შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 12


7-03-2017, 13:04
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 3 810

ბართან მჯდარი მარგარიტას ვწრუპავ და ხალხს ინტერესით ვათვალიერებ. ,,First–Class’’ ლაუნჯი, როგორც ყოველთვის სტუმრების სიმცირეს არც დღეს საღამოს განიცდის. თითქმის ყველა მაგიდა დაკავეებულია და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მათი უმეტესი ნაწილი გოგონებს უჭირავთ. კარგია, რომ მომღერლების გარეგნობა მაინც უბიძგებს ადამიანებს ხარისხიანი მუსიკის მოსმენისკენ. მართალია, ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ყურებისთვის იქმნება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგია, თუკი ამ სიამოვნების მისაღებად თვალების დახუჭვა არ გიწევს.
_როგორ მოგწონს?_ალექსანდრე ლოყაზე მკოცნის და წინ მიჯდება.
_ჰეი!_ღიმილით ვესალმები და ცერა თითს ვწევ._კარგი ბენდია, ახლები არიან?
_მგონი კი, აქ მეორედ უკრავენ. ცოტა გაზრდა კი სჭირდებათ...
_გაზრდა მხოლოდ იმათ არ სჭირდებათ, მიწის ქვემოთ ორი მეტრში რომ იმყოფებიან.
_როგორ მიყვარს, ბრძნულ აზრებს რომ ღაღადებ ხოლმე._სიცილით თავს იქნევს და სანამ ჩხუბს დავუწყებ, თემა გადააქვს:
_სანდრინო სად დაკარგე? _ეს სახელი საიდანღა მოიტანა?
_მარტო არ მიმიღებდით?_ახლა არ მინდა მასზე ფიქრი, შუადღიდან მოყოლებული უსიამოვნო შეგრძნებას ვერ ვიშორებ. ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი და რეალურად არაფერი დაუშავებია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
_რამე მოხდა?
_არა...უფრო სწორად, საერთოდ არ ვიცი, რა ხდება.
_მას შენ მოსწონხარ და შენ ის, ყველაფერს რატომ ართულებ?
_შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლდა, ასეთი მარტივი რომ იყოს ყველაფერი...
_სირთულეები ისედაც არ მოგაკლდებათ და წინასწარ მათი შექმნა უაზრობაა._როგორც ჩანს, ნასვამია, ჩემზე არანაკლებადაა ფილოსოფოსების ხასიათზე. მშვენივრად ვიცი, რომ პრობლემების გარეშე შეუძლებელია ურთიერთობა არსებობდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ მინდა, მათი გაძლება იმ ადამიანის გამო მომიწიოს, რომელზეც ჯერ საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ,,ის ერთადერთია''.
_არ ვიცი, ვარ თუ არა მზად ამ სირთულეებთან გასამკლავებლად._კოქტეილს სწრაფად ვსვამ და ვცდილობ მოვეშვა, მაგრამ არ გამომდის.
_ეგ საერთოდ ვინმემ იცის? თუ შენს მიერ ხელოვნურად აღმართული ბარიერის დარღვევას არ დაიწყებ, შეიძლება პრობლემებს თავი აარიდო, მაგრამ ვერც მოსალოდნელ ბედნიერებას გაუგებ გემოს. შუალედური ცხოვრების დედაც...
_შენ ოდესმე გიცდია დანგრევა?
_შენ წარმოიდგინე.
_და რა გამოვიდა?
_ის მაინც ვიცი, რომ ვცადე._მხრებს იჩეჩავს და ნერვიულად იღიმის.
_და რისთვის? რომ მერე იმედგაცრუებულს კიდევ უფრო მყარი კედელი აგეშენებინა? არ მესმის უაზრო ბრძოლის._მის გამომეტყველებაზე ვხვდები, რომ უნდა მოვკეტო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, კარგი არაფერი მითქვამს.
_უღრმესი მადლობა!_ცივი ხმით მეუბნება და ბარმენს ანიშნებს. როგორც ყოველთვის, ადამიანისთვის სუსტ ადგილას დარტყმაში ბადალი არ მყავს. ნეტა, ოდესმე თუ გამოჩნდება ვინმე, ენას რომ ამომგლეჯს და თითებსაც დამატეხავს, რათა ერთი წინადადებით ხასიათი აღარავის ჩავუშხამო.
_მაპატიე._ჩუმად ვთხოვ და თავს გვერდით ვატრიალებ, მაგრამ სინდისის ქენჯნა, ჩვეულებისმებრ, დაუპატიჟებლად მსტუმრობს.
***
ხუთწუთიანი ზარის რეკვისა და კარზე ბრახუნის შემდეგ, როგორც იქნა, წელსზემოთშიშველი ალექსანდრე კარს მიღებს.
_დაყრუვდი?_მახსენდება, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და მაშინვე შეტევაზე გადავდივარ,თან უკმაყოფილოდ ვათვალიერებ. მგონი, უკვე შევეჩვიე, რომ ჩაცმული არასოდეს მხვდება...ვის ვატყუებ, ვერაფერსაც ვერ შევეჩვიე.
_რა გაყვირებს, თავი მისკდება!_უსიამოვნოდ მპასუხობს და თავს იფხანს._შემოხვალ თუ მხოლოდ ჩემი გაღვიძება გქონდა იდეაში?
_მთვრალი ხარ?_ახლაღა ვამჩნევ, რომ ფეხზე ძლივს დგას.
_ნებართვა უნდა ამეღო?_ცინიკურად იღიმის და საათზე იხედება. აშკარად არ მელოდა.
_ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, მაგრამ რომ გამოფხიზლდები, მერე შეგეხმიანები!_მაშინვე გამობრუნებას ვაპირებ, მაგრამ სწრაფად მიჭერს და მისაღებისკენ მიმათრევს. შებრძოლებას ამაოდ ვცდილობ, ამ ბოლო დროს ისე გავხდი, არათუ მას, ელენესაც კი არ გაუჭირდება ჩემი ხელით ტარება._რას აკეთებ, გაგიჟდი?_ვუყვირი, როცა ტახტზე ისე მაგდებს, თავს მტკივნეულად ვურტყამ.
ვხვდები, რომ გაოცებას თანდათან შიში ენაცვლება. ჩემს წინ ახლა ის ალექსია, რომელიც გავიცანი და რომელზეც ტაბლოიდები ათას საშინელებას წერენ, რომელიც საშინლად არ მომწონს და ამ წუთას მეშინია კიდეც. არ მინდა, ასეთი მახსოვდეს...
ოთახს თვალს ვავლებ და ყველა მხარეს ცარიელ ან ნახევრად სავსე ბოთლებს ვამჩნევ. ჩემი შეშფოთებული სახის დანახვაზე კვლავ სიცილი უტყდება და გვერდით მიჯდება.
_რა მოსაწყენი ხარ, ტლიკინა, კარგი რა...
_იდიოტო!_მხარზე ხელს ვურტყამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მე უფრო მეტკინებოდა, ვიდრე მას.
_ბოდიშს ასე იხდი?
_როგორ ინებებდი?
_ასე._მაგიდიდან ბოთლს და ჭიქას იღებს და სასმელს მაწვდის, რომლის რაობაზე წარმოდგენაც არ მაქვს._გისმენ!
რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ ვართმევ, ფეხზე ვდგები და ,,სადღეგრძელოს'' ერთი ამოსუნთქვით ვამბობ:
_დედას, მამას და ყველას ვფიცავარ, რომ ბატონი ალექსანდრეს გაბრაზება არ მინდოდა და თუ უცოდინრობის გამო რამე ცუდი წამომცდა, ბოდიშს ვიხდი...მაგრამ ვფიცავ, თუ ახლა სიცილს არ შეწყვეტს, უარესებს ვიტყვი._თვალებს ვუბრიალებ და სწრაფად ვსვამ. იმაზე მაგარია, ვიდრე მზად ვიყავი, ხველებას ვერ ვიჩერებ, დადიანი კი ტაშით მამხნევებს.
_ყოჩაღ!_მეუბნება, როცა სიცილით გულს იჯერებს, მერე კი პირდაპირ ბოთლს იყუდებს.
_მოკვდები, ნორმალური ხარ?_წართმევას ვცდილობ, მაგრამ როგორც ყოველთვის, დამარცხებული ვრჩები.
_ნუ გეშინია, კონტროლს არ დავკარგავ, ჩემი ჯანმრთელობა კი შენი საზრუნვი არ არის._სასმელს მაგიდაზე აბრუნებს და ტახტის კიდეზე ესვენება. სერიოზულად მეშინია, რომ რაღაც მოუვა, მაგრამ წარმოდგნა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. ჩემს თავს ვლანძღავ ასეთ უაზრო სიტუაციაში აღმოჩენისთვის, მაგრამ ვხვდები, რომ თვითგვემა ახლა საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არ არის.
_ალექს!_მის წინ ვიმუხლები და ვცდილობ, თავი ავაწევინო._რა გჭირს, შემიძლია დაგეხმარო?..ძილი არ გაბედო, მეშინია._ვუყვირი და მთელი ძალით ვანჯღრევ. თვალს სწრაფად ახელს და ხარხარს იწყებს.
_სულ საკუთარ თავზე როგორ ფიქრობ? წადი, არ მჭირდება შენი თანაგრძნობა, საერთოდ არ მიცნობ.
_გიცნობ და ვიცი, რომ ეს ასეთი არ ხარ._ნამდვილად არ ვიცი, ამის თქმა საიდან მაფიქრდება, მაგრამ, ალბათ, უკვე კარგად გაიგებდით, რომ ენაზე მომდგარ სიტყვებს უკან ვეღარ ვაბრუნებ ხოლმე._თვითონ გაქვს აგებული უზარმაზარი კედელი და რეალურ სახეს გულმოდგინედ მალავ.
_შენ? შენი ცხვირის იქით საერთოდ რამეს ხედავ?_ირონიულად ამბობს და ვერც კი ხვდება, როგორ მტკენს.
მეზიზღება!
არასოდეს ეცადოთ ადამიანების შეცვლას, არც ცვლილების ირწმუნოთ!
გველი იმისთვისაა გაჩენილი, რომ შხამი ანთხიოს და ეს უკანასკნელი რომც არ გააჩნდეს, დაკბენას მაინც ეცდება...
ჩანთას ვიღებ და დაუმშვიდობებლად გავდივარ, მაგრამ დერეფანში გასულს მისი სიტყვები მაშეშებს.
_ზუსტად შენნაირი იყო...დარწმუნებული გახლდათ, რომ ყველა პლანეტა იმისთვის იყო შექმნილი, მის ირგვლივ რომ ეტრიალა...მოვიდოდა, ქარიშხალივით დატრიალდებოდა, ცხოვრებას აგირევდა და ისე დაგტოვებდა, თითქოს დიდად მადლობელი უნდა ყოფილიყავი, სამყაროს ცენტრმა შენთვის დრო რომ გამონახა...არადა, ახლა რომ მახსენდება, არც ისეთი ლამაზი იყო, როგორადაც აღვიქამდი.
კედელზე მიყრდნობილი ხმას ვერ ვიღებ და ცრემლების შეკავებას არც კი ვცდილობ. ვგრძნობ, რამხელა ტკივილი და იმედგაცრუება იმალება ამ სიტყვებში. ახლა ვხვდები, თავიდანვე რატომ ამითვალწუნა. როგორც ჩანს, ვიღაცას ვაგონებ. მას, ვინც გული საშინლად ატკინა და უგრძნობ არსებად აქცია.
ვაცნობიერებ, რომ ნამდვილი ალექსანდრე მხოლოდ მის შემოქმედებაში შემორჩენილი და გარეთ გამოღწევას ერიდება. მუსიკა მისი პიროვნების ჩარჩოა, რომელიც თვითგამოხატვაშიც ეხმარება და გარესამყაროსგანაც იცავს.
_შენც წახვალ?_მეკითხება ბოლოს და ვცდილობ გამოვიცნო, ამ წუთას სანდროს გულისხმობს თუ თავის თავს...ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ისიც არ ვიცი, რომელზე მინდა საუბრობდეს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩემი ცხვირის იქით მართლა არაფერზე მაქვს რეალური წარმოდგენა.
და მაინც, ზღუდის აგება შეცდომაა თუ გამოსავალი? სამწუხაროდ, პასუხი არც ამაზე მაქვს.
_აქ ვარ!_სუსტი ხმით ვეძახი და ცრემლებს ვიმშრალებ...

***
პირველ რიგში მოგესალმებით. საუკუნეა არ დამიდია,მაგრამ იმედი მაქვს, რომელიმეს მაინ გახსოვთ ეს მოთხრობა.
უპასუხისმგებლობა არ მიყვარს, მაგრამ რამდენიმე კვირა არ ვყოფილვარ საქართველოში(ჯერ კარგი, შემდეგ კი არც ისე საბედნიერო მიზეზების გამო) და ვერაფრით მოვიცალე.
თუკი იქნება დაინტერესება, ვეცდები, ხვალვე დავდო.
Sincerely, ^



№1  offline წევრი Mari-Mariami.16

დიდი ხნის განმავლობაში ველოდი და დღეს რომ დავინახე, რასაც ქვია სიხარულით ცას ვეწიე, ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია და მისი ერთგული მკითხველი ვარ... იმედის მაქვს მალე დადებ შემდეგ თავს kissing_heart ძალიან მომეწონა relaxed
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Eii gelodebi xolme. Tavidanve saswaulad momewona es motxroba. Ragacnairi gemovnebiania da gansxvavebulia. Xoda. Nu malodineb awi amdenxans. Sxvatuaraferi es moyxroba imsaxurebs dasrulebas. Gelii aba shen ico. Rac sheexeba tavs sheudarebelia

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან, ძალიან მომეწონა.ხვალვე თუ იქნება ახალი თავი რა ჯობია, ბედნიერი ვიქნები blush

 


№4  offline წევრი Suicide_Blonde

Ekka
თვალებს ვერ ვუჯერებ! ნუთუ დაბრუნდი...

სასწაული :D დავბრუნდი და ველოდები შეფასებებს ^_^

მადლობა ყველას, აუცილებლად დასრულდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent