შეგეჩვიე IX
ბავშვობიდანვე სხვაგვარად წარმომედგინა. პირველივე ს გავიფიქრე როდესაც დილით იოანეზე მიხუტებულს გამომეღვიძა. ფრთხილად ვცადე გადმობრუნება მაგრამ მან ხელი არ გამიშვა. –ნეტა ახლა არ გადმობრუნდეს.– გავიფიქრე და თვალები დავხუჭე. მაგრამ გამიმართლა, არ გაუღვიძია, მხოლოდ უხერხულად შეიშმუშნა და მეც როგორღაც ხელი გავინთავისუფლე. ფრთხილად ავდექი და ის ის იყო ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი, მომაძახა. –დილამშვიდობისა, მშვენიერო. – ხალათი დაგავიწყდა დებილოო, გავიფიქრე, მიბრუნება არც მიფიქრია. მოკლე შორტით და მაისურით ავიტუზე კართან. –დილამშვიდობის. – მივუგდე სიტყვა და სასწრაფოდ გამოვედი. სააბაზანოდან გამოსულს ნატუკა და დაჩი დამხვდნენ მისაღებში. ხელგაშლილი შემომეგება ნატუკა. –თებეა როგორ მიხარია რომ არაფერი არ დაგმართეს იმ ველურეებმა. –მეც მიხარია ნატუ რომ ისევ გხედავთ. –აბა როგოორ, გეგონა ჩემ ქორწილს გამოგატოვებინებდი? –რაა? ქორწილი? – დაჩის მივუახლოვდი და დოინჯშემორტყმული დავუდექო წინ. –შე საზიზღარო ჯერ ზუსტად ვერაფრის გაგება მოვასწარი და უკვე მართმევ? – დაჩის გაეცინა. –ნუ გეშინია ყველაფერს მოასწრებთ. –მოიცა რამე ხდება და მე არ ვიცი? – იკითხა გაკვირვებულმა იოანემ. –ხდება ძმა თან ისეთი ხდება მეც რომ მიკვირს. ამ ტავქარიანმა გოგოებმა შეგვცვალეს ჩვენც და ჩვენი ცხოოვრებაც. –ეე ვინაა თავქარიანი. –ერთდოულად ვთქვით მე და ნატუკამ. ამაზე კი ოთხივეს გაგვეცინა. –კი ძმა მართალი ხარ. –დაეთანხმა იოანეც თან თვალი ჩემსკენ გამოაპარა. –როდის გადაწყვითეთ ქორწილი? ერთ თვეში. ხელს მოვაწერთ და ჯვარს დავიწერთ, ვიწრო წრეში, თქვენ და მეჯვარეები. –მე რომ უნდა ვყოფილიყავი შენი მეჯვარე? – დღეს რაღაც ხდება. ერთდროულად გამოვთქვით პროტესტი მე და იოანემ. ნატუკამ და დაჩიმ ერთმანეთს გახედეს და გაეცინათ. დაჩი მომიახლოვდა ხელი გადამხვია და გვითხრა. –ჰო მაგრამ არ შეიძლება რომ მეუღლეეები იყნენ მეჯვარეები. –ხო მაგრამ ჩვენ მალე აღარ ვიქნებით ცოლ–ქმარი. –დაუფიქრებლად ვთქვი და მერე ტუცზე ვიკბინე იოანეს წაშლილ თვალებს რომ გადავაწყდი. ყველანი დაიბნენ და სიტუაცია კარზე ზარმა განმუხტა. –მე გავაღებ. –თქვა იოანემ და გაგვერიდა. –სულ გააფრინე გოგო შეეენ? –თავში ხელი წამომარტყა ნატუკამ. –რა ვთქვი არასწორი? –უხ რა საცემი ხარ ახლაა. –კვერი დაუკრა დაჩიმ. ოთახში საოცარი სისწრაფით შემოვარდა ლუნა. ისე რომ ბავშვები არ მორიდებია, პირდაპირ ჩემთან მოვარდა და სილა გამაწნა. –შენი ბრალია ყველაფერი, შე კახპა. შენ რომ არ გამოჩენილიყავი ოანეს ცხოვრებაში ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა. შენ დაუნგრიე მას ცხოვრება და მეც. –თქვა და მეორედ წამოიღო ხელი გასარტამად. მაგრამ იოანემ დაუჭირა. ჩასისხლიანებული თვალებით გახედა და შეუღრინა. –არ გაბედო და თებეაზე მეორედ ხელი არ აღმართო თორემ გეფიცები დავივიწყებ ვინ ხარ ჩემთვის. – უხერხულობის გამო დაჩიმ და ნატუკამ წასვლა არჩიეს და მართლებიც იყვნენ. ქარიშხალი უნდა ამოვარდეს, გული მიგრძნობს. –როგორ შეგიძლია მისი დაცვა. რაც ის შემოვიდა შენს ცხოვრებაში აღარაფერია კარგად. –თურმე არც მანამდე ყოფილა კარგად და ის რომ არა მთელი სიცოცხლე სიცრუეში მომიწევდა ცხოვრება. –რა გაგიკეთა შვილო ამ გოგომ ასეთი? –ცხოვრება დამანახა სხვა თვალით. –იოანეს სიმშვიდე მაკვირვებს. მიუხედავად იმისა რომ იცის რაც გააკეთა ლუნამ ცდილობს სიმშვიდე ბოლომდე შეინარჩუნოს. –კარგი რა იოანე, მორჩი ამ დრამას. მე ხომ მაინც ვიცი როგორი ხარ. –რომ გცოდნოდა შენი შვილი როგორიც იყო ისე არ მოიქცეოდი რომ მისთვის ცხოვრება დაგენგრია. –მე არასდროს გამიკეთებია ისეთი რამ რაც შენი მომავლისთვის ცუდი იქნებოდა. –ჰა გასაგებია. და ჩემი მომავლისთვის დიანას სიკვდილი აუცილებელი იყო? – ამას კი არ ელოდა ლუნა. სახე შეეცვალა. –მე რა შუაში ვარ დიანას სიკვდილთან? – ეს კითხვა ბოლო წვეთი იყო იოანესთვის და იფეთქა. –იმდენად ამაზრზენი ხარ, ნამუსიც არ გაქვს იმისი რომ პირში მაინც არ მატყუებდე. –არ მესმის იოანე რა გინდა. –რა მინდა და იმ დამპალი წლების დავიწყება მინდა შენი წყალობით ჯოჯოხეთად რომ მექცა. –დამშვიდდი იოანე. – ხელი წაიღო მისკენ მოსაფერებლად. იოანემ ხელი აუქნია –არ გაბედო და არ შემეხო. შენს ხელებზე დიანს სისხლი და ჩემი გამწარებული ახალგაზრდობაა. –რა ჩაიციკლე იოანე ამ დიანას სიკვდილზე რა გჭირს. ის ხომ 6 წლის წინ მოკვდა. –კი შენი წყალობით 6 წლის წინ მოკვდა მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ 2 დღის წინ მიაბარეს მიწას. –ლუნა ერთ ადგილას გაშეშდა. ყურებს არ უჯერებდა. მოსმენილა ადგილზე გააქვავა. ნერვიულად დაიწყო სახეზე და თმებში თითების ჩამოსმა. ალბათ მიხვდა რომ იანემ ყველაფერი გაიგო. –არა იოოანე მე არ ჩამიდენია. –მუდარის თვალებით დაუწყო ყურება. –გაეთრიე ჩემი სახლიდან და დაივიწყე რომ ოდესღაც შვილი გყავდა. –არა იოანე მომისმინე ძალიან გთხოვ. –რამდენჯერმე გაუმეორა. მაგრამ იანე მოსმენას არ აპირებდა. მკლავში ხელი ჩაავლო და კარისკენ წაიყვანა. –იოანე მე არაფერ შუაში ვარ მამაშენის ბრალია ყველაფერი. – მამის ხსენებაზე იოანე უცებ შედგა. –რომელი მამის ლუნა? – ალმაცერად გახედა.პასუხად დუმილი მიიღო და კვლავ კარისკენ აიღო გეზი. –იოანე დიმიტრი მამაშენიაა. –რაა? – ჩემდაუნებურად აღმომხდა პირიდან. აი ამას არ მოველოდი. ფაქტია რომ არც იოანე. –რა თქვი? –მოუბრუნდა ლუნას. –გაიმეორე რა თქვი. რა თქვიმეთქი. – ყვიროდა იოანე და თან ლუნას ანჯღრევდა. –დიმიტრი მამაშენია. აბა რა გეგონა ასე უპატრონოდ ამხელა წარმატებას როგორ მიაღწიე. იოანე გახევდა. წარმოსადგენადაც რთულია რა ხდებოდა მის თავში. ლუნამ გააგრძელა საუბარი. –მართალია გითხარი რომ მამაშენმა მიგატოვა მაგრამ სინამდვილეში. შენ დიმიტრის უკანონო შვილი ხარ. მის მდივნად ვმუშაობდი. შემიყვარდა და დავნებდი. როცა შენს შესახებ გავიგე მას უკვე ცოლი ყავდა. ვეღარაფერს შევცვლიდი. მას შენთვის მზრუნველობა არასოდეს მოუკლია. – იოანე შებარბაცდა და დივნის კუთხეში ჩაიკეცა. ვერაფერი მოვიმოქმედე. მონუსხულივით ვუსმენდი ლუნას აღსარებას. – უნდოდა რომ მისი ადგილი დაგეკავებინა და ამისთვის გამზადებდა. როცა დიანა გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, იფიქრა რომ სწავლის გარდა სხვა რამეზე დაიწყებდი ფიქრს და მიბრძანა რომ ეგ გოგო შენთვის ჩამომეშორებინა. მაშინ მხოლოდ ის მომივიდა თავში რომ ფული შემეთავაზებინა. ასეც მოვიქეცი. მაგრამ მან ფული არ წაიღო თუმცა შენი მომავლის სანაცვლოდ წასვლას დამთანხმდა. –გაჩერდი ლუნა გეხვერწები აღარ გააგრძელო. –ამოიგმინა იოანემ. –არა იოანე, რადგან დავიწყე ბოლომდე მოგიყვები ყველაფერს. –ამოისუნთქა და გააგრძელა. –იმ დღეს როცა დიანა სახლიდან წამოვიდა გარეთ მისი კაცი იცდიდა. ის დაეჯახა დიანას. მაგრამ დიანა არ მოკვდა და მაშინ ის მოიფიქრა რომ მკურნალობის სანაცვლომ ფული მიგვეცა. მისი მშობლები ისე იყვნენ გამწარებული, უყოყმანოდ დაგვთანხმდნენ ოღონდაც მათ შვილს სიცოცხლის შანსი მისცემოდა. მე მხოლოდ მის ბრძანებებს ვასრულებდი იოანე, მხოლოდ შენი გულისთვის, მხოლოდ შენი მომავლისთვის შვილო. – დაამთავრა და იოანესთან ჩაიკეცა. –მაპატიე თუ შეგიძლია. –წადი ჩემი სახლიდან. თვალით აღარ დამენახო. გული მერევა რომ გიყურეებ. – მკაცრად გამოუცხადა იოანემ და კარისკენ მიუთითა. –იოანე გთხოოვ. –გაეთრიე. –უღრიალა იოანემ და ისე ვიყავი გაოგნებული შიშისგან შევხტი. ლუნას აღარაფერი აღარ უთქვამს. ერთი გამომხედა მუდარის თვალებით და წავიდა. იოანე წინანდელ პოზიციას დაუბრუნდა. მივხვდი რომ ვჭირდებოდი, ახლა ისე როგორც არავინ არასდროს. მივუახლოვდი. მის წინ ჩავიმუხლე და მკლავზე ხელი მოვკიდე. ცრემლებით სავსე თვალები შემომანათა და მომეხვია. კისერს მისი ცხელი ცრემლები მისველებდა. როგორი განადგურებულია, დამცირებული, ერთი ხელის მოსმით გაუნადგურეს ამდენი ხნის ნაშენები სიამაყე. აღმოჩნდა რომ მისი ხცოვრება ერთი დიდი სიცრუის ქსელია და მეტი არაფერი. აწი როგორ უნდა ენდოს ვინმემ არ ვიცი. გული მიკვდება მას ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ. როგორი მწარე ცრემლით მოთქვამს მის უბედოობას. კარგა ხანს ვიყავით ასე. მერე გულისცემა ცოტა შეუნელდა. ტირილიც შეწყვიტა და ამოიკრუსინა. –ხედავ თებეა? ვარ. –არა იოანე მაგას ნუ ამბოობ. –აბა სხვა რა ვთქვა. ყველაფერი წამართვეს რაც გამაჩნდა. რაც მეგონა რომ ჩემით მივაღწიე ყველაფერი თავზე დამემხო ჩალის ქოხივით. დამთავრდა ყველაფერი, ჩემი ოცნებები, ჩემი მისწრაფებები ყველაფერი ქარს გააატანეს. –არაუშავს იოანე ყველაფერს თავიდან დაიწყებ. შენ ძლიერი ხარ. ყველაფერი გამოგივა. –არ გამომივა თებეა, არა. აღარ ვას ისე ძლიერი. იმ დედამ წამაქცია ვინც ფეღზე დამაყენა. –ყველაფერი ლუნას ბრალი არაა. –ნუ ამართლებ გთხოვ. და ნურც მის სახელს ახსენებ ჩემთან თორემ სიძულვილი უფრო მიძლიერდება. –კარგი როგორც იტყვი. –წავალ დავწვები კარგი? –წამოდგა და ოთახში წავიდა. გადავწყვიტე რომ არ შემეწუხებინა ა მის ფიქრებთან მარტო დამეტოვებინა. ახლა ყველაზე მეტად საკუთარ თავში გარკვევა სჭირდება. სიმართლე რომ ვთქვათ, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ როგორ შიძლება რომ ვანუგეშო. ... დილით რომ გამოვედი და თებეა დივანზე დაწოლილი დამხვდა მერე მივხვდი რომ წუხელ ოთახში არ დაწოლილა. წამლის დალევის შემდეგ ისე დამეძინა არაფერი გამიგოა. მწირდებოდა კარგი გამოძინება. იქნებ დავივიწყო ყველაფერი. კარზე ზარია. ალბათ ბავშვები არიან, გუშინდელი ამბების გამო. ვაღებ და კურიერი შემრჩა ხელში. –იოანე ლომიძე ბრძანდებით? –დიახ მე ვარ? –ამანათია თქვენი და ვინმე თებეას სახელზე. –დიახ ჩემი მეუღლეა თებეა. –კარგით აქ მოაწერეთ ხელი. –მოვაწერე და კონვერტი გადმომცა. გარედან საქართველოს გერბი აკრია. უკვე ვხვდები რაც შეიძლება იყოს. ამ ბოლო პერიოდში იმდენი რამ მოხდა ეს სულ აღარ გამხსნებია. გავხსნი და ესეც ასე, გამოვიცანი. სასამართლოს უწყებაა. ხვალ ბოლო შეხვედრაა. ჩვენი აზრი უნდა დავაფიქსიროთ და დამთავრდება ამით ყველაფერი. ვიცი თებეასთვის ამის გახსენება რომ მტკივნეული იქნება. ოთახში შევბრუნდი, დიანა გაღვიძებული დამხვდა. ხელში კონვერტი რომ დამინახა, რაღაცნაირად ჩაიცინა. –სასამართლოს უწყებაა ხომ? –ჰოო, ერთი თვეც გასულა. –ემოციურად დატვირთული, თუ შეიძლება ითქვას გადატვირთული თვე. –მართალია. ამ ბოლო ერთ თვეში იმდენი რამ მოხდა რაც ჩვენი 8 თვიანი თანაცხოვრების განმავლობაში არ მომხდარა. –კარგი ცოლობა გაგიწიე მემგონი. – გამომხედა და გამიცინა. –რომ მცოდნოდა საკუტარ მამსთან სექსუალურ კავშირში მადანაშაულებდნენ არც მოგიყვანდი ცოლად. –და ახლა სასამართლო პროცესებზეც არ მოგიწევდა სიარული. ცხოვრებასაც არ გაირთულებდი. –ცოლად რომ არ მომეყვანე ჩემი ცხოვრება იმაზე უფერული იქნებოდა ვიდრე ახლაა. მადლობა თებეა რომ არსებობ. ძალიან კარგი გოგო ხარ. ჩემნაირ უსახურ და არაკაცს არ იმსახურებ. შენ ყველაფერი საუკეთესო უნდა გქონდეს. –იქნებ არ მინდა საუკეთესო და ის მაქვს რაც მაკმაყოფილებს. –ადრე ვფიქრობდი რომ შენ უნდა გესწავლა ჩემიდან რაღაცეები. ახლა კი გამოდის რომ მე უფრო მეტი ვისწავლე შენგან. შენთან ურთიერთობით ყველაფრის გადაფასება და ახლიდან აღქმა დავიწყე. –გეყოფა იოანე. რა ჩემსავით ლაპარაკობ, არ გიხდება. –გაიცინა და მთელი სახე გაუნათდა. რა ლამაზია ეს გოგო როცა იცინის თუმცა ტუჩის კუთხეში სილურჯე ისევ აქვს შეჩენილი. უცებ ხელი გამექცა და ტუჩთან ჩამოვუსვი. –მაპატიე იმ სილებისთვის რაც ჩემს გამო მოგხვდა. – თვალები ცრემლით აევსო. –ნუ მებოდიშები. ყოველი სილიდან შენ რაღაც ახალი ისწავლე და მიხარია რომ შენს ცხოვრებას სხვნაირი მნიშვნელობა თუ შეცძინე. ... ერთი დღე ისე გაილია აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. მთელი დღეა ჩვენს ერთად გატარებულ დღეებს ვიხსენებდით. ბევრი ვიცინეთ და მივხვდით რომ ნაყოფიერუ ურთიერთობა გამოგვივიდა ჯამში. სხვა თუ არაფერი ნატუკა და დაჩი შევახვედრეთ ერთმანეთს. ხვალ ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ არ ვიცი იქ მისილი რას გადავწყვეტ. არ მინდა იოანეს დაკარგვა. მემგონი მიყვარს კიდეც და ვერ ვხვდები. მის გვერდით დაცულად ვგრძნობ თავს. მაგრამ თუ კი მას არ უნდა ჩემთან ყოფნა მე ვერაფერს შევცვლი. მისი საუბრისას ისე ცანდა რომ ნამდვილად აღარ სურს ჩემთან ყოფნა. საკმარისზე მეტი თავსატეხი გავუჩინე. ფიქრებში წავედი და ვერც კი მივხვდი ისე დამათენდა თავზე. ძლივს ავწიე სხეული საწოლიდან ისე ვიყავი ემოციებით გაჟღენთილი. ნეტა იოანე რას ფიქრობს, რას გეგმავს. ნორმალურად არც კი მივსალმებივართ ერთმანეთს. თითქოს გვინდა რომ ვუთხრათ ერთმანეთს რომ არ გვინდა განქორწინება მაგრამ იმის შიშით რომ უარს მივიღებთ ორივე უკან ვიხევთ. წასვლის დროც მოვიდა. უხმოდ გავედით სახლიდან, ასევე უხმოდ მივედით სასამართლომდე. მემგონი შეხედვითაც არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის. იქ მისულებს დაჩი და ნატუკა დაგვხვდნენ. –აბა თქვენ იცით ნუ იტყვით ბედნიერებაზე უარს. –გამოგვიცხადა დაჩიმ. მე და იოანემ ერთმანეთს გადავხედეთ მაგრამ სათქმელი არაფერი გვქონდა. მდივანმა გოგონამ გამოგვიძახა და ოთახში შევედით. გვერდიგვერდ სკამებზე მოვთავსდით. ადვიკატები და მოსამართლე ფორმალურ საკითხებს აგვარებდნენ. დრო მოვიდა რომ ჩვენი აზრი გაგვეცხადებინა მაგრამ ვერცერთი ვერ ვბედავთ ხმის ამორებას და დაწყებას. ბოლოს მოსამართლემ თქვა. –ბატონო იოანე გთხოვთ გაგვიცხადოთ თქვენი თანხმობა ან უარი ქორწინების გაუქმებასთან დაკავშირებით. –იოანე ხმას არ იღებს გაშტერებული უყურებს მაგიდის კიდეს. – ბატონო იოანე. –გაუმეორე მოსამართლემ. იოანემ თავი გააქნია თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა. –მე არ ვარ თანახმა. მე თებეა ძალიან მიყვარს და ამ ქორწინების შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. – მოსმენილმა პირღია დამტობა. ამას არ ველოდი მაგრამ სიხარულისგან გულში ფეიერვერკი მძვინვარებდა. გრძნობებს ვერ ვაკონტროლებდი. მტელი სხეული ამიკანკალდა. ახლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვერ წარმოვიდგენდი რომ იოანე შემიყვარებდა. მითუმეტეს რომ განქორწინება ღარ ენდომებოდა, განაცხადი ხომ თვითონ შეიტანა. რაზე ფიქრობ თებეა. რაც მთავარია მას ახლა შენთან ყოფნა უნდა. აზრებიდან მოსამართლის ხმამ გამომიყვანა. –ქალბატონო თებეა თქვენი გადაწყვეტილება როგორია? –მე, მე, –დამება ენა, თან იოანეს გავხედე თავი დაღუნული ქონდა და თითებს ნერვიულად ისრესდა. –არც მე მინდა განქორწინება. –ეს ვთქვი თუ არა ხელების სრესა შეწყვიტა. თავი ასწია და ისეთი თვალებით შემომხედა როგორც არასდროს. მის თვალებში უსაზღვრო სითბო და სიყვარული ამოვიკითხე. –ძალიან კარგი, ჩემდამი მონიჭებული უფლებით თქვენს ქპრწინებას კანონიერად ვტოვებ ძალაში.–მაგიდაზე ჩაქუჩი დაკრა მოსამართლემ და ჩვენც რეალობას დავუბრუნდით. გარეთ გამოსულებს ნატუკა და დაჩი მომლოდინე თვალებით შემოგვეგებნენ. პასუხის გაცემის თავი არცერთს გვქონდა. ვერ ვახერხებდით გრძნობების კონტროლს. ადვოკატმა დაგვასწრო და უთხრა რომ ქორწინება ძალაში დარჩა. ორივემ სიხარულის ტაში შემოკრეს ჯერ ერთმანეთს გადაეხვივნენ და მერე ჩვენ ცალ–ცალკე. –რატო ხართ გამოშტერებული ორივე. ნუთუ სალაპარაკო არაფერი გაქვთ. –გაკვირვებით გაშალა ხელები დაჩიმ. თავში იდეა მომივიდა იქნებ ცოტა დაგველია და ამ დაძაბულობას მაინც მოვიხსნიდით. –დალევა მინდა. –ვთქვი და სამივეს გაოცებულმა თვალებმა კანი ამიწვა. –აი ასეთუ უფრო მომწონხარ. –ხელი გადამხვია დაჩიმ და წამოვედით. – დღეს მე ვკისრულოოობ.– იყვირა დაჩიმ. მე და ის წინ მივდიოდით უკან ნატუკა და იოანე მოდიოდნენ ხელკავით და რაღაცაზე იოანე იღიმოდა. ნეტა რას ელაპარაკება ის საზიზღარი. ბარში შევედით და მოვკლათდით. დაჩიმ სასმელი და დასაყოლებელი შეუკვეთა. მესიამოვნა რომ გავლიე ცოტა დაძაბულობა მომეხსნა. იოანე ისევ ხმა ამოუღებლად იჯდა. გადავწყვიტე ამჯერად ჩემს თავზე ამეღო პასუხისმგებლობა და როცა დაჩი და ნატუკა საცეკვაოდ გავიდნენ ახლოს მივიჯექი. ალკოჰოლმა სითამამა მომიმატა. –ჩემზე ადრე მოსამართლესთვის უნდა გეთქვა რომ გიყვარვარ? –გაეცინა და გამიხარდა რომ ცოტა გამხიარულდა და სახე აღარ ჩამოტიროდა. –გითხარი მაგრამ გეძინა და ვერ გაიგონე. –თქვა და ამომხედა თავისი სავსე ბრიალა თვალებით. ახლა ვხვდები როგორ მიყვარს ეს თვალები. ეს მისი მეტყველი მზერა, როდესაც არაფრის თქმა არ ჩირდება. თვალები ყველაფერს გეტყვიან. –ეგ არ ითვლება საზიზღარო. –მიყვარხარ ენამწარე. –თქვა და ჩემს რეაქციას დაელოდა. იქ გულის კუთხეში რაღაც იცინოდა. უხაროდა და მისი სიხარული მთელს სხეულს მოედო. ასე მეგონა სადაც იყო ავყვავდებოდი. მიდოდა ხმამაღლა მეყვირა რომ მეც მიყვარდა. მტელი გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი სიყვარულის ნიშნად ის გავაკეთე რასაც ვერ წარმოვიდგენდი. შინაგანად ვგრძნობ რომ ამის სითამამეს სასმელი მაძლევს მაგრამ მიღისრს. ყველაზე ბედნიერი წამებია ჩემთვის. ღრმად ჩავისუნთქე და მის ტუჩებს დავეწაფე. ვიგრზენი ტუცი როგორ აუტრთოლდა. ღმერთო რა ტკბილია. რა სასიამოვნო მისი შეხება. საპასუხოდ გემრიელი, ვნებიანი კოცნა მივიღე. –ოო უყურე ამაათ. –ბუნდოვნად ჩამესმა დაჩის ხმა და სასწრაფოდ მოვშორდი იოანეს. მორცხვად დავხარე თავი, მაგრამ იოანეს გაოცებულ სახეს და დაღრეჭილ დაჩის და ნატუკას მაინც მოვკარი თვალი. სირცხვილისგან მზად ვიყავი სირაქლემას პოზიცია მიმეღო. საუკეთესო გამოსავალი ვიპოვე. –ერთი წუთით საპირფარეშოში გავალ. –დავტოვე მაგიდა სანამ ლიწითლე და ლოყების წვა სრულიად არ დამბუგავდა. –გინდა გამოგყვე, –კითხვა მომაწია ნატუკამ. –არა კარგად ვარ. მივაძახე და საპირფარეშოს კარი შევაღე. სასწრაფოდ ცივი წყალი შევისხი სახეზე რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა. არა ისე ყოჩაღ თებეა, არ ველოდი შენგან ჩემი მეორე მე მამხნევებდა თითქოს. ჩემს თავზე მეცინებოდა. კიდე ერთხელ შევისხი წყალი და პირსახოცით შევიმშრალე თორემ ზედას დამისველებდა. თვალები რომ გავახილი და სარკეში ჩავიხედე შიშისგან შევცბი. ჩემს უკან იოანე იდგა. დაელოდა როდის მივტრიალდებოდი მისკენ და ის ის იყო უნდა მეკითხა აქ რას აკეთებდა რომ ისე ჩამაფრინდა ტუჩებზე აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. ძლიერად მომხვია წელზე ხელები და მისკენ მიმიზიდა. წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია, კისერზე შემოვეხვიე და თავს უფლება მივეცი მისი ტუჩებით ბოლომდე დავნაყრებულიყავი. აქამდე არ ნახული, ენით აღუწერელ ემოციებს განვიცდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.