შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა ჯერ კიდევ ლურჯია


7-03-2017, 22:29
ავტორი nan javaxishvili
ნანახია 1 512

--- 2002 წელი 15 თებერვალი 23:17
-დედა, მამა შეიძლება? მეშინია
-მოდი საყვარელო - მომიგო დედამ თბილი ხმით
-ჩამეხუტე როგორც მე მიყვარს, გთხოვ...

--- 2005 წელი
-წარმატებები საყვარელო, პირველი დღე სკლაში. იმედია მალე შეეჩვევი, გვიყვარხარ ძალიან
-მადლობა - გავუღიმე და მშობლებს ჩავეხუტე

---2012 წელი 12 იანვარი
მთელ დღე ვსეირნობდი! არავის გავხსენებივარ, მშობლებსაც კი. მიკვირდა, ძალიან მიკვირდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. სახლში მოწყენილი დავბრუნდი, ოთახში საშინელი სიჩული და სიბნელე გამეფებულიყო.
-გილოცავ...... - უცბად ყველაფერი განათდა, ჩემი ყველა ძვირფასი ადამიანი შეკრებილიყო. დედა და მამა წამოვიდნენ და გულში ჩამიკრეს

2015 წელი 28 ნოემბერი
თავის ტკივილმა შემაწუხა, თვალების გახელა მინდოდა, მაგრამ თითქოს ქუთუთოებზე ლოდები დამაწყვესო, იმდენად მიძნელდებოდა ამის გაკეთება.
-იღვიძებს - მომესმა უცხო ხმა, თვალების ნელ-ნელა გახელა დავიწყე, მტკივნეულ იყო მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო.
რამდენიმე წუთი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად.... თავზე ორი თეთრხალათიანი ექიმი მედგა
-რა ხდება, აქ რატომ ვარ? - ძვლივს ამოვიხავლე
-თავს როგორ გრძნობთ? - კითხვით მიპასუხა
-ნორმალურად, გთხოვთ კითხვაზე პასუხი გამეცით
-ყველაფერი კარგად არის საყვარელო - გამიღიმა ჭაღარა შეპარულმა მამაკაცმა
-რა მჭირს?
-თავი დაარტყი და გონება დაკარგე - სწრაფად დამიბრნა პასუხი
-რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ? - კითხვა უმალ დავსვი - რა რიცხვია?
-28 ნოემბერია - დაბნეულებმა გამცეს პასუხი
-ანუ 6 დღე უგონოდ ვიყავი?!....
-კი
-კომაში?
-კი
-ამ დროის განმავლობაში არავინ მოსულა ჩემთან? აქ სულ მარტო ვარ? ჩემები სად არიან? - ამას ვკითხულობდი, როცა ავარიის კადრები ამომიტივტივდა თავში
-დედა და მამა სად არიან? მამა საჭესთან იჯდა, დედა კი მის გვერდით. მათ რა დაემართათ? - ხმა გამებზარა
-დაისვენე, ახლა გამოძინება გჭირდება
-6 დღე მეძინა ექიმო, ტვნის შერყევა მაქვს?
-კი
-რამდენხანში გამწერთ?
-1 კვირაში
-მშობლები აქ არიან?
-არა
-აბა სად?
-არ ვიცი
-სხვები?
-კი, გინდათ შემოვუშვათ?
-არა
-კმაგრამ.....
-ძილი მირჩევნია - უკვე ეჭვი მეპარება რომ ექმებმა ყველაფერი მითხრეს. 6 დღე უგონოდ ვიყავი, გადავრჩი რადგან უკანა სავარძელზე ვიჯექი მანქანაში. მშობები კი წინ ისხდნენ, ისინი .........


2015 წლის 7 დეკემბერი

-ეს შეუძლებელია, ცუდად ხუმრობ - მწარედ გავიცინე
-ნიკოლ ეს მწარე რეალობაა - დანანება გაეპარა ხმაში
-ტყუი - დავუყვირე გამწარებულმა დეიდას. ნინაც შავებით იყო შემოსილი როგორც სხვა ყველა ჩემი ნათესავი
-არა საყვარელო! მათ დაგვტოვეს, შენ ჩემთან იცხოვრებ დღეიდან - ჩემსკენ გამოემართა ჩასახუტებლად, მაგრამ მე განზე გავდექი. შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი, ეს ცხოვრების დასასრული იყო. ახლა ყველა და ყველაფერი მძულდა, საკუთარი თავის ჩათვლით! სუნთქვაც კი მეზარებოდა.
-მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ! აქ! - ხელით ამ სახლზე ვანიშნე - აქ! ჩემი მშობლების სახლში ვიცხოვრებ! მეტი სათქმელი აღარაფერი მაქვს! შეგიძლიათ დამტოვოთ! თუნდაც სამუდამოდ, სულერთია! - ხმა არანორმალურად ცივი გამიხდა, მაგრამ თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული ტკივილისგან. " აქედან უნდა წავიდე ცოტახნით " თავში ამ აზრმა დამარტყა, ელვის სისწრაფით მოვწყდი ადგილს, ჩემს ოთახში გავედი და ბარგის ჩალაგებას, უფრო სწორად ჩატენვას შევუდექი. ქურთუკი მოვიცვი, მანქანის გასაღები ავიღე და სახლიდან გიჟივით გავვარდი.

2015 წლის 14 დეკემბერი

უკვე ერთი კვირაა რაც რაჭაში ჩავედი. სახლი მქონდა, მამამ იყიდა სიკვდილამდე ორი თვით ადრე, ეს ადგილი თითქმის არავინ იცის. მხოლოდ მე, დედამ და მამამ! მხოლოდ ჩვენი იყო და სამუდამოდ ასე დარჩება.
მობილური გავთიშე, სახლიდან იშვიათად გავდივარ, ვათვალიერებ აქაურობას და ვიხსენებ თითოეულ მომენტს რაც აქ გვაქვს გატარებული. ეს ძალიან მცირე დრო იყო, დრო როდესაც აქაურობის დალაგებას, მოწესრიგებასა და გარემონტებას ეთმობა. ჩემს მეხსიერებაში გარკვევით და კარგად არის აღბეჭდილი მშობლების სახის ყოველ დეტალი, როცა აქ ვიყავით და მე დასუფთავებს მაგივრად ვცანცარებდი.

საშინელი დეპრესია დამეწყო, აღარაფერი მინდა, მოგონებების გარდა აღარაფერი დამრჩა, მეც უკვე წარსულის გახსენებითა და ტანჯვით ვიკლავ თავს....
ღამით ყველაზე მეტად მიჭირს : მონატრების ტკივილი მიპყრობს და ბოლო ხმაზე ვყვირი, არა გატყუებთ ხმა აღარ მაქვს , კი არ ვყვირი ვხრიალებ უკვე, ხმის იოგები აღარ მაქვს მწყობრში,..... არ მანაღვლებს!
ყოველ დღე ვტირი, მაგრამ მაინც ვერ ვიშუშებ იარებს. იცით?! მათ საფლავზეც კი არ ვყოფილმარ, მეშინია..... მხდალი ვარ......,

საკუთარი თავი მძულს!

2015 წლის 21 ეკემბერი

გაუბედურებული ვარ, ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი. ვარჯიშსაც თავი დავანებე. მამა ბავშვობიდან მასწავლიდა თავდაცვას, ბოქსზეც კი დავდიოდი გარკვეული პერიოდით. დილაობით ყოველთვის ერთად დავრბოდით, ახლა კი უბრალოდ ხელი ავიღე და დავივიწყე.
სახლი ჩაბნელებულია, არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან. ჩავიკეტე! საგრძნობლად ჩავიკეტე საკუთარ თავში. მხოლოდ კალამი და ფურცელი შემომრჩა, მეც ვწერ სხვა რაღა დამრჩენია. ყველა განცდა და ტკივილი დეტალურად მაქვს აღწერილი.
ახლა კი მხოლოდ ორი სიტყვის თქმა შემიძლია " სიცარიელეა ჩემში "

2015 წლის 31 ეკემბერი

ჩემი დაწყევლილი წლის ბოლო დღე....
მაღაზიაში მზა საკვები ავიღე, რატომღაც სასმელის ყიდვა გადავწყვიტე, ასეც მოვიქეცი უამრავი " შავი " ღვინის ბოთლით დავბრუნდი სახლში....

2016 წლის 9 იანვარი

თავის ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა
-ოხ ნიკოლ ამდენი რამ დაგალევინა - ჩემი თავი ერთი კარგად გამოვლანძღე, ჭიქა წყალი დავლიე და ისევ საწოლში დავბრუნდი...
ჩემი თავი ბოლმდე მძულს!.....

2015 წლის 12 იანვარი

-პირველი დაბადების დღე მარტო, გაგიმარჯოს ნიკოლ, ახლა უკვე მაგრად გაქვს დედა ნატირები......
ჩემი გული მთლიანად სიცივემ მოიცვა, მშობლების დაკარგვით ტკივილს ვერ გავუძელი, ამიტომ ყველაფერი ფეხემზე დავიკიდე, საკუთარი თავის ჩათვლით......

2016 14 იანვარი

-აწიე საჯდომი ნიკოლ, დროა დაწყევლილ რეალობაში დაბრუნდე - ვთქვი ეს და ჩემოდანი საბარგულში ჩავაგდე. მანქანის ტარება მამამ მასწავლა, ყოველთვის მეუბნებოდა " მანქანას კაცივით უნდა მართავდე " ეს სიტყვები გონებაშ კარგა ბაქვს ჩაბეჭდილი, ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ საუკეთესო ვარ.
თბილისში მალე ჩავედი, სახლი ზუსტად ისე დამხვდა როგორც დავტოვე. ჩემოდანი უცბად ამოვალაგე, ვივახშმე... წყალი გადავივლე და თავი მოვიწესრიგე. შავი ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი ზედა და კედები მოვირგე. -ნიკოლ ტელეფონი გჭირდება - თავში ამომიტივტივდა რომ ის აღარ მქონდა რადგან გამწარებულზე კედელს მივანარცხე რაჭაში " მართალი ხარ ". კიდე კარგი ტექნიკის მაღაზია სახლთან ახლოს იყო, შევედი უცბად ვიყიდე ტელეფონი და ჩემი ძველი კარტა ჩავდე. ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება. არ ვიცი რატომ მაგრამ იქვე ახლოს პატარა მარკეტში შევედი. სიგარეტების სექციისკენ წავედი, გამყიდველი ვიღაც ქალს ესაუბრებდა, ამიტომ ცოტახნით ლოდინი მომიწია. ვიგრძენი ვიღაც როგორ დამიდგა გვერდით. შევხედე დამაინტერესა ვინ იყო. ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა, მაღალი, ცისფერთვალება, ოდნავ შავგვრემანი, არცისე მოკლე თმით, საშუალო სისქის ტუჩები მადისამღძვრელად გამოიყურებოდნენ, თხელი წვერიც საკმაო ხიბლს სძენდა. - ჰმ არაა ცუდი - გავიფიქრე
-მაშტერდები! - მომესმა უცნობის საკმაოდ ბოხი ოდნავ ხრინწიანი ხმა
-თვალები იმიტომ გვაქვს რომ შევხედოთ იმას რასაც გვსურს - ცალყბად გავუღიმე, თვალი ავარიდე და ძვლივს განთავისუფლებულ გამყიდველს მივმართე
-2 იქსელი და 3 სობრანიე, თუ შეიძლება - უემოციო მაგრამ მაინც მობეზრებულმა შევხედე
-აი ინებეთ - გამომიწოდა შეკვეთა, ფული დავუდე და ხურდას არ დაველოდე ისე გამოვედი მარკეტიდან
-თქვენი ხურდა - მომესმა " სასწაკვეთილი " გამყიდველის ხმა, მაგრამ ეგ ვის ადადებდა. ჩავჯექი მანქანაში და ადგილს მოვწყდი. მთაწმინდაზე ავედი მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და ზედ მივეყუდე. ფიქრი დავიწყე... სიგარეტი ამვიღე და მოვუკიდე, ღრმად შევისუნთქე, ვიგრძენი ჩემი ფილტვები, როგორ გაივს კვამლით. შვება? არანაირი, მაგრამ მესიამოვნა მცირე დოზით ნიკოინის შეშვება ორგანიზმში. ოდნავ შემმსუბუქდა ტკივილი, მაგრამ არა დამავიწტდა! სამი ღერი ზედიზედ მოვწიე, შემდეგ კი ისევ მანქანაში დავბრუნდი. უკვე საღამს 20:03 წთ იყო, მანქანით ქალაქში უაზროდ დავდიოდი, გზად კლუბი შევნიშნე არც კი დავფიქრებულვარ ისე გავაჩერე მანქანა და შიგნი შევედი. უსიამოვნო სუნი დავაიგნორე და გარშემო მიმოვიხედე, მთვარალი ხალხი ფეხზე ძვლივს იდგნენ, უაზროდ არხევდნენ სხეულს აქეთ-იქით - ოხ როგორ მძულს ცეკვა - ჩავიფრუტუნე და ბარს მივაშურე
-ვისკი ყინულით - მივუგე ბარმენს, მაღალ სკამზე ჩამოვჯექი და ბარის მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი. ჭიქას ხელში ვათამაშებდი როცა ვიღაცის ჩაცინება ვიგრძენი, მივიხედე და ცისერთვალება " მარკეტიდან " შემრჩა ხელში
-ისევ შენ? - ჩავილაპარაკე ჩემთვის
-პატარავ არ გინდა ჩემთვის იცეკვო? - მაცდური ღიმილით შემომხედა.
ვისკი მოვსვი, სკამიდან ავდექი, უცნობისკენ დავიხარ და ტუჩები ყურთან მივუტანე ისე ახლოს მივედი მასთან, რომ რამის ზედ ვეკვროდი
-შენს თავში ძალიან ხარ დარწმუნებული - ვნებიანად ვუჩურჩულე და სველი კოცნა დავუტოვე კისერთან, შეაჟრჟოლა. გამეცინა...

გზად მარკეტი შევიარე და ბევრი შავი ღვინო ვიყიდე. მთელი ღამე თეთრად გავატარე. ჩემს განკარგულებაში იყო, სიგარეტი, შავი ღვინო და უაზრ აზრები... მონატრება... საოცრად დიდი სევდა... და ისევ მონატრება...


დილით გვიან გავიღვიძე, არა რაღა დილა უკვე 14:09 წთ იყო. წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი : შავი შარვალი, წენგოსფერი მაისური დიდი შავი წარწერით SORRY! I'M NOT PERFECT! ! ! შავი ე.გ "ბათინკები" და ბოლოს შავი ტყავის ქურთუკი მოვიცვი. ავიღე ფული და ტაქსი გავაჩერე.
წავედი ჩემს საყვარელ ადგილას...

*****

დიდ შენობაში შესვლისას, ბავშვების ჯგუფი შევნიშნე... რაღაცაზე გამწარებულები იცინოდნენ. გოგონები საგრძნობლად გამომწვევი მანერებით გამოირჩეოდნენ გარშემომყოფებისგან, რამაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანა. იქვე ახლოს დემე შევნიშნე და მისკენ წავედი.
-ნიკოლ - გაიკრიჭა, როგორც ჩვევია - რამდენი ხანია არ მინახიხარ - მან ჩემი ბოლოდროინდელი ამბები არ იცოდა და ამიტომ მითხრა ალბად ასეთი სისულელე
-სად არის ჯოში ან ჩემი " სათამაშო " ? - პირდაპირ ის ვკითხე რაც ახლა ყველაზე ძალიან მაინტერესებდა
-ჯოში გასულია, შენი ბაიკი კი იქ დგას - მის მზერას თვალი გავაყოლე, კარგად დავაკვირდი და ჩემს პატარასაც მივაგენი, მასზე ერთი ამაზრზენი გოგო მიყრდნობილიყო, რომელიც მის ქერა თმას აქეთ-იქით იქნევდა - საზიზღრობაა - აღმომხდა, დემემ ჩაიცნა ჩემს რეპლიკაზე
პირდაპირ მათკენ წავედი. ზრდილობისთვის
-გამარჯობა - ვთქვი და გავიღიმე
-შენნაირი გომბიოები აქ არ დადიან, საყვარელო - წაიწიკვინა ქერამ, რომელიც ჩემი " ბიჭით " თავს იწონებდა. მე მას არც კი ვუყურებდი, ჩემი მთელი ყურადღება ბაიკზე იყო გადართული
-მოგწონს არა? რა ცუდია, სიგარეტს რომ არ ეწეოდე მინიმუმ 10 წელში დააგროვებდი თანხას და ყიდვას შეძლებდი. მაგრამ მერე უკვე ახალი მოდელები იქნება გამოსული - ამაზრზენად გაიცინა, თავის ჭკვაში დამცინა
ამ დროს ჯოშიც გამოჩნდა, მეც პირდაპირ მას მივმართე
-ჯოშ - გაფართოვებული თვალებით შემომხედა, აშკარად დაიბნა, არ მელოდა! - ჯოშ! ჩემი ბაიკ გამოფენაზე რატომ გამოიყვანე? მე საბურავების შეცვლა დაგავალე და არა ვიღაც ს ზედ შემოჯდომა, გამარიაჟებისთის! - ხმამაღლა და მკაცრად ველაპარაკებოდი მას - ამიხსნი? აქ რა ჯანდაბა ხდება? - ის არაფერს ამბობდა, ან რა უნდა ეთქვა? თავი გავაქნიე და ქურთუკი გავიხადე - გოგონი აბრძანდით ჩემი Ducati-დან, მიყრდნობითაც კი შეურაწყოფას აყენებთ მას - კულტურულად გამოვლანძღე, გავუღიმე და ზურგი ვაქციე პირდაღებულ ბო**, დანარჩენები ხმასაც არ იღებდნენ - დემე, გთხოვ ბაიკი კარგად გაწმინდე, აშკარად დეზინფექცია სჭირდება - ხელი უაზროდ ავიქნიე და დიდ ფანჯარასთან დავდექი, ქალაქს გავხედე რომელიც მაინც ძლიერ მიყვარდა. სიგარეტი ამვიღე დ მოვუკიდე... კვამლი ძლიერად შევისუნთქე, თან ტელეფონი ამოვიღე და ერთ ადგილას დავრეკე. წამით მათკენ გავიხედე... ბიჭები ფხუკუნებდნენ " აშკარად ეს ნაშები დღევანდელი გასართობი სათამაშოები არიან, რომელთაც ხვალ ნაგავში მოისვრიან " გავიფიქრე - ჰმ.. აშკარად მართალი ხარ ნიკოლ - დამეთანხმა ქვეცნობიერი - მხოლოდ ერთი იდგა წარბშეკრული, სიმართლე გითხრათ და ძალიან მეცნო - ამ ბოლო დროს, მას ძალიან ხშირად ხვდები ნიკოლ - ჩამძახა ქვეცნობიერმა და უცებ გამახსენდა ბიჭი " ცისფერთვალება " მარკეტიდან...

*****

-მზად არის ნიკოლ - ფიქრებიდან დემეს ხმამ გამომიყვანა. შევბრუნდი და თავი ბრთხილად დავუქნიე. შემდეგ კი ჯოშს მივუბრუნდი
-ყველაფრის თანხა შენს ანგარიშზეა დარიცხული - ბოლოჯერ შევისუნთქე სიგარეტის კვამლი და ურნაში მოვისროლე - ახლა ევაკუატორი მოვა და ჩემს მანქანას წაიყვანს - ხმა ოფიციალური მქონდა, არანაირი ემოცია რაც მთავარია
-რა? - გაოცება ვერ დამალა ჯოშმა - კიმაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია მისი შეკეთება...
-სხვა დაასრულებს - გავაწყვეტინე საუბარი და მობეზრებულმა თავი გვერდზე გავაქნიე
-მოიცადე! შენ გინდა თქვა რომ - ჩაერია დაბნეული დემე - pontiac firebird 1969 წლის, რეტროს სტილიში მანქანა, ნიკოლს ეკუთვნის? - აღმოხდა დემეს, ყველას გაუკვირდა აშკარად, ცისფერთვალასაც კი, რომელიც ჩემზე უემოციო მეჩვენეოდა, თვალები მოწკურა და ისე გამომხედა, " ვაღარებ სიმპატიურობის განსახიერებაა ეს ბიჭი " - პირველად ხარ ვიღაცით მოხიბლული ნიკოლ, ყოჩაღ ამ ბიჭს - " ოჰ მოიცა რა " იხტიბარი არ გავიტეხე
-მოკლედ, აი ევაკუატორიც. დემე გთხოვ დაეხმარე მათ. - დემე შენობიდან გავიდა - მადლობ ყველაფრისთვის ჯოშ და ხო " ნახვამდის " ხელი ავუწიე და გარეთ გავედი. დაველოდე სანამ მანქანას დანიშნულების ადგილისკენ წაიყვანდენენ, შემდეგ ბაიკზე შემოვჯექი და მეც მათ გავყევი უკან...



№1  offline წევრი მოლურჯო

ძალიან უაზროდაა დაყოფილი
რა პატარაა და რამხელა შუალედებია წლებს შორის
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent