შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონების წყარო (VI-VII ნაწილი)


6-03-2017, 21:55
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 167

მისი თხოვნით, უკვე რამდენიმე საათში ქალაქს ვშორდებით და სადღაც სხვაგან მივდივართ, იმ ადგილის პოვნა გვინდა, რომელიც არც კი ვიცით სინამდვილეში არსებობს თუ არა, იმ საწყნარის შეგრძნება, რომელიც ასეთ ადგილებში სუფევს ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ არც ერთს არ გვაქვს არც პროდუქტები და არც სხვა საჭირო ნივთები, რომლებსაც ადამიანები ზოგადად ქალაქის დატოვებისას იყენებენ ამაზე ფიქრში დროს არ ვხარჯავ. ვხვდები, რომ მასთან ერთად სადმე წასვლის შესაძლებლობა არც ისე ბევრჯერ მექნება და მინდა ყველანაირად გამოვიყონო ჩემი შანსები. მგზავრობის უმეტესი ნაწილი ფანჯრიდან იყურება და უბრალოდ ყველაფერს აკვირდება, შემდეგ რამდენიმე წუთი სძინავს, მაგრამ მალევე იღვიძებს და მარტო მოწყენის საშუ ალ ებას არ მაძლევს. ამ არც ისე დიდ გზასაც კი საკმაოდ დიდი შედეგი მოაქვს, გავნიხილავთ და ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომელზეც არასდროს მეგონა რომ მასთან ვისაუბრებდი. ცნობილ მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე და მხატვრებზე, განვიხილავთ მათ ნამუშევრებს და ძალიან ცოტათი პირად ინფორმაციებსაც ვეხებით.
მისი დარიგებების მიხედვით სრულიად უცხო ადგილას ვჩერდებით, მანქანიდან ეგრევე გადადის და უჩინარდება, შორიდან ვიღაცის სილუეტს ვამჩნევ, რომელიც შეუჩერებლად წინ მიიწევს და მირბის. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში ვიყოთ, დაბნეული მეც უკან მივსდევ, მაგრამ მაინც ვერ ვეწევი, რადგან ანტიდეპრესანტების გამო ძალიან მალე ვიღლები და თავს ვერანაირად ვერ ვაძალებ მის უკან სირბილის გაგრძელებას. იქვე ტროტუარზე ვჯდები, იმის იმედით რომ ახლა თუ არა რამდენიმე წუთის შემდეგ მაინც დაბრუნდება და მეც გავახსენდები, მაგრამ ის მაინც არ ბრუნდება. მეც სირბილს ვიწყებ, შურდულივით სწრაფად მივქრივარ, იქ სადაც ცოტა ხნის წინ ის მირბოდა. ცხოვრებაში პირველად მომწონს სწრაფად სირბილი, ენერგია, რომელიც ამდენი ხნიანი დასვენების შემდეგ გამიჩნდა ძალიან მალე იცლება, მაგრამ უსაზღვრო სიამოვნების გამო გაჩერებას მაინც არ ვაპირებ. ემოციებს თავიდან ვიცილებ, ისევ ის, სრულიად ცარიელი არსება ვხვდები, რომელიც ვეღარ გრძნობს, რომელსაც არაფერი ადარდებს. ჩემი მაისური ოფლისგან სველი ხდება, დახეული შარვალი კი ფეხების მაღლა აწევის გამო რამდენიმე წამში უფრო იხევა. ვეღარ ვჩერდები, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ვახერხებ შინაგანად დამშვიდებას და ეს გრძნობა ისეთი კარგია მას ვერანაირად ველევი. ყველაფერი ერთად ხდება, სამყაროსაც რაღაც მომენტში სხვა თვალით ვუყურებ, არარსებულ ნივთებს და არარსებულ ადამიანებს თვალს ვუსწორებ, ყველაფერი ისეთი ბუნებრივი ჩანს, რამდენიმე წამი თავს მართლა ვარწმუნებ, რომ ეს რეალობაა.
ხელები სირბილისგან აქეთ-იქით აღარ მოძრაობს, თავი მიწას ძლიერად ეხება, მუხლიდან სისხლი იწყებს წამოსვლას, პატარა ბავშვივით ვიკუნტები და მუხლებს ხელებს ვხვევ. როგორც კი თითი მუხლს ეხება ეგრევე წვას ვგრძნობ, მაგრამ თავს მაინც ვაიძულებ წამოდგომას. რამდენიმე წამი ისევ ვცდილობ რეალობას და წარმოდგენებს შორის გარკვევას, მაგრამ ისევ ტრიალებს, გამოსახულებებს ვეღარ ვარჩევ, ვიღაც მოდის ჩემსკენ, ხელს მხვევს, მის სურნელს ვგრძნობ და დამშვიდებული მივყვები, მისი ხმა არ მესმის, მაგრამ ვიცი რომ აქ არის, ვიცი რომ ჩემს გვერდით დგას და ჩემი სადღაც წათრევა უნდა, სად არ ვიცი, მაგრამ მაინც მივყვები. მისი ხელები, როდესაც უფრო ვსუსტდები უფრო ძლიერად მეხვევა, ამისგან ნასიამოვნებს კი საერთოდ არ მინდა გაძლიერება და დაკარგულს ჩემი თავის ახლიდან პოვნა. ყველაფერი წამებში ხდება, ან უბრალოდ მე მეჩვენება და მგონია ეგრე. მალევე ვხვდები რომ სადღაც მაწვენს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას ვიღებ: ჯობია დავიძინო.

როდესაც ვიღვიძებ პირველი რასაც ვამჩნევ აგიზგიზებული ბუხარია, შეშის ტკაცუნის და ვიღაცის სუნთქვის ხმას მთელი ოთახი აქვს მოცული. მარჯვენა ფეხს ოდნავ მაღლა ვწევ და, როცა ვერაფერს ვამჩნევ მუხლზე ვხვდები, რომ ყველაფერი რაც მოხდა ან დამესიზმრა ან მომეჩვენა, არც კი მახსოვს დღეს დილით წამლები მივიღე თუ არა, თავის დარწმუნება იმაში რომ ეს გავაკეთე უფრო ადვილია, ვიდრე იმის დამახსოვრება ეს მართლა გავაკეთე თუ არა. ჩემს გვერდზე წამოწოლილ ელიზაბეტს ვუყურებ, დივანზე ორივენი ძლივს ვეტევით, ზუსტად ჩემს გვერდზე წევს, ხელი თავქვეშ აქვს ამოდებული და გაწონასწორებულად სუნთქავს. მომწონს მისი ყურება, მისი სახელის ხსენებაზე, მისი სახის წარმოდგენაზე სულ განსხვავებულია, ახლა კი უბრალოდ ადამიანია, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. თვალებს ეგრევე ახელს, როგორც კი ლოყაზე ვეხები, და საყვარლად მიღიმის. იგივე მეორდება, მის ღიმილზე მეც ვიღიმი და კიდევ უფრო ახლოს ვიწევი, მანძილს ჩვენს შორის კიდევ უფრო ვამცირებ. თვალებს მომენტალურად ხუჭავს და კიდევ დიდი ხანი აღარ ახელს. თვალის უპეები უძილობისგან ჩაშავებული აქვს, ცხვირის ნესტოები ოდნავ დაბერილი, ამდენი ხნის შემდეგ კი პირველად ვამჩნევ ხალს, რომელსაც ძალიან პატარა ადგილი უჭირავს მისი ტუჩის ზემოთ. თვითონაც იმაზე უფრო ახლოს იწევა, ვიდრე ველოდები.
- მოდი, ჩამეხუტე, სულელო, - ჩემს მოქმედებას არც ელოდება, ისე მხვევს ხელებს წელზე და მთელი სხეულით მეკრობა. მისი სურნელის ისევ ჩასუნთქვისას კიდევ უფრო გაბრუებული ვხდები, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვიყავი, - ხანდახან, როდესაც ადამიანს ვეხუტები სულ მინდება ხელები არასდროს გავუშვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ თავი საბოლოოდ არ მოვაბეზრო ბოლოს მაინც ვნებდები ხოლმე და მათ ვშორდები, შენ არასდროს მოგშორდები, სულელო. ყოველ შემთხვევაში ვეცდები, - მეღიმება, ეს ჩახუტება არაფერს ჰგავს, ნებისმიერ კოცნას სჯობია, ნებისმიერ გოგონას, ნებისმიერ რამეს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.
სრულიად უცხო, მაგრამ ამავდროულად ნაცნობი. ამ გრძნობის ახსნა ყველაფერზე ძნელია, სიტყვები ხომ არ ეყოფა ამ ყველაფერს, რომ გადმოვცე. რაღაც ახალი უნდა იყოს გამოგონილი, ისეთი, რაც მეტის შესაძლებლობას მოგცემს, ისეთი, რომლითაც ყველაფრის თქმას მოვახერხებთ.
ამის დასრულება არ მინდა, არასდროს მიყვარდა ჩახუტებები, მაგრამ, როდესაც ელიზაბეტს ეხუტები წესით ეს არც უნდა გახსოვდეს. ხელებს მიჭერს, მაისურზე მებღაუჭება და თავს ყელში მიყობს. ნასიამოვნებს თვალები მეხუჭება, ყველაფერი ისევ ტრიალს იწყებს ისევ არარელურს ემსგავსება, მაგრამ არ მინდა რომ ეს დამთავრდეს, თუნდაც არ იყოს რეალობა მაინც კარგია, მაინც სასიამოვნოა ამის შეგრძენა, მაინც სასურველია ეს მომენტი.
- სულ ჩუმად რატომ ხარ?
- ზოგჯერ გაჩუმება სჯობს, ასე მომენტები უფრო ადვილად მამახსოვრდება. ამისთვის ხომ არაფრის მთქმელი სიტყვები საჭირო არ არის, - თან ვლაპარაკობ, თან კი თმაზე ვეფერები.
- ოჰ, ყოველთვის შეგიძლია გამაოცო, - ვერ ვხვდები ამას გულრწფელად ამბობს თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევ. ისევ ისე იღიმის, როგორც იცის ხოლმე, არაფერი ახალი აღარ ხდება. - რა გინდა რომ სიკვდილამდე გააკეთო?
- ყოველთვის სიკვდილს რატომ ვეხებით?
- იმიტომ რომ ეს გარდაუვალია, გინდა თუ არა მაინც მოკვდები, ხომ უნდა მოასწრო იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდა გაგეკეთებინა. მე ასეთი ბევრი ოცნება მაქვს, რა შენ არა?
- არა, არასდროს არ ვფიქრობ, სიკვდილზე. - მისი თმებით თამაშს ვწყვეტ და ჭერს ვაშტერდები.
- შეიძლება ეს კარგიცაა, სიკვდილზე ფიქრი ყოველთვის ცუდ განწყობაზე მაყენებს, ხან ეს მომწონს, ხან არა. ამ დროს არაფრის გაკეთება არ შემიძლია, როგორც კი მუსიკას ვრთავ თავს ყველაზე მარტუსულ ადამიანად ვგრძნობ, თითქოს კილომეტრებით ვიყო სხვებისგან დაშორებული, როდესაც სრული სიჩუმეა კიდევ უფრო ცუდად ვარ, მგონია რომ მეც დავმუნჯდი და ხმის ამოღება აღარ შემეძლება, არც ჩემი, ან სხვისი ნათქვამის გაგონება. არასდროს არ მოგსვლია ასე? - ცოტა ხანი მის ნათქვამს ვიაზრებ, ვხდები, რომ ასეთი რაღაცეები არასდროს მჭირს, არასდროს არ ვიწუხებ უკვე თავს ამაზე ფიქრით, მაგრამ მაინც ავტომატურად თავს ვუქნევ. - მაგრამ მაინც... სიკვდილის არ მეშინია, ვიცი, მაინც იმ დროს მოვკდები, როცა ღმერთი ამას საჭიროდ ჩათვლის, მე კი მის განაჩენს წინააღმდეგობას ვერ გავუწევ.
- თუ ბრძოლა მოგცემს ცოტა ხნით სიცოცხლის გაგრძელებას?
- რა აზრი აქვს ცოტა ხნით სიცოცხლის გაგრძელებას, მგონი არანაირი, სულ ცოტახანი შენი მეგობრებისთვის, შენი ოჯახისთვის, არადა ეს უფრო მტკინვეული პერიოდია, იცი, რომ მაინც მოკვდები, მაგრამ დროს წელავ, ამის გამო კი ყველა გაფაციცებული ელოდება, როდის დადგება ის დიდებული მომენტი, რომ იტირონ, ილაპარაკონ შენზე, გაქონ და საუკეთესოდ შეგრაცხონ. ზუსტად შენი სიკვდილის დროს ყველას ისე ეცოდები რომ ყველაფერ ცუდს ივიწყებენ, ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.
ვდუმდები, ისედაც გაბრუებული თავით ვერაფრის გაგებას ვერ ვახერხებ, ამიტომ ცოტა ხნით ისევ თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ სადღაც სხვაგან ავღმოჩნდე, სულ რამდენიმე წუთით მაინც, მაგრამ ელიზაბეტი არ ისვენებს და ხმამაღლა აგრძელებს: - ვიცი, რომ მოგწყინდა ამაზე საუბარი, არავის არ მოსწონს სიკვდილზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ რომ ყველას ეშინია მისი, მე კი პირიქით, მზად ვარ ამისთვის.
ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთი ახალგაზრდა გოგონა სიკვდილისთვის მზად იყოს და მას უშიშრად ელოდებოდეს, მაგრამ მაინც გაჩუმებას ვარჩევ და ხმას აღარ ვიღებ. მისი თავი დივანზე დადებული რბილი ბალიშიდან ჩემს მხარზე ინაცვლებს და მეც ყველანაირად ვცდილობ სუნთქვის დარეგულირებას რომ ამით მას ხელი არ შევუშალო.
- მაგრამ სიკვდილზე უკეთესი მაინც გაუჩინარებაა... - მესმის მაინც მისი ხმა. - შეგეძლება ყველაფერს გაექცე, ყველა დატოვო უკან და შენ წახვიდე წინ უკანმოუხედავად.
- საკუთარ თავს მაინც გაექცევი, როგორც არ უნდა მოინდომო, ეს შეუძლებელია. - ისევ ვეწინააღმდეგები.
- ჰო, საკუთარ თავთან სიცოხლის ბოლომდე უნდა იცხოვრო, მაგრამ ეს იმის შესაძლებლობას გაძლევს რომ უკეთესი ადამიანი გახდე, შენი თავისთვის მაინც. მთელ პროცესს ხედავ, როგორ გეცველება ფიქრები, როგორ დარდობდი ერთ დღეს რაღაც სისულელეზე, მეორე დღეს კი ეს აღარ გაწუხებდა, როგორ იზრდებოდი და დღითიდღე იხვეწებოდი, როგორ ხდებოდი ერთი პატარა ბიჭიდან ზრდასრული ადამიანი, როგორ გადახვედი მანქანების ხატვიდან ჩემ ხატვაზე და როგორ დაიწყე დაკუჭული ნახატების საწოლის ქვეშ შეგდება, რადგან ისინი არ მოგწონდა. - ვგრძნობ რომ იღიმის, საშინელი გრძნობა მეუფლება, ვგრძნობ როგორ ვიძაბები და როგორ ცუდად ვხვდები. გაუაზრებლად ვიწევი ზემოთ და დივანზე ვჯდები, ელიზაბეტი ისევ იმ ადგილას წევს, ჩემს უკან, მისი სუნთქვა ზუსტად ზურგზე მეხეთქება. მხარზე შეხებას ვგრძნობ, ოდნავ მიჭერს და ხმით ვხვდები რომ ისიც ზემოთ იწევა და ჩემს უკან ძლივს თავსდება.
- კარგი რა, რატომ უნდა ყოფილიყო ეს საიდუმლო? დიდი ხანია ვიცი, რომ ჩემი ხატვით ხარ დაკავებული, როგორ შეიძლება ის ბიჭი ვერ შეამჩნიო, რომელიც დასაწყვისში, როდესაც გხედავს რამდენიმე წამი შეუჩერებლად გიყურებს მერე კი სულ თვალს გარიდებს. ნახატები კი იმ დღეს შევნიშნე, შენთან ერთად რომ წამოვედი შენს სახლში, მგონი საკმაოდ ბევრი იყო, მათი შეუმჩნევლად დატოვება შეუძლებელია. - იცინის და ნიკაპს მარჯვენა მხარზე მადებს.
- და ის ფაქტი, რომ ვიღაც შეუჩერებლად გხატავდა და ახლაც გხატავს ხოლმე მოგწონს?
- რატომ არ უნდა მომწონდეს, რა თქმა უნდა, მომწონს. - ისევ იცინის.
- ესე იგი, არაფერი შემიშლის შენი ხატვის გაგრძელებაში ხელს, მაგრამ მაინც ყველა ნახატი დაიკუჭება, ზოგი კი შემდეგ ნაგავში აღმოჩნდება.
- ცუდია, რომ შენს თავს არ აფასებ, მართლა კარგად ხატავ, ყოველ შემთხვევაში ის, რაც მე ვნახე ძალიან შთამბეჭდავი იყო, თან ჯერ ასეთი ახალგაზრდა ხარ, მომავალში უკეთესს შექმნი.
- ალბათ.
- ალბათ არა, ეს ასე იქნება, რაღაცას ხომ უნდა ჩაეჭიდო, ასე უაზროდ ცხოვრების გაფლანგვა სწორი არჩევანი ნამდვილად არ არის. ასე ცხოვრება არც შენ არ უნდა მოგწონდეს, მერწმუნე, უაზრო ცხოვრებას საერთოდ არ დაბადება სჯობს. - დივნიდან დგება და სხვაგან მიდის.
- შენ რითი საქმიანობ? - ჩემზე ლაპარაკით დაღლილი ვეკითხები და მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს დაინტერესებული თვალებით ვუყურებ.
- მეგონა მიხვედრილი მხატვარი იყავი, - თვალს მიკრავს და მაცივრიდან ახლად გამოღებული ორი ლუდის ბოთლით ჩემკენ მოიწევს.
- და რომ შევცდე?
- მერე რა, ყველა ცდება.
- რომ მივხვდე?
- არც ამ შემთხვევაში მოხდება რამე განსაკუთრებული, მაშინ მთელი დღეები ჩემი პროფესიის ან ინტერესების გამოცნობაში არ გავა და დროს დაზოგავ, - ლუდს მაწვიდს, მეც ეგრევე ვართმევ და მწარე ლუდს გემოს ვუსინჯავ, - თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ ფიქრობ ან გაინტერესებს ეს ყველაფერი.
- შენ გაინტერესებდა ჩემი პროფესია?
- მეტისმეტად ბევრ კითხვას ვსვამთ, შენი პროფესიის მიხვედრას კი არაფერი დასჭირვებია, - მიღიმის და ისევ ჩემს გვერდზე ჯდება.
- უცნობებით არასდროს დავინტერესებულვარ, ერთადერთი ხარ, რომელიც მომეწონა და ამოვიჩემე, - ვაღიარებ.
- მე კი უცნობები ყოველთვის მაინტერესებდა, ისინი სხვანაირები არიან, ვერაფერს ვერ მიხვდები და ამოიცნობ მათში. თუ არ გეტყვიან და დაგელაპარაკებიან, ისევ იდუმალებად რჩებიან, ამოუცნობ არსებებად. უცნობით რომ დაინტერესდე მეტისმეტად ცნობისმოყვარე უნდა იყო და დროც ძალიან ბევრი უნდა გქონდეს, ზედმეტიც კი, უსაქმურობისგან არ უნდა იცოდე რა უნდა აკეთო.
- ამის გაგონების შემდეგ, შემიძლია ვიფიქრო რომ ბევრი დრო გაქვს? - პატარა ბოთლს იქვე, დივნის პირდაპირ დადებულ დაბალ მაგიდაზე ვათავსებ.
- რას იფიქრებ ეგ უკვე შენი საქმეა, - თავს სხვა მხარეს აბრუნებს, - მოგწონს აქაურობა? ბებიაჩემის ძველი სახლია, ჩემს გარდა მგონი ამ სახლში ფეხი აღარავის შემოუდგამს მისი გარდაცვალების შემდეგ. მიყვარდა აქ ყოფნა, არაჩეულებრივი გარემო და განწყობაა.
- ნამდვილად. კარგი ადგილია ფიქრისთვის და განმარტოვებისთვის, აი, ზუსტად ასეთ სახლში ვიცხოვრებ, რომ დავბერდები. ალბათ ძალიან ბევრ კარგ ნამუშევარს შევქნი.
- როგორი ბანალური ნათქვამია, - ისევ იცინის, - რატომ უნდა იცხოვრო მარტო?
- ურთიერთობაში ყოფნა კარგია, სასიამოვნოა შეყვარებულის ყოლა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენ ჩემ დაბერებულ თავს ვიღაცასთან, მგონია რომ მარტო დავასრულებ ცხოვრებას, სრულიად მარტო, - ამას პირველად ვამბობ ცოცხალ ადამიანთან და ჩემი აზრების, ფიქრების გაზიარება ისე მსიამოვნებს, რომ თუ საუბარს კიდევ გავაგრძელებთ, სავარაუდოდ, ყველა ჩემს საიდუმლოს თუ ჩვევას ერთ წუთში გავთქვამ.
- მაგაში ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ მე ჩემს დაბერებულ თავსაც კი ვერ წარმოვიდგენ, არ ვიცი, ასეთი შეგრძენება რატომ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ დაბერებას ვერ მოვასწრებ.

***
როდესაც ორშაბათ დილას თავის ტკივილით ვიღვიძებ, პირველად ტელეფონს ვამოწმებ, ისე თითქოს ველოდები ვიღაცის მნიშვნელოვან შეტყობინებას, შემდეგ კი, როდესაც ვანალიზებ, რომ არავის არაფერი საინტერესო არ მოუწერია იმედგაცრუებული თავს ისევ ბალიშზე ვდებ და პირველად ძილის გაგრძელებას ვცდილობ, მაგრამ შემდეგ ფიქრს და ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენებას ვიწყებ. საწოლიდან ადგომას, მაინც ყველანაირად ვწელავ. მთელს სახლში ანის ოთახიდან გამოსული მუსიკა არის გამეფებული, რომელიც ისე მაღიზიანებს რომ რამდენიმეჯერ უკვე მასთან გასვლას და ბოლო ხმაზე ღრიალს ვაპირებ, მაგრამ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე ვაწყნარებ, ალბათ ცოტაც და მეტჯერ ვეღარ მოვითმენდი. ბოლოს, როდესაც უკვე ვხვდები სინამდვილეში რა მაწუხებს ტელეფონს ვიღებ, რომ ელიზაბეტს მივწერო, მაგრამ, როგორც კი შეტყობინების აკრეფვას ვიწყებ ბარბარესგან ზარი შემომდის, ოდნავ გაღიზიანებული ვუთიშავ და იმის იმედით რომ აღარ დამირეკავს და შეტყობინების წერაში ხელს არ შემიშლის ბეჭდვას სწრაფად ვიწყებ.
„შეგიძლია ისევ იმ ბაღში შემხვდე?“ ვაგზავნი და თვალებდახუჭული ველოდები, როდის მომწერს პასუხს. აშკარად აგვიანებს, მაგრამ ამას მაინც არ ვიმჩნევ.
„ისედაც ვაპირებდი მოწერას, უნდა დავილაპარაკოთ, კიდევ ერთი საიდუმლოს მოსასმენად მზად ხარ?“
„რა თქმა უნდა, რამდენ ხანში?“ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერც ერთ საიდუმლოს ვერ ვიხსენებ, რომელიც მან გამანდო დაუფიქრებლად ვწერ და ისევ მოსალოდნელ შეტყობინებას ვუწყებ ლოდინს.
„მე ისედაც ბაღში ვარ, როცა შეძლებ მაგ დროს.“ პასუხის მიღების თანავე ვდგები და ჩაცმას ვიწყებ, სახლიდან უთქმელად გავდივარ და ბაღისკენ რაც შეიძლება სწრაფად მივქრივარ. დაღლას ყურადღებას არ ვაქცევ, ყველანაირად მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიდე დანიშნულ ადგილას, ისე თითქოს ამჯერად იქ ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ყველაფერი მეორდება, ისევ ისე ზის იმ გრძელ, ფერდაკარგულ სკამზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისე ის წიგნი აქვს გადაშლილი და ფანქრით ისევ რაღაცეებს ინიშნავს, ჩემს იქ მისვლას, როგორც ყოველთვის პირველად ყურადღებას არ აქცევს, ზოგჯერ მგონია რომ დადგმულ სპექტაკლს მეასეჯერ ვთამაშობ ელიზაბეტის მონაწილეობით მისი გამეორებული ქცევების გამო, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ ეს რეალობაა ზოგჯერ ღიმილსაც კი მგვრის და გულს უმიზეზოდ სიამაყით მივსებს.
- რა მალე მოხვედი, - წიგნიდან თავამოუღებლად მეუბნება, - ალბათ ჩქარობდი.
- საიდუმლო ახსენე და თავი ვერ შევიკავე, - ყველაზე სულელურ რაღაცას ვამბობ, რაც კი შეიძლება ადამიანმა ამ სიტუაციაში თქვას და ჩემი თავით დაღლილი თავს ვღუნავ.
მისი სიცილის გაგონების შემდეგ კი ტუჩს მთელი ძალით, უხეშად ვიკვნეტ.
- და მაინც, რა საიდუმლო უნდა გამანდო? - ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო და რამენაირად მაინც დავავიწყო ისევე როგორც მას ასევე ჩემ თავსაც მომხდარი. გამომდის, მზერას მაცილებს და ხალხს აკვირდება.
- აუცილებლად საიდუმლო უნდა გაგანდო, რომ მესაუბრო? - თვალებს ატრიალებს, - მინდა რაღაც მოგცე, რაღაც რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რაც ჩემს პროფესიასაც ადვილად მიგახვედრებს და ჩემს აზრებსაც რამდენიმე წამში გაგაგებინებს. ოღონდ უნდა გაუფრთხილდე, ასეთი მხოლოდ ერთი არსებობს, ჩემს ხელში მგონი ისედაც დაზიანდა.
ხმამაღლა სიცილს იწყებს და სახეზე ჩამოვარდნილ თმას უკან იწევს. ვერანაირად ვერ ვხვდები რა უნდა მომცეს, მაგრამ ისეთი საყვარელია ამ მომენტის სამუდამოდ თავში დამახსოვრება მინდება.

მუზა საბოლოოდ დამემშვიდობა, აი, რა გამოვიდა მის გარეშე sweat_smile ის მომენტია შენი ნაწერით თვითონ რომ არ ხარ კმაყოფილი, მაგრამ მუზის დაბრუნებას ისედაც დიდი ხანია ველოდებოდი, მეტი აღარ შეიძლებოდა მგონი. grimacing



№1  offline წევრი qarishxali

ძალიან მაინტერესებს რა უნდა მისცეს, თუმცა მგონი ვხვდები wink

 


№2  offline წევრი DarkRoses

qarishxali
ძალიან მაინტერესებს რა უნდა მისცეს, თუმცა მგონი ვხვდები wink

როგორ მინდა ორიგინალურობით გამოვირჩეოდე, მაგრამ ყველაფერი ისე ხომ ვერ იქნება როგორც ჩვენ გვინდა ;დდ არ მიკვირს, რომ ხვდები. joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent