შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელი 'თავი 6'


11-03-2017, 14:47
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 3 682

თავი 6

-იცის გულმა ვის შეხებაზე უნდა აჩქარდეს-ჩამჩურჩულა ლაზარემ ყურში, ამ სიტყვების გაგონებაზე სწრაფად გამოვფხიზლდი, ხელები რომელიც ლაზარეს კისერზე მქონდა შემოხვეული გავუშვი და კვლავ ავფართხალდი
-რა მძიმე ყოფილხარ ეე-გაიცინა ურიადმყოფელმა და ხელი მიშვა, მისგან ამ ქმედებას რადგან არ მოველოდი, როგორც კი მიწას ფეხები შევახე უნებურად მომეხარა მუხლები და ძირს გავიშხლართე
-იდიოტოო-ვიკივლე ძირს გაწოლილმა და სწრაფად ვიტაცე იდაყვზე ხელი, მაისური გამხეოდა და ხელი გადაყვლეფილი მქონდა
-ამხელა გოგომ თავი ვერ უნდა შეიკავო?-სწრაფად დაიხარა ლაზარე ჩემკენ და წამოდგომაში დამეხმარა
-ყველაფერი შენი ბრალია-წარბშეკრულმა ვუთხარი და კვლავ ხელს დავხედე.
-წყალი მაქვს მანქანაში მოვიტან-მითხრა ლაზარემ და მანქანის უკანა კარი გააღო, წყალი გადმოიღო და კვლავ მიხურა კარი
-წამო, დავჯდეთ და მოიბანე-მითხრა და მაგიდისკენ გამიძღვა, მეც დავჯექი, დიდად არ მაწუხებდა ხელი, უბრალოდ თეთრი მაიკა სულ სისხლით მოთხვრილიყო, სწრაფად ავიწიე მაიკა მკლავზე და წყლით მოვიბანე ხელი, დიდი არაფერი, უბრალო ნაკაწრი იყო, სისცხლიც მალევე შეჩერდა.
-აქ რას ვაკეთებთ? რატომ წამომიყვანე?-თავი ავწიე და თვალებში მივაშტერდი ურიადმყოფელს
-მგონი სალაპარაკო უნდა გვქონდეს არა?-ჩაიცინა მან
-შენ შეგიძლია ესაუბრო ჩემს ძმას, მე რა შუაში ვარ? კარგი, მე თუ მელაპარაკები მაშინ ზედმეტების გარეშე გასაგებია? უბრალოდ გვესაუბრა, რა საჭირო იყო ან ეს ქალაქგარეთ გამოსვლა, ან თუნდაც ეს სცენები-ხმამაღლა ვსაუბრობდი მე, ცოტაც და თავს ვეღარ გავაკონტროლებდი, ვერ ვხვდებოდი რა იყო მისი მიზანი, უნდოდა გავემწარებინე? ალბათ ხვდება ყველაფერს რაც მისი დანახვისას ან შეხებისას მემართება და ასე ცდილობს ჩემი ძმის გამწარებას
-ის ბავშვი შენი ძმის არაა-ვითომ არც გაუგონიაო, ისე დაიწყო საუბარი მან
-მაშინ რას ერჩი ჩემს ძმას? ან ჩემთან რაღა გინდოდათ? რატომ დააბრალა საკუთარი სიკვდილი შენმა ბიძაშვილმა ჩემს ძმას?-კითხვები დავაყარე მე
-მაგის გარკვევას ვცდილობ მეც, რა შუაშია შენი ძმა-მხრები აიჩეჩა მან
-თუ მაგის გარკვევას ცდილობ მაშინ რატომ დაჭერი? რა გინდა ლუკასთან?-ფეხზე წამოვხტი გამწარებული და მის წინ დავდექი
-თავიდან მეც მეგონა რომ შენი ძმის შვილი იყო, მართას წერილი ქონდა დატოვებული, სადაც წერდა რომ ბავშვი ლუკა წვერავას შვილი იყო, მან იგი 7 თვის ორსული მიატოვა, რადგან არ სურდა შვილი, რის გამოც ნაადრევად იმშობიარა, ბავშვი გულის დაავადებით დაიბადა, მას ეგონა რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა.
-და მაგის გამო მოვარდი და ჩემს ძმას დანა გაუყარე მუცელში? რომ მომკვდარიყო რას შვებოდი, თუმცა შენ ხომ მკვლელობისთვის იჯექი ციხეში-ცინიკურად ვუთხარი და თვალებში მივაშტერდი, დავინახე როგორ დაეჭიმა ბრაზისგან ყბა, ხელები მომუშტა და კბილები გააღჭიალა
-სანამ აქვე მოგკალი მანქანაში დამელოდე-მუშტი მაგიდას დაარტყა გაბრაზებულმა მე კი უნებურად შევხტი, არ ველოდი მისგან მსგავს ქცევას, შეშინებულმა ისიც ვერ გავბედე ნაბიჯი გადამედგა
-მანქანაში დაჯექი-თქვა ხმამაღლა და ხელი მანქანისკენ გაიშვირა, უნებურად გადავდგი ნაბიჯი, მანქანასთან მივედი და წინა სავარძელზე დავჯექი, კარი არ მიმიხურია, ვუყურებდი როგორ ცდილობდა დაწყნარებას, ორივე ხელებით მაგიდას დაყრდნობოდა და სადღაც უსასრულობას უყურებდა, როგორ ჩანს ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ის ყველაფერი რაც თავს გადახდა.
-წავედით-ფეხზე წამოდგა რამოდენიმე წუთის შემდეგ და მანქანისკენ დაიძრა
-საჭესთან დავჯდები?-წამოვაყენე წინადადება მე, მეშინოდა რომ აღელვებული მანქანას ვერ მართავდა, თუმცა ჩემს სიტყვებზე მას უბრალოდ ცინიკურად გაეცინა
-სულ რომ სადღაც გადავიჩეხოთ, ჩემს მანქანაზე მაინც არ დაგაჯენ-მითხრა და საჭეს მიუჯდა
-ჰო, არც მე განდობდი ჩემს მანქანას-ჩავილაპარაკე დანანებით და როდესაც მანქანა დაძრა ფანჯარა ჩამოვწიე.
-წესით კან არ უნდა წავიდეთ?-გაკვირვებულმა ვკითხე როდესაც მივხვდი რომ თბილისისკენ არ მივდიოდით
-შენ რა გეგონა აქ ვსეირნობდით?-ხმამაღლა გადაიხარხარა მან და სისწრაფეს უფრო მოუმატა, მალევე გაისმა ჩემი ტელეფონის ხმაც, სწრაფად ამოვაცურე ჯინიდან და ეკრანზე როდესაც დაჩის ნომერი ამოვიცანი გულში შევიკურთხე
-გისმენ-ვუპასუხე და შევეცადე არაფერი შემემჩნია
-სად ხარ? უნივერსიტეტი ორი საათის წინ დაგიმთავრდა-გაკვირვება ეტყობოდა დაჩის ხმაში, როგორც ყოველთვის თუ სადმე მივდივარ აუცილებლად ვაფრთხილებ ხოლმე
-წეღან გირეკავდი და ვერ დაგიკავშირდი, ანანოსთან ვარ, არვიცი როდის დავბრუნდები-არ დამჭირდა დიდი დრო ტყუილის მოსაფიქრებლად
-ხოო? კარგი მაშინ, საღამოს სასაუბრო გვაქვს
-რაზე? ხომ იცი სერიოზული თუ რამეა..-წინადადების დამთავრება არ მაცადა მან
-არაფერი, ეს შენს დაბადების დღეს და უნივერსიტეტის დამთავრებას ეხება-სწრაფად ამიხნსა მან
-კარგი, წავედი ახლა, იცოდე უჩემოდ არაფერი დაგეგმოთ-გავაფრთხილე და პასუხს არ დავლოდებივარ ტელეფონი გავუთიშე
-მშვენიერი მატყუარა ხარ-გადმომხედა ღიმილით ლაზარემ
-როდესაც ორი ძმა გყავს გიწევს-მხრები ავიჩეჩე და მეც გამეცინა
-რა ასე ცუდია როდესაც ძმა გყავს?-წარბები შეკრა მან
-შენ არიცი რა საშინელებაა როდესაც ცდილობენ გაგაკონტროლონ და შენს ზურგს უკან ვითომ საქმეებს აგვარებენ. ეს რომ იცოდნენ ალბათ თავს მოიკლავდნენ-გადავიხარხარე მე
-მაგალითად რა საქმეების მოგვარებას გულისხმობ?-ჩამეძია ის
-თაყვანისმცემლების-თვალები ავატრიალე მე
-აა შენ ვინმეს მოსწონხარ?-ვითომ გაიკვირვა მან და ცინიკური ღიმილით გადმომხედა
-იდიოტო, ვის დასცინი-ბეჭზე მუშტი დავარტყი ნერვებმოშლილმა
-კარგი, აი მოვედით კიდეც-თქვა მან და სადღაც გადაუხვია, გზა ცუდი იყო, ალბათ აქ ჩემი მანქანით ვერც გავიდოდი, 10 წუთი ვიარეთ კიდევ ცუდ გზაზე, ბოლოს დიდი 2 სართულიანი სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა
-წავედით-ღვედი შეიხსნა და მანქანა დატოვა, მეც ანალოგიურად მოვიქეცი, მან ზარი დარეკა კარზე
-აქ რა გვინდა?-ვკითხე და გვერდით დავუდექი
-მოგიტაცე და აქ უნდა დაგამწყვდიო-გამითხრა და კიდევ დარეკა ზარი
-კარგი ლაზარე გეყოს, მოვდივარ-გაისმა გოგოს ხმა ეზოდან და მალევე გაიღო უზარმაზარი ჭიშკარი
-როგორ ხარ?-ლაზარე სწრაფად მივიდა მასთან და გადაეხვია და ლოყაზე აკოცა, მე კი რათქმაუნდა მის ამ საქციელზე ნერვები მომეშალა, სად მომიყვანა?
-კარგად ლუუ შენ?-გაუღიმა გოგომაც და მე გადმომხედა
-მეც, ეს ვიქტორიაა, ჩემი მძევალი, ეს კიდევ ჩემი დაა, იაკო-გაგვაცნო ერთმანეთი მან
-სამწუხაროა, რომ ასეთი ხეპრე ძმა გყავს, ვიზიარებ-შეწუხებული სახით მივედი იაკოსთან და გადავკოცნე, ის კი ჯერ გაკვირვებული მიყურებდა შემდეგ კი გაეცინა
-სანამ აქვე მოგკალი გამასწარი-წარბაწეულმა მანიშნა ლაზარემ სახლისჯენ მიმანიშნა
-აბა ძმა მყავს მხოლოდო?-დავებღვირე მას როდესაც გამახსენდა მისი ნათქვამი
-ყველაფერს ხო არ გეტყოდი-თავი იმართლა მან და სახლში შემიძღვა
-სად არის ანდრო?-როდესაც მიიხედ მოიხედა და ვერავინ შენიშნა დას მიუბრუნდა ურიადმყოფელი
-ძინავს, მთელი დღე ქანცი გამაძრო, ზუსტად ახლა დავამთავრე მისი არეულის დალაგება-თქვა იაკომ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა
-შენი შვილია?-ვკითხე როდესაც მივხვდი ბავშვზე საუბრობდნენ
-არა რა ჩემი შვილი, ბიძაშვილის შვილია-გამიცინა უმცროსმა ურიადმყოფელმა, ზუსტად ახლა აღმოვაჩინე და ძმას შორის მსგავსება, თითქმის ერთნაირი ღიმილი ჰქონდათ.
-ეს ის ბავშვია, ლუკას შვილი რომ მეგონა-ამოილაპარაკა ლაზარემ და მისაღებში შეგვიძღვა.
-დაჯექით, ყავას მოვადუღებ, ხომ არ გშიათ? ახლახანს გავაკეთე საჭმელი-შემოგვთავაზა იაკომ
-მე არ მინდა, ჩაის დავლევ მხოლოდ-ვთქვი მე და ლაზარეს გავხედე
-აუ ჯიგარი ხარ, მთელი დღეა არაფერი მიჭამია-მუცელზე ხელი მოისვა მან
-მერე ვერ ჭამე? წამოდით სამზარეულოში, იქით ვისაუბროთ-წინ გაგვიძღვა იაკო, ჩვენც უკან გავყევით, სამზარეულოში ახალი შესულები ვიყავით ჩემი ტელეფონი რომ აზუზუნდა, ამჯერად ლუკა რეკავდა
-გისმენ ლუკა-ვუპასუხე და იქვე სკამზე დავჯექი
-სად ხარ?-მკითხა მან-დედა ნერვიულობს
-აუუ, დაჩის ხომ ვუთხარი რომ ანანოსთან ვარ, იმას ვერ დაურეკე?-ამოვიწუწუნე მე
-მე მინდოდა შენთან დამერეკა, ანანო მომიკითხე
-ანანო, ლუკამ მოგიკითხაა-ხმამაღლა დავიძახე ისე თითქოს და მართლა ანანოს ვეუბნებოდე
-ანანომაც მგიკითხა ლუკა, კარგი ახლა წავედი, არ მცალია-ვუთხარი და სწრაფად გავთიშე ტელეფონი
-მერამდენედ იტყუები?-წარბები აწია ლაზარემ
-როცა კრეტინი ძმები გყავს ასე უნდა მოიქცე, ხო იაკო?-ეშმაკური ღიმილით გავხედე იაკოს, რომელიც მაშინვე გაწითლდა და ლაზარეს თვალი აარიდა
-შენ რა რომ გირეკავ მატყუებ ხოლმე?-სახე მოეღუშა ლაზარეს
-კარგი რა, რა მოხდა მერე, აი მე რომ ესენი არ მომეტყუებინა, ხომ დაგლეწავდნენ მაგრად?-ჩავიქირქილე ირონიულად
-მაგათი დასალეწი აწი დაიბადება-ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა მან
-კარგი, ნუ ვარდები კრეტინივით-სწრაფად შეეპასუხა იაკო, ამ დროს კი პატარა ნაბიჯების ხმა მოისმა, რომელიც აშკარად ფეხშველი მოტყაპუნობდა
-მშიაა-შემოვიდა მთქნარებით 4-5 წლის ბიჭი, გრძელი ხუჭუჭა თმით, რომელიც თავზე ბუჩქივით ედო და ძილში უფრო აბურდვოდა
-ძიაა-როგორც კი ლაზარე დაინახა მაშინვე იწივლა და ლაზარესკენ გამოიქცა
-ჩემი პატარა კაცი, როგორ ხარ ძია?-ხელში აიყვანა ლაზარემაც ბავშვი და ლოყები მაგრად დაუკოცნა
-ძია შოკოლადები?-გაიკვირვა პატარამ და ლაზარეს ხელებს დახედა
-იაკოს მივეცი რომ მოვედი, მიდი უთხარი და გაჭმევს-უცებ დაიძვრინა თავი ლაზარემ
-ჯერ გამოვიცვალოთ, ვჭამოთ და მერე-ხელში აიყვანა იაკომ ბავშვი და სწრაფად გაიყვანა ოთახიდან
-ეს მართას შვილია-მითხრა ლაზარემ და გამომხედა
-და მამა ვინაა?
-არვიცი, აქამდე ლუკა მეგონა, სანამ სისხლის ანალიზით არ დავრწმუნდი რომ არაა მისი შვილი მანამ მეგონა მისი მამა ლუკა იყო-მხრები აიჩეჩა ლაზარემ
-და ახლა რა იქნება?
-არვიცი, დაველაპარაკები შენს ძმას-ამოიოხრა მან
-ხელი როგორ გაქვს?-დიდხნიანი დუმილის შემდეგ მკითხა მან და ჩემს ხელს დახედა
-არაფერია, მალე გამივლის-ვუთხარი და ლაზარეს მზერა მოვაშორე, ამჯერად ბავშვს გავხედე, იგი ამჯერას საღამურების მაგივრად სპორტულებში გამოწყობილი ჩამოვიდა და დიდი კაცივით მიუჯდა მაგიდას, ყველამ ერთად ვივახშმეთ, შემდეგ კი დავტოვეთ ანდრო და იაკო სახლში, მე და ლაზარე კი თბილისის გზას დავადექით...


ნურავი,აზრიმაინტერესებს,კარგია??



№1  offline წევრი ninuca)))

ძაან კარგია, იმრდია მალე დადებ ახალ თავს!
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ninuca)))
ძაან კარგია, იმრდია მალე დადებ ახალ თავს!

Yovel dge vdeb:) madloba <3

 


№3  offline მოდერი bibo

მომეწონა მე ბევრობები მომეწონა ტკბილო გოგონავ heart_eyes kissing_heart და გელი გელი ბევრობები გელიი დადე მალე დიდზე დიდი ვებერთელა თავი heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

bibo
მომეწონა მე ბევრობები მომეწონა ტკბილო გოგონავ heart_eyes kissing_heart და გელი გელი ბევრობები გელიი დადე მალე დიდზე დიდი ვებერთელა თავი heart_eyes

Yovel dge vdeb sikvaruloow<3 madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent