შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (5)


10-03-2017, 01:02
ავტორი gano
ნანახია 1 377

ერთმანეთს ვუყურებთ და ერთდროულად ვიწყებთ სიცილს, ყველაფერს შენელებული კადრის სახით ვხედავ, მის სახეს, სიცილს ვაკვირდები და ვიმახსოვრებ მინდა ეს სულ გაგრძელდეს და მეშინია რომ ასე არ იქნება, უცბად ის მეხუტება და ამ ფიქრებიდან გამოვყავარ, დიდხანს ვართ ასე ჩახუტებულები და უცბად მესმის სალომეს კივილი:
 არ არსებოობს
 რა ხდება, მარიამი გამოდის და თვალები უფართოვდება
 არ არსებობს ამბობს ლიზი
მე და მიშო მიწაზე ვზივართ ერთმანეთს ჩახუტებულები და უეცრად როდესაც ყველაფერს ვიაზრებთ ერთმანეთს ვშორდებით
 თეკლა რა ხდება? მეკითხება მარიამი
 ჩვენ
 ჩვენ ერთად ვართ, ამბობს მიშო იღიმის და წელზე ხელს მხვევს
 ვუუ ეს უნდა ავღნიშნოთ გამოეხმაურა სალომე
ვგიჟდები ეს ბავშვი სულ დალევაზე როგორ ფიქრობს, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ მიშოს ვუღიმი და სახლში შევდივართ.
საღამომ ფანტასტიურად ჩაიარა და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო. მე და სალომე სახლში მიშოს მივყავართ, მას ვემშიდობები და სახლში ავდივართ. ისეთი დაღლილი ვარ როგორც კი ვწვები მაშინვე მეძინება.
ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს:
 გეძინა?
 ხოო მეძინა
 მე რაღაცაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი
 რაზე?
 როდის ვუთხრათ ჩვენს მშობლებს ეს ამბავი, ნუ უფრო შენსას
 არვიცი ამისთვის დრო უნდა შევარჩიო, მაგრამ ეს რაც შეიძელბა მალე უნდა მოხდეს მამაჩემი შეიძლება უკრაინაში წავიდეს და არ მინდ ამ ამბის ტელეფონით თქმა
 ხო მეც ეგრე ვფიქრობ
 კარგი ვნახოთ დღეს როგორ ხასიათზე იქნება, მაგრამ რაც არ უნდა კარგზე იყოს ამ ამბის მერე
 რა?
 არამგონია ისევ კარგზე დარჩეს
მიშო იცინის
 მემგონი ჯობია მე დაველაპარაკო
 არა არა ეს მე უნდა გავაკეთო, კარგი წავედი ეხლა ავდგები თორემ უნივერსიტეტში დამაგვიანდება
 კარგი გკოცნი
 მეც
ავდექი მაგრამ მამას ისევ ეძინა გავაღვიძე რომ უნივერსიტეტში წავეყვანე მანქანა საუკეთესო იქნებოდა ამ ამბის სათქმელად მაგრამ არ წამიყვანა, ისიც ჩემსავითაა ძილი ძალიან უყვარს. უნივერსიტეტში ტაქსით მივდივარ და ნამდვილი ლექციების მოსმენის მაგივრად მარიამის ლექციებს ვუსმენ, მაგრამ თან არ ვუსმენ.
უნივერსიტეტიდან სახლში მივდივარ და მისაღებში ვიხედები მამას და მიშოს ვხედავ.
 რა ხდება? ვამბობბ შეშენებული სახით რადგან ვხვდები რაც მოხდა
 მოდი დაჯექი. მითხრა მამამ
მეც ძალიან ნელა მივდივარ და დივანზე ორივესგან მოშორებით ვჯდები
 შენ რატომ არ მითხარი
 რა?
 არიცი რა უნდა გეთქვა?
 იცი მე ვაპირებდი დღეს სწორედ ამიტომ გაღვიძებდი მაგრამ
 კარგი დაწყნარდი
 მამა იციი
 ვიცი და მესმის, უბრალოდ არ მესმის როგორ ოახერხეთ ამ ყველაფრის ისე დამალვა რომ ეჭვიც კი არ გამჩენია
 არ ვიცი
 კარგია რომ მალე მითხარით, ვიცოდი რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა მაგრამ არ მეგონა თუ ესე მალე
შენ ცოტახანში დაგელაპარაკები, ეუბნება მიშოს
 რათქმაუნდა პასუხობს ისიც
 შენ რატომ უთხარი, ხომ გითხარი რომ ამ ყვეალფრის თქმა მე მინდოდა ვეუბნები ჩურჩულით
 ძალიან ნერვიულობდი და გადავწყვიტე მე მეთქვა თანაც ამით არაფერი გაფუჭებულა დაწყანრდი, მითხრა და ჩემსკენ მოიწია მაგრამ მე შევაჩერე
 გაგიჟდი? დაგავიწყდა რომ ჩემს სახლში ვართ
 კარგი კარგი დაწყნარდი
მიშო მიდის მე გავაცილე და მამასთან დალაპარაკება ცადე მაგრამ მან უარით გამისტუმრა,ცოტახანში დედაც მოვიდა მას ყველაფერი მოვუყევი და შოკში იყო, ნაწყენიც რადგან აქამდე არაფერი ვუთხარი, არმოელოდა ჩემგან ესეთ გადაწყვეტილებას ცოტახანში მამასთან შევიდა. ჩემს მშობლებს ისეთი რეაქციაქონდათ თითქოს გავთხოვდი, მაგრამ მე უარესსაც მოველოდი.
საღამოა მეცადინეობას მოვრჩი და ,, გრეის ანატომიას“ (ჩემი საყვარელი სერიალი) ვუყურებდი როდესაც ტელეფონმა დამირეკა,მიშოა:
 რას შვები?
 რავი რაღაცას ვუყურებდი შენ?
 რავი სახლში მშვიდობაა?
 მშვიდობაა მაგრამ საშინელი დაძაბილობა დედაჩემი ისევ შოკშია
 ანუ გამოსვლას ვერ მოახერხებ?
 არვიცი რახდება?
 ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო
 კარგი ვცდი და მოგწერ
 კაი მიდი
მამასტან მივედი და ვკითხე შეიძლებოდა თუ არა მიშოსტან ერთად წავსულიყავი ამ დროს თავი მეორე კლასში მეგონა, მისი პასუხი კი ასეთი იყო
ჭკვიანად იყავი
საოცრად მიხარია მასთან მივდივარ და ვეხვევი
 რა თქმაუნდა ჭკვიანად ვიქნები, მამა ძალიან დიდი მადლობა რომ მენდობი, დამიჯერე იმედებს არ გაგიცრუებ.
მაშინვე მიშოს ვურეკავ და ვეუბნები მოვემზადე და როგორც კი მიშომ მომწერაა დაბლა ჩავედისალომე კი ისეთ ხასიათზე დავტოვე მთელი დღე არსად გასულა და საშინელ ხასიათზე იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ მაინტერესებდა.
 მოვედიი
 წავიდეთ?
 სად მივდივართ?
 ნახავ
მეუბნება და მიღიმის
 მთაწმინდაზე მომიყვანე?
 ჰო
 აქ რა გვინდა?
 ეშმაკის ბორბალზე უნდა დავჯდეთ
 რაა? გაგიჟდი?
 ჰოო გავგიჟდი, წამოდი.
ატრაქციონთან მივედით და დავჯექით, საოცრება იყო, საოცარი ხედი იშლებოდა, ღამის თბილისი ხომ ულამაზესია, მაგრამ მე მიშოს თვალს არ ვაშორებდი მას ჩემი ხელები ეჭირა და ისიც მე მიყურებდა, ესეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა და გული საოცრად მიცემდა, ეს ის წუთებია რომლებიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
 ეს საოცრება იყოო
 მოგეწონა?
 რათქმაუნდა ძალიან
მან გამაჩერა და მომეხვია ის საოცარია, თანდათან უფრო ვრწუმნდები რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
მიშომ სახლში მიმიყვანა მასტან დაშორება არ მინდოდა მაგრამ უკვე გვიანი იყო. როგორც კი სახლში ავედი მაშინვე სალომეს მოვუყევი ყველაფერი, ესეთი ბედნიერი დიდი ხანია საკუთახრი თავი არ მინახავს. მეშინია რომ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება...
ვიღვიძებ და ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს, ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმას რომ შეყვარებული მყავს, ყოველთვის ვამბობდი რომ ჯერ კარიერას ავიწყობდი და ესეთ რაღაცეებზე შემდეგ ვიფიქრებდი მაგრამ მე არ შემეძლო მისთვის უარი მეთქვა მე ის ძალიან, ძალიან მომწონს.
უნივერსიტეტში ვიყავი და სახლში მოვედი, მთელი დღეა დაკრიჭული დავდივარ, ისეთი ბედნიერი ვარ, მთელი დღეა მიშო ისეთ შეტყობინებებს მწერს, სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ, ტელეფონი რეკავს, მიშოა:
 გისმენ
 სადმე წავიდეთ კარგი?
 კარგიი, სად?
 არვიცი შენ მოიფიქრე
 არაა შენ მოიფიქრედა ერთ საათში გამომიარე, მზად ვიქნები
 კარგი მაშინ ერთ საათში შენთან ვარ.
ტელეფონს მითიშავს და მეც მზადებას ვიწყებ.
 აბა სად მივდივართ?
 პარკში
 საად?
 ვაკის პარკში მივდივართ
 გაგიჟდი? გარეთ ცივა
 ხო ვიცი, შენ ყავა გიყვარს თუ ჩაი?
 ჩაი, შეგიძლია მითხრა რა ჩაიფიქრე
 არაა
ყავა და ჩაი ვიყიდეთ და პარკთან მივედით:
 აღარ მეტყვი აქ რაგვინდა?
 ეხლა ჩვენ პარკში ჩავალთ და ვისეირნებთ თან ცხელ ჩაის და ყავას დავლევთ, შენ შენზე მომიყვები რაღაცეებს რომ უფრო კარგად გაგიცნო, მე კი ჩემზე.
 შენ მიცნობ
 კარგი რა დღეს ისიც კი არ ვიცოდი ყავა გიყვარს თუ ჩაი, მინდა უფრო კარგად გიცნობდე
 კარგი ეს იდეა მომწონს.
ვუთხარი და პარკში ჩავედით:
 კარგი შენ დაიწყე. ვუთხარი მე
 მეე?
 ხო ჯერ შენ რომ მერე მე უფრო თამამად გითხრა რაღაცეები
 კარგი, მაგალითად მე ვერ ვიტან ნიორს, რასაც ნიორი აქვს არაფერს არ ვჭამ.
 მართლა? არადა ზოგიერთი საჭმელი ნივრის გარეშე უგემურია
 ხო მაგრამ მე არ მიყვარს, გაითვალისწინე როდესაც ჩემი ცოლი გახდები, მეუბნება და მიღიმის, ეხლა შენი ჯერია
 მეე, ყველაფრის კარს ღიას ვტოვებ
 რაა?
 ანუ ძალით არ მინდა მაგრამ ესე მომდის სულ ვცდილობ რომ დავხურო მაგრამ მავიწყდება მხოლოდ სახლის კარს ვკეტავ, კარადის ოთახების ყველაფრის კარი ღია მრჩება.
ის ცოტახნით ჩერდება, მიყურებს და ბოლო ხმაზე იწყებს სიცილს.
 კარგი რაა ნუ დამცინი
 არ დაგცინი უბრალოდ, არმეგონა თუ ეს თვისება ვინმეს ახასიატებდა
 ხოდა მე მახასიათებს.
ვთქვი გაბრაზებული სახით მაგრამ ვერ მოვითმინე და მეც სიცილი ამიტყდა.
მთელი დღე დავდიოდით (რათქმაუნდა შიგადაშიგ ვჯდებოდით ხოლმე) და მასზე იმდენი რამ გავიგე მაგალითად საფერფლეს არასოდეს იყენებს და სახლში სულ სიგარეტის ფერფლს ყრის, ვერ იტანს კატებს, ძალიან უყვარს ხახვის სუპი და ა.შ.
ბოლოს სკამზე ჩამოვჯექით, მე შემცივდა ის ჩაამეხუტა და თავზე მაკოცა.
 მიშო ძალიან გთხოვ არასდროს მაწყენინო კარგი?
 კარგი, მიყვარხარ თან ძალიან
 მეც მეც ძალიან მიყვარხარ.

მართალია პატარა თავია მაგრამ დიდის დაწერა ვერ მოვახერხე, იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი ლუსიანა

ვისიამოვნე ნამდვილად <3

 


№2  offline წევრი gano

ლუსიანა
ვისიამოვნე ნამდვილად <3

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი likkuna

კარგია მართლა
მსიამოვნებს წაკითხვა❤❤❤

 


№4  offline წევრი gano

likkuna
კარგია მართლა
მსიამოვნებს წაკითხვა❤❤❤

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent