იძულებითი ქორწინება (13)
თვალი რომ გავახილე სითეთრემ მაიძულა ისევ დამეხუჭა. არც მჭირდებოდა დანახვა, სუნით ვიგრძენი რომ საავადმყოფოში ვიყავი. თვალების გახელას არ ვჩქარობდი მეშინოდა დამენახა ის რისი დანახვაც არ მინდოდა. ოთახის კარი ხმაურიანად გადაგორდა და ოთახში ვიღაც შემოვიდა. თვალები არც ახლა გამიხელია, მაგრამ მივხვდი ვინ იყო. ჯონკუკი იყო, მისი სუნამოს სურნელი ოთახში სინათლის სიჩქარით გავრცელდა. ამჯერად გავახიკე თვალი და მართალიც აღმოვჩნდი, ლოგინთან ჯონკუკი იდგა რომელიც ქაღალდის პაკეტიდან ფორთოხალს ალაგებდა, ქაღალდის პაკეტზე მივხვდი რომ ესმეს გამოგზავნილი იყო. ჯონკუკმა წამიერად გააგდო ხელიდან ფორთოხალი და მომიახლოვდა გაფართოებული თვალებით -როგორ ხარ პატარა ქალბატონო?- მკითხა ჯონკუკმა და თან მის თითებში ჩემი ნანემსარი ხელი მოიქცია. მე ხმას ვერ ვცემდი უბრალოდ გავუღიმე და თვალები დავხეჭე, თვალ წინ ყველაფერი თვალნათლად დამიდგა... -ჯონკუკ?- რამოდენიმე წუთში გავახილე თვალი და მას ჩევხედე. -გიმენ? -ყველაფერი მახსოვს -რა ყველაფერი ჰეილი?- დაიბნა ჯონკუკი -ყველაფერი 10 წლამდე რაც იყო.... *დაბრუნაბა წარსულში* ავტორის P.O.V პატარა გოგონა, რომელსაც ატმისფერი მუხლებამდე კაბა ეცვა დიდი თეთრი სახლის კიბეებზე განუწყვეტლისვ დარბოდა ხან ერთ ოთახში შეირბინა ხამ მეორეში. გოგონა თან დაათრევდა დიდყურებიან თეთრ ფუმფულა სათამაშო კურდღელს რომელიც მშობლებმა დაბადების დღეზე ერთი კვირით ადრე აჩუქეს. გოგონას უკან ძიძა დაზდევდა რომელიც მას საჭმელად ეძახდა მაგრამ გოგონა ურჩად გაურბოდა მას, რადგან სუპის ჭამა არ უნდოდა. ის ხან ერთ ოთახში ძვრებოდა ხან მეორეში რომ დამალულიყო. ბოლოს გადაწყვიტე დედამისის კაბინეტში დამალულიყო, რადგან იქ ბნელოდა და თან შესვლაც აკრძალული ჰქონდა რაც იმას ნიშნავს რომ ესმე მას იქ არ მოძებნიდა. გოგონა უცებ შევიდა ოთახში და კარიც მოხერხებულად, ჩუმად მოიხურა, პირველივე რაც დაინახა მაგიდა იყო და ისიც მის ქვეშ შეძვრა. პატარა მინსუ დიდი მუხის მაგიდის ქვეშ მის ფუმფულა ბაჭიას ჩაჰხუტებოდა და და ელოდა როდის შეწყვეტდა ესმე მის ძებნას. უცებ ოთახში სრულიად სხვა ადამიანი შემოვიდა, ეს არ იყო ესმე, ეს დედამისი იყო. გოგონა შეცბა, არ იცოდა რა ექნა ამიტომ აჯობა იქ დარჩენილიყო და როცა დედა დატოვებდა ოთახს მაშინ ჩუმად გაპარულიყო. ქალი კი არ ჩქარობდა ოთახის დატოვებას, შუშის, გაზეთის მაგიდას მოუჯდა დაბალ მდივანზე და ფურცლებში ქექვა დაიწყო. ის ის იყო ჰეილი ტირილს იწყებდა როცა ოთახში სრულიად უცხო ბიჭი შემოვიდა, მინსუმ ის ვერ იცნო, ამიტომ პირზე ხელი აიპარა რომ მისი ტირილის ხმა არავის გაეგო. ბიჭი მინსუს ზუსტად დაამახსოვრდა ის მაღალი და გამხდარი იყო მაგრამ ძალიან არა ეტყობოდა რომ დაკუნთული და საკმაოდ ძლიერიც იყო. პატარა გოგონას მისი სახელიც კი დაამახსოვრდა მას ბონსუ ერქვა ჩხვე ბონსუ. ბიჭმა ოთახში შემოსვლის თანავე მაგიდაზე რაღაც ფურცლები დააწყო. ქალმა ახედა ბიჭს და გაუღიმა, მერე ფურცლებს დახედა და მათზე თვალის გადავლების შემდეგ კითხა ბიჭს -მოკალი? -მომიწია, ისე არ აპირებდა მოცემას -ყოჩაღ როგორც ყოველთვის მშვენიერი ნამუშევარია ბონსუ.-ქალი წამოდგა და ახალ მოტანილი საბუთები სეიფთან მიიტანა და ის გახსნა. პატარა მინსუს ბავშვობიდანვე რიცხვების დამახსოვრების უდაო ნიჭი ჰქონდა ამიტომ სეიფზე დაწერილი კოდიც მარტივად დაიმახსოვრა. ჰეილიმ ასე გაატარა კიდევ ნახევარი საათი ერთ ადგილზე ჯდომით და უსმენდა ოთახში მყოფთა ლაპარაკს, მაგრამ ისინი გაუკვეველ თემაზე ლაპარაკობდნენ. გოგონას ამდენი ლოდინისგან ფეხები ეტკინა და შეეცადა ცოტა სხვანაირად ჩამჯდარიყო, მაგრამ გამოძრავების შედეგად მაგიდაც შეირყა რის გამო ზედ დადებული კალამი ძირს ჩამოვარდა. ოთახში მყოფები გაჩუმდნენ, მერე შავ ბათინკებში გამოწყობილი ბონსუ მაგიდას მოუახლოვდა და მის ქვეშ მყოფი პატარა გოგონა უპატრონო ძაღლივით გამოათრია იქიდან, დანარჩენი რაც მოხდა პატარა გოგონას აღარ ახსოვს, მაგრამ ის ძალიან მწარედ ჩარჩა რომ ამის გამო დედა მას მის მეგობართან შეხვედრის უფლებას არ აძლევდა, ხოლო მისი გაქრობის მერე მისი სახელიც და სახეც დაავაწყდა მას. *ახლანდელი დრო* *ჰეილის P.O.V.* საავადმყოფოდან ისე გამომწერეს არც დედას არც მამას და არც ბონსუს არ მივეცი უფლება ოთახში შემოსულიყვნენ. მხოლოდ ტეჰიონს, ჯონკუკს და სუას ვხვდებოდი, ერთხელ ჯიმინიც, ნამჯუნიც და სხვა ბიჭებიც იყვენე მოსულები, მაგრამ ცოტა ხნით. ჯონკუკს ყველაფერი მოვუყევი რაც მახსოვდა, მოგონებებიდან სულ რამოდენიმე ფრაგმანტი გამახსენდა. მათ შორის იყო ასევე როგორ ჩხუბობდნენ დედა და მამა, მამა კი რაღაცეებს ლეწდა. ყველაფერი რაც გამახსენდა საშინელება იყო, დავიჯერო არც ერთი დადებითი ფაქტი არ მოხდარა ჩემს ბავშვობაში?... გამოცდების დრო ახლოვდებოდა, ამის თავი ნამდვილად არ მქონდა ამდენ უბედურებაში, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდ,ა გამოცდები აუცილებლად უნდა ჩვაბარო. ასეც მომიწია გამოცდები 5 დღის განმავლობაში მიყოლებულად ჩავაბარე. ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ ამ 5 დღის განმავლობაში არ მინახავს ჯონკუკი. ვაღიარებ მასზე დამოკიდებული გავხდი, შიგნიდან რაღაც მღრღნის, როცა მასზე ვფიქრობ მინდა ისევ მის მკლავებში ვიყო, მაგრად ჩამიკრას გულში, თუნდაც გამგუდოს, ოღონდ ჩამეხუტოს. ბოლო დღეც გავიდა ჩავაბარე ბოლო გამოცდაც. გამოვედი უნივერსიტეტიდან და ტაქსი გავაჩერე. რათქმაუნდა აღარც ბენსუ მხვდება და აღარც ჰანსოლი, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად არ გავთხოვილვარ მშობლებმა უკვე მიმაწერეს ჯონკუკის ცოლად და ამას არც ვაპროტესტებ. სახლში შევედი, არავინ არ იყო, მოვიმზადე საჭმელი და ცოტაც დავისვენე. მინდოდა ჯონკუკისთვის დარეკვა და თან მეშინოდა რომ ხელს შევუშლიდი. მასზე ძალიან ვნერვიულობ, თან არც იმაზე გვილაპარაკია რატო მთხოვა იმ საღამოს სახლში დარჩენა. ვერც ვიგრძენი როგორ ჩამეძინა მდივანზე. თვალები ნელ ნელა გავახილე და მაშინვე თბილი შეხება ვიგრძენი მხარზე. მეც სწორი მიმართულებით გავიხედე და დავინახე ჯონკუკი რომელიც მდივნის ხელზე იყო ჩამომჯდარი და თან ყავას მიირთმევდა. -გაიღვიცე მზეთუნახავო?- გამიღიმა მისი საოცარი ღიმილით. -კი- მეც გავუღიმა და სხეულზე დაპარებული პლედის ქვეშ უკეთ მოვკალათდი. -რამეს შეჭამ? -არა მადლობა- წამოვდექი და ჩემს გვერდით ადგილი გავათავისუფლე რომ დამჯდარიყო. არც მალოდინა მაშინვე მომისკუპდა გვერდით და ცალი ხელი მხრებზე მომხვია, მეც მივიწიე და თავი დავადე. -კარგად ხარ?-დავარღვიე სიჩუმე -ახლა ძალიან კარგად- შუბლზე მაკოცა მან -რა გაარკვიეთ ახალი? -არაფერი ისეთი, შენ არ იფიქრო მაგაზე კარგი, მე და ბიჭები ყველაფერს მოვაგვარებთ და დავალაგებთ თავის ადგილას. -კარგი, მე რაში დაგეხმაროთ? -არაფერში... -სინამდვილეში გვჭირდება დახმარება- ტეჰიონი ახლა დავინახე, სამზარეულოდან გამოძვრა, ხელში ლეპროპი ეჭირა ყურზე ფანქარი ქონდა ჩამოდებული და მეორე ფანქარი პირით ეჭირა, ამ სურათის დანახვაზე გამეღიმა. -არა ტაე დაივიწყე ხომ გითხარი! მაგას ვერ ვთხოვ.-ჩაეჩრა ჯონკუკიც -მთხოვეთ, ნებისმიერ რამეს ვიზამ -არა ჰეილი, არ მინდა შენ ამაში გაეხვიო.- არ მშვიდდებოდა ჯონკუკი -მისმინე ჯონკუკ.- მისი სახე ხელეში მოვიქციე და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი.-საბუთებთან არ მიშვებთ, ხომ ასეა? არაფერის გამოძიების უფლებას არ მაძლევთ და ნება მომეცით რამით მაინც დაგეხმაროთ, ჯონკუკ შენ ებრძვი ორ დიდ კლანს გესმის? აქიდან ერთი ისაა რომელშიც გავიზარდე მე და დამიჯერე ჩემზე კარგად არავინ იცის.-ვცდილობ დავამშვიდო ჯონკუკი-და თუ რამე ცუდად წავა მაინც ვერაფერს მიზამენ ხომ ასეა? მათი შვილი ვარ ვერც მომკლავენ და ვერც ციხეში ჩამსვავენ, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი ვარ უბრალოდ მომეცი საშვალეალება დაგეხმარო.-ჩემი ცხვირის წვერი მისას ეხებოდა. -თავი ფილმში მგონია-ტეჰიონა ჩაშალა ეს იდეალური მომენტი. -ამდენ ლაპარაკს ჯობია ამიხსნა რა უნდა ვქნა. -კარგი ახლა მისმინე. დედაშენის სეიფში უნდა შეძვრე- ვიცოდი რომ ამას ითხოვდა.-დარწმუნებული ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცეები იქ ექნება. ჩვენ ერთი საბუთი გვჭირდება. ეს უნდა იყოს სასამართლოს მოწმობა, რომელზეც უნდა ეწეროს ვინმე სან იონშიმის აღიარება რომლის თანახმადაც ის ბრალს დებს ჯონკუკის მამას და მამაშენს მკვლელობაში, ეს საბუთი აუცილებლად უნდა ჩავიგდოთ ხელში.-ტეჰიონი ჩემს წინ მაგიდაზე იჯდა და ყველაფერს მიხსნიდა. -თუ ეს ერთი საბუთი ხელში ჩაგვივარდება ყველაფერი დამთავრდება, მამაჩემი და მამაშენის საქმისთვის საკმარისი მტკიცებულება შევაგროვებთ მათ ციხეში ჩასასმელათ თან არა მარტო რამოდენიმე წლით, ხოლო მერე დედაშენი დაგვჩება, დედაჩემის მაქინაციები უკვე შეგროვებული გვაქვს.-ჯონკუკმა გააგრძელა ახსნა, როგორ მოასწრეს ამდენი? დედამისი „დაიხურა“, მამაჩემი და მამაისი ამ ერთი საბუთით „დაიხურება“ და დარჩე დედაჩემი... -და დედაჩემს რას უპირებთ?-ვიკითხე ის რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა. -ოთხ მეგობარს შორის ის აღმოჩნდა ყველაზე ჭკვიანი,- გააგრძელა ჯონკუკმა- მის სიფთხილეს საზღვარი არ აქვს. ყველა საჭირო საქმის რაღაც ნაწილი გადამალულ აქვს რაც მის წინააღმდეგ საბუთების შეგროვებაში ხელს გვიშლის. -ყველაფერი ისე კარგად აქვს გაკეთებული რომ მეც კი ვერ ვახერხებ ყველაფრის შეგროვებას.-გააგრძელა თავით კომბიუტერში ჩამძვრალმა ტაემ. -ისე არასდროს მიკითხავს რა პროფერია გაქვს ტეჰიონ?-ტეჰიონმა შეწყვიტა ბეჭვდა და ამომხედა ღიმილით -საზოგადოებისთვის იუტიდიული ფაქულტეტი მაქვს დამთავრებული და ჯონკუკის პირად ადვოკატი ვარ, ამის გარდა კი ძალიან ბევრი რაღაც მეხერხება მათ შორის ჰაკერობაც-ამაყად თქვა მან. -ჩემს მეგობრებს ხომ იცნობ, ისინი ყველა ჭკუით გამოირჩევიან- გააგრძელა ჯონკუკმა.-იუნგი კიბერდანაშაულების წინააღმდგ ბრძოლაში ჯგუფის მეთაურია, ამასთან ერთად ძალინ ცნობილი ჰაკერი. ნამჯუნი დეტექტივია, ადრე FBI-ში მუშაობდა მაგრამ კორეაში გადმოვიდა რამოდენიმე წლის წინ. ჯინი ექიმია კარდიოქირურგი, ხოლო ჯიმინიც ბიზნესმენია მას კლუბების ქსელი აქვს.- ამიხსნე ჯონკუკმა, მე გაოცებული ვუყურებდი, ამდენი ნიჭერი ადამიანი ერთად როგორ შეიკრიბა. -კუკი ჩვენს შორის ყველაზე პატარაა,- ახლა ტემ გააგრძელა- მე და ჯიმინი ტოლები ვართ და ორივე 24 წლის ვართ, ჯინი 29 წლისაა, იუნგი 28 და ნამჯუნი 27-ის ჩვენი პეჩენია კი ახლა გახდა 20 წლის-ისევ გაიკრიჭა ტაე და მიიღო კიდევაც თეთრი ბალიში თავში. -სამეგობროც ამას ქვია- გაკვირვებით ჩავილაპარაკე რამაც ჯონკუკის ღიმილი გამოიწვია. -როდის უნდა შევიდეთ სახლში და როგორ? -კარგი იქნება თუ უახლოეს რამოდენიმე დღეში მოვაგვარებთ.-თქვა ტაემ. -ხვალ? -კარგი ხვალ იყოს- გამეთანხმა ტაე -ესეიგი ხვალ მშობლებთან მივდივართ სამახშმოდ?- გადავხედე ჯონკუკს რომელიც უსიტყვოდ დამეთანხმა. საღამოს ყველანი ჩემს სახლში ვიყავით. ჯონკუკის მშობლებიც იქ იყვნენ, რაც ჩვენ ძალიან გვაწყობდა, რაც უფრო მეტი ხალხი იქნებოდა მით უფრო მარტივად მოვახერხბდი ცოტა ხნით გაქრობას ოთახიდან. არც ისე დიდი ხანი დამჭირდა ცდა სანამ ყველანი გაერთობოდნენ ღვინის სმით და ერთმანეთში საუბრით, თან ჯონკუკიც ვითომ დიდი ინტერესეთ უსმენდა მათ ძველ ისტორიებს, ამიტომ შეუმჩნევლად გავიპარე ოთახიდა. მეორე სართულზე ავედი და კარებთან შევჩერდი. ამ ყველაფრის მერე შიგნით შესვლა მეზიზღებოდა, მაგრამ უნდა შევსულიყავი. სეიფი კარიდან მარცხვივ კედელში ჩამდგარ კარადაშია, მისი მიგნება არც გამჭირვებია, მაგრამ შიგნით რაც დამხვდა ნამდვილად არ იყო კარგი ამბავი. სეიფი 2 თაროდ იყო გაყოფილი, ზედა თაროზე დიდი ოდენობით ფული, რამოდენიმე ოქროს ზოდი და იარაღი იდო. თავი რაიმე დეტექტიურ სერიალში მეგონა, როცა პოლიციის თანამშრომელი ბოროტი ბიზნესმენის სეიფს გახსნის. არ მჯერა რომ ეს დედაჩემის სეიფია, მაგრამ არც მაქვს ამის დაჯერების დრო რადგან მეორე თარო გატენილია საბუთებით და ყველა მათგანი ერთმანეთს ჰგავს. მათი გარჩევას ვერ ვახერხებდი, თან ვერც ცხედავდი იმ სიბნელეში. ხელი ჯიბეზე მოვიკიდე რომ ტელეფონი ამეღო მაგრამ ცარიელი იყო, ჩემგან ნამდვილად არ გამოვა კარგი ქურდი... ოთახში შემოსული ქუჩის განათების ხარჯზე დავიწყე საბუთის ძებნა. ხელები მიკანკალებდა რადგან ყველა მათგანი დავათვარიელე, მაგრამ რაც მჭირდებოდა ვერ ვნახე ამიტომ თავიდან დავიწყე. ტეჰიონმა წინასწარ მანახა ნიმუში თუ როგორი ფურცელი უნდა მომეძებნა მაგრამ აქ ასეთი მართლა არაფერი იყო. ის-ის იყო უკან დავალაგე ყველაფერი და გასვლას ვაპირებდი რომ... -მაინც ვერ გაიზარდე ჰეილი -გავშეშდი, ოთახში დედაჩემი იდგა, ხელში სიგარეტი ეჭირა და უდარდელად აბოლებდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ დედა ეწეოდა მაგრამ მისგან აღარაფერი აღარ მიკვირს. -გეგონა მანდ რამეს დავტოვებდი იმ დღის მერე? -ცდად ღირდა- ძვლივს ვთქვი მაგრამ მტიცედ გამომივიდა. -როგორც ჩანს მოგონებები დაგიბრუნდა -შენ რომ არა არც დამავიწყდებოდა.- არ დავნებდი, ნამდვილად არ ვაპირებ ფაქტზე დაჭერილმა ახლა სიტყვაშიც წავაგო. -გათამამებულხარ... ეს კარგია, როგორც ჩანს ჯონკუკმა მოახერხა შენზე გავენის მოხდენა. -ჯონკუკი არაფერ შუაშია, სანამ ის არ იყო მანამდეც მასე გელაპარაკებოდი, უბრალოდ ვერ ხედავდი რადგან არ მისმენდი არასდროს და მიკვირს ახლა როგორ მისმენ და მელაპარაკები, დავიჯერო შეგეშინდა? -შენ მე ვარასდროს ვერაფერს დამაკლებ, ამიტიმ არც მეშინია, მაგრამ შენი განადგურება ყოველ წამს შემიძლია პატარა გოგონა, ამიტომ შენს საქმროს გადაეცი თავი დაანებოს ჩემს წინააღმდეგ რამის „თხრას“ თორემ ბოლოს მოგიღებთ ორივს- მის ხმაში უკვე იგრძნობოდა ნერვიულობის ნაპერწკალი, დიახაც ესეიგი ჯონკუკმა ისეთი რამ იპოვა რამაც აიძულა დედაჩემს შეშინებულიყო, პირდაპირ 10-ში გაარტყა -უკვე გვიანია, პრობლემა იცი რაშია? უკვე დარბედი და აღარ შეგიძლია იყო ისეთი ძლიერი როგორიც იყავი, ამიტომ მე გირჩევდი რომ თვითონ დანბდე სანამ უფრო მეტი „საინტერესო“ რაღაცეები არ ვიპოვეთ შენი წარსულიდან.- კარეისკენ ავიღე გეზი რომ გავსულიყავი მაგრამ... -კარგად დაიმახსოვრე ჰეილი, შენი ქორწინება ჩემი გაკეთებულია ამიტომ თუ მომინდა ისე ჩავშლი როგორც მოვაწყვე და შენ საქმროსაც უკან მოუწევს დაბრუნება -მაშინებ? -კი გაშინებ და გაფრთხილებ კიდევაც, ამიტომ ცოტა ფრთხილად იცოდე და კიდევ არ ვიცი ვინ გიდგათ უკან, მაგრამ მათაც აუცილებლად ვიპოვი და მოვუღებ ბოლოს.-გვერძე ჩამიარა და ოთახიდან გავიდა. ახლა დავფიქრდი ამაზე, ტეჰიონი, ნამჯუნი, ჯინი, ჯიმინი და იუნგი ამ საქმეში ისე გაერივნენ არც იციან ვისთან აქვთ საქმე და რამე მართლა რომ დაემართოთ მერე მე რა ვქნა... ჩემს გამო მათ რამე რომ დაემართოთ მეც მოვკვდები.... ოთახიდან გამოვედი, გეზი პირდაპის ჯონკუკისკენ ავიღე რომ იქიდან გამომეყვანა და სახლში წავსულიყავით. არ ვიცი როდიდან ვეძახი ჯონკუკის სახლს ჩემსას, მაგრამ ამის თითქოს თავს ვიმშვიდებ, ვგრძნობ რომ არსებობს ადგილი სადაც მელიან და უხარიათ ჩემი დანახვა. თავის ტკივილის მომიეზებით მე და ჯონკუკი მშობლებს დავემშვიდობეთ და გამოვედით, რათქმა უნდა ჩემმა, საუკეთესო მსახიობმა, დედიკომ არც კი შეიმჩნია ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბავი. სახლიდან გამვედით, ჯონკუკი მანქანა უკვე გამოყვანილი ჰყავდათ მის წინ კი ის იდგა, ბონსუ.... გვერდი ავუარე და მანქანისკენ წავედი, მაგრამ მკლავში ჩამავლო ხელი და გამაჩერა -დავილაპარაკოთ -შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს- მკაცრად ვუთხარი, სინამდვილეში კი ვცახცახებდი. -მე მაქვს, მომეცი უფლება ყველაფერი მოგიყვე -არ მჭირდება არაფრის მოსმენა, ყველაფერი სახეზეა ბონსუ, შენგან ამას არ ველოდი ვაღიარებ ამეზე დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში არ მიგვრძნია- ვერც კი გავაცნობიერე როგორ დავიწყე ყვირილი.- ალბათ უყვებოდი არა ყველაფერს რასაც ვაკეთებდით, როგორ ვგეგმავდი გაქცევას, როგორ ვაგროვებდი ფულს გასაპარად, ყველაფრი მოუყევი არა? მეც მიკვირდა ყველაფერს იდიალურად ვგეგმავდი, მაგრამ მაინც მეშლებოდა, აი თურმე რატომ ხდებოდა მასე, შენ მასზე მუშაობდი ამდენი ხის განმავლობაში მე კი როგორ გენდობოდი- ცრემლები ლაპარაკის უფლებას არ მაძლევდნენ, ხელებს მკერდზე ვურტყამი მთელი ძალით, ისიც თავ ჩახრილი იდგა და ყველა დარტყმას იღებდა გაუნძრევლად -შენ.... შენგან ამას არ ველოდი, შენ... ადამიანი რომელიც ამ ჯოჯოხეთში ღმერთისგან მოგზავნილ ანგელოზად გთვლიდი, ყველაზე დიდი ეშმაკი აღმოჩნდი.... -ყველაფერი სულ სხვანაირადაა და არასდროს არც ერთი გეგმის შესახებ არ მომიყოლია, მართლა, ყოველთვის მინდოდა დაგხმარებოდი რომ მისგან გაქცეულიყავი რადგან მე არ შემიძლია... აღარ შემიძლია.-ხმა ჩაუწყდა ბონსუს. გავჩერდი ხელები ჩამოვუშვი და შევხედე მას. თვალები სულ გასიებული და ჩაშავებული ჰქონდა, ეტყობა ნორმალურად არ უძინია და თან ნამტირალევი იყო. სახეზე რაც იმ წუთას მას ეწერა მხოლოდ 2 გრძნობა იყო, ტკივილი და მწუხარება, მხოლოდ ეს ორი გრძობა ტრიალებდა მის გარსემო და ვხედავდი როგორ ანადგურებდა მას. ახლა შევამჩნიე რომ ის უზომოდ გამხდარია, ახლა შევამჩნიე რომ ძალიან თეთრი კანი აქვს, ახლა შევამჩნიე რომ ის სულაც არ არის ისეთი თბილი როგორიც მეგონა, ეს მტკივა, მართლა ძალიან მტკივა რადგან მჯეროდა რომ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ უკან მოხედვისას იქ ბონსუ დამხვდებოდა, ისევ აღელვებული თვალებით და ისევ გამიღიმებდა როცა დაინახავდა რომ კარგად ვარ. ახლაკი ვგრძნობ რომ იქ აღარ დამხვდება, პირიქით ბოროტი მხარის სათავეში იქნება და დაეხმარება ყველას რომ საბოლოოდ გამანადგურონ.... მიუხედავად იმისა რომ ამას მივხვდი, ვხვდები რომ უზომოდ სტკივა, მძულს... მეზიზღება რომ ასე ახლოს დგას, მეზიზღება რომ სუნთქავს, მეზიზღება რომ მეხება, თუ ვინმე მკითხავ რატო ვარ ახლა ასე ალბათ ვერტყვი რომ ის ჩემი პირველი სიყვარლია რომელმაც შინაგანად გამანადგურა და არსებობს ასეთი ნათქვამი, პირველი სიყვარული არასდროს სრულდება კარგად.... ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, ცრემლები მოვიწმინდე და ისევ გავემართე მანქანისკენ. ბონსუ ისევ გადამიდგა გზაზე, მაგრამ ბოლო ხმაზე ვიყვირე- ნუ მეხები, არ შემეხო! -ისევ გავიწიე მანქანისკენ, მაგრამ ისევ არ გამიშვა, კიდევ ერთი წამიც და ბონსუ ძირს დაეცა, მერე ჯონკუკმა ხელი მაჯაში ჩამკიდა და მანქანაში ჩამსვა თვითონაც მალე მოუჯდა საჭეს და სწრაფი სიჩქარით დაძრა მანქანა. სარკეში ვხედავდი ბონსუს რომელიც ისევ იჯდა ძირს და ან ინძრეოდა, ცრემლები მოვიწმინდე და ჯონკუკს გავხედე. ორივე ხელს საჭეს უჭერდა და წინ შეკრული წარბებით იყურებოდა. როგორი მადლერი ვარ რომ ასეთ მომენტში ჩემთან არის, მიხარია, რომ ახლოს ზის და ჩემს გამო მთლიანად დაძაბულს მიჰყავს მანქანა, შორს ჩემი ტკივილისგან. მიხარია, რომ ჩამს მაგივრად მან დაარტყა ბონსუს. მიუხედავად ამ სიხარულისა სულს მინაგურებს აზრი, რომ ისიც წავა... რომ ისიც სხვა აღმოჩნდება, და თუ წავა მე დავრჩები მარტო და უკან მოსახედი აღარ მექნება რადგან იქ უკვე მხოლიდ დიდი უფსკლული იქნება რომელშიც აუცილებლად გადავიჩეხები და არავინ იქნება რომ ხელი მომაწოდოს და ამომიყვანოს. ყველაფრის მოყოლის შემდეგ ჯონკუკმა და ბიჭებმა უფრი ფრთხილად დაიწყეს ყველაფრის გაკეთება. ჯონკუკი საბუთებთან არ მიშვებდა, და არც ტაეს აძლევდა უფლებას რომ რამე მოეყოლა, მე კი აქიდან ვხვდები, რომ ისეთი რაღაცეები აქვთ ჩვენს მშობლებს ნაკეთები მე რომ გავიგო იქვე მოვკვდები და ამიტომაც მიმალავს. მეც არ ვკაბრიზობ რადგან ვიცი ამით ხელს შევუშლი, რაც ნამდვილად არ მჭირდება. ერთადერთი რითიც ვეხმარები ისაა რომ სახლს ვალაგებ, საჭმელს უმზადებ ყველას და ოცა რამეს მთხოვენ ვასრულებ. ტაე და იუნგი ფაქტიურად ჩვენთან ცხოვრობენ, 24 საათის განმავლობაში ეძებენ რაღაცეებს, მათ გარშემო დაძაბული აურა. რაც შეეხება ჯონკუკს თითქმის საერთოდ არ ძინავს და არც ლაპარაკობს, მეც არ მელაპარაკება და ვხვდები რომ ძალიან ცუდადაა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცოტაც და გასკდება. რამოდენიმეჯერ ღამით ოთახში შემოიპარა და იმაში დარწმუნებული რომ მეძინა, ხან შუბლზე და ხან ხელზე მკოცნიდა. ასე გავიდა რამოდენიმე კვირა უკვე 22 სექტემბერია. დილას ადრე გამეღვიძა, სანამ ლოგინიდან ავდგებოდი პლანშეტი ავიღე და იმფორმაცის კითხვა დავიწყე. ყველაზე მოთხოვნადი კი ერთი სტატა შემხვდა. ეს ჩვენ ქორწილზე იყო, სწრაფად გადავედი და წავიკითხე. ჩემმა მშობლებმა თარიღი დააწესეს 15 ოქტომბერი, ქორწილის დღე. -ეს ნახეთ?- პლანშეტით ხოლში ჩავედი ქვემოთ. ჯონკუკი რაღაცას მთელი მონდომებით კითხულობდა ტაე ფუმფულა ხალიჩაზე იწვა და ეძინა იუნგი და ჯიმინი კი კომბიუტერში რაღაცას არჩვდნენ, შესვლის თანავე ყველას ყურადღება მივიქციე. -რა არის?- ჯონკუკი წამოდგა და პლანშეტი გამომართვა. -რა მოხდა?-თავი წამოყო ნამძინარევმა ტაემ -ქორწილის დღე გამოაცხადეს 15 ოქტომბერი.- ყველას გასაგონად თქვა იუნგიმ. ჯონკუკმა პლანშეტი უკან დამიბრუნა და თან თვალებში ყურებით მეუბენბოდა რომ არ მენერვიულა. -კარგი ბიჭებო, ესეც ჩვენი რიცხვიც 15-მდე ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ და მშობლებს ძალიან კარგი საქორწინო საჩუქარი გავუკეთოთ.-ყაში შემოკრა ჯონკუკმა. მე სამზარეულოში გავედი და საუზმე მოვამზადე. გავიდა კიდევ რამოდენიმე კვირა. მე და ჯონკუკი მსობლბის მოსატყუებლად დღის განმავლობაში გარეთ გავდიოდით, რათა სურათები გადაეღოთ ფანებს, ჯონკუკის დედას დავყვებოდით საყიდლებზე, მამაჩმთან ერთად ვთამაშობდი ბილიარდს, და ვატარებდით ოჯახურ სარამოებს. ისეთ შეხედულებას ვტოვებდით თითქოს მართლაც არაფერს ვაწყობდით, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. ყველაზე ცუდად ჯონკუკი იყო,დღითი დღე სუსტდებოდა, არ ჩამდა და არც მადა ჰქონდა, უძინარი დადიოდა, დილით კომპანიაში მიდიოდა ღამით კი ბიჭებთან ერთად მუშაობდა. მეც არაფერს მიყვებოდა ხანდახან ისე მეშინოდა მას ასეთს რომ ვხედავდი საკუთარ თავს უსვამდი კითხვას ღირდა თუ არა ამად... როცა ჯონკუკს დაველაპარაკე ამის შესახებ ის უბრალოდ ცამეხუტა და მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა ოღონდ მომეცადა, ცოტაც კიდევ მომეცადა... ეს უკვე აუტანელ ხდებოდა. ბიჭები დღე ა ღამ რაღაცას აკეთებდნენ, მე კი არაფერს მიყვებოდნენ. ასე გავიდა კიევ რამოდენიმე კვირაც. 1 კვირაღა დარჩა გრანდიოზულ ქორწილმდე. ყველანი რაღაცას აკეთებდნენ, ქორწილის ორგანიზებაში დედაჩმმა დახმარება მთხოვა, რათქმაუნდა ეს მისი აზრი არ იყო უბრალოდ ჟურნალისტებისთვის გააკეთა, რომ მათ დაწერონ როგორი კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვერ ვიტან ამას, ამ სპექტაკლს... ამ ერთი კვირის განმავლობაში უფრო ნაკლებად ვნახულობდი ბიჭებს. უკვე რამოდენიმე დღის უნახავი მყავდა ყველა როცა ჯონკუკმა დილის 6 საათზე გამარვიძა და დაბლა ჩამიყვანა. -რა ხდება? -ყველაფერი უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ჯერ გეგმით დავიწყებთ, თქვენი ქორწილის შესახებ- დაიწყო ტაემ- თქვენ ქორწილის დრეს ჩვეულებრივ მიხვალთ იქ, მაგრამ როდესაც თქვენი გამოსვლის დრო იქნება ყველაფერი შეიცვლება. ამ ჩაშლილი ქორწილის გამო დედაშენი და ყველა საქმეებში თავით იქნებიან ჩაფლულები ამ დროს კი დიდ დარტყმას მივაყენებთ.- ტაემ მთელი გეგმა დაზეპირებულივით ჩამოაყალიბა და ისღა დარჩა რომ შეგვესრულებინა... ქორწილის დღეც დადგა. მე დარბაზში 2 საათით ადრე მიმიყვანეს, ოთახში მიმაბრძანეს და იქიდან არ გამოუშვივარ. 1 საათის შემდეგ მოვიდნენ ვიზაჟისტები და ბევრი ვაჭრობის და მოსყიდვის შემდეგ დაიწყეს თმების და მაკიაჟის კეთება, მაგრამ ჩემთვის არა, ჩემი საყვარელი სუასთვის. დიახ სუა ჩემს მაგივრად შესრულებდა გაქცეული პატარძლის როლს სანამ მე იქიდან ჯონკუკი წამიყვანდა. საქორწინო კაბაც რომელიც ასევე ჩემთვის იყო შეკერილი სუამ მოირგო, სხვათაორის უხდებოდა იმას თუ არ ჩევთვლით რომ ძალიან გრძელი ქონდა, ჩემთან შედარებით ის ძალიან პატარაა. კიდევ ერთ საათში კი ასეთი სურათი გვქონდა: სუას ჩემთვის განკუთვნილი 7000 დოლარიანი კაბა ეცვა, ასევე შესაფერისი მაკიაჟი და ვარცხნილობაც, მე კი შავი კაპიშონიანი ჯემპრი, შავი მომდგარი შარვალი და ამავე ფერის ფეხსაცმელი. ჯონკუკთანაც დაახლოებით ასეთი სიტვაცია იყო, ოღონდ მისი სმოკინგი ტაეს ეცვა ხოლო მას შავები თავიდან ფეხებამდე. გაპარვის გეგმა ასეთი იყო. მე, სუა ჯონკუკი და ტაე ერთად ავიდოდით შენობის სახურავის სხვადასხვა მხარეს სადაც ორივე წყვილს ვერტმპრენი დაგველოდებოდა, ერთი ჯიმინის მეორე კი ჯინის. ორივე ვერტმპენი სხვადსხვა იმართულებით წავა ერთი ამერიკისკენ მეორე ჩინეთისკენ. ტაე და სუა ამერიკისკენ წავლენ და ჩვენი გეგმა თუ გაამართლებს მდევლებ მათ გაჰყვბიან ხოლო ჩვენ ცინეთისკენ და წესით არც ერთი მდევალი არ უნდა გამოგვყვეს. ესეც ასე, ქორწილის ცერემონიამდე ნახევარი საათია დარჩენილი და ჩვენ მზად ვართ იმისთვის. მე და გამოპრანჭული სუა ჯონკუკის ესემეს ველოდებით და მოქმედებას დავწყებთ. ესემესმაც არ დააყოვნა, სუას ხელი ჩავკიდე და კარები გამოვაღე რომ იქ ბონსუ დამხვდა. გავშრი, ჯერ არაფერი დამიწყია და უკვე დამტავრდა? -ნუ ღელავთ თქვენს გასაყვენად მოვედი- ამოვისუნთქე იმდენად დავიძაბე ამ 1 წამში რომ სიცოცხლის ნახევარი ალბათ აქ დავტოვე. -კარგი მააინ წავედით.- ვუპასუხე და უკან გავყევი.ბინსუ წინ მიდიოდა და გზას გვითაისუფლებდა, მე სუას ვეხმარებოდი რომ კაბით ნორმალურად ევლო. ჩემდა გასაკვირად ძალიან მოხერხებულად გავძვერით და შეხვედრის ადგილს მშვიდად მივუახლოვდით. ტაე და ჯონკუკი იქ იყვნენ. *ავტორის p.o.v* გეგმის მონაწილეები შეიკრიბნენ და ახლა მათი დაშორების დროც მოვიდა. ჰეილი ანერვიულებულ სუას მოუბრუნდა და გულში ჩაიკრა ის. -მადლობა ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებ სუა- სუაც გულაჩუყებული ჩაეხუტა მის ერთადერთ მეგობარს -შენ მადლობა რომ ყოველთვის ჩემთან იყავი ქალბატონო -იცოდე ბედნიერი იყავი გაიგე?-ჰეილიმ გაუშვა გოგონა მისი ხელებიდან -შენც ასევე ქალბატონო -შეწყვიტე ასე მომართვა გთხოვ -კარგი,-გაიღიმა გოგონა და ისევ მიეკრა ჰეილის -წავედით თორე დავაგვიანებთ- ჯონკუკმა გოგონები გამოაფხიზლა -თავს გაუფრთხილდით და ჩემს გოგოს მიხედე ტაე იცოდე- გააფრთხილა ჰეილიმ ტაე და მასაც ჩაეხუტა -რა თქმა უნდა, თქვენც ჭკვიანად იყავით, მალე შევხვდებით- ტაეც გადაეხვია წყვილს და სუას კაბის აწევაში დაეხმარა. -ჰეილი,- ამჯერად გოგონა ბონსუმ შეაჩერა,-ეს აიღე- შავი დიდი ჩანთა გაუწოდა გოგონას -რა არის?- დაიბნა ჰეილი -აუცილებლად დაგჭირდება, თავს გაუფრთხილდი მინსუ- ბონსუმ ყოყმანის შემდეგ გულში ჩაიკრა ჰეილი და მერე იქიდან გაუჩინარდა. -რა არის მაგაში- გზაში კითხა ჯონკუკმა ჰეილის -5 მილიონი დოლარი- მშვიდად უოასუხა გოგონამ მაგრამ გაოცებულმა ჯონკუკმა წამოიყვირა -რამდენი? საიდან? -საყვარელო შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანი ვაგროვებდი ამ ფულს, რომ როცა 20 წლის გავხდებოდი მისგან გასაქცევად არანაირ დაბკოლება არ მოქონოდა.-გაოცებული ჯონკუკი მივარდა ჰეილის და ლოყაზე აკოცა. -ეხლა წავედით გველოდებია.- გაწითლებულმა ჰეილიმ მომღიმარ ჯონკუკს ხელი ჩაჰკიდა და გაჰყვა მას. შემობაის თავზე მათ რათქმაუნდა დაჰხვდათ ვერტმფრენი. მეორე მხარესაც მოჩანდა შავ-თეთრში გამოწყობილი წყვილი. მათ კიდევ ერთხელ დაუქნიეს ხელი ერთმანეთ და მოთავსდნენ მის ადგილებზე. ორივე მხაარეს ერთნაირად აფრინდა თვითმპრინამი და რამოდენიმე წუთში მათ საავიაციო პოლიცია და და სახმელეთო პატრუიც აედევნათ. ორივე ვერტმფრენი დიდი სიჩქარით მიდიპდა დანიშნულების ადგილისკენ, მაგრამ მხოლოდ სუას და ტაეს ვერტმფრენმა გაასწრეს საზღვარზე, მეორე თვითმფრინავს კი აიძულეს დამჯდარიყო ხმელეთზე, დიდი წვაების მიუხედავად მაინც მოუწიათ ვერტმფრენის დასმა, პოლიციელებმა იარაღით მიუახლოვდნენ ვარტმფრენს და მისი კარიც ხმაურიანად გამოაღეს მაგრამ ის რაც იქ დახვდათ სულ სხვა იყო. შიგნით მხოლოდ, ჯიმინი იყო, რომელიც გაოცებული უყურებდა ყველა გარშემო მყოფებს. ტაემ და სუამ მოასწრეს ამერიკის საზღვარზე შესვლა ამიტომ მდევლეიც ჩვეულებრივ ჩამოიშორეს. და რაც შეეხება ჯონკუკს და ჰეილის. ისინი იმაზე ახლოს არიან სეულთან ვიდრე მის მშობლებს წარმოუდგენიათ. გგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ ვერ მოასწრო ჰეილის და ჯონკუკის თვითფრინავმა საზღვრამდე მისვლა? პასუხი ასეთია: მათ გაჩერება მოუწიათ, უახლოეს კომპანიის თავზე მათ ჯიმინი ელოდათ ხოლო ჰეილის და ჯონკუკს იქ მანქანა ელოდა რომელიც მათ პირდაპირ იმ სახლში წაიყვანდა რომლის სესახებ არავინ იცოდა. მათი გეგმა სრულყოფილად გამართლდა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ მეორე ვერტმფერს პოლიცია არ უნდა გამოკიდებოდა, მაგრამ ყოველთვის არსებობს გეგმა ბ, და მისი გამოყენება ყოველთვის შეიძლება როცა გეგმა ა არ ამართლებს. *ჰეილის p.o.v* ცოტახნიანი მგზავრობის შემდეგ ავედით სახლში. ამ სახლში დაახლოებით 1 კვირას გავატარებდით და ამ დროის განმავლობაში ყველა საქმე მოგვარდებოდა და სეულში დაბრუნებულებს ის ოთხი ადამიანი ციხეში დაგვხვდება. მემგა ასეთია რაც დიდი იმედი მაქვს გამართლდება კიდევაც. სანამ ჯონკუკი პროდუქტებს ალაგებდა მანამ ჩაი მოვამზადე და უკვე საქმე დამთავრებულ ჯონკუკსაც გავუწოდე. ფანჯარასთან ვიდექით და ხედით ვტკბებოდით, აქაურობა ისევ ისეთია როგორიც იყო, ხედი ულამაზესი და ჰაერი სველი და სასიამოვნო, როგორც ყოველთვის გრილოდა რაც ჯონკუკმა მარტივად შეამჩნია და უკნიდან მომეკრო, ხელეი მუცელზე მომხვია და ჩემს კისერში თავჩარგული მოეშვა. -დაიღალე?- მკითხა როცა ჭიქები მაგიდაზე დადო და პლედი მომაფარა -არა, არც ისე- გავუღიმე და ხელები წელზე მოვხვიე. მისი გუისცემა ისეთი სასიამოვნო იყო. -ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება.-შუბლზე მაკოცა მან და მერე თვალებში ჩამხედა, მე გავუღიმე და მის ლამაზ სახეს დავაკვირდი. ყველა დაკვირვირვებით უფრო და უფრო ვეწმუნდები რომშეუდარებელია, ისეთი გრძნობა მაქ რომ ის არის ჩემი პრინცი, ზღაპრებიდან რომლებსაც ბავშვობაში მიყვებოდნენ. ვერც კი გავანალიზე როგორ მოვიქციე მისი სახე ხელებში და დაუფიქებლად დავეწაპე მის ტუჩებს. დიდი ტუჩები, თბილი კანი და დიდი ხალები, რომლებიც ჩემს სხეულზე სრიალებს და რიტმიდან ამოვადნილი გულისცემა, აი რა ვიცოდი რას ვგრძნობდი და რა მახსოვდა ახლა. მხოლოდ მისი შეხება და მისი სუნთქვა, მისი თითები ჩემი მაიკის ქვეშ და ჩემი თითები მის თმებში, კიდებვ ფეხები მის წელზე და ტუჩები ჩემს კისერზე. ამ მომენტში სხვა არაფერი მინდოდა როგორც ის. რამოდენიმე ნაბიჯი და როგორც ყოველთვის უადგილო ადგილას ტელეფონის ზარი. ორივე მომენტალურად გავჩერდით. ჯონკუკმა ჩამომსვა და ტელეფონს დაუწყო ძებნა. მალევე იპოვა და უპასუხა -რას შვბებით გვრიტებო?- იმხელა ხმაზე იყვირა ტელეფონში ტეჰიონმა მეც კი გავიგე -ვიზამდით რომ არ შეგეშალა- ჩაიდუდუნა უკმაყოფიოთ ჯონკუკმა, მე კი სიცილი ამიტყდა, და მასიმალურად ვეცადე დამემალა გაწითლებული სახე. -მიხვედით უკვე? -კი სახლში ვართ, თქვენ ჩაფრინდით?-ვითომ ინტერესით ჰკითხა ჯონკუკმა და მდივანზე დაჯდა -კი ჩამოვედით, სუა ისეთი აღფთოვნებულია აქაურონით რომ მეშინია გული არ გაუსკდეს -კარგად მიხედეთ ერთმანეთს იცოდეთ რამოდენიმე დღეში შევხვდებით. -კარგი აბა თქვენ იცით, ბევრი არ იმაიმუნოთ- წარმოვიდგინე როგორი სახე ქონდა ტაეს ეს რომ თქვა. -კარგი მიდი, იცოდე არ გააგიჟო ეგ გოგო- მკაცრად გააფრთხილა ჯონკუკმა -კარგი, კარგი- სიცილით მოაყოლა ტაემაც, მეტი აღარ გამიგონია რა ილაპარაკეს რადგან აბაზანაში შევედი, მალევე ვიბანავე და გამოვედი. ჯონკუკი სამზარეუოში იდგა და ვახშამს ამზადებდა. იმდენად იდიალური სურათი იყო ხელის შეშლა არ მინდოდა, მაგრამ ასე ნამდვილად გადაწვავდა სახლს ამიტომ მივუახლოვდი და გაზქურა მე ავუნთე, მან უბრალოდ გამიღიმა და განაგრძო ბოსტნეულის ჭრა. გემრიელად ვივახშმეთ. ჭამის შემდეგ ჯონკუკი აივანზე გავიდა და რბილ სავარძელში ჩაჯდა, მე ჭურჭელი გავრეცხე და მის გზას დავადექი. გარეთ მხოლოდ ერთი სავარძელი იდგა ამიტომ მივუახლოვდი და მუხლებში ჩავუჯექი, იუხედავად იმისა რომ სირცხვილისგან ვიწვოდი მისი მკლავებში უზომოდ კომპორტულად ვიყავი ამიტომ დაძაბლობაც მალევე მომეხსა. პატარა ბავშვივით ჩავუჯექი მუხლებში მკერდზე მივეკარი და მისი სურნელით დატკბობა დავიწყე. მანაც მომხვია ხელები და გაგრძელა სეულის თვარიელება. -ყველაფერი კარგად იქნება ხო? -კი ყელაფერი მოგვარდება, არ ინერვიულო პატარა ქალბატონო, ხვალ ნამჯუნი ოფიციალურ მოწმობას აიღებს ჩემი სახლის გასაჩხრეკად მერე შენის და ჩვენს მშობლებს ციხეში ამიაყოფინებენ თავს. -რ მეშინია, ვიცი რომ გამოგვივა, ვიცი რომ ამას შეძლებ - მის ხელებში კატასაით მოვეწყვე და მთელი დღის დაღლილი და დაქანცული ბავშვივით ჩამეძინა. ემ კვირაში ბევრი რამ მოხდა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში თავის ადგილს დაუბრუნდა, ან ასე მგონია მე. მე და ჯონკუკს მთელი მსოფლიოს გარშემო გვეძებდნენ სინამდვილეში კი ჩვენ რამოდენიმე კილომეტრით ვიყავით დაშორებული სეულიდან. როგორც ვთქვით თანმიმდევრობით ყველა დაიჭირეს, მამას და მისტერ ჯოენს 12 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ასევე მკვლელობების გამოძიების შემდეგ კიდევ დაემატებოდათ ალბათ. მისის ჯოენიც ციხეში უნდა ჩაესვათ 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთით მაგრამ მან სცადა, ასევე არაერთი პანიკური შეტევა დაემართა ამიტომ ფსიქიატრიულ ციხეში გადაიყვანეს. რაც შეეხება დედაჩემს ის ციხეში ჩასვეს 27 წლით. ახლა მივხვდი რატომ წამომიყვანა ჯონკუკმა ამ სახლში, იმიტომ რომ აქ ტელევიზორი არ არის, იმიტომ რომ არ მენახა როგორ დააყადაღეს ჩემი სახლი, ჩემი კომპანიები და ყველაფერი რაც წესით ჩანების ოჯახს ეკუთვნოდათ. დღეიდან მილიონერი შთამომავლის მაივრად, ვარ უბრალო გოგონა ჩან მინსუ რომელსაც არც ფული აქვს, არც მშობლები ყავს და არც სახლი აქვს. ასევეა ჯონკუკიც მდიდარი ბიზნესმენის მაგივრად ახლა ის უბრალოდ ჯოენ ჯონკუკია, მას ჩემთან შედარებით ბინა მაინც დარჩა, მაგრამ ფული აღარ, ყველაფერი დააყადაღეს და ახლა სახელმწიფოს ეკუთვნის. ეს იმფორმაცია რათქმაუნდა ჯონკუკს არ უთქვამს, შეძლების და გვარად ვუსმენდი მას და ნამჯუნის ლაპარაკს. როდესაც ვუთხარი რომ ყველაფერი მოეყოლა, მან უბრალოდ შუბლზე მაკოცა და მთხოვა რომ მეტჯერ მსგავსი არ მეკითხა, რადგან თუ მომიყვებოდა საბოლოოდ გამანადგურებდა და ეს მას ჩემზე კარგად ესმოდა.ერთი კვირა გავიდა და ყველაფერი დალაგდა... ამ ყველაფერთან ერთად ცუდი რაღაცეებიც მოხდა... ბონსუ ისიც ციხეშ ჩასვეს 23 წლით, 3 მკვლელობისთვის და 2 მკვლელობის მცდელობისთვის. ეს ამბავი ჯონკუკმა მითხრა, იცოა რომ მაინც ვკითხავდი და თუ არ მეტყოდა მაინც გავარკვევდი ამიტომ მითხრა. იმ ღამით არ მძინებია, მთელი ღამე ვტიროდი და ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ. ჩ ვენს მშობლებთან ერთად ასევე რამოდენიმე პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დაიჭირეს. სეულში ქაოსი 1 კვირაში ჩამთავრდა და 1 თვეში დაივიწყეს კიდევაც. ჩვენ ყველამ პატარა ბავშვებმა მოვახერხეთ და სეულის შავი მხარეს პარდა ავხადეთ, ამასი კი ყველაზე დიდი წვრილი ჯონკუკს მიუძღვის, მან ჩუმად თავისთვის მოაერხა ყველაფრის გაკეთება და ამით დამანახა რომ ყველაზე საამაყო ქმარი მყავს, დიახ ქმარი, ჩვენ დავქორწინდით მაგრამ ისე არა როგორც ყველა ელოდა.( ამაზე შედეგი თავი იქნება ) სეილში 1 თვის ჩამოსულებივიყავით, ყველანი შევიკრიბეთ და ავღნიშნეთ გამარჯვება. ამ ერთი თვის განმავლობაში ვამზადებდ საკუთარ თავს რომ აქ მოვსულიყავი და ახლა აქ ვარ, კაცთა კოლონიის ეზოსი და მივყვები ერთ- ერთ პოლიციელს რომელიც გზას მითავისუფლებს. პირველად მამაჩემი მოვიკითხე მაგრამ მან უარი განაცხადა ცემთან შეხვედრაზე, რაც იმას ნიშნავს რომ სრცხენია და ნანობს. კარგია იმედია ერთხელაც როცა მოვალ შემხვდება და ჩემი და ჯონკუკის წინასე ბოდიშს მოიხდის. შემდეგ ბონსუ ვიკითხე და ახლა მინის მიღმა ერთმანეთის წინაშე ვზივართ, ხმას არც ერთი ვიღებთ, ორივე ვაკვირდებით ერთმანეთს. ვუყურებ და სრულიად სხვა ადამიანს ვხედავ, ის ძალიან ცუდად გამოიყურება, ისედაც თეთრი სახე ახალა სულ თეთრი გაუხდა, ვარდისფერი ტუჩემი მთლიანად გათეთრებული ჰქონდა და კანიც სძნრებოდა. თვალები სასიებული და წყლიანი, ჩემმს წინაშე ახლა სულ სხვა ადამიანი იჯდა. -არ შეცვლილხარ- მითხრა როცა 5 წუთი იუხმოდ ვიჯექით -შენ ძალინ შეიცვალე, ავად ხარ? -გულის ქრონიკული დაავადება აღმომაჩნდა-თქვა რამოდენიმე წუთის შემდეგ- ტაბლეტებს ვსვამ ამიტომ სენაგანად კარგად ვარ მაგრამ გარეგანად სხვანაირად გამოიუყრები მაინც.- იმილით დაამატა, თვალები ცრემლებით ამევსო, მიუხედავად იმისა რომ ის მკვლელი და ნაძირალა იყო ის ბონსუ იყო ჩემი ბონსუ... -ექიმი გყავთ მანდ? -კი, და მივლის მართლა, არ ინერიულო შენ- იევ გაიღიმა და მისი ნარინჯისფერი მოსაცმელის წვალება დაიწყო. -2 წუთიც დაგრჩა ჩხვე- ხმამაღლა თქვა გამცილებელმა. ბონსუმ ისევ მე გამომხედა და გამიღიმა, სულ სხვანაირი ღიმილით, მის თვალებში მხოლოდ სევდა და ტკივილი იყო, ცრემლებს ვერ ვიკავებ, ვიწმინდავ მაგრამ მაინც მომდის, არ წყდება. -ჰეილი, ახლა უნდა დაგემშვიდობო კარგი?- ისევ გაიღიმა ძალა გამოცლილმა- მინდა რომ ერთი რამ გისურვო, ბედნიერი იყავი კარგი? შენ ამას იმსახურებ, შენ ყველაფერს იმსახურებ ცხოვრებაში, ამიტომ იყავი ბედნიერი.-თვალები მასაც აევსო ცრემლებით მაგრამ თვაი მაინც მაგრად ეჭირა, ცრემლები მოსდიოდა მარა მაინც იღიმოდა, მე ხმამაღლა დავიწყე ქვითინი.-ჰეილი გთხოვ არ იტირო, არასდროს იტირო ისეთ ადამიანებისთვის როგორიც მე ვარ, არადროს დაღვარო ცრემლები, უკვე საკმარისად დაიტანჯე, ახლა ბედნიერი უნდა იყო გაიგე?- ბონსუს უკნიდან მოუახლოვდა პოლიციელი და მკლავში ჩაჰკიდა ომ ძალით აეყენებინა,- და კიდევ არასდროს მოხვიდე აქ მეტი კარგი? იცოდე თუ მოხვალ უარს ვიტყვი შენთან შეხვედრაზე მაინც- მომაძახა ბონსუმ, თვალს არ მაცილებდა მიუხედავად იმისა რომ მიათრევდნენ. საბოლოოდ კიდევ ერთხელ გამიღიმა და დერეფანში გაუჩინარდა საბოლოოდ. მე ტირილით ვურტყამდი შუშას ხელს მარა მის მიღმა აინც ვერაფრით გადავიდოდი, მაინც ვეღარ გავაგონებდი ჩემს სათქმელს, მაინც ვეღარ დავემშვიდობებოდი საბოლოოდ.... ბონსუ მას მერე აღარ მინახავს. გაფრთხილების მიუხედავად მაინც მივედი ციხეში მასთან მაგრამ მან შეასრულა მისი ნათქვამი და ყველა ჯერზე უარი განმიცხადა შეხვედრაზე. 1 წელიწადში კი მომივიდა სახლში წერილი რომელშიც ეწერა დრო და თარიღი მისი გარდაცვალების. მიზეზი გულის შეტევა. რაც შეეხება მამაჩემს მხოლოდ 5 თვის შემდეგ მომცა თანხმობა შეხვედრაზე და ბოდიშის მეტი არაფერი უთქვამს, მას მერე არც ივსულვარ მასთან. და ახლა დედა... დედაჩემი ქალთა კოლონიაში, ბუსანში იმყოფებოდა რა ძალიან შორს არის სეულიდან. ჩამოსვლიდან 2 კვირაში მივაკითხეთ მას მე და ჯონკუკმა, ამ დროს ჩემთან იყო, ბონსუს და მამან მის გარეშე შევხვდე მაგრამ დედაჩემთან მარტო ვერ წავიდოდი ამიტომ გამომყვა. დარბაზში შესულებს მაგიდასთან დაგვსვეს და ცოტახნიანი ლოდინის შემდეგ გამოიყვანეს დედაჩემიც. ქალი რომელიც მთელი ცხევრება მოწესრიგებული ტანსაცმლით და სალონში გაკეთებული თმით დადიოდა, ახლა ნარინჯისფერ ზედა ქვედაში იყო გამოწყობილი, უმაკიაჟოდ და თმაც უბრალოდ უკავ ჰქონდა შეკრული. საშინლად გამოიყურებოდა. ხელბორკილედი არ მოუხსნიათ მისთვის რადგან ღმერთმა იცის რას იზამდა. ჩვენს წინ სკამზე დაჯდობისას პირდაპირ ჩემს და ჯონკუკის თითებს დახედა რომელზეც მრგვალი საქორწინო ბეჭდები გვეკეთა და ერთი გულიანად გადაიხითხითა, ამას ნერვული სიცილი უფრო ერქვა. -ესეიგი მაინც დაქორწინდით არა?- იკითხა სიცილის შემდეგ. მე ხმ არ ამომიღია ,უბრალოდ ჯონკუკის ხელს ჩავეჭიდე. - რა იყო ლაპარაკის უნარი დაკარგა?- ახლა უცაბედედად შეეცვალა ხასიათ გაბრაზებით იკითხა და მკვლელივით დაიწყო ჩვენი ყურეა. -როგორი საცოდავი ხარ-ვთქვი ჩუმად -საცოდავი? არა არა პატრა ჰეილი, საცოდავი შენ ხარ, ჩემს წინააღმდეგ ამ ქორწინებს გამო წახვედი და ახლა მაინც მასთან ხარ, საცოდავი ხარ, და მაინც ვის დაემსგავსე ასეთი? ნამდვილა მამაშენს- კიდევ ერთხელ გადაიხარხარა მან -მადლობა ღმერთს რომ შენ არ დგემსგავსე- მაქსიამალურად მშვიდად ვუთხარი,- მართალი ხარ, მიუედავად იმისა რომ ჯონკუკი შენი დახმარებით გავიცანი, შენ რომ არა მას არც დავშორებოდი ამიტომ არანაირად არ ვარ შნეი მადლიერი- ვახალე პირდაპირ. მართალია დედაჩემი რომ არა და ის საბედისწერო დღე რომ არა ჩემი მეგობარი რომელიც მას მერე არ მინახავს ჩემთან დარჩებოდა. ეს მეგონარ ჯონკუკი იყო და ის ბაჭია სათამაშოც მშობლებმა კი არა ჯონკუკმა მაჩუქა, ხოლო იმის მერე რაც ამიკრძალეს მისი ნახვა 1 კვირაში ჯონკუკი სასწავლებლად წავიდა ამერიკაში და მის მერე აღარც მინახავს. -ესეიგი გაგახსენდა ყველაფერი ძალან კარგი, მინდა რომ გახსოვდეს ყველაფერი და დაიტანჯო ჰეილი მინდა რომ მთელი ცხოვრება აჩრდილივით დაგზდევდეს ჩემი სული და ჩემი სახელის გაგონებისას მთლიანად ცახცახებდე.- აქ მივხვდი ომ მასთან ლაპარაკს აზრ არ აქვს. ის შეიშლა, ბოლო ხმაზე ყვიროდა და იქნევდა ხელებს. შემეშინდა და ჯონკუკს მივეკარი სახე მის მხარზე დავადე რომ ეს არ მენახა. დაცვა მისი ყვირილის თანავე შემოვარდა და როგორც გიჭი ისე გაიყვანეს იქიდან, ის კი ბოლო წამამდე ყვიროდა გაურკვეველ რაღაცეებს. ვიცი ეს არ უნდა მექნა მაგრამ მაინც ვიტირე, ჯონკუკი კი უფრო და უფრო მაგრამ მიკრავდა გულში... ჯონკუკმაც ნახა მისი მშობლები მაგრამ ქ რა მოხდა არცც მას მოუყოლია და არც მე მიკითხავს ვიცი არ მეტყოდა. დაძაბულობის 1 თვე გავიდა და ყველაფერი თითქოს და დალაგდა, ხალხი აღარ ლაპარაკობდა ოჯახებზე რომელიც მისმა შთამომავლებმა გაანადგურეს, აღარ განიხილავდნენ პოლიტიკოსებს რომებიც შავ საქმეში იყვნენ ჩთრეულები. ცხევრება გაგრძელდა და ახლანდენი სამყარო ბევრად კარგი არმოჩნდა ვიდრე ეს მანამდე იყო.... ********************** ესეც ბოლო თავი შინაარსობრივად ^^ შემდეგი თავი იქნება HAPPY END-ი <3 შეცდომებსთვის ბოდიშს ვიხდი, ვერ გავასწორე კარგად იმიტომ რომ ბევრი იყო და თან მინდოდა მალე დამედო ^^ მადლობა ყველას ვინც კითხულობს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.