შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 11


9-03-2017, 20:31
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 4 114

ალექსანდრე საძინებელში ძლივსძლივობით შემყავს, მერე კი მისაღებ ოთახში ვბრუნდები და ღამეს ტახტზე ვათევ. დროდადრო ვდგები და ვამოწმებ, რომ სუნთქავს, თანაც, რაკი დარწმუნებული ვარ, რომ დილით არაფერი ემახსოვრება, ყოველ გამოღვიძებაზე ვლანძღავ ასე გამოთრობისთვის.
მეჩვენება, რომ იმ წამის ჩაძინებული ვარ, როცა მაღვიძარა რეკავს. თავს ძლივს ვწევ და დივანზე წოლისაგან ზურგი საშინლად მტკივა, მაგრამ იძულებული ვარ, წამოვდგე. თავს სწრაფად ვიწესრიგებ და რადგან ,,მასპინძელი'' გაღვიძებას არ აპირებს, ინიციატივას თავად ვიღებ. ოთახში შევდივარ, ბალიშს ვაცლი და ფრთხილად ვანჯღრევ. რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ თვალს ახელს, წამით გაოცებული მაშტერდება და მექანიკურად ამბობს:
_ტლიკინა, ჩემს სიზმრებში რაღა გინდა?_ვითომც არაფერი, მეორე მხარეს ტრიალდება და ძილს აგრძელებს.
_სიზმარი არა, კოშმარია!_ბალიშს თავზე ვურტყამ და მოულოდნელობისგან ხტება.
_შ** ხო არ..._დაუფიქრებლად ყვირის და მე რომ მხედავს, უცებ ჩუმდება. იმის ნაცვლად, რომ გავბრაზდე, სიცილი მიტყდება, ახალგაღვიძებული ისე გამოიყურება._ბოდიში, ბიჭებს ჩვევიათ ასეთი ,,სიურპრიზები''.
_თავს როგორ გრძნობ?
_მისკდება...
_რამე გახსოვს?_წარბს ვწევ და გამომცდელად ვაკვირდები. ჟურნალისტურ ცნობისმოყვარეობას გულის შორეულ კუნჭულში ვმალავ. სულაც არ ვაპირებ, თავი უხერხულად ვაგრძნობინო იმის გამო, რომ სიმთვრალეში რაღაც ისეთი წამოცდა, რაც არ უნდა მცოდნოდა. მადლობა ღმერთს, არც ასეთი სასტიკი ვარ.
_ანუ, სიზმარი არ ყოფილა?
_გააჩნია, რას გულისხმობ.
_ეს...ეს არაჩვეულებრივი ღამე იყო!_წყნარად ამბობს ოდნავი დაფიქრების შემდეგ და ვიდრე გადავხარშავ, წელზე ხელს მხვევს და თავის ქვედა ტუჩს კბენს...სერიოზულად?
_სულ გაგიჟდი, ჰო?_საბედნიეროდ, გონზე სწრაფად მოვდივარ და დაბნეულობას უფლებას არ ვაძლებ, შემიპყროს. ხელს უცებ მიშვებს და თავს უხერხულად იფხანს.
_მაპტიე, მეგონა, რამე რომ გვქონოდა და დამვიწყებოდა, მომკლავდი.
არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, მე კი ასე მშვიდად ვუსმენ. ეს ადამიანი ჩემზე მაგიურად მოქმედებს, ჩემში თავმოყრილ ყველა თვისებას ერთდროულად აძლიერებს და ანადგურებს კიდეც. მასთან ყოველი ურთიერთობისას სხვა პიროვნება ვხდები, რაც რამდენადაც მაშინებს, იმდენადვე მიზიდავს.
_შენთან ,,რამე'' რომ მქონოდა, თავს მოვიკლავდი!_ოლიმპიური სიმშვიდით ვეუბნები და უკან ვიხევ. ვხვდები, რომ მასთან სიახლოვე რაციონალური აზროვნების უნარს მიქვეითებს.
_რა ადვილია შენი მოტყუება._გამაღიზიანებელ სიცილს იწყებს და დგება._სხვათა შორის, ჩაცმულს სექსი არ მაქვს ხოლმე. და შენ წარმოიდგინე, ყველაფერი მშვენივრად მახსოვს.
_რა ადვილია შენი მოტყუება._გამაღიზიანებელ სიცილს იწყებს და დგება._სხვათა შორი, ჩაცმულს სექსი არ მაქვს ხოლმე. და შენ წარმოიდგინე, ყველაფერი მშვენივრად მახსოვს.
_იდიოტო, კრეტინო, ხუმრობა საერთოდ არ იცი!_გაბრაზებული ვეტაკები, მაგრამ ხელებს სწრაფად მიჭერს და თავისკენ მიზიდავს. უხერხული სიტუაცია რომ განვმუხტო, ენას სიცილით ვუყოფ, თუმცა თვითონ რეაქცია არ აქვს. თვალს თვალში მიყრის და გამაფრთხილებელი ტონით მეუბნება:
_ხანდახან მართლა ძალიან ჰგავხარ!
ყველაზე მეტად მეზიზღება, როცა ვინმეს მადარებენ!
ერთადერთი ადამიანი, რომელზე მსგავსებაც მახარებს, გვანცაა.
მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მისი შედარება საერთოდ არ მაღიზიანებს, როცა ზოგჯერ ელემენტარულ რაღაცებზეც კი ვუბრაზდები.
_ცდები, მე უარესი ვარ._გამომწვევად ვუღიმი და ხელს ვაშვებინებ.
_ვინ იცის!_თვითონაც ეღიმება და თავს აქნევს.
_ყავას დალევ?_ისე სასხვათაშორისოდ ვეკითხები, თითქოს ერთად ვცხოვრობდეთ და ყოველ დილით ტრადიცია გვქონდეს.
_თუ არ მომწამლავ...
_მოკვლის უფრო სასიამოვნო საშუალებებიც არსებობს._დაუფიქრებლად ვამბობ და როგორც კი ვხვდები, რომ შეიძლება სხვაგვარად გადახარშოს, სასწრაფოდ სამზარეულოში გავრბივარ...
***
სამსახურში ალექსს მივყავარ და ბევრი თხოვნის და ჩხუბის მიუხედავად, შენობაშიც მომყვება. ლამის, მთელს სამუშაო დღეს მიშლის. თანამშრომლებიდან დაწყებული, სტუმრებით დამთავრებული, ყველა მასთან ფოტოების გადაღებითაა დაკავებული. პროდიუსერს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მასთან ერთად რომ ვმუშაობდი და უკვე ისედაც დიდი ხანია მთხოვდა, ჩვენს გადაცემაშიც მოიწვიეო. ახლა, რაკი შანსი ეძლევა, თავად სთხოვს ,,მომღერალ ბულბულს'' და ეს უკანასკნელიც, რა თქმა უნდა, ჰპირდება, აუცილებლად გესტუმრებითო.
_აქღა მაკლდი!_რაც შემიძლია, დაბალ ხმაზე ვჩურჩულებ, თუმცა, რასაკვირველია, ნათიას თვალწინ ,,ტკბილად'' ვუცინი და ვუცხადებ, უახლოეს მომავალში ვგეგმავდი–მეთქი.
როგორც იქნა, ყველას დაშოშმინებას ვახერხებ და ბადაცემას ეთერში ვუშვებთ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დადიანი ხელის შეშლას ახერხებს. ყველანაირად ცდილობს, ყურადღება გადამატანინოს და გამაცინოს. თანაც, ვინც არ ეზარება, ყველას ეფლირტავება, თავისი ღიმილით აჯილდოებს და სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ისედაც მორცხვი რესპოდენტი, რომელიც მგონი პირველადაა ინტერვიუზე, კიდევ უფრო იბნევა და ხმას ვეღარ იღებს.
თანამშრომლებს სათითაოდ ემშვიდობება ,,მომავალ შეხვედრამდე'', რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ შედგება, მე კი ერთი სული მაქვს, გარეთ როდის გავალთ, რომ მოვკლა.
_დიდი მადლობა, რომ გადაცემა ჩამიშალე, არასოდეს დაგივიწყებ.
_მანქანამდე მაინც რომ მივიდეთ, არა?
_არ მჭირდება შენი წაყვანა.
_თავაზიანობა დანაშაული როდის აქეთაა?_ისე გაოცებული მიყურებს, თითქოს არაფერი მომხდარა.
_32 კბილის გადმოყრა და კუნთების ჩვენება თავაზინობა როდის აქეთაა?_კითხვას ვუბრუნებ და ოდნავ წამოზრდილ წვერზე ვქაჩავ.
_მეჩვენება, თუ ეჭვიანობ?_სანამ პირს გავაღებ, თვითონვე აგრძელებს:_ვიხუმრე, მაგრამ რამდენიმე წამში თუ უარყოფ, მართლა დავფიქრდები.
_მე კი მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემზე თვითკმაყოფილ ადამიანს გადავეყრებოდი.
_კარმა საშინელი რამაა!_ირონიულად ცრის და მოულოდნელად, ტაქსს ხელს უქნევს. ეს უკანასკნელიც, წამებში ჩემს ფეხებთან ჩერდება._ნუცუბიძეზე გაიყვანეთ._ვიდრე რამის თქმას მოვასწრებ, ფულს სწრაფად უწვდის.
_რა ჯანდაბას აკეთებ?
_ჩემი წაყვანა ხომ არ გჭირდებოდა._მშვიდად მპასუხობს და შუა ქუჩაში გაოცებულს მტოვებს...

***
ვიცი, საკმაოდ პატარა და ,,ლაითი'' თავია. შესაძლოა, მკითხველისთვის ცოტა მოსაბეზრებელიც, მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს მუდმივი და ხელოვნური დრამა. მგონია, რომ მარტივ ურთიერთობებში ხშირად უფრო კარგად ვლინდება ადამიანის ნამდვილიხასიათი.
ველი შეფასებებს! შეცდომები(ფაქტობრივი თუ გრამატიკული) აუცილებლად მიმითითეთ, ძალიან სწრაფ ტემპში მიწევს წერა და ვერ ვახერხებ სრულყოფილად შემოწმებას. როცა მოვრჩები, აუცილებლად დავარედაქტირებ თავიდან ბოლომდე.



№1  offline წევრი Suicide_Blonde

Ekka
heart_eyes

დიდი მადლობა, გავითვალისწინებ ზოგიერთს, მაგრამ ,,რასაკვირველია'' თუ ერთად არ იწერება, ტყუილში მიცხოვრია :D დროში ცდომილება არაა, იხსენებს აქამდე რასაც ,,სთხოვდა'' ^_^ <3 კარგია, რომ ასე დაკვირვებით კითხულობ
ჰო, შემთხვევით ,,შემომიახლოვდნენ'' :D

 


№2  offline წევრი Mari-Mariami.16

ველოდები მოუთმენლად ამ ისტორიის შემდეგ თავს, იმედი მაქვს სწრაფად დადებ და არ გვალოდინებ...
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent