სტუდენტი დეტექტივი ( საცდელი თავი)
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკამ მთხოვა ერთი საქმის გამოძიება. საქმე, მართლაც რომ საინტერესოა. საქმე ბიზნესმენ გოგა ბლუაშვილის მკვლელობას ეხება. დამნაშავე დაკავებული არაა. მაგრამ მის ვაჟს ალექსანდრეს ადანაშაულებს დედინაცვალი, ქალბატონი გაიანე. გადავწყვიტე პირისპირ გავესაუბრო ალექსანდრეს და გაიანეს. ხო, მართლა, ჩემს თავზე გეტყვით ცოტაოდენს. ნინა კერესელიძე, 21 წლის, იმის მიუხედავ, რომ სტუდენტი ვარ კარგად სწავლის გამო გადაწყვიტეს გამოძიებას დავხმარებოდი ხოლმე. ამჯერად ნიკან საქმე დამოუკიდებლად ჩამაბარა და მომცა ნება რაც/ვინც დამჭირდება გამოვიყენო/დავიხმარო. განყოფილების ერთ-ერთ ოთახში ვზივარ და რა შეიძლება გავაკეთო, საქმის დეტალები ძალიან მწირია. სიმაღლით 165 სანტიმეტრი, საშუალო სიგრძის წაბლისფერი თმა მაქვს და ყავისფერი თვალები, არ ვარ გამხდარი, მაგრამ არც მსუქანი. რატომღაც ვფიქრობ და მჯერა, რომ ალექსანდრე უდანაშაულოა, მაგიდიდან გასაღებს ვიღებ ნიკას ვაფრთხილებ რომ გავდივარ და ავტოსადგომისკენ მივდივარ. გზიდან კიდევ ერთხელ ვამოწმებ ბლუაშვილების მისამართს, მართლა არ ველოდი ასეთ სახლს, მეგონა უფრო მდიდრული იქნებოდა, მაგრამ სადა სახლი დამხვდა, ეზოში ფერადი, ლამაზი ყვავილებით, როგორც ჩანს ქალბატონ გაიანეს უყვარს ტვავილები, როდესაც კარზე ზარი დავრეკე საშუალო ასაკის ქალბატონმან თბილი სახით, გამოღო კარი, თბილად მომესალმა და შემიპატიჟა. ოთახი საკმაოდ სადა იყო მოწყობილი, მაგრამ გემოვნებით. სადა ბორდოსფერი და შავი ფერებით გადაწყვეტილი დივანი და სავარძლები, კედელზე ლამაზი, საოჯახო ფოტოები იყო. თეტრი სადა ფარდები იყო ჩამოკიდებული, მაგრამ ოთახი კრემისფერში გადაეწყვიტათ. მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან ქალბატონი გაიანე ჩამოდიოდა, ელეგანტური იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ქალის მიმართ ანტიპათია გამიჩნდა ( არ მიყვარს ამაყი ადამიანები). მივესალმე და გადავწყვიტე საქმეზე გადავსულიყავი ზედმეტი შესავალების გარეშე. - რატომ ფიქრობთ ქალბატონო გაიანე, რომ ალექსანდრეა დამნაშავე? - ვკითხე ეჭვით, ისე რომ თვალი არ მომიშორებია, იმ იმედით რომ რამე ღირებულს გავიგებდი. - იცი, ნინა, ვფიქრობ რომ ალექსანდრე ამის გამკეთებელი ნადვილად იყო, გოგასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. არ აძლევდა ბევრი რამის უფლებას, კომფლიქტი ჰქონდათ ხშირად. მინდოდა დავახლოებოდი ალექსანდრეს მაგრამ არ მაძლევს ამის საშუალევას. მიყვარდა ჩემი მეუღლე. - თქვა გაიანემ და ცრემლები მოიწმინდა, მაგრამ რატომღაც ეჭვი მეპარება მისი ემოციების სიმართლეში. ოთახში ამ დროს ალექსანდრე შემოვიდა, მოგვესამლა ჯერ გაიანე აათვალიერა, შემდეგ ჩემზე შეაჩერა მზერა. მეც არ დავაყოვნე და ვუთხარი, რომ მასთან საუბარი მინდოდა პირისპირ. - შეგვიძლია კაბინეტში ვისაუბროთ. - მითხრა ალექსანდრემ და გამიძღვა. კაბინეტი გემოვნებით მოწყობილი იყო, ლამაზი წიგნების კარადა და ეტყობოდა, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა იყო. ლამაზი საწერი მაგიდა და სავარძლები. კარები ჩაკეტა, ცოტა შემეშინდა. მხოლოდ იმისთვის რომ არავინ შეგვაწუხოს. - ალბათ შეამჩნია ჩემი ნერვიულობა და შიში. მეც ცოტა ამოვისუნთქე, მომიახლოვდა და ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა. თან თვალებში მიყურებდა. - იცი ალექსანდრე რომ გოგას მკვლელობაში ეჭვი თქვენზე აქვთ? გოგასთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. - ვკითხე თამამად, რატომღაც ამ ბიჭთან კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობ.არასოდეს ვცდები ადამიანებში. - ნინა, ჩემი და მამას ურთიერთობას დაძაბული არ ერქვა. უფრო კონფლიქტები გვქონდა, როგორც ყველა მამა-შვილს აქვს ხოლმე. ის კარგი ადამიანი იყო და ალბათ ამ კონფლქტების გამო ფიქრობენ რომ დამნაშავე სწორედ მე ვარ. - მითხრა მთელი გულწრფელობით. რაღაც საოცარი თვალები აქვს არც მწვანე, არც თაფლისფერი, არც ცისფერი, თითქოს ეს სამივე ფერი ერთად აურიესო, თან ბრწყინავს, და ისეთია რომ ჩაგითრევს ასე მემართება მეც. მაგრამ რაც შემდეგ ჩემს ყურთასმენას მოხვდა ამან ნამდვილად დამაფიქრა. --------------------------------------------------------------------------------ისტორია არის გოგოზე რომელიც იმის მიუხედავად რომ სტუდენტია მაინც გადაწყვეტს საქმეს მოკიდოს ხელი და გამოიძიოს. იმედი მაქვს მოგეწონებათ პირველად ვწერ და დამეხმარება გამოცდილი მწერლების რჩევებიიი მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.