შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 5


13-03-2017, 12:06
ავტორი Lex
ნანახია 1 603

5.
ეზოს სიღრმეში სახლის პირველ სართულზე მხატვარს ერთი დიდი ოთახი ეჭირა. მიმი ინტერესით ათვალიერებდა ნახატებით მოჭედილ კედლებს.
- ჩემმა ჩაცმულობა მიგახვედრათ თუ რომელიმე გამოფენიდან მიცნობთ? - ღიმილით მიუთითა სავარძელზე და დიდი მწვანე ფინჯანი მიაწოდა.
მიმიმ, არანაკლებ გაოცებული საკუთარ თავზე მხრები აიჩეჩა. არაფერი მსმენია თქვენზეო.
- მმმმ.. სასიამოვნო სურნელი აქვს... - მიმიმ ყავის სურნელი ჩაისუნთქა და მერე გემრიელად მოსვა.
- ასეთ ყავას აქ ვერ ნახავთ, სპეციალურად კოლუმბიიდან მიგზავნიან
- ჰოო?
ოთახში სასიამოვნოდ გრილოდა, მიმი რბილ სავარძელში გადაწვა, თვალი იქვე აყუდებულ ვიოლინოზე გაუშეშდა...
მხატვარმა დაასწრო:
- არა მე არ ვუკრავ, ისე ნატურმორტისთვის მინდა, თანაც ისეა მოძველებული, ალბათ აღარც დაუკრავს...
მიმი ფიქრებში წავიდა... „ძველი ვიოლინო... ძველი პიანინო... “ პიანინომ სადარბაზოში დააბრუნა, არასასიამოვნო ჟრუანტელმაც დაუარა ტანში, ახლაღა გაახსენდა მანქანაში მიგდებული ტელეფონი. წამოდგა თუ არა თვალთ დაუბნელდა მუხლებში სისუსტე იგრძნო, თავი რომ შეემაგრებინა პირველივე რასაც წაეტანა პატარა მაგიდიდან ჩამოშვებული გრძელი ტილო, რამაც ყველაფერი რაც მაგიდაზე იდო ძირს გადმოაპირქვავა, ქვეშ მოყვა ახალ დასხმულ საღებავებით სავსე პალიტრა და ბოლოს მოლბერტიც ზედ დაეცა.
მიმი საშინლად შეწუხდა.
- ისევ და ისევ, მხოლოდ ქალს შეუძლია გაგანადგუროს, და ერთ წამში თავზე დაგამხოს ყველაფერი. - თავიდან ცოტა უკმაყოფილოდ, შემდეგ კი ხმაში ირონიაც შეეპარა და ბოლოს კი სიცილი აუტყდა.
მიმიც ვითომ აჰყვა, მაგრამ ძალდატანებითი სიცილი უფრო გამოუვიდა, ძლიერ იყო შეწუხებული და საშინელ უხერხულობას გრძნობდა, მიხმარება შესთავაზა, მაგრამ მხატვარმა უარი უთხრა, შენ კიდევ რაიმე არ ამიფეთქოო, სჯობს სავარძელს დაუბრუნდეო.
მხატვარმა საყინულიდან გამოღებული შოკოლადი მიაწოდა:
- სპეციალურად ვყინავ, მერე გემრიელად კნატუნობს... ცოტა ფერზეც მოგიყვანს.
მიმი უხერხულად შეიშმუშნა:
- არ ვიცი ასეთი არა მეცა, ასე არასდროს ...
- ემოციების ბრალია, ხდება ხოლმე - სიტყვა გააწყვეტინა მხატვარმა...
„ყველაფერი უცნაური მე უნდა დამემართოს“ ბრაზობდა მიმი საკუთარ თავზე, გემრიელად აკნატუნებდა გაყინულ შოკოლადს, ცხვირში შემწვარი კარტოფილის სუნი სასიამოვნოდ უღიტინებდა. დილით ყოველთვის უსაუზმოდ მიდიოდა სამსახურში და იქ ლანჩის დროს ახერხებდა ესადილა, დღეს კი ესეც არ გამოუვიდა. სამაგიეროდ საინტერესო ადამიანი გაიცნო „ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო და აი კინაღამ ვემსხვერპლე კიდევაც“...
- სამწუხაროდ მისაყოლებელი სასმელი მხოლოდ ატმის კომპოტი მაქვს - ღიმილით მოუბოდიშა მხატვარმა
- მშვენიერია, სიამოვნებით მივირთმევ - მიმი თავს იმდენად შინაურულად გრძნობდა, თითქოს დიდი ხნის მეგობართან ყოფილიყო სტუმრად.
კედლის ერთ კუთხეში სხვადასხვა ზომის პატარა ნიღბები იყო გაკრული
- ესეც თქვენი ნამუშევრებია?
- არა, ეს ვენეციური ნიღბებია, ვენეციიდან არის ჩამოტანილი... ჩემი პატარა კოლექციის ნაწილია...
მხატვარმა ერთი ცოტა დიდი ზომის ნიღაბი ჩამოიღო და სახეზე მიიფარა, ნიღბიანმა სახემ და მისგან მომზირალმა თვალებმა ის ნაპრალიდან მომზირალი თვალები გაახსენა და უნებურად უკან გახტა.
მხატვარი ხვდებოდა რაღაცაში იყო საქმე, მის უცნაურ სტუმარს რაღაც სერიოზულად აწუხებდა.
- ალბათ სრულ ჭკუაზე არ გგონივარ ხომ?
მხატვარს გაეღიმა:
- მომიყევი... თუ მენდობი...
მიმიმ ამოიხვნეშა... ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ისიც კი უთხრა, თუ როგორ დაუმალა ფიფოს ეს ამბავი და სინდისის ქენჯნასაც კი არ გრძნობდა...
მხატვარი ერთხანს ჩაფიქრდა და მერე უცებ უთხრა:
- გინდა ერთად გავარვკიოთ ვინ არის?
მიმიმ სიხარულით დაუქნია თავი და შვებით ამოისუნთქა, ის რაც ამდენი ხანი გულზე ლოდივით აწვა და აქამდე ვერავის ენდო, ახლა სრულიად უცხო ადამიანთან ამოხეთქა და გულზეც მოეშვა.
სახლში გვიან დაბრუნებულს დედის საყვედურებისათვის ყურადღებაც არც მიუქცევია ისე შეიკეტა თავის ოთახში, ფიფოს ზარებითა და მესიჯებით გაჭედილი ტელეფონიც იქვე მიაგდო „ხვალ დავურეკავ...“ გაიფიქრა და დღის განცდილი ემოციებისგან დაღლილს ტკბილად ჩაეძინა.

LEX·2016 წლის 23 აპრილი, შაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent