შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მერვე თავი)


10-03-2017, 20:16
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 292

გაოგნებულმა შევხედე ნიკას, რომელიც ჩემს ხელს ნაზად ეფერებოდა.. ტკივილისგან დამანჭული სახით გადმობრუნდა, თვალები მანქანის ჭერს გაუშტერა... რამდენიმე წუთი ასე იყო, მერე წამოიწია, ლოყაზე მაკოცა და თვალები გაღიმებულმა დახუჭა...
გავქვავდი.. ვერც გავაცნობიერე რა მოხდა ..
-თმებზე მომეფერე .. თვალებ გაბრწყინებულმა ამომხედა ქვევიდან.. მექანიკურად დავუწყე თმებზე მოფერება ... მალევე ჩაეძინა.. დაბნეულმა გავხედე ილოს..
-ნუგეშინია არ ვეტყვი შენს ძმას.. გაეცინა ილიასმ, ნიდას გადაფითრებულ სახეზე.
ღამის ათ საათზე ჩააღწიეს თბილისში.. ილიამ მანქანა ტრავმატოლოგიური კლინიკის წინ გააჩერა.. მძინარე ნიდას და ნიკას გადახედა, მათი შემხედვარე გაეღიმა .. მობილური ამოიღო და სურათი გადაუღო.
-მოვედით უკვე, გამოფხიზლდი. ხელით შეარხია მძინარე ნიკა. ზანტად გაახილა თვალები და მძინარე ქალბატონს ახედა.. ფრთხილად წამოდგა, რათა გოგონა არ გაეღვიებინა.
მათ წინ მდგარი ლუკას მანქანიდან იო გადმოვიდა , მძინარე დას, რომ შეხედა ჩაიღიმა..
-იყოს ეს აქ, მაინც ყველა ხო არ შევალთ . ლუკა და მე ავყვებით ნიკას, ილო შენ აქ დარჩი რა, მიხედე ამ ქაჯს.. ილიამ თანხმობის ნიშნად იოს თავი დაუქნია..
-აუ ბოდიში რა ძმა, ბებიაჩემი გახდა ცუდად და უნდა წავიდე დედაჩემმა დამირეკა.. ანერვიულებულმა გუგამ ნიკას შეხედა.
-წადი ტო, მე რას მითანხმდები . გაგვაგებინე მერე როგორ იქნება.
-ჩემი მანქანით წადი ბიჭო.. აი დაჩიც გამოგყვება და თუ ყველაფერი კარგად იყო ნიკასთან მოდით, იქ ვიქნებით ჩვენც . მანქანის გასაღები ესროლა ლუკამ გუგას..
-კაი მაშინ წავალ და თუ ყველაფერი რიგზე იყო გამოვალ . გუგა და დაჩი ლუკას მანქანით წავიდნენ ..
იომ ნიკა ინვალიდის ეტლით შეაგორა შიგნით . იკამ სურათები გადაუღო გაღიზიანებულ დვალს. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ კი, გამოიყვანეს თაბაშირით დამშვენებული..
-იკა ორივე ფეხით მყარად, რომ ვიდგები მიწაზე დაგერხევა..წარბებ შეკრულმა გადახედა დეიდაშვილს ..
-ჯერ დადექი და მერე იბლატავე.
-ირაკლი მოაცილე ეგ ტელეფონი და ეს ბორბლებიანი სავარძელიათუ რაცაა შეიტანე შენობაში .. დაიღრინა ლუკამ
-არმცალია მე, მეჩქარება ჩემი შეყვარებული სახში უნდა მივაცილო, ძაან მკაცრი ძმა ყავს .. დაამატა სიცილით.. აბა კარგად იყავით ძმებო.. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, მომღიმარ ანის ხელი წელზე მოხვია და მანქანაში ჩასვა..თვითონ საჭესთან მოკლათდა და მანქანაც დაძრა..
-ამას თუ ჩემი და მივათხოვო , აი ნახეთ .. უკმაყოფილოდ გახედა მიმავალ ავტომობილს.
-კაი დაანებე მაგას თავი.. ილო ნიდას ისევ ძინავს? იომ ილიას გახედა
-აღარ, თქვენმა ბურდღუნმა გამაღვიძა.. გამოსძახა ნამძინარები ხმით, მანქანაში მყოფმა ნიდამ
-ჰოდა ძაან კაი, თუ გღვიძავს ...
იოს დახმარებით ჩაჯდა ნიკა მანქანაში, ილიაც მოთავსდა საჭესთან, მის გვერდით იო დაჯდა ლუკა კი ნიკას და ნიდას მიუსკუპდა..
-რა თქვა ექიმმა? ნიკასთვის არც შეუხედავს ისე იკითხა ნიდამ.
-იცოცხლებსო.. ილომ სიცილით გადმოხედა უკან მსხდომებს
-ხო ვთქვი ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებათქო.. წარბაწეულმა შეხედა ეშმაკურად მომღიმარ დვალს. ნიკას ყურადღება არ მიუქცევია ნიდას სიტყვებისთვის, ტელეფონში ილიას მიერ მესენჯერში გაგზავნილ სურათს ჩასჩერებოდა, სადაც მძინარე ნიდა და ნიკა იყვნენ გამოსახულები.
-აი დედას გეფიცები სახლში, რომ მივალთ ზრდილობის გაკვეთილები უნდა ჩაგიტარო.. კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა იოანემ..
ნიდა საკადრისი პასუხის გაცემას აპირებდა ძმისთვის, მაგრამ მისმა ტელეფონმა არ დააცადა და გაღიზიანებულმა უპასუხა მობილურს ისე, რომ ეკრანისთვის არც შეუხედავს.
-გისმენთ
-ნიდუ რავახარ ? გილოცავ ახალ წელს ..
-უი ნოე შენ ხარ .. რავი არამიშავს შენ როგორ ხარ ? მეც გილოცავ ..
ნოეს სახელის ხსენებაზე ნიკამ ტელეფონიდან ამოიხედა და ინტერესით მიაშტერდა გოგონას . იო კი წინიდან შემობრუნდა, დაწვრილებული თვალებით უყურებდა გაღიმებულ დას ,თან სიგარეტს ეწეოდა .
-ვარ რა .. ნიდა რაზე გირეკავ ეხლა, ჩვენი სასტავი, მივდივართ კლუბში და წამო რა შენც .. არ გამიტეხო გთხოოვ რა . ნიაც მოდის ..
-არვიცი ნოე ვნახოთ რა .. ეხლა ჩამოვედი ბაკურიანიდან და ზუსტად ვერ გეტყვი .. მაგრამ ვეცდები, რომ მოვიდე..
-ვეცდები არ ვიცი მე .. უეჭველი მოხვალ, ესემესს მოგწერ სადაც უნდა მოხვიდე.. პასუხის გაცემაც არ აცადა გოგოს ისე გაუთიშა.. მობილური ყურიდან მოცილებულიც არ ქონდა ნიკას და იოს კატეგორიული ნათქვამი არ წახვალ, რომ გაიგო..
-რასქვია არ წავალ ? გადახედა ნიკას ..
-არ წახალ და ვსო.. ჯერ საათს შეხედე 12ის ნახევარია და ამ ღამეს სად უნდა იბოდიალო გოგო შენ ტვინი შვებულებაში გაქვს ? გაცოფებულმა გაიხედა ფანჯარაში დასამშვიდებლად.
იომ ნიკას შეხედა, სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და დას მიუტრიალდა..
-ვინაა ნოე ?
-ჩემი ჯგუფელი. გაბუტულმა თქვა
-და ამ ღამე, რომ არ გაგიშვებ ხო იცი ? წარბაწეულმა შეხედა დას
-მომიტაცებენ ?
-შენი ენის პატრონს ეჭვი მეპარება, მარა დღეს არსად არ წახვალ და მორჩეს ამაზე ლაპარაკი. წყნარად უთხრა ნიდას და იმ წამს გაჩერებული მანქანიდან „გადახტა“ . ნიკაც გადავიდა ლუკას დახმარებით და ცალი ფეხით დადგა მიწაზე.
-შენ არ აპირებ გადმოსვლას ? წყნარად უთხრა ნიკამ გაბუსხულ ნიდას
-არა .
-ბიჭებო ცოტახანი ნიდასთან მარტო დამტოვეთ რა და ნიდას დახმარებით შემოვალ, როგორგაც მერე.. გაღიმებულმა შეხედა იოს. იოანემ თავი დაუქნია და ნიკას ჩასჩურჩულა -ამაზე ცალკე დაგელაპარაკებიო.. ბიჭები სახში შევიდნენ .. მანქანაზე მიყრდნობილი ნიკა კი ისევ მანქანაში ჩაჯდა, ნიდას გვერდით..
-გინდა წასვლა ? გახედა გაბუტულს
-ჰო
-ამ ღამე?
-მერე რა, 19 წლის ვარ 15ის ხო არა .. თან ნოეც იქ იქნება და ნიაც, ვინ რა უნდა დამიშაოს.. სლუკუნით ამოთქვა ..
-ასე ძაან ენდობი მაგ ნოეს ?
-ჰო
-გსაგებია. ისე წარმოთქვა ეს სიტყვა თითქოს რაიმე კატასტროფას ამბობდა .. -დამეხმარები გადასვლაში? ფეხი მტკივა, ასკინკილის თავი კი ნაღდად არ მაქვს ეხლა ..
ნიდა უხმოდ გადავიდა მანქანიდან, ნიკას მხარეს კარი გააღო და გადასვლაში მიეხმარა .. ეგონა ნიკა სახლისკენ წავიდოდა, მაგრამ შეცდა .. საჭესთან დაიკავა ადგილი.. გაოცებული აკვირდებოდა დვალს..
-რაღას უყურებ? დაჯექი და წავიდეთ .. გასაღები გადაატრიალა .. ნიდა ნიკას გვერდით მოთავსდა .. გონს ვერ მოდიოდა , უკვირდა ნიკას საქციელი, რომელიც სულ არ იყო დამახასიათებელი ნიკა დვალისთვის.
-ნიკა რას აკეთებ ? ამ ფეხით როგორ უნდა მართო შენ ხო არ გაგიჟდი?
-ხომ თქვი მინდა წასვლაო ? ხო და წაგიყვან, სულ რაღაც ერთი საათით.. ნუღელავ მარჯვენა ფეხით ვმართავ, ორივე არ მომიტეხია ..
-კი, მაგრამ შენ იოს არ უბამდი მხაარს?..
-ნიდა მე შენ გენდობი, ვიცი რომ არაფერს ისეთს არ იზამ აი ნოეს კი არ ვენდობი და მაგიტომ ვუბამდი მხარს შნს ძმას.. იოს მე დაველაპარაკები და არ გეჩხუბება ახლა კი, მითხარი რა მისამართზე უნდა მიგიყვანო ?
გახარებულმა შეხედა ნიკას..
-აი .. ტელეფონში ნოეს გამოგზავნილი სმს ანახა, სადაც მისამართი იყო მითითებული.. უხმოდ მიიყვანა ნიკამ ნიდა ადგილზე..
-მე აქ დაგელოდები, მაგრამ ჯერ ის ნოე ამოვიდეს, დალაპარაკება მინდა .. ამ ფეხით ვერ ჩამოვალ იქ..
-რაზე უნდა დაელაპარაკო ?
-უბრალოდ საქმე მაქვს .. უთხარი, რომ ამოვიდეს .. ნიდამ ნოეს დაურეკა და უთხრა კლუბის წინ ვარ და გამოდიო . ნოეც მალე გამოჩნდა .. უკმაყოფლოდ გადახედა მანქანაში მჯდომ დვალს.. ნიდა გადაკოცნა და გაუღიმა.. ნიკა ნიდას აკვირდებოდა..
-გამარჯობა .. ნაგლურად გაუღიმა ნიკამ ნოეს
-გაგიმარჯოს .. არა ნაკლებ ირონიულად გახედა ნოემ დვალს..
-ნიდა მიდი შენ და ერთ საათში იყავი აქ კაი ? გახედა მომღიმარ გოგონას ნიკამ
-კარგი .. თავი დაუქნია და გამხიარულებული შევიდა კლუბში.. ნოე ნიკას გვერდით დაჯდა მანქანაში და მოულოდნელად კითხა ნიკას ..
-გიყვარს ?
-რაა? გაკვირვებულმა სწრაფა გახედა მომღიმარ ნოეს
-კი გიყვარს .. დასაბუთებით თქვა ნოემ - დაგივიწყებია შენი სიამაყე, არა და ვინ წარმოიდგენდა ნიკა დვალი თავისი ფეხით თუ მოიყვანდა მის „საყვარელ გოგოს კლუბში „..გაეცინა ნოეს .. ნიკას ხმა არ ამოუღია.. - შენ ჩემთან იმაზე სალაპარაკოდ თუ მოხვედი, რომ ნიდას ჩამოვცილდე ეგ აფსურდია .. აი მეკი გეტყვი, რომ ნიდას თუ გულს ატკენ, დის სულს ვფიცავარ არ გაცოცხლებ .. ჩემს დას ძაან გავს, ნიდა მართლა ძაან მიყვარს როგორც და , მერე რა რომ 4 თვეა რაც გავიცანი? ყველაზე თბილი ადამიანია ვინც კი მინახია .. არ ელოდა ნიკა ამ მონოლოგს, გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ნოეს.. - ისე მართლა ვერ წარმოვიდგენდი უნის „ზე ტიპი“ ნიდასნაირ ჩვეულებრივ „არა ძერსკულ“ გოგოს თუ შეიყვარებდა .. გაიცინა ნოემ ..
-და მერე როგორ შემიყვარდა? ..ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს საყვარელ გოგოს ასე ფეხმოტეხილი თუ წამოვიყვანდი კლუბში , იმისდა მიუხედავად რომ ვიცი ბევრი ბიჭია შიგნით და შეიძლება ვინმეს დაევასოს.. -აი ზე ტიპად კი უბრალოდ შემრაცხეს. გაეცინა ნიკას.
-ვაააა ..არადა სულ სხვანაირი ჩანდი უნიში .. სვეცკი ტიპაჟი რა .. გადახედა დვალს .. კაი წავალ მე.. ნიდას მივხედავ, გეტყოდი ჩამოდითქო მარა მაგ ფეხით არამგონია ცეკვა შეძლო, ამიტომ თუ გინდა წადი და მე მივიყვან სახლში ..
-არა იყოს დაველოდები .. ისე ვინები ხართ ?
-რავი ჩვენი სასტავი უნდა ვყოფილიყავით მარა, ლენკა კილაძეც აქაა ..
-ეგ ბიჭები თქვი .
-აგათონიკე, გიო ბახუტიშვილი არვიცი იცნობ თუ არა.... მარა ისე „ზე“ ნიკა დვალი რო არ იცნობდეს გამიკვირება . ჩაიცინა
-კი ვიცნობ აგასაც და ბახუტიშვილსაც, კიდე ვინები არიან ?
-ტაბიძე და ფერაძე ..
-ვსოო ?
-ხო დანარჩენი გოგოებია .
-გასაგებია .. კაი წადი აღარ შეგაყოვნებ, მარა თვალი ადევნე რა ნიდას, რაიმე პრობლემა, რომ არ შეექმნას .. თხოვნით გადახედა ნოეს
-მაგის თქამა არც მჭირდებოდა ..ნაწყენმა შეხედა … კაი აბა კარგად ..
ჩაფიქრებული იყო დვალი, ფიქრობდა თავის საქციელზე.. ნიდას კი ენდობოდა მაგრამ იქ მყოფთა ნდობა სულაც არ გააჩნდა.. ანერვიულებული დასცქეროდა ტელეფონში გამოსახულ ნიდას სურათს . მანქანაში გამეფებული სიჩუმე ნიკას მოზუზუნე ტელეფონის ხმამ დაარღვია .
-ხო იო ?
-ბიჭო შენ ნორმალურიხარ ? სად წახვედით? მაგ ფეხით, როგორ დაგყავს მანქანა? ..
-ნორმალური რო ვიყო არ წამოვიდოდი ამ ფეხით და მითუმეტეს ასეთ სი*ობას არ გავაკეთებდი ..
-რა გააკეთე ?
-ნიდა წამოვიყვანე კლუბში .. ოღონდ ეხლა არ იყვირო გთხოვ რა ისედაც ცუდად ვარ ..
-მართლა სი*ი ხარ .. რატო არ მითხარი ნიდა თუ გიყვარდა ? ან ვაფშე, რომ იცნობდი ?
-მობილურში არგვინდა რა ამის გარჩევა, სხვა დროს დავილაპარაკოთ ..
-ნიკა შენ კი გენდობი, მაგრამ მანც გაგაფრთხილებ ნიდას, რომ თმის ღერი ჩამოუარდეს, დაგბრიდავ .. მალე მოიყვანე ეგ ჩერჩეტი .
-ფუ რა უჟმური ცოლის ძმა მეყოლება ტო .. ჩაიბურტყუნა დვალმა
- ჭკვიანად მოიქეცი თორემ ჩემ ფეხებს გაგატან .
-აუ დავაი რა .. თქვენ რას შვებით ?
-დედაშენმა გაგვიშალა სუფრა და ვქეიფობთ.. არ გვითქვამს ფეხი რომ მოიტეხე .
-რომოვალ ხო ნახავს და .. კაი ნიდა გამოვიდა ეხლა კლუბიდან და ნახევარ საათსი მოვალთ .
სწრაფად გათიშა ტელეფონი და გაღიმებულმა შეხედა მანქანაში მოთავზებულ გოგონას ..
-აღარ მივდივართ ? იკითხა ნიდამ
-ჯერ მხოლოდ 25წუთი გავიდა და ასე მალე მორჩი გართობას ?
-უბრალოდ ბავშვების ნახვა მინდოდა.. ლენკას წიკვინმა კიდე ისე ამატკია თავი, სურვილიც დავკარგე გართობის . უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები .. ნიკამ ეშმაკურად ჩაიცინა და მანქანა დაძრა..
-მადლობა .. გაღიმებულმა გადახედა ნიკას . დვალმა ნიდას ხელი ჩაკიდა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა ხელის გულზე .. ავტომობილში იმწამს გაჟღერებულ დიმა კობეშავიძის red wineს გამხიარულებული აჰყვა .
-And we are there
In the mountains on a house and a tree
And we are talk about our future
That we want to achieve
That we want to have money and gold and cars
Bright parties with old stars
But all we have on the table at night
Bottle of red wine
And we are dancing dancing
And singing singing we are creeping
And stars at night are looking at us
And than we are along with
Bottle of red wine
Then story goes again and again
Until the next day will come
Something's will lost but somethings will stay
Oh and we realized that we had
On the table
Bottle of red wine
სიმღერის ბოლომდე გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ნიდას, რომელიც ღიმილით შეჰყურებდა ნიკას.
-თავიდან ჩართე რა.. თხოვნით შეხედა ნიკას ..
-როგორც მიბძანებ .. სიცილით გადახედა საყვარელ გოგონას .
ნიკამ მანქანა სახლის წინ გააჩერა .. ნიდა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ნიკას კარი გაუღო ..
-წესით ეგ მე უნდა გამეკეთებინა .. გაიცინა დვალმა
-წესით კი.. სიცილით დაეთანხმა ნიდა ბიჭს ..
ნიდას დახმარებით შევიდა სახლში ..
-ოჰ რახან თქვენ მოხვედით . კარგად შეზარხოშებულმა ლუკამ, ხელში მომარჯვებული ღვინის ჭიქა მაღლა ასწია - თქვენს მოსვლას და ჩვენს წასვლას გაუმარჯოს .. ჭიქა მოიყუდა და მთლიანად გამოცალა .. ნიდამ წარბი აწია .
-ვაიმე დედა მოხვედი .. სამზარეულოდან გამოვიდა ქალბატონი ნათია - მოგიკვდეს დედა შენ, რა დღეში ხარ შვილო .. რა მოგივიდა ნიკოლოზ მითხარი .
-კაი რა დედა.. რა უნდა მომსვლოდა უბრალოდ ფეხი გადამიბრუნდა .. მობეზრებულმა აიქნია ხელი და სავარძელში ჩაესვენა . ნათიამაც გაბრაზებით გახედა უმადურ შვილს და ნიდას მიუბრუნდა
-დედა ვინაა ეს ლამაზი გოგო ? აათვალიერა ნიკას გვერდით მდგომი ნიდა
-იოანეს და და ჩემი ჯგუფელი უნიში .. ხო კაი გოგოა დეე ? გახარებულმა ახედა დედას ..
-კი კაი ბავშვია .. გაუღიმა ნიდას ნათიამ .. მოდი შვილო დაჯექი..
ნიდა დაბნეული აცეცებდა თვალებს .. იოანეს გვერდით დაიკავა სუფრასთან ადგილი და გაღიმებულ ნიკოლოზს გახედა, რომელიც მის პირდაპირ წვალებით დაჯდა ..



№1  offline წევრი Kukrali

მიყვარხარ შენც და ეს ისტორიაც <3 მალე დადე რა და ეცადე არ დაამთავრო ჯერ :D ნიკას და ნიდას წყვილი არაჩვრულებრივია მაგრმა ცოტა კიდევ თუ იკინკკლავებენ გავერთობი :D არაჩვეულევრივი ხარ ♡♡♡♡

 


№2  offline წევრი tatiachelo

ვიცი ძალიან ბევრი შეცდომაა ისე სწრაფად დავდე არც გადამიხედია, თავიც ამერია 9არის ეს :D რაც შეეხება ისტორიას, დასასრული კაიხანი არ იქნება ამის :D მადლობას გიხდი, რომ კითხულობ . :*

 


№3  offline წევრი Kukrali

პირიქით შენ მალდობა რომ ასე კარგად წერ შენი სხვა ისტორიებიც წავიკითხე და მომწონს რაღაც სხვა დატვირთვა და ემოცია მოდის. არაჩვეულებრივი ხარრ ველოდები შემდეგს ♡♡

 


№4  offline წევრი japara

ძაან კარგია ორი დღეა შემდგს ველოდები :DD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent