წარსული
თავი-1 "წარსული" -იცი ამბობენ თბილისში გასვიანი დაბრუნდაო... ეს ფრაზა ყურში რამდენჯერმე ჩაესმა ლიზას და გაკვირვებული დაქალს მიაშტერდა...იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის კიდე დიდხანს იჯდა დადუმებული და დაქალის სიტყვებს აანალიზებდა.. -ლიზა კარგად ხარ? სიჩუმე..გოგონა ჯერ კიდევ "სხვაგან"იყო...ფიქრებით მასთან,ფიზიკურად ოთახში.. -ლიზა... -ბატონო? -რა გჭირს? -არაფერი უბრალოდ გამიკვირდა... -ვითომ?და სხვა არაფერი? -სხვა რა უნდა იყოს ნიტა?ხო იცი რომ უკვე დიდი ხანია დავივიწყე... -არა და შენი თვალები სხვას ამბობს..გულიც სხვანაირად გიცემს...სახეზე სულ გაფითრდი...თითები გაგილურჯდა.. -რომელი ექიმი შენ მყავხარ? გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში და წყლის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა... -და სიმართლე რომ აღმოჩნდეს? -მერე მე რა?მას უკვე სხვა ცხოვრება აქვს...მე კიდე სულ სხვა... უპასუხა ღიმილით და შეეცადა აღელვება დაემალა.. -უბრალოდ იმაზე ვფიქრობ როგორი იქნება თქვენი შეხვედრა.. -ჩვენი შეხვედრა?სასაცილოა...ხო იცი რომ ეს არ მოხდება..ამაზე არც კი ვფიქრობ... თავი გააქნია და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა -ვითომ რატო? -არ მინდა მეორედ ვნახო... -მაგრამ შენც კარგად იცი,რომ ეს გარდაუვალი იქნება,და ისევ აღმოჩნდებით ერთმანეთის პირისპირ... -ღმერთს ვთხოვ ასე არ მოხდეს... ხელები შეატყუბა და თვალები გადაატრიალა... -კარგი რა ლიზა საკუთარ თავზე უკეთ გიცნობ...ხო იცი ვერ მომატყუებ...ერთი სული გაქვს როდის ნახავ... -ნიტა გეყოს თორე გავბრაზდები... საზურგეს მიეყრდნო და ხელები გულზე დაიკრიფა.. -კარგი შენი ნებაა..მე წავედი ფეხზე წამოდგა და ჩანთას ხელი დაავლო -ახლა არ მოხვედი? გაკვირვებულმა შეხედა -მირჩვენია წავიდე,თან ყველაფერს კარგად გაიზარებ და მიხვდები რომ გასვიანი ისევ გიყვარს... -ეგ დიდი ხნის წინ მიყვარდა...ახლა კი სულ სხვას ვგრძნობ... -და მაინც რას? -ზიზღს...სიძულვილს.... -საინტერესოა თავად დიმა რას ფიქრობს.. -ნაკლებად მაინტერესებს დაქალი გადაკოცნა და სახლის კარი მიკეტა...დარჩა ისევ მარტო თავის ფიქრებთან ერთად...იმდენად იყო აფორიაქებული ადგილს ვერ პოულობდა...წინ და უკან დადიოდა და თან ფიქრობდა..ფიქრობდა უზარობებზე,ფიქრობდა იმაზე თუ მოუხდებოდა ერთმანეთს შავი და ყავისფერი ტანსაცმელი ერთმანეთს...ეს რა თქმა უნდა ყურადღების სხვა თემაზე გადასატანად ჭირდებოდა,რადგან გასვიანზე ფიქრი ჭკუიდან შლიდა...ანადგურებდა...ის რომ მასთან ასე ახლოს იყო და ამავე დროს ასე შორს გულს უფრო მეტად ტკენდა,მაგრამ იმას არ აღიარებდა,რომ ენატრებოდა...სიგიჟემდე ენატრებოდა მისი უფსკრულივით შავი თვალები,გამოხედვა რომელიც ასე ძალიან უყვარდა...დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორის გაშავებულ ეკრანს მიაშტერდა.. უცებ კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა,შიშისაგან წამოიყვირა და კარებს გახედა,შემდეგ წამოდგა და გამოაღო... -დებილო გამიხეთქე გული ხელი კრა მის უფროს ძმას და კარები ფართოდ გაუღო -რამ შეგაშინა დაიკო? შუბლზე აკოცა და ქურთუკი იქვე საკიდზე დაკიდა -რავიცი ჩაფიქრებული ვიყავი და... მხრები აიჩეჩა და გარეთ გაიხედა -დედა სად დაკარგე? სიცილით მიუგო -მაღაზიებში გავივლი და მალე მოვალო სამზარეულოდან გამოძახა -კარგი ხო... მიხურა კარები და ნიკუშასთან გავიდა.... -რა გვაქვს დაიკო საჭმელი? -გამოაღე მაცივარი და რასაც ნახავ ის... -კარგი რა... დაიბუზღუნა და მაცივრიდან სალათი გამოიღო.. -მე მივდივარ... -სად? -აკოს ვნახავ -არ მომწონს მე ეგ ბიჭი სერიოზული გამომეტყველებით შეხედა... -სამაგიეროდ მე მომწონს... -მალე მოდი იცოდე -პატარა აღარ ვარ -22 წლის არ ნიშნავს დიდი იყო -25 წლის არ ნიშნავს იმას ბრძანებები იძლიო... დაემანჭა და ოთახში შეიკეტა...კარადიდან მაღალწელიანი შავი გაშლილი მოკლე კაბა გამოიღო,მას თეთრი საროჩკა შეუხამა,შავი ბუგები და ტყავის კურტკა...თმას იწევდა,როდესაც ტელეფონი აწკრიალდა -გისმენ აკო? -რაშვები პრინცესავ? -ვემზადები გამოსასვლელად შენ? -შენი ბინის წინ ვდგავარ.. -კარგი 10 წუთში მანდ ვარ...უპასუხა ღიმილით და გრძელი წაბლისფერი თმა შეიკრა....შემდეგ საკუთარ ანარეკლს შეავლო თვალი და ოთახიდან გავიდა -ნიკუშა წავედი მე -მალე მოდი... -ხოო გაძახა და სახლიდან გავიდა...5 სართული სირბილით ჩაიარა და ქუჩაში გავიდა...გრილი ნოტიო ჰაერი ესიამოვნა და ღრმად ჩაისუნთქა -ლიზა აქ ვარ.. მოესმა აკოს ხმა და ისიც მისკენ წავიდა -როგორ ხარ? გადაკოცნა ბიჭი და ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო -კარგად შენ როგორ ხარ? -არამიშავს მხრები აიჩეჩა და მანქანის კარები გამოაღო,საკუთარი ადგილი დაიკავა და ღვედი გაიკეთა.. -სად წავიდეთ? ხელები საჭეს შემოაწყო -ბავშვებთან გაეკრიჭა და საათს დახედა -კარგი თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა...თითქოს დაავიწყდა,მაგრამ არა-მაინც ჩაესმოდა ნიტას სიტყვები ყურში...გონებიდან არ ამოდიოდა...ჩაფიქრებული ვერ მიხვდა როგორ უძახოდა აკო -რა? -მოვედით გაუღიმა და მანქანის კარები გამოაღო...ლიზამაც გააღო კარები და გადავიდა.. -აქ არიან დარწმუნებული ხარ? ინტერესით კითხა ბიჭმა -კი აქ არიან თავი დაუქნია და წინ წავიდა...ბარის კარი შეაღო და თვალი მოავლო კუთხეში მსხდომ მეგობრებს-მათ შორის ნიტას და იმ ერთს რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნა,რომ გასვიანი თბილიში დაბრუნდა...ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მეგობრებს -ვავა ნახეთ შეყვარებული წყვილი მოსულა ახმაურდნენ ბავშვები და მიმტანს რაღაც ანიშნეს.. -კარგით ბავშვებო გეყოთ სიცილით მიუგო და გეგასთან მივიდა რომელიც გაღიმებული სახით უმზერდა ლიზას... -გეგა მხოლოდ ეს თქვა და წინ დაუდგა -როგორ ხარ ლიზა? მხიარული ხმით კითხა და გადაკოცნა -კარგად შენ როგორ ხარ? -მშვენივრად ტოო... -კარგია უხერხულად გაუღიმა და თითები ერთმანეთში ახლართა -იცი დიმა დაბრუნდა -მივხდი.. გაუღიმა -შენ დიმას გარეშე არ დაბრუნდებოდი... -ხო მართალია...მეც მასთან ერთად წავედი და მასთან ერთად დავბრუნდი.. -მშვენიერია...როგორ არის? -კარგად...ეგ და ცუდად?ხო იცი რომ ეგეთი შემთხვევა იშვიათობაა... გაიცინა -კი ვიცი.. -ის ბიჭი შენი შეყვარებულია? -კი აკო ქვია... -რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? -ერთი წელი არ იქნება -და გიყვარს? მან უბრალოდ თავი დაუქნია და თვალი აარიდა... -როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ... ერთიანად აათვალიერა გოგონას ნაზი,სუსტი მაღალი სხეული -მას შემდეგ 4 წელი გავიდა.. -მაგრამ არ მეგონა თუ ადამიანები ასე მალე იცვლებოდნენ -არამგონია 4 წელი ცოტა იყოს იმისთვის,რომ შეიცვალო -შეიძლება,მაგრამ მე ისევ ისეთი პატარა გოგო მახსოვხარ.. -ისევ ისეთი პატარა,ყურებამდე შეყვარებული გულჩვილი გოგონა... ბოლომდე დაასრულა წინადადება და ზურგი აქცია -მე ამის თქმა არ მინდოდა -ვიცი გეგა,უბრალოდ დაივიწყე...უკვე აღარ მაინტერესებს...შეგიძლია ასე გადაცე... -ხო მაგრამ ის... -მასზე მეტის მოსმენა აღარ მინდა... წამოსული ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა და აკოს გვერდით მიუჯდა,ბიჭმა ხელი გადახვია და მიიხუტა.. -ვინ იყო ის ტიპი? -ჩემი ძველი მეგობარი უემოციოდ უპასუხა და ატმის წვენი მოსვა -მე რატო არ ვიცნობ? -აკო რა ეჭვიანივით იქცევი -ზუსტადაც რომ ვეჭვიანობ სერიოზული ტონით მიუგო და თვალებში ჩააშტერდა -აქ არ არის ამის ადგილი უხეშად მოიშორა მისი ხელი და გეგას გახედა რომელიც მათ თვალს არ აშორებდა -ვინ არის მეთქი?და მე რატო არ ვიცნობ? -სავალდებულო არაა ყველა ჩემ მეგობარს იცნობდე -არ დაგავიწყდეს,რომ ჩემი შეყვარებული ხარ -შენ კიდე არ დაგავიწყდეს როგორ უნდა მელაპარაკო... -მაბრაზებ ლიზა -ხო და ჯანდაბაში წასულხარ... ფეხზე წამოდგა და გარეთ გავარდა...ყველა მას შეხედა..:უკან აკო გაყვა... -მგონი კიდე იჩხუბეს გადაუჩურჩულეს ერთმანეთს და მოჩხუბარ წყვილს მიაჩერდნენ -რა გინდა აკო?რა ეჭვიანობის სცენებს მართავ? -მაინტერესებს რატო არ ვიცნობ იმ ტიპს რომელსაც ერთი საათი რაღაცაზე ესაუბრებოდი -იმიტომ რომ 4 წელი წასული იყო ბოლო ხმაზე დაუყვირა -ახლა კმაყოფილი ხარ? -კარგი მაპატიე.. -გაპატიო არა?დღეში რამდენჯერ ითხოვ პატიებას მითხარი?და მეც სულელი ვდგავარ და რაღაც სისულრლეებს გპატიობ... -ხო კარგი დამნაშავე ვარ...ასე არ უნდა მეეჭვიანა -ფსიქოპატი ხარ... ხელი კრა და ჩქარი ნაბიჯით მოშორდა -ლიზა მოიცადე სად მიდიხარ? -სახლში და გამოყოლა არც იფიქრო... დაუყვირა და ტაქსი გააჩერა -საით ქალბატონო? -შარტავას ქუჩაზე -კარგით ტაქსის მძღოლმა თავი დაუქნია და მანქანა დაძრა... მალევე მოუვიდა ტელეფონზე შეტყობინება..პირველად ეგონა აკოსგან თუ იყო,მაგრამ უცხო ნომერი რომ დაეწერა ცოტა არ იყოს გაუკვირდა...სმს გახსნა და წაიკითხა "-სად წადი?კარგად ხარ?" "-რომელი ხარ?" მალევე მოუვიდა სმს "-გეგა ვარ" "-აა გეგა..კი კარგად ვარ უბრალოდ მანდ გაჩერება აღარ შემეძლო" "-ხო მივხდი...შეყვარებულთან იჩხუბე არა?" "-ნამდვილად" "-შერიგდებით" "-კარგი ნახვამდის" "-დროებით" ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო... -მოვედით ლიზამ თანხა გადაიხადა და ბინაში შევიდა...სახლის კარები შეაღო თუ არა წინ მისი პატარა ძმა თოკა შემოეგება -ლიზა მოვიდა ტაში შემოკრა და დაიკოს ჩაეხუტა -ჩემი პატარა სახე სულ დაუკოცნა -სად იყავი ლიზა? მოესმა დედის ხმა და ისიც შემოსასვლელში გავიდა -მეგობრებთან -ტაქსით რატო მოდი?შენი ე.წ შეყვარებული სად არის? -კარგი რა ნიკუშა თვალები უბრიალა და ფეხზე გაიძრო -არა მართლა მაინტერესებს -რაღაც სისულელეზე ვიკამათეთ და წამოვედი -ანუ დაშორდით? გახარებულმა კითხა -არა მიახალა და ოთახში შეიკეტა -რა საუბარი იყო ახლა ეს გაუბრაზდა ქალი შვილს და ბულგარულის ჭრას შეუდგა... -ესეიგი თბილისში ხარ.. თავისთვის ჩაილაპარაკა და ლოგინზე გულაღმა გაწვა... -მაგრამ ეს უკვე ნაკლებად მაინტერესებს.. თავი გააქნია და ჭერს მიაშტერდა... ----------------------------------- წარსული ყოველთვის თავს გახსენებს..ის არ ქრება,უბრალოდ დროებით გავიწყდება შემდგ კი რაღაც მომენტში გახსენდება...ისე შემოიჭრება შენს ცხოვრებაში როგორც ქარიშხალი...გგონია დაგავიწყდა და ამ ილუზიით განაგრძობ ცხოვრებას,მაგრამ შენ ქვეცნობიერში ის ისევ ბობოქრობს როგორც ზღვა ქარის დროს...გული დამძიმებული გაქვს,ფიქრბ თუ რატო-მე ხო დავივიწყე რატო ნახსენდება ისევ?რატო არ მასვენებს წარსულზე ფიქრი...ადვილი არ არის დაივიწყო წარსული რომელმაც დიდი კვალი დატოვა შენ ცხოვრებაში.... ----------------------------------- მოგეწონათ?თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ისტორიასთან დაკავშირებით ^^^თუ იაქტიურებთ,და ეყოლება მკითხველი გავაგრძელებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.