შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონების წყარო (VIII ნაწილი - დასასრული)


8-03-2017, 22:50
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 515

- და მაინც, რა არის ეგ ნივთი? - თვალს არ ვაცილებ და მის სახეს ვაკვირდები. ორ წამში ღიმილსაც და დასევდიანებულ სახესაც ვხედავ, იჯღანება და მერე სიცილს აგრძელებს.
- ეს ნივთი... არის სრული სიტყვის მნიშვნელობით ჩემი, - როდესაც ხვდება რა სისულელე თქვა თავს ღუნავს და აწითლებულ ლოყებს ფარავს, - ჩემს გარდა არავის გადაუფურცლავს ეს წიგნი და არავის წაუკითხავს ის, რაც შიგნით წერია, ამით დიდად არც არავინ დაინტერესენულა. ჩემს ფიქრებს ატარებს, ჩემი ემოციებია გადმოცემული, ის რასაც ვერავის ვეუბნები, უბრალო უცნობებსაც კი. ყველაზე მეტად მიყვარს და ვაფასებ, იმიტომ რომ იმას ამბობს, რისიც ყველას ეშინია, იმას ამბობს რისი გაგონებაც არავის უნდა. მხოლოდ ასეთი ერთი ცალი ზუსტად მაგიტომ არსებობს, ვიცი არავის მოუნდებოდა მისი წაკითხვა, მაგრამ მინდა რომ შენ წაიღო.
ამდენი ხნის განმავლობაში უკუღმა დადებულ წიგნს აბრუნებს და პირველად მაძლევს მისი ყდის დანახვის საშუალებას. წიგნის ყრდა ორ ნაწილად არის გაყოფილი, ქვემოთა მხარეს ცოცხალ ქალქს ვამჩნევ, ავტობუსებით და მანქანებით გაჭედილ ქუჩებს, მაღალ შენობებს და მოსიარულე ხალხს, ზემოთა მხარეს კი ღამურასავით ჩამოკიდებულ დიდ, ცისფერთვალება გოგონას ვხედავ, რომელიც გაოცებული სახით იყურება და დამკვირვებლის ყურადღებას ეგრევე იქცევს, ხუჭუჭა თმები სულ გაწეწელი აქვს, სათვალე ნახევრად ჩამოვარდნილი. ჩვეულებრივი მოქალაქესავით აცვია, უბრალო წითელი სვიტრი და დახეული ჯინსები, რომლის ჯიბეებშიც ორი ხელი აქვს ჩაცურებული. რამდენიმე წამი უბრალოდ წიგნის ყრდას ვაკვირდები ბოლოს კი წიგნის ქვემოთ, დიდ ავტობუსზე დაწერილ, „ელიზაბეტ სირაძეს“ ვაქცევ ყურადღებას. მიუხედავად რამდენიმე თვიანი ურთიერთობისა მაინც არასდროს მიკითხვას და დავინტერესებულვარ მისი გვარით და ახლა, როდესაც ვანალიზებ. რომ წიგნი რომ არა მის გვარს ალბათ ჩემი სურვილით ვერც ვერასდროს გავიგებდი სირცხვილი მიპყრობს. მყარ ნივთზე თითების თამაშს იწყებს, ჯერ შუა თითს არტყამს ყრდას ორჯერ, შემდეგ საჩვენებელს, ბოლოს კი ცერას გარდა ყველა თითი ამ მოქმედებას ასრულებს.
- „სხვა პლანეტაზე“? - თითს ისე ვუსმევ ზუსტად შუაში გაკეთებულ წარწერას თითქოს ამით რამის შეგრძენება შემეძლოს.
- გადატანითი მნიშნელობით, რა თქმა უნდა, თუ ამ არც ისე დიდი ხნიანი ურთიერთობის შემდეგ ცოტათი მაინც შემიცნე უნდა ხვდებოდე რას ვგულისხმობ. - წიგნს მისი კალთიდან ჩემს კალთაზე ინაცვლებს.
- და როდის უნდა დაგიბრუნო? - წიგნს ვშლი და უაზროდ ვფურცლავ.
- არ დამიბრუნებ, შენი იქნება.
- თუ ასე ძალიან გიყვარს, მგონი აჯობებს დაიტოვო. - წიგნს ხმამაღლა ვხურავ და მთელი ყურადღებას მასზე გადამაქვს.
- მას იმიტომ გაძლევ რომ თვითონ უნდა დავშორდე, ისევე როგორც შენ. - ჩუმდება და მხოლოდ ახლა ვხვდები თუ რას გულისხმობს, ემოციები ერთმანეთში ირევა, სუნთქვა მიხშირდება,- იცი, ძალიან ბევრ უცნობთან გამიბავს ურთიერთობა, მაგრამ ისინი ყოველთვის უცნობებად რჩებოდნენ, მათი სახელიც კი არ ვიცოდი, შენთან კი რაღაც განსაკუთრებული შევნიშვე, შენში არის რაღაც განსხვავებული, რაც მომწონს. ასეთ ადამიანთან დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელს ცხოვრებას, საიდუმლოებით და ინტრიგით მოცული ცხოვრება მექნებოდა და დროსაც ტყუილა უბრალოდ არ დავხარჯავდი, ყოველი წამი, წუთი თუ საათი მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ჩემი ღირსი არ ხარ, გაბრიელ.
ისევ ხმამაღლა სიცილს და თავის აქეთ-იქით ქნევას იწყებს.
- მე ეს ბევრთან გამიკეთებია, ამის გამეორება დაზეპირებული სცენარის კიდევ ერთხელ თქმას ჰგავს და უბრალოდ სხვადასხვა მსახიობებთან მუშაობას, ყველას სხვანაირი რეაქცია აქვს, ვერ ვხვდები რატომ ელოდებიან რომ იმაზე მეტს მიიღებენ ვიდრე მე მათთვის მიცემას ვაპირებდი. იმედების დამყარება ჩვენი კიდევ ერთი დიდი შეცდომაა, შემდეგ იმედგაცრუებას ხომ ვერ ვუძლებთ, - ხმას იწმინდავს, - მე და შენ, ჩვენ ერთმანეთს ბევრ რამეში ვგავართ, მაგრამ ასევე ბევრით განვსხვავდებით, ისეთი ფიქრები და ის პრობლემები, რომლებიც მე მაწუხებს შენ არასდროს გიქმნის დისკომფორტს.
- ჩემი რეაქციაც ალბათ შენს არაჩვეულებრივ მოგონებებს მიემატება, არა? არ მჭირდება წიგნი, დაიტოვე, - რაც შეიძლება სწრაფად ვდგები და ცოტა ხნის წინ ჩემს კალთაში მოთავსებულ წიგნს უხეშად ვაგდებ მისკენ. უკვე ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ, როდესაც ხელს მხარზე მკიდებს. უხეშად ვიშორებ, თუმცა მაინც არ მეშვება და უკან სკამზე მაბრუნებს.
- კარგია, რომ ბრაზდები და არ გსიამოვნებს, რობოტთან ურთიერთობა სასურველი არ არის, - სულელივით მიღიმის, - ეს წიგნი სინამდვილეში რამდენიმე წლის წინ დავაბეჭვდვინე მამაჩემს, როგორც უკვე გითხარი, ასეთი მხოლოდ ერთი არსებობს და ყველაფერი ჩემი შექმნილია. არც ვიღაცის მიერ არის დარედაქტირებული და ჩასწორებული და ილუსტრაციაც მე მეკუთვნის, ამ წიგნში ყველაფერი ჩემია, ამიტომაც მიყვარს, აქ სხვისი ხელი არ ურევია. შენი დახმარებით რაღაცეების შეცვლა მოვახერხე, მომენტები სულ სხვანაირი გავხადე, რაღაცეები კი ფანქრით მივამატე. ჩანიშნულია, შესაბამისად ასეთი ადგილების პოვნას ადვილად შეძლებ.
- შემიძლია წავიდე?
- არა, ჯერ არა.
- შენი აზრი უკვე ნაკლებად მაინტერესებს.
- მაშინ რატომ მეკითები? იცი, წასვლა რომ ძალიან, ძალიან გინდოდეს მე არც მომისმენდი, არ შეჩერდებოდი და ეგრევე გაიქცეოდი აქედან. შენ თავს შეხედე, ჯერ კიდევ აქ ზიხარ, ჩემს გვერდით.
- შენი აზრით ყოველ ჯერზე, როდესაც ხმას ამოიღებ შეძლებ ადამიანი გააოცო? თუ მართლა ასე ფიქრობ მინდა იცოდე, რომ ძალიან ცდები. ყველაფერმა ჩაიარა, ელიზაბეტ! რაღაც მომეტნში მართლა განსაკუთრებული ხარ, მაგრამ ახლა გიყურებ და ვხვდები და ვნანობ, რომ სხვა გოგონებს არ გამსგავსებდი. ასეთ პათეთიკურ სიტუაციაში უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, დიდი მადლობა ამის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ რომ მომეცი, - დღეს უკვე მეორეჯერ ვდგები ამ ძველი სკამიდან და უკვე მართლა წასვლას ვაპირებ, მაგრამ მისი ბუტბუტი ისევ მაჩერებს.
თავისთვის გაუგებარ სიტყვებს ამბობს და თითების თამაშს არ წყვეტს. მისკენ რომ ვიხედები, მზერას ეგრევე მაშორებს.
- შენ არ გესმის, აი, რატომაც აღარ შეიძლება ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, სულ გაუგებრობაში იქნები ჩემს გევრდით. დარწმუნებული ვარ უკვე ათასი კითხვა გაგიჩნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მეკითხები, რატომ ეგეც ძალიან კარგად ვიცი. იქამდე უნდა დავამთავროთ ყველაფერი, სანამ ჩვენს ურთიერთობაში სიყვარული გაჩნდება. არ მინდა მიყვარდეს და ბოლოს, თუნდაც აზრი შემეცვალოს შეყვარებას მაინც ვერ შევძლებ, - ხელებს მკერდთან იჯვარედინებს და უფრო ამაყად მიყურებს, ვიდრე ამას რამდენიმე წამის წინ აკეთებდა, გაშეშებული უბრალოდ ვაკვირდები და ნერწყვს ხმამაღლა ვყლაპავ, თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს მანაც კი გაიგონა და დარცხვენილი თავს ისევ პატარა ბავშვივით ვხრი და ჩემს გაჭუჭუყიანებულ ფეხსაცმელს ვაშტერდები.
- და თუ უკვე მიყვარხარ? - ჩემი ხმა მერყეობს, გაფაციცებული ველოდები როდის და რას მიპასუხებს, მაგრამ დროს საგრძნობლად წელავს და თმის თითების თამაშიდან თმების თამაშს იწყებს.
- ვიცი, რომ არ გიყვარვარ, ამის ამოკითხვა მზერაშიც კი შეიძლება, შეყვარებულის მზერა არ გაქვს, არც გამოსულელებული ხარ, სიყვარულის დროს ხომ ყველა აზროვნების უნარს კარგავს, - სიცილით მეუბნება, მისი სიცილის ამ უხერხულ და საოცრად ცუდ მომენტში დანახვა უფრო მამშვიდებს და გამბედაობას მმატებს, თავს ვწევ და მის სახეს კიდევ ერთხელ შევისწავლი.
- ამდენი რაღაც იცი, მაგრამ მაინც ძალიან არასწორი შთაბეჭდილებები გაქვს შექმილი, ელიზაბეტ. დავიჯერო არც შენს წიგნში არის ისეთი პერსონაჟი, რომელიც მთავარ გმირს საბოლოოდ არწმუნებს სიყვარულის არსებობაში და რეარულ სასმყაროს ანახებს? - ნერწყვს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვყლაპავ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, - დღეს შენგან ბევრი ახალი რამ მოვისმინე, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეში იყავი მართალი. არ იტყუები, შენს ნაწერს მგონი მართლა არავინ წაიკითხავდა თუ სერიოზულად ასეთი ურწმუნო პერსონაჟები გყავს გამოყვანილი, ურწმუნო ადამიანი ისეთი უინტერესოა, როგორც იმ მილიონერის ცხოვრება, რომელსაც ყველაფერი აქვს რასაც მოისურვებს, ამ შემთხვევაში ხომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, არაფერი ახალი არ ხდება. - მის მშვიდ სახეზე ნერვები უფრო მეშლება და ბოლო ხმაზე ყვირილი მინდება. ტუჩის კვნეტას ვიწყებ.
- დიდი მადლობა გულახდილობისთვის, ამას ვაფასებ, მაგრამ ადამიანები ყოველ წუთას სიტყვებს ისე ისვრიან, თითქოს მათ მნიშვნელობა საერთოდ არ გააჩნდეთ. ახლა, როდესაც ჩვენ უბრალოდ აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ ვიღაც ვიღაცას სიყვარულს უხსნის, მაგრამ მთავარი კითხვა იმაშია იმ ადამიანს მართლა უყვარს თუ არა მეორე და პასუხი ხშირ შემთვხვევაში, რა თქმა უნდა, უარყოფითია. აი, ასე გამოჩნდა კიდევ ერთი შეცდომა, არ უნდა გვქონდეს ასე ადვილად იმის თქმის უფლება, რასაც სინამდვილეში არ ვგულისხმობთ, როდესაც ვიტყუებით, ვღალატობთ ან უბრალოდ ცუდ საქციელს ჩავდივართ კიდევ ერთი ნაბიჯით ჩვენი ადამიანობის მკვლელობას ვუახლოვდებით, ბოლოს კი საბოლოოდ ვხვდებით ის არასასურველი ნივთი, რადგან ვკარგავთ ყველა ჩვენთვის ძვირფას ადამიანს და სიცოცხლის ბოლომდე მარტო ვრჩებით. მე კი უკვე ასეთი ვარ და საყვარელი, ძვირფასი ადამიანის დაკარგვა არ მსურს, მაგას ჯობია საერთოდ არ მყავდეს. მგონი ძალიან ორიგინალური დამშვიდობებაა.
როგორც კი ჩუმდება საშინელ წუილის ხმას ვიგებ, აუხსნელ და ამაზრზენ ხმას, რომლის მოშორებისთვის ალბათ ყველაფერს მივცემდი. ვჩუმდებით დაა ისევ ისე ვხედვართ გვერდიგვერდ, როგორც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს, არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ თავს მაინც სხვა საუკუნეში ვგრძნობ, თითქოს ერთმანეთი რამდენიმე თვის კი არა წლების წინ გავიცანით. სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, რომ ვუპასუხო, შევეკამათო და რაღაც ახალი შევაგნებინო, ხმის ამოღება მინდა, ლაპარაკი და თუნდაც ჩხუბი მსურს, მაგრამ არაფერი გამომდის.
ჩემს მაგივრად ამჯერად ის დგება, წიგნს, რომელიც ცოტა ხნის წინ ისევ კალთაზე დავუგდე უკან მიდებს და მოსაცმელის გასწორებას იწყებს. უკვე გატრიალებულია, როდესაც ვხვდები, რომ ეს სიტუაცია და ეს მომენტი არ მაკმაყოფილებს. არც კი ვიცი ამას ბოლოჯერ ვაკეთებ თუ არა, მაგრამ ძალიან, ძალიან მაგრად ვკოცნი. თითებს ისე ვუჭერ სახეზე როგორც არასდროს, მისი ტუჩების უცნაურ, ეგზოტიკურ გემოს კიდევ ერთხელ შევიგრძნობ და უსაზღვრო სიამოვნებას ვიღებ. ისიც მკოცნის, არ მეწინააღმდეგება და უბრალოდ მაძლევს იმის გაკეთების უფლებას, რაც სინამდვილეში ორივეს მოგვწონს.

***
მოლბერტზე ის ტილო დევს, რომელზეც მისი გამომეტყველება რამდენიმე თვის წინ გამოისახა, ზუსტად ჩემი საწოლის გვერდით დგას, ისე რომ გაღვიძებისას მისი დანახვა შემეძლოს, მაგრამ ამას მაინც არასდროს ვაკეთებ. ყოველთვის თვალს ვარიდებ და ყურადღებას სხვა რამეს ვაქცევ, პირველი ნამუშევარია, რომელიც დავიტოვე, მიუხედავად იმისა რომ სინამდვილეში არ მომწონს. საწოლის მეორე მხარეს ტუმბოზე დადებული წიგნი დევს, რომელსაც ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ მიეკარება ჩემი ნებართვის გარეშე. ალბათ უკვე ხუთჯერ წაკითხული წიგნი, რომელსაც თითქმის ყველგან დავატარებ ჩემს ხელში უფრო გაუბედურდა ვიდრე მის ხელში, მაგრამ მთავარი ხომ სიტყვებია, რომელსაც ის იტევს და აზრი, რომელსაც ის ატარებს. წვიმაში გიჟივით კითხვის გამო ფურცლები საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ახლიდან წაკითხვა ყოველთვის შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრს რამეში არ ვეთანხმებოდი და ახლაც არ ვეთანხმები მან ყოველთვის იცოდა რა სად უნდა ეთქვა, იცოდა როგორ შეეძლო შენი ერთ წამში გაჩუმება, იცოდა, რომ ყველაფერი ცუდი, რასაც ის აკეთებდა სარგებელს საბოლოო ჯამში არ მოუტანდა, მაგრამ ამას მაინც აკეთებდა, როდესაც ვამბობდი, რომ განსაკუთრებული იყო არ ვიტყუებოდი. იყო და ყოველთვის იქნება, შეიძლება უბრალო ქუჩაში გამვლელისთვის არა, მაგრამ ჩემთვის სამუდამოდ. იდუმალი არსებები სულ უფრო საინტერესოები არიან, ინახავენ იმ ამოცანებს, რომლების ამოხსნასაც შემდეგ ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ბოლოს მათ გულამდეც მივაღწიოთ. ეს პროცესი ყველაზე კარგი და განსხვავებულია. უყურებ და ხვდები როგორ იცვლება ნელ-ნელა თქვენი ურთიერთობა.
მასთან ის მაკავშირებს, რაც ალბათ სამუდამოდ ჩემს გვერდით იქნება, მისი დავიწყება ვიცი, რომც მომინდეს არ გამომივა. შეიძლება უეცრად გამოჩნდეს, შემდეგ ისევ დაიკარგოს, ერთ დღეს რაღაც სერიოზული მასწავლოს, მეორე დღეს კი სრული სისულელე მითხრას.
ასეთია ელიზაბეტი, მისი შეცვლა კი ნამდვილად არ მსურს, ჩემი ინსპირაცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის, მისი სხვა ადამიანად, თუნდაც უკეთესად გარდაქმნა არც მე და არც სხვა ნებისმიერს უნდა შეეძლოს.
თვალებს ვწუჭავ და მას წარმოვიდგენ, გონებაში კიდევ ერთხელ იხატება მისი პორტრეტი, ალბათ შექმნილზე გაცილებით უკეთესი.
ელიზაბეტი ისევ ისეთი განსაკუთრებულია.
ელიზაბეტი ისევ ისეთი განსხვავებულია.

დასასრული


ვეღარ შევცლი, უკვე სერიოზულად ვნებდები .. ჰო, არ გამოვიდა ის რაც უნდა გამოსულიყო, მუზა მართლაც დამეკარგა. ბევრი შეცდომაც იქნება, მაგრამ ის, რომ ეს ისტორიაც დავასრულე სინამდვილეში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მისი პერსონაჟები სულ მემახსოვრება და ის გრძნობა, რომელსაც ყოველი ახალი თავის წერის დროს გავნიცდიდი მითუმეტეს.
ყოველი ორი სიტყვაც, რომელიც დაწერილი გაქვთ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, დიდი მადლობა ამისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ყრდა რა უბედურებააა, მწერლობაზე პრეტენზიები გაქვთ და ესეთი სიმახინჯე ენით წერთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent