დაუჯერებელი 'თავი 4"
თავი 4 -მაინც ვერ გამიგია რატომ წახვედი მაგ „აბიჭვართან შესახვედრად ვიკა, ახლავე მითხარი რა დაგიშავა, ვიცი რომ რაღაც გაგიკეთა, მცველებმა მითხრეს, ახლავე მითხარი-ღრიალებდა დაჩი და ანერვიულებულს ორივე ხელი კეფაზე შემოწყო, ლუკა კი დაბღვერილი იწვა და ხმას არ იღებდა. -ვსო, ბოლო იყო, ნუ ნერვიულობ, არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ მოულოდნელად გააკეთა რაღაც მე კი ვიკივლე, არაფერი მომხდარა, აღარ ვაპირებ მასთან შეხვედრას-თვალები ავატრიალე , ჩექმები სწრაფად გავიხადე და იქვე კუთხეში მივდე, მე კი საწოლზე ავფოფხდი, საბანი ავწიე და ლუკას შევუგორდი საწოლში -არ მომიახლოვდე თორე შენი კივილი არაფერი იქნება ჩემს ღრიალთან შედარეით-გამაფრთხილა ლუკამ და ჩვენც შორის ბალიში ჩააკვეხა -რაიყო გაუპატიურებას კიარ გიპირებ-ცხვირი ავიბზუე მე და ბალიში რომელიც ჩვენს შორის ჩადო თავქვეშ დავიდე -სერიოზულად? ახლა თქვენი იდიოტური ჩხუბის დროა? ახლავე მივდივარ იმ ნა’იჭვართან, ცემით ამოვხდი სულს-გაბრაზებულმა დაიგრგვინა უფროსმა წვერავამ და მუშტი კედელს მისცხო, შემდეგ სწრაფად გამოგლიჯა ოთახის კარი და გარეთ გავარდა. -სწრაფად გაყევი, მიაკითხავს ეე-წამოიყვირა ლუკამ და ხელით მანიშნა გავყოლოდი, მეც სწრაფად წამოვხტი ფეხზე, ფეხშველი გავვარდი მისაღებში თუმცა დაჩი უკვე აორთქლებულიყო, იქვე მდგარ კარადას ვეცი და ფეხზე კედები ამოვიცვი, მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და ლიფტს არ დავლოდებივარ ისე ჩავირბინე 6 სართული, გარეთ გასულს დაჩის მანქანას ქუჩის ბოლოში მოვკარი თვალი, სწრაფად დავქოქე მეც მანქანა და ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ დავედევნე დაჩის, რომელმაც არც კი იცოდა რას აკეთებდა. ძლივს აღმოვაჩინე ამდენ მანქანებში შავი ემელის ჯიპი, სწრაფად დავედევნე უკან და როდესაც გააჩერა მასთან ერთად გადავხტი მანქანიდან -დაჩი, მოიცადე, დაჩი, გაჩერდი-გავკიოდი შუა ქუჩაში, თან უკან მივზდევდი, კარგად დავინახე ხელში იარაღი ეჭირა, ძალიან მეშენდა დაჩის არაფერი დაეშავებინა ლაზარესთვის, ერთ მხრივ იმიტომ რომ დაჩის ამისთვის დაიჭერდნენ, მეორე მხრივ კი არ მინდოდა ლაზარეს რამე მოსვლოდა. -ვიკა, ახლავე წადი სახლში, სანამ ჭკუიდან გადავსულვარ, ისედაც მთელი დღეა ძლივს ვიკავებ თავს-მიღრიალა მან და იარაღი, ქურთუკის ქვეშ დამალა, შემდეგ კი ნელი ნაბიჯით წავიდა უზარმაზარი ჭიშკრისკენ, ნელა შეაღო და შიგნით შევიდა, მეც რათქმაუნდა უკან მივყევი მაგრამ სანამ ჭიშკარს მივუახლოვდი მან ცხვირწინ მომიხურა და როგორც ჩანს შიგნიდან ჩაკეტა/ -ახლავე გამიღე დაჩიი-ვკიოდი და მუჭებს ვუშენდი კარს, თუმცა ვიცოდი ასე არაფერი გამოვიდოდა, სწრაფად მივვარდი მანქანას, გამოვაღე და ტელეფონის ძებნა დავიწყე, რომელიც რათქმაუნდა სიჩქარეში სახლში დამეტოვებინა. -ჯანდაბა, ახლა რა გავაკეთო-გამწარებულმა მივაჯახუნე მანქანის კარები და სახეზე ხელები ავიფარე, ვერ ვაზროვნებდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ასე ვყოფილიყავი და დავლოდებოდი როგორ გაიუბედურებდა ცხოვრებას ჩემი ძმა და როგორ გააუბედურებდა სხვის ცხოვრებას თუნდაც უკანასკნელი ნა’იჭვარი ყოფილიყო? კიდევ ერთხელ მივვარდი ჭიშკარს მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ დაკეტილი იყო, მაგრამ უნდა დავრწმუნებულიყავი რომ სხვა შესასვლელი არ ჰქონდა, სწრაფად გავყევი ქვის დიდ ღობეს და სადღაც, ალბათ სახლის უკან აღმოვაჩინე პატარა რკინის კარი, საბედნიეროდ ჩაკეტილი არ იყო, სწრაფად შევაღე და ეზოში შევედი, სახლის უკან ვიმყოფებოდი, სირბილით წავედი რომ წინა შესასვლელთან მივსულიყავი, მალევე შევაღე სახლის კარი და შიგნით შევვარდი -დაჩიი-ვიყვირე და ჯერ პირველი სართულის თვალიერეა დავიწყე, თუმცა აქ რომ ვერაფერი ვნახე მეორე სართულზე ავვარდი, არც დამჭირდა ძებნა, დერეფანში, იატაკზე იჯდა, იარაღი იქვე ედო, თავი კი ხელებში ჩაერგო -დაჩი, რა მოხდა? ხმა გამეცი, დაჩი-კივილით მივვარდი მასთან -დაჩი ამოიღე ხმა-უკვე ნერვები მეშლებოდა მის ასეთ მდგომარეობაზე. -არაფერი მოსვლია ისეთი რაც მოკლავს, წავედით აქედან-ფეხზე წამოდგა ის და მკლავში ხელი ჩამავლო -არ მაინტერესებს, ამიხსენით ყველაფერი რაც ხდება, რას ერჩით ხალხო ერთმანეთს?-ვიყვირე ნერვებმოშლილმა და წინ წასულ წვერავას უკან ავედევნე -კარგი, ახლა სახლში წავიდეთ-მითხრა და წელზე ხელი მომხვია. -ესროლე?-ვკითხე სანამ სახლიდამ გავიდოდით -არა რათქმაუნდა-თვალები დამიბრიალა მან -აბა რა ჯანდაბა გჭირდა იქნებ ამიხსნა? კინაღამ გული გამისკდა იარაღით რომ შეხვედი, მეგონა მოკლავდი, იდიოტო-მხარში ხელი ჩავარტყი და თვალების ბრიალით გავხედე. უკვე ჭიშკრიდანაც უნდა გავსულიყავით კარების ხმა რომ გავიგეთ, ინსტიქტურად უკან გავიხედე, კარში ლაზარე იდგა, ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი მოდიოდა, თვალი კი ოდნავ ჰქონდა შეფერადებული -ყველაფრისთვის პასუხს მიიღებ წვერავა, ოღონდ არა ფიზიკურს-დაუძახა მან ჩემს ძმას -ოჰ, ვიქტორიაც აქ ყოფილა, სალამი ვიკა-ხელი დამიქნია მან და თან ჰაეოვანი კოცნა გამომიგზავნა -კრეტინი-ჩავილაპარაკე ნერვებმოშლილმა და დაჩისკენ მივრუნდი, რომელიც გამწარებული უმზერდა მას, სწრაფად ჩავავლე ხელი მკლავში და ძალით გავათრიე სახლიდან.. -- -მოკლედ მე და ურიადმყოფელი 5 წელზე მეტია რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგის ბიძაშვილი და მე შეყვარებულები ვიყავით მაშინ, მაგ პონტში გავიცანი რაა, მერე რაღაც სისულელეზე მოგვივიდა ჩხუბი მე და თამარს და დავშორდით, მაგის მერე არც მინახია, სადღაც ევროპაში წასულა, 1 წელიწადში გავიგე თავი მოუკლავს იმ ჩერჩეტს, წერილი დაუტოვებია ლუკას წვერავას გამო მოვიკალი თავი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და მიმატოვაო, არადა რა შუაში ვიყავი დღემდე ვერ ვხვდები, თუ ვუყვარდი რაღატო დამშორდა? 1 თვე ვიყავით მხოლოდ შეყვარებულები და სიმართლე რომ გითხრა არც მიფიქრია რომ ვეყვარებოდი, თუმცა რაღა უნდა გამეკეთებინა, დავეხმარე ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში და მეტი რა მექნა? ამ დროს ლაზარე რუსეთში იყო, იქ ვიღაც შემოკვდომია ხელში მაგ ს’რს და 4 წელი ციხეში იჯდა, ახლა გამოვიდა და, აჰა ხედავთ იძია შური ბიძაშვილის გამო, მეტი მოსაყოლი არაფერი მაქვს-მხრები აიჩეჩა ლუკამ და სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები -კარგი, მაგ სიტუაციაში მეც ეგრე მოვიქცეოდი-უნებურად გავამართლე ლაზარე და როცა მათ გამწარებულ თვალებს წავაწყდი მხრები ავიჩეჩე -საქმე ბოლომდე მაგაში არ უნდა იყოს ლუკა, აუცილებლად გავარკვევ რა ვითარებაში გარდაიცვალა ეგ გოგო-ჩაფიქრებულმა წარმოთქვა უფროსმა წვერავამ და ოთახი სწრაფად დატოვა -ვიკუუნ-გავიდა თუარა დაჩი ოთახიდან საწყალი თვალებით ამომხედა ლუკამ -რა გინდა?-თვალები ავატრიალე მე -მშია-გამიღიმა მან -დეეე, ლუკას შიააა-ვიყვირე ბოლო ხმაზე და მას ნიშნისმოგებით გავხედე -კარგი რა ვიქტორია, შენ კიარ გეტყოდი დედას მეთვითონ დავუძახებდი რომ მდომოდა-წარბები შეკრა მან და უკმაყოფილომ დაიბუზღუნა მან -10 წუთში გამზადდება ვიკა წვნიანი და მოდი და წაუღე-გამომძახა სამზაეულოდან დედამ, მე კი გამეცინა, აი თურმე რატომ მთხოვა საჭმლის გამზადება ლუკამ მე, ვერასდროს იტანდა წვნიანებს. 10 წუთში მართლაც მზად იყო საჭმელი, ორ თებშზე გადავანაწილე, ერთში უფრო ბევრი სტაფილო ჩავყარე რადგან ლუკა ვერ იტანდა, ხოლო მეორეში ბევრიკარტოფილი. -როგორ მიყვარხარ, იცი რა მაინც რა მიყვარს-იმედიანად ჩაილაპარაკა და ოდნავ წამოიწია ლუკა. -ხო მოდი ჯერ წამოგაჯნო-ვუთხარი შეკავებული ღიმილით და ჯერ ბალიში წამოვუწიე, მერე კი დავეხმარე წამომჯდარიყო, ის თეფში რომელიც სტაფილოებით იყო სავსე ლუკას დავუდე წინ, ხოლო მეორე მე ავიღე და მისგან მოშორებით დავჯექი -მეღადავები ხო? დამიბრუნე ჩემი საჭმელი-გამწარებულმა მიყვირა და თეფში იქვე კომოდზე დადო -დედამ ის გამომატანა შენთვის სტაფილო კარგიაო, მე კიდე რაც მიყვარს ისინი ამოვიღე-ენა გამოვუყავი მე -დედა არ გამოგატანდა ამას, იცის რომ არ ვჭამ სტაფილოს-კვლავ გაბრაზდა ის -კარგი ხო ჯანდაბა, მეცოდები და იმიტომ გიცვლი-თვალი ჩავუკარი მე და სწრაფად შევუცვალე თეფში. -- -ეს გოგო 2013 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა-სერიოზული სახით იჯდა სავარძელში უფროსი წვერავა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა -რა უნდოდა საავადმყოფოში?-ვკითხე გაკვირვებულმა მე -სწორედ ეგაა ყველაზე საინტერესო, მან იმშობიარა, და მშობიარობიდან მესამე დღეს თავი მოიკლა-თქვა დაჩიმ და ლუკას გახედა -მე რატომ მიყურებ?-გაიკვირვა ლუკამ თუმცა სწრაფადვე მოახდინა რეაგირება და თვეების თითებზე გადათვლა დაიწყო -ჯანდაბა, თქვენ გგონიათ ჩემი შვილია? ზუსტად მაგ დროს გვქონდა ურთიერთობა, ღმერთო-სახეზე ხელები აიფარა მან -სხვა რა მიზეზი იქნებოდა? თუ შენგან არ იყო ორსულად მაშინ წერილში რატომ გახსენა??-კითხა დაჩიმ ლუკას -მე შემიძლია გავარკვიო-წამოვიძახე მე -გითხარი არა, მას მეორედ არ შეხვდები, არასდროს-უცებ მიხვდა რასაც ვგულისხმობდი ლუკა და თვალების ბრიალით გადმომხედა -კარგით ხო, მე უბრალოდ შემოგთავაზეთ-მხრები ავიჩეჩე და კვლავ მათი საუბრის მოსმენა განვაგრძე -- -რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაც-თითებით საფეთქლებს ვიზელ და თან ელენეს ვუყურებ -დამპალი, პროსტა როგორ გამომიყენა რომ შენამდე მოეღწია-ელენეც გამწარებული იყო, არ სჯეროდა რომ ლაზარემ ამგვარად მოატყუა -კარგი დამშვიდდი ელ, კიდევ კარგი ადრევე გავიგეთ ეგ ყველაფერი, თუმცა მგონი კიდევ მომწონს-ტუჩის კვნეტა დავიწყე მე, თუმცა მალევე შევხტი შეშინებული როდესაც ელემ იკივლა -ზუსტად ვიცოდი რომ მოგწონდა, აუ ნეტა ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, აუ რა წყვილი იქნებოდით, ღმერთო თქვენი შვილები ანგელოზები იქნებოდნენ-გულზე ხელმიდებული საუბრობდა ის -ღმერთო, ნუ სულელობ ელენე, უბრალოდ დამეხმარე რამე მოვიფიქრო-სწრაფად ვკარი ფეხი რომ გამოფხიზლებულიყო და ყავის სმა განვაგრძე -მე რომ დავაფრქვევინო ყველაფერი?-თქვა ანთძიძემ და ეშმაკურად გამომხედა -ნუ თუ გეტყვის კი, ცადე და შემდეგ რამე სხვა მოვიფიქროთ, ახლა კიდე დაეგდე დავიძინოთ-ვუთხარი და საბანი ავწიე იმის ნიშნად რომ ჩაწოლილიყო -საღამურები არგინდა ქალბატონო?-გამიწყრა ის და იქვე მდგარი კარადისკენ დაიძრა, გამოაღო და ჩემთვის განკუთვნილი საღამური გამოიღო, იცის ვერ ვიტან საღამურებს, თუმცა თვითონ მის გარეშე ვერ იძინებს, ამიტომ მაიძულებს მეც ჩავიცვა, სწრაფად გამოვძვერი ლოგინიდან და ჯინსის შარვლის გახდა დავიწყე კარზე რომ მოაკაკუნეს -მოდი დეე-დაიძახა ელენემ რადგან ზუსტად იცოდა დედამისი იქნებოდა, ვაჟა ბიძია ძმაკაცთან იყო დღეს აგარაკზე ასული. -გამარჯობა ელ-კარში რომ მომღიმარი ლაზარე დავინახე მხოლოდ ის მოვიფიქრე შიშველ ფეხებზე საბანი გადამეფარებინა. -ვიქტორიაც აქ ყოფილა, ნუ წუხდები მე არ მიშლის, შეგიძლია გამოიცვალო-თვალი ჩამიკრა ირონიული ღიმილით და საღამურზე მიმანიშნა იქვე რომ იდო -საზიზღარო-წარბშეკრულმა ვუთხარი და კვლავ ჩემი შარვლის ჩაცმა დავიწყე -რა ჯანდაბა გინდა აქ?-კითხა ელენემ ღიმილით და გადაკოცნა -მეგონა ვინმე ახალ დაქალს გამაცნობდი და შემოგიარე, თუმცა გადავიფიქრე, აქაც ხომ გვყავს ერთი-საწყალი სახე მიიღო მან და შემდეგ მე გამომხედა -მე მივდივარ-ნერვებმოშლილი წამოვდექი ფეხზე და ჩემი ნივთების მოგროვება დაიწყე -ლაზარე, წადი რა-ელენეს განცხადებამ ორივე შოკში ჩაგვაგდო, მე ლაზარეს ვუყურებდი რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა უთხრა ელენემ -მე მეუბნები მაგას?-გულზე თითი მიიდო თითქოს სურდა დარწმუნებულიყო -აბა ვიქტორია არ შემოვარდნილა ოთახში ირონიული ღიმილით და საუბრით, გეყო რა, ის არ გეყო მის გასაცნობად რომ გამომიყენე და რას აკეთებ? მე ასეთს არ გიცნობდი ლაზ-თვალები აუცრემლიანდა ანთიძეს და ლაზარეს თვალი აარიდა -კარგი, არ ინერვიულო-სწრაფად მიიჭრა მასთან ლაზარე როგორც კი მისი ცრემლიანი თვალები და გულზე მიიკრა -წადი, მერე შემოიარე-მოიშორა კვლავ ელემ -ახლა წავალ, თუმცა იცოდე აუცილებლად დაგელაპარაკები ამაზე-უთხრა ელენეს შემდეგ კი მე მომიბრუნდა-შენ კი აუცილებლად ჩაგიგდებ მარტოს ხელში და დაგელაპარაკები-თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წავიდა -მე არაფერი მაქვს შენთან სასაუბრო-ვუთხარი სანამ გავიდოდა -კარგი, არ გედავები, ახლა კი ქალბატონებო, თქვენი ნებართვით, მე დაგტოვებთ-თავი გრაციოზულად დაგვიკრა და ოთახის კარი გაიხურა...... ნურავი, მაინტერესებს რას ფიქრობს, ღირს იმად რომ გავაგრძელოო??დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია, რომელიც ორი ახალგაზრდა ადამიანის გარშემო მიმდინარეობს, სიყვარული, ტკივილი, ცრემლი, სიხარული თუ ბედნიერებაა, ეს ისაა რასაც ისინი გამოცდიან..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.