შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მოდის,სიყვარული ქრება (თავი 5)


11-03-2017, 14:40
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 1 278

როგორც ყოველთვის უაზროდ ჩაიარა დღემ,მარიამი არ დამინახავს.შესვენებაზე ნიასთან გავედი
-არ ჩამოხვალ?ნამცხვარზე და ყავაზე გეპატიჟები
გავუღიმე
-ოჰ,უფროსო რაღაც უნდა გთხოვო
გამეკრიჭა,უკვე ვიცოდი რაც უნდა ეთხოვა
-კარგი,კარგი წადი
ხელები გაშალა და ჩამეხუტა
-ხო იცი არ გთხოვდი ლექცია რომ არ მქონდეს?!ხოდა კიდევ შენც ვერ ჩახვალ კაფეში,მარიამი გეძებდა.
ბოროტულად გადმომხედა.
-რა უნდოდა?
შევიცხადე და სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი მისი კაბინეტისაკენ,დაუკაკუნებლად შევედი.უსიამოვნო სცენა დამხვდა,ვიღაც ქერათმიანი მაგიდაზე იჯდა და მარიამს თმებზე ეთამაშებოდა.ჩემს დანახვაზე სწრაფად მოიშორა და გაცეცხლებული თვალები შემომანათა,ურეაქციოდ დავჯექი სავარძელზე და საბუთები მშვიდად დავდე მაგიდაზე.რათქმაუნდა მობოდიშებას და მათ დატოვებას არ ვაპირებდი
-ამას დაკაკუნება არ ასწავლეს?
ქერამ აგრესიულად მომმართა.
-სამსახურში სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება რომ არ შეიძლება არ უსწავლებით?
ცინიკურად ვუპასუხე და ფეხი ფეხზე გადავიდე.ჩემი თავით კმაყოფილი,უმისამართოდ ვიღიმოდი სანამ მარიამის მზერას არ წავაწყდი,რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მანიშნებდა,რომ სიკვდილი არ ამცდებოდა.
-გეგა,შენი ჩამოსვლა ძალიან გამიკვირდა,საღამოს დაგიკავშირდები
გასასვლელამდე მიაცილა და მისი გასვლის შემდეგ კარები ისე მიაჯახუნა,ადგილზე შესამჩნევად შევხტი.
-იდიოტო!შენ თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევ?!
გაცეცხლებული მიყურებდა და ჩემი სიმშვიდე უფრო აგიჟებდა.თქვენდა გასაკვირად ასე უფრო მესექსუალურება ქალბატონი მარიამი.
-კი,მაგრამ რა ვთქვი ასეთი ქალბატონო მარიამ?
ხელები ფართოდ გავშალე.
-ინანებ,ვიბლიანო!
სახე სწრაფად გაასწორა.
-ვინ იყო?
-გეგა აბაშიძე,არა ბიზნესის მართლა არაფერი გაგეგება როგორც ამბობენ,შენი იდიოტური ქცევები რომ არა,ძალიან წარმატებულ საქმეს უკვე მოვამთავრებდი
-მართლა?კიდევ რას ამბობენ ქალბატონო მარიამ?
მზერა გავუსწორე და წინ დავუდექი.
-საშენო არაფერს
სწრაფად მომიჭრა და ზურგი მაქცია
-ხო მართლა,იცოდი რომ ჩემს თანაშემწედ დაგნიშნეს?
ირონიული გამომეტყველებით გამომხედა,რაო?ჩემს თანაშემწედ დაგნიშნესო?სამი სიტყვა და ჯოჯოხეთი,გაოგნებისგან კინაღამ ყბა ჩამომივარდა,მაგრამ რათქმაუნდა არ უნდა შემემჩნია,არ ვაპირებდი მისი გამარჯვებული მზერის ყურებას.
-ძალიან კაგი,ხო ხედავთ ქალბატონო მარიამ სხვებიც ამჩნევენ რომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს?!
კაბინეტი დავტოვე და ნუგზართან შევედი,რაღაც ფურცლები ეჭირა და კითხულობდა,ჩემს დანახვაზე სათვალე მოიხსნა და ამომხედა.
-რამე მოხდა ვაჩე?
-შეგიძლია ამიხსნა ის ფაქტი თუ რატომ ვარ ახალ ჩამოსული,გათამამებული ქალბატონის თანაშემწე?
სწრაფად მივაყარე და წინ დავუჯექი.
-მისი თხოვნა იყო,რა გაქვს საწინააღმდეგო მაინც ვერ ვხვდები?
-მისი თხოვნა?
-უკეთესი ვარიანტებიც შევთავაზეთ მაგრამ შენ აგირჩია,უნდა გიხაროდეს!
გამიღიმა,წამოვდექი და კაბინეტი დავტოვე.თითონ აგირჩიაო?ესეგი ქალბატონ მარიამს თამაში უნდა?!მიიღებს კიდეც!



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ოოოო, რაღაც ძალიან კარგის სუნი მცემს smile ძალიან კარგია, არა მაგარიააა.....
ყოჩაღ heart_eyes

 


№2  offline წევრი gogona tbilisidan

s.a-cicinatela-m.m
ოოოო, რაღაც ძალიან კარგის სუნი მცემს smile ძალიან კარგია, არა მაგარიააა.....
ყოჩაღ heart_eyes

მიყვარხარ მე შენ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent