომპანიას
-სხვა გეგმები მაქვს
სწრაფად ვამბობ და საქაღალდეს სახეზე ვიფარებ.
-ვაჩე!
ნუგზარი ხელებით ეყრდნობა მაგიდას.
-ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანია,გთხოვ ამჯერად მაინც მაინც ნუ მაწყენინებ
-კარგი,კარგი მოვალ!
-და კიდევ ასე ჩაცმული არა!მოწესრიგდი და დაცვას უთხარი მოგიყვანს,მე ადრე უნდა მივიდე
კაბინეტიდან გადის,შესვენებაზე გადავწყვიტე კაფეში ჩავსულიყავი და რამე მეჭამა,მაგრამ დერეფანში ბიჭები შემეჩეხნენ,ლუკამ ყურში ხელი წამავლო და კაბინეტში შემიყვანეს,ალექსანდრე და დემეტრე სიცილისგან გაწითლდნენ.
-ხელი გამიშვი შე სი..
-ერთი უყურე,კიდევ დიდ გულზეა ბატონი ვაჩე
ისე მეხვევა სუნთქვა მეკვრის
-როგორ მოეწყვე?
დემეტრე კედელს ეყრდნობა
-მომაბეზრებელია,მაგრამ ნუგზარი ხო იცი?
ლუკა სიგარეტს უკიდებს და ალექსანდრეს კალთაში უჯდება.მათთან შეუძლებელია მოწყენა.სიცილისგან გალურჯებულებს კარებში მდგომ ანდრიას მოვყავართ გონს.
-ესე მალე მოგენატრე?
ისევ ურეაქციოდ გვიყურებს.
-მაინტერესებდა როგორ მოეწყვე.
-მშვენივრად
ლუკას უბრუნდება
-აქ მოწევა ნებადართული არ არის
-ეს ბიჭი ბავშობიდან ესეთი უჟმურია თუ ახლახანს მოუვიდა რამე?
სერიოზული სახით იძახის ლუკა და ჩვენ ისევ სიცილს ვიწყებთ,ანდრია თვალებს ატრიალებს და უპასუხოდ გვტოვებს.ბიჭებთან ერთად დავტოვე შენობა და სახლში დავბრუნდი,ერთი საათი მეძინა და ისევ მაღვიძარამ დარეკა,ღმერთო როგორ მძულს!ვიფიქრე ჯანდაბასაც წაუღია ეს შეხვედრათქო,მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე ცხოვრებაში პირველად ვყოფილიყავი დამჯერი.მოვემზადე,ამჯერად ჰალსტუხიც გავიკეთე და დაბლა ჩავედი.ელენე ისევ სამზარეულოში ფუსფუსებდა
-მე წავედი
-ესე ჩემო ბიჭო!რა ლამაზი ხარ,თვალები დაუბრმავე ყველას
ლოყებს მიკოცნის და სამუშაოს უბრუნდება.ათი წუთით ვაგვიანებ და მანქანას რესტორანთან ვაჩერებ.რამოდენიმე მანქანა დგას,მათ შორის ნუგზარის მანქანაც ამოვიცანი,მაგრამ ყველაზე შესამჩნევი დიდი შავი ჯიპი იყო,რომელიც დიდი ვარაუდით საფრანგეთიდან ჩამოსულ ქალბატონს ეკუთვნოდა.მანქანიდან გადმოვდივარ და შენობისკენ მშვიდად მივაბიჯებ,კარებთან მდგომი პირი მესალმება და ხელს მართმევს.ნუგზარი ჩემი დანახვისას დგება და ჩემსკენ მოემართება.
-შეგეძლო არ დაგეგვიანა,მაგრამ მაინც მადლობელი ვარ რომ მოხვედი!
მაგიდისკენ მიმიძღვება.
დიდი თავების დადებას ფიზიკურად ვერ ვახერხებ <3 მაგრამ სულ არაფერს ჯობია.ველი შეფასებას <3



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

კარგია ყოჩაღ heart_eyes ასე გააგრძელე

 


№2 სტუმარი Nia

Kaia gaagrdzele

 


№3  offline წევრი gogona tbilisidan

s.a-cicinatela-m.m
კარგია ყოჩაღ heart_eyes ასე გააგრძელე

მადლობა sweat_smile heart_eyes თავებსაც გავზრდი როცა მოვახერხებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent