შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება 11


31-10-2015, 04:10
ავტორი gabun1a
ნანახია 2 036

მათე “ლიზის ტბას„ მიუახლოვდა კიბეები ჩაირბინა და თვალებით ძებნა დაუწყო გოგონას , მერე თვალი მოჰკრა გოგონას რომელიც ზურგით იჯდა და ტელეფონით რაღაცას სწერდა, მათე ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დარწმუნებული არ იყო ის იყო ვისაც ეძებდა თუ ვინმე სხვა იყო , მშვიდი ხმით გოგონას მიესალმა:

-გამარჯობა
-გამარჯობა მათე-იმ წამსვე შემობრუნდა მათესკენ და ტელეფონი სწრაფად ჯიბეში ჩაიდო
-როგორ ხარ?
-დაჯექი გთხოვ-მათეც მსუბუქად დაეშვა სკამზე და დაფიქრებული სახით შეხედა გოგონას, თითქოს ცდილობდა გამოეცნო რა სურდა თათას
-გისმენ აბა
-ძალიან მიჭირს ამის თქმა-გოგონამ ტირილი დაიწყო
-რა ხდება?
-ორსულად ვარ მათე
-რაა?-წამით დაიბნა მათე, ვერ მიხვდა რა ხდებოდა მერე კი სახეზე ფერი გადაუვიდა
-ხო ფეხმძიმედ ვარ
-ჩემგან?
-აუ იდიოტი ხარ რა-გაბრაზდა გოგონა და წასვლა დააპირა მაგრამ მათე ხელში წვდა და უკან მოაბრუნა
-აუ მაპატიე გთხოვ უბრალოდ შოკში ვარ
-და შენ მე ვინ გგონივარ?
-აუ არ მგონიხარ რაა, უბრალოდ დაიკიდე რაა, მოიცა დარწმუნებული ხარ რო ფეხმძიმედ ხარ? ერთხელ გვქონდა მარტო სექსი
-კი დარწმუნებული ვარ
-კაი შეგეხმიანები-წამოდგა მათე და დაბნეული გზას გაუყვა, მიდიოდა და ფიქრობდა რა მოხდა მის თავს, ვერ აცნობიერებდა ამ ყველაფერს, თავი სიზმარში ეგონა, ჯერ ლევანის ამბავი, მერე ეს, „იქნებ სიზმარში ვარ ჰა? კოშმარი მესიზმრება, აუ გამეღვიძოს რა„ ფიქრობდა და რამოდენიმეჯერ სახეში ხელები შემოირტყა მაგრამ რეალობას ვერ წყდებოდა

*****************************

ნინიმ კაფეში შეაბიჯა ბაჩო უკვე ელოდებოდა ყავარჯნები გვერდით ეწყო და ნელ ნელა სასმელს წრუპავდა, ნინის დანახვის შემდეგ წამოდგომა სცადა თან ტკივილმაც შეაწუხა მაგრამ გოგონამ არ მისცა ადგომის უფლება დახრილმა გადაკოცნა და თვითონაც მოპირდაპირე მხარეს სკამზე მოკალათდა ამასობაში მაგიდასთან მიმტანიც გამოჩნდა

-რას დალევ ნინი?
-ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება-მიმტანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ცოტახანს უხმოდ იხსდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ, საუბარი ბაჩომ წამოიწყო

-აუ ძალიან ცხელა არა?
-ხო ცოტა
-რამდენი ხანი გავიდა სკოლის მერე არა? მე კიდე მგონია ყველაფერი გუშინ იყო
-ჰო გაფრინდა დრო
-არ გენატრება ბავშვობა?
-კი ძალიან
-გახსოვს ბავშვობაში გაკვეთილების შემდეგ სახლში რო მიდიოდი და უკან მოგყვებოდი ხოლმე?
-ჰო მახსოვს, მერე მამაჩემს რო დაინახავდი იმალებოდი
-ჰო-წყვილს სიცილი აუტყდა
-გახსოვს თეატრის 2 ბილეთი რო ვიშოვე შენ კიდე უარი მითხარი წამოსვლაზე
-უი ხო გამახსენდა
-იმედია ახლაც არ გამიცრუებ იმედს და უარს არ მეტყვი
-თეატრში წასვლაზე?
-ნუ თუ გინდა კინოში წავიდეთ
-კინოში ჯობია
-ბაზარი არაა, თან მაგარი მელოდრამა გადის გუშინ იყო პრემიერა და რავიცი თუ შეძლებ პარასკევს ან შაბათს წავიდეთ და ვნახოთ
-კარგი სიამოვნებით

კაფეში გოგონების ჯგუფი შემოვიდა, ჯგუფს ერთ ერთი მათგანი გამოეყო და წყვილის მაგიდისკენ აეშურა

-ვაა ბაჩო როგორ ხარ?
-გამარჯობა სალი-ბაჩომ გოგონა გადაკოცნა
-გაიცანი ნინი ეს სალია, სალი გაიცანი ნინი
-სასიამოვნა-მიუგო სალიმ
-ჩემთვისაც
-უი ხო მართლა ბაჩო შენზე გავიგე, როგორ გაქვს ფეხი?
-ისეთი არაფერი რა მალე გამივლის
-კარგი მე უნდა წავიდე და შემეხმიანე ხო?
-აუცილებლად, აბა კარგად

გოგონა მეგობრების მაგიდას შეუერთდა , ბაჩოს სახეზე ეტყობოდა რომ არ ესიამოვნა უეცრად გამოჩენილი გოგონას ნახვა

*****************

მაღაზია le bonbon ში ნათელა დახლების წმენდით იყო დაკავებული ამავდროულად საქმეში გართულ ქალს მეზობლის, ციცოს ცხელ ცხელი ჭორები ართობდა

-გოგო პირველი სართულის არველძეებს სახლს რო უყიდიან იცი>
-იო რას ამბობ მართლა?
-ხო ნაირას ბედოვლათი ლოთი ქმარი რომაა ალეკო მაგას ბანკში ჩაუდია მერე ვეღარ გადაიხადეს და ბანკი უყიდით
-კი მაგრამ ალეკოს რად უნდოდა ბანკში ჩადება?
-გერმანიაში წავალო იძახდა თურმე მანქანებს ჩამოვიყვანო მაგრამ მაგ ლოთს ვიზას ვინ მისცემდა , ვეღარ წავიდა და ბანკის ვალიც ვეღარ გადაიხადა
-არ გადამრიო მართლა? საცოდავი არველაძეები დაღუპა ერთმა კაცმა მთელი ოჯახი
-აბა გოგო აბა, კარგი ნათელა მე უნდა წავიდე ახლა მურმანი მელოდება ალბათ გიჟს გავს უკვე 15 წუთში მოვალთქო ვუთხარი და ერთი საათი გავიდა უკვე
-კარგი მიდი ციცო

ციცო მაღაზიიდან გავიდა, ნათელა ისევ შეუდგა იქაურობის დალაგებას მალევე ზანზალაკებიც აწკრიალდა კარზე და ზღურბლს დამენმა გადმოაბიჯა

-გამარჯობა
-გამარჯობა მობრძანდით
-ვა დღეს კლიენტები არ არიან?-თვალი მოავლო იქაურობას
-ჰო რას ვიზამთ
-უი ხო მართლა აი ეს თქვენ-დამიენმა მცირე ზომის ყვავილი ამოიღო და ქალს გაუწოდა
-უი, დიდი მადლობა
-არაფრის, ისა აი ის ნამცხვარი მომაწოდეთ თუ შეიძლება

ქალმა ნამცხვარი შეფუთა , დამიენი თავაზიანად დაემშვიდობა კარი გაიხურა მაგრამ წამით ვიტრინის ფანჯრიდან მაღაზიაში შეიხედა ნათელაც დამიენს უყურებდა მაგრამ როგორც კი დამიენის მზერას მოჰკრა თვალი თავი დახარა თითქოს რაიმე საქმით იყო დაკავებული, დამიენი მანქანაში ჩაჯდა, ძრავა დაქოქა და ნელი სიჩქარით ადგილიდან წავიდა, ნათელას სახეზე ღიმილი ეფინა და ნაჩუქარ ყვავილს ბედნიერი დასცქეროდა.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მოკლედ შენ ჭორებში ძააააააან ;დდდ რაღაც დაუსრულებელი გამოგდის ხო? ხომ ვიცოდი ფეხმძიმედ იქნებოდა იმენა :დ აი სხვადასხვა ისტორია რომ არის ეგ ცოტა არ მხიბლავს, თითქოს ერთი ტალღიდან მეორეზე მისვრის ხოლმე
მაგრამ თათას ისტორია კი საინტერესოა :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent