შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი(4)


6-03-2017, 01:39
ავტორი gano
ნანახია 1 557

მიშო გაფართოებული თვალებით მიყურებს რაღაცის თქმას ცდილობს მაგრამ მე ვასწრებ:
 შეხვედრამდე.
ვეუბნები, მანქანიდან გადმოვდივარ და სადარბაზოსკენ მივდივარ.
ტელეფონი რეკავს, ღმერთო თავი საშინლად მტკივა, ნეტავ ვინ მირეკავს, ტელეფონს დავხედე და რათქმაუნდა მარიამია:
 ხოო
 შენ ნორმალური ხაარ?
 რა გინდა, ვეუბნები ნამძინარევი ხმით.
 გუშინ რატომ დამტოვე მარტო.
 რაა? ვამბობ და ყველაფერი მახსენდება. ღმერთო
 რაა? რა ღმერთო
 მარი დაგირეკავ ცოტახანში
 რა ცოტახანში გოგო, უნივერსიტეტში არ მოდიხარ??
 კიკი მოვდივარ, ნუ შემჭამე
 უიმეე
ტელეფონს ვთიშავ, ეს რაგავაკეთე, ვაიმე ნეტავ სიზმარი ყოფილიყო მაგრამ მახსოვს, ვაიმე მართლა ვაკოცე? ვფიქრობდი და თან ვიცმევდი.
უნივერსიტეტში წავედი მაგრამ საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი ამ ამბის გარდა, მარიამმაც შემჭამა რა გჭირს რა გჭირსო, მეც ვუთხარი:
 გოგო,
 ხოოო
 რაღაც უნდა გითხრა ოღონდ არ დაიწყო ეხლა რაღაცეები
 ვაიმე შენ ხმა ამოიღე და არაფერს არ დავიწყებ.
 მემგონი გუშინ მიშოს ვაკოცე.
 რაა?
 რა რაა მითხარი რამე.
 მოიცა მემგონი რას ნიშნავს?
 არვიცი სიზმარი იყო თუ მართლა ვაკოცე.
 თეკლა ნორმალური ხარ?
 აუ რამე წესიერი რომ მითხრა არ შეგიძლია??
 სიზმარი იყო
 რაიცი?
 კაი რა აბა შენ მიშოს აკოცებდი? შანსი არაა
 ხო მართალი ხარ, ალბათ დამესიზმრა.
 ისე მოგწონს მიშო?
 კაი რა
 მითხარიი
 მომწონს მაგრამ აზრი?
 ხო მართალი ხარ, შანსი არ გაქვთ.
 მაგრად მამხნევებ.
 სიმართლეს გეუბნები და ილუზიებს არ გიქმნი.
 შენს გარეშეც ვიცი რაა სიმართლე.
ლექციები დამიმთავრდა, სალომეს ვეაპარაკე გუშინ კლუვიდან ლიზისთან წასულა და დღესაც იქ რჩებოდა. უნივერსიტეტიდან პირდაპირ სახლში წავედი ტავი ისე მტკიოდა არაფრის თავი არ მქონდა.
სახლში მივედი მამას და გიორგის ხმა მესმოდა მისაღებში შევედი რომ მივსალმევოდი და ჩემს სახლში მიშოა...
 გამარჯობათ. ვამბობ ძალიან არეული სახით.
 თეკლაა როგორ ხარ? მეკითხება გიორგი.
 კარგად გიო შენ? ვამბობ და თან მიშოს ვუყურებ
 რავი ვარ რა.
 თეკლა მა ხოიცი დედაშენი ბაკურიანში წავიდა.
 მართლა? რატომ რამე ხოარ მოხდა?
 არა ისე დათუნასთან, თან ნათია და კიდევ ვიღაცეები არიანო და.
 აა კარგი დავურეკავ ცოტახანში.
მიშო ძალიან უცნაურად მიყურებდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე მაშინვე სამზარეულოში შევედი ბორჯომი რომ დამელია საშინლად მტკიოდა თავი, სკამზე დავჯექი და სამზარეულოში მიშო შემოდის კარებს კეტავს და ჩემსკენ მოდის:
 თეკლა, უნდა ვილაპარაკოთ
 რაზე?
 გუშინდელზე.
გუშინდელზე? რა უნდა მელაპარაკოს გუშინდელზე საშინლად ვიბნევი მაგრამ არ ვიმჩნევ.
 და რა მოხდა გუშინ?
 არ გახსოვს?
ღმერთო ანუ მართლა ვაკოცე, არ არსებობს...არაფერს ვიმჩნევ და ვამბობ:
 რა უნდა მახსოვდეს?
 კარგი არაფერი.
მეუბნება მოწყენილი სახით, ბრუნდება და კარებისკენ მიდის, მე ვერ ვითმენ და ვეუბნები:
 გუშინ გაკოცე? ვეკითხები და თავს ვხრი
 შენ რა გახსოვს?
 არ მეგონა თუ ეს მართლა მოხდა.
 ნანობ?
 რომც არ ვნანობდე ხოიცი რომ არაფერი გამოვა.
ღმერთო რა ჯანდაბაა, მამაჩემი სახლშია რატომ ვეუბნები ამ სისულელეებს, რატომ არ ვაგდებ სამზარეულოდან.
 და რატომ არ გამოვა
 ნორმალური ხარ?
ვეუბნები და სამზარეულოში ლაშა შემოდის, დარწმუნებული ვარ რომ საშინლად ვწითლდები და ისე ვეუბნები:
 გამარჯობა
 გამარჯობა თეკლა, როგორ ხარ?
 კარგად თქვენ როგორ ხართ?
 კარგად, მადლობა. მიშო რატომ არ მითხარი აქ თუ იყავი?
 რავი გიოს გამოვყევი
ამ დროს კარზე ზარია და გავდივარ რომ გავაღო, ნათიაა:
 ნათი?
 დედაშენი სახლშია?
 არა ბაკურიანშია, შემოდი
მისაღებში იხედება და მამას და მის მეგობრებს ესალმება, მიშო და ლაშა ისევ სამზარეულოში არიან ნეტავ რას ლაპარაკობენ ამდენ ხანს, მაგრამ ამაზე ფიქრს ვერ ვასწრებ ნათია, ოთახში მიმათრევს:
 რა მოხდა?
 პროსტა დამპალი
 რაა ვინარის დამპალი? ვეკითხები მაგრამ ფიქრებით სამზარეულოში ვარ.
 ვინ და თემური(ნათიას ქმარი).
 რაა? რა მოხდა
 პროსტა დამპალი, აი თუ ვაპატიო
 ეხლა რაღა მოხდა
 ჩემი მანქანა გააფუჭა
 და შენი მანქანა რატომ ყავდა
 ეგ მეორე დანაშაული უკითხავად წაიყვანა ჩემი მანქანა
 კარგი რა მაგაზე ბრაზდები?
 ვაიმე, აბა არ გავბრაზდეე?
 კიკი გაბრაზდი, მოიცა სალომეს დავურეკავ.
 სად არის?
 ლიზისთან
სალომე და ლიზი მოდიან და ნათიას ისეთ სისულელეებს ეუბნებიან ისიც მათ აყვა და ამაზე ისინი მაგრად ღადაობენ მეც ვითომ ვიცინი მაგრამ საერთოდ არ ვუსმენ სულ ჩემსა და მიშოს საუბარზე ვფიქრობ.
 თეკლაა წავედი მე.
შემომძახა მამაჩემმა, გავედი, მიშოც მიდიოდა, სულ მას ვუყურებდი მაგრამ არ მინდოდა ეს ვინმეს შეემჩნია, როდესაც გავაცილე ოთახში შევედი და ღმერთო ეს სამი ერთმანეთზე გიჟები სიცილით იხეოდნენ და რომ ვკითხე რაზე ეცინებოდათ აზრი ვერ გამოვიტანე. ძალიან დაღლილი ვიყავი ისინი დავტოვე და დედაჩემის ოთხაში გავედი მაშინვე დამეძინა.
 თეკლაა გაიღვიძე
დათუნა? დათუნა ჩამოვიდა? ღმერთო გათენებულა 14 საათი მეძინა.
 ჩამოხვედი?
 ხოოო.ამბობს და ბუზღუნებს
 რაიყო ვერ გეყო ამდენ ხანს გართბა?
 ვერა
 სკოლა რამდენი ხანია დაიწყო და შენ ერთხელაც არ ყოფილხარ
 აუუუუუუ შენღა მაკლდი.
ავდექი და სახე ისეთი დასიებული მაქვს ამდენი ძილისგან. ნათია, სალომე და ლიზი გუშინ ჩვენთან დარჩენილან.
 აუუ გავიდეთ რა სადმე. ამბობს სალომე
 მე არ მცალია დღეს
 აუ ამან ხო წაიღო ტვინი მისი არ მოცლით რაა, სულ ხოარ ვარ აქ შვილოო
 ვაიმე კაი ხო ნუ ჭყიპინებ
 გოგო დღეს სანდროს(ლიზის შეყვარებული) დაბადების დღეა და წამოდით თქვენც. გვითხრა ლიზიმ
 აუუუ კიი წამოვალთ. პასუხობს სალომე
 კაი რა რა გვინდა არ ვიცნობთ არავის, მეც ვეპასუხები.
 აუ დაიკიდე რა გავიცნობთ, გთხოვ რა თეკლა
 კარგი
რატომ დავთანხმდი მე თვითონაც არ ვიცი საღამოსთვის მოვემზადეთ, ტაქსი გამოვიძახეთ და სანდროსთან ავედით.
 აუ საჩუქარი როარ გვიყიდია ხოარტეხავს?
 კაი რა ტეხავს დაიკიდე რა. მპასუხობ ლიზი
კარს სანდრო გვიღებს, სახლში შევედით ლიზიმ ჩემი თავი გააცნო, სადრომ მისაღებში გაგვიძღვა, ჩვენც ცხვრებივით გავყევით, მისაღებში შევედით და ღმერთო არა ისევ ის...
 თეკლა?
 ისევ შენ ყველგან რატომ ხარ?
 შენი ბედი ვარ.
 კი უეჭველი ეგრეა
დავსხდეთ რა გვეუბნება სანდრო. მაგიდასთან ვჯდებით, მე სალომეს გვერდით ვჯდები მეორე მხარეს კი ის მიჯდება:
 მიშო
 რა?
 რას აკეთებ გაგიჟდი?
 რავი ვჯდები.
 სად ჯდები?
 შენს გვერდით
 ამას რატომ აკეთებ
 აქ არავის იცნობ ვინმემ ხოუნდა გაგართოს?
 რაც გინდა ის ქენი არ მაინტერესებს.
 კაი ნუ ბრაზდები, ისე არ მოგენატრე?
 გუშინ გნახე
 მერერა მე მომენატრე.
სალომესკენ გავიხედე რომ მიშოს არ შეემჩნია სიწითლე ჩემს სახეზე, და ვეუბნები:
 სალო მე უნდა წავიდე რა
 რაა? გაგიჟდი ხო?
 უნდა წავიდე ვეუბნები და თვალებს ვაფართოებ რომ მიხვდეს რატომ მინდა წასვლა
 აა ეს ტიპი? კაიდაიკიდე რა
 მაშინ ადგილი გამიცვალე
 არაა იყოს
 სალომე
 აუუ დამანებე თავი
ღმერთო რა ვქნა მარჯვნივ ერთი გიჟი მიზის მარცხნივ მეორე, მიშოს ხელი მაგიდაზე უდევს და რა მჭირს მაინც რატომ მაქვს ადამიანის თითებზე გართულება მგონია რომ თუ ადამიანს ლამაზი თითები აქვს მასთან ურთიერთობა ამად მაინც ღირს, იმდენად დიდხანს ვაკვირდებოდი მის თითებს რომ როგორც ჩანს შესამჩნევი გახდა და მიშ მეკითხება:
 რაიყო ისე მოგხიბლე რომ ჩემს ხელებსაც ვერ აშორებ თვალს?
 თავდაჯერებული დეგენერატი ხარ.
 ვიცი.
მეუბნება და ხელზე ხელს მკიდებს, ცივი ოფლი მასხამს და ვშეშდები ვერ ვახერხებ რომ წინააღმდეგობა გავუწიო, მხოლოდ მის შეხებას ვგრძნობ, ირგვლივ რა ხდება ვერ ვგებულობ. მან შემომხედა და შემდეგ კი ,,თამადას“ გახედა, დარწმუნებული ვარ ზრდილობის გამო რომ ეგონოს რომ ვინმე უსმენს, მაგრამ ვის ახსოვს თამადა როცა მიშო ხელს მკიდებს, ამ ფიქრებიდან საომეს ხმას გამოვყავარ:
 ვაიმეე თეკლა უპასუხე ამ ტელეფონს.
 რააა? ა ხო კარგი.
ტელეფონს ვიღებ და ვინ იქნება რათქმაუნდა მარიამი:
 ხოო
 სად დადიხარ?
 რაა?
 სად ხარ?
 ლიზის შეყვარებულის დაბადების დღეზე
 შენ რაღაცძაან შეეჩვიე ჩემს გარეშე სიარულს
 მარიამ არ მცალია რამე მოხდა?
 ხო მოხდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი თანდათან მივიწყებს.
 კარგი დაგირეკავ სახლში რომ მივალ
ყველა მის პონტშია: სალომე ვიღაც ტიპს ეფლირტავება, ლიზი და სანდრო ისეთი ნასვამები არიან ერთმანეთს უყურებენ და ვერ ხვდებიან რომ ერთი საათია რაც ამ პოზაში არიან, მე ვზივარ სავარძელზე და სასმელს ვსვამ, მიშო მოდის:
 სადმე ხოარ გავსულიყავით?
 არაა იყოს აქაც კარგად ვარ
 იქნებ გველაპარაკა
 რაზე?
 ჩვენზე
 აჰაჰა ჩვენზე?
 ხორა გაცინებს?
 ჩვენ არ არსებობს მე ცალკე ვარ შენ ცალკე.
 ვნახოთ.
მეუბნება ხელს მკიდებს და მივყავარ, ჩანთის აღება ძლივს მოვასწარი, კიბეებზე ისე ჩავყავარ ღმერთო, გამიმართლა რომ მეორე სართული იყო, მანქანაში მსვამს:
 შენ ესეთ ძალადობას თუარ შეეშვები გიჩივლებ
 კი უეჭველი ეგრე იზამ, მეუბნება და მანქანას ქოქავს.
 სად მივდივართ?
 სადღაც, მპასუხობს და მიღიმის.
მე კი მის ღიმილზე ლამის ვდნები, არ მეგონა ესეთ სიტუაციებში ესეთი სუსტი თუ ვიქნებოდი და საერთოდ არ მეგონა თუ ესეთი სიტუაციები მექნებოდა, თვრამეტი წლის ვარ და აქამდე არავინ არ მყვარებია, სერიოზულადაც არ მოწმონებია და მეგონა თუ ამ ასაკამდე ესე მოვაღწიე ასეთი შემთხვევა ძალიან ღორეულ მომავალში იქნებოდა მაგრამ მწარედ შევცდი რადგან თანდათან ვხვდები რომ მიშო ძალიან ძალიან მომწონს.
 ბევრს ფიქრობ?
 რაა?
 გაკვირდები და სულ ფიქრობ შენთვის.
 აუ გზას უყურე რაა
 არ გინდა რამე მომიყვე?
 არაა იყოს.
 კარგი.
 კარგი? ესე ადვილად დანებდი?
 აზრი აქვს რომ არ დავნებდე?
 არა არ აქვს.
უკვე საკმაოდ იყო დაბნელებული და კარგად ვერ ვარჩევდი სად მივდიოდით, მაგრამ ღმერთო რა ჯანდაბა გვინდა აქ?
 ამდენ ხანს მატარე და ბოლოს კუსტბაზე ამომიყვანე?
 ხოო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე
მეცინება და მანქანიდან გადმოვდივარ, ერთ ძალიან მყუდრო კაფეში შევდივართ და იმ ადგილზე ვჯდებით რომელიც ტბას გადაჰყურებს. ერთამანეთ ვუყურებთ დაახოებით თხუთმეტი წუთი და ველოდები როდის დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ არ იწყებს რა ჯანდაბაა
 დაბადებიდრიდან შენს საყურებლად არ წამოვსულვარ
 აბა რისთვის წამოხვედი?
 შენ მითხარი ვილაპარაკებთო
 კარგი მელაპარაკე, მეუბნება და მიღიმის
მე ამაზე ნევრები მეშლება და ვდგები რომ წავიდე, ის მაჩერებს,ლოყაზე მკოცნის და ყურში მეუბნება:
 ვცადოთ კარგი?

შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი Lizi Porchxidze

wooooowww dzaan magaria

 


№2 სტუმარი Guest ნუცა

Au cadon raa

 


№3  offline წევრი gano

Lizi Porchxidze
wooooowww dzaan magaria

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent