ყვითელი გული (პირველი თავი)
პირველი თავი პროლოგთან ერთად გავაერთიანე,რადგან ვფიქრობ რომ ასე უფრო ერთიანი და კარგია! იმედია მოგეწონებათ, ველი შეფასებებს თვალები გავახილე და თვალზე ცრემლი მომადგა... გვირილები,გვირილები,გვირილები... ნუთუ შეიძლება ადამიანმა ყოველთვის ასე საშინლად გაიღვიძოს ? ნუთუ შეიძლება ადამიანის სევდას მხოლოდ ერთი უბრალო ყვავილი იტევდეს ? დღემდე არავინ მეგულება ისეთი ვისაც საიდუმლოს გავანდობ,გულს გადავუშლი და ჩემი ამაზრზენი ცხოვრების შესახებ მოვუყვები. ჩემი მეგობრები მხოლოდ გვირილები არიან... მხოლოდ მათ ვუზიარებ ჩემს გრძნობებს და ფიქრებს, მხოლოდ ისინი მამშვიდებენ და მამხიარულებენ. ჰმ... რატომ გვირილები და არა ვარდები ? გვირილები ჩემთვის უბრალოებასთან ასოცირდება,გვირილებიც ისეთი მშვიდები და გაწონასწორებულები არიან როგორც მე ! უნივერსიტეტში ჩემი თანატოლები გვირილასაც კი მეძახიან,მეუბნებიან რომ უკვე გვირილების სუნადაც ვყარვარ... დიახ, მართალია გვირილებს ისეთი შესანიშნავი სუნი არ აქვს როგორც ვარდებს,ტიტებს,იასამნებს და ა.შ მაგრამ ჩემთვის ისინი უფრო ძვირფასია ვიდრე რომელიმე ძვირადღირებულ ყვავილი. ზოგადად მინდვრის ყვავილები ძალიან მიყვარს მაგრამ გვირილა ჩემთვის მაინც გამორჩეული და განსაკუთრებულია. საშინელი,აუტანელი და გულისამრევი ცხოვრება მაქვს ჩემს მოძალადე, ამაზრზენ მამასთან და ჩემს იდიოტ ძმასთან ერთად. არამგონია ვინმეს აეტანა ის დამცირება და სიმწარე რასაც მთელი ცხოვრებაა ვიტან. უკანმოუხედავად წავიდოდი და უკან აღარც დავბრუნდებოდი.მშვენივრად ვსწავლობ და სამსახურს ერთ დღეში ვიშოვიდი მაგრამ არა ! ის რაც ამ სახლში მაკავებს დედაჩემია. მთელ დღეს მის ოთახში ვატარებ და გარეთ არც კი გავდივარ, ნორმალურად არც ვიკვებები, უბრალოდ ვსწავლობ და გვირილებს ვეალერსები. გარეთ გასვლის სურვილი არც მაქვს,არ მინდა ლოთ მამას სადმე გადავეყარო რადგან ვიცი რომ თავში ჭიქა ან წიგნი მომხვდება. მას მთელი არსებით ვძულვარ,შემიძლია დავიფიცო რომ დღე და ღამს ჩემს სიკვდილზე ოცნებობს ! რატომ ვეზიზღები ასე ? ერთი მშვენიერი ოჯახი ვიყავით, ვცხოვრობდით ტკბილად და ბედნიერად... ზღაპარივით დავიწყე ხო ? არაუშავრს ! ოჯახის წევრებს ერთმანეთი ისე გვიყვარდა რომ უერთმანეთოდ ერთი წუთიც ვერ ვძლებდით,მამას ისე ვუყვარდი რომ გაგიჟება შეიძლებოდა, ჩემი ძმა ნამდვილი გმირი მეგონა. მაგრამ ყველაფერი ერთ დღეში გაქრა,აორთქლდა და ნაწილაკები ჰაერში გაიფანტა... დედა მოკვდა ! მამა კი მის სიკვდილს მე მაბრალებს,თვლის რომ თავი ჩემს გამო მოიკლა. ვერ ვხვდები ასე რატომ ფიქრობს ! დღემდე ვერ ვხდები დედას სუიციდის მიზეზს,არც წერილი და არც რაიმე მინიშნება, უბრალოდ ადგა და თავი მოიკლა ! საწოლიდან წამოვიზლაზნე და უაზრო გამომეტყველებით ფანჯარაში გავიხედე, პატარა ბავშვები კლასობანას თამაშობდნენ და ერთმანეთს დასცინოდნენ. იქვე პატარა გოგონა იჯდა და ტიროდა,ხელში გვირილას ცარიელი ღერო ეჭირა,რომელსაც მხოლოდ ერთი ფურცელი შერჩენოდა. მის დანახვაზე გამეღიმა. ალბათ ჰგონია რომ თავის ბიჭს არ უყვარს, მაგრამ მოიცადეთ გოგონასთან მისი ასაკის ბიჭუნა მივიდა და რაღაც უთხრა,პატარამ ცრემლები მაშინვე მოიშორა და გაუღიმა, ბიჭმა ხელი მოჰკიდა და ბავშვებისკენ წაიყვანა. სიყვარული... სიყვარული ჩემთვის უცხო ხილია, არავინ არასოდეს მყვარებია ან მომწონებია,თუნდაც მომწონებოდა სხვების თქმით ჩემნაირ „უცნაურ“ გოგოს ვინ შეხედავდა ?! ზოგჯერ მგონია რომ ამ ხალხმა სიტყვების მნიშვნელობა არ იცის ! თუ ადამიანს რაღაც ძალიან უყვარს,კარგად სწავლობს და სხვა გოგონებივით ევრორემონტს არ იტარებს ესეიგი უცნაურია ?! რა ლოგიკაა ! სააბაზანოდან რომ გამოვფლახუნდი გარდერობში შევძვერი და ტანსაცმელი გამოვიღე. როდესაც ჩაცმა დავასრულე თმის დაწვნას შევუდექი. ჩემს ტანსაცმელს დაწნული თმები ძალიან უხდება ! თმაში გვირილებიც ჩავიმაგრე და ჩემი გვირილებიანი ჩანთა ზურგზე მოვიკიდე. ყალბი ღიმილი ავიკარი და ყალბ ხალხთან შესახვედრად მოვემზადე ! კიბეები ჩავირბინე და ჩემს იდიოტ ძმას შევეფეთე. ჩემს დანახვაზე დამცინავად გაიღიმა,ამათვალიერა და მკითხა. - ოხ, ჩვენს გიჟს გაუღვიძია ! ყავა გინდა ? რამდენ კოვზ მარილს იყრი ხოლმე ?! - ირონიულად მკითხა, ვერ ვხვდები მის ამაზრზენ ღიმილზე და უნიჭო ხუმრობებზე გოგონები რატომ დნებიან. - ასეთი მლაშე იუმორი საიდან ? - მივუგე მშიდად. - ყოველთვის ასეთი უემოციო რომ ხარ და მხოლოდ შენი მყრალი გვირილები გაინტერესებს სწორედ მაგიტომაც გყავს უამრავი მეგობარი ! - ჩემი მშვიდი ტონი ყოველთვის აცოფებს,როგორც ჩანს არც ახლა ყოფილა გამონაკლისი. მისთვის არაფერი მიპასუხია,მშვიდად გავაგრძელე ჩემი გზა ისე რომ უკან წამითაც არ გამიხედავს, თუმცა მაინც გავიგონე მისი გულისამრევი სიტყვები რომელიც გულში მწარედ მომხვდა. - ალბათ დედამ იცოდა რაც უნდა ყოფილიყო და სწორედ ამიტომ მოიკლა თავი ! - ვეცადე მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია და გზა გამეგრძელებინა. ყურსასმენები მოვირგე და მშვიდი სიმღერა ჩავრთე. როდესაც ჩემი საყვარელი მელოდიის ხმა გავიგე დავმშვიდდი და ფართოდ გავიღიმე. როდესაც უნივერსიტეტამდე მივაღწიე და შიგნით შევაბიჯე, იქ არსებულმა ბრბომ ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. ერთ ადგილას გავშეშდი და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ ასეთი გაოცებულები რატომ მიყურებდნენ. არ მახსოვს ჩემი შემოსვლის დროს ასეთი რეაქცია ოდესმე ჰქონოდათ თუ ჩემს პირველ დღეს არ ჩავთვლით.როდესაც ამ უნივერსიტეტში პირველად შემოვაბიჯე გვირილებიანი კეტები,მაისური,ჩანთა და თმები მქონდა.კარგად მახსოვს მათი გამოშტერებული სახეები,რადგან პირველი დღე მქონდა გადავწყვიტე გვირილებით შევმკობილიყავი და მათი სიმპათია დამემსახურებინა მაგრამ,როგორც ჩანს ამან ჩემს რეპუტაციაზე ცუდი ზეგავლენა იქონია. თინეიჯერების მზერას თვალი მოვავლე და საკუთარი თავი შეუმჩნევლად ავათვალიერე. რაიმე ისე არ არის როგორც უნდა იყოს ? როდესაც ერთერთი გოგონას ჩურჩული მომესმა მის სექსუალურობაზე, მაშინვე უკან შევბრუნდი,რადგან არამგონია გოგომ გოგოზე ასეთი რამ თქვას (თუ რაღათქმაუნდა ლესბოსელი არ არის). იქ მომღიმარი ძამიკო დავინახე. ავათვალიერე და კინაღამ მეც პირი დავაღე, მთლიანად შავებში ძალიან სექსუალურადაც მეჩვენა. მართალია იდიოტი და კრეტინია მაგრამ მართლა ძალიან სიმპატიურია. მათ მზერას რომ თვალი გადაავლო ჩაეცინა ჩემთან მოვიდა და ხელი ისე გადამხვია როგორც „ძველ“ ბიჭებს შეეფერებათ - აუტანელი,თვითკმაყოფილი იდიოტი ! - თვალები უხალისოდ გადავატრიალე,თეძო ჩავტეხე და სხვა მიმართულებით გავიხედე. - იმედები ხომ არ გაგიცრუვდა ? - მის კითხვაზე ცალი წარბი ავწიე,თავი მოვაბრუნე და დამცინავად ავათვალიერე. თვალზე ჩამოფხუტული თმა უკან დავაგდე და გზა ამაყად გავაგრძელე,რატომღაც ბიჭების ყურადღება მივიქციე. ხო ალბათ ჩემგან ასეთი ქმედებას არ ელოდნენ. ჩემს კარადასთან მივედი,გამოვაღე და გაკვირვებისაგან პირი დავაღე.იმ იმედით რომ მეჩვენებოდა. თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე, შემდეგ კი ირგვლივ მიმოვიხედე იმ იმედით რომ ვინმეს შევეჩეხებოდი ვინც ჩემს რეაქციას ელოდებოდა. ცეცხლივით წითელი ვარდები კარადიდან გამოვიღე და ხელში ავათამაშე. ყვავილებში ჩავძვერი იმ იმედით რომ რაიმე წერილს ვიპოვიდი მაგრამ შიგნით არაფერი დამხვდა. წარბები უცნაურად შევჭმუხნე და ჩემს გარშემო არსებულ საზოგადოებას თვალი კიდევ ერთხელ გადავხედე. ჰმ... რა უცნაურია მე ხომ ყვავილებს არავინ მიგზავნის? მითუმეტეს ვარდებს ! ვინც ეს თაიგული გამომიგზავნა ალბათ ჯერ კიდევ ვერ ხვდება რომ გვირილებით ვარ შეპყრობილი და არა ვარდებით ! ფიქრებიდან ხითხითის ხმამ გამომაფხიზლა. ხმის მიმართულებით გავიხედე და გოგონების წრე დავლანდე, რომელიც მიყურებდა და იცინოდა, მე დამცინოდნენ... ალბათ ეს თემა მთელი ერთი თვე ექნებათ საჭორაოდ: „გოგო გაიგე ?! თურმე გვირილაზე გაგიჟებულს ვარდები აჩუქეს !“ „გოგო გაიგე ?! ვიღაც გამოთაყვანებულს ევასთვის ვარდები უჩუქებია, ღმერთო რა საცოდაობაა!“ მათი გაცოფებული სახეების წარმოდგენაზე გამეცინა, მაგრამ სიცილი მაშინვე შევწყვიტე როდესაც ვიღაცის მწველი მზერა ვიგრძენი. მისი თვალების საპოვნელად შემოვბრუნდი,თუმცა უაზროდ ! ყველა თავის სტიქიაში იყო გართული და რაღაცაზე კაიფობდა. რატომღაც როდესაც ჩემი ძმისკენ გავიხედე უცნაური შეგრძნება დამეუფულა... ჩემი ძმის სამეგობრო წრეს თვალი მოვავლე და ერთ ერთის მზერას წავაწყდი. როდესაც ჩვენი თვალები წამით ერთმანეთს შეხვდა გამეღიმა,რასაც მისი საყვარელი ღიმილი მოყვა. წამით დებილივით თვალებს ვახამხამებდი. არა რა სისულელეა,ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია. დამწუხრებულმა ამოვიფრუტუნე და ვარდები ნაზად დავაბრუნე თავის ადგილას. წიგნები გამოვიღე და დერეფანს გავუყევი... ჩემი ადგილი დავიკავე და ყურსასმენები მოვირგე. ჩემი გვირილებიანი რვეული გადავშალე და მერხზე თავი დავდე. ჩემი საყვარელი სიმღერა Soul Rebel Project -ის „King“-ი ჩავრთე და თვალები დავხუჭე. სანამ ჩემი საყვარელი მელოდია გაისმებოდა, გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა ერთმა გაშპაკლულმა გოგონამ "და იცის ყვავილები რომ მე გავუგზავნე? ღმერთო რა დებილია,ალბათ ახლა ოცნებობს რომ ჩემს ნაცვლად ვინმე პრინცი დახვდება,იმდენსაც ვერ ხვდება რო მაგრად დასცინეს" ვიგრძენი როგორ ამეწვა თვალები, ამიტომ ერთმანეთზე ისე მაგრად მოვუჭირე რომ ცრემლი ჩამომიგორდა. გავიღიმე და ობლად ჩამოგორებული ცრემლი წამის მეასედში მოვიშორე. როდესაც მელოდია გაისმა დავმშვიდდი და თვალები გავახილე. თითებით მერხზე რაღაც გაუგებარი მონაკვეთების ხაზვა დავიწყე და ოცნებების სამყაროში გადავეშვი... თვალები დავხუჭე და მდელო გავიხსენე,სადაც მე და დედა გვირილის გვირგვინებით ვთამაშობთ და უაზროდ ბევრს ვიცინიდით. გვირგვინს თმაზე მაფარებს და ამაყად იღიმის „მე ყველაზე ლამაზი და მშვენიერი გოგონა მყავს !“ მის სიტყვებზე მეცინება და მთელი ძალით ვეხუტები, ვეჩურჩულები რომ უზომოდ მიყვარს და მინდა მუდამ ჩემთან იყოს... ჩემი ძმის ამაზრზენ სიცილზე თვალები ფრთხილად გავახილე და თავი წამოვწიე. თავის ქვეშ ხელი ამოვიდე და მისი იდეალური ნაკვთების შესწავლა დავიწყე. სიცილს კიდევ უფრო უმატებდა როდესაც მისი ძმაკაცი სხვადასხვა ანეგტოდებს ეუბნებოდა. მზერა მწვანეთვალებაზე გადავიტანე და ამოუცნობი მზერით მივაშტერდი. როდესაც მწვანეთვალებამ ჩემი მზერა შენიშნა სიცილი შეწყვიტა და დამაკვირდა.ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, თავის თმას წაეთამაშა და ისევ შემომხედა. ცდილობდა ამოეცნო ამ წამს რაზე ან ვისზე ვფიქრობდი მაგრამ მარტივი არ ვარ. არვიცი რაიმეს მიხვდა თუ არა მაგრამ ფართოდ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. თვალები დავაწვრილე და მისი აზრების წაკითხვა დავიწყე. ამით სხვებისთვის უფრო სასაცილო ვიქნები არა? როდესაც ეშლის და მისი კუდიანების კისკისი გავიგე მივხვდი, რომ მისი მზერა მე არ მეკუთვნოდა. ეშლის მშვიდად გადავხედე და ფურცელზე რაღაც დავჯღაბნე. როგორი აუტანლები არიან ! მინდა ყველა შუაზე გავგლიჯო მაგრამ მოთმინების უნარი ჯერ კიდევ მაქვს. "გაიხსენე ევა ვინც ითმენს ის იგებს" ჩამესმა დედას ხავერდოვანი ხმა... დედას გახსენებაზე ღიმილი ყურებამდე გამეზარდა და ცრემლები მომადგა,მაგრამ მაშინვე ვუარყავი და წიგნს უაზროდ ჩავაშტერდი. კაკუნების ხმა გავიგე და თავი მაღლა ავწიე. ეშლი თავზე დამადგა და ჩემს მერხს დაეყრდნო,ისე გამომწვევად რომ ალბათ მისი კაბა რომელიც მხოლოდ საჯდომს უფარავდა უკვე აღარ უფარავს. დამცინავად ამათვალიერა და შოუს მოსაწყობად მოემზადა. ყველა სანახაობისთვის მოემზადა,რადგან იცოდნენ ეშლი როგორ შოუებსაც აწყობდა. - რაიყო იდიოტო რა გიხარია? ის შენ ზედაც არ შემოგხედავს. - მის სიტყვებზე გამეღიმა და შეუმჩნევლად თავი დავუქნიე. როდესაც ჩემგან პასუხად მხოლოდ ღიმილი მიიღო დაიმანჭა. - მისნაირი ბიჭი არც კი შემოგხედავს,რომ აღარაფერი ვთქვათ გამარჯობაზე. - აქაიქ ხითხითის ხმა გაისმა,ეშლიმ გამარჯვებული ღიმილით მწვანეთვალებას გადახედა. რომელსაც სახეზე ღიმილის ნატამალს ვერ შეატყობდი. ეშლი პასუხის მოლოდინით კვდება მაგრამ ხმას მაინც არ ვიღებ. - როგორც ჩანს მახინჯი და აყროლებული ყვავილები ყველაფერს არ ნიშნავს. იმის იქითაც გაიხედე იქნებ რაიმე ისწავლო. - მის რეპლიკაზე ტუჩის კუთხეში გამეღიმა,თავი დავხარე და კვლავ მას შევხედე. - გაშპაკვლის იქით რომ იყურებოდე მიხვდებოდი რომ პასუხის ღირსადაც არ გთვლი. - მშვიდად მივუგე. - ჰაჰაჰა გაიგონეთ ამ ბაყაყმა რა თქვა? სარკეში ჩაიხედე და შენს სიმახინჯეს რაიმე მოუხერხე,თუმცა რას გეუბნები შენს გამაღიზიანებელ სახეს მაკიაჟი და ათასი პლასტილური ოპერაციაც არ უშველის. - ჩაიცინა და დაქალებს გადახედა "ამყევით თორემ ყველა თმის ღერს დაგაპუტავთ!" - ფეხზე წამოვდექი და პასუხის დასაბრუნებლად მოვემზადე. - ჩემს დონემდე არ ხარ და ვერც ვერასოდეს იქნები, რაც შეეხება შენს მწვანეთვალება იდიოტს შეგიძლია შენთვის დაიტოვო, მას ასი წელი არ შევხედავ. - მშვიდად ვუთხარი და კარისკენ წავედი - არ კი არა ვერ !! - განწირულმა დაიყვირა,რადგან მიყვდა რომ წააგო. - გასვლის წინ გავხედე გავუცინე და ოთახიც დავტოვე. დერეფანში მივაბიჯებ და ვგრძნობ როგორ ეცემიან ცრემლები ჩემს ღაწვებს,ვგრძნობ როგორ ვხურვარ და როგორ მიბნელდება,თუმცა ჩემს კარადას ვეყრდნობი და ღრმად ვსუნთქავ. ცრემლებს უხეშად ვიშორებ და კარადის კარებს ვაღებ,ვარდებს ვიღებ და მთლიანად ვპუტავ. მთელი ძალით დავახეთქე იატაკს და ფეხით კარგად დავტკეპნე. უნივერსიტეტიდან მთელი სისწრაფით გავრბივარ და მდელოსკენ მივიწევ... დიდი ხნის სირბილის შედეგად მდელომდე მივაღწიე,გვირილებში ჩავეშვი და მწარედ ავტირდი. სახეზე ხელები ავიფარე ქვითინს ვუმატე. თმიდან გვირილები უხეშად მოვიშორე და თმა გავიშალე,წამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე... როდესაც ტირილით გული ვიჯერე დასუსტებული წამოვდექი და ირგვლივ მიმოვიხედე. გვირილების დანახვისას უნებურად გამეღიმა და სიცილი წამსკდა. გვირილებს რომლებიც ჩემს გამხდარ,სუსტ წელამდე აღწევდა ხელი ნაზად გადავუსვი და მათი სურნელი ხარბად შევისუნთქე. თითქოს დავმშვიდდი? არა სრულიად დავწყნარდი, სწორედ ისინი მამშვიდებენ. სახე დავალაგე, თმა ისევ დავიწანი და გვირილებთან ერთად სხვა პატარა ყვავილებიც ჩავიმაგრე. სახეზე ნიღაბი ავიკარი,ყურსასმენები მოვირგე და იმ ადგილისაკენ გავემართე სადაც ალბათ კიდევ ერთხელ დამამცირებენ. სახლის კარი შევაღე და სამზარეულოში შევედი, დიახ ვიცი რომ სხვა გოგონები ყვირიან "დეე სახლში ვარ,მშია რა რამე გამიკეთე თორე გული წამივა" მაგრამ ეს ბედნიერება უკვე ოთხი წელია აღარ მქონია. ონკანი მოვუშვი და წყლის ავსებას შევუდექი,როდესაც წყალი ჩემს მშრალ ხახაში გადავუშვი, მაცივართან მივბარტყუნდი და საკვები პროდუქტები გადმოვალაგე. საჭრელი დაფა და დანა გადმოვიღე და ყვავილოვანი კომბოსტოს დაჭრას შევუდექი. სხვებისგან განსხვავებით ათას საზიანო საკვებს არ ვიღებ, ყოველთვის ვცდილობ ჯანდასაღად ვიკვებო და სხეული ვიტამინებით მოვამარაგო რომ მეორე დღეს ასეთ აუტანელ დღეს გავუმკლავდე. კომბოსტოს ვჭრიდი როდესაც ვიღაცის, ღრიალის ხმამ ისე შემაშინა ხელი გავიჭერი.დავიმანჭე და სისხლი სალფეთქით მოვიშორე,სალფეთქი ნაგავში ჩავაგდე და მისაღებში გავედი,სადაც რაღათქმაუნდა გულისამრევი მამა დამხვდა ალკოჰოლიანი სასმლით. კედელს მივეყუდე და ამაზრზენად ავათვალიერე ერთ დღეს მისი უხამსი საქციელი ბოლოს მომიღებს ! - მაინც რამდენი დალიე ?!- მივუგე მშვიდად,მაგრამ საკმაოდ მკაცრად რის გამოც კარგად მივიღებდი. - შენ უნივერსიტეტში არ უნდა ეგდო?!- შემომიღრინა და წაბარბაცდა - ისევ დედას საფლავზე გამოთვერი?- დაღლილმა ავათვალიერე და კედელს მოვშორდი - რა მნიშვნელობა აქვს ?!- დაიღრიალა და იქვე არსებული ლარნაკი თავში გამომიქანა.კიდევ კარგი დროულად დავიხარე თორემ არვიცი რა მომივიდოდა!- დედაშენის მკვლელი ხარ !!- სწრაფად მობარბაცდა ჩემთან, ხელები ძლიერად ჩამავლო და კედელს ამაკრ - დედაშენის სურნელი აგდის !- ისე მწარედ გამარტყა ასე მეგონა სადაცაა სისხლი წამომივიდა. შეწინააღმდეგება ვცადე თუმცა ის ხომ ასეთი დაუნდობელი მხეცია !! თმაში მწვდა და კედელს თავი მიმარტყმევინა. იატაკზე დავეცი და თავზე ხელი მივიდე, ამან ჩემი წუთიერი პარალიზება გამოიწვია. ამ ღორმა დრო იხელთა და მუცელში ისეთი წიხლი მითავაზა გეგონება უზარმაზარი ქვა დაგაგდესო. ბუნდოვნად ვხედავდი როგორ იმტვრეოდა სხვადასხვა ნივთი,შიგადაშიგ მომხვდებოდა და უმწარეს ტკივილს მომანიჭებდა. გონებას ვკარგავდი როდესაც კარში ორი მოცინარი სილუეტი დავინახე. ერთ-ერთი ზურა იყო რომელიც სანახაობის შემხედვარე მამას მივარდა და მის დაწყნარებას შეუდგა. თვალები ამეწვა და ცხელი ბურთულა სახეზე ჩამომიგორდა. მხოლოდ ის მახსოვს როგორ აიტაცა უცნობმა ჩემი სიფრიფანა სხეული,შემდეგ კი თვალები ჩემი ნებართვის გარეშე დაიხუჭა... *** თვალები მძიმედ გავახილე და საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი. თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე და ირგვლივ მიმოვიხედე. ჩემი ძმა აწყლიანებული თვალებით გვერდზე მეჯდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო,მის მზერას რომ დაკვირვებოდით მიხვდებოდით თუ რამდენად ღრმა ფიქრებში იყო წასული. თვალი ოთახს მოვავლე და როდესაც მწვანეთვალება შევნიშნე ცოტა არ იყოს დავიბენი. ფანჯარასთან ზურგით იყო შებრუნებული და უსასრულობისკენ იყურებოდა. უხერხულად შევიშმუშნე და წამოდგომა ვცადე,თუმცა თავი ისე ძლიერ მეტკინა ჩემს დაუძლურებულ სხეულთან ერთად, რომ დავიკრუსუნე. ჩემი ძმა მაშინვე წამოფრინდა და უკან დამაბრუნა,ბალიში გამისწორა და შუბლზე ხელი დამადო. - პატარა ბავშვი ვარ ?! - მწვანეთვალება შემობრუნდა და დაჟინებით მომაჩერდა. ფანჯრის რაფას დაეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა. ამოვიოხრე და მზერა მოვაშორე. - კარგად ხარ?- ზურას მზრუნველი ტონი ცოტა არ იყოს არა, ძალიან მეუცნაურა. - ჯერ არვკვდები, ამიტომ პანაშვიდის მოწყობა საჭირო არ არის. - ნიშნის მოგებით ვთქვი და მწვანეთვალებას თვალი შევავლე. ჩემს სიტყვებზე შეუმჩნევლად გაეღიმა,რამაც მეც გამახალისა. - ახლა სუსტად ხარ,გირჩევნია გაჩუმდე და ძალები დაზოგო.- სრულიად სერიოზული სახით მითხრა. მის სიტყვებზე ხელი სახეზე ავიფარე და გავიცინე.ხელი მოვიშორე და მშვიდი ხმით მივმართე - ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, რატომ მოგინდა მზრუნველი ძამიკოს როლის თამაში?- წარბები მაღლა ავწიე და თვალი თვალში გავუყარე. დაიბნა და ბლუყუნი დაიყო,ბოლოს ერთ წინადადებას თავი ძლივს მოუყარა და თქვა - მე არაფერ შუაში ვარ,მადლობა მას გადაუხადე.- თითით უცნობზე მიმანიშნა. მისმა პასუხმა გამაკვირვა,მაგრამ უფრო იმედები გამიცრუა. ის ხომ ჩემი ძმაა? დავიჯერო მართლა არ აინტერესებს მომკლავენ თუ არა? სამწუხაროა,რას ვიზამთ ყველაფერი იდეალურად ხომ არ იქნება. ეს რომ გავიფიქრე სიმწრისგან ჩამეცინა.- ხელი ავიფარე და სახე დავალაგე. გავჩუმდი და თმიდან გვირილა მოვიხსენი ხელში ავათამაშე და ზურას გავხედე.- ამ.. გამარჯობა,აქ ხარ?! მადლობა უთხარი !- ზურას გავხედე და უარი ვუთხარი.- რას ქვია არა?! ის რომ არა ახლა უკვე მკვდარიც იქნებოდი,შენ კიდევ ამბობ რომ მადლობას არ გადაუხდი ?! - გაცოფდა ჩემი „მრუნველი ძამიკო“. მის აგრესიულ შეკითხვაზე მხოლოდ გავუღიმე,რამაც კიდევ უფრო გააცოფა გავიგონე როგორ ჩაიბუტბუტა რაღაც გულისამრევი სიტყვები,რამაც კიდევ ერთხელ მატკინა გული. დავიჯერო მართლა ასეთი უმადური ძ*კნა ვარ? საკუთარმა სისხლმა და ხორცმა ძ*კნად მომიხსენია... საწოლის თავი მივადე თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. რეალობას ცოტა ხნით მოვშორდი და კვლავ გავიღიმე,გავიგონე როგორ შეუღრინა მწვანეთვალებამ.თვალები გავახილე და ზურას გავხედე - და ეს რამეს შეცვლიდა? - ზურამ რაღაცის თქმა დააპირა თუმცა უცნობმა გააჩუმა. - მადლობა საჭირო არაა, ისე შენმა იდიოტმა ძმამ უნდა იცოდეს რომ ეს მისი მოვალეობაა და არა ჩემი!- მკაცრად უთხრა და ამოიოხრა მისმა პასუხმა საკმაოდ გამაოცა, რაც ალბათ სახეზეც დამეტყო.ყბადაღებული მივუბრუნდი ჩემს ძმას და შეურაწყოფილად ვუთხარი - ხედავ? ეს მწვანეთვალება იდიოტიც შენზე უკეთ ხვდება რაღაც რაღაცეებს!- შევუღრინე ჩემს ძმას და ხელები გადავიჯვარედინე. - შენ მიერ შერქმეული ზედმეტსახელი ძალიან მომწონს - გაიცინა მწვანეთვალებამ და თვალი ჩამიკრა. სერიოზულად? ესღა მაკლდა, ახლა ფიქრობს რომ მომწონს. - რადგან რაღაც უაზრო ზედსახელი შეგარქვი, არ ნიშნავს რომ შენს ღიმილზე სხვებივით დავდნები.- თვალები დავაწვრილე და როგავიაზრე რა ვთქვი ენაზე ვიკბინე - ანუ აღიარებ რომ მომაჯადოებელი ღიმილი მაქვს - თავმომწონედ გამიღიმა,რამაც გამაცოფა. პირველად გავცოფდი ცხოვრებაში! ზურას დადებილებულ სახეს გადახედა და გაიცინა.მისი სიცილის მიზეზს ვერ მივხვდი და წარბები შევჭმუხნე. - რა გინდა? - ჩემს კითხვაზე სულელურად გაეღიმა და მხრები აიჩეჩა.წამიერი დუმილის შემდეგ თქვა - ჩემი წასვლის დროა.- გასვლის წინ თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა. ახლა დამცინის კიდეც... ზურას გამოშტერებულ სახეს შევხედე რაზეც გაურკვევლად გამეცინა და ტუჩი მოვიკვნიტე. ფიქრებიდან გამოერკვა და მკითხა - ეს რა იყო ? - რა რა იყო ?- დაბნეულმა ვკითხე - შოთას ვგულისხმობ! - თქვა მტკიცედ და წარბები შეჭმუხნა, წამით დაფიქრდა და ღიმილი ყურებამდე აუვიდა - აჰ, ანუ იმ მწვანეთვალება იდიოტს შოთა ჰქვია? კარგი წადი და გააცილე - ჩავიბუტბუტე და საწოლში კარგად მოვთავსდი. ჯანდაბა ყველაფერი როგორ მტკივა ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.