შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მერვე თავი)


8-03-2017, 00:24
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 618

სიბრაზისგან აწითლებულმა გამომხედა და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ . ხელში ამიყვანა და თოვლში ჩამრგო, ახალი დარგული ნაძვისხესავით, თან თოვლს მაყრიდა .
-ვერგიტან, მეზიზღები ნიკა დვალო , მძულხარ.. ვკიოდი და თან ანას ხელს ვეჭიდებოდი, რომ წამოვმდგარიყავი.
-არც მე მეხატები გულზე, მახინჯო . მომაძახა და ბიჭებისკენ გაემართა, რომლებიც სულ არ გვაქცევდნენ ყურადღებას და აჩქარებული ნაბიჯებით მიემართებოდნენ წინ.
-ანი შენც გაიგე რა მითხრა ? ამ .. ამ დამპალმა ზვიგენმა. გაბრაზებულმა გადავხედე მოკისკისეს.
-შენ დაიწყე იმან დაამთავრა.. მხრები აიჩეჩა
-არსადაც აღარ მოვდივარ, აღარმინდა. სახლისკენ მივბრუნდი, მაგრამ როცა გავაცნობიერე , რომ სახლის გასაღები არ მქონდა, ანის სევდიანად შევხედე.
-მე მაქვს. სიცილით ამოიღო ჯიბიდან ვერცხლისფერი პატარა გასაღები.. გახარებული მივარდი ანისთან და გასაღები ხელიდან გამოვგლიჯე..
-ისე სუ არ მინდოდა წასვლა, უფ რაკაია დავისვენებთ ჩვენ მაგათგან, თან სრიალიც არ ვიცოდით და რა გვინდოდა იქ. ხელი აიქნია ანიმ და სიხარულით შევარდა სახლში..
ტელევიზორის წინ მოვკალათდით.
- ისე გოგო, საიდან გაქვს ეს გასაღები?
-ლუკას გამოვართვი. რას ესვროდი შენ კიდე იმ გუნდას ?
-ილოს ვესროლე მარა ჩემი ბედი ხომ იცი? ხოდა მაგ დროს გაიწიე ესეც და მოხვდა იმ გველს . არა როგორ მითხრა მახინჯოო? ეხა ვგავარ მახინჯს ? ანის შევხედე..
-ეტყობა ბრმა არის ეგ და ვერ აღიქვამს, შენს ლამაზ თვალებს.. მანუგეშა დაქალმა
-ბრმა კი არა, დალტონიკი ყოფილა მაშინ . დავანებოთ მაგას თავი, მაგის ხსენებაც არ მინდა, მაინდამაინც ეგ არის იკას დეიდაშვილი, ხო ვამბობ ბედი არ მაქვს .. ის გეგა მანც ყოფილიყო იკას დეიდაშვილი, ან მამიდაშვილი, ან ბიძაშვილი .. გავინაზე გეგას ხსენებაზე. ანამ სიცილი დაიწყო გეგას ხსენებაზე
-რომელი გეგა? ლუკა, რომ იყო და გეგად რო გაგეჩითა?. ამას მეტი ხო არაფერი უნდა ეხლა იცინებს და იქნება ასე.
-ჩემი რა ბრალია? ძმაკაცი ყავს ჩლუნგი.. აი ეხლა მე, რომ ნია დაგიძახო არ ეგონება ვინმეს, რომ ნია გქვია?
-აუ ეგ მაგარი იყო რა, თან ის მთელი თვე სულ ლუკაზე რომ ლაპარაკობდი , მართლა არაგაქვს შენ ბედი მოწონებებში..
-მოწონებას ვინ ჩივის ისე მანც მქონდეს, რავქნათ ეხლა იმათ ველოდოთ ?
-რატომ უნდა ველოდოთ ? ავიღოთ არაყი, რამე საჭმელიც, ჩავთოთ სიმღერები და გავერთოთ .. წარბები აათამაშა და ეშმაკური ღიმილით წავიდა სამზარეულოსკენ. ჟურნალების მაგიდიდან ყველაფერი გადავაწყვე და ანის მიერ გამოტანილი თუთის არაყი დავდე.
-ანი შენ დაასხი, მე მანამდე საჭმელს და სასუსნავებს გამოვიტან.
უკვე კაი შეზარხოშებულები ვიყავით, ან უფრო ვარესი, ოთახში იკა, რომ შემოვიდა ნიკათურთ, ფაქტიურად იკას ნიკა ზედ ეკიდა . გაოგნებულებმა გადავხედეთ ბიჭებს. ჩავთვალე მეჩვენებათქო და ანის მივუტრიალდი ..
-გოგო მგონი ძალიან ბევრი დავლიეთ.
-რატო?
-ის გველი მეჩვენება შენი იკათურთ. ვითომ გადავუჩურჩულე, არადა მათაც მშვენივრად გაიგეს.
-ხო ჩემ იკას ვხედავ, შენს ნიკასთან ერთად.. გაიღიმა ფართოდ და თავი დამიქნია იმაში დასაწრმუნებლად რო ერთსა და იმავეს ვხედავდით.. მარა მოიცა „რაო შენი ნიკათიო?“ ამას ჩემზე ბევრი დაულევია.
-ის გველი ჩემი არ არის . შევუბღვირე ანის .. ბიჭებისკენ გავიხედე, რომლებიც მომღიმარი სახით შემოგვყურებდნენ.
- რატო არ ქრებიან ? არაა ეს მოჩვენევნება? თქვა ანიმ და თვალი იკას გაუშტერა. იკა თითქოს ეხლა მოვიდა გონს, ნიკა კედელს „მიაყუდა“ და ანისკენ წავიდა.
-ანი რა თქვი? გაბრწყინებული თვალებით უყურებდა აღელვებულ გოგონას.
-რა ვთქვი? რამე ვთქვი? გადმომხედა დაბნეულმა
-ჩემი იკაო , რომ თქვი მაგაზე გეუბნება გოგო .. უდარდელად ავიჩეჩე მხრები და კიდევ ერთი ჭიქა დავლიე.
-ა ხო ვთქვი.. გაიკრიჭა . შენ ხარ ჩემი. ამაყად თქვა და გაშეშებულ იკას ჩაეხუტა . >აუფ რა მთვრალია ეს გოგო<
-ანი მიყვარხარ. გაუბედავად ამოთქვა იკამ
-ეგ ისედაც ვიცი. გაიღიმა და ბიჭს ლოყაზე აკოცა . ბედნიერი ვუყურებდი მათ და ანაზე ბრაზი მომდიოდა, რომ გეკითხა არაფერს გრძნობდა იკას მიმართ და საერთოდ არ აინტერესებდა, აფერისტი ეს . თურმე არ მალავდნენ ამ სიყვარულს ნესტან დარეჯანივით და ტარიელივით.
-ეს სიყვარული შენ, რომ მაჩუქე აღარ მინდა . წავიღიღინე და ფეხზე წამოვდექი, შეძლებისდაგვარად, რათა წყვილი მარტო დამეტოვებინა. კიბებზე ავდიოდი უკნიდან ნიკას ხმა , რომ მომესმა
-ეს სიყვარული შენ, რომ მაჩუქე კიდევ მინდა. უცბად მივბრუნდი უკან და ალბათ კიბეზე დავგორდებოდი ნიკას, რომ არ დავეჭირე.
-ფრთხილად . გამიღიმა . ხმაც არ გამიცია, მოვცილდი.. დავინახე კოჭლობით, რომ ამოდიოდა კიბეებზე. თან სახეს სასაცილოდ მანჭავდა.
-რა დაგემართა ? კედელზე მიყრდნობილმა თვალით ფეხზე ვანიშნე.
-ფეხი გადამიტრიალდა და მტკივა . ისევ ღიმილით დამიბრუნა პასუხი.
-გასაგებია. აივნისკენ გავემართე
-ლოთო, შენი ოთახი აქეთაა. ხელით მანიშნა მარჯვენა მხარეს
-აივანზე გავდივარ გველო, დავეჭყანე.. ჩაიცინა და კოჭლობით გამომყვა უკან . სკამზე ჩამოვჯექი, ისიც გვერდით სკამზე დაჯდა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვადევნებდით თვალს მოცეკვავე თოვლის ფიფქებს. ფეხზე წამოდგა . ალბათ მობეზრდა ჩემთან ერთად ყოფნა, ცხვირაბზუებულმა გავხედე ფეხის ტკივილით მიმავალს. ფეხები სკამზე ავწიე , ხელები შემოვხვიე და ნიკაპით მუხლებს დავეყრდენი.
-გამომართვი. სიჩუმეში მომესმა ბოხი ბარიტონი, ნიკასკენ შევბრუნდი, ხელში პლედი ეჭირა
-არმინდა . ნაწყენმა ვთქვი
-გაიყინები მასე. მარცხენა წარბი ზევით აწია და თავიც გადახარა. - აუ რა ჯიუტი ხარ ტო , გაყინვა გირჩევნია იმის აღიარებას, რომ გცივა . თვალები გადაატრიალა და პლედი თვითონ მომახურა .
-ვერვიტან მაგ ტოს.
-არც მე მიყვარს, ჩაიცინა . პროსტა უხდება სიტყვას .
-არ უხდება . ნიკას ხმა აღარ ამოუღია მომღიმარი აკვირდებოდა, მთვრალ გოგოს .
-ნიკა
-გისმენ
- გოგოებს რატომ მოსწონხარ ? ამ უცაბედ კითხვაზე ბიჭი გაშეშდა , მერე გაიაზრა რაც უთხრა ნიდამ და სიცილი დაიწყო ..
-სერიოზულად გეუბნები. შეუბღვირა მოხარხარეს
- რა იყო შენც მოიხიბლე ჩემით ? თვალებგაბწყინებულმა შეხედა, პლედის სწორებით გართულს
-არა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.. უბრალოდ ნოეს აინტერესებს ეგ კითხვა, რა უდევთ ამ გოგოებს თავში ასეთი, რომ შენზე აფრენენ. ნიკას ნერვები აეშალა, სიცილი სახეზე შეეყინა და გაღიზიანებული მიუბრუნდა ქალბატონს
-ვინაა ნოე ? და ვაფშე, რა პონტში აინტერესებს მაგას ვის მოვწონვარ და ვის არა ?
-ნოე ჩემი ჯგუფეია, გოგოების ტვინის შესწავლას აპირებს . გულწრფელად თქვა, ფეხზე წამოდგა სკამი ნიკასთან ახლოს დადგა და დაბძანდა..ნიკა გაკვირვებული აკვირდებოდა ნიდას მოქმედებას... თავი ბიჭის მხარზე დადო, პლედი მასაც გადააფარა და თვალები დახუჭა .... დვალმა თვალებ დახუჭულ გოგონას დახედა, რომელსაც მის მხარზე უკვე ეძინა. რამდენიმე წამი გაღიმებული უყურებდა მას . ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეს უჩვეულო, დაუჯერებელი მომენტი დააფიქსირა.
-იმედია ამ ბედობას დამებედები.. ჩაიღიმა ნიკამ და გოგონას შუბლზე ეამბორა . ტელეფონში ირაკლი ჩარკვიანის “emotions” ჩართო. აფორიაქებული უსმენდა მუსიკას და თავადაც ვერ გაერკვია, რას გრძნობდა იმ წამს, ან რატომ იყო მისი გულისცემა ასეთი ჩქარი.
-ნიკა ..მოესმა იკას ხმა და კარისკენ გაიხედა
-რა არის?
-არაფერი, ნიდა როგორაა? ცუდად ხომ არ არის ?
-არ არის ცუდად, უბრალოდ ჩაეძინა.
-ძაან ბევრი დალიეს. გაეღიმა ანის წარმოდგენისას .
-ხო . დაეთანხმა დეიდაშვილს. ანიმ და შენ რა ქენით ?
-ჩემი გოგოა მორჩა ბაზარი.. გაიცინა იკამ ... ოთახში შევიყვანე და სძინავს, შენ ფეხი გტკივა და მე წავიყვან ამასაც ცოდოა ასე, კისერი ეტკინება .
-ხო მასე ჯობია .. იკამ ნიდა ხელში აიყვანა და მისი ოთახისკენ დაიძრა .. ნიკამ თვალი გააყოლა იკაზე მიხუტებულ მძინარე გოგოს.. თავისთვის ჩაიბურტყუნა მანდამანც ეხლა ვიტკინე ეს ფეხიო.. გაღიზიანებულმა გამორთო ტელეფონში ჩართული მუსიკა და მომღიმარმა გაუშტერა თვალი სურათს, სადაც ნიდა და თვითონ იყვნენ გამოსახულები.
-ძინავთ იმათ და წამო ჩვენ ქვევით ჩავიდეთ, ავღნიშნოთ ჩემი და ანის ამბავი. დვალმა ნიკას გაბრწყინებულ სახეს, რომ შეხედა, გაეცინა .
-წამო.. წამო.. იბედნიერე მანამ სანამ გამოფხიზლდება, თორემ მერე არაფერი ემახსოვრება .. გადაიხარხარა და დეიდაშვილს გვერდი გაკრა კარებში გასვლისას . იკამ გაბრაზებულმა შეხედა ..
-ემახსოვრება .. მკაცრად თქვა და წინ მიმავალს ფეხი ჩაარტყა ნატკენ ფეხზე.
-ფუ შენი.. ტკივილისგან ჩაიკეცა ნიკა .. - გამასწარი ეხლა აქედან.. დაიღრიალა და ძლივს ძლიობით წამოდგა .
-კაი ხო ძაან არ მინდოდა .. წყობიდან გამომიყვანე .. სინანულით თქვა და სევდიანად შეხედა
-დამეხმარე მაინც , ვერხედავ რო მტკივა.. სიმწრით ამოთქვა
-ბიჭო მოტეხილი ხო არ გაქვს ? შეშინებული მივარდა ნიკასთან
-მე რა ვიცი, ტრანვატოლოგი კი არ ვარ .. შეუღრინა
-შენ, რომ რამე მოგივიდეს დედაშენი მომკლავს ტო ..
-ხო ჩემზე არ ინერვიულო, შენს თავზე იფიქრე..
კიბეზე წვალებით ჩავიდნენ, ირაკლიმ ნიკა დივანზე დასვა და გვერდით მიუჯდა..
-შენც რაღა იმ თოვლში მოგინდა, ტრიუკების შესრულება?
-ნუ დაიწყებ ეხლა დედაჩემივით . ხელი აიქნი დვალმა.. იქვე მიგდებულ პულტს დასწვდა და ტელევიზორი ჩართო.
-ვსო ვრეკავ მე ბიჭებთან და ვინმე ექიმს ნახავენ რა, ჯობია გავიგოთ რა გჭირს მაგ ფეხზე .. ნიკა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ირაკლიმ ხელით ანიშნა გაჩუმდიო.. თავისი დეიდაშვილის ამბავი რომ იცოდა თავი დაანება და ტელევიზორს უაზროდ მიაშტერდა ..იკამ ტელეფონი აიღო და იოანეს დაურეკა:
-იო ვინმე ექიმი მოიყვანეთ, მგონი მოტეხილი აქვს ამას ეს ფეხი ... ხო კაი მაშინ .. არა რას აფუჭებენ სძინავთ უკვე .. გაეცინა .. არაფერი არ ჭირთ, დათვრნენ და მალევე ჩაეძინათ .. ხო კაი ..
-რაო .. ინტერესით გადახედა ნიკამ
-მოვალთ მალე და მოვიყვანთ ექიმსო.. ისე ბედობაზე მაგარი რაღაც დაგებედა რა . გაიცინა ირაკლიმ
-ხო ძაან .. ბედნიერს გაეღიმა ნიდას წარმოდგენისას .
-რა გაცინებს ტო, ფეხზე გითხარი...რამეს მიმალავ ? ეჭვისთვალით შეხედა დვალს
-წადი ანის დახედე, ცუდად არ იყოს და ნიდასაც შეხედე.. თავი აარიდა კითხვას
-უი ხო ავალ ვნახავ როგორ არიან, შენ მერე დაგელაპარაკები. თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სწრაფად აიარა კიბეები. გაღიმებულმა შიაღო ოთახის კარი, მძინარე გოგოებს გადახედა..
-როგორ არიან ? კითხა ნიკამ ირაკლის ,როდესაც დივანზე დაეხეთქა
-ძინავთ. შენ, ფეხი ისევ გტკივა?
-ესე უცებ გამივლიდა? მობეზრებულმა კითხა
-მე რას მიღრენ ტო? გკითხე უბრალოდ, არაფრის ღირსი არ ხარ რა. დივანზე დაგდებული ბალიში ესროლა ნიკას და იმწამს შემოსულ ბიჭებს გახედა.
-სადაა ბიჭო ექიმი ?
-ილო წავიდა მოსაყვანად, პასუხი გასცა გუგამ და იოსთან ერთად ჩაესვენა დივანზე, ნიკას გვერდით .
ექიმის მოლოდინში ერთი საათი გავიდა, მობეზრებულები იჯდნენ და უყურებდნენ ტელევიზორს.. იკა, გუგა და ლუკა კარტს თამაშობდნენ .. ნიკას ტკივილისგან სახე დამაჭვოდა და დივანზე წამოწოლილიყო.
-სდაროვა ძმებო.. დაიძახა კიბეებზე ჩამომავალმა და ბიჭებს გაეკრიჭა..
-რა უზრდელი ძმაკაცი გყავთ იო რა უბედურებაა? რას გაწექი აქ პითონივით და რას მიჭეჭყე ეს ბიჭები ? სწრაფად მიაყარა სიტყვები გაოგნებულ ბიჭს და ფეხები „ჩამოაწევინა“ ნუ ჩამოაგდებინა უფრო.. ნიკამ იმხელა ხმაზე იღრიალა ნიდა შიშისგან შეხტა
-რასაც არ გეკითხებიან, რატომ აკეთებ იმას ? გამოეთრიე გოგო უარესად ატკინე... მკლავში მოკიდა ხელი იომ და გვერდით გასწია.. -ველური ხარ, რომელ გოგოობაზეა ლაპარაკი სინაზეც არ გაგაჩნია..
-კი მარა, რა გავაკეთე ასეთი ?
-ფეხი აქვს გოგო ნატკენი .. იღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა იომ
-მერე რა გაღრიალებს ისედაც თავი მისკდება..ორივე ხელი თავზე მიიდო და მაგრად მოიჭირა..
-მაგაზე მერე დაგელაპარაკები, გადი ეხლა იქით .. მკაცრად თქვა იომ. ნიდამ მხრები აიჩეჩა და უდარდელად გააბიჯა სამზარეულოში. -მოვკლავ ეხლა ამას.. გაბრაზდა იო თავისი დის უგულობით .
-კაი დაანებე თავი არ იცოდა. სახე დამანჭულმა თქვა ნიკამ .
-ისინიც სად არიან აქამდე ვით ვერ ნახეს ის ექიმი.. დვალის შეწუხებული სახის შემყურე დაჩიმ გაბრაზებით თქვა..
-ნაკა ხოიცი ნათქვამია ძაღლი კოჭლობით არ კვდებაო. ნაბეღლავის ბოთლით ხელდამშვენებული გამოვიდა სიტყვით ქალბატონი. იომ ისეთი სახით გადახედა, ლუკას გაეცინა, იოს დასამშვიდებლად ნიდას ჩაკიდა ხელი და სამზარეულოში გაიყვანა..
-რა მოუვიდა იმას ? დაინტერესებულმა გადახედა ლუკას და სკამზე ჩამოჯდა .
-დაიჯინა რაღაც ახალი „ტრიუკი“ დავამუღამე უნდა გაჩვენოთო , ჰოდა აჰა მაგრად დაამუღამა ვერაფერს იტყვი.. ირონიულად თქვა და დივანზე მწოლიარეს გახედა..
-რა ტრიუკი?
- პარკურის მიმდევარია ეს დებილი და ამუღამებს რაღაც ილეთებს.. მობეზრებულმა აიქნია ხელი. -ხო იცი რა მაგრად მეშინია სიმაღლის? ეს კიდე გიჟია რეებს აკეთებს, რომ ნახო გაგისკდება გული.. მაგ პარკურის გამო რაც მე შიში ვჭამე.. ეხლა კიდე ეს სქაიდაივინგი აქვს ტო აკვიატებული, გამაგიჟა რა. მაგის ახალმა ილეთებმა ხო შეგვიკლა .. კაი ეს ჩემი სათუთი გული არ ეცოდება მარა თავის თავს როგორ იმეტებს ტო.. ერთხელაც შეიწირავს ეგ პარკური.
-ნიდა შოკში იყო.. არ ეგონა იმწამს დივანზე გაწიოლილი „ლოქო“ ასეთი აზარტული თუ იქნებოდა .
-აუუუ მეც მინდა. იყვირა ნიდამ და გახარებული ფეხზე წამოდგა, როცა მის ტვინთან სიტყვა სქაიდაივინგმა მიახწია.
-რა გაყვირებს. შეუღრინა სამზარეულოში შესულმა ანიმ . გასკდა თავი
-ნეტავ რატომ ? შეუბღვირა ლუკამ და იკას გახედა, რომელიც ღიმილით უყურებდა მის წინ მდგარ გოგონას. ანიმ მორცხვად შეხედა ირაკლის..
-რატო გვისკდება ჩემო ლუკა თავი და აი ამიტომ.. ორივე ხელი გავშალე და წყვილზე მივუთითე.. გაშტერებულმა შემომხედა ჯერ მე და შემდგომ „ გვრიტები“ აათვალიერა .
-გოგო შენ თავი სადმე ხო არ მიარტყი? სერიოზული სახით მკითხა ლუკამ .
-ფუ უჟმური, მინდოდა თვითონ მიმხვდარიყავი მარა სად გაქვს ტვინე . სიძე გიდგას წინ და იმას ებღვირე მე რას მიღრენ ვერ გავიგე რა ?
-რაა ? გაოცებულმა გადახედა იკას
-რა და ჯანდაბა ნიდას. გაღიზიანებულმა გამომხედა ანამ -მეთვითონ ვერ ვეტყოდი ? ტლიკინა ეს
-აჰა გააკეთე სიკეთე.. ხტფუ რა უმადურ ხალხში ვარ ..
-ლუკა გამო რა გარეთ ვილაპარაკოთ .. აღელვებულმა ირაკლიმ ლუკას გახედა.. უხმოდ ადგა ლუკა ფეხზე და კარისკენ წავიდნენ. ჩვენ სასტუმრო ოთახში გავედით..
-რასჭირთ ამათ ე ? იკითხა ლოყა ჩალურჯებულმა მგონი დაჩიმ
-გარჩევა აქვთ .. მხიარულად ვთქვი და სკამზე ჩამოვჯექი ..
-რა გარჩევა ნიდა? გაკვირვებულმა გამომხედა ჩემმა ძმამ.
-ოოო მოკლედ იკას და ანის წყვილი შედგა , ხოდა სიძეს ებლატავება ეხლა“ ჩემ დას გაუფთხილდი თორემ დაგლეწავ ძვლებში ბიჭოოოო“ .. ლუკას ხმით წარმოვთქვი.. იოანეს გადავხედე, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობდა - იუნა მანც დაგინახე ულვაშებში, რომ ჩაგეღიმა ამიტომ შეგილია ხმამაღლაც გადაიხარხარო ძამი.
-რა ბოთე ხარ რა . გაიცინა იომ... ჩემთან მოვიდა და თავზე მაკოცა .
-აუ სად არიან ისინიც კიდე, ექიმის ჩამოსაყვანად წავიდნენ თუ საგულაოდ? ნიკას საცოდაობით შეწუხებულმა იკითხა გუგამ..
-აი მოვიდა მგონი.. ფანჯარასთან მდგომმა ანიმ წამოიძახა.
-გვეშველა ჩაიდუდღუნა იომ.
რამდენიმე წუთში კარი შემოაღო ილომ და თან შემოყვა ექიმიც.. მარა ჩემს წარმოდგენაში ეს ექიმი ქალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წარმოდგენა მაშინვე გაქრა როდესაც ილიას გვერდით მომღიმარი ბიჭი დავინახე. შავ თვალებს აქეთ იქით დააცოცებდა .. გაშტერებული ვუყურებდი „ზე სიმპაწიურ ტიპს“.
-აბა რომელია პაციენტი ? იკითხა ახალგაზრდა ექიმმა
-მე . წამოვიძახე დაუფიქრებლად.
-გოგოოო .. თვალები დამიბრიალა იოანემ .
-უბრალოდ ხუმრობს .. სიტუაციის გამოსწორება სცადა გუგამ - აი ეს არის .. მიუთითა დივანზე მწოლიარე ნიკაზე.
- ხო ეს არის .. დავეთანხმე გუგას და ექიმს მივუახლოვდი .. - მე ნიდა ვარ .. გავეკრიჭე.. ბიჭმა გაიცინა და ხელი ჩამომართვა
-მე გეგა ვარ . გაიცინა .. ამ სახელის გაგონებაზე ხელი გამოვგლიჯე და ცხვირ აბზუებული მოვცილდი .. ჩემი საქციელით გაკვირვებული მიუახლოვდა ნიკას .. იოანეს შევხედე, რომელიც თავს ძლივს იკავებდა ჩემთვის, რომ არ ეღრიალა..
-ფეხი აქვს მგონი მოტეხილი.. შეწუხებულმა გეგამ გადახედა ექიმს. ბიჭმა ნიკას შარვალი აუკეცა და გასიებულ ფეხს დააკვირდა.
-შეშუპებულია თან ჩალურჯებული.. სერიოზული სახით თქვა ექიმმა .. გტკივა? მიმართა ნიკას
-კი .. ამოიღმუილა ტკივილისგან
-დაცემისას რაიმე ტკაცუნის ხმა ხომ არ ქონია ? გააგძელა ნიკას დაკითხვა ექიმმა
- არა .. გაღიზიანებულმა უპასუხა
-მცირედი მოტეხილობაა ანუ პატარა ზომის ბზარები თუ ექნება ძვალს, მაგრამ აუცილებელია თაბაშირის დადება გართულებa, რომ არ იყოს შემდგომ .. თბილისში მოგიწევთ წასვლა, რადგან დღეს დასვენებაა და ჩემი კოლეგა , რომელიც ტრანვატოლოგი გუშინ დაბრუნდა თბილისში .
-აქ არაა ვინმე სხვაა? იკითხა დაჩიმ
-სამწუხაროდ არა.. ტკივილ გამაყუჩებელი მაქვს წამოღებული და იმას მოგცემ, ეცადეთ ფეხი ზედნეტად არ ამოზრაოთ ..
-ნიდა წადი ბარგი ჩაალაგე თბილისში მივდივართ.. ბძანება გასცა ჩემმა ძმამ. სხვა რა გზა იყო წარბებშეკრული გავემართე მეორე სართულისაკენა, ანაც გამომყვა. ხო ვამბობ ბედი არ მაქვსთქო რა .. დასასვენებლად ჩამოვედი და დაუსვენებლად მივდივარ ფუი შეაფურთხებდა ადამიანი ამ ცხოვრებას .. გაბრაზებული ვტენიდი ჩანთაში ტანსაცმელს. ყველაფერი მანქანაში ჩააწყვეს, „ხეიბარი“ სახლიდან გამოიტანეს და მანქანაში ჩასვეს.. იომ დაქირავებული სახლის ფული გადაიხადა და მანქანაში ადგილი დაიკავა.. ლუკას გადავხედე, რომელიც ღიმილით შეჰყურებდა წყვილს .. როგორც ჩანს მოგვარდნენ. ილიამ „გვრიტებს“ თავისი მანქანა დაუთმო და ისინი მარტო წავიდნენ თბილისისკენ. გუგა, დაჩი და იოანე ლუკას მანქანაში მოთავსდნენ .. მე და ნიკა კი მის ჰამერში, უკანა სავარძელზე მოვკალათდით , საჭესთან ილია დაჯდა. სიცივისგან დაორთქლილ მინას მივადე თავი და თვალები დავხუჭე. რამდენიმე წუთში მხარი დამიმძიმდა, თვალები ზანტად გავახილე. ჩემს მხარზე მოუნდა ამასაც დძინება, მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები.. მაგრამ ღიმილი ვერ შევიკავე მის აცმაცუნებულ ტუჩებს, რომ დავხედე . გაღიმებული ვაკვირდებოდი ნიკა დვალს.. სარკეში ეშმაკურად მომცინარი ილიას გავუსწორე მზერა, შეცბუნებულმა სწრაფად მივაბრუნე თავი ფანჯრისკენ, ამ სწრაფმა რიაქციამ კი ნიკას თავის ჩამოვარდნა გამოიწვია, რომელიც ჩემს კალთაზე დაეცა. რამდენიმე წამი გავშეშდი მერე უნებურად წავიღე ხელი თმებისკენ .აჩეჩილ თმებს უარესად ვურევდი და ღიმილის შეკავება მიჭირდა მისი მძინარე სახის დანახვისას . ჩემი საქციელის გაცნობიერებისას ხელელი სასწრაფოდ მოვაცილე ..
-აუ გაგძელე რა .. ნამძინარები ხმით დაიჩურჩულა დვალმა.. ისევ შევუცურე თმებში ხელი და კვლავ გავაგძელე მისი თმით თამაში.. მარჯვენა ხელი აწია, ჩემი ხელი დაიჭირა და ხელის გულზე მაკოცა.



№1  offline წევრი Kukrali

აუ მალე დადე შმდეგი თავი რა გემუდარებიიი

 


№2  offline წევრი Kukrali

ისევ მე : D მალე დადე რაა :(

 


№3  offline წევრი tatiachelo

Kukrali
ისევ მე : D მალე დადე რაა :(

ხვალ დავდებ გპირდები )))

 


№4  offline წევრი Kukrali

მადლობაა :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent