შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მოდის,სიყვარული ქრება (თავი 4)


10-03-2017, 14:58
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 1 489

ჩვულებრივი საღამო იყო,მაგიდებთან ბიზნესმენები და მათი ოჯახები იკავებდნენ ადგილს.ნუგზარმა რამოდენიმე მათგანი გამაცნო და დამტოვა.მიმტანს ერთი ჭიქა შამპანიური ავაცალე და კუთხეში მდგარ ანდრიასკენ გავემართე.
-რას შვრები?
-ვდგავარ შენ?
ცივად მიპასუხა და ჭიქა გამომართვა.
-ვაჩე,აქ არ გინდა!
-არც ვაპირებ
ზურგი ვაქციე და ადგილზე გავშეშდი,როცა შენობაში ამაყად მომავალი,შავ დეკოლტეში გამოწყობილი ქალბატონი დავინახე,მომაჯადოვებელი ღიმილით.მამას მიესალმა,კიდევ სხვა ბიზნესმენებსაც.როგორც ვფიქრობდი!რათქმაუნდა გამართლდა და ეს სექსუალურად დამანგრეველი ქალბატონი მარიამი აღმოჩნდა.შემაღლებულ ადგილას ავიდა და შენობაში შეკრებულ ხალხს თვალი ამაყად მოავლო.რამდენჯერმე შეეჩეხა ერთმანეთს ჩვენი მზერა,მისი თვალებიდანაც ყველაფერი ჩანდა,უდრეკი ქალბატონი,რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის ყველას განადგურება შეეძლო,მაგრამ თუ ჩაუღრმავდებოდი,აუცილებლად მიხვდებოდი რომ რაღაც სევდის მაგვარიც იყო მის მზერაში.ჯანდაბა,რაზე ვფიქრობ?გამოვფხიზლდი და წამიერად თავი უსიამოვნოდ ვიგრძენი.მარიამი კუთხეში ანდრიასთან ერთად იდგა და რაღაცაზე საუბრობდნენ.ნელი ნაბიჯებით დავიძარი მათკენ,თვალებზე ვიღაცამ ხელი ამაფარა და წინ სოფია,ჩემი ყოფილი საყვარელი გამომეცხადა.შევკრთი
-შენ აქ რა გინდა?
-რა იყო?არ გაგიხარდა?
მომღიმარი მიყურებდა.
-აქ რას აკეთებ?
მაჯაში ხელი წავავლე და საპირფარეშოში აღმოვჩნდით.
-მამას გამოვყევი,როგორც შენ
ხელები გაშალა და ტუჩებზე მეძგერა.მოვიშორე და კედელზე მივაყუდე
-გეყოფა,ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა
-კარგი რა ვაჩე,ვიცი არც შენ მოგწონს უაზროდ ყოფ...
დამთავრებას აღარ დაველოდე,ისე გამოვედი და ხალხმრავლობაში დავბრუნდი.გადავწყვიტე წავსულიყავი და შენობა დავტოვე,არაფრის თავი არ მქონდა.შხაპი მივიღე და დავწექი,დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.ავდექი და მოვემზადე,დაბლა ჩავედი.მისაღებში მაკო დამხვდა,მისი თავი არ მქონდა ამიტომ ყავა თერმოსში მოვათავსე და გარეთ გავედი.გზაში ბიჭებს დავურეკე
-ვაჩეე!საღამოს კლუბში ხო წამოხვალ?
-არა,ვერა არ მცალია
-უკვე ვბრაზდებით!
საუკეთესო ძმაკაცების გაბრაზება მართლა არ მინდოდა,მართლებიც იყვნენ.მათთან თითქმის სულ ვეღარ ვატარებდი დროს
-კარგი,კარგი წამოვალ
- ვიცოდი,ვიცოდი აე!გამოგივლით!
მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და კომპანიაში შევედი,ლიფტისკენ დავიძარი და ღილაკს თითი მივაჭირე,მარიამი გვერდით ამომიდგა და მზერა ამარიდა.ლიფტში ჯერ ის შევატარე და შევედი.
-დილამშვიდობისა ქალბატონო მარიამ!
გავუღიმე და გვერდულად გავხედე.
-დილამშვიდობისა
ისე მითხრა არც შემოუხედავს.არ მინდოდა საუბარი დაგვემთავრებინა
-როგორი დრო გაატარეთ გუშინ?
-მშვნიერი,შენ?
ოჰ,როგორც იქნა ქალბატონი შენობით ლაპარაკზე გადმოვიდა.
-ადრე წამოვედი.
-ხო,ალბათ სოფიას ვეღარ გაუძელი
გაეღიმა,ღმერთო!გაიღიმა.
-თქვენ საიდან იცით?
ლიფტის კარები გაიღო და დერეფნისკენ წავედით.
-მამამისმა თუ გაიგო არ მგონია იგივე გაიმეოროთ!
ჯანდაბა!საიდან იცის?
-ხო ალბათ,არავის საქმე არაა მე ვისთან ერთად ვიქნები საპირფარეშოში!
გავბრაზდი და იგივე,ცივი ტონით ვუთხარი.
-რამდენს ბედავ?
შემობრუნდა და მზერა გამისწორა,ისეთი მზერა აქვს ნებისმიერს გაყინავდა ადგილზე,მაგრამ არ ვაპირებდი მეჩვენებინა,რომ გაიმარჯვა.
-დარწმუნებული ვარ არც თქვენ იტყოდით ჩემს კოცნაზე უარს
სახე ახლოს მივუტანე და ყურში დაბალი ხმით ვუთხარი.ყელზე ძარღვები დაეჭიმა და გამარტყა
-პირადად ვიზრუნებ სამსახურიდან მალე გაგათავისუფლონ!
-კარგს იზავთ
გავუღიმე და გვერდი ავუარე.ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას რომელიც კაბინეტამდე გამომყვა,შევედი და კარები სწრაფად მოვიხურე.
ვერ მოვახერხე აქამდე ახალი თავის დადება <3 შეფასებას ველი და თავებს გავზრდი როცა მოვახერხებ



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ვაიმეეე როგორ ვგიჟდები ვაჩეზე heart_eyes heart_eyes
იცი ვფიქრობ ამ განსხვავებულ მოთხრობას უხდებოდა განსხვავებული სახელები კარგი იქნებოდა მარიამის მაგივრად სხვა კარგი სახელი მოგეფიქრებინა, არა არ გეუბნები ცუდი არჩევანია თქო უბრალოდ მოუხდებოდა heart_eyes
ოქრო გოგო ხარ ასე გააგრძელე heart_eyes kissing_heart

 


№2  offline წევრი gogona tbilisidan

s.a-cicinatela-m.m
ვაიმეეე როგორ ვგიჟდები ვაჩეზე heart_eyes heart_eyes
იცი ვფიქრობ ამ განსხვავებულ მოთხრობას უხდებოდა განსხვავებული სახელები კარგი იქნებოდა მარიამის მაგივრად სხვა კარგი სახელი მოგეფიქრებინა, არა არ გეუბნები ცუდი არჩევანია თქო უბრალოდ მოუხდებოდა heart_eyes
ოქრო გოგო ხარ ასე გააგრძელე heart_eyes kissing_heart
❤️Chemo sakvarelo madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent