შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Black Widow_შავი ქვრივი #8


9-03-2017, 17:55
ავტორი kookie127
ნანახია 1 423

თანდათან ჩრდილები ბნელეთიდან გამოდიან და მთვარის შუქზე უზარმაზარ მგლებს ვხედავ.
ჩემსკენ მოიწევენ, თან უზარმაზარ ეშვებს აღრჭიალებენ და იღრინებიან.
შიშისგან ვშეშდები და არ ვიცი რა ვქნა. ხეს შევყურებ, იქნებ მასზე ავძვრე, მაგრამ შეუძლებელია.
-არ მომეკაროთ._მეც ღრენის მსგავსი რაღაც გამომდის, თუმცა ამით უფრო ვიწვევ საშინელ მხეცებს. ხუთნი მაინც არიან და თანაც საკმაოდ დიდები. ერთ-ერთ ფეხსაცმელს ნელა ვიხდი და ყველაზე წინ მდგომს ვესვრი. თავში ხვდება და ჯერ წკმუტუნებს შემდეგ კი უფრო გააფთრებული იღრინება. უკან ვიხევ, მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მგლები მიახლოვდებიან. არ ვიცი როდის ველოდო შეტევას, თუმცა წინააღმდეგობას მე მათ ვერ გავუწევ. მეორე ფეხსაცნელსაც ვიძრობ და ისევ მგლებისკენ ვისვრი. ახლა მეორეს ხვდება და როგორც ჩანს ჩემს ამ თავხედურ ქცევას ვერ ეგუება და წინ ხტება, ძალიან უცებ მიახლოვდება და ახლა ის ხდება ლიდერი. არ ვიცი სად ვაბიჯებ და გაუაზრებლად ძირს ვეცემი.
-აი ხომ ვთქვი რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო._გახარებული ვარ, რადგან მგონია, რომ ეს კოშმარი დამთავრდა. თუმცა თვალებს ვახელ და პირდაღებულ მგელს ვხედავ. შიშისგან გული მიმდის და ყველაფერი ჯერ იდღაბნება და შემდეგ იკარგება.
-გაუმაძღარო მხეცებო!_მესმის ხმა და თვალებს ვახელ. აი ახლა კი ვრწმუნდები, რომ ისევ კოშმარში ვარ. ოდნავ ვიწევი და ვხედავ როგორ ებრძვის სებასტიანი მგლებს. "რა გავაკეთო. მას მივეხმარო, თუ გავიქცე." ვყოყმანობ, არ ვიცი რა ვქნა. სებასტიანი საკმაოდ მედგრად უდგას მგლებს და ის სცენა მახსენდება "ურჩხული და მზეთუნახავიდან." იქნებ ისიც ურჩხულია.... მგლები ახლა მეტნი ჩანან, სავარაუდოდ ხროვის დანარჩენი წევრები არიან. აშკარად ჩანს, რომ მინგიუ მათ ჯობნის და მე მიცავს მათგან. ცოტაც და მთელ ხროვას ძირს დასცემს. დაახლოებით 4 მგელიღა დარჩა.
"არა, მას ჩემი დახმარება არ სჭირდება." ესაა ჩემი ბოლო ფიქრი და ბრძოლის სცენიდან გამოვრბივარ. შიშველი ფეხები მეკაწრება და მისისხლიანდება, თუმცა ახლა მთავარი ისაა, რომ იმ საშინელ ადგილს გავცდე. მალე გარემო ოდნავ იცვლება და მეც ვჩერდები. საკმაოდ დიდი მანძილი გავიარე იმის გამო, რომ შიშველი ფეხებით უფრო თავისუფლად დავდიოდი. კაბას კიდევ ვახევ ნაწილს და ტერფებზე ვიხვევ, რათა ტკივილი ნაკლებად ვიგრძნო.
მანამდე კი გარემოს ვაკვირდები. როგორი მისტიკური და უცნაურია აქაურობა. ზუსტად ისეთი, წიგნებში რომ წამიკითხავს ან ფილმებში მინახავს.
5წუთიანი შესვენების შემდეგ ისევ ვაგრძელებ გზას და ვცდილობ ტყიდან გავაღწიო. ნეტავ რამდენი საათია რაც ასე დავდივარ? მალე ალბათ ფეხებში ძალა გამომეცლება._ისევ საკუთარ თავს ვესაუბრები და იქვე მდგარ დიდ ქვას ვამჩნევ. მისკენ მივდივარ, რომ დავჯდე და პატარა ნაკადულსაც ვხედავ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. ცივი წყლით ვიბან ხელებსა და პირს და ქვაზე ვწვები. "არა, ახლა ვერ გავჩერდები სებასტიანი აუცილებლად გამომყვებოდა და თუ დასახლებული პუნქტი ვერ ვიპოვე მიპოვის და იმ ჯოჯოხეთში დამაბრუნებს. ქვიდან ჩამოვდივარ და წყაროს დავყურებ.
-აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე!_მინათდება გონება და წყლის დინებას მივყვები.
მალე წყაროს სხვა დინებები უერთდება და პატარა მდინარეს ქმნის. ცოტაც და ტყესაც დავაღწევ თავს. სიბნელიდან გამოვდივარ და ფერდობს ვხედავ რომლის მოშორებითაც პატარა დასახლებული პუნქტი ჩანს. იმედი მესახება და ბოლოჯერ ვავლებ თვალს ამ საშინელ ტყეს. იქ, იმ სოფელში აუცილებლად დამეხმარებიან. უკანასკნელად ვუყურებ ტყეს და ფერდობზე ვეშვები. ჯერ კიდევ ბნელა, თუმცა ჩანს რომ მალე გათენდება და დღისით არაფრის უნდა მეშინოდეს......წესით. სახლებს ვუსწორდები, უკვე ბარში ვარ და მალე მივალ იქამდე. ამასობაში კი დღეც ანაცვლებს ღამეს და ყველაფერი ნათდება. თუმცა არა მზის ყვითელი სხივებით, ცაც ისეთი ლურჯი და სიცოცხლის ფერი არაა როგორიც უნდა იყოს. ნაცრისფერი საღებავითაა დასვრილი და მისი ფუნქცია მხოლოდ ის დარჩა რომ დღის ცა ერქვას. ეს რა თქმა უნდა არ მომწონს, ჟრუანტელი მივლის ტანში და ნაბიჯს ვუჩქარებ.
აქაურობა არც ისეთი სასიამოვნო შესახედი ყოფილა. ნისლითაა აქაურობა დაფარული და საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანს გავს. სოფელში შევდივარ და ჩემში უცნაური გრძნობა იღვიძებს. იქნებ არ ღირდა აქ მოსვლა? რატომღაც არ გავს აქაურობა სიცოცხლით სავსე ადგილს. იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან ადრეა? ან თუნდაც ამინდის ბრალია ჩემი განწყობა?
ქუჩაში ფრთხილად და უჩუმრად მივაბიჯებ, თუმცა ნაკლებად შეიძლება ამ ადგილს ქუჩა დავარქვა. ძალიან პატარა ადგილია და 20 სახლზე მეტი აქ არ იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ აქ ჩემს დახმარებას შეძლებენ. "იქნებ დაველოდო სანამ ნორმალურად გათენდება და ვინმე....." ფიქრებს რაღაც ხმაური მაწყვეტინებს და შეშინებული ვიხედები უკან. "ალბათ კატა იყო..." თავს ვიმშვიდებ და ნაბიჯს ვუჩქარებ. ისევ მესმის რაღაც ხმა. ამჯერად უფრო ახლოდან თითქოს გვერდიდან მომყვება ვიღაც. უკვე სირბილს ვიწყებ, თავი კოშმარში მგონია, რადგან ეს საშინელი ხმები ჩემს ტვინში ცდილობენ შემოღწევას. სხვა ქუჩაზე გავდივარ, თავს ვერ ვიკავებ და ატალახებულ გზაზე ვეცემი.
-ღმერთო შენ მიშველე._სასოწარკვეთილი ვამბობ და პირჯვარს ვისახავ. ეს სიტყვები და რომელიღაც სახლის წინ ჩამოკიდებული საფრთხობელას დანახვა ერთია. მინდა ვიკივლო, მაგრამ ხმა არ ამომდის. პირზე ხელს ვიფარებ და ცხელ ცრემლებს საშუალებას ვაძლევ იდინონ.
გზა გრძელდება, შემდეგ სხვა აღმართს მიუყვება რომელზეც როგორც ჩანს ეკლესია დგას. ვდგები და ტალახიან ხელებს კაბაზე ვიწმენდ. მოსიარულე საშინელება ვარ, თუმცა ახლა მთავარი თავშესაფრის პოვნაა.
თითქოს ერთ-ერთ მოსახვევში რაღაცამ გაირბინა. არ ვიცი რა იყო, მაგრამ მსუბუქი არსება ნამდვილად არა. ისევ ვიწყებ სიარულს და პირდაპირ ეკლესიისკენ მიმავალ გზავ მივყვები. საფრთხობელას გვერდს ვუვლი და ის ადამიანის ფიტულს გავს, თუმცა იქნებ არცაა ფიტული...
უკვე ყველაფერმა დამღალა, თანაც საკმაოდ ცივა რადგან ჯერ კიდევ დილაა.
კაკუნის ხმა ისმის, უკან ვიხედები მაგრამ არავინაა.
-ვინ არის აქ?! ვინ მეთამაშება, ახლავე გამოდი!_თუმცა პასუხი არ არის.
სიარულს ვაგრძელებ, მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაც, თუ ვიღაც მომყვება. სრულ ქაოსში ვარ და მალე ისევ დავიწყებ სირბილს. ახლა მთავარი იმ გორაზე ასვლაა, ჩემი ერთადერთი იმედი მხოლოდ ისაა.
-მალე..._მესმის ძალიან ბოხი ხმა და მაშინვე ვშეშდები.
-ვინ ხარ!_უკან ვიხედები და შავებში ჩაცმულ მამაკაცს ვხედავ.
-ის ვისაც წესით უნდა ეკუთვნოდე._გრძელი მოსასხამის ქვეშ მის ირონიულ ჩაცინებას ვამჩნევ და უკან ვიხევ. სასწრაფოდ ვტრიალდები და ეკლესიისკენ გავრბივარ.
ნაცრისფერი ცა წვიმით აჯილდოებს ისედაც ატალახებულ მიწას და მეც რაც შემიძლია მივრბივარ. მხოლოდ ერთხელ ვიხედები უკან, მხოლოდ დავინახო რომ შავი სილუეტი ისევ იქ დგას. ამის გამო ვეცემი, მაგრამ ახლა დანებება არ შემიძლია. დიდ ხუს კარებს რაც ძალი და ღონე მაქვს ვაწვები და კარები იღება. მას შიგნიდან ვკეტავ და ნორმალურად სუნთქვას ვცდილობ.
-არის აქ ვინმე?_პასუხი არაა.
-ძალიან გთხოვთ დახმარება მჭირდება!_კათოლიკური სტილის ეკლესიაში ვარ და ხის სკამების შუაში მივაბიჯებ იმ იმედით, რომ ვინმე გამოჩნდება.
-ასეთ ამინდში აქ რამ მოგიყვანა შვილო?_ჩემს წინ ანაფორაში გამოწყობილი მოხუცი დგას. არ ვიცი რატომ მაგრამ ისევ ტირილს ვიწყებ და მისკენ მივდივარ. ალბათ ეს სიხარულის ცრემლებია, რადგან დარწმუნებული ვარ რომ აქ დაცულად ვიქნები. კიდევ ერთი ნაბიჯიც, ისიც ხელებს შლის ჩემს ჩასახუტებლად და მე ვეშვები იატაკისკენ.
ილუზია?! ისევ მარტო ვარ. თითქოს ის ანაფორაში გამოწყობილი მოხუციც უკვალოდ გაქრა.
-შეგაშინე შვილო?_ახლა უკნიდან მესმის ხმა. ვტრიალდები და ბოლო რიგში მჯდომსა და მომღიმარს ვხედავ. თუმცა ისე ქრება და მტვერივით ჰაერში იბნევა, რომ ხმის ამოღებასაც ვერ ვასწრებ.
-რა ჯანდაბაა!_ვკივი და შეშინებული კანკანლს ვიწყებ.
აქაურობას თვალს ვავლებ და ვხედავ, რომ ყველაფერი იმდენად ძველი და გაცვეთილია....შეუძლებელია აქ ადამიანის ჭაჭანება ყოფილიყო.
-შევიშალე? ალბათ ახლა საგიჟეთში ვარ და ხილვებს ვხედავ ვამპირი ქმრით და მგლების ხროვით, ანდაც მამაოთი რომელსაც ჯადოქრობა შეუძლია. ხო აი საკუთარ თავსაც ველაპარაკები....
-ზედმეტად ლამაზი და ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ გაგიჟდე. თანაც, ჯერ რაღაც მისია გაქვს შესასრულებელი და ამიტომ ვერ დავუშვებ თავს ავნო._კაპიუშონს იხდის და ნელი ნაბიჯით მოდის ჩემსკენ. ფეხსაცმლის ძირების ხმა ექოდ ედება კედლებს და ჭკუიდან მშლის.
-წამოხვალ ჩემთან ვივიან?_ხელს მიწვდის და მაცდურად მიღიმის.
-არა!_მკვახედ ვეუბნები და უკან ვიხევ.
-ვიცი და მესმის რომ ასე რთულია ვიღაც უცხო ადამიანს ენდო, მაგრამ დამიჯერე სებასტიანთან უბრალოდ ვერ გადარჩები. თანაც მეც და მასაც ერთნაირად გვჭირდები. ამიტომ გადაწყვიტე იმ სადისტმა გიპოვოს და შენი სისხლით დათვრეს, თუ ჩემთან წამოხვალ და ტერორის გარეშე განაგრძობ ცხოვრებას.
-შენ ვინ ხარ, რომ ჩემი ბედი გადაწყვიტო!_ვყვირი და უკან ვიხევ. ძირს დავარდნილ ჯვარს ვხედავ და მას ვიღებ ხელში.
-ვივიან, შენ საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლება არ გაქვს._იცინის და გრძელ ეშვებს აჩენს. მე შანსი მოგეცი, მაგრამ როგორც ჩანს ცოტა უტვინო ხარ, რომ იგი გამოიყენო.
-არ მომეკარო!_ჯვარს წინ ვიშვერ იმ იმედით, რომ რამეს ავნებს, მაგრამ მისგან მხოლოდ სიცილს ვიღებ.
-აჰ ღმერთო ვივიან რა სასაცილო ხარ. გგონია ამ რაღაცით შემაშინებ?_სხვა გზა აღარ მაქვს ჯვარს პირდაპირ სახეში ვესვრი და გავრბივარ. პატარა რკინის კარებს ვაღებ და დახვეულ კიბეებს ვხედავ. მათზე ავრბივარ და კიდევ ერთ ხის კარს ვახებ. სამრეკლოზე ვარ და ძირს ვიყურები. საკმაოდ მაღლა ვარ მიწიდან და იმასაც ვხვდები , რომ იმ ვიღაცას ასე ადვილად ვერ დავუსხლტები ხელიდან.
სამრეკლოს კიდისკენ მივდივარ და სწორედ ამ დროს მესმის ტაშის ხმა.
-ამდენი წირბილის შემდეგ კიდევ გაქვს ენერგია, რომ გაიქცე?....მოიცადე! რას აკეთებ! არ გადახტე, თირემ თავად ინანებ ამას.
-ვინანებ? ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა._კიდისკენ მივიწევ, თვალებს ვხუჭავ და უკან ვეშვები.
"მოჩვენებები დამეწყო არა? რატომ გხედავ სებასტიან..."



№1  offline წევრი Violeta_ia

აუუუუუ ^^ რამდენი ხანი ველოდეი ამ მერვე თავს,ახლა მეცხრეს უნდა ველოდო no_mouth მაგარია ისტორია რაა,ყოველ ახალ თავზე,უფრო მეტად მიყვარდება. ლამაზად წერ,რეალისტურად და გოთიკურად. ყოჩაღ,უამრავი აპლოდისმენტი შენ kissing_heart

 


№2  offline წევრი Kukrali

ძააძ ძაან მაგარი ისტორიაა, არაჩვეულებრივია და გთხოვ რა მალე დადეე<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent