შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი6)


12-03-2017, 17:33
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 911

-ამის დრო ხომ არის? - ხელით ჩემს მდგომარეობას აღნიშნავს.
ჩვენ განსაკუთრებით ახლა არ გვჭირდებოდა ვიღაცის ყალბი ღიმილი ყოველ დილით, ან მომაბეზრებელი მბრძანებლობა... ჩვენ ახლა ყველაზე მეტად დრო, ფიქრი, ყველაფრის გაანალიზება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება გვჭირდებოდა...
-ჯანდაბა... ახლა რაღა ვქნათ? - ისევ ხრიწიანი ხმა, მაგრამ შედარებით ხმამაღალი.
-ჩემი აზრი არ აინტერესებთ, და რაც არ უნდა ვთქვა მე ჯერ კიდებ პატარა ვარ- წამოდგა და ფანჯარასთან დადგა, სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ მესმის მძიმე სუნთქვა...
2 წუთიანი დუმილის შემდეგ საწოლიდან ფეხი იატაკზე დავდგი... წამოვდექი, მაგრამ თავში რაღაც საშინლად მეტკინა, არა ასე არ შემიძლია, ასე უმოქმედოდ... ლუკას შევხედე, სავარძელში თავდახრილი ზის, ასეთი დაღვრემილის ყურებას მირჩევნია მოვკვდე, ძალები მოვიკრიბე და "სტუმრებთან" ჩასვლა გადავწყვიტე, ოხ ეს კიბეები ისე დაუსრულებლად ჩანდა, ბოლო საფეხურიც... ჩავედი თუ არა რა თქმაუნდა ყველა მე მიყურებდა, ახლა დაცემა არ შეიძლებოდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ დიდხანს დგომა არ შემეძლო... წელზე ცივი ხელი ვიგრძენი, - ოოხ, ჩემი გადამრჩენელიი - გავიფიქრე და ლუკას თვალი ჩავუკარი, სკამამდე მიმიყვანა, ჩამოვჯექი... რომ დავინახე ჩემს სამზარეულოში როგორ ეხებოდნენ ჩემს ჭურჭელს გონება გადამიტრიალდა, მინდოდა მშვიდად დავლაპარაკებოდი, მაგრამ საშინლად გავბრაზდი...
-ახლავე აქ მოდით... და ნურაფერს ნუ ეხებით - ისე ვუთხარი არც გამიხედავს...
-ბებო როგორ ხარ? - ხმაში ნაღველი ეტყობოდა, ვიცი რომ განიცდის მისი ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებას, მაგრამ მეც არ განვიცდი მასზე ნაკლებად, ამიტომ....
-კარგად ბებო... ცუდად რატომ უნდა ვიყო? - ირონიულად გავუღიმე, მერე კი ისევ სერიოზული სახე მივიღე
-კარგი რადგან თქვენ პირდაპირ არ საუბრობთ მე გეტყვით,მაგრამ მოგიწევთ კარგად მომისმინოთ არ ვაპირებ მეორედ გავიმეორო, ჯერ ერთი რომ არავის დახმარება.... ჯერჯერობით არავის დახმარება არ გვჭირდება, მეორე - საკმარისი ფული გვაქვს, მერეც რამეს მოვახერხბთ, მეამე-არავის მოვლა არ გვჭირდება, ორივე საკმარისად დიდები ვართ... დახმარებისთვის აუცილებლად მოგმართავთ. მე ჩემი სათქმელი დავასრულე, ახლა თქვენ გაანალიზეთ თითოეული სიტყვა და გამოიტანეთ დასკვნა... - ლუკას შევხედე თვალებით ვუთხარი - აბა წავედით ... წამოვდექი ლუკაც გვერდით დამიდგა, ახლა მე გადადე ხელი, რამდენიმე ნაბიჯის მერე გავჩერდი ნახევრად მოვტრიალდი - და ჰო მართლა, ლუკა უკვე საკმარისად დიდია და აქვს აზრის გამოხატვის, ან გადაწყვეტილების მიღების უფლება, ეს დაიმახსოვრეთ და შეუშვით თავში ერტხელ და სამუდამოდ... ... ახლა სამზარეულოს გავხედე არავინ იდგა - აი სამზარეულოში კი არცერთმა თქვენთაგანმა თითი არ შეახოთ არცერთ ნივთს - ისევ ირონიული ღიმილი... კიბეებზე ავდივართ - იცოდეთ შეწინააღმდეგება არ გაბედოთ... ნერვები ისედაც არ მყოფნის...
კარი შევაღეთ თუარა ლუკა მაშინვე მომეხვია, - მაცადე ამოვისუნთქო... საწოლამდე ლუკას მივყავარ მერე კი ისევ სავარძელს უბრუნდება...
-არ მჯერა რომ გამოგვივიდა...- ლუკა გაოცებული სახით მიმზერს
-ნწწ... არა... შენ გგონია ისინი ასე ადვილად დაობენ თავის პოზიციას?.. რაღაც არა მგონია.
კარი ბოლომდე არ მოგვიხურავს და ჩვენდა უნებურად ყველაფერი გვესმის
-ისევ ისეთი თავხედია ეს გოგო - კარგად ვიცი ამას ვინც ამბობს - ბიცოლა- ის ვერასდროს მიტანდა მშობლებზე ამდენი გავლენა გამაჩნდა, და ამდენ უფლებას მაძლევდა დედა, ამის გამო, აი რატომაც ვერ მიტანდა...
-გაჩუმდი არ გაიგოს... -უფლება რომ მქონდეს...
-ლუკა ხომ იცი ახლა თუ ავდექი უარესი მოხდება... - გაცოფებული ვარ, და ამ გრძნობებს ცოტა აზრზე მოვყავარ. ლუკა დგება და კარებს ხურავს...- დამშვიდდი ხომ იცი რომ ასეთები არიან...
უცებ კარი ეღება და დეიდა ნიტა გვიღიმის, მერე კარს ხურავს, ლუკასთან მიდის და ეხუთება...
-თქვენმა ბებიამ დამირეკა... და... იცით მე მათ ნაწილობრივ - ყურადღებას ამახვილებს - ნაწილობრივ ვეთანხმები, კი ვიცი რომ დედათქვენი ისურვებდა მარტო გეცხოვრათ და დამოუკიდებლობას შეგუებოდით, მაგრამ...
-მაგრამ რა...?
-არ დაგთანხმდებიან...
-არა შენ... შენ დაგვეხმარები
-როგორ?
-დაელაპარაკე... მათ დაელაპარაკე... მოგისმენენ
-ველაპარაკე....- ნახევრად უკმაყოფილო სახით გვიყურებს
-მერე?
-სახლში თქვენს გარდა ვიღაც მაინც უნდა იყოს, ამბობენ რომ ამით მშვიდად იგრძნობენ თავს...
-თამუნა?... თამუნა დარჩება... მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით
-აბა კარგად დაფიქრდით, ვინმე ჭკვიანი მეგობარი, რომელსაც ნუცაც და მიშაც იცნობდა და მეგობრობდა...
-მმმმ.....
-ლუკა...ის...
-ვინ?... რამე მოიფიქრე?
-ს...სს
-სანდრო... - წამოიკივლა და დეიდას მოეხვია
-და ვინ არის?... მე რატომ არ ვიცნობ?
- სანდროს დედაც და მამაც იცნობდა და სხვათა შორის -ვჩერდები, თვალებზე ცრემლი მადგება, თუმცა ვაგრძელებ და ვცდილობ ის ბურთი ყელში რომ გამეჩხირა გადავყლაპო - ბოლო წუთდებშიც მათთან იყო...... აი ის ლუკასთან ერთად რომ იყო რა...
-კიიიი... ვიცი... მახსოვს ... - ყურადღების გადატანას ცდილობს - ძალიან სიმპათიური ვინმეაა...
-19 წლისაა.... ლუკა შენხომ ნომერი გაქვს?
-კიიი
-მოდი ჯერ, მათ დაველაპარაკები და მერე დავურეკოთ...
ნიტა სულ დედას ჰგავს, განსაკუთრებით რომ იღიმის და თვალები უბრწყინავს, თვალწინ სულ დედა მიდგება... ჩავიდა... 2...5...6..7...10 წუთის შემდეგ ნიოტა ამოდის და ხელებს შლის. - მაგრამ ყოველ დღე დაგირეკავენ და ასე შემდეგ... სანდროსაც დავურეკეთ, მოვიდა
-ეი... ჯიუტო- ლოყაზე მომქაჩა, მაშინვე ხელი მოვიშორე
-თავი დამანებე...
-ნიაა, როგორ ელაპარაკები...- თვალები დამიბრიალა ნიტამ, ისეთი სასაცილო იყო თავი ძლივს შევიკავე... სანდრო დაგვთანხმდა... პირველ სართულზე სტუმრისთვის განკუთვნილი ოთახი ახლა უკვე სანდროს ეკუთვნოდა, და როგორც დეიდამ ბრძანა - დღეიდან სანდრო ამ ოჯახის უფროსია... ნუ ჯერჯრერობით... იმ ღამეს დეიდა ჩვენთან დარჩა... - შენ გგონია ვერ მივხვდი რომ რაღაც გჭირს?
-არა, არაფერი არ მჭირს- მის თვალებს თვალს ვარიდებ
-შემომხედე... მე... მე... ხუთი თითივით გიცნობ- ჩაიცინა
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, შიადაშიგ ბრაზდებოდა
-ნუთუ იმის ღირსად არ ჩამთვალე და არ მითხარი.... ყოჩაღ ნია ყოჩაღ - ხელები აიღო
თავი დავხარე, ჩემთან მოვიდა და თავდახრილი მითხრრა - მაპატიე ჩემი ბრალია მარტო არ უნდა დამეტოვეთ, ბოდიში საყვარელო, მაგრამ ჩემი...ჩემი ერთადერთი დაიკო- ცრემლები გადმოსცვივდა - ყოველ თქვენს დანახვაზე ის მახსენდება, მახსენდება რომ მისგან რჩევებს ვეღარ მივიღებ, მას ვეღარ ჩავიკრავ გულში, ვერ გავაბრაზებ... ეს მტანჯავს ნია... ხელები ისე ზლიერ მოვხვიე... მისი გულისცემა მესმოდა... თითქოს გული ამოვარდნას ლამობსო
-ვიცი... ნიტა...ვიცი... სწორედ ამას ვერ გავურბივარ... თვალებზე ცრემლებს ვწმენდ და მიკვირს მე რატომ არ ვტირი... ვცდილობ ყურადღება გადავიტანო
-ლიკა და გიორგი როგორ არიან?
-ძალიან ენატრები ორივეს, ისევ ისეთი ცელქები არიან...
იცოდე ხვალვე წამოხვალ ჩემთან, და გამოკვლევებს ჩაიტარებ... ნუციკოს ჩვენი არც ერთის მდგომარეობა არ გაახარებდა... ამაზე დაფიქრდი... ჩემს გვერდით მოკალათდა... სიჩუმეე...სიჩუმეე... ბოლოს სიჩუმეს ისევ დეიდა არღვევს
-ისე მართლა ძალიან სიმპათიური ბიჭია და ძალიან მომხიბვლელი...- იცინის- ნახე როგორ გიყურებდა?
-გეყოფა... რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ვეკითხები - როგორ მიყურებდა? - ვიცინით
-ნამდვილად მოსწონხარ...
-გაჩერდიი.... რა სისულელეა... სიბნელეა და კიდევ კარგი არ მეტყობა, მაგრამ ვგრძნობ სახეზე სიმხურვალეს....
-აბა წარმატებები.... ნახავ ამას თვითონ გეტყვის თან ძალიან მალე...
პასუხს აღარ ვცემ და თვალებს ვხუჭავ...
დილით ნიტას წამოხტომა მაღვიძებს... იქით-აქით დარბის და ყვირის- მაგვიანდებაა.... არა დამაგვიანდაა... ნახვამდის და არ დაგავიწყდეს...
წამოვდექი, მეგონა წყალი მაგიდაზე დამხვდებოდა, მაგრამ ცარიელი ჭიქა დამხვდა... ღამის ხალათი ჩავიცვი და ნელი ნაბიჯებით ჩავუყევი კიბეებს, ჯერ კიდევ ნახევრად მეძინა... წყალი ჩავისხი... დავლიე... შემოვტრიალდი
-ააა..- ჭიქა ხელიდან დამივარდა - ჯანდაბა გული გამისკდააა
-მერე რას კიოდი, ან ვინ შეგაშინა - არ მოველოდი რომ სანდრო უკვე მოვიდოდა
-არ ვარ მიჩვეული, ყოველ დილით სახლში უცხო ადამიანის დანახვას - ხელით კედელს ვეყრდნობი... თავბრუ მეხვევა... - ჯანდაბა ჯერ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ...




ესეც მე-6 თავიი... ჩემი აზრით საიონტერესოა... იმედია მოგეწონებათ... შეცდომებისთვის ბოდიში არ გადამიკითხია...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან კარგია ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

თაკოთაკო
ძალიან კარგია ყოჩაღ

მადლობა kissing_heart საყვარელო heart_eyes

 


№3  offline მოდერი bla.ell

აუ რა მაგარი ხარ ეეე ძაან კაია და ველი შემდეგ თავსheart_eyes

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
აუ რა მაგარი ხარ ეეე ძაან კაია და ველი შემდეგ თავსheart_eyes

მადლობა სიხარულო kissing_heart heart_eyes რომ იცოდე როგორ მახარებ შენი კომენტარებით

 


№5  offline წევრი HappyForever

dzalian kargia ubralod ecde tavebi gazardo ❤❤

 


№6  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

HappyForever
dzalian kargia ubralod ecde tavebi gazardo ❤❤

მადლობაა heart_eyes აუცილებლად ვეცდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent