შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო თავბრუსხვევა (თავი 4,5)


8-03-2017, 20:49
ავტორი TeJi
ნანახია 2 371

თავი 4
-ანამარია! - გაკვირვებული და გაბრაზებული დედაჩემი იქცევს ჩვენს ყურადრებას. - აქ რა ხდება?! ხელი ხომ არ შეგიშალეთ?!
-მეე.. იცი.. შემთხვევით ყავა გადავასხი - და გამეცინა ამ სიტუაციაზე.
-მერე ასე ბოდიშს უხდი თუ რა არის?
-არა, უბრალოდ.. - სიტყვის დასრულებს ვერ ვახერხებ რადგან უცებ ლუკა სველ ზედას იხდის და მთელი ტანით მისკენ ვბრუნდები. რაღაც დროის შემდეგ ვხვდები რომ გამიგრძელდა მისი დაკუნთული სხეულის ყურება და დედაჩემის გაცოფებული თვალების დანახვისას სწრაფად ვხტები ლუკას მუხლებიდან მაგრამ ჩემი ზედა გამოედო მის საათს რაღაცნაირად, ვერც ვხვდები ეს როგორ მოვახერხე და ვებერტყები უკან. ოო ღმერთო, ყველაფერი მე რატომ მემართება.
-აღარ დგები? - მიბრიალებს თვალებს ლუკა.
-ვცდილობ.
-ოო რა მოუხერხებელი ვინმე ხარ რა. ყველასთან ასე ხარ თუ მარტო ჩემს დანახვაზე იბნევი? - ისევ ეს ირონიული ღიმილი, რასაც ჩემი გაწითლებაც ერთვის.
-მალე მორჩებით? - სულ დაგვავიწყდა რომ დედაჩემიც აქ იყო.
-გამიშვი.- ვეუბნები ლუკას.
-თუ შეამჩნიე მე უკვე კაი ხანია გაგანთავისუფლე საათისგან. - უფსს, ვერ შევამჩნიე.
მოკლედ ვიკადრე ადგომა და დედაჩემმა საჩქაროდ გააცილა ლუკა, ნუ ის უკვე მიდიოდა ისედაც. სულ თვალებს როგორ უნდა მიბრიალებდეს. აუუ ახლაღა გამახსენდა ელენესთან რომ ვაპირებდი წასვლას მაგრამ ვინ მიშვებს, თან ემოციებისგან დაღლილს არაფრის თავი აღარ მაქვს, ჩემს ოთახში ავდივარ და საწოლზე ვებერტყები. მალევე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.
###
გათენებულა. ამდენი ხანი მეძინა? ცუდად ხომ არავარ? მალევე მესმის ჩემი ტელეფონის სიმღერის ხმა. ტასო რეკავს.
-გისმენ.
-გოგო სად ხარ ამდენი ხანი?
-აუუ მეძინა რაიყო ვაა.
-რაიყო კიარა დროზე აეგდე საწოლიდან , საშოპინგოდ მივდივართ.
-ამ დილაუთენია რა შოპინგი აგიტყდა? სიცხე ხო არა გაქ?
-შენთვის ორის ნახევარი თუ დილაუთენიაა არ ვიცოდი - იბუსება ჩემს რეაქციაზე.
-კაი ხო 1 საათში მზადვარ. შევთანხმდით?
-ნახევარ საათში გამოგივლი - კისკისებს მობილურში. მე კი ფართხაფურთხით ვიწყებ მომზადებას. რა ჩავიცვა კაბა, სარაფანი თუ შორტი? ან შარვალი ხომ არ ჩამეცვა? მოკლედ ძაან ჩამოყალიბებული ვინმე ვარ. ბოლოს არჩევანს ყვითელ სარაფანზე ვაჩერებ რომელზეც მოხატულია ბევრი ყვავილი. ფეხზე თეთრ ბალეტკებს ვიცვამ და ვფიქრობ რა მოვუხერხო ჩემს ხუჭუჭა თმას. და მოვიფიქრე, სამაგრებით ვიკეთებ კოსას და მაღლა ვიმაგრებ თავისუფლად, აქეთ იქიდან მაინც მივარდება კულულები. ზუსტად ნახევარ საათში მოდის ტასო და ქვემოთ მელოდება, მეც დედას ვემშვიდობები და ჩავდივარ.

თავი 5
მანქანას დიდი სავაჭრო ცენტრის წინ აჩერებს და ჩვენც გადავდივართ. არჩევანი დიდი და კარგია. როგორღაც მომაფიქრდა მეკითხა რა მიზნით ყიდულობდა ახალ კაბებს.
-აღარ გახსოვს ხომ, 1 კვირის ჭინ რომ გითხარი ჩვენი სკოლის ,,პრინცესა ფართის აწყობს და დაპატიჟებულები ვართ.
-ოღონდ ეს არაა, სად მაქ მაგის ნერვები. დაიწყებს ეხლა ტყლარწვას და გრეხვას, ოღონდ ვინმეს თავი მოაწონოს..
-რამენაირად გავუძლებთ, ბოლოს და ბოლოს ყველა იქ იქნება. რაიცი იქნებ ვინმეს ხელი გამოკრაა - იცინის ბოლო ხმაზე.
-ჩუმად, სირცხვილია და საერთოდ რეებზე ფიქრობ შენ. წამოდი კაბა ამარჩევინე, შენ იყიდე და რაღა გენაღვლება - ვეჭყანები ვითომ გაბუტული.
-ეეე, ხოიცი ეგეთები არ მიყვარს.
-მაშინ ფეხს აუჩქარე, აუ ეს კაბა მომიხდება? - ლურჯი ფერის, გულამოღებული, ზურგამოღებული, გვერძე ჩახსნილი, კოჭებამდე კაბა.
-ვაუუუ, საოცრებააა, მიდი მოისინჯე. ცოტახანში ამ კაბაში გამოწყობილი გამოვდივარ და ვეძებ ტასოს რომ შემაფასოს, ვამჩნევ ყველა თვალი მე მომშტერებია და ინსტიქტურად სარკეში ვიხედები. ნანახი მაოგნებს, ძალიან მომწონს ეს კაბა. ეიფორიაშივარ როდესაც ვიღაცა უხეშად მივლის გვერდს და იმასაც ახერხებს რომ კაბის ბრეტელი მივარდება და კინაღამ ამდენი ხალხის წინაშე ვშიშვლდები.
-ნორმალური ხარ? წინ იყურე. - ვუყვირი გაბრაზებული.
-წესიერად მელაპ.. მოიცა ეს შენ ხარ? - გაკვირვებული მიყურებს და მოურიდებლად მათვალიერებს ფეხებიდან თმის ბოლო ღერამდე.
-კი მე ვარ და შენს გამო კინაღამ.. კინაღამ შევრცხვი, უხეშო.
-უხეშოო - ხმას იწვრილებს და თავისი მოკლე ჭკუით მაჯავრებს, მე კი ამაზე იმდენს ვიცინი ვიკეცები.
-შენ სულ ასე იცინი? - მობეზრებულად მეკითხება. უცებ ჩემი ტელეფონი იწყებს სიმღერას და გამოიცანით გაბრაზებულმა ნინამ რა ზარი დამიყენა, პაპიტო, ამაზე კი ლუკამ გულიანად იცინა. როცა შევხედე ვინ რეკავდა გავშრი.
-გაგიი?! კიდე ბედავ და მირეკავ? რა ჯანდაბა გინდა? - თავს ვერ ვაკონტროლებ და ლუკაც მომსწრე ხდება ჩვენი საუბრის მაგრამ საჩქაროდ ვტრიალდები რომ არ მოისმინოს.
-ანამარია ისტერიკების დრო არ არის, მომისმინე რაღაც უნდა გითხრა,
-რას ქვია ისტერიკების დრო არ არის, არაფრის მოსმენა არ მინდა ამიტომ მოერედ აღარ დამირეკო, არ გაბედო.
-მარრ-ასე მხოლოდ ის მეძახის - ცუდი ამბავი მაქვს.- მეუბნება და მე უკვე მუხლები მიკანკალებს.
-რა ხდებაა - ძლივს ამოვილუღლუღე.
-ნანა დეიდას მანქანა დაეჯახა და ... - დანარჩენი უკვე აღარ მესმის. მხოლოდ მისი სიტყვები მეორდება გონებაში და ფეხქვეშაც ძალა მეცლება. ბოლოს კი ვიღაცის ხმა მესმის:
-ანნა!!

ჰეიით! აბა როგორ ხართ? გოგონებო ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ბედნიერებას და მაგარ love story-ს <3
ხო და კიდევ ამ ისტორიის წერას ვაგრძელებ ketaa-ს გულისთვის kissing_closed_eyes ,ასევე მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას კარგი შეფასებისთვის, განსაკუთრებით isterichka123-ს და Anuki96-ს. მიყვარხაართ ყველა და მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ისტორიაზე... heart_eyes



№1  offline წევრი ketaa

ვაიმე ჩემო სიხარულო <3 ძალიან , ძალიან, ძალიან მაგარი გოგოხარ შენ <3 ამაყი ვარ, რომ ჩემ ისტორიას კითხულობ. მაგარი გოგო ხარ შენ <3 დაახლოებით ვხვდები შემდეგი თავის შინაარსს. ველოდები სულმოუთქმელად. <3

 


№2  offline წევრი TeJi

ketaa
ვაიმე ჩემო სიხარულო <3 ძალიან , ძალიან, ძალიან მაგარი გოგოხარ შენ <3 ამაყი ვარ, რომ ჩემ ისტორიას კითხულობ. მაგარი გოგო ხარ შენ <3 დაახლოებით ვხვდები შემდეგი თავის შინაარსს. ველოდები სულმოუთქმელად. <3

მადლობა საყვარელო <3 ასეთი სიტყვებისთვის, დღეს მინდა რო დავდო კიდე ერთი თავი, თუ მოვახერხე ვნახოთ <3 არმინდა ტყუილად დაგპირდეთ heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აუუუ ეს რა იყო :) ლუკა როგორ მომწოოონს უხეშია მაგრამ მალე მოთვინიერდება :) :D უნდა გისაყვედურო: პატარა თავი იყო და არ მეყოო. კიდევ მინდააა :( მალე დადე ახალი თორე ვატყობ ნერვოზს ავიკიდებ :(

 


№4  offline წევრი TeJi

Anuki96
აუუუ ეს რა იყო :) ლუკა როგორ მომწოოონს უხეშია მაგრამ მალე მოთვინიერდება :) :D უნდა გისაყვედურო: პატარა თავი იყო და არ მეყოო. კიდევ მინდააა :( მალე დადე ახალი თორე ვატყობ ნერვოზს ავიკიდებ :(

Male davdev axal tavs sayvareloo ❤❤

 


№5  offline წევრი ninuca)))

კარგია მაგრამ თავები გაზარდე რა. heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent