შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი გრძნობებით


9-03-2017, 00:00
ავტორი dzadzamia25
ნანახია 4 586

როდესაც ვიხსენებ ზუსტ თარიღს თუ როდის დაიწყო ყველაფერი, მიჭირს გახსენება, მაგრამ მახსოვს ჩემი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. აგრესია მშობლებთან, პრეტენზია აბსტრაქტზე, კრიტიკა ჩემ მიმართ და ყველაფერი დატრიალებულად კარგი, ანუ ცუდი. ცოტა გაურკვევლად გამომივიდა. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ მაშინ "თინეიჯერი" ვიყავი. ეს უბრალო პერიოდი არ გეგონოთ რომელიც ყველამ უნდა განვლოს და დაამახსოვროს თავი რაღაცით, მეც ასე მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ დღესაც თინეიჯერულ ასაკში დათესილს ვიმკი, მაგრამ რამდენად ცუდს თუ კარგს ამას ვერავინ ახსნის. როგორც ყოველთვის ყველაფერს აქვს ორი მხარე და ჩემ საქმიანობასაც არ ჰქონია მხოლოდ უარყოფითი.
ჩემი გაუთავებელი დაპირისპირებით და პრეტენზიებით გაწამებული მშობლები ასე ვთქვათ ვაიძულე რომ საზღვარგარეთ გადამეხვეწა, მე კიდევ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ბაბუასთან დამტოვეს რომელიც ძილის წინ ფეხებს იმ ასაკშიც თავისი ხელით მბანდა, დაძინებულს როცა ჯერ კიდევ მედგა აქეთკენ თვალი საბანს მისწორებდა და დილით სანამ გავიღვიძებდი წყალს მიდუღებდა რომ ცივი წყლით არ გამყინვოდა შუა ზამთარში ხელ-პირი. განა იმიტომ რომ "მოსავლელად" დამტოვეს მასთან, არა, იმიტომ რომ ვუყვარდი. აი ასე უბრალოდ მე ბაბუას ვუყვარდი !
ჩემი საქმიანობის შესახებ კი გეტყვით რომ ქურდი ვარ. სწორედ მაშინ, როცა ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და ბაბუასთან ერთად მარტო დავრჩი პირველად გავუსინჯე გემო სხვისი შრომით მოპოვებული ქონების მითვისებას და გეტყვით რომ საკმაოდ გემრიელიც აღმოჩდნა. ამიტომ მე და ჩემ "ქურდ ბიჭებს" ერთი ლუკმა არ გვეყო, მეორეც მივაყოლეთ და ასე, დღემდე უფსკერო ქვაბში ვილუკმებით.
* * *
მე და ბაბუ ზამთრის 7 გრადუს ყინვაში ტელევიზორის წინ სავარძლებში ვისხედით გათოშილები და რაღაც იდიოტურ ფილმს ვუყურებდით. გათბობაც კი ვერ ერეოდა ჩვენ გაყინულ ტერფებს. ვერც ადიელა, ვერც საბანი, ამიტომ უბრალოდ ვისხედით. ბაბუს როგორც ჩვევია, მინიშნებებით საუბარი დაიწყო
-დემეტრე შვილო, 23 წლის ხარ უკვე, მუშაობა არ უნდა დაიწყო ?
-ვმუშაობ ბაბუ ხო იცი ?! -ბაბუმ იცოდა რომ მეგობრებთან ერთად რაღაც ბიზნესში ვიყავი ჩართული, მაგრამ კაცი რომელიც ამდენი ხანია მიცნობს არც ისე ადვილი მოსატყუებელია, ვიცი ყველაფერი იცოდა მაგრამ ჯერ კიდევ არაფერს იმჩნევდა.
-არ მოგბეზრდა ეგ არაკანონიერი მანქანების ბიზნესი ?
-აბა ბაბუ, ჩვენ ქვეყანაში კანონიერად ფულს მხოლოდ მათხოვრები თუ შოულობენ.-მუშტი სუსტ წერტილში ჩავცხე ბაბუს და ისიც პოლიტიკაზე მალევე გადაერთო. ალაპარაკდა ამ ნაძირალა მთავრობაზე, ხალხზე და საერთოდ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მეც სიტყვაზე კვერს ვუკრავდი და უფრო ვცდილობდი ამ თემაში ჩათრევას. არც გამჭირვებია 75 წლის ბაბუს პოლიტიკით გართობა...
კარგა ხანს ვლანძღეთ ეს მთავრობა და მერე ჩემი მობილურის ვიბრაციამაც გამომაფხიზლა ამ პოლიტიკური ციებ-ცხელებიდან.
-ყველაფერი მზად არის. 11ზე გავდივართ. მანამდე ჩემთან.
დღეს დიდი დღეა, გრანდიოზული. მაგარ სახლს ვძარცვავთ. ყოველი ამ შინაარსის შეტყობინების წაკითხვის შემდეგ გული ბაგა-ბუგობდა და მოზღვავებული ადრენალინი გამოხტომას ლამობდა, მეც გიჟივით ვეხეთქებოდი ყველაფერს და ბაბუს ჩემი საქციელით ვაოცებდი.
შარვალი, მაისური, კეტები და ქურთუკი წუთში ჩავიცვი და ჩემი მანქანის გასაღების ძებნა დავიწყე რომელიც როგორც ყოველთვის ტელევიზორთან პატარა კალათაში იდო მაგრამ დაბნეული-მე ვერაფერს ვაგნებდი.
-სად მიდიხარ დემეტრე?
-საქმეზე ბაბუ.
-ისევ გვიან დაბრუნდები არა ?
-ხო ალბათ. -როგორც იქნა გავიხსენე რომ კალათაში უნდა მენახა, გასაღებს ხელი ვტაცე, კარისკენ წავედი, ბაბუს ხელი მხარზე დავკარი და კართან მისულმა მისი ნაღვლიანი "ეჰ" თან წავიყოლე.
უკვე მიჩვეული ვიყავი ბაბუს ნაღველს, სევდას, ნერვიულობას, მაგრამ იმდენად გაგვიჩვეულებრივდა რომ ზედმეტ აზრს მას არ ვანიჭებდით. ადრენალინი მანქანაშიც თან ჩამყვა და საშასთან დაახლოებით 3-4 წუთში მივედი.
ძარცვის წინ როგორც ყოველთვის, ჩემი ბიჭები მისაღებში გაშლილ თეთრ ნაჭერზე იარაღს წმენდნენ და თან სახლის გეგმას ათვალიერებდნენ და ყველაზე ხელსაყრელ გზას ეძებდნენ. ისევ ისე, საშამ დაიწყო
-ესე იგი დემეტრე, ყველაფერი მოგვარებულია. სიგნალიზაციები ოთხივე მხრიდან გათიშულია. დაცვა მოგვარებადია. სახლი თავისუფალია, მხოლოდ 2 საათით. შევვარდებით ყველაზე ხარისხიანებს გამოვიტანთ და მოვტყდებით. -ამ მოკლე მონახაზის შემდეგ დეტალებშიც დაწვრილმანდა და ყველაფერი ახსნა...
10 საათი სრულდებოდა რომ იარაღები დავინაწილეთ და იმ სახლისკენ წავედით. ჩვენ ჩვენი წესები გვქონდა.
1.სისხლი არ იღვრებოდა.
2.ხმას არასოდეს ვიღებდით.
3.ტელევიზორებს არ ვიპარავდით.
მარტივი წესები ყოველთვის დაცული იყო, ამიტომაც იყო მარტივი. სახლთან მისულებს წესით უკვე სახლში არავინ უნდა დაგვხვედროდა, საშამ ერთ-ერთს უთხრა
-სიგნალიზაციის ბადე გათიშე.
მერე მეორეს
-დაცვას მიხედე.
მესამეს
-დენი გადაჭერი
და მერე მე
-წავედით.
ნიღბები ჩამოვიფხატეთ და ცოტა მაინც ნერვიულად გადავედით მანქანიდან. სახლში შევედით და გეგმის მიხედვით კაბინეტისკენ წავედით... სეიფის გახსნა საშას საქმეა... არც გაჭირვებია მალევე გახსნა. მერე ოთახებისკენ წავედით და ერთ-ერთ ოთახში ჩვენი არც ისე უხმაურო საქციელით გამოფხიზლებული სხეული აგვესვეტა. თმა აბურდვოდა პიჟამო მხარზე ოდნავ ჩამოცურებულიყო, შორტები ოდნავ გვერდით მიტრიალებულიყო და თვალებდაჭყეტილი გვიყურებდა "ყაჩაღებს". სანამ რაიმეს გავაკეთებდით თვითონ დაგვასწრო
-სულელები ხართ. -შებრუნდა ოთახში და სინათლის ანთება სცადა მაგრამ დენი ხომ გადაჭრილი იყო... საშამ ვერ მოითმინა, წესი დაარღვია და უცხო სხეულს უთხრა
-რატომ ?
-ამხელა სახლში იპარებით და გგონიათ მხოლოდ სიგნალიზაციის გათიშვა გიშველით ?
-და რა იცი რომ მხოლოდ სიგნზალიზაციის გათიშვა გვშველის. -არაფერი უპასუხია. -ალბათ ხვდები ახლა რაც უნდა ვქნათ ?! -თქვა ისევ საშამ და სხეულისკენ წავიდა. სხეულმა ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა და შავი საგნით დააბრუნა სივრცეს.
-რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ ხელს გააქანებთ და იარაღიც გავარდება. -საშა შეცბა იარაღის დანახვისას. -აბა რა გეგონათ მამა იარაღის გარეშე დამტოვებდა ? -თქვა დამაჯერებლად და თმა გვერდით გადმოიყარა. ახლა მე ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი.
-მომისმინე გოგონავ, შენ იარაღს ერთი გასვრით მხოლოდ ერთის დაჭრა შეუძლია, ჩვენ კიდევ ორნი ვართ, ყველანაირ შემთხვევაში შენ გეტკინება ასე რომ არაფერი მიქარო.
-მაგრამ ხომ დაგაკლდებათ ?! -მისი შეუდრეკელობა უცხო ხილი იყო ჩვენთვის.
-და საერთოდ საშა, რატომ არის ეს სახლში ესეც ხომ წასული უნდა იყოს?
-კი უნდა ვიყო, მაგრამ არ ვარ. გული მიგრძნობდა სასიამოვნო სტუმრების მოსვლას და უმასპინძლოდ ხომ არ დაგტოვებდით. მოკლედ, წაიღეთ რაც გინდათ და წადით.
ჩვენც არ დაგვიყოვნებია, მაშინვე გავიტანეთ რაც გვინდოდა და თავის დაზღვევის მიზნით უცხო სხეული რომელიც შანელს გაეჟღენთა გავთიშეთ. გასვლისას კიდევ ერთხელ დავხედე ჟღალ თმას და ჭორფლიან სახეს რომელიც მთვარის შუქზე ზედმეტად მელამაზა ინსტიქტურად შუბლზე ვაკოცე და სახლი ბიჭებთან ერთად დავტოვე.
მანქანაში ჩავსხედით და როგორც კი შეგვეძლო სწრაფად მივედით საშასთან, მოპარული დავახარისხეთ და ხვალამდე დავიშალეთ.
სახლში მისულს ბაბუ უკვე მძინარე დამხვდა, ახლა უკვე მე შევუსწორე საბანი ყელთან და ჩემი საძინებლისკენ წავედი.... ადრენალინისგან დაცლილი უენერგიოდ მივესვენე საწოლზე, არ მაშინებდა ის რომ ვიღაც გაიგებდა ჩვენ ვინაობას, არც სხვა რაიმე, უბრალოდ ის რომ წესი დავარღვიეთ მაფორიაქებდა, ის რომ ის ჟღალი გავთიშეთ და ის რომ ინსტიქტურად შუბლზე ვაკოცე მაღელვებდა.
ისიც მახსოვს როგორ გაბედულად, ბავშვურად აუკანკალდა მისი ვითომ თამამად გამოწვდილი იარაღიანი ხელი. ვინ იცის გულში რამდენჯერ მოკვდა და გაცოცხლდა იმ წამს. უბრალოდ "ბუმ" რომ დაგვეძახა შეიძლება ინფარქტსაც დამეგობრებოდა, მაგრამ მაინც რაღაც უხილავი გამბედაობით შეიკავა თავი დაძინებამდე. როგორ ამაყად შეტრიალდა ოთახში ფეხშიშველი. ბავშური იყო, მაგრამ ბავშურობასთან შედარებით დიდად გვაჩვენებდა თავს, იქნებ იყო კიდეც დიდი მაგრამ მაინც ბავშვური ჩანდა. ჟღალი და ჭორფლიანი. მაღალი მაგრამ მაინც ბავშვური. მახსენდებოდა მისი ნაკვთები მთვარის შუქზე რომ მოუჩანდა გათიშულს...
მოკლედ მეფიქრებოდა ჟღალზე, თან მეძინებოდა. არ დამაცადა თვალებზე მოკიდებულმა ბინდმა და მეც წამიყვანა ძილისპირულში.
დილით ბაბუას ფუსფუსმა გამაღვიძა, თვალებს ბოლომდე ვერც ვახელდი. მივხვდი რომ მთელი სხეული მტკიოდა.
-ბაბუ... -ჩავილუღლუღე, ბაბუაც მაშინვე მოტრიალდა და მითხრა
-სიცხე გაქვს დემეტრე არ ადგე. მთელი ღამე ოფლიანობდი, ბოდავდი. -მივხვდი რომ ოფლში ვცურავდი, საბანი ცხვირამდე ამოეტანა ბაბუას. -ჭორფლებზე და წითელ თმებზე ლაპარაკობდი. -მილულული თვალები მაშინვე ვჭყიტე. შეიძლება სხვა რაღაცებიც წამომეროშა და მეტის გასაგებად ვუგდე ყური, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჟღალის გარდა არავინ მიხსენებია.
მთელი დღე მივლიდა ბაბუა სიცხიანს და ბოლოს როგორც იქნა ტემპერატურამაც იკლო. იმდენს მივაღწიეთ რომ ლოგინიდან წამოვდექი და მისაღებში მდივანზე წამოვწექი, ბაბუა კი წინააღმდეგი იყო მაგრამ უმოძრაოდ ვერ გავჩერდებოდი.
კარტის თამაშით ვირთობდით თავს და მთელი საღამო უსაქმურად ვისხედით, მერე ისევ ვითომ მინიშნებით ბაბუამ მშობლებზე საუბარი დამიწყო მაგრამ ადამიანები რომლებსაც უკვე 6 წელია ჩემი ნახვის სურვილიც კი არ გასჩენიათ ჩემთვის ბიოლოგიური კავშირის გარდა არაფერს წარმოადგენენ, ხოლო ბაბუ რომლის სისხლი ჩემ ძარღვებშიც სჩქეფს, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. ამიტომ მშობლების თემა მალევე ჩაკვდა და ისევ კარტის თამაში განვაგრძეთ.
მერე ისევ წამოდგა ცხელი ლიმნიანი ჩაი მომიტანა და საინფორმაციოს მიუჯდა. მე ბიჭებთან უნდა გავსულიყავი ამიტომ ბაბუას მოთაფლვას აქედანვე შევუდექი, მართალია თავიდან გამიჯინიანდა ავად ხარო მაგრამ მაინც ვერ მოახერხა ჩემი დამარცხება.
საშასთან მისულს სამარისებური სიჩუმე დამხვდა რომელსაც მხოლოდ ტელევიზორის ხმა არღვევდა.
-სად ხართ ? -დავიძახე და მისაღებში თავი შევყე, ყველა იქ იყო და ტელევიზორს უყურებდა.
-ჩუ.-გამაჩუმა საშამ.-დაჯე უყურე...
ტელევიზორს შევხედე, რეპორტაჟი წილოსანების სახლის გაძარცვასთან დაკავშირებით გადიოდა. ჟურნალისტი ხაზს უსვამდა იმას რომ მძარცველები ზედმეტად კარგი პროფესიონალები აღმოჩნდნენ რის გამოც კვალი არ მოიძიებოდა. შემდეგ გატანილი ქონების შესახებ სახლის მეპატრონე ზურა წილოსანი ჩართეს რომელიც ამბობდა
"ქონების წაღება კიდევ ასატანია, მაგრამ ის რომ ჩემი 18 წლის ქალიშვილი იყო სახლში... ეს ჭკუიდან მშლის... მას რომ რაიმე მოსვლოდა.... არ ვიცი -ხელებს ნერვიულად იქნევდა კამერაში და სახეზეც ეტყობოდა აღელვება- რა უნდა მექნა ?!"
-ეს რა შარში გავყავით თავი -თქვა სანდრომ.
კადრში ჟღალიც გამოჩნდა და ჩემმა ნერვიულობამაც პიკს მიაღწია, მომენტალურად ავწითლდი, წამომახურა და თვალები სწრაფ-სწრაფად დამახამხამებინა, შემეშინდა კიდეც ყველაფერი არ დაეფქვა. ან კიდევ რომც ეთქვა რა ?! თმა აბურდული აღარ ქონდა. დაევარცხნა, ლამაზი ნაკვთები უფრო ლამაზად ჩანდა ეკრანზე, ცხვირთან დაყრილი ჭორფლები უფრო ალამაზებდა ისედაც ბუნებრივ სახეს. ტიტრად გამოჩნდა მისი სახელიც
"ევა წილოსანი"
მაშინვე გამიჯდა სხეულში მისი ვინაობა.
ჟურნალისტები მოუსვენრად აყრიდნენ კითხვებს ევას მაგრამ ის ძალიან მშვიდად და აუღელვებლად პასუხობდა
"მე არაფერი დამინახავს, მეძინა... "
მე და საშამ ერთმანეთს გადავხედეთ და თვალებით ვანიშნეთ რომ წესის დარღვევის შესახებ ბიჭებისთვის არაფერი გვეთქვა. რაში დასჭირდა ტყუილი ევას ? ხომ შეეძლო უბრალოდ ეთქვა რომ გათიშეს. ალბათ შევებრალეთ უბადრუკი ქურდები.
არ მინდა იმაზე ფიქრი რომ შევეცოდეთ, მაგრამ მაინც მეფიქრება იმიტომ რომ შეიძლება ასეც არის.
* * *
დილით გაღვიძებულს ბაბუ სახლში არ დამხვდა, ალბათ ბაღში წავიდა სასეირნოდ. მომიწია ყავა თავად ამედუღებინა და მარტო მესაუზმა. მხოლოდ თეფშების კაკუნი ისმოდა სახლში. ისევ ევა მიტრიალებდა თავში. ჟღალი-რომელმაც საიდუმლო შეინახა და არაფერი თქვა. მენატრებოდა ის კოცნა რომელიც ინსტიქტს ეკუთვნოდა.
დივანზე გათხლარშულს მობილურის ვიბრაციამ მაიძულა გამოფხიზლება
-გისმენთ
-იესეს შვილიშვილი ბრძანდებით ?
-დიახ რა მოხდა ?
-ქუჩაში ცუდად გახდა. "........" მობრძანდით.
-გამოვდივარ. -ყურმილი გავთიშე და ისე გავვარდი სახლიდან რომ არც კი გამომიცვლია. როცა საქმე ბაბუას ეხება, აღარაფერი მაინტერესებს. ის ერთადერთი კეთილი და თბილი არსებაა ჩემ ცხოვრებაში, ამიტომ მის გამო "უკან არაფერზე დავიხევ". გიჟივით მივვარდი იმ ადგილას სადაც მითხრეს და სწორედ მაშინ ვიგრძენი უარსებობა. ჯერ კიდევ მიწაზე დაწოლილ იესეს რომ მოვკარი თვალი ლამის მეც მივუწექი, როგორ უგონოდ ესვენა სასწრაფო დახმარების ამალის ქვეშ ჩემი ბაბუა, მაგრამ სისუსტე მის თავთან მდგომმა ჟღალმა მაგრძნობინა. უეცრად სახის არიდებაც კი ვცადე როცა ამომხედა. რა იცოდა მე ვინ ვიყავი, სამაგიეროდ მე ვიცოდი ვინ იყო.
-თქვენ დემეტრე ხართ ? -მითხრა ჯერ კიდევ ზურგით მიტრიალებულს, მეშინოდა ხმის ამოღების, მეშინოდა რომ შეიძლება მიმხვდარიყო. ან კიდევ უბრალოდ ვერ მიმხვდარიყო, მაგრამ ის უფრო და უფრო მასუსტებდა რომ ჟღალი ჩემ უკან იდგა, სხეულთან რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს. რამდენიმე ნაბიჯის იქითაც ვგრძნობდი სურნელს რომელიც შუბლზე კოცნისას სამუდამოდ ჩამებეჭდა ტვინში.
ბედუკუღმართი ვარ. სადღაც გუბურაში ხომ მაინც უნდა ვითრიო ფეხი. ჩემდა საუბედუროდ აღმოჩნდა ბაბუა ევას ხელში.
-უკაცრავად ?! -კიდევ ერთხელ გაიმეორა გოგონამ და მომიახლოვდა.
უფრო დამიარა სხეულში ურაგანმა, ეკლებმა დამაყარა და ციებამ გამიმეორა. ასე ძეგლივით ხომ არ ვიდგებოდი მუდამ ბაბუასთანაც ხომ უნდა მივსულიყავი. შემოვტრიალდი და ვუთხარი
-კი მე ვარ. -ჩემი ხმის გამგონეს მაშინვე ღიმილი გადაეკრა სახეზე და გაიბადრა. თითქოს და ყვეალფერს მიხვდაო მაგრამ არაფერი უთქვამს, ნერვიულობა ყველაფერზე მეტყობოდა, თითების ფშვნეტაზე ბაბუასთან საუბარზე და საერთოდ ყველაფერზე, თვალს ვაპარებდი ხოლმე ევასკენ რომელიც იქვე იჯდა და ჩვენ ორს გვაკვირვებდა. თითქმის ასივე პროცენტით დარწმუნებული ვიყავი რომ მიხვდა ვინ ვიყავი, მაგრამ თავს ვიიმედებდი რომ ახლად გაღვიძებულს ჩემი ხმა არ ემახსოვრებოდა. სახე კი საიდან უნდა ეცნო, არ უნახავს. მოკლედ, ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს რაც უფრო მანერვიულებდა. ბაბუა სასწრაფო მანქანაში დააწვინეს რამდენიმე ნემსის გასაკეთებლად და მეც ევასთან ერთად დავრჩი მარტო
-რომ არ მიმესწრო შეიძლება რაიმე მოეტეხა -მითხრა ევამ. მან ისიც კი არ იცოდა რომ მისი სახელი ვიცოდი.
-მადლობ -ამ ერთ სიტყვაში ვეცადე ჩემი მადლიერება ჩამეტია.
-იცი რა ?
-რა? -ვუთხარი დაპროგრამებულად, მისი ყოველი სიტყვა შოკს მგვრიდა იმისას რომ შეიძლებოდა ნებისმიერ წამს ამოვეცანი.
-კიდევ, როცა ძარცვაზე წახვალ ხმა არ ამოიღო -გავფითრდი, სიარული შევწყვიტე და თვალებში ჩავაშტერდი, იგი ისევ ისეთი გაბადრული სახით მიყურებდა და ღიმილს არ იშორებდა -იმდენად დასამახსოვრებელი ხმა გაქვს და აღნაგობა რომ მაშინვე მივხვდი ვინც იყავი, თანაც შარვალი. -ამათვალიერე ცხვირის ჭმუჭნვით-იგივე გაცვია. -როცა მიხვდა რომ ნერვიულობისგან ოფლი საფეთქელს მისველებდა განაგრძო -არ ჩაგიშვებ ნუ გეშინია !
-რატომ ?
-ასეთი ვარ.
ასეთია ?! როგორი ასეთი, ასეთი კარგი ?
-არ გეშინია ?
-რისი ?
-რომ სიტყვაზე არ გენდო და უბრალოდ ტყვია შუბლში გაგიტარო.
-ამას არ იზამ -მითხრა ისევ ისეთი სიმშვიდით
-რატომ ?
-იმიტომ რომ ამას არ იზამ. -გადამჭრელად მითხრა და წამოდგა სკამიდან... კაშნეში ცხვირი ჩაყო და თვალებით ქვემოდან გამომხედა. სურნელმა ისევ ისე ურაგანივით დამიარა სხეულში, მისი ვინაობა მაშინებდა. ის პირველი იყო ვინც ჩვენი საქმიანობის შესახებ უთქმელად გაიგო, უფრო სწორად ჩ ე მ ი. გაცნობაც ასეთი გულწრფელი უნდა. იცით როგორ გამოვიდა ?
"-გამარჯობათ მე ქურდი დემეტრე ვარ.
-ა-ა, ჩემი სახლი რო გაძარცვე?
-დიახ დიახ."
აფორიქებული სხეული ჯერ კიდევ ვერ წყნარდებოდა, ამიტომ რაიმეს თქმას თავს ვერ ვაბამდი.
-ხომ გითხარი არ ჩაგიშვებ-მეთქი. ნუ გეშინია. უბრალოდ რა მაინტერესებს იცი ? ჩემი ლეპტოპი რომელს შეგხვდათ.
-ბატონო ?!
-apple-ს ლეტოპი რომ წაიღეთ, ჩემი იყო და მაინტერესებს რომელს გაქვთ, თუ გაყიდეთ უკვე ?
-მეორე დღესვე გაიყიდა ყველაფერი.
-სამწუხაროა -პასუხი რა თქმა უნდა არ გავეცი, ან რა უნდა მეპასუხა ?! მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა მაგრამ მეშინოდა შედეგის რომელიც შეიძლებოდა მომემკო, ამიტომ თავი შევიკავე და გავჩუმდი.
ბაბუაც უკვე ჯანმრთელი გადმოიყვანეს ისევ მანქანიდან და ჩამაბარეს, თვითონ წავიდნენ და დავრჩით მხოლოდ ჩვენ სამნი.
-წავედით ბაბუ ?
-კი დემეტრე მაგრამ ამ კეთილ გოგონას აქ ტოვებ ?
-არა იყოს ჩემით წავალ -ჩაერთო ევა.
-ტაქსის გამოვიძახებ და ტაქსი წაიყვანს. -თავიდან ავირიდე მომავალი რამდენიმე წუთი რომელიც შეიძლებოდა გამეტარებინა ევასთან ახლოს, ბაბუასაც და ევასაც ერთი და იგივე რეაქცია ქონდათ, გაღიზიანდნენ ჩემი საქციელით და სახეები შეეცვალათ მაგრამ არაფერი უთქვამთ.
-არ მინდა მე თვითონ. -თქვა ევამ და იმ ადგილს მოწყდა. -მივხვდი რომ ცუდად მოვიქეცი მაგრამ შედეგის თავიდან ასაცილებლად ასე იყო საჭირო. არ უნდა მიმეცა ბიძგი საკუთარი თავისთვის, არ უნდა მქონოდა რაიმეს იმედი, ამიტომ ასე აჯობებდა. ბაბუამ კი "დამტუქსა" ამ საქციელის გამო მაგრამ მალევე გადავრთე სხვა თემაზე და ევას ამბავიც მიავიწყდა. მე კი თუნდ სააკაშვილზე საუბრის დროს არ მავიწყდებოდა მისი ბუნებირვად ლამაზი სახე რომელიც სიკეთით და მადლით იყო სავსე, როგორ ვახერხებდი ამ ყველაფრის დანახვას ქურდი, უგულო ადამიანი ? -მეც მაქვს გრძნობები.
მინდოდა ისევ დაბრუნებულიყო სახლში მისულს ის რამდენიმე წამი უკან რომელიც დაახლოებით 2 საათის წინ გავიარე. მინდოდა ისევ მენახა მისი ლამაზი სახე, მისი კეთილი გამომეტყველება და საერთოდ მენახა ის. ჩემთვის არც ისე ძნელი იყო მისი ნახვა მაგრამ ზედმეტი თავის ტკივილი ზედმეტი პრობლემაა.
-ბაბუ წავედი მე ვეტერინართან მოარჩენდა მაქსის.
-ხოო, საჭმლის ყიდვა არ დაგავიწყდეს, გამოგველია ძაღლისთვის.
-კაი კაი ვუყიდი.
მანქანის გასაღები ავიღე და ვეტერინართან წავედი. მაქსი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი არსებაა რაც თუ მინახავს, მწვრთნელის დამსახურებაა ასეთი რომაა მაგრამ მაინც. იცის ხოლმე რას ვგრძნობ და შესაბამისად იქცევა, არ მაწუხებს, არ მღლის არც ნერვებს მიშლის. 1 კვირაა უკვე არ მინახავს და ისე მენატრება გიჟს ვგავარ. ფეხზე ქონდა რაღაც პრობლემა და ოპერაცია გაუკეთეს.
კლინიკაში შევედი თუ არა იგრძნო ალბათ ჩემი სუნი მაქსიმ და აყეფდა, მეც იმ ოთახისკენ წავედი სადაც მეგულებოდა და ბედნიერი მაქსიც მაშინვე შემომეხვია ფეხებზე, რამდენიმე წუთი ვეფერებოდი და ვეხუტებოდი, მერე ვეტერინარს მადლობა გადავუხადე და წამოვედი... მაქსი სასეირნოდ გავიყვანე ამიტომ მანქანაში აღარ ჩავმჯდარვარ. დავუყევით ქუჩას ქვევით და ლამის სირბილით წავედით პარკისკენ. მაქსი სივრცეს მონატრებული რაც თუ შემოხვდებოდა ყველაფერს ეხეთქებოდა, ენა გადმოგდებული მირბოდა და ბედნიერობდა... კუთხეში თავისი ჯიშის მდედრს მოკრა თვალი და ისიც მაშინვე გაეკიდა... ვეტერინარისგან "კურთხევა" გვქონდა 2 თვე მოარიდეთო, ამიტომ მეც გიჟივით გავეკიდე რომ არ ატორღიალებოდა იმ მდედრს, მაგრამ როგორ დავეწეოდი მაქსს რომელიც უკვე თვალს მიეფარა, მაინც ვცადე დავწეულიყავი, ამიტომ იქით შევუხვიე საითაც მაქსი გაიქცა, მოვკარი მდედრს თვალი რომელიც მაქსთან ერთად გარბოდა და ჟღალს რომელიც უკან მისდევდა. სანამ გავაცნობიერებდი რომ ის ჟღალი ის იყო ვინც მე მეგონა დავიყვირე
-მაქს !
ჟღალიც მაშინვე მოტრიალდა და ფეხების ბლანდვით მიწაზე დაენარცხა. სახე ამელეწა და მაშინვე მისკენ წავედი. უკვე წამომჯდარიყო და ხელი წავავლე რომ წამოდგომაში დავხმარებოდი მაგრამ იუარა და ხელი გამაწევინა, ალბათ გაბრაზებული იყო ჩემი საქციელის გამო, მაგრამ წაქცევის მიზეზი რადგანაც მე ვიყავი არ დავნებებულვარ და მაინც წამოვაყენე. სერიოზული სახე უფრო დაისერიოზულა და შარვლის ფერთხვას შეუდგა. ზედაც არ შემომხედა.
-ხომ არ დაშავდი ? -ვუთხარი და ოდნავ ქვევით დავიხარე რომ მისი მზერა დამეჭირა.
-არა. -ძალიან მკაცრად მითხრა და გამომხედა -შენ ძაღლს გაეკიდე.
-ჩემი ძაღლი ალბათ უკვე მეორე ქუჩის ბოლოსაა -წელში გავსწორდი და შევეცადე თვალებით ძაღლი მომეძებნა.
-გემოვნებიანი ძაღლი გყოლია. ჩემი ლიუსი მოეწონა. -გაიღმა და მისი ბუნებრივი სილამაზეც წამით მაჩუქა. ისე დამაბნია მისმა გამოხედვამ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე, მივხვდი ჩემი წასვლის დრო იყო ამიტომ დავემშვიდობე.
-უნდა წავიდე. -ცინიკურად გაეცინა წარბები შეჭმუჭნა და მითხრა
-რატომ მარიდებ თავს ?
-იცი რატომაც.
-იმიტომ რომ ჩემი სახლი გაქურდე ?
-თუნდაც.
-თუნდაც ? მეტი მიზეზი გაქვს ?
-არა.
-აბა?
-ის ერთი მიზეზი საკმარისი არ არის ? -გამომივიდა ზედმეტად გულჩვილად.
-ეს ძარცვა არც პირველია ჩვენი სახლისთვის და არც უკანასკნელი, მაგრამ შენნაირი ქურდი ჯერ არ გვყოლია -თქვა სიცილით.
-რამე უცნაური მჭირს ?
-კი ლაპარაკობ.
-ჩვენთვისაც უცნაური იყო სახლში რომ ვიღაც დაგვხვდა. მოკლედ წავედი.
-მაინც მიდიხარ ? -გულდაწყვეტილი მეჩვენა. არც მე არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვიტყვი გული კარგს მიგრძნობდა იქ დარჩენის შედეგად მეთქი ამიტომ მაინც იქაურობას გაცლა ვამჯობინე, წასვლამდე კი ვუთხარი
-არ გეჩვენება რომ ზედმეტად სხვანაირი დიალოგი გვაქვს, დამნაშავესა და დაზარალებულს? -მეგონა დავაბნევდი და აღარაფერს მეტყოდა მაგრამ მაინც გააგრძელა
-შენი არ მეშინია და არც უცნაურად მეჩვენება.
-რატომ ?
-არ ვიცი. უბრალოდ არ მეჩვენება.
-ზედმეტად გაბედული ხარ 18 წლის გოგონას ასაკისთვის.
-რა იცი რამდენი წლის ვარ ?
-მამაშენის საუბარს ვუსმინე ტელევიზორში.
-შენ რამდენის ხარ ?
-შენთან შედარებით დიდი ვარ, ამიტომ დამიჯერე არ გვაწყობს ეს დიალოგები და უცნაური შეხვედრები. დაივიწყე რომ ვარსებობ და საერთოდ გამაქრე.
-ძიაც ხომ არ დაგიძახო დიდო ბიჭო? რატომ უნდა გაგაქრო, მშვენიერი ბიჭი ხარ. წადი ახლა თუ გინდა.
პასუხი აღარ გამიცია ისე წამოვედი იქედან. ის ისევ იქ იდგა ძეგლივით. თითქოს მიზანში მოარტყა "მშვენიერი ბიჭი ხარ" "რატომ უნდა გაგაქრო", ნეტავ არ ეთქვა. ამიტომაც მითხრა მერე ისე თამამად "ახლა წადი". მისი სილუეტი არ შორდებოდა ჩემ ცნობიერებას და მეც უფრო მიჭირდა გადაადგილება. მინდოდა მივბრუნებულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი მაგრამ არაფერი არ მაძლევდა ამის საშუალებას, არც გონება არც სხეული. მხოლოდ გული, გული რომელიც გრძნობების გარდა სხვა დანარჩენთან უძლურია. ფეხები უკან მრჩებოდა მე კი წინ მივდიოდი. მაქსიც გამოჩნდა და კმაყოფილი გამოუყვა ჩემთან ერთად გზას. მივხვდი უკვე მიქარული ქონდა ამიტომ კარგად დავტუქსე, ისიც მიხვდა ნერვებ მოშლილი რომ ვიყავი და არ უწუწუნია... თავჩაქინდრული გამოყვა ჩემ ნაბიჯებს.
ევა კი არ შორდებოდა ჩემ ფიქრებს რომელიც ყველა მას უკავშირდებოდა. სახე რომელიც ზედმეტად ნაზი და კეთილი ჩანდა გაბრაზებულიც. სხეული რომელიც უფრო მშვენიერი იყო მიწაზე წაქცეულიც. მოკლედ, ყველანაირად კარგი იყო, მაგრამ ჩემ ცნობიერებას უფრო უნდოდა მისი აღქმა, რისი უფლებაც არ მქონდა...

* * *
მანქანა არც მერე გამომიყენებია მე და მაქსი ფეხით წავედით ჩვენი უბნისკენ, რამდენიმე ნაცნობს უღიმღამოდ გამოვეცნაურე და როგორც იქნა ბაღთნაც მივაღწიეთ სადაც ჩემი ბავშვობის მეგობრები ისხდნენ.
-ვაა ეს ვინ მოსულაა, რას შვრები ? -მკითხა ლაშამ, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა 2 წლის ასაკიდან.
-რავიცი ბიჭო თქვენ რას შვრებით?
-რა ვქნათ ჩვენც ვართ ასე. იცი ახალი ამბავი ?
-რა ამბავი ?
-წილოსანები რო გაქურდეს ?! -ეკლებმა მაშინვე დამაყარა მაგრამ არაფერი შემეტყო.
-კი, ბიჭო მთელი ქალაქი მაგაზე ლაპარაკობს.
-ზურამ აღარ შემიძლია უკვე მე4 ძარცვააო და ადგილს იცვლის.
-დიდი ამბავი, ფული არა აქვს და ვერ იყიდის თუ რა გასაკვირი ეგაა.
-გასაკვირი არაფერი არაა პროსტა აქეთ გადმოდის. ჩვენ უბანში.
სისხლი გამეყინა. მოყვითალო სახე გამიფითრდა, არა როგორც ქურდს, არამედ როგორც ადამიანს. წამში მოვახერხე ყველაფრის გაანალიზება იმისაც კი რომ ევაც ჩემ უბანში იცხოვრებდა... შეიძლება და ჩემი გულგრილობა ბოლოს ყელში ამოსვლოდა და ყველაფერი დაეფქვა. ეგ კიდევ არაფერი, აიტანს სასჯელს კაცი მაგრამ მის ლამაზ სახეს და ადამიანობას რა ვუყო ? როგორ გავუძლებ ხოლმე მის დანახვას. მომავალი, ამ რამდენიმე წამში განვსაზღვრე და არც ისე კმაყოფილი დავრჩი.
-ვაა, უყურე შენ. -ტუჩები დამემანჭა და თავი თავისით დამექნია. -კაი ბიჭებო წავედი, მაქსს მგელივით შია. -ვუთხარი და მაქსისკენ გამოვბრუნდი, რომელმაც გაიგონა თუ არა მისი სახელი მაშინვე აყეფდა. იმ წამიდან იმაზე ვფიქრობდი რა უნდა მექნა. რა უნდა მექნა ? ვერც ვერაფერს ვიზამდი. რაც უწერია კაცს, არ აცდება, მომიწევს რაც მოხდება ყველაფერს შევეგუო.
უბრალოდ ვნახოთ რა მოხდება.
* * *
ორი დღე გავიდა, ისე რომ გარეთ თითქმის არ გავსულვარ, იმიტომ კი არა რომ საქმე არ მქონდა, უბრალოდ იმიტომ რომ ბაბუასთან მინდოდა დროის გატარება. ეს ორი დღე ბევრ 2 კვირას აღემატებოდა... ბაბუასთან გატარებული რამდენიმე წუთიც კი ძალიან ბედნიერი დრო იყო ჩემთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთეულია ასეთი ხალხი.
ორი დღის შემდეგ კი ბაბუასთვის წამლების საყიდლად მომიწია გარეთ გასვლა და მეც არ მიწუწუნია, ისე გავედი სახლიდან. ისეთი სიწყნარე იყო ეჭვიც კი შემეპარა ჩემ არსებობაში. ლამპიონებიდან ძლივს მბჟუტავი სინათლე ალაგ-ალაგ თუ ანათებდა გზას, უცხო დაიბნეოდა მე კიდევ რა დამაბნევდა 23 წელია ამ მიწაზე დავაბიჯებდი. სიცივის მიუხედავად მაინც მიხურდა ხელები, რომლებიც ჯიბეებში დიდის ამბით გამეთბო... აფთიაქის ლოგო PSP ჯერ კიდევ არ ჩანდა ამიტომ წინ გახედვას აზრიც არ ქონდა. ამ სიბნელეში და სიჩუმეში მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა მესმოდა. ისევ ევაზე ვფიქრობდი რომელიც თითქმის არც მოშორებია ჩემ გონებას, ჩემი ტვინის ქსელში მწერივით გაიხლართა და დატყვევდა.
ჩემი ფეხის ხმას კიდევ დაერთო რამდენიმე, არ მაინტერესებდა ვინ მოსდევდა ჩემ ნაბიჯებს ამიტომ არც გამიხედავს, იგი უფრო სირბილს გავდა ვიდრე სიარულს ამიტომ მალევე ჩამიქროლებდა გვერდით.
-გამარჯობა -მომესმა გვერდიდან. ვინ იქნებოდა ჩემნაირი ბედუკუღმართი ადამიანისთვის თუ არა ჟღალი. ჟღალი რომელიც ალბათ უკვე ჩემი "უბნელიც" კი იყო.
-უკვე გადმოხვედი ? -გზა ერთად განვაგრძეთ.
-კი გუშინ.
-კარგია.
-ისევ ამარიდებ თავს ?
-მაქსიმალურად.
-ჩემზე არ ფიქრობ ?
-არა -ვუთხარი ისე თითქოს ნამდვილი ყოფილიყო. გაჩერდა, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მეც გავჩერდი შემოვბრუნდი და მისი ზედმეტად ბავშური სახის და გაბუსხული სახის შემხედვარე ლამის ჩავიწვი იქვე, არ მინდოდა ასეთი საყვარლობის ასე ყურება, მინდოდა ჩავხუტებოდი და მისი გაყინული ცხვირი გამეთბო, მაგრამ არ მქონდა ამის უფლება. ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ხმა არ ამოუღია. მეორე და მესამე უფრო სწრაფად გადმოდგა და ჩემ წინ აისვეტა.
ვიცოდი რის გაკეთებასაც აპირებდა. მინდოდა ჩემი მდგომარეობის გამო წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ ვიცოდი არ გამომივიდოდა. მინდოდა ახლა უკანმოუხედავად გავქცეულიყავი და გავცლოდი მაგრამ გაქცევა საკმარისად ბევრჯერ მქონდა გავლილი, ისიც მეყოფოდა. მისი ბავშვური გამბედაობით თითის წვერებზე შედგა და გაყინული ცხვირით ჩემ ცხვირს შეეხო ტუჩები აათამაშა და მისი სინაზით შემეხო. ეს იმდენად ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რომ მერჩივნა იქ იმ წამს არც კი ვყოფილიყავი, მაგრამ რომ არ ვყოფილიყავი ხომ ვერც ვიგრძნობდი. ისეთი ბავშვური იყო მისი კოცნა, ისეთი წრფელი, რომ მინდოდა მაგრად მომეხვია ხელები და ჩემად მეგრძნო, მაგრამ არ მქონდა ამის უფლება. მინდოდა უბრალოდ კოცნითვე მეპასუხა მაგრამ ხომ გითხარით, არ მქონდა ამის უ ფ ლ ე ბ ა.
-ახლა ხომ იფიქრებ ჩემზე ? -მითხრა და შუბლით ჩემ ნიკაპს დაეყრდნო და თან ისე ძლიერად თითქოს მის გაბრაზებას ნიკაპზე ანთხევსო.
-არ მაქვს ევა შენზე ფიქრის უფლება.
-მაშინ ხომ გქონდა ?
-როდის ?
-შუბლზე რომ მაკოცე. -მაშინვე დამიდგა ის მომენტი თვალწინ, როცა გათიშულს შუბლზე შევეხე მაგრამ როგორც ჩანს გათიშული არ ყოფილა.
-შეცდომა იყო.
-არა მგონია, ეს ყველაფერი შეცდომა იყოს. უბრალოდ იფიქრე ჩემზე. -ჩემ წვერს რომელიც 2 კვირის წამოჭრილი იყო თოთო კანიდან მისი ნაზი ხელი ნაზად დაუსვა თვალებში შემომხედა, გაიქცა, ისე გაიქცა როგორც ჩემამდე მოვიდა... მბჟუტავი სინათლიდან ჯერ კიდევ ძლივს ვარჩევდი მის სილუეტს როცა მივბრუნდი და აფთიაქში ლამის სირბილით მივედი, წამლები ვიყიდე და ისევ სახლში დავბრუნდი. ძ ა ლ ი ა ნ, იცით ეს სიტყვა რას ნიშნავს ? ხოდა თუ იცით აიყვანეთ კვადრატში და გაიაზრეთ. ხოდა ასე ძალიან მინდოდა იმ წამს ევასთან ერთად. მინდოდა ისევ გაემეორებინა ის ბავშვური ნაზი შეხება, მაგრამ ის უკვე ალბათ სახლში გათბობასთან მოკალათებული თავის ლიუსის ეფერებოდა... ალბათ ჩემზე ფიქრობდა... მე კი ისევ ისე როგორც ყოველთვის მასზე ვფიქრობდი... რა მოეწონა ჩემში ? ქურდი ? თუ ადამიანი ? რომელსაც ბაბუაჩემის და მაქსის გარდა მგონი ვერავინ ხედავს, მაგრამ რატომ ხედავს ასეთი კარგი ადამიანი ჩემ ნამდვილ მეს, დავიჯერო ბედმა არგუნა ასეთი ცუდი მომავალი ჩემთან ერთად?
არ მაინტერესებს. ვიყო არასწორი, მე ახლა მასთან მინდა, მაგრამ ახლა არ მაქვს ამის უფლება... რაღაცას ვგრძნობ ამიტომ არ მივცემ საშუალებას ამ გრძნობას ჩემშივე ჩაკვდეს. ვიყო ნაძირალა, მისი ცხოვრების გამაუბედურებელი, მაგრამ გრძნობდეს...
გრძნობდეს რომ მეც ვგრძნობ რაღაცას. მორჩა. გადაწყვტეილია. მე მასთან მინდა...
მანძილს რომელიც არც ისე შორი იყო ჩემ სახლამდე სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი. სახლში მისულს ბაბუა უკვე სავარძელში მძინარე დამხვდა, მაქსი კიდევ ჩემი ოთახის კართან ატუზული, წამლები მაგიდაზე დავდე და ოთახში შევედი, მაქსი რომელსაც ჩემი შემორიგება უნდოდა გვერდით მომიწვა, მეც შემეცოდა და თავზე ხელის გადასმით მივახვედრე რომ გაბრაზებული აღარ ვიყავი. სიამოვნებისგან და ბედნიერებისგან სავსეს მალევე ჩამეძინა...
დილით როგორც ყოველთვის ბაბუას მომზადებული ყავა და საუზმე უკვე მაგიდაზე დამხვდა, მეც ბევრი არ მიცდია და მაშინვე დავაცხრი საჭმელს, თან ძალიან მშიოდა... ბაბუა ტელევიზორში საინფორმაციოს უყურებდა ამიტომ ჩემთვის არ ეცალა, მაგრამ როგორც ჩანს გაიგო ჩემი იქ ყოფნა და მითხრა
-დღეს ანა ჩამოდის. -შემოტრიალდა ჩემ სახეს დააკვირდა და ისევ გატრიალდა, რადგან სახე საერთოდ არ შემცვლია. ანა ჩემი ბავშვობის მეგობარი და კარის მეზობელია, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს ბავშვობიდან ვუყვარვარ, მაგრამ არც ქაჯია და არც გიჟი. არაფერს არ მაძალებს და ზედმეტადაც არ მაღიზიანებს, ამიტომ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვცდილობ, მაგრამ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობის ისევე არ მჯერა როგორც თაგვისა და კატის მეგობრობის. მიუხედავად ამისა კი მაინც ვცდილობ.
-მერე რა ?!
-არაფერი უბრალოდ გითხარი.
-ვიცი ბაბუა მაგ უბრალოდ თქმაში რასაც გულისხმობ და არ გინდა.
-კარგი არ მინდა.
ბაბუა მომხრე იყო ანას გრძნობების და მეც მირჩევდა იმავეთი მეპასუხა მაგრამ რა ვქნა არ გავუჩენივარ ღმერთს ანას სიყვარულისთვის. უბანში სულ დამცინოდნენ გეი ხო არ ხარ გოგო მოკვდა ლამის შენი სიყვარულითო, მაგრამ გეი რომ არ ვიყავი ამას ყველაფერი ამტკიცებდა. უბრალოდ აღარ დავკონკრეტდები. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვიყავი ვალდებული ანა მენახა, მაგრამ მისი მონახულება სამომავლოდ გადავდე და მაქსი სასეირნოდ წავიყვანე...
ბაღთან ახლოს კაფე იყო, მე ნამცხვრის საჭმელად დავჯექი მაქსი კიდევ ბაღში გავუშვი... არ ვიცი რატომ მაგრამ გული მიგრძნობდა რომ ჟღალიც გამოჩნდებოდა.... მოსახვევში მხრებამდე ხვეული თმით თეთრი ჭორფლიანი ჟღალი ლიუსისთან ერთად შემოვიდა... სათვალე სახის მესამედს უფარავდა და გაწითლებული ტუჩები უფრო ბავშვურს ხდიდა მის ლამაზ სახეს... ყურადღება მაშინვე მიიპყრო ყველასი, თავად კი არავის აბჯენდა მზერას, ლიუსის გაჯიუტების გამო უფრო ძლიერად მოკიდა ქამარს და თითქმის სირბილით წამოვიდნენ აქეთ. როგორც ჩანს დამინახა, ლიუსი ბაღში გავიდა თავად კი ჩემ წინ მაგიდაზე დაჯდა, ისე რომ პირდაპირ მე მიყურებდა... რა თქმა უნდა თვალს ორივე ვაპარებდით და გვეცინებოდა... არც მე და არც მას გადაჯდომა არ გვიცდია, ბოლოს ისევ მან აიღი თეთრი სალფეთქი და კალმით რომელიც მიმტანს გამოართვა დიდი ასოებით დააწერა
"თმა აბურდული უკეთესად გაქვს"
ცოტა კი გამიჭირდა წაკითხვა მაგრამ მაინც მოვახერხე, მერე მეც გამოვართვი მიმტანს კალამი და მეც შეძლებისდაგვარად დიდი ასოებით დავწერე
"შეჭრილი უფრო გიხდება"
საპასუხოდ თავი დამიქნია და გაიღიმა... მერე მანიშნა რომ მასთან გადავმჯარიყავი და სკამი გაასწორა, მეც არ დამიყოვნებია და მის მაგიდასთან გავჩნდი.
-ესე იგი გუშინდელმა იმოქმედა -თავი ოდნავ დახარა და ცალყბად გაიცინა.
-მანამდეც ჰქონდა ნამოქმედი.
-ტკბილი შუბლი მქონია.
-ზედმეტად. -ორივეს გაგვეცინა.
-ანუ აღარ ამარიდებ თაავს ?
-და შენ არ შეგეშინდება ყაჩაღთან ერთად ? -არ გაღიმებია, არც მე.
-არა. -უბრალოდ მომიჭრა და ნამცხვრის ნაჭერი პირში ჩაიდო, თანაც იმხელა რომ ყბა ვეღარ გააქანა და სიცილი აუტყდა.. მის შემხედვარეს მეც მეცინებოდა, სასაცილო იყო პირგამოტენილი ევა... რაღაც ზედმეტ ბედნიერებას ვგრძნობდი იმ წამს, რაც უფრო მაბედნიერებდა.
კარგა ხანს ვიჯექით კაფეში და ათას სისულელეზე ვსაუბრობდით, რაც უფრო ახლოს ვიყავი, მით უფრო მეშინოდა რომ ამ პატარა ლამაზი არსებასთვის ცხოვრება არ გამეუბედურებინა, მაგრამ იმდენაც მიმაჩვია მასთან სიახლოვეს რომ საკუთარ თავს წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი... ბოლოს რომ მოგვწყინდა კაფეში უაზროდ ყოფნა ბაღში ჩვენ ძაღლებთან გადავედით და ერთმანეთს მოვაშორეთ, რადგან ხომ გითხარით ვეტერინარისგან "კურთხევა" მქონდა.
ევას დავემშვიდობე, საღამომდე და სახლში წავედი...
ვერც კი ვგრძნობდი რომ დავაბიჯებდი, მეგონა დავფრინავდი. ამინდიც ისეთი კარგი იყო, მზე აცხუნებდა, როგორც იქნა დაცხა ძალიან... გაზაფხული ნამდვილად დგება.. უკვე მაისია და ძლივს გვეღირსა მზე. ეს უფრო მახალისებდა. მაქსის გზადაგზა ვეთამაშებოდი და უფრო ვიხალისებდი თავს... წამდაუწუმ ევას სახელს ვახსენებდი და მაქსის ისე ველაპარაკებოდი როგორც ჩემ საუკეთესო მეგობარს, რომელსაც ყველაფერს ვუყვები ჩემი განცდების შესახებ... წამებს და მის მეასედებს ვითვლიდი უკვე, საღამოს მოსვლამდე რომ ბაღთან ისევ მენახა ევა...
ევა რომელიც ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი იყო.
სახლში მოუსვენრად გატარებული რამდენიმე საათი ლამის საუკუნეებად მექცა, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა საღამო რომ ევა ისევ მენახა.
დროის უაზროდ გაწელვის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა საღამოც და ჩემი წასვლის დროც დადგა... ბაღთან ელვის სისწრაფით გავჩნდი, ევაც რამდენიმე წუთში მოვიდა... ისევ ისე ჰქონდა თმა... მხრებამდე ხვეულად გაშლილი, მაგრამ უფრო ლამაზი მეჩვენა... თამამად მოვიდა და ჩამეხუტა... ისე ვიგრძენი მისი სხეული, მეგონა საკუთარს ვეხუტებოდი...
-როგორ ხარ ? -მკითხა და თმა შეისწორა
-ძალიან კარგად, შენ ?
-მეც -თვალები დამანჭა და გაიცინა.
მისი სურვილისდა მიხედვით ნაყინების საჭმელად წავედით, მერე ცოტა ხნით კაფეში ჩამოვსხედით როგორც გავიგე მისი საყვარელი ნამცხვარი ვჭამეთ და ისევ უკან დავბრუნდით, რადგან მამამისის მდგომარეობის გამო ევა არ იყო განებივრებული დიდი ხნით თავისუფლებით... სახლის გზას უკვე ძალიან დაღლილებმა დავუყევით. ღიმილი არ შორდებოდა მის ლამაზ სახეს რომელიც ასეთი მშვენიერი და უბრალოდ ნაზი იყო... მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ სიგარეტი მინდოდა, მხოლოდ სიგარეტი აკლდა ბედნიერების პიკს, ჯიბიდან მარლბოროს კოლოფი ამოვაძვრინე და ერთი ღერი პირში ჩავიდე, კოლოფი ისევ უკან ჩავაბრუნე და სიგარეტს მოვუკიდე.
-მეგონა არ ეწეოდი -მითხრა ისევ ღიმილით.
-გეგონა... შენ ეწევი ?
-არა -მითხრა და გაოცებულმა სახე განზე სწრაფად გააქნია.
-კარგია. კიდევ კარგი არ ეწევი.
-მინდა გასინჯვა. -გამეცინა. გამახსენდა ის მომენტი როცა 14 წლისა პირველად ვუსინჯავდი სიგარეტს გემოს, როცა მეგონა რომ საოცრება იყო... მივხვდი როგორ უნდოდა ევას ახლა მისი გასინჯვა რადგან ტუჩებს გამალებით აცმაცუნებდა და თვალებს არ მაშორებდა.
-ნუ მიყურებ ეგრე. -ვუთხარი და ბოლი გვერდით გავუშვი.
-მინდა გასინჯვა.
-არ არის კარგი. დამიჯერე.
-ერთხელ და მორჩა.
-ერთხელ ?
-ხო ერთხელ, ნახე რა პატივში ხარ, პირველად შენ უნდა გამასინჯინო. მიდი რაა. -გაიცინა და ყელზე თითებით ხორცს ჩამოქაჩა.
-იცოდე პირველიც ეს იყოს და უკანასკნელიც. - ვუთხარი და კოლოფი ისევ ამოვიღე.
-არა ახალი არ მინდა, შენი მომეცი. -იმდენად საყვარელი იყო ღიმილის მეტი ვერაფერი მოვიმოქმედე, კოლოფი დავაბრუნე და პირში ჩადებული ღერი ევას მივაწოდე... ირგვლივ მიმოიხედა მერე გამომართვა და მითხრა
-ღრმა ნაფაზი როგორ დავარტყა ? -ისე ვხარხარებდი მუხლებშიც კი ჩავიკიეცე, ის კიდევ იდგა და მეხვეწებოდა მასწავლეო, როგორც შემეძლო ავუხსენი და ევამაც "მოწია". სანამ ბოლს უკან გამოუშვებდა კინაღამ დამეხრჩო.... სიწითლე ისე მოედო მის სახეს ლამის სულ გადაწითლდა... სულს ვეღარ იბრუნებდა და მეც ზურგში ხელის ბრახუნით ვცდილობდი მის მოსულიერებას, მერე როგორც იქნა აქეთ მოიხედა და ძლივს ამოისუნთქა, ჩასისხლიანებული თვალები მინაბა და ერთ ხანს არც გაუხელია... მე ისევ სიცილი ამივარდა და ვუთხარი
-ასეთი გამოუცდელი.... პირველად ვნახე.
-რა გაცინებს, კინაღამ მოვკვდი.
-აბა რას მეტიჩრობდი, ღრმა ნაფაზი მომინდომა გოგომ. -დოინჯშემორტუმულს რომელიც ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. ცოტა ხანი ჯერ კიდევ მის მოსულიერებას დაველოდეთ და მერე ჯერ ის მივაცილე, მერე საკუთარი თავი სახლამდე. უფრო მიხაროდა, უფრო ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ბედნიერება მალევე მოშორდა ჩემ სახეს როცა გამახსენდა რომ დღეს კიდევ ერთ "საქმეზე" მივდიოდით. სახლში 15 წუთი გავჩერდი და ისევ წამოსვლა დავაპირე
-ბაბუ წავედი მე საქმეზე. -კარი უკვე გაღებული მქონდა ბაბუას სიტყვები რომ გავიგონე
-დაგღუპავს ეგ საქმე შვილო, დაგ ღუ პავს ! -სევდა ერეოდა მის ხმაში მაგრამ უკან აღარ მივბრუნებულვარ ისე გავიხურე კარი. საღამოს ბინდი უკვე ჩამოწოლოდა ქალაქს ამიტომ სიწყნარესაც გაედგა ფესვები ქუჩაში. ჩემი მანქანით მტვერი დავაყენე და ადგილს მოვწყდი. საშასთან ბიჭებს უკვე დაეწყოთ მზადება და მეც მაშინვე ამიხსნეს ყველაფერი. ჩვეულებრივი ძარცვა იყო, ამიტომ დიდად არც ვღელავდით... ღამის 11 საათამდე თავი გავიტანეთ და სახლიც დავტოვეთ. მანქანაში ვისხედით და ველოდებოდით როდის დატოვებდნენ სახლს მეპატრონეები. დიდი ხანი არ გვიცდია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მანქანით დატოვეს ეზო.
-ახვრები, რა ფული აქვთ -თქვა საშამ. პასუხი მისთვის არავის გაუცია. დღეს კარის გაღება ჩემზე იყო, თანაც კორპუსი იყო, ძალიან რთული და საშიში იყო, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა...
რაც თუ გასატანი იყო ყველაფერი გავიტანეთ ტელევიზორის გარდა.
* * *
ნერვიულობისგან გაოფლიანებულები მანქანაში ჩავსხედით და უკვალოდ მოვწყდით ადგილს. საშასთან მისულებს ნადავლი რომ დავათვალიერეთ ისეთი მრავალფეროვანი დაგვხვდა ლამის ეჭვიც შეგვეპარა ჩვენი მოპარული იყო თუ არა. დანაწილება წესისამებრ მეორე დღისთვის გადავდეთ და ლუდს შევექეცით, ტელევიზორი რომელიც ჩვენ ნამოქმედარს მალევე აშუქებდა ჩართული იყო და საინფორმაციოშიც მალევე გამოჩნდა დაზარალებული სახლი...
ჟურნალისტი იუწყებოდა რომ მძარცველების კვალი როგორც ყოველთვის არ ჩანს, რომ ყველაფერი გატანილია და ა.შ.
რეპორტაჟი ეკრანს მოწყდა თუ არა შეტყობინებაც მოვიდა
-შენ იყავი ?
ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დამიარა, დამჯინჭრა მთელი სხეული, ეკლებმა დამაყარა და ერთთავად მატკინა ძარღვები. აზრზე ვერ მოვედი ისე გამეფანტა გონება. შეტყობინება თავისით ამეკრიფა
-ჰო
რა არ ვიფიქრე, რა არ მეგონა, რომ მომწერდა მაგრამ არაფერი მოუწერია. დუმილი აჯობა ალბათ ყოველ სიტყვას... მეც აღარაფერი მიმიწერია, ბიჭებთან ერთად უაზრო მხიარულებას დავუბრუნდი.
ღამე კი როცა ქალაქი თითქმის ცარიელი იყო სახლში დავბრუნდი, ბაბუას როგორც ხდება ხოლმე, უკვე ეძინა ამიტომ როგორც კი შემეძლო უხმაუროდ შევედი სახლში. მაქსი შემომეგება ცოტა ხანი მელაქუცა და მერე ისიც მიწვა. საწოლში ფიქრებისგან შევიწროებული შევწექი, მიუხედავად იმისა რომ სიცხე არ იყო საბანი მაინც გვერდით მოვისროლე და ცივ ოთახს კაჟად შევხვდი. უფრო მაციებდა და უფრო მტკიოდა მთელი სხეული, ჩემი საქციელის გამო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ასე არ შემრცხვენია ევასთან მაშინ როცა მისი სახლი გავქურდე, ახლა კი.... არ ვიცი....
დილით ძალიან მძიმედ ავითრიე ტანი საწოლიდან, რადგან მაქსი სახლში ვეღარ ძლებდა, მეც ახალი ქამარი ყელზე გამოვკიდე და სასეირნოდ მის საყვარელ ბაღში წავიყვანე. რა თქმა უნდა ვიცოდი რომ იქ ალბათ ევაც იქნებოდა, რის გამოც ერთი-ორად მაჟრჟოლებდა, მეშინოდა მასთან შეხვედრის და მისი ბავშვური სახის რომელიც ალბათ რას ითხოვდა ჩემგან.... ქუჩას ბაღისკენ ნელი სვლით დავუყევით მე და მაქსი თან ჩემთვის ვბურტყუნებდი
-უნამუსო ადამიანი გინახავს მააქს? -მაქსმა თითქოს გაიგოო დაყეფა. -ანუ გინახავს არა? კი კი ნანახი გეყოლება, ნანახი რაა ყოველდღე უყურებ, მე ვარ უნამუსო მაქს მე. -ისე შემომხედა მეგონა კიდეც რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა, თითქოს არაო მეუბნებოდა მაგრამ შეიძლება გულში მიწასთანაც კი მასწორებდა ასეთი უნამუსო როგორ ხარო. კიდევ ერთხელ დაყეფა და გზა განაგრძო. -კიდე კაი ძაღლი ხარ და ბოლომდე ვერ ხვდები რა ხდება, მე უნამუსო ვარ მაქს უნამუსო. -მისი ფუფმულა სახე ჩემ ხელებში მოვიქციე და ისე ვუთხარი თითქოს მისგან პასუხს ველოდებოდი, საპასუხოდ კი იღრინებოდა და თავს აქიცინებდა. -უ-ნა-მუ-სო !
-არ ხარ უნამუსო. -თავიდან თვალები გამიშტერდა და შევხტი კიდეც, მეგონა მაქსი ალაპარაკდა და გონება კინაღამ დავკარგე, მაგრამ როცა მივხვდი რომ ხმა რომელიც გავიგე ძაღლისას არ გავდა და თანაც გაცილებით ნაზი და საამო იყო მივხვდი რომ ჩემ უკან ისმოდა. უკვე ვგრძნობდი შანელის არომატს რომელიც პირველად ჩამებეჭდა შუბლზე კოცნისას. ყეფა გავიგე რომელიც არ გავდა მაქსის ყეფას, მაქსიც დაუსხლტა ქამარს და მდედრთან ერთად ადგილს მოწყდა, ის ლიუსი იყო, მე კი მძიმედ მოვტრიალდი ადგილზე და ჩემ წინ ასვეტებულ ევას რომელიც საუცხოოდ გამიუყურებოდა დავაშტერდი.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს -ჩემდა გასაკვირად ჩემკენ წამოვიდა და გადამკოცნა, ისე ამითამაშდა ხელები, ლამის დაუმორჩილებელი გავხდი. -როგორ ხარ ?
-კარგად შენ ?
-არამიშავს -გვერდით ამომიდგა და წინ წავიდა, მე ადგილზევე დავრჩი მერე შემოტრიალდა და მითხრა -არ მოდიხარ ? -მეც ნაბიჯები ერთი-მეორეს მიყოლებით გადავდგი და ევასთან ერთად წავედი. ეს შეუმჩნევბლობა არაფერს მოიტანდა კარგს ამიტომ ისევ მე ვარჩიე საუბრის დაწყება.
-არაფერს მეტყვი.
-ყავისთვის ვინახავ.
-გასაგებია. - კარი მძიმედ შეაღო და კაფეში თავის საყვარელ ადგილას მოიკალათა თავი, საყვარელი ნამცხვარი და ყავა შეუკვეთა და ჩემ შეკვეთასაც დაელოდა, ქუდი გვერდით სკამზე დადო და გულხედლაკრეფილი ღიმილიანი სახით ჩემ მოქმედებას დაელოდა, მეც მხოლოდ ყავა შევუკვეთე და მის წინ დასჯილი დავჯექი.
-რას მეტყვი ? -ვუთხარი და საცოდავი სახით ამოვხედე ქვემოდან
-არაფერს.
-არაფერს ! -ამან უფრო გამაბრაზა
-რატომ ?
-შენ მე არ მოგიტყუებივარ, ქურდი არ ვარო ან რაიმე, მე არ მითქვამს ქურდთან ურთიერთობაზე უარი. ყველაფერი გულწრფელად დაიწყო და იმედია ასე გაგრძელდება არა ? -მეც თავი დავუქნიე -მე არ მაქვს უფლება რაიმე აგიკრძალო ან ასე უცებ შენი ცხოვრება შევცვალო, გთხოვო რომ თავი დააანებო და სხვა, შენი გადასაწყვეტია. მე ვერ ვითამაშებ შენ ცხოვრებაში ისეთ როლს ამჯერად რომელიც რადიკალურად შეცვლის ყველაფერს, დანარჩენი დროის საკითხია. -ისე ამომწურავად ჩამომიყალიბა ყველაფერი რომ პასუხის გაცემისას მომერიდა, ღიმილი ისევ დასთამაშებდა მის ნაზ, ლამაზ სახეს. წარბშეუხრელად თქვა ყოველი სიტყვა და ჩემ პასუხს დაელოდა.
-არ ვიცი რა ვთქვა
-ვერაფერს იტყვი -შეკვეთიდან რომელიც ახლახან მოვიდა ყავა აიღო და მოსვა. იმაზე უფრო ამაზრზენად მეჩვენა თავი ვიდრე მანამ სანამ ევა რაიმეს მეტყოდა, რაღაც საშინელ არსებად წარმოვიდგინე საკუთარი თავი. ისევ ისე, უაზრო თემებზე განვაგრძეთ საუბარი და რომ მოგვწყინდა კაფეში სხდომა გარეთ გავედით, ქუჩებს რეტიანებივით დავუყევით. თქვენდაგასაკვირად ევას ვუყვებოდი ძარცვების შესახებ და ისიც დიდი ინტერესით მისმენდა, უნდოდა ჩემში გულწრფელობა არ ჩაეკლა და თითოეული დეტალი მაქსიმალურად გამოეტყუა.
-მასწავლი იარაღის ხმარებას ?
-გაგიჟდი ?
-არა, მაინტერესებს.
-არა არა, პატარა ხარ. -გავიცინე, ამაზე კი წამოენთო ალბათ არ ესიამოვნა ასაკის შეზღუდვა.
-უკვე აღარ. 18ის ვარ.
-კაი ნუ გწყინს, გეხუმრე. უბრალოდ არ გინდა.
-მინდა რაა. -ფეხები მიწაზე პატარა ბავშვივით დააბაკუნა, მე ვეღარ მოვითმინე წელზე ხელები მაგრად შემოვხვიე და წრიულად რამდენიმეჯერ დავატრიალე თანაც შუა ქუჩაში. შეშინებული აყვირდა -გამიშვი ხელი, მანქანა გაგვიტანს ! -მე არ ვჩერდებოდი, არც ის.
-დემეტრე გეხვეწები გამიშვი ხელი, მეშინია. -ერთხელ კიდევ დავაბზრიალე და მერე ისევ ხმელეთზე დავსვი.
-ხომ არ შეგეშინდა ? -ისედაც გაფითრებული სახე უფრო გაუფითრდა
-ძალიან. -ტუჩები აუთრთოლდა და ტროტუარზე ჩამოჯდა, თავი იქით გაატრიალა ისე რომ მე არ დამენახა. მე მაინც შემოვატრიალე და მაგრად ჩავეხუტე. იცით რა ვიგრძენი ? არ იცით, ვერც მიხვდებით თუ არ იგრძნობთ, გული მეტკინა, ძალიან. დამწვა ცეცხლმა რომელიც არ არსებობდა, ევა უფრო მანადგურებდა და მწვავდა, მტკენდა, რადგან მისი სიკარგე ჩემ სინამდვილეს მახსენებდა. ვხვდებოდი რომ ასეთი ნაზი არსება ჩემ მკლავებში არ უნდა ილეოდეს მაგრამ მე არ ვიყავი იმდენად ძლიერი იმაზე უარი მეთქვა რაც ასე ძალიან მინდოდა მოკლედ თქვენ ენაზე გასარკვევად და ადვილად აღსაქმელად რომ ვთქვათ შემიყვარდა, ჩემ ენაზე კი ამას სულ სხვანაირად, აღმატებულად ავხსნიდი.

* * *
არ მინდა უაზროდ მოვყვე ჩემი ტკივილისა და ბედნიერების ნაზავის შესახებ, უბრალოდ გრძელდებოდა ასე, ხდებოდა ყველაფერი ახალი, კარგი და მშვენიერი. დავდიოდი "საქმეებზე" და უფრო და უფრო ვიხვეწებოდით ამ საქმეში... მე და ევაც დიდ დროს ვატარებდით ერთად... ერთხელ იცით რა მითხრა ? მეც წამიყვანე საქმეზეო, არ ვიცი რატომ დასაჯა ღმერთმა ევა ასეთი გულუბრყვილობით მაგრამ ამ სასჯელს უფრო ვერ გავუმწვავებდი და ვერ მივცემდი საშუალებას თავი გაეფუჭებინა, რადგან ეს საქმე ნარკოტიკივითაა, მეტი და მეტი გინდა. ახალ ჯერზე კიდევ ახალი, გითრევს ფსკერისკენ რომელიც არ არსებობს, ევას რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. გამიჯინიანდა მაგრამ ვერ შემეწინააღმდეგა, დავითანხმე იმით რომ მეორე დღეს იარაღის ხმარებას ვასწავლიდი. მთხოვა რომ მისთვის ჩემი აიფონი დამეტოვებინა, მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია და ევა აიფონთან ერთად დავტოვე. იმ საქმემაც რა თქმა უნდა წარმატებით ჩაიარა და ჩვენც ჭრელი ნადავლით დავბრუნდით სახლში, "აღვნიშნეთ" და სახლებში დავიშალეთ. გამახსენდა რომ აიფონი ევას ქონდა ამიტომ მეორე ტელეფონით დავურეკე და ვთხოვე მენახა, მან კი მთხოვა მის სახლთან მივსულიყავი... მეც არ დამიყოვნებია მის სახლთან მალევე გავჩნდი. სახლი რომელიც ფანჯრით პირდაპირ ქუჩას უყურებდა ევასი იყო, რომელიც სართულის ორნამენტებს თავისი სილამაზით უფრო ალამაზებდა, მისი ჟღალი თმა სიბნელეშიც ანათებდა.
-მოდი აქ -მითხრა ჩურჩულით. ალბათ იქ ვინმე იყო, ამიტომ მეც უხმაუროდ მივედი ფანჯარასთან, ხელი გადმოყო და თმაზე გადამისვა. -გიხდება აბურდული თმა, რამდენჯერ გითხრა ?!
-მადლობა -გამეცინა. -აიფონი ?
-არავინ მ ო გ პ ა რ ა ვ ს. -ცუდად არ მომხვედრია, ორივეს გაგვეცინა. აიფონი გადმომაწოდა და ისევ თავზე ხელის გადასმით დამემშვიდობა... მეც სასიამოვნოდ, წარმატებებით სავსე სახლში მივედი. ცოტა ხანი ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ბაბუას ველაპარაკე მერე მაქსის ვეთამაშე და საბოლოოდ დამაგვირგვინებლად საწოლში შევწექი. მისი სურნელი ჯერ კიდევ დაჰყოლოდა მობილურს, მეც ამოვიღე და ეკრანს ფერება დავუწყე, რადგან მისი სიახლოვე მეგრძნო, ვიცოდი რომ მისი სურათებით გამომიჭევდა მობილურს ამიტომ სურათების თვალიერება დავიწყე, ჩემდა გასაკვირად მხოლოდ 1 სურათი იყო, მაგრამ ერთი ვიდეოც რომლის დანახვაც ძალიან გამიკვირდა.
საბანში გავეხვიე, მაქსს რომელიც გვერდით მომწოლოდა ადიელა გადავაფარე და ვიდეოს საყურებლად შემზადებული კედელს ბალიშ აყუდებული მივეყრდენი.
ვიდეოში თავიდან რაღაცას მაიმუნობდა, მერე კი კამერა გაასწორა თვითონაც საწოლზე მიწვა და დაიწყო:
-დარწმუნებული ვარ ახლა წევხარ და ისე უყურებ ამ ვიდეოს. -გაიღიმა და ჟღალი თმა უკან გადაიყარა. -მინდა ახლა ერთად ვიყოთ, მაგრამ მამაჩემი... (ჩურჩულით) -ტუჩები გაბუსხა -არ მინდოდა ისე მეთქვა ამიტომ ასე გეტყვი. ყველაზე მაგარი ქურდი ხარ შენ. ოღონდ არა მატერიის, გრძნობების. მშვენივრად იცი და ვიცი რომ გიყვარვარ და მიყვარხარ მაგრამ ასე, ძალიან, გრძნობები არავის მოუპარია. სულ თან ატარებ ეტყობა, იმიტომ რომ ვეღარ ვიბრუნებ -გაიცინა და თვალები მოჭუტა. - იცი როდის მივხვდი რომ მომპარე ? პირველად რომ შუბლზე მაკოცე მაშინ. იცი მაშინ არ შემშინებია... თანაც საერთოდ. თავიდან ვიფიქრე კიდეც რომ შეეშინდება და გაიქცევა-მეთქი. მოკლედ ხო მიხვდი რისი თქმაც მინდოდა... ხოდა კარგად. -კამერას წამით მოწყდა და მერე ისევ ჩაერთო -ხო სულ დამავიწყდა ნუ გავიწყდება რაა, თმა აბურდული უფრო გიხდება. ძალიან მიყვარხარ. მითქვამს უკვე ალბათ.
დასრულდა.
"იდიოტივით" ვიღიმოდი კიდევ კარგა ხანს. ახლა ისე მინდოდა მასთან, როგორც არასდროს. მინდოდა ჩავხუტებოდი . ვიდეოს დაახლოებით 1000ჯერ ვუყურე. არ მწყინდებოდა, დაზეპირებული მქონდა უკვე ყველაფერი რასაც ამბობდა ან აკეთებდა. ვიდეოს ყურებაშივე ჩამეძინა.
დილით კი ბაბუამ გამაღვიძა, ჩვეულებრივ არ მაღვიძებს ხოლმე.
-ადე დემეტრე.
-რა იყო ბაბუ ? -თვალები ჯერ კიდევ გამოუფხიზლებლად გავახილე.
-ანა გესტუმრა.
-კაი ავდგები მოვწესრიგდები და გამოვალ.
ზლაზვნით წამოვდექი და 10 წუთის შემდეგ ძლივს გავედი ოთახიდან, ანა დივნიდან წამოდგა მეც ხელები გავშალე და თბილად ჩავეხუტე ანას, მომნატრებია ეს სულელი.
-როგორ ხარ ანუკ ?
-რავიცი დემეტრე შენ როგორ ხარ ?
-არამიშავს.
-დემეტრე შვილო თმა დაგევარცხნა იქნებ. -გამეღიმა, მიხვდით ალბათ რატომაც. ანას მოპირდაპირედ დავჯექი და ვკითხე
-აბა ანუკ მოყევი რა ხდებოდა გერმანიაში
-სწავლა, სწავლა და ისევ სწავლა ხომ გაგიგია ? ხოდა ეგრე ვიყავით ჩვენც -როგორც გითხარით ანა, მიუხედავად ყველაფრისა ანუ თავისი გრძნობებისა არ კარგავდა უნარს მეგობრობისას ამიტომ შეგვეძლო ნებისმიერ თემაზე გვესაუბრა. არ გაგვჭირვებია საერთო ენის გამონახვა და ჩვენც თავით ბოლომდე მიმოვიხილეთ გერმანია... შუა დღემდე ვისაუბრეთ მერე კი ის სახლში გავიდა მე ევას სანახავად.
ჩვენ საყვარელ კაფეში დავჯექი და დაველოდე, ქუჩის კვეთაში მალევე გამოჩნდა ჟღალი რომელიც მთელ ქუჩას იპყრობდა და ანათებდა, მეც სკამზე გავსწორდი და დაველოდე. კაფეშიც მიიპყრო რამდენიმეს მზერა და პირდაპირ დაჯდა.
-რას შვრები ?
-რავიცი არაფერს, ანა ჩამოვიდა. შენ ?
-რავიცი მეც არაფერს, დღეს მამაჩემის დაბადების დღეა და ტვინი წაიღეს დილიდან. რაო ანამ ?
-არაფერი, კმაყოფილია იქ სწავლით, შეუყვარდა გერმანია.
-მეც მინდა. -თქვა ნაღვლიანი სახით.
-ო-ო, მე შენი ვიდეო ვნახე -ვთქვი და ნამცხვრის ნაჭერი ჩავიდე პირში. გაეღიმა და წამოწითლდა კიდეც.
-არ იყო საჭირო შეგეხსენებინა -თქვა და მანაც ჩაიჩარა ლუკმა პირში.
-ხო არ გეწყინა ? -გამეცინა.
-გვეყო.
არ უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომაც არჩია ვიდეო, ამიტომ მეც აღარ ჩავკონკრეტებივარ. მთელი დღე ერთად გავატარეთ და მერე იძულებული გავხდი მამამისის დაბადების დღის გამო გამეშვა. ცოტა ხნით ბიჭებთან გავიარე და მერე სახლში დავბრუნდი, ბაბუაჩემი ისევ საინფორმაციოს უყურებდა, როგორც კი მორჩა ვუთხარი
-ბაბუ
-ჰო
-შეყვარებული ვარ.
-ანაზე? -სახე გაებადრა
-არა ბაბუ -ისევ მოეღუშა.
-აბა ვისზე?
-გახსოვს ის ჟღალთმიანი გოგონა, შენ რომ დაგეხმარა ?
-არ მჯერა.
-დაიჯერე.
-შვილო, დემე -ხმა გაუტყდა- არ ვიცი რა გითხრა.
-წარმატებები მისურვე ბაბუ წარმატებები. -მივედი ჩავეხუტე და საწოლზე წამოვწექი, ფილმს ვუყურე და მერე დაღლილს ჩამეძინა კიდეც.
მთელი ღამე მკრთალად მეძინა, სიზმრებს ფხიზლად ვხედავდი მაქსიც ვერ ისვენებდა, ხვალ დიდი დღე იყო, გრანდიოზული ახალ სახლს ვძარცვავდით, ძილი კი ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩემ გონებას, მაგრამ არ მეკარებოდა.
ნახევრად ღამენათევი წამოვდექი დილით ლოგინიდან, ისე მეზარებოდა გასვლა რომ ლამის ავტირდი. არადა ისეთი კარგი ამინდი იყო... თხლად ჩავიცვი და მაღაზიაში ჩავედი. წვენი ვიყიდე და უკანვე ვბრუნდებოდი რომ შესასვლელში ევა შემეჩეხა. რადგანაც ვერიდებოდით ხალხის წინაშე ურთიერთობას უბრალო მისალმებით შემოვიფარგლეთ, კუთხეში დაგელოდები-მეთქი ვანიშნე და გავედი... ისიც იმ წამსვე გამოვარდა მაღაზიიდან და ჩემთან მოსული ისე მაგრად ჩამეხუტა თითქოს კარგა ხანია არ მენახოს.
-სალაპარაკო მაქვს შენთან დემეტრე.
-მიდი მითხარი.
-ასე ვერ გეტყვი.
-აბა როგორ ? -მიმოიხედა და ისევ მომიტრიალდა
-დაგირეკავ და გეტყვი მერე სად უნდა შემხვდე. კაი ?
-კაი. სერიოზულია?
-ყველაფერს გეტყვი.
არ ავუღელვებივარ, უბრალოდ მისი ნახვით აფორიაქებული დავბრუნდი, მინდოდა მასთან ერთად მაგრამ დღეს ყველაზე მეტად არ შემეძლო, უნდა მეთქვა ევასთვის რომ დღეს არ შემეძლო მაგრამ უბრალოდ, დამავიწყდა. არაუშავს, გამოსწორებადია. ბაბუას ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ საუზმე თავადვე მოვიმზადე და ტელევიზორის წინ დავჯექი. საუზმეც არავინ შემარგო საშამ დამირეკა და სასწრაფოდ მისვლა მთხოვა, მეც არ დამიყოვნებია და მასთან წავედი. შესვლისთანავე იგრძნობოდა ცუდი აურა, რომლითაც დატვირთული იყო ეს ყველას საერთო სახლი, იქ ბნელდებოდა ყველაფერი და იწყებოდა შავი სინათლით განათებული სივრცე.
-რა ხდება, რატო მომიყვანეთ ?
-ბიჭო, ეს ცოტა რთული საქმეა ამიტომ დრო რო გვეყოს დილიდანვე დავიწყოთ.
-რატოა რთული ? -მაგიდიდან ვაშლი ავიხე და ჩავკბიჩე.
-იქ იქნებიან. -ლუკმა სასულეში გადამცდა და საშინელი ხველა ამივარდა. ძლივს რომ მოვიბრუნე სული ვთქვი -გაგიჟდით ბიჭო ? ამდენს ვერ გავქაჩავთ.
-უნდა გავქაჩოთ, დიდი ფულია.
-მეეჭვება.
-ნუ ითარსები. -საშამ გეგმა გადაშალა და მონდომებით დაიწყო ყველაფრის ახსნა, ვხვდებოდით ყველანი რომ ღელავდა, რომ არაფერი ქცევით ეტყობოდა ყველაფერი, მოუსვენრად იყო, ხელებს უმისამართოდ იქნევდა, საფეთქლებზე დანამულ ოფლს ხშირად იწმენდდა და ფრაზას "გასაგებია" მილიონჯერ გაიძახდა ყოველი წინადადების ბოლოს. საქმე იარაღებამდე რომ მივიდა უფრო იმატა ღელვამ, ის უფრო ამძაფრებდა სიტუაციას რომ იქ ვიღაც იქნებოდა. მოკლედ საღამომდე თავი ძლივს მივიტანეთ. შეტყობინებას ევასგან "სად ხარ?" "დღეს არ მცალიათი" ვუპასუხე და მასაც აღარაფერი მოუწერია, მიხვდა ალბათ რომ საქმეზე ვიყავით და აღარ შევუწუხებივარ. გული კი ჩამწყდა მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება ისე როგორც უნდა დროს.
გული არ მიმიწევდა ამ საქმისკენ მაგრამ უარის თქმა და უკან დახევა ლაჩრობაზე უარესი იქნებოდა ჩემი მხრიდან. არავინ გვაძალებდა იქ წასვლას, შეგვეძლო უბრალოდ უარი გვეთქვა და არ წავსულიყავით, მაგრამ რაღაც გვიბიძგებდა, გვინდოდა გაუსინჯავი არ დაგვრჩენოდა არაფერი. თითქოსდა ფეხს ვითრევდით წასვლაზე მაგრამ მაინც მივდიოდით. ასეთი ღელვის დროს კი ევა ისევ არ შორდებოდა ჩემ გონებას, კიდევ რამდენჯერმე ვუყურე ვიდეოს და ღიმილიც როგორც იქნა გადამეკრა სახეზე, ის-ის იყო მობილური ჯიბეში უნდა ჩამედო რომ ესემესიც მოვიდა „წარმატებებს“ „მადლობით“ ვუპასუხე და ჯიბის ელვა ამოვწიე.
ღელვამ რა თქმა უნდა მწვერვალს მიაღწია, ყველას გვერეოდა ნერვიულობა, ფორიაქი, მოუსვენრობა, დროც სწრაფად მიიწევდა, ბოლოს როგორც იქნა ჩავსხედით მანქანაში და სახლისკენ წავედით... სახლის „გაგუდვა“ საშას ევალებოდა ამიტომ პირველი ის უნდა შესულიყო... ცხოვრებაში პირველად ძარცვის წინ საშამ პირჯვარი გადაიწერა. რა აბსურდია არა? ღვთისგან კურთხეულ 10 მცნებას არღვევ და თან პირჯვარს იწერ, მოსაპარად მიდიხარ და უფლის იმედი გაქვს, ეს ორმაგი სასჯელია....
საშამ ყველას წარმატებები გვისურვა და მანქანიდან გადავიდა... შუქი ჯერ კიდევ ენთო სახლში რომელიც უნდა გაგვექურდა, ამიტომ უფრო ვღელავდით, ცოტა ხანი დავიცადეთ და ჩვენი გადასვლის დროც დადგა, ერთმანეთი გავამხნევეთ და მანქანიდან გადავედით... ეზო უხმაუროდ გავიარეთ და რადგანაც კერძო სახლი იყო ორნი უკანა კარიდან და ორნიც წინა კარიდან შევედით, სახლში უკვე იგრძნობოდა მომწამლავი აირის სუნი მაგრამ ჩვენ დამცავები გვქონდა და არაფერი გვემუქრებოდა... მამუკა ჩემ წინ წავიდა და რომელიღაც ოთახში შევიდა, მეც იარაღი მოვიმარჯვე და ოთახში შევედი, იქ ერთი უკვე გათიშული იწვა იატაკაზე. რისი გამოტანაც შეიძლებოდა იქიდან ყველაფერი გავიტანე, მერე მეორე ოთახიც და საშასაც შევეჩეხე.
-გავედით ?
-ჯერ არა.
-გაგიჟდი ეს აირი არ მოქმედებს დიდხანს გავიდეთ.
-იმოქმედებს კიდევ ცოტა ხანი.
შემდეგი ოთახისკენ წავიდა და მე იქ დამტოვა, ოთახს თვალი მოვავლე და კმაყოფილებისგან აღსავსე წვრილმანებს დავაკვირდი... როგორც ჩანს იმ ოთახიდან საძინებელში გადიოდნენ რადგან ოთახში შესულს გოგო ბიჭი დამხვდა ლოგინზე გათიშული. ასაკით პატარები იყვნენ ეტყობოდათ, ფეხი კომპიუტერისკენ გადავდგი და ზურგში ძლიერი მუშტიც ვიგრძენი, მოვახერხე რომ არ დავვარდნილიყავი შემოვტრიალდი და იარაღი ინსტიქტურად ვისროლე...
ხმაზე ყველა გამოცვივდა და გაშტერებულები მიყურებდნენ, მაშინვე მანიშნეს გასვლა, მანამ კი ფეხიდან დაღვრილ სისხლს დავაშტერდი რომელიც შეუწყვეტლივ მოდიოდა, ძალა რომელიც მოზღვავებულად მაწვებოდა მანამ კისერში, ერთიანად გამომეცალა. არ ჩერდებოდა, მე კიდევ გონს ვერ მოვდიოდი და მიჭირდა იმის გაანალიზება თუ რა ჩავიდინე. თვალებგაშტერებული გავდიოდი ნელი სვლით ოთახიდან რომ მკლავში საშამ ხელი ძლიერად მომკიდა და გამათრია
-მალე გავიდეთ, გონს მოდიან.
-ჩავფლავდებით.
-დაგვერხა.
-სისხლი დაიღვარა.
სისხლის დაღვრაზე უფრო ავფორიაქდი, მე თვითონ ჩამექცა ტვინში სისხლი, უფრო ავღელდი და ნერვიულობისგან ფეხიც კი წამოვიკარი. მანქანაში რომ ჩავსხედით და ადგილს მოვწყდით უკვე ისმოდა ქუჩაში სირენის ხმა, საშას ოფლი ღაპა-ღუპით მოსდიოდა, უფრო და უფრო ღელავდა, მაგრამ კორპუსთან მისულებს რომ აღარაფერი გვემუქრებოდა ცოტათი დავმშვიდდით, მაგრამ მე რა დამამშვიდებდა სისხლი დავღვარე, მაშინებდა არა ის რომ წესი დავარღვიე არამედ ის რომ სისხლი დავღვარე, სისხლი რომელთანაც არანაირი უფლება არ გამაჩნდა... სისხლი... საშინელი შეგრძნებაა.... არღვევ კანონს.... თანაც როგორს.... გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაიღვარა.
ოთახში არა მარტო მე არამედ ყველა ჩუმად იჯდა, ხმას არავინ იღებდა და სამარისებურ სიჩუმეს ხელს არავინ უშლიდა, ვისხედით უბრალოდ და ყველაფერზე ვფიქრობდით, ალბათ ისინიც ჩემზე ფიქრობდნენ.
-არ უნდა ამეღო ეს საქმე -თქვა საშამ და მაგიდა გვერდით ფეხის კვრით მოისროლა.
-უკვე მორჩა.
-ხო რა.
-აღარაფერი ეშველება
-ახლა რა უნდა ვქნათ ?
რა კარგი კითხვაა, შესაფერის დროს დასმული. ახლა რა უნდა ვქნათ? გავაგრძელოთ საქმე რომელმაც აქამდე მოგვიყვანა თუ უბრალოდ დავემშვიდობოთ ყველაფერს? ყველაზე მნიშვნელოვანი წესი დარღვეულია, იარაღი გამოყენებულია, სისხლი დაღვრილია....
არ მინდოდა იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდებოდა შემდგომ, არ მინდოდა მომავლის განჭვრეტა მაგრამ არ შემეძლო. დილით უღონოდ წამოვდექი, რაღა დილა, უკვე შუა დღე იყო. ბაბუას უკმაყოფილო სახეს რომ წავაწყდი მივხვდი რაღაც ვერ იყო საქმე რიგზე, მაგრამ ჯერ მაინც არაფერი შევიმჩნიე, მოვწესრიგდი და ევას სანახავად კაფეში წავედი. ევა ჯერ კიდევ გუშინ შემითანხმდა შეხვედრაზე ამიტომ დარეკვა აღარ დამჭირვებია, იქ მისულს ევა უკვე იქ დამხვდა და თვითნვე დაიწყო.
-ამდენი ხანი სად იყავი ?
-მეძინა.
-რთული იყო ?
-არ მკითხო.
-მოხდა რამე ?
-კი
-რა?
-ჯერ შენ მითხარი რისი თქმა გინდოდა და მერე მე მოგიყვები.
-კაი.
-დაიწყე.
-მამაჩემმა ყველაფერი გაიგო ჩვენ შესახებ.
-მერე ?
-შენ შესახებაც -მივხვდი ამ ყველაფერში რას გულისხმობდა ამიტომ ღელვა მაშინვე დამეტყო სახეზე. -ნუ ღელავ არაფერს იტყვის.
-მეეჭვება.
-არაფერს იტყვის თუ -გავშრი. წამოწითლებული სახე გამითეთრდა, სკამზე ისე გავიფლაშე გონიც კი დავკარგე თვალგაშტერებულმა,-დაგშორდები... ეს სიტყვები ზღაპარივით ჩამესმა ყურებში.
-გაგიჟდი ?
-გაგიჟდა
-და ჩვენ.... რა... როგორ... -სიტყვებს თავს ვეღარ ვაბამდი.
- გუშინ ის შენ იყავი...
-ჰო -მორცხვად თავი გავატრიალე და მზერა ავარიდე.
სახე დაემანჭა და წვენი მოსვა. -ვწუხვარ. -მივხვდი რომ ცრემლი ერეოდა.
-არ იტირო
-მაგრამ რომ უნდა წავიდე ?
-სისულელეა, ხომ არ დაგაბამს ?
-საზღვარგარეთ გამიშვებს.
-მეც წამოვალ.
-საზღვარს ვერ გადაკვეთავ. ჩაგიშვებს.
-მაგრამ....
-მაგრამ ზედმეტია... არ მინდა ციხეში იყურყუტო... მე უბრალოდ წავალ....
-ვერ წახვალ ევა...
-მომიწევს. -ცრემლი თვალიდან მოწყვეტით დაეშვა ლოყაზე და მას დანარჩენებიც მოყვა, ფილმში მეგონა თავი, დრამაში... წამოდგა, სათვალე გაიკეთა, ქუდი დაიხურა
-ამ კოცნისთვის ვიცი დავისჯები მაგრამ ისეც ვერ წავალ -ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებში ზუსტად ისე როგორც მაშინ ბავშურად მაკოცა. -მიყვარხარ. -და წავიდა.
აი ასე უბრალოდ წავიდა. მე კიდევ ისევ ისე გონდაკარგული თვალებგაშტერებული ერთ ადგილს მივჩერებოდი და აზრს ვერ ვიკრებდი, ვერ ვააანალიზებდი ვერაფერს რაც იმ 2 დღეში ჩემ თავს მოხდა, მიჭირდა იმის აღქმა რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი. მისი ლანდი ჯერ კიდევ ებლანდებოდა გონებას, ვხედავდი კაბის ბოლოებს რომელიც კაფეს მალევე მიეფარა და მეც რაღაც ჩამწყდა, რაღაც მომიკვდა, დაცარიელდა....
ადგილიდან არ გავქანებულვარ, ისევ ვიჯექი და ისევ ერთ ადგილს მივშტერებოდი, ნახევარი სხეული უკვე წართმეული მქონდა ვხვდებოდი რომ ვკარგავდი იმ ერთადერთ გრძნობას რომელიც პირველად მეწვია და ალბათ უკანასკნელადაც, ჩემ ასაკში თუ უყვარდებათ მხოლოდ ძლიერად... იგი ჩემ გამო მსხვერპლს იღებდა ამიტომ მამამისთან დალაპარაკება გადავწყვიტე, ეს რატომ გადავწყვიტე? თავადაც არ ვიცი. შევეშვებოდი ყველაფერს თავს დავანებებდი ჩემ საქმეს ოღონდაც ევა არ დაეშორებინა. რისკზე მივდიოდი ვიცი მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. არ მინდოდა დამეკარგა ის რაც უკვე ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მახსენდებოდა ევას სიტყვები "მე არაფერს ვნიშნავ ჯ ე რ", ავდექი და პირდაპირ სამსახურში მივაჭერი. გამიმართლა რომ გარეთვე შემხვდა მიცნო და მაშინვე კაბინეტში შემიყვანა. შუშის დოქი აიღო და წვენი ჭიქაში ჩაასხა.
-შენზე ყველაფერი ვიცი.
-მერე არ გეშინიათ ? -გაეცინა, წვენი წინ დამიდგა.
-მოსვი. არ მეშინია.
-არ მინდა მადლობ.
-შენ არ გეშინია ჩემი ?
-რატომ ?
-გითხარი ყველაფერი ვიცი მეთქი და არ გეშინია ?
-რადგან თავს იკავებთ ანუ არ ჩამიშვებთ.
-ვი კა ვე ბდი... როგორც გავიგე ევას დაშორდი -ზიზღით ამევსო თვალები, მაგრამ პირიქით უნდა ყოფილიყო. როცა იგებ რომ შენი შვილი ქურდის შეყვარებულია, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
-და მინდა გთხოვოთ.... -არ გამაგრძელებინა
-რომ გამოსწორდები ? რომ მუშაობას დაიწყებ ? 23ის ხარ არა ? ჰ-ჰ ზუსტად შენხელა ვიყავი როცა მაგ საქმისთვის თავის დანებება ვცადე, მეც სიყვარულისთვის. -სევდა ვიგრძენი მის ხმაში, გაებზარა. -მაგრამ გავიგე თუ არა ახალი საქმის შესახებ ისევ წამძლია სულმა.... იცი რა მოხდა? დავკარგე... არ მინდა ჩემი ტრაგიზმით მოგაბეზრო თავი და უბრალოდ გეტყვი რომ ევასაც დაკარგავ, მაგრამ ისე რომ მას ორმაგად ეტკინება გული, იგი ორმაგად იგრძნობს, ის ჯერ კიდევ ბავშვია.
-მაგრამ დღეს ხომ წამყვანი ბიზნესმენი ხართ?
-ჰ-ჰ, და მერე ბინძური რატომ დაგავიწყდა, ისევ ვქურდობ, ისევ ისე ვშოულობ ფულს, აბა შენი რატომ არ მიკვირს, მაგრამ იცი რაა ?
-რა?
-მე ის დავკარგე. ახლა ის ბედნიერია, ყავს 2 შვილი და ქმართან ერთად უცხოეთში ცხოვრობს.
-შეცდომა დაგიშვიათ
-რაში, რომ გავუშვი?
-დიახ.
-ჯერ ვერაფერს ხვდები... პირიქით ეგოისტობას ვძლიე. გავუშვი იმიტომ რომ ბედნიერი ყოფილიყო. ევა კი პირიქით შენი ბედნიერებისთვის იღებს მსხვერპლს.
-მან არ უნდა გაიღოს მსხვერპლი.
-მაშინ შენ გაიღე.
-არ შემიძლია.
-აი ეგ არის შენი სიყვარულის სისუსტე, შენ არ გიყვარს.
-მიყვარს.
-მაშინ წადი.
-საზღვარგარეთ არა ?
-ჭკვიანი ბიჭი ხარ.
-თუ არა?
-თუ არა და გუშინდელსაც....
-გასაგებია. -ფეხზე წამოვდექი და დაუმშვიდობებლად გავედი კაბინეტიდან. რა თქმა უნდა ამას ვერ გავაკეთებდი, ვიცოდი ცუდად დაწყებული საქმე შეიძლებოდა ცუდადვე დამთავრებულიყო მაგრამ ამის გაკეთება უკვე აღარ შემეძლო. მე ის მიყვარდა და ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დავკარგავდი, ასე უმნიშვნელოდ ვერ გავუშვებდი, ასე ზერელედ მსხვერპლს ვერ გავიღებდი. მეტკინებოდა... ეტკინებოდა.... გვ-ეტკინებოდა...
ევას დავურეკე, მობილური გათიშული ჰქონდა.. ალბათ ნომერი შეაცვლევინეს, სახლთან გავიარე, "ი ყ ი დ ე ბ ა" მომჭრა თვალი ამ აბრამ. ძარღვები დამეჭიმა სისხლი გამეყინა. თვალები ამითამაშდა და ოფლი შუბლამდე მომაწვა. კისერში ბურთი გამეჩხირა და ერთადერთი რაც მოვისაზრე სახლში მისვლა იყო, უღონოდ დავესვენე საწოლზე და დავიძინე....
მაქსის ყეფამ გამაღვიძა, მეც წამოვდექი წამით არ გამხსენებია ის, რაც ჩემ თავს ხდებოდა და მისი საჭმლის მოსატანად სამზარეულოში გავედი... მაქსს მოვეფერე საჭმელი ჯამში ჩავუყარე და გვერდით გავედი.... საჭმლისთვის პირი არ დაუკარებია, ჩემთან მოვიდა და ნაღვლიანი თვალებით ამომხედა.
-მტკივა მაქს.
დაყეფა...
არ ვიცი რანაირად მაგრამ თავში მხოლოდ ერთმა აზრმა გამიელვა.
-შენ იცი სად არის ევა, იმიტომ რომ შენ იცი სად არის ლიუსი.
სიხარულით აყეფდა მაქსი, შარვალზე დამექაჩა და კარისკენ წამიყვანა მეც თავქუდმოგლეჯილი გავვარდი გარეთ.

მაქსი არ ჩერდებოდა, ძლივს ვექაჩებოდი ქამარს რომელიც ცოტაც და გაწყდებოდა, იმ ბაღისკენ არ წასულა, ალბათ ახალი ადგილი ამოირჩიეს. დაღლილობას რომელიც სხეულს მოკიდებოდა ვერ ვგრძნობდი ისე მახარებდა ის ფაქტი რომ ევას ვნახავდი, ერთი სული მრჩებოდა მის ნახვამდე, პარალელურ ქუჩას დავუყევით სირბილით, მერე ჩიხში შევუხვიეთ და რომელიღაც ბაღში ამოვყავით თავი. მაქსი გაჩერდი დაღლილმა ენა გადმოაგდო და რამდენჯერმე ძლიერად დაყეფა, მოგვესმა ორთავეს ლიუსის ხმა რომელმაც უფრო გამახარა და გამაბედნიერა, რაც იმას უწყოდა რომ ევას მალე ვნახავდი... ბაღში ბუჩქებიდან მალევე გადმოხტა ლიუსი რომელიც ისეთი სისწრაფით მორბოდა ლამის მთელი შენობა აეღო, მაქსიც სიხარულით გაიქცა მისკენ მე კი რა შემრჩა ?! მწვრთნელი რომელიც ველოსიპედით სხვა ძაღლებთან ერთად დაედევნა ლიუსის.
-ვისია ეს ძაღლი, მოაშორეთ ლიუსის. -ყვიროდა და მაქსის მოშორებას ცდილობდა, მეც მწვრთნელისკენ წავედი და ვკითხე.
-პატრონი სად არის ?
-სახლში.
-სად ცხოვრობს ?
-ვერ გეტყვით.
-გადაგიხდით.
-ორმაგს გადამიხდიან. -გაეცინა.
-გასაგებია.
-თქვენი ძაღლია ?
-კი.
-ლიუსი ორსულადაა, მოაშორეთ. -ყურებამდე გამეღიმა.
-მაქს მოდი აქ ! -დავუყვირე და ტაშის კვირთ ჩემთან მოვიყვანე.
-ყოჩაღ ჩემო ბიჭო. -თავზე ხელი გადავუსვი, ის კი გაიტრუნა და ველოსიპედის საჭეზე გამობმულ ლიუსის გახედა, თვალები ისევ ისე დაემღვრა და კარგა შორს რომ წავიდნენ ძაღლები კიდევ ერთხელ დაყეფა, ალბათ მიყვარხარო უთხრა.
წამოვდექი, გავსწორდი და მაქსის ქამარს მაგრად ჩავჭიდე ხელი.
-ეჰ მაქს, უბედურები ვართ, ხომ ასეა ?-დაყეფა
-არც მე გამიმართლა არც შენ, მაგრამ შენ შვილები მაინც გეყოლება, გამძვრალო -ისევ დაყეფა.
ასე დავუყევით ისევ იმ ქუჩას... გული მტკიოდა, ძალიან. თითქოს მუშტებს მკრავდნენ ისედაც მუშტისოდენა გულზე. არც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ჩემი გული ასეთი ტკივილისთვის, ვერ ვაცნობიერებდი ყოველივეს რაც ჩემ თავს ხდებოდა. მტკიოდა მარცხნივ და თან ისე ძალინ რომ ლამის ამომეგლიჯა, ხოლო ის რომ ევას ნახვის შანსი აღარ მეძლეოდა უფრო მკლავდა და მანადგურებდა. ვფიქრობდი იმასაც რომ შეიძლებოდა ის უკვე საზღვარს იქით ყოფილიყო, ან კიდევ რომელიღაც მთაში, ან სახლში გამოკეტილი და მე რა უნდა მექნა? ამას უკვე ვეღარავინ ხვდებოდა.
სახლში მისულს ბაბუა ჩაძინებული დამხვდა, მაქსიც თავის ბუნაგში შეძვრა და ასე მარტო დამტოვეს, ასეთი სიჩუმე და სიმარტოვეღა აკლდა ჩემ მდგომარეობას. ცოტა ხნით ანასთან გავედი, ვილაპარაკეთ და მერე ისევ სახლში გამოვბრუნდი....შუა დღე იწურებოდა, ჩემთვის კი ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მენატრებოდა ევა რომელიც ასე ძლიერ უყვარდა და უნდოდა ახლა ჩემ გულს, კიდევ ერთხელ ვცადე დარეკვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა... მერე ისევ მის ვიდეოს ვუყურე რამდენჯერმე და გული უფრო შემეკუმშა. მას მე ვუყვარვარ და ჩემთვის ამხელა მსხვერპლს იღებს, მე კი ამ მსხვერპლით უბრალოდ დატკბობაღა დამრჩენია.... საშინლად ვგრძნობ თავს, სა-შინ-ლად !!!
* * *
ისე მტკიოდა თავი გაღვიძებულს მეგონა კიდეც რომ თავი მძვრებოდა. მიზეზი რის გამოც გამეღვიძა ზარი იყო ამიტომ მობილური ყურთან ვაი-ვაგლახით მივიტანე და ვუპასუხე
-გისმენთ.
-დემეტრე. -ეს ის ხმა იყო რომელიც უკვე ორი დღე არ გამეგონა.
-ევა ?!
-ხო მე ვარ -თქვა და ატირდა, ხმაში ეტყობოდა ის სევდა რასაც ალბათ შიგნით გრძნობდა, საწოლიდან დაუფიქრებლად წამოვხტი და საკუთარ თავს სარკეში ჩავხედე.
-ევა სად ხარ ? ქალაქში ხარ ?
-კი
-შემხვდი, გთხოვ.
-არა, არ შემიძლია.
-ძალიან გთხოვ.
-წამართმევენ შენ თავს რომ შეგხვდე.
-მიღირს, შემხვდი...
-საზღვარს მატოვინებენ.
-მითუმეტეს, შემხვდი, უკანასკნელად შემხვდი. ძალიან გთხოვ.
-ვერა დემეტრე. უნდა გავთიშო.
-მიყვარხარ. -უფრო ასლუკუნდა -ეს სიტყვაც არ ნიშნავს შენთვის არაფერს?
-ბევრს ნიშნავს.
-მაშინ შემხვდი.
-არ შემიძლია დემეტრე, სულ თან დამყვებიან, დაგიჭერენ.
-სადმე ისეთ ადგილას შეგხვდები სადაც არ იეჭვებენ
-სტუდიაში.
-რომელ ?
- „....“, იქ ბავშვები არიან და არაფერს იეჭვებენ.
-როდის ?
-1 საათში, ძალიან ცოტა ხნით.
-კარგი მოვალ.
ყურმილი გავთიშე და დადებითი ემოციებისგან გაჭედილი ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი, მობილურს დავხედე ნომრის ჩასაწერად მაგრამ არ გამიმართლა დაფარული იყო... შანსი იმისა რომ ნომერს გავიგებდი 0% იყო, ზურა წილოსანს არ გაუჭირდებოდა მისი დალუქვა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა ჩემთვის, ისე ძალიან მიხაროდა ევას ნახვა ლამის პატარა ბავშვივით მეხტუნავა საწოლზე... ტელევიზორი ჩართული იყო და უდროო დროს საინფორმაციოს ჩართვამ ჩემი ყურადღება მიიქცია, საწოლიდან წამოვიწიე და ღია კარის საშუალებით მისაღებში გავიჭყიტე.
„როგორც ვიცით, ბიზნეს-ოჯახის ძარცვას, მსხვერპლი მოყვა, დაზარალებული გადარჩა მაგრამ მძარცველების დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო, კვალი დატოვებულია... პოლიციელები გვატყობინებენ რომ კვალზე მალე გავლენ“
სისხლი ერთდროულად ამიდუღდა მთელ სხეულში, კუნთები მეტკინა, ნესტოები დამებერა, უკვე ვხვდებოდი რა უნდა მომხდარიყო უახლოეს 24 საათში და გული წინასწარ გამალებით მიცემდა, მაგრამ ამას აღარ ქონდა უკვე ჩემთვის დიდი მნიშნელობა, ევა უნდა მენახა და თუმც მთელი ცხოვრება ციხეში გამეტარებინა აზრი აღარ ჰქონდა...
უხასიათოდ წამოვდექი, გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და სტუდიაში წავედი... ცოტა ხნით ბავშვებთან ერთად ვიყურყუტე დიდ ოთახში, მაგრამ როგორც კი კარი გაიღო ყველას ყურადღება ერთიანად დააცხრა ჟღალს. ბავშვები ყვირილით გაიქცნენ და გაიძახდნენ „ევა მოვიდაა“ „რა მაგარიააა“ და სიხარულის გამომხატველ სხვა ფრაზებს, მე კიდევ ერთიანად დამიარა ცივმა ჟრუანტელმა ტანში, როცა მივხვდი რომ ამ სხეულს ვეღარ ვნახავდი, რომ მისი სიყვარული ჩემში ჩაკვდებოდა, რომ მეტკინებოდა, რომ ეტკინებოდა, გული უფრო მეტკინა... უფრო ჩამწყდა, უფრო გამანადგურა... მე ისევ ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ეკიდებოდნენ ფეხებზე, ხელებზე და კისერზე ბავშვები ევას. ევაც ეხვეოდა მათ, მაგრამ მზერას არ მაშორებდა... როცა მოისიყვარულეს ბავშვებმა, ევა გვერდით გავიდა ოთახი შეაღო და მანიშნა შევსულიყავი, მეც წამოვდექი და წამში გავჩნდი ოთახში.
-ევა... -მოსახვევად წავიწიე მაგრამ უკან დაიხია.
-არ გინდა დემეტრე, არ მინდა მეტკინოს.
-მე უკვე მტკივა.
-შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ... მაგრამ არ მინდა ჩემ გამო.... -გამეღიმა.
-ჰ-ჰ ჯერ კიდევ არ იცი?
-რა?
-პოლიციელები კვალზე გავიდნენ... -თვალები გაუფართოვდა, ცრემლები ერთიანად მოწყდა მის თვალებს და სახეზე ხელები აიფარა.
-და... შენ... დაგიჭერენ... -თქვა ძლივს.
-ხო ევა, დამიჭერენ, და სავარაუდოდ 40 წელსაც მომისჯიან მეტს თუ არა, ახლა 23ის ვარ ციხიდან რომ გამოვალ (ალბათ), მოხუცი ვიქნები, შენ კიდევ ლამაზი ოჯახი გეყოლება, შენ დაგავიწყდები იმიტომ რომ 40 წელი ყველაფერს შეცვლის, მე კიდევ მემახსოვრები იმიტომ რომ ციხეში არავინ მეყოლება... შენ კი ახლა როცა ორივეს ასე გვიყვარს ერთმანეთი არ მაძლევ უფლებას ჩაგეხუტო.... -ხმა გამიწყდა და ფეხი სკამს მივკარი და კედლისკენ მოვისროლე.... ევა შეკრთა ხელები სახიდან ჩამოიღო ცრემლიანი თვალებით გამომხედა და ისე შემომეკრა მთელ სხეულზე როგორც მაშინ, ჩემად რომ ვგრძნობდი....
-მეყვარები, მეყვარები, სულ მეყვარები. ლამაზი ოჯახი უშენოდ არ მეყოლება. სულ მეყვარები. ორმოცი წელიც მეყვარები და კიდევ ორმოციც. -სლუკუნებდა. კისერს მისველებდა მისი თბილი ცრემლები, გული უფრო მეკუმშებოდა, მტკიოდა...
-დამპირდი რომ არ დამივიწყებ. -მეც მომერია გრძნობები.
-არა... არ დაგვიწყებ, ვერ დაგივიწყებ.
-დამპირდი რომ დაგამახსოვრდები როგორც პირველი სიყვარულის ავტორი.
-და უკანასკნელიც -უკვე მეღიმებოდა, სიმწრით.
-არა ევა, შენ უნდა შეგიყვარდეს, უფრო ძლიერად, უფრო მაგრად, უფრო ემოციურად, მაგრამ არასდროს არ უნდა დაივიწყო რომ ვიღაცას სადღაც იქით მაინც უყვარხარ.
-არ დაგიჭერენ. ნუ ამბობ მაგას. მამაჩემი არ ჩაგიშვებდა.
მაშინღა მივხვდი რომ უკეთესიც იქნებოდა ჩავეშვი... ამით ხომ საკუთარი შვილის ბედნიერი ცხოვრების გარანტიას აიღებდა, ის ხომ ისე არ დატანჯავდა თავის შვილს როგორც თვითონ დაიტანჯა, მიუხედავად სიყვარულისა სხვა საერთოც გვქონია ჩვენ.
-მამაშენი არ ჩამიშვებდა. -დავამშიდე და თმაზე მოვეფერე. -თმა არ შეიღებო კარგი ?
-არა, არ შევიღებავ -თქვა ისევ სლუკუნით.
-რომც გაგიჭაღარავდეს.
-ხელს არ წავაკარებ. მიყვარხარ დემეტრე არ მინდა ციხეში იყო.
-დამშვიდდი. შენ წადი, საზღვარგარეთ ისწავლე.
-არ მინდა სწავლა. -უკვე ჩერდებოდა, მაგრამ პატარა ბავშივით ჩემ კისერს ებღაუჭებოდა და ისევ ასველებდა...
-მიყვარხარ ევა. -მივხვდი რომ უკვე ზედმეტსაც ვაკეთებდი, რომ უფრო ვტკენდი გულს, ამ ლამაზ არსებას. ამიტომ შუბლზე ვაკოცე, მისი ხელები ჩემი კისრიდან მოვიშორე და ადგილს მოვწყდი... ის კიდევ ვერ გამომეკიდა რადგან დაინახავდნენ... გზაში გონებაარეული ქუჩებსაც ისე ვკვეთდი არც კი ვიხედებოდი გვერდით, თავჩაღუნული დავდიოდი ბორძიკით ტროტუარზე და სისხლი უფრო მაწვებოდა თვალებში, კისერში მობჯენილი ბურთი უფრო ძლიერად მაწვებოდა ზევითკენ და გამოხტომას ლამობდა, მეც მეტს ვეღარ გავუძელი იქვე შენობის კიბესთან დავემხე და ცრემლებიც წამსკდა... გრძნობების ცრემლები.....
მტკიოდა... ცრემლები მტკიოდა... გრძნობები მტკიოდა... გული მტკიოდა... იმაზე მეტად გამიჭირდა ევასთან განშორება ვიდრე წარმომედგინა, ასე უბრალოდ ვუთხარი მიყვარხარ-მეთქი და წამოვედი. რაღატომ ვუთხარი, რაღატომ ვატკინე. რატომ ვუთხარი ის სიტყვები, რატომ მოვიქეცი ასე... მაგრამ მე ხომ ახლა მტკივა... კიბეზე უგონოდ დაგდებული ცრემლს ცრემლზე ვიწმენდდი მაგრამ გრძნობის ცრემლები არ წყდებოდა...
ცოტა ხნის შემდეგ მობილურმაც დარეკა, საშა იყო, მეც კისერში მობჯენილი ბურთი გადავყლაპე და ვუპასუხე
-ხო საშა
-სად ხარ ?
-ქუჩაში.
-შენ რა ჯერ არ გაგიგია ?
-კი გავიგე, დილით.
-მერე რას ვშვრებით?
-ვბარდებით.
-გააფრინე შე*ემა ? ყალბი პასპორტები გვაქ, საბერძნეთის მოქალაქეობებიც ფულით ავიღეთ, ბილეთებიც არის და რაღა დაგვრჩა? გაქცევა დემე !! -გამიხარდა. ციხეში ყურყუტს გაქცევა მართლაც მერჩივნა.
-როდის მივდივართ ?
-1 საათში.
-კაი აეროპორტში მოვალ.
ყურმილი დავკიდე, იქვე მდგომ ტაქსის მისამართი ვუთხარი და სახლში წავედი... არ ვიცოდი ბაბუასთვის რა უნდა მეთქვა, ამიტომ გზაში აზრებს ვალაგებდი, მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებდი... სახლში ისე მივედი რომ პასუხი გამზადებული არ მქონდა... დრო ძალიან ცოტა მქონდა ამიტომ ოთახში შევვარდი, საეჭვო ნივთები რაც თუ მქონდა ყველაფერს ჩანთაში ჩავუძახე, ბაბუას რომ პრობლემები არ შექმნოდა და რამდენიმე წუთით ჩემ ოთახში ძეგლივით გავშეშდი. ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილს ბაბუას ვტოვებდი ამ ბინძურ ქალაქში, სადაც არავინ ეყოლებოდა, სადაც ჩემ გარდა არავინ ჰყავდა. რა მოხდებოდა როცა მე დავტოვებდი? გააგრძელებდა მარტო ცხოვრებას ? ეს ხომ წარმოუდგენელი იყო... ბაბუაც თან უნდა წამეყვანა მაგრამ მაქსი ? მაქსს რა უნდა ექნა, ის ხომ ვერ გადაკვეთდა საზღვარს, ყოველ შემთხვევაში ამჟამად შეუძლებელი იქნებოდა, ბაბუას ოთახში გავვარდი, მისი ტანსაცმელებიც ჩავყარე ჩანთაში და მერე თვითონ ბაბუას შევაკითხე მისაღებში.
-ბაბუ წავედით.
-სად დემე ?
-მანქანაში აგიხსნი, წამო -ჩემდა გასაკვირად უსიტყვოდ დამემორჩილა, ფეხზე წამოდგა და გამომყვა, მაქსს თავისი ქამარი გავუკეთე და ანის სახლის კარის სახელურს გამოვაბი. მიხვდა ალბათ რომ ვტოვებდით და წკმუტუნი დაიწყო, მეც ბევრი აღარ მიფიქრია, მაქსს მეგობრულად ჩავეხუტე, ბაბუას სწრაფად ჩასვლაში დავეხმარე და მანქანით აეროპორტისკენ წავედით...
რაც შემეძლო დამაჯერებელი ტყუილით მოვახერხე ბაბუას დაჯერება რომ საბერძნეთში ბიჭების ბიზნესის გამო მივდიოდით, მაგრამ ჩემი საქციელი მაინც უცნაურად ეჩვენებოდა. გზაში ხმა არ ამოუღია. აეროპორტში მისულებს, ბიჭები უკვე იქ დაგვხვდნენ, ბაბუაჩების დანახვა არცერთს არ გაკვირვებია, ამიტომ არაფერიც უთქვამთ... საშა წავიდა ბაბუაჩემისთვისაც იყიდა ბილეთები და რეგისტრირებისთვის წინ გაგვიძღვა.... ბაბუაჩემი ჩემგან განსხვავებით არ ღელავდა, იქ მყოფი პოლიცია რომელიც წესრიგს აკოტროლებდა ჩემი ღელვის გამო მეგონა რომ ჩვენ გვაკონტროლებდა, მეგონა რომ ყველამ იცოდა ჩვენ შესახებ და უბრალოდ დაგვცინოდნენ, უბრალოდ ელოდნენ მომენტს რომ თვითმფრინავისკენ ფეხი გადაგვედგა და მათი ხელკეტები კისერში წაებჯინათ. თვალებს გიჟივით ვაცეცებდი და ვერ ვისვენებდი...
1 საათამდე ველოდეთ გაშვებას, ბოლოს როგორც იქნა ჩვენი რეისიც გამოცხადდა და აეროპორტიც წამოიშალა, ბრბომ ერთად იწყო სვლა თვითმფრინავისკენ, შენობა რომ დავტოვეთ და ცარიელ სივრცეში ერთადერთი მატერიისკენ თვითმფრინავისკენ ვიწყეთ სვლა მივხვდი რომ აქ ყველაფერი მრჩებოდა... პირველ რიგში ევა... ევას სახით მრჩებოდა ნახევარი სხეული აქეთ, რომელსაც ვინ იცის როგორი მომავალი ელოდება, მე კი მომიწევს სამართალს მთელი ცხოვრება გავექცე და საბერძნეთში ჩავლპე, მაგრამ დედამიწა არც ისე დიდია გრძნობებისთვის... ევას გამო ღირდა ამ მსხვერპლის გაღება, მამამისის თქმის არ იყოს მე არ უნდა აღმოვჩნდე იმდენად სუსტი რომ მას მომავალი წავართვა, რა ელოდება ჩემთან? შიში და ტყუილი.... ყველაფერი არ სრულდება იქ სადაც ფაქტობრივად აზრი წყდება. მთავარი იწყება მაშინც როცა თვითმფრინავი მიფრინავს ცაში....
თვითმფრინავი ისევე მშვიდობიანად დაეშვა საბერძნეთის მიწაზე როგორც საქართველოს მიწიდან აფრინდა... ფეხი დავდგით თუ არა უცხო ქვეყანაში, უცნობმა შეგრძნებამ ყველაფერი გააცამტვერა... რამდენიმე საათი იყო გასული რაც საბერძნეთში ვიყავით და უკვე გვენატრებოდა საქართველო. ქვეყანა სადაც ყველაფერი დაგვრჩა... ბაბუა კიბიდან ჩამოვიდა თუ არა ერთი გემრიელად გაიზმორა თავისთვის "ეჰ" ჩაიბურტყუნა და თავჩაქინდრული წავიდა აეროპორტისკენ, ბიჭებიც თვალების ცეცებით მიდიოდნენ შენობისკენ, ბერძნული საშას გარდა არავინ იცოდა, სამაგიეროდ ინგლისურით ვიტეხავდით ენას, ამიტომ დიდი წინააღმდეგობა ენასთან დაკავშირებით არ გველოდა... თანაც ვიცოდით, მალევე ავითვისებდით.
-აუ აქ რა გაძლებს. -ეს იყო ფრაზა რომელიც ყველაზე მეტად მოხვდა იმ წამს გულს და დამამახსოვრდა, რატომ მანდამაინც ეს ? იმიტომ რომ მართლაც ასე იყო, როგორ უნდა გაგვეძლო იქ სადაც ჩვენი ფესვები არ იყო...
აეროპორტში დაახლოებით რამდენიმე საათი დავყავით და მერე საშამ თავის მეგობართან წაგვიყვანა რომელსაც ჩვენი საცხოვრებელი სახლების მოგვარება ევალებოდა... თვალებს ისევ გიჟებივით ვატრიალებდით, ქუჩაში მოსიარულე პოლიცია უფრო ამძაფრებდა სიტუაციას, მეგონა რომ ჩვენ მოგვსდევდნენ, მაგრამ ჩვენ მოვხვდით იქ სადაც სულაც არ აინტერესებდათ რა მივქარეთ საქართველოში. პასპორტები გვქონდა, მოქალაქეობაც, ამიტომ ვერავინ ვერაფერს გვეტყოდა...
ბოლოს საკუთარი თავი ამაში რომ დავარწმუნე უკვე 2 თვე გასულიყო. ეს იყო ყველაზე მტანჯველი 2 თვე რომლის წარმოდგენასაც არავის ვურჩევ, ჯერ იყოდა ენა.... ყველაზე დიდი ბარიერი ჩემთვის, მერე გარემო.... ხალხი.... ქვეყანა.... შემდეგ კი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის-ევა.
ევა რომელიც ისევ ახსოვდა, ან კიდევ რა დაავიწყდებდა ჩემ გულს... ნელ-ნელა ვეგუებოდით ქვეყანას, რომელიც მიუხედავად მკაცრი სამართალისა მაინც ბინძური და გარყვნილი იყო... ხშირად დავდიოდით კვირაობით პარკში სადაც ქართველები იკრიბებოდნენ. ბაბუამ თავისი ასაკის მეგობრებიც კი გაიჩინა პარკში და ჩვენგან განსხვავებით მთელი დღეები იქ იჯდა ქართველებთან ერთად, რის გამოც ბედს არ უჩიოდა თანაც ჩემთან ერთად იყო... ჩემ გამო კი ყველაფერს გააკეთებდა.
ერთი რამ, რაც უცვლელი დარჩა ჩვენი საქმე იყო, რომელსაც არც საბერძნეთში უთრევია ფეხი. იქაც განვაგრძობდით ჩვენ "ბიზნესს" და კარგადაც ვაკეთებდით ფულს... საქართველოდან ხმები მოდიოდა რომ ჩვენ საქმეს მალე დახურავდნენ, ეს როდის ? 1 წლის შემდეგ....
ევასთან ერთხელაც არ მილაპარაკია.
მარტივ ლოგიკას რომ მივყვეთ, ჩემი განხორციელებული ზარი ევასთან ყველას დაგვღუპავდა....
პოლიციელები აუცილებლად დაუკავშირდებოდნენ ზურა წილოსანს რადგან მისი სახლიც გავქურდეთ და არც იმის დადგენა გაუჭირდებოდათ რომ ევასა და მე ურთიეირთობა გვქონდა.... რაც იმას ნიშნავს რომ ნაცნობი ნომერიც კი მის მობილურში გაკონტროლებული იქნებოდა.... მისი ხმის გაგონება კი ყველაფერს მიღირდა....
ხშირად როცა ბიჭები შევიკრიბებოდით, იმ საინფორმაციოს ჩანაწერს ვუყურებდით რომელშიც წამყვანი ამბობდა
"...... და ამის შემდეგ, კვალი უბრალოდ გაქრა" რაც იმას ნიშნავდა რომ პოლიციელებს ჩვენი საზღვარგარეთ წასვლა არ გაეგოთ...
ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა... განსაკუთრებით კი მამუკას. საბერძნეთში ჩასვლიდან 6 თვის შემდეგ იქ მცხოვრები ქართველი მოიყვანა ცოლად და 9 თვის შემდეგ ტყუპი ბიჭების მოვლენაც იზეიმა ამ ქვეყანას. ასევე საშას, რომელიც დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად სხვა სახლში. მას დედა ბავშვობიდან არ ენახა. მხოლოდ სოციალური ქსელით... ჩემთან და რამდენიმესთან კი არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისე მტკივნეულად მიდიოდა... მაგრამ დრომ მაინც თავისი ქნა და გაიტანა, ევა ტკბილ მოგონებებს წაყვა და მეც ნელ-ნელა ვიწყე მისი ბედნიერი წარსულის ავტორად დასათაურება... მართალია ისევ მიყვარდა მაგრამ ისე ძლიერად აღარ როგორც მეგონა, რადგან სხვა დანარჩენი უფრო მნიშვნელოვან ფასს იძენდა ჩემთვის ვიდრე მანამ მისი ხმის გაგონება... გაჩნდა ჩემ ცხოვრებაშიც ბერძენი რომელიც ახალისებდა ჩემ ერთფეროვან ცხოვრებას, მაგრამ ის არ ყოფილა არც მომავალი მეუღლე, არც პირველი და არც უკანასკნელი.... უბრალოდ დრომ მოიტანა და წინააღმდეგობა არ გამიწევია...
დრო სწრაფად მიდიოდა უცხო ქვეყანაში და მეც უფრო და უფრო ვეჩვეოდი ამ ქვეყანას. ნოსტალგია გულის სიღრმეში იკლავდა თავს, საბერძნეთი კი უფრო მიყვარდებოდა, რადგან ეს იყო ქვეყანა სადაც არავინ გვსჯიდა ჩვენი საქმისთვის... ისეც ხდებოდა რომ ხანდახან ბაბუას სახლში უკვე ქართულის ნაცვლად ბერძნულად ვეპასუხებოდი... ისიც მიეჩვია. ბერძნული ფიქრები ერეოდა ხოლმე ქართულს...
ვხვდებოდი რომ ის ყველაფერი რაც ჩემთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა ნელ-ნელა დავიწყებას ეცემოდა, ერთადერთოი ვინც ყველაზე მეტად მენატრებოდა და გრძნობები მის მიმართ არ მეცვლებოდა მაქსი იყო...
რაც საქართველო დავტოვეთ, არავისთან... სულ არავისთან არ გვქონია კონტაქტი... არც ის ვიცოდით რა ხდებოდა საქართველოში, მხოლოდ ზედაპირულად, ტელევიზიით.
უკვე 3 წელი იწურებოდა.
ამ სამმა წელმა ჩემზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა რომ ლამის მთლიანად გამომცვალა, არა მარტო ფიზიკურად, სულიერად, ხასიათით, დამოკიდებულებით.... ბერძნებმა იმრავლეს ჩემ ცხოვრებაში....
ასე მიდიოდა უკან მოუხედავად დრო და ჩვენც მის რიტმს ვუწყობდით ფეხს. უკვე ვგრძნობდი რომ კაცი ვიყავი, განა ცოტააა 27 წელი... თანაც უკვე უცხო ქვეყანაში... ცვლილებები ჩვენ ცხოვრებას მალამოსავით ეცხებოდა...
ერთ დღესაც საშამ დამირეკა და მითხრა
-სად ხარ დემე ?
-სახლში. შენ ?
-გამოდი ჩქარა ჩემთან, მაგარი ამბავი მაქვს.
-კაი გამოვდივარ.
ვიცოდი ახალ საქმეზე უნდა ელაპარაკა ამიტომ ბაბუას დავუბარე საქმეზე გავდივარ მეთქი და საშას სახლისკენ წავედი... გზაში კიდევ ერთხელ გადავავლე ათენს თვალი, რომელიც თავს არც ისე ლამაზი ბუნებით იწონებდა... მტვერი, დუღილი, არეულობა... აქა-იქ ქართველების შეძახილებიც. ქართველების ბაზრობა, სადაც ქართული მწვანილები და ხილ-ბოსტნეულები იყიდებოდა... ყოველთვის მიყვარდა ამ ადგილას ჩავლა...
საშასთან მისულს დედამისი ლეილა ისევე დიდი სითბოთი შემხვდა როგორც ყოველთვის, ჩვეულად შემომთავაზა
-ყავა, ჩაი თუ წვენი ?
-წყალი ლეილა დეიდა
და სამზარეულოში გავიდა...
-აბა რა ხდება ? -ვკითხე საშას და კონდინციონერის წინ დივანზე მოწყვეტით დავეშვი. საშა წამოდგა კარი მიხურა ტაში შემოკრა და თქვა
-ყველანი აქ ხართ, მზად ხართ ?
-ჰა მიდი ეხლა.
-ესე იგი, საქართველოში ვბრუნდებით.
ამის თქმა და ჩვენი წამოფრენა ერთი იყო....
იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის რომ წამომხტარი ისევ დივანზე დავებერტყე.
-შენ რა სულ გარეკე ? -თქვა მამუკამ და საშასკენ გაიწია.
-ე-ე დამშვიდდი. იცით საქართველოში რაები ხდება რო იჭიმებით?
-ხო რა ხდება ერთი ისეთი -ვუთხარი მე.
-მთავრობა შეიცვალა ხალხო, მთავრობა.... იცით ეს რას ნიშნავს ?! ჩვენი საქმე დაიხურა კი არა აღარავის ახსოვს.
-და მერე რა? მე აქ მირჩევნია -თქვა გიორგიმ.
-რას ქვია აქ გირჩევნია, ხო არ გაგიჟდი ?
-ხო რა საშა, რა საქართველო, დავრჩეთ აქ. თან საქმეც ბლომადაა. -თქვა ისევ მამუკამ.
-არც ერთიც რომ არ წამოხვიდეთ მე დედაჩემთან ერთად ვბრუნდები.
ყველა გაჩუმდა, მათ შორის მეც. ხმის ამოღებას სავალდებულოდ არავინ ვთვლიდით ამიტომ გატრუნულნი ვისხედით ოთახში. სიჩუმე ლეილა დეიდამ დაარღვია, რომელმაც როგორც ჩანს იცოდა წასვლის ამბავი.
-არ მითხრათ ბიჭებო რომ არ მოდიხართ ?
-ეს ვაჟბატონი არ მოდის. -თქვა საშამ და მამუკაზე მიუთითა.
-ბიჭო ოჯახი მყავს, ხო არ გაგიჟდი რა საქართველო.
-ადამიანო არ გენატრება მაინც ?
-არა ! -შეპასუხება აღარავის უცდია.
-მე მოვდივარ -თქვა დათომ.
-გენაცვალე, შვილო.. შენ მოგნატრებია მხოლოდ საქართველო.
-ნიკაც მოდის. -თქვა დათომ და ნიკა შეაფხიზლა.
-ხო ხო მეც მოვდივარ.
-შენ დემეტრე ? -მკითხა ლეილა დეიდამ.
-არ ვიცი ლეილა დეიდა, არეული ვარ საშინლად.
-ჩვენ 2 დღეში მივდივართ და ვისაც სურვილი გექნებათ კი იცით რაც უნდა ქნათ.
სურვილი იქ დარჩენისა აღარავის გაჩენია ამიტომ ყველანი სახლებში დავიშალეთ. სახლში ასე ადრე დაბრუნებული რომ დამინახა ბაბუამ გაუკვირდა და მკითხა კიდეც
-რატომ დაბრუნდი ასე მალე.
-ბაბუ...
-ჰო
-საქართველოში გინდა დაბრუნება ?
მოხუცი მაშინვე წამოხტა სავარძლიდან და თვალებში ცრემლები ჩაუდგა, აემღვრა და ბედნიერებისგან გაეღიმა.
-აბა არ მინდა შვილო? 80 წლის ვხვდები მალე, არ მინდა აქ სიკვდილი.... -დამჭკნარი ხელები თვალებზე მოისვა და ცრემლი შეიწმინდა. მეც ინსტიქტურად წამოვდექი და მისკენ წავედი.
-გინდა დავბრუნდეთ ?
-მინდა აბა არ მინდა?
-ზეგ წავიდეთ. -ხელები მოხუცს მოვაშორე და ოთახში გავედი... მესმოდა როგორ დაფუსფუსებდა ბაბუა სახლში, გაბედნიერებული ხან რომელ ქართულ სიმღერას წაიღიღინებდა, ხან რომელს. მე კიდევ ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმაზე თუ რა მოხდებოდა ორ დღეში და ტკივილი უფრო მაწვებოდა კისერში.
ამომიტივტივდა ერთდროულად 4 წლის განმავლობაში გაქარვებული ტკივილები. პირველ რიგში კი ევა.. რომელიც ბუნდოვნად ახსოვდა ჩემ გონებას... რა მელოდა იქ ? ჩემ ქვეყანაში ? იქნებ და შეიძლება აღარავისაც ვახსოვართ, იქნებ და არავის გაუკვირდეს ჩვენი იქ ჩასვლა. გონებას აქ უნდოდა, გულს იქ. მთავარი კი რამაც წასვლა გადამაწყვეტინა ბაბუა იყო... რომელსაც საქართველო მართლა ძალიან ენატრებოდა... მაშინვე ავიღე მობილური და საშასთან დავრეკე.
-მეც მოვდივარ და გამითვალისწინე.
-ძმა ხარ.
ისევ ბალიშზე დავდე თავი და ფიქრი განვაგრძე. მეღიმემოდა, მარტოს... მახსენდებოდა საქართველოში გატარებული 23 წელი, მაგრამ ახლა აქ უფრო მინდოდა, იმიტომ რომ მაქსის გარდა იქ არავინ მელოდა... შეიძლებოდა ევაც აღარ დამხვედროდა იქ, ის შეიძლება საზღვარგარეთ ყოფილიყო. ან კიდევ მასაც დავევიწყებინე, მაგრამ არაუშავს, მისი დანახვაც საკმარისი იქნებოდა ჩემი გონების დასაოკებლად რომელიც ძველ გრძნობებს ათამაშებდა ხელებში.... ახლა როცა წასვლა გადაწყვეტილი მქონდა უფრო ვღელავდი ყველაფერზე. აღარ მქონდა იმედი რომ ხალხი ისეთი დამხვდებოდა, რომ მაქსი ცოცხალი იქნებოდა, რომ ევა ქალაქში იქნებოდა... ევა.. ევა... ევა რომელიც მიუხედავად გრძნობების გაცივებისა მაინც არ მავიწყდება, ალბათ იმიტომ რომ პირველი იყო...
მეღიმებოდა.
მეღიმებოდა იმაზე თუ როგორ ძალიან მიყვარდა ევა, როგორ მეგონა რომ უმისობას ვერ გადავიტანდი, როგორ მეგონა რომ ის ერთადერთი იყო ჩემ ცხოვრებაში. ალბათ მასაც გაუტყდა გული ჩემი წასვლისას.... ნაკვთებიც კი ბუნდოვნად მახსოვდა მისი.... არც ისე ბევრი ჩანს 4 წელი, მაგრამ საკმაოდ დიდი აღმოჩნდა ეს დრო ჩემთვის... ფიქრებში იმ ვიდეომაც იჩინა თავი, მომენტალურად წამოვხტი ლოგინიდან და კარადაში ძველი მობილურის ძებნა დავიწყე რომელიც ვინ იცის წამოღებული მქონდა თუ არა აქ. დიდი ძებნის შემდეგ მივაგენი კიდეც, მტვერი რომელიც სიძველისგან დასდებოდა შებერვით გადავყარე, მაისურზე გავისვი და ჩავრთე, არ უღალატია, მალევე ჩაირთო... გული შემეკუმშა... ხელი ამიკანკალდა ვიდეოს ძებნისას.... მაგრამ მალევე მივაგენი... ჩავრთე და სახეც ჩამომეღვენთა.
"ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მამაჩემი...." "თმა აბურდული უფრო გიხდება".
მისი ღიმილი, თვალები, ცხვირთან დაყრილი ჭორფლები და ჟღალი თმა, ერთთავად ამომიტივტივდა მისი ყოველი ნაკვთი, რხევა, მიხვრა-მოხვრა. მთლიანად დამიდგა ევა თვალწინ და უფრო მეტკინა გული... ასე ძეგლივით შუა ოთახში მდგარს ბაბუას ხმამ შემაფხიზლა
-ისევ გიყვარს ? -სახეჩამოღვენთილი გავტრიალდი და ბაბუას მეტყველ თვალებს ჩავაშტერდი.
-აღარ ბაბუ.... -ძველი გრძნობები მომერია, ყელზე შემომეჭდო და მეც უგრძნობლად პირქვე დავემხე საწოლზე.
მაშინ კიდევ ერთხელ მეტკინა.
მთელი ღამე გაბრუებული პირაღმა ჭერს მივშტერებოდი და მოზღვავებულ ემოციებს ძლივს ვიკავებდი... ისევ დრო, ისევ ის 4 წელი, რომელმაც მაქსიმალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, სულ რაღაც 2 დღე მაშორებდა საქართველოს, საქართველოს სადაც არავინ მელოდა... ალბათ აღარც მაქსი...
ჯერ კიდევ ვყოყმანობდი საკუთარ თავში, მინდოდა თუ არა დაბრუნება... მაგრამ ვხვდებოდი რომ მინდოდა, ფეხს კი რატომ ვითრევდი ვერ გეტყვით. იმიტომ რომ თავადაც არ ვიცოდი.
მაყოვნებდა კიდევ ის ძველი გრძნობები რომლებიც წარსულს ნელ-ნელა ბარდებოდა, ისევ მეღიმებოდა. ისევ ისე, მწარედ.
მთელი ღამე როგორც იტყვიან თეთრად გავათენე და დილით თვალებდასიებული ბიჭებთან ერთად ვინც საქართველოში ვბრუნდებით საბუთების მოსაგვარებლად წავედი... მთელი დღე მოვუნდი თითქმის საბუთების მოგვარებას... თუ გქონიათ შეხება, გეცოდინებათ რა რთულია.... სახლში გათიშული მივედი, უკვე ერთი დღე რჩებოდა, ერთიც აღარ... ნახევარი. ბაბუას უკვე დაეწყო თავისი ნივთების ჩალაგება, დიდის ამბით გაევსო 2 ჩემოდანი.... არადა საქართველოდან რომ წამოვედით პატარა ზურგჩანთა გვქონდა... მეც მივეხმარე და საბოლოოდ გათიშული, ტელევიზორის წინ დივანზე მივესვენე.
-რომელზე მივფრინავთ ?
-დილით 7ზე.
-კარგი.
ოთახში შევიდა და წამოწვა, უკვე გვიანი იყო და მის მოხუც უენერგიო სხეულს ნამდვილად სჭირდებოდა დასვენება, მეც წამოვდექი, დაძინება არ მეწერა ამიტომ საკუთარი ბარგის ჩალაგებაც დავიწყე.... ძველ მობილურსაც დანანებით ჩავუძახე ჩანთაში და ჩემოდნების ელვა რომ საბოლოოდ დავკეტე, უკვე თენდებოდა... სკამზე ჩამოვჯექი კომოდის წინ და სარკეში ჩავიხედე... იმ ძველ დემეტრეს სახეს ახლა ცოტა ცვლილებები დატყობია, დაწვრილებია, ცხვირი უფრო დასწორებია, ყურები დაგრძელებია, ოდნავ.... და ა.შ. თვალები 2 ღამის თევისგან უკვე დამსიებოდა, ჩამწითლებოდა და ჩამლურჯებოდა ირგვლივ მაგრამ დაძინებას აზრიც აღარ ჰქონდა... ვერ ვიჯერებდი რომ რამდენიმე საათიღა მაშორებდა საქართველოსთან. აბანოში შევვარდი და შხაპი მივიღე... რომ გამოვედი ბაბუა უკვე ფეხზე დამხვდა, ჩემთვის ჩვეულად საუზმე გაემზადებინა, მეც მშიერი მივუჯექი მაგიდას და ჩვეულად მისი მოდუღებული ყავით დავიწყე საუზმე...
-ბოლო საუზმეა საბერძნეთში. -მითხრა და გვერდით დამიჯდა....
ბაბუას თვალები ახლა უფრო ბედნიერი და წყლიანი იყო...
-მიხარია ბაბუ რომ გიხარია.
-მადლობა შვილო... -მხარზე ხელი მომისვა და თვალებზე ცრემლები დამჭკნარი თითებით როგორც ჩვევია შეიშრო... საუზმეს მალევე მოვრჩით და საშასთან წავედით. რომელიც ბარგდებოდა უკვე მანქანაში, მე ჩემი მანქანით ვიყავი ამიტომ პრობლემა არ გვექმნებოდა.... საშას ვუთხარი უკან გამოგყვები-მეთქი და მანქანაში ჩავჯექი....
აეროპორტში 15 წუთში მივედით, იქ უკვე იყვნენ დათო და გიორგი... ერთმანეთს მივესალმეთ და სკამებზე ჩამოვსხედით... სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა ყველა მოსალოდნელ ემოციებზე ვსაუბრობდით მაგრამ ზუსტად ვერავინ ვსაზღვრავდით რა მოხდებოდა და რას ვიგრძნობდით საქართველოში ფეხის დადგმისას. ბაბუა ყველაზე მეტად ღელავდა ეტყობოდა... ცოტა ხნით ხუმრობასაც გავკარით ხელი და ის-ის იყო გიორგი ანეკდოტის მოყოლას ასრულებდა რომ სახე დაისერიოზულა და თქვა
-ამას აქ რა უნდა ?
ყველა ერთდროულად შევტრიალდით და აეროპორტის შესასვლელში მამუკა დავინახეთ თავის ოჯახთან ერთად.... ჩვენთან მოვიდა და თქვა
-აბა ბიჭებო, ჩემ გარეშე მიდიოდით ? -საშა მაშინვე მივიდა მასთან, ხელები მოხვია და უთხრა
-ჩემი ძმა_ა.
-რა მაგარია ბიჭო ოჯახით რო მოდიხარ. -ვუთხარი მე
-ხო აბა ხო არ დავტოვებდი. მოვალ 5 წუთში მოვაგვარებ რაღაცას...
-კაი მიდი.
-საშკა, ეხლა გამახსენდა მანქანები ?
-მიხედავენ -მითხრა და თვალი ჩამიკრა.
კიდევ რამდენიმე წუთი და რეგისტრაციაც დაიწყო... რიგში ჩამდგარს მესმოდა სხვადასხვა ფრაზები, საბერძნეთში წასული დედებისა "ჩემი შვილები, როგორ მენატრებიან, მაგრამ რა ვქნა ისევ მაგათ გამო ვაკეთებ ამდენს", იტყოდნენ თუ არა მსგავსი შინაარსის წინადადებებს ცრემლი წასკდებოდათ და ხელებს სახეში იტაცებდნენ. ნამუსიც მაწუხებდა რაღაც მხრივ....
არ შემიძლია იმაზე მეტი ვთქვა რაც თვითმფრინავში ჩაჯდომისას ვიგრძენი... მივხვდი რომ მალე როცა თვითმფრინავი აფრინდებოდა საბოლოოდ დავტოვებდი საბერძნეთს, გამახსენდა ის პირველი დღე როცა ზიზღით შევხვდი ამ მიწას, ახლა კი მწყდებოდა კიდეც გული რომ მივდიოდი.... აქამდე მიმალულმა ნოსტალგიამ ერთბაშად ამოხეთქა გულში და უფრო მომანდომა საქართველოში ჩასვლა... ჰაერში გამოკიდებულს საქართველოს გარდა არაფერი მიტრიალებდა თავში. თვითმფრინავში სადაც 2-3 ბერძენის გარდა სხვა დანარჩენი ქართველები ისხდნენ. სისხლი ნელ-ნელა მიდუღდებოდა, ადრენალინისგანაც და ემოციებისგანაც.
თვითმფრინავიც აფრინდა.
წნევის ვარდნისა და დაღლილობის გამო მაშინვე მიმეძინა, ბორტგამცილებლის ყურადღება თუ შემაფხიზლებდა ხოლმე... ხმა არ გამიღია, მხოლოდ მაშინ გავიღვიძე როცა დამატებითი ქამრების გაკეთება გვთხოვეს. მივხვდი რომ უკვე ვუახლოვდებოდით ჩემი ქვეყნის საზღვრებს და ინსტიქტურად მინაშიც გავიჭყიტე, დახურულ სივრცეშიც ვიგრძენი საქართველოს სუნი, რომელიც ემიგრანტებს ყველაზე მეტად ენატრებათ....
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო თვითმფრინავი მიწას ძალიან მიუახლოვდა და მალე დაეშვა კიდეც მასზე....
ჯერ კიდევ ვერ ვფხიზლდებოდი, ძილისგან არა, მომხდარისგან. მეგონა რომ ისევ საბერძნეთში ვიყავი, ვერ ვაანალიზებდი რომ საქართველოს მიწაზე უნდა დამედგა ფეხი. ბორტიდან ხმელეთზე გადასვლისას წამით შევყოვნდი, თავბრუს ხვევაც ვიგრძენი... მაგრამ უკნიდან ხელით წინ წასვლა მანიშნეს და მეც ჯერ ერთი და მერე მეორე ფეხი გადმოვდგი.
აი მაშინ მივხვდი რომ ეს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო იყო და რომ მე საქართველოში ვიყავი და რომ მე ქართველი ვიყავი, რადგან ვერავინ იგრძნობს თავისი სამშობლოს ნიადაგის სიმკვრივეს და სუნს ისე როგორც ჩვენ, ქართველები. განზე გავდექი რომ ხელი არავისთვის შემეშალა და ცივი ქარი ხარბად ჩავუშვი ფილტვებში... მესიამოვნა... ერთბაშად აეროპორტში ამდენი ქართველის დანახვამ ამაფორიაქა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში"....
საზღვარი ისევ გაურკვევლობაში მყოფმა დავტოვე და ტაქსის საშუალებით ძველი სახლისკენ წავედი.
აღარ დავიწყებ იმის მოყოლას თუ როგორ შეიცვალა ქალაქი და თუ რა ვიგრძენი ამ ყველაფრის დანახვისას და შეგრძნებისას, უბრალოდ ვიტყვი რომ ეს იმაზე შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო ვიდრე წარმომედგინა. ბედნიერებისგან გული ლამის ამომიხტა სხეულიდან, მივხვდი რომ არ უნდა მეყოყმანა აქ წამოსვლაზე ამდენი. მთავარი ახლა იწყებოდა და მეც უფრო და უფრო ვღელავდი ნაცბობი ქუჩების დანახვისას. ვღელავდი თუ რას ვიგრძნობდი ძველი კორპუსის დანახვისას და ნერვიულობა პიკს აღწევდა.
ტაქსი ნაცნობ ქუჩას რომ აუყვა "პეპლებმაც" იწყეს მუცელში ფარფატი, ნაცნობი სახეები, ნაცნობი მაღაზიები.
-აქ გააჩერეთ. -დავუყვირე მძღოლს ჩემი ბავშვობის მეგობრების დანახვისას და ჯერ არ გაჩერებული მანქანიდან ლამის გადავფრინდი... ცოტა მოშორებით კი ჩამოვედი მაგრამ ისე სწრაფად გავიქეცი მათკენ, ხალხს გიჟიც კი ვეგონებოდი ასე გამწარებული საით გაუწევიაო... მათ ზურგს უკან ძეგლივით გავშეშდი, მათი ხმის გამგონეს ნოსტალგიისგან ტირილი მომინდა
-ბიჭებო!
არ დაუყოვნებიათ და მაშინვე გამოტრიალდნენ, თავიდან არაფერი უთქვამთ. არც იყო სიტყვები საჭირო, ყბა ლამის ძირს დაუვარდათ ჩემი დანახვისას.
-დ-დ-ე-მ.... -ხმის კანკალით თქვა ლუკამ და პატარა ბავშვივით ჩამომეკიდა კისერზე, ყვირილით და ღრიალით მოყვნენ სხვებიც...
მივხვდი რას ნიშნავდა უკვდავი მეგობრების ყოლა... ცოტა ლანძღვითა და ბევრი სითბოთი დავყე მათთან დაახლოებით ნახევარი საათი, მერე კი ცოტა ხნით დავემშვიდობე და ისევ ტაქსიში ჩავჯექი რომელიც მანამ იქ მელოდა...
გული ბედნიერობდა.
მეც მიხაროდა.
ჩვენ ჩიხში შევედით და ახლა უფრო ნაცნობ კორპუსებს დავაკვირდი. ერთი... ორი... სამი.... და ჩვენი კორპუსიც გამოჩნდა.
-აქ გააჩერეთ -უთხრა ბაბუამ მძღოლს და თითით მიანიშნა კორპუსისკენ. მერე მე მომიტრიალდა და მითხრა
-გრძნოობ?
-რას?
-საქართველოს. -საპასუხოდ მხოლოდ გამეღიმა, კარი გავაღე და უკვე არც ისე ბევრ ნაცნობ ხალხს დავაკვირდი... ბევრი უცნობი მზერა დავიჭირე, ბევრიც ნაცნობი რომლებიც ჩუმ-ჩუმად ულაპარაკებდნენ ერთმანეთს "ეს დემეტრე არაა? " "კი მგონი ეგაა" "დაბრუნდა ბიჭი მოგზაურობიდან" მე მეღიმებოდა.... უბრალოდ ხელის აწევით მივესალმე ყველას, რადგან გულზე დიდად არ მეხატებოდნენ ისინი და სადარბაზოსკენ წავედი. რომელიც უკვე ძალიან შეცვლილი იყო, ნახატები... ახალი ბოძები.... შეცვლილი კარი.... ლიფტის ღილაკს ხელი მივაჭირე და ბარგი გვერდით დავაწყვე... იმედი მხოლოდ ერთი მქონდა რომ მაია დეიდა სახლში იქნებოდა და დამეხმარებოდა თორემ არც გასაღები მქონდა და არც არაფერი.
ლიფტის კარიც გაიღო და შიგნით შევედით.
-ვაა ესეც შეუცვლიათ. ჯიბიდან ხურდა ამოვიღე და ჩავყარე... ლიფტში დაკიდებულ სარკეში რომ ჩავიხედე უფრო ავღელდი. ცოტაც და ჩემ სართულზე ვიქნებოდი, ძველ ნაცნობ სართულზე... ჩვენი ლიფტი არასდროს იკვეხნიდა სიჩქარით ამიტომ ცოტა ხნით შეგვაყოვნა გზაში მაგრამ მაინც მალევე აგვიყვანა...
პირველი რაც თვალებში მომოხვდა კარის გაღებისას, შეღებლი კედლები და დაგებული მეტლახი იყო... ჩემი შავი კარის დანახვისას გული ამიფანცქალდა, ხალიჩა ისევ ძველი ეგო... ხელუხლებელი. მაიას კარი კი გამოცვლილიყო, ახალი დაეკიდათ... მე გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას ამიტომ ბაბუა მივიდა მაიას კართან და დააკაკუნა...
ვიცადეთ.
-არ არიან მგონი სახლში -ვთქვი თუ არა ბაბუამ კიდევ ერთხელ დააკაკუნა კარზე.
კარის უკან რაღაც ახმაურდა, რაც იმას ნიშნავს რომ სახლში ვიღაც იყო. "ვინ უნდა იყოს" იკითხეს იქით.
-ვინ ბრძანდებით ?
-ჩვენ ! -თქვა ბაბუამ და აქეთ გამოვიდა რომ კარ გაღებულ მაიას უკეთესად დავენახეთ. მაიამ კარი ცოტათი შეაღო და ჩვენ რომ დაგვინახა სიხარულით ისე შეჰკივლა ლამის კედლები ჩამოინგრა. პირველად ბაბუას ჩაეხუტა, ცრემლები წასკდა...
-არ მჯერა !! ღმერთო არ მჯერა !! -გაიძახდა თავისთვის. ბაბუასაც მოერია ემოციები და ისიც ატირდა...
მერე მე შემომიტრიალდა და მითხრა
-დემეტრე ბიჭო !! -უფრო ღვარღვარით ჩამოუგორდა ცრემლები და გულში ჩამიკრა.
დედა გამახსენდა და მინდოდა იმ წამს მყოლოდა, მაგრამ დედის მაგივრობას მაიაც მშვენივრად მიწევდა. ხელში ავიტაცე და დავაბზრიალე. ხმაურზე სხვებიც გამოცვივდნენ და ისინიც დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, მაგრამ ყველაზე განსხვავებული შეხვედრა მაინც ანისთან გვქონდა რომელსაც ჩვენი დანახვისას გული წაუვიდა... ჩვენი ყურადღება მალე ანის მოსულიერებაზე გადაიტანეს. ჩვენც მაიას სახლში შევედით და მის გონს მოსვლას დაველოდეთ. მაშინვე აჯახეს წვეთები, აყნოსინეს რაღაც საშინელება და ისიც მალე მოვიდა გონს... ჯერ კიდევ გაბრუებული თვალების ცეცებით წამოდგა და ჩვენ შემოგვხედა.
-დემეტრე ?
-კი ანი მე ვარ. -ფეხზე წამოვდექი და ჩავეხუტე. ისიც აქვითინდა და უფრო მაგრად მომხვია ხელები. ხელები რომელიც უკვე 4 წელია არ მიგრძვნია... წყნარი ქვითინი მალე ისტერიულ კივილსა და სიხარულში გადეზარდა, ბაბუას და მე სათითაოდ გვეხვეოდა და დაბნეული ისვრიდა სიტყვებს, მაია კი ჩვენ წინ იჯდა და ვერაფერს აანალიზებდა...
ბოლოს რომ ამ მოსიყვარულებას ყველანი მოვრჩით მაიამ იკითხა
-4 წელი გავიდა. არც კი შეგვხმიანებიხართ, სად წახვედით სად დაიკარგეთ ?
-საბერძნეთშვი ვიყავით მაია დეიდა, რაღაც პრობლემები შეგვექმნა.
-რა პრობლემები შეგექმა ასეთი რომ წამით ვერ შემოხვედი და ვერ გვითხარი რომ მიდიოდით.-იმედგაცრუება იგრძნო თითქოს.
-რაც იყო იყო რა... თქვენ როგორ ხართ ?
-რავიცი არაგვიშავს, აქ იმდენი რამ შეიცვალა რომ....
-ხო მართლა მაქსი სადაა? ვთქვი და ოთახს თვალი მოვავლე.
-ოო. -დაიწყო ანამ. -მაქსი კინაღამ ჩაგვაკვდა ხელში... იმ დღეს თქვენ რომ აორთქლდით და ჩემ კართან დატოვეთ, ფეხი ვერ მოვაცვლევინეთ, იწვა და არ ექანებოდა, სიტყვას ამოვიღებდით და გვიღრენდა. -იგრძნო, გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ არაფერი მითქვამს.-მერე რომ ვერაფერი ვუშველეთ, ვეტერინარი მოვიყვანეთ და გავასინჯინეთ "ტკივაო" ასე გვითხრა -თვალებში წყალი ჩამიდგა- გვირჩია მწვრთნელი აუყვანეთო, ჩვენც რა უნდა გვექნა და მწვრთნელი ავუყვანეთ... ძლივს, შემოვიყვანეთ სახლში... 1 კვირა სახლში პირი არაფრისთვის დაუკარებია, უბრალოდ იწვა და სულ ეძინა. -საწყალი, ვფიქრობდი ისევ ჩემთვის.-კაი ხანი იყო ისე, შენ სახელს რომ გაიგონებდა, საშინლად ბრაზდებოდა და ყველაფერს გლეჯდა რაც თუ მის პირს წაეკარებოდა...
-ახლა სად არის ?
-მწვრთნელს ყავს სასეირნოდ წაყვანილი, არ გეგონოთ გამოსწორდა. დღემდე ისეა. მწვრთნელიც ამბობს ძალიან მგრძნობიარეაო.
-როდის მოიყვანს.
-არ ვიცი ბაღში ყავს გაყვანილი.
-წავალ მე ვნახავ.
-მოიცა ბაბუ, მერე ნახე.
-არა ახლა.
წამოვდექი და გარეთ გავედი... ეზოში ჩასულს უკვე შემხვდნენ კორპუსის მცხოვრებლები, ზოგნი სიხარულით ზოგნის უბრალოდ მისალმებით, მეც შეძლებისდაგვარად მოკლედ მოვიკითხე ყველა და ბაღისკენ სირბილით წავედი... მივხვდი როგორ მენატრებოდა მაქსი.
ბაღთან მისულს თვალში მომხვდა ათამდე ძაღლი, რომლებიც თამაშობდნენ და ხის ჩრდილში გათხლარშული მაქსი რომელსაც მწვრთნელი ვერაფერს უხერხებდა, უღრენდა და უყეფდა.
-რა გიქენი ჩემო ბიჭო ! -ვთქვი ჩემთვის და ბაღში შევედი...
-მწვრთნელო. -დავიძახე შორიდან და მისკენ წავედი.
-ახლოს არ მოხვიდეთ ეს ძაღლი ავია. -გამეცინა მის სიტყვებზე, ძაღლისკენ შევტრიალდი და ძველებურად დავუძახე
-მაქს !
მაქსმა ძირს ჩამოყრილი ყურები მაშინვე ცქვიტა და ენაგადმოგდებული წამოხტა
-აქეთ ჩემო ბიჭო !
კიდევ ერთხელ დავუძახე და ხელი ავწიე, მაქსი გამოტრიალდა ერთი ძლიერად დაყეფა და ჩემკენ ისე ძლიერად გამოიქცა მეგონა საომრად მოდიოდა, თავი ვერ შევიკავე მისი სიძლიერისგან ამიტომ მინდორზევე წავიქეცი, მაქსი კი ჩემი ერთგული ძმაკაცი არ მშორდებოდა, ყეფდა და ირგვლივ დამტრიალებდა, მწვრთნელი ახლოს მოვიდა და მკითხა
-ვინ ხართ ?
-მაქსის პატრონი. -გაეღიმა და უბრალოდ წავიდა, ყველაფერს მიხვდებოდა...
მაქსიც შეცვლილა, გაზრდილა დავაჟკაცებულა... იგი ყველაფერს გრძნობდა ჩემ სითბოსაც რომელსაც იმ წამს უბრალოდ სახელი "მაქსით" გამოვხატავდი.... ცხვირჩამოშვებული ძაღლი გამოცოცხლდა და გამოკეთდა...
სახლისკენ წავიყვანე, მაქსი ქამრით ჩემ ირგვლივ დარბოდა და ფეხებს მიბლანდავდა. ახლა მივხვდი რა მაკლდა ამდენი ხნის განმავლობაში, საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი რომ რაღაც დროის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლას საბერძნეთში დარჩენა ვარჩიე... ხალხი რომელიც მცნობდა გაოცებული მიყურებდა და ჩემი გამოჩენა უკვირდათ. მე ისე გავქრი არავის არაფერი ცოდნია ახლა კი ისე გამოვჩნდი....
სახლში რომ მივედი უკვე ჩემი კარიც ღია იყო, მაქსი ბაბუასაც დიდი სიხარულით შეხვდა, ჩემთან მაია და ანა იყვნენ და ალაგებდნენ... მაშინვე ჩემ ოთახში შევედი, სადაც არაფერი შეცვლილა, გადასაფარებელიც კი. ყველაფერი ისევ ისე დარჩენილიყო, როგორც დავტოვეთ. სანამ ქალები დალაგებას მორჩებოდნენ ისევ ბავშვობის მეგობრების სანახავად წავედი და მთელი საღამო მათთან ერთად გავატარე, ხოლო მიზეზი რის გამოც აქედან წასვლას ვუხსნიდი შემდეგი იყო
"ჩემი ბიზნესი".
მოკლედ, სახლში დაბრუნებულს საწოლზე წამოწოლის მეტი არაფერი მინატრია, სახლში ისევ ისე იყო, ბაბუა საინფორმაციოს უყურებდა მაქსი იწვა და ეძინა, რატომღაც მეგონა რომ ის 4 წელი არც კი გასულა, უცებ დავბრუნდი წარსულში... მაგრამ ამ წარსულს ერთი რამ აკლდა, რამ არა ვიღაც. მიხვდებით ალბათ ვინც.
შხაპი მივიღე და წამოვწექი, ჩემ ძველ საწოლში. მისი სირბილე სხვანაირი მეჩვენა მაშინ. მონატრებულ სუნს ვგრძნობდი იმ წამს... ასე ტკბილ მოგონებებში ჩამეძინა...
მეორე დღეს კი როცა წამოვდექი მაქსი მწვრთნელთან ერთად წასული დამხვდა, ბაბუა კი ტელევიზორის წინ მოფრუტუნე. ჩამეღიმა მისი დანახვისას, სამზარეულოში შევედი და როგორც კი შემეძლო თავად მოვიმზადე საუზმე, მაგრამ არაფერი რომ არ გამომივიდა იქ წავედი სადაც 4 წლის წინ ყოველდღე დავდიოდი, ძველ კაფეში.
ნაცნობ ქუჩას დავუყევი და რას ვხედავ, კაფე დახურულია, შიგნით აღარც მაგიდები დგას და აღარც არაფერი. უბრალოდ კარი მიკეტილია და კაფე გაუქმებულია... მერე წარწერა წავიკითხე სადაც კაფის ახალი მისამართი ეწერა. მეც იმ მისამართზე მივედი და მშვენივრადაც ვისაუზმე. მთელი დღე გარეთ, მონატრებულ ქუჩებში ბოდიალში გავატარე.
უკვე ბნელდებოდა სახლის გზას რომ უკან დავუყევი, ფეხით.
რამდენიმე კვეთა მქონდა ჯერ კიდევ გასავლელი ამიტომ ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი ქუჩებს. ახლად ანთებული ლამპიონები მთელ ქუჩას ანათებდნენ ამიტომ მეც თავისუფლად მივაბიჯებდი.
იცით სად ჩავიარე ? ევას სახლთან.
წამით შევყოვნდი მიუხედავად იმისა რომ ახლა აქ უკვე ალბათ სხვები ცხოვრობდნენ. ევა გამახსენდა... გული დამიტრიალდა, ავფორიაქდი და ავღელდი... ფარდა შეირხა და ვიღაც ქალიც დავლანდე ფანჯარასთან. არ შევმცდარვარ ახლა უკვე სხვები ცხოვრობენ. კიდევ კარგი.
ცოტა იმედგაცრუებული განვაგრძე გზა, არ ვიცი მეწყინა თუ გამიხარდა ის რომ ევა იქ აღარ ცხოვრობს, ალბათ მაინც ველოდი რომ ის იქ დამხვდებოდა... მეორე კვეთაშიც შევუხვიე და დაუფიქრებლად ველოსიპედს შევეჯახე, რომელიც ქუჩიდან ტროტუარზე გადმოდიოდა... ისიც ჩამოხტა ველოსიპედიდან და წამოდგომაში მომეხმარა, ბოდიშიც მომიხადა და წავიდა...
ასეა დემეტრე, გაბრუებული რომ ბოდიალებ ქუჩაში მეტის ღირსი ხარ.
კორპუსთან ისე აღმოვჩნდი როგორც დაპროგრამებული რობოტი მიდის დანიშნულების ადგილას... ეზო წყნარი იყო, ცა მოქუფრული... გაზაფხული იყო მაინც და ზამთარი ალბათ წასვლას არ ჩქარობდა... დასველებას სახლში მალევე ასვლა ვარჩიე და სირბილით შევედი სადარბაზოში... ლიფტი გამოვიძახე და სახლში ავედი. სახლში ანი დამხვდა, მაქსი ჩემ დანახვაზე წამოხტა და გამოექანა, მეც ჩავიმუხლე და ჩავეხუტე.
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ანას ვესაუბრე და დაღლილი საწოლზე დავესვენე.
მეორე დღე კი როგორც ჩანს მნიშვნელოვნად გათენდა ჩემთვის.
მზე უფრო მეტად აცხუნებდა ვიდრე გუშინ, საუზმე უკვე დამხვედროდა მაგიდაზე, ამიტომ ვისაუზმე და უკვე წასული მაქსის მოსანახულებლად ბაღში წასვლა გადავწყვიტე. ჩავიცვი, მოვწესრიგდი თმა ძველებურად როგორც ევას უყვარდა ავიბურდე და გავედი... ლიფტი არ იყო ამიტომ ფეხით მომიწია ჩასვლა, თან ვმღეროდი, თან ჩავრბოდი... პირველ სართულსაც მივუახლოვდი, მზის სინათლის უხვ სივრცეს მოვკარი თვალი და რაღაც შემეჩხირა, რაღაც შავი. სხეული რომელიც მზის სხივებს ზურგით იგერიებდა, სხეული რომელსაც ვნატრობდი და მნატრობდა... სხეული რომელიც უფრო სხვანაირი მეჩვენა ახლა. ჟღალი თმა უფრო ელვარებდა შუქზე, მასზე დაფენილი მზის სხივები არ მაძლევდნენ საშუალებას მისი სახე კარგად დამენახა, მაგრამ არც იყო საჭირო მისი სახის დანახვა. ფეხი საფეხურზევე ამიკანკალდა ამიტომ მოაჯირს დავეყრდენი... ფეხებმიტყუპებულმა, თითქოს გაბრაზებულმა, ხელებჩამოშვებულმა ხმა ამოიღო
-მე კი მეგონა რომ მომატყუს. . . -ვეღარ დაასრულა, მოწყვეტით დაეშვა მიწაზე...გონება ჩემთვის ისე მოულოდნელად დაკარგა, ვერც კი მოვიფიქრე იმდენი რომ მივსულიყავი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და ევას მოსულიერება ვცადე, არ გამჭირვებია ანის მაგალითზე გავუკეთე რაც შემეძლო და მანაც სახის ჭმუჭნვით გაახილა თვალი.
-მართლა შენ ხარ ?
-კი მე ვარ.
წამოდგა, კაბა დაიფერთხა და ისე მაგრად მომხვია ხელები ლამის სული გამაფრთხობინა , მეც ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ძლიერად ჩავეხუტე. მისი სურნელი, ისევ ისეთი, არომატული და გრილი. თმა, რომელიც უკვე მხრებს ქვემოთ გაზრდოდა, ნაკვთები რომლებიც უფრო დახვეწოდა... სახე რომელიც უკვე ქალური იყო და არა ბავშვური.
-შეიცვალე არა ? -მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ზემდეტად. -თავი დაბლა დავხარე.
-არა შენ მატყუებ.
-სამწუხაროდ არა.
-მეც შევიცვალე არაუშავს... -ისევ ჩამეხუტა ისევ ისე, მაგრად... კარგა ხანს იყო ასე ჩუმად და უსიტყვოდ, არ უნდოდა ეს მომენტი რაიმეთი გაეფუჭებინა. მე კი.... მე, ვისაც აქამდე მეგონარომ მისი ნაკვთები წარსულს ჩაბარდა ყველაფერი თვალწინ დამიდგა, პირველი კოცნა-შუბლზე. მისი სუნამო, მისი თმა, რომელსაც ახლა ვეხებოდი, ნაზი ხმა რომელიც ახლა მესმოდა და მისი ბავშვური აღნაგობა რომელიც ახლა ქალისას წააგავდა... ის უკვე 22 წლის იყო, ის უკვე შეცვლილი დახვეწილი ქალბატონი გახლდათ, მას უბრალოდ არ ერქვა ევა... ის შეიცვალა, მაგრამ ორმაგ გრძნობას აღძრავდა ჩემში. მთელი სხეულით მოკვროდა ჩემ სხეულს და ვინ იცის რა ტკივილს იკლავდა გულში. ვინ იცის რა გადაიტანა ამ 4 წელში მე კი, დავივიწყე, აი ასე უბრალოდ დავივიწყე.
სიტყვებიც კი ზედმეტია იმის აღსაწერად თუ რა ვიგრძენი მე. ეს უბრალოდ უნდა წარმოიდგინოთ, გააანალიზოთ, დაალაგოთ.
ეს იმაზე ამაღელვებელი იყო ვიდრე წარმომედგინა. ახლა უკვე სწრაფად მოშორდა ჩემ სხეულს, რამაც უფრო მატკინა.... და მითხრა
-არ მინდოდა ასე.
-როგორ ასე?
-ვერ გაიგებ.
-მითხარი.
-ვერ აგიხსნი.
-სცადე.
-არ მინდოდა შემყვარებოდი.
-არც მე -ორივენი გავჩუმდით განსხვავებია კი ის იყო რომ ევა ატირდა.

სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით ვიყავით ერთმანეთსგან დაშორებული, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი მისი ცრემლების სიმხურვალეს, რომლებიც შეუწყვეტლივ მოაპობნდენ მისი სახის ნაკვთებს, მინდოდა ის ცრემლებიც კი დამესაჯა რომ ასე ურცხვად ეხებოდნენ მის ლამაზ სახეს, მეც მეწვოდა თვალები.... "არ მინდოდა შემყვარებოდი" ეს ფრაზა კი აღარ შორდებოდა ჩემ გონებას, არ მეგონა ასე თუ ჩამებეჭდებოდა და განვიცდიდი ამ სიტყვებს, მაგრამ როგორც ჩანს იმაზე მეტად მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე წარმომედგინა... მივხვდი რომ ჩემი ამ 4 წლის განმავლობაში მისდამი დამოკიდებულება მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქტი იყო, ახლა იმაზე მეტად მინდოდა მის გვერდით ვიდრე მას წარმოედგინა, ახლა იმაზე მეტად მიყვარდა ის ვიდრე მანამ, პირველად. ახლა იმაზე მეტად მინდოდა ჩავხუტებოდი ვიდრე ადრე....ხელებით სწრაფად იშორებდა ცრემლებს და დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ალბათ უარესად ატკინა "არც მემ" გული, ალბათ არ ელოდა ჩემგან ამ პასუხს, მაგრამ ეს იმდენად ინსტიქტურად ვუთხარი რომ აზრს არ დავკვირვებივარ, არადა მისი შეყვარება ჩემთვის ყველაზე წმინდა იყო.
ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა ადრე, სანამ შემიყვარდებოდა მითხრა
"სიყვარული-წინასწარ წაგებული თამაშია".
სრულიად ვეთანხმებოდი ამ ფრაზას, თუ სიყვარული ყველაზე წმინდა და აღმატებული გრძნობაა, რატომ უნდა ახლდეს მას მუდამ მსხვერპლი. სიყვარული ერთადერთია სადაც ეშმაკი ვერ იდგამს ფესვებს, მაგრამ უეშმაკოდაც ყველაზე მტკივნეული გრძნობაა.
როგორც ყველა დანარჩენს მეც შეყვარებამდე მეგონა რომ ეს უბრალოდ აბსტრაქტული ცნება იყო....
ისიც მითხრა იმ არაჩვეულებრივმა ადამიანმა რომ ეს გრძნობა 3 წელზე მეტს ვერ გასტანს, 3 წლის შემდეგ კი ადამიანი უბრალოდ პათოლოგდება.
ის ყველა ქათმის და ღორის გრიპზე უფრო ძლიერი და ამოუცნობია, მას არც წამლები შველის და არც გადასხმა.
უბრალოდ უკურნებელია.
ხოდა, ამის შემდეგ მეც უბრალოდ თამამად შემიძლია ვთქვა რომ "წინასწარ წავაგე თამაში".
თამაში რომელიც უკვე მთელ ცხოვრებად მიღირდა.
ევა ნელ-ნელა წყნარდებოდა და შუბლზე ძარღვებიც უქრებოდა, სიმშვიდე ყველაზე დადებითი თვისება იყო მისთვის და ახლაც არ უმტყუნია.
-მაგრამ მე ხომ ბედნიერი ვიყავი -თქვა სლუკუნით და ჩასისხლიანებული თვალებით გამომხედა.
-მე კიდევ ვარ. -შევეცადე მისთვის ძველებურად გამეღიმა, მაგრამ არ გამომივიდა.
სამაგიეროდ მან შეძლო ძველებურად გაღიმება როცა თმაზე შემომხედა...
-ისევ აბურდული თმით დადიხარ.
-იმიტომ რომ დაგპირდი.
-მე არ ვიღებავ თმას, იმიტომ რომ დაგპირდი.
-მაგრამ, შენ მითხარი რომ შეიცვალე.
-გრძნობებით არა.
-მატყუებ. -ვუთხარი და სადარბაზოს ბოძთან ახლოს დავდექი.
-არა!
-შენ მითხარი რომ არ გინდოდა შეგყვარებოდი.
-კი მე გითხარი.
-მერე ?!
-არ მინდოდა შემყვარებოდი და იცი რატომ ? იმიტომ რომ არ მტკენოდა ეს 4 წელი, არ მტკენოდა შენი წასვლა ქალაქიდან, შენი მაშინდელი აორთქლება სტუდიიდან, შენი პირველი კოცნა შუბლზე... მაგრამ ამას თუ არ განიცდი ვერ მიხვდები თანაც მე არ მაქვს უფლება გისაყვედურო, რადგან თუ ამას შენ არ გააკეთებდი, მე უნდა გამეკეთებინა. -მშვიდად განაგრძო -შენ მითხარი რომ არც შენ გინდოდა, რასაც ახსნა ვეღარ მოეძებნება.
-იმიტომ რომ მე გატკინე!
-ახლა კი ნამდვილად მატყუებ !
-მე მაინც გითხარი.
უპასუხოდ შეეგება ჩემ სიტყვებს და სადარბაზოდან ფეხაჩქარებული გავიდა.
-ევა ! -დავადევნე სახელი, მაგრამ აღარ გამოუხედავს, ამიტომ მეც უკან გავყევი, კვეთა არ გვქონდა გავლილი რომ მკლავში ხელი ჩავავლე და შემოვატრიალე.
-შენ აღარ გიყვარვარ ! -მითხრა და წარბები მოკუშტა. არაფერი მიპასუხია, უბრალოდ ჯიბიდან მობილური ამოვიღე და ვიდეო ჩავურთე, რომელიც თავისთავად ყველაფერს იტყოდა. სახე ჩამოღვენთილი უყურებდა ვიდეოს. -შენ... შენ... რატომ არ წაშალე ?
-ჰ-ჰ.
გახსოვთ მაშინ, ღამით ქუჩაში რომ დამედევნა და ბავშვურად მაკოცა, ახლაც ისე, თითის წვერებზე აიწია და ნაზად შემეხო, მაგრამ უფრო დახვეწილად.
-კოცნა გისწავლია. -მერჩივნა ისევ ისეთი ბავშვური და ნაზი ყოფილიყო ვიდრე დახვეწილი, ოღონდაც მცოდნოდა რომ არავის გაუზიარებდა, მაგრამ მე ხომ არ მქონდა ამის უფლება... მე ხომ ერთხელაც კი არ დამირეკავს ამ ხნის განმავლობაში...
-არ გინდა დემეტრე !
-ერთ დროს იმასაც დაგპირდი რომ სიმართლეს გეტყოდი... -გვერდზე გაიწია და ჯიბიდან კოლოფი ამოაძვრინა, ღერი პირში ჩაიდო და ცეცხლი მოუკიდა... თამამად მოწია, უემოციოდ.
-არადა მახსოვს გახველებდა, ვერ აიტანე.
-დემეტრე !
-შენ მე დამპირდი რომ პირველად და უკანასკნელად ! -ღერი გამოიღო ისე რომ ჩემთვის მზერა არ აურიდებია, გადააგდო და მერე ჩემ თვალწინ დაკუჭა მთელი კოლოფიც.
-დამიბრუნე!
-რა?
-ჩემი გრძნობები !
ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც, რაც უკან მოგახედებს და რაღაცაზე გათქმევინებს გადამჭრელ უარს. მეც მინდოდა რომ მომეხედა წარსულში და ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩემი მშობლები ვაიძულე საზღვარგარეთ წასულიყვნენ ის შეცდომა გამომესწორებინა, რომ ყველაფერი ისე არ წასულიყო როგორც წავიდა, ახლა ხომ შეიძლებოდა ოჯახიც მყოლოდა და საუკეთესო შვილებიც, საუკეთესო ცოლიც, მაგრამ ჩემი უკუღმართობის უმადურიც ვერ ვიქნები რადგან ამ ყველაფრის გარეშე ვერ გავიცნობდი არსებას, რომელმაც სამუდამოდ შემაყვარა თავი.
არ შემეძლო უბრალოდ გრძნობებზე მეთქვა უარი, რომლებიც ასე უხვად იყვნენ ჩემ გულში და არა მარტო, არ შემეძლო ასე უბრალოდ ერთი ხელის მოსმით მეთქვა იმ წლებზე უარი რომლებმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს, მე არ შემეძლო.
-არ შემიძლია ევა !
-რატომ ?!
-არ ვიქნები მართალი.
-ვისთან ?
-საკუთარ და შენ თავთან.
-მაგრამ... ყველაფერი ისე როგორც ადრე, ხომ ვერ იქნება?
-რატომ ამბობ რომ ვერ იქნება.
-იმიტომ რომ ყველაფერი შეიცვალა.
-მაინც რა ?
-უბრალოდ გავიზარდე.
-არაუშავს, მეც.
-შენ მოგიხდა.
-შენც.
-მატყუებ...
-კი, ნამდვილად.
-მგონია რომ არაფერი გამოგვივა.
-რატომ ?
-უბრალოდ მგონია.
-გიყვარვარ ?
-ძალიან.
-მაშინ რატომ არ ენდობი გრძნობას.
-მეშინია.
-რისი ?
-მამაჩემის.
-უკვე დიდი ხარ.
-ისიც.
-მიყვარხარ.
-არ შემიძლია.
-არ დაგიბრუნებ.
-რას ?
-მოპარულ გრძნობებს.
-სულ შენი იყოს.
ვიდეოს კიდევ ერთხელ უყურა და მობილური უკან დამიბრუნა, ეტყობოდა კიდევ ერეოდა ცრემლი ამიტომაც არ სწევდა მაღლა თავს, ეტყობოდა უფრო აღელდა ამ ვიდეოს შემდეგ, მაგრამ ცდილობდა არაფერი შეემჩნია.
-მახსოვს ამ ვიდეოს რომ ვიღებდი, მამაჩემმა მომისწრო.
-სიმართლე მითხარი ევა !!!
-არ გინდა ამ სიმართლის მოსმენა !
-მინდა
-ნამდვილად ?
-კი.
თავი როგორც იქნა მაღლა ასწია და თვალებში შემომხედა.
-მამაჩემს უნდა ჩემი რჩეული ყოველმხრივ კარგი იყოს.
-გასაგებია. მამაშენს შენთვის კ ა რ გ ი ბიჭი უნდა და არა ქურდი.
-არ გინდა დემეტრე !
-და შენც მიხვდი რომ ქურდთან კარგი მომავალი ვერ გექნებოდა და მამაშენის სიტყვას დაუჯერე.
-არა ხარ მართალი !
-დამიმტკიცე !!
-როგორ?
-მამაშენთან მივიდეთ და უთხარი რომ გიყვარვარ.
-ჰ-ჰ. შენ რა გგონია ამას ვერ გავბედავ ?! ცდები, ვიტყვი. ოღონდ ამას მსხვერპლი მოყვება შენი სახით. და შენ ეს გინდა ?
-არც ასე მინდა !
გაურკვევლობამ იწყო ჩემი ტვინის უჯრედების ბადეში გახვევა, ყველაფერი ამერ-დამერია. ერთი მხრივ მამამისი სწორი იყო თანაც ზედმეტად. როგორი მომავალი გვექნებოდა ჩვენ ორს? როგორი ცხოვრება? როგორ გავზრდიდი შვილს, როგორც ქურდს ? მაგრამ მეორე მხრივ ჩემ გრძნობებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს, ამას ისევ ჯობდა საბერძნეთი, ამას ისევ ჯობდა ის 4 წელი გაგრძელებულიყო....
-დემეტრე, მე შენთან მინდა. -მითხრა და მომეკრო. -არ მინდა მამაჩემის რჩეულებთან, მამასთან, დედასთან, შენთან მინდა.
-აკი არ შემიძლიაო ?
-შემაძლებინე !
-როგორ ?
-არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი.... -და ისევ ატირდა. ჩემ სხეულს უფრო ეკვროდა და რაც უფრო გრძნობდა ჩემ სიმკვირვეს მით უფრო უმატებდა ხმას რომ დავხმარებოდი... მე კი ეს უფრო მარწუმენბდა იმაში რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ უნდა დამეტოვებინა, მისთვის რომ ცხოვრება არ გამეუბედურებინა, რომ არ დამენგრია და ა.შ. ორივე შემთხვევაში ევა დაიტანჯებოდა ამიტომ ჯობდა მოჩვენებითი ბედნიერებით დატანჯულიყო ვიდრე ნამდვილი უბედურებით. მე ასე ვარჩიე, მე უნდა წავიდე.
ხოლო ფაქტი თუ როგორ შევძლებ მის გრძნობებთან ერთად ცხოვრებას, შეუძლებელი მეჩვენება, წარმოუდგენელი და აბსტრაქტული, რადგან ის ერთადერთი აღმოჩნდა რაც ადამიანმა შეიძლება მუდამ გულით ატაროს.
-უნდა წავიდე ევა. -ვუთხარი და სხეულიდან მოვიშორე.
-მე ხომ გითხარი რომ შენთან მინდოდა, მაინც მიდიხარ?
-უნდა წავიდე.
-რატომ ?
-ვგრძნობ...
-რას?
-რომ გეტკინება.
-მე ახლაც მტკივა.
-უარესად გეტკინება.
-კი, როცა შვილს გავაჩენ.
-ევა არ გინდა.
ვხვდებოდი რომ მე უფრო მტკენდა გულს ვიდრე თავად. ამ სიტყვებით მე უფრო მანადგურებდა ვიდრე საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა რომ იცოდა, რომ უკვე გრძნობდა რა მოხდებოდა. კედელზე აყუდებულს ჩასისხლიანებულ თვალებში დამნაშავესავით შევხედე და ადგილს მოვწყდი. არ ვიცოდი ამ საქციელით რის მიღწევას ვცდილობდი, რა მინდოდა რომ გამეკეთებინა, მაგრამ ის რომ მე მისი გრძნობებიდან თავის დაღწევა მსურდა სინამდვილე იყო... ოცნებად დარჩენილი სინამდვილე....
* * *
სახლში იმაზე გვიან დავბრუნდი ვიდრე ჩვეულებრივ, გათიშული ვიყავი ალკოჰოლისგან, როგორ მივაღწიე სახლამდე ისიც არ მახსოვს, ის კი დამამახსოვრდა რომ საწოლზე მოკალათებულს მალევე ჩამეძინა. ღამით დაახლოებით სამჯერ თუ ოთხჯერ გამომეღვიძა საშინელი სიცხისგან შეწუხებულს, მაგრამ ხელი მაინც ვერ შემიშალა ამან ძილში.
დილით რომ გავიღვიძე ბაბუა ჩემ საძინებელში დამხვდა და შეწუხებულმა მითხრა
-გახსოვს მითხარი ცუდად ვარო... -სახე მაშინვე ჩამომეღვენთა. ბაბუა ძილშიცვე მატყობდა რომ ვერ ვიყავი ისეთი როგორიც ადრე.
-მახსოვს....
-"ვურუსი" შემოგიბრუნდა.
-ვიცი.
-მერე ?
-რა მერე?
-წამლები....
-არ შველის წამლები.
-შველის, ერთი წამალი ვიცი.
-მითხარი... -ლოგინიდან წამოვჯექი. ბაბუა ახლოს მოვიდა და ყურში წამლის სახელი ჩამჩურჩულა, გამეღიმა.... ინსტრუქციაც თან მოაყოლა. ღიმილი სიცილში გადამეზარდა. ტვინში გამიჯდა წამლის სახელი. ყურში რატომ ჩამჩურჩულა არ ვიცი, ალბათ არ უნდოდა რომ მაქსს გაეგონა. ბოლოს თვალი ჩამიკრა მითხრა "იფიქრეო" და ოთახი დატოვა. მეც თავზე ხელები შემოვიდე და იმაზე ფიქრი დავიწყე, მიღირდა თუ არა ამის გაკეთება....
მეგონა რომ...
ციდან ვარსკვლავებს მოვწყვეტდი, ცხრა მთას და ცხრა გორას გადავივლიდი, დაუთმობელს დავთმობდი.
მაგრამ...
ვერაფერს ვაკეთებ. იმისაც კი მეშინია რომ ასე მიყვარს, რომ ასე ვგრძნობ, რომ ასე ვტკენ.
მიყვარს...
იმაზე აღმატებულად რომ მართლა ყველაფერს გავაკეთებ.
გავაკეთებ...
წამლის გვერდითი მოვლენების მიუხედავად, ამას გავაკეთებ..
მესამყაროება...
იმდენად რომ მართლა უფერული ვჩანვარ...
მტკივა...
ეს უკვე აუხსნელია !
საწოლზე ზღვის ვარსკვლავივით დაწოლილი ბაბუას სიტყვებზე ვფიქრობდი და ახლაც ისე ჩურჩულით ჩამესმოდა ყურში, როგორც რამდენიმე წუთის წინ თავად მითხრა.
წამალი მომწონდა, გვერდითი მოვლენები არა.
შედეგი რომელიც ორგვარი იყო:
დადებითი და უარყოფითი !
მე უარყოფითი მაშინებდა !
მეღიმებოდა იდეაზე, მაგრამ განხორციელება მაკანკალებდა. მთავარი კი ის იყო რომ მიზანს ჩემთან უნდოდა!
საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი, ისე რომ ჯერ კიდევ არ ვიცოდი გადავყლაპავდი თუ არა ამ წამალს. სწრაფად ჩავიცვი და ოთახიდან გავვარდი. ბაბუას არაფერი უკითხავს...
ბიჭებს დავურეკე.
-საქმეზე გავიდეთ!
-ჯერ ადრეა.
-ფული მჭირდება, გავიდეთ!
-ადრეა-მეთქი. 3-4 საათში.
-კაი.
მანამ სხვა საქმეების მოგვარება ვითავე და სახლი დავტოვე, ვნახე რამდენიმე კაცი, ქალი, მოხუცი, ახალგაზრდა, გამოცდილი, გამოუცდელი, საბოლოოდ კი 50 000$ შევთანხმდით. დღევანდელ საქმეს კი ამ თანხის დარჩენილი ერთი მესამედი უნდა შეევსო.
უკვე ღამდებოდა ამიტომ ბიჭებმაც არ დააყოვნეს, მომაკითხეს და საქმეზე წავედით, რომელმაც ყველა სხვა დანარჩენზე ნაყოფიერად ჩაიარა. სახლში რომ მივედი ბაბუას როგორც ყოველთვის უკვე ეძინა, კარადა მთლიანად გადმოვყარე და ის რაც ჩემ საქმეს უკავშირდებოდა მოტანილ რკინის ურნაში ჩავყარე, მერე აივანზე გავიტანე და დავწვი. ნიღაბიც.
ჯერ არ გაგონილ და შეგრძნებულ შეგრძნებას ვგრძნობდი, რომელიც რაღაცას ზეიმობდა-თავისუფლებას. საქმისგან, რომელიც ასე ტანჯავდა ყველას.
არ მეძინებოდა, არ მტკიოდა, არ ვღელავდი, მე ვთავისუფლობდი, ვბედნიერობდი, ვფიქრობდი.
მეგონა ასეთი ბედნიერი დღე მხოლოდ დღეს მქონდა, ერთი რამ აკლდა-ევა.
ისევ წამალი გამახსენდა.
წამალი-ქმედება.
მინდოდა ავმდგარიყავი და ახლავე განმეხორციელებინა მაგრამ უნდა მომეცადა, დილამდე მაინც.
გამახსენდა რომ ევას ვაწყენინე, როცა წამოვედი, მაგრამ არა, მაპატიებს.
თეთრად დამათენდა. თვალები მისივდებოდა.
-ბაბუა ჩაალაგე !
-გადაწყვიტე !
-მაშინვე.
გაეცინა და კმაყოფილმა სტაცა ხელი ჩემოდანს, ტანსაცმელი დაუკეცავად ჩაყარა და თქვა
-მზად ვარ.
მაქსი შევაღვიძე, ფრუტუნებდა. მეგონა კიდეც რომ სიზმარში ლიუსის ხედავდა და ეღიმებოდა, მაგრამ ისიც კი არ ვიცოდი ხედავდნენ თუ არა ძაღლები სიზმარს. მოკლედ, მისი სათამაშო ძვლები ყუთში ჩავყარე, ქამარი გამოვაბი და სახლის გასაღები როგორც მაშინ, ანის სახლის კართან ხალიჩის ქვეშ შევაცურე.
გამახსენდა ის დღე როცა საბერძნეთში მივდიოდი, მაგრამ ახლა ასე არ იყო, ახლა არ გამჭირვებია გასაღების დატოვება, თანაც ძაღლიც თან მიმყავდა...
სწრაფად ჩავხტით მანქანაში და ადგილს მოვწყდი. ბიჭებისთვს ყველაფერი ნათქვამი და ახსნილი მქონდა ამიტომ ისინი თავის საქმეს გააკეთებდნენ, მეც ჩემ გზას დავადექი და ქუთაისისკენ ავიღე გეზი...
ვნერვიულობდი, წამდაუწუმ ვრეკავდი საშასთან.
-არაფერი ატკინოთ, გეხვეწებით.
იმდენად ძვირფასი ქვა იყო ევა ჩემთვის რომ ვერ გადავიტანდი მისი თუნდაც ოდნავ დაზიანებას.
-არ უყვიროთ, შეეშინდება.
მისი ფსიქიკა ჩემი მეორე მე იყო.
-ნელა იარეთ, სიჩქარის ეშინია.
საპასუხოდ კი მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ რომ ტიროდა. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ თავი უნდა შემეკავებინა. მინდოდა გავჩერებულიყავი მათ დავლოდებოდი და ევას ჩავხუტებოდი მაგრამ ჯერ ადრე იყო... გზა აღელვებულმა განვაგრძე, ბაბუა უშედეგოდ ცდილობდა ჩემ დახმარებას, ვერაფერი მამშვიდებდა, ფიქრში ისე ვიყავი ჩაფლული რომ მაქსის დროგამოშვებით ყეფა თუ შემაფხიზლებდა ხოლმე.
ჩემი ერთგული მეგობარი აქ იყო, ყველაფრისდა მიუხედავად.
მას არ წყენია რომ 4 წლით მივატოვე.
ახლა კი იმაზე მწყდებოდა გული რომ ანის და მაიას არაფერი ვუთხარი, ჩემთვის ასევე ძვირფას ადამიანებს, მაგრამ ეს ჩემთვისვე იქნებოდა საშიში.
-მე მალე მივალ, იცოდეთ არ შეაშინოთ !!
ქუთაისში შევედი და მაშინვე მოვკარი ჯერ კიდევ კუთხეში ჩაცუცქულ ბიჭებს, რომელთაც ჯერ კიდევ ამშვენებდათ სველი ბენდენა კისერზე, წვრილი შავი სათვალეები შუბლზე და სიგარეტის ღერი ყურზე.
ძლივს მივაგენი მისამართს რომელიც უკვე მე მეკუთვნოდა, მისამართს სადაც მომიწევდა დარჩენილი ცხოვრების გატარება მიზანთან ერთად.
წამალი-მოტაცება.
მიზანი-ევა.
გვერდითი მოვლენები-ჩვენი ადგილსამყოფელის გაგება.
შედეგი-მიზანის გაბედნიერება.
სახლი არც ისე დიდი იყო.
ორსართულიანი, პატარა ბაღით, გარეუბანში.
იქ სადაც მე უკვე მერქვა ირაკლი, ევას კი-ლილი...
თეთრი კარკასი, შესასვლელში მოხატული კედელი, ბუხრიანი მისაღები... ბაბუა მაშინვე ზემო სართულს კიბით აუყვა და მაქსიც თან გაიყოლა. წინ და უკან გიჟივით დავდიოდი, ხელებს ვიფშვნეტდი, კედელზე დაკიდებულ ჩემთვის უცხო სურათებს ვაშტერდებოდი და მომავალზე ვფიქრობდი.
მე უკვე ირაკლი ვიყავი.
ვიღაც სხვა, რომელსაც ისე უყვარდა ლილი რომ ციდან ვარსკვლავიც კი მოწყვიტა.
უფრო ვღელავდი, სიგნალის ხმამ უფრო ამაღელვა... მანქანა გაჩერდა და თავზე ტომარა წამოცმულიც გადმოიყვანეს.
-მამაჩემი გადაგიხდით, ოღონდ თავი დამანებეთ ! თითი არ დამაკაროთ, ძალიან გთხოვთ. დემეტრე მოგკლვთ !!
უფრო უმატებდა ტომარაწამოცმული ხმას, "დემეტრე მოგკლავთ" ჟრუანტელმა თავიდან ბოლომდე წამში დამიარა ქარბორბალასავით.
მან არ იცოდა რომ მე მის წინ ვიდექი.
მივხვდი.
მივხვდი იმას რომ სულ ვახსოვარ, რომ სულ ვუყვარვარ, რომ ჩემი იმედი აქვს, ახლაც როცა არ იცის რომ ჩემ წინ დგას, მას მიტოვებულსაც აქვს იმედი, გრძნობები.
შემიყვარდა უფრო მეტად, აღმატებულად...
ბიჭები ფხუკუნებდნენ და სიცილს ნელ-ნელა ვეღარ იკავებდნენ, ამიტომ ვუთხარი აქ დაეტოვებინათ... მიმბრუნდნენ და მანქანაში ჩასხდნენ, იქაურობა ამტვერდა, ევა გაჩერდა. მიხვდა რომ რაღაც ისე არ ხდებოდა როგორც უნდა მომხდარიყო...
-სად ვარ ? რას აკეთებთ ? უნდა მომკლათ ? -ხმა აუკანკალდა.
-ევა...
წელში მოხრილი გასწორდა, უკან შეკრული ხელები ააფართხალა და ფეხებიც რომელიც მაგრად ქონდა შეკრული სცადა გაენთავისუფლებინა.
-რა გინდათ? რას მატყუებთ? მშლით ხო ჭკუიდან? ძლიერი ვარ, არ შევიშლები. შემეშვით.
-აქ ვარ ევა... -გაჩერდა, როგორც კი შეძლო მაგრად დაიკეცა და ხელები ფეხებს ქვემოდან გამოაძვრინა, ტომარა რის ვაი-ვაგლახით მოიხადა და გამომხედა.
ახლა იმაზე მეტს ამბობდა მიმსი ცრემლიანი თვალები ვიდრე სიტყვები რომელიც შეიძლებოდა ეთქვა.
-დემეტრე ?! -ჯერ კიდევ შეკრული ხელი, როგორც იცოდა სახეზე მომისვა და თვალებში ჩამაშტერდა.
-უკვე ირაკლი -შევუსწორე და ხელები გავუხსენი, მერე ფეხები.
ის უბრალოდ ჩამეხუტა.
ყველაფერი კოცნით ახსნა.
ის უთქმელად მიხვდა ყველაფერს.
ჩიხში ისევ გამოჩნდა მანქანა, ისევ ის...
კარიდან 4 არსება ჩამოსვეს და ისევ წავიდნენ... ბაღში სირბილით წამოვიდნენ ლიუსი და 3 ლეკვი, მისი ყეფის გაგონებაზე მაქსი ლამი მეორე სართულიდან გადმოხტა.
გაღიმა ევას, არა ლილის.
უკვე ბედნიერებისგან.
ხო სწორად მიმხვდით.
მე მოვიპარე მიზანი... ისევე როგორც მისი გრძნობები. მე ერთხელ შემიყვარდა... გრძნობები კი ყველაფერს აძლებინებს.
მოვიპარე...
წამალი დადებითი შედეგის მქონე აღმოჩნდა.
* * *
-დადებითია !!!!!


********
ისტორია რომელიც ეკუთვნის ჩვენთვს ძალიან ცნობ და ძალიან საყვარელ ელენიკო სიხარულიძეს,იგივე ნიუ იორკერს,ისტორია რომელმაც ძალიან ძალიან მაგარია და ისტორია რომელიც საიტზე სამწუხაროდ აღარ დევს.ყველა ნიუ იორკერი უნდა ამაყობდეს ელენიკოთი მათ შორის მეც <3



№1  offline წევრი dzadzamia25

Charming
Saswaulia ert-erti sauketeso sityvebi ar myofnis

მართალი ხარ <3

 


№2  offline წევრი sofia25

არმჯერა რომ ვიპოვე:) როგორ შეიძლება ამ გოგოს ნაწარმოებები წაშლილი იყოს არმესმის ! ისე გამიხარდა გავგიჟდი

 


№3  offline წევრი dzadzamia25

sofia25
არმჯერა რომ ვიპოვე:) როგორ შეიძლება ამ გოგოს ნაწარმოებები წაშლილი იყოს არმესმის ! ისე გამიხარდა გავგიჟდი

დიდი ხანია დევს სხვათაშორის.
უბრალოდ მე დამავიწყდა გასაჯაროვება.
მხოლოდ ელენიკომ იცოდა მგონი და ისიც არ ახსოვდა :დდ
გეთანხმები ყველაფერში <3

 


№4  offline მოდერი ენემი

აუუ ეს რატომ არ მქონდა წაკითხული ვერ ვხვდები მარა ეხლა როდესაც წავიითხე აღმოვაჩინე რომ საოცრებაა ეს მოთხრობაც, დემეტრეც და ელენიკოც რომ ასეთი მშვენიერი მოთხრობა დაწერა kissing_heart heart_eyes

 


№5  offline წევრი dzadzamia25

ენემი
აუუ ეს რატომ არ მქონდა წაკითხული ვერ ვხვდები მარა ეხლა როდესაც წავიითხე აღმოვაჩინე რომ საოცრებაა ეს მოთხრობაც, დემეტრეც და ელენიკოც რომ ასეთი მშვენიერი მოთხრობა დაწერა kissing_heart heart_eyes

დიახ დიახ smiling_imp smiling_imp smiling_imp stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent