შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო თავბრუსხვევა (თავი 6;7)


10-03-2017, 12:40
ავტორი TeJi
ნანახია 2 075

თავი 6
-ანნამარია, გამოფხიზლდიი, ანააა!- მიყვიროდა ვიღაც, მე კი უკვე ვფხიზლდებოდი. თვალი გავახილე და მაშინვე ლუკას გაფითრებული სახე დავინახე.
-როგორ ხარ? - თბილი ხმით მკითხა. - ვინ არის ის გიგა, მივუნგრევ თავ-ყბას ასე რომ გაგხადა. მაგის ბრალია არა, შენი ეს მდგომარეობა?
-დედაჩემს მანქანა დაეჯახა, გამიშვი უნდა წავიდე მასთან, სად ვაარ?
-რაა? ნანა დეიდას?
-ხოო, სად ვარ მითხარი სასწრაფოდ უნდა წავიდე.
-ჩემს სახლში მოგიყვანე. აქ მაშინ ვარ როცა მარტო ყოფნა მინდა. ამის მოსმენა და შემჩნევა რომ მის საწოლში ვიწექი გამაბრაზა და თან შემრცხვა.
-უნდა წავიდე..
-მე წაგიყვან.
-კარგი კარგი, ოღონდ ჩქარა იარე.
-კაბა გაისწორე თორემ მანქანის მართვა გამიჭირდება, გვერძე ასე რომ მეჯდები. კაბას შევხედე და კიდევ გავწითლდი. ნეტა როდის მორჩება ამ ყველაფერს. უცებ ჩემი ტელეფონი რეკავს, დათოა.
-ხოო დათუ.
-სად ხარ ანნ მომენატრე, როდის უნდა მნახო.
-დაათ, დედას მანქანა დაეჯახა -ეს ვთქვი და ტირილი ამივარდა.
-რააა, სად ხარ ეხლა შენ?
-ნანასთან მივდივარ საავადმყოფოში.
-მითხარი სად ხარ მოგაკითხავ მალე და ერთად წავიდეთ.
-მომიყვანენ მე..
-კაი მაშინ მისამართი მითხარი სად მოვიდე.
-მოგწერ.
-კაი არ ინერვიულო სიხ, ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნი <3
-მეცც დათუ <3
ტელეფონს ვთიშავ და მაშინვე მეკითხება ლუკა
-ვინ იყო?
-რაში გაინტერესებს?
-ვინ იყოთქო - იმკაცრებს ხმას.
-შეყვარებული - გაუაზრებლად წამომცდა და ისე გაბრაზდა სულ ცეცხლს აფრქვევდა.
-მივედით. - ფაქტიურად გადამაგდო მანქანიდან.
-მადლობა. - მოვხვიე ხელები, ისე მინდოდა ვინმესთან ჩახუტება თავი ვერ შევიკავე. ის კი იჯდა გაუნძრევლად და უბრალოდ გაიცინა ჩემს საქციელზე.
-აღარ გადადიხარ? - მეკითხება და არმოველოდი მისგან ამას.რატომღაც მეგონა თვითონაც წამოვიდოდა.
-ხო ხო რათქმაუნდა. -გადმოვდივარ და მაშინვე წყდება ადგილს.
გიჟივით ავრბივარ კიბეებზე და დედას პალატასთან ვჩერდები, ყველანი იქ არიან შეკრებილები: ნინა, ტასო, დათო, ელენე, გაგიც კი, და მოკლედ დედას მეგობრებიც.
-როგორაა?
-გამოფხიზლდა, ისეთი არაფერია, თავი დაარტყა და მაგიტომ გაითიშა.
-ესეიგი კარგადაა?-ხმა ამითრთოლდა.
-დამშვიდდი, ექიმი მალე გამოვა და დაწვრილებით გვეტყვის მდგომარეობას.
-კარგი.
-მარრ, საყვარელო სალაპარაკო მაქვს შენთან.
-ეგრე მეორედ აღარ მომმართო და დაახვიე აქედან.გამწარებული გავარდა საავადმყოფოდან.

###
გულმა ვერ გამიძლო და ისევ საავადმყოფოსთან მივბრუნდი. ანამარიასზე ძალიან ვღელავ. უცებ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
-ლუკაა რას შვები როგორ ხარ?
-ვაა ალექს შენ როგორ ხარ?
-კარგად, აბა მოდიხარ ხო საღამოს?
-ყოველ საღამოს კლუბში სიარული გაგვალოთებს.
-ეეე კაი რა წამო.
-ვერა, სხვა გეგმები მაქვს საღამოსკენ.
-ლუკაა რამე ხდება? - ანერვიულება დაეტყო ხმაში.
-ისეთი არაფერი.
ალექსთან ლაპარაკი დასრულებული არ მაქვს რომ ვიღაც ტიპი მიახლოვდება.
-ძმა სიგარეტი არ გაქვს?
-არ ვეწევი.
-კაი კაი.-შევატყვე რომ ძალიან გარბაზებული იყო.
-კარგად ხარ ძმა?
-აუუ არა ტო. ერთი გოგო მაწვალებს.- მეუბნება და გვერძე მიდგება, სულ დამავიწყდა ალექსანდრეს რომ ველაპარაკებოდი.
-ალექს მერე დაგირეკვა.
-ვინ არის ეგეთი? - ვეკითხები გოგოზე.
-ჩემი საცოლეა. -ამბობს და რაღაცნაირად იცინის თავისთვის.
-მერე საცოლეს ვერ მიხედეე? - ვროხროხებ ჩემებურად ამ ბიჭის სიტუაციაზე.
-ეგრე ადვილი გგონია შენ? ისეთი ჯიუტი ვინმეა, ყველაფერზე წიკვინებს.
-შენ რას აკეთებ აქ ხო მშვიდობაა? -მეკითხება მეგობრულად.
-ერთ გოგოსთან ვარ, დედამისს მანქანა დაეჯახა და... შენ რატო ხარ აქ?
-საცოლის დედას მანქანა დაეჯახა.- მიბღვერს და იღრინება.
-ანამარიას საქმრო ხარ? - ვბრაზდები ამის გაფიქრებაზე მაგრა რატომ ვერ გამიგია.
-კი. გაგი - ხელს მიწოდებს.
-აა შენ ხარ ის ტიპი? -სიბრაზისგან ძარღვები მეჭიმება.
-რა არის რო?
-რა და გოგოს ნუ ანერვიულებ გაიგე და წესიერად მოექეცი თორემ ცოცხალს არ დაგტოვებ. - ვეუბნები და მანქანაში ვჯდები,არც კი ვანიშნებ რომ გაიწიოს ლამისაა გავიტანო. ტრასაზე გადავდივარ და დამიანეს ვურეკავ.
-სად ხარ? -ვეკითხები.
-სახლში, ხომ შვიდობაა?
-მოვალ რა. თავი მაქ გასკდომაზე.
-რას მეკითხები შე*ემა მოდიი მალე.
-სასმელი გაქვს თუ წამოვიღო.
-როდის იყო რომ არ მქონდა. წამო.
-კაი ძმა. ჰო მართლა ვინმე გაგიზე მომიძებნე ინფორმაცია, ყველაფერი აფსოლიტურად, გამირკვიე ვინაა და რა არის.
-გვარიც მითხარი.
-არვიცი. გარეგნულად აღგიწერ.
-კაი. რაც იცი მომწერე ესემესით.
ტელეფონს ვთიშავ და ვცდილობ დავმშვიდდე. ვერ გამიგია რატომ მოქმედებს ეს გოგო ჩემზე ასე.


თავი 7
|ანამარია|
რამოდენიმე დღე გავიდა ავარიიდან და დედაჩემი უკვე გამოწერეს. ამდენი ემოციით დაღლილმა აღარ ვიცი როგორ განვიტვირთო.ვცდილობ რამე მოვიფიქრო და უცებ ესემესი მომდის ნინასგან, ჩემი გიჟი.
-საღამოს კლუბში წავიდეთ? - კარგი იდეაა, ეს აქამდე რატომ ვერ მომაფიქრდა..
-აუუ კი. ტასოს და ნინილუს მივწერ.
-ოკებიი, გაკოჩეე ანნ :DDD
-ნუ ცანცარებ ერთი რა.
-გოგო შენ დაბადების დღეს სად იხდი? 4 დღეღა დარჩა და მოიფიქრე?
-ჯერ არ გადამიწყვეტია, ისე რა მაგარიაა 18-ის ვხდებიი უჰუუუუ ;დდდ
-ხოო ძაან მაგარიააა <3
-მე სრულწლოვანი გავხდები მალეე, შენ არაა ჰაჰჰაჰაჰა ;დდდ
- მერე რა -_-
-კაი ჰო რაიყო ვხუმრობ. საღამოს რას იცმევ?
-რავი, ვნახავ რამეს.
-კაიი წავედი, სამეცადინო მაქვს.
-ოკიიი <3
ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და მეცადინეობას ვიწყებ, იმედია საღამომდე მოვასწრებ. მატემატიკის ამოცონას ვკითხულობ და ვერ გამიგია რატომ გამახსენდა ლუკა. ნეტა სად არის, როგორაა.
-ელენეც ხომ არ დავპატიჟო კლუბში? - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჩემს განზრახვაზე ჩამეღიმა.
-დამშვიდდი ანამარია, რეებზე ფიქრობ, იმეცადინე თორე დარჩები სახლში ვატყობ. - მპასუხობს ჩემი მეორე მე. არა რა სულ გავაფრინე. ჯობია მეცადინეობა გავაგრძელო.

###
უკვე საღამოა და მე კაბაში გამოწყობილი ვდგავარ სარკის წინ,ეხლავე აგიღწერთ კაბას. კრემისფერი, მოკლე, ზურგამოღებული, გაშლილი კაბაა, ძალიან მელამაზება.
-ანაა! - მეძახის დედაჩემი.
-ჰოოუ
-გოგოებმა მოგაკითხეს არ მიდიხარ?
-კი კი, როგორ არა. - ვპასუხობ და კიბეებზე ჩავდივარ, მაგრამ ჩემიმოუხერხებლობა თავს მახსენებს და ფეხი მიბრუნდება. კიდე ეს მინდოდაა?! ძლივს ჩავბობღდი ქვემოთ და მანქანაში ჩავსკუპდი.
-აბაა რას შვებით გოგოებოო?
-ოჰ გვაღირსა ანამარიამ ჩამობრძანება - იწყებს როგორც ყოველთვის ნინილუ მე კი ვუბღვერ და შემდეგ ორივე სიცილს ვიწყებთ.
-აბაა ვერთობით დღეეს? - იძახის ტასო.
-ბოლომდეეე - პასუხობს ჩემი გადარეული ნინა.
-წავედიით. - გვეუბნება ტასო და მანქანას ისეთი სისწრაფით ატარებს მეშინია ჩვენი გართობა რომელიმე ხრამში არ დამთავრდეს, მაგრამ არაფერს ვამბობ და ფანჯარაში ვიყურები. კლუბში მალე შევდივართ და იქ საკმაოდ ბევრი ხალხი გვხვდება, ძირითადად 27-28 წლამდე ახალგაზრდები, რაც რაღაცნაირად სასიამოვნოა.
2-3 საათს დალევაში და ცეკვაში ვატარებთ, შემდეგ კი დაქანცულები ვებერტყებით სკამებზე. ყველაზე მეტი მე დავლიე, ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი, ამაზე კი გოგონები დამცინოდნენ. მერე ნინილუ ატყდა ლუდში შევეჯიბროთ, ვინ უფრო მეტს დალევსო. წინა ასეთი შეჯიბრი ნინილუს გამარჯვებით და ვიღაც დეგენერატი ბიჭების ცემით დამთავრდა, მაგრამ მიზეზი არცერთს არ გვახსოვს რატო გავულამაზეთ სახეები. ხოდა რას ვამბობდი.. დავიწყეთ შეჯიბრი და ეს ამდენი სასმელი საშინლად აირია ორგანიზმში. ბოლოს ის მახსოვს გაგი რომ შემოვიდა კლუბში ვიღაც გოგოებთან ერთად, ერთ-ერთი სწორედ ის ნატაშკა აღმოჩნდა და რომ დამინახეს სახეზე ფერები გადაუვიდათ, მე კი შურისძიება გადავწყვიტე და მკრთალ შუქზე ვინც ყველაზე მეტად მიმიზიდა მასთან მივედი. მერე რა მოხდა აღარ მახსოვს მაგრა თუ გინდათ გეტყვით ახლა სად და რა მდგომარეობაში ვარ.
უცხო ოთახში გავიღვიძე, საბედნიეროდ გვერდზე არავინ მიწევს, თან გაგიკვირდებათ და შიშველიც არ ვარ. საწოლიდან ადგომას ვაპირებ და ვამჩნევ რომ ზეწარი სისხლიანია და ცრემლები მომდის ამის დანახვაზე, ალბათ მიზეზს მიხვდით. იქვე სააბაზანოს კარს ვხედავ და საწოლიდან ადგომას ვაპირებ მაგრამ ისეთ რაღაცას ხედავენ ჩცემი თვალევი ტირილს უფრო ვუმატებ, არა, რაღაცას კი არა ვიღაცას. გამოიცანით ვინ წევს საწოლთან ახლოს მდგარ დივანზე?! დიახ დიახ,ლუკა, სწორედ ის და მაშინვე რაღაცა მაფიქრდება. რატომღაც ვფიქრობ, არა კი არ ვფიქრობ თავს ვიიმედებ რომ ისიც საკმაოდ მთვრალი იყო და არ ემახსოვრება ღამე ვისთან ერთად გაატარა ამიტომ თავს მოვიწესრიგებ და ჩუმად გავიპარები აქედან. მოკლედ გეგმებს ვაწყობდი და ნახევარი შევასრულე კიდეც მაგრამ ჩემს დაბდურობას რა ვუთხარი, იატაკზე ფეხი მისრიალდება და პირდაპირ მის მკლავებში ვჩნდები, ამ ყველაფრის გამო თავს ვერარ ვიკავებ და ბოლო ხმაზე ვბღავი. უკვე იმაზეც კი ვფიქრობ ბავშვს რა დავარქვა, ღმერთო რატო ვარ ასეთი დებილი. ამ აზრებისგან გასათავისუფლებლად თავს ვაქნევ და უნებურად ჩემი კულულები მის ზედაზე მიმაგრებულ ღილს ებმევა მე კი ვექაჩები რომ მოვხსნა მაგრამ უცებ ლუკას ძილისგან დაბოხებული ხმა მესმის.
-რას ცუღლუტობ ამ დილაუთენია?
-მეე შემთხვევით თმა გამომება შენს ზედაზე.
-და შენს თმას ჩემს ზედაზე რა უნდოდა? ჩემს გულის ცემას უსმენდი? -ცინიკურად ჩაიცინა.
-ლუკაა..
-რა იყო? - მეკითხება მე კი სათქმელს თავს ვერ ვუყრი და უბრალოდ ზეწარზე ვანიშნებ, ის კი იხედება და როცა ჩემს სახეს და ცრემლებს ამჩნევს სიცილით ლამისაა გაიგუდოოს.
-რა გაცინებს შენი ბრალიცაა - სლუკუნით ვეუბნები. ჩემს ნათქვამზე კი უფრო უმატებს სიცილს.

როგორ ხართ? აბა შემიფასეეთ ეს ორი თავი, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მიყვარხართ ყველაა <3 ჩემი სტიმული ხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა სასაცილო და მოუხერხებელია ეს გოგო რააა :)

 


№2  offline წევრი TeJi

Anuki96
რა სასაცილო და მოუხერხებელია ეს გოგო რააა :)

ეგეთები კიდე ბევრი შეემთხვევა ოღონდ უფრო სასაცილო smile

მადლობა თამუ <3

 


№3  offline წევრი HappyForever

dzaan kaia shenc dzaan kargi gogo xar ubralod tavebi gazarde ❤

 


№4  offline წევრი TeJi

HappyForever
dzaan kaia shenc dzaan kargi gogo xar ubralod tavebi gazarde ❤

დიდი მადლობააა ^_^ ვეცდები გავზარდო <3

 


№5  offline წევრი ketaa

ვაიმე მაპატიე , რომ აქამდე ვერ წავიკითხე. გეცოდინება ჩემი მოთხრობაც კი არ დამიდია. ვერ მოვახერხე შემოსვლა და ნახვა. აუ ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ რა! ნერწყვებს ვერ შევიკავებ ჩემი ამბავი , რომ ვიცი შემდეგ თავამდე. <3 ვგიჟდები შენზე მე! <3

 


№6  offline წევრი TeJi

ketaa
ვაიმე მაპატიე , რომ აქამდე ვერ წავიკითხე. გეცოდინება ჩემი მოთხრობაც კი არ დამიდია. ვერ მოვახერხე შემოსვლა და ნახვა. აუ ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ რა! ნერწყვებს ვერ შევიკავებ ჩემი ამბავი , რომ ვიცი შემდეგ თავამდე. <3 ვგიჟდები შენზე მე! <3

ძალიანნ დიდი მადლობაა სიყვარულოოო <3 ასეთი კარგი შეფასებისთვის და ძალიან მახარებს შენი ყოველი სიტყვა :* საოცარი გოგო ხარ და მალე დადე რა ის მოთხრობა თორე გავაფრინეე

 


№7  offline წევრი ninuca)))

აუ რა მაგარია. ველოდები შემდეგ თავს. bowtie heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№8  offline წევრი TeJi

ninuca)))
აუ რა მაგარია. ველოდები შემდეგ თავს. bowtie heart_eyes

მადლობაა <3 მე მუზას ველოდები და დავდებ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent